კაპრეზი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ამლოდიპინს, რომელიც მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფის პრეპარატებს. კაპრეზი ნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან გულმკერდის არეში გარკვეული ტიპის ტკივილის, ე.წ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
- ATC კოდი
- C08CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035936
- რეგისტრირებულია
- 22 ივლისი 2022, მოქმედებს 22 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კაპრეზი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კაპრეზი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ამლოდიპინს, რომელიც მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფის პრეპარატებს.
კაპრეზი ნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან გულმკერდის არეში გარკვეული ტიპის ტკივილის, ე.წ. სტენოკარდიის დროს (ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია და იშვიათი ფორმები, როგორიცაა პრინცმეტალის ან ვარიანტული სტენოკარდია).
მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში აღნიშნული პრეპარატი ადუნებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს სისხლის მოძრაობას. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში კაპრეზი აუმჯობესებს გულის კუნთისათვის სისხლის მიწოდებას, რის შედეგადაც იგი უფრო მეტ ჟანგბადს იღებს და ხელს უშლის გულმკერდის არეში ტკივილის განვითარებას. აღნიშნული პრეპარატი მყისიერად არ ხსნის სტენოკარდიით გამოწვეულ ტკივილს გულმკერდის არეში.
- კაპრეზის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
კაპრეზი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. თუ ეჭვი გეპარებათ გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული საწყისი დოზა არის კაპრეზი 5 მგ დღეში ერთხელ. კაპრეზის დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს კაპრეზი 10 მგ დღეში ერთხელ.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია საკვების და სასმელის მიღებამდე ან შემდეგ. მიიღეთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში ყოველ დღე წყალთან ერთად. არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში (6-17 წლის) რეკომენდებული სტანდარტული საწყისი დოზა არის 2.5 მგ დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში.
კაპრეზის ტაბლეტები 5 მგ შესაძლოა გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად 2.5 მგ დოზის მისაღებად.
მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება. ნუ დაელოდებით ტაბლეტების დასრულებას ექიმთან კონსულტაციისათვის.
თუ მიიღეთ კაპრეზის ჭარბი დოზა
ძალიან ბევრი ტაბლეტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა ან იმდენად დაწევა, რომ სახიფათოც კი იყოს. მოსალოდნელია თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, გულის წასვლა ან სისუსტე და გულისცემის აჩქარება. არტერიული წნევის ძალიან დაწევისას შესაძლოა აღინიშნოს შოკი. შეიძლება კანი გრილი და წებოვანი გახდეს და დაკარგოთ გონება.
შესაძლებელია ჭარბი სითხე დაგროვდეს ფილტვებში (ფილტვების შეშუპება), რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას და შესაძლოა განვითარდეს მიღებიდან დაახლოებით 24-48 საათში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კაპრეზის ტაბლეტების ჭარბი რაოდენობით მიღებისას.
თუ დაგავიწყდათ კაპრეზის მიღება
არ ინერვიულოთ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება ეს დოზა სრულად გამოტოვეთ. შემდეგი დოზა მიიღეთ შესაბამის დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტავთ კაპრეზის მიღებას
ექიმი გირჩევთ თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი. თუ დროზე ადრე შეწყვიტავთ პრეპარატის მიღებას შესაძლოა დაავადება განმეორდეს.
აღნიშნული პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამლოდიპინის ან მე-6 ნაწილში მოცემული ნებისმიერი ინგრედიენტის ან რომელიმე სხვა კალციუმის ანტაგონისტის მიმართ. ეს შესაძლოა გამოვლინდეს კანის ქავილით, სიწითლით ან სუნთქვის გართულებით.
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
თუ გაქვთ გულის აორტის სარქველის შევიწროვება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ორგანიზმს ვერ აწვდის საკმარის სისხლს).
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კაპრეზი
კაპრეზის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ან გქონდათ შემდეგი მდგომარეობები:
გულის შეტევა ბოლო პერიოდში (ბოლო თვის განმავლობაში).
გულის უკამრისობა
არტერიული წნევის ძლიერი მომატება (ჰიპერტენზიული კრიზი).
ღვიძლის დაავადება
ხანდაზმულ ასაკში ხართ და გჭირდებათ დოზის გაზრდა
ბავშვები და მოზარდები
კაპრეზის გამოყენება არ არის შესწავლილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. კაპრეზი გამოიყენება მხოლოდ ჰიპერტენზიის დროს 6-17 წლის ბავშვებში და მოზარდებში (იხ. ნაწილი 3). დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატს.
კაპრეზმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე ან პირიქით მასზე იმოქმედონ სხვა პრეპარატებმა, როგორიც არის:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომელთაც იყენებენ აივ-ს დროს)
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები)
Hypericum Perforatum (St. Jihn`s Wort - კრაზანა)
ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე პრეპარატები)
დანტროლენი (ინფუზია, რომელიც ნაჩვენებია სხეულის ტემპერატურასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემების დროს)
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი (იმუნური სისტემისთვის განკუთვნილი პრეპარატები)
სიმვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად)
ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი)
კაპრეზმა შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა თუ უკვე ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს.
კაპრეზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გრეიფრუტის წვენი და გრეიფრუტი არ მიიღება კაპრეზით მკურნალობის პერიოდში, რადგან შესაძლოა გამოწვიოს პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის - ამლოდიპინის დონის მომატება სისხლში, რაც განაპირობებს კაპრეზის არტერიული წნევის დამწევი ეფექტის არაპროგნოზირებად ზრდას.
სიფრთხილის ზომები
ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჰიპერტენზიული კრიზის დროს არ არის დადგენილი.
პაციენტები გულის უკმარისობით
სიფრთხილეა საჭირო გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ხანგრძლივ, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (NYHA კლასი III და IV) ფილტვის შეშუპების დაფიქსირებული სიხშირე უფრო მაღალი იყო ამლოდიპინების ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (იხ. ნაწილი 5.1). კალციუმის არხების ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, სიფრთხილით გამოიყენება გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ მომავალში გულსისხლძარღვთა მოვლენების განვითარების და სიკვდილიანობის რისკი.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
ამლოდიპინის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და AUC-ის მაჩვენებლები უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია; დოზირების რეკომენდაციები არ არის დადგენილი. შესაბამისად, ამლოდიპინის მიღება უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით და სიფრთხილეა საჭირო, როგორც საწყისი მკურნალობის, ასევე დოზის გაზრდის დროს. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის ნელი ტიტრირება და სიფრთხილით მონიტორინგი.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ ასაკში დოზის გაზრდა უნდა მოხდეს ფრთხილად (იხ. ნაწილი 4.2 და 5.2).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით
ასეთ პაციენტებში ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვეულებრივი დოზებით. ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციების ცვლილებები არ კორელირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. ამლოდიპინი არ ექვემდებარება დიალიზს.
დამხმარე ნივთიერებები
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ამლოდიპინზე
CYP3A4-ის ინჰიბიტორები
ამლოდიპინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP3A4-ის ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, მაკროლიდები, როგორიც არის ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზიმი) ერთად შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის ზემოქმედების მნიშვნელოვანი ზრდა, რის შედეგადაც იზრდება ჰიპოტენზიის რისკი. მოცემული ფარმაკოკინეტიკური ვარიაციების კლინიკური გადატანა შეიძლება უფრო გამოხატული იყოს ხანდაზმულებში. ამრიგად შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკური მონიტორინგი და დოზის კორექცია.
CYP3A4 ინდუქტორები
CYP3A4-ის ცნობილი ინდუქტორების ერთდროული მიღებისას, ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ, არტერიული წნევის კონტროლი უნდა ჩატარდეს და დოზის რეგულირება უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორც ერთდროული მიღების დროს, ასევე მის შემდეგ, განსაკუთრებით CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების გამოყენებისას (მაგ.: რიფამპიცინი, კრაზანა).
ამლოდიპინის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გაიზარდოს ბიოშეღწევადობა, რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირების ეფექტის ზრდას.
დანტროლინი (ინფუზია)
ცხოველებში ვერაპამილის და ინტრავენური დანტროლინის მიღების შემდეგ აღინიშნება ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული ლეტალური ვენტრიკულური ფიბრილაცია და გულსისხლძარღვთა კოლაფსი. ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მართვისას ჰიპერკალიემიის რისკის გამო, რეკომენდებულია თავიდან იქნას არიდებული კალციუმის არხების ბლოკატორების ერთდროული მიღება, როგორიც არის ამლოდიპინი.
ამლოდიპინის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ამლოდიპინის არტერიული წნევის შემცირების ეფექტი ემატება სხვა ანტიჰიპერტენზიული თვისებების მქონე სამკურნალო საშუალებების არტერიული წნევის შემცირების ეფექტებს.
ტაკროლიმუსი
ამლოდიპინთან ერთად გამოყენებისას არსებობს სისხლში ტაკროლიმუსის დონის მატების რისკი, მაგრამ ამ ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური მექანიზმი ბოლომდე არ არის გარკვეული. ტაკროლიმუსის ტოქსიურობის თავიდან აცილების მიზნით ამლოდიპინის დანიშვნა პაციენტში, რომელიც მკურნალობს ტაკროლიმუსით, მოითხოვს სისხლში ტაკროლიმუსის დონის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში ტაკროლიმუსის დოზის კორექციას.
რაპამიცინის ინჰიბიტორების მექანიკური სამიზნე (mTOR)
mTOR ინჰიბიტორები, როგორიც არის სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი, CYP3A სუბსტრატებია.
ამლოდიპინი არის CYP3A-ის სუსტი ინჰიბიტორი. mTOR ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას ამლოდიპინმა შეიძლება გაზარდოს mTOR ინჰიბიტორების ზემოქმედება.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის და ამლოდიპინის მედიკამენტური ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა ჯანმრთელ მოხალისეებში ან სხვა პოპულაციებში, თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტების გარდა, როდესაც ციკლოსპორინის ცვალებადი კონცენტრაცია იზრდება (საშუალოდ 0% - 40%).
გათვალისწინებული უნდა იყოს ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ამლოდიპინს და საჭიროების მიხედვით უნდა შემცირდეს ციკლოსპორინის დოზა.
სიმვასტატინი
10 მგ ამლოდიპინის მრავალჯერადი დოზის ერთდროულმა მიღებამ 80 მგ სიმვასტატინთან გამოიწვია სიმვასტატინის ექსპოზიციის 77%-ით მომატება მხოლოდ სიმვასტატინის მიღებასთან შედარებით. ამლოდიპინის მიღებისას პაციენტებში სიმვასტატინის დოზა უნდა შეიზღუდოს 20 მგ-მდე დღეში.
კლინიკური ურთიერთქმედების კვლევებში ამლოდიპინს გავლენა არ მოუხდენია ატორვასტატინის, დიგოქსინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ადამიანებში ორსულობის პერიოდში ამლოდიპინის უსაფრთხოება არ არის დადგენილი. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას კაპრეზის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს.
ძუძუთი კვება
ამლოდიპინი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. კაპრეზის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ძუძუთი კვებას.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
კაპრეზმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტრასპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ ტაბლეტების მიღების შემდეგ იგრძნობთ გულისრევას, თავბრუსხვევას ან დაღლილობას ან თავის ტკივილს, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, დაუყოვნებილივ მიმართეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპრეზის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
კაპრეზი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (იხ. “სხვა ინფორმაცია”). თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლინდა რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი:
მძიმედ სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გართულება, რომელიც უეცრად ვლინდება
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
ენის და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ძლიერ გართულებას
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, კანის ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზილი) ან სხვა ალერგიული რეაქციები
გულის შეტევა, პათოლოგიური გულისცემა
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, რაც ქმნის ძლიერი დისკომფორტის შეგრძნებას.
აღინიშნა შემდეგი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანი შეგაწუხებთ ან გახანგრძლივდება ერთ კვირაზე მეტი პერიოდით უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ძალიან ხშირი: შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს
შეშუპება (სითხის შეკავება)
აღინიშნა შემდეგი ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანი შეგაწუხებთ ან გახანგრძლივდება ერთ კვირაზე მეტი პერიოდით უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ხშირი: შესაძლოა აღენიშნოს 10-დან დაახლოებით 1 პაციენტს
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე)
გულისცემის აჩქარება (გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია
მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
ნაწლავთა თვისებების შეცვლა, დიარეა, ყაბზობა, მონელების დარღვევა
დაღლილობა, სისუსტე
მხედველობის დარღვევები, მხედველობის გაორება
კუნთების სპაზმები
კოჭების შეშუპება
სხვა დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ რომელიმე მათგანი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნაკლებად ხშირი: შესაძლოა აღენიშნოს 100-დან დაახლოებით 1 პაციენტს
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა
კანკალი, გემოს დარღვევები, გულის წასვლა
მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
ყურებში ხმაური
დაბალი არტერიული წნევა
ცემინება/სურდო, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი)
ხველა
პირის სიმშრალე, ღებინება (შეუძლოდ ყოფნა)
თმის ცვენა, ჭარბი ოფლიანობა, კანის ქავილი, წითელი ლაქები კანზე, გამონაყარი, კანის გაუფერულება, ეგზანთემა
შარდვის პრობლემები, ღამით შარდვის გახშირება, შარდვის ჯერადობის მომატება
ერექციის მიუღწევლობა, დისკომფორტი ან მკერდის გადიდება მამაკაცებში
ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება
სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი
წონის მატება ან დაკლება
იშვიათი: შესაძლოა აღენიშნოს 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტს
გონების არევა
ძალიან იშვიათი: შესაძლოა აღენიშნოს 10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტს
ლეიკოციტების შემცირება, თრომბოციტების შემცირება, რამაც შესაძლოა განაპირობოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენის ადვილად გამოწვევა
სისხლში ჭარბი შაქარი (ჰიპერგლიკემია)
ნერვების დაზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება
ღრძილების შეშუპება
მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთ ანალიზზე
კუნთების დაჭიმულობის მომატება
სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით
სინათლის მიმართ მგრძნობელობა
დარღვევები, რაც მოიცავს რიგიდულობას, კანკალს და/ან მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს
უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით
კანკალი, რიგიდულობა, ნიღბისმაგვარი სახე, ნელი მოძრაობები და არამყარი, გაუწონასწორებელი სიარული
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ადამიანებში გამიზნული ჭარბი დოზირების გამოცდილება შეზღუდულია.
სიმპტომები
არსებული მონაცემების მიხედვით სრული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გადამეტებული პერიფერიული ვაზოდილატაცია და შესაძლოა რეფლექსური ტაქიკარდია. აღწერილია გამოხატული და სავარაუდოდ გახანგრძლივებული სისტემური ჰიპოტენზია შოკის ჩათვლით, ფატალური შედეგით.
იშვიათად აღინიშნა ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგად, რაც შესაძლოა გამოვლინდეს დაგვიანებით (მიღებიდან 24-48 საათში) და საჭირო გახდეს ფილტვების დამხმარე ხელოვნური ვენტილაცია. ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (მათ შორის სითხის გადატვირთვა) პერფუზიისა და გულის წუთობრივი მოცულობის შესანარჩუნებლად შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორები.
მკურნალობა
ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია საჭიროებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აქტიურ მხარდაჭერას, მათ შორის გულის და სუნთქვის ფუნქციის ხშირ მონიტორინგს, კიდურების სიმაღლეზე აწევას და ყურადღებას მოცირკულირე სითხის მოცულობის და შარდის გამოყოფის თვალსაზრისით.
ვაზოკონსტრიქტორი შეიძლება ეფექტური იყოს სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად, თუ არ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენება. ინტრავენური კალციუმის გლუკონატი შეიძლება სასარგებლო იყოს კალციუმის არხების ბლოკადის ეფექტების რევერსიისთვის.
კუჭის ამორეცხვა შეიძლება ზოგჯერ მიზანშეწონილი იყოს. ჯანმრთელ მოხალისეებში 10 მგ ამლოდიპინის მიღებიდან დაახლოებით 2 საათში ნახშირის გამოყენებამ შეამცირა ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარე.
ვინაიდან ამლოდიპინი ძლიერ უკავშირდება ცილებს, დიალიზი სავარაუდოდ ეფექტური არ იქნება.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ამლოდიპინი.
კაპრეზი 5 მგ ტაბლეტები
თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით).
კაპრეზი 10 მგ ტაბლეტები
თითო ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინ ბესილატის სახით).
- სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; მაგნიუმის სტეარატი.
როგორია კაპრეზი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
კაპრეზი 5 მგ ტაბლეტები
თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები გამყოფი ნიშნულით ერთ მხარეზე.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებში (ალ/პვქ), თითო ბლისტერში 10 ტაბლეტი. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი (3-სამი ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი.
კაპრეზი 10 მგ ტაბლეტები
თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები გამყოფი ნიშნულით ერთ მხარეზე.
გამყოფი ნიშნული უბრალოდ აადვილებს ტაბლეტის გატეხვას, რომ უფრო მარტივად მოხდეს მისი გადაყლაპვა და არ ჰყოფს ტაბლეტს თანაბარ დოზებად.
ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებში (ალ/პვქ), თითო ბლისტერში 15 ტაბლეტი. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი (2-ორი ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ კაპრეზი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ {ვარგისიანობის ვადის აღსანიშნად გამოიყენება აბრევიაცია}. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ ნებისმიერი პრეპარატი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის არხის ბლოკატორები, კალციუმის არხის სელექციური ბლოკატორები, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ სისხლძარღვებზე.
ათქ კოდი: C08CA01.
ამლოდიპინი არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის იონის ნაკადის ინჰიბიტორი (ნელი არხის ბლოკატორი ან კალციუმის იონის ანტაგონისტი) და თრგუნავს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ნაკადს გულის და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში.
ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი რელაქსაციური ეფექტით. ზუსტი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ამლოდიპინი ხსნის სტენოკარდიას, სრულად არ არის განსაზღვრული, მაგრამ ამლოდიპინი ამცირებს მთლიან იშემიურ დატვირთვას შემდეგი ორი მოქმედებით:
- ამლოდიპინი აფართოვებს პერიფერულ არტერიოლებს და შესაბამისად ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (დატვირთვის შემდეგ), რომლის წინააღმდეგაც მუშაობს გული. მას შემდეგ, რაც გულის შეკუმშვათა სიხშირე ხდება სტაბილური, გულის მოცემული განტვირთვა ამცირებს მიოკარდიუმის ენერგიის მოხმარებას და ჟანგბადის მოთხოვნილებას.
- ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი ასევე მოიცავს ძირითადი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოვებას, როგორც ნორმალურ, ისე იშემიურ უბნებში. ეს გაფართოვება ზრდის მიოკარდიუმის ჟანგბადის მიწოდებას კორონარული არტერიის სპაზმის მქონე პაციენტებში (პრინცმეტალის ან ვარიაციული სტენოკარდია).
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პრეპარატის დღეში ერთხელ მიღება უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას, როგორც მწოლიარე, ასევე ფეხზე მყოფ მდგომარეობაში 24 საათიანი ინტერვალის განმავლობაში. მოქმედების ნელი დაწყების გამო მწვავე ჰიპოტენზია არ ახასიათებს ამლოდიპინის მიღებას.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის დღეში ერთხელ მიღება ზრდის საერთო დატვირთვის დროს, სტენოკარდიის დაწყებამდე დროს და ST სეგმენტის დეპრესიამდე დროს (1 მმ) და ამცირებს როგორც სტენოკარდიის შეტევის სიხშირეს, ასევე გლიცერილ ტრინიტრატის ტაბლეტის მოხმარებას.
ამლოდიპინს არ უკავშირდება რაიმე უარყოფითი მეტაბოლური ეფექტი ან პლაზმაში ლიპიდების ცვლილებები და მისაღებია ასთმით, დიაბეტით და პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში.
გამოყენება კორონარული არტერიის დაავადების (CAD) მქონე პაციენტებში
ამლოდიპინის ეფექტურობა კლინიკური მოვლენების პრევენციისთვის კორონარული არტერიის დაავადების (CAD) მქონე პაციენტებში შეფასდა დამოუკიდებელ, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმად, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში 1997 პაციენტის მონაწილეობით; ამლოდიპინის და ენალაპრილის შედარება თრომბოზის მოვლენების შესამცირებლად (CAMELOT). სტატინების, ბეტა-ბლოკატორების, შარდმდენებისა და ასპირინის სტანდარტული თერაპიის გარდა ამ პაციენტებიდან 663 მკურნალობდა ამლოდიპინით 5-10 მგ, 673 პაციენტი მკურნალობდა ენალაპრილით 10-20 მგ და 655 პაციენტი მკურნალობდა პლაცებოთი 2 წლის განმავლობაში. ეფექტურობის ძირითადი შედეგები მოცემულია ცხრილში 1. შედეგები მიუთითებს, რომ ამლოდიპინით მკურნალობისას ნაკლები იყო სტენოკარდიის გამო ჰოსპიტალიზაცია და რევასკულარიზაციის პროცედურები CAD-ის მქონე პაციენტებში.
ცხრილი 1. მნიშვნელოვანი კლინიკური გამოსავალის სიხშირე კვლევაში CAMELOT
კარდიოვასკულარული მოვლენების სიხშირე, # %
ამლოდიპინი VS პლაცებო
გამოსავალი
ამლოდიპინი
პლაცებო
ენალაპრილი
საფრთხის მაჩვენებელი
(95 % CI)
P მნიშვნელობა
პირველადი საბოლოო წერტილი
არასასურველი კარდიოვასკულური მოვლენები
110 (16.6)
151 (23.1)
136
(20.2)
- 69 (0.54- 0.88)
.003
ინდივიდუალური კომპონენტები
კორონარული რევასკულარიზაცია
78(11.8)
103(15.7)
95(14.1)
- 73 (0.54- 0.98)
.03
ჰოსპიტალიზაცია სტენოკარდიის გამო
51 (7.7)
84(12.8)
86(12.8)
- 58 (0.41- 0.82)
.002
არაფატალური MI
14(2.1)
19(2.9)
11(1.6)
- 73 (0.37-1.46)
.37
ინსულტი ან TIA
6(0.9)
12(1.8)
8(1.2)
- 50 (0.19- 1.32)
.15
კარდიოვასკულარული სიკვდილი
5(0.8)
2(0.3)
5(0.7)
- 46 (0.48- 12.7)
.27
ჰოსპიტალიზაცია CHF-ის გამო
3 (0.5)
5 (0.8)
4(0.6)
- 59(0.14-
- 47)
.46
რეანიმაციული გულის გაჩერება
0
4 (0.6)
1(0.1)
NA
.04
პერიფერიული ახლად დაწყებული სისხლძარღვთა დაავადება
15(0.8)
2(0.3)
8(1.2)
- 6 (0.50-13.4)
.24
აბრევიატურა: CHF, გულის შეგუბებითი უკმარისობა; Cl, ნდობის ინტერვალი; MI მიოკარდიუმის ინფარქტი; TIA, გარდამავალი იშემიური შეტევა.
გამოყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ჰემოდინამიკურმა კვლევებმა და ვარჯიშზე დაფუძნებულმა კლინიკურმა კვლევებმა NYHA-ის II-IV კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ ამლოდიპინს არ გამოუწვევია კლინიკური გაუარესება, რაც შეფასდა ფიზიკურ დატვირთვაზე ამტანობის, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის და კლინიკური სიმპტომატოლოგიის მიხედვით.
პლაცებო კონტროლირებადმა კვლევამ (PRAISE), რომელიც მიზნად ისახავდა NYHA-ის III-IV კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტების შეფასებას, რომლებიც ღებულობდნენ დიგოქსინს, შარდმდენებს და აგფ ინჰიბიტორებს, აჩვენა, რომ გულის უკმარისობის დროს ამლოდიპინს არ გამოუწვევია სიკვდილიანობის ან კომბინირებული სიკვდილიანობის და ავადობის რისკის ზრდა.
ამლოდიპინის დაკვირვებით, ხანგრძლივ, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (PRAISE-2) NYHA-ის III და IV კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კლინიკური სიმპტომების ან ობიექტური მონაცემების გარეშე, რომელიც მიუთითებს იშემიურ დაავადებიაზე, აგფ ინჰიბიტორების, სათითურას პრეპარატების და შარდმდენების სტაბილური დოზების მიღებისას, ამლოდიპინს გავლენა არ მოუხდენია გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ საერთო სიკვდილიანობაზე. ამავე პოპულაციაში ამლოდიპინს უკავშირდებოდა ფილტვის შეშუპების მომატებული შემთხვევები.
გულის შეტევის პრევენციული მკურნალობა - კვლევა (ALLHAT)
ჩატარდა რანდომიზებული ორმაგად ბრმა ავადობა-სიკვდილიანობის კვლევა, ე.წ. ანტიჰიპერტენზიული და ჰიპოლიპიდემიური მკურნალობა გულის შეტევის პრევენციისთვის (ALLHAT) ახალი პრეპარატებით მკურნალობის შედარების მიზნით: ამლოდიპინი 2.5-10 მგ/დ (კალციუმის არხის ბლოკატორი) ან ლიზინოპრილი 10-40 მგ/დ (აგფ-ინჰიბიტორი), როგორც პირველი რიგის სამკურნალო საშუალებები თიაზიდურ-დიურეზულ საშუალებებთან, ქლორტალიდონთან 12.5-25 მგ/დ მსუბუქი - ზომიერი ჰიპერტენზიის დროს.
სულ ჰიპერტენზიის მქონე ≥55 წლის 33,357 პაციენტი იყო რანდომიზებული და ხდებოდა დაკვირვება საშუალოდ 4.9 წლის განმავლობაში. პაციენტებს ჰქონდათ მინიმუმ ერთი დამატებითი CHD რისკ ფაქტორი, მათ შორის: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი (კვლევაში ჩართვამდე >6 თვე) ან დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ათეროსკლეროზული CVD (საერთო ჯამში 51.5%), ტიპის 2 დიაბეტი (36.1%), HDL-C <35 მგ/დლ (11.6%), ელექტროკარდიოგრამით ან ექოკარდიოგრამით დიაგნოზირებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (20.9%), თამბაქოს მიმდინარე მოხმარება (21.9%).
ძირითადი საბოლოო წერტილი იყო ფატალური CHD ან არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი. პირველადი საბოლოო წერტილის მრივ მნიშვნელოვანი განსხვავება არ იყო ამლოდიპინზე დაფუძნებულ მკურნალობასა და ქლორტალიდონზე დაფუძნებულ თერაპიას შორის: RR 0.98 95% CI (0.90-1.07) p=0.65. მეორად საბოლოო წერტილებს შორის, გულის უკმარისობის სიხშირე (კომპოზიტური კომბინირებული კარდიოვასკულური წერტილის კომპონენტი) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ამლოდიპინის ჯგუფში, ვიდრე ქლორტალიდონის ჯგუფი (10.2%, VS 7.7%, RR 1.38, 95% Cl [1.25-1.52] p <0.001). თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ ამლოდიპინზე დაფუძნებულ თერაპიასა და ქლორტალიდონზე დაფუძნებულ თერაპიას შორის, RR 0.96 95% Cl [0.89-1.02] p = 0.20.
გამოყენება ბავშვებში (6 წლის და ზემოთ)
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-17 წლის 268 ბავშვი, ძირითადად მეორადი ჰიპერტენზიით, ამლოდიპინის 2.5 მგ და 5.0 მგ დოზების და პლაცებოს შედარებამ აჩვენა, რომ ორივე დოზამ მნიშვნელოვნად შეამცირა სისტოლური წნევა, ვიდრე პლაცებომ. ორ დოზას შორის განსხვავება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
ამლოდიპინის ხანგრძლივი ზეგავლენა ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე და ზოგად განვითარებაზე არ არის შესწავლილი. ასევე არ არის დადგენილი ბავშვობაში ამლოდიპინით მკურნალობის გრძელვადიანი ეფექტურობა მოზარდობის პერიოდში კარდიოვასკულარული დაავადების ან სიკვდილიანობის შესამცირებლად.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა, განაწილება, პლაზმის ცილებთან შეკავშირება: თერაპიული დოზების პერორალურად მიღების შემდეგ ამლოდიპინი კარგად შეიწოვება და სისხლში მაქსიმალური დონე მიიღწევა მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. დადგენილია, რომ აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 64-დან 80%-მდეა. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ-ს. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა
პლაზმიდან ტერმინალური ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 35-50 საათს და შეესაბამება დღეში ერთხელ დოზირებას. ამლოდიპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ არააქტიურ მეტაბოლიტებად, 10% უცვლელი სახით და 60% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ძალიან შეზღუდულია კლინიკური მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამლოდიპინის მიღების შესახებ. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შემცირებულია ამლოდიპინის კლირენსი, რაც იწვევს ნახევარ-გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და AUC-ის ზრდას დაახლოებით 40-60%-ით.
ხანდაზმული პოპულაცია
ამლოდიპინის პლაზმური პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო მსგავსია ხანდაზმულ და ახალგაზრდა სუბიექტებში. ხადნდაზმულ პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი იკლებს AUC-ის ზრდასთან და ნახევარ-გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებასთან ერთად. AUC-ის და ნახევარ-გამოყოფის პერიოდის ზრდა გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაბამისობაში იყო პაციენტის შესწავლილი ასაკობრივი ჯგუფისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
ჩატარდა პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჰიპერტენზიის მქონე 1-17 წლის 74 პერიატრიულ პაციენტში (6-12 წლის 34 პაციენტი და 13-17 წლის 28 პაციენტში), რომლებიც ღებულობდნენ 1.25 - 20 მგ ამლოდიპინს დღეში ერთხელ ან ორჯერ. 6-12 წლის ბავშვებში და 13-17 წლის მოზარდებში ტიპიური პერორალური კლირენსი (CI/F) იყო 22.5 და 27.4 ლ/სთ მამრობითი სქესის პაციენტებში და 16.4 და 21.3 ლ/სთ მდედრობითი სქესის პაციენტებში. დაფიქსირდა ექსპოზიციის დიდი ცვალებადობა ინდივიდებს შორის. 6 წლამდე ბავშვებში მონაცემები შეზღუდულია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
0314325კაპრეზი® 5 მგ და 10 მგ ტაბლეტები
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კაპრეზი® 5 მგ ტაბლეტები
კაპრეზი® 10 მგ ტაბლეტები
(ამლოდიპინი)
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს. მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რა არის კაპრეზი და რისთვის გამოიყენება
- კაპრეზის მიღებამდე
- კაპრეზის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- კაპრეზის შენახვის პირობები
- სხვა ინფორმაცია
- რა არის კაპრეზი და რისთვის გამოიყენება
კაპრეზი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ამლოდიპინს, რომელიც მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფის პრეპარატებს.
კაპრეზი ნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან გულმკერდის არეში გარკვეული ტიპის ტკივილის, ე.წ. სტენოკარდიის დროს (ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია და იშვიათი ფორმები, როგორიცაა პრინცმეტალის ან ვარიანტული სტენოკარდია).
მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში აღნიშნული პრეპარატი ადუნებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს სისხლის მოძრაობას. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში კაპრეზი აუმჯობესებს გულის კუნთისათვის სისხლის მიწოდებას, რის შედეგადაც იგი უფრო მეტ ჟანგბადს იღებს და ხელს უშლის გულმკერდის არეში ტკივილის განვითარებას. აღნიშნული პრეპარატი მყისიერად არ ხსნის სტენოკარდიით გამოწვეულ ტკივილს გულმკერდის არეში.
- კაპრეზის მიღებამდე
არ მიიღოთ კაპრეზი
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამლოდიპინის ან მე-6 ნაწილში მოცემული ნებისმიერი ინგრედიენტის ან რომელიმე სხვა კალციუმის ანტაგონისტის მიმართ. ეს შესაძლოა გამოვლინდეს კანის ქავილით, სიწითლით ან სუნთქვის გართულებით.
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
თუ გაქვთ გულის აორტის სარქველის შევიწროვება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ორგანიზმს ვერ აწვდის საკმარის სისხლს).
თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კაპრეზი
კაპრეზის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ან გქონდათ შემდეგი მდგომარეობები:
გულის შეტევა ბოლო პერიოდში (ბოლო თვის განმავლობაში).
გულის უკამრისობა
არტერიული წნევის ძლიერი მომატება (ჰიპერტენზიული კრიზი).
ღვიძლის დაავადება
ხანდაზმულ ასაკში ხართ და გჭირდებათ დოზის გაზრდა
ბავშვები და მოზარდები
კაპრეზის გამოყენება არ არის შესწავლილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. კაპრეზი გამოიყენება მხოლოდ ჰიპერტენზიის დროს 6-17 წლის ბავშვებში და მოზარდებში (იხ. ნაწილი 3). დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატს.
კაპრეზმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე ან პირიქით მასზე იმოქმედონ სხვა პრეპარატებმა, როგორიც არის:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომელთაც იყენებენ აივ-ს დროს)
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები)
Hypericum Perforatum (St. Jihn`s Wort - კრაზანა)
ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე პრეპარატები)
დანტროლენი (ინფუზია, რომელიც ნაჩვენებია სხეულის ტემპერატურასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემების დროს)
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი (იმუნური სისტემისთვის განკუთვნილი პრეპარატები)
სიმვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად)
ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი)
კაპრეზმა შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა თუ უკვე ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს.
კაპრეზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გრეიფრუტის წვენი და გრეიფრუტი არ მიიღება კაპრეზით მკურნალობის პერიოდში, რადგან შესაძლოა გამოწვიოს პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის - ამლოდიპინის დონის მომატება სისხლში, რაც განაპირობებს კაპრეზის არტერიული წნევის დამწევი ეფექტის არაპროგნოზირებად ზრდას.
ორსულობა
ადამიანებში ორსულობის პერიოდში ამლოდიპინის უსაფრთხოება არ არის დადგენილი. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას კაპრეზის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს.
ძუძუთი კვება
ამლოდიპინი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. კაპრეზის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ძუძუთი კვებას.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
კაპრეზმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტრასპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ ტაბლეტების მიღების შემდეგ იგრძნობთ გულისრევას, თავბრუსხვევას ან დაღლილობას ან თავის ტკივილს, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, დაუყოვნებილივ მიმართეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპრეზის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
კაპრეზი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (იხ. “სხვა ინფორმაცია”). თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- კაპრეზის მიღების წესი
კაპრეზი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. თუ ეჭვი გეპარებათ გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული საწყისი დოზა არის კაპრეზი 5 მგ დღეში ერთხელ. კაპრეზის დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს კაპრეზი 10 მგ დღეში ერთხელ.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია საკვების და სასმელის მიღებამდე ან შემდეგ. მიიღეთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში ყოველ დღე წყალთან ერთად. არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში (6-17 წლის) რეკომენდებული სტანდარტული საწყისი დოზა არის 2.5 მგ დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში.
კაპრეზის ტაბლეტები 5 მგ შესაძლოა გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად 2.5 მგ დოზის მისაღებად.
მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება. ნუ დაელოდებით ტაბლეტების დასრულებას ექიმთან კონსულტაციისათვის.
თუ მიიღეთ კაპრეზის ჭარბი დოზა
ძალიან ბევრი ტაბლეტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა ან იმდენად დაწევა, რომ სახიფათოც კი იყოს. მოსალოდნელია თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, გულის წასვლა ან სისუსტე და გულისცემის აჩქარება. არტერიული წნევის ძალიან დაწევისას შესაძლოა აღინიშნოს შოკი. შეიძლება კანი გრილი და წებოვანი გახდეს და დაკარგოთ გონება.
შესაძლებელია ჭარბი სითხე დაგროვდეს ფილტვებში (ფილტვების შეშუპება), რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას და შესაძლოა განვითარდეს მიღებიდან დაახლოებით 24-48 საათში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კაპრეზის ტაბლეტების ჭარბი რაოდენობით მიღებისას.
თუ დაგავიწყდათ კაპრეზის მიღება
არ ინერვიულოთ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება ეს დოზა სრულად გამოტოვეთ. შემდეგი დოზა მიიღეთ შესაბამის დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტავთ კაპრეზის მიღებას
ექიმი გირჩევთ თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი. თუ დროზე ადრე შეწყვიტავთ პრეპარატის მიღებას შესაძლოა დაავადება განმეორდეს.
აღნიშნული პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლინდა რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი:
მძიმედ სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გართულება, რომელიც უეცრად ვლინდება
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
ენის და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ძლიერ გართულებას
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, კანის ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზილი) ან სხვა ალერგიული რეაქციები
გულის შეტევა, პათოლოგიური გულისცემა
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის და ზურგის ძლიერი ტკივილი, რაც ქმნის ძლიერი დისკომფორტის შეგრძნებას.
აღინიშნა შემდეგი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანი შეგაწუხებთ ან გახანგრძლივდება ერთ კვირაზე მეტი პერიოდით უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ძალიან ხშირი: შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს
შეშუპება (სითხის შეკავება)
აღინიშნა შემდეგი ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანი შეგაწუხებთ ან გახანგრძლივდება ერთ კვირაზე მეტი პერიოდით უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ხშირი: შესაძლოა აღენიშნოს 10-დან დაახლოებით 1 პაციენტს
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე)
გულისცემის აჩქარება (გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია
მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
ნაწლავთა თვისებების შეცვლა, დიარეა, ყაბზობა, მონელების დარღვევა
დაღლილობა, სისუსტე
მხედველობის დარღვევები, მხედველობის გაორება
კუნთების სპაზმები
კოჭების შეშუპება
სხვა დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ რომელიმე მათგანი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნაკლებად ხშირი: შესაძლოა აღენიშნოს 100-დან დაახლოებით 1 პაციენტს
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა
კანკალი, გემოს დარღვევები, გულის წასვლა
მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
ყურებში ხმაური
დაბალი არტერიული წნევა
ცემინება/სურდო, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი)
ხველა
პირის სიმშრალე, ღებინება (შეუძლოდ ყოფნა)
თმის ცვენა, ჭარბი ოფლიანობა, კანის ქავილი, წითელი ლაქები კანზე, გამონაყარი, კანის გაუფერულება, ეგზანთემა
შარდვის პრობლემები, ღამით შარდვის გახშირება, შარდვის ჯერადობის მომატება
ერექციის მიუღწევლობა, დისკომფორტი ან მკერდის გადიდება მამაკაცებში
ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება
სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი
წონის მატება ან დაკლება
იშვიათი: შესაძლოა აღენიშნოს 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტს
გონების არევა
ძალიან იშვიათი: შესაძლოა აღენიშნოს 10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტს
ლეიკოციტების შემცირება, თრომბოციტების შემცირება, რამაც შესაძლოა განაპირობოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენის ადვილად გამოწვევა
სისხლში ჭარბი შაქარი (ჰიპერგლიკემია)
ნერვების დაზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება
ღრძილების შეშუპება
მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთ ანალიზზე
კუნთების დაჭიმულობის მომატება
სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით
სინათლის მიმართ მგრძნობელობა
დარღვევები, რაც მოიცავს რიგიდულობას, კანკალს და/ან მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს
უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით
კანკალი, რიგიდულობა, ნიღბისმაგვარი სახე, ნელი მოძრაობები და არამყარი, გაუწონასწორებელი სიარული
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- კაპრეზის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ კაპრეზი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ {ვარგისიანობის ვადის აღსანიშნად გამოიყენება აბრევიაცია}. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ ნებისმიერი პრეპარატი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კაპრეზი
- აქტიური ნივთიერება არის ამლოდიპინი.
კაპრეზი 5 მგ ტაბლეტები
თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით).
კაპრეზი 10 მგ ტაბლეტები
თითო ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინ ბესილატის სახით).
- სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი; ცელულოზა, მიკროკრისტალური; მაგნიუმის სტეარატი.
როგორია კაპრეზი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
კაპრეზი 5 მგ ტაბლეტები
თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები გამყოფი ნიშნულით ერთ მხარეზე.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებში (ალ/პვქ), თითო ბლისტერში 10 ტაბლეტი. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი (3-სამი ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი.
კაპრეზი 10 მგ ტაბლეტები
თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები გამყოფი ნიშნულით ერთ მხარეზე.
გამყოფი ნიშნული უბრალოდ აადვილებს ტაბლეტის გატეხვას, რომ უფრო მარტივად მოხდეს მისი გადაყლაპვა და არ ჰყოფს ტაბლეტს თანაბარ დოზებად.
ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებში (ალ/პვქ), თითო ბლისტერში 15 ტაბლეტი. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი (2-ორი ბლისტერი) და ფურცელი-ჩანართი.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ ად სკოპიე
ალექსანდრე მაკედონელის ბულვ. 12
1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +389 2 31 04 000; ფაქსი: +389 2 31 04 021
www.alkaloid.com.mk
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


