პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

რეკოველი

Rekovelle®

რეცეპტით36მკგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

რეკოველი® შეიცავს ფოლიტროპინ დელტას, ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც მიეკუთვნება ჰორმონების ოჯახს, სახელად გონადოტროპინებს. გონადოტროპინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეპროდუქციისა და ფერტილობის პროცესში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
follitropin delta
ფორმა და შეფუთვა
36მკგ/1.08მლ (33,3მკგ/მლ) 0.36მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი №1+ საინექციო ნემსი №9
მწარმოებელი
Ferring GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადროტროპინები
ATC კოდი
G03GA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-043858
რეგისტრირებულია
14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„ფერინგ ფარმაცევტიკალს ბ.ვ. წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებარეკოველი და სხვა წამალი ერთად

რეკოველი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რეკოველი® შეიცავს ფოლიტროპინ დელტას, ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც მიეკუთვნება ჰორმონების ოჯახს, სახელად გონადოტროპინებს. გონადოტროპინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეპროდუქციისა და ფერტილობის პროცესში.

რეკოველი® გამოიყენება ქალის უნაყოფობის სამკურნალოდ და ქალებში, რომლებიც გადიან დამხმარე რეპროდუქციის პროგრამებს, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI). რეკოველი® ასტიმულირებს საკვერცხეებს, რომ გაიზარდოს და წარმოშვას მრავალი ფოლიკულები, საიდანაც ხდება კვერცხუჯრედების შეგროვება და განაყოფიერება ლაბორატორიაში.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკოველის® გამოყენებამდე

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა შეგამოწმოთ თქვენ და შეამოწმოს თქვენი პარტნიორი თქვენი ფერტილობის პრობლემებთან დაკავშირებული შესაძლო მიზეზების გამო.

ნუ გამოიყენებთ რეკოველს®

თუ ხართ ალერგიული ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)

თუ გაქვთ საშვილოსნოს, საკვერცხის, ძუძუს, ჰიპოფიზის ჯირკვლის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნე

თუ გაქვთ გადიდებული საკვერცხეები ან ცისტები საკვერცხეებზე (თუ არ არის გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადებით)

თუ გაწუხებთ სისხლდენა საშოდან რაიმე ცნობილი მიზეზის გარეშე

თუ გქონდათ ადრეული მენოპაუზა

თუ გაქვთ სასქესო ორგანოების მალფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

თუ გაქვთ საშვილოსნოს ფიბროიდები, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ და იმ დოზით, რაც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თქვენი პირველი მკურნალობის ციკლის დროს რეკოველის® დოზა გამოითვლება თქვენი ექიმის მიერ ანტიმიულერის ჰორმონი დონის (AMH, მარკერი, რომელიც ადგენს თუ როგორ უპასუხებს თქვენი საკვერცხე გონადოტროპინებით სტიმულაციას) თქვენს სისხლში და სხეულის წონის მიხედვით. შესაბამისად, AMH შედეგი სისხლის ნიმუშის მეშვეობით (რომელიც აღებულია ბოლო 12 თვის განმავლობაში) უნდა გახდეს ხელმისაწვდომი თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. თქვენი სხეულის წონას ასევე გაზომავენ თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. რეკოველის® დოზა იზომება მიკროგრამებში.

რეკოველის® დოზა ფიქსირებულია მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში კორექტირების გარეშე, რაც გულისხმობს თქვენი დღიური დოზის ზრდას ან შემცირებას. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს რეკოველით® მკურნალობის ეფექტს და მკურნალობა შეწუდება, როდესაც კვერცხუჯრედების შესაბამისი რაოდენობა იქნება. ზოგადად, თქვენ გაგიკეთებენ პრეპარატის სახელად ადამიანის ქირიონული გონადოტროპინის (hCG) ერთჯერად ინექციას დოზით 250 მიკროგრამი ან 5,000 სე ფოლიკულების მისაღებად.

თუ თქვენი სხეულის რეაქცია მკურნალობაზე ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეკოველით® მკურნალობის შეწყვეტა. შემდეგი მკურნალობის ციკლის დროს, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ რეკოველის® წინა დოზასთან შედარებით უფრო მაღალ ან დაბალ დოზას.

როგორ კეთდება ინექციები

წინასწარ შევსებული კალმის გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით უნდა იქნას დაცული. არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი, თუ ხსნარი შეიცავს ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.

ამ პრეპარატის პირველ დოზას შეყვანა უნდა განხორციელდეს ექიმის ან ექთნის ზედამხედველობის ქვეშ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ამ წამლის შემდეგი დოზების სახლში გაკეთება, მაგრამ მხოლოდ ადეკვატური ტრენინგის მიღების შემდეგ.

პრეპარატი მიეწოდება ინექციის სახით კანის ქვეშ (კანქვეშ), როგორც წესი, მუცლის არეში. წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი შეიძლება გამოიყენონ რამდენიმე ინექციისთვის.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ რეკოველის® დოზას

ამ პრეპარატის გადაჭარბებით მიღების ეფექტი უცნობია. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს, რაც აღწერილია მე-4 თავში.

თუ დაგავიწყდათ რეკოველის® დოზის მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. დაუკავშირდით ექიმს როგორც კი შეამჩნევთ რომ დოზა გამოტოვეთ.

პრეპარატთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენებები

არ შეინახოთ შპრიც-კალამი ზღვრულ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირ შუქზე ან ძალიან ცივ პირობებში, როგორიცაა მანქანაში ან საყინულეში.

შეინახეთ შპრიც-კალამი ბავშვებისთვის და იმ პირებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რომელთაც არ აქვთ მისი გამოყენების გამოცდილება.

გამოყენებამდე:

შეინახეთ შპრიც-კალამი მაცივარში 2°C - 8°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

თუ პრეპარატი ინახება მაცივარს გარეთ (25 °C ტემპერატურაზე ან ქვემოთ), შპრიც-კალამი იმუშავებს 3 თვემდე პერიოდის ჩათვლით. გადააგდეთ (გაანადგურეთ) შპრიც-კალამი, თუ ის არ გამოიყენეს 3 თვის შემდეგ.

პირველი გამოყენების შემდეგ (გამოყენების პერიოდი):

შპრიც-კალამი შეიძლება ინახებოდეს 28 დღემდე 25°C ტემპერატურაზე ან ქვემოთ. პრეპარატი არ გაყინოთ.

მასალები, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი რეკოველის® ინექციის გასაკეთებლად

1x სპირტის ტამპონი

1x სტერილური მარლა ან ბამბის ბურთულები

1x ნემსი (მიეწოდება შპრიც-კალამთან ერთად)

1x პუნქციისადმი მდგრადი კონტეინერი

გამოყენებამდე - (ნაბიჯი 1

ნაბიჯი 1:

დაიბანეთ ხელები.

შეამოწმეთ შპრიც-კალამი, რომ არ იყოს დაზიანებული. არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი, თუ ის დაზიანებულია.

შეამოწმეთ შპრიც-კალამი (კარტრიჯი) რომ დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი გამჭვირვალეა და არ შეიცავს ნაწილაკებს. არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი თუ კარტრიჯში ჩანს ან ამღვრეული წამალია.

დარწმუნდით, რომ გაქვთ შესაბამისი შპრიც-კალამი სწორი დოზირებით.

შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა შპრიც-კალმის ეტიკეტზე.

რეკოველი XXმკგ XXXმლ

სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმებს რეკოველის® გამოყენებამდე.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

ამ პრეპარატის მსგავსმა გონადოტროპინებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ეს არის მაშინ, როდესაც თქვენი ფოლიკულები ძალიან ვითარდება და დიდ ცისტებად გადაიქცევა.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:

  • მუცლის არეში ტკივილი, დისკომფორტი ან შეშუპება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • წონაში მატება
  • სუნთქვის გაძნელება

თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ამ წამლის მიღების შეწყვეტა.

თუ რეკომენდებული დოზა და მიღების გრაფიკი დაცულია, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა.

სისხლის შედედების პრობლემები (თრომბოემბოლიური მოვლენები)

სისხლძარღვებში თრომბი (ვენებში ან არტერიებში) მაღალი ალბათობით გხვდება ორსულ ქალებში. უნაყოფობის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ამის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ ჭარბი წონა ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს (სისხლით ნათესავი) აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დაავადება (თრომბოფილია). გაესაუბრებთ თქვენს ექიმს თუ ეს გეხებათ.

საკვერცხეების გადაგრეხვა

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების გადაგრეხვის შესახებ (საკვერცხის გადახვევა) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხვამ შეიძლება შეწყვიტოს საკვერცხეში სისხლის მიმოქცევა.

მრავალნაყოფიანი ორსულობა და თანდაყოლილი დეფექტები

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას მრავალნაყოფიანი ორსულობის შესაძლებლობა (როგორიცაა ტყუპები) ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოში მოთავსებული ემბრიონების რაოდენობასთან, ემბრიონების ხარისხთან და თქვენს ასაკთან. მრავალნაყოფიანმა ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო გართულებები თქვენთვის და თქვენი ჩვილისთვის. უფრო მეტიც, თანდაყოლილი დეფექტების რისკი შეიძლება ოდნავ მაღალი გახდეს უნაყოფობის მკურნალობის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ გამოწვეულია მშობლების მახასიათებლებით (როგორიცაა თქვენი ასაკი და თქვენი პარტნიორის სპერმის მახასიათებლები) და მრავალნაყოფიანი ორსულობით.

სპონტანური აბორტი

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, სპონტანური აბორტის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ დაორსულებასთან შედარებით.

საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა)

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, საშვილოსნოსგარე ორსულობის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ ორსულობასთან შედარებით. თუ გაქვთ ანამნეზში მილებთან დაკავშირებული დაავადება, თქვენ ხართ საშვილოსნოსგარე ორსულობის გაზრდილი რისკის ქვეშ.

საკვერცხის და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეები

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების შესახებ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს უნაყოფობის მკურნალობა. უცნობია, ზრდის თუ არა ფერტილობის პრეპარატებით მკურნალობა ამ სიმსივნეების რისკს უნაყოფო ქალებში.

სხვა სამედიცინო მდგომარეობები

ამ პრეპარატების დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს:

თუ სხვა ექიმმა გითხრათ, რომ ორსულობა საშიში იქნებოდა თქვენთვის

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკი)

ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეს პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის თქვენს უნარზე.

რეკოველი® შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული გვერდითი ეფექტები:

უნაყოფობის მკურნალობისას გამოყენებულმა ჰორმონებმა, როგორიცაა ეს პრეპარატი შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების მაღალი აქტივობა (საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი). სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, დისკომფორტს ან მუცლის შეშუპებას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, წონის მატებას ან სუნთქვის გაძნელებას. თუ გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

გვერდითი ეფექტის განვითარების რისკი აღწერილია შემდეგი კატეგორიებით:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):

თავის ტკივილი

გულისრევა

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (იხ. ზემოთ)

მენჯის არეში ტკივილი და დისკომფორტი საკვერცხის ადგილის ჩათვლით

გადაღლა (დაღლილობა)

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

განწყობის ცვალებადობა

ძილიანობა

თავბრუსხვევა

დიარეა

ღებინება

ყაბზობა

დისკომფორტი მუცლის არეში

ვაგინალური სისხლდენა

გულმკერდის არეში ჩივილები (მათ შორის მკერდის არეში ტკივილი, გულმკერდის მგრძნობელობა

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ფარმაცევტული პროდუქტების, სამედიცინო ხელსაწყოების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისთან არსებულ წამლის გვერდითი რეაქციების მონიტორინგის განყოფილებას:

Al. Jerozolimskie 181C

PL-02 222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი რეაქციები შეტყობიენაბ ასევე შესაძლებელია პირდაპირ პასუხისმგებელი პირისთვის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ფოლიტროპინ დელტა.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი მრავალდოზიან კარტრიჯთან ერთად შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 36 მიკროგრამს ხსნარის 1.08 მილილიტრში. ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 33.3 მიკროგრამს ხსნარის თითოეულ მილილიტრში.

სხვა ინგრედიენტები მოიცავს ფენოლს, პოლისორბატს 20, L-მეთიონინს, ნატრიუმის სულფატის დეკაჰიდრატს, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატს, კონცენტრირებულ ფოსფორის მჟავას, ნატრიუმის ჰიდროქსიდს და საინექციო წყალს.

როგორია რეკოველის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რეკოველი® არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი მოთავსებული წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში (ინექცია). ის ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1 წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამს და შპრიც-კალმის 9 საინექციო ნემსს.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი ევროკავშირში:

Ferring Pharmaceuticals A/S

Amager Strandvej 405

2770 Kastrup

დანია

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია წინასწარ შევსებულ კალმის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე “EXP” („ვადის გასვლის“) შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს იმ თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება მაცივარში (2oC-8oC) ტემპერატურაზე. არ გაყინოთ პრეპარატი.

პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლის სხვისგან დასაცავად.

რეკოველი® შესაძლებელია შეინახონ 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე 3 თვის განმავლობაში პირველი გამოყენებიდან პერიოდის ჩათვლით. ის არ უნდა მოათავსონ ისევ მაცივარში და პრეპარატი უნდა განადგურდეს, თუ გამოყენება ვერ მოხდება 3 თვის შემდეგ.

პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე როდესაც ინახება 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

ნუ გადააგდებთ პრეპარატს ჩამდინარე წყლებით ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება, რომელსაც მეტად აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

6609000044

შეფუთვის ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

რეკოველი® 36 მიკროგრამი/1.08 მლ

საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში

ფოლიტროპინ დელტა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის დასახელებული პრეპარატის გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.

ეს ინსტრუქცია შეიცავს

  • რა არის რეკოველი® და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ რეკოველის® გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ რეკოველი®
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება რეკოველი®
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის რეკოველი® და რისთვის გამოიყენება ის

რეკოველი® შეიცავს ფოლიტროპინ დელტას, ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც მიეკუთვნება ჰორმონების ოჯახს, სახელად გონადოტროპინებს. გონადოტროპინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეპროდუქციისა და ფერტილობის პროცესში.

რეკოველი® გამოიყენება ქალის უნაყოფობის სამკურნალოდ და ქალებში, რომლებიც გადიან დამხმარე რეპროდუქციის პროგრამებს, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI). რეკოველი® ასტიმულირებს საკვერცხეებს, რომ გაიზარდოს და წარმოშვას მრავალი ფოლიკულები, საიდანაც ხდება კვერცხუჯრედების შეგროვება და განაყოფიერება ლაბორატორიაში.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკოველის® გამოყენებამდე

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა შეგამოწმოთ თქვენ და შეამოწმოს თქვენი პარტნიორი თქვენი ფერტილობის პრობლემებთან დაკავშირებული შესაძლო მიზეზების გამო.

ნუ გამოიყენებთ რეკოველს®

თუ ხართ ალერგიული ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)

თუ გაქვთ საშვილოსნოს, საკვერცხის, ძუძუს, ჰიპოფიზის ჯირკვლის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნე

თუ გაქვთ გადიდებული საკვერცხეები ან ცისტები საკვერცხეებზე (თუ არ არის გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადებით)

თუ გაწუხებთ სისხლდენა საშოდან რაიმე ცნობილი მიზეზის გარეშე

თუ გქონდათ ადრეული მენოპაუზა

თუ გაქვთ სასქესო ორგანოების მალფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

თუ გაქვთ საშვილოსნოს ფიბროიდები, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმებს რეკოველის® გამოყენებამდე.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

ამ პრეპარატის მსგავსმა გონადოტროპინებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ეს არის მაშინ, როდესაც თქვენი ფოლიკულები ძალიან ვითარდება და დიდ ცისტებად გადაიქცევა.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:

  • მუცლის არეში ტკივილი, დისკომფორტი ან შეშუპება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • წონაში მატება
  • სუნთქვის გაძნელება

თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ამ წამლის მიღების შეწყვეტა.

თუ რეკომენდებული დოზა და მიღების გრაფიკი დაცულია, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა.

სისხლის შედედების პრობლემები (თრომბოემბოლიური მოვლენები)

სისხლძარღვებში თრომბი (ვენებში ან არტერიებში) მაღალი ალბათობით გხვდება ორსულ ქალებში. უნაყოფობის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ამის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ ჭარბი წონა ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს (სისხლით ნათესავი) აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დაავადება (თრომბოფილია). გაესაუბრებთ თქვენს ექიმს თუ ეს გეხებათ.

საკვერცხეების გადაგრეხვა

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების გადაგრეხვის შესახებ (საკვერცხის გადახვევა) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხვამ შეიძლება შეწყვიტოს საკვერცხეში სისხლის მიმოქცევა.

მრავალნაყოფიანი ორსულობა და თანდაყოლილი დეფექტები

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას მრავალნაყოფიანი ორსულობის შესაძლებლობა (როგორიცაა ტყუპები) ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოში მოთავსებული ემბრიონების რაოდენობასთან, ემბრიონების ხარისხთან და თქვენს ასაკთან. მრავალნაყოფიანმა ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო გართულებები თქვენთვის და თქვენი ჩვილისთვის. უფრო მეტიც, თანდაყოლილი დეფექტების რისკი შეიძლება ოდნავ მაღალი გახდეს უნაყოფობის მკურნალობის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ გამოწვეულია მშობლების მახასიათებლებით (როგორიცაა თქვენი ასაკი და თქვენი პარტნიორის სპერმის მახასიათებლები) და მრავალნაყოფიანი ორსულობით.

სპონტანური აბორტი

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, სპონტანური აბორტის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ დაორსულებასთან შედარებით.

საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა)

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, საშვილოსნოსგარე ორსულობის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ ორსულობასთან შედარებით. თუ გაქვთ ანამნეზში მილებთან დაკავშირებული დაავადება, თქვენ ხართ საშვილოსნოსგარე ორსულობის გაზრდილი რისკის ქვეშ.

საკვერცხის და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეები

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების შესახებ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს უნაყოფობის მკურნალობა. უცნობია, ზრდის თუ არა ფერტილობის პრეპარატებით მკურნალობა ამ სიმსივნეების რისკს უნაყოფო ქალებში.

სხვა სამედიცინო მდგომარეობები

ამ პრეპარატების დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს:

თუ სხვა ექიმმა გითხრათ, რომ ორსულობა საშიში იქნებოდა თქვენთვის

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკი)

ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში

სხვა მედიკამენტები და რეკოველი®

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ეს პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის თქვენს უნარზე.

რეკოველი® შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

როგორ გამოიყენება რეკოველი®

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ და იმ დოზით, რაც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თქვენი პირველი მკურნალობის ციკლის დროს რეკოველის® დოზა გამოითვლება თქვენი ექიმის მიერ ანტიმიულერის ჰორმონი დონის (AMH, მარკერი, რომელიც ადგენს თუ როგორ უპასუხებს თქვენი საკვერცხე გონადოტროპინებით სტიმულაციას) თქვენს სისხლში და სხეულის წონის მიხედვით. შესაბამისად, AMH შედეგი სისხლის ნიმუშის მეშვეობით (რომელიც აღებულია ბოლო 12 თვის განმავლობაში) უნდა გახდეს ხელმისაწვდომი თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. თქვენი სხეულის წონას ასევე გაზომავენ თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. რეკოველის® დოზა იზომება მიკროგრამებში.

რეკოველის® დოზა ფიქსირებულია მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში კორექტირების გარეშე, რაც გულისხმობს თქვენი დღიური დოზის ზრდას ან შემცირებას. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს რეკოველით® მკურნალობის ეფექტს და მკურნალობა შეწუდება, როდესაც კვერცხუჯრედების შესაბამისი რაოდენობა იქნება. ზოგადად, თქვენ გაგიკეთებენ პრეპარატის სახელად ადამიანის ქირიონული გონადოტროპინის (hCG) ერთჯერად ინექციას დოზით 250 მიკროგრამი ან 5,000 სე ფოლიკულების მისაღებად.

თუ თქვენი სხეულის რეაქცია მკურნალობაზე ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეკოველით® მკურნალობის შეწყვეტა. შემდეგი მკურნალობის ციკლის დროს, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ რეკოველის® წინა დოზასთან შედარებით უფრო მაღალ ან დაბალ დოზას.

როგორ კეთდება ინექციები

წინასწარ შევსებული კალმის გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით უნდა იქნას დაცული. არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი, თუ ხსნარი შეიცავს ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.

ამ პრეპარატის პირველ დოზას შეყვანა უნდა განხორციელდეს ექიმის ან ექთნის ზედამხედველობის ქვეშ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ამ წამლის შემდეგი დოზების სახლში გაკეთება, მაგრამ მხოლოდ ადეკვატური ტრენინგის მიღების შემდეგ.

პრეპარატი მიეწოდება ინექციის სახით კანის ქვეშ (კანქვეშ), როგორც წესი, მუცლის არეში. წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი შეიძლება გამოიყენონ რამდენიმე ინექციისთვის.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ რეკოველის® დოზას

ამ პრეპარატის გადაჭარბებით მიღების ეფექტი უცნობია. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს, რაც აღწერილია მე-4 თავში.

თუ დაგავიწყდათ რეკოველის® დოზის მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. დაუკავშირდით ექიმს როგორც კი შეამჩნევთ რომ დოზა გამოტოვეთ.

პრეპარატთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული გვერდითი ეფექტები:

უნაყოფობის მკურნალობისას გამოყენებულმა ჰორმონებმა, როგორიცაა ეს პრეპარატი შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების მაღალი აქტივობა (საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი). სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, დისკომფორტს ან მუცლის შეშუპებას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, წონის მატებას ან სუნთქვის გაძნელებას. თუ გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

გვერდითი ეფექტის განვითარების რისკი აღწერილია შემდეგი კატეგორიებით:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):

თავის ტკივილი

გულისრევა

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (იხ. ზემოთ)

მენჯის არეში ტკივილი და დისკომფორტი საკვერცხის ადგილის ჩათვლით

გადაღლა (დაღლილობა)

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

განწყობის ცვალებადობა

ძილიანობა

თავბრუსხვევა

დიარეა

ღებინება

ყაბზობა

დისკომფორტი მუცლის არეში

ვაგინალური სისხლდენა

გულმკერდის არეში ჩივილები (მათ შორის მკერდის არეში ტკივილი, გულმკერდის მგრძნობელობა

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ფარმაცევტული პროდუქტების, სამედიცინო ხელსაწყოების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისთან არსებულ წამლის გვერდითი რეაქციების მონიტორინგის განყოფილებას:

Al. Jerozolimskie 181C

PL-02 222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი რეაქციები შეტყობიენაბ ასევე შესაძლებელია პირდაპირ პასუხისმგებელი პირისთვის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება რეკოველი®

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია წინასწარ შევსებულ კალმის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე “EXP” („ვადის გასვლის“) შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს იმ თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება მაცივარში (2oC-8oC) ტემპერატურაზე. არ გაყინოთ პრეპარატი.

პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლის სხვისგან დასაცავად.

რეკოველი® შესაძლებელია შეინახონ 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე 3 თვის განმავლობაში პირველი გამოყენებიდან პერიოდის ჩათვლით. ის არ უნდა მოათავსონ ისევ მაცივარში და პრეპარატი უნდა განადგურდეს, თუ გამოყენება ვერ მოხდება 3 თვის შემდეგ.

პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე როდესაც ინახება 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

ნუ გადააგდებთ პრეპარატს ჩამდინარე წყლებით ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება, რომელსაც მეტად აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს რეკოველი®

  • აქტიური ნივთიერებაა ფოლიტროპინ დელტა.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი მრავალდოზიან კარტრიჯთან ერთად შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 36 მიკროგრამს ხსნარის 1.08 მილილიტრში. ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 33.3 მიკროგრამს ხსნარის თითოეულ მილილიტრში.

სხვა ინგრედიენტები მოიცავს ფენოლს, პოლისორბატს 20, L-მეთიონინს, ნატრიუმის სულფატის დეკაჰიდრატს, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატს, კონცენტრირებულ ფოსფორის მჟავას, ნატრიუმის ჰიდროქსიდს და საინექციო წყალს.

როგორია რეკოველის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რეკოველი® არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი მოთავსებული წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში (ინექცია). ის ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1 წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამს და შპრიც-კალმის 9 საინექციო ნემსს.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი ევროკავშირში:

Ferring Pharmaceuticals A/S

Amager Strandvej 405

2770 Kastrup

დანია

მწარმოებელი

Ferring GmbH

Wittland 11

D-24109 Kiel, გერმანია

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

ბელგია

Ferring N.V. ტელ: +32 53 72 92 00

[email protected]

ბულგარეთი

Formant EOOD

ტელ: +359 2 807 5022

[email protected]

ჩეხეთის რესპუბლიკა

Ferring Pharmaceuticals CZ s.r.o. ტელ: +420 234 701 333 [email protected]

დანია Ferring Lægemidler A/S ტელ: +45 88 16 88 17

გერმანია Ferring Arzneimittel GmbH ტელ: +49 431 5852 0 [email protected]

ესტონეთი

CentralPharma Communications OÜ

ტელ: +372 601 5540

[email protected]

საბერძნეთი

Ferring Hellas Ltd

ტელ: +30 210 68 43 449

ესპანეთი

Ferring S.A.U.

ტელ: +34 91 387 70 00

[email protected]

საფრანგეთი Ferring S.A.S. ტელ: +33 1 49 08 67 60 [email protected]

ხორვატია

Clinres farmacija d.o.o.

ტელ: +385 1 2396 900

[email protected]

ირლანდია

Ferring Ireland Ltd.

ტელ: +353 1 4637355

[email protected]

ისლანდია

Vistor hf.

ტელ: +354 535 70 00

იტალია

Ferring S.p.A.

ტელ: +39 02 640 00 11

კვიპროსი

A.Potamitis Medicare Ltd

ტელ: +357 22583333

[email protected]

ლატვია

CentralPharma Communications SIA

ტელ: +371 674 50497

[email protected]

ლიეტუვა

CentralPharma Communications UAB

Phone: +370 5 243 0444

[email protected]

ლუქსემბურგი

Ferring N.V.

Belgique/Belgium

ტელ: +32 53 72 92 00

[email protected]

უნგრეთი

Ferring Hungary Pharmaceuticals Ltd.

ტელ: +36 1 236 3800

[email protected]

მალტა E.J. Busuttil Ltd. ტელ: +356 21447184 [email protected]

ნიდერლანდები

Ferring B.V. ტელ: +31 235680300 [email protected]

ნორვეგია

Ferring Pharmaceuticals AS

ტელ: +47 22 02 08 80

[email protected]

ავსტრია

Ferring Arzneimittel Ges.m.b.H

ტელ: +43 1 60 8080

[email protected]

პოლონეთი

Ferring Pharmaceuticals Poland Sp. z o.o.

ტელ: +48 22 246 06 80

[email protected]

პორტუგალია Ferring Portuguesa – Produtos Farmacêuticos, Sociedade Unipessoal, Lda.

ტელ: +351 21 940 51 90

რუმინეთი

Ferring Pharmaceuticals Romania SRL

ტელl: +40 356 113 270

სლოვენია

SALUS, Wholesaler, d.o.o.

ტელ: +386 1 5899 100

[email protected]

სლოვენიის რესპუბლიკა

Ferring Slovakia s.r.o.

ტელ: +421 2 54 416 010

[email protected]

ფინეთი

Ferring Pharmaceuticals Ltd

ტელ: +358 207 401 440

[email protected]

შვედეთი

Ferring Pharmaceuticals AB

ტელ: +46 40 691 69 00

[email protected]

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)

Ferring Ireland Ltd.

ტელ: +353 1 4637355

[email protected]

ამ ინსტრუქციის ბოლო გადახედვა მოხდა 2023 წლის ივლისში

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებსაიტზე http://www.ema.europa.eu .

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა