პიპოლფენი
Pipolphen®
- მოქმედი ნივთიერება
- promethazine
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფენოთიაზინის წარმოებულები
- ATC კოდი
- R06AD02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045335
- რეგისტრირებულია
- 30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პიპოლფენი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
შეყვანის მეთოდი: ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ღრმა კუნთშიდა შეყვანისთვის ან ნელი ინტრავენური შეყვანისთვის განზავების შემდეგ.
ინტრავენური შეყვანა საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს პრეპარატის ვენიდან მიმდებარე ქსოვილებში მოხვედრის ან არტერიაში შემთხვევით შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების ნეკროზი ან პერიფერიული განგრენა. კუნთშიდა შეყვანა, ასევე საჭიროებს სიფრთხილეს კანქვეშ შემთხვევით შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ნეკროზი.
თუ შეგიყვანეს პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი საჭიროზე მეტი დოზით
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი მკურნალი ექიმი ან ექთანი შეიყვანს საჭიროზე მეტ დოზას. თქვენი მკურნალი ექიმი ან ექთანი გააკონტროლებს თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას და შეამოწმებს თქვენთვის შესაყვანი პრეპარატის რაოდენობას. გაიარეთ კონსულტაცია სამედიცინო პერსონალთან, თუ გაგიჩნდებათ კითხვები პრეპარატის დოზირების რეჟიმთან დაკავშირებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
კომატოზური მდგომარეობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ფუნქციების ძლიერი დათრგუნვა;
მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 14 დღეზე ნაკლები ვადა;
2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე.
სიფრთხილე აუცილებელია პრეპარატის გამოყენებისას:
თუ გაწუხებთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადება;
თუ პაციენტი არის 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვი;
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი;
თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
თუ გაქვთ გულის მძიმე დაავადება;
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ადრე გქონდათ გულის დაავადება;
თუ გაქვთ გულის რიტმის დარღვევა;
თუ გაქვთ გლაუკომა;
კუჭის წყლულის ზოგიერთ შემთხვევებში;
თუ გაქვთ შარდის ბუშტის ყელის სტენოზი (შევიწროვება);
თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია (გადიდება);
თუ გაწუხებთ ეპილეფსია;
თუ გაწუხებთ ასთმა ან სასუნთქი ორგანოების მძიმე დაავადებები;
სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც მიუთითებენ რეიეს სინდრომზე (ღვიძლის და ტვინის ფუნქციის მძიმე დარღვევები) არ არის რეკომენდირებული პრეპარატ პიპოლფენის® გამოყენება.
ცხელების აღნიშვნისას, რომლის მიზეზიც უცნობია, განსაკუთრებით თუ მას ახლავს სხვა სიმპტომები (მაგალითად, კუნთების რიგიდულობა, გულის შეკუმშვათა მკვეთრად მომატებული სიხშირე, არასტაბილური არტერიული წნევა, ოფლიანობა, გახშირებული სუნთქვა, უჩვეულო ძილიანობა ან გონების არევა, რომლებიც წარმოადგენენ ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის სიმპტომებს), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ცხელება.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი არ არის რეკომენდირებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს განაკუთრებული სიფრთხილით.
ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატის გამოყენებისას, ამგვარად ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება დაფუძნებული უნდა იყოს თქვენი მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებაზე.
სხვა სამკუნალო საშუალებები და პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახან ღებულობდით ან გეგმავთ მიღებას.
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
პრეპარატი პიპოლფენი® აძლიერებს სედატიური, საძილე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების ეფექტს, ამგვარად, ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება პრეპარატ პიპოლფენთან® ერთობლივად გამოყენებისას;
პრეპარატები ანტიქოლინერეგიული მოქმედებით (ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ასთმის ან შარდის ბუშტის სისუსტის სამკურნალოდ). პიპოლფენი® აძლიერებს მათ ეფექტს, ზრდის რა თავბრუსხვევის, პირში სიმშრალის და ბუნდოვანი ხედვის განვითარების რისკს;
ადრენალინთან ერთდროულად შეყვანისას შეიძლება დაქვეითდეს არტერიული წნევა და განვითარდეს გაძლიერებული გულისცემა;
ჰიპოტენზიური საშუალებები (არტერიული წნევის შემამცირებელი) (პიპოლფენი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც ის აძლიერებს მათ მოქმედებას, იწვევს რა არტერიული წნევის შემდგომ შემცირებას);
პიპოლფენს® შეუძლია ნახშირწყლების მეტაბოზლიმის გაუმჯობესება. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს დიაბეტის სამკურნალოდ, თქვენ მკურნალ ექიმს შეუძლია ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის შემცირება;
პიპოლფენი® ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს ეპილეფსიის სამკურნალოდ, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია ანტიეპილეფსიური პრეპარატების დოზის შეცვლა, რომლებსაც თქვენ იღებთ;
პიპოლფენს® შეუძლია სმენის გაუარესების ნიშნების შენიღბვა, რომლებიც გამოწვეულია ზოგიერთი სამკურნალო საშუალებებით, მაგალითად, სალიცილატებით (ასპირინით);
პიპოლფენს®, ასევე შეუძლია ნაწლავური გაუვალობის ან ქალაშიდა წნევის მომატების ადრეული გამოვლენის შესაძლებლობის გადავადება, ღებინების დათრგუვით.
პრომეტაზინის ერთდროული გამოყენება გულის რიტმზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან (რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას).
პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან
მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრომეტაზინი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ოპიატების, საძილე საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ტრანკვილიზატორების დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ამიტომ, პრომეტაზინით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ამ მედიკამენტების დოზის შემცირება;
პრომეტაზინს შეუძლია გააძლიეროს ანტიქოლინერგული მოქმედების მქონე პრეპარატების მოქმედება;
ადრენალინთან ერთდროულად შეყვანისას შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია (პრომეტაზინს შეუძლია დაბლოკოს ალფა-ადრენორეცეპტორები და შეასუსტოს ადრენალინის პრესორული ეფექტი);
პრომეტაზინს შეუძლია გააძლიეროს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება;
ერთდროული გამოყენებისას, პრომეტაზინს შეუძლია გააძლიეროს ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამომწვევი პრეპარატების მოქმედება (იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ცნს-ის მხრივ);
პრომეტაზინი ამცირებს კრუნჩხვით ზღურბლს, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექცია;
ალერგიისა და ორსულობის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგები პრომეტაზინით მკურნალობის ფონზე;
აუცილებელია პრომეტაზინის მიღების შეწყვეტა კანისმიერ ალერგიური სინჯების გაკეთებამდე 72 საათით ადრე, ვინაიდან პრომეტაზინი აინჰიბირებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას და მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგი.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრომეტაზინის და QT ინტერვალის გახანგრძლივების გამომწვევი სხვა პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას (მათ შორის, ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ანტიფსიქოზური საშუალებები, მაგალითად, ზოგიერთი ფენოთიაზინი (ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი), ბენზამიდები (სულპირიდი, ამისულპრიდი, ტიაპრიდი), პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი, ციტალოპრამი, ჰალოფანტრინი, მეტადონი, პენტამიდინი და მოქსიფლოქსაცინი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
არ შეიძლება პიპოლფენი® საინექციო ხსნარის გამოყენება ორსულობის დროს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც თქვენი მკურნალი ექიმი ჩათვლის ამას საჭიროდ. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენება მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ახალშობილის მომატებული აგზნებადობის განვითარების რისკის გამო.
ძუძუთი კვება
პრეპარატ პიპოლფენის® გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, უმნიშვნელოა, არსებობს ახალშობილში მომატებული აგზნებადობის განვითარების რისკი.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პიპოლფენი® საინექციო ხსნარი აუარესებს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ აქტივობას, ამგვარად, მკურნალობის დასაწყისში და თქვენი მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული დროის პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. შემდგომში თქვენი მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს ამ შეზღუდვის ხანგრძლივობას და ხარისხს.
პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი თითოეული ამპულა შეიცავს:
- 50 მგ კალიუმის მეტაბისულფიტს და 2.00 მგ ნატრიუმის სულფიტს, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში იწვევენ მძიმე ალერგიულ რექციებს (სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპებას, ქავილს სხეულის მთელ ზედაპირზე და გაძნელებულ სუნთქვას).
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ამპულაში, ანუ არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
კალიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (39 მგ) ნაკლებ კალიუმს თითოეულ ამპულაში, ანუ არსებითად არ შეიცავს კალიუმის.
როგორ მიიღება პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
დოზირების რეჟიმი
ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს ღრმად კუნთშიდა ინექციით ან ექსტრემალურ შემთხვევებში, ნელი ინტრავენური შეყვანის დახმარებით, 25 მგ/მლ საწყისი ხსნარის საინექციო წყლით 10-ჯერადი მოცულობითი განზავების შემდეგ.
მაქსიმალური პარენტერალური დოზა შეადგენს 100 მგ-ს.
ხანდაზმულები:
სპეციალური რეკომენდაციები დოზირებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
- 25 მგ – 12.5 მგ 5-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის ღრმა კუნთშიდა ინექციებისთვის.
გვერდითი მოვლენები
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
ვარგისიანობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
ალერგიული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა;
გულისრევის, ღებინების და თავბრუსხვევის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომლებიც დაკავშირებულია ზოგიერთ სამედიცინო ჩარევებთან;
ხანმოკლე სედაცია (დამამშვიდებელი პრეპარატის სახით);
დამამშვიდებებლი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ეფექტის გაზრდისთვის ტკივილის მოსახსნელად ქირურგიული ოპერაციების დროს;
კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა („მოძრაობის დაავადება“ ტრანსპორტით, საწყლოსნო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას).
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე
თქვენ არ დაგინიშნავენ პრეპარატს პიპოლფენი® საინექციო ხსნარი:
თუ გაქვთ ალერგია პრომეტაზინის ქლორიდის, ფენოთიაზინების, ასევე მე-8 პარაგრაფში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ გაქვთ კომატოზური მდგომარეობა ან ცენტალური ნერვული სისტემის (ცნს) ფუნქციის ძლიერი დათრგუნვა.
ერთდროული გამოყენებისას ან გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტების (მაო-ს ინჰიბიტორების) მიღები შეწყვეტიდან 14 დღეზე ნაკლები პერიოდი.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზა
ძილიანობა, დეზორიენტაცია, გულის შეკუმშვათა გახშირება, არტერიული წნევის დაცემა ადგომისას ან სხეულის მდგომარეობის შეცვლისას, კოლაფსი, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.
თუ გივლენდებათ ასეთი სიმპტომები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ექთანს, ან მიმართეთ საავადმყოფოს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ დაავიწყდათ თქვენთვის პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი შეყვანა
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. გამოტოვებული დოზა არ იქნება კომპენსირებული, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირების რისკი.
თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას პრეპარატით პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
არ შეწყვიტოთ მკურნალობა პრეპარატით პიპოლფენი® საინექციო ხსნარი თქვენი მკურნალო ექიმის გადაწყვეტილებამდე პრეპარატის მოხსნის შესახებ, თუნდაც თქვენ თავს უკეთესად გრძნობდეთ.
თუ გაგიჩნდებათ კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
2 მლ მოცულობის თითოეული ამპულა შეიცავს 50 მგ პრომეტაზინის ჰიდროქლორიდს. 25 მგ პრომეტაზინის ჰიდროქლორიდი არის ხსნარის ყოველ მლ-ში 22.16 მგ პრომეთაზინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქინონი, კალიუმის მეტაბისულფიტი (1.50 მგ თითოეულ ამპულაში), ნატრიუმის სულფიტი (2 მგ თითოეულ ამპულაში), ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
გარეგნული სახე: გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია უფერო შუშის ამპულებში, ამპულის ყელზე ლურჯი კოდის რგოლით.
შეფუთვა: 10 უფერო ამპულა 2 მლ-იანი მოცულობით მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია (მემარჯვენეებისთვის):
აიღეთ ამპულა მარცხენა ხელში, დაიჭირეთ ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ გატეხვის წერტილი იყოს ზემოთ (ნახ. 1). მარჯვენა ხელით დაიჭირეთ ამპულის წვეტი, მოახვედრეთ ის ცერა და მოღუნულ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს გატეხვის წერტილის ზემოთ (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულას წვეტი, დააწექით ქვევით მარჯვენა ხელის ცერა თითით, ხოლო ამპულის წვერი ქვემოდან დაიჭირეთ საჩვენებელი თითით. იმოქმედეთ მოღუნვის ადგილზე საშუალო მუდმივი ძალით ისე, რომ ხელები არ მიუახლოვოთ და არ დააშოროთ ერთმანეთს (ნახ. 3). ამპულის ყელი შეიძლება მოტყდეს ნებისმიერ მომენტში ისე, რომ თქვენ შეიძლება ვერც იგრძნოთ ეს (იხ. ნახატი).
მარკეტინგზე ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ., 118-120
უნგრეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები.
ათქ კოდი: R06A D02
მოქმედების მექანიზმი
პრომეტაზინს - პრეპარატ პიპოლფენის® მოქმედ ნივთიერებას - აქვს მოლეკულური სტრუქტურა, რომელიც განსხვავდება ანტიფსიქოზური ფენოთიაზინებისგან, რაც ხსნის მის გაცილებით დაბალ ანტიფსიქოზურ აქტივობას. პრომეტაზინი არის H1-რეცეპტორების აქტიური ბლოკატორი.
პრომეტაზინის ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მისი ცენტრალური ანტიქოლინერგიული ეფექტით, ვესტიბულური სისტემის აგზნებადობის შემცირებით, ლაბირინთული ფუნქციის დათრგუნვით და აგრეთვე, პირდაპირი დამთრგუნველი ეფექტით, მოგრძო ტვინის ტრიგერულ ქემორეცეპტორულ ზონებზე.
პრომეტაზინის სედატიურ-საძილე მოქმედება უკავშირდება ჰისტამინის, სეროტონინის და აცეტილქოლინის რეცეპტორების ბლოკადასა და ალფა-ადრენერგიული რეცეპტორების სტიმულაციას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პრომეთაზინი არის H1 რეცეპტორების ეფექტური ბლოკატორი, ღებინების საწინააღმდეგო და სედატიური საშუალება, ასევე ეფექტურია თავბრუსხვევის საწინააღმდეგოდ.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
კუნთშიდა და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პრომეტაზინის კლინიკური ეფექტები, შესაბამისად, ვლინდება 20 და 3-5 წუთის განმავლობაში. ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება პერორალურად მიღებიდან 4-6 საათის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება შენარუნდეს 12 საათის მანძილზე.
განაწილება
პრეპარატის შეკავშირება სისხლის ცილებთან შეადგენს 65-90%-ს.
ბიოგარდაქმნა
პრომეტაზინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
გამოყოფა
პრომეტაზინის მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-14 საათს.
უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები
ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა პრეპარატის მუტაგენური, კანცეროგენული ან ტერატოგენული მოქმედების არარსებობა.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ჰიდროქინონი, კალიუმის მეტაბისულფიტი (1.50 მგ თითოეულ ამპულაში), ნატრიუმის სულფიტი (2 მგ თითოეულ ამპულაში), ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
- 2. შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
- 5 შეფუთვა და გამოშვების ფორმა
10 ამპულა 2 მლ-იანი მოცულობით მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია (მემარჯვენეებისთვის):
აიღეთ ამპულა მარცხენა ხელში, დაიჭირეთ ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ გატეხვის წერტილი იყოს ზემოთ (ნახ. 1). მარჯვენა ხელით დაიჭირეთ ამპულის წვეტი, მოახვედრეთ ის ცერა და მოღუნულ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს გატეხვის წერტილის ზემოთ (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულას წვეტი, დააწექით ქვევით მარჯვენა ხელის ცერა თითით, ხოლო ამპულის წვერი ქვემოდან დაიჭირეთ საჩვენებელი თითით. იმოქმედეთ მოღუნვის ადგილზე საშუალო მუდმივი ძალით ისე, რომ ხელები არ მიუახლოვოთ და არ დააშოროთ ერთმანეთს (ნახ. 3). ამპულის ყელი შეიძლება მოტყდეს ნებისმიერ მომენტში ისე, რომ თქვენ შეიძლება ვერც იგრძნოთ ეს (ნახ. 4).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
პიპოლფენი®
საინექციო ხსნარი
25 მგ/მლ
(პრომეტაზინის ჰიდროქლორიდი)
აღნიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების იგივე სიმპტომები.
თუ აღგენიშნებათ ნებიმიერი გვერითი ეფექტი ან შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პარაგრაფი 4).
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე
როგორ მიიღება პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
შესაძლო გვერდითი ეფექტები სამედიცინო გამოყენებისას
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
ვარგისიანობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
ალერგიული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა;
გულისრევის, ღებინების და თავბრუსხვევის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომლებიც დაკავშირებულია ზოგიერთ სამედიცინო ჩარევებთან;
ხანმოკლე სედაცია (დამამშვიდებელი პრეპარატის სახით);
დამამშვიდებებლი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ეფექტის გაზრდისთვის ტკივილის მოსახსნელად ქირურგიული ოპერაციების დროს;
კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა („მოძრაობის დაავადება“ ტრანსპორტით, საწყლოსნო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას).
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე
თქვენ არ დაგინიშნავენ პრეპარატს პიპოლფენი® საინექციო ხსნარი:
თუ გაქვთ ალერგია პრომეტაზინის ქლორიდის, ფენოთიაზინების, ასევე მე-8 პარაგრაფში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ გაქვთ კომატოზური მდგომარეობა ან ცენტალური ნერვული სისტემის (ცნს) ფუნქციის ძლიერი დათრგუნვა.
ერთდროული გამოყენებისას ან გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტების (მაო-ს ინჰიბიტორების) მიღები შეწყვეტიდან 14 დღეზე ნაკლები პერიოდი.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენების დაწყებამდე.
სიფრთხილე აუცილებელია პრეპარატის გამოყენებისას:
თუ გაწუხებთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადება;
თუ პაციენტი არის 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვი;
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი;
თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
თუ გაქვთ გულის მძიმე დაავადება;
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ადრე გქონდათ გულის დაავადება;
თუ გაქვთ გულის რიტმის დარღვევა;
თუ გაქვთ გლაუკომა;
კუჭის წყლულის ზოგიერთ შემთხვევებში;
თუ გაქვთ შარდის ბუშტის ყელის სტენოზი (შევიწროვება);
თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია (გადიდება);
თუ გაწუხებთ ეპილეფსია;
თუ გაწუხებთ ასთმა ან სასუნთქი ორგანოების მძიმე დაავადებები;
სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც მიუთითებენ რეიეს სინდრომზე (ღვიძლის და ტვინის ფუნქციის მძიმე დარღვევები) არ არის რეკომენდირებული პრეპარატ პიპოლფენის® გამოყენება.
ცხელების აღნიშვნისას, რომლის მიზეზიც უცნობია, განსაკუთრებით თუ მას ახლავს სხვა სიმპტომები (მაგალითად, კუნთების რიგიდულობა, გულის შეკუმშვათა მკვეთრად მომატებული სიხშირე, არასტაბილური არტერიული წნევა, ოფლიანობა, გახშირებული სუნთქვა, უჩვეულო ძილიანობა ან გონების არევა, რომლებიც წარმოადგენენ ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის სიმპტომებს), მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ცხელება.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი არ არის რეკომენდირებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს განაკუთრებული სიფრთხილით.
ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატის გამოყენებისას, ამგვარად ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება დაფუძნებული უნდა იყოს თქვენი მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებაზე.
სხვა სამკუნალო საშუალებები და პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახან ღებულობდით ან გეგმავთ მიღებას.
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
პრეპარატი პიპოლფენი® აძლიერებს სედატიური, საძილე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების ეფექტს, ამგვარად, ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება პრეპარატ პიპოლფენთან® ერთობლივად გამოყენებისას;
პრეპარატები ანტიქოლინერეგიული მოქმედებით (ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ასთმის ან შარდის ბუშტის სისუსტის სამკურნალოდ). პიპოლფენი® აძლიერებს მათ ეფექტს, ზრდის რა თავბრუსხვევის, პირში სიმშრალის და ბუნდოვანი ხედვის განვითარების რისკს;
ადრენალინთან ერთდროულად შეყვანისას შეიძლება დაქვეითდეს არტერიული წნევა და განვითარდეს გაძლიერებული გულისცემა;
ჰიპოტენზიური საშუალებები (არტერიული წნევის შემამცირებელი) (პიპოლფენი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც ის აძლიერებს მათ მოქმედებას, იწვევს რა არტერიული წნევის შემდგომ შემცირებას);
პიპოლფენს® შეუძლია ნახშირწყლების მეტაბოზლიმის გაუმჯობესება. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს დიაბეტის სამკურნალოდ, თქვენ მკურნალ ექიმს შეუძლია ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის შემცირება;
პიპოლფენი® ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს ეპილეფსიის სამკურნალოდ, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია ანტიეპილეფსიური პრეპარატების დოზის შეცვლა, რომლებსაც თქვენ იღებთ;
პიპოლფენს® შეუძლია სმენის გაუარესების ნიშნების შენიღბვა, რომლებიც გამოწვეულია ზოგიერთი სამკურნალო საშუალებებით, მაგალითად, სალიცილატებით (ასპირინით);
პიპოლფენს®, ასევე შეუძლია ნაწლავური გაუვალობის ან ქალაშიდა წნევის მომატების ადრეული გამოვლენის შესაძლებლობის გადავადება, ღებინების დათრგუვით.
პრომეტაზინის ერთდროული გამოყენება გულის რიტმზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან (რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას).
პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან
მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
არ შეიძლება პიპოლფენი® საინექციო ხსნარის გამოყენება ორსულობის დროს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც თქვენი მკურნალი ექიმი ჩათვლის ამას საჭიროდ. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენება მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ახალშობილის მომატებული აგზნებადობის განვითარების რისკის გამო.
ძუძუთი კვება
პრეპარატ პიპოლფენის® გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, უმნიშვნელოა, არსებობს ახალშობილში მომატებული აგზნებადობის განვითარების რისკი.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პიპოლფენი® საინექციო ხსნარი აუარესებს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ აქტივობას, ამგვარად, მკურნალობის დასაწყისში და თქვენი მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული დროის პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. შემდგომში თქვენი მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს ამ შეზღუდვის ხანგრძლივობას და ხარისხს.
პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი თითოეული ამპულა შეიცავს:
- 50 მგ კალიუმის მეტაბისულფიტს და 2.00 მგ ნატრიუმის სულფიტს, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში იწვევენ მძიმე ალერგიულ რექციებს (სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპებას, ქავილს სხეულის მთელ ზედაპირზე და გაძნელებულ სუნთქვას).
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ამპულაში, ანუ არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
კალიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (39 მგ) ნაკლებ კალიუმს თითოეულ ამპულაში, ანუ არსებითად არ შეიცავს კალიუმის.
როგორ მიიღება პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
დოზირების რეჟიმი
ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს ღრმად კუნთშიდა ინექციით ან ექსტრემალურ შემთხვევებში, ნელი ინტრავენური შეყვანის დახმარებით, 25 მგ/მლ საწყისი ხსნარის საინექციო წყლით 10-ჯერადი მოცულობითი განზავების შემდეგ.
მაქსიმალური პარენტერალური დოზა შეადგენს 100 მგ-ს.
ხანდაზმულები:
სპეციალური რეკომენდაციები დოზირებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
- 25 მგ – 12.5 მგ 5-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის ღრმა კუნთშიდა ინექციებისთვის.
გამოყენების წესი
შეყვანის მეთოდი: ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ღრმა კუნთშიდა შეყვანისთვის ან ნელი ინტრავენური შეყვანისთვის განზავების შემდეგ.
ინტრავენური შეყვანა საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს პრეპარატის ვენიდან მიმდებარე ქსოვილებში მოხვედრის ან არტერიაში შემთხვევით შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების ნეკროზი ან პერიფერიული განგრენა. კუნთშიდა შეყვანა, ასევე საჭიროებს სიფრთხილეს კანქვეშ შემთხვევით შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ნეკროზი.
თუ შეგიყვანეს პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი საჭიროზე მეტი დოზით
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი მკურნალი ექიმი ან ექთანი შეიყვანს საჭიროზე მეტ დოზას. თქვენი მკურნალი ექიმი ან ექთანი გააკონტროლებს თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას და შეამოწმებს თქვენთვის შესაყვანი პრეპარატის რაოდენობას. გაიარეთ კონსულტაცია სამედიცინო პერსონალთან, თუ გაგიჩნდებათ კითხვები პრეპარატის დოზირების რეჟიმთან დაკავშირებით.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, გულის შეკუმშვათა გახშირება, არტერიული წნევის დაცემა ადგომისას ან სხეულის მდგომარეობის შეცვლისას, კოლაფსი, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.
თუ გივლენდებათ ასეთი სიმპტომები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ექთანს, ან მიმართეთ საავადმყოფოს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ დაავიწყდათ თქვენთვის პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი შეყვანა
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. გამოტოვებული დოზა არ იქნება კომპენსირებული, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირების რისკი.
თუ თქვენ შეწყვეტთ მკურნალობას პრეპარატით პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
არ შეწყვიტოთ მკურნალობა პრეპარატით პიპოლფენი® საინექციო ხსნარი თქვენი მკურნალო ექიმის გადაწყვეტილებამდე პრეპარატის მოხსნის შესახებ, თუნდაც თქვენ თავს უკეთესად გრძნობდეთ.
თუ გაგიჩნდებათ კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები სამედიცინო გამოყენებისას
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შემდეგი გვერდითი რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად:
ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას;
გულის წასვლა ან გონების დაკარგვა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერი შეიძლება იყოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული რეაქციის) ნიშანი და შეიძლება მოითხოვდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ასევე შესაძლებელია მწვავე რეაქცია ცხელებით, კუნთების რიგიდობით, არტერიული წნევის ცვლილებით და კომატოზური მდგომარეობით (ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
თუ ინტრავენური შეყვანის დროს გრძნობთ ტკივილს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს პრეპარატის ვენიდან მიმდებარე ქსოვილში შემთხვევითი მოხვედრის ნიშანი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები (ქსოვილების სიკვდილი და განგრენა).
სხვა გვერდითი რეაქციები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), სისხლის ფირფიტები რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება მათი განადგურების გამო (ჰემოლიზური ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (აგრანულოციტოზი), რაც იწვევს ინფექციების განვითარებას.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ცალკეულ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ, ჭინჭრის ციების, გამონაყარის და ქავილის ჩათვლით.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
მადის დაკარგვა.
ფსიქიკის დარღვევები
გონების არევა, დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში, მოუსვენრობა, აგზნებადობა (ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს მოულოდნელი მომატებული აგზნებადობა), კოშმარული სიზმრები, დაქანცულობა, პათოლოგიურად ამაღლებული განწყობა, ნევროზულობა, ჰალუცინაციები, აგრესია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კუნთების შებოჭილობა, კუნთების ტოკვა და უნებლიე მოძრაობები, როგორიცაა თვალის კუნთების სპაზმი, თვალის კაკლების განზიდვით, კისერმრუდობა, ენის გამოვარდნა (განსაკუთრებით პრეპარატის უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას)), კანკალი, სედაცია, ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, უძილობა, კრუნჩხვები.
ასევე, მიღებულია შეტყობინება ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის განვითარების შესახებ, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომების ერთდროული გამოვლენა, როგორიცაა: სხეულის მომატებული ტემპერატურა, გახშირებული სუნთქვა, ოფლიანობა, კუნთების რიგიდულობა, ძილიანობა და არეული ცნობიერება (იხ. პარაგრაფი 2-ის ქვეპუნქტი „სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას“).
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ბუნდოვანი ხედვა, მხედველობის გაორება.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
ხმაური ყურებში.
დარღვევები გულის მხრივ
ძლიერი გულისცემის შეგრძნება, გულის შეკუმშვათა არარეგულარული რითმი, გულის შეკუმშვათა რითმის შენელება ან გაზრდა.
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, გულის წასვლა.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
ასთმა, ცხვირის დახშობა, სუნთქვის დათრგუნვა (შესაძლო სასიკვდილო გამოსავალით), სუნთქვის დროებითი შეწყვეტა (შესაძლო სასიკვდილო გამოსავალით).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, შეკრულობა, ღებინება, სიმშრალე პირში, კუჭის გაღიზიანება.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
სიყვითლე.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
კანისმიერი გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია (სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა), კანის ანთება, ჭინჭრის ციება.
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ
შარდის გამოყოფის უუნარობა.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე
პრომეტაზინით მკურნალობის დროს შესაძლებელია დიაგნოსტიკური ალერგიული ტესტების ან ორსულობაზე ტესტების ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგები. არ შეიძლება პიპოლფენის® მიღება 72 საათით ადრე კანის ალერგიული ტესტების ჩატარებამდე.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, დაგვეხმარებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას!
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ შეიძლება პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გამოყენება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების გაჩენის შემთხვევაში (მაგალითად, ხსნარის ფერის ცვლილება).
ვარგისიანობის ვადა
ვარგისინობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი პიპოლფენი® საინექციო ხსნარი
მოქმედი ნივთიერება:
2 მლ მოცულობის თითოეული ამპულა შეიცავს 50 მგ პრომეტაზინის ჰიდროქლორიდს. 25 მგ პრომეტაზინის ჰიდროქლორიდი არის ხსნარის ყოველ მლ-ში 22.16 მგ პრომეთაზინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქინონი, კალიუმის მეტაბისულფიტი (1.50 მგ თითოეულ ამპულაში), ნატრიუმის სულფიტი (2 მგ თითოეულ ამპულაში), ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის პიპოლფენი® საინექციო ხსნარი გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
გარეგნული სახე: გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია უფერო შუშის ამპულებში, ამპულის ყელზე ლურჯი კოდის რგოლით.
შეფუთვა: 10 უფერო ამპულა 2 მლ-იანი მოცულობით მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ამპულის გახსნის ინსტრუქცია (მემარჯვენეებისთვის):
აიღეთ ამპულა მარცხენა ხელში, დაიჭირეთ ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ გატეხვის წერტილი იყოს ზემოთ (ნახ. 1). მარჯვენა ხელით დაიჭირეთ ამპულის წვეტი, მოახვედრეთ ის ცერა და მოღუნულ საჩვენებელ თითს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს გატეხვის წერტილის ზემოთ (ნახ. 2). მოატეხეთ ამპულას წვეტი, დააწექით ქვევით მარჯვენა ხელის ცერა თითით, ხოლო ამპულის წვერი ქვემოდან დაიჭირეთ საჩვენებელი თითით. იმოქმედეთ მოღუნვის ადგილზე საშუალო მუდმივი ძალით ისე, რომ ხელები არ მიუახლოვოთ და არ დააშოროთ ერთმანეთს (ნახ. 3). ამპულის ყელი შეიძლება მოტყდეს ნებისმიერ მომენტში ისე, რომ თქვენ შეიძლება ვერც იგრძნოთ ეს (იხ. ნახატი).
მარკეტინგზე ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ., 118-120
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


