თვალის გუგის ხანმოკლე გაფართოება თვალის ფსკერის დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებლად და ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ. უკანა სინექიების წარმოქმნის პრევენცია ან მათი დესტრუქცია უვეიტის დროს. კონიუნქტივიტის და ირიდოციკლიტის დიფერენციული დიაგნოსტიკა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენილეფრინი (phenylephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10% (100მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, სიმპათომიმეტური საშუალებები, გლაუკომის სამკურნლო საშუალებების გარდა
- ATC კოდი
- S01FB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043483
- რეგისტრირებულია
- 26 ივნისი 2025, მოქმედებს 26 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მიდრაფელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თვალის გუგის ხანმოკლე გაფართოება თვალის ფსკერის დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებლად და ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ.
უკანა სინექიების წარმოქმნის პრევენცია ან მათი დესტრუქცია უვეიტის დროს.
კონიუნქტივიტის და ირიდოციკლიტის დიფერენციული დიაგნოსტიკა.
მიღების წესი და დოზირება
1 წვეთი 1-2-ჯერ დღე-ღამეში თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში, თავი გადაწეულია უკან.
მოერიდეთ სამკურნალო საშუალების უკონტროლო სისტემატიურ გამოყენებას.
5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
სამკურნალო საშუალება სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ჩვილებსა და უმცროსი ასაკის ბავშვებში. საჭიროა დადგინდეს, საკმარისია თუ არა მედიკამენტის გამოყენება უფრო დაბალი კონცენტრაციით.
კონიუნქტივიტის ან რქოვანას დაზიანებების დროს მოსალოდნელია აბსორბციის გაზრდა.
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელი/რისკის კარგად შეფასების შემდეგ.
თვალების ქრონიკული გაღიზიანების შემთხვევაში, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.
ბავშვები
მიდრაფელი 5%: სიფრთხილით ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ უფრო დაბალი კონცენტრაცია არასაკმარისია.
მიდრაფელი 10%: გამოყენება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 12-18 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების პრევენციისთვის ფლაკონი-საწვეთურის წვერის რაიმე ზედაპირებზე შეხება არ შეიძლება. ფლაკონი-საწვეთურის წვერი ასევე არ უნდა შეეხოს თვალს, რდგან შეიძლება თვალის ტრავმა გამოიწვიოს.
უკუჩვენებები
აბსოლუტური უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ;
მშრალი რინიტი;
გლაუკომის ფორმები, რომლის დროსაც გუგის გაფართოებას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი (მაგალითად, დადასტურებული დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს). სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია პირველადი გლაუკომის დროს, როდესაც წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენება არ ხდება;
სიფრთხილის ზომები
ჩვეულებრივ, თვალის დაავადებების დროს კონტაქტური ლინზები არ გამოიყენება. მაგრამ, თუ კი ნებადართული გაქვთ მყარი კონტაქტური ლინზების ტარება, მაშინ ისინი უნდა მოიხსნათ პრეპარატის ინსტილაციამდე, მათი ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენების დროს რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მის შემადგენლობაში შემავალმა კონსერვანტმა ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება შეცვალოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერი.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე, შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომის ან რქოვანას დაავადებების არსებობისას. პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალებში ტკივილის ან ჩხვლეტის, ასევე უჩვეულო შეგრძნების წარმოქმნისას, მიმართეთ ექიმს.
მიდრაფელი 10%-იანის გამოყენება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფენილეფრინის შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას სერიოზული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ არსებული შეტყობინებების გამო. მიდრაფელი 10%-იანის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12-18 წლის ასაკის ბავშვებში, ვინაიდან კლინიკური გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფენილეფრინის ზეგავლენა პოტენცირდება გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზე მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (მაო), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ანესთეტიკებთან, ინსულინთან, ატროპინთან და პროპრანოლოლთან კომბინაციაში.
გუანეტიდინით და რეზერპინით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის საგრძნობი მატება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიდრაფელი 10% უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ფარდობითი უკუჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია და არითმია;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძიმე ფორმები, მაგალითად, მიოკარდიული უკმარისობა.
კონიუნქტივის ჰიპერემიის და რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებების დროს შესაძლებელია აბსორბციის გაზრდა და გვერდითი ეფექტების გაძლიერება. ეს პირობა ასევე ვრცელდება ხანდაზმულ პაციენტებსა და ბავშვებზე, განსაკუთრებით კი ჩვილებზე.
სისტემური ეფექტის განვითარების ალბათობის გამო, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში არითმიით და გულის დაავადებებით, ჰიპერტონული დაავადებით, ანევრიზმით, ათეროსკლეროზით და ჰიპერთირეოზით. ეს პირობა ასევე ვრცელდება ხანდაზმულ პაციენტებსა და ბავშვებზე, განსაკუთრებით ჩვილებზე. ასეთ პაციენტებში აუცილებელია ფენილეფრინის მინიმალური თერაპიული კონცენტრაციის გამოყენება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გუგის გაფართოვების და აკომოდაციის დარღვევის გამო, პრეპარატის გამოყენებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ამიტომ მის აღდგენამდე რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა და პოტენციურად საფრთხის შემცველი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - მხედველობის გაუარესება რამდენიმე საათის განმავლობაში. მხედველობის რამდენიმესაათიანი გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს ციკლოპლეგიით (ცალკეულ შემთვევებში ეს იწვევს აკომოდაციის ამპლიტუდის შეცვლას 3 დიოპტრიამდე); სიხშირე უცნობია - რეაქტიული ჰიპერემია, მწველი ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირად - არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება. ერთეულ შემთვევებში შესაძლებელია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, რასაც ახლავს გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია და თავის ძლიერი ტკივილი.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ღებინება, ტრემორი, ძლიერი დაღლილობა, უძილობა, სისუსტე. ეს სისტემური ეფექტები აღინიშნებოდა ძირითადად პაციენტებში კონიუნქტივის ჰიპერემიით, სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევით და რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებით.
ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას გაწითლება და გასქელება შეშუპების გამო. ხანდაზმულებში ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გუგის შევიწროვება (რიკოშეტის ფენომენი).
ხანგრძლივი გამოყენებისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კონიუნქტივის ქსეროზის წარმოქმნა, რასაც ახლავს საცრემლე არხის დახშობა და გაძლიერებული ცრემლდენა.
არსებობს ადამიანში ადგილობრივად ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის (2,5% ხსნარი) მაღალი დოზის გამოყენების კვლევების მონაცემები, რომლებიც მიუთითებს კონიუნქტივის ჟანგბადის პარციალური წნევის დაწევაზე ვაზოკონსტრიქციული ეფექტის გამო. სავარაუდოა, რომ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის 10% ხსნარის გამოყენებისას პერფუზია მაკულურ მიდამოში არსებითად არ იცვლება.
მიდრაფელს შეუძლია გააძლიეროს თვალის წინა კამერის კუთხის შევიწროვება და გლაუკომის შეტევის პროვოცირება. გლაუკომის შემთვევაში, საჭიროა დამატებით თვალშიდა წნევის დამწევი პრეპარატების (მაგალითად, პილოკარპინის) გამოყენება.
ბავშვები და მოზარდები
გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ფილტვების შეშუპება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
არტერიული ჰიპერტენზია ტაქიკარდიით, თავის ტკივილი, ღებინება, შფოთვა, ტრემორი, ტაქიკარდია რეფლექტორული ბრადიკარდიის შესაძლო განვითარებით. ერთეულ შემთვევებში შეიძლება წარმოიქმნას კრიტიკული არტერიული ჰიპერტენზია (ფენილეფრინის 10% ხსნარის დიდი რაოდენობით ადგილობრივი გამოყენებისას).
ფენილეფრინის ტოქსიკური დოზა შიგნით მიღებისას შეადგენს 3 მგ/კგ ბავშვებისთვის და 300 მგ-დან მოზრდილებისთვის.
მკურნალობა
შემთვევით შიგნით მიღებისას რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება ან კუჭის ამორეცხვა. ადგილობრივი ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია თვალების ამორეცხვა დიდი რაოდენობით წყლით. რეფლექტორული ბრადიკარდიის შემთვევაში გამოიყენება ატროპინი (ბავშვებში 0,01-დან 0,02 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე).
კრიტიკული ჰიპერტენზიის განვითარების შემთვევაში რეკომენდებულია ფენტოლამინის α-ადრენობლოკატორის გამოყენება.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 50 მგ ან 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა
თვალის წვეთები 5% ან 10%.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო ხსნარი.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.
შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
თვალის წვეთების 10 მლ პლასტმასის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და სახრახნი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოებისას
უტილიზაციის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ."-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
მიდრიაზული და ციკლოპლეგიური საშალებები, სიმპატომიმეტურები, გლაუკომის სამკურნალო პრეპარატების გარდა. ათქ კოდი: S01FB01.
მოქმედების მექანიზმი
ადგილობრივი ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ოფთალმოლოგიაში გამოიყენება როგორც სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალება კონცენტრაციით 0,06-10%, კონიუნქტივის გაღიზიანებისას გამოიყენება 0,1-0,25% კონცენტრაციით.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება α-სიმპატომიმეტიკების (α1-ადრენორეცეპტორების) ჯგუფს გამოხატული ანტიკონგენსანტური მოქმედებით. სელექციურობა α1-ადრენორეცეპტორების მიმართ შეიძლება ნაჩვენები იყოს სხვადასხვა ცხოველებზე. თვალის შიდა კუნთებზე α1-ადრენორეცეპტორების არსებობა საფუძვლად უდევს ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის მიდრიაზულ და თვალშიდა წნევის ნაწილობრივ შემამცირებელ ეფექტს მაღალი დოზებით (2,5-10%) გამოყენებისას.
როგორც ვაზოკონსტრიქტორი, დაბალი კონცენტრაციით გამოყენებისას ახდენს ანტიკონგესანტურ მოქმედებას თვალისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და გაღიზიანების დროს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის 10% ხსნარის გამოყენება იწვევს მიდრიაზს, რომელსაც თან ახლავს ციკლოპლეგია. მიდრიაზული ეფექტი დაახლოებით 5 საათი გრძელდება.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის დოზა-ეფექტის დამოკიდებულების კვლევები აჩვენებს მიდრიაზული ეფექტის დოზადამოკიდებულ ზრდას 0,1-10% კონცენტრაციების დიაპაზონში გამოყენებისას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ჩატარებულია in vivo და in vitro სხვადასხვა ექსპერიმენტული კვლევები ლაბორატორიული ბოცვრების მონაწილეობით. ამ კვლევების თანახმად, რქოვანას ეპითელიუმი ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შეღწევის და გადინების არა მხოლოდ ძირითადი ბარიერია, არამედ ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრეპარატის მეტაბოლიზმში.
რქოვანას ეპითელიუმის მოცილების შემდეგ ფენილეფრინის და მისი მეტაბოლიტების შეღწევადობა დაახლოებით 10-ჯერ იზრდება, ვინაიდან ფენილეფრინი ცუდად იხსნება ცხიმში და рН-ის ფიზიოლოგიური მნიშვნელობებისას სუსტი ტუტეს თვისებები გააჩნია.
ფენილეფრინის 0,1% ხსნარის სამჯერადი გამოყენების შემდეგ წყლიან გარემოში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია 56% შეადგენს. კონცენტრაცია საგრძნობლად (10-13-ჯერ) იზრდება ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, როცა რქოვანას ეპითელიუმი მოცილებულია. აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია რქოვანაში 3,5-ჯერ მეტია. დაუზიანებელი ეპითელიუმისას წყლიან გარემოში კონცენტრაცია შეადგენდა 25 მკმ, ეპითელიუმის დაზიანებისას კი - 340 მკმ.
ფენილეფრინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება რქოვანას ქსოვილებში. თვალის შიგნით ფენილეფრინის კონცენტრაცია ნაწილობრივ მცირდება მეტაბოლიზმის შედეგად 0,1%-ზე ნაკლებით კონცენტრაციით ხსნარის გამოყენებისას.
მიდრიაზული ეფექტის საფუძველზე გათვლილი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები აჩვენებს, რომ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი სწრაფად გამოიყოფა თვალის წინა კამერიდან, ამ დროს 1-5% ხსნარისთვის ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყოფის სიჩქარე შეადგენს 1,3 ± 0,2 საათს-1.
ფენილეფრინი მონოამინოქსიდაზის (მაო) - ფერმენტის, რომელსაც შეიცავს რქოვანას ეპითელიუმი, სუბსტრატია. მაგრამ, ჯერ კიდევ უცნობია, აგებს თუ არა მაო პასუხს ფენილეფრინის ბიოტრანსფორმირებაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
მიდრაფელი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
მიდრაფელი, Mydraphel
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფენილეფრინი, Phenylephrine
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 50 მგ ან 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა
თვალის წვეთები 5% ან 10%.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო ხსნარი.
გამოყენების ჩვენებები
თვალის გუგის ხანმოკლე გაფართოება თვალის ფსკერის დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებლად და ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ.
უკანა სინექიების წარმოქმნის პრევენცია ან მათი დესტრუქცია უვეიტის დროს.
კონიუნქტივიტის და ირიდოციკლიტის დიფერენციული დიაგნოსტიკა.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
1 წვეთი 1-2-ჯერ დღე-ღამეში თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში, თავი გადაწეულია უკან.
მოერიდეთ სამკურნალო საშუალების უკონტროლო სისტემატიურ გამოყენებას.
5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
სამკურნალო საშუალება სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ჩვილებსა და უმცროსი ასაკის ბავშვებში. საჭიროა დადგინდეს, საკმარისია თუ არა მედიკამენტის გამოყენება უფრო დაბალი კონცენტრაციით.
კონიუნქტივიტის ან რქოვანას დაზიანებების დროს მოსალოდნელია აბსორბციის გაზრდა.
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელი/რისკის კარგად შეფასების შემდეგ.
თვალების ქრონიკული გაღიზიანების შემთხვევაში, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.
ბავშვები
მიდრაფელი 5%: სიფრთხილით ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ უფრო დაბალი კონცენტრაცია არასაკმარისია.
მიდრაფელი 10%: გამოყენება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 12-18 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების პრევენციისთვის ფლაკონი-საწვეთურის წვერის რაიმე ზედაპირებზე შეხება არ შეიძლება. ფლაკონი-საწვეთურის წვერი ასევე არ უნდა შეეხოს თვალს, რდგან შეიძლება თვალის ტრავმა გამოიწვიოს.
უკუჩვენებები
აბსოლუტური უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ;
მშრალი რინიტი;
გლაუკომის ფორმები, რომლის დროსაც გუგის გაფართოებას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი (მაგალითად, დადასტურებული დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს). სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია პირველადი გლაუკომის დროს, როდესაც წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენება არ ხდება;
ორსულობა და ლაქტაცია.
მიდრაფელი 10% უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ფარდობითი უკუჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია და არითმია;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძიმე ფორმები, მაგალითად, მიოკარდიული უკმარისობა.
კონიუნქტივის ჰიპერემიის და რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებების დროს შესაძლებელია აბსორბციის გაზრდა და გვერდითი ეფექტების გაძლიერება. ეს პირობა ასევე ვრცელდება ხანდაზმულ პაციენტებსა და ბავშვებზე, განსაკუთრებით კი ჩვილებზე.
სისტემური ეფექტის განვითარების ალბათობის გამო, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში არითმიით და გულის დაავადებებით, ჰიპერტონული დაავადებით, ანევრიზმით, ათეროსკლეროზით და ჰიპერთირეოზით. ეს პირობა ასევე ვრცელდება ხანდაზმულ პაციენტებსა და ბავშვებზე, განსაკუთრებით ჩვილებზე. ასეთ პაციენტებში აუცილებელია ფენილეფრინის მინიმალური თერაპიული კონცენტრაციის გამოყენება.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჩვეულებრივ, თვალის დაავადებების დროს კონტაქტური ლინზები არ გამოიყენება. მაგრამ, თუ კი ნებადართული გაქვთ მყარი კონტაქტური ლინზების ტარება, მაშინ ისინი უნდა მოიხსნათ პრეპარატის ინსტილაციამდე, მათი ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენების დროს რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მის შემადგენლობაში შემავალმა კონსერვანტმა ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება შეცვალოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერი.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე, შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომის ან რქოვანას დაავადებების არსებობისას. პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალებში ტკივილის ან ჩხვლეტის, ასევე უჩვეულო შეგრძნების წარმოქმნისას, მიმართეთ ექიმს.
მიდრაფელი 10%-იანის გამოყენება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფენილეფრინის შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას სერიოზული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ არსებული შეტყობინებების გამო. მიდრაფელი 10%-იანის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12-18 წლის ასაკის ბავშვებში, ვინაიდან კლინიკური გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
შეუთავსებლობა
არსებობს მონაცემები ადგილობრივ საანესთეზიო ბუტაკაინთან შეუთავსებლობის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ფენილეფრინის ზეგავლენა პოტენცირდება გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზე მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (მაო), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ანესთეტიკებთან, ინსულინთან, ატროპინთან და პროპრანოლოლთან კომბინაციაში.
გუანეტიდინით და რეზერპინით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის საგრძნობი მატება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია. ასევე არ ჩატარებულა ადეკვატური კვლევები ცხოველებზე ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ზეგავლენის შესახებ ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე.
რადგან ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ორსულობის დროს არ გამორიცხავს რისკს ნაყოფისთვის, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტით მკურნალობისას, ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გუგის გაფართოვების და აკომოდაციის დარღვევის გამო, პრეპარატის გამოყენებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ამიტომ მის აღდგენამდე რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა და პოტენციურად საფრთხის შემცველი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - მხედველობის გაუარესება რამდენიმე საათის განმავლობაში. მხედველობის რამდენიმესაათიანი გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს ციკლოპლეგიით (ცალკეულ შემთვევებში ეს იწვევს აკომოდაციის ამპლიტუდის შეცვლას 3 დიოპტრიამდე); სიხშირე უცნობია - რეაქტიული ჰიპერემია, მწველი ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირად - არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება. ერთეულ შემთვევებში შესაძლებელია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, რასაც ახლავს გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია და თავის ძლიერი ტკივილი.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ღებინება, ტრემორი, ძლიერი დაღლილობა, უძილობა, სისუსტე. ეს სისტემური ეფექტები აღინიშნებოდა ძირითადად პაციენტებში კონიუნქტივის ჰიპერემიით, სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევით და რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებით.
ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას გაწითლება და გასქელება შეშუპების გამო. ხანდაზმულებში ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გუგის შევიწროვება (რიკოშეტის ფენომენი).
ხანგრძლივი გამოყენებისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კონიუნქტივის ქსეროზის წარმოქმნა, რასაც ახლავს საცრემლე არხის დახშობა და გაძლიერებული ცრემლდენა.
არსებობს ადამიანში ადგილობრივად ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის (2,5% ხსნარი) მაღალი დოზის გამოყენების კვლევების მონაცემები, რომლებიც მიუთითებს კონიუნქტივის ჟანგბადის პარციალური წნევის დაწევაზე ვაზოკონსტრიქციული ეფექტის გამო. სავარაუდოა, რომ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის 10% ხსნარის გამოყენებისას პერფუზია მაკულურ მიდამოში არსებითად არ იცვლება.
მიდრაფელს შეუძლია გააძლიეროს თვალის წინა კამერის კუთხის შევიწროვება და გლაუკომის შეტევის პროვოცირება. გლაუკომის შემთვევაში, საჭიროა დამატებით თვალშიდა წნევის დამწევი პრეპარატების (მაგალითად, პილოკარპინის) გამოყენება.
ბავშვები და მოზარდები
გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ფილტვების შეშუპება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
არტერიული ჰიპერტენზია ტაქიკარდიით, თავის ტკივილი, ღებინება, შფოთვა, ტრემორი, ტაქიკარდია რეფლექტორული ბრადიკარდიის შესაძლო განვითარებით. ერთეულ შემთვევებში შეიძლება წარმოიქმნას კრიტიკული არტერიული ჰიპერტენზია (ფენილეფრინის 10% ხსნარის დიდი რაოდენობით ადგილობრივი გამოყენებისას).
ფენილეფრინის ტოქსიკური დოზა შიგნით მიღებისას შეადგენს 3 მგ/კგ ბავშვებისთვის და 300 მგ-დან მოზრდილებისთვის.
მკურნალობა
შემთვევით შიგნით მიღებისას რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება ან კუჭის ამორეცხვა. ადგილობრივი ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია თვალების ამორეცხვა დიდი რაოდენობით წყლით. რეფლექტორული ბრადიკარდიის შემთვევაში გამოიყენება ატროპინი (ბავშვებში 0,01-დან 0,02 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე).
კრიტიკული ჰიპერტენზიის განვითარების შემთვევაში რეკომენდებულია ფენტოლამინის α-ადრენობლოკატორის გამოყენება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიდრიაზული და ციკლოპლეგიური საშალებები, სიმპატომიმეტურები, გლაუკომის სამკურნალო პრეპარატების გარდა. ათქ კოდი: S01FB01.
მოქმედების მექანიზმი
ადგილობრივი ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ოფთალმოლოგიაში გამოიყენება როგორც სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალება კონცენტრაციით 0,06-10%, კონიუნქტივის გაღიზიანებისას გამოიყენება 0,1-0,25% კონცენტრაციით.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება α-სიმპატომიმეტიკების (α1-ადრენორეცეპტორების) ჯგუფს გამოხატული ანტიკონგენსანტური მოქმედებით. სელექციურობა α1-ადრენორეცეპტორების მიმართ შეიძლება ნაჩვენები იყოს სხვადასხვა ცხოველებზე. თვალის შიდა კუნთებზე α1-ადრენორეცეპტორების არსებობა საფუძვლად უდევს ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის მიდრიაზულ და თვალშიდა წნევის ნაწილობრივ შემამცირებელ ეფექტს მაღალი დოზებით (2,5-10%) გამოყენებისას.
როგორც ვაზოკონსტრიქტორი, დაბალი კონცენტრაციით გამოყენებისას ახდენს ანტიკონგესანტურ მოქმედებას თვალისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და გაღიზიანების დროს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის 10% ხსნარის გამოყენება იწვევს მიდრიაზს, რომელსაც თან ახლავს ციკლოპლეგია. მიდრიაზული ეფექტი დაახლოებით 5 საათი გრძელდება.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის დოზა-ეფექტის დამოკიდებულების კვლევები აჩვენებს მიდრიაზული ეფექტის დოზადამოკიდებულ ზრდას 0,1-10% კონცენტრაციების დიაპაზონში გამოყენებისას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ჩატარებულია in vivo და in vitro სხვადასხვა ექსპერიმენტული კვლევები ლაბორატორიული ბოცვრების მონაწილეობით. ამ კვლევების თანახმად, რქოვანას ეპითელიუმი ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შეღწევის და გადინების არა მხოლოდ ძირითადი ბარიერია, არამედ ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრეპარატის მეტაბოლიზმში.
რქოვანას ეპითელიუმის მოცილების შემდეგ ფენილეფრინის და მისი მეტაბოლიტების შეღწევადობა დაახლოებით 10-ჯერ იზრდება, ვინაიდან ფენილეფრინი ცუდად იხსნება ცხიმში და рН-ის ფიზიოლოგიური მნიშვნელობებისას სუსტი ტუტეს თვისებები გააჩნია.
ფენილეფრინის 0,1% ხსნარის სამჯერადი გამოყენების შემდეგ წყლიან გარემოში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია 56% შეადგენს. კონცენტრაცია საგრძნობლად (10-13-ჯერ) იზრდება ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, როცა რქოვანას ეპითელიუმი მოცილებულია. აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია რქოვანაში 3,5-ჯერ მეტია. დაუზიანებელი ეპითელიუმისას წყლიან გარემოში კონცენტრაცია შეადგენდა 25 მკმ, ეპითელიუმის დაზიანებისას კი - 340 მკმ.
ფენილეფრინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება რქოვანას ქსოვილებში. თვალის შიგნით ფენილეფრინის კონცენტრაცია ნაწილობრივ მცირდება მეტაბოლიზმის შედეგად 0,1%-ზე ნაკლებით კონცენტრაციით ხსნარის გამოყენებისას.
მიდრიაზული ეფექტის საფუძველზე გათვლილი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები აჩვენებს, რომ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი სწრაფად გამოიყოფა თვალის წინა კამერიდან, ამ დროს 1-5% ხსნარისთვის ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყოფის სიჩქარე შეადგენს 1,3 ± 0,2 საათს-1.
ფენილეფრინი მონოამინოქსიდაზის (მაო) - ფერმენტის, რომელსაც შეიცავს რქოვანას ეპითელიუმი, სუბსტრატია. მაგრამ, ჯერ კიდევ უცნობია, აგებს თუ არა მაო პასუხს ფენილეფრინის ბიოტრანსფორმირებაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.
შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
თვალის წვეთების 10 მლ პლასტმასის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და სახრახნი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოებისას
უტილიზაციის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ."-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


