პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

მომერატი

Momerat

ურეცეპტოდ0.05%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მომერატი ინიშნება მოზრდილებში და 6-11 წლის ასაკის ბავშებში სეზონური ალერგიული ან პერენიალური ალერგიული რინიტების სიმპტომების სამკურნალოდ. მომერატი ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან სეზონური ალერგიული ან პერენიალური რინიტების სიმპტომების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მომეტაზონი (mometasone)
ფორმა და შეფუთვა
0.05% (50მკგ/დოზა) 140 დოზა ნაზალური სპრეი, სუსპენზია პოლიეთილენის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
R01AD09
რეგისტრაციის ნომერი
რ-035363
რეგისტრირებულია
25 მაისი 2022, მოქმედებს 25 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამომერატი და სხვა წამალი ერთად

მომერატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მომერატი ინიშნება მოზრდილებში და 6-11 წლის ასაკის ბავშებში სეზონური ალერგიული ან პერენიალური ალერგიული რინიტების სიმპტომების სამკურნალოდ.

მომერატი ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან სეზონური ალერგიული ან პერენიალური რინიტების სიმპტომების სამკურნალოდ.

მომერატი ინიშნება ცხვირის პოლიპების, ცხვირის გაჭედვის და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვის სამკურნალოდ მოზრდილებში 18 წლის ასაკიდან.

მომერატი ინიშნება 3-6 წლის ბავშვებში ალერგიული რინიტების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მომერატის ტუმბოს პირველი მომართვის შემდეგ (10 გასხურება, ვიდრე არ შენიშნავთ ერთგვაროვან გაფრქვევას), თითოეული გაფრქვევისას გამოიყოფა 100 მგ მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია, რომელიც შეიცავს მომეტაზონის ფუროატის მონიჰიდრატს, რაც 50 მკგ მომეტაზონის ფუროატის ექვივალენტურია. თუ აეროზოლის ტუმბო არ გამოყენებულა 14 დღეზე მეტ ხანს, მისი ხელახლა მომამართვა უნდა მოხდეს 2 გასხურებით, ვიდრე არ შეინიშნება ერთგვაროვანი გაფრქვევა.

სეზონური ან პერენიალური ალერგიული რინიტი

მოზრდილებში (გერიატრიული პაციენტების ჩათვლით) და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან: ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა ორი გაფრქვევა (50 მკგ/გაფრქვევა) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 200 მკგ). სიმპტომების კონტროლის შემდეგ, დოზის შემცირება ერთ გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში (საერთო დოზა 100 მკგ) შეიძლება ეფექტური იყოს შენარჩნუნების მიზნით.

თუ სიმპტომები ადექვატურად არ კონტროლირდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დღიურ დოზამდე ორი გაფრქვევით თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ (საერთო დღიური დოზა 400მკგ). დოზის შემცირება უნდა მოხდეს სიმპტომების ეფექტური კონტროლის შენარჩუნებით.

ბავშვებში 3 დან 11 წლამდე: ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის ერთი გაფრქვევა(50 მკგ/გაფრქვევა) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 100 მკგ).

მომერატის გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება მოხდა პირველი დოზიდან 12 საათში ზოგიერთ პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით. თუმცა ეს შედეგი შეიძლება მივიღოთ პირველ 48 საათში. ასე რომ სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად პაციენტმა უნდა განაგრძოს პრეპარატის რეგულარული გამოყენება.

ცხვირის პოლიპები

მოზრდილებში (გერიატრიული პაციენტების ჩათვლით) და 18 წლის ასაკიდან:

ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა ორი გაფრქვევა (50 მკგ/გაფრქვევა) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დღიური დოზა 200 მკგ). თუ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება 5-6 კვირაში დღეში ორჯერ მიღებისას, უნდა განხილული იქნეს ალტერნატიული თერაპია.

მომერატის ცხვირის აეროზოლის ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევები ცხვირის პოლიპოზის მკურნალობისას 4 თვე გრძელდებოდა.

პირველი დოზის მიღებამდე, კონტეინერი კარგად შეანჯღრიეთ და გაასხურეთ 10-ჯერ (ვიდრე არ მიიღება ერთგვაროვანი გაფრქვევა). თუ ტუმბო არ გამოყენებულა 14 დღეზე მეტ ხანს, მომართეთ ტუმბო 2 გასხურებით, ვიდრე არ შეინიშნება ერთგავროვანი გაფრქვევა. კონტეინერი კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ. ბოთლი უნდა გადააგდოთ მითითებული რაოდენობის გაფრქვევის შემდეგ ან პირველი გახსნიდან 2 თვის შემდეგ.

მიღების წესი:

გამოიყენეთ მომერატი თითოეულ ნესტოში შეფრქვევით.

სურათი 1 სურათი 2

ბოთლი ფრთხილად შეანჯღრიეთ და მოხსენით თავსახური (სურათი 1)

ნაზად გამოისუნთქეთ ცხვირიდან.

დახურეთ ერთი ნესტო და ტუმბო გამფრქვევის აპლიკატორის ცხვირი მოათავსეთ მეორე ნესტოში როგორც ნაჩვენებია. ოდნავ გადმოწიეთ თავი და ბოთლი გეჭიროთ თავით ზემოთ (სურათი 2).

ფრთხილად და ნელა შეისუნთქეთ ცხვირით და სუნთქვისას შეისხურეთ თითების ერთხელ დაჭერით.

გამოიღეთ ტუმბო გამფრქვევის აპლიკატორის ცხვირი ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.

გაიმეორეთ საფეხურები 3-დან 5-მდე მეორე ნესტოშიც.

აეროზოლის გამოყენების შემდეგ, ფრთხილად გაწმინდეთ აპლიკატორი სუფთა ცხვირსახოცით ან ნაჭრით და დაახურეთ თავსახური.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მომერატის ინგრედიენტების მიმართ.

მომერატი არ გამიოყენება ცხვირის ლორწოვან გარსის არანამკურნალები ლოკალიზებული ინფექციის დროს.

კორტიკოსტეროიდების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო ჭრილობის შეხორცებაზე , პაციენტებში, რომელთაც ჩაიტარეს ცხვირის ოპერაცია ან აქვთ ტრავმა არ მიიღება ნაზალური კორტიკოსტეროიდები, ვიდრე არ შეხორცდება ჭრილობა.

სიფრთხილის ზომები

მომერატის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში სასუნთქი გზების აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის ინფექცით, ან არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული, სისტემური ვირუსული ან თვალის მარტივი ჰერპესით ინფექციის დროს.

მომერატის ცხვირის აეროზოლის 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შეინიშნებოდა ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია; ასევე, მომეტაზონის ფუროატი ცხვირის ლორწოვან გარსს უბრუნებს თითქმის ნორმალ ჰისტოლოგიურ ფენოტიპს. მომერატის ცხვირის აეროზოლის გამოყენებისას რამოდენიმე თვის ან უფრო მეტი ხანგრძლივობით, პერიოდულად უნდა შემოწმდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის შესაძლო ცვლილებები. ცხვირში ან ფარინქსში ლოკალიზებული სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მომერატის გამოყენება და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ნაზოფარინგეალური გაღიზიანების დროს უნდა შეწყდეს მომერატის ცხვირის აეროზოლის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ მომერატი გააკონტროლებს ცხვირის სიმპტომებს, უმეტესობა პაციენტში შესაბამისი დამატებითი თერაპიის დანიშვნამ შეიძლება ხელი შეუწყოს სხვა სიმპტომების მოხსნას, განსაკუთრებით თვალის მხრივ.

არ შეინიშნება ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუს-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) ღერძის დათრგუნვა მომერატის ცხვირის აეროზოლის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ. თუმცა, პაციენტები, რომელთა გადმოყვანაც მოხდა სისტემურად აქტიური კორტიკოსტროიდების ხანგრძლივი გამოყენებიდან მომერატის ცხვირის აეროზოლზე, საჭიროებენ სათანადო დაკვირვებას. სისტემური კორტიკოსტეროიდების მოხსნამ მსგავს პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა თვეების განმავლობაში HPA ღერძის ფუნქციის აღდგენამდე. თუ მსგავს პაციენტებში გამოვლინდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომები და ნიშნები, უნდა შეწყდეს კორტიკოსტეროიდის მიღება და დაინიშნოს სხვა სახის თერაპია და მოხდეს შესაბამისი ზომებს მიღება.

სისტემური კორტიკოსტეროიდებიდან გადასვლისას მომერატის ცხვირის აეროზოლზე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მოხსნის სიმპტომები სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდებიდან (მაგ. სახსრების და/ან კუნთების ტკივილი, მოთენთილობა და დეპრესია საწყისად) ცხვირის სიმპტომების მოხსნის მიუხედავად, ასეთ პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია გსანაგრძონ მომერატის ცხვირის აეროზოლით თერაპია. მსგავსმა გადმოსვლამ ასევე შეიძლება გამოავლინოს მანამდე არსებული ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი და ეგზემა, რომლებიც მანამდე დათრგუნული იყო სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიით.

მომერატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ შესწავლილა ცალმხრივი პოლიპის, მუკოვისციდოზთან ასოცირებულ პოლიპების ან იმ პოლიპების მკუნრალობაში გამოსაყენებლად, რომლებიც სრულად ახშობს ცხვირის ღრუებს.

ცალმხრივი პოლიპები, რომლებიც უჩვეულოა გარეგნობით, განსაკუთრებით დაწყლულებული ან სისხლმდენი, უნდა განმეორებით შემოწმდეს.

კორტიკოსტეროიდების მიღებისას პაციენტებში, რომლებსაც პოტენციურად დაქვეითებული იმუნინტეტი აქვთ, უნდა მოხდეს გაფრთხილება ზოგიერთი ინფექციის ექსპოზიციის რისკის შესახებ (მაგ. ჩუტყვავილა, წითელა) და ასევე სამედიცინო კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ მსგავსი ექსპოზიციის შემთხვევაში.

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა ცხვირის ძგიდის პერფორაცია ან თვალშიდა წნევის მომატება.

მომერატის ცხვირის აეროზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ცხვირის პოლიპების მკურნალობაში ბავშვებში და 18 წლამდე ასაკი მოზარდებში არ შესწავლილა.

რეკომენდებულია ბავშვებში ცხვირის კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას რეგულარულად მოხდეს სიმაღლის მონიტორინგი. თუ ზრდა შეჩერდება, თერაპია უნდა გადაიხედოს ცხვირის კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებით თუ შესაძლებელია უმცირეს დოზამდე რომლითაც შენარჩუნდება სიმპტომების ეფექტური კონტროლი. ამასთან ერთად, აუცილებელია პაციენტის პედიატრთან დამისამართება.

რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა. თუ დადასტურდა რეკომენდებულზე მეტი დოზების გამოყენება, უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდის მიღება სტრესის ან შერჩევითი ოპერაციის პერიოდში.

მომერატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი. თითოეული შესხურება შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რაც ექვივალენტურია 0,2მგ.

ცხვირის აეროზოლის გაწმენდა

მნიშვნელოვანია ცხვირის აეროზოლის რეგულარული წმენდა, სხვაგვარად შეიძლება არ იმუშაოს სათანადოდ. დაიცავით ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია.

20408901905000 25019019050

სურათი 3 სურათი 4 სურათი 5

მოხსენით თავსახური და გარეცხეთ თბილ წყალში.

ფრთხილად მოხსენით ტუმბო გამფრქვევის აპლიკატორი (სურათი 3).

გარეცხეთ ტუმბო გამფრქვევის აპლიკატორი და თავსახური თბილ წყალში და შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში. დაუშვებელია ცხვირის აპლიკატორის განბლოკვა რაიმე ბასრი საგნით, ვინაიდან შეიძლება დააზიანოთ აპლიკატორი (სურათი 4).

დაახურეთ თავსახური

ბოთლს კვლავ მოარგეთ აპლიკატორი, როგორც ნაჩვენებია სურათზე 5.

დაახურეთ თავსახური

გაუშვით 2 გასხურება აეროზოლი პირველი გამოყენებისას გაწმენდის შემდეგ.

გამოყენება ორსულობაში და ლაქტაციაში:

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C

რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია

არ არსებობს ადექვატური ან კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულებში. ინტრანაზალური მიღებისას მაქსიმალურ კლინიკურად მოწოდებულ დოზაში მომეტაზონი არ ისაზღვრება სისხლის პლაზმაში, ამიტომ მოსალოდნელია, რომ პრეპარატის მოქმედება ნაყოფზე იქნება ძალიან სუსტი, ხოლო ფერტილობაზე მისი პოტენციური ტოქსიურობა მეტად მცირე.

ლაქტაცია

არ ჩატარებულა ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულებში. სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების მსგავსად, მომერატის მიღება დაუშვებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის არ აჭარბებს ნყოფზე ან ჩვილზე რისკს.

ჩვილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდებს, უნდა მოხდეს დაკვირვება ჰიპოადრენალიზმზე.

ნაყოფიერება

ადექვატური მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა ჩატარდა ლორატადინით, მოცემულ კვლევაში მომეტაზონის ფუროატის პლაზმური კონცენტრაციები უმნიშვნელოა მგრძნობელობის ანალიზით დაბალი დოზის ლიმიტით 50პგ/მლ .

გვერდითი მოვლენები

შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები შეინიშნებოდა პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას.

ისინი ჩამოთვლილია ორგანოთა კლასის სისტემების მიედვით და დალაგებულია სიხშირის გაზრდის მიხედვით შემდეგი კონვენციის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000 , <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) იზოლირებული შეტყობინებების ჩათვლით.

თვალის მხრივ:

უცნობი: შეინიშნებოდა გლაუკომას , მომატებული თვალშიდა წნევის და/ან კატარაქტას იშვიათი შემთხვევები .

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:

ხშირი: ეპისტაქსი, ფარინგიტი, ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის დაწყლულება

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

უცნობი: რეკომენდებულია ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს ხანგრძლივად.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას:

ხშირი: თავის ტკივილი,

ეპისტაქსი ზოგადად იყო თვითალაგებადი და მსუბუქი და განვითარდა უფრო ხშირად პლაცებოსთან შედარებით (5%), მაგრამ უფრო დაბალი სიხშირით აქტიური საკონტროლო ცხვირის კორტიკოსტეროიდებთან (15%) შედარებით. სხვა დანარჩენი ეფექტების ინტენსივობა შედარებითი იყო პლაცებოსთან.

პედიატრიულ პოპულაციაში, გვერდითი მოვლენების სიხშირე, მაგ. ეპისტაქსი (6%), თავის ტკივილი (3%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებითი იყო პლაცებოსთან.

იშვიათად დაუყოვნებლივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმი და დისპნოე შეიძლება განვითარდეს ცხვირში მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატის გამოყენების შემდეგ. ძალიან შვიათად შეინიშნებოდა ანაფილაქსია და ანგიოედემა, გემოს და ყნოსვის შეგრძნების დარღვევა .

ცხვირის პოლიპოზი: პაციენტებში ცხვირის პოლიპოზის მკურნალობისას, გვერდითი მოვლენების საერთო ინტენსივობა შედარებითი იყო პლაცებოსთან და ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების მსგავსი იყო. ქვემოთ მოცემულია მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები სიხშირით ≥1% კლინიკურ კვლევებში პოლიპოზის შემთხვევაში .

ძალიან ხშირი:ეპისტაქსი 200 მკგ-ს მიღებისას დღეში ორჯერ

ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია 200 მკგ დღეში ერთხელ მიღებისას, ეპიქსტაქსი 200 მკგ დღეში ერთხელ მიღებისას

არახშირი: ზედა სასუნთქი გზების ტრაქტის ინფექცია 200 მკგ დღეში ორჯერ მიღებისას.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირი: ყელის გაღიზიანება: 200 მკგ დღეში ორჯერ მიღებისას

ხშირი: 200 მკგ დღეში ერთხელ მიღებისას, 200 მკგ დღეში ორჯერ მიღებისას

ცხვირის კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას.

ჭარბი დოზა

ვინადიან, მომერატის სისტემური ბიოშეღწევადობა <1% (მგრძნობიარე მეთოდის გამოყენებით დაბალი რაოდენობრივი ლიმიტით 0.25 პგ/მლ) ჭარბი დოზირება ნაკლებად საჭიროებს რაიმე სახის თერაპიას გარდა დაკვირვებისა, და სათანადო დოზების შემდგომ მიღების უზრუნველყოფას. კორტიკოსტეროიდების ჭარბი დოზრების პერორალურად მიღებამ ან ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა.

მოულოდნელი რეაქციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შემადგენლობა

თითოეული ბოთლი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 0.05% მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატი.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა-კარბოქსიმეთილ ცელულოზას ნატრიუმის ნარევი, გლიცერინი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი

შენახვის პირობები

ინახება არუმეტეს 25°C -ზე. დაიცავით სინათლისგან, არ გაყინოთ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დეკონგენსატები და ცხვირის სხვა პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის, კორტიკოსტეროიდები.

ათქ კოდი: R01AD09

მომეტაზონის ფუროატი არის გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის, აქვს ლოკალური ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, მოცემული დოზები არ არის სისტემურად აქტიური.

მომეტაზონის ფუროატის ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მის უნარში დააინჰიბიროს ალერგიული რეაქციების მედიატორების გამოთავისუფლება. მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ლეიკოტრიენების გამოთავისუფლებას ალერგიული პაციებტების ლეიკოციტებიდან. უჯრედულ კულტურაში მომეტაზონის ფუროატს აქვს უნარი დააინჰიბიროს IL-1, IL-5, IL-6 და TNFa-ს გამოთავისუფლება და სინთეზი; ასევე ადამიანის CD4+ T-უჯრედებიდან Th2 ციტოკინების, IL-4 და IL-5-ს პროდუქციის ძლიერი ინჰიბიტორია .

კვლევებში ნაზალური ანტიგენის გამოყენებით, მომეტაზონის ცხვირის აეროზოლმა გამოავლინა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ადრეული და გვიანი ფაზების ალერგიულ პასუხებში. ეს გამოვლინდა ჰისტამინის და ეოზინოფილების აქტივობის შემცირებით (vs პლაცებო) და ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელიალური უჯრედების ადჰეზური ცილების შემცირებით (vs საბაზისო).

პაციენტების 28% სეზონური ალერგიული რინიტით, მომერატის ცხვირის აეროზოლმა გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება პირველი დოზირებიდან 12 საათის განავლობაში. შემსუბუქების დაწყების საშუალო (50%) დრო შეადგენდა 35.9 სთ-ს.

1945 პაციენტში ჩატარებულ ორ კვლევაში, მომერატის ცხვირის აეროზოლის 200 მკგ მიღებისას დღეში ორჯერ გამოვლინდა მწვავე რინოსინუსიტთან დაკავშირებული სიმპტომების გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით, სიმპტომების ძირითადი მაჩვენებლით (MSS) შეფასების მიხედვით (სახის ტკივილი/დაჭიმულობა/მგრძნობელობა, სინუსური თავის ტკივილი, რინორეა, პოსტნაზალური სისველე და ცხვირის დახშობა/გაჭედილობა) 15 დღიანი მკურნალობის პერიოდში (P02683 P<0.001; Po2692 p=0.038). MSS-ით შეფასების მიხედვით 500 მგ სამჯერ დღეში ამოქსიცილინის ჯგუფში არ აღინიშნა მნიშვნელოვნი განსხვავება მწვავე რინოსინუსიტის სიმპტომების შემცირებაში პლაცებო ჯგუფთან შედარებით. SNOT-20 HRQL -მ აჩვენა მნიშვნელოვანი უპირატესობა 200 მკგ დღეში ორჯერ მომეტაზონის ფუროატის მიღებისას vs პლაცებო (p=0.047). 15 დღეზე ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობა არ შეფასებულა მწვავე რინოსინუსიტის დროს.

პლაცებო - კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, სადაც პედიატრიული პაციენტები (n=49) იღებდნენ მომერატი 100 მკგ-ს ყოველ დღე ერთი წლის განმავლობაში, არ შეინიშნებოდა ზრდის ტემპის შენელება.

მონაცემები შეზღუდულია მომერატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 3-5 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში და არ დადგენილა სათანადო დოზირება. 3-5 წლის ასაკის 48 ბავშვში ჩატარებულ კვლევაში ინტრანაზალური მომეტაზონის ფუროატის 50, 100 ან 200 მკგ/დღეში 14 დღე მიღებისას, პლაზმური კორტიზოლის დონის საშუალო ცვლილებაში მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსგან არ შეინიშნებოდა ტეტრაკოსაქტრინის სტიმულაციის ტესტის პასუხად.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ზოგადი თვისებები

შეწოვა

ცხვირის აეროზოლის სახით გამოყენებულ მომეტაზონის ფუროატის წხალხსნარს გააჩნია <1% პლაზმური ბიოშეღწევადობა, მრძნობიარე მეთოდის გამოყენებით დაბალი რაოდენობრივი ლიმიტით 0.25 პგ/მლ .

განაწილება

მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია ცუდად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

მეტაბოლიზმი

მცირე გადაყლაპული ან შეწოვილი რაოდენობა გამოხატულად განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს ღვიძლში, მანამ სანამ მოხდება ექსკრეცია შარდში და ნაღველში.

ელიმინაცია

არ არსებობს მონაცემები.

ხაზოვანება/არახაზოვანების სტატუსი

არ არსებობს მონაცემები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მომერატი / MOMERAT

  • 05% ცხვირის აეროზოლი

შემადგენლობა:

თითოეული ბოთლი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 0.05% მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატი.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა-კარბოქსიმეთილ ცელულოზას ნატრიუმის ნარევი, გლიცერინი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგენსატები და ცხვირის სხვა პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის, კორტიკოსტეროიდები.

ათქ კოდი: R01AD09

მომეტაზონის ფუროატი არის გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის, აქვს ლოკალური ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, მოცემული დოზები არ არის სისტემურად აქტიური.

მომეტაზონის ფუროატის ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მის უნარში დააინჰიბიროს ალერგიული რეაქციების მედიატორების გამოთავისუფლება. მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ლეიკოტრიენების გამოთავისუფლებას ალერგიული პაციებტების ლეიკოციტებიდან. უჯრედულ კულტურაში მომეტაზონის ფუროატს აქვს უნარი დააინჰიბიროს IL-1, IL-5, IL-6 და TNFa-ს გამოთავისუფლება და სინთეზი; ასევე ადამიანის CD4+ T-უჯრედებიდან Th2 ციტოკინების, IL-4 და IL-5-ს პროდუქციის ძლიერი ინჰიბიტორია .

კვლევებში ნაზალური ანტიგენის გამოყენებით, მომეტაზონის ცხვირის აეროზოლმა გამოავლინა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ადრეული და გვიანი ფაზების ალერგიულ პასუხებში. ეს გამოვლინდა ჰისტამინის და ეოზინოფილების აქტივობის შემცირებით (vs პლაცებო) და ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელიალური უჯრედების ადჰეზური ცილების შემცირებით (vs საბაზისო).

პაციენტების 28% სეზონური ალერგიული რინიტით, მომერატის ცხვირის აეროზოლმა გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება პირველი დოზირებიდან 12 საათის განავლობაში. შემსუბუქების დაწყების საშუალო (50%) დრო შეადგენდა 35.9 სთ-ს.

1945 პაციენტში ჩატარებულ ორ კვლევაში, მომერატის ცხვირის აეროზოლის 200 მკგ მიღებისას დღეში ორჯერ გამოვლინდა მწვავე რინოსინუსიტთან დაკავშირებული სიმპტომების გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით, სიმპტომების ძირითადი მაჩვენებლით (MSS) შეფასების მიხედვით (სახის ტკივილი/დაჭიმულობა/მგრძნობელობა, სინუსური თავის ტკივილი, რინორეა, პოსტნაზალური სისველე და ცხვირის დახშობა/გაჭედილობა) 15 დღიანი მკურნალობის პერიოდში (P02683 P<0.001; Po2692 p=0.038). MSS-ით შეფასების მიხედვით 500 მგ სამჯერ დღეში ამოქსიცილინის ჯგუფში არ აღინიშნა მნიშვნელოვნი განსხვავება მწვავე რინოსინუსიტის სიმპტომების შემცირებაში პლაცებო ჯგუფთან შედარებით. SNOT-20 HRQL -მ აჩვენა მნიშვნელოვანი უპირატესობა 200 მკგ დღეში ორჯერ მომეტაზონის ფუროატის მიღებისას vs პლაცებო (p=0.047). 15 დღეზე ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობა არ შეფასებულა მწვავე რინოსინუსიტის დროს.

პლაცებო - კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, სადაც პედიატრიული პაციენტები (n=49) იღებდნენ მომერატი 100 მკგ-ს ყოველ დღე ერთი წლის განმავლობაში, არ შეინიშნებოდა ზრდის ტემპის შენელება.

მონაცემები შეზღუდულია მომერატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 3-5 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში და არ დადგენილა სათანადო დოზირება. 3-5 წლის ასაკის 48 ბავშვში ჩატარებულ კვლევაში ინტრანაზალური მომეტაზონის ფუროატის 50, 100 ან 200 მკგ/დღეში 14 დღე მიღებისას, პლაზმური კორტიზოლის დონის საშუალო ცვლილებაში მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსგან არ შეინიშნებოდა ტეტრაკოსაქტრინის სტიმულაციის ტესტის პასუხად.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ზოგადი თვისებები

შეწოვა

ცხვირის აეროზოლის სახით გამოყენებულ მომეტაზონის ფუროატის წხალხსნარს გააჩნია <1% პლაზმური ბიოშეღწევადობა, მრძნობიარე მეთოდის გამოყენებით დაბალი რაოდენობრივი ლიმიტით 0.25 პგ/მლ .

განაწილება

მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია ცუდად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

მეტაბოლიზმი

მცირე გადაყლაპული ან შეწოვილი რაოდენობა გამოხატულად განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს ღვიძლში, მანამ სანამ მოხდება ექსკრეცია შარდში და ნაღველში.

ელიმინაცია

არ არსებობს მონაცემები.

ხაზოვანება/არახაზოვანების სტატუსი

არ არსებობს მონაცემები.

ჩვენებები:

მომერატი ინიშნება მოზრდილებში და 6-11 წლის ასაკის ბავშებში სეზონური ალერგიული ან პერენიალური ალერგიული რინიტების სიმპტომების სამკურნალოდ.

მომერატი ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან სეზონური ალერგიული ან პერენიალური რინიტების სიმპტომების სამკურნალოდ.

მომერატი ინიშნება ცხვირის პოლიპების, ცხვირის გაჭედვის და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვის სამკურნალოდ მოზრდილებში 18 წლის ასაკიდან.

მომერატი ინიშნება 3-6 წლის ბავშვებში ალერგიული რინიტების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა მომერატის ინგრედიენტების მიმართ.

მომერატი არ გამიოყენება ცხვირის ლორწოვან გარსის არანამკურნალები ლოკალიზებული ინფექციის დროს.

კორტიკოსტეროიდების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო ჭრილობის შეხორცებაზე , პაციენტებში, რომელთაც ჩაიტარეს ცხვირის ოპერაცია ან აქვთ ტრავმა არ მიიღება ნაზალური კორტიკოსტეროიდები, ვიდრე არ შეხორცდება ჭრილობა.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

მომერატის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში სასუნთქი გზების აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის ინფექცით, ან არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული, სისტემური ვირუსული ან თვალის მარტივი ჰერპესით ინფექციის დროს.

მომერატის ცხვირის აეროზოლის 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შეინიშნებოდა ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია; ასევე, მომეტაზონის ფუროატი ცხვირის ლორწოვან გარსს უბრუნებს თითქმის ნორმალ ჰისტოლოგიურ ფენოტიპს. მომერატის ცხვირის აეროზოლის გამოყენებისას რამოდენიმე თვის ან უფრო მეტი ხანგრძლივობით, პერიოდულად უნდა შემოწმდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის შესაძლო ცვლილებები. ცხვირში ან ფარინქსში ლოკალიზებული სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მომერატის გამოყენება და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ნაზოფარინგეალური გაღიზიანების დროს უნდა შეწყდეს მომერატის ცხვირის აეროზოლის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ მომერატი გააკონტროლებს ცხვირის სიმპტომებს, უმეტესობა პაციენტში შესაბამისი დამატებითი თერაპიის დანიშვნამ შეიძლება ხელი შეუწყოს სხვა სიმპტომების მოხსნას, განსაკუთრებით თვალის მხრივ.

არ შეინიშნება ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუს-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) ღერძის დათრგუნვა მომერატის ცხვირის აეროზოლის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ. თუმცა, პაციენტები, რომელთა გადმოყვანაც მოხდა სისტემურად აქტიური კორტიკოსტროიდების ხანგრძლივი გამოყენებიდან მომერატის ცხვირის აეროზოლზე, საჭიროებენ სათანადო დაკვირვებას. სისტემური კორტიკოსტეროიდების მოხსნამ მსგავს პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა თვეების განმავლობაში HPA ღერძის ფუნქციის აღდგენამდე. თუ მსგავს პაციენტებში გამოვლინდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომები და ნიშნები, უნდა შეწყდეს კორტიკოსტეროიდის მიღება და დაინიშნოს სხვა სახის თერაპია და მოხდეს შესაბამისი ზომებს მიღება.

სისტემური კორტიკოსტეროიდებიდან გადასვლისას მომერატის ცხვირის აეროზოლზე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მოხსნის სიმპტომები სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდებიდან (მაგ. სახსრების და/ან კუნთების ტკივილი, მოთენთილობა და დეპრესია საწყისად) ცხვირის სიმპტომების მოხსნის მიუხედავად, ასეთ პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია გსანაგრძონ მომერატის ცხვირის აეროზოლით თერაპია. მსგავსმა გადმოსვლამ ასევე შეიძლება გამოავლინოს მანამდე არსებული ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი და ეგზემა, რომლებიც მანამდე დათრგუნული იყო სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიით.

მომერატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ შესწავლილა ცალმხრივი პოლიპის, მუკოვისციდოზთან ასოცირებულ პოლიპების ან იმ პოლიპების მკუნრალობაში გამოსაყენებლად, რომლებიც სრულად ახშობს ცხვირის ღრუებს.

ცალმხრივი პოლიპები, რომლებიც უჩვეულოა გარეგნობით, განსაკუთრებით დაწყლულებული ან სისხლმდენი, უნდა განმეორებით შემოწმდეს.

კორტიკოსტეროიდების მიღებისას პაციენტებში, რომლებსაც პოტენციურად დაქვეითებული იმუნინტეტი აქვთ, უნდა მოხდეს გაფრთხილება ზოგიერთი ინფექციის ექსპოზიციის რისკის შესახებ (მაგ. ჩუტყვავილა, წითელა) და ასევე სამედიცინო კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ მსგავსი ექსპოზიციის შემთხვევაში.

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა ცხვირის ძგიდის პერფორაცია ან თვალშიდა წნევის მომატება.

მომერატის ცხვირის აეროზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ცხვირის პოლიპების მკურნალობაში ბავშვებში და 18 წლამდე ასაკი მოზარდებში არ შესწავლილა.

რეკომენდებულია ბავშვებში ცხვირის კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას რეგულარულად მოხდეს სიმაღლის მონიტორინგი. თუ ზრდა შეჩერდება, თერაპია უნდა გადაიხედოს ცხვირის კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებით თუ შესაძლებელია უმცირეს დოზამდე რომლითაც შენარჩუნდება სიმპტომების ეფექტური კონტროლი. ამასთან ერთად, აუცილებელია პაციენტის პედიატრთან დამისამართება.

რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა. თუ დადასტურდა რეკომენდებულზე მეტი დოზების გამოყენება, უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდის მიღება სტრესის ან შერჩევითი ოპერაციის პერიოდში.

მომერატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი. თითოეული შესხურება შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რაც ექვივალენტურია 0,2მგ.

ცხვირის აეროზოლის გაწმენდა

მნიშვნელოვანია ცხვირის აეროზოლის რეგულარული წმენდა, სხვაგვარად შეიძლება არ იმუშაოს სათანადოდ. დაიცავით ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია.

20408901905000 25019019050

სურათი 3 სურათი 4 სურათი 5

მოხსენით თავსახური და გარეცხეთ თბილ წყალში.

ფრთხილად მოხსენით ტუმბო გამფრქვევის აპლიკატორი (სურათი 3).

გარეცხეთ ტუმბო გამფრქვევის აპლიკატორი და თავსახური თბილ წყალში და შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში. დაუშვებელია ცხვირის აპლიკატორის განბლოკვა რაიმე ბასრი საგნით, ვინაიდან შეიძლება დააზიანოთ აპლიკატორი (სურათი 4).

დაახურეთ თავსახური

ბოთლს კვლავ მოარგეთ აპლიკატორი, როგორც ნაჩვენებია სურათზე 5.

დაახურეთ თავსახური

გაუშვით 2 გასხურება აეროზოლი პირველი გამოყენებისას გაწმენდის შემდეგ.

გამოყენება ორსულობაში და ლაქტაციაში:

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C

რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია

არ არსებობს ადექვატური ან კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულებში. ინტრანაზალური მიღებისას მაქსიმალურ კლინიკურად მოწოდებულ დოზაში მომეტაზონი არ ისაზღვრება სისხლის პლაზმაში, ამიტომ მოსალოდნელია, რომ პრეპარატის მოქმედება ნაყოფზე იქნება ძალიან სუსტი, ხოლო ფერტილობაზე მისი პოტენციური ტოქსიურობა მეტად მცირე.

ლაქტაცია

არ ჩატარებულა ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულებში. სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების მსგავსად, მომერატის მიღება დაუშვებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის არ აჭარბებს ნყოფზე ან ჩვილზე რისკს.

ჩვილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდებს, უნდა მოხდეს დაკვირვება ჰიპოადრენალიზმზე.

ნაყოფიერება

ადექვატური მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:

შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები შეინიშნებოდა პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას.

ისინი ჩამოთვლილია ორგანოთა კლასის სისტემების მიედვით და დალაგებულია სიხშირის გაზრდის მიხედვით შემდეგი კონვენციის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000 , <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) იზოლირებული შეტყობინებების ჩათვლით.

თვალის მხრივ:

უცნობი: შეინიშნებოდა გლაუკომას , მომატებული თვალშიდა წნევის და/ან კატარაქტას იშვიათი შემთხვევები .

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:

ხშირი: ეპისტაქსი, ფარინგიტი, ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის დაწყლულება

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

უცნობი: რეკომენდებულია ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს ხანგრძლივად.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას:

ხშირი: თავის ტკივილი,

ეპისტაქსი ზოგადად იყო თვითალაგებადი და მსუბუქი და განვითარდა უფრო ხშირად პლაცებოსთან შედარებით (5%), მაგრამ უფრო დაბალი სიხშირით აქტიური საკონტროლო ცხვირის კორტიკოსტეროიდებთან (15%) შედარებით. სხვა დანარჩენი ეფექტების ინტენსივობა შედარებითი იყო პლაცებოსთან.

პედიატრიულ პოპულაციაში, გვერდითი მოვლენების სიხშირე, მაგ. ეპისტაქსი (6%), თავის ტკივილი (3%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებითი იყო პლაცებოსთან.

იშვიათად დაუყოვნებლივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმი და დისპნოე შეიძლება განვითარდეს ცხვირში მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატის გამოყენების შემდეგ. ძალიან შვიათად შეინიშნებოდა ანაფილაქსია და ანგიოედემა, გემოს და ყნოსვის შეგრძნების დარღვევა .

ცხვირის პოლიპოზი: პაციენტებში ცხვირის პოლიპოზის მკურნალობისას, გვერდითი მოვლენების საერთო ინტენსივობა შედარებითი იყო პლაცებოსთან და ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების მსგავსი იყო. ქვემოთ მოცემულია მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები სიხშირით ≥1% კლინიკურ კვლევებში პოლიპოზის შემთხვევაში .

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:

ძალიან ხშირი:ეპისტაქსი 200 მკგ-ს მიღებისას დღეში ორჯერ

ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია 200 მკგ დღეში ერთხელ მიღებისას, ეპიქსტაქსი 200 მკგ დღეში ერთხელ მიღებისას

არახშირი: ზედა სასუნთქი გზების ტრაქტის ინფექცია 200 მკგ დღეში ორჯერ მიღებისას.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირი: ყელის გაღიზიანება: 200 მკგ დღეში ორჯერ მიღებისას

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას:

ხშირი: 200 მკგ დღეში ერთხელ მიღებისას, 200 მკგ დღეში ორჯერ მიღებისას

ცხვირის კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:

ვინადიან, მომერატის სისტემური ბიოშეღწევადობა <1% (მგრძნობიარე მეთოდის გამოყენებით დაბალი რაოდენობრივი ლიმიტით 0.25 პგ/მლ) ჭარბი დოზირება ნაკლებად საჭიროებს რაიმე სახის თერაპიას გარდა დაკვირვებისა, და სათანადო დოზების შემდგომ მიღების უზრუნველყოფას. კორტიკოსტეროიდების ჭარბი დოზრების პერორალურად მიღებამ ან ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა.

მოულოდნელი რეაქციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება

კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა ჩატარდა ლორატადინით, მოცემულ კვლევაში მომეტაზონის ფუროატის პლაზმური კონცენტრაციები უმნიშვნელოა მგრძნობელობის ანალიზით დაბალი დოზის ლიმიტით 50პგ/მლ .

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება/მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:

მომერატის ტუმბოს პირველი მომართვის შემდეგ (10 გასხურება, ვიდრე არ შენიშნავთ ერთგვაროვან გაფრქვევას), თითოეული გაფრქვევისას გამოიყოფა 100 მგ მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია, რომელიც შეიცავს მომეტაზონის ფუროატის მონიჰიდრატს, რაც 50 მკგ მომეტაზონის ფუროატის ექვივალენტურია. თუ აეროზოლის ტუმბო არ გამოყენებულა 14 დღეზე მეტ ხანს, მისი ხელახლა მომამართვა უნდა მოხდეს 2 გასხურებით, ვიდრე არ შეინიშნება ერთგვაროვანი გაფრქვევა.

სეზონური ან პერენიალური ალერგიული რინიტი

მოზრდილებში (გერიატრიული პაციენტების ჩათვლით) და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან: ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა ორი გაფრქვევა (50 მკგ/გაფრქვევა) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 200 მკგ). სიმპტომების კონტროლის შემდეგ, დოზის შემცირება ერთ გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში (საერთო დოზა 100 მკგ) შეიძლება ეფექტური იყოს შენარჩნუნების მიზნით.

თუ სიმპტომები ადექვატურად არ კონტროლირდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დღიურ დოზამდე ორი გაფრქვევით თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ (საერთო დღიური დოზა 400მკგ). დოზის შემცირება უნდა მოხდეს სიმპტომების ეფექტური კონტროლის შენარჩუნებით.

ბავშვებში 3 დან 11 წლამდე: ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის ერთი გაფრქვევა(50 მკგ/გაფრქვევა) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 100 მკგ).

მომერატის გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება მოხდა პირველი დოზიდან 12 საათში ზოგიერთ პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით. თუმცა ეს შედეგი შეიძლება მივიღოთ პირველ 48 საათში. ასე რომ სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად პაციენტმა უნდა განაგრძოს პრეპარატის რეგულარული გამოყენება.

ცხვირის პოლიპები

მოზრდილებში (გერიატრიული პაციენტების ჩათვლით) და 18 წლის ასაკიდან:

ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა ორი გაფრქვევა (50 მკგ/გაფრქვევა) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დღიური დოზა 200 მკგ). თუ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება 5-6 კვირაში დღეში ორჯერ მიღებისას, უნდა განხილული იქნეს ალტერნატიული თერაპია.

მომერატის ცხვირის აეროზოლის ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევები ცხვირის პოლიპოზის მკურნალობისას 4 თვე გრძელდებოდა.

პირველი დოზის მიღებამდე, კონტეინერი კარგად შეანჯღრიეთ და გაასხურეთ 10-ჯერ (ვიდრე არ მიიღება ერთგვაროვანი გაფრქვევა). თუ ტუმბო არ გამოყენებულა 14 დღეზე მეტ ხანს, მომართეთ ტუმბო 2 გასხურებით, ვიდრე არ შეინიშნება ერთგავროვანი გაფრქვევა. კონტეინერი კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ. ბოთლი უნდა გადააგდოთ მითითებული რაოდენობის გაფრქვევის შემდეგ ან პირველი გახსნიდან 2 თვის შემდეგ.

მიღების წესი:

გამოიყენეთ მომერატი თითოეულ ნესტოში შეფრქვევით.

სურათი 1 სურათი 2

ბოთლი ფრთხილად შეანჯღრიეთ და მოხსენით თავსახური (სურათი 1)

ნაზად გამოისუნთქეთ ცხვირიდან.

დახურეთ ერთი ნესტო და ტუმბო გამფრქვევის აპლიკატორის ცხვირი მოათავსეთ მეორე ნესტოში როგორც ნაჩვენებია. ოდნავ გადმოწიეთ თავი და ბოთლი გეჭიროთ თავით ზემოთ (სურათი 2).

ფრთხილად და ნელა შეისუნთქეთ ცხვირით და სუნთქვისას შეისხურეთ თითების ერთხელ დაჭერით.

გამოიღეთ ტუმბო გამფრქვევის აპლიკატორის ცხვირი ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.

გაიმეორეთ საფეხურები 3-დან 5-მდე მეორე ნესტოშიც.

აეროზოლის გამოყენების შემდეგ, ფრთხილად გაწმინდეთ აპლიკატორი სუფთა ცხვირსახოცით ან ნაჭრით და დაახურეთ თავსახური.

შენახვის პირობები:

ინახება არუმეტეს 25°C -ზე. დაიცავით სინათლისგან, არ გაყინოთ.

გამოშვების ფორმა:

მომერატი 0.05% ცხვირის აეროზოლი მოცემულია პოლიეთილენის პლასტმასის ბოთლში, რომელიც შეიცავს 18გ პროდუქტის ფორმულას 140 გასხურებისთვის, აქვს მანუალური პოლიპროპილენის სპრეის ტუმბო გამფრქვევი.

არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

იყიდება მხოლოდ რეცეპტით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი: 16.02.2012, 240/29

რეგისტრაციის მფლობელი: ბილიმ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.შ., სტამბული, თურქეთი

მწარმოებელი: მფლობელი: ბილიმ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.შ., გებზე-კოცაელი-თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა