პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კალციუმის არხების ბლოკატორები

ალდანი

Aldan®

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ალდანი მიეკუთვნება კალციუმის არხის ანტაგონისტებს, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ჯგუფიდან. გამოიყენება ჰიპერტენზიის, სტაბილური სტენოკარდიის და ვაზოსპასტიური სტენოკარდიის სამკურნალოდ (პრინცმეტალის სტენოკარდია). 2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალდანის შესახებ

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამლოდიპინი (amlodipine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Polfarmex S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
ATC კოდი
C08CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043137
რეგისტრირებულია
16 აპრილი 2025, მოქმედებს 16 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „SmartPharm“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაალდანი და სხვა წამალი ერთად

ალდანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ალდანი მიეკუთვნება კალციუმის არხის ანტაგონისტებს, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ჯგუფიდან. გამოიყენება ჰიპერტენზიის, სტაბილური სტენოკარდიის და ვაზოსპასტიური სტენოკარდიის სამკურნალოდ (პრინცმეტალის სტენოკარდია).

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალდანის შესახებ

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის სხვა წარმომადგენლის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ ჰიპოტენზია;

თუ გაქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი აორტის ხვრელის სტენოზი

თუ გაქვთ კარდიოგენური შოკი;

თუ თქვენ გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია, გარდა ვაზოსპასტიკური (პრინცმეტალის) ტიპის.

სიფრთხილის ზომები

ალდანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ალდანის გამოყენებისას:

თუ გაქვთ აორტის სტენოზი და იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას: პრეპარატის მიღების შემდეგ თქვენი წნევა შეიძლება ზედმეტად დაქვეითდეს;

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები: ექიმმა შესაძლოა შეამციროს თქვენი დოზა;

ხანდაზმულ პაციენტებში: ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა და შემდეგ თანდათან გაზარდოს იგი;

თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობა.

თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება წარსულ მდგომარეობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ალდანი საჭმელთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის მიღება არ შეიძლება გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან მისი პლაზმური კონცენტრაცია იზრდება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში, გარდა აუცილებლობისა. ალდანის გამოყენებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა. უცნობია გადადის თუ არა ამლოდიპინი დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ალდანმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას მიმართეთ ექიმს, ავტომობილის და მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით.

ალდანი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია"

  • გამოყენების წესები

ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. დამატებითი კითხვებისთვის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არტერიული ჰიპერტენზია

ჩვეულებრივი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 მგ.

სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია

რეკომენდებული დოზაა 5-დან 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. წამალი უნდა გადაყლაპოთ შესაბამის რაოდენობის სითხესთან ერთად.

ალდანი უნდა იქნას მიღებული რეგულარულად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ალდანის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს.

ალდანის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატი განკუთვნილია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება

შესაძლოა არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ვარდნა გულისცემის მატებასთან ერთად.

პრეპარატის დოზის გადაჭარბება ასევე შეიძლება იყოს ასიმპტომური. თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ალდანის მიღება

თუ ერთ დღეს გამოტოვებთ დოზას, არ მიიღოთ ორი დოზა მეორე დღეს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

  • დღეში 10 მგ-მდე დოზები, როგორც წესი, ნორმალურია და გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს მსუბუქი ან ზომიერი.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასისა და სიხშირის მიხედვით.

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით).

ხშირი:

შეშუპება (10.8%), თავის ტკივილი (7.3%), დაღლილობა (4.5%), პალპიტაციის შეგრძნება (4.5%), თავბრუსხვევა (3.4%), გულისრევა (2.9%), სახის სიწითლე (2.6%), მუცლის ტკივილი (1.6%), ძილიანობა (1.4%). გვერდითმა მოვლენებმა გამოიწვია პრეპარატის მიღების შეწყვეტა პაციენტების 1,5%-ში.

იშვიათი:

ტაქიკარდია, ბრადიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია (ძალიან სწრაფი შეკუმშვა), ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპოტენზია, პარესთეზია, კრუნჩხვები, პერიფერიული ნეიროპათია, ყაბზობა, დისპეფსია, პანკრეატიტი, დიარეა, ღებინება, ღრძილების ჰიპერპლაზია, ართრალგია, კუნთების სპაზმები, მიალგია, ლიბიდოს დაქვეითება, დეპრესია, ნერვოზულობა, ძილის დარღვევა, უნებლიე შარდვა, ტუჩების ტრემორი, ზოგადი სისუსტე, ზურგის ტკივილი, ალები, შეუძლოდ ყოფნა.

ძალიან იშვიათი:

კანზე გამონაყარი, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების მომატება. ამლოდიპინის გავლენა არ დაფიქსირებულა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე (კალიუმი, გლუკოზა, ტრიგლიცერიდები, საერთო ქოლესტერინი, HLD ქოლესტერინი, შარდმჟავა, კრეატინინი).

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის რაიმე შესაძლო გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. არასასურველი მოვლენების შესახებ შეიძლება უშუალოდ შეატყობინოთ მედიკამენტების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისს, სამკურნალო საშუალებებზე გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტს:

Al. Jerozolimskie 181C

02-222 ვარშავა

ტელ.: 22 49-21-301

ფაქსი: 22 49-21-309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ უწყებას.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ამლოდიპინი ამლოდიპინის ბეზილატის სახით. ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინს, ამლოდიპინის ბეზილატის სახით.
  • სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის წყალბადოფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება ალდანი და რას შეიცავს შეფუთვა

შეფუთვა მოიცავს 30 ტაბლეტს.

პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი

Polfarmex S.A.

ul. Józefów 9,

99-300 Kutno

ტელ.: (24) 357 44 44

ინსტრუქციის საბოლოო გადახეწდვის თარიღი: სექტემბერი 2020.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე ან ფლაკონზე ‘’EXP’’. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მიუთითებს ამ თვის ბოლო დღეს.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ალდანი, 5 მგ, ტაბლეტები

ალდანი, 10 მგ, ტაბლეტები

ამლოდიპინი

პრეპარატის მიღებამდე, გთხოვთ წაიკითხოთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია, რათა საჭიროების შემთხვევაში ხელახლა წაიკითხოთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის

არ გადასცეთ მედიკამენტი სხვებს, შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც ჰქონდეთ იგივე სიმპტომები.

თუ, რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა ან თუ შენიშნავთ, გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციიდან შეიტყობთ:

  • რა არის ალდანი და რისთვის გამოიყენება
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალდანის შესახებ
  • გამოყენების წესები
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • შენახვის წესები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ალდანი და რისთვის გამოიყენება

ალდანი მიეკუთვნება კალციუმის არხის ანტაგონისტებს, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ჯგუფიდან. გამოიყენება ჰიპერტენზიის, სტაბილური სტენოკარდიის და ვაზოსპასტიური სტენოკარდიის სამკურნალოდ (პრინცმეტალის სტენოკარდია).

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალდანის შესახებ

როდის არ უნდა გამოიყენოთ ალდანი:

თუ ალერგიული ხართ ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის სხვა წარმომადგენლის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ ჰიპოტენზია;

თუ გაქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი აორტის ხვრელის სტენოზი

თუ გაქვთ კარდიოგენური შოკი;

თუ თქვენ გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია, გარდა ვაზოსპასტიკური (პრინცმეტალის) ტიპის.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ალდანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ალდანის გამოყენებისას:

თუ გაქვთ აორტის სტენოზი და იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას: პრეპარატის მიღების შემდეგ თქვენი წნევა შეიძლება ზედმეტად დაქვეითდეს;

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები: ექიმმა შესაძლოა შეამციროს თქვენი დოზა;

ხანდაზმულ პაციენტებში: ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა და შემდეგ თანდათან გაზარდოს იგი;

თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობა.

თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება წარსულ მდგომარეობას.

სხვა მედიკამენტები და ალდანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ალდანი საჭმელთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის მიღება არ შეიძლება გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან მისი პლაზმური კონცენტრაცია იზრდება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში, გარდა აუცილებლობისა. ალდანის გამოყენებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა. უცნობია გადადის თუ არა ამლოდიპინი დედის რძეში.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ალდანმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას მიმართეთ ექიმს, ავტომობილის და მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით.

ალდანი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია"

  • გამოყენების წესები

ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. დამატებითი კითხვებისთვის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არტერიული ჰიპერტენზია

ჩვეულებრივი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 მგ.

სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია

რეკომენდებული დოზაა 5-დან 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. წამალი უნდა გადაყლაპოთ შესაბამის რაოდენობის სითხესთან ერთად.

ალდანი უნდა იქნას მიღებული რეგულარულად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ალდანის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს.

ალდანის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატი განკუთვნილია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება

შესაძლოა არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ვარდნა გულისცემის მატებასთან ერთად.

პრეპარატის დოზის გადაჭარბება ასევე შეიძლება იყოს ასიმპტომური. თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ალდანის მიღება

თუ ერთ დღეს გამოტოვებთ დოზას, არ მიიღოთ ორი დოზა მეორე დღეს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

  • დღეში 10 მგ-მდე დოზები, როგორც წესი, ნორმალურია და გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს მსუბუქი ან ზომიერი.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასისა და სიხშირის მიხედვით.

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით).

ხშირი:

შეშუპება (10.8%), თავის ტკივილი (7.3%), დაღლილობა (4.5%), პალპიტაციის შეგრძნება (4.5%), თავბრუსხვევა (3.4%), გულისრევა (2.9%), სახის სიწითლე (2.6%), მუცლის ტკივილი (1.6%), ძილიანობა (1.4%). გვერდითმა მოვლენებმა გამოიწვია პრეპარატის მიღების შეწყვეტა პაციენტების 1,5%-ში.

იშვიათი:

ტაქიკარდია, ბრადიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია (ძალიან სწრაფი შეკუმშვა), ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპოტენზია, პარესთეზია, კრუნჩხვები, პერიფერიული ნეიროპათია, ყაბზობა, დისპეფსია, პანკრეატიტი, დიარეა, ღებინება, ღრძილების ჰიპერპლაზია, ართრალგია, კუნთების სპაზმები, მიალგია, ლიბიდოს დაქვეითება, დეპრესია, ნერვოზულობა, ძილის დარღვევა, უნებლიე შარდვა, ტუჩების ტრემორი, ზოგადი სისუსტე, ზურგის ტკივილი, ალები, შეუძლოდ ყოფნა.

ძალიან იშვიათი:

კანზე გამონაყარი, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების მომატება. ამლოდიპინის გავლენა არ დაფიქსირებულა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე (კალიუმი, გლუკოზა, ტრიგლიცერიდები, საერთო ქოლესტერინი, HLD ქოლესტერინი, შარდმჟავა, კრეატინინი).

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის რაიმე შესაძლო გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. არასასურველი მოვლენების შესახებ შეიძლება უშუალოდ შეატყობინოთ მედიკამენტების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისს, სამკურნალო საშუალებებზე გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტს:

Al. Jerozolimskie 181C

02-222 ვარშავა

ტელ.: 22 49-21-301

ფაქსი: 22 49-21-309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ უწყებას.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • შენახვის წესები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე ან ფლაკონზე ‘’EXP’’. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მიუთითებს ამ თვის ბოლო დღეს.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ალდანი

  • აქტიური ნივთიერებაა ამლოდიპინი ამლოდიპინის ბეზილატის სახით. ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინს, ამლოდიპინის ბეზილატის სახით.
  • სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის წყალბადოფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება ალდანი და რას შეიცავს შეფუთვა

შეფუთვა მოიცავს 30 ტაბლეტს.

პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი

Polfarmex S.A.

ul. Józefów 9,

99-300 Kutno

ტელ.: (24) 357 44 44

ინსტრუქციის საბოლოო გადახეწდვის თარიღი: სექტემბერი 2020.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა