ლამოტრიგინი ნორმონი 100 მგ დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები EFG
Lamotrigina Normon 100 mg comprimidos dispersables/masticables EFG
ლამოტრიგინი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. ის გამოიყენება ორი მდგომარეობის - ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის - სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლამოტრიჯინი (lamotrigine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტი №56
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N03AX09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042039
- რეგისტრირებულია
- 18 სექტემბერი 2024, მოქმედებს 18 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ლამოტრიგინი ნორმონი 100 მგ დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლამოტრიგინი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. ის გამოიყენება ორი მდგომარეობის - ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის - სამკურნალოდ.
ლამოტრიგინი ნორმონი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, რადგან ბლოკავს თავის ტვინში წარმოქმნილ იმპულსებს, რომლებიც განაპირობებენ ეპილეფსიური გულყრების განვითარებას.
მოზრდილებში და 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში ლამოტრიგინი ეპილეფსიის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში. ლამოტრიგინი სხვა მედიკამენტებთან ერთად, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ლენოქს-გასტოს სინდრომის დროს განვითარებული გულყრების სამკურნალოდ.
2-12 წლის ასაკის ბავშვებში ლამოტრიგინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მედიკამენტებთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. ის, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონოთერაპიის სახით ეპილეფიის გარკვეული ტიპის დროს, როგორიცაა: ტიპური აბსანსური გულყრა.
ლამოტრიგინი ნორმონი ასევე გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
ბიპოლარული აშლილობების (ზოგჯერ მას მანიაკალურ დეპრესიას უწოდებენ) მქონე პაციენტებს აღენიშნებათ გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები მანიის პერიოდებით (ამაღლებული განწყობა ან ეიფორია), რომელსაც ცვლის დეპრესიის (ღრმა მწუხარება ან სასოწარკვეთილება) პერიოდები. 18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში ლამოტრიგინი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში დეპრესიის პერიოდების პრევენციისათვის, რომელიც ვითარდება ბიპოლარული აშლილობის დროს. არ არის დადგენილი, თუ რითია განპირობებული ლამოტრიგინის მოქმედების ასეთი ეფექტი თავის ტვინზე.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
რა რაოდნობით მიიღება ლამოტრიგინი ნორმონი
ლამოტრიგინი ნორმონის საუკეთესო დოზის შესარჩევად საჭიროა გარკვეული პერიოდი. პაციენტისათვის საჭირო დოზა დამოკიდებულია:
პაციენტის ასაკზე
იღებს თუ არა პაციენტი სხვა მედიკამენტებს ლამოტრიგინ ნორმონთან ერთად;
თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების არსებობაზე.
მკურნალობა იწყება დაბალი დოზით და თანდათანობით იზრდება, რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჭირო მოქმედ დოზამდე (ე.წ. ეფექტური დოზა). დაუშვებელია ექიმის მიერ ლამოტრიგინი ნორმონის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება.
ლამოტრიგინი ნორმონის რეკომენდებული ეფექტური დოზა მოზრდილებისა და 13 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში შეადგენს 100 - 400 მგ-ს დღეში.
2-12 წლის ასაკის ბავშვებში ეფექტური დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და ჩვეულებრივ ის შეადგენს 1 - 15 მგ-ს ბავშვის წონის ერთ კილოგრამზე, მაქსიმალურ შემანარჩუნებელ დოზამდე - 200 მგ დღეში.
ლამოტრიგინი ნორმონი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის მიღების მეთოდი
ლამოტრიგინი ნორმონის დოზა მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. მისი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული სრული დოზის მიღება. დაუშვებელია ტაბლეტის მხოლოდ ნაწილის მიღება.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ან შეწყვიტოს სხვა მედიკამენტები, პაციენტის დაავადების ტიპისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.
ლამოტრიგინი ნორმონის დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები შეიძლება გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით, დაიღეჭოს ან შეერიოს წყალს თხევადი მედიკამენტის მისაღებად.
ტაბლეტის დაღეჭვა:
შეიძლება მცირე რაოდენობით წყლის მიყოლება, რათა ტაბლეტი გაიხსნას პირის ღრუში. შემდეგ საჭიროა უფრო მეტი რაოდენობით წყლის მიღება, რათა მედიკამენტი სრულად გადაიყლაპოს.
თხევადი მედიკამენტის მიღება:
ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ჭიქაში, მასში უნდა იყოს სულ მცირე იმ რაოდენობით წყალი, რომ მთლიანად დაიფაროს ტაბლეტი;
საჭიროა შენჯღრევა ტაბლეტის გასახსნელად ან მოცდა, რათა ტაბლეტი სრულად გაიხსნას;
სითხე მიღებულ უნდა იქნას მთლიანად;
ჭიქას უნდა გამოევლოს მცირე რაოდენობით წყალი და დაილიოს, რათა მედიკამენტის ნაწილი არ დარჩეს ჭიქაში.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს მძიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი);
მოუხერხებელი მოძრაობა და კოორდინაციის ნაკლებობა, რომელიც მოქმედებს წონასწორობაზე (ატაქსია);
გულის რითმის ცვლილებები (ვლინდება ძირითადად ეკგ-ზე);
ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები ან კომა.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს მეორე დღეს ჩვეულებრივად.
ლამოტრიგინი ნორმონის რამდენიმე დოზის გამოტოვებისას:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ როგორ უნდა განახლდეს მედიკამენტის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ექიმთან მიმართვა.
ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე
ლამოტრიგინი ნორმონის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობის შეწყვეტა.
თუ ლამოტრიგინი ნორმონი მიიღება ეპილეფსიის დროს
ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის შესაწყვეტად მნიშვნელოვანია დოზის შემცირება მოხდეს თანდათანობით, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ლამოტრიგინი ნორმონის მიღების უეცრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიის რეციდივი ან მისი მიმდინარეობის გაუარესება.
თუ ლამოტრიგინი ნორმონი მიიღება ბიპოლარული აშლილობის დროს
ლამოტრიგინ ნორმონს სჭირდება გარკვეული დრო ეფექტის დადგომამდე, ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ პაციენტის მდგომარეობა მყისვე გაუმჯობესდება. ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის შესაწყვეტად არ არის საჭირო დოზის თანდათანობით შემცირება, მაგრამ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ლამოტრიგინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და დაუშვებელია ლამოტრიგინი ნორმონის მიღება.
სიფრთხილის ზომები
ლამოტრიგინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გამონაყარი ლამოტრიგინის ან ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტის მიღების შემდეგ;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მენინგიტი ლამოტრიგინის მიღების შემდეგ (ამ სიმპტომების აღწერა იხ. მე-4 პარაგრაფში: იშვიათი გვერდითი მოვლენები);
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ლამოტრიგინს;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გამონაყარი ლამოტრიგინის ან ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტის მიღების შემდეგ, ან თუ პაციენტს განუვითარდა გამონაყარი ან მზის დამწვრობა ლამოტრიგინის მიღების და მზის ან ულტრაიისფერი სხივების (როგორიცაა სოლარიუმი) ზემოქმედების შემდეგ. მკურნალი ექიმი შეამოწმებს მკურნალობის სქემას და პაციენტს რეკომენდაციას მისცემს მოერიდოს მზის სხივებსა და თავი დაიცვას მზისგან (მაგ.: გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემი და/ან ატაროს დამცავი ტანსაცმელი).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს:
საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება ან ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო რეაქციების შესახებ
ლამოტრიგინის მიღებისას მცირე რაოდენობით პაციენტებს აღენიშნათ ალერგიული რეაქცია ან სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები, რომელთა მკურნალობის გარეშე დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე პრობლემები. ეს რეაქციები მოიცავს სტივენს-ჯონსონის სინდრომს (სჯს), ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს (ტენ) და წამლისმიერ რეაქციას ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). პაციენტმა უნდა იცოდეს ამ რეაქციების სიმპტომების შესახებ, რათა ყურადღება მიაქციოს მათ ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის დროს.
ამ სიმპტომების აღწერა იხ. მე-4 პარაგრაფში “პოტენციურად სახიფათო რეაქციები: საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა”.
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები
ანტიეპილეფსიური მედიკამენტები გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის, მათ შორის ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის, სამკურნალოდ. ბიპოლარული აშლილობის მქონე პირებს ხანდახან აღენიშნებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ასეთი ფიქრები, ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტს, უფრო მეტად შეიძლება აღენიშნებოდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:
მკურნალობის პირველად დაწყებისას;
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრების ანამნეზში არსებობისას;
25 წელზე ნაკლები ასაკის შემთხვევაში.
თუ ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება შემაწუხებელი აზრები ან ქმედება, ან თავს გრძნობს უარესად ან ვითარდება ახალი სიმპტომები:
საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.
პაციენტისათვის შეიძლება სასარგებლო იყოს, რომ ოჯახის წევრს, მომვლელს ან ახლო მეგობარს უთხრას, რომ მას შეიძლება აღენიშნოს დეპრესია ან გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილებები და გააცნოს მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია. მათ უნდა შეატყობინონ პაციენტს, თუ ფიქრობენ, რომ აღენიშნება დეპრესია ან ქცევის სხვა ცვლილებები.
მცირე რაოდენობით პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლამოტრიგინი, აღენიშნათ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. ნებისმიერ დროს ასეთი აზრების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ეპილეფსიის დროს ლამოტრიგინი ნორმონის მიღებისას
ეპილეფსიის ზოგიერთი ტიპის დროს გულყრები შეიძლება ხანდახან უფრო გაუარესდეს ან უფრო ხშირად განვითარდეს ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის დროს. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მძიმე გულყრები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. თუ ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის დროს გულყრები ვითარდება უფრო ხშირად ან პაციენტს აღენიშნება უფრო მძიმე გულყრა:
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ლამოტრიგინი ნორმონი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები ზრდიან სუიციდური აზრებისა და ქცევის განვითარების რისკს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მცენარეული და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ეპილეფსიის ან ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ იღებს სხვა მედიკამენტებს. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ლამოტრიგინი ნორმონის დოზის კორექცია. ეს მედიკამენტებია:
ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი, გაბაპენტინი, ლევეტირაცეტამი, პრეგაბალინი, ტოპირამატი ან ზონისამიდი - გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
ლითიუმი, ოლანზაპინი ან არიპიპრაზოლი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;
ბუპროპიონი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ და მოწევისათვის თავის დასანებებლად.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილს.
ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლამოტრიგინ ნორმონთან ან ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკებს. ეს მედიკამენტებია:
ვალპროატი, გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;
კარბამაზეპინი, გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;
ფენიტოინი, პრიმიდონი ან ფენობარბიტალი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
რისპერიდონი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;
რიფამპიცინი - ანტიბიოტიკი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექციის (შიდსი) სამკურნალოდ (ლოპინავირისა და რიტონავირის ან ატაზანავირისა და რიტონავირის კომბინაცია);
ჰორმონული კონტრაცეპტივები, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (იხ. ქვემოთ).
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან აპირებს, მიიღოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა (როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) შეიძლება გავლენა იქონიონ ლამოტრიგინი ნორმონის მოქმედების მექანიზმზე.
ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს გამოიყენოს გარკვეული ტიპის ჰორმონული კონტრაცეპტივები ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდები, როგორიცაა პრეზერვატივები, დიაფრაგმა ან საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა. თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში ლამოტრიგინის დონის შემოწმება. თუ პაციენტი იღებს ან გეგმავს ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებას:
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც პაციენტს შეურჩევს ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამის მეთოდებს.
ლამოტრიგინმა, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონული კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე, თუმცა არ არის მოსალოდნელი მათი ეფექტიანობის დაქვეითება. თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს და აღენიშნება მენსტრუაციის ცვლილება, როგორიცაა მენსტრუალურ პერიოდებს შორის სისხლდენა ან გამონადენი:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ეს ნიშნები მიუთითებს ლამოტრიგინის გავლენას კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე.
ბრუგადას სინდრომი
ბრუგადას სინდრომი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს გულის ელექტრული აქტივობის პათოლოგიას. ლამოტრიგინმა შეიძლება გამოიწვიოს არითმიით (გულის რიტმის დარღვევა) გამოწვეული ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე). მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ეს დაავადება.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH)
აღინიშნა იმუნური სისტემის იშვიათი, მაგრამ მძიმე რეაქცია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლამოტრიგინს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ლამოტრიგინის მიღებისას: ცხელება, გამონაყარი, ნევროლოგიური სიმპტომები (მაგ.: კანკალი ან ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, ტვინის ფუნქციის დაზიანება).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპილეფსიის დროს.
ფეხმძიმობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ლამოტრიგინი ნორმონის ეფექტიანობაზე, ამიტომ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზების შემოწმება და დოზის კორექცია;
შეიძლება იყოს თანდაყოლილი დეფექტების, მათ შორის კურდღლის ტუჩის და/ან მგლის ხახის, განვითარების მცირედ გაზრდილი რისკი, თუ ლამოტორიგინი ნორმონის მიღება ხდება ფეხმიმძიმობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
მკურნალმა ექიმმა პაციენტს შეიძლება ურჩიოს დამატებით ფოლიუმის მჟავის მიღება ფეხმძიმობის დაგეგმვის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე. ლამოტრიგინი ნორმონის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს ახალშობილზე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების რისკებისა და სარგებელის შესახებ ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის პერიოდში და ახალშობილის პერიოდულად გამოკვლევა, თუ პაციენტი გადაწყვეტს ძუძუთი კვებას, რადგან ახალშობილს შეიძლება აღენიშნებოდეს ძილიანობა, გამონაყარი ან წონაში მცირედ მატება. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლამოტრიგინი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და მხედველობის გაორება.
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ დარწმუნდება, რომ მას არ აღენიშნება ეს სიმპტომები.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის შესახებ, თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია.
ლამოტრიგინი ნორმონი შეიცავს გლუკოზას, ბენზილის სპირტს და ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს კბილებს.
ეს მედიკამენტი შეიცავს 0.00104 მგ ბენზილის სპირტს ერთ ტაბლეტში.
ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, რადგან ორგანიზმში შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (მეტაბოლური აციდოზი).
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ღვიძლის ან თირკმლის დაავადების არსებობის დროს, რადგან ორგანიზმში შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (მეტაბოლური აციდოზი).
ბენზილის სპირტი დაკავშირებულია სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკთან, რომელიც მოიცავს სუნთქვის პრობლემებს ბავშვებში (“გასპინგის სინდრომი”).
მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიცემული ახალშობილისათვის (4 კვირის ასაკამდე), თუ არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული.
ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთ კვირაზე მეტხანს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ არის ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული.
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო რეაქციები: საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
ლამოტრიგინის მიღებისას მცირე რაოდენობით პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ალერგიული რეაქცია ან სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემაში, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა.
ეს სიმპტომები ძირითადად ვითარდება ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის პირველ თვეებში, განსაკუთრებით, თუ საწყისი დოზა ძალიან მაღალია ან დოზის მომატება მოხდა ძალიან სწრაფად, ან ლამოტრიგინი ნორმონის მიღება ხდება სხვა მედიკამენტთან - ვალპროატთან - ერთად. ზოგიერთი სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებში, ამიტომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
ამ რეაქციების სიმპტომები მოიცავს:
კანზე გამონაყარი ან სიწითლე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციებში გავრცობილი ბუშტუკოვანი გამონაყარით და კანის აქერცვლით, რომელიც განსაკუთრებით ვითარდება პირის ღრუში, ცხვირში, თვალებში და გენიტალიებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ძლიერი აქერცვლა (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან გავრცობილი გამონაყარი ღვიძლის, სისხლის და სხვა ორგანოთა სისტემების ჩართვით (წამლისმიერ რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი (DRESS)).
წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში ან გენიტალიებზე;
ტკივილი პირის ღრუში და წითელი და შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი);
მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა;
სახის შეშუპება ან ლიმფური ჯირკვლების გადიდება კისერზე, იღლიის ქვეშ ან საზარდულში;
უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, ან თითების ციანოზი;
ყელის ტკივილი ან სხვა ინფექციები (მაგ.; გაციება) ჩვუელებრივზე უფრო ხშირად;
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება სისხლში;
სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) რაოდენობის მომატება;
ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
სხვადასხვა ორგანოების ჩართვა პროცესში, მათ შორის ღვიძლისა და თირკმელების.
ბევრ შემთხვევაში ეს სიმპტომები ნაკლებად მძიმე გვერდითი მოვლენების ნიშნებია. მაგრამ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს სიმპტომები სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათოა და შეიძლება განვითარდეს უფრო მძიმე პრობლემები, როგორიცაა ორგანოს უკმარისობა, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა. თუ პაცინეტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი:
საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ღვიძლის, თირკმელების ან სისხლის ანალიზების ჩატარება და ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა აღარასოდეს უნდა მიიღოს ლამოტრიგინი, თუ მას განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
თავის ტკივილი
გამონაყარი კანზე
ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:
აგრესია ან გაღიზიანება
ძილიანობა ან გაბრუება
თავბრუსხვევა
კანკალი ან ტრემორი
დაძინების გაძნელება (უძილობა)
აჟიტაცია
დიარეა
პირის სიმშრალე
გულისრევა ან ღებინება
დაღლილობის შეგრძნება
წელის, სახსრების ან სხვა სახის ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
მოუხერხებელი მოძრობა და კოორდინაციის ნაკლებობა (ატაქსია)
გაორებული მხედველობა ან მხედველობის დაბინდვა
უჩვეულო თმის ცვენა ან თმის გათხელება (ალოპეცია)
კანზე გამონაყარი ან მზის დამწვრობა მზის ან ხელოვნული ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ (ფოტომგრძნობელობა).
იშვიათი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
სიმპტომების ჯგუფი, რომელიც მოიცავს: ცხელებას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, კისრის გაშეშებასა და ძლიერი მგრძნობელობას კაშკაშა სინათლეზე.
ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებით (მენინგიტი). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტისას, მაგრამ თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა;
თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი);
თვალების ქავილი გამონადენითა და ქუთუთოებზე ნადებით (კონიუნქტივიტი).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
მაღალი ტემპერატურა (ცხელება) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
სახის შესივება (შეშუპება) ან კისრის, იღლიისქვეშა ან საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება (ლიმფადენოპათია) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებში ან ღვიძლის უკმარისობა (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
სისხლის შედედების მძიმე დარღვევები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (სისხლძარღვშიდა დისემინირებული კოაგულაცია) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
ცვლილებები სისხლის ანალიზებში, მათ შორის: ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) და ძვლის ტვინის პათოლოგია, ე.წ. აპლაზიური ანემია;
ჰალუცინაციები (რეალურად არარსებული საგნების მოსმება ან დანახვა);
ცნობიერების დაბინდვა;
“მოუხერხებლობის” ან არასიმყარის შეგრძნება სიარულის დროს;
სხეულის უკონტროლო მოძრაობები (ტიკები), თვალების, თავის და სხეულის კუნთების არაკონტროლირებადი სპაზმები (ქორეოათეტოზი) ან სხეულის სხვა უჩვეულო მოძრაობები, როგორიცაა სხეული მკვეთრი მოძრაობა, კანკალი ან გაშეშება;
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, გულყრების უფრო ხშირი განვითარება;
პარკინსონის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაუარესება;
წითელი მგლურას მსგავსი რეაქცია (სიმპტომები მოიცავს: წელის ან სახსრების ტკივილს, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება და/ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესება);
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH) (იხ. პარაგრაფი 2 რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლამოტრიგინის მიღებამდე).
სხვა გვერდითი მოვლენები
სხვა გვერდითი მოვლენები ვითარდება მცირე რაოდენობით პაციენტებში, მაგრამ მათი განვითარების ზუსტი სიხშირე უცნობია:
აღწერილ იქნა ძვლების პათოლოგიის შემთხვევები, როგორიცაა ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლოვანი მასის შემცირება) და მოტეხილობები. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი ხანგრძლივად იღებს ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, აქვს ოსტეოპოროზის ანამნეზი ან იღებს სტეროიდებს;
ღამის კოშმარები;
იმუნიტეტის დაქვეითება სისხლში ანტისხეულების, იმუნოგლობულინების, დონის დაქვეითების გამო, რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ლამოტრიგინი. თითოეული დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ლამოტრიგინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კროსპოვიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), ფორთოხლის ესენცია (შეიცავს გლუკოზას და ბენზილის სპირტს), მაგნიუმის სტეარატი და კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
ლამოტრიგინი ნორმონი დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლამოტრიგინი ნორმონი 100 მგ დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, ორმხრივამობურცული და მრგვალი დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები.
თითოეული შეფუთვა შეიცავს ბლისტერებს 56 ტაბლეტით.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 30oC ტემპერატურის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლამოტრიგინი ნორმონი 100 მგ დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები EFG
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლამოტრიგინი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლამოტრიგინი ნორმონის მიღებამდე;
ლამოტრიგინი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ლამოტრიგინი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ლამოტრიგინი ნორმონი და მისი გამოყენება
ლამოტრიგინი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. ის გამოიყენება ორი მდგომარეობის - ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის - სამკურნალოდ.
ლამოტრიგინი ნორმონი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, რადგან ბლოკავს თავის ტვინში წარმოქმნილ იმპულსებს, რომლებიც განაპირობებენ ეპილეფსიური გულყრების განვითარებას.
მოზრდილებში და 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში ლამოტრიგინი ეპილეფსიის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში. ლამოტრიგინი სხვა მედიკამენტებთან ერთად, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ლენოქს-გასტოს სინდრომის დროს განვითარებული გულყრების სამკურნალოდ.
2-12 წლის ასაკის ბავშვებში ლამოტრიგინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მედიკამენტებთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს. ის, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონოთერაპიის სახით ეპილეფიის გარკვეული ტიპის დროს, როგორიცაა: ტიპური აბსანსური გულყრა.
ლამოტრიგინი ნორმონი ასევე გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
ბიპოლარული აშლილობების (ზოგჯერ მას მანიაკალურ დეპრესიას უწოდებენ) მქონე პაციენტებს აღენიშნებათ გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები მანიის პერიოდებით (ამაღლებული განწყობა ან ეიფორია), რომელსაც ცვლის დეპრესიის (ღრმა მწუხარება ან სასოწარკვეთილება) პერიოდები. 18 წლის და ზემოთ ასაკის მოზრდილებში ლამოტრიგინი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში დეპრესიის პერიოდების პრევენციისათვის, რომელიც ვითარდება ბიპოლარული აშლილობის დროს. არ არის დადგენილი, თუ რითია განპირობებული ლამოტრიგინის მოქმედების ასეთი ეფექტი თავის ტვინზე.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლამოტრიგინი ნორმონის მიღებამდე
არ შეიძლება ლამოტრიგინი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ლამოტრიგინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და დაუშვებელია ლამოტრიგინი ნორმონის მიღება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლამოტრიგინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გამონაყარი ლამოტრიგინის ან ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტის მიღების შემდეგ;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მენინგიტი ლამოტრიგინის მიღების შემდეგ (ამ სიმპტომების აღწერა იხ. მე-4 პარაგრაფში: იშვიათი გვერდითი მოვლენები);
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ლამოტრიგინს;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გამონაყარი ლამოტრიგინის ან ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტის მიღების შემდეგ, ან თუ პაციენტს განუვითარდა გამონაყარი ან მზის დამწვრობა ლამოტრიგინის მიღების და მზის ან ულტრაიისფერი სხივების (როგორიცაა სოლარიუმი) ზემოქმედების შემდეგ. მკურნალი ექიმი შეამოწმებს მკურნალობის სქემას და პაციენტს რეკომენდაციას მისცემს მოერიდოს მზის სხივებსა და თავი დაიცვას მზისგან (მაგ.: გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემი და/ან ატაროს დამცავი ტანსაცმელი).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს:
საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება ან ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო რეაქციების შესახებ
ლამოტრიგინის მიღებისას მცირე რაოდენობით პაციენტებს აღენიშნათ ალერგიული რეაქცია ან სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები, რომელთა მკურნალობის გარეშე დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე პრობლემები. ეს რეაქციები მოიცავს სტივენს-ჯონსონის სინდრომს (სჯს), ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს (ტენ) და წამლისმიერ რეაქციას ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). პაციენტმა უნდა იცოდეს ამ რეაქციების სიმპტომების შესახებ, რათა ყურადღება მიაქციოს მათ ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის დროს.
ამ სიმპტომების აღწერა იხ. მე-4 პარაგრაფში “პოტენციურად სახიფათო რეაქციები: საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა”.
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები
ანტიეპილეფსიური მედიკამენტები გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის, მათ შორის ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის, სამკურნალოდ. ბიპოლარული აშლილობის მქონე პირებს ხანდახან აღენიშნებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ასეთი ფიქრები, ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტს, უფრო მეტად შეიძლება აღენიშნებოდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:
მკურნალობის პირველად დაწყებისას;
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრების ანამნეზში არსებობისას;
25 წელზე ნაკლები ასაკის შემთხვევაში.
თუ ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება შემაწუხებელი აზრები ან ქმედება, ან თავს გრძნობს უარესად ან ვითარდება ახალი სიმპტომები:
საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.
პაციენტისათვის შეიძლება სასარგებლო იყოს, რომ ოჯახის წევრს, მომვლელს ან ახლო მეგობარს უთხრას, რომ მას შეიძლება აღენიშნოს დეპრესია ან გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილებები და გააცნოს მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია. მათ უნდა შეატყობინონ პაციენტს, თუ ფიქრობენ, რომ აღენიშნება დეპრესია ან ქცევის სხვა ცვლილებები.
მცირე რაოდენობით პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლამოტრიგინი, აღენიშნათ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. ნებისმიერ დროს ასეთი აზრების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ეპილეფსიის დროს ლამოტრიგინი ნორმონის მიღებისას
ეპილეფსიის ზოგიერთი ტიპის დროს გულყრები შეიძლება ხანდახან უფრო გაუარესდეს ან უფრო ხშირად განვითარდეს ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის დროს. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მძიმე გულყრები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. თუ ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის დროს გულყრები ვითარდება უფრო ხშირად ან პაციენტს აღენიშნება უფრო მძიმე გულყრა:
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ლამოტრიგინი ნორმონი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები ზრდიან სუიციდური აზრებისა და ქცევის განვითარების რისკს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და ლამოტრიგინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მცენარეული და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ეპილეფსიის ან ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ იღებს სხვა მედიკამენტებს. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ლამოტრიგინი ნორმონის დოზის კორექცია. ეს მედიკამენტებია:
ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი, გაბაპენტინი, ლევეტირაცეტამი, პრეგაბალინი, ტოპირამატი ან ზონისამიდი - გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
ლითიუმი, ოლანზაპინი ან არიპიპრაზოლი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;
ბუპროპიონი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ და მოწევისათვის თავის დასანებებლად.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილს.
ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლამოტრიგინ ნორმონთან ან ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკებს. ეს მედიკამენტებია:
ვალპროატი, გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;
კარბამაზეპინი, გამოიყენება ეპილეფსიის და ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;
ფენიტოინი, პრიმიდონი ან ფენობარბიტალი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
რისპერიდონი, გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ;
რიფამპიცინი - ანტიბიოტიკი;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) ინფექციის (შიდსი) სამკურნალოდ (ლოპინავირისა და რიტონავირის ან ატაზანავირისა და რიტონავირის კომბინაცია);
ჰორმონული კონტრაცეპტივები, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (იხ. ქვემოთ).
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან აპირებს, მიიღოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი.
ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა (როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) შეიძლება გავლენა იქონიონ ლამოტრიგინი ნორმონის მოქმედების მექანიზმზე.
ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს გამოიყენოს გარკვეული ტიპის ჰორმონული კონტრაცეპტივები ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდები, როგორიცაა პრეზერვატივები, დიაფრაგმა ან საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა. თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში ლამოტრიგინის დონის შემოწმება. თუ პაციენტი იღებს ან გეგმავს ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებას:
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც პაციენტს შეურჩევს ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამის მეთოდებს.
ლამოტრიგინმა, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონული კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე, თუმცა არ არის მოსალოდნელი მათი ეფექტიანობის დაქვეითება. თუ პაციენტი იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს და აღენიშნება მენსტრუაციის ცვლილება, როგორიცაა მენსტრუალურ პერიოდებს შორის სისხლდენა ან გამონადენი:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ეს ნიშნები მიუთითებს ლამოტრიგინის გავლენას კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე.
ბრუგადას სინდრომი
ბრუგადას სინდრომი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს გულის ელექტრული აქტივობის პათოლოგიას. ლამოტრიგინმა შეიძლება გამოიწვიოს არითმიით (გულის რიტმის დარღვევა) გამოწვეული ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ-ზე). მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ეს დაავადება.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH)
აღინიშნა იმუნური სისტემის იშვიათი, მაგრამ მძიმე რეაქცია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლამოტრიგინს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ლამოტრიგინის მიღებისას: ცხელება, გამონაყარი, ნევროლოგიური სიმპტომები (მაგ.: კანკალი ან ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, ტვინის ფუნქციის დაზიანება).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპილეფსიის დროს.
ფეხმძიმობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ლამოტრიგინი ნორმონის ეფექტიანობაზე, ამიტომ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზების შემოწმება და დოზის კორექცია;
შეიძლება იყოს თანდაყოლილი დეფექტების, მათ შორის კურდღლის ტუჩის და/ან მგლის ხახის, განვითარების მცირედ გაზრდილი რისკი, თუ ლამოტორიგინი ნორმონის მიღება ხდება ფეხმიმძიმობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
მკურნალმა ექიმმა პაციენტს შეიძლება ურჩიოს დამატებით ფოლიუმის მჟავის მიღება ფეხმძიმობის დაგეგმვის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე. ლამოტრიგინი ნორმონის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს ახალშობილზე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების რისკებისა და სარგებელის შესახებ ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის პერიოდში და ახალშობილის პერიოდულად გამოკვლევა, თუ პაციენტი გადაწყვეტს ძუძუთი კვებას, რადგან ახალშობილს შეიძლება აღენიშნებოდეს ძილიანობა, გამონაყარი ან წონაში მცირედ მატება. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ლამოტრიგინი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და მხედველობის გაორება.
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ დარწმუნდება, რომ მას არ აღენიშნება ეს სიმპტომები.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის შესახებ, თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია.
ლამოტრიგინი ნორმონი შეიცავს გლუკოზას, ბენზილის სპირტს და ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს კბილებს.
ეს მედიკამენტი შეიცავს 0.00104 მგ ბენზილის სპირტს ერთ ტაბლეტში.
ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, რადგან ორგანიზმში შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (მეტაბოლური აციდოზი).
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ღვიძლის ან თირკმლის დაავადების არსებობის დროს, რადგან ორგანიზმში შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (მეტაბოლური აციდოზი).
ბენზილის სპირტი დაკავშირებულია სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკთან, რომელიც მოიცავს სუნთქვის პრობლემებს ბავშვებში (“გასპინგის სინდრომი”).
მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიცემული ახალშობილისათვის (4 კვირის ასაკამდე), თუ არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული.
ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთ კვირაზე მეტხანს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ არის ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული.
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
ლამოტრიგინი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
რა რაოდნობით მიიღება ლამოტრიგინი ნორმონი
ლამოტრიგინი ნორმონის საუკეთესო დოზის შესარჩევად საჭიროა გარკვეული პერიოდი. პაციენტისათვის საჭირო დოზა დამოკიდებულია:
პაციენტის ასაკზე
იღებს თუ არა პაციენტი სხვა მედიკამენტებს ლამოტრიგინ ნორმონთან ერთად;
თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების არსებობაზე.
მკურნალობა იწყება დაბალი დოზით და თანდათანობით იზრდება, რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჭირო მოქმედ დოზამდე (ე.წ. ეფექტური დოზა). დაუშვებელია ექიმის მიერ ლამოტრიგინი ნორმონის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება.
ლამოტრიგინი ნორმონის რეკომენდებული ეფექტური დოზა მოზრდილებისა და 13 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში შეადგენს 100 - 400 მგ-ს დღეში.
2-12 წლის ასაკის ბავშვებში ეფექტური დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და ჩვეულებრივ ის შეადგენს 1 - 15 მგ-ს ბავშვის წონის ერთ კილოგრამზე, მაქსიმალურ შემანარჩუნებელ დოზამდე - 200 მგ დღეში.
ლამოტრიგინი ნორმონი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის მიღების მეთოდი
ლამოტრიგინი ნორმონის დოზა მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. მისი მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული სრული დოზის მიღება. დაუშვებელია ტაბლეტის მხოლოდ ნაწილის მიღება.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ან შეწყვიტოს სხვა მედიკამენტები, პაციენტის დაავადების ტიპისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.
ლამოტრიგინი ნორმონის დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები შეიძლება გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით, დაიღეჭოს ან შეერიოს წყალს თხევადი მედიკამენტის მისაღებად.
ტაბლეტის დაღეჭვა:
შეიძლება მცირე რაოდენობით წყლის მიყოლება, რათა ტაბლეტი გაიხსნას პირის ღრუში. შემდეგ საჭიროა უფრო მეტი რაოდენობით წყლის მიღება, რათა მედიკამენტი სრულად გადაიყლაპოს.
თხევადი მედიკამენტის მიღება:
ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ჭიქაში, მასში უნდა იყოს სულ მცირე იმ რაოდენობით წყალი, რომ მთლიანად დაიფაროს ტაბლეტი;
საჭიროა შენჯღრევა ტაბლეტის გასახსნელად ან მოცდა, რათა ტაბლეტი სრულად გაიხსნას;
სითხე მიღებულ უნდა იქნას მთლიანად;
ჭიქას უნდა გამოევლოს მცირე რაოდენობით წყალი და დაილიოს, რათა მედიკამენტის ნაწილი არ დარჩეს ჭიქაში.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს მძიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი);
მოუხერხებელი მოძრაობა და კოორდინაციის ნაკლებობა, რომელიც მოქმედებს წონასწორობაზე (ატაქსია);
გულის რითმის ცვლილებები (ვლინდება ძირითადად ეკგ-ზე);
ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები ან კომა.
ლამოტრიგინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს მეორე დღეს ჩვეულებრივად.
ლამოტრიგინი ნორმონის რამდენიმე დოზის გამოტოვებისას:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ როგორ უნდა განახლდეს მედიკამენტის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ექიმთან მიმართვა.
ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე
ლამოტრიგინი ნორმონის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობის შეწყვეტა.
თუ ლამოტრიგინი ნორმონი მიიღება ეპილეფსიის დროს
ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის შესაწყვეტად მნიშვნელოვანია დოზის შემცირება მოხდეს თანდათანობით, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ლამოტრიგინი ნორმონის მიღების უეცრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიის რეციდივი ან მისი მიმდინარეობის გაუარესება.
თუ ლამოტრიგინი ნორმონი მიიღება ბიპოლარული აშლილობის დროს
ლამოტრიგინ ნორმონს სჭირდება გარკვეული დრო ეფექტის დადგომამდე, ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ პაციენტის მდგომარეობა მყისვე გაუმჯობესდება. ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის შესაწყვეტად არ არის საჭირო დოზის თანდათანობით შემცირება, მაგრამ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო რეაქციები: საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
ლამოტრიგინის მიღებისას მცირე რაოდენობით პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ალერგიული რეაქცია ან სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანის რეაქციები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემაში, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა.
ეს სიმპტომები ძირითადად ვითარდება ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის პირველ თვეებში, განსაკუთრებით, თუ საწყისი დოზა ძალიან მაღალია ან დოზის მომატება მოხდა ძალიან სწრაფად, ან ლამოტრიგინი ნორმონის მიღება ხდება სხვა მედიკამენტთან - ვალპროატთან - ერთად. ზოგიერთი სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებში, ამიტომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
ამ რეაქციების სიმპტომები მოიცავს:
კანზე გამონაყარი ან სიწითლე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციებში გავრცობილი ბუშტუკოვანი გამონაყარით და კანის აქერცვლით, რომელიც განსაკუთრებით ვითარდება პირის ღრუში, ცხვირში, თვალებში და გენიტალიებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ძლიერი აქერცვლა (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან გავრცობილი გამონაყარი ღვიძლის, სისხლის და სხვა ორგანოთა სისტემების ჩართვით (წამლისმიერ რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი (DRESS)).
წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში ან გენიტალიებზე;
ტკივილი პირის ღრუში და წითელი და შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი);
მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა;
სახის შეშუპება ან ლიმფური ჯირკვლების გადიდება კისერზე, იღლიის ქვეშ ან საზარდულში;
უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, ან თითების ციანოზი;
ყელის ტკივილი ან სხვა ინფექციები (მაგ.; გაციება) ჩვუელებრივზე უფრო ხშირად;
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება სისხლში;
სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) რაოდენობის მომატება;
ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
სხვადასხვა ორგანოების ჩართვა პროცესში, მათ შორის ღვიძლისა და თირკმელების.
ბევრ შემთხვევაში ეს სიმპტომები ნაკლებად მძიმე გვერდითი მოვლენების ნიშნებია. მაგრამ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს სიმპტომები სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათოა და შეიძლება განვითარდეს უფრო მძიმე პრობლემები, როგორიცაა ორგანოს უკმარისობა, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა. თუ პაცინეტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი:
საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ღვიძლის, თირკმელების ან სისხლის ანალიზების ჩატარება და ლამოტრიგინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა აღარასოდეს უნდა მიიღოს ლამოტრიგინი, თუ მას განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
თავის ტკივილი
გამონაყარი კანზე
ხშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:
აგრესია ან გაღიზიანება
ძილიანობა ან გაბრუება
თავბრუსხვევა
კანკალი ან ტრემორი
დაძინების გაძნელება (უძილობა)
აჟიტაცია
დიარეა
პირის სიმშრალე
გულისრევა ან ღებინება
დაღლილობის შეგრძნება
წელის, სახსრების ან სხვა სახის ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
მოუხერხებელი მოძრობა და კოორდინაციის ნაკლებობა (ატაქსია)
გაორებული მხედველობა ან მხედველობის დაბინდვა
უჩვეულო თმის ცვენა ან თმის გათხელება (ალოპეცია)
კანზე გამონაყარი ან მზის დამწვრობა მზის ან ხელოვნული ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ (ფოტომგრძნობელობა).
იშვიათი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
სიმპტომების ჯგუფი, რომელიც მოიცავს: ცხელებას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, კისრის გაშეშებასა და ძლიერი მგრძნობელობას კაშკაშა სინათლეზე.
ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებით (მენინგიტი). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტისას, მაგრამ თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა;
თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი);
თვალების ქავილი გამონადენითა და ქუთუთოებზე ნადებით (კონიუნქტივიტი).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
მაღალი ტემპერატურა (ცხელება) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
სახის შესივება (შეშუპება) ან კისრის, იღლიისქვეშა ან საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება (ლიმფადენოპათია) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებში ან ღვიძლის უკმარისობა (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
სისხლის შედედების მძიმე დარღვევები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (სისხლძარღვშიდა დისემინირებული კოაგულაცია) (იხ. აგრეთვე მე-4 პარაგრაფის დასაწყისი);
ცვლილებები სისხლის ანალიზებში, მათ შორის: ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) და ძვლის ტვინის პათოლოგია, ე.წ. აპლაზიური ანემია;
ჰალუცინაციები (რეალურად არარსებული საგნების მოსმება ან დანახვა);
ცნობიერების დაბინდვა;
“მოუხერხებლობის” ან არასიმყარის შეგრძნება სიარულის დროს;
სხეულის უკონტროლო მოძრაობები (ტიკები), თვალების, თავის და სხეულის კუნთების არაკონტროლირებადი სპაზმები (ქორეოათეტოზი) ან სხეულის სხვა უჩვეულო მოძრაობები, როგორიცაა სხეული მკვეთრი მოძრაობა, კანკალი ან გაშეშება;
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, გულყრების უფრო ხშირი განვითარება;
პარკინსონის მქონე პაციენტებში სიმპტომების გაუარესება;
წითელი მგლურას მსგავსი რეაქცია (სიმპტომები მოიცავს: წელის ან სახსრების ტკივილს, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება და/ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესება);
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH) (იხ. პარაგრაფი 2 რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლამოტრიგინის მიღებამდე).
სხვა გვერდითი მოვლენები
სხვა გვერდითი მოვლენები ვითარდება მცირე რაოდენობით პაციენტებში, მაგრამ მათი განვითარების ზუსტი სიხშირე უცნობია:
აღწერილ იქნა ძვლების პათოლოგიის შემთხვევები, როგორიცაა ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლოვანი მასის შემცირება) და მოტეხილობები. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი ხანგრძლივად იღებს ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, აქვს ოსტეოპოროზის ანამნეზი ან იღებს სტეროიდებს;
ღამის კოშმარები;
იმუნიტეტის დაქვეითება სისხლში ანტისხეულების, იმუნოგლობულინების, დონის დაქვეითების გამო, რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ლამოტრიგინი ნორმონის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 30oC ტემპერატურის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლამოტრიგინი ნორმონი დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა ლამოტრიგინი. თითოეული დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ლამოტრიგინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კროსპოვიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), ფორთოხლის ესენცია (შეიცავს გლუკოზას და ბენზილის სპირტს), მაგნიუმის სტეარატი და კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
ლამოტრიგინი ნორმონი დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლამოტრიგინი ნორმონი 100 მგ დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, ორმხრივამობურცული და მრგვალი დისპერგირებადი/საღეჭი ტაბლეტები.
თითოეული შეფუთვა შეიცავს ბლისტერებს 56 ტაბლეტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2021 წლის თებერვალი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




