კოვონია მშრალი და შემაწუხებელი ხველისთვის სიროფი
COVONIA Dry & Tickly Cough Linctus
- მოქმედი ნივთიერება
- გლიცეროლი (glycerol)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,36გ/5მლ 150მლ პერორალური სიროფი ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- Thornton & Ross Ltd., დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, გაციების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- R05X
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036698
- რეგისტრირებულია
- 27 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 27 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კოვონია მშრალი და შემაწუხებელი ხველისთვის სიროფი — ინსტრუქცია ქართულად
სიფრთხილის ზომები
კოვონია მშრალი & შემაწუხებელი ხველის სიროფი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-3 პუნქტში).
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
თუ მას აქვს შაქრიანი დიაბეტი.
ეს სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ალტერნატიული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში შემავალი ნივთიერებების შესახებ:
პრეპარატის შემადგენლობა:
თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 1.7 გ საქაროზას და 0.3 გ თხევად გლუკოზას. აღნიშნული გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთათვის. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 27 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს), რაც ნაკლებია 1 მლ ლუდში ან 1 მლ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობაზე. პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს შესამჩნევ მოვლენებს.
თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 20.6 მგ პროპილენ გლიკოლს.
გვერდითი მოვლენები
მითითებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- დამატებითი ინფორმაცია
უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს თუ რომელი პრეპარატით მოხდა დოზის გადაჭარბება.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
გამოუყენებელი პრეპარატი უტილიზაციის მიზნით უნდა დაბრუნდეს აფთიაქში.
აქტიური ნივთიერებები თითოეულ 5 მლ-ში:
გლიცეროლი 1.36 გ.
დამხმარე ნივთიერებები:
თაფლი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი, ეთანოლი), მენთოლი, პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლიმონმჟავა (E330), კარამელი (E150), თხევადი გლუკოზა, შავი მოცხარის არომატიზატორი (შემადგენლობა: ეთანოლი, პროპილენ გლიკოლი E1520)), ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი და გამოხდილი წყალი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
კოვონია მშრალი და შემაწუხებელი ხველისთვის
(Covonia Dry and Ticky Cough Mixture)
კოვონია მშრალი & შემაწუხებელი ხველის სიროფი შეიცავს გლიცეროლს, რომელიც ამოფენს ხახას და აუმჯობესებს ხველისა და ყელის ტკივილის სიმპტომებს.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე
კოვონია მშრალი & შემაწუხებელი ხველის სიროფი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-3 პუნქტში).
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
თუ მას აქვს შაქრიანი დიაბეტი.
ეს სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ალტერნატიული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია:
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში შემავალი ნივთიერებების შესახებ:
პრეპარატის შემადგენლობა:
თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 1.7 გ საქაროზას და 0.3 გ თხევად გლუკოზას. აღნიშნული გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთათვის. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 27 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს), რაც ნაკლებია 1 მლ ლუდში ან 1 მლ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობაზე. პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს შესამჩნევ მოვლენებს.
თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 20.6 მგ პროპილენ გლიკოლს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
მითითებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის გამოყენებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play ან Apple App Store-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- დამატებითი ინფორმაცია
უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს თუ რომელი პრეპარატით მოხდა დოზის გადაჭარბება.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
გამოუყენებელი პრეპარატი უტილიზაციის მიზნით უნდა დაბრუნდეს აფთიაქში.
აქტიური ნივთიერებები თითოეულ 5 მლ-ში:
გლიცეროლი 1.36 გ.
დამხმარე ნივთიერებები:
თაფლი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი, ეთანოლი), მენთოლი, პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლიმონმჟავა (E330), კარამელი (E150), თხევადი გლუკოზა, შავი მოცხარის არომატიზატორი (შემადგენლობა: ეთანოლი, პროპილენ გლიკოლი E1520)), ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი და გამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა
პრეპარატი წარმოადგენს ყავისფერ თხევად სიროფს.
პრეპარატი გამოდის 150 მლ, 180 მლ და 300 მლ ბოთლებში.
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: აპრილი 2020
მნიშვნელოვანია: პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ზედა ფურცელის გადაწევა და მასზე მოცემული სრული ტექსტის გაცნობა. დაუშვებელია ზედა ფურცლის მოცილება. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ზედა ფურცელი უნდა დამაგრდეს უკან.
კოვონია მშრალი & შემაწუხებელი ხველის სიროფი გამოიყენება ხველასთან და ყელის ტკივილთან ასოცირებული სიმპტომების სამკურნალოდ.
გამოყენებამდე საჭიროა ბოთლის შენჯღრევა.
ხსნარი მიიღება პერორალურად.
ბავშვები 12 წლის ასაკიდან, მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები: 2 X 5 მლ სავეს კოვზი მიიღება საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 4-ჯერ დღეში.
ბავშვები 1 წლის ასაკიდან: 1 X 5 მლ სავეს კოვზი მიიღება საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 4-ჯერ დღეში.
არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის მითითების გარეშე.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ სიმპტომები ხანგრძლივდება 5 დღეზე მეტად.
არ გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში.
დამატებითი გაფრთხილებებისთვის გადაწიეთ ზედა ფურცელი მითითებულ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. გამოიყენება გახსნიდან 28 დღეში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აქტიური ნივთიერებები თითოეულ 5 მლ-ში: გლიცეროლი 1.36 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, საქაროზა, გლუკოზა, პროპილენ გლიკოლი (E1520). სრული ჩამონათვალი იხ. მეორე მხარეს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
Thornton and
Ross Ltd.,
Huddersfield,
HD7 5QH, UK.
PL 00240/5092R
92769152004
შპს თორნტონ ენდ როსს.,
ჰადერსფილდი,
HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო.
PL 00240/5092R
92769152004
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




