კადსილა, მოქმედი ნივთიერების სახით ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ნივთიერებისგან შექმნილ ტრასტუზუმაბის ემთანზინს შეიცავს: ტრასტუზუმაბი-ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 2 (HER2) სახელით წოდებულ ანტიგენთან (სამიზნე პროტეინი) შერჩევითად დაკავშირებული მონოკლონური ანტისხეულია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრასტუზუმაბი (trastuzumab)
- ფორმა და შეფუთვა
- 160მგ ფხვნილი 20მგ/მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, მონოკლონური ანტისხეულები და ანტისხეულების და პრეპარატების კონიუგატები
- ATC კოდი
- L01FD03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0480
- რეგისტრირებულია
- 17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
კადსილა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კადსილა, მოქმედი ნივთიერების სახით ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ნივთიერებისგან შექმნილ ტრასტუზუმაბის ემთანზინს შეიცავს:
ტრასტუზუმაბი-ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 2 (HER2) სახელით წოდებულ ანტიგენთან (სამიზნე პროტეინი) შერჩევითად დაკავშირებული მონოკლონური ანტისხეულია. HER2, ზოგიერთი სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე დიდი რაოდენობით არსებობს და აქ მათ ზრდას ასტიმულირებს. ტრასტუზუმაბმა, HER2-თან დაკავშირებისას, შეიძლება სიმსივნური უჯრედების ზრდა შეაჩეროს და მათი განადგურება გამოიწვიოს.
DM1 (ემთანზინი)- კადსილას სიმსივნურ უჯრედში შეღწევის შემდეგ გააქტიურებული ანტი-სიმსივნური ნივთიერებაა.
ტრასტუზუმაბი, წარმოებულია ჩინური ზაზუნას საკვერცხისგან.
კადსილა, ზედასრულ ავადმყოფებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გამოიყენება:
თუ, სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე დიდი რაოდენობით HER2 პროტეინის მტარებლობა აღინიშნება, რომლის მაჩვენებელსაც ექიმი სიმსივნის კვლევით განსაზღვრავს.
თუ, ტრასტუზუმაბის დ ატაქსანის სახელით წოდებული წამალი უკვე მიღებული გაქვთ.
თუ, სიმსივნე ძუძუს ირგვლივ მიდამოებსა ანდასხეულის სხვა ნაწილებში უკვე გავრცელებულია.
თუ, სიმსივნე სხეულის დანარჩენ ნაწილებში უკვე გავრცელებულია და მკურნალობა ოპერაციის შემდეგ უნდა ჩატარდეს (ოპერაციის შემდგომ მკურნალობას ადიუვანტურ მკურნალობას უწოდებენ).
კადსილა, სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ HER2 პროტეინებს უკავშირდება. ეს მდგომარეობა კი შეიძლება სიმსივნური უჯრედების ზრდას შეაჩერებს და მათ განადგურებას გამოიწვევს. კადსილა, HER2 პროტეინებთან დაკავშირების შემდეგ სიმსივნურ უჯრედებში შეღწევით, სიმსივნური უჯრედების განადგურებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელ DM1 წამალს გამოათავისუფლებს.
კადსილა, 160 მგ ტრასტუზუმაბის ემთანზინის შემცველი, საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად განკუთვნილი, სტერილური, თეთრი-მოთეთრო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილია, რომელიც ფლაკონშია მოთავსებული. კადსილა, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 1 ფლაკონის შემცველ შეფუთვაში.
- კადსილას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
კადსილა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ტრასტუზუმაბის ემთანზინის ანდა წამლის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.
თუ, დარწმუნებული არა ხართ, კადსილას გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდაექთანს გაესაუბრეთ.
კადსილა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების უფრო დეტალური დაკვირვებისთვის, გამოყენებული პროდუქტის მარკის სახელი და სერიის ნომერი ავადმყოფის ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს (ანდაჩაინიშნოს).
კადსილას გამოყენებით, შეიძლება ზოგიერთი უკვე არსებული მდგომარეობა დამძიმდეს ანდა გვერდით ეფექტები გამოვლინდეს. გვერდითი ეფექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4 და გვერდითი ეფექტების გამოვლინების მხრივ სიფთხილე გამოიჩინეთ.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების არსებობისას, კადსილას გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდაექთანს გაესაუბრეთ;
თუ, წარსულში ტრასტუზუმაბის გამოყენების შედეგად სიწითლე, შემცივნება, ცხელება, სუნთქვის უკმარისობა, ჩასუნთქვის გაძნელება, გულისცემის სიხშირის მომატება ანდასისხლის არტერიული წნევის დაცემის მსგავსი სიმპტომებით გამოვლენილი ინფუზიასთან დაკავშირებული სერიზოული რეაქციები გამოვლინდა,
თუ, სისხლის გამათხელებელი წამლებით (მაგ.ვარფარინი, ჰეპარინი) მკურნალობას იტარებთ,
თუ, წარსულში ღვიძლის რაიმე სახის პრობლემა გქონდათ, ამ დროს ექიმი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციების გადამოწმებისთვის სისხლის ანალიზების გაკეთებას მოითხოვს.
თუ, ზემოთ აღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება (ანდადარწმუნებული არა ხართ), კადსილას გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდაექთანს გაესაუბრეთ.
თუ, კადსილას ინფუზიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს ანდაექთანს აცნობეთ:
სუნთქვის პრობლემები; კადსილას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის უკმარისობა (მოსვენებულ მდგომარეობაში ანდანებისმიერი საქმის გაკეთების დროს) და ხველის მსგავსი სერიოზული სუნთქვის პრობლემები. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების სერიოზული ანთება, რომელმაც შეიძლება სიკვდილიც კი განაპირობოს. ფილტვების დაავადების განვითარების შემთხვევაში, ექიმი შეიძლება ამ წამლით მკურნალობას შეაჩერებს.
ღვიძლის პრობლემები: კადსილას გამოყენებისას, ღვიძლის უჯრედების ანთება და ან დაზიანება შეიძლება განვითარდეს, აღნიშნული კი ღვიძლის ფუნქციების დარღვევას გამოიწვევს. ანთებადი და დაზიანებული ღვიძლის უჯრედები გარკვეული ნივთიერებების (ღვიძლის ფერმენტების) ნორმაზე მეტი რაოდენობით სისხლში გადასვლას გამოიწვევს, ეს კი სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებლით გამოვლინდება. აღნიშნული მდგომარეობის დროს, უმრავლეს შემთხვევებში სიმპტომები არ ვლინდება. თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს კანის და სკლერების გაყვითლება. თქვენი ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციებს რეგულარულად გადაამოწმებს, რისთვისაც საჭიროა სისხლის ანალიზების აღება.
