ვიტამინი C მონაწილეობს უჯრედებში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით მეტაბოლურ პროცესებში, როგორიცაა მაგ.: უჯრედული სუნთქვა. ის აუცილებელია კოლაგენის, ელასტინისა და უჯრედშიდა ნივთიერებების წარმოქმნისათვის და შესაბამისად, ხრდილების, ძვლების, კბილების სათანადო განვითარებისათვის, ჭრილობის შეხორცებისათვის და ის ასევე ზრდის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ასკორბინის მჟავა (ascorbic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/მლ 40მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- „PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)
- ATC კოდი
- A11GA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039497
- რეგისტრირებულია
- 9 ნოემბერი 2023, მოქმედებს 9 ნოემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
იუვიტი C — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვიტამინი C მონაწილეობს უჯრედებში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით მეტაბოლურ პროცესებში, როგორიცაა მაგ.: უჯრედული სუნთქვა. ის აუცილებელია კოლაგენის, ელასტინისა და უჯრედშიდა ნივთიერებების წარმოქმნისათვის და შესაბამისად, ხრდილების, ძვლების, კბილების სათანადო განვითარებისათვის, ჭრილობის შეხორცებისათვის და ის ასევე ზრდის კაპილარების ელასტიურობას. ის გავლენას ახდენს ორგანიზმში იმუნური სხეულების წარმოქმნაზე (მიიჩნევა, რომ ის მონაწილეობს იმუნოგლობულინებისა და ინტერფერონის წარმოქმნაში) და აძლიერებს რკინის შეწოვას ნაწლავებში.
ის მნიშვნელოვანია თირკმელზედა ჯირკვლის სტეროიდების, კატექოლამინების, ინსულინის სინთეზისათვის, და მონაწილეობს არომატული ამინომჟავების გარდაქმნაში და თიროქსინის მეტაბოლიზმში.
იუვიტი C შიგნით მისაღები წვეთები განკუთვნილია C ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისათვის, რომლებიც გამოწვეულია C ვიტამინის დეფიციტით, განსაკუთრებით როგორიცაა: სურავანდი და მისი საწყისი სიმპტომები, მოელერ-ბარლოუს დაავადება, გამოჯანმრთელების პერიოდი, C ვიტამინის დაბალი შემცველობის დიეტა, განსაკუთრებით, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში.
მედიკამენტი განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისათვის.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცვტს ან ექთანს.
რეკომენდებული დოზაა (თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვა დოზა):
ახალშობილები და პატარა ბავშვები (28 დღიდან 24 თვემდე ასაკის): 5-8 წვეთი ერთხელ დღეში საკვებზე ან სასმელზე დამატებით.
ბავშვები (3-11 წლის ასაკის): 10 წვეთი ერთხელ დღეში.
მოზარდები (12 წლის ასაკიდან) და მოზრდილები: 15-20 წვეთი ერთხელ დღეში (დიდი მოთხოვნილებისა და დეფიციტის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაორმაგდეს ან მოხდეს დღეში ორჯერ მიღება).
მედიკამენტი შეიძლება დაემატოს საკვებს ან სასმელს.
მედიკამენტის 1 მლ შეესაბამება დაახლოებით 20 წვეთს.
დოზის გადაჭარბების რისკის გამო მედიკამენტის მიცემა ბავშვისთვის არ უნდა მოხდეს პირდაპირ ბოთლიდან.
იუვიტი C-ს დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
იუვიტი C-ს დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ასკორბინის მჟავის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნება ოქსალატური ნეფროლითიაზი.
არ შეიძლება იმ პირებისათვის მიცემა, რომელთაც აღენიშნებათ რკინის ჭარბი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
სიფრთხილის ზომები
გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პირებში მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ერითროციტების ჰემოლიზი.
მედიკამენტის მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, განსაკუთრებით ჟანგვა-აღდგენითი მეთოდებით შესრულებულ ანალიზებზე (შარდში გლუკოზის ანალიზის ცრუ დადებითი შედეგი, განავალში სისხლის არსებობის ანალიზის ცრუ უარყოფითი შედეგი, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის განსაზღვრა).
გამოყენებული მეთოდის მიხედვით შეიძლება სისხლის შრატში ბილირუბინის შედეგი გაზრდილი ან შემცირებული იყოს.
საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა იუვიტი C-ს გამოყენებამდე.
იუვიტი C და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
C ვიტამინის მიღებამ სულფონამიდებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს შარდში სულფონამიდების კრისტალების დალექვა.
