პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

კლოპიქსოლი დეპო

Clopixol® depot

რეცეპტით200მგ/მლინსტრუქცია ქართულადდანია
რისთვის გამოიყენება

მწვავე ფსიქოზების, მათ შორის, მანიაკალური მდგომარეობებისა და გამწვავების ფაზაში ქრონიკული ფსიქოზების საწყისი მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ზუკლოპენთიქსოლი (zuclopenthixol)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ზეთოვანი ხსნარი მინის ამპულა №10
მწარმოებელი
H. Lundbeck A/S, დანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, თიოქსანტენის წარმოებულები
ATC კოდი
N05AF05
რეგისტრაციის ნომერი
რ-046673
რეგისტრირებულია
12 ნოემბერი 2026, მოქმედებს 12 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
H. Lundbeck A/S (დანია)
განმცხადებელი
შპს „პანაცეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლოპიქსოლი დეპო და სხვა წამალი ერთად

კლოპიქსოლი დეპო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მწვავე ფსიქოზების, მათ შორის, მანიაკალური მდგომარეობებისა და გამწვავების ფაზაში ქრონიკული ფსიქოზების საწყისი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

კლოპიქსოლი აკუფაზი შეჰყავთ ღრმად კუნთში დუნდულოს მიდამოს ზედა გარეთა კვადრანტში. 2 მლ-ზე მეტი მოცულობის ინექცია უნდა გადანაწილდეს ინექციის შეყვანის ორ უბანს შორის. ადგილობრივი ამტანობა კარგია. დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

პრეპარატის შეყვანისას უნდა დარწმუნდეთ, რომ შპრიცის ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში შპრიცით ასპირაციის მეშვეობით, დაუშვებელია პრეპარატის სისხლძარღვშიდა შეყვანა!

დოზის დიაპაზონი ჩვეულებრივ შეადგენს 50-150 მგ (1-3 მლ). საჭიროებისას, განმეორებითი ინექცია ტარდება 2-3 დღის ინტერვალით. ზოგიერთ პაციენტში დამატებითი ინექცია შესაძლებელია დაინიშნოს პირველი ინექციიდან 24-48 საათის შემდეგ.

კლოპიქსოლი აკუფაზი არ გამოიყენება ხანგრძლივად, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. მაქსიმალური ჯამური დოზა მკურნალობის კურსის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს, ხოლო ინექციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს.

შემანარჩუნებელი თერაპია უნდა გაგრძელდეს კლოპიქსოლის ტაბლეტებით ან კლოპიქსოლ დეპოთი, შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით:

კლოპიქსოლ-აკუფაზიდან გადასვლა კლოპიქსოლის აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე:

კლოპიქსოლ-აკუფაზის ბოლო ინექციიდან 2-3 დღის შემდეგ, პაციენტს, რომელიც იღებდა ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის 100 მგ-ს, შიგნით მისაღებად ენიშნება 40 მგ სადღეღამისო დოზა, თუ შესაძლებელია რამდენიმე მიღებად. საჭიროებისას, შესაძლებელია დოზის გაზრდა 10-20 მგ-ით ყოველი 2-3 დღის შემდეგ 75 მგ-მდე/დღეში ან მეტი.

კლოპიქსოლ-აკუფაზიდან გადასვლა კლოპიქსოლ-დეპოზე:

კლოპიქსოლ-აკუფაზის ბოლო ინექციასთან ერთად (100 მგ) კუნთში საჭიროა 200-400 მგ (1-2 მლ) კლოპიქსოლ-დეპოს შეყვანა. კლოპიქსოლ-დეპოს განმეორებითი ინექციები ტარდება ყოველ 2 კვირაში. შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის უფრო მაღალი დოზები ან ინექციებს შორის უფრო ხანმოკლე ინტერვალები.

შესაძლებელია ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის და ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის ერთ შპრიცში შერევა და ერთი ინექციის სახით შეყვანა (ერთდროული ინექცია). ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის შემდგომი დოზები და ინექციებს შორის ინტერვალი დგინდება პაციენტის რეაქციის შესაბამისად.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია საჭირო გახდეს 50-100 მგ-მდე (1-2 მლ) შემცირებული დოზის დიაპაზონი; საჭიროებისას, შეყვანა შესაძლებელია განმეორდეს 2-3 დღის შემდეგ. ერთი ინექციის მაქსიმალური დოზა უნდა შეადგენდეს 100 მგ-ს.

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება

პაციენტებში თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით კლოპიქსოლ-აკუფაზის დანიშვნა შესაძლებელია ჩვეული დოზებით.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

პაციენტებმა ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა მიიღონ პრეპარატის რეკომენდებული დოზის ნახევარი. თუ შესაძლებელია, რეკომენდებულია პრეპარატის შემცველობის დონის შემოწმება სისხლის შრატში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ზუკლოპენტიქსოლის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

კოლაფსი, ნებისმიერი წარმოშობის ცნობიერების დათრგუნვა (მაგალითად, ინტოქსიკაცია ეთანოლით, ბარბიტურატებით და ოპიატებით), კომა.

ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

სიფრთხილით:

თავის ტვინის ორგანული დაავადება, გონებრივი ჩამორჩენა, კრუნჩხვითი აშლილობები, ღვიძლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანამნეზში, მათ შორის, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ბრადიკარდია <50 დარტყმა წუთში, ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, არითმია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია და გენეტიკური მიდრეკილება ასეთი მდგომარეობების მიმართ, ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა (მწვავე არტერიოსკლეროზის ჩათვლით), პარკინსონიზმი, ოპიოიდური და ალკოჰოლური დამოკიდებულება; ორსულობა, ბუნებრივი კვების პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი ნეიროლეფსიურით თერაპიისას არსებობს ავთვისებიანი ნეიროლეპფსიური სინდრომის განვითარების რისკი (ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა, ცნობიერების პერიოდული დარღვევა, ვეგეტატური ნერვული სისტემის არასტაბილურობა). რისკი შესაძლებელია გაიზარდოს უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენებისას. პაციენტებში არსებული ფსიქოორგანული სინდრომით, ჭკუასუსტობით და ოპიატებზე და/ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებით, უფრო მეტია ლეტალური შედეგის შემთხვევათა სიხშირე.

მკურნალობა:

ნეიროლეფსიურების მიღების შეწყვეტა. სიმპტომური და ზოგადი გამაჯანსაღებელი თერაპიის დანიშვნა. რეკომენდებულია დანტროლენის და ბრომოკრიპტინის გამოყენება. სიმპტომატიკა შესაძლებელია შენარჩუნდეს შიგნით მისაღები ნეიროლეფსიურების მიღების შეწყვეტიდან კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - დეპო ფორმების გამოყენებისას.

შესაძლებელია განვითარდეს ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ინექციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე. უმრავლეს შემთხვევაში, ამ არასასურველი რეაქციების კონტროლი წარმატებით შესაძლებელია დოზის შემცირებით და/ან ანტიპარკინსონული პრეპარატების გამოყენებით. თუმცა, არასასურველი რეაქციების პროფილაქტიკის მიზნით ანტიპარკინსონული საშუალებების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ისინი არ ამსუბუქებენ მოგვიანებითი დისკინეზიის გამოვლინებებს და შესაძლებელია გააუარესონ მდგომარეობა. რეკომენდებულია დოზის შემცირება ან, თუ შესაძლებელია, ზუკლოპენტიქსოლით თერაპიის შეწყვეტა. პერსისტიული აკატიზიის დროს შესაძლებელია სასარგებლო იყოს ბენზოდიაზეპინები ან პროპრანოლოლი.

ექსტრაპირამიდული სიმპტომების, ისევე როგორც ჰიპერსალივაციის, სედაციისა და ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის შედეგად შესაძლოა განვითარდეს დისფაგია და შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულება, როგორიცაა ასპირაციული პნევმონია და გაგუდვა.

სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ფსიქოორგანული სინდრომით, კრუნჩხვითი აშლილობებით და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით.

სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატმა შესაძლებელია შეცვალოს ინსულინის და გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში, რამაც შესაძლებელია მოითხოვოს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია პაციენტებში დიაბეტით.

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც მიეკუთვნებიან ნეიროლეფსიურების თერაპიულ კლასს, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატმა შესაძლებელია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. QT ინტერვალის მუდმივმა გახანგრძლივებამ შესაძლებელია გაზარდოს ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი. ამიტომ, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰიპოკალიემიით, ჰიპომაგნიემიით და ასეთი მდგომარეობების მიმართ გენეტიკური განწყობით და პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ანამნეზში, მაგალითად, QT ინტერვალის გახანგრძლივება, მნიშვნელოვანი ბრადიკარდია (<50 დარტყმა წუთში), ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა ან არითმია. საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ანტიფსიქოზურებთან ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“).

ნეიროლეფსიურების გამოყენების ფონზე აღწერილია ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევები. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ნეიროლეფსიურებით, ხშირად არიან ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ჯგუფში, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს საჭიროა ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება.

ხანდაზმული პაციენტები

ცერებრო-ვასკულარული არასასურველი რეაქციები

რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს ზოგიერთი ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას პაციენტებში დემენციით, ვლინდებოდა ცერებრო-ვასკულარული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის 3-ჯერადი მატება. რისკის ასეთი მატების მექანიზმი უცნობია. არ უნდა მოხდეს რისკის მატების გამორიცხვა სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას პაციენტების სხვა ჯგუფში. პაციენტებში ინსულტის განვითარების რისკით ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი გამოიყენება სიფრთხილით.

მომატებული სიკვდილიანობა ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით

ორი დიდი დაკვირვებითი კვლევის დროს ნაჩვენები იყო, რომ ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით, რომლებიც იღებდნენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, სიკვდილიანობის რისკი უმნიშვნელოდ იმატებდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ანტიფსიქოზურებს. საკმარისი მონაცემები რისკის და მიზეზის ზუსტი შეფასებისთვის არ არის.

კლოპიქსოლ-აკუფაზი არ არის დარეგისტრირებული ქცევითი აშლილობების სამკურნალოდ დემენციის მქონე პაციენტებში.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კლოპიქსოლი ფლობს სედაციურ მოქმედებას, რაც შესაძლებელია განსაკუთრებულად გამოხატული იყოს მკურნალობის დასაწყისში და დოზის მატებისას. პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ ფსიქოტროპული პრეპარატები, შესაძლებელია მოსალოდნელი იყოს ყურადღების და კონცენტრაციის გაუარესება, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა

ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია გააძლიეროს ალკოჰოლის სედაციური მოქმედება, ბარბიტურატების და ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების მოქმედება.

ზუკლოპენტიქსოლმა შესაძლებელია მოახდინოს ზოგადი საანესთეზიო და ანტიკოაგულანტების ეფექტების პოტენცირება, ასევე ნეიროკუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი პრეპარატების მოქმედების პროლონგირება.

ზუკლოპენტიქსოლის გამოყენებამ შესაძლებელია გააძლიეროს ატროპინის და ანტიქოლინერგული თვისებების მქონე სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგული მოქმედება.

ნეიროლეფსიურებმა შესაძლებელია გაზარდონ ან შეამცირონ ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი; გუანეტიდინის და ანალოგიურად მოქმედი პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება მცირდება.

ნეიროლეფსიურების და ლითიუმის ერთდროული გამოყენება ზრდის ნეიროტოქსიკურობის რისკს.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეფსიურები ახდენენ ერთმანეთის მეტაბოლიზმის ურთიერთინჰიბირებას.

ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია შეამციროს ლევოდოპას ეფექტურობა და ადრენერგული პრეპარატების მოქმედება.

მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარების რისკს.

იქიდან გამომდინარე, რომ ზუკლოპენტიქსოლი ნაწილობრივად მეტაბოლიზდება CYP2D6 იზოფერმენტით, ამ იზოფერმენტის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ზუკლოპენტიქსოლის კლირენსის შემცირება.

QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დამახასიათებელია ანტიფსიქოზური საშუალებებით თერაპიისთვის, შესაძლებელია გაძლიერდეს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: IА და III კლასის ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები (ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (თიორიდაზინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი-მაკროლიდი (ერითრომიცინი) და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები (გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (ტერფენადინი, ასტემიზოლი), ასევე ციზაპრიდი, ლითიუმი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან QT ინტერვალს. საჭიროა თავის არიდება კლოპიქსოლი დეპოს ასეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისაგან.

ასევე სიფრთხილით გამოიყენებიან პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, როგორიც არის თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეტიკები (ჰიპოკალიემია) და პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რადგან მათ შესაძლებელია გაზარდონ QT ინტერვალის გახანგრძლივების და ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).

არ უნდა მოხდეს ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის შერევა დეპო ფორმებთან, რომლებიც მტარებლის სახით შეიცავენ სეზამის ზეთს, რადგან ეს გამოიწვევს ორივე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკული თვისებების გარკვეულ ცვლილებებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკის გათვალისწინებით.

ახალშობილებში, რომლებზეც ანტიფსიქოზური საშუალებები მოქმედებდნენ (ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის ჩათვლით) ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს, გაზრდილია არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, ექსტრაპირამიდული სიმპტომების და/ან მოხსნის სინდრომის განვითარების ჩათვლით, რაც, მშობიარობის შემდეგ შესაძლებელია მერყეობდეს სიმძიმის ხარისხით და ხანგრძლივობით. დაფიქსირებული იყო აღგზნებადობის, კუნთების ტონუსის მომატების ან შემცირების, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრესის, ასევე, კვების დარღვევის შემთხვევები. ამიტომ, ახალშობილებზე საჭიროა მკაცრი ზედამხედველობა.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენები იყო ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ძუძუთი კვება

იმის გათვალისწინებით, რომ ზუკლოპენტიქსოლი უმნიშვნელო კონცენტრაციით არის დედის რძეში, ნაკლებად შესაძლებელია მისი ნეგატიური ზემოქმედება ბავშვზე დედისთვის პრეპარატის თერაპიულ დოზებში დანიშვნის შემთხვევებში. დოზა, რომელსაც ბავშვი იღებს შიგნით, შეადგენს დედის მიერ მიღებული სადღეღამისო დოზის 1%-ზე ნაკლებს, დაკორექტირებული სხეულის წონის მიხედვით (მგ/კგ). კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, კლოპიქსოლ-აკუფაზით მკურნალობის დროს დასაშვებია ბუნებრივი კვება. თუმცა, რეკომენდებულია ახალშობილის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, განსაკუთრებით, დაბადებიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში.

ფერტილობა

ადამიანში დაფიქსირებული იყო ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიც არის ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ამენორეა, ერექციული დისფუნქცია და ეაკულაციის დარღვევა (იხ. ნაწილი ,,გვერდითი მოვლენები“). ამ მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედონ ქალის და/ან კაცის ფერტილობაზე და სექსუალურ ფუნქციაზე.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერპროლაქტინემიის, გალაქტორეის, ამენორეის და სექსუალური დისფუნქციის გამოვლენისას, საჭიროა დოზის შემცირების (თუ ეს შესაძლებელია) ან პრეპარატის მოხსნის საკითხის განხილვა. მითითებული ეფექტები შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

მდედრ და მამრ ვირთაგვებში ზუკლოპენტიქსოლის შეყვანას თან ახლდა შეჯვარების მცირედით შეფერხება. ექსპერიმენტებში, როცა ზუკლოპენტიქსოლი შეიყვანებოდა საკვებით, ვლინდებოდა შეჯვარების უნარის დარღვევა და განაყოფიერების ხარისხის შემცირება.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციების უმრავლესობა არის დოზადამოკიდებული. არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე და მათი ინტენსივობა უფრო მეტად გამოხატულია მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე და მცირდება თერაპიის გაგრძელებისას.

არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის ინფორმაცია მოყვანილია ლიტერატურული და სპონტანური შეტყობინებების მონაცემების საფუძველზე. სიხშირე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება არ არის შესაძლებელი).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი - თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერპროლაქტინემია.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ხშირი - მადის მომატება, სხეულის წონის მატება; არახშირი - უმადობა, სხეულის წონის შემცირება; იშვიათი - ჰიპერგლიკემია, ტოლერანტობის დარღვევა გლუკოზის მიმართ, ჰიპერლიპიდემია.

ფსიქიკური დარღვევები: ხშირი - უძილობა, დეპრესია, შფოთვა, ნერვოზულობა, უჩვეულო სიზმრები, აჟიტაცია, ლიბიდოს შემცირება; არახშირი - აპათია, კოშმარული სიზმრები, ლიბიდოს მომატება, არეული ცნობიერება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - ძილიანობა, აკატიზია, ჰიპერკინეზი, ჰიპოკინეზია; ხშირი - ტრემორი, დისტონია, კუნთების ჰიპერტონუსი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ყურადღების დარღვევა, ამნეზია, სიარულის დარღვევა; არახშირიდან იშვიათ შემთხვევებამდე - დაგვიანებული დისკინეზია, ჰიპერრეფლექსია, დისკინეზია, პარკინსონიზმი, უგონო მდგომარეობა, ატაქსია, მეტყველების დარღვევა, ჰიპოტონუსი, კრუნჩხვითი აშლილობები, შაკიკი; ძალიან იშვიათი - ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირი - აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა; არახშირი - თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა, მიდრიაზი (გუგის გაფართოება).

დარღვევები სმენის ორგანოების და ლაბირინთის მხრივ: ხშირი - თავბრუსხვევა; არახშირი - ჰიპერაკუზია, ყურებში ხმაური.

დარღვევები გულის მხრივ: ხშირი - ტაქიკარდია, გულისძგერის შეგრძნება; იშვიათი - QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - არტერიული წნევის დაწევა, ,,წამოხურება“; ძალიან იშვიათი - ვენოზური თრომბოემბოლია.

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირი - ცხვირის დაგუბება, ქოშინი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი - პირის სიმშრალე; ხშირი - მომატებული ნერწყვდენა, ყაბზობა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა; არახშირი - მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება; ძალიან იშვიათი - ქოლესტაზური ჰეპატიტი, სიყვითლე.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი - ჰიპერჰიდროზი, ქავილი; არახშირი - კანის გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, პიგმენტაციის დარღვევა, სებორეა, დერმატიტი, პურპურა.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - მიალგია; არახშირი - კუნთების რიგიდობა, ტრიზმი, კისერმრუდობა.

დარღვევები თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: ხშირი - შარდვის დაღვევა, შარდის შეკავება, პოლიურია.

ჭარბი დოზა

სამკურნალო ფორმის თავისებურებიდან გამომდინარე, ჭარბი დოზის სიმპტომები ნაკლებად შესაძლებელია.

სიმპტომები

ძილიანობა, კომა, მოძრაობითი აშლილობები, კრუნჩხვები, შოკი, ჰიპერთერმია/ჰიპოთერმია.

ჭარბი დოზის დროს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ გულის ფუნქციაზე, დარეგისტრირებული იყო ცვლილებები ეკგ-ზე, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გაჩერება და პარკუჭოვანი არითმია.

მკურნალობა

მკურნალობა არის სიმპტომური და შემანარჩუნებელი. საჭიროა ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის შესანარჩუნებლად. არ უნდა მოხდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) გამოყენება, რადგან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაწევა. კრუნჩხვების კუპირება შესაძლებელია დიაზეპამით, ხოლო მოძრაობითი აშლილობა - ბიპერიდენით.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატმა შესაძლებელია გააძლიეროს ალკოჰოლის სედაციური მოქმედება, ბარბიტურატების და ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების მოქმედება.

ზუკლოპენტიქსოლმა შესაძლებელია მოახდინოს ზოგადი საანესთეზიო საშუალებების და ანტიკოაგულანტების ეფექტების პოტენცირება, ასევე ნეიროკუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი პრეპარატების მოქმედების პროლონგირება.

შესაძლებელია გაძლიერდეს ატროპინის და ანტიქოლინერგული თვისებების მქონე სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგული მოქმედება.

ნეიროლეფსიურებმა შესაძლებელია გაზარდონ ან შეამცირონ ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი; გუანეტიდინის და ანალოგიურად მოქმედი პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება მცირდება.

ნეიროლეფსიურების და ლითიუმის ერთდროული გამოყენება ზრდის ნეიროტოქსიკურობის რისკს.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეფსიურები ახდენენ ერთმანეთის მეტაბოლიზმის ურთიერთინჰიბირებას.

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატმა შესაძლებელია შეამციროს ლევოდოპას ეფექტურობა და ადრენერგული პრეპარატების მოქმედება.

მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარების რისკს.

იქიდან გამომდინარე, რომ ზუკლოპენტიქსოლი ნაწილობრივად მეტაბოლიზდება CYP2D6 იზოფერმენტით, ამ იზოფერმენტის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ზუკლოპენტიქსოლის კლირენსის შემცირება.

QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დამახასიათებელია ანტიფსიქოზური საშუალებებით თერაპიისთვის, შესაძლებელია გაძლიერდეს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: IА და III კლასის ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები (ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (თიორიდაზინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი-მაკროლიდი (ერითრომიცინი) და ქინოლინის რიგის ანტიბიოტიკები (გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (ტერფენადინი, ასტემიზოლი), ასევე ციზაპრიდი, ლითიუმი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან QT ინტერვალს. საჭიროა თავის არიდება კლოპიქსოლ-აკუფაზის ასეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისაგან.

ასევე სიფრთხილით გამოიყენებიან პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, როგორიც არის თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზულები (ჰიპოკალიემია) და პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რადგან მათ შესაძლებელია გაზარდონ QT ინტერვალის გახანგრძლივების და ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).

არ უნდა მოხდეს ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის შერევა დეპო ფორმებთან, რომლებიც მტარებლის სახით შეიცავენ სეზამის ზეთს, რადგან ეს გამოიწვევს ორივე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური თვისებების გარკვეულ ცვლილებებს.

შემადგენლობა

ხსნარის ერთი მლ შეიცავს: მოქმედი ნივთიერება – ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი 50 მგ; დამხმარე ნივთიერება – შუალედური ჯაჭვის ტრიგლიცერიდები 1 მლ-მდე.

აღწერილობა:

გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ზეთი, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია ნაწილაკებისაგან.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეფსიური).

ათქ კოდი: N05AF05.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 30С. შეინახეთ ამპულები მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი

H. Lundbeck A/S

Ottiliavej 9,

DK-2500 Valby,

Denmark

ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია მომხმარებლების პრეტენზიის მიღებაზე

,,ლუნდბეკ ეკსპორტ ა/ს“ კომპანიის წარმომადგენლობა

107045, ქ. მოსკოვი, ბოლო შეს., ს. 17

ტელ.: +7 (495) 380-31-97

ელ ფოსტა: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

ზუკლოპენტიქსოლი არის ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეფსიური), თიოქსანის წარმოებული.

ფარმაკოდინამიკა

ნეიროლეფსიურების ანტიფსიქოზური მოქმედება დაკავშირებულია დოფამინური რეცეპტორების ბლოკადასთან, ასევე, შესაძლებელია 5 HT (5-ჰიდროქსიტრიპტამინული) რეცეპტორების ბლოკადასთან. In vitro ზუკლოპენტიქსოლი ფლობს მაღალ მსგავსებას D1 და D2 დოფამინურ რეცეპტორებთან, ასევე, α1-ადრენორეცეპტორებთან და 5 HT2-რეცეპტორებთან და არ ფლობს მსგავსებას მუსკარინულ ქოლინერგულ რეცეპტორებთან. პრეპარატი ფლობს სუსტ მსგავსებას ჰისტამინურ (H1) რეცეპტორებთან და არ ფლობს α2-ადრენომაბლოკირებელ აქტივობას.

In vivo აფინიტეტი D2 რეცეპტორების მიმართ ჭარბობს აფინიტეტზე D1 რეცეპტორების მიმართ. ნეიროლეფსიური აქტივობის (დოფამინური რეცეპტორების ბლოკირება) ყველა ქცევით (ბიჰევიორული) კვლევაში დამტკიცებულია, რომ ზუკლოპენტიქსოლი არის ძლიერი ნეიროლეფსიური. კორელაცია აღმოჩენილია ექსპერიმენტულ მოდელებში in vivo, აფინიტეტი D2 დოფამინის შეკავშირების უბნებთან in vitro არის შიგნით მისაღები ანტიფსიქოზურის საშუალო სადღეღამისო დოზის ტოლი.

სხვა ნეიროლეფსიურების უმრავლესობის მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლი ზრდის პროლაქტინის დონეს სისხლის შრატში.

ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა ეფექტი აჩვენეს ზეთში ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის პარენტერალური შეყვანიდან 4 საათის შემდეგ. უფრო გამოხატული ეფექტი ვლინდებოდა ინექციიდან ერთი-სამი დღის გასვლის შემდეგ პერიოდში. მომდევნო დღეების განმავლობაში ეფექტი სწრაფად მცირდებოდა.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

კლინიკურ პრაქტიკაში, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი გამოიყენება ქრონიკული ფსიქოზების გამწვავების, მანიის და ფსიქოზის დაწყებითი მკურნალობისათვის.

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის ერთჯერადი ინექცია უზრუნველყოფს ფსიქოზური სიმპტომების გამოხატულ და სწრაფ შემცირებას. მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 დღეს, და ჩვეულებრივ, საკმარისია ერთი ან ორი ინექცია, რის შემდეგადაც პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნას შიგნით მისაღები საშუალებებით მკურნალობაზე ან დეპო-ფორმის პრეპარატებზე.

შიზოფრენიის ბირთვული სიმპტომების სრული გაქრობის ან მნიშვნელოვანი შემცირების გარდა, როგორიც არის ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები და აზროვნების დარღვევა, ზუკლოპენტიქსოლი ასევე ფლობს მნიშვნელოვან ზემოქმედებას თანმხლებ სიმპტომებზე, როგორიც არის მტრული დამოკიდებულება, უსაფუძვლო აზრები, აჟიტაცია და აგრესიულობა.

ზუკლოპენტიქსოლი ავლენს გარდამავალ, დოზადამოკიდებულ სედაციურ ეფექტს. თუმცა, ასეთი საწყისი სედაციური ეფექტი ჩვეულებრივ უპირატესობა არის ფსიქოზის მწვავე ფაზის მკურნალობისას, რადგან ის ამშვიდებს პაციენტს იმ პერიოდში, რომელიც წინ უძღვის ანტიფსიქოზური ეფექტების განვითარებას. ინექციის შემდეგ არასპეციფიკური სედაციური ეფექტი დგება სწრაფად, ნარჩუნდება 2 საათის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 8 საათის შემდეგ, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად მცირდება, და განმეორებითი ინექციის მიუხედავად, რჩება სუსტი ეფექტი. ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი განსაკუთრებით ეფექტურია ფსიქოზური პაციენტების მკურნალობისას აჟიტაციით, შფოთვით, მტრული დამოკიდებულებით ან აგრესიით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ზუკლოპენტიქსოლის ესტერიფიკაცია ძმარმჟავასთან გარდაქმნის ზუკლოპენტიქსოლს მაღალი ხარისხის ლიპოფილურ ნივთიერებად, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატად. ზეთში გახსნისას და კუნთში შეყვანისას, რთული ეთერი საკმაოდ ნელა დიფუნდირებს ზეთიდან ორგანიზმის წყლის გარემოში, სადაც ის სწრაფად ჰიდროლიზდება აქტიური ზუკლოპენტიქსოლის გამონთავისუფლებამდე. კუნთში ინექციის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 24-48 საათის შემდეგ (საშუალოდ 36 საათის შემდეგ). შრატიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (რაც ასახავს პრეპარატის გამოყოფას დეპოს ფორმიდან) შეადგენს დაახლოებით 32 საათს.

განაწილება

განაწილების მოცულობა (Vd)β შეადგენს დაახლოებით 20 ლ/კგ. სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 98-99 %.

ბიოტრანსფორმაცია

ზუკლოპენტიქსოლის მეტაბოლიზმი ხდება სამი ძირითადი გზით - სულფოქსიდაცია, გვერდითი ჯაჭვის N-დეალკილირება და გლუკურონის მჟავას კონიუგაცია. მეტაბოლიტები არ ფლობენ ფსიქოფარმაკოლოგიურ აქტივობას. ზუკლოპენტიქსოლი ჭარბობს მეტაბოლიტებზე ტვინში და სხვა ქსოვილებში.

გამოყოფა

ზუკლოპენტიქსოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½β) შეადგენს დაახლოებით 20 საათს, ხოლო საშუალო სისტემური კლირენსი (Cls) შეადგენს დაახლოებით 0,86 ლ/წთ.

ზუკლოპენტიქსოლი ძირითადად გამოიყოფა განავალით, და, ნაწილობრივად (დაახლოებით 10%) შარდით. დოზის მხოლოდ 0,1% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით, რაც მიუთითებს თირკმელებზე სამკურნალო პრეპარატის უმნიშვნელო დატვირთვაზე.

მეძუძურ დედებში ზუკლოპენტიქსოლი გამოიყოფა მცირე რაოდენობით დედის რძით. შიგნით მიღებისას ან დეკანოატის შეყვანისას წონასწორულ კონცენტრაციაში, პრეპარატის კონცენტრაციის საშუალო თანაფარდობა რძეში სისხლის შრატის კონცენტრაციასთან მიმართებაში ქალებში, პრეპარატის დოზის მიღებამდე, შეადგენს დაახლოებით 0,29.

ხაზოვნება

პრეპარატი ფლობს ხაზოვან კინეტიკას. ზუკლოპენტიქსოლის საშუალო დონე წონასწორულ კონცენტრაციაში, რომელიც შეესაბამება ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის 100 მგ დოზას, შეადგენს 102 ნმოლ/ლ (41 ნგ/მლ). ინექციიდან სამი დღის შემდეგ პრეპარატის შემცველობის დონე სისხლის შრატში შეადგენს მაქსიმალურიდან დაახლოებით ერთ მესამედს ანუ 35 ნმოლ/ლ (14 ნგ/მლ).

ხანდაზმული პაციენტები

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ძირითადად არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება

პრეპარატის გამოყოფის ზემოთ მითითებული მახასიათებლების საფუძველზე სავარაუდოა, რომ თირკმელების ფუნქციის შემცირება შესაძლებელია არ ავლენს განსაკუთრებულ ზემოქმედებას სამკურნალო პრეპარატის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

მონაცემები არ არის.

პოლიმორფიზმი

In vivo კვლევამ აჩვენა, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმი, რომელიც მოქმედებს სპარტეინის/დებრიზოხინის (CYP2D6 იზოფერმენტის ციტოქრომი) ჟანგვაზე, შესაძლებელია ცვლიდეს მეტაბოლიზმის გზებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

წამლის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

კლოპიქსოლ-აკუფაზი

რეგისტრაციის ნომერი: П N014164/01

სავაჭრო სახელწოდება: კლოპიქსოლ-აკუფაზი

საერთაშორისო პატენტირებული სახელწოდება: ზუკლოპენტიქსოლი

წამლის ფორმა: კუნთში შესაყვანი ხსნარი (ზეთოვანი).

შემადგენლობა

ხსნარის ერთი მლ შეიცავს: მოქმედი ნივთიერება – ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი 50 მგ; დამხმარე ნივთიერება – შუალედური ჯაჭვის ტრიგლიცერიდები 1 მლ-მდე.

აღწერილობა:

გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ზეთი, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია ნაწილაკებისაგან.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეფსიური).

ათქ კოდი: N05AF05.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზუკლოპენტიქსოლი არის ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეფსიური), თიოქსანის წარმოებული.

ფარმაკოდინამიკა

ნეიროლეფსიურების ანტიფსიქოზური მოქმედება დაკავშირებულია დოფამინური რეცეპტორების ბლოკადასთან, ასევე, შესაძლებელია 5 HT (5-ჰიდროქსიტრიპტამინული) რეცეპტორების ბლოკადასთან. In vitro ზუკლოპენტიქსოლი ფლობს მაღალ მსგავსებას D1 და D2 დოფამინურ რეცეპტორებთან, ასევე, α1-ადრენორეცეპტორებთან და 5 HT2-რეცეპტორებთან და არ ფლობს მსგავსებას მუსკარინულ ქოლინერგულ რეცეპტორებთან. პრეპარატი ფლობს სუსტ მსგავსებას ჰისტამინურ (H1) რეცეპტორებთან და არ ფლობს α2-ადრენომაბლოკირებელ აქტივობას.

In vivo აფინიტეტი D2 რეცეპტორების მიმართ ჭარბობს აფინიტეტზე D1 რეცეპტორების მიმართ. ნეიროლეფსიური აქტივობის (დოფამინური რეცეპტორების ბლოკირება) ყველა ქცევით (ბიჰევიორული) კვლევაში დამტკიცებულია, რომ ზუკლოპენტიქსოლი არის ძლიერი ნეიროლეფსიური. კორელაცია აღმოჩენილია ექსპერიმენტულ მოდელებში in vivo, აფინიტეტი D2 დოფამინის შეკავშირების უბნებთან in vitro არის შიგნით მისაღები ანტიფსიქოზურის საშუალო სადღეღამისო დოზის ტოლი.

სხვა ნეიროლეფსიურების უმრავლესობის მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლი ზრდის პროლაქტინის დონეს სისხლის შრატში.

ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა ეფექტი აჩვენეს ზეთში ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის პარენტერალური შეყვანიდან 4 საათის შემდეგ. უფრო გამოხატული ეფექტი ვლინდებოდა ინექციიდან ერთი-სამი დღის გასვლის შემდეგ პერიოდში. მომდევნო დღეების განმავლობაში ეფექტი სწრაფად მცირდებოდა.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

კლინიკურ პრაქტიკაში, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი გამოიყენება ქრონიკული ფსიქოზების გამწვავების, მანიის და ფსიქოზის დაწყებითი მკურნალობისათვის.

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის ერთჯერადი ინექცია უზრუნველყოფს ფსიქოზური სიმპტომების გამოხატულ და სწრაფ შემცირებას. მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 დღეს, და ჩვეულებრივ, საკმარისია ერთი ან ორი ინექცია, რის შემდეგადაც პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნას შიგნით მისაღები საშუალებებით მკურნალობაზე ან დეპო-ფორმის პრეპარატებზე.

შიზოფრენიის ბირთვული სიმპტომების სრული გაქრობის ან მნიშვნელოვანი შემცირების გარდა, როგორიც არის ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები და აზროვნების დარღვევა, ზუკლოპენტიქსოლი ასევე ფლობს მნიშვნელოვან ზემოქმედებას თანმხლებ სიმპტომებზე, როგორიც არის მტრული დამოკიდებულება, უსაფუძვლო აზრები, აჟიტაცია და აგრესიულობა.

ზუკლოპენტიქსოლი ავლენს გარდამავალ, დოზადამოკიდებულ სედაციურ ეფექტს. თუმცა, ასეთი საწყისი სედაციური ეფექტი ჩვეულებრივ უპირატესობა არის ფსიქოზის მწვავე ფაზის მკურნალობისას, რადგან ის ამშვიდებს პაციენტს იმ პერიოდში, რომელიც წინ უძღვის ანტიფსიქოზური ეფექტების განვითარებას. ინექციის შემდეგ არასპეციფიკური სედაციური ეფექტი დგება სწრაფად, ნარჩუნდება 2 საათის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 8 საათის შემდეგ, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად მცირდება, და განმეორებითი ინექციის მიუხედავად, რჩება სუსტი ეფექტი. ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი განსაკუთრებით ეფექტურია ფსიქოზური პაციენტების მკურნალობისას აჟიტაციით, შფოთვით, მტრული დამოკიდებულებით ან აგრესიით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ზუკლოპენტიქსოლის ესტერიფიკაცია ძმარმჟავასთან გარდაქმნის ზუკლოპენტიქსოლს მაღალი ხარისხის ლიპოფილურ ნივთიერებად, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატად. ზეთში გახსნისას და კუნთში შეყვანისას, რთული ეთერი საკმაოდ ნელა დიფუნდირებს ზეთიდან ორგანიზმის წყლის გარემოში, სადაც ის სწრაფად ჰიდროლიზდება აქტიური ზუკლოპენტიქსოლის გამონთავისუფლებამდე. კუნთში ინექციის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 24-48 საათის შემდეგ (საშუალოდ 36 საათის შემდეგ). შრატიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (რაც ასახავს პრეპარატის გამოყოფას დეპოს ფორმიდან) შეადგენს დაახლოებით 32 საათს.

განაწილება

განაწილების მოცულობა (Vd)β შეადგენს დაახლოებით 20 ლ/კგ. სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 98-99 %.

ბიოტრანსფორმაცია

ზუკლოპენტიქსოლის მეტაბოლიზმი ხდება სამი ძირითადი გზით - სულფოქსიდაცია, გვერდითი ჯაჭვის N-დეალკილირება და გლუკურონის მჟავას კონიუგაცია. მეტაბოლიტები არ ფლობენ ფსიქოფარმაკოლოგიურ აქტივობას. ზუკლოპენტიქსოლი ჭარბობს მეტაბოლიტებზე ტვინში და სხვა ქსოვილებში.

გამოყოფა

ზუკლოპენტიქსოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½β) შეადგენს დაახლოებით 20 საათს, ხოლო საშუალო სისტემური კლირენსი (Cls) შეადგენს დაახლოებით 0,86 ლ/წთ.

ზუკლოპენტიქსოლი ძირითადად გამოიყოფა განავალით, და, ნაწილობრივად (დაახლოებით 10%) შარდით. დოზის მხოლოდ 0,1% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით, რაც მიუთითებს თირკმელებზე სამკურნალო პრეპარატის უმნიშვნელო დატვირთვაზე.

მეძუძურ დედებში ზუკლოპენტიქსოლი გამოიყოფა მცირე რაოდენობით დედის რძით. შიგნით მიღებისას ან დეკანოატის შეყვანისას წონასწორულ კონცენტრაციაში, პრეპარატის კონცენტრაციის საშუალო თანაფარდობა რძეში სისხლის შრატის კონცენტრაციასთან მიმართებაში ქალებში, პრეპარატის დოზის მიღებამდე, შეადგენს დაახლოებით 0,29.

ხაზოვნება

პრეპარატი ფლობს ხაზოვან კინეტიკას. ზუკლოპენტიქსოლის საშუალო დონე წონასწორულ კონცენტრაციაში, რომელიც შეესაბამება ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის 100 მგ დოზას, შეადგენს 102 ნმოლ/ლ (41 ნგ/მლ). ინექციიდან სამი დღის შემდეგ პრეპარატის შემცველობის დონე სისხლის შრატში შეადგენს მაქსიმალურიდან დაახლოებით ერთ მესამედს ანუ 35 ნმოლ/ლ (14 ნგ/მლ).

ხანდაზმული პაციენტები

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ძირითადად არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება

პრეპარატის გამოყოფის ზემოთ მითითებული მახასიათებლების საფუძველზე სავარაუდოა, რომ თირკმელების ფუნქციის შემცირება შესაძლებელია არ ავლენს განსაკუთრებულ ზემოქმედებას სამკურნალო პრეპარატის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

მონაცემები არ არის.

პოლიმორფიზმი

In vivo კვლევამ აჩვენა, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმი, რომელიც მოქმედებს სპარტეინის/დებრიზოხინის (CYP2D6 იზოფერმენტის ციტოქრომი) ჟანგვაზე, შესაძლებელია ცვლიდეს მეტაბოლიზმის გზებს.

გამოყენების ჩვენება

მწვავე ფსიქოზების, მათ შორის, მანიაკალური მდგომარეობებისა და გამწვავების ფაზაში ქრონიკული ფსიქოზების საწყისი მკურნალობა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ზუკლოპენტიქსოლის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

კოლაფსი, ნებისმიერი წარმოშობის ცნობიერების დათრგუნვა (მაგალითად, ინტოქსიკაცია ეთანოლით, ბარბიტურატებით და ოპიატებით), კომა.

ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

სიფრთხილით:

თავის ტვინის ორგანული დაავადება, გონებრივი ჩამორჩენა, კრუნჩხვითი აშლილობები, ღვიძლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანამნეზში, მათ შორის, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ბრადიკარდია <50 დარტყმა წუთში, ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, არითმია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია და გენეტიკური მიდრეკილება ასეთი მდგომარეობების მიმართ, ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა (მწვავე არტერიოსკლეროზის ჩათვლით), პარკინსონიზმი, ოპიოიდური და ალკოჰოლური დამოკიდებულება; ორსულობა, ბუნებრივი კვების პერიოდი.

გამოყენება ორსულობის და ბუნებრივი კვების პერიოდში

ორსულობა

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკის გათვალისწინებით.

ახალშობილებში, რომლებზეც ანტიფსიქოზური საშუალებები მოქმედებდნენ (ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის ჩათვლით) ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს, გაზრდილია არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, ექსტრაპირამიდული სიმპტომების და/ან მოხსნის სინდრომის განვითარების ჩათვლით, რაც, მშობიარობის შემდეგ შესაძლებელია მერყეობდეს სიმძიმის ხარისხით და ხანგრძლივობით. დაფიქსირებული იყო აღგზნებადობის, კუნთების ტონუსის მომატების ან შემცირების, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრესის, ასევე, კვების დარღვევის შემთხვევები. ამიტომ, ახალშობილებზე საჭიროა მკაცრი ზედამხედველობა.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენები იყო ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ძუძუთი კვება

იმის გათვალისწინებით, რომ ზუკლოპენტიქსოლი უმნიშვნელო კონცენტრაციით არის დედის რძეში, ნაკლებად შესაძლებელია მისი ნეგატიური ზემოქმედება ბავშვზე დედისთვის პრეპარატის თერაპიულ დოზებში დანიშვნის შემთხვევებში. დოზა, რომელსაც ბავშვი იღებს შიგნით, შეადგენს დედის მიერ მიღებული სადღეღამისო დოზის 1%-ზე ნაკლებს, დაკორექტირებული სხეულის წონის მიხედვით (მგ/კგ). კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, კლოპიქსოლ-აკუფაზით მკურნალობის დროს დასაშვებია ბუნებრივი კვება. თუმცა, რეკომენდებულია ახალშობილის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, განსაკუთრებით, დაბადებიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში.

ფერტილობა

ადამიანში დაფიქსირებული იყო ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიც არის ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ამენორეა, ერექციული დისფუნქცია და ეაკულაციის დარღვევა (იხ. ნაწილი ,,გვერდითი მოვლენები“). ამ მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედონ ქალის და/ან კაცის ფერტილობაზე და სექსუალურ ფუნქციაზე.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერპროლაქტინემიის, გალაქტორეის, ამენორეის და სექსუალური დისფუნქციის გამოვლენისას, საჭიროა დოზის შემცირების (თუ ეს შესაძლებელია) ან პრეპარატის მოხსნის საკითხის განხილვა. მითითებული ეფექტები შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

მდედრ და მამრ ვირთაგვებში ზუკლოპენტიქსოლის შეყვანას თან ახლდა შეჯვარების მცირედით შეფერხება. ექსპერიმენტებში, როცა ზუკლოპენტიქსოლი შეიყვანებოდა საკვებით, ვლინდებოდა შეჯვარების უნარის დარღვევა და განაყოფიერების ხარისხის შემცირება.

გამოყენების წესი და დოზები

კლოპიქსოლი აკუფაზი შეჰყავთ ღრმად კუნთში დუნდულოს მიდამოს ზედა გარეთა კვადრანტში. 2 მლ-ზე მეტი მოცულობის ინექცია უნდა გადანაწილდეს ინექციის შეყვანის ორ უბანს შორის. ადგილობრივი ამტანობა კარგია. დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

პრეპარატის შეყვანისას უნდა დარწმუნდეთ, რომ შპრიცის ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში შპრიცით ასპირაციის მეშვეობით, დაუშვებელია პრეპარატის სისხლძარღვშიდა შეყვანა!

დოზის დიაპაზონი ჩვეულებრივ შეადგენს 50-150 მგ (1-3 მლ). საჭიროებისას, განმეორებითი ინექცია ტარდება 2-3 დღის ინტერვალით. ზოგიერთ პაციენტში დამატებითი ინექცია შესაძლებელია დაინიშნოს პირველი ინექციიდან 24-48 საათის შემდეგ.

კლოპიქსოლი აკუფაზი არ გამოიყენება ხანგრძლივად, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. მაქსიმალური ჯამური დოზა მკურნალობის კურსის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს, ხოლო ინექციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს.

შემანარჩუნებელი თერაპია უნდა გაგრძელდეს კლოპიქსოლის ტაბლეტებით ან კლოპიქსოლ დეპოთი, შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით:

კლოპიქსოლ-აკუფაზიდან გადასვლა კლოპიქსოლის აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე:

კლოპიქსოლ-აკუფაზის ბოლო ინექციიდან 2-3 დღის შემდეგ, პაციენტს, რომელიც იღებდა ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის 100 მგ-ს, შიგნით მისაღებად ენიშნება 40 მგ სადღეღამისო დოზა, თუ შესაძლებელია რამდენიმე მიღებად. საჭიროებისას, შესაძლებელია დოზის გაზრდა 10-20 მგ-ით ყოველი 2-3 დღის შემდეგ 75 მგ-მდე/დღეში ან მეტი.

კლოპიქსოლ-აკუფაზიდან გადასვლა კლოპიქსოლ-დეპოზე:

კლოპიქსოლ-აკუფაზის ბოლო ინექციასთან ერთად (100 მგ) კუნთში საჭიროა 200-400 მგ (1-2 მლ) კლოპიქსოლ-დეპოს შეყვანა. კლოპიქსოლ-დეპოს განმეორებითი ინექციები ტარდება ყოველ 2 კვირაში. შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის უფრო მაღალი დოზები ან ინექციებს შორის უფრო ხანმოკლე ინტერვალები.

შესაძლებელია ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის და ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის ერთ შპრიცში შერევა და ერთი ინექციის სახით შეყვანა (ერთდროული ინექცია). ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის შემდგომი დოზები და ინექციებს შორის ინტერვალი დგინდება პაციენტის რეაქციის შესაბამისად.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია საჭირო გახდეს 50-100 მგ-მდე (1-2 მლ) შემცირებული დოზის დიაპაზონი; საჭიროებისას, შეყვანა შესაძლებელია განმეორდეს 2-3 დღის შემდეგ. ერთი ინექციის მაქსიმალური დოზა უნდა შეადგენდეს 100 მგ-ს.

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება

პაციენტებში თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით კლოპიქსოლ-აკუფაზის დანიშვნა შესაძლებელია ჩვეული დოზებით.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

პაციენტებმა ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა მიიღონ პრეპარატის რეკომენდებული დოზის ნახევარი. თუ შესაძლებელია, რეკომენდებულია პრეპარატის შემცველობის დონის შემოწმება სისხლის შრატში.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციების უმრავლესობა არის დოზადამოკიდებული. არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე და მათი ინტენსივობა უფრო მეტად გამოხატულია მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე და მცირდება თერაპიის გაგრძელებისას.

არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის ინფორმაცია მოყვანილია ლიტერატურული და სპონტანური შეტყობინებების მონაცემების საფუძველზე. სიხშირე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება არ არის შესაძლებელი).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი - თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერპროლაქტინემია.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ხშირი - მადის მომატება, სხეულის წონის მატება; არახშირი - უმადობა, სხეულის წონის შემცირება; იშვიათი - ჰიპერგლიკემია, ტოლერანტობის დარღვევა გლუკოზის მიმართ, ჰიპერლიპიდემია.

ფსიქიკური დარღვევები: ხშირი - უძილობა, დეპრესია, შფოთვა, ნერვოზულობა, უჩვეულო სიზმრები, აჟიტაცია, ლიბიდოს შემცირება; არახშირი - აპათია, კოშმარული სიზმრები, ლიბიდოს მომატება, არეული ცნობიერება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - ძილიანობა, აკატიზია, ჰიპერკინეზი, ჰიპოკინეზია; ხშირი - ტრემორი, დისტონია, კუნთების ჰიპერტონუსი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ყურადღების დარღვევა, ამნეზია, სიარულის დარღვევა; არახშირიდან იშვიათ შემთხვევებამდე - დაგვიანებული დისკინეზია, ჰიპერრეფლექსია, დისკინეზია, პარკინსონიზმი, უგონო მდგომარეობა, ატაქსია, მეტყველების დარღვევა, ჰიპოტონუსი, კრუნჩხვითი აშლილობები, შაკიკი; ძალიან იშვიათი - ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირი - აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა; არახშირი - თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა, მიდრიაზი (გუგის გაფართოება).

დარღვევები სმენის ორგანოების და ლაბირინთის მხრივ: ხშირი - თავბრუსხვევა; არახშირი - ჰიპერაკუზია, ყურებში ხმაური.

დარღვევები გულის მხრივ: ხშირი - ტაქიკარდია, გულისძგერის შეგრძნება; იშვიათი - QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - არტერიული წნევის დაწევა, ,,წამოხურება“; ძალიან იშვიათი - ვენოზური თრომბოემბოლია.

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირი - ცხვირის დაგუბება, ქოშინი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი - პირის სიმშრალე; ხშირი - მომატებული ნერწყვდენა, ყაბზობა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა; არახშირი - მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება; ძალიან იშვიათი - ქოლესტაზური ჰეპატიტი, სიყვითლე.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი - ჰიპერჰიდროზი, ქავილი; არახშირი - კანის გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, პიგმენტაციის დარღვევა, სებორეა, დერმატიტი, პურპურა.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - მიალგია; არახშირი - კუნთების რიგიდობა, ტრიზმი, კისერმრუდობა.

დარღვევები თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: ხშირი - შარდვის დაღვევა, შარდის შეკავება, პოლიურია.

ორსულობა, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური მდგომარეობები: სიხშირე უცნობია - მოხსნის ნეონატალური სინდრომი.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირი - ეაკულაციის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია, ორგაზმის დარღვევა ქალებში, ვულვოვაგინალური სიმშრალე; იშვიათი - გინეკომასტია, გალაქტორეა, ამენორეა, პრიაპიზმი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირი - ასთენია, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი; არახშირი - წყურვილი, რეაქცია ინექციის ადგილას, ჰიპოთერმია, პირექსია.

სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის გამოყენებისას ასევე დარეგისტრირებული იყო შემდეგი არასასურველი რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია - ფიბრილაცია და ტაქიკარდია, უეცარი აუხსნელი სიკვდილი და ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes) (იხილეთ სექცია განსაკუთრებული მითითებები).

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის ერთიანად შეწყვეტას შესაძლებელია თან ახლდეს მოხსნის რეაქციის განვითარება. ყველაზე ხშირი სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა, რინორეა, ოფლიანობა, მიალგია, პარესთეზია, უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვა, აჟიტაცია. პაციენტებმა ასევე შესაძლებელია იგრძნონ თავბრუსხვევა, სითბოს და სიცივის შეგრძნება, ტრემორი. სიმპტომები, როგორც წესი, იწყება მოხსნიდან 1-4 დღის განმავლობაში და მცირდება 7-14 დღის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბება

სამკურნალო ფორმის თავისებურებიდან გამომდინარე, ჭარბი დოზის სიმპტომები ნაკლებად შესაძლებელია.

სიმპტომები

ძილიანობა, კომა, მოძრაობითი აშლილობები, კრუნჩხვები, შოკი, ჰიპერთერმია/ჰიპოთერმია.

ჭარბი დოზის დროს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ გულის ფუნქციაზე, დარეგისტრირებული იყო ცვლილებები ეკგ-ზე, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გაჩერება და პარკუჭოვანი არითმია.

მკურნალობა

მკურნალობა არის სიმპტომური და შემანარჩუნებელი. საჭიროა ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის შესანარჩუნებლად. არ უნდა მოხდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) გამოყენება, რადგან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაწევა. კრუნჩხვების კუპირება შესაძლებელია დიაზეპამით, ხოლო მოძრაობითი აშლილობა - ბიპერიდენით.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატმა შესაძლებელია გააძლიეროს ალკოჰოლის სედაციური მოქმედება, ბარბიტურატების და ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების მოქმედება.

ზუკლოპენტიქსოლმა შესაძლებელია მოახდინოს ზოგადი საანესთეზიო საშუალებების და ანტიკოაგულანტების ეფექტების პოტენცირება, ასევე ნეიროკუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი პრეპარატების მოქმედების პროლონგირება.

შესაძლებელია გაძლიერდეს ატროპინის და ანტიქოლინერგული თვისებების მქონე სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგული მოქმედება.

ნეიროლეფსიურებმა შესაძლებელია გაზარდონ ან შეამცირონ ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი; გუანეტიდინის და ანალოგიურად მოქმედი პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება მცირდება.

ნეიროლეფსიურების და ლითიუმის ერთდროული გამოყენება ზრდის ნეიროტოქსიკურობის რისკს.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეფსიურები ახდენენ ერთმანეთის მეტაბოლიზმის ურთიერთინჰიბირებას.

ზუკლოპენტიქსოლის აცეტატმა შესაძლებელია შეამციროს ლევოდოპას ეფექტურობა და ადრენერგული პრეპარატების მოქმედება.

მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარების რისკს.

იქიდან გამომდინარე, რომ ზუკლოპენტიქსოლი ნაწილობრივად მეტაბოლიზდება CYP2D6 იზოფერმენტით, ამ იზოფერმენტის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ზუკლოპენტიქსოლის კლირენსის შემცირება.

QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დამახასიათებელია ანტიფსიქოზური საშუალებებით თერაპიისთვის, შესაძლებელია გაძლიერდეს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: IА და III კლასის ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები (ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (თიორიდაზინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი-მაკროლიდი (ერითრომიცინი) და ქინოლინის რიგის ანტიბიოტიკები (გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (ტერფენადინი, ასტემიზოლი), ასევე ციზაპრიდი, ლითიუმი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან QT ინტერვალს. საჭიროა თავის არიდება კლოპიქსოლ-აკუფაზის ასეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისაგან.

ასევე სიფრთხილით გამოიყენებიან პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, როგორიც არის თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზულები (ჰიპოკალიემია) და პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რადგან მათ შესაძლებელია გაზარდონ QT ინტერვალის გახანგრძლივების და ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).

არ უნდა მოხდეს ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის შერევა დეპო ფორმებთან, რომლებიც მტარებლის სახით შეიცავენ სეზამის ზეთს, რადგან ეს გამოიწვევს ორივე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური თვისებების გარკვეულ ცვლილებებს.

განსაკუთრებული მითითებები

ნებისმიერი ნეიროლეფსიურით თერაპიისას არსებობს ავთვისებიანი ნეიროლეპფსიური სინდრომის განვითარების რისკი (ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა, ცნობიერების პერიოდული დარღვევა, ვეგეტატური ნერვული სისტემის არასტაბილურობა). რისკი შესაძლებელია გაიზარდოს უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენებისას. პაციენტებში არსებული ფსიქოორგანული სინდრომით, ჭკუასუსტობით და ოპიატებზე და/ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებით, უფრო მეტია ლეტალური შედეგის შემთხვევათა სიხშირე.

მკურნალობა:

ნეიროლეფსიურების მიღების შეწყვეტა. სიმპტომური და ზოგადი გამაჯანსაღებელი თერაპიის დანიშვნა. რეკომენდებულია დანტროლენის და ბრომოკრიპტინის გამოყენება. სიმპტომატიკა შესაძლებელია შენარჩუნდეს შიგნით მისაღები ნეიროლეფსიურების მიღების შეწყვეტიდან კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - დეპო ფორმების გამოყენებისას.

შესაძლებელია განვითარდეს ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ინექციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე. უმრავლეს შემთხვევაში, ამ არასასურველი რეაქციების კონტროლი წარმატებით შესაძლებელია დოზის შემცირებით და/ან ანტიპარკინსონული პრეპარატების გამოყენებით. თუმცა, არასასურველი რეაქციების პროფილაქტიკის მიზნით ანტიპარკინსონული საშუალებების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ისინი არ ამსუბუქებენ მოგვიანებითი დისკინეზიის გამოვლინებებს და შესაძლებელია გააუარესონ მდგომარეობა. რეკომენდებულია დოზის შემცირება ან, თუ შესაძლებელია, ზუკლოპენტიქსოლით თერაპიის შეწყვეტა. პერსისტიული აკატიზიის დროს შესაძლებელია სასარგებლო იყოს ბენზოდიაზეპინები ან პროპრანოლოლი.

ექსტრაპირამიდული სიმპტომების, ისევე როგორც ჰიპერსალივაციის, სედაციისა და ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის შედეგად შესაძლოა განვითარდეს დისფაგია და შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულება, როგორიცაა ასპირაციული პნევმონია და გაგუდვა.

სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ფსიქოორგანული სინდრომით, კრუნჩხვითი აშლილობებით და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით.

სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატმა შესაძლებელია შეცვალოს ინსულინის და გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში, რამაც შესაძლებელია მოითხოვოს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია პაციენტებში დიაბეტით.

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც მიეკუთვნებიან ნეიროლეფსიურების თერაპიულ კლასს, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატმა შესაძლებელია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. QT ინტერვალის მუდმივმა გახანგრძლივებამ შესაძლებელია გაზარდოს ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი. ამიტომ, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰიპოკალიემიით, ჰიპომაგნიემიით და ასეთი მდგომარეობების მიმართ გენეტიკური განწყობით და პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ანამნეზში, მაგალითად, QT ინტერვალის გახანგრძლივება, მნიშვნელოვანი ბრადიკარდია (<50 დარტყმა წუთში), ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა ან არითმია. საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ანტიფსიქოზურებთან ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“).

ნეიროლეფსიურების გამოყენების ფონზე აღწერილია ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევები. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ნეიროლეფსიურებით, ხშირად არიან ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ჯგუფში, ზუკლოპენტიქსოლის აცეტატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს საჭიროა ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება.

ხანდაზმული პაციენტები

ცერებრო-ვასკულარული არასასურველი რეაქციები

რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს ზოგიერთი ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას პაციენტებში დემენციით, ვლინდებოდა ცერებრო-ვასკულარული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის 3-ჯერადი მატება. რისკის ასეთი მატების მექანიზმი უცნობია. არ უნდა მოხდეს რისკის მატების გამორიცხვა სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას პაციენტების სხვა ჯგუფში. პაციენტებში ინსულტის განვითარების რისკით ზუკლოპენტიქსოლის აცეტატი გამოიყენება სიფრთხილით.

მომატებული სიკვდილიანობა ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით

ორი დიდი დაკვირვებითი კვლევის დროს ნაჩვენები იყო, რომ ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით, რომლებიც იღებდნენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, სიკვდილიანობის რისკი უმნიშვნელოდ იმატებდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ანტიფსიქოზურებს. საკმარისი მონაცემები რისკის და მიზეზის ზუსტი შეფასებისთვის არ არის.

კლოპიქსოლ-აკუფაზი არ არის დარეგისტრირებული ქცევითი აშლილობების სამკურნალოდ დემენციის მქონე პაციენტებში.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კლოპიქსოლი ფლობს სედაციურ მოქმედებას, რაც შესაძლებელია განსაკუთრებულად გამოხატული იყოს მკურნალობის დასაწყისში და დოზის მატებისას. პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ ფსიქოტროპული პრეპარატები, შესაძლებელია მოსალოდნელი იყოს ყურადღების და კონცენტრაციის გაუარესება, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.

გამოშვების ფორმა

კუნთში შესაყვანი ხსნარი (ზეთოვანი), 50 მგ/მლ.

უფერო ტიპი 1 (ევრ.ფარმ) მინის 1 ამპულა. მუყაოს სადგამზე მოთავსებული 5 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში პერფორირებული კონტროლით პირველადი გახსნისათვის (სპეციალური ენა გახსნისათვის). სადგამი დაწებებულია შეფუთვის ძირზე.

ამპულაზე დატანილია წითელი წერტილი, რომელიც მიუთითებს მოტეხვის ადგილს.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 30С. შეინახეთ ამპულები მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი

H. Lundbeck A/S

Ottiliavej 9,

DK-2500 Valby,

Denmark

ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია მომხმარებლების პრეტენზიის მიღებაზე

,,ლუნდბეკ ეკსპორტ ა/ს“ კომპანიის წარმომადგენლობა

107045, ქ. მოსკოვი, ბოლო შეს., ს. 17

ტელ.: +7 (495) 380-31-97

ელ ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა