ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

იპრაბული

İprabül®

რეცეპტით500მკგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
ipratropium
ფორმა და შეფუთვა
500მკგ/2მლ 2მლ საინჰალაციო ხსნარი ფლაკონი №20 ნებულაიზერისთვის
მწარმოებელი
Neutec İnhaler İlaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ანტიქოლინერგული საშუალებები
ATC კოდი
R03BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046413
რეგისტრირებულია
2 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 2 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაიპრაბული და სხვა წამალი ერთად

იპრაბული — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • იპრაბულის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს იპრაბული და რისთვის გამოიყენება?

იპრაბული არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება ინჰალაციის გზით (ცხვირით ჩასუნთქვის ან პირით შესუნთვის მეშვეობით). ეს მედიკამენტი გამოიყენება მოწყობილობის დახმარებით, რომელსაც ნებულაიზერი ეწოდება. ნებულაიზერი მედიკამენტს გარდაქმნის ჰაერში არსებული ნაწილაკების ნისლად, რითაც შესაძლებელს ხდის მის შესუნთქვას.

იპრაბული მოწოდებულია კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 20 ერთჯერად გამჭვირვალე დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონს, თითოეული 2 მლ მოცულობით, დალუქული ალუმინის ფოლგით. იპრაბულის აქტიური ინგრედიენტი, იპრატროპიუმის ბრომიდი, მიეკუთვნება ანტიქოლინერგული პრეპარატების ჯგუფს. ანტიქოლინერგული პრეპარატები მიეკუთვნება მედიკამენტების უფრო ფართო ჯგუფს, რომელსაც ბრონქოდილატატორები ეწოდება. იპრაბული გამოიყენება ქრონიკული დაავადებების, როგორიცაა ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), გამო სუნთქვის გაძნელების მქონე პაციენტებისთვის სუნთქვის გაადვილების მიზნით.

ის გამოიყენება სუნთქვის გასაადვილებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ სუნთქვა ისეთი მდგომარეობების გამო, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD). ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) არის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს ქოშინს და ხველას. ტერმინი „COPD“ გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ემფიზემა და ასთმა.

იპრაბულის გამოყენება ასევე შესაძლებელია ე.წ. ბეტა2-აგონისტებთან ერთად, როგორიცაა სალბუტამოლი. იპრაბულის მოქმედება განპირობებულია სასუნთქი გზების გაფართოების ხარჯზე. ერთჯერადი დოზის ფლაკონები განკუთვნილია ინჰალაციისთვის შესაბამისი ნებულაიზერების გამოყენებით. იპრაბულის სწორი გამოყენებისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქციის ნაწილი 3 ,,იპრაბულის გამოყენების წესი.“

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია იპრაბულის გამოყენებამდე:

უკუჩვენებები

გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) იპრატროპიუმის ბრომიდის ან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილოია ნაწილში „დამხმარე ნივთიერებები“,

გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) იპრაბულის მსგავსი მედიკამენტების მიმართ, როგორიცაა ატროპინი ან მისი წარმოებულები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ, არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება.

თუ არ ხართ დარწმუნებული, იპრაბულის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილეა საჭირო იპრაბულის გამოყენებისას შემდეგ სიტუაციებში:

თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, უნდა აცნობოთ ექიმს და განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენოთ მედიკამენტი:

კისტოზური ფიბროზი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება),

პროსტატის პრობლემები მამაკაცებში,

შარდვის გაძნელება,

თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა) ან გლაუკომისადმი ცნობილი მიდრეკილება,

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები და მცენარეული პრეპარატები, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. იპრაბულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. პირიქით, სხვა მედიკამენტებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ იპრაბულის მოქმედებაზე.

განსაკუთრებით თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

სასუნთქი გზების პრობლემების დროს გამოყენებული „ბეტა-აგონისტები“ (მაგალითად, სალბუტამოლი).

სასუნთქი გზების პრობლემების სამკურნალოდ გამოსაყენებელი მედიკამენტები, რომლებსაც ეწოდებათ „ქსანტინის წარმოებულები“ (მაგალითად, თეოფილინი ან ამინოფილინი).

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, იპრაბულის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, იპრაბულის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში გეხებოდათ.

იპრაბულის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

რადგან იპრაბულის მიღება ხდება სასუნთქი გზების მეშვეობით, მასზე საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს იპრაბულის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის სარგებლისა და რისკების სათანადოდ შეფასების შემდეგ. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვების დროს იპრაბულის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის სარგებლისა და რისკების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

იპრაბულით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თვალის ბროლის სხვადასხვა დისტანციაზე აკომოდაციის დარღვევა, გუგის გაფართოება და მხედველობის დაბინდვა. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ავტომობილის მართვისგან, ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენებისგან და ყველა სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობისგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იპრაბულის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც გამოყენების ხასიათიდან გამომდინარე განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.

უცნობია სიხშირე: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ხშირი

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ყელის ტკივილი და ხველა იპრაბულის გამოყენებისთანავე

პირის სიმშრალე

გულისრევა

კუჭის აშლილობა ან საჭმლის მონელების დარღვევა

არახშირი

ქავილი

კანზე გამონაყარი

გულმკერდის არეში მოულოდნელი შებოჭილობა

ყელის შეშუპება

ყელის სიმშრალე

მხედველობის დაბინდვა

გაფართოებული გუგები

გლაუკომა

ტკივილი, ჩხვლეტა, სიწითლე ან შეშუპება თვალებში

ფერადი სურათების და შუქების დანახვა

დიარეა

ყაბზობა

გულისრევა

მტკივნეული წყლულები პირის ღრუში ან ტუჩებზე

შარდვის პრობლემები (განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ შარდვის პრობლემები)

იშვიათი

თვალების სხვადასხვა მანძილთან ადაპტაციის უნარის დარღვევა

ჭინჭრის ციება

თუ მედიკამენტის სითხე ან ორთქლი შემთხვევით მოხვდება თვალში, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი, წვა ან სიწითლე, გუგების გაფართოვება, მხედველობის დაბინდვა და ფერების ან სინათლის დანახვა ან მოსმენა. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ ხელსაწყოებით ან მექანიზმებით. ასევე, მიმართეთ ექიმს, თუ სხვა დროსაც შეგექმნათ თვალის პრობლემები.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მითითებული ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • იპრაბულის შენახვის პირობები

იპრაბული შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ იპრაბული შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე რაიმე დეფექტს შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ იპრაბული. ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! გადაიტანეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ შექმნილ შეგროვების პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი და წარმოების ადგილი:

ნოიტეკ ინჰალერ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

არიფიე/საქარია

ტელ: 0 850 201 23 23

ფაქსი: 0 212 481 61 11

ელ. ფოსტა: [email protected]

წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 21.02.2021 წელი.

გამოყენების ინსტრუქცია

ერთჯერადი დოზის ფლაკონები გამოიყენეთ მხოლოდ ინჰალაციისთვის ექიმის მიერ რეკომენდებული შესაბამისი ნებულაიზერის გამოყენებით. არ მიიღოთ ეს მედიკამენტი პერორალურად და არ შეიყვანოთ ინტრავენურად.

  • მოამზადეთ ნებულაიზერი მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით.
  • მოხსენით ერთი ერთჯერადი დოზის ფლაკონი ზოლს.

სურათი 1

  • გახსენით ერთჯერადი დოზის ფლაკონი წვერის მჭიდროდ მობრუნებით.

სურათი 2

  • ერთჯერადი დოზის ფლაკონის შიგთავსი მასზე ხელის მოჭერის მეშვეობით ჩაცალეთ რეზერვუარში.

სურათი 3

  • ააწყვეთ ნებულაიზერი და გაიკეთეთ ინჰალაცია ინსტრუქციის მიხედვით.
  • გამოყენების შემდეგ გადაასხით რეზერვუარში დარჩენილი ხსნარი და ნებულაიზერი გაწმინდეთ მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

რადგან ერთჯერადი დოზის ფლაკონები არ შეიცავს კონსერვანტებს, ისინი გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. გადააგდეთ დარჩენილი ხსნარი.

თითოეული დოზისთვის გამოიყენეთ ახალი ფლაკონი. გადააგდეთ ნაწილობრივ გამოყენებული, გახსნილი ან დაზიანებული ერთჯერადი დოზის ფლაკონი.

არ შეურიოთ იპრაბული საინჰალაციო ხსნარებს, რომლებიც შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, როგორც კონსერვანტს (მაგ., დინატრიუმის კრომოგლიკატი) ერთსა და იმავე ნებულაიზერში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

იპრაბული® 500 მკგ / 2 მლ საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერისთვის

ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება ინჰალაციის გზით (პირით ან ცხვირით შესუნთქვით).

აქტიური ნივთიერება: თითოეული 2 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონი შეიცავს 522 მიკროგრამ იპრატროპიუმის ბრომიდის მონოჰიდრატს, რაც 500 მიკროგრამ იპრატროპიუმის ბრომიდის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვას.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს გჭირდებათ ექიმთან ვიზიტი ან საავადმყოფოში წასვლა, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ სამკურნალო საშუალებას.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს იპრაბული და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია იპრაბულის გამოყენებამდე
  • იპრაბულის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • იპრაბულის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს იპრაბული და რისთვის გამოიყენება?

იპრაბული არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება ინჰალაციის გზით (ცხვირით ჩასუნთქვის ან პირით შესუნთვის მეშვეობით). ეს მედიკამენტი გამოიყენება მოწყობილობის დახმარებით, რომელსაც ნებულაიზერი ეწოდება. ნებულაიზერი მედიკამენტს გარდაქმნის ჰაერში არსებული ნაწილაკების ნისლად, რითაც შესაძლებელს ხდის მის შესუნთქვას.

იპრაბული მოწოდებულია კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 20 ერთჯერად გამჭვირვალე დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონს, თითოეული 2 მლ მოცულობით, დალუქული ალუმინის ფოლგით. იპრაბულის აქტიური ინგრედიენტი, იპრატროპიუმის ბრომიდი, მიეკუთვნება ანტიქოლინერგული პრეპარატების ჯგუფს. ანტიქოლინერგული პრეპარატები მიეკუთვნება მედიკამენტების უფრო ფართო ჯგუფს, რომელსაც ბრონქოდილატატორები ეწოდება. იპრაბული გამოიყენება ქრონიკული დაავადებების, როგორიცაა ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), გამო სუნთქვის გაძნელების მქონე პაციენტებისთვის სუნთქვის გაადვილების მიზნით.

ის გამოიყენება სუნთქვის გასაადვილებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ სუნთქვა ისეთი მდგომარეობების გამო, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD). ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD) არის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს ქოშინს და ხველას. ტერმინი „COPD“ გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ემფიზემა და ასთმა.

იპრაბულის გამოყენება ასევე შესაძლებელია ე.წ. ბეტა2-აგონისტებთან ერთად, როგორიცაა სალბუტამოლი. იპრაბულის მოქმედება განპირობებულია სასუნთქი გზების გაფართოების ხარჯზე. ერთჯერადი დოზის ფლაკონები განკუთვნილია ინჰალაციისთვის შესაბამისი ნებულაიზერების გამოყენებით. იპრაბულის სწორი გამოყენებისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქციის ნაწილი 3 ,,იპრაბულის გამოყენების წესი.“

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია იპრაბულის გამოყენებამდე:

არ გამოიყენოთ იპრაბული, თუ:

გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) იპრატროპიუმის ბრომიდის ან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილოია ნაწილში „დამხმარე ნივთიერებები“,

გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) იპრაბულის მსგავსი მედიკამენტების მიმართ, როგორიცაა ატროპინი ან მისი წარმოებულები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ, არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება.

თუ არ ხართ დარწმუნებული, იპრაბულის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილეა საჭირო იპრაბულის გამოყენებისას შემდეგ სიტუაციებში:

თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, უნდა აცნობოთ ექიმს და განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენოთ მედიკამენტი:

კისტოზური ფიბროზი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება),

პროსტატის პრობლემები მამაკაცებში,

შარდვის გაძნელება,

თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა) ან გლაუკომისადმი ცნობილი მიდრეკილება,

ორსულობა, შესაძლო ორსულობა ან ძუძუთი კვება.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, იპრაბულის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში გეხებოდათ.

იპრაბულის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

რადგან იპრაბულის მიღება ხდება სასუნთქი გზების მეშვეობით, მასზე საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს იპრაბულის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის სარგებლისა და რისკების სათანადოდ შეფასების შემდეგ. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვების დროს იპრაბულის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის სარგებლისა და რისკების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმენთან მუშაობის უნარზე

იპრაბულით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თვალის ბროლის სხვადასხვა დისტანციაზე აკომოდაციის დარღვევა, გუგის გაფართოება და მხედველობის დაბინდვა. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ავტომობილის მართვისგან, ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენებისგან და ყველა სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობისგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იპრაბულის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც გამოყენების ხასიათიდან გამომდინარე განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს საჭიროებენ.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები და მცენარეული პრეპარატები, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. იპრაბულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. პირიქით, სხვა მედიკამენტებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ იპრაბულის მოქმედებაზე.

განსაკუთრებით თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

სასუნთქი გზების პრობლემების დროს გამოყენებული „ბეტა-აგონისტები“ (მაგალითად, სალბუტამოლი).

სასუნთქი გზების პრობლემების სამკურნალოდ გამოსაყენებელი მედიკამენტები, რომლებსაც ეწოდებათ „ქსანტინის წარმოებულები“ (მაგალითად, თეოფილინი ან ამინოფილინი).

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, იპრაბულის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • იპრაბულის გამოყენების წესი

მითითებები სწორი გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ზუსტად მიჰყევით ექიმის მითითებებს, თუ როდის და როგორ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციებს და დაიცავით ქვემოთ მოცემული „გამოყენების მითითებები“.

თუ ამ ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ კვლავ გაქვთ კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ თქვენი მედიკამენტი ექიმის მიერ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს:

თუ გრძნობთ, რომ თქვენი მედიკამენტი აღარ მოქმედებს ისე კარგად, როგორც ადრე.

თუ ნებულაიზერი უფრო ხშირად უნდა გამოიყენოთ, ვიდრე ექიმმა გირჩიათ.

შესაძლოა, ექიმმა გადახედოს თქვენი მედიკამენტის ეფექტურობას. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ექიმმა მოახდინოს მედიკამენტის დოზირების კორექტირება.

დოზირება მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით) და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის:

ჩვეულებრივი დოზაა 250-500 მიკროგრამი (ანუ იპრაბულის 250 მკგ/2 მლ-იანი 1 ფლაკონი ან იპრაბულის 500 მკგ/2 მლ-იანი 1 ფლაკონი) დღეში 3-4-ჯერ.

ქოშინის უეცარი ეპიზოდების დროს გამოიყენეთ იპრაბულის 500 მკგ/2 მლ-იანი 1 ფლაკონი.

თუ კვლავ გიჭირთ სუნთქვა ან სუნთქვა გაგიუარესდებათ, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს როგორც მწვავე, ასევე შემანარჩუნებელი თერაპიის დროს. 2 მგ-ზე მეტი დღიური დოზა მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოყენების ინსტრუქცია და მეთოდი:

იპრაბული განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციისთვის ექიმის მიერ რეკომენდებული ნებულაიზერის გამოყენებით. მედიკამენტის გადაყლაპვა ან ინექცია არ შეიძლება.

ერთსა და იმავე ნებულაიზერში არ შეურიოთ იპრაბულის ხსნარი დინატრიუმის კრომოგლიკატის საინჰალაციო ხსნარს, რომელიც შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებულაიზერში შეიძლება წარმოიქმნას ნალექი.

ნებულაიზერის გამოყენებისას ფრთხილად იყავით, რომ მედიკამენტი თვალში არ მოხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მხედველობის გართულება განიცადოთ. მედიკამენტის შესაყვანად გამოიყენეთ მუნდშტუკი ან ნიღაბი, რომელიც მჭიდროდ ერგება სახეს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

ჩვეულებრივი დოზა: დღეში 3-4-ჯერ 250-500 მიკროგრამის სახით (ანუ, იპრაბულის 250 მკგ/2 მლ-იანი 1 ფლაკონი ან იპრაბულის 500 მკგ/2 მლ -იანი 1 ფლაკონი).

ქოშინის უეცარი ეპიზოდების დროს გამოიყენეთ იპრაბულის 500 მკგ/2 მლ-იანი 1 ფლაკონი

თუ სუნთქვის გაძნელება კვლავ გაწუხებთ ან სუნთქვა გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 2 მგ-ზე მეტი დღიური დოზები უნდა იქნას მიღებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს პასუხისმგებელი ზრდასრული ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ.

12 წლის ან უმცროსი ასაკის ბავშვები:

იპრაბული 500 მკგ/2 მლ-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ამ ასაკობრივ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იპრაბული 250 მგ/2 მლ დოზირების ფორმა.

გამოყენება ხანდაზმულებში:

კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

არ გააჩნია სპეციფიური გამოყენება.

თუ ფიქრობთ, რომ იპრაბულის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი იპრაბული:

თუ მიიღეთ იპრაბულის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ იპრაბულის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ იპრაბულის დოზის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე.

თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ჩვეულებისამებრ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

იპრაბულის მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:

იპრაბულით მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. ამიტომ, მაშინაც კი, თუ სიმპტომები გაქრება, განაგრძეთ იპრაბულის მიღება ექიმის დანიშნული დროის განმავლობაში. იპრაბულით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი. ეს დამოკიდებულია თქვენი დაავადების მიმდინარეობაზე. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, იპრაბულმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ. თუმცა, ეს არ ვლინდება ყველა პაციენტში, რომელიც იყენებს მედიკამენტს.

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს, შეწყვიტეთ იპრაბულის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს; შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

თუ იპრაბულის მიღების შემდეგ ხიხინი ან სუნთქვის სხვა სირთულეები გაგიჩნდათ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, თუკი ექიმი არ გირჩევთ მის გაგრძელებას.

ალერგიული რეაქციები: სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს და ქავილს (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში). მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პირის ღრუსა და სახის შეშუპება, უეცარი ქოშინი და არტერიული წნევის დაცემა. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ყელის შებოჭილობის შეგრძნება (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).

გულის აჩქარება (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა) ან პულსის მომატება (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

პულსის მომატება ან გულის არარეგულარული რიტმი, მაგალითად, წინაგულების ფიბრილაციის დროს (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10.000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.

უცნობია სიხშირე: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ხშირი

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ყელის ტკივილი და ხველა იპრაბულის გამოყენებისთანავე

პირის სიმშრალე

გულისრევა

კუჭის აშლილობა ან საჭმლის მონელების დარღვევა

არახშირი

ქავილი

კანზე გამონაყარი

გულმკერდის არეში მოულოდნელი შებოჭილობა

ყელის შეშუპება

ყელის სიმშრალე

მხედველობის დაბინდვა

გაფართოებული გუგები

გლაუკომა

ტკივილი, ჩხვლეტა, სიწითლე ან შეშუპება თვალებში

ფერადი სურათების და შუქების დანახვა

დიარეა

ყაბზობა

გულისრევა

მტკივნეული წყლულები პირის ღრუში ან ტუჩებზე

შარდვის პრობლემები (განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ შარდვის პრობლემები)

იშვიათი

თვალების სხვადასხვა მანძილთან ადაპტაციის უნარის დარღვევა

ჭინჭრის ციება

თუ მედიკამენტის სითხე ან ორთქლი შემთხვევით მოხვდება თვალში, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი, წვა ან სიწითლე, გუგების გაფართოვება, მხედველობის დაბინდვა და ფერების ან სინათლის დანახვა ან მოსმენა. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ ხელსაწყოებით ან მექანიზმებით. ასევე, მიმართეთ ექიმს, თუ სხვა დროსაც შეგექმნათ თვალის პრობლემები.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მითითებული ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • იპრაბულის შენახვის პირობები

იპრაბული შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ იპრაბული შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე რაიმე დეფექტს შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ იპრაბული. ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! გადაიტანეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ შექმნილ შეგროვების პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი და წარმოების ადგილი:

ნოიტეკ ინჰალერ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

არიფიე/საქარია

ტელ: 0 850 201 23 23

ფაქსი: 0 212 481 61 11

ელ. ფოსტა: [email protected]

წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 21.02.2021 წელი.

გამოყენების ინსტრუქცია

ერთჯერადი დოზის ფლაკონები გამოიყენეთ მხოლოდ ინჰალაციისთვის ექიმის მიერ რეკომენდებული შესაბამისი ნებულაიზერის გამოყენებით. არ მიიღოთ ეს მედიკამენტი პერორალურად და არ შეიყვანოთ ინტრავენურად.

  • მოამზადეთ ნებულაიზერი მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით.
  • მოხსენით ერთი ერთჯერადი დოზის ფლაკონი ზოლს.

სურათი 1

  • გახსენით ერთჯერადი დოზის ფლაკონი წვერის მჭიდროდ მობრუნებით.

სურათი 2

  • ერთჯერადი დოზის ფლაკონის შიგთავსი მასზე ხელის მოჭერის მეშვეობით ჩაცალეთ რეზერვუარში.

სურათი 3

  • ააწყვეთ ნებულაიზერი და გაიკეთეთ ინჰალაცია ინსტრუქციის მიხედვით.
  • გამოყენების შემდეგ გადაასხით რეზერვუარში დარჩენილი ხსნარი და ნებულაიზერი გაწმინდეთ მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

რადგან ერთჯერადი დოზის ფლაკონები არ შეიცავს კონსერვანტებს, ისინი გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. გადააგდეთ დარჩენილი ხსნარი.

თითოეული დოზისთვის გამოიყენეთ ახალი ფლაკონი. გადააგდეთ ნაწილობრივ გამოყენებული, გახსნილი ან დაზიანებული ერთჯერადი დოზის ფლაკონი.

არ შეურიოთ იპრაბული საინჰალაციო ხსნარებს, რომლებიც შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, როგორც კონსერვანტს (მაგ., დინატრიუმის კრომოგლიკატი) ერთსა და იმავე ნებულაიზერში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა