შიზოფრენიის და სხვა ფსიქოზების შემანარჩუნებელი თერაპია, განსაკუთრებით ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ჰალუცინაციები, ბოდვა და აზროვნების დარღვევა, აჟიტაციასთან, შფოთვასთან, მტრულ დამოკიდებულებასთან და აგრესიულობასთან ერთად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ზუკლოპენთიქსოლი (zuclopenthixol)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ზეთოვანი ხსნარი მინის ამპულა №5
- მწარმოებელი
- H. Lundbeck A/S, დანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, თიოქსანტენის წარმოებულები
- ATC კოდი
- N05AF05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046672
- რეგისტრირებულია
- 12 ნოემბერი 2026, მოქმედებს 12 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- H. Lundbeck A/S (დანია)
- განმცხადებელი
- შპს „პანაცეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კლოპიქსოლ-აკუფაზი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შიზოფრენიის და სხვა ფსიქოზების შემანარჩუნებელი თერაპია, განსაკუთრებით ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ჰალუცინაციები, ბოდვა და აზროვნების დარღვევა, აჟიტაციასთან, შფოთვასთან, მტრულ დამოკიდებულებასთან და აგრესიულობასთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება
კლოპიქსოლი დეპო შეჰყავთ ღრმად კუნთში დუნდულოს მიდამოს ზედა გარეთა კვადრანტში. ადგილობრივი ამტანობა კარგია.
დოზა და ინექციებს შორის ინტერვალი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. ეს საჭიროა ფსიქოზური სიმპტომების მაქსიმალური დათრგუნვის მისაღწევად მინიმალური რაოდენობის გვერდითი ეფექტებით.
დოზის დიაპაზონი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს შესაძლებელია მერყეობდეს და შეადგენდეს 200-400 მგ 1-4 კვირაში 1-ჯერ, რაც დამოკიდებულია ჩატარებულ თერაპიაზე პაციენტის ინდივიდუალურ პასუხზე, ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის 600 მგ-მდე ყოველ კვირაში დოზის გამოყენება. პრეპარატის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 600 მგ-ს. პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ანტიფსიქოზურებს დეპოს ფორმით, ჩატარებული თერაპიის ამტანობის შეფასების მიზნით, მკურნალობა უნდა დაიწყოს პრეპარატის დაბალი დოზებით (მაგალითად, 100 მგ). ინექციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს, სულ მცირე 1 კვირას პაციენტის მდგომარეობის კონტროლით.
ფსიქოზის მძიმე სიმპტომების ეფექტური კონტროლის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობა 4-6 თვემდე. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ პრეპარატის დოზა შესაძლებელია შემცირდეს, მაგრამ უნდა დარჩეს საკმარისი დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
2 მლ-ზე მეტი მოცულობის პრეპარატის შეყვანის საჭიროებისას, შეყვანილი პრეპარატის მოცულობა უნდა გაიყოს შეყვანის 2 უბანს შორის (მაგალითად, დუნდულოს მარჯვენა და მარცხენა მიდამოში).
პრეპარატის შეყვანისას უნდა დარწმუნდეთ, რომ შპრიცის ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში შპრიცით ასპირაციის მეშვეობით, დაუშვებელია პრეპარატის სისხლძარღვშიდა შეყვანა!
კლოპიქსოლის ტაბლეტებით ან კლოპიქსოლ-აკუფაზით მკურნალობიდან კლოპიქსოლი დეპოთი შემანარჩუნებელ მკურნალობაზე გადასვლისას საჭიროა შემდეგი რეკომენდაციებით ხელმძღვანელობა:
კლოპიქსოლი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებიდან კლოპიქსოლი დეპოზე გადასვლა:
კლოპიქსოლის შიგნით მისაღები სადღეღამისო დოზა (მგ) x 8 = კლოპიქსოლი დეპო (მგ) კუნთში ყოველ 2 კვირაში.
კლოპიქსოლის შიგნით მისაღები სადღეღამისო დოზა (მგ) x 16 = კლოპიქსოლი დეპო (მგ) კუნთში ყოველ 4 კვირაში.
პაციენტებმა უნდა გააგრძელონ კლოპიქსოლის ტაბლეტების მიღება პირველი ინექციის შეყვანიდან პირველი კვირის განმავლობაში, მაგრამ შემცირებული დოზით.
კლოპიქსოლი აკუფაზიდან კლოპიქსოლი დეპოზე გადასვლა:
კლოპიქსოლ-აკუფაზის ბოლო ინექციასთან ერთად (100 მგ) კუნთში საჭიროა 200-400 მგ (1-2 მლ) კლოპიქსოლი დეპოს შეყვანა. კლოპიქსოლი დეპოს განმეორებითი ინექციები ტარდება ყოველ 2 კვირაში. შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები ან ინექციებს შორის უფრო ხანმოკლე ინტერვალები.
შესაძლებელია ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის და ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის ერთ შპრიცში შერევა და ერთი ინექციის სახით შეყვანა (ერთდროული ინექცია).
პაციენტები, რომლებიც გადაყვანილები არიან ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატით მკურნალობაზე დეპოს ფორმის სხვა პრეპარატების მიღებით, უნდა მიიღონ დოზა თანაფარდობით 200 მგ ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი 25 მლ ფლუფენაზინის დეკანოატის, 40 მგ ცის(Z)-ფლუპენტიქსოლის დეკანოატის ან 50 მგ ჰალოპერიდოლის დეკანოატის ექვივალენტურად.
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის შემდგომი დოზები და ინექციებს შორის ინტერვალები დგინდება პაციენტის რეაქციის შესაბამისად.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ დოზა, რომელიც ახლოს არის დოზის რეკომენდებული დიაპაზონის ქვედა ზღვართან.
თირკმელების ფუნქციის დაქვეითება
პაციენტებში თირკმელების შემცირებული ფუნქციით კლოპიქსოლი დეპოს დანიშვნა შესაძლებელია ჩვეული დოზით.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
კლოპიქსოლი დეპო სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით. საჭიროა დოზის შერჩევა და, თუ შესაძლებელია, რეკომენდებულია პრეპარატის შემცველობის დონის შემოწმება სისხლის შრატში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ზუკლოპენტიქსოლის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
კოლაფსი, ნებისმიერი წარმოშობის ცნობიერების დათრგუნვა (მაგალითად, ინტოქსიკაცია ეთანოლით, ბარბიტურატებით და ოპიატებით), კომა.
ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
სიფრთხილით:
თავის ტვინის ორგანული დაავადება, გონებრივი ჩამორჩენა, კრუნჩხვითი აშლილობები, ღვიძლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანამნეზში, მათ შორის, QT ინტერვალის გახანგრძლივება, მნიშვნელოვანი ბრადიკარდია (<50 დარტყმა წუთში), ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, არითმია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია და გენეტიკური მიდრეკილება ასეთი მდგომარეობების მიმართ, ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა (მწვავე არტერიოსკლეროზის ჩათვლით), პარკინსონიზმი, ოპიოიდური და ალკოჰოლური დამოკიდებულება.
სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი ნეიროლეფსიურებით თერაპიისას არსებობს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარების რისკი (ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა, ცნობიერების პერიოდული დარღვევა, ვეგეტატური ნერვული სისტემის არასტაბილურობა). რისკი შესაძლებელია გაიზარდოს უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენებისას. პაციენტებში თავის ტვინის არსებული ორგანული დაავადებებით, ჭკუასუსტობით და ოპიოიდური და/ან ალკოჰოლური დამოკიდებულებით, უფრო მეტია ლეტალური შედეგის შემთხვევათა სიხშირე.
მკურნალობა: ნეიროლეფსიურების მიღების შეწყვეტა. სიმპტომური და ზოგად გამაჯანსაღებელი თერაპიის დანიშვნა. რეკომენდებულია დანტროლენის და ბრომოკრიპტინის გამოყენება. სიმპტომატიკა შესაძლებელია შენარჩუნდეს შიგნით მისაღები ნეიროლეფსიურების მიღების შეწყვეტიდან კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - დეპო ფორმების გამოყენებისას.
შესაძლებელია განვითარდეს ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ინექციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე. უმრავლეს შემთხვევაში, ამ არასასურველი რეაქციების კონტროლი წარმატებით შესაძლებელია დოზის შემცირებით და/ან ანტიპარკინსონული პრეპარატების გამოყენებით. თუმცა, არასასურველი რეაქციების პროფილაქტიკის მიზნით ანტიპარკინსონული საშუალებების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ისინი არ ამსუბუქებენ მოგვიანებითი დისკინეზიის გამოვლინებებს და შესაძლებელია გააუარესონ მდგომარეობა. რეკომენდებულია დოზის შემცირება ან, თუ შესაძლებელია, ზუკლოპენტიქსოლით თერაპიის შეწყვეტა. პერსისტიული აკატიზიის დროს შესაძლებელია სასარგებლო იყოს ბენზოდიაზეპინები ან პროპრანოლოლი.
ექსტრაპირამიდული სიმპტომების, ასევე ჰიპერსალივაციის, სედაციის და ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის შედეგად შესაძლოა განვითარდეს დისფაგია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულება, როგორიცაა ასპირაციული პნევმონია და გაგუდვა.
სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თავის ტვინის ორგანული დაავადებებით, კრუნჩხვითი აშლილობებით და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით.
სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია შეცვალოს ინსულინის და გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში, რამაც შესაძლებელია მოითხოვოს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია პაციენტებში დიაბეტით.
ხანგრძლივი თერაპიის დროს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, საჭიროა მკაცრი ზედამხედველობა, პაციენტის მდგომარეობის პერიოდული შეფასება, რათა მოხდეს შემანარჩუნებელი დოზის შემცირების შესაძლებლობის გადაწყვეტილების მიღება.
სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც მიეკუთვნებიან ნეიროლეფსიურების თერაპიულ კლასს, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. QT ინტერვალის მუდმივმა გახანგრძლივებამ შესაძლებელია გაზარდოს ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი. ამიტომ, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰიპოკალიემიით, ჰიპომაგნიემიით და ასეთი მდგომარეობების მიმართ გენეტიკური განწყობით და პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ანამნეზში, მაგალითად, QT ინტერვალის გახანგრძლივება, მნიშვნელოვანი ბრადიკარდია (<50 დარტყმა წუთში), ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა ან არითმია. საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ანტიფსიქოზურებთან ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“).
ნეიროლეფსიურების გამოყენების ფონზე აღწერილია ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევები. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ნეიროლეფსიურებით, ხშირად არიან ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ჯგუფში, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს საჭიროა ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება.
ნეიროლეფსიურების, მათ შორის ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის გამოყენებისას აღწერილია ლეიკოპენიის, ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის განვითარების შემთხვევები.
ხანგრძლივი მოქმედების დეპოს ფორმის ნეიროლეფსიურები სიფრთხილით გამოიყენებიან სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ფლობენ მიელოსუპრესიულ მოქმედებას, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, არ ხდება მათი სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან.
ხანდაზმული პაციენტები
ცერებრო-ვასკულარული არასასურველი რეაქციები
რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს ზოგიერთი ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში დემენციით, ვლინდებოდა ცერებრო-ვასკულარული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის დაახლოებით 3-ჯერადი მატება. რისკის ასეთი მატების მექანიზმი უცნობია. არ უნდა მოხდეს რისკის მატების გამორიცხვა სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას პაციენტების სხვა ჯგუფებში. პაციენტებში ინსულტის განვითარების რისკით, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი გამოიყენება სიფრთხილით.
მომატებული სიკვდილიანობა ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით
ორი დიდი დაკვირვებითი კვლევის დროს ნაჩვენები იყო, რომ ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით, რომლებიც იღებდნენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, სიკვდილიანობის რისკი უმნიშვნელოდ იმატებდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ანტიფსიქოზურებს. საკმარისი მონაცემები რისკის და მიზეზის ზუსტი შეფასებისთვის არ არის და ამგვარი მატების მიზეზი დაუდგენელია.
კლოპიქსოლი დეპო არ არის რეგისტრირებული ქცევითი აშლილობების სამკურნალოდ დემენციის მქონე პაციენტებში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლოპიქსოლი ფლობს სედაციურ მოქმედებას, რაც შესაძლებელია განსაკუთრებულად გამოხატული იყოს მკურნალობის დასაწყისში და დოზის მატებისას. პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ ფსიქოტროპული პრეპარატები, შესაძლებელია მოსალოდნელი იყოს ყურადღების და კონცენტრაციის გაუარესება, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია გააძლიეროს ალკოჰოლის სედაციური მოქმედება, ბარბიტურატების და ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების მოქმედება.
ზუკლოპენტიქსოლმა შესაძლებელია მოახდინოს ზოგადი საანესთეზიო და ანტიკოაგულანტების ეფექტების პოტენცირება, ასევე ნეიროკუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი პრეპარატების მოქმედების პროლონგირება.
ზუკლოპენტიქსოლის გამოყენებამ შესაძლებელია გააძლიეროს ატროპინის და ანტიქოლინერგული თვისებების მქონე სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგული მოქმედება.
ნეიროლეფსიურებმა შესაძლებელია გაზარდონ ან შეამცირონ ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი; გუანეტიდინის და ანალოგიურად მოქმედი პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება მცირდება.
ნეიროლეფსიურების და ლითიუმის ერთდროული გამოყენება ზრდის ნეიროტოქსიკურობის რისკს.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეფსიურები ახდენენ ერთმანეთის მეტაბოლიზმის ურთიერთინჰიბირებას.
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია შეამციროს ლევოდოპას ეფექტურობა და ადრენერგული პრეპარატების მოქმედება.
მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარების რისკს.
იქიდან გამომდინარე, რომ ზუკლოპენტიქსოლი ნაწილობრივად მეტაბოლიზდება CYP2D6 იზოფერმენტით, ამ იზოფერმენტის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ზუკლოპენტიქსოლის კლირენსის შემცირება.
QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დამახასიათებელია ანტიფსიქოზური საშუალებებით თერაპიისთვის, შესაძლებელია გაძლიერდეს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: IА და III კლასის ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები (ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (თიორიდაზინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი-მაკროლიდი (ერითრომიცინი) და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები (გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (ტერფენადინი, ასტემიზოლი), ასევე ციზაპრიდი, ლითიუმი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან QT ინტერვალს. საჭიროა თავის არიდება კლოპიქსოლი დეპოს ასეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისაგან.
ასევე სიფრთხილით გამოიყენებიან პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, როგორიც არის თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეტიკები (ჰიპოკალიემია) და პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რადგან მათ შესაძლებელია გაზარდონ QT ინტერვალის გახანგრძლივების და ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
არ უნდა მოხდეს ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის შერევა დეპო ფორმებთან, რომლებიც მტარებლის სახით შეიცავენ სეზამის ზეთს, რადგან ეს გამოიწვევს ორივე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკული თვისებების გარკვეულ ცვლილებებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკის გათვალისწინებით.
ახალშობილებში, რომლებზეც ანტიფსიქოზური საშუალებები მოქმედებდნენ (ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის ჩათვლით) ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს, გაზრდილია არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, ექსტრაპირამიდული სიმპტომების და/ან მოხსნის სინდრომის განვითარების ჩათვლით, რაც, მშობიარობის შემდეგ შესაძლებელია მერყეობდეს სიმძიმის ხარისხით და ხანგრძლივობით. დაფიქსირებული იყო აღგზნებადობის, კუნთების ტონუსის მომატების ან შემცირების, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრესის, ასევე, კვების დარღვევის შემთხვევები. ამიტომ, ახალშობილებზე საჭიროა მკაცრი ზედამხედველობა.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენები იყო ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ბუნებრივი კვება
პრეპარატის გამოყენება ბუნებრივი კვების პერიოდში, განსაკუთრებით მშობიარობიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკის გათვალისწინებით.
ზუკლოპენტიქსოლი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. მთლიანობაში, პრეპარატის გამოყენების დროს რეკომენდებულია თავიდან იქნეს აცილებული ბუნებრივი კვება.
ხანგრძლივი კვლევების მონაცემები არ არის.
ფერტილობა
ადამიანში დაფიქსირებული იყო ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიც არის ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ამენორეა, ერექციული დისფუნქცია და ეაკულაციის დარღვევა (იხ. ნაწილი ,,გვერდითი მოვლენები“). ამ მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედონ ქალის და/ან კაცის ფერტილობაზე და სექსუალურ ფუნქციაზე.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერპროლაქტინემიის, გალაქტორეის, ამენორეის ან სექსუალური დისფუნქციის გამოვლენისას საჭიროა დოზის შემცირების (თუ ეს შესაძლებელია) ან პრეპარატის მოხსნის საკითხის განხილვა. მითითებული ეფექტები შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
მდედრ და მამრ ვირთაგვებში ზუკლოპენტიქსოლის შეყვანას თან ახლდა შეჯვარების მცირედიდ შეფერხება. ექსპერიმენტებში, როცა ზუკლოპენტიქსოლი შეიყვანებოდა საკვებით, ვლინდებოდა შეჯვარების უნარის დარღვევა და განაყოფიერების ხარისხის შემცირება.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციების უმრავლესობა არის დოზადამოკიდებული. არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე და მათი ინტენსივობა უფრო მეტად გამოხატულია მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე და მცირდება თერაპიის გაგრძელებისას.
არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის ინფორმაცია მოყვანილია ლიტერატურული და სპონტანური შეტყობინებების მონაცემების საფუძველზე. სიხშირე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება არ არის შესაძლებელი).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი - თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერპროლაქტინემია.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ხშირი - მადის მომატება, სხეულის წონის მატება; არახშირი - უმადობა, სხეულის წონის შემცირება; იშვიათი - ჰიპერგლიკემია, ტოლერანტობის დარღვევა გლუკოზის მიმართ, ჰიპერლიპიდემია.
ფსიქიკური დარღვევები: ხშირი - უძილობა, დეპრესია, შფოთვა, ნერვოზულობა, უჩვეულო სიზმრები, აჟიტაცია, ლიბიდოს შემცირება; არახშირი - აპათია, კოშმარული სიზმრები, ლიბიდოს მომატება, არეული ცნობიერება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - ძილიანობა, აკატიზია, ჰიპერკინეზი, ჰიპოკინეზია; ხშირი - ტრემორი, დისტონია, კუნთების ჰიპერტონუსი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ყურადღების დარღვევა, ამნეზია, სიარულის დარღვევა; არახშირი - დაგვიანებული დისკინეზია, ჰიპერრეფლექსია, დისკინეზია, პარკინსონიზმი, უგონო მდგომარეობა, ატაქსია, მეტყველების დარღვევა, ჰიპოტონუსი, კრუნჩხვითი აშლილობები, შაკიკი; ძალიან იშვიათი - ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირი - აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა; არახშირი - თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა, მიდრიაზი (გუგის გაფართოება).
სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ დარღვევები: ხშირი - თავბრუსხვევა; არახშირი - ჰიპერაკუზია, ყურებში ხმაური.
დარღვევები გულის მხრივ: ხშირი - ტაქიკარდია, გულისძგერის შეგრძნება; იშვიათი - QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - არტერიული წნევის დაწევა, ,,წამოხურება“; ძალიან იშვიათი - ვენოზური თრომბოემბოლია.
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირი - ცხვირის დაგუბება, ქოშინი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი - პირის სიმშრალე; ხშირი - მომატებული ნერწყვდენა, ყაბზობა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა; არახშირი - მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება; ძალიან იშვიათი - ქოლესტაზური ჰეპატიტი, სიყვითლე.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი - ჰიპერჰიდროზი, ქავილი; არახშირი - კანის გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, პიგმენტაციის დარღვევა, სებორეა, დერმატიტი, პურპურა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - მიალგია; არახშირი - კუნთების რიგიდობა, ტრიზმი, კისერმრუდობა.
დარღვევები თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: ხშირი - შარდვის დარღვევა, შარდის შეკავება, პოლიურია.
ჭარბი დოზა
სამკურნალო ფორმის თავისებურებიდან გამომდინარე, ჭარბი დოზის სიმპტომები ნაკლებად შესაძლებელია.
სიმპტომები
ძილიანობა, კომა, მოძრაობითი აშლილობები, კრუნჩხვები, შოკი, ჰიპერთერმია/ჰიპოთერმია.
ჭარბი დოზის დროს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ გულის ფუნქციაზე, დარეგისტრირებული იყო ცვლილებები ეკგ-ზე, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გაჩერება და პარკუჭოვანი არითმია.
მკურნალობა
მკურნალობა არის სიმპტომური და შემანარჩუნებელი. საჭიროა ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის შესანარჩუნებლად. არ უნდა მოხდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) გამოყენება, რადგან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაწევა. კრუნჩხვების კუპირება შესაძლებელია დიაზეპამით, ხოლო მოძრაობითი აშლილობის - ბიპერიდენით.
შემადგენლობა
ხსნარის ერთი მლ შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი 200 მგ; დამხმარე ნივთიერებები: შუალედური ჯაჭვის ტრიგლიცერიდები 1 მლ-მდე.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ზეთოვანი ხსნარი
შენახვის პირობები
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 С სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეფსიური).
ათქ კოდი: N05AF05.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზუკლოპენტიქსოლი არის ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეფსიური), თიოქსანის წარმოებული.
ფარმაკოდინამიკა
ნეიროლეფსიურების ანტიფსიქოზური მოქმედება უკავშირდება დოფამინური რეცეპტორების, ასევე შესაძლოა 5 HT (5-ჰიდროქსიტრიპტამინური) რეცეპტორების ბლოკადას. In vitro ზუკლოპენტიქსოლი დოფამინის D1 და D2 რეცეპტორების, ასევე α1-ადრენორეცეტორების და 5 HT2-რეცეპტორების მიმართ მაღალი აფინურობით გამოირჩევა და არ ახასიათებს აფინურობა მუსკარინის ქოლინერგული რეცეპტორების მიმართ. პრეპარატს ახასიათებს მსუბუქი აფინურობა ჰისტამინური (H1) რეცეპტორების მიმართ და არ ახასიათებს α2-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება.
In vivo აფინიტეტი D2 რეცეპტორების მიმართ ჭრბობს D1 რეცეპტორების მიმართ აფინიტეტს. ნეიროლეფსიური აქტივობის (დოფამინის რეცეპტორების ბლოკირება) ყველა ქცევით (ბიჰევიორალურ) კვლევაში მტკიცდება, რომ ზუკლოპენტიქსოლი ძლიერი ნეიროლეფსიური საშუალებაა. კორელაცია გამოვლინდა ექსპერიმენტულ მოდელებში In vivo, აფინიტეტი დოფამინი D2-ს შეკავშირების უბნებთან In vitro ტოლია პერორალური ანტიფსიქოზური საშუალების სადღეღამისო დოზისა.
როგორც სხვა ნეიროლეფსიურების უმეტესობა, ზუკლოპენტიქსოლი ზრდის პროლაქტინის დონეს სისხლის შრატში.
ფარმაკოლოგიური კვლევებით ნათლად გამოვლინდა, რომ ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის ზეთოვანი ხსნარი ხანგრძლივი ნეიროლეფსიური მოქმედებით ხასიათდება, ასევე გამოვლინდა, რომ პრეპარატის გარკვეული ეფექტის ხანგრლივი დროის მონაკვეთზე შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობა გაცილებით უფრო მცირეა დეპოს ფორმის პრეპარატისათვის, ვიდრე ზუკლოპენტიქსოლის ყოველდღიურად შიგნით მიღებისას. კლინიკური პრაქტიკის თვალსაზრისით ფარმაკოლოგიური კვლევების შედეგები შესაძლოა მიუთითებდნენ იმაზე, რომ დეპოს ფორმაში პრეპარატს შეუძლია ხანგრძლივად უზრუნველყოს ნეიროლეფსიური ეფექტი ზედმეტი სედაციური მოქმედების გარეშე. გარდა ამისა, სავარაუდოა ამ პრეპარატის საანესთეზიო საშუალებებთან ურთიერთქმედების დაბალი რისკი.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კლინიკურ პრაქტიკაში ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი განკუთვნილია ქრონიკული ფსიქოზების მქონე პაციენტების შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის. დადებითი შედეგები იქნა მიღწეული ფსიქიკური დაავადების მქონე ჰიპერაქტიური და აგერსიული პაციენტების თერაპიაში.
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი იწვევს დროებით დოზადამოკიდებულ სედაციურ ეფექტს. თუმცა, თუ მოხდება პაციენტის გადაყვანა შემანარჩუნებელ თერაპიაზე ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატით შიგნით მისაღებად, ან ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის ინექციით კუნთში, სედაციური ეფექტი უმნიშვნელო იქნება. არასპეციფიური სედაციური ეფექტის მიმართ ტოლერანტობა სწრაფად ვითარდება.
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი განსაკუთრებით ნაჩვენებია აჟიტაციის, მოუსვენრობის, მტრული განწყობის ან აგრესიული პციენტების შემთხვევაში.
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი უწყვეტი მკურნალობის ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან დანიშნული პერორალური ფორმის რეჟიმის დარღვევის მიმართ. ამგვარად, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი აგვარიდებს ხშირ რეციდივებს, რომლებიც პაციენტების მიერ პერორალური საშუალებების მიღების რეჟიმის დარღვევას უკავშირდება.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ზუკლოპენტიქსოლის ესტერიფიკაცია დეკანოის მჟავასთან გარდაქმნის ზუკლოპენტიქსოლს მაღალი დონის ლიპოფილურ ნივთიერებად, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატად. ზეთში გახსნისას და კუნთში შეყვანისას რთული ეთერი საკმაოდ ნელა დიფუნდირდება ზეთოვანიდან ორგანიზმის წყლიან გარემოში, სადაც სწრაფად ჰიდროლიზირდება აქტიური ზუკლოპენტიქსოლის გამოთავისუფლებამდე.
კუნთში ინექციის შემდეგ შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-7 დღის განმავლობაში. დაახლოებით 3-კვირიანი ნახევრადგამოყოფის პერიოდის (რაც ასახავს პრეპარატის გამოყოფას დეპოს ფორმით) გათვალისწინებით, თანაბარი კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის პერიოდულად მიღებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ.
განაწილება
განაწილების სავარაუდო მოცულობა (Vd)β შეადგენს დაახლოებით 20 ლ/კგ-ს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 98-99 %.
ბიოტრანსფორმაცია
ზუკლოპენტიქსოლის მეტაბოლიზმი ხდება სამი ძირითადი გზით - სულფოქსიდაცია, გვერდითი ჯაჭვის N-დეალკილირება და გლუკურონის მჟავას კონიუგაცია. მეტაბოლიტები არ ფლობენ ფსიქოფარმაკოლოგიურ აქტივობას. ზუკლოპენტიქსოლი ჭარბობს მეტაბოლიტებზე ტვინში და სხვა ქსოვილებში.
გამოყოფა
ზუკლოპენტიქსოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი (T½β) შეადგენს დაახლოებით 20 საათს, ხოლო საშუალო სისტემური კლირენსი (Cls) შეადგენს დაახლოებით 0,86 ლ/წთ.
ზუკლოპენტიქსოლი ძირითადად გამოიყოფა განავალით, და, ნაწილობრივად (დაახლოებით 10%) შარდით. დოზის დაახლოებით 0,1% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით, რაც მიუთითებს თირკმელებზე სამკურნალო პრეპარატით უმნიშვნელო დატვირთვაზე.
მეძუძურ დედებში ზუკლოპენტიქსოლი გამოიყოფა მცირე რაოდენობით დედის რძით. შიგნით მიღებისას ან დეკანოატის შეყვანისას წონასწორულ კონცენტრაციაში პრეპარატის კონცენტრაციის საშუალო თანაფარდობა რძეში სისხლის შრატის კონცენტრაციასთან მიმართებაში ქალებში, პრეპარატის დოზის მიღებამდე, შეადგენდა დაახლოებით 0,29.
ხაზოვნება
პრეპარატი ფლობს ხაზოვან კინეტიკას. ზუკლოპენტიქსოლის საშუალო დონე წონასწორულ კონცენტრაციაში ინექციის შეყვანამდე, რომელიც შეესაბამება ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის 200 მგ დოზას სიხშირით ყოველ 2 კვირაში, შეადგენს დაახლოებით 10 ნგ/მლ (25 ნმოლ/ლ).
ხანდაზმული პაციენტები
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ძირითადად არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.
თირკმელების ფუნქციის დაქვეითება
პრეპარატის გამოყოფის ზემოთ მითითებული მახასიათებლების საფუძველზე სავარაუდოა, რომ თირკმელების ფუნქციის შემცირება შესაძლებელია არ ავლენს განსაკუთრებულ ზემოქმედებას სამკურნალო პრეპარატის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
მონაცემები არ არის.
პოლიმორფიზმი
In vivo კვლევამ აჩვენა, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმი, რომელიც მოქმედებს სპარტეინის/დებრიზოხინის (CYP2D6 იზოფერმენტის ციტოქრომი) ჟანგვაზე, შესაძლებელია ცვლიდეს მეტაბოლიზმის გზებს.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური პარამეტრების თანაფარდობა
პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში მის შეყვანამდე 2,8-12 ნგ/მლ დონეზე (7-30 ნმოლ/ლ) და მაქსიმალური/მინიმალური რყევა <2,5 რეკომენდებულია მიზნობრივი სახით პაციენტებისათვის შიზოფრენიის მსუბუქი/ზომიერი ხარისხის სიმძიმის დააადების შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის ფარმაკოკინეტიკური დოზა 200 მგ 2 კვირაში 1-ჯერ ან 400 მგ 4 კვირაში 1-ჯერ არის შიგნით მიღებული ზუკლოპენტიქსოლის 25 მგ სადღეღამისო დოზის ექვივალენტური.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
წამლის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
კლოპიქსოლი დეპო
რეგისტრაციის ნომერი: П N014165/01
სავაჭრო სახელწოდება: კოლოპიქსოლი დეპო
საერთაშორისო პატენტირებული სახელწოდება: ზუკლოპენტიქსოლი
წამლის ფორმა: ინტრამუსკულურად შესაყვანი ხსნარი (ზეთოვანი)
შემადგენლობა
ხსნარის ერთი მლ შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი 200 მგ; დამხმარე ნივთიერებები: შუალედური ჯაჭვის ტრიგლიცერიდები 1 მლ-მდე.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ზეთოვანი ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეფსიური).

გამოყენების ჩვენება
შიზოფრენიის და სხვა ფსიქოზების შემანარჩუნებელი თერაპია, განსაკუთრებით ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ჰალუცინაციები, ბოდვა და აზროვნების დარღვევა, აჟიტაციასთან, შფოთვასთან, მტრულ დამოკიდებულებასთან და აგრესიულობასთან ერთად.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ზუკლოპენტიქსოლის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
კოლაფსი, ნებისმიერი წარმოშობის ცნობიერების დათრგუნვა (მაგალითად, ინტოქსიკაცია ეთანოლით, ბარბიტურატებით და ოპიატებით), კომა.
ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
სიფრთხილით:
თავის ტვინის ორგანული დაავადება, გონებრივი ჩამორჩენა, კრუნჩხვითი აშლილობები, ღვიძლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანამნეზში, მათ შორის, QT ინტერვალის გახანგრძლივება, მნიშვნელოვანი ბრადიკარდია (<50 დარტყმა წუთში), ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, არითმია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია და გენეტიკური მიდრეკილება ასეთი მდგომარეობების მიმართ, ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა (მწვავე არტერიოსკლეროზის ჩათვლით), პარკინსონიზმი, ოპიოიდური და ალკოჰოლური დამოკიდებულება.
გამოყენება ორსულობის და ბუნებრივი კვების პერიოდში
ორსულობა
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკის გათვალისწინებით.
ახალშობილებში, რომლებზეც ანტიფსიქოზური საშუალებები მოქმედებდნენ (ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის ჩათვლით) ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს, გაზრდილია არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, ექსტრაპირამიდული სიმპტომების და/ან მოხსნის სინდრომის განვითარების ჩათვლით, რაც, მშობიარობის შემდეგ შესაძლებელია მერყეობდეს სიმძიმის ხარისხით და ხანგრძლივობით. დაფიქსირებული იყო აღგზნებადობის, კუნთების ტონუსის მომატების ან შემცირების, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრესის, ასევე, კვების დარღვევის შემთხვევები. ამიტომ, ახალშობილებზე საჭიროა მკაცრი ზედამხედველობა.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენები იყო ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ბუნებრივი კვება
პრეპარატის გამოყენება ბუნებრივი კვების პერიოდში, განსაკუთრებით მშობიარობიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკის გათვალისწინებით.
ზუკლოპენტიქსოლი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. მთლიანობაში, პრეპარატის გამოყენების დროს რეკომენდებულია თავიდან იქნეს აცილებული ბუნებრივი კვება.
ხანგრძლივი კვლევების მონაცემები არ არის.
ფერტილობა
ადამიანში დაფიქსირებული იყო ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიც არის ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ამენორეა, ერექციული დისფუნქცია და ეაკულაციის დარღვევა (იხ. ნაწილი ,,გვერდითი მოვლენები“). ამ მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედონ ქალის და/ან კაცის ფერტილობაზე და სექსუალურ ფუნქციაზე.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერპროლაქტინემიის, გალაქტორეის, ამენორეის ან სექსუალური დისფუნქციის გამოვლენისას საჭიროა დოზის შემცირების (თუ ეს შესაძლებელია) ან პრეპარატის მოხსნის საკითხის განხილვა. მითითებული ეფექტები შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
მდედრ და მამრ ვირთაგვებში ზუკლოპენტიქსოლის შეყვანას თან ახლდა შეჯვარების მცირედიდ შეფერხება. ექსპერიმენტებში, როცა ზუკლოპენტიქსოლი შეიყვანებოდა საკვებით, ვლინდებოდა შეჯვარების უნარის დარღვევა და განაყოფიერების ხარისხის შემცირება.
გამოყენების წესი და დოზები
კლოპიქსოლი დეპო შეჰყავთ ღრმად კუნთში დუნდულოს მიდამოს ზედა გარეთა კვადრანტში. ადგილობრივი ამტანობა კარგია.
დოზა და ინექციებს შორის ინტერვალი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. ეს საჭიროა ფსიქოზური სიმპტომების მაქსიმალური დათრგუნვის მისაღწევად მინიმალური რაოდენობის გვერდითი ეფექტებით.
დოზის დიაპაზონი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს შესაძლებელია მერყეობდეს და შეადგენდეს 200-400 მგ 1-4 კვირაში 1-ჯერ, რაც დამოკიდებულია ჩატარებულ თერაპიაზე პაციენტის ინდივიდუალურ პასუხზე, ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის 600 მგ-მდე ყოველ კვირაში დოზის გამოყენება. პრეპარატის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 600 მგ-ს. პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ანტიფსიქოზურებს დეპოს ფორმით, ჩატარებული თერაპიის ამტანობის შეფასების მიზნით, მკურნალობა უნდა დაიწყოს პრეპარატის დაბალი დოზებით (მაგალითად, 100 მგ). ინექციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს, სულ მცირე 1 კვირას პაციენტის მდგომარეობის კონტროლით.
ფსიქოზის მძიმე სიმპტომების ეფექტური კონტროლის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობა 4-6 თვემდე. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ პრეპარატის დოზა შესაძლებელია შემცირდეს, მაგრამ უნდა დარჩეს საკმარისი დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
2 მლ-ზე მეტი მოცულობის პრეპარატის შეყვანის საჭიროებისას, შეყვანილი პრეპარატის მოცულობა უნდა გაიყოს შეყვანის 2 უბანს შორის (მაგალითად, დუნდულოს მარჯვენა და მარცხენა მიდამოში).
პრეპარატის შეყვანისას უნდა დარწმუნდეთ, რომ შპრიცის ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში შპრიცით ასპირაციის მეშვეობით, დაუშვებელია პრეპარატის სისხლძარღვშიდა შეყვანა!
კლოპიქსოლის ტაბლეტებით ან კლოპიქსოლ-აკუფაზით მკურნალობიდან კლოპიქსოლი დეპოთი შემანარჩუნებელ მკურნალობაზე გადასვლისას საჭიროა შემდეგი რეკომენდაციებით ხელმძღვანელობა:
კლოპიქსოლი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებიდან კლოპიქსოლი დეპოზე გადასვლა:
კლოპიქსოლის შიგნით მისაღები სადღეღამისო დოზა (მგ) x 8 = კლოპიქსოლი დეპო (მგ) კუნთში ყოველ 2 კვირაში.
კლოპიქსოლის შიგნით მისაღები სადღეღამისო დოზა (მგ) x 16 = კლოპიქსოლი დეპო (მგ) კუნთში ყოველ 4 კვირაში.
პაციენტებმა უნდა გააგრძელონ კლოპიქსოლის ტაბლეტების მიღება პირველი ინექციის შეყვანიდან პირველი კვირის განმავლობაში, მაგრამ შემცირებული დოზით.
კლოპიქსოლი აკუფაზიდან კლოპიქსოლი დეპოზე გადასვლა:
კლოპიქსოლ-აკუფაზის ბოლო ინექციასთან ერთად (100 მგ) კუნთში საჭიროა 200-400 მგ (1-2 მლ) კლოპიქსოლი დეპოს შეყვანა. კლოპიქსოლი დეპოს განმეორებითი ინექციები ტარდება ყოველ 2 კვირაში. შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები ან ინექციებს შორის უფრო ხანმოკლე ინტერვალები.
შესაძლებელია ზუკლოპენტიქსოლის აცეტატის და ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის ერთ შპრიცში შერევა და ერთი ინექციის სახით შეყვანა (ერთდროული ინექცია).
პაციენტები, რომლებიც გადაყვანილები არიან ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატით მკურნალობაზე დეპოს ფორმის სხვა პრეპარატების მიღებით, უნდა მიიღონ დოზა თანაფარდობით 200 მგ ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი 25 მლ ფლუფენაზინის დეკანოატის, 40 მგ ცის(Z)-ფლუპენტიქსოლის დეკანოატის ან 50 მგ ჰალოპერიდოლის დეკანოატის ექვივალენტურად.
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის შემდგომი დოზები და ინექციებს შორის ინტერვალები დგინდება პაციენტის რეაქციის შესაბამისად.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ დოზა, რომელიც ახლოს არის დოზის რეკომენდებული დიაპაზონის ქვედა ზღვართან.
თირკმელების ფუნქციის დაქვეითება
პაციენტებში თირკმელების შემცირებული ფუნქციით კლოპიქსოლი დეპოს დანიშვნა შესაძლებელია ჩვეული დოზით.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
კლოპიქსოლი დეპო სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით. საჭიროა დოზის შერჩევა და, თუ შესაძლებელია, რეკომენდებულია პრეპარატის შემცველობის დონის შემოწმება სისხლის შრატში.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციების უმრავლესობა არის დოზადამოკიდებული. არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე და მათი ინტენსივობა უფრო მეტად გამოხატულია მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე და მცირდება თერაპიის გაგრძელებისას.
არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის ინფორმაცია მოყვანილია ლიტერატურული და სპონტანური შეტყობინებების მონაცემების საფუძველზე. სიხშირე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება არ არის შესაძლებელი).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი - თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერპროლაქტინემია.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ხშირი - მადის მომატება, სხეულის წონის მატება; არახშირი - უმადობა, სხეულის წონის შემცირება; იშვიათი - ჰიპერგლიკემია, ტოლერანტობის დარღვევა გლუკოზის მიმართ, ჰიპერლიპიდემია.
ფსიქიკური დარღვევები: ხშირი - უძილობა, დეპრესია, შფოთვა, ნერვოზულობა, უჩვეულო სიზმრები, აჟიტაცია, ლიბიდოს შემცირება; არახშირი - აპათია, კოშმარული სიზმრები, ლიბიდოს მომატება, არეული ცნობიერება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - ძილიანობა, აკატიზია, ჰიპერკინეზი, ჰიპოკინეზია; ხშირი - ტრემორი, დისტონია, კუნთების ჰიპერტონუსი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ყურადღების დარღვევა, ამნეზია, სიარულის დარღვევა; არახშირი - დაგვიანებული დისკინეზია, ჰიპერრეფლექსია, დისკინეზია, პარკინსონიზმი, უგონო მდგომარეობა, ატაქსია, მეტყველების დარღვევა, ჰიპოტონუსი, კრუნჩხვითი აშლილობები, შაკიკი; ძალიან იშვიათი - ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირი - აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა; არახშირი - თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა, მიდრიაზი (გუგის გაფართოება).
სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ დარღვევები: ხშირი - თავბრუსხვევა; არახშირი - ჰიპერაკუზია, ყურებში ხმაური.
დარღვევები გულის მხრივ: ხშირი - ტაქიკარდია, გულისძგერის შეგრძნება; იშვიათი - QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - არტერიული წნევის დაწევა, ,,წამოხურება“; ძალიან იშვიათი - ვენოზური თრომბოემბოლია.
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირი - ცხვირის დაგუბება, ქოშინი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი - პირის სიმშრალე; ხშირი - მომატებული ნერწყვდენა, ყაბზობა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა; არახშირი - მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება; ძალიან იშვიათი - ქოლესტაზური ჰეპატიტი, სიყვითლე.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი - ჰიპერჰიდროზი, ქავილი; არახშირი - კანის გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, პიგმენტაციის დარღვევა, სებორეა, დერმატიტი, პურპურა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - მიალგია; არახშირი - კუნთების რიგიდობა, ტრიზმი, კისერმრუდობა.
დარღვევები თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: ხშირი - შარდვის დარღვევა, შარდის შეკავება, პოლიურია.
ორსულობა, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური მდგომარეობები: სიხშირე უცნობია - მოხსნის ნეონატალური სინდრომი.
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირი - ეაკულაციის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია, ორგაზმის დარღვევა ქალებში, ვულვოვაგინალური სიმშრალე; იშვიათი - გინეკომასტია, გალაქტორეა, ამენორეა, პრიაპიზმი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირი - ასთენია, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი; არახშირი - წყურვილი, რეაქცია ინექციის ადგილას, ჰიპოთერმია, პირექსია.
სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის გამოყენებისას ასევე დარეგისტრირებული იყო შემდეგი არასასურველი რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია - ფიბრილაცია და ტაქიკარდია, უეცარი ამოუხსნელი სიკვდილი და ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes) (იხილეთ სექცია განსაკუთრებული მითითებები).
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის გამოყენების ერთიანად შეწყვეტას შესაძლებელია თან ახლდეს მოხსნის რეაქციის განვითარება. ყველაზე ხშირი სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა, რინორეა, ოფლიანობა, მიალგია, პარესთეზია, უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვა, აჟიტაცია. პაციენტებმა ასევე შესაძლებელია იგრძნონ თავბრუსხვევა, სითბოს და სიცივის შეგრძნება, ტრემორი. სიმპტომები, როგორც წესი, იწყება მოხსნიდან 1-4 დღის განმავლობაში და მცირდება 7-14 დღის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბება
სამკურნალო ფორმის თავისებურებიდან გამომდინარე, ჭარბი დოზის სიმპტომები ნაკლებად შესაძლებელია.
სიმპტომები
ძილიანობა, კომა, მოძრაობითი აშლილობები, კრუნჩხვები, შოკი, ჰიპერთერმია/ჰიპოთერმია.
ჭარბი დოზის დროს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ გულის ფუნქციაზე, დარეგისტრირებული იყო ცვლილებები ეკგ-ზე, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გაჩერება და პარკუჭოვანი არითმია.
მკურნალობა
მკურნალობა არის სიმპტომური და შემანარჩუნებელი. საჭიროა ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის შესანარჩუნებლად. არ უნდა მოხდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) გამოყენება, რადგან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაწევა. კრუნჩხვების კუპირება შესაძლებელია დიაზეპამით, ხოლო მოძრაობითი აშლილობის - ბიპერიდენით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია გააძლიეროს ალკოჰოლის სედაციური მოქმედება, ბარბიტურატების და ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების მოქმედება.
ზუკლოპენტიქსოლმა შესაძლებელია მოახდინოს ზოგადი საანესთეზიო და ანტიკოაგულანტების ეფექტების პოტენცირება, ასევე ნეიროკუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი პრეპარატების მოქმედების პროლონგირება.
ზუკლოპენტიქსოლის გამოყენებამ შესაძლებელია გააძლიეროს ატროპინის და ანტიქოლინერგული თვისებების მქონე სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგული მოქმედება.
ნეიროლეფსიურებმა შესაძლებელია გაზარდონ ან შეამცირონ ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტი; გუანეტიდინის და ანალოგიურად მოქმედი პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება მცირდება.
ნეიროლეფსიურების და ლითიუმის ერთდროული გამოყენება ზრდის ნეიროტოქსიკურობის რისკს.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეფსიურები ახდენენ ერთმანეთის მეტაბოლიზმის ურთიერთინჰიბირებას.
ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია შეამციროს ლევოდოპას ეფექტურობა და ადრენერგული პრეპარატების მოქმედება.
მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან ერთდროული გამოყენება ზრდის ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარების რისკს.
იქიდან გამომდინარე, რომ ზუკლოპენტიქსოლი ნაწილობრივად მეტაბოლიზდება CYP2D6 იზოფერმენტით, ამ იზოფერმენტის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ზუკლოპენტიქსოლის კლირენსის შემცირება.
QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც დამახასიათებელია ანტიფსიქოზური საშუალებებით თერაპიისთვის, შესაძლებელია გაძლიერდეს ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: IА და III კლასის ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები (ქინიდინი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი), ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (თიორიდაზინი), ზოგიერთი ანტიბიოტიკი-მაკროლიდი (ერითრომიცინი) და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები (გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (ტერფენადინი, ასტემიზოლი), ასევე ციზაპრიდი, ლითიუმი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან QT ინტერვალს. საჭიროა თავის არიდება კლოპიქსოლი დეპოს ასეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისაგან.
ასევე სიფრთხილით გამოიყენებიან პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, როგორიც არის თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეტიკები (ჰიპოკალიემია) და პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რადგან მათ შესაძლებელია გაზარდონ QT ინტერვალის გახანგრძლივების და ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
არ უნდა მოხდეს ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის შერევა დეპო ფორმებთან, რომლებიც მტარებლის სახით შეიცავენ სეზამის ზეთს, რადგან ეს გამოიწვევს ორივე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკული თვისებების გარკვეულ ცვლილებებს.
განსაკუთრებული მითითებები
ნებისმიერი ნეიროლეფსიურებით თერაპიისას არსებობს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარების რისკი (ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა, ცნობიერების პერიოდული დარღვევა, ვეგეტატური ნერვული სისტემის არასტაბილურობა). რისკი შესაძლებელია გაიზარდოს უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენებისას. პაციენტებში თავის ტვინის არსებული ორგანული დაავადებებით, ჭკუასუსტობით და ოპიოიდური და/ან ალკოჰოლური დამოკიდებულებით, უფრო მეტია ლეტალური შედეგის შემთხვევათა სიხშირე.
მკურნალობა: ნეიროლეფსიურების მიღების შეწყვეტა. სიმპტომური და ზოგად გამაჯანსაღებელი თერაპიის დანიშვნა. რეკომენდებულია დანტროლენის და ბრომოკრიპტინის გამოყენება. სიმპტომატიკა შესაძლებელია შენარჩუნდეს შიგნით მისაღები ნეიროლეფსიურების მიღების შეწყვეტიდან კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - დეპო ფორმების გამოყენებისას.
შესაძლებელია განვითარდეს ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ინექციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე. უმრავლეს შემთხვევაში, ამ არასასურველი რეაქციების კონტროლი წარმატებით შესაძლებელია დოზის შემცირებით და/ან ანტიპარკინსონული პრეპარატების გამოყენებით. თუმცა, არასასურველი რეაქციების პროფილაქტიკის მიზნით ანტიპარკინსონული საშუალებების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ისინი არ ამსუბუქებენ მოგვიანებითი დისკინეზიის გამოვლინებებს და შესაძლებელია გააუარესონ მდგომარეობა. რეკომენდებულია დოზის შემცირება ან, თუ შესაძლებელია, ზუკლოპენტიქსოლით თერაპიის შეწყვეტა. პერსისტიული აკატიზიის დროს შესაძლებელია სასარგებლო იყოს ბენზოდიაზეპინები ან პროპრანოლოლი.
ექსტრაპირამიდული სიმპტომების, ასევე ჰიპერსალივაციის, სედაციის და ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის შედეგად შესაძლოა განვითარდეს დისფაგია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულება, როგორიცაა ასპირაციული პნევმონია და გაგუდვა.
სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თავის ტვინის ორგანული დაავადებებით, კრუნჩხვითი აშლილობებით და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით.
სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების მსგავსად, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია შეცვალოს ინსულინის და გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში, რამაც შესაძლებელია მოითხოვოს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია პაციენტებში დიაბეტით.
ხანგრძლივი თერაპიის დროს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, საჭიროა მკაცრი ზედამხედველობა, პაციენტის მდგომარეობის პერიოდული შეფასება, რათა მოხდეს შემანარჩუნებელი დოზის შემცირების შესაძლებლობის გადაწყვეტილების მიღება.
სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც მიეკუთვნებიან ნეიროლეფსიურების თერაპიულ კლასს, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატმა შესაძლებელია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. QT ინტერვალის მუდმივმა გახანგრძლივებამ შესაძლებელია გაზარდოს ავთვისებიანი არითმიის განვითარების რისკი. ამიტომ, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰიპოკალიემიით, ჰიპომაგნიემიით და ასეთი მდგომარეობების მიმართ გენეტიკური განწყობით და პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ანამნეზში, მაგალითად, QT ინტერვალის გახანგრძლივება, მნიშვნელოვანი ბრადიკარდია (<50 დარტყმა წუთში), ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა ან არითმია. საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ანტიფსიქოზურებთან ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“).
ნეიროლეფსიურების გამოყენების ფონზე აღწერილია ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების შემთხვევები. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ნეიროლეფსიურებით, ხშირად არიან ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ჯგუფში, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს საჭიროა ვენოზური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება.
ნეიროლეფსიურების, მათ შორის ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატის გამოყენებისას აღწერილია ლეიკოპენიის, ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის განვითარების შემთხვევები.
ხანგრძლივი მოქმედების დეპოს ფორმის ნეიროლეფსიურები სიფრთხილით გამოიყენებიან სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ფლობენ მიელოსუპრესიულ მოქმედებას, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, არ ხდება მათი სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან.
ხანდაზმული პაციენტები
ცერებრო-ვასკულარული არასასურველი რეაქციები
რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს ზოგიერთი ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში დემენციით, ვლინდებოდა ცერებრო-ვასკულარული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის დაახლოებით 3-ჯერადი მატება. რისკის ასეთი მატების მექანიზმი უცნობია. არ უნდა მოხდეს რისკის მატების გამორიცხვა სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას პაციენტების სხვა ჯგუფებში. პაციენტებში ინსულტის განვითარების რისკით, ზუკლოპენტიქსოლის დეკანოატი გამოიყენება სიფრთხილით.
მომატებული სიკვდილიანობა ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით
ორი დიდი დაკვირვებითი კვლევის დროს ნაჩვენები იყო, რომ ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით, რომლებიც იღებდნენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, სიკვდილიანობის რისკი უმნიშვნელოდ იმატებდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ანტიფსიქოზურებს. საკმარისი მონაცემები რისკის და მიზეზის ზუსტი შეფასებისთვის არ არის და ამგვარი მატების მიზეზი დაუდგენელია.
კლოპიქსოლი დეპო არ არის რეგისტრირებული ქცევითი აშლილობების სამკურნალოდ დემენციის მქონე პაციენტებში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლოპიქსოლი ფლობს სედაციურ მოქმედებას, რაც შესაძლებელია განსაკუთრებულად გამოხატული იყოს მკურნალობის დასაწყისში და დოზის მატებისას. პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ ფსიქოტროპული პრეპარატები, შესაძლებელია მოსალოდნელი იყოს ყურადღების და კონცენტრაციის გაუარესება, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.
გამოშვების ფორმა
ხსნარი კუნში შეყვანისათვის (ზეთოვანი), 200 მგ/მლ.
უფერო ტიპი 1 (ევრ.ფარმ) მინის 1 მლ ამპულა. ამპულაზე დატანილია წითელი წერტილი მოტეხვის ადგილის მისათითებლად მუყაოს სადგამზე მოთავსებული 1 ან 10 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში პერფორირებული კონტროლით პირველადი გახსნისათვის (სპეციალური ენა გახსნისათვის). სადგამი დაწებებულია შეფუთვის ძირზე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 С სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლი
H. Lundbeck A/S
Ottiliavej 9,
DK-2500 Valby,
Denmark
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
H. Lundbeck A/S
Ottiliavej 9,
DK-2500 Valby,
Denmark
მომხმარებლის პრეტენზიების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანიზაცია:
„ლუნდბეკ ექსპორტი ა/ს“ -ის წარმომადგენლობა
107045, г. Москва,
Последний пер., д. 17
Тел. +7(495) 380-31-97
E-mail: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.