მეტაზერო
Metazero®
- მოქმედი ნივთიერება
- metoprolol
- ფორმა და შეფუთვა
- 95მგ პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045468
- რეგისტრირებულია
- 18 მაისი 2026, მოქმედებს 18 მაისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
მეტაზერო — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტაზეროს გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების წამლის ფორმა უზრუნველყოფს პრეპარატის თანაბარ სადღეღამისო ეფექტს და ის მიიღება დღეში ერთჯერ - დილას, ჭიქა წყლის დაყოლებით.
მეტაზეროს 23,75 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
მეტაზეროს 47,5 მგ, 95 მგ, 190 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორად: გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა ორ თანაბარ დოზად დასაყოფად.
არ დაღეჭოთ, ან დაფხვნათ მეტაზეროს ტაბლეტი (ან ტაბლეტის გაყოფილი ნაწილი). პრეპარატი მიიღება სითხის დაყოლებით.
ჩვეულებრივი დოზები:
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია):
- 5 - 95მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
შებოჭვითი ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია):
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
არარეგულარული გულის ცემა (არითმია):

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდომი პროფილაქტიკური თერაპია:
190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
გულის დაავადებით გამოწვეული პალპიტაციები:
95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
შაკიკის პროფილაქტიკა:

პაციენტები გულის სტაბილური უკმარისობით სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში:
საწყისი დოზა შეადგენს 11.88-23.75 მგმეტოპროლოლის სუქცინატს (12.5-25მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში. საჭიროების მიხედვით დოზის გაზრდა შესაძლებელია ეტაპობრივად მაქსიმულ მეტოპროლოლის სუქცინატის 190 მგ-მდე (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაცინეტები:
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, თქვენი ექიმი შესაბამისად დაარეგულირებს პრეპარატის დოზას. ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მეტაზეროს გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ყოველთვის გამოიყენეთ მეტაზერო ბავშვებსა და მოზარდებში მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზას თქვენი ბავშვისთვის. დოზირება დამოკიდებულია ბავშვის წონაზე.
რეკომენდებული საწყისი დოზა მაღალი არტერიული წნევისთვის შეადგენს 0.48 მგ/კგ მეტოპროლოლის სუქცინატს (0.5 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთჯერ (23,75 მგ მეტაზეროს ტაბლეტის ნახევარი ბავშვებში, რომელთა სხეულის წონა არის 25კგ). დოზა რეგულირდება საჭირო დოზასთან მიახლოვებული ტაბლეტების დოზირების მიხედვით. პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ 0.5 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს მეტოპროლოლის სუქცინატის 0.95 მგ/კგ-მდე (1.0 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი), რომელიც არ აღემატება 50მგ მეტოპროლოლის ტარტრატს. პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ 1.0 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს მეტოპროლოლის სუქცინატის 1.9 მგ/კგ-მდე (2 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი), დღეში ერთჯერ (1 მეტაზეროს 47.5 მგ ტაბლეტი ბავშვისთვის სხეულის წონით 25კგ). არ არის შესწავლილი 190 მგ-ზე მეტი დოზით მეტოპროლოლის სუქცინატის (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთჯერ გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი მეტაზერო
თუ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ან თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მეტაზეროს მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე, შემდეგ განაგრძეთ მკურნალობა დანიშნული რეჟიმით.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, სხვა ბეტა-ბლოკერების, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ გაქვთ არასტაბილური გულის უკმარისობა და იღებთ პრეპარატებს გულის შეკუმშვათა გაზრდისთვის,
თუ გაქვთ გულის უკმარისობა და თქვენი არტერიული წნევა მცირდება 100 მმ/ვწყ. სვ-ის ქვემოთ,
თუ გაქვთ შენელებული გულის რითმი (45 დარტყმაზე ნაკლები წუთში), ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
თუ გაქვთ გულის პრობლემებით გამოწვეული შოკი,
თუ გაქვთ გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული პრობლემები (მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), ან გულის რითმის დარღვევები (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი),
თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (პერიფერიული არტერიის მძიმე დაავადება).
სიფრთხილის ზომები
მეტაზეროს მიღებამდა კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ ვერაპამილს ინტრავენურად;
თუ გაქვთ სისხლის მომოქცევის დარღვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტა, სიფერმკრთალე, ან სილურჯე,
თუ გაქვთ შებოჭვითი ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც ჩვეულებრივ ვლინდება ღამით (პრინცმეტალის სტენოკარდია),
თუ გაქვთ ასთმა, ან ფილტვის სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება,
ამ პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს შაქრის შემცირებული დონე (შაქრიანი დიაბეტი),
თუ გაქვთ გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული დარღვევები (გულის ბლოკადა),
თუ იტარებთ მკურნალობას ალერგიული რეაქციების შესამცირებლად. მეტაზერომ შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ინ ნივთიერებებისადმი, რომელთა მიმართაც გაქვთ ალერგია და გაზარდოს ალერგიული რეაქციების სიმწვავე,
თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული იშვიათი, თირკმლეზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),
თუ გაქვთ გულის უკმარისობა,
თუ იკეთებთ ანესთეზიას, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან სტომატოლოგს, რომ იღებთ მეტოპროლოლის ტაბლეტებს,
თუ გაქვთ სისხლის მომატებული მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი),
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები,
თუ მკურნალობთ ფუტკარათი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
პროპაფენონი, ამიოდარონი, ქინიდინი, ვერაპამილი, დილთიაზემი, კლონიდინი, დიზოპირამიდი და ჰიდრალაზინი, ფუტკარა/დიგოგქსინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ),
ბარბიტურის მჟავას წარმოებულები (ანტიეპილეფსიული პრეპარატები),
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (როგორებიცაა ინდომეტაცინი და ცელეკოქსიბი),
ადრენალინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწვავე შოკის და მძიმე ალერგიული რეაქციების დროს)
ფენილპროპანოლამინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსითვის),
დიფენჰიდრამინი (ალერგიის სამკურნალო პრეპარატი),
ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციებისას),
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),
სხვა ბეტა-ბლოკერები (მაგ. თვალის წვეთები),
მაო-ს ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ),
საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებები (საანესთეზიო საშუალებები),
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, შეიძლება შეინიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონე,
ციმეტიდინე (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულძმარვის და მჟავიანობის დასარეგულირებლად)
პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
მეტაზერო საჭმელთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მეტაზეროს მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბეტა-რეცეპტორების ბლოკერებმა (მეტაპროლოლის ჩათვლით) შეიძლება შეამცირონ გულის რითმი ნაყოფსა და ახალშობილებში. მეტაზეროს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ძუძუთი კვები პერიოდში. თუ ხართ ორსულად, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მეტაზერომ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და თავბრუსხვევა. სატრასპორტო საშუალების მართვამდე, ან მექანიზმებთან მუშაობამდე დარწმუნდით, რომ ეს ეფექტი არ ვრცელდება თქვენზე - განსაკუთრებით, თუ თქვენ გადახვედით სხვა პრეპარატებზე, ან მიიღეთ ალკოჰოლი.
მეტაზერო შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) თითო ტაბლეტში, რაც, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
მეტაზეროს შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს მეტაზერო და რისთვის გამოიყენება
მეტოპროლოლის სუქცინატი მიეკუთვნება ე.წ. ბეტა-ბლოკერების პრეპარატთა ჯგუფს. მეტოპროლოლი ამცირებს გულზე სტრესის ჰორმონების მოქმედებას ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის დროს. ამგვარად ის ანელებს გულის მოქმედებას ასეთ მდგომარეობაში (გულის რითმი მცირდება).
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია),
შებოჭვითი ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც გამოწვეულია გულისთვის არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდებით (სტენოკარდია),
არარეგულარული გულის რითმი (არითმია),
გულის არაორგანული (ფუნქციონალური) პათოლოგია, რომელიც იწვევს პალპიტაციებს,
გულის სტაბილური უკმარისობა სიმპტომებით (როგორიცაა ქოშინი, ან კოჭების შეშუპება), როდესაც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კობინაციაში.
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების პროფილაქტიკისთვის:
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განმეორებითი ინფარქტი, ან გულის დაზიანება,
შაკიკი.
მეტაზერო გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ 6-18 წლის ბავშვებსა და მოზარდებში.
რა უნდა იცოდეთ მეტაზეროს მიღებამდე
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის მეტოპროლოლის სუქცინატი.
თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 23.75 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც არის 25 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტი.
თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 47.5 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც არის 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტი.
თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც არის 100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტი.
თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც არის 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტი.
სხვა ნივთიერებებია: კალოიდური უწყლო სილიციუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურიალსულფატი, პოლისორბატი 80, გლიცერინი, ჰიდროქსიპროპოლცელულოზა, ეთილცელულოზა და ნატრიუმის სტეარილფუმარატი ტაბლეტის ბირთვში და ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი და პროპილენგლიკოლი ტაბლეტის აპკიან გარსში.
იხ. პარაგრაფი 2 „მეტზერო შეიცავს ნატრიუმს“.
მეტაზეროს გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
23,75 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით ტაბლეტის ერთ მხარეს (ზომა: 8.5 მმ x 4.5 მმ). გამყოფი ღარის ერთ მხარეს გრავირებულია C და გამყოფი ღარის მეორე მხარეს გრავირებულია „1“.
47,5 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით ტაბლეტის ერთ მხარეს (ზომა 10.5 მმ x 5.5 მმ). გამყოფი ღარის ერთ მხარეს გრავირებულია C და გამყოფი ღარის მეორე მხარეს გრავირებულია „2“.
95 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით ტაბლეტის ერთ მხარეს (ზომა 13 მმ x 8 მმ). გამყოფი ღარის ერთ მხარეს გრავირებულია C და გამყოფი ღარის მეორე მხარეს გრავირებულია „3“.
190 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ორმხრივად ამოზნექილი, კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით ტაბლეტის ორივე მხარეს (ზომა 19 მმ x 8 მმ). ტაბლეტის ერთ მხარეს, გამყოფი ღარის ერთ მხარეს გრავირებულია C და გამყოფი ღარის მეორე მხარეს გრავირებულია „4“.
მეტაზერო ხელმისაწვდომია შემდეგი შემადგენლობის კოლოფებით:
- 10, 14, 28, 30, 50, 56, 60, 84, 90, 98 და 100 ტაბლეტით ბლისტერზე
- 250 ტაბლეტი ტაბლეტის პლასტმასის კონტეინერში დამცავი თავსახურით (23.75მგ, 47.5მგ და 95მგ ტაბლეტებისთვის)
- 95 ტაბლეტი ტაბლეტის პლასტმასის კონტეინერში დამცავი თავსახურით (190მგ ტაბლეტებისთვის).
ყველა შეფუთვა არ არის წარმოდგენილი ბაზარზე.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
(გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
KRKA, d.d. (კრკა, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებლები

TAD Pharma GmbH (ტად ფარმა გმბჰ) ჰეინც-ლოჰმან-შტრასე 5, 27472, კუქსჰაფენი, გერმანია
წინამდებარე სამედიცინო პროდუქტი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
წევრი ქვეყნები
სამკურნალო საშუალების დასახელება
ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, უნგრეთი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ისლანდია
Bloxazoc
ბულგარეთი
Блоксазок
გერმანია
Metoprolol Succinat TAD
ფინეთი
Metoprolol Krka
ლიეტუვა, ლატვია
Metazero
საბერძნეთი
Metazero XR
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 10/2021
დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატთან დაკავშირებით ხელმოსაწვდომია წამლის სახელმწიფო სააგენტოს ვებ. გვერდზე: www.zva.gov.lv.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
მეტაზერო® 23,75 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
მეტაზერო® 47,5 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
მეტაზერო® 95 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
მეტაზერო® 190 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
მეტოპროლოლის სუქცინატი
ამ პრეპარატის მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს მეტაზერო და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ მეტაზეროს მიღებამდე
როგორ უნდა მიიღოთ მეტაზერო
შესაძლო გვერდითი მოვლენები
მეტაზეროს შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს მეტაზერო და რისთვის გამოიყენება
მეტოპროლოლის სუქცინატი მიეკუთვნება ე.წ. ბეტა-ბლოკერების პრეპარატთა ჯგუფს. მეტოპროლოლი ამცირებს გულზე სტრესის ჰორმონების მოქმედებას ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის დროს. ამგვარად ის ანელებს გულის მოქმედებას ასეთ მდგომარეობაში (გულის რითმი მცირდება).
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია),
შებოჭვითი ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც გამოწვეულია გულისთვის არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდებით (სტენოკარდია),
არარეგულარული გულის რითმი (არითმია),
გულის არაორგანული (ფუნქციონალური) პათოლოგია, რომელიც იწვევს პალპიტაციებს,
გულის სტაბილური უკმარისობა სიმპტომებით (როგორიცაა ქოშინი, ან კოჭების შეშუპება), როდესაც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კობინაციაში.
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების პროფილაქტიკისთვის:
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განმეორებითი ინფარქტი, ან გულის დაზიანება,
შაკიკი.
მეტაზერო გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ 6-18 წლის ბავშვებსა და მოზარდებში.
რა უნდა იცოდეთ მეტაზეროს მიღებამდე
არ მიიღოთ მეტაზერო
თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, სხვა ბეტა-ბლოკერების, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ გაქვთ არასტაბილური გულის უკმარისობა და იღებთ პრეპარატებს გულის შეკუმშვათა გაზრდისთვის,
თუ გაქვთ გულის უკმარისობა და თქვენი არტერიული წნევა მცირდება 100 მმ/ვწყ. სვ-ის ქვემოთ,
თუ გაქვთ შენელებული გულის რითმი (45 დარტყმაზე ნაკლები წუთში), ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
თუ გაქვთ გულის პრობლემებით გამოწვეული შოკი,
თუ გაქვთ გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული პრობლემები (მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), ან გულის რითმის დარღვევები (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი),
თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (პერიფერიული არტერიის მძიმე დაავადება).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მეტაზეროს მიღებამდა კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ ვერაპამილს ინტრავენურად;
თუ გაქვთ სისხლის მომოქცევის დარღვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტა, სიფერმკრთალე, ან სილურჯე,
თუ გაქვთ შებოჭვითი ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც ჩვეულებრივ ვლინდება ღამით (პრინცმეტალის სტენოკარდია),
თუ გაქვთ ასთმა, ან ფილტვის სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება,
ამ პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს შაქრის შემცირებული დონე (შაქრიანი დიაბეტი),
თუ გაქვთ გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული დარღვევები (გულის ბლოკადა),
თუ იტარებთ მკურნალობას ალერგიული რეაქციების შესამცირებლად. მეტაზერომ შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ინ ნივთიერებებისადმი, რომელთა მიმართაც გაქვთ ალერგია და გაზარდოს ალერგიული რეაქციების სიმწვავე,
თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული იშვიათი, თირკმლეზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),
თუ გაქვთ გულის უკმარისობა,
თუ იკეთებთ ანესთეზიას, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან სტომატოლოგს, რომ იღებთ მეტოპროლოლის ტაბლეტებს,
თუ გაქვთ სისხლის მომატებული მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი),
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები,
თუ მკურნალობთ ფუტკარათი.
სხვა მედიკამენტები და მეტაზერო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
პროპაფენონი, ამიოდარონი, ქინიდინი, ვერაპამილი, დილთიაზემი, კლონიდინი, დიზოპირამიდი და ჰიდრალაზინი, ფუტკარა/დიგოგქსინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ),
ბარბიტურის მჟავას წარმოებულები (ანტიეპილეფსიული პრეპარატები),
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (როგორებიცაა ინდომეტაცინი და ცელეკოქსიბი),
ადრენალინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწვავე შოკის და მძიმე ალერგიული რეაქციების დროს)
ფენილპროპანოლამინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსითვის),
დიფენჰიდრამინი (ალერგიის სამკურნალო პრეპარატი),
ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციებისას),
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),
სხვა ბეტა-ბლოკერები (მაგ. თვალის წვეთები),
მაო-ს ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ),
საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებები (საანესთეზიო საშუალებები),
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, შეიძლება შეინიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონე,
ციმეტიდინე (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულძმარვის და მჟავიანობის დასარეგულირებლად)
პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
მეტაზერო საჭმელთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მეტაზეროს მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბეტა-რეცეპტორების ბლოკერებმა (მეტაპროლოლის ჩათვლით) შეიძლება შეამცირონ გულის რითმი ნაყოფსა და ახალშობილებში. მეტაზეროს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ძუძუთი კვები პერიოდში. თუ ხართ ორსულად, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მეტაზერომ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და თავბრუსხვევა. სატრასპორტო საშუალების მართვამდე, ან მექანიზმებთან მუშაობამდე დარწმუნდით, რომ ეს ეფექტი არ ვრცელდება თქვენზე - განსაკუთრებით, თუ თქვენ გადახვედით სხვა პრეპარატებზე, ან მიიღეთ ალკოჰოლი.
მეტაზერო შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) თითო ტაბლეტში, რაც, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.
როგორ უნდა მიიღოთ მეტაზერო
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტაზეროს გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების წამლის ფორმა უზრუნველყოფს პრეპარატის თანაბარ სადღეღამისო ეფექტს და ის მიიღება დღეში ერთჯერ - დილას, ჭიქა წყლის დაყოლებით.
მეტაზეროს 23,75 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
მეტაზეროს 47,5 მგ, 95 მგ, 190 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორად: გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა ორ თანაბარ დოზად დასაყოფად.
არ დაღეჭოთ, ან დაფხვნათ მეტაზეროს ტაბლეტი (ან ტაბლეტის გაყოფილი ნაწილი). პრეპარატი მიიღება სითხის დაყოლებით.
ჩვეულებრივი დოზები:
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია):
- 5 - 95მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
შებოჭვითი ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია):
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
არარეგულარული გულის ცემა (არითმია):
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდომი პროფილაქტიკური თერაპია:
190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
გულის დაავადებით გამოწვეული პალპიტაციები:
95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
შაკიკის პროფილაქტიკა:
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
პაციენტები გულის სტაბილური უკმარისობით სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში:
საწყისი დოზა შეადგენს 11.88-23.75 მგმეტოპროლოლის სუქცინატს (12.5-25მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში. საჭიროების მიხედვით დოზის გაზრდა შესაძლებელია ეტაპობრივად მაქსიმულ მეტოპროლოლის სუქცინატის 190 მგ-მდე (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაცინეტები:
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, თქვენი ექიმი შესაბამისად დაარეგულირებს პრეპარატის დოზას. ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მეტაზეროს გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ყოველთვის გამოიყენეთ მეტაზერო ბავშვებსა და მოზარდებში მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზას თქვენი ბავშვისთვის. დოზირება დამოკიდებულია ბავშვის წონაზე.
რეკომენდებული საწყისი დოზა მაღალი არტერიული წნევისთვის შეადგენს 0.48 მგ/კგ მეტოპროლოლის სუქცინატს (0.5 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთჯერ (23,75 მგ მეტაზეროს ტაბლეტის ნახევარი ბავშვებში, რომელთა სხეულის წონა არის 25კგ). დოზა რეგულირდება საჭირო დოზასთან მიახლოვებული ტაბლეტების დოზირების მიხედვით. პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ 0.5 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს მეტოპროლოლის სუქცინატის 0.95 მგ/კგ-მდე (1.0 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი), რომელიც არ აღემატება 50მგ მეტოპროლოლის ტარტრატს. პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ 1.0 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს მეტოპროლოლის სუქცინატის 1.9 მგ/კგ-მდე (2 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი), დღეში ერთჯერ (1 მეტაზეროს 47.5 მგ ტაბლეტი ბავშვისთვის სხეულის წონით 25კგ). არ არის შესწავლილი 190 მგ-ზე მეტი დოზით მეტოპროლოლის სუქცინატის (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთჯერ გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი მეტაზერო
თუ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ან თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მეტაზეროს მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე, შემდეგ განაგრძეთ მკურნალობა დანიშნული რეჟიმით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვეტთ მეტაზეროს მიღებას
არ შეწყვიტოთ უეცრად მეტაზეროს მიღება, რადგან შეიძლება ამან გააუარესოს გულის უკმარისობა და გაზარდოს ინფარქტის განვითარების რისკი. დოზის შეცვლა, ან მკურნალობის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
დაღლილობა.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
ცივი ხელის მტევნები და ტერფები, გულის ცემის შენელება, პალპიტაციები,
ქოშინი დაძაბული ფიზიკური აქტივობის დროს,
შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
დეპრესია, ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა,
კანზე ჩხვლეტის შეგრძნება,
გულის უკმარისობის სიმპტომების გარდამავალი გაუარესება,
არტერიული წნევის შემცირება გულის შეტევის დროს, პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შეიძლება გამოვლინდეს კარდიოგენული შოკი,
ქოშინი, ბრონქული პრობლემების გამწვავება,
კანისმიერი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები,
ტკივილი გულ-მკერდის არეში, სითხის შეკავება (შეშუპება), წონის მომატება.
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია),
გულმავიწყობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ნევროზულობა, შფოთვა,
გემოვნების ცვლილება,
დარღვევები მხედველობის მხრივ, მშრალი ან გაღიზიანებული თვალები,
გულის გამტარებლობის დარღვევა, გულის რითმის დარღვევები,
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვლილება,
ფსორიაზის (კანის დაავადება) გამწვავება ან გამოვლენა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, მომატებული ოფლიანობა, თმის ცვენა,
იმპოტენცია (ერექციის არ ქონა)
ხმაური ყურებში.
უცნობი (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):
კონცენტრაციის დარღვევა,
კუნთების სპაზმი,
თვალის ანთება,
სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ქსოვილის კვდომა,
სურდო,
პირის სიმშრალე,
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
სახსრების ტკივილი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ წამლის სახელმწიფო სააგენტოსთვის, ჯერსიკას ქ. 15, რიგა, LV 1003.
ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მეტაზეროს შენახვის პირობები
შეინახეთ წინამდებარე პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP). ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეტაზერო
მოქმედი ნივთიერება არის მეტოპროლოლის სუქცინატი.
თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 23.75 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც არის 25 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტი.
თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 47.5 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც არის 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტი.
თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც არის 100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტი.
თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც არის 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტი.
სხვა ნივთიერებებია: კალოიდური უწყლო სილიციუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურიალსულფატი, პოლისორბატი 80, გლიცერინი, ჰიდროქსიპროპოლცელულოზა, ეთილცელულოზა და ნატრიუმის სტეარილფუმარატი ტაბლეტის ბირთვში და ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი და პროპილენგლიკოლი ტაბლეტის აპკიან გარსში.
იხ. პარაგრაფი 2 „მეტზერო შეიცავს ნატრიუმს“.
მეტაზეროს გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
23,75 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით ტაბლეტის ერთ მხარეს (ზომა: 8.5 მმ x 4.5 მმ). გამყოფი ღარის ერთ მხარეს გრავირებულია C და გამყოფი ღარის მეორე მხარეს გრავირებულია „1“.
47,5 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით ტაბლეტის ერთ მხარეს (ზომა 10.5 მმ x 5.5 მმ). გამყოფი ღარის ერთ მხარეს გრავირებულია C და გამყოფი ღარის მეორე მხარეს გრავირებულია „2“.
95 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით ტაბლეტის ერთ მხარეს (ზომა 13 მმ x 8 მმ). გამყოფი ღარის ერთ მხარეს გრავირებულია C და გამყოფი ღარის მეორე მხარეს გრავირებულია „3“.
190 მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ორმხრივად ამოზნექილი, კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ღარით ტაბლეტის ორივე მხარეს (ზომა 19 მმ x 8 მმ). ტაბლეტის ერთ მხარეს, გამყოფი ღარის ერთ მხარეს გრავირებულია C და გამყოფი ღარის მეორე მხარეს გრავირებულია „4“.
მეტაზერო ხელმისაწვდომია შემდეგი შემადგენლობის კოლოფებით:
- 10, 14, 28, 30, 50, 56, 60, 84, 90, 98 და 100 ტაბლეტით ბლისტერზე
- 250 ტაბლეტი ტაბლეტის პლასტმასის კონტეინერში დამცავი თავსახურით (23.75მგ, 47.5მგ და 95მგ ტაბლეტებისთვის)
- 95 ტაბლეტი ტაბლეტის პლასტმასის კონტეინერში დამცავი თავსახურით (190მგ ტაბლეტებისთვის).
ყველა შეფუთვა არ არის წარმოდგენილი ბაზარზე.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
(გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
KRKA, d.d. (კრკა, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებლები
KRKA, d.d. (კრკა, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
TAD Pharma GmbH (ტად ფარმა გმბჰ) ჰეინც-ლოჰმან-შტრასე 5, 27472, კუქსჰაფენი, გერმანია
წინამდებარე სამედიცინო პროდუქტი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
წევრი ქვეყნები
სამკურნალო საშუალების დასახელება
ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, უნგრეთი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ისლანდია
Bloxazoc
ბულგარეთი
Блоксазок
გერმანია
Metoprolol Succinat TAD
ფინეთი
Metoprolol Krka
ლიეტუვა, ლატვია
Metazero
საბერძნეთი
Metazero XR
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 10/2021
დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატთან დაკავშირებით ხელმოსაწვდომია წამლის სახელმწიფო სააგენტოს ვებ. გვერდზე: www.zva.gov.lv.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.