პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

ზეტალაქსი

Zetalax

ურეცეპტოდ2,250გინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს გლიცეროლს, რომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებების კატეგორიას, წარმოადგენენ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება განავლის გამოდევნის გასაადვილებლად. ეს წამალი ნაჩვენებია ხანდაზმული და გარდამავალი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გლიცეროლი (glycerol)
ფორმა და შეფუთვა
2,250გ/2,480გ 2,480გ რექტალური სუპოზიტორია მოზრდილთათვის №18
მწარმოებელი
Zeta Farmaceutici S.p.A., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ოყნები
ATC კოდი
A06AG01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046627
რეგისტრირებულია
5 ნოემბერი 2026, მოქმედებს 5 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „SmartPharm“
ურთიერთქმედების შემოწმებაზეტალაქსი და სხვა წამალი ერთად

ზეტალაქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს გლიცეროლს, რომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებების კატეგორიას, წარმოადგენენ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება განავლის გამოდევნის გასაადვილებლად.

ეს წამალი ნაჩვენებია ხანდაზმული და გარდამავალი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

მიმართეთ ექიმს, თუ ვერ შეამჩნევთ რაიმე გაუმჯობესებას ან თუ შეამჩნევთ სიმპტომების გაუარესებას ხანმოკლე პერიოდის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ანოტაციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სწორი დოზა არის ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც აუცილებელია რბილი განავლის გასაადვილებლად.

თავდაპირველად სასურველია გამოიყენოთ მინიმალური რეკომენდებული დოზები.

საფაღარათო საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება იშვიათად და არა უმეტეს 7დღის განმავლობაში.

სითხეებით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს წამლის ეფექტს.

გამოყენება ზრდასრულებსა და მოზარდებში

(12-18 წელი)

რეკომენდებული დოზაა 1 ზრდასრულის სუპოზიტორია, დღეში ერთხელ ან ორჯერ.

გამოყენება ბავშვებში (12 წლამდე)

2-11 წლის ბავშვები:

1 საბავშვო სუპოზიტორია, დღეში ერთხელ ან ორჯერ.

1 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები:

1 ჩვილის სუპოზიტორია, დღეში ერთხელ ან ორჯერ.

ზეტალაქსი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მიღება:

ამოიღეთ სუპოზიტორია კონტეინერიდან და საჭიროების შემთხვევაში, დაასველეთ იგი სწორ ნაწლავში შეყვანის გასაადვილებლად. თუ სუპოზიტორია ძალიან რბილი გეჩვენებათ, გახსნამდე კონტეინერი ცივ წყალში მოათავსეთ.

თუ გამოიყენეთ ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორიის ჭარბი დოზა

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია აქტიურ ნივთიერებაზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ გულისრევა, ღებინება, ნაწლავის ობსტრუქცია ან შევიწროება (სტენოზი), ან მუცლის ნებისმიერი სახის ტკივილი, რომლის მიზეზიც უცნობია;

თუ გაქვთ ტკივილი და/ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან (მაგალითად, ბუასილი);თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოებათუ თქვენ გაქვთ მძიმე დეჰიდრატაცია (გაუწყლოება), რაც გამოვლინდება პირის სიმშრალითა და წებოვნებით, წყურვილით, შარდის სიმცირით, ცრემლების არარსებობით ან სიმცირით და კანის სიმშრალით.

სიფრთხილის ზომები

საფაღარათო საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება იშვიათად და არა უმეტეს 7 დღისა; ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის დანიშნულება.

მკურნალობის დროს დალიეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე, რათა ხელი შეუწყოთ განავლის დარბილებას.

საფაღარათო საშუალებების არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (შესაძლოა დოზის თანდათანობითი გაზრდის აუცილებლობით) და სხვა დარღვევები, როგორიცაა ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).

გარდა ამისა, არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, რასაც მოჰყვება გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), მინერალური მარილების, განსაკუთრებით კალიუმის (ჰიპოკალიემია) და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებების დაკარგვა.

მინერალური მარილების დაკარგვა იწვევს სისხლში არსებული იონების (ელექტროლიტების) ცვლილებებს, რაც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და

ჰიპოალბუმინემია. უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენებია გულისა და კუნთების დისფუნქცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთდროულად მიიღება გულის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებთან (გულის გლიკოზიდები), შარდის გამოყოფის გამაძლიერებელ პრეპარატებთან (შარდმდენები) ან კორტიკოსტეროიდებთან.

ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

თუ ხართ ხანდაზმული ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები;

თუ საფაღარათო საშუალების საჭიროება გამოწვეულია წინა ნაწლავების მოქმედების (ნაწლავების მოქმედების სიხშირისა და მახასიათებლების) უეცარი ცვლილებით, რომელიც გრძელდება ორ კვირაზე მეტხანს;

12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ საფაღარათო საშუალების გამოყენება არ იძლევა ეფექტურობას მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეს მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზეტალაქსით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, კუჭსა და ნაწლავებზე მოქმედებს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე). აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:

სპაზმური ტკივილი (იზოლირებული ან გავრცელებული) მუცლის არეში;

პერიოდული მუცლის ტკივილი (კოლიკა)

დიარეა;

სიწითლე წვით ან ტკივილით (გაღიზიანებით) სწორ ნაწლავში.

ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით მისამართზე http://www.aifa.- gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

ჭარბი დოზა

თუმცა, ჭარბმა დოზირებამ (საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება, ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენება ან მაღალი დოზები) შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და დიარეა სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვით.

ეს დანაკარგები უნდა შეავსოთ წყლით ან სხვა სითხეებით.

თუ შემთხვევით მიიღეთ გლიცეროლის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

შემადგენლობა

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიები

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიები

ზრდასრულებისათვის

აქტიური ინგრედიენტია გლიცეროლი. თითოეული სუპოზიტორია ზრდასრულებისათვის შეიცავს 2.250 გ გლიცეროლს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სტეარატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი.

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები

ბავშვებისთვის

აქტიური ინგრედიენტია გლიცეროლი. ბავშვებისთვის განკუთვნილი თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 1.375 გ გლიცეროლს.

ჩვილებისთვის

აქტიური ინგრედიენტია გლიცეროლი. ჩვილებისთვის განკუთვნილი თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 0.908 გ გლიცეროლს.

ზეტალაქსის გარეგნული იერსახის აღწერილობა

გლიცერინის სუპოზიტორები და შეფუთვის შიგთავსი

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიები

ზრდასრულებისათვის

კოლოფი 18 სუპოზიტორიით

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები

ბავშვებისთვის

კოლოფი 18 სუპოზიტორიით

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები

ჩვილებისთვის

კოლოფი 12 სუპოზიტორიით

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

Zeta Farmaceutici S.p.A.

Via Mentana, 38 - 36100 Vicenza -იტალია

შენახვის პირობები

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიები

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე "ვარგისიანობის ვადა"-ს შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ იგი ტენისგან და მოარიდოთ პირდაპირ სითბოს ზემოქმედებას. არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები

ზრდასრულებისათვის, ბავშვებისთვის და ჩვილებისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: პაციენტის ინფორმაცია

გლიცერინი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ მე-4 ნაწილი.

მიმართეთ ექიმს, თუ ვერ შეამჩნევთ რაიმე გაუმჯობესებას ან თუ შეამჩნევთ სიმპტომების გაუარესებას ხანმოკლე დროის შემდეგ.

ანოტაციის შემცველობა:

რა არის ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები და რისთვის გამოიყენება

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს გლიცეროლს, რომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებების კატეგორიას, წარმოადგენენ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება განავლის გამოდევნის გასაადვილებლად.

ეს წამალი ნაჩვენებია ხანდაზმული და გარდამავალი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

მიმართეთ ექიმს, თუ ვერ შეამჩნევთ რაიმე გაუმჯობესებას ან თუ შეამჩნევთ სიმპტომების გაუარესებას ხანმოკლე პერიოდის შემდეგ.

რა უნდა იცოდეთ ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები

თუ გაქვთ ალერგია აქტიურ ნივთიერებაზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ გულისრევა, ღებინება, ნაწლავის ობსტრუქცია ან შევიწროება (სტენოზი), ან მუცლის ნებისმიერი სახის ტკივილი, რომლის მიზეზიც უცნობია;

თუ გაქვთ ტკივილი და/ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან (მაგალითად, ბუასილი);თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოებათუ თქვენ გაქვთ მძიმე დეჰიდრატაცია (გაუწყლოება), რაც გამოვლინდება პირის სიმშრალითა და წებოვნებით, წყურვილით, შარდის სიმცირით, ცრემლების არარსებობით ან სიმცირით და კანის სიმშრალით.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

საფაღარათო საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება იშვიათად და არა უმეტეს 7 დღისა; ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის დანიშნულება.

მკურნალობის დროს დალიეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე, რათა ხელი შეუწყოთ განავლის დარბილებას.

საფაღარათო საშუალებების არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (შესაძლოა დოზის თანდათანობითი გაზრდის აუცილებლობით) და სხვა დარღვევები, როგორიცაა ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).

გარდა ამისა, არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, რასაც მოჰყვება გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), მინერალური მარილების, განსაკუთრებით კალიუმის (ჰიპოკალიემია) და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებების დაკარგვა.

მინერალური მარილების დაკარგვა იწვევს სისხლში არსებული იონების (ელექტროლიტების) ცვლილებებს, რაც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და

ჰიპოალბუმინემია. უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენებია გულისა და კუნთების დისფუნქცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთდროულად მიიღება გულის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებთან (გულის გლიკოზიდები), შარდის გამოყოფის გამაძლიერებელ პრეპარატებთან (შარდმდენები) ან კორტიკოსტეროიდებთან.

ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორიების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

თუ ხართ ხანდაზმული ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები;

თუ საფაღარათო საშუალების საჭიროება გამოწვეულია წინა ნაწლავების მოქმედების (ნაწლავების მოქმედების სიხშირისა და მახასიათებლების) უეცარი ცვლილებით, რომელიც გრძელდება ორ კვირაზე მეტხანს;

12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ საფაღარათო საშუალების გამოყენება არ იძლევა ეფექტურობას მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტები და ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ეს მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

როგორ გამოიყენება ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ანოტაციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სწორი დოზა არის ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც აუცილებელია რბილი განავლის გასაადვილებლად.

თავდაპირველად სასურველია გამოიყენოთ მინიმალური რეკომენდებული დოზები.

საფაღარათო საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება იშვიათად და არა უმეტეს 7დღის განმავლობაში.

სითხეებით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს წამლის ეფექტს.

გამოყენება ზრდასრულებსა და მოზარდებში

(12-18 წელი)

რეკომენდებული დოზაა 1 ზრდასრულის სუპოზიტორია, დღეში ერთხელ ან ორჯერ.

გამოყენება ბავშვებში (12 წლამდე)

2-11 წლის ბავშვები:

1 საბავშვო სუპოზიტორია, დღეში ერთხელ ან ორჯერ.

1 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები:

1 ჩვილის სუპოზიტორია, დღეში ერთხელ ან ორჯერ.

ზეტალაქსი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მიღება:

ამოიღეთ სუპოზიტორია კონტეინერიდან და საჭიროების შემთხვევაში, დაასველეთ იგი სწორ ნაწლავში შეყვანის გასაადვილებლად. თუ სუპოზიტორია ძალიან რბილი გეჩვენებათ, გახსნამდე კონტეინერი ცივ წყალში მოათავსეთ.

თუ გამოიყენეთ ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორიის ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

თუმცა, ჭარბმა დოზირებამ (საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება, ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენება ან მაღალი დოზები) შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და დიარეა სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვით.

ეს დანაკარგები უნდა შეავსოთ წყლით ან სხვა სითხეებით.

თუ შემთხვევით მიიღეთ გლიცეროლის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზეტალაქსით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, კუჭსა და ნაწლავებზე მოქმედებს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე). აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:

სპაზმური ტკივილი (იზოლირებული ან გავრცელებული) მუცლის არეში;

პერიოდული მუცლის ტკივილი (კოლიკა)

დიარეა;

სიწითლე წვით ან ტკივილით (გაღიზიანებით) სწორ ნაწლავში.

ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით მისამართზე http://www.aifa.- gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

როგორ ინახება ზეტალაქსის გლიცერინის სუპოზიტორები

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიები

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე "ვარგისიანობის ვადა"-ს შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ იგი ტენისგან და მოარიდოთ პირდაპირ სითბოს ზემოქმედებას. არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიები

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიები

ზრდასრულებისათვის

აქტიური ინგრედიენტია გლიცეროლი. თითოეული სუპოზიტორია ზრდასრულებისათვის შეიცავს 2.250 გ გლიცეროლს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სტეარატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი.

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები

ბავშვებისთვის

აქტიური ინგრედიენტია გლიცეროლი. ბავშვებისთვის განკუთვნილი თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 1.375 გ გლიცეროლს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სტეარატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი.

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები

ჩვილებისთვის

აქტიური ინგრედიენტია გლიცეროლი. ჩვილებისთვის განკუთვნილი თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 0.908 გ გლიცეროლს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სტეარატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი.

ზეტალაქსის გარეგნული იერსახის აღწერილობა

გლიცერინის სუპოზიტორები და შეფუთვის შიგთავსი

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორიები

ზრდასრულებისათვის

კოლოფი 18 სუპოზიტორიით

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები

ბავშვებისთვის

კოლოფი 18 სუპოზიტორიით

ზეტალაქსი გლიცერინის სუპოზიტორები

ჩვილებისთვის

კოლოფი 12 სუპოზიტორიით

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

Zeta Farmaceutici S.p.A.

Via Mentana, 38 - 36100 Vicenza -იტალია

მწარმოებელი

Zeta Farmaceutici S.p.A.

Via Galvani, 10 - 36066 Sandrigo (VI) -იტალია

ანოტაციის განახლების ბოლო თარიღია: 2022 წლის მარტი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა