პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

რეკოველი

Rekovelle®

რეცეპტით12მკგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

რეკოველი შეიცავს ფოლიტროპინ დელტას, ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც მიეკუთვნება ჰორმონების ოჯახს, სახელად გონადოტროპინებს. გონადოტროპინები ჩართულია რეპროდუქციისა და ფერტილობის პროცესში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
follitropin delta
ფორმა და შეფუთვა
12მკგ/0,36მლ (33.3 მკგ/მლ) 0.36მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი №1+ საინექციო ნემსი №3
მწარმოებელი
Ferring GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადროტროპინები
ATC კოდი
G03GA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-043500
რეგისტრირებულია
1 ივლისი 2025, მოქმედებს 1 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„ფერინგ ფარმაცევტიკალს ბ.ვ. წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებარეკოველი და სხვა წამალი ერთად

რეკოველი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რეკოველი შეიცავს ფოლიტროპინ დელტას, ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც მიეკუთვნება ჰორმონების ოჯახს, სახელად გონადოტროპინებს. გონადოტროპინები ჩართულია რეპროდუქციისა და ფერტილობის პროცესში.

რეკოველი გამოიყენება ქალის უნაყოფობის სამკურნალოდ და ქალებში, რომლებიც გადიან დამხმარე რეპროდუქციის პროგრამებს, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI). რეკოველი ასტიმულირებს საკვერცხეებს, რომ გაიზარდოს და წარმოშვას მრავალი კვერცხუჯრედის დამცავი გარსი („ფოლიკულები“), საიდანაც ხდება კვერცხუჯრედების შეგროვება და განაყოფიერება ლაბორატორიაში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ და იმ დოზით, რაც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თქვენი პირველი მკურნალობის ციკლის დროს რეკოველის დოზა გამოითვლება თქვენი ექიმის მიერ ანტიმიულერის ჰორმონი დონის (AMH, მარკერი, რომელიც ადგენს თუ როგორ უპასუხებს თქვენი საკვერცხე გონადოტროპინებით სტიმულაციას) თქვენს სისხლში და სხეულის წონის მიხედვით. შესაბამისად, AMH შედეგი სისხლის ნიმუშის მეშვეობით (რომელიც აღებულია ბოლო 12 თვის განმავლობაში) უნდა გახდეს ხელმისაწვდომი თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. თქვენი სხეულის წონას ასევე გაზომავენ თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. რეკოველის დოზა გამოხატული მიკროგრამებში.

რეკოველის დოზა ფიქსირებულია მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში კორექტირების გარეშე, რაც გულისხმობს თქვენი დღიური დოზის ზრდას ან შემცირებას. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს რეკოველითი მკურნალობის ეფექტს და მკურნალობა შეწუდება, როდესაც კვერცხუჯრედების შესაბამისი რაოდენობა იქნება. ზოგადად, თქვენ გაგიკეთებენ პრეპარატის სახელად ადამიანის ქირიონული გონადოტროპინის (hCG) ერთჯერად ინექციას დოზით 250 მიკროგრამი ან 5,000 სე ფოლიკულების მისაღებად.

თუ თქვენი სხეულის რეაქცია მკურნალობაზე ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეკოველითი მკურნალობის შეწყვეტა. შემდეგი მკურნალობის ციკლის დროს, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ რეკოველის წინა დოზასთან შედარებით უფრო მაღალ ან დაბალ დოზას.

როგორ კეთდება ინექციები

წინასწარ შევსებული კალმის გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით უნდა იქნას დაცული. არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი, თუ ხსნარი შეიცავს ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ გამოიყურება გამჭვირვალედ.

ამ პრეპარატის პირველ დოზას შეიყვანენ ექიმის ან ექთნის ზედამხედველობის ქვეშ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს შეგიძლიათ თუ არა ამ წამლის შემდეგი დოზების სახლში გაკეთება, მაგრამ მხოლოდ ადეკვატური ტრენინგის მიღების შემდეგ.

პრეპარატი მიეწოდება ინექციის სახით კანის ქვეშ (კანქვეშ), ჩვეულებისამებრ მუცლის არეში. წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი შეიძლება გამოიყენონ რამდენიმე ინექციისთვის.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ რეკოველის დოზას

ამ პრეპარატის გადაჭარბებით მიღების ეფექტი უცნობია. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს, რაც აღწერილია მე-4 თავში.

თუ დაგავიწყდათ რეკოველის დოზის მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. დაუკავშირდით ექიმს როგორც კი შეამჩნევთ რომ დოზა გამოტოვეთ.

პრეპარატთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენებები

არ შეინახოთ შპრიც-კალამი ზღვრულ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირ შუქზე ან ძალიან ცივ პირობებში, როგორიცაა მანქანაში ან საყინულეში.

შეინახეთ შპრიც-კალამი ბავშვებისთვის და იმ პირებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რომელთაც არ აქვთ მისი გამოყენების გამოცდილება.

გამოყენებამდე:

შეინახეთ შპრიც-კალამი მაცივარში 2°C - 8°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

თუ პრეპარატი ინახება მაცივარს გარეთ (25 °C ტემპერატურაზე ან ქვემოთ), შპრიც-კალამი იმუშავებს 3 თვემდე მოქმედი პერიოდის ჩათვლით. გადააგდეთ (გაანადგურეთ) შპრიც-კალამი, თუ ის არ გამოიყენეს 3 თვის შემდეგ.

პირველი გამოყენების შემდეგ (გამოყენების პერიოდი):

შპრიც-კალამი შეიძლება ინახებოდეს 28 დღემდე 25°C ტემპერატურაზე ან ქვემოთ.

პრეპარატი არ გაყინოთ.

მასალები, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი რეკოველის® ინექციის გასაკეთებლად

1 x სპირტის ტამპონი

1 x სტერილური მარლა ან ბამბის ბურთულები

1 x ნემსი (მიეწოდება შპრიც-კალამთან ერთად)

1 x პუნქციისადმი მდგრადი კონტეინერი

გამოყენებამდე - (ნაბიჯი 1)

ნაბიჯი 1:

დაიბანეთ ხელები.

შეამოწმეთ შპრიც-კალამი, რომ არ იყოს დაზიანებული. არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი, თუ ის დაზიანებულია.

შეამოწმეთ შპრიც-კალამი (კარტრიჯი) რომ დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი გამჭვირვალეა და არ შეიცავს ნაწილაკებს. არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი თუ კარტრიჯში ჩანს ან ამღვრეული წამალია.

დარწმუნდით, რომ გაქვთ შესაბამისი შპრიც-კალამი სწორი დოზირებით.

შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა შპრიც-კალმის ეტიკეტზე.

2962275114935

რეკოველი XXმკგ XXXმლ

მოქმედების ძალა

ინექცია.

ფოლიტროპინ დელტა

კანქვეშა გამოყენება

პირველი გამოყენების შემდეგ: საჭიროა გამოყენება 28 დღის განმავლობაში

შეინახეთ 25°C ტემპერატურაზე ან ქვემოთ.

ვადის გასვლის თარიღი: (თვე/წელი)

ნემსის დამაგრება - (ნაბიჯი 2-დან 6-მდე)

მნიშვნელოვანია:

ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი ყოველი ინექციისთვის.

გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადი დაწკაპუნების ნემსები, რომლებიც მოწოდებულია შპრიც-კალამთან ერთად.

34575753175ნაბიჯი 2:

  • მოხსენით შპრიც-კალამს თავსახური

34245847023ნაბიჯი 3:

  • მოაშორეთ დამცავი ფოლგა ნემსს.

4724400173990ნაბიჯი 4:

დააწკაპუნეთ ნემსზე.

გაიგონებთ ან იგრძნობთ დაწკაპუნებას, როდესაც ნემსი უსაფრთხოდ არის ფიქსირებული

შეგიძლიათ ნემსიც გადაატრიალოთ. როდესაც იგრძნობთ მცირე წინააღმდეგობას, ის საიმედოდ არის დამაგრებული.

476250012065ნაბიჯი 5:

ამოიღეთ ნემსის გარე ქუდი.

არ გადააგდოთ ნემსის გარე ქუდი. ის დაგჭირდებათ წამლის შეყვანის შემდეგ ნემსის გადასაგდებლად (გასანადგურებლად)

47184296824ნაბიჯი 6:

მოხსენით ნემსის შიდა თავსახური და გადააგდეთ

პრაიმინგი - (საფეხური 7-დან 9-მდე)

შპრიც-კალმის პირველად გამოყენებამდე საჭიროა მოაშოროთ ჰაერის ბუშტუკები კარტრიჯიდან (პრაიმინგი) პრეპარატის სწორი დოზის მისაღებად.

განახორციელეთ შპრიც-კალამის პრაიმინგი მხოლოდ პირველი გამოყენებისთანავე.

განახორციელეთ 7- 9 ნაბიჯი მაშინაც კი, თუ ვერ ხედავთ ჰაერის ბუშტუკებს.

თუ შპრიც-კალამი უკვე გამოიყენეს, გადადით პირდაპირ მე-10 საფეხურზე.

ნაბიჯი 7:

დაატრიალეთ დოზირების ღილაკი საათის ისრის მიმართულებით, სანამ წვეთის სიმბოლო არ შეესაბამება დოზის ინდიკატორს.

თუ დააყენეთ არასწორი საწყისი დოზა, შეგიძლიათ დაარეგულიროთ იგი ზევით ან ქვევით, წამლის დაკარგვის გარეშე, დოზის ღილაკის შებრუნებით რომელიმე მიმართულებით, სანამ წვეთის სიმბოლო არ შეესაბამება დოზის ინდიკატორს.

დოზის ინდიკატორი

წვეთის სიმბოლო

left1057700

49828174293ნაბიჯი 8:

დაიჭირეთ შპრიც-კალამი ნემსით ზემოთ.

თითით შეეხეთ კარტრიჯის დამჭერს, რათა კარტრიჯში არსებული ჰაერის ბუშტუკები ამოვიდეს კარტრიჯის მწვერვალზე.

ნაბიჯი 9:

როდესაც ნემსი კვლავ მიმართულია ზემოთ (სახიდან მოშორებით) დააჭირეთ ინექციის ღილაკს ბოლომდე, სანამ არ დაინახავთ რიცხვს „0“ დოზის ინდიკატორთან შესაბამისობაში.

4502159144000

სითხის წვეთი

შეამოწმეთ, რომ ნემსის წვერზე გამოჩნდეს სითხის წვეთი.

თუ წვეთ(ებ)ი არ გამოჩნდება, გაიმეორეთ ნაბიჯები 7- 9 (პრაიმინგი), სანამ წვეთი არ გამოჩნდება.

თუ 5 ცდის შემდეგ წვეთი არ გამოჩნდა, მოხსენით ნემსი (იხილეთ ნაბიჯი 13), დაამაგრეთ ახალი ნემსი (იხილეთ ნაბიჯი 3-6 ) და გაიმეორეთ პრაიმინგი (იხილეთ ნაბიჯი 7-9).

თუ ახალი ნემსის გამოყენების შემდეგ მაინც ვერ ხედავთ წვეთს, სცადეთ ახალი შპრიც-კალამის გამოყენება.

დოზის დაყენება - (ნაბიჯი 10)

იხილეთ „დოზის დაყენების მაგალითები“ გვერდებზე 20-დან 211-მდე.

ნაბიჯი 10:

მოატრიალეთ დოზის ღილაკი საათის ისრის მიმართულებით, სანამ დადგენილი დოზა არ დაემთხვევა დოზის ინდიკატორს დოზის ჩვენების ფანჯარაში.

დოზის კორექტირება შესაძლებელია მომატებით ან შემცირებით წამლის დაკარგვის გარეშე, დოზის ღილაკის ნებისმიერი მიმართულებით მობრუნებით, სანამ სწორი დოზა არ შეესაბამება დოზის ინდიკატორს

არ დააჭიროთ ინექციის ღილაკს დოზის დაყენებისას წამლის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

2227902123361

დოზირების გაყოფა:

შეიძლება დაგჭირდეთ ერთზე მეტი შპრიც-კალამი თქვენი დანიშნული დოზის შესავსებად.

თუ ვერ შეძლებთ თქვენი სრული დოზის დაყენებას, ეს ნიშნავს, რომ შპრიც-კალამში არ არის საკმარისი წამალი. თქვენ დაგჭირდებათ გაყოფილი დოზის ინექცია ან ამჟამინდელი შპრიც-კალამის გადაგდება (განადგურება) და ახალი შპრიც-კალამის გამოყენება თქვენი ინექციისთვის.

იხილეთ „რეკოველის გაყოფილი დოზის მიცემა“ გვერდებზე 22-დან 231-მდე მაგალითებისთვის, თუ როგორ უნდა გამოვთვალოთ და ჩაიწეროთ თქვენი გაყოფილი დოზა.

დოზის ინექცია - (საფეხური 11-12)

მნიშვნელოვანია:

არ გამოიყენოთ შპრიც-კალამი, თუ წამალი შეიცავს ნაწილაკებს ან თუ ის არ არის გამჭვირვალე.

ინექციის გაკეთებამდე წაიკითხეთ ნაბიჯები 11 და 12 გვერდებზე 14-დან 151-მდე.

ეს წამალი უნდა შეიყვანოთ ინექციით კანის ქვეშ (კანქვეშ) კუჭის არეში (მუცელი).

გამოიყენეთ ახალი ინექციის ადგილი თითოეული ინექციის შემთხვევაში, რათა შეამციროთ კანის რეაქციების რისკი, როგორიცაა სიწითლე და გაღიზიანება.

არ გააკეთოთ ინექცია მტკივნეულ (გაღიზიანებულ), დაჟეჟილ, წითელ, მაგარ, ნაწიბუროვან ან სტრიების ადგილას.

ნაბიჯი 11 და 12:

გაწმინდეთ თქვენი ინექციის ადგილის კანი სპირტიანი ტამპონით. ნუ შეეხებით ამ ადგილს ინექციის გაკეთებამდე.

დაიჭირეთ შპრიც-კალამი ისე, რომ ინექციის დროს ჩანდეს დოზის ჩვენების ფანჯარა.

დაიჭირეთ კანი და მოათავსეთ ნემსი პირდაპირ კანში, როგორც ეს ნაჩვენებია თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერის მიერ. ჯერჯერობით ნუ შეეხებით ინექციის ღილაკს.

ნემსის ჩასმის შემდეგ მოათავსეთ ცერა თითი ინექციის ღილაკზე.

საინექციო ადგილი

205484125104

დააჭირეთ ინექციის ღილაკს ბოლომდე და ხანგრძლივად.

გააგრძელეთ ინექციის ღილაკზე დაჭერა და როდესაც დაინახავთ რიცხვს „0“, რაც შესაბამისობაშია დოზის ინდიკატორთან, დაელოდეთ 5 წამს (ნელა დაითვალეთ 5-მდე). ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მიიღოთ თქვენი სრული დოზა.

49434758179ინექციის ღილაკზე 5 წამის განმავლობაში დაჭერის შემდეგ გაათავისუფლეთ ინექციის ღილაკი. შემდეგ ნელა მოაშორეთ ნემსი ინექციის ადგილიდან პირდაპირ კანიდან ამოღებით.

ინექციის ადგილზე სისხლის გამოჩენისას, მსუბუქად დააწექით მარლის საფენით ან ბამბით ინექციის ადგილს.

შენიშვნა:

არ დახაროთ შპრიც კალამი ინექციისას და კანიდან მისი ამოღების დროს.

შპრიც-კალმის დახრილმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნემსის მოხრა ან ჩატეხვა

თუ გატეხილი ნემსი რჩება სხეულში ან რჩება კანქვეშ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ნემსის განადგურება - (ნაბიჯი 13)

ნაბიჯი 13:

ფრთხილად ჩამოაცვით ნემსის გარე თავსახური ნემსს და მყარად დააჭერით (A).

მოაბრუნეთ ნემსი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ ამოიღოთ ნემსი შპრიც-კალმიდან (B+C).

ფრთხილად გადააგდეთ (გაანადგურეთ) გამოყენებული ნემსი (D).

იხილეთ „განადგურება“ მე-181 გვერდზე.

შენიშვნა:

ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ყოველთვის ნემსი შპრიც-კალამსს. ნემსი არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

არ შეინახოთ შპრიც-კალამი მასზე დამაგრებული ნემსთან ერთად.

ნემსის გარე თავსახური ნემსის შიდა თავსახური

შპრიც-კალმის თავსახურის შეცვლა - (ნაბიჯი 14)

ნაბიჯი 14:

ინექციებს შორის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მყარად დაახურეთ თავსახური შპრიც-კალამს.

01778000შენიშვნა:

შპრიც-კალმის თავსახური არ მოერგებს ნემსს.

გაყოფილი დოზის ინექციის შემთხვევაში, გადააგდეთ (გაანადგურეთ) შპრიც-კალამი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ცარიელია.

გაყოფილი დოზის ინექციის ნაცვლად ახალი შპრიც-კალმის გამოყენების შემთხვევაში სრული დანიშნული დოზის მისაღებად, გადააგდეთ (გაანადგურეთ) თქვენი შპრიც-კალამი, როდესაც კალამში არ არის საკმარისი წამალი სრული დოზისთვის.

დაახურეთ შპრიც-კალამს თავსახური, როდესაც მას არ იყენებთ.

განადგურება

ნემსები:

გამოყენებული ნემსები მოათავსეთ პუნქციისადმი გამძლე კონტეინერში, როგორიცაა ბასრი ნივთების გასანადგურებელი კონტეინერი გამოყენების შემდეგ. არ გადააგდოთ (გაანადგუროთ) გამოყენებული ბასრი ნივთების გადასატანი კონტეინერი საყოფაცხოვრებო ნაგავში.

თუ არ გაქვთ ბასრი ნივთების გასანადგურებელი კონტეინერი, შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო კონტეინერი, რომელიც:

დამზადებულია მძიმე პლასტმასისგან,

შესაძლებელია მისი მჭიდროდ დახურვა, პუნქციისადმე გამძლე თავსახურით, ბასრი ნაჭრების გარეთ გამოსვლის გარეშე,

ვერტიკალურ პოზიციაშია და მდგრადი გამოყენებისას,

გაჟონვისადმი გამძლეა და

სათანადო ეტიკეტირებული, რომ შეიცავდეს გაფრთხილებას კონტეინერის შიგნით საშიში ნარჩენების შესახებ.

რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმები:

გადაყარეთ (გაანადგურეთ) გამოყენებული შპრიც-კალმები ნარჩენების განადგურების ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

დოზის დაყენების მაგალითები

მაგალითები, თუ როგორ უნდა დააყენოთ დოზა რეკოველის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმით

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია დანიშნული დოზების მაგალითები, დანიშნული დოზების დაყენების მაგალითები, და როგორ გამოიყურება დანიშნული დოზების დოზის ჩვენების ფარჯარა.

დანიშნული დოზის მაგალითები

(მიკროგრამებში)

  • 33
  • 66

(საწყისი დოზა)

დასაყენებლი დოზა შპრიც-კალამში

0 და 1 ხაზი

(დააყენეთ 0 და პლიუს 1 დაწკაპუნება)

0 და 2 ხაზი

(დააყენეთ 0 და პლიუს 2 დაწკაპუნება)

დოზის ჩვენების ფანჯარა დანიშნული დოზის მაგალითისთვის

  • 33
  • 00
  • 33
  • 66
  • 00

2 და 1 ხაზი

(დააყენეთ 2-მდე და პლიუს 1 დაწკაპუნება)

11

(დააყენეთ 11-მდე)

12 და 1 ხაზი

(დააყენეთ 18-მდე პლუს 1 დაწკაპუნება)

12 და 2 ხაზი

(დააყენეთ 18-მდე პლუს 2 დაწკაპუნება)

20

(დააყენეთ 20-მდე)

რეკოველის® გაყოფილი დოზის მიწოდება

თუ არ შეგიძლიათ დააყენოტ სრული დანიშნულ დოზა თქვენს შპრიცალმში, ეს ნიშნავს, რომ კალამში არ არის საკმარისი წამალი სრული დოზის მისაწოდებლად. თქვენ მოგიწევთ დანიშნული დოზის ნაწილის მიცემა თქვენი ამჟამინდელი შპრიც-კალმით და დოზის დარჩენილი ნაწილი ახალი შპრიც-კალმის გამოყენებით (დაყოფილი დოზის ინექცია) ან შეგიძლიათ გადააგდოთ (გაანადგუროთ) შპრიც-კალამი, რომელსაც იყენებთ და გამოიყენოთ ახალი შპრიც-კალამი, რათა მიიღოთ თქვენი სრული გამოწერილი დოზა 1 ინექციის სახით. თუ გადაწყვეტთ გაყოფილი დოზის ინექციის გაკეთებას, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს და ჩაწერეთ, რამდენი წამალი უნდა მისცეთ გაყოფილი დოზის დღიურის გამოყენებით, რაც მოცემულია 231-ე გვერდზე.

A სვეტში მოცემულია დანიშნული დოზის მაგალითი. ჩაწერეთ თქვენი დანიშნული დოზა A სვეტში.

B სვეტი აჩვენებს შპრიც-კალამში დარჩენილი დოზის მაგალითს (ეს უდრის იმას, რისი დაყენებაც შეგიძლიათ).

B სვეტში ჩაწერეთ დოზა, რომელიც დარჩა თქვენს შპრიც-კალმში. გააკეთეთ ინექცია შპრიც-კალამში დარჩენილი წამლის გამოყენებით.

მოამზადეთ და შეავსეთ ახალი კალამი (ნაბიჯი 1-9).

გამოთვალეთ და ჩაწერეთ ინექციისთვის დარჩენილი დოზა C სვეტში B სვეტის რიცხვის გამოკლებით A სვეტის რიცხვთან. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ კალკულატორი თქვენი გამოთვლების შესამოწმებლად.

საჭიროების შემთხვევაში, იხილეთ „დოზის დაყენების მაგალითები“ გვერდებზე 20–211.

დოზები უნდა დამრგვალდეს უახლოეს მატებამდე, X.00, X.33 ან X.66 მიკროგრამი. მაგალითად, თუ C სვეტის რიცხვი არის 5.34, დამრგვალეთ თქვენი დარჩენილი დოზა 5.33-მდე. თუ C სვეტის რიცხვი არის 9.67, დამრგვალეთ თქვენი დარჩენილი დოზა 9.66-მდე.

დაურეკეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს შეკითხვების შემთხვევაში, თუ როგორ გამოთვალოთ თქვენი გაყოფილი დოზა.

შეიტანეთ მედიკამენტის დარჩენილი დოზა (ციფრი C სვეტში) თქვენი ახალი შპრიც-კალმის გამოყენებით, რათა შეავსოთ დანიშნული დოზა.

A

დანიშნული დოზა

B

შპრიც-კალამში დარჩენილი დოზა

(დოზა ნაჩვენებია დოზის ინდიკატორთან დოზის ჩვენების ფანჯარაში)

C= A მინუს B

საინექციო დოზა ახალ შპრიც-კალამში

(დოზა ნაჩვენებია დოზის ინდიკატორთან დოზის ჩვენების ფანჯარაში)

  • 33
  • 00 (4)
  • 33 (7 და 1 ხაზი (დააყენეთ 7-მდე პლუს 1 დაწკაპუნება))
  • 66
  • 33 (12 და 1 ხაზი (12 პლუს 1 დაწკაპუნება))
  • 33 (0 და 1 ხაზი (დაყენება 0-მდე პლუს 1 დაწკაპუნება))
  • 00
  • 00 (3)
  • 00 (8 დაყენაბა 8-მდე)
  • 00
  • 66 (6 და 2 ხაზი (6 პლუს 2 დაწკაპუნება))
  • 34-ის დამრგვალება 5.33-მდე (5 და 1 ხაზი (დაყენება 5-მდე და 1 დაწკაპუნება))
  • 33
  • 66 (8 და 2 ხაზი (8 პლუს 2 დაწკაპუნება))
  • 67-ის დამრგვალება 9.66-მდე (9 და 2 ხაზი (დაყენება 9-მდე პლუს 2 დაწკაპუნება))

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

აუცილებელია თუ არა პრაიმინგის ნაბიჯი ყოველი ინექციის წინ?

არა. პრაიმინგი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ახალი შპრიც-კალმით პირველი ინექციის გაკეთებამდე.

  • როგორ გავიგო, რომ ინექცია დასრულებულია?
  • ინექციის ღილაკი დაჭერილია ბოლომდე.
  • რიცხვი „0“ ემთხვევა დოზის ინდიკატორს.
  • თქვენ ნელ-ნელა ითვლით 5-მდე, ჯერ კიდევ გიჭირავთ ინექციის ღილაკი, ნემსი ისევ კანშია მოთავსებული.
  • რატომ უნდა დავთვალო 5-მდე ინექციის ღილაკის დაჭერისას?
  • ინექციის ღილაკზე 5 წამის განმავლობაში დაჭერა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული დოზა და მოხდეს შეწოვა კანქვეშ.
  • რა მოხდება, თუ დოზის ღილაკი ვერ ბრუნდება საჭირო დოზაზე?
  • კარტრიჯს შპრიც-კალამში შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი წამალი დანიშნული დოზის მიწოდებისთვის.
  • შპრიც-კალამი არ გაძლევთ საშუალებას დააყენოთ უფრო დიდი დოზა, ვიდრე დარჩენილია კარტრიჯში.
  • შეგიძლიათ შეიყვანოთ შპრიც კალამში დარჩენილი წამალი და შეავსოთ დანიშნული დოზა ახალი შპრიც-კალმით (გაყოფილი დოზა) ან გამოიყენოთ ახალი შპრიც-კალამი დანიშნული სრული დოზის მისაღებად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სიფრთხილის ზომები

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა შეგამოწმოთ თქვენ და შეამოწმოს თქვენი პარტნიორი თქვენი ფერტილობის პრობლემებთან დაკავშირებული შესაძლო მიზეზების გამო.

ნუ გამოიყენებთ რეკოველს იმ შემთხვევაში, თუ:

ხართ ალერგიული ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)

გაქვთ საშვილოსნოს, საკვერცხის, ძუძუს, ჰიპოფიზის ჯირკვლის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნე

გაქვთ გადიდებული საკვერცხეები ან ცისტები საკვერცხეებზე (თუ არ არის გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადებით)

გაწუხებთ სისხლდენა საშოდან რაიმე ცნობილი მიზეზის გარეშე

გქონდათ ადრეული მენოპაუზა

გაქვთ სასქესო ორგანოების მალფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

გაქვთ საშვილოსნოს ფიბროიდები, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმებს რეკოველის გამოყენებამდე.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

ამ პრეპარატის მსგავსმა გონადოტროპინებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ეს არის მაშინ, როდესაც თქვენი ფოლიკულები ძალიან ვითარდება და დიდ ცისტებად გადაიქცევა.

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:

  • მუცლის არეში ტკივილი, დისკომფორტი ან შეშუპება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • წონაში მატება
  • სუნთქვის გაძნელება

თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ამ წამლის მიღების შეწყვეტა.

თუ რეკომენდებული დოზა და მიღების გრაფიკი დაცულია, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა.

სისხლის შედედების პრობლემები (თრომბოემბოლიური მოვლენები)

სისხლძარღვებში თრომბი (ვენებში ან არტერიებში) მაღალი ალბათობით გხვდება ორსულ ქალებში. უნაყოფობის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ამის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ ჭარბი წონა ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს (სისხლით ნათესავი) აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დაავადება (თრომბოფილია). გაესაუბრებთ თქვენს ექიმს თუ ეს გეხებათ.

საკვერცხეების გადაგრეხვა

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების გადაგრეხვის შესახებ (საკვერცხის გადახვევა) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხვამ შეიძლება შეწყვიტოს საკვერცხეში სისხლის მიმოქცევა.

მრავალნაყოფიანი ორსულობა და თანდაყოლილი დეფექტები

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას მრავალნაყოფიანი ორსულობის შესაძლებლობა (როგორიცაა ტყუპები) ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოში მოთავსებული ემბრიონების რაოდენობასთან, ემბრიონების ხარისხთან და თქვენს ასაკთან. მრავალნაყოფიანმა ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო გართულებები თქვენთვის და თქვენი ჩვილისთვის. უფრო მეტიც, თანდაყოლილი დეფექტების რისკი შეიძლება ოდნავ მაღალი გახდეს უნაყოფობის მკურნალობის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ გამოწვეულია მშობლების მახასიათებლებით (როგორიცაა თქვენი ასაკი და თქვენი პარტნიორის სპერმის მახასიათებლები) და მრავალნაყოფიანი ორსულობით.

სპონტანური აბორტი

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, სპონტანური აბორტის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ დაორსულებასთან შედარებით.

საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა)

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, საშვილოსნოსგარე ორსულობის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ ორსულობასთან შედარებით. თუ გაქვთ ანამნეზში მილებთან დაკავშირებული დაავადება, თქვენ ხართ საშვილოსნოსგარე ორსულობის გაზრდილი რისკის ქვეშ.

საკვერცხის და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეები

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების შესახებ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს უნაყოფობის მკურნალობა. უცნობია, ზრდის თუ არა ფერტილობის პრეპარატებით მკურნალობა ამ სიმსივნეების რისკს უნაყოფო ქალებში.

სხვა სამედიცინო მდგომარეობები

ამ პრეპარატების დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს, თუ:

სხვა ექიმმა გითხრათ, რომ ორსულობა საშიში იქნებოდა თქვენთვის

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკი)

ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეს პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის თქვენს უნარზე.

რეკოველი შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული გვერდითი ეფექტები:

უნაყოფობის მკურნალობისას გამოყენებულმა ჰორმონებმა, როგორიცაა ეს პრეპარატი შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების მაღალი აქტივობა (საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი). სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, დისკომფორტს ან მუცლის შეშუპებას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, წონის მატებას ან სუნთქვის გაძნელებას. თუ გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

გვერდითი ეფექტის განვითარების რისკი აღწერილია შემდეგი კატეგორიებით:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):

თავის ტკივილი

გულისრევა

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (იხ. ზემოთ)

მენჯის არეში ტკივილი და დისკომფორტი საკვერცხის ადგილის ჩათვლით

გადაღლა (დაღლილობა)

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

განწყობის ცვალებადობა

ძილიანობა

თავბრუსხვევა

დიარეა

ღებინება

ყაბზობა

დისკომფორტი მუცლის არეში

ვაგინალური სისხლდენა

გულმკერდის არეში ჩივილები (მათ შორის მკერდის არეში ტკივილი, გულმკერდის მგრძნობელობა

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

გაერთიანებული სამეფო

ყვითელი ბარათის სქემა - ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ფოლიტროპინ დელტა.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი მრავალდოზიან კარტრიჯთან ერთად შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 12 მიკროგრამს ხსნარის 0.36 მილილიტრში. ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 33.3 მიკროგრამს ხსნარის თითოეულ მილილიტრში.

სხვა ინგრედიენტები მოიცავს ფენოლს, პოლისორბატს 20, L-მეთიონინს, ნატრიუმის სულფატის დეკაჰიდრატს, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატს, კონცენტრირებულ ფოსფორის მჟავას, ნატრიუმის ჰიდროქსიდს და საინექციო წყალს

როგორია რეკოველის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რეკოველი არის სუფთა და გამჭვირვალე საინექციო ხსნარი მოთავსებული წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში (ინექცია). ის ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1 წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამს და შპრიც-კალმის 3 საინექციო ნემსს.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი ევროკავშირში:

Ferring Pharmaceuticals A/S

Amager Strandvej 405

2770 Kastrup

დანია

ტელ: +45 88 33 88 34

EU/1/16/1150/004

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი დიდ ბრიტანეთში:

Ferring Pharmaceuticals Ltd

Drayton Hall, Church Road,

West Drayton, UB7 7PS,

გაერთიანებული სამეფო

PLGB 03194/0133

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია წინასწარ შევსებულ კალმის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „ვადის გასვლის“ შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს იმ თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება მაცივარში (2oC-8oC) ტემპერატურაზე. არ გაყინოთ პრეპარატი.

პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლის სხვისგან დასაცავად.

რეკოველი შესაძლებელია შეინახონ 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე 3 თვის განმავლობაში პირველი გამოყენებიდან პერიოდის ჩათვლით. ის არ უნდა მოათავსონ ისევ მაცივარში და პრეპარატი უნდა განადგურდეს, თუ გამოყენება ვერ მოხდება 3 თვის შემდეგ.

პირველი გამოყენების შემდეგ: 28 დღე როდესაც ინახება 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

ნუ გადააგდებთ პრეპარატს ჩამდინარე წყლებით ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება, რომელსაც მეტად აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

PM-3385/2

შეფუთვის ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

რეკოველი 12 მიკროგრამი/0.36 მლ

საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში

ფოლიტროპინდელტა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის დასახელებული პრეპარატის გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია?

  • რა არის რეკოველი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ რეკოველის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ რეკოველი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება რეკოველი
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის რეკოველი და რისთვის გამოიყენება ის

რეკოველი შეიცავს ფოლიტროპინ დელტას, ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც მიეკუთვნება ჰორმონების ოჯახს, სახელად გონადოტროპინებს. გონადოტროპინები ჩართულია რეპროდუქციისა და ფერტილობის პროცესში.

რეკოველი გამოიყენება ქალის უნაყოფობის სამკურნალოდ და ქალებში, რომლებიც გადიან დამხმარე რეპროდუქციის პროგრამებს, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI). რეკოველი ასტიმულირებს საკვერცხეებს, რომ გაიზარდოს და წარმოშვას მრავალი კვერცხუჯრედის დამცავი გარსი („ფოლიკულები“), საიდანაც ხდება კვერცხუჯრედების შეგროვება და განაყოფიერება ლაბორატორიაში.

  • რა უნდა იცოდეთ რეკოველის გამოყენებამდე

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა შეგამოწმოთ თქვენ და შეამოწმოს თქვენი პარტნიორი თქვენი ფერტილობის პრობლემებთან დაკავშირებული შესაძლო მიზეზების გამო.

ნუ გამოიყენებთ რეკოველს იმ შემთხვევაში, თუ:

ხართ ალერგიული ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)

გაქვთ საშვილოსნოს, საკვერცხის, ძუძუს, ჰიპოფიზის ჯირკვლის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნე

გაქვთ გადიდებული საკვერცხეები ან ცისტები საკვერცხეებზე (თუ არ არის გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადებით)

გაწუხებთ სისხლდენა საშოდან რაიმე ცნობილი მიზეზის გარეშე

გქონდათ ადრეული მენოპაუზა

გაქვთ სასქესო ორგანოების მალფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

გაქვთ საშვილოსნოს ფიბროიდები, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმებს რეკოველის გამოყენებამდე.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

ამ პრეპარატის მსგავსმა გონადოტროპინებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ეს არის მაშინ, როდესაც თქვენი ფოლიკულები ძალიან ვითარდება და დიდ ცისტებად გადაიქცევა.

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:

  • მუცლის არეში ტკივილი, დისკომფორტი ან შეშუპება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • წონაში მატება
  • სუნთქვის გაძნელება

თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ამ წამლის მიღების შეწყვეტა.

თუ რეკომენდებული დოზა და მიღების გრაფიკი დაცულია, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა.

სისხლის შედედების პრობლემები (თრომბოემბოლიური მოვლენები)

სისხლძარღვებში თრომბი (ვენებში ან არტერიებში) მაღალი ალბათობით გხვდება ორსულ ქალებში. უნაყოფობის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ამის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ ჭარბი წონა ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს (სისხლით ნათესავი) აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დაავადება (თრომბოფილია). გაესაუბრებთ თქვენს ექიმს თუ ეს გეხებათ.

საკვერცხეების გადაგრეხვა

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების გადაგრეხვის შესახებ (საკვერცხის გადახვევა) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხვამ შეიძლება შეწყვიტოს საკვერცხეში სისხლის მიმოქცევა.

მრავალნაყოფიანი ორსულობა და თანდაყოლილი დეფექტები

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას მრავალნაყოფიანი ორსულობის შესაძლებლობა (როგორიცაა ტყუპები) ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოში მოთავსებული ემბრიონების რაოდენობასთან, ემბრიონების ხარისხთან და თქვენს ასაკთან. მრავალნაყოფიანმა ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო გართულებები თქვენთვის და თქვენი ჩვილისთვის. უფრო მეტიც, თანდაყოლილი დეფექტების რისკი შეიძლება ოდნავ მაღალი გახდეს უნაყოფობის მკურნალობის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ გამოწვეულია მშობლების მახასიათებლებით (როგორიცაა თქვენი ასაკი და თქვენი პარტნიორის სპერმის მახასიათებლები) და მრავალნაყოფიანი ორსულობით.

სპონტანური აბორტი

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, სპონტანური აბორტის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ დაორსულებასთან შედარებით.

საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა)

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, საშვილოსნოსგარე ორსულობის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ ორსულობასთან შედარებით. თუ გაქვთ ანამნეზში მილებთან დაკავშირებული დაავადება, თქვენ ხართ საშვილოსნოსგარე ორსულობის გაზრდილი რისკის ქვეშ.

საკვერცხის და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეები

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების შესახებ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს უნაყოფობის მკურნალობა. უცნობია, ზრდის თუ არა ფერტილობის პრეპარატებით მკურნალობა ამ სიმსივნეების რისკს უნაყოფო ქალებში.

სხვა სამედიცინო მდგომარეობები

ამ პრეპარატების დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს, თუ:

სხვა ექიმმა გითხრათ, რომ ორსულობა საშიში იქნებოდა თქვენთვის

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკი)

ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში

სხვა მედიკამენტები და რეკოველი

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ეს პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის თქვენს უნარზე.

რეკოველი შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

როგორ გამოიყენება რეკოველი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ და იმ დოზით, რაც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თქვენი პირველი მკურნალობის ციკლის დროს რეკოველის დოზა გამოითვლება თქვენი ექიმის მიერ ანტიმიულერის ჰორმონი დონის (AMH, მარკერი, რომელიც ადგენს თუ როგორ უპასუხებს თქვენი საკვერცხე გონადოტროპინებით სტიმულაციას) თქვენს სისხლში და სხეულის წონის მიხედვით. შესაბამისად, AMH შედეგი სისხლის ნიმუშის მეშვეობით (რომელიც აღებულია ბოლო 12 თვის განმავლობაში) უნდა გახდეს ხელმისაწვდომი თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. თქვენი სხეულის წონას ასევე გაზომავენ თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. რეკოველის დოზა გამოხატული მიკროგრამებში.

რეკოველის დოზა ფიქსირებულია მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში კორექტირების გარეშე, რაც გულისხმობს თქვენი დღიური დოზის ზრდას ან შემცირებას. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს რეკოველითი მკურნალობის ეფექტს და მკურნალობა შეწუდება, როდესაც კვერცხუჯრედების შესაბამისი რაოდენობა იქნება. ზოგადად, თქვენ გაგიკეთებენ პრეპარატის სახელად ადამიანის ქირიონული გონადოტროპინის (hCG) ერთჯერად ინექციას დოზით 250 მიკროგრამი ან 5,000 სე ფოლიკულების მისაღებად.

თუ თქვენი სხეულის რეაქცია მკურნალობაზე ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეკოველითი მკურნალობის შეწყვეტა. შემდეგი მკურნალობის ციკლის დროს, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ რეკოველის წინა დოზასთან შედარებით უფრო მაღალ ან დაბალ დოზას.

როგორ კეთდება ინექციები

წინასწარ შევსებული კალმის გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით უნდა იქნას დაცული. არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი, თუ ხსნარი შეიცავს ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ გამოიყურება გამჭვირვალედ.

ამ პრეპარატის პირველ დოზას შეიყვანენ ექიმის ან ექთნის ზედამხედველობის ქვეშ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს შეგიძლიათ თუ არა ამ წამლის შემდეგი დოზების სახლში გაკეთება, მაგრამ მხოლოდ ადეკვატური ტრენინგის მიღების შემდეგ.

პრეპარატი მიეწოდება ინექციის სახით კანის ქვეშ (კანქვეშ), ჩვეულებისამებრ მუცლის არეში. წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი შეიძლება გამოიყენონ რამდენიმე ინექციისთვის.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ რეკოველის დოზას

ამ პრეპარატის გადაჭარბებით მიღების ეფექტი უცნობია. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს, რაც აღწერილია მე-4 თავში.

თუ დაგავიწყდათ რეკოველის დოზის მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. დაუკავშირდით ექიმს როგორც კი შეამჩნევთ რომ დოზა გამოტოვეთ.

პრეპარატთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული გვერდითი ეფექტები:

უნაყოფობის მკურნალობისას გამოყენებულმა ჰორმონებმა, როგორიცაა ეს პრეპარატი შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების მაღალი აქტივობა (საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი). სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, დისკომფორტს ან მუცლის შეშუპებას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, წონის მატებას ან სუნთქვის გაძნელებას. თუ გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

გვერდითი ეფექტის განვითარების რისკი აღწერილია შემდეგი კატეგორიებით:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):

თავის ტკივილი

გულისრევა

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (იხ. ზემოთ)

მენჯის არეში ტკივილი და დისკომფორტი საკვერცხის ადგილის ჩათვლით

გადაღლა (დაღლილობა)

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

განწყობის ცვალებადობა

ძილიანობა

თავბრუსხვევა

დიარეა

ღებინება

ყაბზობა

დისკომფორტი მუცლის არეში

ვაგინალური სისხლდენა

გულმკერდის არეში ჩივილები (მათ შორის მკერდის არეში ტკივილი, გულმკერდის მგრძნობელობა

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

გაერთიანებული სამეფო

ყვითელი ბარათის სქემა - ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

  • როგორ ინახება რეკოველი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია წინასწარ შევსებულ კალმის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „ვადის გასვლის“ შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს იმ თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება მაცივარში (2oC-8oC) ტემპერატურაზე. არ გაყინოთ პრეპარატი.

პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლის სხვისგან დასაცავად.

რეკოველი შესაძლებელია შეინახონ 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე 3 თვის განმავლობაში პირველი გამოყენებიდან პერიოდის ჩათვლით. ის არ უნდა მოათავსონ ისევ მაცივარში და პრეპარატი უნდა განადგურდეს, თუ გამოყენება ვერ მოხდება 3 თვის შემდეგ.

პირველი გამოყენების შემდეგ: 28 დღე როდესაც ინახება 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

ნუ გადააგდებთ პრეპარატს ჩამდინარე წყლებით ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება, რომელსაც მეტად აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს რეკოველი

  • აქტიური ნივთიერებაა ფოლიტროპინ დელტა.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი მრავალდოზიან კარტრიჯთან ერთად შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 12 მიკროგრამს ხსნარის 0.36 მილილიტრში. ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 33.3 მიკროგრამს ხსნარის თითოეულ მილილიტრში.

სხვა ინგრედიენტები მოიცავს ფენოლს, პოლისორბატს 20, L-მეთიონინს, ნატრიუმის სულფატის დეკაჰიდრატს, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატს, კონცენტრირებულ ფოსფორის მჟავას, ნატრიუმის ჰიდროქსიდს და საინექციო წყალს

როგორია რეკოველის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რეკოველი არის სუფთა და გამჭვირვალე საინექციო ხსნარი მოთავსებული წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში (ინექცია). ის ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1 წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამს და შპრიც-კალმის 3 საინექციო ნემსს.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი ევროკავშირში:

Ferring Pharmaceuticals A/S

Amager Strandvej 405

2770 Kastrup

დანია

ტელ: +45 88 33 88 34

EU/1/16/1150/004

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი დიდ ბრიტანეთში:

Ferring Pharmaceuticals Ltd

Drayton Hall, Church Road,

West Drayton, UB7 7PS,

გაერთიანებული სამეფო

PLGB 03194/0133

მწარმოებელი

Ferring GmbH

Wittland 11

D-24109 გერმანია

ამ მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი)

Ferring Pharmaceuticals Ltd.

ტელ: +44 844 931 0050

[email protected]

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)

Ferring Ireland Ltd.

ტელ: +353 1 4637355

[email protected]

ირლანდია

Ferring Ireland Ltd.

Tel: +353 1 4637355

[email protected]

ამ ინსტრუქციის ბოლო გადახედვა მოხდა 2022 წლის აპრილში.

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებსაიტზე http://www.ema.europa.eu.

Rekovelle, FERRING და FERRING ლოგო არის Ferring B. V.-ის სავაჭრო ნიშნები © 2022 Ferring B.V.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა