პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

ლამოტრიქსი 100მგ

LAMOTRIX® 100mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

ლამოტრიქსი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. ის გამოიყენება ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. ლამოტრიქსი ეპილეფსიის მკურნალობის დროს ბლოკავს თავის ტვინში წარმოქმნილ იმპულსებს, რომლებიც განაპირობებენ ეპილეფსიური გულყრების განვითარებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლამოტრიჯინი (lamotrigine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
MEDOCHEMIE LTD, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N03AX09
რეგისტრაციის ნომერი
რ-026796
რეგისტრირებულია
30 ნოემბერი 2018, მოქმედებს 30 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალამოტრიქსი 100მგ და სხვა წამალი ერთად

ლამოტრიქსი 100მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლამოტრიქსი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. ის გამოიყენება ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

ლამოტრიქსი ეპილეფსიის მკურნალობის დროს ბლოკავს თავის ტვინში წარმოქმნილ იმპულსებს, რომლებიც განაპირობებენ ეპილეფსიური გულყრების განვითარებას.

მოზრდილებში, 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში ლამოტრიქსი ეპილეფსიის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში. ლამოტრიქსი სხვა მედიკამენტებთან ერთად, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას ლენოქს-გასტატის სინდრომის დროს განვითარებული გულყრების სამკურნალოდ.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში ლამოტრიქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მედიკამენტებთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. ის, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ეპილეფიის გარკვეული ტიპის დროს, როგორიცაა: ტიპიური აბსანსი.

ლამოტრიქსი ასევე გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის დროს.

ბიპოლარული აშლილობების (ზოგჯერ მას მანიაკალურ დეპრესიას უწოდებენ) მქონე პაციენტებს აღენიშნებათ გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები მანიის პერიოდებით (ამაღლებული განწყობა ან ეიფორია), რომელსაც ცვლის დეპრესიის (ღრმა მწუხარება ან სასოწარკვეთილება) პერიოდები. 18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში ლამოტრიქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში დეპრესიის პერიოდების პრევენციისათვის ბიპოლარული აშლილობის დროს. არ არის დადგენილი, თუ რითია განპირობებული ლამოტრიქსის მოქმედების ასეთი ეფექტი თავის ტვინზე.

მიღების წესი და დოზირება

ლამოტრიქსის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ლამოტრიქსის დოზირება

ლამოტრიქსის საჭირო დოზის შესარჩევად საჭიროა გარკვეული პერიოდი. პაციენტისათვის საჭირო დოზა დამოკიდებულია;

ასაკზე

ლამოტრიქსის მიღებაზე სხვა მედიკამენტებთან ერთად

თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების არსებობაზე.

მკურნალობა იწყება დაბალი დოზით და თანდათანობით იზრდება, რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჭირო მოქმედ დოზამდე (ეფექტური დოზა).

დაუშვებელია ექიმის მიერ ლამოტრიქსის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება.

ლამოტრიქსის რეკომენდებული ეფექტური დოზა მოზრდილებისა და 13 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში შეადგენს 100 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში ეფექტური დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და ჩვეულებრივ ის შეადგენს 1-15 მგ-ს ბავშვის წონის კგ-ზე, მაქსიმალურ დოზამდე, 400 მგ დღეში.

ლამოტრიქსი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ლამოტრიქსის მიღების მეთოდი

ტაბლეტები:

ლამოტრიქსის დოზა მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. მისი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

ექიმმა შეიძლება დანიშნოს ან შეწყვიტოს სხვა მედიკამენტები პაციენტის დაავადებისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. დაუშვებელია მათი გატეხვა, დაღეჭვა ან გასრესვა.

ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული სრული დოზის მიღება. დაუშვებელია ტაბლეტის მხოლოდ ნაწილის მიღება.

ლამოტრიქსის დოზის გადაჭარბებისას

ლამოტრიქსის დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია, პაციენტმა თან იქონიოს ლამოტრიქსის კოლოფი.

ლამოტრიქსის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი)

მოუხერხებელი მოძრაობა და კოორდინაციის ნაკლებობა, რომელიც მოქმედებს წონასწორობაზე (ატაქსია)

ცნობიერების დაკარგვა ან კომა

ლამოტრიქსის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია ზედმეტი ტაბლეტების ან გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ლამოტრიქსის დოზის მიღების დავიწყებისას:

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ როგორ უნდა განახლდეს მედიკამენტის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ექიმთან მიმართვა.

ლამოტრიქსით მკურნალობის შეწყვეტისას

ლამოტრიქსის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლამოტრიჟინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ლამოტრიქსის მიღებამდე, თუ:

პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;

პაციენტს ლამოტრიგინის ან ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო მედიკამენტის მიღების შემდეგ ანამნეზში აღენიშნება გამონაყარი;

პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მენინგიტი ლამოტრიჟინის მიღების შემდეგ (ამ სიმპტომების აღწერა იხ. მე-4 პარაგრაფში: იშვიათი გვერდითი მოვლენები);

პაციენტი იღებს მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ლამოტრიჟინს.

ლამოტრიჟინმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მძიმე ალერგიული რეაქციები ან სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები (მათ შორის, გამონაყარი კანზე ეოზინოფილიასთან და DRESS (წამლით გამოწვეული გამონაყარი ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან ერთად) სინდრომის სისტემური სიმპტომები). დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პარაგრაფი 4 (შესაძლო გვერდითი მოვლენები).

თუ ლამოტრიქსით მკურნალობის პროცესში, პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა, სახის შეშუპება, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან (იხ. პარაგრაფი 4).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი

სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა ლამოტრიჟინის გამოყენებისას, რომელიც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო სამიზნე წერტილების ან წრიული ზოლების სახით, ცენტრში ბუშტუკებით. დამატებითი ნიშნების მოიცავს წყლულებს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებზე და კონიუნქტივაზე (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის პოტენციურად სახიფათო ასეთი რეაქციებს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს გავრცობილ ბუშტუკოვან გამონაყარში ან კანის აქერცვლაში.

პაციენტმა აღარასოდეს უნდა მიიღოს ლამოტრიჟინი, თუ მას განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი ლამოტრიჟინის გამოყენების შემდეგ.

DRESS (წამლით გამოწვეული გამონაყარი ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან ერთად) სინდრომი

DRESS სინდრომი თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ გამონაყარი ვრცელდება, თან ერთვის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში და ლეიკოციტების გარკვეული ტიპის რაოდენობის მომატება სისხლში (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები.

კანის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი მაღალია მკურნალობის პირველ კვირეებში. თუ პაციენტს ლამოტრიქსის მიღების შემდეგ აღენიშნება გამონაყარი ან ეს სიმპტომები, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან.

ეპილეფსიის მკურნალობის სწრაფმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს შეტევების განვითარების რისკის მომატება. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია წამლის დოზის შეცვლამდე ან მკურნალობის შეწყვეტამდე.

ლამოტრიქსი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

დეპრესიისა და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო სხვა მედიკამენტები ზრდიან სუიციდალური ფიქრებისა და ქცევის რისკს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ლამოტრიქისი და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მცენარეული და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ლამოტრიქსის დოზის კორექცია. ეს მედიკამენტებია:

ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი, გაბაპენტინი, ლევეტირაცეტამი, პრეგაბალინი, ტოპირამატი ან ზონისამიდი - გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ლითიუმი - გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

ბუპროპიონი - გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ და მოწევისათვის თავის დასანებებლად.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილს.

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლამოტრიქსთან ან ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკებს. ეს მედიკამენტებია;

ვალპროატი, გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

კარბამაზეპინი, გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

ფენიტოინი, პრიმიდონი ან ფენობარბიტალი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ოლანზაპინი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

რისპერიდონი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

რიფამპიცინი - ანტიბიოტიკი;

ლოპინავირისა და რიტონავირის კომბინაცია, გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალოდ;

ჰორმონული კონტრაცეპტივები, როგორიცაა პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები (იხ. ქვემოთ).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან აპირებს, მიიღოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.

ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა (როგორიცაა პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები) შეიძლება გავლენა იქონიონ ლამოტრიქსის მოქმედების მექანიზმზე.

ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს გამოიყენოს გარკვეული ტიპის ჰორმონული კონტრაცეპტივები ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდები, როგორიცაა პრეზერვატივები, დიაფრაგმა ან საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა. თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, როგორიცაა პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში ლამოტრიჟინის დონის შემოწმება.

თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს:

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც პაციენტს შეურჩევს ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამის მეთოდებს.

ლამოტრიქსმა, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონული კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე, თუმცა არ არის მოსალოდნელი მათი ეფექტურობის დაქვეითება. თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს და აღენიშნება მენსტრუაციის ცვლილება, როგორიცაა მენსტრუალურ პერიოდებს შორის სისხლდენა ან გამონადენი:

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია - ეს ნიშნები მიუთითებს ლამოტრიქსის შესაძლო გავლენას კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ლამოტრიჟინის გამოყენება დაუშვებელია ფეხმძიმობის დროს, თუ მისი პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფზე.

ლამოტრიქსის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს ახალშობილზე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების რისკებისა და სარგებელის შესახებ ლამოტრიქსით მკურნალობის პერიოდში და ახალშობილის პეიოდულად გამოკვლევა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლამოტრიქსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და მხედველობის გაორება.

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ დარწმუნდება, რომ მას არ აღენიშნება ეს სიმპტომები.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის შესახებ, თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლამოტრიქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ლამოტრიქსის ტაბლეტები მცირე რაოდენობით შეიცავს შაქრის ტიპს, ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ლაქტოზის ან სხვა ნახშირწყლების მიმართ:

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლამოტრიქსიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები: საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

ლამოტრიქსის მიღებისას მცირე რაოდენობით პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ალერგიული რეაქცია ან სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქცია, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემაში, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა.

ამ რეაქციების სიმპტომებია:

კანზე გამონაყარი ან სიწითლე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციებში გავრცობილი ბუშტუკოვანი გამონაყარით და კანის აქერცვლით, რომელიც ვითარდება პირის ღრუში, ცხვირში, თვალებში და გენიტალიებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ძლიერი აქერცვლა (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი);

წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში ან გენიტალიებზე;

წყლულები პირის ღრუში და წითელი და შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი);

მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა;

სახის შეშუპება ან ლიმფური ჯირკვლების გადიდება კისერზე, იღლიის ქვეშ ან საზარდულში;

უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, ან თითების ციანოზი;

ყელის ტკივილი ან სხვა ინფექციები (მაგ.; გაციება) ჩვუელებრივზე უფრო მეტად.

ბევრ შემთხვევაში ეს სიმპტომები წარმოადგენს უფრო ნაკლებად მძიმე გვერდით მოვლენებს, მაგრამ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი პოტენცირად სახიფათოა - ამიტომ რომელიმე სიმპტომის განვითარებისას:

საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან. ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ღვიძლი, თირკმელები ან სისხლი და შეიძლება საჭირო გახდეს ლამოტრიქსით მკურნალობის შეწყვეტა.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ხშირი გვერდითი მოვლენები

აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

აგრესია ან გაღიზიანება

ძილიანობა ან გაბრუება

თავბრუსხვევა

კანკალი ან ტრემორი

დაძინების გაძნელება (უძილობა)

აგზნება

დიარეა

პირის სიმშრალე

გულისრევა ან ღებინება, დაღლილობის შეგრძნება

წელის, სახსრების ან სხვა სახის ტკივილი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

აღინიშნება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

სიმპტომების ჯგუფი, რომელიც მოიცავს: ცხელებას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, კისრის გაშეშებასა და ძლიერი მგრძნობელობას კაშკაშა სინათლეზე;

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებით (მენინგიტი). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტისას, მაგრამ თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა;

თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი);

თვალების ქავილი გამონადენითა და ქუთოთოებზე ნადებით (კონიუნქტივიტი).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

მაღალი ტემპერატურა (ცხელება): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

სახის შეშუპება ან კისრის, იღლიისქვეშა ან საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება (ლიმფადენოპათია): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებში ან ღვიძლის უკმარისობა: იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

სისხლის შედედების მძიმე დარღვევები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (სისხლძარღვშიდა დისემინირებული კოაგულაცია): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

ცვლილებები სისხლის ანალიზებში, მათ შორის: ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანლოციტოზი);

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) და ძვლის ტვინის პათოლოგია, ე.წ. აპლაზიური ანემია;

ჰალუცინაციები (სმენითი, მხედველობითი);

ცნობიერების დაბინდვა;

“მოუხერხებლობის ან არასიმყარის” შეგრძნება სიარულის დროს;

სხეულის უკონტროლო მოძრაობები (ტიკები), თვალების, თავის და სხეულის კუნთების არაკონტროლირებადი სპაზემბი (ქორეოათეტოზი) ან სხეულის სხვა უჩვეულო მოძრაობები, როგორიცაა სხეული მკვეთრი მოძრაობა, კანკალი ან გაშეშება;

ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, გულყრების ხშირი განვითარება;

პარკინსონის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაუარესება;

წითელი მგლურას მსგავსი რეაქცია (სიმპტომებია: წელის ან სახსრების ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება და/ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესება).

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები ვითარდება მცირე რაოდენობით პაციენტებში, მაგრამ მათი განვითარების ზუსტი სიხშირე უცნობია:

აღინიშნა ძვლების პათოლოგიის შემთხვევები, როგორიცაა ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლეის ქსოვილის გაიშვიათება) და მოტეხილობები. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი ხანგრძლივად იღებს ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, აქვს ოსტეოპოროზის ანამნეზი ან იღებს სტეროიდებს.

გვერდითი მოვლენების განვითარებისას

თუ გვერდითი მოვლენები იღებს სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ლამოტრიჟინი, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ლამოტრიჟინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ლამოტრიქსის ფორმა და შეფუთვა

ლამოტრიქსის ტაბლეტები:

ლამოტრიქსი 100 მგ: მრგვალი, ბრტყელი, ღია ყვითელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.

ლამოტრიქსის ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებზე, შეფუთვაში წარმოდგენილია 20, 30, 50 და 100 ტაბლეტი.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება ბლისტერზე, შეფუთვაზე ან ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ლამოტრიქსი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ლამოტრიქსი 100 მგ

ტაბლეტები

ლამოტრიჟინი

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი: 6595/2006/01-02-03-04

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ლამოტრიქსი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლამოტრიქსის მიღებამდე;

ლამოტრიქსის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ლამოტრიქსის შენახვის წესი;

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ლამოტრიქსი და მისი გამოყენება

ლამოტრიქსი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. ის გამოიყენება ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

ლამოტრიქსი ეპილეფსიის მკურნალობის დროს ბლოკავს თავის ტვინში წარმოქმნილ იმპულსებს, რომლებიც განაპირობებენ ეპილეფსიური გულყრების განვითარებას.

მოზრდილებში, 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში ლამოტრიქსი ეპილეფსიის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში. ლამოტრიქსი სხვა მედიკამენტებთან ერთად, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას ლენოქს-გასტატის სინდრომის დროს განვითარებული გულყრების სამკურნალოდ.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში ლამოტრიქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მედიკამენტებთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. ის, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ეპილეფიის გარკვეული ტიპის დროს, როგორიცაა: ტიპიური აბსანსი.

ლამოტრიქსი ასევე გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის დროს.

ბიპოლარული აშლილობების (ზოგჯერ მას მანიაკალურ დეპრესიას უწოდებენ) მქონე პაციენტებს აღენიშნებათ გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები მანიის პერიოდებით (ამაღლებული განწყობა ან ეიფორია), რომელსაც ცვლის დეპრესიის (ღრმა მწუხარება ან სასოწარკვეთილება) პერიოდები. 18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში ლამოტრიქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში დეპრესიის პერიოდების პრევენციისათვის ბიპოლარული აშლილობის დროს. არ არის დადგენილი, თუ რითია განპირობებული ლამოტრიქსის მოქმედების ასეთი ეფექტი თავის ტვინზე.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლამოტრიქსის მიღებამდე

არ შეიძლება ლამოტრიქსის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლამოტრიჟინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ლამოტრიქსის მიღებამდე, თუ:

პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;

პაციენტს ლამოტრიგინის ან ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო მედიკამენტის მიღების შემდეგ ანამნეზში აღენიშნება გამონაყარი;

პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მენინგიტი ლამოტრიჟინის მიღების შემდეგ (ამ სიმპტომების აღწერა იხ. მე-4 პარაგრაფში: იშვიათი გვერდითი მოვლენები);

პაციენტი იღებს მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ლამოტრიჟინს.

ლამოტრიჟინმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მძიმე ალერგიული რეაქციები ან სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები (მათ შორის, გამონაყარი კანზე ეოზინოფილიასთან და DRESS (წამლით გამოწვეული გამონაყარი ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან ერთად) სინდრომის სისტემური სიმპტომები). დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პარაგრაფი 4 (შესაძლო გვერდითი მოვლენები).

თუ ლამოტრიქსით მკურნალობის პროცესში, პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა, სახის შეშუპება, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან (იხ. პარაგრაფი 4).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი

სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა ლამოტრიჟინის გამოყენებისას, რომელიც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო სამიზნე წერტილების ან წრიული ზოლების სახით, ცენტრში ბუშტუკებით. დამატებითი ნიშნების მოიცავს წყლულებს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებზე და კონიუნქტივაზე (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის პოტენციურად სახიფათო ასეთი რეაქციებს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს გავრცობილ ბუშტუკოვან გამონაყარში ან კანის აქერცვლაში.

პაციენტმა აღარასოდეს უნდა მიიღოს ლამოტრიჟინი, თუ მას განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი ლამოტრიჟინის გამოყენების შემდეგ.

DRESS (წამლით გამოწვეული გამონაყარი ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან ერთად) სინდრომი

DRESS სინდრომი თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ გამონაყარი ვრცელდება, თან ერთვის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში და ლეიკოციტების გარკვეული ტიპის რაოდენობის მომატება სისხლში (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები.

კანის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი მაღალია მკურნალობის პირველ კვირეებში. თუ პაციენტს ლამოტრიქსის მიღების შემდეგ აღენიშნება გამონაყარი ან ეს სიმპტომები, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან.

ეპილეფსიის მკურნალობის სწრაფმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს შეტევების განვითარების რისკის მომატება. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია წამლის დოზის შეცვლამდე ან მკურნალობის შეწყვეტამდე.

ლამოტრიქსი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

დეპრესიისა და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო სხვა მედიკამენტები ზრდიან სუიციდალური ფიქრებისა და ქცევის რისკს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ლამოტრიქისი და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მცენარეული და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ლამოტრიქსის დოზის კორექცია. ეს მედიკამენტებია:

ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი, გაბაპენტინი, ლევეტირაცეტამი, პრეგაბალინი, ტოპირამატი ან ზონისამიდი - გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ლითიუმი - გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

ბუპროპიონი - გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ და მოწევისათვის თავის დასანებებლად.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილს.

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლამოტრიქსთან ან ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკებს. ეს მედიკამენტებია;

ვალპროატი, გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

კარბამაზეპინი, გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

ფენიტოინი, პრიმიდონი ან ფენობარბიტალი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

ოლანზაპინი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

რისპერიდონი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;

რიფამპიცინი - ანტიბიოტიკი;

ლოპინავირისა და რიტონავირის კომბინაცია, გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალოდ;

ჰორმონული კონტრაცეპტივები, როგორიცაა პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები (იხ. ქვემოთ).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან აპირებს, მიიღოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.

ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა (როგორიცაა პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები) შეიძლება გავლენა იქონიონ ლამოტრიქსის მოქმედების მექანიზმზე.

ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს გამოიყენოს გარკვეული ტიპის ჰორმონული კონტრაცეპტივები ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდები, როგორიცაა პრეზერვატივები, დიაფრაგმა ან საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა. თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, როგორიცაა პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში ლამოტრიჟინის დონის შემოწმება.

თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს:

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც პაციენტს შეურჩევს ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამის მეთოდებს.

ლამოტრიქსმა, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონული კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე, თუმცა არ არის მოსალოდნელი მათი ეფექტურობის დაქვეითება. თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს და აღენიშნება მენსტრუაციის ცვლილება, როგორიცაა მენსტრუალურ პერიოდებს შორის სისხლდენა ან გამონადენი:

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია - ეს ნიშნები მიუთითებს ლამოტრიქსის შესაძლო გავლენას კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ლამოტრიჟინის გამოყენება დაუშვებელია ფეხმძიმობის დროს, თუ მისი პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფზე.

ლამოტრიქსის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს ახალშობილზე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების რისკებისა და სარგებელის შესახებ ლამოტრიქსით მკურნალობის პერიოდში და ახალშობილის პეიოდულად გამოკვლევა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ლამოტრიქსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და მხედველობის გაორება.

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ დარწმუნდება, რომ მას არ აღენიშნება ეს სიმპტომები.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის შესახებ, თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლამოტრიქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ლამოტრიქსის ტაბლეტები მცირე რაოდენობით შეიცავს შაქრის ტიპს, ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ლაქტოზის ან სხვა ნახშირწყლების მიმართ:

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

ლამოტრიქსის მიღების წესი

ლამოტრიქსის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ლამოტრიქსის დოზირება

ლამოტრიქსის საჭირო დოზის შესარჩევად საჭიროა გარკვეული პერიოდი. პაციენტისათვის საჭირო დოზა დამოკიდებულია;

ასაკზე

ლამოტრიქსის მიღებაზე სხვა მედიკამენტებთან ერთად

თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების არსებობაზე.

მკურნალობა იწყება დაბალი დოზით და თანდათანობით იზრდება, რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჭირო მოქმედ დოზამდე (ეფექტური დოზა).

დაუშვებელია ექიმის მიერ ლამოტრიქსის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება.

ლამოტრიქსის რეკომენდებული ეფექტური დოზა მოზრდილებისა და 13 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში შეადგენს 100 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში ეფექტური დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და ჩვეულებრივ ის შეადგენს 1-15 მგ-ს ბავშვის წონის კგ-ზე, მაქსიმალურ დოზამდე, 400 მგ დღეში.

ლამოტრიქსი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ლამოტრიქსის მიღების მეთოდი

ტაბლეტები:

ლამოტრიქსის დოზა მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. მისი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

ექიმმა შეიძლება დანიშნოს ან შეწყვიტოს სხვა მედიკამენტები პაციენტის დაავადებისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. დაუშვებელია მათი გატეხვა, დაღეჭვა ან გასრესვა.

ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული სრული დოზის მიღება. დაუშვებელია ტაბლეტის მხოლოდ ნაწილის მიღება.

ლამოტრიქსის დოზის გადაჭარბებისას

ლამოტრიქსის დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია, პაციენტმა თან იქონიოს ლამოტრიქსის კოლოფი.

ლამოტრიქსის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი)

მოუხერხებელი მოძრაობა და კოორდინაციის ნაკლებობა, რომელიც მოქმედებს წონასწორობაზე (ატაქსია)

ცნობიერების დაკარგვა ან კომა

ლამოტრიქსის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია ზედმეტი ტაბლეტების ან გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ლამოტრიქსის დოზის მიღების დავიწყებისას:

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ როგორ უნდა განახლდეს მედიკამენტის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ექიმთან მიმართვა.

ლამოტრიქსით მკურნალობის შეწყვეტისას

ლამოტრიქსის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობის შეწყვეტა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლამოტრიქსიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები: საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

ლამოტრიქსის მიღებისას მცირე რაოდენობით პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ალერგიული რეაქცია ან სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქცია, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემაში, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა.

ამ რეაქციების სიმპტომებია:

კანზე გამონაყარი ან სიწითლე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციებში გავრცობილი ბუშტუკოვანი გამონაყარით და კანის აქერცვლით, რომელიც ვითარდება პირის ღრუში, ცხვირში, თვალებში და გენიტალიებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ძლიერი აქერცვლა (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი);

წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში ან გენიტალიებზე;

წყლულები პირის ღრუში და წითელი და შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი);

მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა;

სახის შეშუპება ან ლიმფური ჯირკვლების გადიდება კისერზე, იღლიის ქვეშ ან საზარდულში;

უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, ან თითების ციანოზი;

ყელის ტკივილი ან სხვა ინფექციები (მაგ.; გაციება) ჩვუელებრივზე უფრო მეტად.

ბევრ შემთხვევაში ეს სიმპტომები წარმოადგენს უფრო ნაკლებად მძიმე გვერდით მოვლენებს, მაგრამ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი პოტენცირად სახიფათოა - ამიტომ რომელიმე სიმპტომის განვითარებისას:

საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან. ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ღვიძლი, თირკმელები ან სისხლი და შეიძლება საჭირო გახდეს ლამოტრიქსით მკურნალობის შეწყვეტა.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ხშირი გვერდითი მოვლენები

აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

აგრესია ან გაღიზიანება

ძილიანობა ან გაბრუება

თავბრუსხვევა

კანკალი ან ტრემორი

დაძინების გაძნელება (უძილობა)

აგზნება

დიარეა

პირის სიმშრალე

გულისრევა ან ღებინება, დაღლილობის შეგრძნება

წელის, სახსრების ან სხვა სახის ტკივილი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

აღინიშნება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

სიმპტომების ჯგუფი, რომელიც მოიცავს: ცხელებას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, კისრის გაშეშებასა და ძლიერი მგრძნობელობას კაშკაშა სინათლეზე;

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებით (მენინგიტი). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტისას, მაგრამ თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა;

თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი);

თვალების ქავილი გამონადენითა და ქუთოთოებზე ნადებით (კონიუნქტივიტი).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

მაღალი ტემპერატურა (ცხელება): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

სახის შეშუპება ან კისრის, იღლიისქვეშა ან საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება (ლიმფადენოპათია): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებში ან ღვიძლის უკმარისობა: იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

სისხლის შედედების მძიმე დარღვევები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (სისხლძარღვშიდა დისემინირებული კოაგულაცია): იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი;

ცვლილებები სისხლის ანალიზებში, მათ შორის: ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანლოციტოზი);

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) და ძვლის ტვინის პათოლოგია, ე.წ. აპლაზიური ანემია;

ჰალუცინაციები (სმენითი, მხედველობითი);

ცნობიერების დაბინდვა;

“მოუხერხებლობის ან არასიმყარის” შეგრძნება სიარულის დროს;

სხეულის უკონტროლო მოძრაობები (ტიკები), თვალების, თავის და სხეულის კუნთების არაკონტროლირებადი სპაზემბი (ქორეოათეტოზი) ან სხეულის სხვა უჩვეულო მოძრაობები, როგორიცაა სხეული მკვეთრი მოძრაობა, კანკალი ან გაშეშება;

ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, გულყრების ხშირი განვითარება;

პარკინსონის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაუარესება;

წითელი მგლურას მსგავსი რეაქცია (სიმპტომებია: წელის ან სახსრების ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება და/ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესება).

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები ვითარდება მცირე რაოდენობით პაციენტებში, მაგრამ მათი განვითარების ზუსტი სიხშირე უცნობია:

აღინიშნა ძვლების პათოლოგიის შემთხვევები, როგორიცაა ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლეის ქსოვილის გაიშვიათება) და მოტეხილობები. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი ხანგრძლივად იღებს ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, აქვს ოსტეოპოროზის ანამნეზი ან იღებს სტეროიდებს.

გვერდითი მოვლენების განვითარებისას

თუ გვერდითი მოვლენები იღებს სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ლამოტრიქსის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება ბლისტერზე, შეფუთვაზე ან ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ლამოტრიქსი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლამოტრიქსი

აქტიური ნივთიერებაა ლამოტრიჟინი, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ლამოტრიჟინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ლამოტრიქსის ფორმა და შეფუთვა

ლამოტრიქსის ტაბლეტები:

ლამოტრიქსი 100 მგ: მრგვალი, ბრტყელი, ღია ყვითელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.

ლამოტრიქსის ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებზე, შეფუთვაში წარმოდგენილია 20, 30, 50 და 100 ტაბლეტი.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

MEDOCHEMIE LTD, 1-10 Constantinoupoleos st., 3011 Limassol, Cyprus

მედოქემი ლტდ, 1-10 კონსტანტინოპოლის ქ. 3011 ლიმასოლი, კვიპროსი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2015 წლის მარტი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა