ჰიპოვიტამინოზი C, სკორბუტი, სისხლდენა (საშვილოსნოს, ფილტვის, ცხვირიდან, ღვიძლის) ჰემორგიული დიათეზები,სისხლდენები, როგორც სხივური დაავადების სინდრომი,ინტოქსიკაცია და ინფექციური დაავადებები, ორსულთა ნეფროპათია, ადისონური კრიზი,ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირება, ძვლების მოტეხილობები და დუნე გრანულირებული ჭრილობები, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ასკორბინის მჟავა (ascorbic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 5% 50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- PJSC «Pharmaceutical Firm «Darnitsa», უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)
- ATC კოდი
- A11GA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034115
- რეგისტრირებულია
- 28 დეკემბერი 2021, მოქმედებს 16 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC «Pharmaceutical Firm «Darnitsa» (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ასკორბინის მჟავა-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰიპოვიტამინოზი C, სკორბუტი, სისხლდენა (საშვილოსნოს, ფილტვის, ცხვირიდან, ღვიძლის) ჰემორგიული დიათეზები,სისხლდენები, როგორც სხივური დაავადების სინდრომი,ინტოქსიკაცია და ინფექციური დაავადებები, ორსულთა ნეფროპათია, ადისონური კრიზი,ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირება, ძვლების მოტეხილობები და დუნე გრანულირებული ჭრილობები, სხვადასხვა დისტროფიები, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება
სამკურნალო საშუალება „ასკორბინის მჟავა-დარნიცა“ დანიშნულ იქნას ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად ნაკადით ან წვეთოვნად.
ინტრავენურად ნაკადით შეყვანილ იქნას 1-3 წუთის მანძილზე. ინტრავენურად წვეთოვნად შეყვანისთვის ერთჯერადი დოზა გაიხსნას 50–100 მლ 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში და შეყვანილ იქნას ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით წუთში 30-40 წვეთი სიჩქარით. ინტრამუსკულარულად შეყვანილ იქნას ღრმად კუნთში. დოზების დადგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით.
მოზრდილებსა და ბავშვებს 12 წლიდან უნდა დაენიშნოთ 50–150 მგ დღეღამეში (5 % ხსნარის 1–3 მლ). მოწამვლების დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს- 200 მგ, სადღეღამისო -1გ.
ბავშვებს 12 წლამდე დაენიშნოს ინტრავენურად სადღეღამისო დოზით სხეულის მასის 5–7 მგ/კგ 5 % ხსნარის სახით (0,5–2 მლ). ჩვეულებრივ, ბავშვებისთვის სადღეღამისო დოზები შეადგენს:
6 თვემდე - 30 მგ
6 დან 12 თვემდე – 35 მგ;
1 დან 3 წლამდე – 40 მგ;
4 დან10 წლამდე – 45 მგ;
11 დან 12 წლამდე – 50 მგ
12 წლამდე ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს -100 მგ.
დაავადებულთა განსაკუთრებული ჯგუფები. მორეციდივე უროლიტიზის მქონე პაციენტებისთვის, ასკორბინის მჟავას სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100–200 მგ-ს.
ბავშვები.
სამკურნალო საშუალების გამოყენება ბავშვებისთვის შეიძლება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ,შაქრიანი დიაბეტი, სისხლის შედედების უნარის მომატება, თრომბოზისადმი მიდრეკილება,თრომბოფლებიტი, უროლითიაზი (ჰიპერქსალურიის ჩათვლით) 1 გ მეტის გამოყენების შემთხვევაში, მძიმე ფილტვის უკმარისობა,პროგრესირებადი ავთვისებიანი დაავადებები, ჰემოქრომატოზი, თალასემია, პოლიციტემია, ლეიკემია, სიდერობლასტური ანემია, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
სიფრთხილის ზომები
ასკორბინის მჟავის მასტიმულირებელ ეფექტთან დაკავშირებით კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზზე, აუცილებელია მოხდეს დაკვირვება თირკმლის ფუნქციასა და არტერიული წნევაზე. დიდი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა ამიტომ მკურნალობის დროს ის რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს. ორგანიზმში რკინის მაღალი შემცველობის მქონე პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ასკორბინის მჟავა მინიმალური დოზებით.
ასკორბინის მჟავას დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სიმსივნეები, რომლებიც სწრაფად მრავლდება და ინტენსიურად მეტასტაზირებს, შეიძლება გაამწვავოს პროცესი.
პაციენტებისთვის, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის კურსს, სამკურნალო საშუალება უნდა დაენიშნოს არა უადრეს, ვიდრე 1-3 დღე ( სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების ნახევრადგამოყოფის პერიოდიდან გამომდინარე) ქიმიოთერაპიის შემდეგ, ვინაიდან არ არსებობს კლინიკური მონაცემები შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ.
ასკორბინის მჟავის დიდი დოზების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე: ცრუ დადებითი ტესტი შარდში შაქრის არსებობაზე და უარყოფითი ტესტი განავალში ფარული სისხლის არსებობაზე, და ასევე სისხლის შრატში ლაქტატდეჰიდროგენაზას და ამინოტრანსფერაზების კონცენტრაციის კვლევების შედეგების შემცირება.
დიდი დოზებით თერაპია არ უნდა ჩაუტარდეს მორეციდივე უროლიტიზისადმი მიდრეკილ პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის უნდა უზრუნველყონ საკმარისი სითხის მიღება (1,5-2 ლიტრი დღეღამეში) კრისტალურიის რისკის შესამცირებლად.
პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე, არ უნდა დაენიშნოს სამკურნალო საშუალების მაღალი დოზები.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E 223), რომელმაც იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ერთდროული გამოყენებისას სალიცილატებთან, მოკლე მოქმედების სულფანილამიდებთან იზრდება შარდის კონკრემენტების გაჩენის რისკი.
ასკორბინის მჟავას ერთდროული გამოყენებისას სალიცილატებთან, ეთინილესტრადიოლთან, ბენზილპენიცილინთან და ტეტრაციკლინებთან იზრდება ამ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია სისხლში.
კუმარინისა და ჰეპარინის წარმოებულების, ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენებისას ასკორბინის მჟავასთან ამ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა მცირდება.
ასკორბინის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება შეამციროს შარდის pH, რის შედეგადაც ხდება ამფეტამინის ტუბულარული რეაბსორბციის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების შემცირება, რომლებიც გამოიყენება ერთდროულად.
ერთდროული გამოყენებისას ასკორბინის მჟავა ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
ტეტრაციკლინები და აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებენ ასკორბინის მჟავას გამოდევნას შარდით.
ერთდროული გამოყენებისას ბარბიტურატებთან, პირიმიდინთან იზრდება ასკორბინის მჟავას ექსკრეცია შარდთან.
ზრდის ეთილის სპირტის უსაფრთხოებას და ზოგად კლირენსს.
ზრდის სამკურნალო საშუალებების გამოყვანას, რომლებსაც გააჩნია ტუტე რეაქცია (მათ შორის ალკალოიდები).
მაღალ დოზებში ზრდის მექსილეტინის თირკმლოვან ექსკრეციას.
ზრდის რკინის ექსკრეციას პაციენტებში, რომლებიც იღებენ დეფეროქსამინს.
ასკორბინის მჟავას და დეფეროქსამინის ერთდროული მიღება ზრდის რკინის ქსოვილოვან ტოქსიკურობას, განსაკუთრებით გულის კუნთში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის სისტემის დეკომპენსაცია. ვიტამინ C-ს მიღება შეიძლება მხოლოდ დეფეროქსამინის ინექციის 2 საათის შემდეგ.
ამცირებს იზოპრენალინის ქრონოთროპულ მოქმედებას და ფენოთიაზინის წარმოებულების თერაპიულ მოქმედებას.
ასკორბინის მჟავას მაღალი დოზებით მიღებისას და ალკოჰოლის ერთდროული მიღების დროს შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
C ვიტამინის ნაკლებობა ორსულთა რაციონში შეიძლება საშიში იყოს ნაყოფისთვის, მაგრამ მისი მაღალი დოზებით გამოყენება უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზეც, ასევ არსებობს ორსულობის შეწყვეტის საშიშროებაც. ამიტომ ასკორბინის მჟავა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ასკორბინის მჟავა აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.
ასკორბინის მჟავას მინიმალური დღიური საჭიროება ორსულობის II–III ტრიმესტრებში - დაახლოებით 60 მგ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაყოფმა შეიძლება მოახდინოს ადაპტაცია ასკორბინის მჟავის დოზებთან, რომელსაც ღებულობს ორსული ქალი და ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს ასკორბინული დაავადება, როგორც „მოხსნის“ სინდრომი (ორსულობის განმავლობაში არ უნდა მიიღებოდეს ასკორბინის მჟავა მომატებულ დოზებში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის).
მინიმალური ყოველდღიური მოთხოვნილება ძუძუთი კვების პერიოდში შეადგენს- 80 მგ. ასკორბინის მჟავა აღწევს ძუძუს რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში ვიტამინ С იყენებენ მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ. თეორიულად არსებობს საშიშროება ბავშვისთვის დედის მიერ ასკორბინის მჟავის მაღალი დოზებით გამოყენებისას (ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული ასკორბინის მჟავის ყოველდღიური მოთხოვნილების გაზრდა). სამკურნალო საშუალების მარალ დოზებში დანიშვნის საჭიროებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დედის დიეტა, რომელიც შეიცავს ასკორბინის მჟავას ადექვატურ რაოდენობას საკმარისია ვიტამინ С დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ჩვილთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სამკურნალო საშუალების ზემოქმედება რეკომენდებულ დოზებში რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს ნაკლებად სავარაუდოა.
გვერდითი მოვლენები
ასკორბინის მჟავა, როგორც წესი კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი რეაქციების განვითარება.
კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭის სპაზმები, ზოგჯერ გულისრევა, დიარეა. თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: შესაძლებელია ჰიპეროქსალატურია; მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, თირკმლის გლომერულარული აპარატის დაზიანება, თირკმლის ოქსალატური ქვების წარმოქმნა.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ჰიპერვიტამინოზი C, ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით - პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია) და გლიკოგენის სინთეზის, ნატრიუმის და სითხის შეკავება, თუთიისა და სპილენძის ცვლის დარღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში- ძილის დარღვევა, აღგზნებადობის მომატება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კაპილარების გამტარიანობის შემცირება, ქსოვილების ტროფიკის გაუარესება; ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში-მიოკარდიუმის დისტროფია, არტერიული წნევის მომატება, მიკროანგიოპათიების განვითარება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში- თრომბოციტოზი,ჰიპერპროთრომბინემია, თრომბის გაჩენა, ერითროციტოპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი.
კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად- კანის გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ტემპერატურის მომატება.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილზე: ცვლილებები ინექციის ადგილზე, ინტრავენური ინექციის დროს შესაძლებელია ცხელების შეგრძნება, შემცივნება, ინტრავენური ინექციის დროს მაღალ დოზებში- ორსულობის შეწყვეტის საშიშროება.
ცნობები საეჭვო გვერდით რეაქციებზე.
ცნობები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას.ეს საშუალებას იძლევა „სარგებლის / რისკის“ თანაფარდობის მონიტორინგის გაგრძელებისა შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის.ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა განაცხადონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სიმტომები. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ -ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის დიარეა, ასევე ჰიპეროქსალურია და ოქსალატის კონკრემენტების წარმოქმნა. სამკურნალო საშუალების გადაჭარბებული დოზის ერთჯერადი გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს გულისრევა, ღებინება, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი კანზე და მომატებული აგზნებადობა. სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით ინტრავენური შეყვანისას შეიძლება გაჩნდეს ორსულობის შეწყვეტის საშიშროება.
600 მგ -ზე მაღალი დღეღამური დოზები ავლენენ დიურეტიკულ მოქმედებას.
მკურნალობა.
აუცილებელია სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, პაციენტს მიეცეს ტუტე სასმელი, აქტივირებული ნახშირი ან სხვა ადსორბენტები და ჩატარდეს სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ascorbic acid;
ხსნარის 1მლ შეიცავს ასკორბინის მჟავას 50მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ- ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო სითხე.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები.
შენახულ იქნას ორიგინალურ შეფუთვაში, ტემპერატურაზე 2 °С დან 8 °С.-მდე.
შენახულ იქნას ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ასკორბინის მჟავას მარტივი პრეპარატები (ვიტამინი C). კოდი АТХ A11G A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ასკორბინის მჟავა, ან ვიტამინ C. განეკუთვნება წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. მონაწილეობას ღებულობს მჟავა და აღმდგენ რეაქციებში, ბევრ მეტაბოლურ პროცესში, კერძოდ ნახშირწყლების მეტაბოლიზმის რეგულირებაში, არომატული ამინომჟავების, თიროქსინის გაცვლაში, კატექოლამინების, სტეროიდული ჰორმონების, ინსულინის სინთეზში. წარმოადგენს აუცილებელ შემადგენელ ნაწილს სისხლის შედედების პროცესში, კოლაგენის, პროკოლაგენის, სინთეზში, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციის პროცესში. არეგულირებს კაპილარების გამტარიანობას (თრგუნავს გიალურონიდაზას). მონაწილეობს რკინის შეწოვაში და ჰემოგლობინის სინთეზში. ასკორბინის მჟავის მონაწილეობით ხდება თავისუფალი რადიკალების ინაქტივაცია, რის გამოც ასკორბინის მჟავა ხელს უშლის უჯრედის მემბრანის დაზიანებას, კერძოდ, ლიმფოციტების, პეროქსიდაციის გამო. ასეთი მოქმედება იწვევს მთელ რიგ იმუნომოდულატორული ეფექტებს, კერძოდ, ის აძლიერებს ქიმიოტაქსიას, ინტერფერონის სინთეზს და გამონთავისუფლებას, აუმჯობესებს ლიმფოციტების მიგრაციას.
ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ და იმუნურ რეზისტენტობას.
ადამიანის ორგანიზმში სინტეზირებას არ განიცდის. საკვებთან არასაკმარისი მიღება იწვევს ჰიპო- ან ავიტამინოზის განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა.
სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი -25%. სისხლის პლაზმაში ასკორბინის მჟავის კონცენტრაცია ნორმაში არის დაახლოებით 10-20 მკგ / მლ, ორგანიზმში რეზერვები
არის დაახლოებით 1.5 გ. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო Tmax – ის ინტრამუსკულური ინექციით არის 15-20 წუთი. ადვილად აღწევს ლეიკოციტებში, თრომბოციტებში და შემდეგ ყველა ქსოვილში; დეპონირდება ჰიპოფიზის უკანა წილში, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, თვალის ეპითელიუმში, სათესლე ჯირკვლების შუალედურ უჯრედებში, საკვერცხეებში, ღვიძლში, ელენთაში, პანკრეასში, ფილტვებში, თირკმელებში, ნაწლავის კედელში, გულში, კუნთებში, ფარისებრ ჯირკვალში; გადის პლაცენტაში. ასკორბინის მჟავის კონცენტრაცია ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში უფრო მაღალია, ვიდრე ერითროციტებში და სისხლის პლაზმაში. დეფიციტური მდგომარეობისას ლეიკოციტებში კონცენტრაცია მცირდება უფრო გვიან და უფრო ნელა და განიხილება, როგორც დეფიციტის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმი,ვიდრე კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.გამოიყოფა თირკმელებით, ნაწლავებით, ოფლით, აღწევს ძუძუს რძეში უცვლელი ასკორბატის და მეტაბოლიტების სახით. მაღალი დოზების პირობებში, როდესაც კონცენტრაცია სისხლის პლაზმასი აღწევს 1,4 მგ/წლ-ზე მეტს, გამოყვანა მკვეთრად ძლიერდება, ამასთან მომატებული ექსკრეცია ნარჩუნდება მიღების შეწყვეტის შემდეგ. მოწევა და ალკოჰოლის მიღება აჩქარებს ასკორბინის მჟავას დაშლას ( არააქტიურ მეტაბოლიტებად გადაქცევა), რითაც მკვეთრად ამცირებს მის მარაგს ორგანიზმში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ასკორბინის მჟავა-დარნიცა
(ASCORBIC ACID-DARNITSA)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ascorbic acid;
ხსნარის 1მლ შეიცავს ასკორბინის მჟავას 50მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ- ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ასკორბინის მჟავას მარტივი პრეპარატები (ვიტამინი C). კოდი АТХ A11G A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ასკორბინის მჟავა, ან ვიტამინ C. განეკუთვნება წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. მონაწილეობას ღებულობს მჟავა და აღმდგენ რეაქციებში, ბევრ მეტაბოლურ პროცესში, კერძოდ ნახშირწყლების მეტაბოლიზმის რეგულირებაში, არომატული ამინომჟავების, თიროქსინის გაცვლაში, კატექოლამინების, სტეროიდული ჰორმონების, ინსულინის სინთეზში. წარმოადგენს აუცილებელ შემადგენელ ნაწილს სისხლის შედედების პროცესში, კოლაგენის, პროკოლაგენის, სინთეზში, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციის პროცესში. არეგულირებს კაპილარების გამტარიანობას (თრგუნავს გიალურონიდაზას). მონაწილეობს რკინის შეწოვაში და ჰემოგლობინის სინთეზში. ასკორბინის მჟავის მონაწილეობით ხდება თავისუფალი რადიკალების ინაქტივაცია, რის გამოც ასკორბინის მჟავა ხელს უშლის უჯრედის მემბრანის დაზიანებას, კერძოდ, ლიმფოციტების, პეროქსიდაციის გამო. ასეთი მოქმედება იწვევს მთელ რიგ იმუნომოდულატორული ეფექტებს, კერძოდ, ის აძლიერებს ქიმიოტაქსიას, ინტერფერონის სინთეზს და გამონთავისუფლებას, აუმჯობესებს ლიმფოციტების მიგრაციას.
ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ და იმუნურ რეზისტენტობას.
ადამიანის ორგანიზმში სინტეზირებას არ განიცდის. საკვებთან არასაკმარისი მიღება იწვევს ჰიპო- ან ავიტამინოზის განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა.
სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი -25%. სისხლის პლაზმაში ასკორბინის მჟავის კონცენტრაცია ნორმაში არის დაახლოებით 10-20 მკგ / მლ, ორგანიზმში რეზერვები
არის დაახლოებით 1.5 გ. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო Tmax – ის ინტრამუსკულური ინექციით არის 15-20 წუთი. ადვილად აღწევს ლეიკოციტებში, თრომბოციტებში და შემდეგ ყველა ქსოვილში; დეპონირდება ჰიპოფიზის უკანა წილში, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, თვალის ეპითელიუმში, სათესლე ჯირკვლების შუალედურ უჯრედებში, საკვერცხეებში, ღვიძლში, ელენთაში, პანკრეასში, ფილტვებში, თირკმელებში, ნაწლავის კედელში, გულში, კუნთებში, ფარისებრ ჯირკვალში; გადის პლაცენტაში. ასკორბინის მჟავის კონცენტრაცია ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში უფრო მაღალია, ვიდრე ერითროციტებში და სისხლის პლაზმაში. დეფიციტური მდგომარეობისას ლეიკოციტებში კონცენტრაცია მცირდება უფრო გვიან და უფრო ნელა და განიხილება, როგორც დეფიციტის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმი,ვიდრე კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.გამოიყოფა თირკმელებით, ნაწლავებით, ოფლით, აღწევს ძუძუს რძეში უცვლელი ასკორბატის და მეტაბოლიტების სახით. მაღალი დოზების პირობებში, როდესაც კონცენტრაცია სისხლის პლაზმასი აღწევს 1,4 მგ/წლ-ზე მეტს, გამოყვანა მკვეთრად ძლიერდება, ამასთან მომატებული ექსკრეცია ნარჩუნდება მიღების შეწყვეტის შემდეგ. მოწევა და ალკოჰოლის მიღება აჩქარებს ასკორბინის მჟავას დაშლას ( არააქტიურ მეტაბოლიტებად გადაქცევა), რითაც მკვეთრად ამცირებს მის მარაგს ორგანიზმში.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ჰიპოვიტამინოზი C, სკორბუტი, სისხლდენა (საშვილოსნოს, ფილტვის, ცხვირიდან, ღვიძლის) ჰემორგიული დიათეზები,სისხლდენები, როგორც სხივური დაავადების სინდრომი,ინტოქსიკაცია და ინფექციური დაავადებები, ორსულთა ნეფროპათია, ადისონური კრიზი,ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირება, ძვლების მოტეხილობები და დუნე გრანულირებული ჭრილობები, სხვადასხვა დისტროფიები, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ,შაქრიანი დიაბეტი, სისხლის შედედების უნარის მომატება, თრომბოზისადმი მიდრეკილება,თრომბოფლებიტი, უროლითიაზი (ჰიპერქსალურიის ჩათვლით) 1 გ მეტის გამოყენების შემთხვევაში, მძიმე ფილტვის უკმარისობა,პროგრესირებადი ავთვისებიანი დაავადებები, ჰემოქრომატოზი, თალასემია, პოლიციტემია, ლეიკემია, სიდერობლასტური ანემია, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ერთდროული გამოყენებისას სალიცილატებთან, მოკლე მოქმედების სულფანილამიდებთან იზრდება შარდის კონკრემენტების გაჩენის რისკი.
ასკორბინის მჟავას ერთდროული გამოყენებისას სალიცილატებთან, ეთინილესტრადიოლთან, ბენზილპენიცილინთან და ტეტრაციკლინებთან იზრდება ამ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია სისხლში.
კუმარინისა და ჰეპარინის წარმოებულების, ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენებისას ასკორბინის მჟავასთან ამ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა მცირდება.
ასკორბინის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება შეამციროს შარდის pH, რის შედეგადაც ხდება ამფეტამინის ტუბულარული რეაბსორბციის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების შემცირება, რომლებიც გამოიყენება ერთდროულად.
ერთდროული გამოყენებისას ასკორბინის მჟავა ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
ტეტრაციკლინები და აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებენ ასკორბინის მჟავას გამოდევნას შარდით.
ერთდროული გამოყენებისას ბარბიტურატებთან, პირიმიდინთან იზრდება ასკორბინის მჟავას ექსკრეცია შარდთან.
ზრდის ეთილის სპირტის უსაფრთხოებას და ზოგად კლირენსს.
ზრდის სამკურნალო საშუალებების გამოყვანას, რომლებსაც გააჩნია ტუტე რეაქცია (მათ შორის ალკალოიდები).
მაღალ დოზებში ზრდის მექსილეტინის თირკმლოვან ექსკრეციას.
ზრდის რკინის ექსკრეციას პაციენტებში, რომლებიც იღებენ დეფეროქსამინს.
ასკორბინის მჟავას და დეფეროქსამინის ერთდროული მიღება ზრდის რკინის ქსოვილოვან ტოქსიკურობას, განსაკუთრებით გულის კუნთში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის სისტემის დეკომპენსაცია. ვიტამინ C-ს მიღება შეიძლება მხოლოდ დეფეროქსამინის ინექციის 2 საათის შემდეგ.
ამცირებს იზოპრენალინის ქრონოთროპულ მოქმედებას და ფენოთიაზინის წარმოებულების თერაპიულ მოქმედებას.
ასკორბინის მჟავას მაღალი დოზებით მიღებისას და ალკოჰოლის ერთდროული მიღების დროს შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.
გამოყენების თავისებურებები.
ასკორბინის მჟავის მასტიმულირებელ ეფექტთან დაკავშირებით კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზზე, აუცილებელია მოხდეს დაკვირვება თირკმლის ფუნქციასა და არტერიული წნევაზე. დიდი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა ამიტომ მკურნალობის დროს ის რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს. ორგანიზმში რკინის მაღალი შემცველობის მქონე პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ასკორბინის მჟავა მინიმალური დოზებით.
ასკორბინის მჟავას დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სიმსივნეები, რომლებიც სწრაფად მრავლდება და ინტენსიურად მეტასტაზირებს, შეიძლება გაამწვავოს პროცესი.
პაციენტებისთვის, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის კურსს, სამკურნალო საშუალება უნდა დაენიშნოს არა უადრეს, ვიდრე 1-3 დღე ( სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების ნახევრადგამოყოფის პერიოდიდან გამომდინარე) ქიმიოთერაპიის შემდეგ, ვინაიდან არ არსებობს კლინიკური მონაცემები შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ.
ასკორბინის მჟავის დიდი დოზების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე: ცრუ დადებითი ტესტი შარდში შაქრის არსებობაზე და უარყოფითი ტესტი განავალში ფარული სისხლის არსებობაზე, და ასევე სისხლის შრატში ლაქტატდეჰიდროგენაზას და ამინოტრანსფერაზების კონცენტრაციის კვლევების შედეგების შემცირება.
დიდი დოზებით თერაპია არ უნდა ჩაუტარდეს მორეციდივე უროლიტიზისადმი მიდრეკილ პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის უნდა უზრუნველყონ საკმარისი სითხის მიღება (1,5-2 ლიტრი დღეღამეში) კრისტალურიის რისკის შესამცირებლად.
პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე, არ უნდა დაენიშნოს სამკურნალო საშუალების მაღალი დოზები.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E 223), რომელმაც იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
C ვიტამინის ნაკლებობა ორსულთა რაციონში შეიძლება საშიში იყოს ნაყოფისთვის, მაგრამ მისი მაღალი დოზებით გამოყენება უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზეც, ასევ არსებობს ორსულობის შეწყვეტის საშიშროებაც. ამიტომ ასკორბინის მჟავა უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ასკორბინის მჟავა აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.
ასკორბინის მჟავას მინიმალური დღიური საჭიროება ორსულობის II–III ტრიმესტრებში - დაახლოებით 60 მგ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაყოფმა შეიძლება მოახდინოს ადაპტაცია ასკორბინის მჟავის დოზებთან, რომელსაც ღებულობს ორსული ქალი და ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს ასკორბინული დაავადება, როგორც „მოხსნის“ სინდრომი (ორსულობის განმავლობაში არ უნდა მიიღებოდეს ასკორბინის მჟავა მომატებულ დოზებში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის).
მინიმალური ყოველდღიური მოთხოვნილება ძუძუთი კვების პერიოდში შეადგენს- 80 მგ. ასკორბინის მჟავა აღწევს ძუძუს რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში ვიტამინ С იყენებენ მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ. თეორიულად არსებობს საშიშროება ბავშვისთვის დედის მიერ ასკორბინის მჟავის მაღალი დოზებით გამოყენებისას (ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული ასკორბინის მჟავის ყოველდღიური მოთხოვნილების გაზრდა). სამკურნალო საშუალების მარალ დოზებში დანიშვნის საჭიროებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დედის დიეტა, რომელიც შეიცავს ასკორბინის მჟავას ადექვატურ რაოდენობას საკმარისია ვიტამინ С დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ჩვილთან.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
სამკურნალო საშუალების ზემოქმედება რეკომენდებულ დოზებში რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს ნაკლებად სავარაუდოა.
გამოყენების წესი და დოზირება.
სამკურნალო საშუალება „ასკორბინის მჟავა-დარნიცა“ დანიშნულ იქნას ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად ნაკადით ან წვეთოვნად.
ინტრავენურად ნაკადით შეყვანილ იქნას 1-3 წუთის მანძილზე. ინტრავენურად წვეთოვნად შეყვანისთვის ერთჯერადი დოზა გაიხსნას 50–100 მლ 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში და შეყვანილ იქნას ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით წუთში 30-40 წვეთი სიჩქარით. ინტრამუსკულარულად შეყვანილ იქნას ღრმად კუნთში. დოზების დადგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით.
მოზრდილებსა და ბავშვებს 12 წლიდან უნდა დაენიშნოთ 50–150 მგ დღეღამეში (5 % ხსნარის 1–3 მლ). მოწამვლების დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს- 200 მგ, სადღეღამისო -1გ.
ბავშვებს 12 წლამდე დაენიშნოს ინტრავენურად სადღეღამისო დოზით სხეულის მასის 5–7 მგ/კგ 5 % ხსნარის სახით (0,5–2 მლ). ჩვეულებრივ, ბავშვებისთვის სადღეღამისო დოზები შეადგენს:
6 თვემდე - 30 მგ
6 დან 12 თვემდე – 35 მგ;
1 დან 3 წლამდე – 40 მგ;
4 დან10 წლამდე – 45 მგ;
11 დან 12 წლამდე – 50 მგ
12 წლამდე ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს -100 მგ.
დაავადებულთა განსაკუთრებული ჯგუფები. მორეციდივე უროლიტიზის მქონე პაციენტებისთვის, ასკორბინის მჟავას სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100–200 მგ-ს.
ბავშვები.
სამკურნალო საშუალების გამოყენება ბავშვებისთვის შეიძლება.
ჭარბი დოზირება.
სიმტომები. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ -ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის დიარეა, ასევე ჰიპეროქსალურია და ოქსალატის კონკრემენტების წარმოქმნა. სამკურნალო საშუალების გადაჭარბებული დოზის ერთჯერადი გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს გულისრევა, ღებინება, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი კანზე და მომატებული აგზნებადობა. სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით ინტრავენური შეყვანისას შეიძლება გაჩნდეს ორსულობის შეწყვეტის საშიშროება.
600 მგ -ზე მაღალი დღეღამური დოზები ავლენენ დიურეტიკულ მოქმედებას.
მკურნალობა.
აუცილებელია სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, პაციენტს მიეცეს ტუტე სასმელი, აქტივირებული ნახშირი ან სხვა ადსორბენტები და ჩატარდეს სიმპტომური თერაპია.
გვერდითი რეაქციები.
ასკორბინის მჟავა, როგორც წესი კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი რეაქციების განვითარება.
კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭის სპაზმები, ზოგჯერ გულისრევა, დიარეა. თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: შესაძლებელია ჰიპეროქსალატურია; მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, თირკმლის გლომერულარული აპარატის დაზიანება, თირკმლის ოქსალატური ქვების წარმოქმნა.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ჰიპერვიტამინოზი C, ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით - პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია) და გლიკოგენის სინთეზის, ნატრიუმის და სითხის შეკავება, თუთიისა და სპილენძის ცვლის დარღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში- ძილის დარღვევა, აღგზნებადობის მომატება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კაპილარების გამტარიანობის შემცირება, ქსოვილების ტროფიკის გაუარესება; ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში-მიოკარდიუმის დისტროფია, არტერიული წნევის მომატება, მიკროანგიოპათიების განვითარება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში- თრომბოციტოზი,ჰიპერპროთრომბინემია, თრომბის გაჩენა, ერითროციტოპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი.
კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად- კანის გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ქავილი, ჭინჭრის ციება, სხეულის ტემპერატურის მომატება.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილზე: ცვლილებები ინექციის ადგილზე, ინტრავენური ინექციის დროს შესაძლებელია ცხელების შეგრძნება, შემცივნება, ინტრავენური ინექციის დროს მაღალ დოზებში- ორსულობის შეწყვეტის საშიშროება.
ცნობები საეჭვო გვერდით რეაქციებზე.
ცნობები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას.ეს საშუალებას იძლევა „სარგებლის / რისკის“ თანაფარდობის მონიტორინგის გაგრძელებისა შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის.ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა განაცხადონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის მეშვეობით.
შენახვის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები.
შენახულ იქნას ორიგინალურ შეფუთვაში, ტემპერატურაზე 2 °С დან 8 °С.-მდე.
შენახულ იქნას ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა.
სამკურნალო საშუალება შეუთავსებელია რკინის მარილებთან, მჟანგავებთან, მძიმე ლითონების მარილებთან, განსაკუთრებით სპილენძთან. მოიპოვება ცნობები, რომ ასკორბინის მჟავას ინექციები შეუთავსებელია ამინოფილინთან, ბლეომიცინის სულფატთან, ერითრომიცინთან, ნატრიუმის ნაფილინთან, ნატრიუმის ნიტროფურანტოინთან, კონიუგირებულ ესტროგენებთან, ნატრიუმის ბიკარბონატთან, სულფაფურაზოლის დიეთანოლამინთან. ზოგჯერ, рН დონიდან ან კონცენტრაციიდან გამომდინარე, აღინიშნება შეუთავსებლობა ქლორამფენიკოლთან.
შეფუთვა.
ამპულა შეიცავს 2 მლ; 5 ამპულა მოთავსებულია კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში;
2 კონტურული დანაყოფებიანი შეფუთვა მოთავსებულია შეკვრაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი. კერძო სააქციო საზოგადოება «ფარმაცევტული ფირმა დარნიცა».
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი:
უკრაინა,02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ.13
ბოლო გადახედვის თარიღი.
/ჯეროვნად ვფლობ რუსულ ენას და პასუხს ვაგებ თარგმანის სისწორეზე/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


