ალერგიული კონიუნქტივიტი.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- cromoglicic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Manufacturing Packaging FARMACA (MPF) B.V. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Nextpharma Oy(ფინეთი)), ნიდერლანდი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიალერგიული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- S01GX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045106
- რეგისტრირებულია
- 26 მარტი 2026, მოქმედებს 26 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Santen Oy (ფინეთი)
- განმცხადებელი
- სს „სანტენი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლეკროლინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალერგიული კონიუნქტივიტი.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ თვალში შესაყვანად. ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ინდივიდუალური მოხმარებისთვის.
მოზრდილები და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
1-2 წვეთი თითოეულ კონიუნქტივალურ პარკში დღე-ღამეში 2 - ჯერ.
4 წლამდე ასაკის ბავშვები:
მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის დროს მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, ან უნდა მოხდეს პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე. მკურნალობა გრძელდება ყვავილობის მთელი სეზონის განმავლობაში ან მეტ ხანსაც, თუ სიმპტომები ისევ რჩება.
არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება თუ ხსნარი შემღვრეულია.
თვალის წვეთების ჩაწვეთების (ინსტილაციის) წინ:
კარგად დაიბანეთ ხელები
მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკის წინ).
თვალის წვეთების გამოყენება:
გახსენით ფლაკონი. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად – ფლაკონის საწვეთურის ბოლოთი არ შეეხოთ არაფერს.
თავი გადაწიეთ უკან. მოათავსეთ ფლაკონი თვალის ზემოთ (ნახ. 1).
ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, აიხედეთ ზემოთ და ფლაკონის მსუბუქად მოჭერის საშუალებით ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები თვალში (ნახ.2).
დახუჭეთ თვალი, ერთი წუთის განმავლობაში თითით მსუბუქად მოახდინეთ ზეწოლა თვალის შიდა კუთხესთან. აღნიშნული დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირსაცრემლე არხში, გაიზრდება ეფექტურობა და შემცირდება არასასურველი სისტემური ეფექტების განვითარების რისკი (ნახ.3.). მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.
რამდენიმე ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ლეკროლინი® კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
თითოეული წვეთი შეიცავს დაახლოებით 0.002 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს, რაც 0.07 მგ/მლ-ს ექვივალენტურია.
ლეკროლინის® თვალის წვეთების გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა ჩაიდგას გამოყენებიდან არაუადრეს 15 წუთისა, რადგანაც ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ლინზების გაუფერულება. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და მშრალი თვალის სინდრომი და შეიძლება გავლენა მოახდინოს ცრემლის აპკსა და რქოვანას ზედაპირზე. სიფრთხილეა საჭირო მშრალი თვალის სინდრომისა და რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
გავლენა მანქანის და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ახდენს უარყოფით გავლენას მანქანის მართვის ან მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დღემდე არ გამოვლენილა ნატრიუმის კრომოგლიკატის არასასურველი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ორსულობის დროს ნაყოფზე რაიმე ცნობილი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს სამკურნალო საშუალების გამოყენება მოითხოვს დასაბუთებულ კლინიკურ ჩვენებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატი გამოიყოფა დედის რძეში, სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზების გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა გვერდითი ეფექტები ბავშვზე.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი გამოყენების დროს ნატრიუმის კრომოგლიკატს ახასიათებს კარგი ამტანობა და თვალის გაღიზიანების სიმპტომები ჩნდება იშვიათად.
ხშირი (>1/100): წვის ხანმოკლე შეგრძნება, თვალის ადგილობრივი გაღიზიანება და მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა.
ძალიან იშვიათი (<1/10000): ალერგიული რეაქციები.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ, რომ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ აცნობონ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემას ან რეგისტრაციის მოწმობის მფლობელს.
ჭარბი დოზა
ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებს, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა ძალიან დაბალია. მისი ადგილობრივად გამოყენებისას დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლინება ნაკლებად მოსალოდნელია. თუ დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა მაინც აღინიშნა, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ნატრიუმის კრომოგლიკატი - 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, პოლივინილის სპირტი, საინექციო წყალი.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის ხსნარი.
შენახვის პირობები
3 წელი. გამოიყენეთ ფლაკონის პირველად გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი საშუალება. სხვა ანტიალერგიული პრეპარატები.
ATX (ათქ) კოდი:
S01GX01
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიალერგიული საშუალება; ახდენს მემბრანების მასტაბილიზირებელ მოქმედებას, აფერხებს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და მათგან ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლეიკოტრიენების (მათ შორის, ნელად მორეაგირე სუბსტანციის) და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას. აღნიშნული სამკურნალო საშუალება მეტად ეფექტურია პროფილაქტიკური გამოყენების დროს.
ალერგიული დაავადებების დროს სრული კლინიკური ეფექტი მიიღწევა პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ლეკროლინი®
სავაჭრო დასახელება: ლეკროლინი
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
კრომოგლიცინის მჟავა
წამლის ფორმა:
თვალის წვეთები
შემადგენლობა:
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ნატრიუმის კრომოგლიკატი - 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, პოლივინილის სპირტი, საინექციო წყალი.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი საშუალება. სხვა ანტიალერგიული პრეპარატები.
ATX (ათქ) კოდი:
S01GX01
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიალერგიული საშუალება; ახდენს მემბრანების მასტაბილიზირებელ მოქმედებას, აფერხებს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და მათგან ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლეიკოტრიენების (მათ შორის, ნელად მორეაგირე სუბსტანციის) და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას. აღნიშნული სამკურნალო საშუალება მეტად ეფექტურია პროფილაქტიკური გამოყენების დროს.
ალერგიული დაავადებების დროს სრული კლინიკური ეფექტი მიიღწევა პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
გამოყენების ჩვენებები:
ალერგიული კონიუნქტივიტი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ორსულობის დროს ნაყოფზე რაიმე ცნობილი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს სამკურნალო საშუალების გამოყენება მოითხოვს დასაბუთებულ კლინიკურ ჩვენებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატი გამოიყოფა დედის რძეში, სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზების გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა გვერდითი ეფექტები ბავშვზე.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოცემული სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ თვალში შესაყვანად. ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ინდივიდუალური მოხმარებისთვის.
მოზრდილები და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
1-2 წვეთი თითოეულ კონიუნქტივალურ პარკში დღე-ღამეში 2 - ჯერ.
4 წლამდე ასაკის ბავშვები:
მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის დროს მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, ან უნდა მოხდეს პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე. მკურნალობა გრძელდება ყვავილობის მთელი სეზონის განმავლობაში ან მეტ ხანსაც, თუ სიმპტომები ისევ რჩება.
არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება თუ ხსნარი შემღვრეულია.
თვალის წვეთების ჩაწვეთების (ინსტილაციის) წინ:
კარგად დაიბანეთ ხელები
მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკის წინ).
თვალის წვეთების გამოყენება:
გახსენით ფლაკონი. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად – ფლაკონის საწვეთურის ბოლოთი არ შეეხოთ არაფერს.
თავი გადაწიეთ უკან. მოათავსეთ ფლაკონი თვალის ზემოთ (ნახ. 1).
ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, აიხედეთ ზემოთ და ფლაკონის მსუბუქად მოჭერის საშუალებით ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები თვალში (ნახ.2).
დახუჭეთ თვალი, ერთი წუთის განმავლობაში თითით მსუბუქად მოახდინეთ ზეწოლა თვალის შიდა კუთხესთან. აღნიშნული დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირსაცრემლე არხში, გაიზრდება ეფექტურობა და შემცირდება არასასურველი სისტემური ეფექტების განვითარების რისკი (ნახ.3.). მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.
რამდენიმე ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
გვერდითი მოქმედება:
ადგილობრივი გამოყენების დროს ნატრიუმის კრომოგლიკატს ახასიათებს კარგი ამტანობა და თვალის გაღიზიანების სიმპტომები ჩნდება იშვიათად.
ხშირი (>1/100): წვის ხანმოკლე შეგრძნება, თვალის ადგილობრივი გაღიზიანება და მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა.
ძალიან იშვიათი (<1/10000): ალერგიული რეაქციები.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ, რომ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ აცნობონ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემას ან რეგისტრაციის მოწმობის მფლობელს.
დოზის გადაჭარბება:
ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებს, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა ძალიან დაბალია. მისი ადგილობრივად გამოყენებისას დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლინება ნაკლებად მოსალოდნელია. თუ დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა მაინც აღინიშნა, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დღემდე არ გამოვლენილა ნატრიუმის კრომოგლიკატის არასასურველი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
სიფრთხილის ზომები:
ლეკროლინი® კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
თითოეული წვეთი შეიცავს დაახლოებით 0.002 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს, რაც 0.07 მგ/მლ-ს ექვივალენტურია.
ლეკროლინის® თვალის წვეთების გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა ჩაიდგას გამოყენებიდან არაუადრეს 15 წუთისა, რადგანაც ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ლინზების გაუფერულება. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და მშრალი თვალის სინდრომი და შეიძლება გავლენა მოახდინოს ცრემლის აპკსა და რქოვანას ზედაპირზე. სიფრთხილეა საჭირო მშრალი თვალის სინდრომისა და რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
გავლენა მანქანის და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ახდენს უარყოფით გავლენას მანქანის მართვის ან მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
5 მლ-ს ათავსებენ თეთრ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურით და თეთრი დახრახნილი ხუფით პირველი გახსნის კონტროლით.
თითო ფლაკონს პრეპარატის გამოყენების სამედიცინო ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. გამოიყენეთ ფლაკონის პირველად გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:
სს სანტენ, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი
მწარმოებელი:
სს ნექსთფარმა, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი
მეორადი შეფუთვა:
მანუფაქტურინგ ფექიჯინგ ფარმაკა (მფფ) ბ.ვ.
ნეპტუნუს 12, 8448 ცნ ჰერენვეენ, ნიდერლანდები
გამოშვების ხარისხის კონტროლი:
სს სანტენ, კელლოპორტინკატუ 1, 33100 ტამპერე, ფინეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