ღვიძლში, იშიათად შეიძლება გამოვლინდეს კიდევ სხვა ანორმალობა-ნოდულარული რეგენერაციული ჰიპერპლაზიის სახელით ცნობილი მდგომარეობა. აღნიშნული მდგომარეობა იწვევს ღვიძლის სტრუქტურაში ცვლილებებსა და შესაბამისად ღვიძლის ფუნქციების დარღვევას. დროთა განმავლობაში, აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავებასთან დაკაშირებული შეშუპება და ან შესივება და საყლაპავის და ან სწორი ნაწლავის სისხლძარღვებიდან სისხლდენის მსგავსი ნიშნები.
გულის პრობლემები: კადსილას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის დასუსტება. გულის კუნთის დასუსტებისას კი ავადმყოფებში მოსვენებულ მდგომარეობაში და ან ძილის დროს შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი მკერდში, ხელებისა და ფეხების შეშუპება, გახშირებული და ან დარღვეული გულისცემის რითმი. თქვენი ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეგულარულად გულის ფუნქციებს გადაამოწმებს. თუ, ზემოთ აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები და ან ალერგიული რეაქციები: კადსილას ინფუზიის პირველ დღეს, ინფუზიის დროს და ან ანფუზიის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს სიწითლე, კანკალის შეტევები, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირის მომატება, სახის და ენის შეშუპება და ან ყლაპვის გაძნელება. თქვენი ექიმი და ან ექთანი, თქვენთან აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლინებას გააკონტროლებს. თუ, აღნიშნულთაგან რომელიმე რეაქცია თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება საჭირო გახდეს ინფუზიის სიჩქარის შენელება და ან შეჩერება, ამავდროულად კი, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მართვისთვის მკურნალობის ჩატარებაა საჭირო. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ალაგების შემდეგ შეიძლება ინფუზიის გაგრძელებაც.
სისხლდენის პრობლემები: კადსილა, სისხლში თრომბოციტების სახელით წოდებული სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას იწვევს. თრომბოციტები, სისხლის შედედებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ მოულოდნელი სისხლჩაქცევები და ან სისხლდენები შეიძლება გამოვლინდეს (ცხვირიდან სისხლდენის, ღრძილებიდან სისხლდენის მსგავსი). თქვენი ექიმი, თრომბოციტების რაოდენობის კონტროლის მიზნით სისხლის ანალიზებს რეგულარულად გადაამოწმებს. ნებისმიერი სახის მოულოდნელი სისხლჩაქცევის და ან სისხლდენის შემჩნევისას, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ.
ნევროლოგიური პრობლემები: კადსილათი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ნერვების დაზიანება. შესაძლო სიმპტომების სახით შეიძლება გამოვლინდეს: დაბუჟება, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, ქავილი, სხეულში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება. თქვენს ექიმს, ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლინების მხრივ დაკვრივების ქვეშ ეყოლებით.
თუ, კადსილას ინფუზიის დროს, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ექთანს აცნობეთ.
კადსილა, 18 წლამდე ასაკის ავადმყოფების სამკურნალოდ არ არის რეკომენდირებული. აღნიშნულის მიზეზია, ამ ასაკობრივ ჯგუფში კადსილას მიღებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ეფექტების შესახებ ინფორმაციის არ არსებობა.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
კადსილას გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
კადსილას ინფუზია, პირდაპირ ვენაში კეთდება, ამიტომ საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე 3,6 მგ კადსილა გამოიყენება. ექიმი, თქვენთვის შესაბამის დოზას განსაზღვრავს.
პირველი ინფუზია, 90 წუთის განმავლობაში გადაისხმება. ინფუზიის დროს და პირველი დოზის შემდეგ, სულ ცოტა 90 წუთის განმავლობაში ავადმყოფი ექიმის ანდაექთნის ზედამხედველობის ქვეშ რჩება, აღნიშნული საჭიროა რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების დროული აღმოჩენისთვის.
თუ, პირველი ინფუზიის ტოლერანტობა კარგი იქნება, მეორე ინფუზია შეიძლება 30 წუთის განმავლობაში გადაისხას. აღნიშნული ინფუზიის დროს და დოზის გადასხმის შემდეგ სულ ცოტა 30 წუთის განმავლობაში, გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების ანდა დროული რეაგირების მიზნით, ავადმყოფი ექიმის ანდაექთნის ზედამხედველობის ქვეშ რჩება.
თვქვენთან გადასხმული ინფუზიის რაოდენობა დამოკიდებულია დაავადებასა და მკურნალობაზე მიღებულ პასუხზე.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, ექიმი მკურნალობის გაგრძელების მიზნით შეიძლება წამლის დოზას შემცირებს ან მომდევნო დოზის ინფუზიას გადადებს ანდამკურნალობას სრულად შეწყვეტს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კადსილას ინფუზია, საავადმყოფოში ანდაპოლიკლინიკაში ექიმის ანდაექთნის მიერ შემდეგი ფორმით გაგიკეთდებათ:
ვენაში წვეთოვანის სახით გადაისხმება (ინტრავენური ინფუზია).
3 კვირაში ერთხელ, ერთი ინფუზიის სახით გადაისხმება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
კადსილა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის არ არის რეკომენდირებული. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში წამლის ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში, წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
მწირი მონაცემების არსებობის გამო, თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, დოზის რეგულირებასთან დაკავშირებით პოტენციური საჭიროება არ ფიქსირდება. ამიტომ, თირკმელბის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დაკვირვება და სიფრთხილე.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ტრასტუზუმაბის ემთაზინის გამოყენება გამოკვლეული არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფების ტრასტუზუმაბის ემთაზინით მკურნალობისას, გამოვლენილი ღვიძლის დაზიანების (ჰეპატოტოქსიურობის) გამო, საჭიროა სიფრთხილე.
თუ, ფიქრობთ, რომ კადსილას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდაძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდაფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, კადსილას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, კადსილას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდაფარმცევტს გაესაუბრეთ.
თუ, კადსილას მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ექიმთან ვიზიტი დაგავიწყდებათ ანდაგამოტოვებთ, უმოკლეს დროში ახალი ვიზიტი ჩაინიშნეთ. მომდევნო ვიზიტამდე არ დაელოდოთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც კადსილათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის რეკომენდაციის გარეშე კადსილათი მკურნალობა არ შეაჩეროთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე კადსილას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, კადსილას გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგანაც აღნიშნულმა წამალმა მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება მავნე ზემოქმდება მოახდინოს.
თუ, ორსულად ხართ და ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგემავთ, კადსილას მიღებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
კადსილათი მკურნალობის დროს, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეპტიური) მეთოდი უნდა გამოიყენოთ. თქვენთვის შესაბამისი ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თქვენს ექიმს მიმართეთ.
კონტრაცეპტივების გამოყენება, კადსილას ბოლო დოზის შემდეგ სულ ცოტა 7 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენების შეწყვეტამდე, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
მამრობითი სქესის ავადმყოფებმა და ან მდედრობითი სქესის პარტნიორებმა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.
თუ, კადსილათი მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
კადსილათი მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. კადსილას ბოლო ინფუზიიდან 7 თვის განმავლობაში ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. კადსილას შემადგენელი ნივთიერებების დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კადსილას ზემოქმედება ავტომობილის, ველოსიპედის, აპარატების და მექანიზმების მართვის უნარზე მოსალოდნელი არ არის. თუ, სიწითლე, კანკალის შეტევა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა და ან დაბალის გულისცემა (ინფუზიასთან დაკაშირებული რეაქციები), მხედველობის შემღვრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი და ან თავბრუსხვევის მსგავსი პრობლემები გამოვლინდება, ამ პრობლემების ალაგებამდე ავტომობილი, ველოსიპედი, აპარატები და მექანიზმები არ მართოთ.
კადსილას შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
კადსილას თითოეული დოზა 1 მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’. კადსილა, სიფრთხილის განმაპირობებელ ნივთიერებას არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა წამალსაც ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ და ან მომავალში მიღების ალბათობა არსებობს, თქვენს ექიმს და ან ექთანს აცნობეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ:
ვარფარინი და სისხლის გამათხელებელი წამლები და ან ასპირინის მსგავსი შედედების საწინააღმდეგო წამლები
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ან ვორიკონაზოლის მსგავსი სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები
კლარიტრომიცინი და ან ტელიტრომიცინის მსგავსი, ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკები
ატანავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი და ან საკუინავირის სახელით წოდებული შიდსის სამკურნალო წამლები
ნეფაზოდონის სახელით წოდებული დეპრესიის წამლები
თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს ღებულობთ ( და ან დარწმუნებული არა ხართ), კადსილას გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ექთანს მიმართეთ.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდაბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდაფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კადსილას გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდათქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
კადსილას მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის უჯრედების ანთება ანდადაზიანება, აღნიშნული, სისხლის ანალიზით, ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებლებით დადასტურდება. უმრავლეს შემთხვევაში, კადსილათი მკურნალობის დროს, ღვიძლის ფერმენტების დონე მსუბუქად და დროებით მატულობს, თუმცა სიმპტომის გამოვლინებას არ იწვევს და ღვიძლის ფუნქციებს არ არღვევს.
მოულოდნელი სისხლჩაქცევები და სისხლდენა (ცხვირიდან სისხლდენის მსგავსი).
დაბუჟება, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, ქავილი, კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები ნერვების დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
გავრცელებული გვერდით ეფექტები:
ინფუზიის დროს ანდა ინფუზიის შემდეგ 24 საათის განმავლობაში სიწითლე, კანკალის შეტევა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა ანდაგულიცემის გახშირება-აღნიშნული სიმპტომები ცნობილია, როგორც ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები.
კადსილათი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს გულის პრობლემები. ავადმყოფთა უმრავლესობაში გულის პრობლემების პროგრესირებადი ნიშნები არ ვლინდება. გულის პრობლემების ნიშნების გამოვლენისას, შეინიშნება: ხველა, მოსვენებულ მდგომარეობაში ანდასიარულის დროს ჰაერის უკმარისობა, ტკივილი მკერდში, კოჭების და ხელების შეშუპება, გულისცემის გახშირება ანდადარღვევა.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
ფილტვების ანთება, სუნთქვის გძზნელება (მოსვენებულ მდგომარეობაში ანდარაიმე საქმის შესრულების დროს),მშრალი ხველა ანდახველა შეტევის სახით, აღნიშნული კი სუნქვის პრობლემების განვითარებას იწვევს და ფილტვების ანთების მაჩვენებელი სიმპტომებია.
კანის და თვალების გაყვითლება, აღნიშნული ღვიძლის სერიოზული დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
ალერგიული რეაქციები, რომელიც ავადმყოფთა უმრავლესობაში შეიძლება გამოვლინდეს ქავილით ანდამკერდის არეში მოჭერის შეგრძნებით. უფრო მძიმე შემთხვევებში, ვლინდება სახის ანდაენის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება ანდასუნთქვის გაძნელება.
ზემოთ აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ კადსილას მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდასაავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
დანარჩენი გვერდით ეფექტები ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული გვერდით ეფექტები:
სისხლის წითელი უჯრდების შემცირება (სისხლის ანალიზით ვლინდება)
ავად ყოფნის შეგრძნება (ღებინება)
დიარეა
პირის სიმშრალე
საშარდზე გზების ინფექციები
ყაბზობა
კუჭის ტკივილი
ხველა
სუნთქვის უკმარისობა
პირის ღრუს ანთება
ჩაძინების გაძნელება
კუნთების ანდასახსრების ტკივილი
ცხელება
თავის ტკივილი
დაღლილობის შეგრძნება
სისუსტე
გავრცელებული გვერდით ეფექტები:
შემცივნება ანდაგრიპის მსგავსი ნიშნები
სისხლში კალიუმის დონის შემცირება (სისხლის ანალიზით ვლინდება)
კანზე გამონაყარი
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (სისხლის ანალზით ვლინდება)
თვალის სიმშრალე, თვალცრემლიანობა ანდამხედველობის შემღვრევა
თვალის სიწითლე ანდაინფექცია
დისპეფსია
ფეხების და/ ანდახელების შეშუპება
ღრძილებიდან სისხლდენა
სისხლის არტერიული წნევის მომატება
გაბრუების შეგრძნება
გემოს შეგრძნების დაკარგვა
ქავილი
მეხსიერების პრობლემები
თმის ცვენა
ხელის და ფეხების კანის რეაქცია (პალმალურ-პლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი)
ფრჩხილების დაზიანება
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები
კადსილას გამოყენებით გამოვლენილი სხვა ანორმალობა შეიძლება იყოს: ღვიძლის ნოდულარული რეგენერაციული ჰიპერპლაზიის სახელით ცნობილი მდგომარეობა. აღნიშნულმა ანორმალობამ შეიძლება ღვიძლის სტრუქტურის ცვლილება გამოიწვიოს. ავადმყოფებში ვლინდება ნოდულარული დაზიანება, რომელიც ღვიძლის ფუნქციის დარღვევას იწვევს. დროთა განმავლობაში, ეს მდგომარეობა სითხის შეკავებასთან დაკავშირებულ შეშუპების შეგრძნებას ანდაშესივებას და საყლაპავის ანდასწორი ნაწლავის ანორმალური სისხლძარღვებიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს.
კადსილას საინფუზიო ხსნარი, ინფუზიიის ადგილას და მის ირგვლივ შეიძლება გამოჟონოს. აღნიშნულმა კი კანის გაღიზიანება, მგრძნობელობის მომატება და ან სიწითლე დ ან ინფუზიის ადგილას შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს.
თუ, კადსილათი მკურნალობის დასრულების შემდეგ რაიმე სახის გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ და კადსილათი მკურნალობის შესახებ უთხარით.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდაფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდაფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდადარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- კადსილას შენახვა
კადსილა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთავში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კადსილა არ გამოიყენოთ.
გამოყენების ბოლო ვადა, მითითებული თვის ბოლო დღეა.
ფლაკონები, 20C -80C ტემპერატურაზე, მაცივარში შეინახეთ. არ გაყინოთ.
კადსილას საინფუზიო ხსნარი, მომზადების შემდეგ 20C -80C ტემპერატურაზე 24 საათის განამვლობაში გამძლეობას ინარჩნებს, შემდეგ კი გადაგდებული უნდა იქნას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ხსნარი მომზადების შემდეგ მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ადამიანებში გამოყენებული ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შემდეგ, დაცლილი შიგნითა შეფუთვების ნარაჩენები ,,საშიში ნარჩენებია’’ და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და რიგით 29314-ე ოფიაციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ,,ნარჩენების მართვის რეგულაციის’’ შესაბამისად ხდება.
ლიცენზიის მფლობელი:
Roche წამლების მრეწველობის გაერთიანებული კომპანია
უნიქი. სტამბოლი.აიაზაღას ქ. N:4, ბინა-101.
მასლაქი 34396. სარიერი-სტამბოლი.
წარმოების ადგილი:
შპს. F-Hofman-La Roche
Wurmisweg, CH-4303, Kaiseraugst. შვედეთი.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 13.12.2021-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის
სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია მომზადებული და გაკეთებული სამედიცინო პროდუქტის ფლაკონზე არსებული წარწერის გადამოწმება, სამედიცინო პერსონალმა მაგ. პრეპარატი ტრასტუზუმაბია თუ კადსილა (ტრასტუზუმაბის ემთანზინი) უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს.
კადსილა, სამედიცინო განათლების მქონე პერსონალმა უნდა განაზავოს და ინტრავენური ინფუზია განახორციელოს. პრეპარატი, ინტრავენური დატვირთვით ანდაბოლუსის სახით არ უნდა გადაისხას.
ეს წამალი, ყოველთვის მაცივარში 20C -80C ტემპერატურაზე, დახურულ და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ. საინექციო წყლით (რომელიც მომარაგებული არ არის) გახსნილი კადსილას ერთი ფლაკონი, განზავების შემდეგ 20C -80C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში სტაბილურია და არ უნდა გაიყინოს.
პრეპარატის მომზადების დროს, შესაბამისი ასეპტიკური ტექნიკა უნდა იქნას გამოყენებული და ქიმიოთერაპიული წამლების მომზადებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები უნდა იქნას გამოყენებული.
განზავებული კადსილას ხსანრი, პოლოვინილ ქლორიდის (PVC) ანდალატექსის გარეშე, პოლივინილ ქლორიდის არ შემცველ, პოლიოლეფინის საინფუზიო პარკებში უნდა გაიხსნას.
საინფუზიო კონცენტრატი, ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარში უნდა განზავდეს, ინფუზიისთვის 0.20 ანდა 0.22 მიკრონის სისტემის შიგა პოლიეთერსულფონის (PES) ფილტრი უნდა იქნას გამოყენებული.
რეკომენდაციები განზავებისთვის:
160 მგ კადსილას ფლაკონი: სტერილური ინჟექტორის გამოყენებით, 8 მლ სტერილური საინექციო წყალი ნელი სიჩქარით ფლაკონში შეიყვანება.
პრეპარატის სრულ გახსნამდე ფლაკონი ნაზად უნდა შეაქანოთ. არ შეანჯღრიოთ.
განზავებული ხსნარის ინფუზიამდე, საჭიროა ვიზუალური გადამოწმება ხსნარში ნაწილაკების არსებობის ანდაფერის ცვლილების მხრივ. განზავებული ხსნარი, თვალით ხილულ ნაწილაკებს არ უნდა შეიცავდეს, გამჭვირვალე ანდამსუბუქად ოპაკური უნდა იყოს. განზავებული ხსნარი, უფერო ანდა მკრთალი ყავისფერი ფერის უნდა იყოს. თუ, განზავებული ხსნარი თვალით ხილულ ნაწილაკებს შეიცავს ანდაშემღვრეულია ანდაგანსხვავებული ფერისაა, არ გამოიყენოთ.
პრეპარატის გამოუყენებელი ნებისმიერი რაოდენობა, გადაგდებული უნდა იქნას. განზავებული პროდუქტი კონსერვანტებს არ შეიცავს და მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
რეკომენდაციები განზავებისთვის:
განზავებული ხსნარის საჭირო მოცულობა, 3,6 მგ ტრასტუზუმაბის ემთანზინი/კგ სხეულის წონის შესაბამისად განისაზღვრება. (იხილეთ ნაწილი-4.2- პროდუქტის შესახებ მოკლე ინფორმაცია).
გამოსაყენებელი ჯამური დოზა:
მოცულობა (მლ)= (სხეულის წონა (კგ) x დოზა (მგ/კგ))
...................................................................
20 (მგ/მლ, განზავებული ხსნარის კონცენტრაცია)
ხსნარის შესაბამისი რაოდენობა ფლაკონიდან უნდა ამოიქაჩოს და ნატრიუმის ქლორიდის 4,5 მგ/მლ (45%) საინფუზიო ხსნარის ანდა ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარის შემცველ 250 მლ-იან საინფუზიო პარკში უნდა დაემატოს. გლუკოზის (5%) ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ნატრიუმის ქლორიდის 4,5 მგ/მლ (0.45%) საინფუზიო ხსნარი, პოლიეთერსულფონის 0.20 ანდა0.22 (mcm) მიკრონის სისტემის შიგა ფილტრის გარეშე შეიძლება გამოყენებული იქნას. ინფუზიისთვის ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარის გამოყენების შემთხვევაში, 0.20 ანდა 0.22 მიკრონის სისტემის შიგა პოლიეთერსულფონის ფილტრის გამოყენება საჭიროა. საინფუზიო ხსნარის მომზადების შემდეგ, მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. შენახვის დროს საინფუზიო ხსნარი არ გაყინოთ ანდაარ შეანჯღრიოთ.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
Roche გამოყენების ინსტრუქცია
კადსილაR 160 მგ
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის
სტერილური, ციტოტოქსიური
მოქმედი ნივთიერება: 1 ფლაკონი 160 მგ ტრასტუზუმაბის ემთანზინს შეიცავს. რეკომენდირებული სახით აღდგენისას, თითოეული მლ 20 მგ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს. ტრასტუზუმაბი, წარმოებულია ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედებისგან.
დამხმარე ნივთიერებები: სუქცინის (ქარვმჟავა) მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულაციისთვის), საქაროზა, პოლისორბატ 20.
აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი
უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
- დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდაფარმაცევტს მიმართოთ.
- აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
- აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდასაავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
- წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდადაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება კადსილა ?
კადსილას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება კადსილა?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
კადსილას შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება კადსილა?
კადსილა, მოქმედი ნივთიერების სახით ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ნივთიერებისგან შექმნილ ტრასტუზუმაბის ემთანზინს შეიცავს:
ტრასტუზუმაბი-ადამიანის ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 2 (HER2) სახელით წოდებულ ანტიგენთან (სამიზნე პროტეინი) შერჩევითად დაკავშირებული მონოკლონური ანტისხეულია. HER2, ზოგიერთი სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე დიდი რაოდენობით არსებობს და აქ მათ ზრდას ასტიმულირებს. ტრასტუზუმაბმა, HER2-თან დაკავშირებისას, შეიძლება სიმსივნური უჯრედების ზრდა შეაჩეროს და მათი განადგურება გამოიწვიოს.
DM1 (ემთანზინი)- კადსილას სიმსივნურ უჯრედში შეღწევის შემდეგ გააქტიურებული ანტი-სიმსივნური ნივთიერებაა.
ტრასტუზუმაბი, წარმოებულია ჩინური ზაზუნას საკვერცხისგან.
კადსილა, ზედასრულ ავადმყოფებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გამოიყენება:
თუ, სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე დიდი რაოდენობით HER2 პროტეინის მტარებლობა აღინიშნება, რომლის მაჩვენებელსაც ექიმი სიმსივნის კვლევით განსაზღვრავს.
თუ, ტრასტუზუმაბის დ ატაქსანის სახელით წოდებული წამალი უკვე მიღებული გაქვთ.
თუ, სიმსივნე ძუძუს ირგვლივ მიდამოებსა ანდასხეულის სხვა ნაწილებში უკვე გავრცელებულია.
თუ, სიმსივნე სხეულის დანარჩენ ნაწილებში უკვე გავრცელებულია და მკურნალობა ოპერაციის შემდეგ უნდა ჩატარდეს (ოპერაციის შემდგომ მკურნალობას ადიუვანტურ მკურნალობას უწოდებენ).
კადსილა, სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ HER2 პროტეინებს უკავშირდება. ეს მდგომარეობა კი შეიძლება სიმსივნური უჯრედების ზრდას შეაჩერებს და მათ განადგურებას გამოიწვევს. კადსილა, HER2 პროტეინებთან დაკავშირების შემდეგ სიმსივნურ უჯრედებში შეღწევით, სიმსივნური უჯრედების განადგურებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელ DM1 წამალს გამოათავისუფლებს.
კადსილა, 160 მგ ტრასტუზუმაბის ემთანზინის შემცველი, საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად განკუთვნილი, სტერილური, თეთრი-მოთეთრო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილია, რომელიც ფლაკონშია მოთავსებული. კადსილა, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 1 ფლაკონის შემცველ შეფუთვაში.
- კადსილას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
კადსილა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ტრასტუზუმაბის ემთანზინის ანდა წამლის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.
თუ, დარწმუნებული არა ხართ, კადსილას გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდაექთანს გაესაუბრეთ.
კადსილა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების უფრო დეტალური დაკვირვებისთვის, გამოყენებული პროდუქტის მარკის სახელი და სერიის ნომერი ავადმყოფის ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს (ანდაჩაინიშნოს).
კადსილას გამოყენებით, შეიძლება ზოგიერთი უკვე არსებული მდგომარეობა დამძიმდეს ანდა გვერდით ეფექტები გამოვლინდეს. გვერდითი ეფექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4 და გვერდითი ეფექტების გამოვლინების მხრივ სიფთხილე გამოიჩინეთ.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების არსებობისას, კადსილას გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდაექთანს გაესაუბრეთ;
თუ, წარსულში ტრასტუზუმაბის გამოყენების შედეგად სიწითლე, შემცივნება, ცხელება, სუნთქვის უკმარისობა, ჩასუნთქვის გაძნელება, გულისცემის სიხშირის მომატება ანდასისხლის არტერიული წნევის დაცემის მსგავსი სიმპტომებით გამოვლენილი ინფუზიასთან დაკავშირებული სერიზოული რეაქციები გამოვლინდა,
თუ, სისხლის გამათხელებელი წამლებით (მაგ.ვარფარინი, ჰეპარინი) მკურნალობას იტარებთ,
თუ, წარსულში ღვიძლის რაიმე სახის პრობლემა გქონდათ, ამ დროს ექიმი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციების გადამოწმებისთვის სისხლის ანალიზების გაკეთებას მოითხოვს.
თუ, ზემოთ აღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება (ანდადარწმუნებული არა ხართ), კადსილას გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდაექთანს გაესაუბრეთ.
თუ, კადსილას ინფუზიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს ანდაექთანს აცნობეთ:
სუნთქვის პრობლემები; კადსილას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის უკმარისობა (მოსვენებულ მდგომარეობაში ანდანებისმიერი საქმის გაკეთების დროს) და ხველის მსგავსი სერიოზული სუნთქვის პრობლემები. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების სერიოზული ანთება, რომელმაც შეიძლება სიკვდილიც კი განაპირობოს. ფილტვების დაავადების განვითარების შემთხვევაში, ექიმი შეიძლება ამ წამლით მკურნალობას შეაჩერებს.
ღვიძლის პრობლემები: კადსილას გამოყენებისას, ღვიძლის უჯრედების ანთება და ან დაზიანება შეიძლება განვითარდეს, აღნიშნული კი ღვიძლის ფუნქციების დარღვევას გამოიწვევს. ანთებადი და დაზიანებული ღვიძლის უჯრედები გარკვეული ნივთიერებების (ღვიძლის ფერმენტების) ნორმაზე მეტი რაოდენობით სისხლში გადასვლას გამოიწვევს, ეს კი სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებლით გამოვლინდება. აღნიშნული მდგომარეობის დროს, უმრავლეს შემთხვევებში სიმპტომები არ ვლინდება. თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს კანის და სკლერების გაყვითლება. თქვენი ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციებს რეგულარულად გადაამოწმებს, რისთვისაც საჭიროა სისხლის ანალიზების აღება.
ღვიძლში, იშიათად შეიძლება გამოვლინდეს კიდევ სხვა ანორმალობა-ნოდულარული რეგენერაციული ჰიპერპლაზიის სახელით ცნობილი მდგომარეობა. აღნიშნული მდგომარეობა იწვევს ღვიძლის სტრუქტურაში ცვლილებებსა და შესაბამისად ღვიძლის ფუნქციების დარღვევას. დროთა განმავლობაში, აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავებასთან დაკაშირებული შეშუპება და ან შესივება და საყლაპავის და ან სწორი ნაწლავის სისხლძარღვებიდან სისხლდენის მსგავსი ნიშნები.
გულის პრობლემები: კადსილას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის დასუსტება. გულის კუნთის დასუსტებისას კი ავადმყოფებში მოსვენებულ მდგომარეობაში და ან ძილის დროს შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი მკერდში, ხელებისა და ფეხების შეშუპება, გახშირებული და ან დარღვეული გულისცემის რითმი. თქვენი ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეგულარულად გულის ფუნქციებს გადაამოწმებს. თუ, ზემოთ აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები და ან ალერგიული რეაქციები: კადსილას ინფუზიის პირველ დღეს, ინფუზიის დროს და ან ანფუზიის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს სიწითლე, კანკალის შეტევები, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირის მომატება, სახის და ენის შეშუპება და ან ყლაპვის გაძნელება. თქვენი ექიმი და ან ექთანი, თქვენთან აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლინებას გააკონტროლებს. თუ, აღნიშნულთაგან რომელიმე რეაქცია თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება საჭირო გახდეს ინფუზიის სიჩქარის შენელება და ან შეჩერება, ამავდროულად კი, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მართვისთვის მკურნალობის ჩატარებაა საჭირო. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ალაგების შემდეგ შეიძლება ინფუზიის გაგრძელებაც.
სისხლდენის პრობლემები: კადსილა, სისხლში თრომბოციტების სახელით წოდებული სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას იწვევს. თრომბოციტები, სისხლის შედედებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ მოულოდნელი სისხლჩაქცევები და ან სისხლდენები შეიძლება გამოვლინდეს (ცხვირიდან სისხლდენის, ღრძილებიდან სისხლდენის მსგავსი). თქვენი ექიმი, თრომბოციტების რაოდენობის კონტროლის მიზნით სისხლის ანალიზებს რეგულარულად გადაამოწმებს. ნებისმიერი სახის მოულოდნელი სისხლჩაქცევის და ან სისხლდენის შემჩნევისას, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ.
ნევროლოგიური პრობლემები: კადსილათი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ნერვების დაზიანება. შესაძლო სიმპტომების სახით შეიძლება გამოვლინდეს: დაბუჟება, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, ქავილი, სხეულში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება. თქვენს ექიმს, ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლინების მხრივ დაკვრივების ქვეშ ეყოლებით.
თუ, კადსილას ინფუზიის დროს, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ექთანს აცნობეთ.
კადსილა, 18 წლამდე ასაკის ავადმყოფების სამკურნალოდ არ არის რეკომენდირებული. აღნიშნულის მიზეზია, ამ ასაკობრივ ჯგუფში კადსილას მიღებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ეფექტების შესახებ ინფორმაციის არ არსებობა.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
კადსილას გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
კადსილას ინფუზია, პირდაპირ ვენაში კეთდება, ამიტომ საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, კადსილას გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგანაც აღნიშნულმა წამალმა მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება მავნე ზემოქმდება მოახდინოს.
თუ, ორსულად ხართ და ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგემავთ, კადსილას მიღებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
კადსილათი მკურნალობის დროს, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეპტიური) მეთოდი უნდა გამოიყენოთ. თქვენთვის შესაბამისი ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თქვენს ექიმს მიმართეთ.
კონტრაცეპტივების გამოყენება, კადსილას ბოლო დოზის შემდეგ სულ ცოტა 7 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენების შეწყვეტამდე, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
მამრობითი სქესის ავადმყოფებმა და ან მდედრობითი სქესის პარტნიორებმა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.
თუ, კადსილათი მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
კადსილათი მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. კადსილას ბოლო ინფუზიიდან 7 თვის განმავლობაში ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. კადსილას შემადგენელი ნივთიერებების დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
კადსილას ზემოქმედება ავტომობილის, ველოსიპედის, აპარატების და მექანიზმების მართვის უნარზე მოსალოდნელი არ არის. თუ, სიწითლე, კანკალის შეტევა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა და ან დაბალის გულისცემა (ინფუზიასთან დაკაშირებული რეაქციები), მხედველობის შემღვრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი და ან თავბრუსხვევის მსგავსი პრობლემები გამოვლინდება, ამ პრობლემების ალაგებამდე ავტომობილი, ველოსიპედი, აპარატები და მექანიზმები არ მართოთ.
კადსილას შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
კადსილას თითოეული დოზა 1 მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’. კადსილა, სიფრთხილის განმაპირობებელ ნივთიერებას არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა წამალსაც ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ და ან მომავალში მიღების ალბათობა არსებობს, თქვენს ექიმს და ან ექთანს აცნობეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ:
ვარფარინი და სისხლის გამათხელებელი წამლები და ან ასპირინის მსგავსი შედედების საწინააღმდეგო წამლები
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ან ვორიკონაზოლის მსგავსი სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები
კლარიტრომიცინი და ან ტელიტრომიცინის მსგავსი, ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკები
ატანავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი და ან საკუინავირის სახელით წოდებული შიდსის სამკურნალო წამლები
ნეფაზოდონის სახელით წოდებული დეპრესიის წამლები
თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს ღებულობთ ( და ან დარწმუნებული არა ხართ), კადსილას გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ექთანს მიმართეთ.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდაბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდაფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება კადსილა ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე 3,6 მგ კადსილა გამოიყენება. ექიმი, თქვენთვის შესაბამის დოზას განსაზღვრავს.
პირველი ინფუზია, 90 წუთის განმავლობაში გადაისხმება. ინფუზიის დროს და პირველი დოზის შემდეგ, სულ ცოტა 90 წუთის განმავლობაში ავადმყოფი ექიმის ანდაექთნის ზედამხედველობის ქვეშ რჩება, აღნიშნული საჭიროა რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების დროული აღმოჩენისთვის.
თუ, პირველი ინფუზიის ტოლერანტობა კარგი იქნება, მეორე ინფუზია შეიძლება 30 წუთის განმავლობაში გადაისხას. აღნიშნული ინფუზიის დროს და დოზის გადასხმის შემდეგ სულ ცოტა 30 წუთის განმავლობაში, გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების ანდა დროული რეაგირების მიზნით, ავადმყოფი ექიმის ანდაექთნის ზედამხედველობის ქვეშ რჩება.
თვქვენთან გადასხმული ინფუზიის რაოდენობა დამოკიდებულია დაავადებასა და მკურნალობაზე მიღებულ პასუხზე.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, ექიმი მკურნალობის გაგრძელების მიზნით შეიძლება წამლის დოზას შემცირებს ან მომდევნო დოზის ინფუზიას გადადებს ანდამკურნალობას სრულად შეწყვეტს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კადსილას ინფუზია, საავადმყოფოში ანდაპოლიკლინიკაში ექიმის ანდაექთნის მიერ შემდეგი ფორმით გაგიკეთდებათ:
ვენაში წვეთოვანის სახით გადაისხმება (ინტრავენური ინფუზია).
3 კვირაში ერთხელ, ერთი ინფუზიის სახით გადაისხმება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
კადსილა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის არ არის რეკომენდირებული. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში წამლის ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში, წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
მწირი მონაცემების არსებობის გამო, თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, დოზის რეგულირებასთან დაკავშირებით პოტენციური საჭიროება არ ფიქსირდება. ამიტომ, თირკმელბის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დაკვირვება და სიფრთხილე.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ტრასტუზუმაბის ემთაზინის გამოყენება გამოკვლეული არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფების ტრასტუზუმაბის ემთაზინით მკურნალობისას, გამოვლენილი ღვიძლის დაზიანების (ჰეპატოტოქსიურობის) გამო, საჭიროა სიფრთხილე.
თუ, ფიქრობთ, რომ კადსილას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდაძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდაფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, კადსილას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, კადსილას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდაფარმცევტს გაესაუბრეთ.
თუ, კადსილას მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ექიმთან ვიზიტი დაგავიწყდებათ ანდაგამოტოვებთ, უმოკლეს დროში ახალი ვიზიტი ჩაინიშნეთ. მომდევნო ვიზიტამდე არ დაელოდოთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც კადსილათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის რეკომენდაციის გარეშე კადსილათი მკურნალობა არ შეაჩეროთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე კადსილას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კადსილას გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდათქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
კადსილას მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის უჯრედების ანთება ანდადაზიანება, აღნიშნული, სისხლის ანალიზით, ღვიძლის ფერმენტების მაღალი მაჩვენებლებით დადასტურდება. უმრავლეს შემთხვევაში, კადსილათი მკურნალობის დროს, ღვიძლის ფერმენტების დონე მსუბუქად და დროებით მატულობს, თუმცა სიმპტომის გამოვლინებას არ იწვევს და ღვიძლის ფუნქციებს არ არღვევს.
მოულოდნელი სისხლჩაქცევები და სისხლდენა (ცხვირიდან სისხლდენის მსგავსი).
დაბუჟება, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, ქავილი, კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები ნერვების დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
გავრცელებული გვერდით ეფექტები:
ინფუზიის დროს ანდა ინფუზიის შემდეგ 24 საათის განმავლობაში სიწითლე, კანკალის შეტევა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა ანდაგულიცემის გახშირება-აღნიშნული სიმპტომები ცნობილია, როგორც ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები.
კადსილათი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს გულის პრობლემები. ავადმყოფთა უმრავლესობაში გულის პრობლემების პროგრესირებადი ნიშნები არ ვლინდება. გულის პრობლემების ნიშნების გამოვლენისას, შეინიშნება: ხველა, მოსვენებულ მდგომარეობაში ანდასიარულის დროს ჰაერის უკმარისობა, ტკივილი მკერდში, კოჭების და ხელების შეშუპება, გულისცემის გახშირება ანდადარღვევა.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
ფილტვების ანთება, სუნთქვის გძზნელება (მოსვენებულ მდგომარეობაში ანდარაიმე საქმის შესრულების დროს),მშრალი ხველა ანდახველა შეტევის სახით, აღნიშნული კი სუნქვის პრობლემების განვითარებას იწვევს და ფილტვების ანთების მაჩვენებელი სიმპტომებია.
კანის და თვალების გაყვითლება, აღნიშნული ღვიძლის სერიოზული დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
ალერგიული რეაქციები, რომელიც ავადმყოფთა უმრავლესობაში შეიძლება გამოვლინდეს ქავილით ანდამკერდის არეში მოჭერის შეგრძნებით. უფრო მძიმე შემთხვევებში, ვლინდება სახის ანდაენის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება ანდასუნთქვის გაძნელება.
ზემოთ აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ კადსილას მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდასაავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
დანარჩენი გვერდით ეფექტები ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული გვერდით ეფექტები:
სისხლის წითელი უჯრდების შემცირება (სისხლის ანალიზით ვლინდება)
ავად ყოფნის შეგრძნება (ღებინება)
დიარეა
პირის სიმშრალე
საშარდზე გზების ინფექციები
ყაბზობა
კუჭის ტკივილი
ხველა
სუნთქვის უკმარისობა
პირის ღრუს ანთება
ჩაძინების გაძნელება
კუნთების ანდასახსრების ტკივილი
ცხელება
თავის ტკივილი
დაღლილობის შეგრძნება
სისუსტე
გავრცელებული გვერდით ეფექტები:
შემცივნება ანდაგრიპის მსგავსი ნიშნები
სისხლში კალიუმის დონის შემცირება (სისხლის ანალიზით ვლინდება)
კანზე გამონაყარი
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (სისხლის ანალზით ვლინდება)
თვალის სიმშრალე, თვალცრემლიანობა ანდამხედველობის შემღვრევა
თვალის სიწითლე ანდაინფექცია
დისპეფსია
ფეხების და/ ანდახელების შეშუპება
ღრძილებიდან სისხლდენა
სისხლის არტერიული წნევის მომატება
გაბრუების შეგრძნება
გემოს შეგრძნების დაკარგვა
ქავილი
მეხსიერების პრობლემები
თმის ცვენა
ხელის და ფეხების კანის რეაქცია (პალმალურ-პლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი)
ფრჩხილების დაზიანება
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები
კადსილას გამოყენებით გამოვლენილი სხვა ანორმალობა შეიძლება იყოს: ღვიძლის ნოდულარული რეგენერაციული ჰიპერპლაზიის სახელით ცნობილი მდგომარეობა. აღნიშნულმა ანორმალობამ შეიძლება ღვიძლის სტრუქტურის ცვლილება გამოიწვიოს. ავადმყოფებში ვლინდება ნოდულარული დაზიანება, რომელიც ღვიძლის ფუნქციის დარღვევას იწვევს. დროთა განმავლობაში, ეს მდგომარეობა სითხის შეკავებასთან დაკავშირებულ შეშუპების შეგრძნებას ანდაშესივებას და საყლაპავის ანდასწორი ნაწლავის ანორმალური სისხლძარღვებიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს.
კადსილას საინფუზიო ხსნარი, ინფუზიიის ადგილას და მის ირგვლივ შეიძლება გამოჟონოს. აღნიშნულმა კი კანის გაღიზიანება, მგრძნობელობის მომატება და ან სიწითლე დ ან ინფუზიის ადგილას შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს.
თუ, კადსილათი მკურნალობის დასრულების შემდეგ რაიმე სახის გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ და კადსილათი მკურნალობის შესახებ უთხარით.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდაფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდაფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდადარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- კადსილას შენახვა
კადსილა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთავში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კადსილა არ გამოიყენოთ.
გამოყენების ბოლო ვადა, მითითებული თვის ბოლო დღეა.
ფლაკონები, 20C -80C ტემპერატურაზე, მაცივარში შეინახეთ. არ გაყინოთ.
კადსილას საინფუზიო ხსნარი, მომზადების შემდეგ 20C -80C ტემპერატურაზე 24 საათის განამვლობაში გამძლეობას ინარჩნებს, შემდეგ კი გადაგდებული უნდა იქნას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ხსნარი მომზადების შემდეგ მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ადამიანებში გამოყენებული ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შემდეგ, დაცლილი შიგნითა შეფუთვების ნარაჩენები ,,საშიში ნარჩენებია’’ და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და რიგით 29314-ე ოფიაციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ,,ნარჩენების მართვის რეგულაციის’’ შესაბამისად ხდება.
ლიცენზიის მფლობელი:
Roche წამლების მრეწველობის გაერთიანებული კომპანია
უნიქი. სტამბოლი.აიაზაღას ქ. N:4, ბინა-101.
მასლაქი 34396. სარიერი-სტამბოლი.
წარმოების ადგილი:
შპს. F-Hofman-La Roche
Wurmisweg, CH-4303, Kaiseraugst. შვედეთი.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 13.12.2021-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის
სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია მომზადებული და გაკეთებული სამედიცინო პროდუქტის ფლაკონზე არსებული წარწერის გადამოწმება, სამედიცინო პერსონალმა მაგ. პრეპარატი ტრასტუზუმაბია თუ კადსილა (ტრასტუზუმაბის ემთანზინი) უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს.
კადსილა, სამედიცინო განათლების მქონე პერსონალმა უნდა განაზავოს და ინტრავენური ინფუზია განახორციელოს. პრეპარატი, ინტრავენური დატვირთვით ანდაბოლუსის სახით არ უნდა გადაისხას.
ეს წამალი, ყოველთვის მაცივარში 20C -80C ტემპერატურაზე, დახურულ და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ. საინექციო წყლით (რომელიც მომარაგებული არ არის) გახსნილი კადსილას ერთი ფლაკონი, განზავების შემდეგ 20C -80C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში სტაბილურია და არ უნდა გაიყინოს.
პრეპარატის მომზადების დროს, შესაბამისი ასეპტიკური ტექნიკა უნდა იქნას გამოყენებული და ქიმიოთერაპიული წამლების მომზადებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები უნდა იქნას გამოყენებული.
განზავებული კადსილას ხსანრი, პოლოვინილ ქლორიდის (PVC) ანდალატექსის გარეშე, პოლივინილ ქლორიდის არ შემცველ, პოლიოლეფინის საინფუზიო პარკებში უნდა გაიხსნას.
საინფუზიო კონცენტრატი, ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარში უნდა განზავდეს, ინფუზიისთვის 0.20 ანდა 0.22 მიკრონის სისტემის შიგა პოლიეთერსულფონის (PES) ფილტრი უნდა იქნას გამოყენებული.
რეკომენდაციები განზავებისთვის:
160 მგ კადსილას ფლაკონი: სტერილური ინჟექტორის გამოყენებით, 8 მლ სტერილური საინექციო წყალი ნელი სიჩქარით ფლაკონში შეიყვანება.
პრეპარატის სრულ გახსნამდე ფლაკონი ნაზად უნდა შეაქანოთ. არ შეანჯღრიოთ.
განზავებული ხსნარის ინფუზიამდე, საჭიროა ვიზუალური გადამოწმება ხსნარში ნაწილაკების არსებობის ანდაფერის ცვლილების მხრივ. განზავებული ხსნარი, თვალით ხილულ ნაწილაკებს არ უნდა შეიცავდეს, გამჭვირვალე ანდამსუბუქად ოპაკური უნდა იყოს. განზავებული ხსნარი, უფერო ანდა მკრთალი ყავისფერი ფერის უნდა იყოს. თუ, განზავებული ხსნარი თვალით ხილულ ნაწილაკებს შეიცავს ანდაშემღვრეულია ანდაგანსხვავებული ფერისაა, არ გამოიყენოთ.
პრეპარატის გამოუყენებელი ნებისმიერი რაოდენობა, გადაგდებული უნდა იქნას. განზავებული პროდუქტი კონსერვანტებს არ შეიცავს და მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
რეკომენდაციები განზავებისთვის:
განზავებული ხსნარის საჭირო მოცულობა, 3,6 მგ ტრასტუზუმაბის ემთანზინი/კგ სხეულის წონის შესაბამისად განისაზღვრება. (იხილეთ ნაწილი-4.2- პროდუქტის შესახებ მოკლე ინფორმაცია).
გამოსაყენებელი ჯამური დოზა:
მოცულობა (მლ)= (სხეულის წონა (კგ) x დოზა (მგ/კგ))
...................................................................
20 (მგ/მლ, განზავებული ხსნარის კონცენტრაცია)
ხსნარის შესაბამისი რაოდენობა ფლაკონიდან უნდა ამოიქაჩოს და ნატრიუმის ქლორიდის 4,5 მგ/მლ (45%) საინფუზიო ხსნარის ანდა ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარის შემცველ 250 მლ-იან საინფუზიო პარკში უნდა დაემატოს. გლუკოზის (5%) ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ნატრიუმის ქლორიდის 4,5 მგ/მლ (0.45%) საინფუზიო ხსნარი, პოლიეთერსულფონის 0.20 ანდა0.22 (mcm) მიკრონის სისტემის შიგა ფილტრის გარეშე შეიძლება გამოყენებული იქნას. ინფუზიისთვის ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარის გამოყენების შემთხვევაში, 0.20 ანდა 0.22 მიკრონის სისტემის შიგა პოლიეთერსულფონის ფილტრის გამოყენება საჭიროა. საინფუზიო ხსნარის მომზადების შემდეგ, მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. შენახვის დროს საინფუზიო ხსნარი არ გაყინოთ ანდაარ შეანჯღრიოთ.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




