პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

ნასომეტი

NASSOMET

ურეცეპტოდ0.05%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ნასომეტის 0.05%-იანი ნაზალური სპრეი, რომელიც შეიცავს სუსპენზიას, შეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მომეტაზონი (mometasone)
ფორმა და შეფუთვა
0.05% 18გ (140 დოზა) ნაზალური სპრეი სუსპენზიის სახით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
R01AD09
რეგისტრაციის ნომერი
რ-043943
რეგისტრირებულია
2 სექტემბერი 2025, მოქმედებს 2 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანასომეტი და სხვა წამალი ერთად

ნასომეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნასომეტის 0.05%-იანი ნაზალური სპრეი, რომელიც შეიცავს სუსპენზიას, შეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. მომეტაზონის ფუროატი არ უნდა აგვერიოს „ანაბოლურ სტეროიდებთან“, რომლებსაც ზოგიერთი სპორტსმენი იყენებს არადანიშნულებისამებრ და ღებულობენ ტაბლეტების ან ინექციების სახით. როდესაც მომეტაზონის ფუროატის მცირე რაოდენობა შეისხურება ცხვირში, მას შეუძლია შეამსუბუქოს ანთება, ცემინება, ქავილი და შეგუბება.

ნასომეტი გამოიყენება თივის ცხელების (ასევე ცნობილია როგორც სეზონური ალერგიული რინიტი) და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტის (ცხვირის ანთება) სიმპტომების სამკურნალოდ, მოზრდილებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

ნასომეტი ნაჩვენებია ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისთვის (პრევენციისტვის) მოზრდილებსა და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.

ნასომეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-6 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებსაც დაუდგინდათ ალერგიული რინიტი.

პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს დამტვერვის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.

ნასომეტი ასევე გამოიყენება ცხვირის პოლიპების (კეთილთვისებიანი სიმსივნე) სამკურნალოდ 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში.

ნასომეტი გამოიყენება ქრონიკული რინოსინუსიტის სამკურნალოდ ცხვირის პოლიპოზით ან მის გარეშე, მოზრდილებში და მწვავე რინოსინუსიტის სამკურნალოდ (ბაქტერიული რინოსინუსიტით გამოწვეული ანტიბიოტიკებზე დამატებითი მკურნალობა) 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში.

რა არის თივის ცხელება და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტი?

თივის ცხელება, რომელიც ვლინდება წელიწადის გარკვეულ დროს, არის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ხეების, ბალახების, სარეველების, ასევე ობისა და სოკოვანი სპორების მტვრის შესუნთქვით.

მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტი ვლინდება მთელი წლის განმავლობაში და სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორების მიმართ მგრძნობელობით, მათ შორის სახლის მტვრის ტკიპას, ცხოველის ბეწვის (ან ქერტლის), ბუმბულის და გარკვეული საკვების მიმართ. ეს ალერგენები იწვევს სურდოს და ცემინებას და აზიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, რაც იწვევს შეგუბების შეგრძნებას. ნასომეტი ამცირებს ცხვირის შეშუპებას და გაღიზიანებას და ამით ამსუბუქებს ცემინებას, ქავილს და გაგუდულობას ან სურდოს.

რა არის რინოსინუსიტი?

მწვავე რინოსინუსიტი არის ცხვირის და პარანაზალური სინუსების ანთება, რომელიც იწვევს შეგუბებას, სურდოს ან სახის ტკივილს.

რა არის ცხვირის პოლიპები?

ცხვირის პოლიპები არის პატარა წანაზარდები ცხვირის ლორწოვან გარსზე და ჩვეულებრივ აზიანებს ორივე ნესტოს. მთავარი სიმპტომია ცხვირის გაგუდვის შეგრძნება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხვირით სუნთქვაზე. ასევე შეიძლება აღინიშნოს ცხვირიდან გამონადენი, ყელის უკანა ნაწილში გამონადენის შეგრძნება და გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა. ნასომეტი ამცირებს ცხვირის ანთებას, რაც იწვევს პოლიპების თანდათანობით შემცირებას.

  • ნასომეტის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ნასომეტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ უფრო დიდი დოზა და არ გამოიყენოთ სპრეი უფრო ხშირად ან უფრო დიდხანს, ვიდრე ექიმი გირჩევთ.

შესაბამისი გამოყენების ინსტრუქცია და ჩვეულებრივი დოზა/დოზირების სიხშირე:

  • თივის ცხელება და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტი

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი დოზაა ორი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით) და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

როგორც კი თქვენი სიმპტომები კონტროლს დაექვემდებარება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში ერთხელ შესხურება თითოეულ ნესტოში.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის გაზრდა მაქსიმალურ დღიურ რაოდენობამდე - 4 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ. სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.

2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი დოზაა ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.

ნაზალური სტეროიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება ბავშვებში. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი ბავშვის სიმაღლე ინტერვალებით მკურნალობის დროს და შეამციროს დოზა, თუ შეინიშნება რაიმე ეფექტი.

თუ თივის ცხელება ძლიერ გაწუხებთ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ნასომეტის გამოყენება დაიწყოთ დამტვერვის სეზონის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე, ეს დაგეხმარებათ თივის ცხელების სიმპტომების განვითარების თავიდან აცილებაში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ნასომეტთან ერთად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თვალების ქავილი ან გაღიზიანება. დამტვერვის სეზონის ბოლოს, თივის ცხელების სიმპტომები შეიძლება გაუმჯობესდეს და მკურნალობა აღარ იყოს საჭირო.

  • ცხვირის პოლიპები

18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.

თუ სიმპტომები 5-6 კვირის შემდეგ არ კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ორჯერ. სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ, ექიმი შეამცირებს დოზას ყველაზე დაბალ დოზამდე, რომელიც სიმპტომებს აკონტროლებს.

თუ სიმპტომების გაუმჯობესება არ შეინიშნება 5-6 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ გამოყენების შემდეგ, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, რათა განიხილოთ სხვა მკურნალობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნასომეტის ნაცვლად.

  • რინოსინუსიტი:

მოზრდილთა და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა ორი (2) შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ. თუ სიმპტომები საკმარისად არ კონტროლდება, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ორჯერ.

მიღების წესი და მეთოდი:

ცხვირის სპრეის მომზადება გამოსაყენებლად:

თქვენს ნაზალურ სპრეის რომელიც შეიცავს ნაზომეტს 0.05% სუსპენზიას, გააჩნია მტვრისგან დამცავი თავსახური, რომელიც იცავს გამფრქვევს და ინარჩუნებს მის სისუფთავეს. სპრეის გამოყენებამდე მოხსენით ის და გამოყენების შემდეგ დაახურეთ. არ გახვრიტოთ შესასხურებელი ტუმბოს წვერი.

თუ სპრეის პირველად იყენებთ, საჭიროა სპრეის ტუმბოს რეგულირება 10-ჯერ სპრეის ამოტუმბვით, სანამ არ წარმოიქმნება წვრილდისპერსიული ნისლი:

  • ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
  • საჩვენებელი და შუა თითი მოათავსეთ გამფრქვევის ორივე მხარეს, ხოლო ცერა თითი ბოთლის ქვეშ.
  • გამფრქვევი მიმართეთ ნესტოებიდან მოშორებით და შემდეგ თითებით დააჭირეთ სპრეის გამოსატუმბავად.

თუ სპრეი 14 დღე ან მეტი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, საჭიროა ბოთლის „ხელახლა შევსება“ სპრეის ორჯერ ამოტუმბვით, სანამ არ წარმოიქმნება წვრილდისპერსიული ნისლი.

შეფუთვის ინსტრუქცია

  • ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოაშორეთ მტვერი (სურათი 1).

სურათი 1

  • ფრთხილად გამოდევნეთ ცხვირის შიგთავსი.
  • დახურეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ გამფრქვევი მეორე ნესტოში, როგორც ნაჩვენებია. (სურათი 2) ოდნავ გადახარეთ თავი წინ, ბოთლი ვერტიკალურად გეჭიროთ.

სურათი 2

  • დაიწყეთ ცხვირით ნელა ან ნაზად ჩასუნთქვა და ჩასუნთქვისას, თითებით ერთხელ დაჭერით, ცხვირში შეისხურეთ წვრილდისპერსიული ნისლი.
  • ამოისუნთქეთ პირით. გაიმეორეთ მე-4 ნაბიჯი იმავე ნესტოში.
  • ამოიღეთ გამფრქვევი ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.
  • გაიმეორეთ მე-3-6 ნაბიჯები მეორე ნესტოსთვის.

სპრეის გამოყენების შემდეგ, ფრთხილად გაწმინდეთ გამფრქვევი სუფთა ცხვირსახოცით ან ხელსახოცით და დაახურეთ მტვრისგან დამცავი თავსახური.

ცხვირის სპრეის გაწმენდა

მნიშვნელოვანია, რომ ცხვირის სპრეი რეგულარულად გაიწმინდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მან არ იმუშაოს სწორად. მოხსენით მტვრისგან დამცავი თავსახური და ფრთხილად მოხსენით გამფრქვევი. გარეცხეთ გამფრქვევი და მტვრისგან დამცავი თავსახური ცხელ წყალში და შემდეგ გაავლეთ. არ სცადოთ სპრეის ტუმბოს წვერის გახვრეტა ქინძისთავის ან სხვა ბასრი საგნით, რადგან ეს დააზიანებს ტუმბოს და არ მოგცემთ წამლის საჭირო დოზას. გააშრეთ თბილ ადგილას. დააბრუნეთ გამფრქვევი ბოთლზე და დაახურეთ მტვრისგან დამცავითავსახური. გაწმენდის შემდეგ პირველი გამოყენებისას სპრეი ხელახლა უნდა მომზადდეს 2 გაფრქვევით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: ამ პრეპარატის ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა ზრდასრულის დახმარება.

გამოყენება ხანდაზმულებში: ხანდაზმულებში გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს ადეკვატური კვლევები ან სპეციალური ანგარიშები ნასომეტის გამოყენების შესახებ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის ან დარღვევების მქონე პაციენტებში.

თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ნასომეტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ნასომეტის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ თქვენ გამოიყენეთ ნასომეტის საჭიროზე მეტი დოზა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იყენებთ სტეროიდებს დიდი ხნის განმავლობაში ან დიდი რაოდენობით, მათ იშვიათად შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ზოგიერთ ჰორმონზე. ბავშვებში ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ზრდასა და განვითარებაზე.

თუ გამოტოვებთ ნასომეტის დოზას:

ეცადეთ მიიღოთ თქვენი მედიკამენტი დანიშნულებისამებრ.

თუ დაგავიწყდათ ცხვირის სპრეის გამოყენება საჭირო დროს, გამოიყენეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ მიღება ისე, როგორც ადრე.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

ნასომეტით მკურნალობის შეწყვეტის სავარაუდო ეფექტები:

ზოგიერთ პაციენტში ნასომეტი სიმპტომების შემსუბუქებას იწყებს პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ; თუმცა, მკურნალობის სრული სარგებელი შეიძლება ორ დღემდე არ გამოვლინდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხვირის სპრეი რეგულარულად გამოიყენოთ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, თუ ექიმი ამას არ გირჩევთ.

თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • მომეტაზონის ფუროატის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში
  • თუ გაქვთ ცხვირის ინფექცია. ცხვირის სპრეის გამოყენების დაწყებამდე უნდა დაელოდოთ ინფექციის გაქრობას.
  • თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ცხვირის ოპერაცია ან დაიზიანეთ ცხვირი. ცხვირის სპრეის გამოყენების დაწყებამდე უნდა დაელოდოთ მის შეხორცებას.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ნასომეტის გამოყენებისას:

  • თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ტუბერკულოზი,
  • თუ გაქვთ თვალის ჰერპეს სიმპლექსის (ვირუსული) ინფექცია,
  • თუ გაქვთ სხვა სახის ინფექცია,
  • თუ იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს, პერორალურად ან ინექციის სახით,
  • თუ გაქვთ კისტოზური ფიბროზი.

ნასომეტის გამოყენებისას მოერიდეთ კონტაქტს წითელათი ან ჩუტყვავილით დაავადებულ პირთან. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ კონტაქტში შეხვალთ ამ ინფექციების მქონე პირთან.

თუ რომელიმე ეს გაფრთხილება თქვენთვის აქტუალურია, თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ნასომეტის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად:

ნასომეტის მიღება და დანიშვნა შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლორატადინთან ჩატარდა კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა. მომეტაზონის ფუროატის პლაზმური კონცენტრაციები არ არის განსაზღვრული მგრძნობიარე ანალიზებით, 50 პგ/მლ-ის ქვედა რაოდენობრივი ზღვრით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ნასომეტი, თუ ექიმი არ გირჩევთ, როდესაც ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

შესაბამიოსად, ორსული ქალებისთვის ან დაორსულობის შესაძლებლობის რისკის ქალებისთვის ამ პრეპარატის დანიშვნამდე, ექიმმა უნდა შეადაროს დედის მოსალოდნელი სარგებელი და ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს

თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს ოდესმე გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება:

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუმცა, რადგან ცნობილია, რომ სხვა კორტიკოსტეროიდები გადადიან დედის რძეში, მეძუძური დედებისთვის ნასომეტის დანიშვნისა და გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. ამიტომ, მეძუძური ქალებისთვის ამ პრეპარატის დანიშვნამდე, ექიმმა უნდა შეადაროს მისი მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, ნაყოფისთვის მის პოტენციურ რისკს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს ინფორმაცია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე მისი ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნასომეტის ზოგიერთი ინგრედიენტისა და დამხმარე ნივთიერების შესახებ:

ნასომეტი შეიცავს ბენზალკონიუმ ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაღიზიანება.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:

აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, მათ შორის რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების, ასევე მცენარეული დანამატების შესახებ. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება შეცვალოს ნასომეტის მოქმედების მექანიზმი ან ნასომეტმა შეიძლება შეცვალოს თქვენი სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმი.

თუ ალერგიის გამო იღებთ კორტიკოსტეროიდულ მედიკამენტებს, პერორალურად ან ინექციით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მათი მიღების შეწყვეტა ნასომეტის გამოყენების დაწყებამდე. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღმოაჩნდეს, რომ პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას მათ განუვითარდათ გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სახსრების ან კუნთების ტკივილი, სისუსტე და დეპრესია. თუ ეს გამოვლინდა, უნდა აცნობოთ ექიმს. ექიმი გირჩევთ ცხვირის სპრეის გამოყენების გაგრძელებას. ასევე შეიძლება განვითარდეს სხვა სახის ალერგიები, როგორიცაა ქავილი, თვალებიდან ცრემლდენა ან კანის სიწითლე, ქავილი და ლაქები. თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე ამ ეფექტს და შეშფოთებული ხართ, უნდა მიმართოთ ექიმს.

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით სხვა მედიკამენტებს ან რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ნასომეტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მისი ინგრედიენტების მიმართ.

თუ თქვენ განიცდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობას, შეწყვიტეთ ნასომეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

იშვიათი: პრეპარატის ინტრანაზალური მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები [როგორიცაა ბრონქოსპაზმი (ბრონქული სპაზმები), ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა)].

ძალიან იშვიათი: აღწერილია ანაფილაქსია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) და ანგიოედემა (ქავილი, კანის ქავილი).

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან სერიოზული და მძიმე გვერდითი მოვლენაა.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ნასომეტზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეs 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს.

ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეs 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს.

არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეs 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს.

იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეs 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეs 10,000-დან 1-ზე ნაკლებს.

უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

  • კლინიკურ კვლევებში ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულ და მოზარდ პაციენტებში მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირი: ცხვირიდან სისხლდენა, ფარინგიტი (ყელის ანთება), ცხვირისან წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის წყლული (ცხვირის წყლულები), ცემინება, თავის ტკივილი.

უცნობი: ზრდის შენელება ბავშვებში მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, მხედველობის დარღვევები თვალშიდა წნევის მომატების გამო (გლაუკომა).

რეკომენდებულია სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ნაზალური კორტიკოსტეროიდებით.

ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა) ზოგადად იყო თვითშეჩერებადი და მსუბუქი სიმძიმის. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიხშირე უფრო მაღალია პლაცებოსთან შედარებით (5%), ის შედარებადია ან უფრო დაბალია, ვიდრე შესწავლილი აქტიური გამაკონტროლებელი ნაზალური კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში (15%-მდე). ყველა სხვა გვერდითი მოვლენის სიხშირე შედარებადი იყო პლაცებოსთან.

პედიატრიულ პოპულაციაში გვერდითი მოვლენების სიხშირე, მაგ., თავის ტკივილი (3%), ეპისტაქსისი (6%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებადი იყო პლაცებოსთან.

  • ცხვირის პოლიპოზი (კეთილთვისებიანი სიმსივნე): ცხვირის პოლიპოზით მკურნალობისას პაციენტებში გვერდითი მოვლენების სიხშირე შედარებადი იყო პლაცებოსთან და ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული შემთხვევების მსგავსი. პოლიპოზის კლინიკურ კვლევებში პაციენტების 1%-ში ან მეტში მკურნალობასთან დაკავშირებული დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი: ეპისრაქსისი ძალიან ხშირია 200 მიკროგრამის დღეში ორჯერ მიღებისას.

ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია 200 მიკროგრამის დღეში ერთხელ მიღებისას, ცხვირიდან გამონადენი 200 მიკროგრამის დღეში ერთხელ მიღებისას, ყელის გაღიზიანება 200 მიკროგრამის დღეში ორჯერ მიღებისას, თავის ტკივილი 200 მიკროგრამის დღეში ერთხელ მიღებისას და 200 მიკროგრამის დღეში ორჯერ მიღებისას.

არახშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები არახშირია 200 მიკროგრამის დღეში ორჯერ მიღებისას.

ძალიან იშვიათად, აღინიშნა გემოვნების და ყნოსვის დარღვევები.

იშვიათად, ინტრანაზალურად შეყვანილი კორტიკოსტეროიდის გამოყენების შემდეგ აღინიშნა ცხვირის ძგიდის პერფორაციის (ცხვირის ხრტილის პერფორაცია), თვალშიდა წნევის მომატება და/ან კატარაქტის შემთხვევები.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე შეიძლება შეინიშნოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დანიშნულია დიდი დოზებით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ჭარბი დოზა

ვინაიდან ნასომეტის სისტემური ბიოშეღწევადობა <1%-ია (მგრძნობიარე ანალიზებით, 0.25 პგ/მლ-ის დაბალი რაოდენობრივი ზღვრით), დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ საჭირო გახდეს რაიმე თერაპია, გარდა დაკვირვებისა, რასაც მოჰყვება შესაბამისი დანიშნული დოზის დაწყება. კორტიკოსტეროიდების ჭარბი დოზების ინჰალაციამ ან პერორალურად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

მომეტაზონის ფუროატი (მონოჰიდრატი) 50.00 მიკროგრამი/სპრეი

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმ ქლორიდი (50%) 0.6 მილიგრამი/გ

ყოველი შესხურება გამოყოფს 100 მგ სუსპენზიას, რაც ექვივალენტურია 50 მიკროგრამი მომეტაზონის ფუროატის.

შენახვის პირობები

შეინახეთ ნასომეტი ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის უხილავ მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ეს წამალი 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ნასომეტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ნასომეტი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის და/ან შეფუთვის რაიმე დეფექტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დეკონგესტანტები და სხვა ნაზალურიპრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის - კორტიკოსტეროიდები

ათქ კოდი: R01AD09

მომეტაზონის ფუროატი არის ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, დოზებში, რომლებიც სისტემურად აქტიური არ არის. სავარაუდოა, რომ მომეტაზონის ფუროატის ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტების მექანიზმის დიდი ნაწილი მდგომარეობს მის უნარში, დათრგუნოს ალერგიული რეაქციების მედიატორების გამოთავისუფლება. მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აფერხებს ლეიკოტრიენების გამოთავისუფლებას ალერგიული პაციენტების ლეიკოციტებიდან.

უჯრედულ კულტურაში, მომეტაზონის ფუროატმა აჩვენა მაღალი სიძლიერე IL-1, IL-6 და TNFα სინთეზისა და გამოთავისუფლების ინჰიბირებაში; ის ასევე წარმოადგენს ლეიკოტრიენების წარმოების ძლიერ ინჰიბიტორს. გარდა ამისა, ის წარმოადგენს Th2 ციტოკინების, IL-4 და IL5, ადამიანის CD4+ T-უჯრედებიდან წარმოების უკიდურესად ძლიერ ინჰიბიტორს.

ცხვირის ანტიგენის ტესტის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში, ნასომეტის 0.05%-იანმა ნაზალურმა სპრეიმ აჩვენა ანთების საწინააღმდეგო აქტივობა ალერგიული რეაქციების როგორც ადრეული, ასევე გვიანი ფაზის დროს. ეს დადასტურდა ჰისტამინისა და ეოზინოფილების აქტივობის შემცირებით (პლაცებოსთან შედარებით) და ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელური უჯრედების ადჰეზიური ცილების შემცირებით (საწყის დონესთან შედარებით).

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში (28%), მომეტაზონის ფუროატმა აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების დაწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. თუმცა, ის ჩვეულებრივ ეფექტურია გამოყენებიდან 35.9 საათის განმავლობაში (50%).

1954 პაციენტზე ჩატარებულ ორ კვლევაში, ნასომეტის 200 მიკროგრამი, რომელიც მიცემული იყო დღეში ორჯერ 15-დღიანი მკურნალობის პერიოდში, მნიშვნელოვნად ეფექტური იყო რინოსინუსიტის სიმპტომების გაუმჯობესებაში, ვიდრე პლაცებო (P02683, p < 0.001; P02692, p = 0.038). ამ კვლევაში შეფასება განხორციელდა სიმპტომების (სახის ტკივილი/წნევის შეგრძნება/მგრძნობელობა, სინუსური თავის ტკივილი, რინორეა, პოსტნაზალური წვეთი და ცხვირის შეგუბება/სისავსის შეგრძნება) კომბინაციის შესწავლით. 500 მგ დღეში სამჯერ ამოქსიცილინის ჯგუფი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან სიმპტომების შემცირების თვალსაზრისით, როგორც ეს შეფასდა MSS-ის მიხედვით. SNOT-20 HRQL-მა აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მომეტაზონის ფუროატის 200 მიკროგრამი დღეში ორჯერ მიღებისას პლაცებოსთან შედარებით (p=0.047). გარდა ამისა, NASSOMET-ის გამოყენებისას რეციდივების რაოდენობა დაბალი იყო და შედარებადი იყო ამოქსიცილინისა და პლაცებოს ჯგუფებთან მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის პერიოდში. მწვავე რინოსინუსიტის დროს 15 დღეზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობა არ შეფასებულა.

პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელშიც პედიატრიულ პაციენტებს (თითოეულ ჯგუფში 49 პაციენტი) ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად NASSOMET 100 მიკროგრამი ეძლეოდათ, ზრდის სიჩქარის შემცირება არ დაფიქსირებულა.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნასომეტის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს და შესაბამისი დოზირების დიაპაზონის დადგენა შეუძლებელია. კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 3-დან 5 წლამდე ასაკის 48 ბავშვი, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრანაზალურად მომეტაზონის ფუროატით 50, 100 ან 200 მკგ/დღეში 14 დღის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით ტეტრაკოზაქტინის სტიმულაციის ტესტზე პლაზმაში კორტიზოლის საშუალო ცვლილების მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიიღება ნაზალური სპრეის სახით, აქვს <1% პლაზმაში სისტემური ბიოშეღწევადობა, მგრძნობიარე ანალიზის გამოყენებით, 0.25 პგ/მლ დაბალი რაოდენობრივი ზღვრით. მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია ძალიან ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

განაწილება: არ არის წარმოდგენილი რადგან ის ცუდად შეიწოვება ნაზალური გზით.

ბიოტრანსფორმაცია: მცირე რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაიყლაპოს და შეიწოვოს, განიცდის ექსტერნსიურ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში.

გამოყოფა: ის გამოიყოფა შარდით და ნაღველით.

ხაზოვანება/არახაზოვნება: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ნასომეტი

ნაზალური სპრეი 0.05%, სუსპენზია

შეისხურება ნესტოებში შესასხურებელი ტუმბოს საშუალებით

აქტიური ინგრედიენტი: თითოეული შესხურება შეიცავს 50 მიკროგრამ მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა (Avicel RC-591), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზალკონიუმ ქლორიდის ხსნარი (50%), პოლისორბატი 80 და დეიონიზებული წყალი

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს.
  • როდესაც რაიმე მიზეზით მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს ამ მედიკამენტის მიღების დროს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
  • ზუსტად დაიცავით ამ ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა აქ რეკომენდებული ზუსტი დოზისა.

ამ ჩანართში:

  • რა არის ნასომეტი და რისთვის გამოიყენება?
  • ნასომეტის გამოყენებამდე?
  • როგორ გამოვიყენოთ ნასომეტი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ ნასომეტი?
  • რა არის ნასომეტი და რისთვის გამოიყენება?

ნასომეტის 0.05%-იანი ნაზალური სპრეი, რომელიც შეიცავს სუსპენზიას, შეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების სახელით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. მომეტაზონის ფუროატი არ უნდა აგვერიოს „ანაბოლურ სტეროიდებთან“, რომლებსაც ზოგიერთი სპორტსმენი იყენებს არადანიშნულებისამებრ და ღებულობენ ტაბლეტების ან ინექციების სახით. როდესაც მომეტაზონის ფუროატის მცირე რაოდენობა შეისხურება ცხვირში, მას შეუძლია შეამსუბუქოს ანთება, ცემინება, ქავილი და შეგუბება.

ნასომეტი გამოიყენება თივის ცხელების (ასევე ცნობილია როგორც სეზონური ალერგიული რინიტი) და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტის (ცხვირის ანთება) სიმპტომების სამკურნალოდ, მოზრდილებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

ნასომეტი ნაჩვენებია ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისთვის (პრევენციისტვის) მოზრდილებსა და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.

ნასომეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-6 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებსაც დაუდგინდათ ალერგიული რინიტი.

პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს დამტვერვის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.

ნასომეტი ასევე გამოიყენება ცხვირის პოლიპების (კეთილთვისებიანი სიმსივნე) სამკურნალოდ 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში.

ნასომეტი გამოიყენება ქრონიკული რინოსინუსიტის სამკურნალოდ ცხვირის პოლიპოზით ან მის გარეშე, მოზრდილებში და მწვავე რინოსინუსიტის სამკურნალოდ (ბაქტერიული რინოსინუსიტით გამოწვეული ანტიბიოტიკებზე დამატებითი მკურნალობა) 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში.

რა არის თივის ცხელება და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტი?

თივის ცხელება, რომელიც ვლინდება წელიწადის გარკვეულ დროს, არის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ხეების, ბალახების, სარეველების, ასევე ობისა და სოკოვანი სპორების მტვრის შესუნთქვით.

მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტი ვლინდება მთელი წლის განმავლობაში და სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორების მიმართ მგრძნობელობით, მათ შორის სახლის მტვრის ტკიპას, ცხოველის ბეწვის (ან ქერტლის), ბუმბულის და გარკვეული საკვების მიმართ. ეს ალერგენები იწვევს სურდოს და ცემინებას და აზიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, რაც იწვევს შეგუბების შეგრძნებას. ნასომეტი ამცირებს ცხვირის შეშუპებას და გაღიზიანებას და ამით ამსუბუქებს ცემინებას, ქავილს და გაგუდულობას ან სურდოს.

რა არის რინოსინუსიტი?

მწვავე რინოსინუსიტი არის ცხვირის და პარანაზალური სინუსების ანთება, რომელიც იწვევს შეგუბებას, სურდოს ან სახის ტკივილს.

რა არის ცხვირის პოლიპები?

ცხვირის პოლიპები არის პატარა წანაზარდები ცხვირის ლორწოვან გარსზე და ჩვეულებრივ აზიანებს ორივე ნესტოს. მთავარი სიმპტომია ცხვირის გაგუდვის შეგრძნება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხვირით სუნთქვაზე. ასევე შეიძლება აღინიშნოს ცხვირიდან გამონადენი, ყელის უკანა ნაწილში გამონადენის შეგრძნება და გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა. ნასომეტი ამცირებს ცხვირის ანთებას, რაც იწვევს პოლიპების თანდათანობით შემცირებას.

  • ნასომეტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ნასომეტი შემდეგ შემთხვევებში:

  • მომეტაზონის ფუროატის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში
  • თუ გაქვთ ცხვირის ინფექცია. ცხვირის სპრეის გამოყენების დაწყებამდე უნდა დაელოდოთ ინფექციის გაქრობას.
  • თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ცხვირის ოპერაცია ან დაიზიანეთ ცხვირი. ცხვირის სპრეის გამოყენების დაწყებამდე უნდა დაელოდოთ მის შეხორცებას.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ნასომეტის გამოყენებისას:

  • თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ტუბერკულოზი,
  • თუ გაქვთ თვალის ჰერპეს სიმპლექსის (ვირუსული) ინფექცია,
  • თუ გაქვთ სხვა სახის ინფექცია,
  • თუ იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს, პერორალურად ან ინექციის სახით,
  • თუ გაქვთ კისტოზური ფიბროზი.

ნასომეტის გამოყენებისას მოერიდეთ კონტაქტს წითელათი ან ჩუტყვავილით დაავადებულ პირთან. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ კონტაქტში შეხვალთ ამ ინფექციების მქონე პირთან.

თუ რომელიმე ეს გაფრთხილება თქვენთვის აქტუალურია, თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ნასომეტის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად:

ნასომეტის მიღება და დანიშვნა შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა:

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ნასომეტი, თუ ექიმი არ გირჩევთ, როდესაც ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

შესაბამიოსად, ორსული ქალებისთვის ან დაორსულობის შესაძლებლობის რისკის ქალებისთვის ამ პრეპარატის დანიშვნამდე, ექიმმა უნდა შეადაროს დედის მოსალოდნელი სარგებელი და ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს

თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს ოდესმე გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება:

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუმცა, რადგან ცნობილია, რომ სხვა კორტიკოსტეროიდები გადადიან დედის რძეში, მეძუძური დედებისთვის ნასომეტის დანიშვნისა და გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე. ამიტომ, მეძუძური ქალებისთვის ამ პრეპარატის დანიშვნამდე, ექიმმა უნდა შეადაროს მისი მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, ნაყოფისთვის მის პოტენციურ რისკს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:

არ არსებობს ინფორმაცია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე მისი ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნასომეტის ზოგიერთი ინგრედიენტისა და დამხმარე ნივთიერების შესახებ:

ნასომეტი შეიცავს ბენზალკონიუმ ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაღიზიანება.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:

აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, მათ შორის რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების, ასევე მცენარეული დანამატების შესახებ. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება შეცვალოს ნასომეტის მოქმედების მექანიზმი ან ნასომეტმა შეიძლება შეცვალოს თქვენი სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმი.

თუ ალერგიის გამო იღებთ კორტიკოსტეროიდულ მედიკამენტებს, პერორალურად ან ინექციით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მათი მიღების შეწყვეტა ნასომეტის გამოყენების დაწყებამდე. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღმოაჩნდეს, რომ პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას მათ განუვითარდათ გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სახსრების ან კუნთების ტკივილი, სისუსტე და დეპრესია. თუ ეს გამოვლინდა, უნდა აცნობოთ ექიმს. ექიმი გირჩევთ ცხვირის სპრეის გამოყენების გაგრძელებას. ასევე შეიძლება განვითარდეს სხვა სახის ალერგიები, როგორიცაა ქავილი, თვალებიდან ცრემლდენა ან კანის სიწითლე, ქავილი და ლაქები. თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე ამ ეფექტს და შეშფოთებული ხართ, უნდა მიმართოთ ექიმს.

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით სხვა მედიკამენტებს ან რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

  • როგორ გამოვიყენოთ ნასომეტი?

ნასომეტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ უფრო დიდი დოზა და არ გამოიყენოთ სპრეი უფრო ხშირად ან უფრო დიდხანს, ვიდრე ექიმი გირჩევთ.

შესაბამისი გამოყენების ინსტრუქცია და ჩვეულებრივი დოზა/დოზირების სიხშირე:

  • თივის ცხელება და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტი

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი დოზაა ორი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით) და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

როგორც კი თქვენი სიმპტომები კონტროლს დაექვემდებარება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში ერთხელ შესხურება თითოეულ ნესტოში.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის გაზრდა მაქსიმალურ დღიურ რაოდენობამდე - 4 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ. სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.

2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი დოზაა ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.

ნაზალური სტეროიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება ბავშვებში. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი ბავშვის სიმაღლე ინტერვალებით მკურნალობის დროს და შეამციროს დოზა, თუ შეინიშნება რაიმე ეფექტი.

თუ თივის ცხელება ძლიერ გაწუხებთ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ნასომეტის გამოყენება დაიწყოთ დამტვერვის სეზონის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე, ეს დაგეხმარებათ თივის ცხელების სიმპტომების განვითარების თავიდან აცილებაში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ნასომეტთან ერთად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თვალების ქავილი ან გაღიზიანება. დამტვერვის სეზონის ბოლოს, თივის ცხელების სიმპტომები შეიძლება გაუმჯობესდეს და მკურნალობა აღარ იყოს საჭირო.

  • ცხვირის პოლიპები

18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.

თუ სიმპტომები 5-6 კვირის შემდეგ არ კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ორჯერ. სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ, ექიმი შეამცირებს დოზას ყველაზე დაბალ დოზამდე, რომელიც სიმპტომებს აკონტროლებს.

თუ სიმპტომების გაუმჯობესება არ შეინიშნება 5-6 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ გამოყენების შემდეგ, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, რათა განიხილოთ სხვა მკურნალობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნასომეტის ნაცვლად.

  • რინოსინუსიტი:

მოზრდილთა და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა ორი (2) შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ. თუ სიმპტომები საკმარისად არ კონტროლდება, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ორჯერ.

მიღების წესი და მეთოდი:

ცხვირის სპრეის მომზადება გამოსაყენებლად:

თქვენს ნაზალურ სპრეის რომელიც შეიცავს ნაზომეტს 0.05% სუსპენზიას, გააჩნია მტვრისგან დამცავი თავსახური, რომელიც იცავს გამფრქვევს და ინარჩუნებს მის სისუფთავეს. სპრეის გამოყენებამდე მოხსენით ის და გამოყენების შემდეგ დაახურეთ. არ გახვრიტოთ შესასხურებელი ტუმბოს წვერი.

თუ სპრეის პირველად იყენებთ, საჭიროა სპრეის ტუმბოს რეგულირება 10-ჯერ სპრეის ამოტუმბვით, სანამ არ წარმოიქმნება წვრილდისპერსიული ნისლი:

  • ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
  • საჩვენებელი და შუა თითი მოათავსეთ გამფრქვევის ორივე მხარეს, ხოლო ცერა თითი ბოთლის ქვეშ.
  • გამფრქვევი მიმართეთ ნესტოებიდან მოშორებით და შემდეგ თითებით დააჭირეთ სპრეის გამოსატუმბავად.

თუ სპრეი 14 დღე ან მეტი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, საჭიროა ბოთლის „ხელახლა შევსება“ სპრეის ორჯერ ამოტუმბვით, სანამ არ წარმოიქმნება წვრილდისპერსიული ნისლი.

შეფუთვის ინსტრუქცია

  • ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოაშორეთ მტვერი (სურათი 1).

სურათი 1

  • ფრთხილად გამოდევნეთ ცხვირის შიგთავსი.
  • დახურეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ გამფრქვევი მეორე ნესტოში, როგორც ნაჩვენებია. (სურათი 2) ოდნავ გადახარეთ თავი წინ, ბოთლი ვერტიკალურად გეჭიროთ.

სურათი 2

  • დაიწყეთ ცხვირით ნელა ან ნაზად ჩასუნთქვა და ჩასუნთქვისას, თითებით ერთხელ დაჭერით, ცხვირში შეისხურეთ წვრილდისპერსიული ნისლი.
  • ამოისუნთქეთ პირით. გაიმეორეთ მე-4 ნაბიჯი იმავე ნესტოში.
  • ამოიღეთ გამფრქვევი ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.
  • გაიმეორეთ მე-3-6 ნაბიჯები მეორე ნესტოსთვის.

სპრეის გამოყენების შემდეგ, ფრთხილად გაწმინდეთ გამფრქვევი სუფთა ცხვირსახოცით ან ხელსახოცით და დაახურეთ მტვრისგან დამცავი თავსახური.

ცხვირის სპრეის გაწმენდა

მნიშვნელოვანია, რომ ცხვირის სპრეი რეგულარულად გაიწმინდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მან არ იმუშაოს სწორად. მოხსენით მტვრისგან დამცავი თავსახური და ფრთხილად მოხსენით გამფრქვევი. გარეცხეთ გამფრქვევი და მტვრისგან დამცავი თავსახური ცხელ წყალში და შემდეგ გაავლეთ. არ სცადოთ სპრეის ტუმბოს წვერის გახვრეტა ქინძისთავის ან სხვა ბასრი საგნით, რადგან ეს დააზიანებს ტუმბოს და არ მოგცემთ წამლის საჭირო დოზას. გააშრეთ თბილ ადგილას. დააბრუნეთ გამფრქვევი ბოთლზე და დაახურეთ მტვრისგან დამცავითავსახური. გაწმენდის შემდეგ პირველი გამოყენებისას სპრეი ხელახლა უნდა მომზადდეს 2 გაფრქვევით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: ამ პრეპარატის ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა ზრდასრულის დახმარება.

გამოყენება ხანდაზმულებში: ხანდაზმულებში გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს ადეკვატური კვლევები ან სპეციალური ანგარიშები ნასომეტის გამოყენების შესახებ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის ან დარღვევების მქონე პაციენტებში.

თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ნასომეტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ნასომეტის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ თქვენ გამოიყენეთ ნასომეტის საჭიროზე მეტი დოზა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იყენებთ სტეროიდებს დიდი ხნის განმავლობაში ან დიდი რაოდენობით, მათ იშვიათად შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ზოგიერთ ჰორმონზე. ბავშვებში ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ზრდასა და განვითარებაზე.

თუ გამოტოვებთ ნასომეტის დოზას:

ეცადეთ მიიღოთ თქვენი მედიკამენტი დანიშნულებისამებრ.

თუ დაგავიწყდათ ცხვირის სპრეის გამოყენება საჭირო დროს, გამოიყენეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ მიღება ისე, როგორც ადრე.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

ნასომეტით მკურნალობის შეწყვეტის სავარაუდო ეფექტები:

ზოგიერთ პაციენტში ნასომეტი სიმპტომების შემსუბუქებას იწყებს პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ; თუმცა, მკურნალობის სრული სარგებელი შეიძლება ორ დღემდე არ გამოვლინდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხვირის სპრეი რეგულარულად გამოიყენოთ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, თუ ექიმი ამას არ გირჩევთ.

თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ნასომეტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მისი ინგრედიენტების მიმართ.

თუ თქვენ განიცდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობას, შეწყვიტეთ ნასომეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

იშვიათი: პრეპარატის ინტრანაზალური მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები [როგორიცაა ბრონქოსპაზმი (ბრონქული სპაზმები), ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა)].

ძალიან იშვიათი: აღწერილია ანაფილაქსია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) და ანგიოედემა (ქავილი, კანის ქავილი).

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან სერიოზული და მძიმე გვერდითი მოვლენაა.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ნასომეტზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეs 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს.

ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეs 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს.

არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეs 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს.

იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეs 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეs 10,000-დან 1-ზე ნაკლებს.

უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

  • კლინიკურ კვლევებში ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულ და მოზარდ პაციენტებში მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირი: ცხვირიდან სისხლდენა, ფარინგიტი (ყელის ანთება), ცხვირისან წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის წყლული (ცხვირის წყლულები), ცემინება, თავის ტკივილი.

უცნობი: ზრდის შენელება ბავშვებში მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, მხედველობის დარღვევები თვალშიდა წნევის მომატების გამო (გლაუკომა).

რეკომენდებულია სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ნაზალური კორტიკოსტეროიდებით.

ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა) ზოგადად იყო თვითშეჩერებადი და მსუბუქი სიმძიმის. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიხშირე უფრო მაღალია პლაცებოსთან შედარებით (5%), ის შედარებადია ან უფრო დაბალია, ვიდრე შესწავლილი აქტიური გამაკონტროლებელი ნაზალური კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში (15%-მდე). ყველა სხვა გვერდითი მოვლენის სიხშირე შედარებადი იყო პლაცებოსთან.

პედიატრიულ პოპულაციაში გვერდითი მოვლენების სიხშირე, მაგ., თავის ტკივილი (3%), ეპისტაქსისი (6%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებადი იყო პლაცებოსთან.

  • ცხვირის პოლიპოზი (კეთილთვისებიანი სიმსივნე): ცხვირის პოლიპოზით მკურნალობისას პაციენტებში გვერდითი მოვლენების სიხშირე შედარებადი იყო პლაცებოსთან და ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული შემთხვევების მსგავსი. პოლიპოზის კლინიკურ კვლევებში პაციენტების 1%-ში ან მეტში მკურნალობასთან დაკავშირებული დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი: ეპისრაქსისი ძალიან ხშირია 200 მიკროგრამის დღეში ორჯერ მიღებისას.

ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია 200 მიკროგრამის დღეში ერთხელ მიღებისას, ცხვირიდან გამონადენი 200 მიკროგრამის დღეში ერთხელ მიღებისას, ყელის გაღიზიანება 200 მიკროგრამის დღეში ორჯერ მიღებისას, თავის ტკივილი 200 მიკროგრამის დღეში ერთხელ მიღებისას და 200 მიკროგრამის დღეში ორჯერ მიღებისას.

არახშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები არახშირია 200 მიკროგრამის დღეში ორჯერ მიღებისას.

ძალიან იშვიათად, აღინიშნა გემოვნების და ყნოსვის დარღვევები.

იშვიათად, ინტრანაზალურად შეყვანილი კორტიკოსტეროიდის გამოყენების შემდეგ აღინიშნა ცხვირის ძგიდის პერფორაციის (ცხვირის ხრტილის პერფორაცია), თვალშიდა წნევის მომატება და/ან კატარაქტის შემთხვევები.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე შეიძლება შეინიშნოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დანიშნულია დიდი დოზებით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

  • როგორ შევინახოთ ნასომეტი?

შეინახეთ ნასომეტი ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის უხილავ მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ეს წამალი 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ნასომეტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ნასომეტი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის და/ან შეფუთვის რაიმე დეფექტს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mahallesi Eski Büyükdere Caddesi No: 4

34467 Maslak/Sarıyer/ İstanbul / Türkiye

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mahallesi, Tunç Cad. No: 3

Esenyurt / İstanbul / Türkiye

ჩანართის გადახედვის თარიღი 07/05/2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა