პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ირინოტეკანი ცელ ფარმი

Irinotecan cell pharm®

რეცეპტით20მგ/მლინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ირინოტეკანი ცელ ფარმი მიეკუთვნება ე.წ ციტოსტატური მედიკამენტების ჯგუფს (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს). ირინოტეკანი ცელ ფარმი გამოიყენება კოლორექტალური გავრცობილი კიბოს სამკურნალოდ მოზრდილებში, სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ირინოტეკანი (irinotecan)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/მლ (300მგ/15მლ) 15მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
STADAPHARM GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1 -ის (TOP1) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-023737
რეგისტრირებულია
2 ნოემბერი 2017, მოქმედებს 2 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაირინოტეკანი ცელ ფარმი და სხვა წამალი ერთად

ირინოტეკანი ცელ ფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ირინოტეკანი ცელ ფარმი მიეკუთვნება ე.წ ციტოსტატური მედიკამენტების ჯგუფს (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს).

ირინოტეკანი ცელ ფარმი გამოიყენება კოლორექტალური გავრცობილი კიბოს სამკურნალოდ მოზრდილებში, სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პაციენტის მდგომარეობის შესახებ საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისათვის.

ირინოტეკანი ცელ ფარმი შეყვანილ უნდა იქნას ინფუზიის გზით ინტრავენურად 30-დან 90 წუთის განმავლობაში.

ირინოტეკანი ცელ ფარმის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სიმაღლეზე, წონასა და ზოგად სამედიცინო მდგომარეობაზე. დოზირება დამოკიდებულია ასევე სხვა ანტისიმსივნურ მკურნალობაზე, რომელსაც იტარებს პაციენტი.

ექიმის მიერ გამოითვლება პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობი კვადრატულ მეტრებში (მ2) მისი სიმაღლისა და წონის მიხედვით.

თუ პაციენტს მანამდე ჩატარებული აქვს მკურნალობა 5-ფლუოროურაცილით, მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მხოლოდ ირინოტეკანი ცელ ფარმით, საწყისი დოზით 350 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში;

თუ პაციენტს მანამდე არ აქვს ჩატარებული სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მკურნალობა, ირინოტეკანი ცელ ფარმის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 180 მგ/მ2 ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ამას შესაძლოა დაემატოს ფოლიუმის მჟავა და 5-ფლუოროურაცილი.

თუ პაციენტი ირინოტეკან ცელ ფარმს იღებს ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, არ შეიძლება ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღება ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან ერთი საათზე ადრე. საჭიროა ექიმის მითითებების დაცვა მკურნალობის შესახებ.

შესაძლებელია მედიკამენტის დოზა ექიმის მიერ შეიცვალოს პაციენტის მდგომარეობისა და ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესაბამისად.

ირინოტეკანი ცელ ფარმის დოზის გადაჭარბებისას

ირინოტეკანი ცელ ფარმის დოზის გადაჭარბებისას განვითარებულ გვერდით მოვლენებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო მძიმე ხასიათი. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღებულ ზომები დეჰიდრატაციის პრევენციისათვის, რომლის გამომწვევიც არის ფაღარათი და ინფექციური გართულებების სამკურნალოდ. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მან მიიღო ირინოტეკანი ცელ ფარმის დასაშვებზე მეტი დოზა.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის 3H2O ან ირინოტეკანი ცელ ფარმის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი სხვა ნაწლავური დაავადება ან აღენიშნებოდა ნაწლავების ობსტრუქცია;

ძუძუთი კვების დროს;

თუ სისხლში მომატებულია ბილირუბინის დონე (ბილირუბინის დონე მომატებულია ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად);

სისხლის უჯრედების წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში (ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დარღვევა);

თუ პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია (შეფასებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით);

თუ პაციენტი იღებს ბუნებრივ პრეპარატს კრაზანას (Hypericum perforatum).

ცეტუქსიმაბის ან ბევაციზუმაბის, რომლებთანაც კომბინაციაშიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ირინოტეკანი ცელ ფარმი, მიმართ სხვა დამატებითი უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა აღნიშნული მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ირინოტეკანი ცელ ფარმის გამოყენებისას

აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილთათვის.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ მედიკამენტი დანიშნულია ბავშვისთვის.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო ასევე ხანდაზმულ პაციენტებში მისი გამოყენებისას.

რადგან ირინოტეკანი ცელ ფარმი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, მისი მიღება უნდა მოხდეს სპეციალიზირებულ განყოფილებაში და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. განყოფილების პერსონალი პაციენტს განუმარტავს, თუ რას უნდა მიაქციოს პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ. შესაძლოა აღნიშნული ინსტრუქცია დაეხმაროს პაციენტს ამ ინფორმაციის დამახსოვრებაში.

ირინოტეკანი ცელ ფარმის ცეტუქსიმაბთან ან ბევაციზუმაბთან კომბინაციაში გამოყენებისას, პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნამდვილად წაკითხული აქვს ინსტრუქცია ამ სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შესახებ.

ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებისას (30-90 წუთის განმავლობაში) და მიღებიდან 24 საათის შემდეგ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

დიარეა

ოფლიანობა

მუცლის ტკივილი

მხედველობის დარღვევები

გაძლიერებული ნერწყვდენა.

აღნიშნული სიმპტომები წარმოადგენს “მწვავე ქოლინერგულ სინდრომს”, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია (ატროპინით). ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებიდან მომდევნო დღეს მკურნალობის შემდეგი კურსის დაწყებამდე პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს სხვადასხვა სიმპტომი, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული ხასიათის და მოითხოვდეს დაუყოვნებლივ მკურნალობას და მკაცრ მეთვალყურეობას. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს:

დიარეა

თუ დიარეა იწყება ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებიდან 24 საათზე მეტი დროის შემდეგ (დაყოვნებული დიარეა), შესაძლოა ის იყოს მძიმე ხასიათის. ხშირად ის ვითარდება მიღებიდან 5 დღის განმავლობაში. ფაღარათის მკურნალობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა. პირველივე თხიერი განავლის შემდეგ საჭიროა დაუყოვნებლივ შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:

პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული დიარეის საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალება, ზუსტად დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის შეცვლა. რეკომენდებული ანტიდიარეული მკურნალობაა: ლოპერამიდი (4 მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2 მგ ყოველ 2 საათში, ასევე ღამითაც). მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ბოლო თხიერი განავლიდან სულ მცირე 12 საათის განმავლობაში. ლოპერამიდის რეკომედებული დოზის მიღება არ უნდა გაგრძელდეს 48 საათზე მეტ ხანს;

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით წყლისა და სარეჰიდრატაციო სითხეების მიღება (მაგ. წყალი, მინერალური წყალი, ბულიონი ან პერორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები);

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება, რომელიც უშუალოდ მეთვალყურეობს მკურნალობას და ეცნობოს დიარეის შესახებ. თუ პაციენტი ვერ უკავშირდება ექიმს, საჭიროა ჰოსპიტალში მიმართვა, სადაც ხდება ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი გაფრთხილება დიარეის განვითარების შესახებ.

ჰოსპიტალიზაცია დიარეის დროს ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

თუ დიარეას თან ახლავს ცხელება (38oC-ზე მეტი);

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე დიარეა (და პირღებინება) სითხის დიდი რაოდენობით დანაკარგით, რომელიც საჭიროებს ინტრავენულ ჰიდრატაციას;

თუ პაციენტს ფაღარათი ისევ აღენიშნება დიარეის მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ.

შენიშვნა! დაუშვებელია, ექიმის მიერ დანიშნული და ზემოთ მითითებული სითხეების გარდა, დიარეის სამკურნალოდ სხვა საშუალებების გამოყენება. საჭიროა ექიმის მითითებების დაცვა. პრევენციის მიზნით არ უნდა დაიწყოს ანტიდიარეული მკურნალობა, მაშინაც კი, თუ წინა ციკლის დროს პაციენტს აღენიშნა “დაყოვნებული დიარეა”.

ცხელება

თუ სხეულის ტემპერატურა მატულობს 38oC-ზე მეტად, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ინფექციის ნიშანს, განსაკუთრებით, თუ მას თან ახლავს დიარეა. თუ პაციენტს აღენიშნა ცხელება (38oC-ზე მეტად), საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა, რათა ჩატარდეს საჭირო მკურნალობა.

გულისრევა და ღებინება

თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევა და/ან ღებინება, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა.

ნეიტროპენია

ირინოტეკანი ცელ ფარმმა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას ეწოდება ნეიტროპენია. ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის დროს და არის შექცევადი ხასიათის. საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი ექიმის მიერ. ნეიტროპენია სერიოზულ გართულებას წარმოადგენს და უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ მკურნალობა და სიფრთხილით მონიტორინგი.

სუნთქვის გაძნელება

სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი მკურნალობის ციკლის წინ საჭიროა ღვიძლის ფუნქციის შემოწმება (სისხლის ანალიზების საშუალებით).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან არ არის მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში, თირკმლის ნებისმიერი დაავადების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

თუ პაციენტს ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ აღენიშნება ზემოთ აღნიშნული ერთი ან რამდენიმე სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში, სადაც ირინოტეკანით მკურნალობა ხდება, მიმართვა.

გულის დაავადებები

საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი, თუ მას აღენიშნება გულის დაავადება ან მისი არსებობის რისკ-ფაქტორები.

ინფექციები

არ შეიძლება ვაქცინაცია ირინოტეკანით მკურნალობის დროს.

ირინოტეკანი ცელ ფარმი და სხვა მედიკამენტები

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს სხვა ნებისმიერი პრეპარატი, ურეცპტოდ გასაცემი და მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ირინოტეკანი ცელ ფარმის მოქმედებაზე:

კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

მცენარეული პრეპარატი კრაზანა (Hypericum perforatum) არ უნდა იქნას გამოყენებული ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის დროს და მკურნალობის ციკლთა შორის პერიოდში, ვინაიდან შესაძლოა დააქვეითოს ირინოტეკანი ცელ ფარმის ეფექტი;

ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)

თუ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ პრეპარატს, რადგან მან შესაძლოა გავლენა იქონიოს ოპერაციის დროს გამოყენებულ მედიკამენტებზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის დროს ირინოტეკანი ცელ ფარმი ინიშნება მხოლოდ აუცილებელი ჩვენების შემთხვევაში. მკურნალი ექიმის მიერ შეფასებულ უნდა იქნას ნაყოფზე შესაძლო რისკისა და მკურნალობის სარგებლის თანაფარდობა.

თუ პაციენტი ან მისი პარტნიორი მკურნალობს ირინოტეკანი ცელ ფარმით, საჭიროა საიმედო კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენება მკურნალობის განმავლობაში და მისი დამთავრებიდან სულ მცირე სამი თვის მანძილზე.

დაუშვებელია ძუძუთი კვება ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ შემთხვევაში ირინოტეკანი ცელ ფარმმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები. ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ, რომელსაც შეიცავს ირინოტეკანი ცელ ფარმი

მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებამდე, თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მგსავსად, ირინოტეკანი ცელ ფარმიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მკურნალმა ექიმმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს მკურნალობის შესაძლო რისკები და სარგებელი.

გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას, ესენია:

დიარეა

ნეიტროფილური გრანულოციტების რიცხვის შემცირება, ლეიკოციტების ტიპი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში

ცხელება

გულისრევა და ღებინება

სუნთქვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქციის შესაძლო სიმპტომი).

რომელიმე ზემოთ ჩამოვლილი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პარაგრაფში “განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებისას” მოცემული ინსტრუქციების შესრულება.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)

სისხლის წარმოქმნის დარღვევები, მათ შორის ნეიტროფილური გრანულოციტების - ლეიკოციტების გარკვეული ტიპი - რიცხვის პათოლოგიური შემცირება (ნეიტროპენია) და სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება (ანემია);

კომბინირებული მკურნალობის დროს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვის შემცირება), რომელიც იწვევს სისხლჩაქცევებს, სისხლდენას და პათოლოგიურ სისხლდენას;

დაყოვნებული მძიმე დიარეა;

ცხელება (მონოთერაპიის დროს);

ინფექციები (მონოთერაპიის დროს);

ძლიერი გულისრევა და ღებინება (მონოთერაპიის დროს);

თმის ცვენა (თმა კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ);

კომბინირებული მკურნალობის დროს: შრატში ღვიძლის ფერმენტების (როგორიცაა ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) ან ბილირუბინის დონის გარდამავალი და მსუბუქიდან საშუალო ხარისხის მომატება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 100-დან 1-10 პაციენტს)

მძიმე, გარდამავალი, მწვავე ქოლინერგული სინდრომი, რომელიც ვითარდება ირინოტეკანი ცელ ფარმის ინფუზიის დროს ან დამთავრებიდან 24 საათში: მთავარი სიმპტომებია ადრეული დიარეა და სხვადასხვა სიმპტომი, როგორიცაა მუცლის ტკივილი, თვალების სიწითლე, ქავილი (კონიუნქტივიტი), რინორეა (რინიტი), დაბალი არტერიული წნევა, კანის სიწითლე სისხლძარღვების გაფართოების გამო (ვაზოდილატაცია), ოფლიანობა, შემცივნება, ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება და გულისრევა, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევები, გუგების Dშევიწროება, ცრემლდენა და გაძლიერებული ნერწყვდენა;

მონოთერაპიის დროს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვის შემცირება), რაც იწვევს სისხლჩაქცევებს, სისხლდენას და პათოლოგიურ სისხლდენას;

ცხელება (კომბინირებული მკურნალობის დროს);

ინფექციები (კომბინირებული მკურნალობის დროს);

ინფექციები დაკავშირებული ლეიკოციტების რიცხვის ძლიერ დაქვითებასთან (ნეიტროპენია), 3 შემთხვევაში გამოიწვია სიკვდილი;

ძლიერი გულისრევა და ღებინება (კომბინირებული მკურნალობის დროს);

ცხელება, დაკავშირებული ლეიკოციტების რიცხვის ძლიერ შემცირებასთან (ფებრილური ნეიტროპენია);

სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და/ან ღებინებასთან;

შეკრულობა;

სისუსტე (ასთენია);

კრეატინინის დონის გარდამავალი და მსუბუქიდან საშუალო ხარისხამდე მომატება სისხლში;

მონოთერაპიის დროს: ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (როგორიცაა ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) ან ბილირუბინის დონის გარდამავალი და მსუბუქიდან საშუალო ხარისხამდე მომატება შრატში;

კომბინირებული მკურნალობის დროს: ბილირუბინის მაჩვენებლის გარდამავალი (ხარისხი 3) მომატება შრატში.

არახშირი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 1.000-დან 1-10 პაციენტს)

მსუბუქი ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, მათ შორის კანის სიწითლე, ქავილი, ურტიკარია, კონიუნქტივიტი, რინიტი;

კანის მსუბუქი რეაქციები;

ინფუზიის ადგილას მსუბუქი რეაქციები;

ფილტვის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქოშინით, მშრალი ხველითა და ხიხინით (ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება); ადრეული სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება;

ნაწლავების ნაწილობრივი ან სრული ბლოკადა (ობსტრუქცია, გაუვალობა), კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა;

ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და/ან დიარეას (ე.წ. ფსევდომემბრანოზული კოლიტი);

თირკმლის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ დეჰიდრატაცია დიარეის და/ან ღებინების გამო ან რომელთაც, განუვითარდათ სეფსისი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 10.000-დან 1-10 პაციენტს)

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია), მათ შორის ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;

კუნთების კონტრაქტურა ან სპაზმები და დაბუჟება (პარესთეზია);

მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს მუცლის ტკივილს (კოლიტი, მათ შორის ტიფლიტი, იშემიური და წყლულოვანი კოლიტი);

ნაწლავის პერფორაცია, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, ლორწოვანი გარსების ანთება;

პანკრეასის სიმპტომური ან ასიმპტომური ანთება (უმეტესად მუცლის ტკივილი);

არტერიული წნევის მატება ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღების დროს და შემდგომ პერიოდში;

კალიუმისა და ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში, უმეტესად დაკავშირებულია დიარეასთან და ღებინებასთან.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს ან სიხშირე უცნობია)

მეტყველების გარდამავალი დარღვევები;

საჭმლის მომნელებელი ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება, რომელიც შლის შაქარს (ამილაზა) და ცხიმებს (ლიპაზა);

თრომბოციტების დონის დაქვეითების ერთი შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო თრომბოციტების მიმართ ანტისხეულების წარმოქმნით.

თუ პაციენტი ირინოტეკან ცელ ფარმს იღებს ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მედიკამენტების ამ კომბინაციასთან. ასეთი გვერდითი მოვლენებია აკნეს მსგავსი გამონაყარი. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გაეცნოს ცეტუქსიმაბის გამოყენების ინსტრუქციას.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტი, ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი, კურტ-გეორგ კისინგერ-ალლეე 3, D-53175 ბონი,

ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გაყინვა.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ეტიკეტზე “EXP” ნიშნის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია ირინოტეკანი ცელ ფარმის გამოყენება, თუ ხსნარი შემღვრეულია, შეიცავს ნაწილაკებს ან კონტეინერი დაზიანებულია.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

ირინოტეკანი ცელ ფარმი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 3H2O.

1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს 3H2O, რომელიც 17,33 მგ ირინოტეკანის ექვივალენტურია.

ერთი 2 მლ ფლაკონი ირინოტეკანი ცელ ფარმი შეიცავს 40 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს 3H2O.

ერთი 5 მლ ფლაკონი ირინოტეკანი ცელ ფარმი შეიცავს 100 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს 3H2O.

ერთი 15 მლ ფლაკონი ირინოტეკანი ცელ ფარმი შეიცავს 300 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს 3H2O.

დამხმარე ნივთიერებებია:

რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი (Ph.Eur.), საინექციო წყალი.

ირინოტეკანი ცელ ფარმის ფორმა და შეფუთვა:

მკრთალი ყვითელი ფერის, გამჭვირვალე ხსნარი 3.5 pH მაჩვენებლითა და ოსმოლარობით 305 მოსმოლ/კგ.

ირინოტეკანი ცელ ფარმი შეფუთვაში წარმოდგენილია 2 მლ, 5 მლ ან 15 მლ ხსნარით 1 ყავისფერ მინის ფლაკონში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

cell pharm GmbH, Theodor-Heuss-Str.52, 61118 Bad Vilbel, Germany

Phone: +49 6101 3042-0

Fax: +49 6101 3042-11

ცელ ფარმი გმბჰ, თეოდორ-ჰოის-შთრასე 52, 61118 ბად ფილბელი, გერმანია

ტელ.: +49 6101 3042-0

ფაქსი: +49 6101 3042-11

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ირინოტეკანი ცელ ფარმი

20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

მოზრდილთათვის

აქტიური ნივთიერება: ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 3H2O

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ირინოტეკანი ცელ ფარმი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებამდე

ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ირინოტეკანი ცელ ფარმის შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ირინოტეკანი ცელ ფარმი და მისი გამოყენება

ირინოტეკანი ცელ ფარმი მიეკუთვნება ე.წ ციტოსტატური მედიკამენტების ჯგუფს (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს).

ირინოტეკანი ცელ ფარმი გამოიყენება კოლორექტალური გავრცობილი კიბოს სამკურნალოდ მოზრდილებში, სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პაციენტის მდგომარეობის შესახებ საჭიროა ექიმთან მიმართვა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებამდე?

დაუშვებელია ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღება:

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის 3H2O ან ირინოტეკანი ცელ ფარმის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი სხვა ნაწლავური დაავადება ან აღენიშნებოდა ნაწლავების ობსტრუქცია;

ძუძუთი კვების დროს;

თუ სისხლში მომატებულია ბილირუბინის დონე (ბილირუბინის დონე მომატებულია ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად);

სისხლის უჯრედების წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში (ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დარღვევა);

თუ პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია (შეფასებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით);

თუ პაციენტი იღებს ბუნებრივ პრეპარატს კრაზანას (Hypericum perforatum).

ცეტუქსიმაბის ან ბევაციზუმაბის, რომლებთანაც კომბინაციაშიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ირინოტეკანი ცელ ფარმი, მიმართ სხვა დამატებითი უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა აღნიშნული მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ირინოტეკანი ცელ ფარმის გამოყენებისას

აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილთათვის.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ მედიკამენტი დანიშნულია ბავშვისთვის.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო ასევე ხანდაზმულ პაციენტებში მისი გამოყენებისას.

რადგან ირინოტეკანი ცელ ფარმი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, მისი მიღება უნდა მოხდეს სპეციალიზირებულ განყოფილებაში და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. განყოფილების პერსონალი პაციენტს განუმარტავს, თუ რას უნდა მიაქციოს პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ. შესაძლოა აღნიშნული ინსტრუქცია დაეხმაროს პაციენტს ამ ინფორმაციის დამახსოვრებაში.

ირინოტეკანი ცელ ფარმის ცეტუქსიმაბთან ან ბევაციზუმაბთან კომბინაციაში გამოყენებისას, პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნამდვილად წაკითხული აქვს ინსტრუქცია ამ სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შესახებ.

ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებისას (30-90 წუთის განმავლობაში) და მიღებიდან 24 საათის შემდეგ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

დიარეა

ოფლიანობა

მუცლის ტკივილი

მხედველობის დარღვევები

გაძლიერებული ნერწყვდენა.

აღნიშნული სიმპტომები წარმოადგენს “მწვავე ქოლინერგულ სინდრომს”, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია (ატროპინით). ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებიდან მომდევნო დღეს მკურნალობის შემდეგი კურსის დაწყებამდე პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს სხვადასხვა სიმპტომი, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული ხასიათის და მოითხოვდეს დაუყოვნებლივ მკურნალობას და მკაცრ მეთვალყურეობას. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს:

დიარეა

თუ დიარეა იწყება ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებიდან 24 საათზე მეტი დროის შემდეგ (დაყოვნებული დიარეა), შესაძლოა ის იყოს მძიმე ხასიათის. ხშირად ის ვითარდება მიღებიდან 5 დღის განმავლობაში. ფაღარათის მკურნალობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა. პირველივე თხიერი განავლის შემდეგ საჭიროა დაუყოვნებლივ შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:

პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული დიარეის საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალება, ზუსტად დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის შეცვლა. რეკომენდებული ანტიდიარეული მკურნალობაა: ლოპერამიდი (4 მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2 მგ ყოველ 2 საათში, ასევე ღამითაც). მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ბოლო თხიერი განავლიდან სულ მცირე 12 საათის განმავლობაში. ლოპერამიდის რეკომედებული დოზის მიღება არ უნდა გაგრძელდეს 48 საათზე მეტ ხანს;

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით წყლისა და სარეჰიდრატაციო სითხეების მიღება (მაგ. წყალი, მინერალური წყალი, ბულიონი ან პერორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები);

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება, რომელიც უშუალოდ მეთვალყურეობს მკურნალობას და ეცნობოს დიარეის შესახებ. თუ პაციენტი ვერ უკავშირდება ექიმს, საჭიროა ჰოსპიტალში მიმართვა, სადაც ხდება ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი გაფრთხილება დიარეის განვითარების შესახებ.

ჰოსპიტალიზაცია დიარეის დროს ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

თუ დიარეას თან ახლავს ცხელება (38oC-ზე მეტი);

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე დიარეა (და პირღებინება) სითხის დიდი რაოდენობით დანაკარგით, რომელიც საჭიროებს ინტრავენულ ჰიდრატაციას;

თუ პაციენტს ფაღარათი ისევ აღენიშნება დიარეის მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ.

შენიშვნა! დაუშვებელია, ექიმის მიერ დანიშნული და ზემოთ მითითებული სითხეების გარდა, დიარეის სამკურნალოდ სხვა საშუალებების გამოყენება. საჭიროა ექიმის მითითებების დაცვა. პრევენციის მიზნით არ უნდა დაიწყოს ანტიდიარეული მკურნალობა, მაშინაც კი, თუ წინა ციკლის დროს პაციენტს აღენიშნა “დაყოვნებული დიარეა”.

ცხელება

თუ სხეულის ტემპერატურა მატულობს 38oC-ზე მეტად, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ინფექციის ნიშანს, განსაკუთრებით, თუ მას თან ახლავს დიარეა. თუ პაციენტს აღენიშნა ცხელება (38oC-ზე მეტად), საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა, რათა ჩატარდეს საჭირო მკურნალობა.

გულისრევა და ღებინება

თუ პაციენტს აღენიშნება გულისრევა და/ან ღებინება, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა.

ნეიტროპენია

ირინოტეკანი ცელ ფარმმა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას ეწოდება ნეიტროპენია. ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის დროს და არის შექცევადი ხასიათის. საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი ექიმის მიერ. ნეიტროპენია სერიოზულ გართულებას წარმოადგენს და უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ მკურნალობა და სიფრთხილით მონიტორინგი.

სუნთქვის გაძნელება

სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი მკურნალობის ციკლის წინ საჭიროა ღვიძლის ფუნქციის შემოწმება (სისხლის ანალიზების საშუალებით).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან არ არის მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში, თირკმლის ნებისმიერი დაავადების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

თუ პაციენტს ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ აღენიშნება ზემოთ აღნიშნული ერთი ან რამდენიმე სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში, სადაც ირინოტეკანით მკურნალობა ხდება, მიმართვა.

გულის დაავადებები

საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი, თუ მას აღენიშნება გულის დაავადება ან მისი არსებობის რისკ-ფაქტორები.

ინფექციები

არ შეიძლება ვაქცინაცია ირინოტეკანით მკურნალობის დროს.

ირინოტეკანი ცელ ფარმი და სხვა მედიკამენტები

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს სხვა ნებისმიერი პრეპარატი, ურეცპტოდ გასაცემი და მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ირინოტეკანი ცელ ფარმის მოქმედებაზე:

კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

მცენარეული პრეპარატი კრაზანა (Hypericum perforatum) არ უნდა იქნას გამოყენებული ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის დროს და მკურნალობის ციკლთა შორის პერიოდში, ვინაიდან შესაძლოა დააქვეითოს ირინოტეკანი ცელ ფარმის ეფექტი;

ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)

თუ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქირურგს ან ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ პრეპარატს, რადგან მან შესაძლოა გავლენა იქონიოს ოპერაციის დროს გამოყენებულ მედიკამენტებზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის დროს ირინოტეკანი ცელ ფარმი ინიშნება მხოლოდ აუცილებელი ჩვენების შემთხვევაში. მკურნალი ექიმის მიერ შეფასებულ უნდა იქნას ნაყოფზე შესაძლო რისკისა და მკურნალობის სარგებლის თანაფარდობა.

თუ პაციენტი ან მისი პარტნიორი მკურნალობს ირინოტეკანი ცელ ფარმით, საჭიროა საიმედო კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენება მკურნალობის განმავლობაში და მისი დამთავრებიდან სულ მცირე სამი თვის მანძილზე.

დაუშვებელია ძუძუთი კვება ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის პერიოდში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ზოგიერთ შემთხვევაში ირინოტეკანი ცელ ფარმმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ირინოტეკანი ცელ ფარმით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევები. ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ, რომელსაც შეიცავს ირინოტეკანი ცელ ფარმი

მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებამდე, თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა.

ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღების წესი

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისათვის.

ირინოტეკანი ცელ ფარმი შეყვანილ უნდა იქნას ინფუზიის გზით ინტრავენურად 30-დან 90 წუთის განმავლობაში.

ირინოტეკანი ცელ ფარმის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სიმაღლეზე, წონასა და ზოგად სამედიცინო მდგომარეობაზე. დოზირება დამოკიდებულია ასევე სხვა ანტისიმსივნურ მკურნალობაზე, რომელსაც იტარებს პაციენტი.

ექიმის მიერ გამოითვლება პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობი კვადრატულ მეტრებში (მ2) მისი სიმაღლისა და წონის მიხედვით.

თუ პაციენტს მანამდე ჩატარებული აქვს მკურნალობა 5-ფლუოროურაცილით, მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მხოლოდ ირინოტეკანი ცელ ფარმით, საწყისი დოზით 350 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში;

თუ პაციენტს მანამდე არ აქვს ჩატარებული სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მკურნალობა, ირინოტეკანი ცელ ფარმის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 180 მგ/მ2 ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ამას შესაძლოა დაემატოს ფოლიუმის მჟავა და 5-ფლუოროურაცილი.

თუ პაციენტი ირინოტეკან ცელ ფარმს იღებს ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, არ შეიძლება ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღება ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან ერთი საათზე ადრე. საჭიროა ექიმის მითითებების დაცვა მკურნალობის შესახებ.

შესაძლებელია მედიკამენტის დოზა ექიმის მიერ შეიცვალოს პაციენტის მდგომარეობისა და ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესაბამისად.

ირინოტეკანი ცელ ფარმის დოზის გადაჭარბებისას

ირინოტეკანი ცელ ფარმის დოზის გადაჭარბებისას განვითარებულ გვერდით მოვლენებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო მძიმე ხასიათი. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღებულ ზომები დეჰიდრატაციის პრევენციისათვის, რომლის გამომწვევიც არის ფაღარათი და ინფექციური გართულებების სამკურნალოდ. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მან მიიღო ირინოტეკანი ცელ ფარმის დასაშვებზე მეტი დოზა.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მგსავსად, ირინოტეკანი ცელ ფარმიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მკურნალმა ექიმმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს მკურნალობის შესაძლო რისკები და სარგებელი.

გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას, ესენია:

დიარეა

ნეიტროფილური გრანულოციტების რიცხვის შემცირება, ლეიკოციტების ტიპი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში

ცხელება

გულისრევა და ღებინება

სუნთქვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქციის შესაძლო სიმპტომი).

რომელიმე ზემოთ ჩამოვლილი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პარაგრაფში “განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღებისას” მოცემული ინსტრუქციების შესრულება.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)

სისხლის წარმოქმნის დარღვევები, მათ შორის ნეიტროფილური გრანულოციტების - ლეიკოციტების გარკვეული ტიპი - რიცხვის პათოლოგიური შემცირება (ნეიტროპენია) და სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება (ანემია);

კომბინირებული მკურნალობის დროს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვის შემცირება), რომელიც იწვევს სისხლჩაქცევებს, სისხლდენას და პათოლოგიურ სისხლდენას;

დაყოვნებული მძიმე დიარეა;

ცხელება (მონოთერაპიის დროს);

ინფექციები (მონოთერაპიის დროს);

ძლიერი გულისრევა და ღებინება (მონოთერაპიის დროს);

თმის ცვენა (თმა კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ);

კომბინირებული მკურნალობის დროს: შრატში ღვიძლის ფერმენტების (როგორიცაა ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) ან ბილირუბინის დონის გარდამავალი და მსუბუქიდან საშუალო ხარისხის მომატება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 100-დან 1-10 პაციენტს)

მძიმე, გარდამავალი, მწვავე ქოლინერგული სინდრომი, რომელიც ვითარდება ირინოტეკანი ცელ ფარმის ინფუზიის დროს ან დამთავრებიდან 24 საათში: მთავარი სიმპტომებია ადრეული დიარეა და სხვადასხვა სიმპტომი, როგორიცაა მუცლის ტკივილი, თვალების სიწითლე, ქავილი (კონიუნქტივიტი), რინორეა (რინიტი), დაბალი არტერიული წნევა, კანის სიწითლე სისხლძარღვების გაფართოების გამო (ვაზოდილატაცია), ოფლიანობა, შემცივნება, ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება და გულისრევა, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევები, გუგების Dშევიწროება, ცრემლდენა და გაძლიერებული ნერწყვდენა;

მონოთერაპიის დროს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვის შემცირება), რაც იწვევს სისხლჩაქცევებს, სისხლდენას და პათოლოგიურ სისხლდენას;

ცხელება (კომბინირებული მკურნალობის დროს);

ინფექციები (კომბინირებული მკურნალობის დროს);

ინფექციები დაკავშირებული ლეიკოციტების რიცხვის ძლიერ დაქვითებასთან (ნეიტროპენია), 3 შემთხვევაში გამოიწვია სიკვდილი;

ძლიერი გულისრევა და ღებინება (კომბინირებული მკურნალობის დროს);

ცხელება, დაკავშირებული ლეიკოციტების რიცხვის ძლიერ შემცირებასთან (ფებრილური ნეიტროპენია);

სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და/ან ღებინებასთან;

შეკრულობა;

სისუსტე (ასთენია);

კრეატინინის დონის გარდამავალი და მსუბუქიდან საშუალო ხარისხამდე მომატება სისხლში;

მონოთერაპიის დროს: ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (როგორიცაა ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) ან ბილირუბინის დონის გარდამავალი და მსუბუქიდან საშუალო ხარისხამდე მომატება შრატში;

კომბინირებული მკურნალობის დროს: ბილირუბინის მაჩვენებლის გარდამავალი (ხარისხი 3) მომატება შრატში.

არახშირი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 1.000-დან 1-10 პაციენტს)

მსუბუქი ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, მათ შორის კანის სიწითლე, ქავილი, ურტიკარია, კონიუნქტივიტი, რინიტი;

კანის მსუბუქი რეაქციები;

ინფუზიის ადგილას მსუბუქი რეაქციები;

ფილტვის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქოშინით, მშრალი ხველითა და ხიხინით (ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება); ადრეული სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება;

ნაწლავების ნაწილობრივი ან სრული ბლოკადა (ობსტრუქცია, გაუვალობა), კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა;

ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და/ან დიარეას (ე.წ. ფსევდომემბრანოზული კოლიტი);

თირკმლის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ დეჰიდრატაცია დიარეის და/ან ღებინების გამო ან რომელთაც, განუვითარდათ სეფსისი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 10.000-დან 1-10 პაციენტს)

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია), მათ შორის ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;

კუნთების კონტრაქტურა ან სპაზმები და დაბუჟება (პარესთეზია);

მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს მუცლის ტკივილს (კოლიტი, მათ შორის ტიფლიტი, იშემიური და წყლულოვანი კოლიტი);

ნაწლავის პერფორაცია, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, ლორწოვანი გარსების ანთება;

პანკრეასის სიმპტომური ან ასიმპტომური ანთება (უმეტესად მუცლის ტკივილი);

არტერიული წნევის მატება ირინოტეკანი ცელ ფარმის მიღების დროს და შემდგომ პერიოდში;

კალიუმისა და ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში, უმეტესად დაკავშირებულია დიარეასთან და ღებინებასთან.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღენიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს ან სიხშირე უცნობია)

მეტყველების გარდამავალი დარღვევები;

საჭმლის მომნელებელი ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება, რომელიც შლის შაქარს (ამილაზა) და ცხიმებს (ლიპაზა);

თრომბოციტების დონის დაქვეითების ერთი შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო თრომბოციტების მიმართ ანტისხეულების წარმოქმნით.

თუ პაციენტი ირინოტეკან ცელ ფარმს იღებს ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მედიკამენტების ამ კომბინაციასთან. ასეთი გვერდითი მოვლენებია აკნეს მსგავსი გამონაყარი. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გაეცნოს ცეტუქსიმაბის გამოყენების ინსტრუქციას.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტი, ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი, კურტ-გეორგ კისინგერ-ალლეე 3, D-53175 ბონი,

ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ირინოტეკანი ცელ ფარმის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გაყინვა.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ეტიკეტზე “EXP” ნიშნის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია ირინოტეკანი ცელ ფარმის გამოყენება, თუ ხსნარი შემღვრეულია, შეიცავს ნაწილაკებს ან კონტეინერი დაზიანებულია.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

ირინოტეკანი ცელ ფარმი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 3H2O.

1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს 3H2O, რომელიც 17,33 მგ ირინოტეკანის ექვივალენტურია.

ერთი 2 მლ ფლაკონი ირინოტეკანი ცელ ფარმი შეიცავს 40 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს 3H2O.

ერთი 5 მლ ფლაკონი ირინოტეკანი ცელ ფარმი შეიცავს 100 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს 3H2O.

ერთი 15 მლ ფლაკონი ირინოტეკანი ცელ ფარმი შეიცავს 300 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს 3H2O.

დამხმარე ნივთიერებებია:

რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი (Ph.Eur.), საინექციო წყალი.

ირინოტეკანი ცელ ფარმის ფორმა და შეფუთვა:

მკრთალი ყვითელი ფერის, გამჭვირვალე ხსნარი 3.5 pH მაჩვენებლითა და ოსმოლარობით 305 მოსმოლ/კგ.

ირინოტეკანი ცელ ფარმი შეფუთვაში წარმოდგენილია 2 მლ, 5 მლ ან 15 მლ ხსნარით 1 ყავისფერ მინის ფლაკონში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

cell pharm GmbH, Theodor-Heuss-Str.52, 61118 Bad Vilbel, Germany

Phone: +49 6101 3042-0

Fax: +49 6101 3042-11

ცელ ფარმი გმბჰ, თეოდორ-ჰოის-შთრასე 52, 61118 ბად ფილბელი, გერმანია

ტელ.: +49 6101 3042-0

ფაქსი: +49 6101 3042-11

მწარმოებელი

cell pharm GmbH, Feodor-Lynen-Str. 35, 30625 Hannover, Germany

ცელ ფარმი გმბჰ, ფეოდორ-ლინენ-შთრასე 35, 30625 ჰანოვერი, გერმანია

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2013 წლის ოქტომბერი

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო და ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

პრეპარატის მომზადებისა და გამოყენების ინსტრუქცია:

ირინოტეკანი ცელ ფარმი 20 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ირინოტეკანი ცელ ფარმი 20 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მომზადების, შენახვისა და გამოყენების შესახებ ინსტრუქციის რეზიუმეს.

მნიშვნელოვანია სრული ინსტრუქციის წაკითხვა სამედიცინო პროდუქტის მომზადების წინ.

მედიკამენტის შემადგენლობის შესახებ და სხვა ინფორმაციის მისაღებად საჭიროა პრეპარატის შესახებ სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის წაკითხვა.

განზავების ინსტრუქციები

ირინოტეკანი ცელ ფარმის ხსნარი უნდა მომზადდეს კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

ირინოტეკანი ცელ ფარმი თავსებადია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5% გლუკოზის ხსნართან, არ უნდა მოხდეს მისი სხვა სამედიცინო პროდუქტებთან შერევა.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ირინოტეკანი ცელ ფარმის 20 მგ/მლ, კონცენტრატის საინფუზიო ხსნარისათვის საჭირო რაოდენობა ასეპტიკურად უნდა იქნას ამოღებული ფლაკონიდან დაკალიბრებული შპრიცით და შეშვებულ უნდა იქნას 250 მლ საინფუზიო პაკეტში, რომელიც შეიცავს 0.9% ნატრიუმის ქლორიდს ან 5% გლუკოზის ხსნარს. საჭიროა საინფუზიო პაკეტის ხელით გადაბრუნება რამდენჯერმე, რათა ხსნარები ერთმანეთს კარგად შეერიოს.

ირინოტეკანი ცელ ფარმი წარმოადგენს გამჭვირვალე, მკრთალ მოყვითალო ხსნარს. ხსნარის გამოყენებამდე საჭიროა ვიზუალურად შემოწმება მასში ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე. თუ ფლაკონში ან ხსნარის განზავების შემდეგ, შემჩნეულ იქნა ნალექი, სამკურნალო პროდუქტი უნდა განადგურდეს ციტოსტატიკური საშუალებების მოხმარების სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

უსაფრთხო მოხმარება

ირინოტეკანი ცელ ფარმი წარმოადგენს ციტოსტატიკურ პრეპარატს. ციტოსტატიკების უსაფრთხო მოხმარებისა და განადგურებისათვის საჭიროა ადგილობრივი გაიდლაინების მითითებების დაცვა.

სხვა ანტინეოპლაზური საშუალებების მსგავსად, ირინოტეკანის მომზადება და გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით. აუცილებელია სათვალეების, ნიღბისა და ხელთათმანების გამოყენება. ირინოტეკანის კონცენტრატის ან საინფუზიო ხსნარის კანზე მოხვედრისას, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ ჩამორეცხვა წყლითა და საპნით. ირინოტეკანის კონცენტრატის ან საინფუზიო ხსნარის ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას, საჭიროა მისი წყლით დაუყოვნებლივ ჩამორეცხვა.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოსტატიკური საშუალებების შესახებ საავადმყოფოს რეგულაციებისა და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შენახვა

გაუხსნელი ფლაკონები არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

  • 9% ნატრიუმის ქლორიდის ან 0.5% გლუკოზის ხსნარში განზავებული საინფუზიო მზა ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში 15-25oC ტემპერატურაზე ან 48 საათის განმავლობაში 2-8oC ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დრო და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და ის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8oC ტემპერატურაზე შენახვისას, თუ განზავება მიმდინარეობდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა