ირონტუ 40მგ/2მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი
Irontu 40mg/2ml IV Solution for Infusion
ირონტუ ნაჩვენებია შორს წასული კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ. კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან და ფოლინის მჟავასთან პაციენტებში, შორსწასული დაავადების გამო წინასწარ ჩატარებული ქიმიოთერაპიის გარეშე. მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომლებშიც 5-ფტორურაცილის შემცველმა მკურნალობის რეჟიმმა მარცხი განიცადა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ირინოტეკანი (irinotecan)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ/2მლ 2მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Onko Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1 -ის (TOP1) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01CE02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043801
- რეგისტრირებულია
- 7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Onko Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ირონტუ 40მგ/2მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ირონტუ ნაჩვენებია შორს წასული კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ.
კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან და ფოლინის მჟავასთან პაციენტებში, შორსწასული დაავადების გამო წინასწარ ჩატარებული ქიმიოთერაპიის გარეშე.
მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომლებშიც 5-ფტორურაცილის შემცველმა მკურნალობის რეჟიმმა მარცხი განიცადა.
ირონტუ კომბინაციაში ცეტუქსიმაბთან ნაჩვენებია ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR)-ექსპრესიული, KRAS ველური ტიპის მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ წინარე მკურნალობა მეტასტაზური დაავადების გამო ან ირინოტეკანის შემცველი ციტოტოქსიური თერაპიის მარცხის შემდე (იხ. პუნქტი 5.1).
ირონტუ კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან, ფოლინის მჟავასთან და ბევაციზუმაბთან ნაჩვენებია მსხვილი ან სწორი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების პირველი-რიგის მკურნალობისათვის.
ირონტუ კომბინაციაში კაპეციტაბინთან ბევაციზუმაბით ან ბევაციზუმაბის გარეშე ნაჩვენებია პირველი რიგის მკურნალობისათვის პაციენტებში მეტასტაზური კოლორექტალური კარცინომით.
მიღების წესი და დოზირება
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ირონტუს გაიცემა მედ მუშაკის მიერ.
ირონტუს პირველი დოზის მიღებამდე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დნმ სინჯის გაკეთება.
ზოგიერთ პირში, გენეტიკურად უფრო მოსალოდნელია პრეპარატის გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარება.
ირონტუს მისაღები დოზა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თქვენი სიმაღლისა და წონის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების, და კიბოს ტიპის ან სამკურნალო მოვლენების ჩათვლით. დოზასა და სქემას განსაზღვრავს ექიმი.
დღეისათვის არსებობს მკურნალობის რამდენიმე სქემა. ჩვეული დოზა არის 3 კვირაში ერთხელ (ირონტუ მონოთერაპიაში) ან 2 კვირაში ერთხელ (ირონტუ კომბინაციაში 5 FU/FA ქიმიოთერაპიასთან). დოზა დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა მკურნალობის სქემა, სხეულის ზომა, თქვენი ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, სისხლში უჯრედების რაოდენობა, ღვიძლის მუშაობის უნარი, გქონდათ თუ არა გაკეთებული მუცლის/მენჯის ღრუს დასხივება და აღინიშნება თუ არა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ფაღარათი.
მხოლოდ ექიმს შეუძლია მკურნალობის ხანგრძლივობის შეფასება.
გამოყენების მეთოდი და ხანგრძლივობა
ირონტუს ინიექცია ხდება ვენაში ინტრავენური გზის საშუალებით (IV). ინიექცია მხოლოდ კლინიკასა და საავადმყოფოს პირობებში კეთდება. ირონტუს შეყვანა ხდება ნელა, IV ინფუზიას სჭირდება 30-90 წუთი.
გულისრევისმ ღებინების, ფაღარათის და სხვა გვერდითი მოვლენების პრევენციისათვის შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებები მოგცენ. ამ პრეპარატების მიღება უნდა განაგრძოთ ირონტუს ინიექციიდან სულ მცირე 1 დღე.
ირონტუს ინიექციის შემთხვევაში, თუ იგრძნობა წვა, ტკივილი ან შეშუპება IV ნემსის ირგვლივ, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექთანს. ვენიდან პრეპარატის გაჟონვამ შეიძლება ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. ირონტუს შეყვანის დროს ტკივილის, სიწითლის ან შეშუპების განვითარებისას, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მედ მუშაკს ამის შესახებ.
განსაკუთრებული მოსახლეობა
პედიატრიული პოპულაცია
ირონტუს გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულები (≥65 წელი)
დოზა ფრთხილად უნდა შეირჩეს, ვინაიდან ხანდაზმულთა ბიოლოგიური ფუნქციები შენელებულია. დოზას ექიმი ადგენს.
თირკმლის /ღვიძლის უკმარიაობა
ექიმი დააკორექტირებს პრეპარატის დოზას ბილირუბინის დონის მიხედვით (ღვიძლი, ძვლის ტვინი და ჰემოგლობინი ელენთაში-სანაღვლე გზებში სისხლის უჯრედების კოლაფსით გამოწვეული).
ირონტუს გამოყენება პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით რეკომენდებული არ არის, ვინაიდან პაციენტთა აღნიშნულ ჯგუფში კვლევები არ ჩატარებულა.
თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ირონტუს ეფექტი ძლიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ირონტუს ჭარბი დოზირება
იმ შემთხვევაში, თუ ირონტუს ჭარბი დოზა გაქვთ მიღებული, დაუკავშირდით ექიმს.
მოითხოვეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ჭარბი დოზის სიმპტომების შეიძლება მოიცავდეს მძიმე გვერდით მოვლენებს.
ირონტუს დოზის გამოტოვება
ირონტუს ინიექციის ვიზიტის გამოტოვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს. აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ირონტუს შეწყვეტა
ირონტუთი მკურნალობა გრძელდება სანამ ექიმის არ მოითხოვს შეწყვეტას.
უკუჩვენებები
ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავების ობსტრუქცია (იხ. 4.4).
ანამნეზში ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატის ან ირონტუს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა
სიფრთხილის ზომები
ირონტუს გამოყენება არ შეიძლება
თუ გაქვთ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავების ობსტრუქცია
თუ ხართ ალერგიული ირინოტეკა ჰიდროქლორი ტრიჰიდრატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6 „ირონტუს შემადგენლობა“)
თუ ხართ მეძუძური დედა (იხ. პუნქტი 2)
თუ ბილირუბინი დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს
თუ გაქვთ ძვლის ტვინის მძიმე უკმარისობა
სუსტი ზოგადი მდგომარეობა (WHO ზოგადი მდგომარეობის მაჩვენებელი >2)
თუ ღებულობთ ან ახლახანს მიღებული გაქვთ St John’s Wort (Hypericum-ის შემცველი მცენარეული ექსტრაქტი)
თუ უნდა მიიღოთ ან მიღებული გაქვთ ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები (ვაქცინები ყვითელი ცხელების, ჩუთყვავილას, მწვავე ჰერპესოს, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსისა და გრიპის წინააღმდეგ) და ქიმიოთერაპიის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ირონტუ მიღებული გაქვთ კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან (ბევაციზუმაბი, კაპეციტაბინი და ა.შ.), გთხოვთ დარწმუნდით, რომ გაეცანით სხვა პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულ დამატებითი უკუჩვენებებსაც.
განსაკუთრებული მითითებანი
ირონტუს გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ირონტუს მოხმარებისას განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო. ირონტუ გამოიყენება მხოლო ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის გამოყენებაში სპეციალიზებულ განყოფილებებში და შეყვანა ხდება კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოტერაპიის გამოყენებაში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ფაღარათი
ირონტუმ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე. ფაღარათი შეიძლება განვითარდეს სამკურნალო საშუალების ინფუზიიდან რამდენიმე საატში ან რამდენიმე დღეში. თუ მას არ ვუმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და მძიმე ქიმიური დისბალანსი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყო. ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატს, რომელიც მოახდენს გვერდითი მოვლენების კონტროლსა და განვითარების პრევენციას. დარწმუნდით, რომ წამალი მაშინვე მიიღეთ, ისე რომ საჭიროების შემთხვევაში სახლში გქონდეთ.
პრეპარატი მიიღეთ დანიშნულებისამებრ თხელი ან ხშირი დეფეკაციის პირველი ნიშნებისთანავე.
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და/ან მარილიანი სასმელები (შუშხუნაწყალი, გაზიანი სასმელები ან სუფი).
ფაღარათის გაგრძელების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ის 24 საათზე მეტ ხანს გრძლედება, აღინიშნება თავბრუ, ან გულის წასვლა დაუკავშირდით ექიმს ან ექთანს
ნეიტროპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება)
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, განსაკუთრებით, პრეპარატის მიღების კვირას. ამან შეიძ₾ება გაზარდოს ინფექციის განვითარების რისკი. აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ექთანს ინფექციის ნიშნების (ცხელება, 38OC ან უფრო მაღალი, შემცივნება, ტკივილი შარდვისას, ხველა ან ნახველი ამოღება). მოერიდოთ ისეთ პირებთან ურთიერთობას, რომლებიც ავად არიან ან აქვთ ინფექცია. ინფექციის ნიშნების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სისხლის მონიტორინგი
მკურნალობამდე და მკურნალობის მსვლელობისას ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი სისხლის, და ნახოს თუ რა ზეგავლენა აქვს პრეპარატს სისხლსა თუ სისხლის ქიმიურ შემადგენლობაზე. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება დაგჭირდეთ განვითარებული მოვლენების მკურნალობა. ექიმმა შეიძლება შეამციროს ან გადადოს პრეპარატის შემდეგი დოზა, ან შეწყვიტოს კიდეც. არ გამოტოვოთ ექიმთან ვიზიტები და ანალიზების გაკეთება.
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა მისი გამოყენებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც თავის მხრივ შეიძლება გაზარდოს სისხლდენების საშიშროება. გაესაუბრეთ ექიმს ნებისმიერი წამლის ან დანამატის მიღებამდე, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ორგანიზმის უნარზე შეწყვიტოს სისხლდენა, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის-შემცველი წამლები, ვარფარინი ან ვიტამინი E. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნეთ უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენები, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, სისხლმდენი ღრძილები კბილების გამოხეხვის დროს, ან შავი კუპრისებრი განავალი.
გულისრევა და ღებინება
პრეპარატის მიღების დღეს ან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება აღინიშნებოდა გულისრევა და ღებინება. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი მოგცემთ სამკურნალო პრეპარატს გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის. ექიმი სავარაუდო დაგინიშნავთ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც სახლში უნდა წაიღოთ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ის ხელმისაწვდომი იყოს. იმ შემთხვევაში გულისრევისა და ღებინების გამო არ შეგიძლიათ სითხის მიღება, დაუკავშირდით ექიმს.
მწვავე ქოლინერგული სინდრომი
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ნერვული სისტემის ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის სეკრეციებს, რაც იწვევს ქოლინერგულ სინდრომს. სიმპტომები შეიძლება იყოს ცხვირიდან გამონადენი, მომატებული ნერწყვდენა, ცრემლიანობა, მომატებული ოფლიანობა, ალები, მუცლის სპაზმები და ფაღარათი. ნებისმიერი აღნიშნული სიმპტომის გამოვლენისას, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან ექთანს, ვინაიდან ამ მოვლენების საკონტროლოდ არსებობს სხვა პრეპარატები.
ფილტვების დაავადებები
იშვიათად პაციენტებს, რომლებიც აღნიშნული პრეპარატით მკურნალობენ შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები ფილტვების მხრივ. აცნობეთ დაუყოვნებლივ ექიმს, თუ დაგეწყოთ ხველა ან გაუარესდა არსებული, სუნთქვის გაძნელება და ცხელება. ექიმს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის შეწყვეტა და აღნიშნული პრობლემების მკურნალობა.
პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ფეხებსა თუ ფილტვებში სისხლში თრომბების განვითარების რისკი, რომელმაც შეიძლება იმოგზაუროს სხულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები და თავის ტვინი. სასწრაფოდ უთხარით ექიმს, თუ შენიშნეთ ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის გაძნელება, ან შეშუპება, ტკივილი, სიწითლე ან სითბოს ხელებსა და ფეხებში.
ნაწლავების ქრონიკული ანთება და/ან ნაწლავების გაუვალობა
მუცელში ტკივილის ან ნაწლავთან გაუვალობის, განსაკუთრებით მეტეორიზმისა და მადის დაკარგვის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.
სხივური თერაპია
მენჯის ან მუცლის ღრუს რადიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ, არსებობს ძვლის ტვინის დათრგუნვის მომატებული რისკი. ირონტუს დაწყებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
თირკმლების ფუნქცია
აღინიშნება თირკმლების დისფუნქციის შემთხვევები.
გულის მხრივ დარღვევები
აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ/გაწუხებდათ გულის დაავადება ან ადრე მიღებული გაქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები. ექიმი დაგაკვირდებათ და განიხილავს თქვენთან, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს რისკ ფაქტორები (მაგ. სიგარეტის მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ცხიმების მაღალი შემცველობა).
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ირონტუ იშვიათად არის დაკავშირებული სისხლის დინების დარღვევებთან (სისხლის თრომბები ფეხებისა და ფილტვების სისხლძარღვებში) და იშვიათად შეიძლება განვითარდეს პაციენტებში მრავლობითი რისკ ფაქტორით.
სხვა
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები პირის ღრუსა და ტუჩებზე, ხშირად მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სისხლდენა ან ჭამის გაძნელებაც კი. ექიმი ან ექთან მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ამის შემცირება, როგორც მაგალითად ჭამის ან კბილების გამოხეხვის წესის შეცვლა. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ნიშნავს ტკივილის შესამსუბუქებელ წამალს.
ოპერაციის ან ნებისმიერი პროცედურის დაგეგმვის დროს, ექიმს ან სტომატოლოგს აცნობეთ, რომ ამ პრეპარატს ღებულობთ.
სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინირების შემთხვევაში, გთხოვთ დარწმუნდით, რომ გაეცანით სხვა წამლების გამოყენების ინსტრუქციას.
თუ თქვენთვის ექიმს ააქვს ნათქვამი, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
აღნიშნული პრეპარატისგამოყენებამდე, ექიმს აცნობეთ, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენ გიკავშირდებათ.
ირონტუს მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
საკვებთან ერთად მიღება ირონტუს შეწოვაზე ზეგავლენას არ ახდენს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ირონტუს შეიძლება ურთიერთქმედება ჰქონდეს სხვადასხვა პრეპარატთან და დანამატთან, რომელთა მოქმედებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სისხლში თქვენი წამლის დონე. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ირებდით ან გამოიყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
კრუნჩხვების სამკურნალო პრეპარატები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოსაკონაზოლი);
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი);
ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი);
St John’s Wor (მცენარეული დიეტური დანამატი);
ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები;
აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი, და სხვა);
ტრანსპლანტანტის მოცეილების პრევენციისათვის ორგანიზმის იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი);
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი და იდელალისიბი);
K ვიტამინის ანტაგონისტები (სისხლის გამათხელებელი, როგორიცაა ვარფარინი);
ზოგადი ანესთეზიის და ქირურგიული ოპერაციის დროს, კუნთების მოსადუნებლად გამოყენებული პრეპარატები (სუქსამეთონიუმი);
5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა;
ბევაციზუმაბი (სისხლძარღვის ზრდის ინჰიბიტორი);
ცეტუქსაიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი).
ნუ დაიწყებთ ან შეწყვიტავთ ნებისმიერი პრეპარატის მიღებას, ირონტუთი მკურნალობის დროს, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფაღარათი. ეცადეთ მოერიდოთ საფაღარათე საშუალებების და განავლის გამათხელებლების გამოყენებას.
შეიძლება უფრო მეტი პრეპარატი არსებობდეს, რომლებიც ურთიერთქმედებენ ირონტუსთან. გადაამოწმეთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან სხვა პრეპარატების, მცენარეული პრეპარატებისა და დანამატების შესახებ, და შეუძლია თუ არა ალკოჰოლს აღნიშნულ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას გამოიწვიოს მძიმე დარღვევები.
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ამ ადრე ღებულობდით ნებისმიერ სხვა წამალს, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ჩასახვის ან ორსულობის დროს აღნიშნული პრეპარატის მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს. მკურნალობის დროს, ქალებმა და კაცებმა უნდა გამოიყონონ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებები. მნიშვნელოვანი ექიმთან გადამოწმება, თუ რომელი კონტრაცეპტული საშუალებების მიღება შეიძლება აღნიშნულ პრეპარატთან ერთად. ორსულ ქალებში, აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება რისკებს ნაყოფისათვის.
თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობა, პრეპარატის მიღებამდე მიმარტეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ძუძუთი კვება

კვლევები არ ჩატარებულა. აღნიშნული პრეპარატი გადადის დედის რძეში და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ბავშვზე. პრეპარატით მკურნალობის დროს, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნული პრეპარატი ზეგავლენას ახდენს ფერტილობაზე. გაესაუბრეთ ექიმს შესაძლო რისკების შესახებ, და განიხილეთ ვარიანტები, ფერტილობის შესანარჩუნებლად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
შეიძლება შენიშნოთ, რომ გაქვთ თავბრუ და/ან მხედველობის პრობლემები პრეპარატის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. აღწერილი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
ირონტუ შეიცავს შაქარს (სორბიტოლი). სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზას წყაროს. თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღოთ. HFI-ს მქონე პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზას დაშლა, რამაც შეიძლება მძიმე გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს.
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის 1 დოზა შეიცავს <1 მმოლ რაც ნიშნავს, რომ არის ,,ნატრიუმის გარეშე”.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ირონტუც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყოველთვის. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს მძიმე. ნებისმიერი ქვემოთ მოცემული მძიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს (იხ. პუნქტი 2).
ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ნიშნის (ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება) გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ფაღარათი (იხ. პუნქტი 2);
ადრეული ფაღარათი: ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, რასაც თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: ცხვირიდან გამონადენი, მომატებული ნერწყვდენა, ცრემლიანობა, ოფლიანობა, ალები, მუცლის სპაზმები. (აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს წამლის შეყვანისას. ასეთ შემტხვევაში სასწრაფოდ შეატყობინეთ მედ მუშაკი. შეიძლება პრეპარატის მიღება, რომელიც შეწყვიტავს ან შეამცირებს აღნიშნულ ადრეულ გვერდით მოვლენებს).
მოგვიანებითი ფაღარათი: განვითარებული აღნიშნული პრეპარატის გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ. ფაღარათით გამოწვეული დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტების დისბალანსის გამო, მნიშვნელოვანია მედ მუშაკთან მჭიდრო კავშირი მონიტორინგის, მედიკაციის და კვების მოდიფიკაციის რჩევების მისაღებად.
ნებისმიერი ქვემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს. თუ საავადმყოფოში არ იმყოფებითმ სასწრაფო წესით უნდა წახვიდეთ.
ალერგიული რეაქციები. თუ აღინიშნება ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, გამონაყარუ ან ქავილი (განსაკუთრებით მთელი ორგანიზმის დაზიანებით) სასწრაფოდ დაუაკვშირდით ექიმს ან ექთანს.
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ინიექციიდან რამდენიმე წუთში: კანზე გამონაყარი, წითელი ქავილიანი კანის, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩებისა და ხახის შეშუპების ჩათვლით (რამაც შეიძლება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს), და გულის წასვლის შეგძნება.
ძალიან ხშირი (>1/10 პაციენტში):
სისხლის დარღვევები: ნეიტროპენია (სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ანემია
დაყოვნებული ფაღარათი
გულისრევა და ღებინება
თმების ცვენა (მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა ისევ იზრდება)
კომბინაციურ თერაპიაში, ღვიძლის ფერმენტებისა და ბილირუბინის დონის ტრანზიტორული მომატება.
ხშირი (< 1/10 პაციენტში):
მწვავე ქოლინერგული სინდრომი: ძირითადი სიმპტომები არის ადრეული ფაღარათი და სხვა სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი; წითელი, წყლულებიანი, ქავილიანი და წყლიანი თვალები (კონიუქტივიტი); ცხვირიდან გამონადენი (რინიტი); დაბალი არტერიული წნევა; სისხლძარღვების გაფართოება; ოფლიანობა, შემცივნება; ზოგადი დისკომფორტი, თავბრუ; მხედველობის დარღვევა, პატარა გუგენი; ცრემლიანობა და მომატებული ნერწყვდენა, რომელიც ვითარდება ირონტუს ინფუზიიდან პირველი 24 საათის განმავლობაში;
ცხელება, ინფექციები (სეფსისის ჩათვლით);
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებული ცხელება;
დეჰიდრატაცია, ფაღარათითა და/ან ღებინებით გამოწვეული;
შეკრულობა;
სისუსტე;
ღვიძლის ფერმენტებისა და სისხლში კრეატინინის დონეების მომატება.
არახშირი (< 1/100)
ალერგიული რეაქციები, ხიხინის, სუნთქვის გაძნელების, შეშუპების, გამონაყარის ან ქავილის (განსაკუთრებით მთელი სხეულის ჩათრევისას) დაუყოვნებლივ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ექთანს.
კანის მსუბუქი რეაქციები; მსუბუაქი მოვლენები ინფუზიის ადგილზე
სუნთქვის გაძნელება
ფილტვების დაავადება (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება)
ნაწლავების ობსტრუქცია
მუცლის ტკივილი და ანთება, რომელიც იწვევს ფაღარათს (ფსევდომემბრანული კოლიტი)
თირკმლის უკმარისობის, დაბალი არტერიული წნევის ან კარდიო-ცირკულატორული უკმარისობის არახშირი შემთხვევები აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ფაღარათთან და/ან ღებინებასთან ან სეფსისთან დაკავშირებული დეჰიდრატაცის ეპიზოდები.
იშვიათი (< 1/1,000)
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ინიექციიდან რამდენიმე წუთში: კანზე გამონაყარი წითელი ქავილიანი კანის ჩათვლით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება) და გულის წასვლის შეგრძნება. აღწერილი მოვლენების განვითარების შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს;
ადრეული ეფექტები, როგორიცაა კუნთების შეკუმშვა ან სპაზმები ან გაბუჟება (პარესთეზია);
გასტროინტესტინალური სისხლდენები და მსხვილი ნაწლავის ანთება ჭია ნაწლავის ჩათვლით;
ნაწლავების პერფორაცია; უმადობა, მუცლის ტკივილი, ლორწოვანი გარსების ანთება
პანკრეასის ანთება;
შეყვანის დროს და შეყვანის შემდეგ არტერიული წნევის მომატება;
სისხლში კალიუმისა და ნატრიუმის დონის მომატება, ძირითადად ფაღარათთან და ღებინებასთან დაკავშირებული.
ძალიან იშვიათი (< 1/10,000)
მეტყველების ტრანზიტორული დარღვევები
ზოგიერთი საჭმლის მომნელებელი ფერმენტის (რომლებიც შაქარს და ცხიმებს შლიან) დონის მომატება.
ირონტუს მიღებისას კომბინაციაში ცეტუქსიმაბთან, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება აღნიშნულ კომბინაციასთან იყოს დაკავშირებული. ზოგიერთი ასეთი გვერდითი მოვლენა შეიძლება მოიცავდეს აკნეს მსგავს გამონაყარს. აქედან გამომდინარე, დარწმუნდით, რომ გაეცანით ცეტუქსიმაბის გამოყენების ინსტრუქციას.
ირონტუს გამოყენებისას კომბინაციაში კაპეციტაბინთან, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება აღნიშნულ კომბინაციასთან იყოს დაკავშირებული. ზოგიერთი ასეთი გვერდითი მოვლენა შეიძლება მოიცავდეს ძალიან ხშირი თრომბებს, ხშირ ალერგიულ რეაქციებს, გულის შეტევას და ცხელებას პაციენტებში სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი შემცველობით. აქედან გამომდინარე, დარწმუნდით, რომ გაეცანით კაპეციტაბინის გამოყენების ინსტრუქციას.
ირონტუს გამოყენებისას კომბინაციაში კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება აღნიშნულ კომბინაციასთან იყოს დაკავშირებული. ზოგიერთი ასეთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის თრომბები, მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევა.
აქედან გამომდინარე, დარწმუნდით, რომ გაეცანით კაპეციტაბინისა და ბევაციზუმაბის გამოყენების ინსტრუქციებს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
აღინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები დოზებზე, რომლებიც დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ თერაპიულ დოზებს, და შეიძლება იყოს ფატალური. ყველზე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა იყო მძიმე ნეიტროპენია და მძიმე ფაღარათი. ირინოტეკანის ანტიდოტი ცნობილი არ არის.აუცილებელია დაიწყოს ფაღარათით გამოწვეული დეჰიდრატაციის პრევენცია და ნებისმიერი ინფექციური გართულების მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატი.
კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 20 მგ ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატს რაც 17.33 მგ ირინოტეკანის ექვივალენტურია
ერთი 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 40 მგ ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატი.
სხვა ინგრედიენტები არის სორბიტოლი (E420), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორმჟავა და საინიექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ირონტუ 40 მგ/2 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი და შედის შეფუთვაში:
ირონტუ 40 მგ/2 მლ საინფუზიო ინტრავენური ხსნარი არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის, 1 ტიპის ქარვისფერი შუშის ფლაკონი დახურული ნაცრისფერი ქლორობუტილ რეზინის საცობით და ალუმინის მოსახევი წითელ პლომბიანი ფლაკონები 2 მლ ხსნარით.
შეფუთვის ზომა: 2 მლ
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş
Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2,
Çayırova/Kocaeli/თურქეთი
ტელეფონი: 0850 250 66 56
ელ-ფოსტა: [email protected]
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაყინვა არ შეიძლება.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების.
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, პირველად შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ დაცულ ადგილას.
განზავებამდე: 36 თვე (40 მგ 2 მლ-იანი შეფუთვით)
განზავების შემდეგ: განზავებული ხსნარი ინახება 20C-დან 80C-მდე ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში მაცივარში. განზავების შემდეგ ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე აღნიშნული ვარგისიანობის EXP ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი ნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.
ყველა მასალა, რომელიც გამოყენებული იყო მომზადებისა და შეყვანის დროს, ან რომელიც შეიძლება კონტაქტსში ყოფილიყო ირონტუსთან, უნდა განადგურდეს ლოკალური ციტოტოქსიური გაიდლაინების მიხედვით.
არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის განადგურება. აღნიშნული ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
ათქ კოდი: L01XX19
კვლევების მონაცემები
ირინოტეკანი არის კამპტოთეკინის ნახევრად-სინთეზური წარმოებული. ის არის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მოქმედებს დნმ ტოპოიზომერაზა I-ს სპეციფიკური ინჰიბიტორის სახით. ის მეტაბოლიზდება კარბოქსილესთერაზათი ქსოვილების უმრავლესობაში SN-38-მდე, რომელიც უფრო აქტიურია ვიდრე ირინოტეკანი გასუფთავებულ ტოპოიზომერაზას I-ში და უფრო ციტოტოქსიური, ვიდრე ირინოტეკანი ვირთხის და ადამიანის რამდენიმე სიმსივნური უჯრედების ხაზის წინააღმდეგ. ირინოტეკანით ან SN-38-ით დნმ ტოპოიზომერაზა I-ს ინჰიბირება ასტიმულირებს ერთ-ჯაჭვიანი დნმ-ის კერებს, რომლებიც აბლოკირებენ დნმ-ის რეპლიკაციას და ციტოტოქსიურობაზე არიან პასუხისმგებელნი. ციტოტოქსიური აქტივობა არის დამოკიდებული დროზე და სპეციფიკური იყო S ფაზისათვის.
In vitro, ირინოტეკანი და SN-38 მნიშვნელოვნად შეცნობილი არ არის P-გლიკოპროტეინ MDR-ის მიერ, და ავლენს ციტოტოქსიურ აქტივობას დოქსორუბიცინისა და ვინბლასტინის რეზისტენტული უჯრედული ხაზის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ირინოტეკანს გააჩნია ფართო სპექტრის სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა in vivo ვირთხის სიმსივნური მოდელების წინააღმდეგ (P03 პანკრეასის სადინროვანი ადენოკარცინომა, MA16/C ძუძუმწოვართა ადენოკარცინომა, C38 და C51 მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომები) და ადამიანის ქსენოგრაფტების წინააღმდეგ (Co-4 მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა, Mx1 ძუძუმწოვრების ადენოკარცინომა, ST-15 და SC-16 კუჭის ადენოკარცინომები). ირინოტეკანი ასევე აქტიურია P გლიკოპროტეინის ექსპრესიის მქონე სიმსივნეების წინააღმდეგ (ვინკრისტინ- და დოქსორუბიცინ- რეზისტენტული P388 ლეიკემიები).
ირინოტეკანი ანტისიმსივნური აქტივობის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ეფექტები არის აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბირება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ირონტუ 40 მგ / 2 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
ირინოტეკან ჰიდროქლორიდი, ტრიჰიდრატი
სტერილური, ციტოტოქსიური
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი დაგინიშნეს პირადად თქვენ. არ შეიძლება მისი სხვისთვის მიცემა. პრეპარატმა შეიძლება სხვას ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი თუ დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
შინაარსი
რა არის ირონტუ და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ირონტუს გამოყენებამდე
ირონტუს მირების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ირონტუს შენახვის წესები
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ირონტუ არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით ირინოტეკნ ჰიდროქლორიდს, ტრიჰიდრატს შეიცავს.
ირინოტეკან ჰიდროქლორიდი ხელს უშლის ორგანიზმში კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებას.
ირონტუ ნაჩვენებია კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან ერთად და გამოიყენება პაციენტებში მსხვილი ან სწორი ნაწლავის შორსწასული ან მეტასტაზური კიბოთი.
ირონტუს გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით პაციენტებში მსხვილი ან სწორი ნაწლავის მეტასტაზური კიბოთი, რომელთა დაავადებად განიცადა რეციდივი ან პროგრესირება საწყისი ფტორურაცილზე-დაფუძნებული თერაპიის შემდეგ.
თქვენს ექიმს შეუძლია ირონტუს გამოყენება ცალკე ან კომბინაციაში სხვა პრეპარატებტან პაციენტებში ფილტვების წვრილ-უჯრედული კიბოს სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ ირონტუს გამოყენებამდე
ირონტუს გამოყენება არ შეიძლება
თუ გაქვთ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავების ობსტრუქცია
თუ ხართ ალერგიული ირინოტეკა ჰიდროქლორი ტრიჰიდრატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6 „ირონტუს შემადგენლობა“)
თუ ხართ მეძუძური დედა (იხ. პუნქტი 2)
თუ ბილირუბინი დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს
თუ გაქვთ ძვლის ტვინის მძიმე უკმარისობა
სუსტი ზოგადი მდგომარეობა (WHO ზოგადი მდგომარეობის მაჩვენებელი >2)
თუ ღებულობთ ან ახლახანს მიღებული გაქვთ St John’s Wort (Hypericum-ის შემცველი მცენარეული ექსტრაქტი)
თუ უნდა მიიღოთ ან მიღებული გაქვთ ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები (ვაქცინები ყვითელი ცხელების, ჩუთყვავილას, მწვავე ჰერპესოს, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსისა და გრიპის წინააღმდეგ) და ქიმიოთერაპიის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ირონტუ მიღებული გაქვთ კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან (ბევაციზუმაბი, კაპეციტაბინი და ა.შ.), გთხოვთ დარწმუნდით, რომ გაეცანით სხვა პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულ დამატებითი უკუჩვენებებსაც.
განსაკუთრებული მითითებანი
ირონტუს გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ირონტუს მოხმარებისას განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო. ირონტუ გამოიყენება მხოლო ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის გამოყენებაში სპეციალიზებულ განყოფილებებში და შეყვანა ხდება კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოტერაპიის გამოყენებაში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ფაღარათი
ირონტუმ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე. ფაღარათი შეიძლება განვითარდეს სამკურნალო საშუალების ინფუზიიდან რამდენიმე საატში ან რამდენიმე დღეში. თუ მას არ ვუმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და მძიმე ქიმიური დისბალანსი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყო. ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატს, რომელიც მოახდენს გვერდითი მოვლენების კონტროლსა და განვითარების პრევენციას. დარწმუნდით, რომ წამალი მაშინვე მიიღეთ, ისე რომ საჭიროების შემთხვევაში სახლში გქონდეთ.
პრეპარატი მიიღეთ დანიშნულებისამებრ თხელი ან ხშირი დეფეკაციის პირველი ნიშნებისთანავე.
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და/ან მარილიანი სასმელები (შუშხუნაწყალი, გაზიანი სასმელები ან სუფი).
ფაღარათის გაგრძელების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ის 24 საათზე მეტ ხანს გრძლედება, აღინიშნება თავბრუ, ან გულის წასვლა დაუკავშირდით ექიმს ან ექთანს
ნეიტროპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება)
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, განსაკუთრებით, პრეპარატის მიღების კვირას. ამან შეიძ₾ება გაზარდოს ინფექციის განვითარების რისკი. აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ექთანს ინფექციის ნიშნების (ცხელება, 38OC ან უფრო მაღალი, შემცივნება, ტკივილი შარდვისას, ხველა ან ნახველი ამოღება). მოერიდოთ ისეთ პირებთან ურთიერთობას, რომლებიც ავად არიან ან აქვთ ინფექცია. ინფექციის ნიშნების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სისხლის მონიტორინგი
მკურნალობამდე და მკურნალობის მსვლელობისას ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თქვენი სისხლის, და ნახოს თუ რა ზეგავლენა აქვს პრეპარატს სისხლსა თუ სისხლის ქიმიურ შემადგენლობაზე. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება დაგჭირდეთ განვითარებული მოვლენების მკურნალობა. ექიმმა შეიძლება შეამციროს ან გადადოს პრეპარატის შემდეგი დოზა, ან შეწყვიტოს კიდეც. არ გამოტოვოთ ექიმთან ვიზიტები და ანალიზების გაკეთება.
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა მისი გამოყენებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც თავის მხრივ შეიძლება გაზარდოს სისხლდენების საშიშროება. გაესაუბრეთ ექიმს ნებისმიერი წამლის ან დანამატის მიღებამდე, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ორგანიზმის უნარზე შეწყვიტოს სისხლდენა, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის-შემცველი წამლები, ვარფარინი ან ვიტამინი E. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნეთ უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენები, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, სისხლმდენი ღრძილები კბილების გამოხეხვის დროს, ან შავი კუპრისებრი განავალი.
გულისრევა და ღებინება
პრეპარატის მიღების დღეს ან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება აღინიშნებოდა გულისრევა და ღებინება. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი მოგცემთ სამკურნალო პრეპარატს გულისრევისა და ღებინების პრევენციისათვის. ექიმი სავარაუდო დაგინიშნავთ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც სახლში უნდა წაიღოთ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ის ხელმისაწვდომი იყოს. იმ შემთხვევაში გულისრევისა და ღებინების გამო არ შეგიძლიათ სითხის მიღება, დაუკავშირდით ექიმს.
მწვავე ქოლინერგული სინდრომი
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ნერვული სისტემის ნაწილზე, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმის სეკრეციებს, რაც იწვევს ქოლინერგულ სინდრომს. სიმპტომები შეიძლება იყოს ცხვირიდან გამონადენი, მომატებული ნერწყვდენა, ცრემლიანობა, მომატებული ოფლიანობა, ალები, მუცლის სპაზმები და ფაღარათი. ნებისმიერი აღნიშნული სიმპტომის გამოვლენისას, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან ექთანს, ვინაიდან ამ მოვლენების საკონტროლოდ არსებობს სხვა პრეპარატები.
ფილტვების დაავადებები
იშვიათად პაციენტებს, რომლებიც აღნიშნული პრეპარატით მკურნალობენ შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები ფილტვების მხრივ. აცნობეთ დაუყოვნებლივ ექიმს, თუ დაგეწყოთ ხველა ან გაუარესდა არსებული, სუნთქვის გაძნელება და ცხელება. ექიმს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის შეწყვეტა და აღნიშნული პრობლემების მკურნალობა.
პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ფეხებსა თუ ფილტვებში სისხლში თრომბების განვითარების რისკი, რომელმაც შეიძლება იმოგზაუროს სხულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები და თავის ტვინი. სასწრაფოდ უთხარით ექიმს, თუ შენიშნეთ ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის გაძნელება, ან შეშუპება, ტკივილი, სიწითლე ან სითბოს ხელებსა და ფეხებში.
ნაწლავების ქრონიკული ანთება და/ან ნაწლავების გაუვალობა
მუცელში ტკივილის ან ნაწლავთან გაუვალობის, განსაკუთრებით მეტეორიზმისა და მადის დაკარგვის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.
სხივური თერაპია
მენჯის ან მუცლის ღრუს რადიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ, არსებობს ძვლის ტვინის დათრგუნვის მომატებული რისკი. ირონტუს დაწყებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
თირკმლების ფუნქცია
აღინიშნება თირკმლების დისფუნქციის შემთხვევები.
გულის მხრივ დარღვევები
აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ/გაწუხებდათ გულის დაავადება ან ადრე მიღებული გაქვთ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები. ექიმი დაგაკვირდებათ და განიხილავს თქვენთან, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს რისკ ფაქტორები (მაგ. სიგარეტის მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ცხიმების მაღალი შემცველობა).
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ირონტუ იშვიათად არის დაკავშირებული სისხლის დინების დარღვევებთან (სისხლის თრომბები ფეხებისა და ფილტვების სისხლძარღვებში) და იშვიათად შეიძლება განვითარდეს პაციენტებში მრავლობითი რისკ ფაქტორით.
სხვა
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები პირის ღრუსა და ტუჩებზე, ხშირად მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, სისხლდენა ან ჭამის გაძნელებაც კი. ექიმი ან ექთან მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ამის შემცირება, როგორც მაგალითად ჭამის ან კბილების გამოხეხვის წესის შეცვლა. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ნიშნავს ტკივილის შესამსუბუქებელ წამალს.
ოპერაციის ან ნებისმიერი პროცედურის დაგეგმვის დროს, ექიმს ან სტომატოლოგს აცნობეთ, რომ ამ პრეპარატს ღებულობთ.
სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინირების შემთხვევაში, გთხოვთ დარწმუნდით, რომ გაეცანით სხვა წამლების გამოყენების ინსტრუქციას.
თუ თქვენთვის ექიმს ააქვს ნათქვამი, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
აღნიშნული პრეპარატისგამოყენებამდე, ექიმს აცნობეთ, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენ გიკავშირდებათ.
ირონტუს მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
საკვებთან ერთად მიღება ირონტუს შეწოვაზე ზეგავლენას არ ახდენს.
ორსულობა
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ჩასახვის ან ორსულობის დროს აღნიშნული პრეპარატის მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს. მკურნალობის დროს, ქალებმა და კაცებმა უნდა გამოიყონონ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებები. მნიშვნელოვანი ექიმთან გადამოწმება, თუ რომელი კონტრაცეპტული საშუალებების მიღება შეიძლება აღნიშნულ პრეპარატთან ერთად. ორსულ ქალებში, აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება რისკებს ნაყოფისათვის.
თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობა, პრეპარატის მიღებამდე მიმარტეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ძუძუთი კვება
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
კვლევები არ ჩატარებულა. აღნიშნული პრეპარატი გადადის დედის რძეში და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ბავშვზე. პრეპარატით მკურნალობის დროს, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ფერტილობა
კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნული პრეპარატი ზეგავლენას ახდენს ფერტილობაზე. გაესაუბრეთ ექიმს შესაძლო რისკების შესახებ, და განიხილეთ ვარიანტები, ფერტილობის შესანარჩუნებლად.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
შეიძლება შენიშნოთ, რომ გაქვთ თავბრუ და/ან მხედველობის პრობლემები პრეპარატის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. აღწერილი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
ირონტუ შეიცავს შაქარს (სორბიტოლი). სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზას წყაროს. თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღოთ. HFI-ს მქონე პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზას დაშლა, რამაც შეიძლება მძიმე გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს.
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის 1 დოზა შეიცავს <1 მმოლ რაც ნიშნავს, რომ არის ,,ნატრიუმის გარეშე”.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ირონტუს შეიძლება ურთიერთქმედება ჰქონდეს სხვადასხვა პრეპარატთან და დანამატთან, რომელთა მოქმედებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სისხლში თქვენი წამლის დონე. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ირებდით ან გამოიყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
კრუნჩხვების სამკურნალო პრეპარატები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოსაკონაზოლი);
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი);
ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი);
St John’s Wor (მცენარეული დიეტური დანამატი);
ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები;
აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი, და სხვა);
ტრანსპლანტანტის მოცეილების პრევენციისათვის ორგანიზმის იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი);
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი და იდელალისიბი);
K ვიტამინის ანტაგონისტები (სისხლის გამათხელებელი, როგორიცაა ვარფარინი);
ზოგადი ანესთეზიის და ქირურგიული ოპერაციის დროს, კუნთების მოსადუნებლად გამოყენებული პრეპარატები (სუქსამეთონიუმი);
5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა;
ბევაციზუმაბი (სისხლძარღვის ზრდის ინჰიბიტორი);
ცეტუქსაიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი).
ნუ დაიწყებთ ან შეწყვიტავთ ნებისმიერი პრეპარატის მიღებას, ირონტუთი მკურნალობის დროს, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფაღარათი. ეცადეთ მოერიდოთ საფაღარათე საშუალებების და განავლის გამათხელებლების გამოყენებას.
შეიძლება უფრო მეტი პრეპარატი არსებობდეს, რომლებიც ურთიერთქმედებენ ირონტუსთან. გადაამოწმეთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან სხვა პრეპარატების, მცენარეული პრეპარატებისა და დანამატების შესახებ, და შეუძლია თუ არა ალკოჰოლს აღნიშნულ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას გამოიწვიოს მძიმე დარღვევები.
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ამ ადრე ღებულობდით ნებისმიერ სხვა წამალს, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით.
- ირონტუს მიღების წესი
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ირონტუს გაიცემა მედ მუშაკის მიერ.
ირონტუს პირველი დოზის მიღებამდე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დნმ სინჯის გაკეთება.
ზოგიერთ პირში, გენეტიკურად უფრო მოსალოდნელია პრეპარატის გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარება.
ირონტუს მისაღები დოზა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თქვენი სიმაღლისა და წონის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების, და კიბოს ტიპის ან სამკურნალო მოვლენების ჩათვლით. დოზასა და სქემას განსაზღვრავს ექიმი.
დღეისათვის არსებობს მკურნალობის რამდენიმე სქემა. ჩვეული დოზა არის 3 კვირაში ერთხელ (ირონტუ მონოთერაპიაში) ან 2 კვირაში ერთხელ (ირონტუ კომბინაციაში 5 FU/FA ქიმიოთერაპიასთან). დოზა დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა მკურნალობის სქემა, სხეულის ზომა, თქვენი ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, სისხლში უჯრედების რაოდენობა, ღვიძლის მუშაობის უნარი, გქონდათ თუ არა გაკეთებული მუცლის/მენჯის ღრუს დასხივება და აღინიშნება თუ არა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ფაღარათი.
მხოლოდ ექიმს შეუძლია მკურნალობის ხანგრძლივობის შეფასება.
გამოყენების მეთოდი და ხანგრძლივობა
ირონტუს ინიექცია ხდება ვენაში ინტრავენური გზის საშუალებით (IV). ინიექცია მხოლოდ კლინიკასა და საავადმყოფოს პირობებში კეთდება. ირონტუს შეყვანა ხდება ნელა, IV ინფუზიას სჭირდება 30-90 წუთი.
გულისრევისმ ღებინების, ფაღარათის და სხვა გვერდითი მოვლენების პრევენციისათვის შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებები მოგცენ. ამ პრეპარატების მიღება უნდა განაგრძოთ ირონტუს ინიექციიდან სულ მცირე 1 დღე.
ირონტუს ინიექციის შემთხვევაში, თუ იგრძნობა წვა, ტკივილი ან შეშუპება IV ნემსის ირგვლივ, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექთანს. ვენიდან პრეპარატის გაჟონვამ შეიძლება ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. ირონტუს შეყვანის დროს ტკივილის, სიწითლის ან შეშუპების განვითარებისას, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მედ მუშაკს ამის შესახებ.
განსაკუთრებული მოსახლეობა
პედიატრიული პოპულაცია
ირონტუს გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულები (≥65 წელი)
დოზა ფრთხილად უნდა შეირჩეს, ვინაიდან ხანდაზმულთა ბიოლოგიური ფუნქციები შენელებულია. დოზას ექიმი ადგენს.
თირკმლის /ღვიძლის უკმარიაობა
ექიმი დააკორექტირებს პრეპარატის დოზას ბილირუბინის დონის მიხედვით (ღვიძლი, ძვლის ტვინი და ჰემოგლობინი ელენთაში-სანაღვლე გზებში სისხლის უჯრედების კოლაფსით გამოწვეული).
ირონტუს გამოყენება პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით რეკომენდებული არ არის, ვინაიდან პაციენტთა აღნიშნულ ჯგუფში კვლევები არ ჩატარებულა.
თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ირონტუს ეფექტი ძლიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ირონტუს ჭარბი დოზირება
იმ შემთხვევაში, თუ ირონტუს ჭარბი დოზა გაქვთ მიღებული, დაუკავშირდით ექიმს.
მოითხოვეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ჭარბი დოზის სიმპტომების შეიძლება მოიცავდეს მძიმე გვერდით მოვლენებს.
ირონტუს დოზის გამოტოვება
ირონტუს ინიექციის ვიზიტის გამოტოვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს. აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ირონტუს შეწყვეტა
ირონტუთი მკურნალობა გრძელდება სანამ ექიმის არ მოითხოვს შეწყვეტას.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ირონტუც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყოველთვის. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს მძიმე. ნებისმიერი ქვემოთ მოცემული მძიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს (იხ. პუნქტი 2).
ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ნიშნის (ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება) გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ფაღარათი (იხ. პუნქტი 2);
ადრეული ფაღარათი: ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, რასაც თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: ცხვირიდან გამონადენი, მომატებული ნერწყვდენა, ცრემლიანობა, ოფლიანობა, ალები, მუცლის სპაზმები. (აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს წამლის შეყვანისას. ასეთ შემტხვევაში სასწრაფოდ შეატყობინეთ მედ მუშაკი. შეიძლება პრეპარატის მიღება, რომელიც შეწყვიტავს ან შეამცირებს აღნიშნულ ადრეულ გვერდით მოვლენებს).
მოგვიანებითი ფაღარათი: განვითარებული აღნიშნული პრეპარატის გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ. ფაღარათით გამოწვეული დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტების დისბალანსის გამო, მნიშვნელოვანია მედ მუშაკთან მჭიდრო კავშირი მონიტორინგის, მედიკაციის და კვების მოდიფიკაციის რჩევების მისაღებად.
ნებისმიერი ქვემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს. თუ საავადმყოფოში არ იმყოფებითმ სასწრაფო წესით უნდა წახვიდეთ.
ალერგიული რეაქციები. თუ აღინიშნება ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, გამონაყარუ ან ქავილი (განსაკუთრებით მთელი ორგანიზმის დაზიანებით) სასწრაფოდ დაუაკვშირდით ექიმს ან ექთანს.
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ინიექციიდან რამდენიმე წუთში: კანზე გამონაყარი, წითელი ქავილიანი კანის, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩებისა და ხახის შეშუპების ჩათვლით (რამაც შეიძლება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს), და გულის წასვლის შეგძნება.
ძალიან ხშირი (>1/10 პაციენტში):
სისხლის დარღვევები: ნეიტროპენია (სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ანემია
დაყოვნებული ფაღარათი
გულისრევა და ღებინება
თმების ცვენა (მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა ისევ იზრდება)
კომბინაციურ თერაპიაში, ღვიძლის ფერმენტებისა და ბილირუბინის დონის ტრანზიტორული მომატება.
ხშირი (< 1/10 პაციენტში):
მწვავე ქოლინერგული სინდრომი: ძირითადი სიმპტომები არის ადრეული ფაღარათი და სხვა სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი; წითელი, წყლულებიანი, ქავილიანი და წყლიანი თვალები (კონიუქტივიტი); ცხვირიდან გამონადენი (რინიტი); დაბალი არტერიული წნევა; სისხლძარღვების გაფართოება; ოფლიანობა, შემცივნება; ზოგადი დისკომფორტი, თავბრუ; მხედველობის დარღვევა, პატარა გუგენი; ცრემლიანობა და მომატებული ნერწყვდენა, რომელიც ვითარდება ირონტუს ინფუზიიდან პირველი 24 საათის განმავლობაში;
ცხელება, ინფექციები (სეფსისის ჩათვლით);
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებული ცხელება;
დეჰიდრატაცია, ფაღარათითა და/ან ღებინებით გამოწვეული;
შეკრულობა;
სისუსტე;
ღვიძლის ფერმენტებისა და სისხლში კრეატინინის დონეების მომატება.
არახშირი (< 1/100)
ალერგიული რეაქციები, ხიხინის, სუნთქვის გაძნელების, შეშუპების, გამონაყარის ან ქავილის (განსაკუთრებით მთელი სხეულის ჩათრევისას) დაუყოვნებლივ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ექთანს.
კანის მსუბუქი რეაქციები; მსუბუაქი მოვლენები ინფუზიის ადგილზე
სუნთქვის გაძნელება
ფილტვების დაავადება (ფილტვების ინტერსტიციული დაავადება)
ნაწლავების ობსტრუქცია
მუცლის ტკივილი და ანთება, რომელიც იწვევს ფაღარათს (ფსევდომემბრანული კოლიტი)
თირკმლის უკმარისობის, დაბალი არტერიული წნევის ან კარდიო-ცირკულატორული უკმარისობის არახშირი შემთხვევები აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ფაღარათთან და/ან ღებინებასთან ან სეფსისთან დაკავშირებული დეჰიდრატაცის ეპიზოდები.
იშვიათი (< 1/1,000)
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ინიექციიდან რამდენიმე წუთში: კანზე გამონაყარი წითელი ქავილიანი კანის ჩათვლით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება) და გულის წასვლის შეგრძნება. აღწერილი მოვლენების განვითარების შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს;
ადრეული ეფექტები, როგორიცაა კუნთების შეკუმშვა ან სპაზმები ან გაბუჟება (პარესთეზია);
გასტროინტესტინალური სისხლდენები და მსხვილი ნაწლავის ანთება ჭია ნაწლავის ჩათვლით;
ნაწლავების პერფორაცია; უმადობა, მუცლის ტკივილი, ლორწოვანი გარსების ანთება
პანკრეასის ანთება;
შეყვანის დროს და შეყვანის შემდეგ არტერიული წნევის მომატება;
სისხლში კალიუმისა და ნატრიუმის დონის მომატება, ძირითადად ფაღარათთან და ღებინებასთან დაკავშირებული.
ძალიან იშვიათი (< 1/10,000)
მეტყველების ტრანზიტორული დარღვევები
ზოგიერთი საჭმლის მომნელებელი ფერმენტის (რომლებიც შაქარს და ცხიმებს შლიან) დონის მომატება.
ირონტუს მიღებისას კომბინაციაში ცეტუქსიმაბთან, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება აღნიშნულ კომბინაციასთან იყოს დაკავშირებული. ზოგიერთი ასეთი გვერდითი მოვლენა შეიძლება მოიცავდეს აკნეს მსგავს გამონაყარს. აქედან გამომდინარე, დარწმუნდით, რომ გაეცანით ცეტუქსიმაბის გამოყენების ინსტრუქციას.
ირონტუს გამოყენებისას კომბინაციაში კაპეციტაბინთან, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება აღნიშნულ კომბინაციასთან იყოს დაკავშირებული. ზოგიერთი ასეთი გვერდითი მოვლენა შეიძლება მოიცავდეს ძალიან ხშირი თრომბებს, ხშირ ალერგიულ რეაქციებს, გულის შეტევას და ცხელებას პაციენტებში სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი შემცველობით. აქედან გამომდინარე, დარწმუნდით, რომ გაეცანით კაპეციტაბინის გამოყენების ინსტრუქციას.
ირონტუს გამოყენებისას კომბინაციაში კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება აღნიშნულ კომბინაციასთან იყოს დაკავშირებული. ზოგიერთი ასეთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის თრომბები, მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევა.
აქედან გამომდინარე, დარწმუნდით, რომ გაეცანით კაპეციტაბინისა და ბევაციზუმაბის გამოყენების ინსტრუქციებს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში.
- ირონტუს შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაყინვა არ შეიძლება.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების.
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, პირველად შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ დაცულ ადგილას.
განზავებამდე: 36 თვე (40 მგ 2 მლ-იანი შეფუთვით)
განზავების შემდეგ: განზავებული ხსნარი ინახება 20C-დან 80C-მდე ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში მაცივარში. განზავების შემდეგ ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე აღნიშნული ვარგისიანობის EXP ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი ნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.
ყველა მასალა, რომელიც გამოყენებული იყო მომზადებისა და შეყვანის დროს, ან რომელიც შეიძლება კონტაქტსში ყოფილიყო ირონტუსთან, უნდა განადგურდეს ლოკალური ციტოტოქსიური გაიდლაინების მიხედვით.
არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის განადგურება. აღნიშნული ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ირონტუ 40 მგ/2 მლ საინფუზიო IV ხსნარი
აქტიური ნივთიერება არის ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატი.
კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 20 მგ ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატს რაც 17.33 მგ ირინოტეკანის ექვივალენტურია
ერთი 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 40 მგ ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატი.
სხვა ინგრედიენტები არის სორბიტოლი (E420), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორმჟავა და საინიექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ირონტუ 40 მგ/2 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი და შედის შეფუთვაში:
ირონტუ 40 მგ/2 მლ საინფუზიო ინტრავენური ხსნარი არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის, 1 ტიპის ქარვისფერი შუშის ფლაკონი დახურული ნაცრისფერი ქლორობუტილ რეზინის საცობით და ალუმინის მოსახევი წითელ პლომბიანი ფლაკონები 2 მლ ხსნარით.
შეფუთვის ზომა: 2 მლ
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş
Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2,
Çayırova/Kocaeli/თურქეთი
ტელეფონი: 0850 250 66 56
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş
OSB2 1700 Sk. No: 1703
Çayırova/Kocaeli/თურქეთი
არსებული ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი .../.../...
ირონტუ 40 მგ/2 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
შემდეგი ინფრომაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო და ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:
გამოყენების ინსტრუქცია ციტოტოქსიური
ირონტუს მოხმარეა
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, სიფრთხილე არის აუცილებელი ირონტუს მოხმარებისას. განზავება უნდა მოხდეს ასპეტიკური პირობების დაცვით გამოცდილი სპეციალისტის მიერ სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე. კანთან და ლორწოვან გარსებთან მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით დაცული უნდა იყოს უსაფრთხოები ზომები.
ირონტუს მომზადების ინსტრუქციები
გამოიყენება დამცავი ნიღაბი, დამცავი ხელთათმანები, ისევე როგორც დამცავი ხალათი. დამცავი ნიღაბის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება პირის ნიღაბი და დამცავი სათვალეები.
ღია კონტეინერები, როგორიცაა საინიექციო ფლაკონები და საინფუზიო ბოთლები, და გამოყენებული კანულები, შპრიცები, კათეტერები, მილები და ნარჩენი ციტოსტატიკები განიხილება, როგორც საშიში ნარჩენი პროდუქტები და განიცდის ლიკვიდაცია მავნე ნარჩენების მართვის ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.
გაჟონვის შემთხვევაში დაიცავით შემდეგი ინსტრუქციები:
აუცილებელია დამცავი ტანისამოსის ტარება
გატეხილი შუშა უნდა შეგროვდეს და მოთავსდეს მავნე ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში
დაბინძურებული ზედაპირი უნდა გადაირეცხოს დიდი რაოდენობის ცივი წყლით
გადარეცხილი ზედაპირების უნდა კარგად მოიწმიდოს და მოსაწმენდად გამოყენებული მასალა უნდა განადგურდეს, როგორც მავნე ნარჩენები
კანთან კონტაქტის შემთხვევაში, კანის მიდამო უნდა მოიბანოს დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით და შემდეგ უნდა დაიბანოს საპნიანი წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაშუ, დაიბანეთ წყლით კონტაქტში მყოფი ადგილი. რაიმე დისკომფორტის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს.
თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში კარგად გამოირეცხეთ წყლით. დაიყოვნებლივ დაუკავშირდით ოფთალმოლოგს.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
ირონტუ განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ინფუზიისათვის, შეყვანაბმდე რეკომენდებულ გამხსნელებთან (0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარი ან 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი) განზავების შემდეგ. კალიბრაციული შპრიცის დახმარებით ფლაკონიდან ამოიღეთ ირონტუს საჭირო რაოდენობა ასეპტიკური წესის დაცვით და 250 მლ შეიყვანეთ საინფუზიო პარკსა თუ ბოთლში. საინფუზიო ხსნარის მორევა უნდა მოხდეს ხელით დატრიალებით.
პროდუქტის განზავება და გამოყენება გახსნისთანავე უნდა მოხდეს.
ირონტუ ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია საინფუზიო ხსნარებთან (0,9% w/v ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი და 5% w/v გლუკოზის ხსნარი) 48 საათის განმავლობაში 20C-დან 80C-მდე ტემპერატურის პირობებში შენახვისას და 24 საათი 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცვის პირობებში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარის გამოყენება მაშინვე უნდა მოხდეს. თუ ასე არ მოხდა, შენახვის ვადები და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ აღემატება 24 საათს 20C-დან 80C-მდე ტემპერატურის პირობებში, გარდა შემთხვევებისა, როდესაც განზავება მიმდინარეობს კონტროლირებულ და მართებულ ასეპტიკურ პირობებში.
ფლაკონში ან განზავების შემდეგ რაიმე ნალექის შემჩნევის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური საშუალებებისათვის დაწესებული სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
ირონტუს შეყვანა ინტრავენური ბოლუსური ან ინტრავენური ინფუზიის სახით არ უნდა მოხდეს 30 წუთზე ნაკლები და 90 წუთზე მეტი დროის განმავლობაში.
განადგურება
ყველა საგანი, რომელიც გამოყენებულ იქნა მომზადების, შეყვანის დროს ან კონტაქტში იყო ირონტუსთან, უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური ნივთიერებების მართვის ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.