მუსკობლოკი 50მგ/5მლ ინტრავენური საინიექციო ხსნარი
Muscobloc 50mg/5ml Solution for I.V. Injection
მუსკობლოკი მიეკუთვნება კუნთების მოსადუნებელი საშუალებების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. კუნთების რელაქსანტები (მოსადუნებელი საშუალებები) გამოიყენენება ოპერაციის დროს ზოგადი ანესთეზიის შემადგენლობაში. ოპერაციის დროს აუცილებელია კუნთების სრულად მოდუნება; ეს ქირურგს უადვილებს ოპერაციის ჩატარებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- როკურონიუმი (rocuronium)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/5მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №5
- მწარმოებელი
- Aroma Ilac San. Ltd.Sti., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები
- ATC კოდი
- M03AC09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035232
- რეგისტრირებულია
- 18 მაისი 2022, მოქმედებს 18 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Polifarma Ilac San. Ve Tic. A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი”
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მუსკობლოკი 50მგ/5მლ ინტრავენური საინიექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მუსკობლოკი მიეკუთვნება კუნთების მოსადუნებელი საშუალებების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
კუნთების რელაქსანტები (მოსადუნებელი საშუალებები) გამოიყენენება ოპერაციის დროს ზოგადი ანესთეზიის შემადგენლობაში. ოპერაციის დროს აუცილებელია კუნთების სრულად მოდუნება; ეს ქირურგს უადვილებს ოპერაციის ჩატარებას.
როგორც წესი, ნერვები კუნთებს გზავნილებს გადასცემს იმპულსების სახით. მუსკობლოკი მოქმედებს ამ იმპულსების ბლოკირებით და ამგვარად ახდენს კუნთების მოდუნებას. ვინაიდან ხდება სუნთქვაში მონაწილე კუნთებუს მოდუნებაც, ოპერაციის მსვლელობისას და შემდეგ იმ დრომდე, ვიდრე დამოუკიდებლად არ შეძლებთ სუნთქვას აუცილებელია სუნთქვის მხრივ დახმარება (ხელოვნური სუნთქვა).
ოპერაციის დროს კუნთების მოდუნების ეფექტი მუდმივად მოწმდება და აუცილებლობისას, გამოიყენება უფრო მეტი პრეპარატი. ოპერაციის დასასრულს მუსკობლოკის ეფექტები გადის და თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად სუნთქვის დაწყებას. ზოგჯერ ამ პროცესის დასაჩქარებლად ანესთეზიოლოგი სხვა პრეპარატსაც იყენებს.
მუსკობლოკის გამოყენება ასევე შეიძლება ინტენსიური თერაპიის დროს კუნთების მოდუნების შესანარჩუნებლად.
მიღების წესი და დოზირება
დოზა
ექიმი განსაზღვრავს მუსკობლოკის დოზას შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:
ანესთეტიკის სახეობა
ოპერაციის ხანგრძლივობა
სხვა პრეპარატები, რომლებსაც იღებთ
თქვენი ჯანმთელობის მდგომარეობა.
ყოველ კგ სხეულის წონაზე 0.6 მგ ჩვეულებრივი დოზის მიღებისას მოქმედება გრძელდება 30-40 წუთის განმავლობაში.
მიღების გზა და მეთოდი
მუსკობლოკს კეთდება ანესთეზიოლოგის მიერ. მუსკობლოკი შეიყვანება ვენებში ერთი ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის (წვეთებით) სახით.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი მუსკობლოკი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
ანესტეზიოლოგის მიერ თქვენი მდგომარეობის მონიტორინგის გამო, მოსალოდნელი არ არის დიდი რაოდენობით მუსკობლოკის მიღება. მიუხედავად ამისა, ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვა გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე დამოუკიდებლად არ შეძლებთ სუნთქვას. თქვენ გეძინებათ, როცა ეს მოხდება.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ მუსკობლოკი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) როკურონიუმის, ბრომიდის იონის ან მუსკობლოკის სხვა დამხმარე საშუალების მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).
აუცილებლად შეატყობინეთ, თუ ზემოთ აღნიშნული თქვენ გეხებათ.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან, თუ გაქვთ:
ალერგია კუნთების მოსადუნებელი საშუალებების მიმართ
თირკმლის, გულის, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება
დაავადება ნერვებისა და კუნთების დაზიანებით
სითხის შეკავება (შეშუპება).
ანესთეზიოლოგს აცნობეთ, თუ რომელი ქვემოთ აღწერილი მოვლენა გეხებათ თქვენ:
ავთვისებიანი ჰიპერთერამიის ანამნეზი (უეცარი ცხელება აჩქარებული გულისცემით, სწრაფი სუნთქვითა და კუნთების რიგიდულობით, ტკივილით და/ან სისუსტით)
ზოგიერთმა სამედიცინო მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მუსკობლოკის მოქმედებაზე. მაგალითად:
სისხლში კალიუმის დაბალი დონე
სისხლში კალციუმის დაბალი დონე
სისხლში მაგნიუმის მაღალი დონე
სისხლში ცილების დაბალი დონე
სისხლში ნახშიროჟანგის ძალიან დიდი რაოდენობა
ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა, მაგალითად, გულისრევით, ფაღარათით ან ოფლიანობით
გაძლიერებული სუნთქვა, რაც იწვევს სისხლში ნახშიროჟანგის ძალიან მცირე რაოდენობას (ალკალოზი)
ზოგადი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა
დამწვრობები
ჭარბი წონა (სიმსუქნე)
ჰიპოთერმია (სხეულის ძალიან დაბალი ტემპერატურა).
თუ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა, ანესთეზიოლოგი გაითვალისწინებს მუსკობლოკის თქვენთვის შესაფერისი დოზის შერჩევისას.
ბავშვები და ხანდაზმულები
მუსკობლოკის გამოყენება შეიძლება ბავშვებსა (ახალშობილებსა და მოზარდებში) და ხანდაზმულებში, ანესთეზიოლოგის მიერ ანამნეზის შეფასების შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ანესტეზიოლოგს, თუ ღებულობთ ან ახლო წარსულში მიღებული გაქვთ სხვა რომელიმე სამკურნალო საშუალება. ეს მოიცავს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებას ან მცენარეულ პრეპარატს, რომელიც ნაყიდი გაქვთ ექიმის რეცეპტის გარეშე. მუსკობლოკზე შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა პრეპარატებამ ან პირიქით.
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან მუსკობლოკის მოქმედებას:
ზოგიერთი ანტიბიოტიკი
გულის დაავადების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (შარდმდენები, კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები და ქინიდინი)
ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (კორტიკოსტეროიდები)
მანიაკალურ დეპრესიული დაავადების სამკურნალო პრეპარატები (ბიპოლარული აშლილობა)
მაგნიუმის მარილები
ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ მუსკობლოკის მოქმედებას:
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
კალციუმის ქლორიდი და კალიუმის ქლორიდი
ზოგიერთი პროტეაზას ინჰიბიტორი, როგორიცაა გაბექსატი, ულინასტატინი
გარდა ამისა, ოპერაციის წინ ან ოპერაციის მსვლელობისას შეიძლება მოგცენ ისეთი პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ მუსკობლოკის ეფექტები. ეს პრეპარატებია ზოგიერთი ანესთეტიკი, კუნთების სხვა რელაქსანტები, პრეპარატები, როგორიცაა ფენიტოინი და პრეპარატები, რომლებიც ახდენენ მუსკობლოკის ეფექტების უკუქცევას. მუსკობლოკმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების აჩქარება. აღნიშნულს გაითვალისწინებს თქვენი ანესტეზიოლოგი თქვენთვის მუსკობლოკის შესაფერისი დოზის შერჩევისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აცნობეთ ანესთეზიოლოგს, თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან ხართ მეძუძური დედა.
ამ პრეპარატის მიღების წინ გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ანესთეზიოლოგს მაინც შეუძლია მუსკობლოკის გამოყენება, თუმცა ეს ჯერ უნდა განიხილოთ.
თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, გეგმავთ ორსულობას ან ხართ მეძუძური დედა, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს. მუსკობლოკის გამოყენება შეიძლება საკეისრო კვეთის დროს.
აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შემდეგ ძუძუთი კვება უნდა შეჩერდეს 6 საათით/
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა. ვინაიდან მუსკობლობი წარმოადგენს ზოგად ანესთეზიის შემადგენელ ნაწილს, გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს დაღლილობა, სისუსტე ან თავბრუ. თქვენი ანესთეზიოლოგი აგიხსნით, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ეფექტები.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მუსკობლოკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენება, თუმცა არა ყოველთვის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენები განვითარდა მაშინ, როდესაც თქვენ საანესტეზიო პრეპარატების მოქმედების ქვეშ ხართ, ანესეზიოლოგი ამას შეამჩნევს და უმკურნალებს.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
(≥1/100)
პრეპარატი ძალიან ეფექტურია ან საკმარისად ეფექტური არ არის
პრეპარატი აქტიურია მოსალოდნელზე მეტი ხანს
არტერიული წნევის დაქვეითება
გულის სიხშირის მომატება
ტკივილი და რეაქცია ინექციის ადგილას
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები::
(≥1/10,000; <1/1000)
ალერგია (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ცირკულაციის კოლაფსი და შოკი )
ხიხინები
კუნთების სისუსტე
შეშუპება, კანზე გამონაყარი ან სიწითლე.
უცნობი
(შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
მძიმე ალერგიული კორონარული სისხლძარღვის სპაზმი (კუნის სინდრომი), რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდში (სტენოკარდია) ან გულის შეტევას (მიოკარდიუმის ინფარქტი).
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ
ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ანესთეზიოლოგს ან ექიმს
შენახვის პირობები
მუსკობლოკი ინახება საავადმყოფოში შენახვის პირობების დაცვით, და უზრუნველყოფს მის ვარგისობას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
მუსკობლოკის აქტიური ნივთიერება არუს როკურონიუმის ბრომიდი 10 მგ/მლ.
მუსკობლოკი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის აცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ძმარმჟავა (pH-ის კორექციისათვის), საინიექციო წყალი. კონსერვანტები არ არის დამატებული.
მუსკობლოკი შეფუთულია კოლოფში 5 მლ-იანი 5 ან 10 შუშის ფლაკონით.
მუსკობლოკი 50 მგ/5 მლ ხსნარი ინტრავენური ინიექციისათვის წარმოდგენილია I ტიპის უფერო შუშის ფლაკონში (6R) წითელი რეზინის საცობითა და უფერო მოსახსნელი თავსახურით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე.
სავაჭო ნებართვის მფლობელი:
POLIFARMA ILAÇ SANAYI VE TIC. A.Ş
ვაკიფლარ OSB მაჰალეში, სანაი ჯადეში, N: 22/1
ერგენე/თეკირდაღი/თურქეთი
ტელ: +90 282 675 14 04
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
საინფორმაციო ბროშურა პაციენტისათვის
პრეპარატის დასახელება: მუსკობლოკი 50 მგ/5 მლ ინტრავენური საინიექციო ხსნარი
როკურონიუმ ბრომიდი 10 მგ/მლ
ინტრავენური ინიექციისათვის
ამ პრეპარატის გამოყენების წინ, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია. მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ არსებული ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენ ანესთეზისტს ან მკურნალ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4
შინაარსი
- რა არის მუსკობლოკი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მუსკობლოკის გამოყენების წინ
- მუსკობლოკის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- მუსკობლოკის შენახვის პირობები
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის მუსკობლოკი და რისთვის გამოიყენება
მუსკობლოკი მიეკუთვნება კუნთების მოსადუნებელი საშუალებების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
კუნთების რელაქსანტები (მოსადუნებელი საშუალებები) გამოიყენენება ოპერაციის დროს ზოგადი ანესთეზიის შემადგენლობაში. ოპერაციის დროს აუცილებელია კუნთების სრულად მოდუნება; ეს ქირურგს უადვილებს ოპერაციის ჩატარებას.
როგორც წესი, ნერვები კუნთებს გზავნილებს გადასცემს იმპულსების სახით. მუსკობლოკი მოქმედებს ამ იმპულსების ბლოკირებით და ამგვარად ახდენს კუნთების მოდუნებას. ვინაიდან ხდება სუნთქვაში მონაწილე კუნთებუს მოდუნებაც, ოპერაციის მსვლელობისას და შემდეგ იმ დრომდე, ვიდრე დამოუკიდებლად არ შეძლებთ სუნთქვას აუცილებელია სუნთქვის მხრივ დახმარება (ხელოვნური სუნთქვა).
ოპერაციის დროს კუნთების მოდუნების ეფექტი მუდმივად მოწმდება და აუცილებლობისას, გამოიყენება უფრო მეტი პრეპარატი. ოპერაციის დასასრულს მუსკობლოკის ეფექტები გადის და თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად სუნთქვის დაწყებას. ზოგჯერ ამ პროცესის დასაჩქარებლად ანესთეზიოლოგი სხვა პრეპარატსაც იყენებს.
მუსკობლოკის გამოყენება ასევე შეიძლება ინტენსიური თერაპიის დროს კუნთების მოდუნების შესანარჩუნებლად.
- რა უნდა იცოდეთ მუსკობლოკის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ მუსკობლოკი შემდეგ შემთხვევებში:
არ გამოიყენოთ მუსკობლოკი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) როკურონიუმის, ბრომიდის იონის ან მუსკობლოკის სხვა დამხმარე საშუალების მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).
აუცილებლად შეატყობინეთ, თუ ზემოთ აღნიშნული თქვენ გეხებათ.
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან, თუ გაქვთ:
ალერგია კუნთების მოსადუნებელი საშუალებების მიმართ
თირკმლის, გულის, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება
დაავადება ნერვებისა და კუნთების დაზიანებით
სითხის შეკავება (შეშუპება).
ანესთეზიოლოგს აცნობეთ, თუ რომელი ქვემოთ აღწერილი მოვლენა გეხებათ თქვენ:
ავთვისებიანი ჰიპერთერამიის ანამნეზი (უეცარი ცხელება აჩქარებული გულისცემით, სწრაფი სუნთქვითა და კუნთების რიგიდულობით, ტკივილით და/ან სისუსტით)
ზოგიერთმა სამედიცინო მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მუსკობლოკის მოქმედებაზე. მაგალითად:
სისხლში კალიუმის დაბალი დონე
სისხლში კალციუმის დაბალი დონე
სისხლში მაგნიუმის მაღალი დონე
სისხლში ცილების დაბალი დონე
სისხლში ნახშიროჟანგის ძალიან დიდი რაოდენობა
ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა, მაგალითად, გულისრევით, ფაღარათით ან ოფლიანობით
გაძლიერებული სუნთქვა, რაც იწვევს სისხლში ნახშიროჟანგის ძალიან მცირე რაოდენობას (ალკალოზი)
ზოგადი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა
დამწვრობები
ჭარბი წონა (სიმსუქნე)
ჰიპოთერმია (სხეულის ძალიან დაბალი ტემპერატურა).
თუ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა, ანესთეზიოლოგი გაითვალისწინებს მუსკობლოკის თქვენთვის შესაფერისი დოზის შერჩევისას.
ბავშვები და ხანდაზმულები
მუსკობლოკის გამოყენება შეიძლება ბავშვებსა (ახალშობილებსა და მოზარდებში) და ხანდაზმულებში, ანესთეზიოლოგის მიერ ანამნეზის შეფასების შემდეგ.
სხვა პრეპარატები და მუსკობლოკი
აცნობეთ თქვენს ანესტეზიოლოგს, თუ ღებულობთ ან ახლო წარსულში მიღებული გაქვთ სხვა რომელიმე სამკურნალო საშუალება. ეს მოიცავს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებას ან მცენარეულ პრეპარატს, რომელიც ნაყიდი გაქვთ ექიმის რეცეპტის გარეშე. მუსკობლოკზე შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა პრეპარატებამ ან პირიქით.
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან მუსკობლოკის მოქმედებას:
ზოგიერთი ანტიბიოტიკი
გულის დაავადების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (შარდმდენები, კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები და ქინიდინი)
ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (კორტიკოსტეროიდები)
მანიაკალურ დეპრესიული დაავადების სამკურნალო პრეპარატები (ბიპოლარული აშლილობა)
მაგნიუმის მარილები
ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ მუსკობლოკის მოქმედებას:
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
კალციუმის ქლორიდი და კალიუმის ქლორიდი
ზოგიერთი პროტეაზას ინჰიბიტორი, როგორიცაა გაბექსატი, ულინასტატინი
გარდა ამისა, ოპერაციის წინ ან ოპერაციის მსვლელობისას შეიძლება მოგცენ ისეთი პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ მუსკობლოკის ეფექტები. ეს პრეპარატებია ზოგიერთი ანესთეტიკი, კუნთების სხვა რელაქსანტები, პრეპარატები, როგორიცაა ფენიტოინი და პრეპარატები, რომლებიც ახდენენ მუსკობლოკის ეფექტების უკუქცევას. მუსკობლოკმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების აჩქარება. აღნიშნულს გაითვალისწინებს თქვენი ანესტეზიოლოგი თქვენთვის მუსკობლოკის შესაფერისი დოზის შერჩევისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აცნობეთ ანესთეზიოლოგს, თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ან ხართ მეძუძური დედა.
ამ პრეპარატის მიღების წინ გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ანესთეზიოლოგს მაინც შეუძლია მუსკობლოკის გამოყენება, თუმცა ეს ჯერ უნდა განიხილოთ.
თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, გეგმავთ ორსულობას ან ხართ მეძუძური დედა, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს. მუსკობლოკის გამოყენება შეიძლება საკეისრო კვეთის დროს.
აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შემდეგ ძუძუთი კვება უნდა შეჩერდეს 6 საათით/
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა. ვინაიდან მუსკობლობი წარმოადგენს ზოგად ანესთეზიის შემადგენელ ნაწილს, გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს დაღლილობა, სისუსტე ან თავბრუ. თქვენი ანესთეზიოლოგი აგიხსნით, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ეფექტები.
- როგორ გამოიყენება მუსკობლოკი
დოზა
ექიმი განსაზღვრავს მუსკობლოკის დოზას შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:
ანესთეტიკის სახეობა
ოპერაციის ხანგრძლივობა
სხვა პრეპარატები, რომლებსაც იღებთ
თქვენი ჯანმთელობის მდგომარეობა.
ყოველ კგ სხეულის წონაზე 0.6 მგ ჩვეულებრივი დოზის მიღებისას მოქმედება გრძელდება 30-40 წუთის განმავლობაში.
მიღების გზა და მეთოდი
მუსკობლოკს კეთდება ანესთეზიოლოგის მიერ. მუსკობლოკი შეიყვანება ვენებში ერთი ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის (წვეთებით) სახით.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი მუსკობლოკი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
ანესტეზიოლოგის მიერ თქვენი მდგომარეობის მონიტორინგის გამო, მოსალოდნელი არ არის დიდი რაოდენობით მუსკობლოკის მიღება. მიუხედავად ამისა, ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვა გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე დამოუკიდებლად არ შეძლებთ სუნთქვას. თქვენ გეძინებათ, როცა ეს მოხდება.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მუსკობლოკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენება, თუმცა არა ყოველთვის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენები განვითარდა მაშინ, როდესაც თქვენ საანესტეზიო პრეპარატების მოქმედების ქვეშ ხართ, ანესეზიოლოგი ამას შეამჩნევს და უმკურნალებს.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
(≥1/100)
პრეპარატი ძალიან ეფექტურია ან საკმარისად ეფექტური არ არის
პრეპარატი აქტიურია მოსალოდნელზე მეტი ხანს
არტერიული წნევის დაქვეითება
გულის სიხშირის მომატება
ტკივილი და რეაქცია ინექციის ადგილას
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები::
(≥1/10,000; <1/1000)
ალერგია (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ცირკულაციის კოლაფსი და შოკი )
ხიხინები
კუნთების სისუსტე
შეშუპება, კანზე გამონაყარი ან სიწითლე.
უცნობი
(შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
მძიმე ალერგიული კორონარული სისხლძარღვის სპაზმი (კუნის სინდრომი), რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდში (სტენოკარდია) ან გულის შეტევას (მიოკარდიუმის ინფარქტი).
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ
ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ანესთეზიოლოგს ან ექიმს
- მუსკობლოკის შენახვის წესი
მუსკობლოკი ინახება საავადმყოფოში შენახვის პირობების დაცვით, და უზრუნველყოფს მის ვარგისობას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
მუსკობლოკის აქტიური ნივთიერება არუს როკურონიუმის ბრომიდი 10 მგ/მლ.
მუსკობლოკი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის აცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ძმარმჟავა (pH-ის კორექციისათვის), საინიექციო წყალი. კონსერვანტები არ არის დამატებული.
მუსკობლოკი შეფუთულია კოლოფში 5 მლ-იანი 5 ან 10 შუშის ფლაკონით.
მუსკობლოკი 50 მგ/5 მლ ხსნარი ინტრავენური ინიექციისათვის წარმოდგენილია I ტიპის უფერო შუშის ფლაკონში (6R) წითელი რეზინის საცობითა და უფერო მოსახსნელი თავსახურით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე.
სავაჭო ნებართვის მფლობელი:
POLIFARMA ILAÇ SANAYI VE TIC. A.Ş
ვაკიფლარ OSB მაჰალეში, სანაი ჯადეში, N: 22/1
ერგენე/თეკირდაღი/თურქეთი
ტელ: +90 282 675 14 04
მწარმოებელი:
AROMA ILAÇ SANAYI LTD.ŞTI.
ვაკიფლარ OSB მაჰალეში, სანაი ჯადეში, N: 22/1 კატ: 2
ერგენე/თეკირდაღი/თურქეთი
ტელ: +90 282 675 10 06
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს MLC Medical, თბილისი, საქართველო
ინსტრუქცია დამტკიცდა 07/02/2021-ში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


