პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

აიკროლი

Eyecrol

ურეცეპტოდ4%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტის, გაზაფხულის კონიუნქტივიტისა და გაზაფხულის კერატიტის მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
cromoglicic acid
ფორმა და შეფუთვა
4% (40მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიალერგიული სხვა საშუალებები
ATC კოდი
S01GX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037622
რეგისტრირებულია
21 მარტი 2023, მოქმედებს 21 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობარფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააიკროლი და სხვა წამალი ერთად

აიკროლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტის, გაზაფხულის კონიუნქტივიტისა და გაზაფხულის კერატიტის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

1-2 წვეთი თითოეულ თვალში 4-6-ჯერ დღე-ღამეში დროის თანაბარი ინტერვალების დაცვით (ხსნარის ერთი წვეთი შეიცავს დაახლოებით 1,2 მგ ნატრიუმის კრომოგლიკატს).

აიკროლით მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია პრეპარატის რეგულარულ მიღებაზე, გამოყენება ხდება დროის თანაბარი ინტერვალების დაცვით, როგორც ზევით იყო აღნიშნული. მკურნალობაზე პასუხი, როგორც წესი, ვითარდება რამდენიმე დღის განმავლობაში და გამოიხატება ქავილის, ცრემლდენის, სიწითლისა და თვალებიდან გამონადენის შემცირებით, თუმცა ზოგჯერ საჭიროა უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, ექვს კვირამდეც კი.

მდგომარობის გაუმჯობესების შემდეგ, აიკროლით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მყარი რემისიის მისაღწევად.

აუცილებლობის შემთხვევაში აიკროლთან ერთად შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება.

ბავშვები

4 წლამდე ასაკის პაციენტებში ნატრიუმის კრომოგლიკატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ დაუშვათ საწვეთურის შეხება თვალთან, თითებთან ან სხვა ზედაპირთან. ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ დახურული. არ დააწვეთოთ პირდაპირ რქოვანას (არე გუგის თავზე), რადგან ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა; პრეპარატის ჩააწვეთება ხდება ქვედა ქუთუთოს უკან.

სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის მითითებით.

თვალის წვეთების გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.

მოაცილეთ ფლაკონს დამცავი რგოლი.

მოხსენით ფლაკონს სახურავი.

მოხერხებულად დაჯექით ან დადექით, გადასწიეთ თავი უკან.

გაახილეთ თვალები, აიხედეთ ზევით და საჩვენებელი თითით ნაზად ჩამოსწიეთ ქვევით ქვედა ქუთუთო.

დაიჭირეთ ფლაკონი ძირით ზევით. განათავსეთ საწვეთურის წვერი ქვედა ქუთუთოსთან რაც შეიძლება ახლოს და აკურატულად ჩააწვეთეთ თვალში ხსნარის საჭირო რაოდენობა.

არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით.

რამდენჯერმე დაახამხამეთ, რომ ხსნარი თვალის ზედაპირზე გადანაწილდეს.

დახუჭეთ თვალი და სუფთა ქსოვილით მოიშორეთ ზედმეტი ხსნარი.

გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალში და დაახურეთ ფლაკონს სახურავი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის კრომოგლიკატის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

თვალის წვეთების ინსტილაციის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს წვის ან ჩხვლეტის დროებითი შეგრძნება.

რეკომენდებულზე გადაჭარბებული დოზებით აიკროლის გამოყენება არ შეიძლება.

აიკროლის გამოყენებისას აუცილებელია მიჰყვეთ რეკომენდაციებს, რომლებსაც შეიცავს მოცემული ინსტრუქცია .

გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტის, გაზაფხულის კონიუნქტივიტის ან გაზაფხულის კერატიტის ნიშნების ან სიმპტომების გაჩენისას, აგრეთვე აიკროლით მკურნალობისას, არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება.

დამხმარე ნივთიერებები

აიკროლი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით რქოვანას დაზიანებისა და მშრალი თვალის სინდრომის მქონე პაციენტებში.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება გახდეს წერტილოვანი კერატოპათიის და/ან ტოქსიური წყლულოვანი კერატოპათიის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია რქოვანას დაზიანებებისა და „მშრალი თვალის“ სინდრომის მქონე პაციენტების მკაცრი მეთვალყურეობა, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივად იყენებენ აიკროლს.

აიკროლი შეიცავს 0,262 მგ ფოსფატებს 1 მლ-ში.

კონტაქტური ლინზები

ბენზალკონიუმი ქლორიდი შეიძლება აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზებით და შეცვალოს მათი ფერი. გამოყენების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და მათი ჩასმა შესაძლებელია ინსტილაციიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მიუხედავად იმისა, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის. ნატრიუმის კრომოგლიკატის მაღალი უსაფრთხოების პროფილისა და მისი ფარმაკოკინეტიკური თვისებების (მეტაბოლიზმის არქონა, სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების საშუალო ხარისხი, სისხლის პლაზმაში დაბალი კონცენტრაცია) გამო სამკურნალო ურთიერთქმედებები არ არის მოსალოდნელი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რეპროდუქტიულ აქტივობაზე გამოკვლევების შედეგები თაგვებზე (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 540 მგ /კგ (1620 მგ /მ2 )), ვირთაგვებზე (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 164 მგ /კგ (984 მგ /მ2)) და ბოცვერებზე (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 485 მგ /კგ (5820მგ/მ2)) მოწმობენ, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის შეყვანამ გესტაციის პერიოდში არ გამოიწვია ნაყოფის განვითარების მანკები, ამასთან დოზები, რომლებიც ცხოველებში შეიყვანეს, შესაბამისად, დაახლოებით 57, 35 და 205-ჯერ აღემატებოდა ადამიანის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას მ/მ2 გათვლით. ნაყოფის მხრიდან არასასურველი რეაქციები (რეზორბციის სიხშირის ზრდა და სხეულის მასის კლება) თავს იჩენდა ნატრიუმის კრომოგლიკატის პარენტერული მიღებისას, ძალიან მაღალი დოზებით, რომლებიც ტოქსიური იყო დედის ორგანიზმისთვის.

ნატრიუმის კრომოგლიკატის გამოყენება ორსულ ქალებში სათანადო კონტროლირებად გამოკვლევებში არ შეუსწავლიათ, ამიტომ აიკროლის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნატრიუმის კრომოგლიკატი დედის რძეში, ამიტომ თვალის წვეთების სახით მისი გამოყენებისას, ლაქტაციის პერიოდში, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

გვერდითი მოვლენები

ნატრიუმის კრომოგლიკატის თვალის წვეთების სახით გამოყენების ყველაზე მეტად გავრცელებული არასასურველ რეაქციაა ინსტილაციის შემდეგ წვის ან ჩხვლეტის დროებითი შეგრძნება თვალში. ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები აღინიშნებოდა იშვიათად, ამასთან არ იყო დადგენილი მათი მკვეთრად გამოხატული კავშირი სამკურნალო საშუალების მიღებასთან: კონიუნქტივის შეშუპება, ცრემლდენა, თვალების ქავილი, კანის სიმშრალე თვალის ირგვლივ, სიფერმკრთალე თვალების ირგვლივ, თვალების გაღიზიანება, გორდეოლუმი (ჯიბლიბო).

იშვიათად აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის მყისიერი რეაქცია ქოშინის, შეშუპების და გამონაყარის ჩათვლით.

ძალზე იშვიათად შემოდიოდა შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის შესახებ, ფოსფატშემცველი თვალის წვეთების მოხმარებისას, რქოვანას მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე პაციენტებში.

შეტყობინება საეჭვო არასასურველ რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ არასასურველ რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არარსასურველი რეაქციის დაფიქსირებისას ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც ამ პუნქტში არ არის აღწერილი, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია ნაციონალური ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის ადგილობრივი და სისტემური ტოქსიურობა ძალზე დაბალია. ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დოზის გადაჭარბების ნიშნების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი 40 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, არაკრისტალური სორბიტოლის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01GX01

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

გამოშვებიდან 5 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ,თურქეთი

(15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბული)

“WOELD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Gunesli Bagcilar/Istanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. დეკონგესტანტები და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები. სხვა ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ცხოველებზე ჩატარებულ in vivo და in vitro კვლევებით დადგინდა, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატი აინჰიბირებს სენსიბილიზებული პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას, რომელიც ვითარდება მათთან სპეციფიური ანტიგენების შეკავშირებისას. ნატრიუმის კრომოგლიკატი აინჰიბირებს პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინის და ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციის გამოთავისუფლებას.

გარდა ამისა, in vitro კვლევებით დადგინდა, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატი აფერხებს ვირთაგვის არასენსიბილიზებული პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და შედეგად ქიმიური მედიატორების გამოთავისუფლებას, რომელიც განპირობებულია ფერმენტით ფოსფოლიპაზა A. კიდევ ერთ კვლევაში, ნატრიუმის კრომოგლიკატი არ ახდენდა მაინჰიბირებელ ზემოქმედებას ფერმენტ ფოსფოლიპაზა A-ის აქტივობაზე, მის სპეციფიურ სუბსტრატთან მიმართებაში.

ნატრიუმის კრომოგლიკატს არ გააჩნია ანტიჰისტამინური, ანთების საწინააღმდეგო და პირდაპირი ვაზოკონსტრიქციული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

ნატრიუმის კრომოგლიკატი უმნიშვნელოდ აღწევს სისხლის ნაკადში. ბოცვრებში ნატრიუმის კრომოგლიკატის თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას სამკურნალო საშუალების 0,07%-ზე ნაკლები ხვდება (სავარაუდოდ თვალით, ცხვირის ღრუს, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით) სისტემურ სისხლის ნაკადში. ნატრიუმის კრომოგლიკატი კვალის სახით (0,01%-ზე ნაკლები) გვხვდება თვალშიგა სითხეში ინსტილაციიდან 1 დღე-ღამის შემდეგ .

ჯანმრთელ მოხალისეებში ნატრიუმის კრომოგლიკატის ექსკრეციის ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალების თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას, მხოლოდ 0,03% ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

აიკროლი

სავაჭრო დასახელება

აიკროლი, Eyecrol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ნატრიუმის კრომოგლიკატი, Sodium cromoglicate

სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები 4%.

აღწერილობა: გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებული, უფერო ან მოყავისფრო-ყვითელი სითხე.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი 40 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, არაკრისტალური სორბიტოლის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01GX01

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. დეკონგესტანტები და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები. სხვა ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ცხოველებზე ჩატარებულ in vivo და in vitro კვლევებით დადგინდა, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატი აინჰიბირებს სენსიბილიზებული პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას, რომელიც ვითარდება მათთან სპეციფიური ანტიგენების შეკავშირებისას. ნატრიუმის კრომოგლიკატი აინჰიბირებს პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინის და ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციის გამოთავისუფლებას.

გარდა ამისა, in vitro კვლევებით დადგინდა, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატი აფერხებს ვირთაგვის არასენსიბილიზებული პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და შედეგად ქიმიური მედიატორების გამოთავისუფლებას, რომელიც განპირობებულია ფერმენტით ფოსფოლიპაზა A. კიდევ ერთ კვლევაში, ნატრიუმის კრომოგლიკატი არ ახდენდა მაინჰიბირებელ ზემოქმედებას ფერმენტ ფოსფოლიპაზა A-ის აქტივობაზე, მის სპეციფიურ სუბსტრატთან მიმართებაში.

ნატრიუმის კრომოგლიკატს არ გააჩნია ანტიჰისტამინური, ანთების საწინააღმდეგო და პირდაპირი ვაზოკონსტრიქციული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

ნატრიუმის კრომოგლიკატი უმნიშვნელოდ აღწევს სისხლის ნაკადში. ბოცვრებში ნატრიუმის კრომოგლიკატის თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას სამკურნალო საშუალების 0,07%-ზე ნაკლები ხვდება (სავარაუდოდ თვალით, ცხვირის ღრუს, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით) სისტემურ სისხლის ნაკადში. ნატრიუმის კრომოგლიკატი კვალის სახით (0,01%-ზე ნაკლები) გვხვდება თვალშიგა სითხეში ინსტილაციიდან 1 დღე-ღამის შემდეგ .

ჯანმრთელ მოხალისეებში ნატრიუმის კრომოგლიკატის ექსკრეციის ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალების თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას, მხოლოდ 0,03% ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

გამოყენების ჩვენებები

გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტის, გაზაფხულის კონიუნქტივიტისა და გაზაფხულის კერატიტის მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

1-2 წვეთი თითოეულ თვალში 4-6-ჯერ დღე-ღამეში დროის თანაბარი ინტერვალების დაცვით (ხსნარის ერთი წვეთი შეიცავს დაახლოებით 1,2 მგ ნატრიუმის კრომოგლიკატს).

აიკროლით მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია პრეპარატის რეგულარულ მიღებაზე, გამოყენება ხდება დროის თანაბარი ინტერვალების დაცვით, როგორც ზევით იყო აღნიშნული. მკურნალობაზე პასუხი, როგორც წესი, ვითარდება რამდენიმე დღის განმავლობაში და გამოიხატება ქავილის, ცრემლდენის, სიწითლისა და თვალებიდან გამონადენის შემცირებით, თუმცა ზოგჯერ საჭიროა უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, ექვს კვირამდეც კი.

მდგომარობის გაუმჯობესების შემდეგ, აიკროლით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მყარი რემისიის მისაღწევად.

აუცილებლობის შემთხვევაში აიკროლთან ერთად შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება.

ბავშვები

4 წლამდე ასაკის პაციენტებში ნატრიუმის კრომოგლიკატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ დაუშვათ საწვეთურის შეხება თვალთან, თითებთან ან სხვა ზედაპირთან. ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ დახურული. არ დააწვეთოთ პირდაპირ რქოვანას (არე გუგის თავზე), რადგან ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა; პრეპარატის ჩააწვეთება ხდება ქვედა ქუთუთოს უკან.

სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის მითითებით.

თვალის წვეთების გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.

მოაცილეთ ფლაკონს დამცავი რგოლი.

მოხსენით ფლაკონს სახურავი.

მოხერხებულად დაჯექით ან დადექით, გადასწიეთ თავი უკან.

გაახილეთ თვალები, აიხედეთ ზევით და საჩვენებელი თითით ნაზად ჩამოსწიეთ ქვევით ქვედა ქუთუთო.

დაიჭირეთ ფლაკონი ძირით ზევით. განათავსეთ საწვეთურის წვერი ქვედა ქუთუთოსთან რაც შეიძლება ახლოს და აკურატულად ჩააწვეთეთ თვალში ხსნარის საჭირო რაოდენობა.

არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით.

რამდენჯერმე დაახამხამეთ, რომ ხსნარი თვალის ზედაპირზე გადანაწილდეს.

დახუჭეთ თვალი და სუფთა ქსოვილით მოიშორეთ ზედმეტი ხსნარი.

გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალში და დაახურეთ ფლაკონს სახურავი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის კრომოგლიკატის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

ნატრიუმის კრომოგლიკატის თვალის წვეთების სახით გამოყენების ყველაზე მეტად გავრცელებული არასასურველ რეაქციაა ინსტილაციის შემდეგ წვის ან ჩხვლეტის დროებითი შეგრძნება თვალში. ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები აღინიშნებოდა იშვიათად, ამასთან არ იყო დადგენილი მათი მკვეთრად გამოხატული კავშირი სამკურნალო საშუალების მიღებასთან: კონიუნქტივის შეშუპება, ცრემლდენა, თვალების ქავილი, კანის სიმშრალე თვალის ირგვლივ, სიფერმკრთალე თვალების ირგვლივ, თვალების გაღიზიანება, გორდეოლუმი (ჯიბლიბო).

იშვიათად აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის მყისიერი რეაქცია ქოშინის, შეშუპების და გამონაყარის ჩათვლით.

ძალზე იშვიათად შემოდიოდა შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის შესახებ, ფოსფატშემცველი თვალის წვეთების მოხმარებისას, რქოვანას მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე პაციენტებში.

შეტყობინება საეჭვო არასასურველ რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ არასასურველ რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. პაციენტთან სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არარსასურველი რეაქციის დაფიქსირებისას ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც ამ პუნქტში არ არის აღწერილი, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია ნაციონალური ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

თვალის წვეთების ინსტილაციის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს წვის ან ჩხვლეტის დროებითი შეგრძნება.

რეკომენდებულზე გადაჭარბებული დოზებით აიკროლის გამოყენება არ შეიძლება.

აიკროლის გამოყენებისას აუცილებელია მიჰყვეთ რეკომენდაციებს, რომლებსაც შეიცავს მოცემული ინსტრუქცია .

გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტის, გაზაფხულის კონიუნქტივიტის ან გაზაფხულის კერატიტის ნიშნების ან სიმპტომების გაჩენისას, აგრეთვე აიკროლით მკურნალობისას, არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება.

დამხმარე ნივთიერებები

აიკროლი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით რქოვანას დაზიანებისა და მშრალი თვალის სინდრომის მქონე პაციენტებში.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება გახდეს წერტილოვანი კერატოპათიის და/ან ტოქსიური წყლულოვანი კერატოპათიის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია რქოვანას დაზიანებებისა და „მშრალი თვალის“ სინდრომის მქონე პაციენტების მკაცრი მეთვალყურეობა, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივად იყენებენ აიკროლს.

აიკროლი შეიცავს 0,262 მგ ფოსფატებს 1 მლ-ში.

კონტაქტური ლინზები

ბენზალკონიუმი ქლორიდი შეიძლება აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზებით და შეცვალოს მათი ფერი. გამოყენების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და მათი ჩასმა შესაძლებელია ინსტილაციიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.

შეუთავსებლობა

ნატრიუმის კრომოგლიკატი მეტალების იონებთან ქმნის უხსნად კომპლექსებს, რაც ხსნარის შემღვრევას იწვევს.

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ხსნარის თვალში ჩაწვეთების შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს ჩხვლეტის დროებითი შეგრძნება ან მხედველობის სიმახვილის დარღვევა, მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, არ შეიძლება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა მხედველობის სრულ აღდგენამდე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობა

რეპროდუქტიულ აქტივობაზე გამოკვლევების შედეგები თაგვებზე (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 540 მგ /კგ (1620 მგ /მ2 )), ვირთაგვებზე (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 164 მგ /კგ (984 მგ /მ2)) და ბოცვერებზე (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 485 მგ /კგ (5820მგ/მ2)) მოწმობენ, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის შეყვანამ გესტაციის პერიოდში არ გამოიწვია ნაყოფის განვითარების მანკები, ამასთან დოზები, რომლებიც ცხოველებში შეიყვანეს, შესაბამისად, დაახლოებით 57, 35 და 205-ჯერ აღემატებოდა ადამიანის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას მ/მ2 გათვლით. ნაყოფის მხრიდან არასასურველი რეაქციები (რეზორბციის სიხშირის ზრდა და სხეულის მასის კლება) თავს იჩენდა ნატრიუმის კრომოგლიკატის პარენტერული მიღებისას, ძალიან მაღალი დოზებით, რომლებიც ტოქსიური იყო დედის ორგანიზმისთვის.

ნატრიუმის კრომოგლიკატის გამოყენება ორსულ ქალებში სათანადო კონტროლირებად გამოკვლევებში არ შეუსწავლიათ, ამიტომ აიკროლის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნატრიუმის კრომოგლიკატი დედის რძეში, ამიტომ თვალის წვეთების სახით მისი გამოყენებისას, ლაქტაციის პერიოდში, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

მიუხედავად იმისა, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის. ნატრიუმის კრომოგლიკატის მაღალი უსაფრთხოების პროფილისა და მისი ფარმაკოკინეტიკური თვისებების (მეტაბოლიზმის არქონა, სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების საშუალო ხარისხი, სისხლის პლაზმაში დაბალი კონცენტრაცია) გამო სამკურნალო ურთიერთქმედებები არ არის მოსალოდნელი.

დოზის გადაჭარბება

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის ადგილობრივი და სისტემური ტოქსიურობა ძალზე დაბალია. ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დოზის გადაჭარბების ნიშნების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები 10 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურითა და ზევიდან ჩასახრახნი დამცავი სახურავით, რომელსაც გააჩნია დამცავი რგოლი.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

გამოშვებიდან 5 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ,თურქეთი

(15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბული)

“WOELD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Gunesli Bagcilar/Istanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა