პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ორციპოლი

Orcipol

რეცეპტით500მგ + 500მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ორციპოლი განკუთვნილია მოზრდილებში ციპროფლოქსაცინი/ორნიდაზოლი კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, აგრეთვე მიქსთ-ინფექციები; - თირკმელების და/ან საშარდე გზების ინფექციები; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
500მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული საშუალებების კომბინაციები
ATC კოდი
J01RA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-044150
რეგისტრირებულია
17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაორციპოლი და სხვა წამალი ერთად

ორციპოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ორციპოლი განკუთვნილია მოზრდილებში ციპროფლოქსაცინი/ორნიდაზოლი კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, აგრეთვე მიქსთ-ინფექციები;
  • თირკმელების და/ან საშარდე გზების ინფექციები;
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
  • ლორ-ორგანოების ქრონიკული ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები;

ორციპოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების დროს და გინეკოლოგიური ჩარევებისას, აბორტების ჩათვლით.

სისტემურმა ფტორქინოლონებმა, პერორალური, საინექციო და საინჰალაციო ფორმების ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი (მიმდინარე თვეების ან წლების განმავლობაში), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი არასასურველი რეაქციები, რომლებიც ზოგჯერ გავლენას ახდენს ორგანიზმის რამდენიმე სისტემასა და გრძნობათა ორგანოებზე.

სისტემური ფტორქინოლონები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციის დროს, არ არის შესაფერისი გამოსაყენებლად.

სიტუაციები, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები მიჩნეულია შეუსაბამოდ და ფტორქინოლონები შეიძლება იყოს ნაჩვენები:

არსებობს რეზისტენტობა პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც რეკომენდებულია ამ ინფექციის დროს;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკები უკუნაჩვენებია ამ პაციენტისთვის;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკებმა გამოიწვია პაციენტში არასასურველი რეაქციები, რაც მკურნალობის შეწყვეტას მოითხოვდა;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მიღების წესი და დოზირება

ორციპოლი მიიღება შიგნით ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათში, დაღეჭვის გარეშე.

მკურნალობის კურსი მწვავე ინფექციებისას შეადგენს 5-7 დღეს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში 10-14 დღეს დოზირებით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში.

დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით. პაციენტებში, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ და უფრო ნაკლები, ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი. ღვიძლის ციროზის დროს იზრდება ორნიდაზოლის ორგანიზმიდან გამოყოფის დრო, ამიტომ პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა გაორმაგდეს.

ხანდაზმული პაციენტები. ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

დაბალი სხეულის წონის მქონე პაციენტები. დაბალი წონის მქონე პაციენტებში ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

ბავშვები. პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებში გამოსაყენებლად, რადგან კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

დოზის გამოტოვება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება მალე, მაგრამ არაუგვიანეს 6 საათისა მომდევნო დოზის მიღებამდე. თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩა 6 საათზე ნაკლები, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღოთ და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დოზირების რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით, შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დამატებითი დოზების მიღება, დამატებითი კვლევები არ ჩატარებულა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის, ორნიდაზოლის, იმიდაზოლის წარმოებულების, ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ფტორქინოლონების და თიზანიდინის ერთდროულად გამოყენება;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
  • სისხლწარმოქმნის დარღვევები.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ორციპოლი გამოყენება რეკომენდებულია ციპროფლოქსაცინი/ორნიდაზოლი კომბინაციისადმი მგრძნობიარე შტამებით ინფიცირების შემთხვევაში.

აუცილებელია პათოგენების რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინება ყველა კონკრეტულ რეგიონში პრეპარატის ორციპოლი თითოეულ კომპონენტთან მიმართებაში.

პრეპარატის ორციპოლი 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას საჭიროა რეგულარული ლაბორატორიული კლინიკური კონტროლი.

აუცილებელია ინფორმაციის გათვალისწინება, რომელიც შეესაბამება პრეპარატის თითოეულ კომპონენტს.

ციპროფლოქსაცინი

თავი უნდა ავარიდოთ ციპროფლოქსაცინის გამოყენებას პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ სერიოზული არასასურველი რეაქციები, დაკავშირებული ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიღებასთან. ასეთი პაციენტების ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს ალტერნატიული ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკი შეფარდების ჯეროვნად შეფასების შემდეგ.

მძიმე ინფექციები და შერეული ინფექციები გრამდადებითი და ანაერობული პათოგენებით

ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ გამოიყენება მძიმე ინფექციების ან იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენებით. ასეთი ინფექციების დროს ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა მოხდეს სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.

სტრეპტოკოკური ინფექციები (მათ შორის Streptococcus pneumoniae)

ციპროფლოქსაცინი რეკომენდებული არ არის სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ მისი არაეფექტურობის გამო.

სასქესო გზების ინფექციები

გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმოორქიტი და მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს Neisseria gonorrhoeae-ის შტამებით, რომლებიც რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ. ამ მიზეზით ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას გონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის სამკურნალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოირიცხება ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის მიკროორგანიზმებით ინფექცია. ეპიდიდიმოორქიტისა და მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების დროს ციპროფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან (მაგ., ცეფალოსპორინი) კომბინაციაში, თუ ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის მიკროორგანიზმებით ინფექციის გამორიცხვა შეუძლებელია. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს.

საშარდე გზების ინფექციები

Escherichia coli-ის მდგრადობა, პათოგენისა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს შარდგამომყოფი გზების ინფექციებს, ფტორქინოლონების მიმართ ვარირებს ევროკავშირის ფარგლებში. ექიმებს, რომლებიც ნიშნავენ მკურნალობას, ეძლევათ რეკომენდაცია შეისწავლონ ფტორქინოლონების მიმართ Escherichia coli-ის რეზისტენტობის ლოკალური გავრცელებულობა.

მოსალოდნელია, რომ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზა, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული გაურთულებელი ცისტიტის დროს ქალებში პრემენოპაუზის პერიოდში, შესაძლოა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდები.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული Escherichia coli-ის ქინოლონების მიმართ რეზისტენტობის ზრდა.

ინტრააბდომინალური ინფექციები

მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ ოპერაციის შემდგომი ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობისას შეზღუდულია.

მოგზაურთა დიარეა

ციპროფლოქსაცინის არჩევისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ინფორმაცია მასპინძელ ქვეყნებში გავრცელებული პათოგენების მის მიმართ რეზისტენტობის შესახებ.

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგების შესაბამისად.

ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმა

ადამიანებში გამოყენება ეფუძნება მონაცემებს in vitro მგრძნობელობის შესახებ, მონაცემებს ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ და შეზღუდულ მონაცემებს ადამიანებთან მიმართებაში. ექიმებმა, რომლებიც ნიშნავენ მკურნალობას, უნდა შეისწავლონ აღიარებული ეროვნული და/ან საერთაშორისო დოკუმენტები ციმბირული წყლულის მკურნალობის შესახებ.

ჰიპერმგრძნობელობა

ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის სიცოცხლეს. ასეთი ტიპის რეაქციის გამოვლენისას, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები

იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომელიც გრძელდება რამდენიმე თვე ან წელი), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ხანდახან რამდენიმე, სისტემაზე (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, გრძნობათა ორგანოები) პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, ასაკისა და წინმსწრები რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველივე ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ციპროფლოქსაცინის მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა

ზოგადად, არ არის რეკომენდებული ციპროფლოქსაცინის გამოყენება პაციენტებში, რომელთა ანამნეზში არის მითითება დაავადებაზე ან დარღვევაზე მყესების მხრივ, დაკავშირებული ქინოლონებით მკურნალობასთან. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მიკროორგანიზმი-გამომწვევის მიკრობიოლოგიური განსაზღვრის შემდეგ და სარგებელისა და რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ, ციპროფლოქსაცინი შეიძლება დანიშნული იქნას პაციენტებისთვის დადგენილი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სტანდარტული მკურნალობის წარუმატებლობის ან ბაქტერიული რეზისტენტობის შემთხვევებში, როდესაც მიკრობიოლოგიური მონაცემებით შესაძლებელია ციპროფლოქსაცინის გამოყენების დასაბუთება.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ხანდახან ორმხრივი, შესაძლოა განვითარდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან პირველივე 48 საათის განმავლობაში, აგრეთვე რამდენიმე თვის მანძილზე მკურნალობის დასრულების შემდგომ. ტენდინიტისა და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი გაზრდილია ხანდაზმულებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმული ორგანოების ტრანსპლანტაციით, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპიისას.

ტენდინიტის რომელიმე ნიშნის (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება) გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტა და ალტერნატიული მკურნალობის განხილვა. საჭიროა ჩატარდეს დაზიანებული კიდურის (-ების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზაცია). ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას კორტიკოსტეროიდები არ უნდა გამოვიყენოთ.

პაციენტები მძიმე მიასთენიით (myasthenia gravis)

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ცოპროფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში მძიმე მიასთენიით, რადგანაც სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.

აორტის ანევრიზმა და აორტის განშრევება, გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა აორტის ანევრიზმისა და განშრევების გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, აგრეთვე აორტული და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის შემთხვევები ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის ანევრიზმისა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ რღვევით გართულებული (მათ შორის ლეტალური გამოსავლით), აგრეთვე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა.

ამ მიზეზით, ფტორქინოლონები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სარგებელი/რისკი შეფარდების გულდასმით შეფასებისა და მკურნალობის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში ანევრიზმის ოჯახური ანამნეზით ან გულის თანდაყოლილი სარქვლოვანი მანკით, ასევე პაციენტებში, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ აორტის ანევრიზმა და/ან განშრევება, ან აღენიშნებათ სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს წინასწარგანწყობას შემდეგისადმი:

  • ანევრიზმისა და აორტის განშრევების განვითარება და, ამავდროულად, გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარება (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან, დამატებით,
  • ანევრიზმისა და აორტის განშრევების განვითარება (მაგ., სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, არსებული ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი) ან, დამატებით,
  • გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარება (მაგ., ინფექციური ენდოკარდიტი).

აორტის ანევრიზმის, განშრევებისა და რღვევის რისკი შეიძლება ასევე გაიზარდოს იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის ტკივილის უეცარი განვითარების შემთხვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მათ აღენიშნებათ მწვავე ქოშინი, პირველად განვითარებული გახშირებული გულისცემა ან მუცლის ღრუს ან ქვედა კიდურების შეშუპება.

მხედველობის ცვლილებები

მხედველობის დარღვევების ან თვალების მხრივ რაიმე ეფექტების აღნიშვნის შემთხვევაში, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ოფთალმოლოგთან მიმართვა.

ფოტომგრძნობელობა

დადგენილი იყო, რომ ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობის რეაქციები. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, აუცილებელია რეკომენდაციის მიცემა, რომ მათ თავი აარიდონ მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას ან ულტრაიისფერ დასხივებას მკურნალობის დროს.

კრუნჩხვები

ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი, სხვა ქინოლონების მსგავსად, იწვევს კრუნჩხვებს ან აქვეითებს კრუნჩხვით ზღურბლს. იყო შეტყობინებები ეპილეფსიური მდგომარეობის შემთხვევების შესახებ.

ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ კრუნჩხვებისადმი. თუ კრუნჩხვები განვითარდა, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პერიფერიული ნეიროპათია

იყო შეტყობინებები სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შესახებ, რომელმაც გამოიწვია პარესთეზია, ჰიპესთეზია (დაქვეითებული მგრძნობელობა), დიზესთეზია ან სისუსტე, პაციენტებში ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღების ფონზე. პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდაცია უნდა გაეწიოთ მასზედ, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ ექიმს ნეიროპათიის სიმპტომების, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის, დაბუჟების ან სისუსტის შეგრძნება, განვითარების შესახებ, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ფსიქიკური რეაქციები

ფსიქიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ციპროფლოქსაცინის პირველი გამოყენების შემდეგაც კი. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება პროგრესირდეს სუიციდურ აზრებამდე/ფიქრებამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა. დეპრესიის, ფსიქოზური რეაქციების, სუიციდური აზრების ან ფიქრების განვითარების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დარღვევები გულის მხრივ

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, გამოყენებისას პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის ცნობილი ფაქტორებით, მაგალითად:

  • QT ინტერვალის გახანგრძლივების თანდაყოლილი სინდრომი;
  • ერთდროული გამოყენება იმ პრეპარატებისა, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები და ანტიფსიქოზური საშუალებები);
  • ელექტროლიტური ბალანსის დაუკორექტირებული დარღვევა (მაგ., ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია);
  • გულის დაავადებები (მაგალითად, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).

ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს. მაშასადამე, სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, გამოყენებისას პაციენტთა ამ ჯგუფში.

დისგლიკემია

როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, აღწერილია სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, ჰიპერგლიკემიისა და ჰიპოგლიკემიის ჩათვლით, როგორც წესი, დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ერთდროულ მკურნალობას პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატით (მაგ., გლიბენკლამიდი) ან ინსულინით. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტის მქონე ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

მძიმე ფორმის და შეუპოვარი დიარეის გამოვლენა მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულების შემდეგ (მკურნალობის ჩატარებიდან რამდენიმე კვირის ვადის ჩათვლით) შესაძლებელია მიუთითებდეს კოლიტზე, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (რომელმაც შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას შესაძლო ლეტალური შედეგით), რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა იქნას დაწყებული. პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია ასეთ სიტუაციაში.

თირკმელები და შარდგამომყოფი გზები

აღწერილი იყო კრისტალურიის შემთხვევები, დაკავშირებული ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან. პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ციპროფლოქსაცინს, უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, ასევე თავიდან უნდა აიცილონ შარდის ჭარბი გატუტიანება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

რადგანაც ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით თირკმელებით, პაციენტებისათვის თირკმელების დარღვევით საჭიროა დოზის კორექცია, რომელიც ხორციელდება ისე, როგორც აღწერილია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“, ციპროფლოქსაცინის დაგროვების შედეგად მძიმე არასასურველი რეაქციების გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით.

ღვიძლი და სანაღვლე გზები

ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილი იყო სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის ნეკროზის და ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები. ჰეპატოპათიის რაიმე ნიშნის ან სიმპტომის აღნიშვნის შემთხვევაში (მაგალითად, ანორექსია, სიყვითლე, შარდში ყვითელი პიგმენტების არსებობა, ქავილი და ტკივილი მუცლის პალპაციის დროს), აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით აღინიშნებოდა ჰემოლიზური რეაქციები ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას. ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაკვირვება ჰემოლიზის შესაძლო გამოვლენაზე.

რეზისტენტობა

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან შემდგომ შეიძლება გამოყოფილი იქნას ბაქტერიები, რომლებიც ავლენენ რეზისტენტობას ციპროფლოქსაცინის მიმართ, სუპერინფექციის კლინიკური ნიშნების არსებობით ან მათ გარეშე. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტული ბაქტერიების გამოყოფის განსაკუთრებულ რისკს მკურნალობის გახანგრძლივებისას და ნოზოკომიური ინფექციების და/ან იმ ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus და Pseudomonas სახეობებით.

ციტოქრომ P450

ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს CYP1A2-ს, რითაც შეიძლება გაზარდოს ამ გზით მეტაბოლიზებადი სამკურნალწამლო საშუალებების შრატისმიერი კონცენტრაციები, მათთან ერთად გამოყენებისას (მაგალითად, თეოფილინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, თიზანიდინი, დულოქსეტინი, აგომელატინი). ამ მიზეზით აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის სათანადო კონტროლი, ციპროფლოქსაცინთან ერთად მსგავსი პრეპარატების მიღებისას, ჭარბი დოზირების კლინიკური ნიშნების გამოსავლენად, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შრატისმიერი კონცენტრაციების განსაზღვრა (მაგალითად, თეოფილინის). ციპროფლოქსაცინის და თიზანიდინის ერთად დანიშვნა უკუნაჩვენებია.

მეთოტრექსატი

არ არის რეკომენდებული ციპროფლოქსაცინისა და მეთოტრექსატის ერთდროული მიღება.

ზემოქმედება ანალიზებზე

ციპროფლოქსაცინის in vitro აქტივობამ Mycobacterium tuberculosis-ის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიოლოგიური ანალიზების ცრუ უარყოფითი შედეგები იმ პაციენტებიდან აღებულ ნიმუშებზე, რომლებიც მკურნალობდნენ ციპროფლოქსაცინით.

ორნიდაზოლი

მაღალი დოზებით მკურნალობისას ან თუ თერაპიის ხანგრძლივობა 10 დღეზე მეტია, აუცილებელია ლაბორატორიული პარამეტრების და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი.

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სისხლის სისტემის დარღვევები პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობისას და/ან ხანგრძლივი თერაპიისას, რეკომენდებულია სისხლის მაჩვენებლების, კერძოდ, ლეიკოციტების საერთო რიცხვის, რეგულარული მონიტორინგი მკურნალობის დროს, აგრეთვე მკურნალობამდე და მისი შეწყვეტის შემდეგ.

პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების გამწვავება. თუ განვითარდა პერიფერიული ნეიროპათია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები (ატაქსია), თავბრუსხვევა ან ცნობიერების არევა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შეიძლება აღინიშნოს კანდიდომიკოზის გამწვავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი მკურნალობის საჭიროება.

ჰემოდიალიზის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირების გათვალისწინება და დოზის შესაბამისად კორექტირება.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმით თერაპიას, ორნიდაზოლის გამოყენებისას უნდა გაკონტროლდეს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია, ისევე როგორც სისხლში კრეატინინისა და ელექტროლიტების დონე.

ორნიდაზოლი 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებულია, დაფიქსირდა მოქმედების გაძლიერება, როდესაც ასეთი ნაერთები გამოიყენებოდა ვეკურონიუმთან ერთად.

ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს.

ალკოჰოლის მიღებისას არსებობს დისულფირამის მსგავსი რეაქციის განვითარების რისკი.

ზემოქმედება დიაგნოსტიკური მეთოდების შედეგებზე

ორნიდაზოლი გავლენას ახდენს შრატში გლუტამინური ოქსალოაცეტინური ტრანსამინაზას და ალანინამინოტრანსფერაზას განსაზღვრაზე. მნიშვნელობები, როგორც წესი, ძალიან დაბალია.

დამხმარე ნივთიერებები

ორციპოლი შეიცავს საღებავებს - სანსეტი ყვითელი და ტარტრაზინი, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ორციპოლი შეიცავს 42,55 მგ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ზრდასრული ადამიანისთვის ჯანმო-ის მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო ნორმის 2 გ ნატრიუმის 2,13%-ის ეკვივალენტია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციპროფლოქსაცინი

სხვა პრეპარატების ზემოქმედება ციპროფლოქსაცინზე

პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს

ციპროფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური პრეპარატები).

ხელატური კომპლექსების წარმოქმნა

ციპროფლოქსაცინის (პერორალურად) ერთდროული გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან და მინერალურ დანამატებთან, რომლებიც შეიცავს პოლივალენტურ კათიონებს (მაგალითად, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, რკინა), პოლიმერული ფოსფატის ფიქსატორებს (მაგალითად, სეველამერი ან ლანტანის კარბონატი), სუკრალფატს ან ანტაციდურ პრეპარატებს, აგრეთვე იმ პრეპარატებთან, რომლებიც დაფარულია ძალიან მყარი გარსით (მაგალითად, დიდანოზინის ტაბლეტები), რომლებიც შეიცავს მაგნიუმს, ალუმინს ან კალციუმს, ამცირებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას. ამ მიზეზის გამო ციპროფლოქსაცინის მიღება რეკომენდებულია ასეთი პრეპარატების მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მიღებიდან არანაკლებ 4 საათის შემდეგ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება H2 რეცეპტორების აგონისტების კლასის ანტაციდებზე.

საკვები პროდუქტები და რძის პროდუქტები

კალციუმი, რომელიც არის რაციონის ნაწილი, არ ახდენს არსებით ზეგალენას აბსორბციაზე. მაგრამ უნდა მოერიდოთ მინერალებით გაჯერებული რძის პროდუქცების ან სასმელების (მაგალითად, რძე, იოგურტი, კალციუმით მდიდარი ფორთოხლის წვენი) და ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენებას, რადგანაც ციპროფლოქსაცინის აბსორბცია ამ დროს მცირდება.

პრობენეციდი

პრობენეციდი არღვევს ციპროფლოქსაცინის თირკმლისმიერ გამოყოფას. პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის შრატისმიერ კონცენტრაციებს.

მეტოკლოპრამიდი

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის (რომელიც პერორალურად გამოიყენება) აბსორბციას, რის შედეგადაც საჭიროა უფრო მოკლე დრო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების მისაღწევად. არ აღნიშნულა რაიმე ეფექტები ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობის მიმართ.

ომეპრაზოლი

ციპროფლოქსაცინისა და ომეპრაზოლის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს ციპროფლოქსაცინის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) და ფარმაკოკინეტიკური მრუდის „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მნიშვნელობების უმნიშვნელო შემცირებას.

ციპროფლოქსაცინის ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე

ტიზანიდინი

ტიზანიდინი არ უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინთან ერთად.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას აღინიშნა შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის ზრდა (Cmax: 7-ჯერ, დიაპაზონი: 4-21-ჯერ; AUC: 10-ჯერ, დიაპაზონი: 6-24-ჯერ). შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის ზრდას თან ახლავს ჰიპოტენზიური და სედაციური ეფექტების გაძლიერება.

მეთოტრექსატი

მეთოტრექსატის მილაკოვანი ტრანსპორტი შეიძლება დაითრგუნოს ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციების მომატება და გაზარდოს მეთოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება.

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინის და თეოფილინის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თეოფილინის შრატისმიერი კონცენტრაციის არასასურველი ზრდა. ამან შესაძლოა განაპირობოს თეოფილინით პროვოცირებული არასასურველი რეაქციები, რომლებიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს პაციენტის სიცოცხლისათვის სახიფათო ან ლეტალური გამოსავლით დასრულდეს. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია თეოფილინის შრატისმიერი კონცენტრაციის კონტროლი და საჭიროებისამებრ დოზის შემცირება.

ქსანტინის სხვა წარმოებულები

ციპროფლოქსაცინის და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსიპენტიფილინი) ერთდროული მიღებისას აღინიშნებოდა ქსანტინის წარმოებულების შრატისმიერი კონცენტრაციების მომატება.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინის და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფენიტოინის დონეების მომატება ან შემცირება სისხლის შრატში, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის დონეების კონტროლი.

ციკლოსპორინი

აღინიშნებოდა კრეატინინის კონცენტრაციის გარდამავალი ზრდა სისხლის შრატში ციპროფლოქსაცინის და ციკლოსპორინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. ამის გამო აუცილებელია ასეთ პაციენტებში კრეატინინის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი (კვირაში ორჯერ) სისხლის შრატში.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ K ვიტამინის ანტაგონისტთან შეიძლება გააძლიეროს მისი ანტიკოაგულაციური ეფექტები. რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი ინფექციის, ასაკისა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ რთულია ციპროფლოქსაცინის გავლენის ხარისხის შეფასება INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) ზრდის თვალსაზრსით.

რეკომენდირებულია INR-ის ხშირი მონიტორინგი ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტის (მაგ., ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) ერთდროული მიღების დროს და დაუყოვნებლივ მას შემდეგ.

დულოქსეტინი

კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ დულოქსეტინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP450 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax მნიშვნელობების ზრდა. არსებობს აგრეთვე პრეკლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთმქედების შესახებ, ამიტომ შესაძლოა ველოდოთ მსგავს ეფექტებს ერთდროული გამოყენებისას.

როპინიროლი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ როპინიროლის ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, ერთდროულად გამოყენება იწვევს როპინიროლის Cmax და AUC მნიშვნელობების ზრდას 60%-ით და 84%-ით შესაბამისად. რეკომენდებულია მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით რეაქციებზე კლინიკური დაკვირვების განხორციელება და შესაბამისად დოზირების კორექტირება ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენების დროს ან გამოყენებისთანავე.

ლიდოკაინი

ჯანმრთელ მოხალისეებში სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ლიდოკაინს და ციპროფლოქსაცინს, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორს, ამცირებს ინტრავენურად შეყვანილი ლიდოკაინის კლირენსს 22%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა, გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ურთიერთქმედება ციპროფლოქსაცინთან, რასაც ახლავს არასასურველი ეფექტები.

კლოზაპინი

250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან ერთდროულად გამოყენების შემდეგ 7 დღის განმავლობაში კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატისმიერი კონცენტრაციები იზრდებოდა 29% და 31%-ით, შესაბამისად. რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვების განხორციელება და შესაბამისად კლოზაპინის დოზირების კორექტირება ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენების დროს და მიღების დასრულებისთანავე.

სილდენაფილი

სილდენაფილის Cmax-ის და AUC-ის მნიშვნელობები ჯანმრთელ მოხალისეებში იზრდებოდა დაახლოებით ორჯერ 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ერთდროულად გამოყენების შემდეგ 500 მგ ციპროფლოქსაცინთან. ამ მიზეზით, სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ციპროფლოქსაცინის სილდენაფილთან ერთდროულად დანიშვნისას, რისკისა და სასარგებლო ეფექტების გათვალისწინებით.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის მძლავრი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აინჰიბირებს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ ზრდას. ციპროფლოქსაცინთან, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის მიუხედავად, შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანალოგიური ეფექტები ერთდროული გამოყენების შედეგად.

ზოლპიდემი

ცოპროფლოქსაცინთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლაო გაზარდოს ზოლპიდემის დონე სისხლში; არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება.

ორნიდაზოლი

ორნიდაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ მედიკამენტებთან ერთად.

ალკოჰოლი

ორნიდაზოლის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლური სასმელების და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების ერთდროული მიღება, რადგან არსებობს დისულფირამის მსგავსი რეაქციის განვითარების რისკი (წამოხურების შეგრძნება, სახის სიწითლე, ღებინება, ტაქიკარდია).

ორნიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად

პერორალური ანტიკოაგულანტები

ორნიდაზოლისა და მეტრონიდაზოლის ქიმიური სტრუქტურის მსგავსების გათვალისწინებით, სიფრთხილეა საჭირო ორნიდაზოლის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებისას. ორნიდაზოლმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედება, ამიტომ ამ უკანასკნელის დოზები შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

ციკლოსპორინი

ორნიდაზოლისა და მეტრონიდაზოლის ქიმიური სტრუქტურის მსგავსების გათვალისწინებით, ორნიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისას, ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს. თუ აუცილებელია პრეპარატების კომბინაციის გამოყენება, საჭიროა შრატში ციკლოსპორინის და კრეატინინის დონის მონიტორინგი.

ვეკურონიუმის ბრომიდი

ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ მოქმედებას.

5-ფტორურაცილი

5-ფტორურაცილის გაზრდილი ტოქსიკურობის რისკი, ვინაიდან 5-ფტორურაცილის კლირენსი მცირდება ნიტროიმიდაზოლის წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას.

ლითიუმის პრეპარატები (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

გავლენა INR-ზე

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს და მეტრონიდაზოლს, უმეტეს შემთხვევაში აღინიშნა პერორალური ანტიკოაგულანტების (მაგ., ვარფარინის) მოქმედების გაძლიერება. რისკის ფაქტორები მოიცავს ინფექციის ტიპს, ასაკს და პაციენტის ზოგად მდგომარეობას. ასეთ ვითარებაში, ძნელია დადგენა, მოქმედებს თუ არა ინფექცია ან ჩატარებული მკურნალობა INR-ის მნიშვნელობაზე.

სხვა პრეპარატების ზემოქმედება ორნიდაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე

ფერმენტების ინდუქტორები

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებისა (მაგ., ფენობარბიტალი) და ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორი სხვა პრეპარატების ერთობლივ გამოყენებას თან ახლავს სისხლის შრატიდან ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირება.

ფერმენტების ინჰიბიტორები

ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგ., ციმეტიდინი) ზრდიან სისხლის შრატიდან ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატს აქვს გამოხატული გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, კუნთების რიგიდულობა, კრუნჩხვები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და გონების დროებითი დაკარგვა. თუ განვითარდა რომელიმე ეს არასასურველი რეაქცია, პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტომობილი ან მექანიზმები.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ ˂1/10); არახშირი (≥1/1000, მაგრამ ˂1/100); იშვიათი (≥1/10000, მაგრამ ˂1/1000); ძალიან იშვიათი (˂1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).

ციპროფლოქსაცინი

არასასურველი რეაქციები ციპროფლოქსაცინზე, რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნება, არის გულისრევა და დიარეა.

ქვემოთ მოყვანილია არასასურველი რეაქციები ციპროფლოქსაცინზე, დადგენილი კლინიკურ კვლევებში და პოსტრეგისტრაციული დაკვირვების დროს (მკურნალობა პერორალური, ინტრავენური და საფეხურებრივი მეთოდებით) და კლასიფიცირებული სიხშირის კატეგორიების მიხედვით. სიხშირის ანალიზის დროს გათვალისწინებულია მონაცემები ციპროფლოქსაცინის როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური გამოყენებისათვის.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირი - მიკოზური სუპერინფექციები.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი - ეოზინოფილია; იშვიათი - ლეიკოპენია, ანემია, ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია; ძალიან იშვიათი - ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია (სიცოცხლისათვის საშიში), ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (სიცოცხლისათვის საშიში).

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ალერგიული რეაქცია, შეშუპება/ალერგიული ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში), რეაქცია შრატისმიერი დაავადების ტიპით.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH).

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: არახშირი - მადის დაქვეითება; იშვიათი - ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია; სიხშირე უცნობია – ჰიპოგლიკემიური კომა.

ფსიქიკის დარღვევები*: არახშირი - ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აგზნება; იშვიათად - ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, შფოთვის რეაქცია, ანომალური სიზმრები, დეპრესია (პოტენციურად პროგრესირებადი სიუციდურ იდეებამდე/აზროვნებამდე ან სუიციდის მცდელობამდე და სუიციდის ჩადენამდე), ჰალუცინაციები; ძალიან იშვიათი - ფსიქოზური რეაქციები (პოტენციურად პროგრესირებადი სიუციდურ იდეებამდე/აზროვნებამდე ან სუიციდის მცდელობამდე და სუიციდის ჩადენამდე); სიხშირე უცნობია - მანია, ჰიპომანიის ჩათვლით.

ნერვული სისტემის მხრივ*: არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, გემოს დარღვევა; იშვიათი - პარესთეზია და დიზესთეზია, ჰიპესთეზია, ტრემორი, კრუნჩხვები (ეპილეფსიური მდგომარეობის ჩათვლით), ვერტიგო; ძალიან იშვიათი - შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა, დარღვევები ყნოსვის ნერვის მხრივ, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია და თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე; სიხშირე უცნობია - პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია.

მხედველობის ორგანოების მხრივ*: იშვიათი - მხედველობის დარღვევა (მაგალითად დიპლოპია); ძალიან იშვიათი - ფერების აღქმის დარღვევები.

სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრივ*: იშვიათი - ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა/ცვლილება.

გულის მხრივ: იშვიათი - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმია და ,,პირუეტი"-ს ტიპის ტაქიკარდია (რომელიც ძირითადად აღინიშნებოდა პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებით), QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე.

სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი - სისხლძარღვების გაფართოება, ჰიპოტენზია, სინკოპე; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: იშვიათი - ქოშინი (ასთმური დაავადებების ჩათვლით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი - გულისრევა, დიარეა; არახშირი - ღებინება, ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და მუცელში, დისპეფსია, მეტეორიზმი; იშვიათი - კოლიტი, დაკავშირებული ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლო ლეტალური გამოსავლით); ძალიან იშვიათი - პანკრეატიტი.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ტრანსამინაზების დონის მომატება, ბილირუბინის დონის მომატება; იშვიათი - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი; ძალიან იშვიათი - ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განიცადოს პროგრესირება ღვიძლის უკმარისობამდე, სიცოცხლისათვის საშიში).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი - ეკზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათი - ფოტომგრძნობელობის რეაქციები; ძალიან იშვიათი - პეტექიები, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სიცოცხლისათვის საშიში), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სიცოცხლისათვის საშიში); სიხშირე უცნობია - მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: არახშირი - ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (მაგალითად, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში), ართრალგია; იშვიათი - მიალგია, ართრიტი, კუნთების ტონუსის მომატება, სპაზმები; ძალიან იშვიათი - კუნთების სისუსტე, ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა (უპირატესად აქილევსის მყესის), მძიმე მიასთენიის სიმპტომების გამწვავება.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: არახშირი - თირკმლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათი - თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია, კრისტალურია, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი - ასთენია, ცხელება; იშვიათი - შეშუპება, ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).

დამატებითი კვლევები: არახშირი - ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში; იშვიათი - ამილაზების დონის მომატება; სიხშირე უცნობია - საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს).

  • მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომელიც გრძელდება რამდენიმე თვე ან წელი), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ხანდახან რამდენიმე, სისტემაზე და გრძნობათა ორგანოებზე (ისეთი არასასურველი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, ნეიროპათია, პარესთეზიასთან ასოცირებული, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა), დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინმსწრები რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
  • * აორტის ანევრიზმისა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ რღვევით გართულებული (მათ შორის ლეტალური გამოსავლით), აგრეთვე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა იქნა დაფიქსირებული პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.

ორნიდაზოლი

არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ დამოკიდებულია დოზაზე.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: სიხშირე უცნობია - ვაგინალური სუპერინფექცია გამოწვეული Candida albicans-ით.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ძვლის ტვინის დათრგუნვა და ნეიტროპენია; ძალიან იშვიათად - სისხლის მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილებები (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიკური ანემია, თრომბოციტოპენია).

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი.

ფსიქიკური დარღვევები: სიხშირე უცნობია - განწყობის ცვალებადობა.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - ტრემორი, რიგიდულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, ცნობიერების დარღვევა და სენსორული ან შერეული პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები; სიხშირე უცნობია - ატაქსია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ასთენია, სინკოპე, ცნობიერების არევა და გემოს დარღვევა.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება, უსიამოვნო მეტალის გემო; ძალიან იშვიათად - მუცლის ტკივილი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი); ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; სიხშირე უცნობია - წამლისმიერი ფიქსირებული ტოქსიკური ეგზანთემა.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად - სახსრების ტკივილი; სიხშირე უცნობია - ჩონჩხის კუნთების რიგიდულობა.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

პრეპარატით ორციპოლი ჭარბი დოზირება იწვევს მისი შემადგენელი კომპონენტების ჭარბი დოზირების სიმპტომებს.

ციპროფლოქსაცინი

აღწერილი იყო 12 გ-ის ოდენობით მიღების შედეგად განვითარებული ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ტოქსიკურობის სუსტი სიმპტომები. აღწერილი იყო 16 გ-ის ოდენობით მიღების შედეგად განვითარებული მწვავე ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა, რამაც გამოიწვია თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კრუნჩხვითი კრიზი, ჰალუცინაციები, ცნობიერების არევა, დისკომფორტი მუცლის არეში, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, მაგალითად, კრისტალურია და ჰემატურია. იყო შეტყობინებები შეუქცევადი თირკმლისმიერი ტოქსიკურობის შემთხვევების შესახებ.

ჩვეულებრივი გადაუდებელი დახმარების ზომების გარდა, როგორიცაა კუჭის დაცლა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შარდის მჟავიანობის და pH-ის მნიშვნელობების კონტროლი, კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია პაციენტის ორგანიზმის საკმარისი ჰიდრატაცია. კალციუმის ან მაგნიუმის შემცველ ანტაციდებს თეორიულად შეუძლიათ ციპროფლოქსაცინის აბსორბციის შემცირება ჭარბი დოზირების დროს.

ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%) გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეული დიალიზით.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ეკგ მონიტორინგი უნდა დაიწყოს QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო.

ორნიდაზოლი

ჭარბი დოზირებისას უფრო გამოხატულია სიმპტომები, რომლებიც მითითებულია ორნიდაზოლისთვის პუნქტში „არასასურველი რეაქციები“. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ორნიდაზოლის ორგანიზმიდან გამოსადევნად ტარდება კუჭის ამორეცხვა ან ჰემოდიალიზი. თუ განვითარდა კრუნჩხვები, რეკომენდებულია დიაზეპამის ინტრავენური შეყვანა.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ციპროფლოქსაცინი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 500 მგ, ორნიდაზოლი 500 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი, სიმინდის სახამებელი.

გარსის შემადგენლობა: Opadry II ყვითელი 85F220095 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტარტრაზინის ალუმინის ლაქი, სანსეტი ყვითელი ალუმინის ლაქი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური ფორმის მკრთალი ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით „ORCP“ ცალ მხარეს და გამყოფი ნაზოლით მეორე მხარეს.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მეჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერქეზქოი / თექირდაგი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ანტიბაქტერიული პრეპარატების კომბინაციები. ციპროფლოქსაცინი და ორნიდაზოლი. ათქ კოდი: J01RA12.

ორციპოლი არის კომბინირებული ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით: ციპროფლოქსაცინი (მეორე თაობის ფტორქინოლონის წარმოებული) და ორნიდაზოლი (5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული).

ციპროფლოქსაცინი

მოქმედების მექანიზმი

ციპროფლოქსაცინი ახდენს თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას როგორც II ტიპის ტოპოიზომერაზას (დნმ-ჰირაზა), ასევე IV ტიპის ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიის დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიფციისთვის, რეპარაციისა და რეკომბინაციისთვის.

ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის კავშირი

ციპროფლოქსაცინის ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების მიმართ მისი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) თანაფარდობაზე, ასევე AUC-ისა და MIC-ის თანაფარდობაზე.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები

ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა in vitro მიიღწევა ეტაპობრივად დნმ-გირაზასა და ტოპოიზომერაზა IV-ის სამიზნე უბნებში მუტაციების გზით. ციპროფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობის ხარისხი ვარირებს. ცალკეულმა მუტაციებმა შეიძლება არ გამოიწვიოს კლინიკური რეზისტენტობა, მაგრამ მრავალჯერადი მუტაცია ჩვეულებრივ იწვევს კლინიკურ რეზისტენტობას ფტორქინოლონების კლასის მრავალი ან ყველა პრეპარატის მიმართ.

უჯრედში ციპროფლოქსაცინის შეღწევის შეუძლებლობამ და/ან მის მიმართ რეზისტენტობამ ეფლუქსური ტუმბოს (უჯრედიდან გამოსროლა) მექანიზმის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ფტორქინოლონების მიმართ მგრძნობელობის ცვლილებები, რაც დამოკიდებულია კლასის თითოეული პრეპარატის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და გადამტან-პროტეინთან მათ მსგავსებაზე. მიკროორგანიზმების კლინიკური შტამები, როგორც წესი, ავლენენ რეზისტენტობის ყველა მექანიზმს, რომელიც დადგენილია in vitro. ანტიმიკრობული საშუალებების ინაქტივაციასთან დაკავშირებულმა რეზისტენტობის მექანიზმებმა, როგორიცაა უჯრედში შეღწევის უუნარობა (ხშირად აღინიშნება Pseudomonas aeruginosa-სთან) და ეფლუქსური ტუმბოს მექანიზმი, შეიძლება გავლენა იქონიოს ციპროფლოქსაცინის მიმართ მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე. ცნობილია qnr გენებით კოდირებული პლაზმიდებით განპირობებული რეზისტენტობის შესახებ.

ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი

ზღვრული მნიშვნელობები განასხვავებს მგრძნობიარე შტამებს შუალედური მგრძნობელობის მქონე შტამებისგან და მათ, თავის მხრივ, რეზისტენტული შტამებისგან:

EUCAST-ის (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) რეკომენდაციები

მიკროორგანიზმები

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Enterobacteriaceae

S ≤ 0,25 მგ/ლ

R > 0,5 მგ/ლ

Salmonella spp.

S ≤ 0,06 მგ/ლ

R > 0,06 მგ/ლ

Pseudomonas spp.

S ≤ 0,5 მგ/ლ

R > 0,5 მგ/ლ

Acinetobacter spp.

S ≤ 1 მგ/ლ

R > 1 მგ/ლ

Staphylococcus spp.1

S ≤ 1 მგ/ლ

R > 1 მგ/ლ

Haemophilus influenza

S ≤ 0,06 მგ/ლ

R > 0,06 მგ/ლ

Moraxella catarrhalis

S ≤ 0,125 მგ/ლ

R > 0,125 მგ/ლ

Neisseria gonorrhoeae

S ≤ 0,03 მგ/ლ

R > 0,06 მგ/ლ

Neisseria meningitidis

S ≤ 0,03 მგ/ლ

R > 0,03 მგ/ლ

ზღვრული მნიშვნელობები, არასპეციფიკური ბაქტერიების სახეობებისთვის *

S ≤ 0,25 მგ/ლ

R > 0,5 მგ/ლ

1 Staphylococcus spp. - ციპროფლოქსაცინის ზღვრული მნიშვნელობები ვრცელდება მაღალი დოზებით თერაპიაზე.

  • ზღვრული მნიშვნელობები, არასპეციფიკური ბაქტერიების სახეობებისათვის, დადგენილი იყო ძირითადად ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის მნიშვნელობების განაწილებაზე კონკრეტული სახეობებისათვის. ეს მნიშვნელობები გამოიყენება მხოლოდ სახეობებისათვის, რომელთათვის არ არის მითითებული სპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები, და არ გამოიყენება სახეობებისათვის, რომელთათვის არ არის რეკომენდებული მგრძნობელობის კვლევა.

შეძენილი მგრძნობელობის გავრცელებულობა ბაქტერიების კონკრეტული სახეობებისათვის შეიძლება ვარირებდეს გეოგრაფიული რეგიონისა და დროის მიხედვით; სასურველია ინფორმაციის გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ მოცემული რეგიონისათვის, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექსპერტებთან მიმართვა, როდესაც რეზისტენტობის ლოკალური გავრცელებულობა ეჭვის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობას მინიმუმ ზოგიერთი ტიპის ინფექციის მკურნალობისას.

ბაქტერიების რელევანტური სახეობების კლასიფიკაცია ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობელობის თანახმად (სტრეპტოკოკის სახეობებისთვის იხილეთ პუნქტი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“)

უპირატესად მგრძნობიარე სახეობები:

  • გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis#;
  • გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Aeromonas spp., Brucella spp., Citrobacter koseri, Francisella tularensis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae*, Legionella spp., Moraxella catarrhalis*, Neisseria meningitidis, Pasteurella spp., Salmonella spp.*, Shigella spp.*, Vibrio spp., Yersinia pestis;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები: Mobiluncus;
  • სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydia trachomatis ($), Chlamydia pneumoniae ($), Mycoplasma hominis ($), Mycoplasma pneumoniae ($).

შეძენილი რეზისტენტობის მქონე სახეობები:

  • გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Enterococcus faecalis ($), Staphylococcus spp.* (1);
  • გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii+, Burkholderia cepacia+*, Campylobacter spp.+*, Citrobacter freundii*, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae*, Escherichia coli*, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae*, Morganella morganii*, Neisseria gonorrhoeae*, Proteus mirabilis*, Proteus vulgaris*, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa*, Pseudomonas fluorescens, Serratia marcescens*;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები: Peptostreptococcus spp., Propionibacterium acnes.

შინაგანი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმები:

  • გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Actinomyces, Enterococcus faecium, Listeria monocytogenes;
  • გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Stenotrophomonas maltophilia;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები: გარდა ზემოთ მითითებულისა;
  • სხვა მიკროორგანიზმები: Mycoplasma genitalium, Ureaplasma urealitycum.
  • ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამების კლინიკური ეფექტურობა დამტკიცებული კლინიკური ჩვენებებისას.

+ რეზისტენტობის დონე ≥ 50% ევროკავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში.

($) ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი მგრძნობელობის მექანიზმების არარსებობის შემთხვევაში.

(1) მეტიცილინ-რეზისტენტული S. aureus მიკროორგანიზმები ძალიან ხშირად ავლენენ თანარეზისტენტობას ფტორქინოლონების მიმართ. მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობის ინდექსი მერყეობს დაახლოებით 20%-დან 50%-მდე სტაფილოკოკების ყველა სახეობაში და ჩვეულებრივ უფრო მაღალია ნოზოკომიურ იზოლატებში.

# კვლევები ჩატარდა ცხოველებზე, რომლებიც ექსპერიმენტულად ინფიცირებულნი იყვნენ Bacillus anthracis სპორებით შესუნთქვის გზით; კვლევებმა აჩვენა, რომ ინფიცირების შემდეგ მალევე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია ხელს უშლის დაავადების განვითარებას, თუ მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ ორგანიზმში სპორების რაოდენობა არ შემცირდება კონტაგიოზურზე დაბალ დონემდე. ადამიანებში გამოყენების შესახებ რეკომენდაციები ძირითადად ეფუძნება in vitro მგრძნობელობას და ცხოველებიდან მიღებულ ექსპერიმენტულ მონაცემებს, ადამიანების შესახებ შეზღუდულ მონაცემებთან ერთად. მოზრდილებში პერორალური თერაპია ციპროფლოქსაცინით დოზით 500 მგ ორჯერ დღე-ღამეში ორი თვის განმავლობაში ითვლება ეფექტურად ციმბირის წყლულის ინფექციის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ციმბირის წყლულის მკურნალობისას ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისი ეროვნული ან საერთაშორისო რეკომენდაციებით.

ორნიდაზოლი

მოქმედების მექანიზმი

ორნიდაზოლის მოქმედების მექანიზმი სხვა ნიტროიმიდაზოლის წარმოებულების მოქმედების მსგავსია: ისინი შერჩევითად აქტიური არიან ობლიგატური ანაერობული ან მიკროაეროფილური მიკროორგანიზმების უმრავლესობის, აგრეთვე ჰიპოქსიური უჯრედების მიმართ. აზოტოვანი ჯგუფი იღებს ელექტრონებს, ხოლო პრეპარატის აღდგენილი ფორმა ჟანგბადის დეფიციტის პირობებში იწვევს ბიოქიმიურ ცვლილებებს დნმ-ის სპირალურ სტრუქტურაში, რაც უჯრედის სიკვდილს განაპირობებს.

ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მსგავსად, ორნიდაზოლი ახდენს უპირატესად ბაქტერიციდულ მოქმედებას მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზრდის ინჰიბირების გარეშე. ნიტროიმიდაზოლის ჯგუფში შეინიშნება სრული ჯვარედინი რეზისტენტობა.

ანაერობული მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ორნიდაზოლის მიმართ იშვიათად ვითარდება; პრეპარატის გამოყენებისას აღწერილი იყო მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში. Trichomonas vaginalis-ის რეზისტენტული შტამები და, ხანგრძლივი თერაპიის გამო, Bact. fragilis-ისა და სხვა ანაერობული მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამები.

ფარმაკოდინამიკა

ორნიდაზოლს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება ზოგიერთი ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის, როგორიცაა Bacteroides-ის სხვადასხვა სახეობები (B. fragilis, P. melaninogenica, Porphyromonas spp.), Fusobacterium და ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა Clostridioides (Clostridium difficile, Clostridium spp.), Peptococcus spp. და Peptostreptococcus spp.

რეზისტენტული მიკროორგანიზმები: ყველა აერობული და მიკროაეროფილური მიკროორგანიზმები, აქტინომიცეტები, Propionibacterium spp. და Eubacterium spp., სოკოვანი ინფექციების გამომწვევი აგენტები.

ორნიდაზოლი ასევე აქტიურია მიკროორგანიზმების - Trichomonas vaginalis, Entamoeba histolytica და Giardia intestinalis წინააღმდეგ.

კლინიკური ეფექტურობა

განსხვავებები მგრძნობიარე, შუალედურ და რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს შორის დაფუძნებულია ზღვრული კონცენტრაციების მნიშვნელობებზე:

მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები (MIC) EUCAST-ის მიხედვით (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) მეტრონიდაზოლისთვის წარმოდგენილია ქვემოთ (ვერსია 11.0, 2021 წლის იანვარი):

მიკროორგანიზმი

მგრძნობიარე (S) (მგ/ლ)

რეზისტენტული (R) (მგ/ლ)

ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები (გარდა Clostridium difficile-ისა)

4

4

Clostridium difficile

2*

2*

ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები (Bacteriodes fragilis და სხვა შტამები)

4

4

  • ზღვრული კონცენტრაციების მნიშვნელობები ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ ზღვრულ მნიშვნელობებს და გამოიყენება C. difficile-ის მიერ გამოწვეული ინფექციების მეტრონიდაზოლით პერორალური თერაპიისთვის. არ არსებობს სათანადო კლინიკური მონაცემები MIC-სა და კლინიკურ შედეგებს შორის კავშირის შესახებ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ციპროფლოქსაცინი

აბსორბცია

ტაბლეტების ფორმით ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზების 250 მგ, 500 მგ და 750 მგ პერორალურად მიღების შემდეგ ნივთიერება სწრაფად და ექსტენსიურად აბსორბირდებოდა, უპირატესად წვრილი ნაწლავიდან; მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში მიიღწეოდა 1-2 საათის შემდეგ.

100-750 მგ ერთჯერადი დოზები უზრუნველყოფდა დოზადამოკიდებულ Cmax-ს 0,56 მგ/ლ-დან 3,7 მგ/ლ-მდე. 1000 მგ დოზამდე შრატისმიერი კონცენტრაცია დოზის პროპორციულად იზრდება.

აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%-ს.

ნაჩვენებია, რომ პერორალური დოზები 500 მგ ყოველ 12 საათში უზრუნველყოფდა AUC-ის მნიშვნელობებს, რომლებიც ეკვივალენტური იყო მნიშვნელობებისა ციპროფლოქსაცინის ინტრავენური ინფუზიების დროს დოზით 400 მგ 60 წუთის განმავლობაში ყოველ 12 საათში.

განაწილება

ციპროფლოქსაცინის ცილებთან შეკავშირების დონე დაბალია (20-30%).

ციპროფლოქსაცინი სისხლის პლაზმაში არსებობს ძირითადად არაიონიზებული ფორმით და აქვს განაწილების დიდი მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში - 2-3 ლ/კგ სხეულის მასაზე. ციპროფლოქსაცინი აღწევს მაღალ კონცენტრაციას სხვადასხვა ქსოვილში: ფილტვებში (ეპითელური სითხე, ალვეოლური მაკროფაგები, ბიოფსიის ქსოვილები), სინუსებში, ანთების კერებში (კანთარიდინით გამოწვეული ბუშტუკების სითხე), და შარდ-სასქესო სისტემაში (შარდი, პროსტატა, ენდომეტრიუმი), სადაც საერთო კონცენტრაციები აჭარბებს პლაზმურს.

ბიოტრანსფორმაცია

იყო შეტყობინებები ოთხი მეტაბოლიტის დაბალი კონცენტრაციის შესახებ, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა როგორც დეზეთილენციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსოციპროფლოქსაცინი (M3), ფორმილციპროფლოქსაცინი (M4). მეტაბოლიტები ავლენენ ანტიმიკრობულ აქტივობას in vitro, მაგრამ ნაკლები ხარისხით, ვიდრე საწყისი ნივთიერება.

ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორს.

გამოყოფა

ციპროფლოქსაცინი კარგად გამოიყოფა, ძირითადად უცვლელი ფორმით, თირკმელებით და ნაკლები ხარისხით განავალთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის შრატიდან სუბიექტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით შეადგენს 4-7 საათს. ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა უცვლელი სახით - შარდით პერორალური დოზის 44% და განავალთან ერთად 25%, მეტაბოლიტების სახით - 11,3% და 7,5% შესაბამისად.

ნივთიერების თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 180-300 მლ/კგ/სთ, საერთო კლირენსი - 480-600 მლ/კგ/სთ. ციპროფლოქსაცინი განიცდის გორგლოვან ფილტრაციას და მილაკოვან სეკრეციას. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 12 საათამდე.

ციპროფლოქსაცინის არათირკმლისმიერი კლირენსი ხდება ძირითადად ტრანს-ნაწლავური სეკრეციის და მეტაბოლიზმის მეშვეობით. დოზის 1% გამოიყოფა ნაღველით.

ციპროფლოქსაცინი აღინიშნება ნაღველში მაღალი კონცენტრაციებით.

ბავშვები

ბავშვებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია.

ბავშვებში ჩატარებულ კვლევაში Cmax და AUC არ იყო დამოკიდებული ასაკზე (1 წლიდან). სხვადასხვა დოზებით (10 მგ/კგ 3-ჯერ დღე-ღამეში) მიღებისას Cmax-ისა და AUC-ის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა. მძიმე სეფსისის მქონე 10 ბავშვში Cmax იყო 6,1 მგ/ლ (დიაპაზონი 4,6-8,3 მგ/ლ) 1-საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ 10 მგ/კგ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში და 7,2 მგ/ლ (დიაპაზონი 4,7-11,8 მგ/ლ) 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. AUC-ის მნიშვნელობები იყო 17,4 მგ*სთ/ლ (დიაპაზონი 11,8-32,0 მგ*სთ/ლ) და 16,5 მგ*სთ/ლ (დიაპაზონი 11,0-23,8 მგ*სთ/ლ) შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში. ზემოთ მოცემული მნიშვნელობები მოქცეულია საზღვრებში, რომელიც აღინიშნება მოზრდილები პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოიყენებისას. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით, სხვადასხვა ინფექციებისას ბავშვებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4-5 საათს, ხოლო სუსპენზიის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას მერყეობს 50%-დან 80%-მდე.

ორნიდაზოლი

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ ორნიდაზოლის შეწოვა თითქმის სრულია, ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს, ხოლო სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო მერყეობს 2-დან 4 საათამდე.

500 მგ ორნიდაზოლის პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში არის 7-11 მგ/ლ და მიიღწევა 3 საათის განმავლობაში.

საკვების ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს ორნიდაზოლის შეწოვის ხარისხზე, მაგრამ ანელებს მის შეწოვას.

500 მგ ორნიდაზოლის მრავალჯერადი პერორალური მიღების შემდეგ 12 საათიანი ინტერვალით, პლაზმაში ორნიდაზოლის მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაცია იყო საშუალოდ 14 მგ/ლ და 6 მგ/ლ, შესაბამისად.

განაწილება

ორნიდაზოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 15%-ზე ნაკლებია. ორნიდაზოლი მნიშვნელოვნად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებსა და ქსოვილებში. პრეპარატის ოპტიმალური პლაზმური კონცენტრაცია 6-დან 36 მგ/ლ-მდე დიაპაზონშია პრეპარატის გამოყენებისას სათანადო დოზირებით ჩვენებების თანახმად. ინტაქტური ტვინის გარსების შემთხვევაში, კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში საშუალოდ შეადგენს პლაზმური კონცენტრაციის 65%-ს, ხოლო ტვინის გარსების ანთების დროს - დაახლოებით 90%-ს.

პრეპარატი იმ კონცენტრაციებში, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ მოქმედებას, გამოვლინდა ვაგინალურ სეკრეტში, სანაყოფე წყლებში, ჩირქოვან გამონადენში, აპენდიქსისა და ნაწლავის ქსოვილებში.

ორნიდაზოლი გადალახავს პლაცენტურ ბარიერს.

მეტაბოლიზმი

პრეპარატის მეტაბოლიზმის ხარისხი 90%-ზე მეტია. ორ ძირითად მეტაბოლიტს აქვს იგივე აქტივობა ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ, როგორც ორნიდაზოლს.

გამოყოფა

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 საათს. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, პრეპარატის აბსორბირებული რაოდენობის 85% გამოიყოფა პირველი ხუთი დღის განმავლობაში, უმეტესი ნაწილი - შარდით (63% მეტაბოლიზებული ფორმით) და საჭმლის მომნელებელი ტრაქტით (22%). პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. ჯანმრთელ მოხალისეებში 500 მგ ან 1000 მგ დოზის 12 საათში ერთხელ მრავალჯერადი მიღების შემდეგ კუმულაციის კოეფიციენტი არის 1,5-2,5.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება (22 საათი და 14 საათი, შესაბამისად) და კლირენსი მცირდება (35 მლ/წთ და 51 მლ/წთ, შესაბამისად).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

ორნიდაზოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, იგივეა, რაც მოზრდილებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ორციპოლი

სამკურნალო საშუალების დასახელება

ორციპოლი, Orcipol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ციპროფლოქსაცინი + ორნიდაზოლი

Ciprofloxacin + Оrnidazole

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ციპროფლოქსაცინი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 500 მგ, ორნიდაზოლი 500 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი, სიმინდის სახამებელი.

გარსის შემადგენლობა: Opadry II ყვითელი 85F220095 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტარტრაზინის ალუმინის ლაქი, სანსეტი ყვითელი ალუმინის ლაქი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური ფორმის მკრთალი ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით „ORCP“ ცალ მხარეს და გამყოფი ნაზოლით მეორე მხარეს.

გამოყენების ჩვენებები

ორციპოლი განკუთვნილია მოზრდილებში ციპროფლოქსაცინი/ორნიდაზოლი კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, აგრეთვე მიქსთ-ინფექციები;
  • თირკმელების და/ან საშარდე გზების ინფექციები;
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
  • ლორ-ორგანოების ქრონიკული ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები;

ორციპოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების დროს და გინეკოლოგიური ჩარევებისას, აბორტების ჩათვლით.

სისტემურმა ფტორქინოლონებმა, პერორალური, საინექციო და საინჰალაციო ფორმების ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი (მიმდინარე თვეების ან წლების განმავლობაში), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი არასასურველი რეაქციები, რომლებიც ზოგჯერ გავლენას ახდენს ორგანიზმის რამდენიმე სისტემასა და გრძნობათა ორგანოებზე.

სისტემური ფტორქინოლონები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციის დროს, არ არის შესაფერისი გამოსაყენებლად.

სიტუაციები, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები მიჩნეულია შეუსაბამოდ და ფტორქინოლონები შეიძლება იყოს ნაჩვენები:

არსებობს რეზისტენტობა პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც რეკომენდებულია ამ ინფექციის დროს;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკები უკუნაჩვენებია ამ პაციენტისთვის;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკებმა გამოიწვია პაციენტში არასასურველი რეაქციები, რაც მკურნალობის შეწყვეტას მოითხოვდა;

პირველი რიგის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

გამოყენების წესი და დოზირება

ორციპოლი მიიღება შიგნით ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათში, დაღეჭვის გარეშე.

მკურნალობის კურსი მწვავე ინფექციებისას შეადგენს 5-7 დღეს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში 10-14 დღეს დოზირებით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში.

დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით. პაციენტებში, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ და უფრო ნაკლები, ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი. ღვიძლის ციროზის დროს იზრდება ორნიდაზოლის ორგანიზმიდან გამოყოფის დრო, ამიტომ პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა გაორმაგდეს.

ხანდაზმული პაციენტები. ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

დაბალი სხეულის წონის მქონე პაციენტები. დაბალი წონის მქონე პაციენტებში ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

ბავშვები. პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებში გამოსაყენებლად, რადგან კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

დოზის გამოტოვება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება მალე, მაგრამ არაუგვიანეს 6 საათისა მომდევნო დოზის მიღებამდე. თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩა 6 საათზე ნაკლები, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღოთ და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დოზირების რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით, შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დამატებითი დოზების მიღება, დამატებითი კვლევები არ ჩატარებულა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის, ორნიდაზოლის, იმიდაზოლის წარმოებულების, ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ფტორქინოლონების და თიზანიდინის ერთდროულად გამოყენება;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
  • სისხლწარმოქმნის დარღვევები.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პრეპარატის ორციპოლი გამოყენება რეკომენდებულია ციპროფლოქსაცინი/ორნიდაზოლი კომბინაციისადმი მგრძნობიარე შტამებით ინფიცირების შემთხვევაში.

აუცილებელია პათოგენების რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინება ყველა კონკრეტულ რეგიონში პრეპარატის ორციპოლი თითოეულ კომპონენტთან მიმართებაში.

პრეპარატის ორციპოლი 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას საჭიროა რეგულარული ლაბორატორიული კლინიკური კონტროლი.

აუცილებელია ინფორმაციის გათვალისწინება, რომელიც შეესაბამება პრეპარატის თითოეულ კომპონენტს.

ციპროფლოქსაცინი

თავი უნდა ავარიდოთ ციპროფლოქსაცინის გამოყენებას პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ სერიოზული არასასურველი რეაქციები, დაკავშირებული ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატების მიღებასთან. ასეთი პაციენტების ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს ალტერნატიული ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკი შეფარდების ჯეროვნად შეფასების შემდეგ.

მძიმე ინფექციები და შერეული ინფექციები გრამდადებითი და ანაერობული პათოგენებით

ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ გამოიყენება მძიმე ინფექციების ან იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენებით. ასეთი ინფექციების დროს ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა მოხდეს სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.

სტრეპტოკოკური ინფექციები (მათ შორის Streptococcus pneumoniae)

ციპროფლოქსაცინი რეკომენდებული არ არის სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ მისი არაეფექტურობის გამო.

სასქესო გზების ინფექციები

გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმოორქიტი და მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს Neisseria gonorrhoeae-ის შტამებით, რომლებიც რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ. ამ მიზეზით ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას გონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის სამკურნალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოირიცხება ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის მიკროორგანიზმებით ინფექცია. ეპიდიდიმოორქიტისა და მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების დროს ციპროფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან (მაგ., ცეფალოსპორინი) კომბინაციაში, თუ ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის მიკროორგანიზმებით ინფექციის გამორიცხვა შეუძლებელია. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს.

საშარდე გზების ინფექციები

Escherichia coli-ის მდგრადობა, პათოგენისა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს შარდგამომყოფი გზების ინფექციებს, ფტორქინოლონების მიმართ ვარირებს ევროკავშირის ფარგლებში. ექიმებს, რომლებიც ნიშნავენ მკურნალობას, ეძლევათ რეკომენდაცია შეისწავლონ ფტორქინოლონების მიმართ Escherichia coli-ის რეზისტენტობის ლოკალური გავრცელებულობა.

მოსალოდნელია, რომ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზა, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული გაურთულებელი ცისტიტის დროს ქალებში პრემენოპაუზის პერიოდში, შესაძლოა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდები.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული Escherichia coli-ის ქინოლონების მიმართ რეზისტენტობის ზრდა.

ინტრააბდომინალური ინფექციები

მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ ოპერაციის შემდგომი ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობისას შეზღუდულია.

მოგზაურთა დიარეა

ციპროფლოქსაცინის არჩევისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ინფორმაცია მასპინძელ ქვეყნებში გავრცელებული პათოგენების მის მიმართ რეზისტენტობის შესახებ.

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგების შესაბამისად.

ციმბირული წყლულის ფილტვისმიერი ფორმა

ადამიანებში გამოყენება ეფუძნება მონაცემებს in vitro მგრძნობელობის შესახებ, მონაცემებს ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ და შეზღუდულ მონაცემებს ადამიანებთან მიმართებაში. ექიმებმა, რომლებიც ნიშნავენ მკურნალობას, უნდა შეისწავლონ აღიარებული ეროვნული და/ან საერთაშორისო დოკუმენტები ციმბირული წყლულის მკურნალობის შესახებ.

ჰიპერმგრძნობელობა

ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის სიცოცხლეს. ასეთი ტიპის რეაქციის გამოვლენისას, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები

იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომელიც გრძელდება რამდენიმე თვე ან წელი), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ხანდახან რამდენიმე, სისტემაზე (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, გრძნობათა ორგანოები) პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, ასაკისა და წინმსწრები რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველივე ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ციპროფლოქსაცინის მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა

ზოგადად, არ არის რეკომენდებული ციპროფლოქსაცინის გამოყენება პაციენტებში, რომელთა ანამნეზში არის მითითება დაავადებაზე ან დარღვევაზე მყესების მხრივ, დაკავშირებული ქინოლონებით მკურნალობასთან. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მიკროორგანიზმი-გამომწვევის მიკრობიოლოგიური განსაზღვრის შემდეგ და სარგებელისა და რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ, ციპროფლოქსაცინი შეიძლება დანიშნული იქნას პაციენტებისთვის დადგენილი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სტანდარტული მკურნალობის წარუმატებლობის ან ბაქტერიული რეზისტენტობის შემთხვევებში, როდესაც მიკრობიოლოგიური მონაცემებით შესაძლებელია ციპროფლოქსაცინის გამოყენების დასაბუთება.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ხანდახან ორმხრივი, შესაძლოა განვითარდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან პირველივე 48 საათის განმავლობაში, აგრეთვე რამდენიმე თვის მანძილზე მკურნალობის დასრულების შემდგომ. ტენდინიტისა და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი გაზრდილია ხანდაზმულებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმული ორგანოების ტრანსპლანტაციით, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპიისას.

ტენდინიტის რომელიმე ნიშნის (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება) გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტა და ალტერნატიული მკურნალობის განხილვა. საჭიროა ჩატარდეს დაზიანებული კიდურის (-ების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზაცია). ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას კორტიკოსტეროიდები არ უნდა გამოვიყენოთ.

პაციენტები მძიმე მიასთენიით (myasthenia gravis)

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ცოპროფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში მძიმე მიასთენიით, რადგანაც სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.

აორტის ანევრიზმა და აორტის განშრევება, გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა აორტის ანევრიზმისა და განშრევების გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, აგრეთვე აორტული და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის შემთხვევები ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის ანევრიზმისა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ რღვევით გართულებული (მათ შორის ლეტალური გამოსავლით), აგრეთვე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა.

ამ მიზეზით, ფტორქინოლონები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სარგებელი/რისკი შეფარდების გულდასმით შეფასებისა და მკურნალობის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში ანევრიზმის ოჯახური ანამნეზით ან გულის თანდაყოლილი სარქვლოვანი მანკით, ასევე პაციენტებში, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ აორტის ანევრიზმა და/ან განშრევება, ან აღენიშნებათ სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს წინასწარგანწყობას შემდეგისადმი:

  • ანევრიზმისა და აორტის განშრევების განვითარება და, ამავდროულად, გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარება (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან, დამატებით,
  • ანევრიზმისა და აორტის განშრევების განვითარება (მაგ., სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, არსებული ათეროსკლეროზი ან შეგრენის სინდრომი) ან, დამატებით,
  • გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარება (მაგ., ინფექციური ენდოკარდიტი).

აორტის ანევრიზმის, განშრევებისა და რღვევის რისკი შეიძლება ასევე გაიზარდოს იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის ტკივილის უეცარი განვითარების შემთხვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მათ აღენიშნებათ მწვავე ქოშინი, პირველად განვითარებული გახშირებული გულისცემა ან მუცლის ღრუს ან ქვედა კიდურების შეშუპება.

მხედველობის ცვლილებები

მხედველობის დარღვევების ან თვალების მხრივ რაიმე ეფექტების აღნიშვნის შემთხვევაში, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ოფთალმოლოგთან მიმართვა.

ფოტომგრძნობელობა

დადგენილი იყო, რომ ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობის რეაქციები. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, აუცილებელია რეკომენდაციის მიცემა, რომ მათ თავი აარიდონ მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას ან ულტრაიისფერ დასხივებას მკურნალობის დროს.

კრუნჩხვები

ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი, სხვა ქინოლონების მსგავსად, იწვევს კრუნჩხვებს ან აქვეითებს კრუნჩხვით ზღურბლს. იყო შეტყობინებები ეპილეფსიური მდგომარეობის შემთხვევების შესახებ.

ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ კრუნჩხვებისადმი. თუ კრუნჩხვები განვითარდა, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პერიფერიული ნეიროპათია

იყო შეტყობინებები სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შესახებ, რომელმაც გამოიწვია პარესთეზია, ჰიპესთეზია (დაქვეითებული მგრძნობელობა), დიზესთეზია ან სისუსტე, პაციენტებში ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღების ფონზე. პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდაცია უნდა გაეწიოთ მასზედ, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ ექიმს ნეიროპათიის სიმპტომების, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის, დაბუჟების ან სისუსტის შეგრძნება, განვითარების შესახებ, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ფსიქიკური რეაქციები

ფსიქიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ციპროფლოქსაცინის პირველი გამოყენების შემდეგაც კი. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება პროგრესირდეს სუიციდურ აზრებამდე/ფიქრებამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა. დეპრესიის, ფსიქოზური რეაქციების, სუიციდური აზრების ან ფიქრების განვითარების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დარღვევები გულის მხრივ

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, გამოყენებისას პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის ცნობილი ფაქტორებით, მაგალითად:

  • QT ინტერვალის გახანგრძლივების თანდაყოლილი სინდრომი;
  • ერთდროული გამოყენება იმ პრეპარატებისა, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები და ანტიფსიქოზური საშუალებები);
  • ელექტროლიტური ბალანსის დაუკორექტირებული დარღვევა (მაგ., ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია);
  • გულის დაავადებები (მაგალითად, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).

ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს. მაშასადამე, სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, გამოყენებისას პაციენტთა ამ ჯგუფში.

დისგლიკემია

როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, აღწერილია სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, ჰიპერგლიკემიისა და ჰიპოგლიკემიის ჩათვლით, როგორც წესი, დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ერთდროულ მკურნალობას პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატით (მაგ., გლიბენკლამიდი) ან ინსულინით. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტის მქონე ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

მძიმე ფორმის და შეუპოვარი დიარეის გამოვლენა მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულების შემდეგ (მკურნალობის ჩატარებიდან რამდენიმე კვირის ვადის ჩათვლით) შესაძლებელია მიუთითებდეს კოლიტზე, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (რომელმაც შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას შესაძლო ლეტალური შედეგით), რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა იქნას დაწყებული. პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია ასეთ სიტუაციაში.

თირკმელები და შარდგამომყოფი გზები

აღწერილი იყო კრისტალურიის შემთხვევები, დაკავშირებული ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან. პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ციპროფლოქსაცინს, უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, ასევე თავიდან უნდა აიცილონ შარდის ჭარბი გატუტიანება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

რადგანაც ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით თირკმელებით, პაციენტებისათვის თირკმელების დარღვევით საჭიროა დოზის კორექცია, რომელიც ხორციელდება ისე, როგორც აღწერილია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“, ციპროფლოქსაცინის დაგროვების შედეგად მძიმე არასასურველი რეაქციების გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით.

ღვიძლი და სანაღვლე გზები

ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილი იყო სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის ნეკროზის და ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები. ჰეპატოპათიის რაიმე ნიშნის ან სიმპტომის აღნიშვნის შემთხვევაში (მაგალითად, ანორექსია, სიყვითლე, შარდში ყვითელი პიგმენტების არსებობა, ქავილი და ტკივილი მუცლის პალპაციის დროს), აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით აღინიშნებოდა ჰემოლიზური რეაქციები ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას. ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაკვირვება ჰემოლიზის შესაძლო გამოვლენაზე.

რეზისტენტობა

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან შემდგომ შეიძლება გამოყოფილი იქნას ბაქტერიები, რომლებიც ავლენენ რეზისტენტობას ციპროფლოქსაცინის მიმართ, სუპერინფექციის კლინიკური ნიშნების არსებობით ან მათ გარეშე. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტული ბაქტერიების გამოყოფის განსაკუთრებულ რისკს მკურნალობის გახანგრძლივებისას და ნოზოკომიური ინფექციების და/ან იმ ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus და Pseudomonas სახეობებით.

ციტოქრომ P450

ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს CYP1A2-ს, რითაც შეიძლება გაზარდოს ამ გზით მეტაბოლიზებადი სამკურნალწამლო საშუალებების შრატისმიერი კონცენტრაციები, მათთან ერთად გამოყენებისას (მაგალითად, თეოფილინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, თიზანიდინი, დულოქსეტინი, აგომელატინი). ამ მიზეზით აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის სათანადო კონტროლი, ციპროფლოქსაცინთან ერთად მსგავსი პრეპარატების მიღებისას, ჭარბი დოზირების კლინიკური ნიშნების გამოსავლენად, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შრატისმიერი კონცენტრაციების განსაზღვრა (მაგალითად, თეოფილინის). ციპროფლოქსაცინის და თიზანიდინის ერთად დანიშვნა უკუნაჩვენებია.

მეთოტრექსატი

არ არის რეკომენდებული ციპროფლოქსაცინისა და მეთოტრექსატის ერთდროული მიღება.

ზემოქმედება ანალიზებზე

ციპროფლოქსაცინის in vitro აქტივობამ Mycobacterium tuberculosis-ის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიოლოგიური ანალიზების ცრუ უარყოფითი შედეგები იმ პაციენტებიდან აღებულ ნიმუშებზე, რომლებიც მკურნალობდნენ ციპროფლოქსაცინით.

ორნიდაზოლი

მაღალი დოზებით მკურნალობისას ან თუ თერაპიის ხანგრძლივობა 10 დღეზე მეტია, აუცილებელია ლაბორატორიული პარამეტრების და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი.

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სისხლის სისტემის დარღვევები პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობისას და/ან ხანგრძლივი თერაპიისას, რეკომენდებულია სისხლის მაჩვენებლების, კერძოდ, ლეიკოციტების საერთო რიცხვის, რეგულარული მონიტორინგი მკურნალობის დროს, აგრეთვე მკურნალობამდე და მისი შეწყვეტის შემდეგ.

პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების გამწვავება. თუ განვითარდა პერიფერიული ნეიროპათია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები (ატაქსია), თავბრუსხვევა ან ცნობიერების არევა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შეიძლება აღინიშნოს კანდიდომიკოზის გამწვავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი მკურნალობის საჭიროება.

ჰემოდიალიზის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირების გათვალისწინება და დოზის შესაბამისად კორექტირება.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმით თერაპიას, ორნიდაზოლის გამოყენებისას უნდა გაკონტროლდეს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია, ისევე როგორც სისხლში კრეატინინისა და ელექტროლიტების დონე.

ორნიდაზოლი 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებულია, დაფიქსირდა მოქმედების გაძლიერება, როდესაც ასეთი ნაერთები გამოიყენებოდა ვეკურონიუმთან ერთად.

ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს.

ალკოჰოლის მიღებისას არსებობს დისულფირამის მსგავსი რეაქციის განვითარების რისკი.

ზემოქმედება დიაგნოსტიკური მეთოდების შედეგებზე

ორნიდაზოლი გავლენას ახდენს შრატში გლუტამინური ოქსალოაცეტინური ტრანსამინაზას და ალანინამინოტრანსფერაზას განსაზღვრაზე. მნიშვნელობები, როგორც წესი, ძალიან დაბალია.

დამხმარე ნივთიერებები

ორციპოლი შეიცავს საღებავებს - სანსეტი ყვითელი და ტარტრაზინი, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ორციპოლი შეიცავს 42,55 მგ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ზრდასრული ადამიანისთვის ჯანმო-ის მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო ნორმის 2 გ ნატრიუმის 2,13%-ის ეკვივალენტია.

შეუთავსებლობა

უცნობია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ციპროფლოქსაცინი

სხვა პრეპარატების ზემოქმედება ციპროფლოქსაცინზე

პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს

ციპროფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგალითად, IA და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური პრეპარატები).

ხელატური კომპლექსების წარმოქმნა

ციპროფლოქსაცინის (პერორალურად) ერთდროული გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან და მინერალურ დანამატებთან, რომლებიც შეიცავს პოლივალენტურ კათიონებს (მაგალითად, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, რკინა), პოლიმერული ფოსფატის ფიქსატორებს (მაგალითად, სეველამერი ან ლანტანის კარბონატი), სუკრალფატს ან ანტაციდურ პრეპარატებს, აგრეთვე იმ პრეპარატებთან, რომლებიც დაფარულია ძალიან მყარი გარსით (მაგალითად, დიდანოზინის ტაბლეტები), რომლებიც შეიცავს მაგნიუმს, ალუმინს ან კალციუმს, ამცირებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას. ამ მიზეზის გამო ციპროფლოქსაცინის მიღება რეკომენდებულია ასეთი პრეპარატების მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მიღებიდან არანაკლებ 4 საათის შემდეგ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება H2 რეცეპტორების აგონისტების კლასის ანტაციდებზე.

საკვები პროდუქტები და რძის პროდუქტები

კალციუმი, რომელიც არის რაციონის ნაწილი, არ ახდენს არსებით ზეგალენას აბსორბციაზე. მაგრამ უნდა მოერიდოთ მინერალებით გაჯერებული რძის პროდუქცების ან სასმელების (მაგალითად, რძე, იოგურტი, კალციუმით მდიდარი ფორთოხლის წვენი) და ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენებას, რადგანაც ციპროფლოქსაცინის აბსორბცია ამ დროს მცირდება.

პრობენეციდი

პრობენეციდი არღვევს ციპროფლოქსაცინის თირკმლისმიერ გამოყოფას. პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის შრატისმიერ კონცენტრაციებს.

მეტოკლოპრამიდი

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის (რომელიც პერორალურად გამოიყენება) აბსორბციას, რის შედეგადაც საჭიროა უფრო მოკლე დრო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების მისაღწევად. არ აღნიშნულა რაიმე ეფექტები ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობის მიმართ.

ომეპრაზოლი

ციპროფლოქსაცინისა და ომეპრაზოლის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს ციპროფლოქსაცინის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) და ფარმაკოკინეტიკური მრუდის „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მნიშვნელობების უმნიშვნელო შემცირებას.

ციპროფლოქსაცინის ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე

ტიზანიდინი

ტიზანიდინი არ უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინთან ერთად.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას აღინიშნა შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის ზრდა (Cmax: 7-ჯერ, დიაპაზონი: 4-21-ჯერ; AUC: 10-ჯერ, დიაპაზონი: 6-24-ჯერ). შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის ზრდას თან ახლავს ჰიპოტენზიური და სედაციური ეფექტების გაძლიერება.

მეთოტრექსატი

მეთოტრექსატის მილაკოვანი ტრანსპორტი შეიძლება დაითრგუნოს ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციების მომატება და გაზარდოს მეთოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება.

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინის და თეოფილინის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თეოფილინის შრატისმიერი კონცენტრაციის არასასურველი ზრდა. ამან შესაძლოა განაპირობოს თეოფილინით პროვოცირებული არასასურველი რეაქციები, რომლებიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს პაციენტის სიცოცხლისათვის სახიფათო ან ლეტალური გამოსავლით დასრულდეს. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია თეოფილინის შრატისმიერი კონცენტრაციის კონტროლი და საჭიროებისამებრ დოზის შემცირება.

ქსანტინის სხვა წარმოებულები

ციპროფლოქსაცინის და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსიპენტიფილინი) ერთდროული მიღებისას აღინიშნებოდა ქსანტინის წარმოებულების შრატისმიერი კონცენტრაციების მომატება.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინის და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფენიტოინის დონეების მომატება ან შემცირება სისხლის შრატში, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის დონეების კონტროლი.

ციკლოსპორინი

აღინიშნებოდა კრეატინინის კონცენტრაციის გარდამავალი ზრდა სისხლის შრატში ციპროფლოქსაცინის და ციკლოსპორინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. ამის გამო აუცილებელია ასეთ პაციენტებში კრეატინინის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი (კვირაში ორჯერ) სისხლის შრატში.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ K ვიტამინის ანტაგონისტთან შეიძლება გააძლიეროს მისი ანტიკოაგულაციური ეფექტები. რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი ინფექციის, ასაკისა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ რთულია ციპროფლოქსაცინის გავლენის ხარისხის შეფასება INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) ზრდის თვალსაზრსით.

რეკომენდირებულია INR-ის ხშირი მონიტორინგი ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტის (მაგ., ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) ერთდროული მიღების დროს და დაუყოვნებლივ მას შემდეგ.

დულოქსეტინი

კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ დულოქსეტინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP450 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax მნიშვნელობების ზრდა. არსებობს აგრეთვე პრეკლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთმქედების შესახებ, ამიტომ შესაძლოა ველოდოთ მსგავს ეფექტებს ერთდროული გამოყენებისას.

როპინიროლი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ როპინიროლის ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, ერთდროულად გამოყენება იწვევს როპინიროლის Cmax და AUC მნიშვნელობების ზრდას 60%-ით და 84%-ით შესაბამისად. რეკომენდებულია მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით რეაქციებზე კლინიკური დაკვირვების განხორციელება და შესაბამისად დოზირების კორექტირება ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენების დროს ან გამოყენებისთანავე.

ლიდოკაინი

ჯანმრთელ მოხალისეებში სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ლიდოკაინს და ციპროფლოქსაცინს, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორს, ამცირებს ინტრავენურად შეყვანილი ლიდოკაინის კლირენსს 22%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა, გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ურთიერთქმედება ციპროფლოქსაცინთან, რასაც ახლავს არასასურველი ეფექტები.

კლოზაპინი

250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან ერთდროულად გამოყენების შემდეგ 7 დღის განმავლობაში კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატისმიერი კონცენტრაციები იზრდებოდა 29% და 31%-ით, შესაბამისად. რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვების განხორციელება და შესაბამისად კლოზაპინის დოზირების კორექტირება ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენების დროს და მიღების დასრულებისთანავე.

სილდენაფილი

სილდენაფილის Cmax-ის და AUC-ის მნიშვნელობები ჯანმრთელ მოხალისეებში იზრდებოდა დაახლოებით ორჯერ 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ერთდროულად გამოყენების შემდეგ 500 მგ ციპროფლოქსაცინთან. ამ მიზეზით, სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ციპროფლოქსაცინის სილდენაფილთან ერთდროულად დანიშვნისას, რისკისა და სასარგებლო ეფექტების გათვალისწინებით.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის მძლავრი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აინჰიბირებს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ ზრდას. ციპროფლოქსაცინთან, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის მიუხედავად, შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანალოგიური ეფექტები ერთდროული გამოყენების შედეგად.

ზოლპიდემი

ცოპროფლოქსაცინთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლაო გაზარდოს ზოლპიდემის დონე სისხლში; არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება.

ორნიდაზოლი

ორნიდაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ მედიკამენტებთან ერთად.

ალკოჰოლი

ორნიდაზოლის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლური სასმელების და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების ერთდროული მიღება, რადგან არსებობს დისულფირამის მსგავსი რეაქციის განვითარების რისკი (წამოხურების შეგრძნება, სახის სიწითლე, ღებინება, ტაქიკარდია).

ორნიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად

პერორალური ანტიკოაგულანტები

ორნიდაზოლისა და მეტრონიდაზოლის ქიმიური სტრუქტურის მსგავსების გათვალისწინებით, სიფრთხილეა საჭირო ორნიდაზოლის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებისას. ორნიდაზოლმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედება, ამიტომ ამ უკანასკნელის დოზები შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

ციკლოსპორინი

ორნიდაზოლისა და მეტრონიდაზოლის ქიმიური სტრუქტურის მსგავსების გათვალისწინებით, ორნიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისას, ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს. თუ აუცილებელია პრეპარატების კომბინაციის გამოყენება, საჭიროა შრატში ციკლოსპორინის და კრეატინინის დონის მონიტორინგი.

ვეკურონიუმის ბრომიდი

ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ მოქმედებას.

5-ფტორურაცილი

5-ფტორურაცილის გაზრდილი ტოქსიკურობის რისკი, ვინაიდან 5-ფტორურაცილის კლირენსი მცირდება ნიტროიმიდაზოლის წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას.

ლითიუმის პრეპარატები (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

გავლენა INR-ზე

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს და მეტრონიდაზოლს, უმეტეს შემთხვევაში აღინიშნა პერორალური ანტიკოაგულანტების (მაგ., ვარფარინის) მოქმედების გაძლიერება. რისკის ფაქტორები მოიცავს ინფექციის ტიპს, ასაკს და პაციენტის ზოგად მდგომარეობას. ასეთ ვითარებაში, ძნელია დადგენა, მოქმედებს თუ არა ინფექცია ან ჩატარებული მკურნალობა INR-ის მნიშვნელობაზე.

სხვა პრეპარატების ზემოქმედება ორნიდაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე

ფერმენტების ინდუქტორები

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებისა (მაგ., ფენობარბიტალი) და ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორი სხვა პრეპარატების ერთობლივ გამოყენებას თან ახლავს სისხლის შრატიდან ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირება.

ფერმენტების ინჰიბიტორები

ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგ., ციმეტიდინი) ზრდიან სისხლის შრატიდან ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატს აქვს გამოხატული გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, კუნთების რიგიდულობა, კრუნჩხვები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და გონების დროებითი დაკარგვა. თუ განვითარდა რომელიმე ეს არასასურველი რეაქცია, პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტომობილი ან მექანიზმები.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ ˂1/10); არახშირი (≥1/1000, მაგრამ ˂1/100); იშვიათი (≥1/10000, მაგრამ ˂1/1000); ძალიან იშვიათი (˂1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).

ციპროფლოქსაცინი

არასასურველი რეაქციები ციპროფლოქსაცინზე, რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნება, არის გულისრევა და დიარეა.

ქვემოთ მოყვანილია არასასურველი რეაქციები ციპროფლოქსაცინზე, დადგენილი კლინიკურ კვლევებში და პოსტრეგისტრაციული დაკვირვების დროს (მკურნალობა პერორალური, ინტრავენური და საფეხურებრივი მეთოდებით) და კლასიფიცირებული სიხშირის კატეგორიების მიხედვით. სიხშირის ანალიზის დროს გათვალისწინებულია მონაცემები ციპროფლოქსაცინის როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური გამოყენებისათვის.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირი - მიკოზური სუპერინფექციები.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი - ეოზინოფილია; იშვიათი - ლეიკოპენია, ანემია, ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია; ძალიან იშვიათი - ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია (სიცოცხლისათვის საშიში), ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (სიცოცხლისათვის საშიში).

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ალერგიული რეაქცია, შეშუპება/ალერგიული ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში), რეაქცია შრატისმიერი დაავადების ტიპით.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH).

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: არახშირი - მადის დაქვეითება; იშვიათი - ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია; სიხშირე უცნობია – ჰიპოგლიკემიური კომა.

ფსიქიკის დარღვევები*: არახშირი - ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აგზნება; იშვიათად - ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, შფოთვის რეაქცია, ანომალური სიზმრები, დეპრესია (პოტენციურად პროგრესირებადი სიუციდურ იდეებამდე/აზროვნებამდე ან სუიციდის მცდელობამდე და სუიციდის ჩადენამდე), ჰალუცინაციები; ძალიან იშვიათი - ფსიქოზური რეაქციები (პოტენციურად პროგრესირებადი სიუციდურ იდეებამდე/აზროვნებამდე ან სუიციდის მცდელობამდე და სუიციდის ჩადენამდე); სიხშირე უცნობია - მანია, ჰიპომანიის ჩათვლით.

ნერვული სისტემის მხრივ*: არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, გემოს დარღვევა; იშვიათი - პარესთეზია და დიზესთეზია, ჰიპესთეზია, ტრემორი, კრუნჩხვები (ეპილეფსიური მდგომარეობის ჩათვლით), ვერტიგო; ძალიან იშვიათი - შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა, დარღვევები ყნოსვის ნერვის მხრივ, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია და თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე; სიხშირე უცნობია - პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია.

მხედველობის ორგანოების მხრივ*: იშვიათი - მხედველობის დარღვევა (მაგალითად დიპლოპია); ძალიან იშვიათი - ფერების აღქმის დარღვევები.

სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრივ*: იშვიათი - ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა/ცვლილება.

გულის მხრივ: იშვიათი - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმია და ,,პირუეტი"-ს ტიპის ტაქიკარდია (რომელიც ძირითადად აღინიშნებოდა პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებით), QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე.

სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი - სისხლძარღვების გაფართოება, ჰიპოტენზია, სინკოპე; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: იშვიათი - ქოშინი (ასთმური დაავადებების ჩათვლით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი - გულისრევა, დიარეა; არახშირი - ღებინება, ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და მუცელში, დისპეფსია, მეტეორიზმი; იშვიათი - კოლიტი, დაკავშირებული ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლო ლეტალური გამოსავლით); ძალიან იშვიათი - პანკრეატიტი.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ტრანსამინაზების დონის მომატება, ბილირუბინის დონის მომატება; იშვიათი - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი; ძალიან იშვიათი - ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განიცადოს პროგრესირება ღვიძლის უკმარისობამდე, სიცოცხლისათვის საშიში).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი - ეკზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათი - ფოტომგრძნობელობის რეაქციები; ძალიან იშვიათი - პეტექიები, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სიცოცხლისათვის საშიში), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სიცოცხლისათვის საშიში); სიხშირე უცნობია - მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ*: არახშირი - ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (მაგალითად, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში), ართრალგია; იშვიათი - მიალგია, ართრიტი, კუნთების ტონუსის მომატება, სპაზმები; ძალიან იშვიათი - კუნთების სისუსტე, ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა (უპირატესად აქილევსის მყესის), მძიმე მიასთენიის სიმპტომების გამწვავება.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: არახშირი - თირკმლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათი - თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია, კრისტალურია, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი - ასთენია, ცხელება; იშვიათი - შეშუპება, ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).

დამატებითი კვლევები: არახშირი - ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში; იშვიათი - ამილაზების დონის მომატება; სიხშირე უცნობია - საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ზრდა (პაციენტებში, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს).

  • მიღებული იყო შეტყობინებები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომელიც გრძელდება რამდენიმე თვე ან წელი), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ხანდახან რამდენიმე, სისტემაზე და გრძნობათა ორგანოებზე (ისეთი არასასურველი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, ნეიროპათია, პარესთეზიასთან ასოცირებული, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა), დაკავშირებულია ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში წინმსწრები რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
  • * აორტის ანევრიზმისა და განშრევების შემთხვევები, ზოგჯერ რღვევით გართულებული (მათ შორის ლეტალური გამოსავლით), აგრეთვე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა იქნა დაფიქსირებული პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.

ორნიდაზოლი

არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ დამოკიდებულია დოზაზე.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: სიხშირე უცნობია - ვაგინალური სუპერინფექცია გამოწვეული Candida albicans-ით.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ძვლის ტვინის დათრგუნვა და ნეიტროპენია; ძალიან იშვიათად - სისხლის მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილებები (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიკური ანემია, თრომბოციტოპენია).

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი.

ფსიქიკური დარღვევები: სიხშირე უცნობია - განწყობის ცვალებადობა.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - ტრემორი, რიგიდულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, ცნობიერების დარღვევა და სენსორული ან შერეული პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები; სიხშირე უცნობია - ატაქსია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ასთენია, სინკოპე, ცნობიერების არევა და გემოს დარღვევა.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება, უსიამოვნო მეტალის გემო; ძალიან იშვიათად - მუცლის ტკივილი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი); ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; სიხშირე უცნობია - წამლისმიერი ფიქსირებული ტოქსიკური ეგზანთემა.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად - სახსრების ტკივილი; სიხშირე უცნობია - ჩონჩხის კუნთების რიგიდულობა.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

პრეპარატით ორციპოლი ჭარბი დოზირება იწვევს მისი შემადგენელი კომპონენტების ჭარბი დოზირების სიმპტომებს.

ციპროფლოქსაცინი

აღწერილი იყო 12 გ-ის ოდენობით მიღების შედეგად განვითარებული ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ტოქსიკურობის სუსტი სიმპტომები. აღწერილი იყო 16 გ-ის ოდენობით მიღების შედეგად განვითარებული მწვავე ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა, რამაც გამოიწვია თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კრუნჩხვითი კრიზი, ჰალუცინაციები, ცნობიერების არევა, დისკომფორტი მუცლის არეში, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, მაგალითად, კრისტალურია და ჰემატურია. იყო შეტყობინებები შეუქცევადი თირკმლისმიერი ტოქსიკურობის შემთხვევების შესახებ.

ჩვეულებრივი გადაუდებელი დახმარების ზომების გარდა, როგორიცაა კუჭის დაცლა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შარდის მჟავიანობის და pH-ის მნიშვნელობების კონტროლი, კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია პაციენტის ორგანიზმის საკმარისი ჰიდრატაცია. კალციუმის ან მაგნიუმის შემცველ ანტაციდებს თეორიულად შეუძლიათ ციპროფლოქსაცინის აბსორბციის შემცირება ჭარბი დოზირების დროს.

ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%) გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეული დიალიზით.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ეკგ მონიტორინგი უნდა დაიწყოს QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო.

ორნიდაზოლი

ჭარბი დოზირებისას უფრო გამოხატულია სიმპტომები, რომლებიც მითითებულია ორნიდაზოლისთვის პუნქტში „არასასურველი რეაქციები“. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ორნიდაზოლის ორგანიზმიდან გამოსადევნად ტარდება კუჭის ამორეცხვა ან ჰემოდიალიზი. თუ განვითარდა კრუნჩხვები, რეკომენდებულია დიაზეპამის ინტრავენური შეყვანა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ანტიბაქტერიული პრეპარატების კომბინაციები. ციპროფლოქსაცინი და ორნიდაზოლი. ათქ კოდი: J01RA12.

ორციპოლი არის კომბინირებული ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით: ციპროფლოქსაცინი (მეორე თაობის ფტორქინოლონის წარმოებული) და ორნიდაზოლი (5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული).

ციპროფლოქსაცინი

მოქმედების მექანიზმი

ციპროფლოქსაცინი ახდენს თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას როგორც II ტიპის ტოპოიზომერაზას (დნმ-ჰირაზა), ასევე IV ტიპის ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიის დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიფციისთვის, რეპარაციისა და რეკომბინაციისთვის.

ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის კავშირი

ციპროფლოქსაცინის ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების მიმართ მისი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) თანაფარდობაზე, ასევე AUC-ისა და MIC-ის თანაფარდობაზე.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები

ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა in vitro მიიღწევა ეტაპობრივად დნმ-გირაზასა და ტოპოიზომერაზა IV-ის სამიზნე უბნებში მუტაციების გზით. ციპროფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობის ხარისხი ვარირებს. ცალკეულმა მუტაციებმა შეიძლება არ გამოიწვიოს კლინიკური რეზისტენტობა, მაგრამ მრავალჯერადი მუტაცია ჩვეულებრივ იწვევს კლინიკურ რეზისტენტობას ფტორქინოლონების კლასის მრავალი ან ყველა პრეპარატის მიმართ.

უჯრედში ციპროფლოქსაცინის შეღწევის შეუძლებლობამ და/ან მის მიმართ რეზისტენტობამ ეფლუქსური ტუმბოს (უჯრედიდან გამოსროლა) მექანიზმის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ფტორქინოლონების მიმართ მგრძნობელობის ცვლილებები, რაც დამოკიდებულია კლასის თითოეული პრეპარატის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და გადამტან-პროტეინთან მათ მსგავსებაზე. მიკროორგანიზმების კლინიკური შტამები, როგორც წესი, ავლენენ რეზისტენტობის ყველა მექანიზმს, რომელიც დადგენილია in vitro. ანტიმიკრობული საშუალებების ინაქტივაციასთან დაკავშირებულმა რეზისტენტობის მექანიზმებმა, როგორიცაა უჯრედში შეღწევის უუნარობა (ხშირად აღინიშნება Pseudomonas aeruginosa-სთან) და ეფლუქსური ტუმბოს მექანიზმი, შეიძლება გავლენა იქონიოს ციპროფლოქსაცინის მიმართ მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე. ცნობილია qnr გენებით კოდირებული პლაზმიდებით განპირობებული რეზისტენტობის შესახებ.

ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი

ზღვრული მნიშვნელობები განასხვავებს მგრძნობიარე შტამებს შუალედური მგრძნობელობის მქონე შტამებისგან და მათ, თავის მხრივ, რეზისტენტული შტამებისგან:

EUCAST-ის (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) რეკომენდაციები

მიკროორგანიზმები

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Enterobacteriaceae

S ≤ 0,25 მგ/ლ

R > 0,5 მგ/ლ

Salmonella spp.

S ≤ 0,06 მგ/ლ

R > 0,06 მგ/ლ

Pseudomonas spp.

S ≤ 0,5 მგ/ლ

R > 0,5 მგ/ლ

Acinetobacter spp.

S ≤ 1 მგ/ლ

R > 1 მგ/ლ

Staphylococcus spp.1

S ≤ 1 მგ/ლ

R > 1 მგ/ლ

Haemophilus influenza

S ≤ 0,06 მგ/ლ

R > 0,06 მგ/ლ

Moraxella catarrhalis

S ≤ 0,125 მგ/ლ

R > 0,125 მგ/ლ

Neisseria gonorrhoeae

S ≤ 0,03 მგ/ლ

R > 0,06 მგ/ლ

Neisseria meningitidis

S ≤ 0,03 მგ/ლ

R > 0,03 მგ/ლ

ზღვრული მნიშვნელობები, არასპეციფიკური ბაქტერიების სახეობებისთვის *

S ≤ 0,25 მგ/ლ

R > 0,5 მგ/ლ

1 Staphylococcus spp. - ციპროფლოქსაცინის ზღვრული მნიშვნელობები ვრცელდება მაღალი დოზებით თერაპიაზე.

  • ზღვრული მნიშვნელობები, არასპეციფიკური ბაქტერიების სახეობებისათვის, დადგენილი იყო ძირითადად ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის მნიშვნელობების განაწილებაზე კონკრეტული სახეობებისათვის. ეს მნიშვნელობები გამოიყენება მხოლოდ სახეობებისათვის, რომელთათვის არ არის მითითებული სპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები, და არ გამოიყენება სახეობებისათვის, რომელთათვის არ არის რეკომენდებული მგრძნობელობის კვლევა.

შეძენილი მგრძნობელობის გავრცელებულობა ბაქტერიების კონკრეტული სახეობებისათვის შეიძლება ვარირებდეს გეოგრაფიული რეგიონისა და დროის მიხედვით; სასურველია ინფორმაციის გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ მოცემული რეგიონისათვის, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექსპერტებთან მიმართვა, როდესაც რეზისტენტობის ლოკალური გავრცელებულობა ეჭვის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობას მინიმუმ ზოგიერთი ტიპის ინფექციის მკურნალობისას.

ბაქტერიების რელევანტური სახეობების კლასიფიკაცია ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობელობის თანახმად (სტრეპტოკოკის სახეობებისთვის იხილეთ პუნქტი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“)

უპირატესად მგრძნობიარე სახეობები:

  • გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis#;
  • გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Aeromonas spp., Brucella spp., Citrobacter koseri, Francisella tularensis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae*, Legionella spp., Moraxella catarrhalis*, Neisseria meningitidis, Pasteurella spp., Salmonella spp.*, Shigella spp.*, Vibrio spp., Yersinia pestis;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები: Mobiluncus;
  • სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydia trachomatis ($), Chlamydia pneumoniae ($), Mycoplasma hominis ($), Mycoplasma pneumoniae ($).

შეძენილი რეზისტენტობის მქონე სახეობები:

  • გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Enterococcus faecalis ($), Staphylococcus spp.* (1);
  • გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii+, Burkholderia cepacia+*, Campylobacter spp.+*, Citrobacter freundii*, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae*, Escherichia coli*, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae*, Morganella morganii*, Neisseria gonorrhoeae*, Proteus mirabilis*, Proteus vulgaris*, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa*, Pseudomonas fluorescens, Serratia marcescens*;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები: Peptostreptococcus spp., Propionibacterium acnes.

შინაგანი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმები:

  • გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Actinomyces, Enterococcus faecium, Listeria monocytogenes;
  • გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Stenotrophomonas maltophilia;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები: გარდა ზემოთ მითითებულისა;
  • სხვა მიკროორგანიზმები: Mycoplasma genitalium, Ureaplasma urealitycum.
  • ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამების კლინიკური ეფექტურობა დამტკიცებული კლინიკური ჩვენებებისას.

+ რეზისტენტობის დონე ≥ 50% ევროკავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში.

($) ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი მგრძნობელობის მექანიზმების არარსებობის შემთხვევაში.

(1) მეტიცილინ-რეზისტენტული S. aureus მიკროორგანიზმები ძალიან ხშირად ავლენენ თანარეზისტენტობას ფტორქინოლონების მიმართ. მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობის ინდექსი მერყეობს დაახლოებით 20%-დან 50%-მდე სტაფილოკოკების ყველა სახეობაში და ჩვეულებრივ უფრო მაღალია ნოზოკომიურ იზოლატებში.

# კვლევები ჩატარდა ცხოველებზე, რომლებიც ექსპერიმენტულად ინფიცირებულნი იყვნენ Bacillus anthracis სპორებით შესუნთქვის გზით; კვლევებმა აჩვენა, რომ ინფიცირების შემდეგ მალევე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია ხელს უშლის დაავადების განვითარებას, თუ მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ ორგანიზმში სპორების რაოდენობა არ შემცირდება კონტაგიოზურზე დაბალ დონემდე. ადამიანებში გამოყენების შესახებ რეკომენდაციები ძირითადად ეფუძნება in vitro მგრძნობელობას და ცხოველებიდან მიღებულ ექსპერიმენტულ მონაცემებს, ადამიანების შესახებ შეზღუდულ მონაცემებთან ერთად. მოზრდილებში პერორალური თერაპია ციპროფლოქსაცინით დოზით 500 მგ ორჯერ დღე-ღამეში ორი თვის განმავლობაში ითვლება ეფექტურად ციმბირის წყლულის ინფექციის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ციმბირის წყლულის მკურნალობისას ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისი ეროვნული ან საერთაშორისო რეკომენდაციებით.

ორნიდაზოლი

მოქმედების მექანიზმი

ორნიდაზოლის მოქმედების მექანიზმი სხვა ნიტროიმიდაზოლის წარმოებულების მოქმედების მსგავსია: ისინი შერჩევითად აქტიური არიან ობლიგატური ანაერობული ან მიკროაეროფილური მიკროორგანიზმების უმრავლესობის, აგრეთვე ჰიპოქსიური უჯრედების მიმართ. აზოტოვანი ჯგუფი იღებს ელექტრონებს, ხოლო პრეპარატის აღდგენილი ფორმა ჟანგბადის დეფიციტის პირობებში იწვევს ბიოქიმიურ ცვლილებებს დნმ-ის სპირალურ სტრუქტურაში, რაც უჯრედის სიკვდილს განაპირობებს.

ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მსგავსად, ორნიდაზოლი ახდენს უპირატესად ბაქტერიციდულ მოქმედებას მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზრდის ინჰიბირების გარეშე. ნიტროიმიდაზოლის ჯგუფში შეინიშნება სრული ჯვარედინი რეზისტენტობა.

ანაერობული მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ორნიდაზოლის მიმართ იშვიათად ვითარდება; პრეპარატის გამოყენებისას აღწერილი იყო მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში. Trichomonas vaginalis-ის რეზისტენტული შტამები და, ხანგრძლივი თერაპიის გამო, Bact. fragilis-ისა და სხვა ანაერობული მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამები.

ფარმაკოდინამიკა

ორნიდაზოლს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება ზოგიერთი ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის, როგორიცაა Bacteroides-ის სხვადასხვა სახეობები (B. fragilis, P. melaninogenica, Porphyromonas spp.), Fusobacterium და ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა Clostridioides (Clostridium difficile, Clostridium spp.), Peptococcus spp. და Peptostreptococcus spp.

რეზისტენტული მიკროორგანიზმები: ყველა აერობული და მიკროაეროფილური მიკროორგანიზმები, აქტინომიცეტები, Propionibacterium spp. და Eubacterium spp., სოკოვანი ინფექციების გამომწვევი აგენტები.

ორნიდაზოლი ასევე აქტიურია მიკროორგანიზმების - Trichomonas vaginalis, Entamoeba histolytica და Giardia intestinalis წინააღმდეგ.

კლინიკური ეფექტურობა

განსხვავებები მგრძნობიარე, შუალედურ და რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს შორის დაფუძნებულია ზღვრული კონცენტრაციების მნიშვნელობებზე:

მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები (MIC) EUCAST-ის მიხედვით (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) მეტრონიდაზოლისთვის წარმოდგენილია ქვემოთ (ვერსია 11.0, 2021 წლის იანვარი):

მიკროორგანიზმი

მგრძნობიარე (S) (მგ/ლ)

რეზისტენტული (R) (მგ/ლ)

ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები (გარდა Clostridium difficile-ისა)

4

4

Clostridium difficile

2*

2*

ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები (Bacteriodes fragilis და სხვა შტამები)

4

4

  • ზღვრული კონცენტრაციების მნიშვნელობები ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ ზღვრულ მნიშვნელობებს და გამოიყენება C. difficile-ის მიერ გამოწვეული ინფექციების მეტრონიდაზოლით პერორალური თერაპიისთვის. არ არსებობს სათანადო კლინიკური მონაცემები MIC-სა და კლინიკურ შედეგებს შორის კავშირის შესახებ.

შეძენილი მგრძნობელობის გავრცელებულობა ბაქტერიების კონკრეტული სახეობებისათვის შეიძლება ვარირებდეს გეოგრაფიული რეგიონისა და დროის მიხედვით; სასურველია ინფორმაციის გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ მოცემული რეგიონისათვის, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექსპერტებთან მიმართვა, როდესაც რეზისტენტობის ლოკალური გავრცელებულობა ეჭვის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობას მინიმუმ ზოგიერთი ტიპის ინფექციის მკურნალობისას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ციპროფლოქსაცინი

აბსორბცია

ტაბლეტების ფორმით ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზების 250 მგ, 500 მგ და 750 მგ პერორალურად მიღების შემდეგ ნივთიერება სწრაფად და ექსტენსიურად აბსორბირდებოდა, უპირატესად წვრილი ნაწლავიდან; მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში მიიღწეოდა 1-2 საათის შემდეგ.

100-750 მგ ერთჯერადი დოზები უზრუნველყოფდა დოზადამოკიდებულ Cmax-ს 0,56 მგ/ლ-დან 3,7 მგ/ლ-მდე. 1000 მგ დოზამდე შრატისმიერი კონცენტრაცია დოზის პროპორციულად იზრდება.

აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%-ს.

ნაჩვენებია, რომ პერორალური დოზები 500 მგ ყოველ 12 საათში უზრუნველყოფდა AUC-ის მნიშვნელობებს, რომლებიც ეკვივალენტური იყო მნიშვნელობებისა ციპროფლოქსაცინის ინტრავენური ინფუზიების დროს დოზით 400 მგ 60 წუთის განმავლობაში ყოველ 12 საათში.

განაწილება

ციპროფლოქსაცინის ცილებთან შეკავშირების დონე დაბალია (20-30%).

ციპროფლოქსაცინი სისხლის პლაზმაში არსებობს ძირითადად არაიონიზებული ფორმით და აქვს განაწილების დიდი მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში - 2-3 ლ/კგ სხეულის მასაზე. ციპროფლოქსაცინი აღწევს მაღალ კონცენტრაციას სხვადასხვა ქსოვილში: ფილტვებში (ეპითელური სითხე, ალვეოლური მაკროფაგები, ბიოფსიის ქსოვილები), სინუსებში, ანთების კერებში (კანთარიდინით გამოწვეული ბუშტუკების სითხე), და შარდ-სასქესო სისტემაში (შარდი, პროსტატა, ენდომეტრიუმი), სადაც საერთო კონცენტრაციები აჭარბებს პლაზმურს.

ბიოტრანსფორმაცია

იყო შეტყობინებები ოთხი მეტაბოლიტის დაბალი კონცენტრაციის შესახებ, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა როგორც დეზეთილენციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსოციპროფლოქსაცინი (M3), ფორმილციპროფლოქსაცინი (M4). მეტაბოლიტები ავლენენ ანტიმიკრობულ აქტივობას in vitro, მაგრამ ნაკლები ხარისხით, ვიდრე საწყისი ნივთიერება.

ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორს.

გამოყოფა

ციპროფლოქსაცინი კარგად გამოიყოფა, ძირითადად უცვლელი ფორმით, თირკმელებით და ნაკლები ხარისხით განავალთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის შრატიდან სუბიექტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით შეადგენს 4-7 საათს. ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა უცვლელი სახით - შარდით პერორალური დოზის 44% და განავალთან ერთად 25%, მეტაბოლიტების სახით - 11,3% და 7,5% შესაბამისად.

ნივთიერების თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 180-300 მლ/კგ/სთ, საერთო კლირენსი - 480-600 მლ/კგ/სთ. ციპროფლოქსაცინი განიცდის გორგლოვან ფილტრაციას და მილაკოვან სეკრეციას. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 12 საათამდე.

ციპროფლოქსაცინის არათირკმლისმიერი კლირენსი ხდება ძირითადად ტრანს-ნაწლავური სეკრეციის და მეტაბოლიზმის მეშვეობით. დოზის 1% გამოიყოფა ნაღველით.

ციპროფლოქსაცინი აღინიშნება ნაღველში მაღალი კონცენტრაციებით.

ბავშვები

ბავშვებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია.

ბავშვებში ჩატარებულ კვლევაში Cmax და AUC არ იყო დამოკიდებული ასაკზე (1 წლიდან). სხვადასხვა დოზებით (10 მგ/კგ 3-ჯერ დღე-ღამეში) მიღებისას Cmax-ისა და AUC-ის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა. მძიმე სეფსისის მქონე 10 ბავშვში Cmax იყო 6,1 მგ/ლ (დიაპაზონი 4,6-8,3 მგ/ლ) 1-საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ 10 მგ/კგ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში და 7,2 მგ/ლ (დიაპაზონი 4,7-11,8 მგ/ლ) 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. AUC-ის მნიშვნელობები იყო 17,4 მგ*სთ/ლ (დიაპაზონი 11,8-32,0 მგ*სთ/ლ) და 16,5 მგ*სთ/ლ (დიაპაზონი 11,0-23,8 მგ*სთ/ლ) შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში. ზემოთ მოცემული მნიშვნელობები მოქცეულია საზღვრებში, რომელიც აღინიშნება მოზრდილები პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოიყენებისას. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით, სხვადასხვა ინფექციებისას ბავშვებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4-5 საათს, ხოლო სუსპენზიის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას მერყეობს 50%-დან 80%-მდე.

ორნიდაზოლი

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ ორნიდაზოლის შეწოვა თითქმის სრულია, ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს, ხოლო სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო მერყეობს 2-დან 4 საათამდე.

500 მგ ორნიდაზოლის პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში არის 7-11 მგ/ლ და მიიღწევა 3 საათის განმავლობაში.

საკვების ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს ორნიდაზოლის შეწოვის ხარისხზე, მაგრამ ანელებს მის შეწოვას.

500 მგ ორნიდაზოლის მრავალჯერადი პერორალური მიღების შემდეგ 12 საათიანი ინტერვალით, პლაზმაში ორნიდაზოლის მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაცია იყო საშუალოდ 14 მგ/ლ და 6 მგ/ლ, შესაბამისად.

განაწილება

ორნიდაზოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 15%-ზე ნაკლებია. ორნიდაზოლი მნიშვნელოვნად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებსა და ქსოვილებში. პრეპარატის ოპტიმალური პლაზმური კონცენტრაცია 6-დან 36 მგ/ლ-მდე დიაპაზონშია პრეპარატის გამოყენებისას სათანადო დოზირებით ჩვენებების თანახმად. ინტაქტური ტვინის გარსების შემთხვევაში, კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში საშუალოდ შეადგენს პლაზმური კონცენტრაციის 65%-ს, ხოლო ტვინის გარსების ანთების დროს - დაახლოებით 90%-ს.

პრეპარატი იმ კონცენტრაციებში, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ მოქმედებას, გამოვლინდა ვაგინალურ სეკრეტში, სანაყოფე წყლებში, ჩირქოვან გამონადენში, აპენდიქსისა და ნაწლავის ქსოვილებში.

ორნიდაზოლი გადალახავს პლაცენტურ ბარიერს.

მეტაბოლიზმი

პრეპარატის მეტაბოლიზმის ხარისხი 90%-ზე მეტია. ორ ძირითად მეტაბოლიტს აქვს იგივე აქტივობა ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ, როგორც ორნიდაზოლს.

გამოყოფა

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 საათს. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, პრეპარატის აბსორბირებული რაოდენობის 85% გამოიყოფა პირველი ხუთი დღის განმავლობაში, უმეტესი ნაწილი - შარდით (63% მეტაბოლიზებული ფორმით) და საჭმლის მომნელებელი ტრაქტით (22%). პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. ჯანმრთელ მოხალისეებში 500 მგ ან 1000 მგ დოზის 12 საათში ერთხელ მრავალჯერადი მიღების შემდეგ კუმულაციის კოეფიციენტი არის 1,5-2,5.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება (22 საათი და 14 საათი, შესაბამისად) და კლირენსი მცირდება (35 მლ/წთ და 51 მლ/წთ, შესაბამისად).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

ორნიდაზოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, იგივეა, რაც მოზრდილებში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მეჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერქეზქოი / თექირდაგი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა