პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

ეტაციდი

Etacid

ურეცეპტოდ50მკგ/დოზაინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებსა და 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში; ცხვირის პოლიპოზი მოზრდილებში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მომეტაზონი (mometasone)
ფორმა და შეფუთვა
50მკგ/დოზა 18გ (140 დოზა) ნაზალური სპრეი, სუსპენზია ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით
მწარმოებელი
World Medicine Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
R01AD09
რეგისტრაციის ნომერი
რ-031648
რეგისტრირებულია
10 თებერვალი 2021, მოქმედებს 22 იანვარი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
World Medicine Ilac San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეტაციდი და სხვა წამალი ერთად

ეტაციდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებსა და 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში;

ცხვირის პოლიპოზი მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

მადოზირებელი ხელსაწყოს თავდაპირველად მუშა მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ (იხ. ქვემოთ), თითოეული გაფრქვევისას ხდება დაახლოებით 100 მგ სუსპენზიის გამოყოფა, რომელიც შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატს.

დოზირების რეჟიმი

სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტი

მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით) და 12 წლის და უფროსი ბავშვები

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 შესხურებას (50 მკგ მომეტაზონის ფუროატი 1 გაფრქვევაში) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მკგ მომეტაზონის ფუროატს). დაავადების სიმპტომების სათანადო კონტროლის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიისათვის, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს პრეპარატის გამოყენება დაბალი დოზით - 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მკგ მომეტაზონის ფუროატს). თუ დაავადების სიმპტომების შემცირება ვერ ხერხდება პრეპარატის რეკომენდებული თერაპიული დოზის გამოყენებით, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე - დღეში 4 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მკგ მომეტაზონის ფუროატს); დაავადების სიმპტომების შემცირების შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება.

3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ შესხურებას (50 მკგ მომეტაზონის ფუროატი) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დღიური დოზა შეადგენს 100 მკგ მომეტაზონის ფუროატს).

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგიერთ პაციენტში მომეტაზონის ფუროატის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება ნაზალური სპრეის ფორმით გამოყენებისას აღინიშნება 12 საათის განმავლობაში, მაგრამ სრული თერაპიული ეფექტი მიიღწევა 48 საათში; ამიტომ აუცილებელია პრეპარატის გამოყენება რეგულარულად.

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სეზონური ალერგიული რინიტის საშუალოდ გამოხატული ან მძიმე სიმპტომები, პრეპარატით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია მცენარეთა ყვავილობის სეზონის სავარაუდო დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ცხვირის პოლიპოზი

ჩვეულებრივ რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2 შესხურებას (50 მკგ მომეტაზონის ფუროატი 1 შესხურებაში) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მკგ მომეტაზონის ფუროატს). თუ 5-6 კვირის თერაპიის შემდეგ ვერ ხერხდება დაავადების სიმპტომების შემსუბუქება, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში (საერთო დღიური დოზა შეადგენს 400 მკგ მომეტაზონის ფუროატს). შემდგომში, შემანარჩუნებელი თერაპიის დროს, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების სიმპტომების სათანადო კონტროლს. თუ პრეპარატით მკურნალობის 5-6 კვირის შემდეგ (გამოყენების სიხშირე 2-ჯერ დღეში) დაავადების სიმპტომების გამოხატულება არ მცირდება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხელმეორედ შეფასება და თერაპიის ალტერნატიული მეთოდების შესახებ საკითხის განხილვა.

ცხვირის პოლიპოზის მკურნალობის დროს ნაზალური სპრეის ფორმით მომეტაზონის ფუროატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევების ხანგრძლივობა შეადგენდა 4 თვეს.

ბავშვები

სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტი

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ცხვირის პოლიპოზი

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

პრეპარატის პირველ გამოყენებამდე მადოზირებელი ხელსაწყო მოყვანილი უნდა იქნას მუშა მდგომარეობაში, ამისთვის საჭიროა ფლაკონის საფუძვლიანი შენჯღრევა და 10 გაფრქვევის განხორციელება (ერთგვაროვანი სპრეის მიღებამდე). თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მადოზირებელი ხელსაწყო განმეორებით უნდა იქნას მოყვანილი მუშა მდგომარეობაში, ამისათვის საჭიროა 2 გაფრქვევის განხორციელება (ერთგვაროვანი სპრეის მიღებამდე).

ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

არანამკურნალევი ადგილობრივი ინფექცია ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებით (მაგალითად, მარტივი ჰერპესი);

ახლახან გადატანილი ქირურგიული ჩარევა ან ცხვირის ტრავმა ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებით ჭრილობის შეხორცებამდე (შეხორცების პროცესებზე გლუკოკორტიკოსტეროიდების მაინჰიბირებელ მოქმედებასთან დაკავშირებით).

სიფრთხილის ზომები

იმუნოსუპრესია

თუ საჭიროა პრეპარატის გამოყენება პაციენტებში სუნთქვის ორგანოების ტუბერკულოზით (აქტიური ან ლატენტური ფორმა) და ნებისმიერი არანამკურნალევი სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემური ვირუსული ინფექციებით, თერაპია სიფრთხილით უნდა ჩატარდეს.

პაციენტები, რომლებსაც სავარაუდოდ დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი და რომლებიც იღებენ თერაპიას გლუკოკორტიკოსტეროიდებით, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ზოგიერთი ინფექციური დაავადებების განვითარების რისკის შესახებ (მაგალითად, ჩუტყვავილა, წითურა), ასევე ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ მათი აღნიშვნის შემთხვევაში.

ადგილობრივი ნაზალური ეფექტები

12 თვის განმავლობაში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში პაციენტებში წლიური რინიტით მომეტაზონის ფუროატით მკურნალობის ფონზე ნაზალური სპრეის სახით, არ დაფიქსირებულა ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის ნიშნები; ასევე მომეტაზონის ფუროატით მკურნალობის ფონზე ნაზალური სპრეის სახით, აღინიშნებოდა ცხვირის ლორწოვანი გარსის ნორმალური ჰისტოლოგიური ფენოტიპის აღდგენის ტენდენცია. მიუხედავად ამისა, უნდა ჩატარდეს პაციენტების პერიოდული მონიტორინგი, რომლებიც იღებენ თერაპიას სამკურნალო საშუალებით რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ შესაძლო ცვლილებების გამოვლენის მიზნით. ცხვირის ან ხახის ადგილობრივი სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღინიშნება, შეიძლება გახდეს პრეპარატის მოხსნის მიზეზი.

პაციენტებში ცხვირის ძგიდის პერფორაციით, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კლინიკურ კვლევებში ცხვირიდან სისხლდენის აღნიშვნის სიხშირე უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას მომეტაზონის ფუროატით ნაზალური სპრეის სახით, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. როგორც წესი, პაციენტებში რეგისტრირდებოდა ცხვირიდან მსუბუქი სიმძიმის ხარისხის სისხლდენა, რომელიც დამოუკიდებლად წყდებოდა.

გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები

გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრანაზალურად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას. ამგვარი ეფექტების აღნიშვნის ალბათობა გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრანაზალურად გამოყენებისას მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მათი პერორალური მიღებისას; ცალკეულ პაციენტებში და სხვადასხვა გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებში ეფექტები შეიძლება განსხვავდებოდეს. გლუკოკორტიკოსტეროიდების პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ სიმპტომებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას, ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და, ნაკლებად ხშირად, ფსიქოლოგიურ ან ქცევით აშლილობებს, მათ შორის ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში).

იყო შეტყობინებები თვალშიდა წნევის მომატების შემთხვევების შესახებ გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრანაზალურად გამოყენების შემდეგ.

გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას (ინტრანაზალური, ინჰალაციური და ინტრაოკულარულის ჩათვლით) შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევები. თუ ირღვევა მხედველობის სიმახვილე ან ვითარდება მხედველობის სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა ჩაიტაროს კონსულტაცია ოფთალმოლოგთან, რათა დადგინდეს მათი შესაძლო მიზეზები, კატარაქტის, გლაუკომის ან იშვიათი დაავადებების ჩათვლით, მაგალითად ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელთა აღნიშვნის შესახებ იყო შეტყობინებები გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.

საჭიროა პაციენტთა სათანადო მონიტორინგის ჩატარება სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიიდან გადასვლისას მომეტაზონის ფუროატით მკურნალობაზე ნაზალური სპრეის ფორმით. ასეთ სიტუაციებში სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ პაციენტებში ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის აღდგენამდე რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. თუ ასეთ პაციენტებს აღენიშნათ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები ან მოხსნის სიმპტომები (მაგალითად, სახსრების ან / და კუნთების ტკივილი, დაღლილობა და დეპრესია), ცხვირის მხრივ სიმპტომების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდირებულია მკურნალობის განახლება სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდებით და სხვა შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის შესაბამისი თერაპიის დაწყება. თერაპიის ზემოხსენებული ცვლილებისას პაციენტებში ასევე შეიძლება გამოვლინდეს უკვე არსებული, მაგრამ სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდური თერაპიით შენიღბული, ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი და ეგზემა.

ინტრანაზალური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მაღალი დოზებით, რომლებიც რეკომენდებულს აღემატება, შეიძლება აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. მონაცემების არსებობისას, რომ ინტრანაზალური გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყენება დოზებში, რომლებიც რეკომენდირებულს აღემატება, განხილული უნდა იქნას საკითხი სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების დამატებითი გამოყენების აუცილებლობის შესახებ სტრესული სიტუაციების ან არჩევითი გეგმიური ქირურგიული ჩარევების პერიოდში.

ცხვირის პოლიპები

არ ჩატარებულა ცხვირის სპრეის ფორმით მომეტაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები ცხვირის ცალმხრივი პოლიპების, ცისტოზურ ფიბროზთან (მუკოვისციდოზი) დაკავშირებული პოლიპების ან პოლიპების მკურნალობისას, რომლებიც იწვევენ ცხვირის პასაჟების სრულ ობსტრუქციას.

თუ პაციენტს აქვს ცალმხრივი ცხვირის პოლიპები უჩვეულო ან არასწორი ფორმის, განსაკუთრებით თუ აღინიშნება დაწყლულება ან მათგან სისხლდენა, უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევა.

გავლენა ბავშვების ზრდის პროცესზე

რეკომენდებულია ზრდის რეგულარული კონტროლი ბავშვებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას ინტრანაზალური გამოყენებისათვის. ზრდის შეფერხების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი შეფასება ინტრანაზალური გამოყენებისათვის გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების მიზნით მინიმალურ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების სიმპტომების ეფექტურ კონტროლს. გარდა ამისა, რეკომენდებულია პედიატრის მიერ ბავშვზე დაკვირვება.

სხვა სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმრავლესობაში, რომლებიც იღებენ თერაპიას მომეტაზონის ფუროატით ცხვირით სპრეის ფორმით, მიიღწევა ნაზალური სიმპტომების სათანადო კონტროლი, ერთდროულმა გამოყენებამ სხვა შესაბამის სამკურნალო საშუალებებთან შეიძლება დამატებით უზრუნველყოს სხვა სიმპტომების შემსუბუქება, განსაკუთრებით თვალის ორგანოს მხრივ.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ინფორმაცია პრეპარატის სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული გამოყენების შესახებ იხილეთ ნაწილში “განსაკუთრებული მითითებები”.

კლინიკურ კვლევებში მომეტაზონის ფუროატის კომბინირებული გამოყენებისას ნაზალური სპრეის ფორმით ლორატადინთან, არ არის აღმოჩენილი მედიკამენტური ურთიერთქმედებები.

ნაზალური სპრეის ფორმით მომეტაზონის ფუროატის ერთდროული გამოყენებისას CYP3A ინჰიბიტორებთან, პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც შეიცავენ კობიცისტატს, მოსალოდნელია გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი რეაქციების აღნიშვნის რისკის ზრდა. არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალებების მსგავსი კომბინაციების გამოყენება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობის პოტენციური სარგებელი პაციენტისთვის აღემატება გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი რეაქციების აღნიშვნის რისკს, ამასთან აუცილებელია პაციენტების მონიტორინგის ჩატარება მსგავსი გვერდითი რეაქციების გამოსავლენად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში ქალებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალებას გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ინტრანაზალური სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად, ქალებში ორსულობის პერიოდში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს დედისთვის, ნაყოფისთვის ან ახალშობილისთვის. რეკომენდებულია ბავშვების სათანადო მონიტორინგის ჩატარება, რომელთა დედები ორსულობის დროს იღებდნენ თერაპიას გლუკოკორტიკოსტეროიდებით, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციის გამოვლენის ფონზე.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი ადამიანის დედის რძეში. ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების შემთხვევაში ინტრანაზალური გამოყენებისთვის, საკითხის გადაწყვეტისას ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატით თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ, გათვალისწინებული უნდა იქნას ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და მკურნალობის უპირატესობები ქალისთვის.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ფერტილობაზე მომეტაზონის ფუროატის გავლენის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალებას გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, ხოლო ფერტილობაზე გავლენა არ აღნიშნულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

კლინიკურ კვლევებში ცხვირიდან სისხლდენის აღნიშვნის სიხშირე უფრო მაღალი იყო ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მომეტაზონის ფუროატით ნაზალური სპრეის ფორმით (როგორც წესი, აღინიშნებოდა ცხვირიდან მსუბუქი ხარისხის სისხლდენა, რომელიც დამოუკიდებლად წყდებოდა), შედარებით ისეთივე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ პლაცებო თერაპია (5%); ამასთან ზემოთ მითითებული გვერდითი რეაქციის აღნიშვნის სიხშირე პაციენტებში ალერგიული რინიტით, რომლებიც იღებდნენ თერაპიას მომეტაზონის ფუროატით ნაზალური სპრეის ფორმით, იყო უფრო დაბალი ან შესადარებელი ისეთივე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდებით ინტრანაზალური გამოყენებისათვის აქტიური კონტროლის სახით (15%-მდე). სხვა გვერდითი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის ფორმით შესადარებელი იყო ისეთივე პლაცებოს გამოყენებისას. მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის ფორმით გვერდითი რეაქციების აღნიშვნის საერთო სიხშირე პაციენტებში ცხვირის პოლიპებით შესადარებელი იყო ისეთივე პაციენტებში ალერგიული რინიტით.

გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრანაზალური გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული მომეტაზონის ფუროატით თერაპიასთან ნაზალური სპრეის ფორმით (≥1%), რომლებიც აღინიშნებოდა პაციენტებში ალერგიული რინიტით ან ცხვირის პოლიპოზით კლინიკურ კვლევებში და პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში გამოყენების ჩვენებების მიუხედავად, ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასის შესაბამისად MedDRA მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1,000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/1,0000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით; შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ პოსტმარკეტინგულ პერიოდში).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - ფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები*.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - გლაუკომა, თვალშიდა წნევის მომატება, კატარაქტა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - ცხვირიდან სისხლდენა*; ხშირად - ცხვირიდან სისხლდენა, წვის შეგრძნება ცხვირში, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ცხვირის ლორწოვანი გარსის დაწყლულება; სიხშირე უცნობია - ცხვირის ძგიდის პერფორაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება**; სიხშირე უცნობია - გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევა.

  • გვერდითი რეაქცია კლასიფიცირდება როგორც ”იშვიათი”, მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის ფორმით ცხვირის პოლიპოზის მკუნალობის დროს დღეში 2-ჯერ სიხშირით.
  • *გვერდითი რეაქცია აღინიშნა მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის სახით ცხვირის პოლიპოზის მკურნალობის დროს დღეში 2-ჯერ სიხშირით.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი რეაქციების სიხშირე მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის სახით, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენის (6%), თავის ტკივილის (3%), ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების (2%) და ცემინების (2%), შესადარებელი იყო ისეთივე როგორიც პლაცებოს გამოყენებისას.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

გლუკოკორტიკოსტეროიდების ინჰალაციური ფორმით გამოყენებისას ან შიგნით მიღებისას მაღალი დოზებით, პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა.

მკურნალობა

ნაზალური სპრეის ფორმით მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას, სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობა დაბალია (<1%), ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, საჭირო გახდება რაიმე ზომების მიღება, გარდა პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისა, რის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს პრეპარატის გამოყენება შესაბამისი რეკომენდებული დოზით.

შემადგენლობა

სუსპენზიის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მომეტაზონის ფუროატი 0,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ციტრატი, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, პოლისორბატ 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი R01AD09

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

არ გაყინოთ.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

დეკონგესტანტები და სხვა ნაზალური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის. კორტიკოსტეროიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომელიც ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ისეთ დოზებში, რომლებიც არ იწვევენ სისტემური ეფექტების განვითარებას.

ნავარაუდევია, რომ მომეტაზონის ფუროატის ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების უნართან მოახდინოს ალერგიის მედიატორების გამოთავისუფლების ინჰიბირება. პაციენტებში ალერგიული დაავადებებით მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ლეიკოციტების მიერ ლეიკოტრიენების გამოყოფას. უჯრედების კულტურის გამოყენებით ჩატარებულ გამოკვლევებში აღმოჩნდა, რომ მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ინტერლეიკინების 1, 5, 6 (IL-1, IL-5, IL-6) და სიმსივნური ნეკროზის ფაქტორის ალფას სინთეზსა და გამოთავისუფლებას (TNFα); ის ასევე წარმოადგენს ლეიკოტრიენების სინთეზის ძლიერ ინჰიბიტორს. გარდა ამისა, მომეტაზონის ფუროატი არის Th2 ციტოკინების, IL-4 და IL-5 სინთეზის ძლიერი ინჰიბიტორი, ადამიანის T-უჯრედებში (CD4+).

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კვლევების შედეგები, რომლებშიც ხდებოდა ანტიგენების დატანება ცხვირის ლორწოვან გარსზე, მოწმობენ, რომ მომეტაზონის ფუროატი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, როგორც ალერგიული რეაქციის განვითარების ადრეულ, ასევე გვიან სტადიაზე: ჰისტამინის და ეოზინოფილების აქტივობის დონის შემცირება (პლაცებოსთან შედარებით), ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელიური უჯრედების ადჰეზიური ცილების რაოდენობის შემცირება (საწყის დონესთან შედარებით).

სეზონური ალერგიული რინიტით დაავადებულთა 28%-ში, მომეტაზონის ფუროატის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება, როდესაც გამოიყენება ნაზალური სპრეის სახით, დაფიქსირდა პირველი გამოყენებიდან 12 საათში. დროის მედიანა, რომლის განმავლობაშიც დგებოდა დაავადების სიპტომების შემსუბუქება, შეადგენდა 35,9 საათს.

ბავშვები

პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის ფორმით დღეში 100 მკგ დოზით 1 წლის განმავლობაში ბავშვებში (49 ბავშვი ერთ ჯგუფში), ზრდის ტემპის შემცირება არ დაფიქსირებულა.

მონაცემები 3-5 წლის ასაკში ბავშვებში ნაზალური სპრეის სახით მომეტაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ შეზღუდულია, არ არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები სამკურნალო საშუალების დოზირების რეჟიმთან დაკავშირებით. კვლევაში 3-5 წლის ასაკის 48 ბავშვის მონაწილეობით მონეტაზონის ფუროატის ინტრანაზალურად გამოყენებისას დღეში 50 მკგ, 100 მკგ ან 200 მკგ დოზით 14 დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანი განსხვავებები პლაცებოსთან შედარებით სისხლის პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციების საშუალო მნიშვნელობების ცვლილებაში ტეტრაკოზაქტრინით სტიმულირების ტესტის ჩატარების დროს არ აღნიშნულა.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

მომეტაზონის ფუროატის ბიოშეღწევადობა წყლის ნაზალური სპრეის სახით გამოყენების შემთხვევაში, შეადგენს 1%-ზე ნაკლებს (სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის განსაზღვრის მგრძნობიარე მეთოდი, რაოდენობრივი განსაზღვრის ქვედა ზღვარი შეადგენს 0,25 პგ / მლ).

განაწილება

არ ვრცელდება (მომეტაზონის ფუროატი უმნიშვნელო ხარისხით აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში ინტრანაზალურად გამოყენებისას).

მეტაბოლიზმი

მცირე რაოდენობით მომეტაზონის ფუროატი, რომელიც შეიძლება გადაყლაპული იყოს, შეწოვის პროცესში ექვემდებარება ინტენსიურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს ღვიძლში (“პირველი გავლის” ეფექტი).

გამოყოფა

სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრისას მომეტაზონის ფუროატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და ნაღველით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ეტაციდი

სავაჭრო დასახელება

ეტაციდი, Etacid

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

მომეტაზონი, Mometasone

სამკურნალო ფორმა

ნაზალური დოზირებული სპრეი

აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია.

გამოყენების ჩვენებები

სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებსა და 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში;

ცხვირის პოლიპოზი მოზრდილებში.

გამოყენების წესი და დოზირება

მადოზირებელი ხელსაწყოს თავდაპირველად მუშა მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ (იხ. ქვემოთ), თითოეული გაფრქვევისას ხდება დაახლოებით 100 მგ სუსპენზიის გამოყოფა, რომელიც შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატს.

დოზირების რეჟიმი

სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტი

მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით) და 12 წლის და უფროსი ბავშვები

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 შესხურებას (50 მკგ მომეტაზონის ფუროატი 1 გაფრქვევაში) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მკგ მომეტაზონის ფუროატს). დაავადების სიმპტომების სათანადო კონტროლის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიისათვის, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს პრეპარატის გამოყენება დაბალი დოზით - 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მკგ მომეტაზონის ფუროატს). თუ დაავადების სიმპტომების შემცირება ვერ ხერხდება პრეპარატის რეკომენდებული თერაპიული დოზის გამოყენებით, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე - დღეში 4 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მკგ მომეტაზონის ფუროატს); დაავადების სიმპტომების შემცირების შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება.

3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ შესხურებას (50 მკგ მომეტაზონის ფუროატი) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დღიური დოზა შეადგენს 100 მკგ მომეტაზონის ფუროატს).

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგიერთ პაციენტში მომეტაზონის ფუროატის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება ნაზალური სპრეის ფორმით გამოყენებისას აღინიშნება 12 საათის განმავლობაში, მაგრამ სრული თერაპიული ეფექტი მიიღწევა 48 საათში; ამიტომ აუცილებელია პრეპარატის გამოყენება რეგულარულად.

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სეზონური ალერგიული რინიტის საშუალოდ გამოხატული ან მძიმე სიმპტომები, პრეპარატით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია მცენარეთა ყვავილობის სეზონის სავარაუდო დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ცხვირის პოლიპოზი

ჩვეულებრივ რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2 შესხურებას (50 მკგ მომეტაზონის ფუროატი 1 შესხურებაში) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მკგ მომეტაზონის ფუროატს). თუ 5-6 კვირის თერაპიის შემდეგ ვერ ხერხდება დაავადების სიმპტომების შემსუბუქება, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში (საერთო დღიური დოზა შეადგენს 400 მკგ მომეტაზონის ფუროატს). შემდგომში, შემანარჩუნებელი თერაპიის დროს, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების სიმპტომების სათანადო კონტროლს. თუ პრეპარატით მკურნალობის 5-6 კვირის შემდეგ (გამოყენების სიხშირე 2-ჯერ დღეში) დაავადების სიმპტომების გამოხატულება არ მცირდება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხელმეორედ შეფასება და თერაპიის ალტერნატიული მეთოდების შესახებ საკითხის განხილვა.

ცხვირის პოლიპოზის მკურნალობის დროს ნაზალური სპრეის ფორმით მომეტაზონის ფუროატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევების ხანგრძლივობა შეადგენდა 4 თვეს.

ბავშვები

სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტი

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ცხვირის პოლიპოზი

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

პრეპარატის პირველ გამოყენებამდე მადოზირებელი ხელსაწყო მოყვანილი უნდა იქნას მუშა მდგომარეობაში, ამისთვის საჭიროა ფლაკონის საფუძვლიანი შენჯღრევა და 10 გაფრქვევის განხორციელება (ერთგვაროვანი სპრეის მიღებამდე). თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მადოზირებელი ხელსაწყო განმეორებით უნდა იქნას მოყვანილი მუშა მდგომარეობაში, ამისათვის საჭიროა 2 გაფრქვევის განხორციელება (ერთგვაროვანი სპრეის მიღებამდე).

ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

არანამკურნალევი ადგილობრივი ინფექცია ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებით (მაგალითად, მარტივი ჰერპესი);

ახლახან გადატანილი ქირურგიული ჩარევა ან ცხვირის ტრავმა ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებით ჭრილობის შეხორცებამდე (შეხორცების პროცესებზე გლუკოკორტიკოსტეროიდების მაინჰიბირებელ მოქმედებასთან დაკავშირებით).

გვერდითი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

კლინიკურ კვლევებში ცხვირიდან სისხლდენის აღნიშვნის სიხშირე უფრო მაღალი იყო ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მომეტაზონის ფუროატით ნაზალური სპრეის ფორმით (როგორც წესი, აღინიშნებოდა ცხვირიდან მსუბუქი ხარისხის სისხლდენა, რომელიც დამოუკიდებლად წყდებოდა), შედარებით ისეთივე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ პლაცებო თერაპია (5%); ამასთან ზემოთ მითითებული გვერდითი რეაქციის აღნიშვნის სიხშირე პაციენტებში ალერგიული რინიტით, რომლებიც იღებდნენ თერაპიას მომეტაზონის ფუროატით ნაზალური სპრეის ფორმით, იყო უფრო დაბალი ან შესადარებელი ისეთივე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდებით ინტრანაზალური გამოყენებისათვის აქტიური კონტროლის სახით (15%-მდე). სხვა გვერდითი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის ფორმით შესადარებელი იყო ისეთივე პლაცებოს გამოყენებისას. მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის ფორმით გვერდითი რეაქციების აღნიშვნის საერთო სიხშირე პაციენტებში ცხვირის პოლიპებით შესადარებელი იყო ისეთივე პაციენტებში ალერგიული რინიტით.

გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრანაზალური გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული მომეტაზონის ფუროატით თერაპიასთან ნაზალური სპრეის ფორმით (≥1%), რომლებიც აღინიშნებოდა პაციენტებში ალერგიული რინიტით ან ცხვირის პოლიპოზით კლინიკურ კვლევებში და პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში გამოყენების ჩვენებების მიუხედავად, ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასის შესაბამისად MedDRA მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1,000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/1,0000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით; შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ პოსტმარკეტინგულ პერიოდში).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - ფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები*.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - გლაუკომა, თვალშიდა წნევის მომატება, კატარაქტა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - ცხვირიდან სისხლდენა*; ხშირად - ცხვირიდან სისხლდენა, წვის შეგრძნება ცხვირში, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ცხვირის ლორწოვანი გარსის დაწყლულება; სიხშირე უცნობია - ცხვირის ძგიდის პერფორაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება**; სიხშირე უცნობია - გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევა.

  • გვერდითი რეაქცია კლასიფიცირდება როგორც ”იშვიათი”, მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის ფორმით ცხვირის პოლიპოზის მკუნალობის დროს დღეში 2-ჯერ სიხშირით.
  • *გვერდითი რეაქცია აღინიშნა მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის სახით ცხვირის პოლიპოზის მკურნალობის დროს დღეში 2-ჯერ სიხშირით.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი რეაქციების სიხშირე მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას ნაზალური სპრეის სახით, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენის (6%), თავის ტკივილის (3%), ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების (2%) და ცემინების (2%), შესადარებელი იყო ისეთივე როგორიც პლაცებოს გამოყენებისას.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

იმუნოსუპრესია

თუ საჭიროა პრეპარატის გამოყენება პაციენტებში სუნთქვის ორგანოების ტუბერკულოზით (აქტიური ან ლატენტური ფორმა) და ნებისმიერი არანამკურნალევი სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემური ვირუსული ინფექციებით, თერაპია სიფრთხილით უნდა ჩატარდეს.

პაციენტები, რომლებსაც სავარაუდოდ დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი და რომლებიც იღებენ თერაპიას გლუკოკორტიკოსტეროიდებით, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ზოგიერთი ინფექციური დაავადებების განვითარების რისკის შესახებ (მაგალითად, ჩუტყვავილა, წითურა), ასევე ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ მათი აღნიშვნის შემთხვევაში.

ადგილობრივი ნაზალური ეფექტები

12 თვის განმავლობაში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში პაციენტებში წლიური რინიტით მომეტაზონის ფუროატით მკურნალობის ფონზე ნაზალური სპრეის სახით, არ დაფიქსირებულა ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის ნიშნები; ასევე მომეტაზონის ფუროატით მკურნალობის ფონზე ნაზალური სპრეის სახით, აღინიშნებოდა ცხვირის ლორწოვანი გარსის ნორმალური ჰისტოლოგიური ფენოტიპის აღდგენის ტენდენცია. მიუხედავად ამისა, უნდა ჩატარდეს პაციენტების პერიოდული მონიტორინგი, რომლებიც იღებენ თერაპიას სამკურნალო საშუალებით რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ შესაძლო ცვლილებების გამოვლენის მიზნით. ცხვირის ან ხახის ადგილობრივი სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღინიშნება, შეიძლება გახდეს პრეპარატის მოხსნის მიზეზი.

პაციენტებში ცხვირის ძგიდის პერფორაციით, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კლინიკურ კვლევებში ცხვირიდან სისხლდენის აღნიშვნის სიხშირე უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას მომეტაზონის ფუროატით ნაზალური სპრეის სახით, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. როგორც წესი, პაციენტებში რეგისტრირდებოდა ცხვირიდან მსუბუქი სიმძიმის ხარისხის სისხლდენა, რომელიც დამოუკიდებლად წყდებოდა.

გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები

გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრანაზალურად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას. ამგვარი ეფექტების აღნიშვნის ალბათობა გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრანაზალურად გამოყენებისას მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მათი პერორალური მიღებისას; ცალკეულ პაციენტებში და სხვადასხვა გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებში ეფექტები შეიძლება განსხვავდებოდეს. გლუკოკორტიკოსტეროიდების პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ სიმპტომებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას, ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და, ნაკლებად ხშირად, ფსიქოლოგიურ ან ქცევით აშლილობებს, მათ შორის ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში).

იყო შეტყობინებები თვალშიდა წნევის მომატების შემთხვევების შესახებ გლუკოკორტიკოსტეროიდების ინტრანაზალურად გამოყენების შემდეგ.

გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას (ინტრანაზალური, ინჰალაციური და ინტრაოკულარულის ჩათვლით) შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევები. თუ ირღვევა მხედველობის სიმახვილე ან ვითარდება მხედველობის სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა ჩაიტაროს კონსულტაცია ოფთალმოლოგთან, რათა დადგინდეს მათი შესაძლო მიზეზები, კატარაქტის, გლაუკომის ან იშვიათი დაავადებების ჩათვლით, მაგალითად ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელთა აღნიშვნის შესახებ იყო შეტყობინებები გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.

საჭიროა პაციენტთა სათანადო მონიტორინგის ჩატარება სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიიდან გადასვლისას მომეტაზონის ფუროატით მკურნალობაზე ნაზალური სპრეის ფორმით. ასეთ სიტუაციებში სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ პაციენტებში ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის აღდგენამდე რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. თუ ასეთ პაციენტებს აღენიშნათ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები ან მოხსნის სიმპტომები (მაგალითად, სახსრების ან / და კუნთების ტკივილი, დაღლილობა და დეპრესია), ცხვირის მხრივ სიმპტომების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდირებულია მკურნალობის განახლება სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდებით და სხვა შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის შესაბამისი თერაპიის დაწყება. თერაპიის ზემოხსენებული ცვლილებისას პაციენტებში ასევე შეიძლება გამოვლინდეს უკვე არსებული, მაგრამ სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდური თერაპიით შენიღბული, ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი და ეგზემა.

ინტრანაზალური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მაღალი დოზებით, რომლებიც რეკომენდებულს აღემატება, შეიძლება აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. მონაცემების არსებობისას, რომ ინტრანაზალური გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყენება დოზებში, რომლებიც რეკომენდირებულს აღემატება, განხილული უნდა იქნას საკითხი სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების დამატებითი გამოყენების აუცილებლობის შესახებ სტრესული სიტუაციების ან არჩევითი გეგმიური ქირურგიული ჩარევების პერიოდში.

ცხვირის პოლიპები

არ ჩატარებულა ცხვირის სპრეის ფორმით მომეტაზონის ფუროატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები ცხვირის ცალმხრივი პოლიპების, ცისტოზურ ფიბროზთან (მუკოვისციდოზი) დაკავშირებული პოლიპების ან პოლიპების მკურნალობისას, რომლებიც იწვევენ ცხვირის პასაჟების სრულ ობსტრუქციას.

თუ პაციენტს აქვს ცალმხრივი ცხვირის პოლიპები უჩვეულო ან არასწორი ფორმის, განსაკუთრებით თუ აღინიშნება დაწყლულება ან მათგან სისხლდენა, უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევა.

გავლენა ბავშვების ზრდის პროცესზე

რეკომენდებულია ზრდის რეგულარული კონტროლი ბავშვებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას ინტრანაზალური გამოყენებისათვის. ზრდის შეფერხების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი შეფასება ინტრანაზალური გამოყენებისათვის გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების მიზნით მინიმალურ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების სიმპტომების ეფექტურ კონტროლს. გარდა ამისა, რეკომენდებულია პედიატრის მიერ ბავშვზე დაკვირვება.

სხვა სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმრავლესობაში, რომლებიც იღებენ თერაპიას მომეტაზონის ფუროატით ცხვირით სპრეის ფორმით, მიიღწევა ნაზალური სიმპტომების სათანადო კონტროლი, ერთდროულმა გამოყენებამ სხვა შესაბამის სამკურნალო საშუალებებთან შეიძლება დამატებით უზრუნველყოს სხვა სიმპტომების შემსუბუქება, განსაკუთრებით თვალის ორგანოს მხრივ.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ქალებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალებას გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ინტრანაზალური სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად, ქალებში ორსულობის პერიოდში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს დედისთვის, ნაყოფისთვის ან ახალშობილისთვის. რეკომენდებულია ბავშვების სათანადო მონიტორინგის ჩატარება, რომელთა დედები ორსულობის დროს იღებდნენ თერაპიას გლუკოკორტიკოსტეროიდებით, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციის გამოვლენის ფონზე.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი ადამიანის დედის რძეში. ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების შემთხვევაში ინტრანაზალური გამოყენებისთვის, საკითხის გადაწყვეტისას ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატით თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ, გათვალისწინებული უნდა იქნას ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და მკურნალობის უპირატესობები ქალისთვის.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ფერტილობაზე მომეტაზონის ფუროატის გავლენის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალებას გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, ხოლო ფერტილობაზე გავლენა არ აღნიშნულა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ინფორმაცია პრეპარატის სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული გამოყენების შესახებ იხილეთ ნაწილში “განსაკუთრებული მითითებები”.

კლინიკურ კვლევებში მომეტაზონის ფუროატის კომბინირებული გამოყენებისას ნაზალური სპრეის ფორმით ლორატადინთან, არ არის აღმოჩენილი მედიკამენტური ურთიერთქმედებები.

ნაზალური სპრეის ფორმით მომეტაზონის ფუროატის ერთდროული გამოყენებისას CYP3A ინჰიბიტორებთან, პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც შეიცავენ კობიცისტატს, მოსალოდნელია გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი რეაქციების აღნიშვნის რისკის ზრდა. არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალებების მსგავსი კომბინაციების გამოყენება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობის პოტენციური სარგებელი პაციენტისთვის აღემატება გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი რეაქციების აღნიშვნის რისკს, ამასთან აუცილებელია პაციენტების მონიტორინგის ჩატარება მსგავსი გვერდითი რეაქციების გამოსავლენად.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

გლუკოკორტიკოსტეროიდების ინჰალაციური ფორმით გამოყენებისას ან შიგნით მიღებისას მაღალი დოზებით, პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა.

მკურნალობა

ნაზალური სპრეის ფორმით მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისას, სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობა დაბალია (<1%), ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, საჭირო გახდება რაიმე ზომების მიღება, გარდა პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისა, რის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს პრეპარატის გამოყენება შესაბამისი რეკომენდებული დოზით.

გამოშვების ფორმა

სპრეი ნაზალური დოზირებული 50 მკგ/დოზა.

18 გ (140 დოზა) სუსპენზია ყვითელი ფერის მინის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით, დამცავი ხუფით და შემთხვევითი დაჭერისგან დამცავი ნახევარრგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

არ გაყინოთ.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა