პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინსტი საბავშვო

INSTY for Kids

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადპაკისტანი
რისთვის გამოიყენება

-ყელის გაღიზიანება -ხველა -გრიპი -ცხვირის შეგუბება -ცხელება -გაციება - თავისა და ფიზიკური ტკივილები გამოყენების ინსტრუქცია პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
გრანულები ბავშვებისათვის პაკეტი №5
მწარმოებელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გრიპისა და გაციების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
რეგისტრაციის ნომერი
რ-037907
რეგისტრირებულია
20 აპრილი 2023, მოქმედებს 20 აპრილი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
განმცხადებელი
სს "ჰერბიონ ინტერნეშენალ ინქ"-ის ფილიალი საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაინსტი საბავშვო და სხვა წამალი ერთად

ინსტი საბავშვო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ყელის გაღიზიანება -ხველა -გრიპი -ცხვირის შეგუბება -ცხელება -გაციება - თავისა და ფიზიკური ტკივილები

გამოყენების ინსტრუქცია

პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

მიღების წესი და დოზირება

10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

სიფრთხილის ზომები

გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით.

დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები მოსალოდნელია პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ალერგია საბავშვო ინსტის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ჭარბი დოზა

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები

3 წელი გამოშვების თარიღიდან.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მოარიდეთ ბავშვებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტი საბავშვო

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო დანიშნულებით მიღების შესახებ

(ინფორმაცია მომხმარებლებისთვის)

სავაჭრო სახელწოდება: ისტი საბავშვო

წამლის ფორმა: გრანულები

ინსტი საბავშვოს მცენარეული გრანულები წარმოადგენენ კარგად შერჩეული მცენარეების ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით.

საერთო ჯამში მათ გააჩნიათ ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მათი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი.

ინსტი საბავშვო გრანულები ადვილად იხსნებიან წყალში.

ინსტი საბავშვო - ეს არის სწრაფად ხსნადი გრანულები უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეტიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.

ინსტი საბავშვო - ეს არის პრეპარატი სასიამოვნო გემოთი, რომელიც შეიცავს სუფთა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეთიკურ და ქიმიურ ნივთიერებებს.

ინსტი საბავშვო - არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და უსაფრთხოდ შესაძლებელია მისი გამოყენება უფროსებში და ბავშვებში.

ინსტი საბავშვოსთვის შემადგენლობა:

კომპონენტი

რაოდენობა

თეთრი ტირიფი

468 მგ

ადათოდა ვაზიკას

188 მგ

გლიცირიზა გლაბრა (Glycyrrhiza glabra)

344 მგ

ია სურნელოვანი

62 მგ

ვალერიანი სამკურნალო

63 მგ

დიდი კამა

47 მგ

ევკალიპტი გლობულური

22 მგ

ჩინური ჩაი (ჩაის ფოთლები)

78 მგ

ინსტი საბავშვოსთვის შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:

თეთრი ტირიფი

თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზიფინცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს.

ადათოდა ვაზიკას

შეიცავს მწარე არააორთქლებად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.

გლიცირიზა გლაბრა (Glycyrrhiza glabra)

ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.

ია სურნელოვანი

არის ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

ვალერიანი სამკურნალო

არის დამამშვიდებელი საშუალება და ხელს უწყობს თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

დიდ კამა

ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას.

ევკალიპტი გლობულური

ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელებელი მოქმედებით.

ჩინური ჩაი ( ჩინური ჩაის ფოთლები)

ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელი მოქმედებით.

გამოყენების ჩვენებები: -ყელის გაღიზიანება -ხველა -გრიპი -ცხვირის შეგუბება -ცხელება -გაციება - თავისა და ფიზიკური ტკივილები

გამოყენების ინსტრუქცია

პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

დოზირება: 10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები: გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით.

დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

გვერდითი ეფექტები: ალერგიული რეაქციები მოსალოდნელია პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ალერგია საბავშვო ინსტის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ჭარბი დოზირება: არ არის ცნობილი.

გამოშვების ფორმა: პაკეტები შეიცავენ 3,5 გრ; ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.

შენახვის ვადა: 3 წელი გამოშვების თარიღიდან.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მოარიდეთ ბავშვებს.

მწარმოებელი ჰერბიონი

ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ, 20/28, კორანგის საწარმოოს ზონა, კარაჩი, პაკისტანი, www.herbion.com

ბეჭედი ახლავს

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა