ლინკას ორვი
Linkus ORVI
ყელის გაღიზიანება ხველა გრიპი ცხვირის შეგუბება ცხელება გაციება თავისა და ფიზიკური ტკივილები გამოყენების ინსტრუქცია პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- fennel foeniculum vulgare + violet viola odorata + eucalyptus eucalyptus globulus + malabar nut adhatoda vasica + white willow salix alba + valerian valeriana officinalis dry + liquorice glycyrrhiza glabra + thea camellia sinensis
- ფორმა და შეფუთვა
- გრანულები პაკეტი №5
- მწარმოებელი
- Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037786
- რეგისტრირებულია
- 6 აპრილი 2023, მოქმედებს 6 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
- განმცხადებელი
- სს "ჰერბიონ ინტერნეშენალ ინქ"-ის ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლინკას ორვი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ყელის გაღიზიანება ხველა გრიპი ცხვირის შეგუბება ცხელება გაციება თავისა და ფიზიკური ტკივილები
გამოყენების ინსტრუქცია პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.
მიღების წესი და დოზირება
ერთი პაკეტი 2-3 ჯერ დღეში.
სიფრთხილის ზომები
გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები მოსალონდელია პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ ალერგია ლინკას ორვის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
შენახვის პირობები
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ლინკას ორვი გრანულები
ლინკას ორვი მცენარეული გრანულები წარმოადგენენ კარგად შერჩეული მცენარეების ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით. საერთო ჯამში მათ გააჩნიათ ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მათი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგაც, როგორიცაა გრიპი. ლინკას ორვი გრანულები ადვილად იხსნებიან წყალში. ლინკას ორვი - ეს არის სწრაფად ხსნადი გრანულები უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეთიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას. ლინკას ორვი - ეს არის პრეპარატი სასიამოვნო გემოთი, რომელიც შეიცავს სუფთა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეთიკურ და ქიმიურ ნივთიერებებს. ლინკას ორვი არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და უსაფრთხოდ შესაძლებელია მისი გამოყენება უფროსებში და ბავშვებში.
ლინკას ორვის შემადგენლობა:
კომპონენტი
თეთრი ტირიფი
750.00 მგ
ადათოდა სისხლძარღვთა
300.00 მგ
ძირტკბილა შიშველი
550.00 მგ
ია სურნელოვანი
100.00 მგ
ვალერიანი სამკურნალო
100.00 მგ
დიდი კამა
- 00 მგ
ევკალიპტი გლობულური
- 00 მგ
ჩინური ჩაი (ჩაის ფოთლები)
125.00 მგ
ლინკას ორვის შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:
თეთრი ტირიფი
თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზინფიცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს.
ადათოდა სისხლძარღვთა
შეიცავს მწარე არააორთქლებად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.
ძირტკბილა შიშველი
ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.
ია სურნელოვანი
არის ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
ვალერიანი სამკურნალო
არის დამამშვიდებელი საშუალება და ხელს უწყობს თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას
დიდი კამა
ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას.
ევკალიპტი გლობულური
ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელი მოქმედებით.
ჩინური ჩაი (ჩაის ფოთლები)
იწვევს კომფორტულობის და გამოცოცხლების შეგრძნებას მასტიმულირებელი ეფექტის შედეგად
გამოყენების ჩვენებები: ყელის გაღიზიანება ხველა გრიპი ცხვირის შეგუბება ცხელება გაციება თავისა და ფიზიკური ტკივილები
გამოყენების ინსტრუქცია პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.
დოზირება: ერთი პაკეტი 2-3 ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები: გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.
გვერდითი ეფექტები: ალერგიული რეაქციები მოსალონდელია პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ ალერგია ლინკას ორვის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ჭარბი დოზირება არ არის ცნობილი
გამოშვების ფორმა: პაკეტები; ყოველი კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.
შენახვის ვადა: 3 წელი გამოშვების თარიღიდან.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი ჰერბიონი ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ 30/28 კორანგის საწარმოო ზონა, კარაჩი, პაკისტანი
www.herbion.com
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