C ვიტამინი:
ზრდის რკინის შეწოვას;
ზრდის პარაცეტამოლის ნახევარდაშლის პერიოდს სისხლში;
მოქმედებს ფლავინოიდურ გლიკოზიდებთან სინერგისტულად;
შეიძლება გაზარდოს ერთდროულად მიღებული ესტროგენების კონცენტრაცია სისხლის შრატში.
ტეტრაციკლინები, ორალური კონტრაცეპტივები, ბარბიტურატები და მაღალი დოზებით აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ასკორბინის მჟავის კონცენტრაციას სისხლში.
იუვიტი C-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ჩვილებისა და პატარა ბავშვებისათვის მედიკამენტი შეიძლება დაემატოს საკვებს ან სასმელს.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების დროს, მაგრამ სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას (არ უნდა იქნას გადაჭარბებული რეკომენდებული დოზები) C ვიტამინის დეფიციტის რისკის გამო ბავშვებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მედიკამენტს არ აქვს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
C ვიტამინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. მაღალი დოზების, განსაკუთრებით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს თავის ტკივილი, კანის სიწითლე, დიურეზული ეფექტი და გამოიწვიოს კალციუმის ოქსალატისა და ურატების კრისტალების დალექვა საშარდე გზებში. ასევე აღინიშნა მოხსნის სიმპტომები და ზოგჯერ დამოკიდებულება თავის ტკივილებით დეფიციტის (სურავანდის დროს) პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301; ფაქსი: +48 22 49 21 309,
ვებგვერდი: [email protected]
შემადგენლობა
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა ასკორბინის მჟავა, 100 მგ 1 მლ წვეთში.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.
იუვიტი C-ს ფორმა და შეფუთვა:
მედიკამენტი წარმოდგენილია ხსნარის სახით. ხსნარის 1 მლ შეესაბამება დაახლოებით 20 წვეთს.
ერთი შეფუთვა შეიცავს 40 მლ-ს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A.
51-131 Wrocław, ul. Żmigrodzka 242 E
»პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნე ჰასკო-ლეკ« ს.ა.
51-131 ვროცლავ, ულ. ზმიგროდზკა 242 ე
მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია
ტელ.: +48 22 742 00 22
ელ-ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 31.05.2017
შენახვის პირობები
ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ.
ინახება ორიგინალური, დახურული შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
იუვიტი® C
100 მგ/მლ, შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების მიხედვით.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს იუვიტი C და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იუვიტი C-ს მიღებამდე;
იუვიტი C-ს მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
იუვიტი C-ს შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს იუვიტი C და მისი გამოყენება
ვიტამინი C მონაწილეობს უჯრედებში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით მეტაბოლურ პროცესებში, როგორიცაა მაგ.: უჯრედული სუნთქვა. ის აუცილებელია კოლაგენის, ელასტინისა და უჯრედშიდა ნივთიერებების წარმოქმნისათვის და შესაბამისად, ხრდილების, ძვლების, კბილების სათანადო განვითარებისათვის, ჭრილობის შეხორცებისათვის და ის ასევე ზრდის კაპილარების ელასტიურობას. ის გავლენას ახდენს ორგანიზმში იმუნური სხეულების წარმოქმნაზე (მიიჩნევა, რომ ის მონაწილეობს იმუნოგლობულინებისა და ინტერფერონის წარმოქმნაში) და აძლიერებს რკინის შეწოვას ნაწლავებში.
ის მნიშვნელოვანია თირკმელზედა ჯირკვლის სტეროიდების, კატექოლამინების, ინსულინის სინთეზისათვის, და მონაწილეობს არომატული ამინომჟავების გარდაქმნაში და თიროქსინის მეტაბოლიზმში.
იუვიტი C შიგნით მისაღები წვეთები განკუთვნილია C ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისათვის, რომლებიც გამოწვეულია C ვიტამინის დეფიციტით, განსაკუთრებით როგორიცაა: სურავანდი და მისი საწყისი სიმპტომები, მოელერ-ბარლოუს დაავადება, გამოჯანმრთელების პერიოდი, C ვიტამინის დაბალი შემცველობის დიეტა, განსაკუთრებით, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში.
მედიკამენტი განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იუვიტი C-ს მიღებამდე
დაუშვებელია იუვიტი C-ს მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ასკორბინის მჟავის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს აღენიშნება ოქსალატური ნეფროლითიაზი.
არ შეიძლება იმ პირებისათვის მიცემა, რომელთაც აღენიშნებათ რკინის ჭარბი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პირებში მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ერითროციტების ჰემოლიზი.
მედიკამენტის მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, განსაკუთრებით ჟანგვა-აღდგენითი მეთოდებით შესრულებულ ანალიზებზე (შარდში გლუკოზის ანალიზის ცრუ დადებითი შედეგი, განავალში სისხლის არსებობის ანალიზის ცრუ უარყოფითი შედეგი, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის განსაზღვრა).
გამოყენებული მეთოდის მიხედვით შეიძლება სისხლის შრატში ბილირუბინის შედეგი გაზრდილი ან შემცირებული იყოს.
საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა იუვიტი C-ს გამოყენებამდე.
იუვიტი C და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
C ვიტამინის მიღებამ სულფონამიდებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს შარდში სულფონამიდების კრისტალების დალექვა.
C ვიტამინი:
ზრდის რკინის შეწოვას;
ზრდის პარაცეტამოლის ნახევარდაშლის პერიოდს სისხლში;
მოქმედებს ფლავინოიდურ გლიკოზიდებთან სინერგისტულად;
შეიძლება გაზარდოს ერთდროულად მიღებული ესტროგენების კონცენტრაცია სისხლის შრატში.
ტეტრაციკლინები, ორალური კონტრაცეპტივები, ბარბიტურატები და მაღალი დოზებით აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ასკორბინის მჟავის კონცენტრაციას სისხლში.
იუვიტი C-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ჩვილებისა და პატარა ბავშვებისათვის მედიკამენტი შეიძლება დაემატოს საკვებს ან სასმელს.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების დროს, მაგრამ სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას (არ უნდა იქნას გადაჭარბებული რეკომენდებული დოზები) C ვიტამინის დეფიციტის რისკის გამო ბავშვებში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტს არ აქვს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
იუვიტი C-ს მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცვტს ან ექთანს.
რეკომენდებული დოზაა (თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვა დოზა):
ახალშობილები და პატარა ბავშვები (28 დღიდან 24 თვემდე ასაკის): 5-8 წვეთი ერთხელ დღეში საკვებზე ან სასმელზე დამატებით.
ბავშვები (3-11 წლის ასაკის): 10 წვეთი ერთხელ დღეში.
მოზარდები (12 წლის ასაკიდან) და მოზრდილები: 15-20 წვეთი ერთხელ დღეში (დიდი მოთხოვნილებისა და დეფიციტის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაორმაგდეს ან მოხდეს დღეში ორჯერ მიღება).
მედიკამენტი შეიძლება დაემატოს საკვებს ან სასმელს.
მედიკამენტის 1 მლ შეესაბამება დაახლოებით 20 წვეთს.
დოზის გადაჭარბების რისკის გამო მედიკამენტის მიცემა ბავშვისთვის არ უნდა მოხდეს პირდაპირ ბოთლიდან.
იუვიტი C-ს დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
იუვიტი C-ს დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
C ვიტამინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. მაღალი დოზების, განსაკუთრებით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს თავის ტკივილი, კანის სიწითლე, დიურეზული ეფექტი და გამოიწვიოს კალციუმის ოქსალატისა და ურატების კრისტალების დალექვა საშარდე გზებში. ასევე აღინიშნა მოხსნის სიმპტომები და ზოგჯერ დამოკიდებულება თავის ტკივილებით დეფიციტის (სურავანდის დროს) პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301; ფაქსი: +48 22 49 21 309,
ვებგვერდი: [email protected]
იუვიტი C-ს შენახვის წესი
ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ.
ინახება ორიგინალური, დახურული შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს იუვიტი C
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა ასკორბინის მჟავა, 100 მგ 1 მლ წვეთში.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.
იუვიტი C-ს ფორმა და შეფუთვა:
მედიკამენტი წარმოდგენილია ხსნარის სახით. ხსნარის 1 მლ შეესაბამება დაახლოებით 20 წვეთს.
ერთი შეფუთვა შეიცავს 40 მლ-ს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A.
51-131 Wrocław, ul. Żmigrodzka 242 E
»პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნე ჰასკო-ლეკ« ს.ა.
51-131 ვროცლავ, ულ. ზმიგროდზკა 242 ე
მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია
ტელ.: +48 22 742 00 22
ელ-ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 31.05.2017
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


