ვორიკონაზოლ დენკი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Voriconazol Denk 200 mg filmtabletten
ვორიკონაზოლ დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ვორიკონაზოლს. ვორიკონაზოლ დენკი არის სოკოვანი დაავადების სამკურნალო მედიკამენტი. იგი მოქმედებს ინფექციის გამომწვევი სოკოს განადგურების ან მისი ზრდის დაინჰიბირების გზით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვორიკონაზოლ (voriconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Actavis Ltd, მალტა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- J02AC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036172
- რეგისტრირებულია
- 11 აგვისტო 2022, მოქმედებს 11 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- -
ვორიკონაზოლ დენკი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვორიკონაზოლ დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ვორიკონაზოლს. ვორიკონაზოლ დენკი არის სოკოვანი დაავადების სამკურნალო მედიკამენტი. იგი მოქმედებს ინფექციის გამომწვევი სოკოს განადგურების ან მისი ზრდის დაინჰიბირების გზით.
ის გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ (2 წლის ასაკიდან ბავშვები და მოზრდილები), რომელთაც აქვთ:
ინვაზიური ასპერგილოზი (სპეციფიური სოკოვანი ინფექცია Aspergillus spp.);
კანდიდემია (სპეციფიური სოკოვანი ინფექცია Candida spp.) არანეიტროპენიულ პაციენტებში (პაციენტებში, რომელთა ლეიკოციტების რაოდენობა არ არის უჩვეულოდ დაბალი);
Candida სახეობით გამოწვეული მწვავე სოკოვანი ინფექცია, თუ სოკო რეზისტენტულია ფლუკონაზოლის (სოკოს ინფექციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) მიმართ;
Scedosporium spp ან Fusarium spp (სოკოს ორი განსხვავებული სახეობა) სახეობით გამოწვეული მწვავე სოკოვანი ინფექცია
ვორიკონაზოლ დენკი განკუთვნილია გამწვავებული, სიცოცხლისთვის საშიში სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებისთვის.
სოკოვანი ინფექციის პრევენცია მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, რომელთაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
რისი ცოდნა არის საჭირო ვორიკონაზოლ დენკის მიღებამდე?
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას სხეულის მასის და ინფექციის ტიპის მიხედვით.
რეკომენდებული დოზა მოზრდილი პაციენტებისათვის (მათ შორის ხანდაზმულებისთვის) შემდეგია:
პაციენტები სხეულის 40კგ1-ზე მეტი წონით
პაციენტები სხეულის 40კგ1-ზე ნაკლები წონით
დოზა პირველი 24 საათის განმავლობაში (საწყისი დოზა)
400 მგ ყოველ 12 საათში
200 მგ ყოველ 12 საათში
დოზა 24 საათის შემდეგ (შემანარჩუნებელი დოზა)
200 მგ 2-ჯერ დღეში
100 მგ 2-ჯერ დღეში2
1 სხეულის წონა
2 სხვა დოზირების ფორმები/ ხელმისაწვდომი სიძლიერე
მკურნალობის ეფექტურობიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გაზრდოს დღიური დოზა 300 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. თუ პაციენტს აქვს მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ღვიძლის ციროზი, ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს დოზის შემცირება.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებისა და მოზარდებისთვის მისაღები რეკომენდებული დოზა შემდეგია:
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები და 50 კგ-მდე სხეულის მასის მქონე 12-14 წლის ასაკის მოზარდები
50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე 12-14 წლის მოზარდები. 14 წლის ასაკიდან მოზარდები

მკურნალობა დაიწყება ინფუზიის სახით
400 მგ ყოველ 12 საათში
დოზა პირველი 24 საათის შემდეგ (შემანარჩუნებელი დოზა)
9მგ/კგ 2-ჯერ დღეში (მაქსიმუმ 350მგ 2-ჯერ დღეში)
200 მგ 2-ჯერ დღეში
მკურნალობის ეფექტურობიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს ან შეამციროს დღიური დოზა.
შემოგარსული ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს შეუძლია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა.
შემოგარსული ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან გვიან. შემოგარსული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ვორიკონაზოლ დენკს იღებთ სოკოვანი ინფექციის პრევენციის მიზნით და გამოგივლინდათ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეგიწყვიტოთ ვორიკონაზოლ დენკის მიღება.
თუ თქვენ მიიღეთ ვორიკონაზოლ დენკის დოზა გადაჭარბებებით
თუ პაციენტმა მიიღო შემოგარსული ტაბლეტის რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობა (ან მესამე პირმა მიიღო თქვენთვის განკუთვნილი ტაბლეტები), დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ვორიკონაზოლ დენკის შეფუთვა.
თუ პაციენტმა მიიღო ვორიკონაზოლ დენკის გადაჭარბებული დოზა, შესაძლებელია გამოვლინდეს უჩვეულო ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ.
ვორიკონაზოლ დენკის დოზის გამოტოვება
მნიშვენლოვანია ვორიზოკაზოლ დენკის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება რეგულარულად, მაგალითად ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულ დროს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ვორიკონაზოლ დენკის მიღების შეწყვეტა
ცნობილია, რომ შემოგარსული ტაბლეტის სათანადო რეჟიმის შესაბამისად მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პრეპარატის ეფექტურობას. აქედან გამომდინარე, ვორიკონაზოლ დენკის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად და ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად, თუ მკურნალი ექიმი არ შეწყვეტს მკურნალობას.
ვორიკონაზოლ დენკი მიიღება რეგულარულად, სანამ მკურნლი ექიმი არ შეწყვეტს მკურნალობას. არ შეიძლება მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა, რადგან ინფექცია შესაძლებელია სრულად ვერ აღმოიფხვრას. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ან რთულად სამკურნალო ინფექციის მქონე პაციენტებს, შესაძლებელია დასჭირდეთ ხანგრძლივი მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის განმეორება.
ექიმის გადაწყვეტილებამ, ვორიკონაზოლ დენკით მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გავლენა არ უნდა მოახდინოს პაციენტზე.
ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რომელი გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი?
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, ისინი ძირითადად მხუბუქი სახის და დროებითია. თუმცა, ზოგიერთი ეფექტი შესაძლებელია იყოს სერიოზული და საჭირო გახდეს მკურნალობა.
სერიოზული გვერდითი ეფექტები – უნდა შეწყდეს ვორიკონაზოლ დენკის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს:
გამონაყარი
სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი მაჩვენებლები;
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
მხედველობის დარღვევა (მათ შორის დაბურული მხედველობა, ფერების აღქმის დარღვევა, თვალის მხრივ ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, ფერების სიბრმავე, თვალის დაავადება, მხედველობითი ჰალო, “ქათმის სიბრმავე”, ნისტაგმი, კაშკაშა წერტილების გაჩენა, მხედველობითი აურა, მხედველობის სიმახვილის შემცირება, მხედველობის გაფერმკრთალება, მხედველობითი ველის ნაწილობრივი დაკარგვა, ლაქები თვალის წინ)
ცხელება
გამონაყარი
გულისრევა, ღებინება, ფაღარათი
თავის ტკივილი
კიდურების შეშუპება
კუჭის ტკივილი
ქოშინი
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მატება
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სინუსიტი, გინგივიტი, ცხელება, სისუსტის შეგრძნება
ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლის ზოგიერთი წითელი უჯრედების რაოდენობის, (შეიძლება დაკავშირებული იყოს იმუნურ სისტემასთან), და/ან თეთრი უჯრედების (ნაწილობრივ დაკავშირებულია ცხელებასთან) მწვავედ შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ხელს უწყობენ სისხლის კოლტის წარმოქმას
ალერგიული რეაქციები ან გადაჭარბებული იმუნური შედეგი
სისხლში გლუკოზის დონის დაბალი მაჩვენებელი, სისხლში კალიუმის დონის დაბალი მაჩვენებელი, სისხლში ნატრიუმის დონის დაბალი მაჩვენებელი
შფოთვა, დეპრესია, დაბნეულობა, მოუსვენრობა, უძილობა, ჰალუცინაციები.
კრუნჩხვა, კანკალი ან კუნთების უკონოტროლო მოძრაობები, ჩხვლეტის შეგრძნება ან კანზე უჩვეულო შეგრძნებები, კუნთების ტონუსის მომატება, ძილიანობა, თავბრუსხვევა.
თვალებში სისხლდენა
კარდიალური არითმია, მათ შორის ძალიან აჩქარებული გულისცემა, ძალიან შენელებული გულისცემა, გულის წასვლა
დაბალი არტერიული წნევა, ვენების ანთება (რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის კოლტის წარმოქმნასთან)
გამწვავებული ქოშინი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სახის შეშუპება (პირის, ტუჩების და თვალების გარშემო), სითხის დაგროვება ფილტვებში
ყაბზობა, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, ტუჩების ანთება
სიყვითლე, ღვიძლის ანთება და ღვიძლის დაზიანება
გამონაყარი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დიდ ბუშტუკებად და გამოიწვიოს კანის აქერცვლა, რასაც ახასიათებს ბრტყელი, წითელი ადგილები, დაფარული მცირე ბუშტუკებით, კანის სიწითლე
ქავილი
თმის ცვენა
ზურგის ტკივილი
თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა, სისხლი შარდში, ცვლილებები თირკმლის ფუნქციურ ანალიზებში
არა-ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
გრიპის-მსგავსი სიმპტომები, გასტროინტესტინალური ტრაქტის გაღიზიანება და ანთება, გასტროინტესტინალური ტრაქტის ანთება, რაც იწვევს ანტიბიოტიკო-თერაპიით გამოწვეულ ფაღარათს, ლიმფური სისხლძარღვების ანთება
თხელი ქსოვილის ანთება, რომელიც განთავსებულია მუცლის შიდა კედელზე და ფარავს მუცლის ღრუს ორგანოებს
ლიმფური კვანძების გადიდება (ზოგჯერ მტკივნეულიც კი), ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია
თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა, პარკინსონის დაავადების-მსგავსი ნიშნები, ნერვული დაზიანება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ხელ-ფეხის დაბუჟების, ტკივილის, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებით.
წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა
ტვინის შეშუპება
გაორებული მხედველობა, თვალის სერიოზული პრობლემები, მათ შორის: თვალების და ქუთუთოების ტკივილი და ანთება, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ოპტიკური ნერვის დაზიანება, რაც იწვევს მხედველობის დარღვევას, მხედველობითი ნერვის დვრილის შეშუპება.
შემცირებული მგრძნობელობა კონტაქტური სტიმულის მიმართ
გემოს შეგრძნების დარღვევა
სმენის დარღვევა, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა
ზოგიერთი შინაგანი ორგანოს (პანკრეასი და თორმეტგოჯა ნაწლავი) ანთება, ენის შეშუპება და ანთება
ღვიძლის გადიდება, ღვიძლის უკმარისობა, ნაღვლის ბუშტის დაავადება, კენჭები ნაღვლის ბუშტში
სახსრების ანთება, ზედაპირული ვენების ანთება (რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის კოლტებთან)
თირკმლის ანთება, ცილა შარდში, თირკმლის დაზიანება
ძალიან აჩქარებული გულისცემა, ან “ტალღოვანი” გულისცემა, რაც იშვიათად დაკავშირებულია არარეგულარულ ელექტრულ იმპულსებზე
ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (EKG)
სისხლში ქოლესტეროლის დონის მომატება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება
კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მწვავე), მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში კანის მდგომარეობა, მტკივნეულ ბუშტუკებთან ერთად, კანის და ლორწოვანი გარსის წყლულები, განსაკუთრებით პირის ღრუში, კანის ანთება, ჭინჭრის ციება, კანის დამწვრობა ან მწვავე რეაქციების განვითარება სინათლის ან მზის სხივების შედეგად, კანის სიწითლე და გაღიზიანება, კანის წითელი და მეწამული შეფერილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების დონის შემცირებით, გამონაყარი (ეგზემა)
შეყვანის ადგილის მხრივ რეაქცია
იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
ჰიპერაქტიული ფარისებრი ჯირკვალი
ტვინის ფუნქციის გაუარესება, რაც წარმოადგენს ღვიძლის დაავადების მწვავე გართულებას
მხედველობითი ნერვის თითქმის ყველა ბოჭკოს დეგრადაცია, რქოვანას შემღვრევა, უნებლიე თვალის მოძრაობები
ბულოზური ფოტოსენსიტიურობა
დაავადება, რომლის დროსაც სხეულის იმუნური სისტემა უტევს პერიფერიულ ნერვულ სისტემას,
კარდიალური არითმია ან გამტარობის მხრივ პრობლემები (ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში)
სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები
სისხლის შედედების მხრივ დარღვევები
კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მწვავე), მათ შორის კანის სწრაფი შეშუპება, კანქვეშა ქსოვილის, ლორწოვანი გარსის და მის ქვეშ მდებარე ქსოვილის ქავილი ან გასქელება, გაწითლებული კანი მოვერცხლისფრო ქერცლით, კანის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადება, რომლის დროსაც ეპიდერმისის (კანის ყველაზე ზედაპირული შრე) დიდი ნაწილი შორდება ქვედა ფენას
კანზე პატარა მშრალი და აქერცლილი ლაქები, რაც ზოგჯერ სქელდება და გამოვლინდება წვეთების ან “რქების” მსგავსად.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
ჭორფლი და პიგმენტური ლაქები
უცნობი სიხშირის სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს:
კანის სიმსივნე
ძვლის გარშემო არსებული ქსოვილის ანთება
წითელი, ქერცლოვანი ლაქები ან კანზე ბეჭდის მსგავსი დაზიანებები, რაც შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადების, წითელი მგლურას, მსგავსი სიმპტომი.
რადგან ცნობილია, რომ ვორიკონაზოლი მოქმედებს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციაზე, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია აკონტროლოს ღვიძლის და თირკლის ფუნქცია სისხლის ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს თუ გამოვლინდება კუჭის ტკივილი ან ცვლილებები განავლის ტექსტურის მხრივ.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ვორიკონაზოლით, გამოვლინდა კანის სიმსივნის შემთხვევები.
სინათლის ან მზის სხივების შედეგად განვითარებული დამწვრობა ან კანის მხრივ მწვავე რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში. თუ მოზრდილს ან ბავშვს განუვითარდება კანის გამწვავებული მდგომარეობა, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გააგზავნოს ის დერმატოლოგთან, რომელმაც ვიზიტის შემდეგ შეიძლება რეგულარულად დაიბაროს პაციენტი ან მისი შვილი დერმატოლოგიური შემოწმებისთვის. ბავშვებში ასევე უფრო ხშირად გამოვლინდა ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
თუ გვერდითი ეფექტი გახანგრძლივდა ან გახდება შემაწუხებელი, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ვორიკონაზოლის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
დარწმუნდით, რომ მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი ინფორმირებულია, რომ პაციენტი მკურნალობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი ან მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით.
ქვემოთ ჩამოთვილია პრეპარატები, რომელთა მიღება არ შეიძლება ვორიკონაზოლით მკურნალობის დროს:
ტერფენადინი (ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება);
ასტემიზოლი (ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება);
ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის მხრივ გართულებების სამკურნალოდ);
პიმოზიდი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ);
ქუინიდინი (გამოიყენება კარდიალური არითმიის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
ეფავირენცის 400 მგ. ან უფრო მაღალი დოზით მკურნალობა (შიდსის სამკურნალო საშუალება);
კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
ფენობარბიტალი (გამოიყენება მწვავე უძილობის და ეპილეფსიის სამკურნალოდ);
ერგოტ-ალკალოიდები (მაგ. ერგოტამინი. დიჰიდროერგოტამინი, შაკიკის სამკურნალო საშუალებები);
სიროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტირებულ პაციენტებში);
რიტონავირი (აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალება) 400მგ და მეტი დოზით მიღებისას, დღეში ორჯერ;
კრაზანას საშუალებები (მცენარეული დანამატები).
სიფრთხილის ზომები
ვოზიკონაზოლ დენკის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
პაციენტი ალერგიულია სხვა აზოლების მიმართ;
პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის მხრივ დაავადება. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს ვორიკონაზოლის უფრო დაბალი დოზა. ასევე, ვორიკონაზოლით მკურნალობის განმავლობაში ექიმი გადაამოწმებს ღვიძლის ფუნქციას სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით.
თუ პაციენტი ინფორმირებულია, რომ აქვს გულის კუნთის მხრივ დაავადება ან არითმია ან ბრადიკარდია, ან ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) აღინიშნება ე.წ. “QT ინტერვალის გახანგრძლივება”.
მკურნალობის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს მზეს და მზის ძლიერ ზემოქმედებას. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას კანი მზის ზემოქმედებისგან და გამოიყენოს მზისგან დამცავი საშუალება მაღალი ფაქტორით (SPF), რადგან იზრდება კანის სენსიტიურობა მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ. სიფრთხილის ეს ზომები, ასევე ეხება ბავშვებს.
ვორიკოზანოლ დენკით მკურნალობის განმავლობაში:
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს განუვითარდა:
მზისგან დამწვრობა;
მწვავე გამონაყარი ან ბუშტუკები;
ძვლის ტკივილი.
თუ პაციენტს გამოუვლინდება ზემოთ ხსენებული პრობლემები კანის მხრივ, ექიმი გააგზავნის პაციენტს დერმატოლოგთან. კონსულტაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა შეიძლება დანიშნოს რეგულარული ვიზიტები. ვორიკონაზოლით ხანგძლივი მკურნალობის განმავლობაში არსებობს კანის კიბოს განვითარების მცირე შანსი.
მკურნალობის განმავლობაში, მკურნალმა ექიმმა უნდა გადაამოწმოს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები, სისხლის ანალიზის საშუალებით.
ბავშვები და მოზარდები
ვორიკონაზოლ დენკი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი მკურნალობს ან უახლოეს პერიოდში იღებდა ან შეიძლება მიიღოს სხვა პრეპარატები. იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებებია.
კომბინირებული მიღებისას, ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს ვორიკონაზოლ დენკის ეფექტზე, ან ვორიკონაზოლ დენკმა იმოქმედოს მათ ეფექტზე.
თუ პაციენტი იღებს ქვემოთ მითითებულ პრეპარატებს ვორიკონაზოლ დენკთან ერთად, მან უნდა აცნობოს ექიმს, რადგან მათი კომბინაცია არ შეიძლება, რამდენადაც ეს შესაძლებელია:
რიტონავირი (აივ-ინფექციის საწინააღმდეგო), 100 მგ 2-ჯერ დღეში.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, რადგან კომბინირებული მკურნალობა ვორიკონაზოლ დენკთან ერთად არ შეიძლება შესაძლებლობის შემთხვევაში, და შეიძლება საჭირო გახდეს ვორიკონაზოლის დოზის დარეგულირება.
რიფაბუტინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება). თუ პაციენტი უკვე მკურნალობს რიფაბუტინით, ასეთ შემთხვევაში სისხლის მაჩვენებლები და რიფაბუტინის გვერდითი ეფექტები უნდა გაკონოტრლდეს.
ფენიტოინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება). თუ პაციენტი უკვე მკურნალობს ფენიტოინით, უნდა გადამოწმდეს სისხლში ფენიტოინის კონცენტრაცია და საჭიროების შემთხვევაში, ვორიკონაზოლ დენკით მკურნალობის დოზა უნდა დარეგულირდეს.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი მკურნალობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატით, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება ან მონიტორინგი იმის გადასამოწმებლად, რომ ამ წამლებს და/ან ვორიკონაზოლ დენკს აქვთ სასურველი ეფექტი:
ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები (მაგალითად: ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი; ანტიკოაგულანტები)
ციკლოსპორინი (ტრანსპლანტირებული პაციენტებისთვის);
ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტირებული პაციენტებისთვის);
სულფონილშარდოვანა (მაგალითად: ტოლბუტამიდი, გლიპიზიდე ან გლიბურიდი) (დიაბეტის სამკურნალო საშუალება);
სტატინები (მაგალითად: ატორვასტატინი, სიმვასტატინი) (ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი საშუალებები)
ბენზოდიაზეპინები (მაგალითად: მიდაზოლამი, ტრიაზოლამი) (ძილის მწვავე დარღვევის და სტრესის სამკურნალო პრეპარატი);
ომეპრაზოლი (კუჭ-ნაწლავის წყლულის სამკურნალო საშუალება);
ორალური კონტრაცეპტივები (თუ პაციენტი იღებს ვორიკონაზოლ დენკს ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად, შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა ან ციკლის დარღვევა);
ვინკა-ალკალოიდები (მაგალითად: ვიკრისტინი და ვინბლასტინი) (გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ);
ინდინავირი და Hაივ-პროტეაზას ინჰიბიტორის სხვა პრეპარატები (ავტოიმუნური დაავადების სამკურნალო პრეპარატები);
უკუტრანსკრიპტაზას არა-ნუკლეოზიდური ინჰიბიტორი (მაგალითად: ეფავირენზი, დელავირდინი, ნევირაპინი) (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ) (არ შეიძლება ეფავირენზის ზოგიერთი დოზის მიღება ვორიკონაზოლ დენკთან ერთად);
მეტადონი (გამოიყენება ჰეროინზე დამოკიდებულების დროს);
ალფენტანილი, ფენტანილი და სხვა ხანმოკლე ეფექტის მქონე ოპიატები, როგორიცაა სუფენტანილი (ქირურგიული ჩარევის დროს გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი);
ოქსიკოდონი და სხვა ხანგრძლივ-მოქმედი ოპიატები, როგირცაა ჰიდროკოდონი (ზომიერი ან მწვავე ტკივილის დროს);
არასტეროიდუილი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი, დიკლოფენაკი) (გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ);
ფლუკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ);
ევეროლიმუსი (გამოიყენება თირკმლის პროგრესირებული სიმსივნის და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ეჭვობს ფეხმძიმობის შესახებ, ან სურს დაორსულება, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არ არსებობს ექიმის რეკომენდაცია, არ შეიძლება ვორიკონაზოლ დენკის მიღება ორსულობის დროს. ქალბატონებმა, რომელთაც აქვთ განაყოფიერების შანსი, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. თუ პაციენტი დაფეხმძიმდა ვორიკონაზოლ დენკით მკურნალობის პერიოდში, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
ვორიკონაზოლ დენკმა შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან სინათლისადმი უსიანოვნო ჰიპერმგრძნობელობა. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ შეიძლება ავტომანქანის, მოწყობილობების ან მექანიზმების მართვა. ამ სიმტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.
ვორიკონაზოლ დენკი შეიცავს ლაქტოზას.
თუ პაციენტი ინფორმირებულია, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ვორიკონაზოლ დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებს, რაც არ არის აღწერილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში. პაციენტს შეუძლია პირდაპირ განაცხადოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ინსტიტუტის ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტში, კურტ-ჯორჯ-კეიზინგერ-ალეე 3, 353175 ბონი, ვებ-გვერდი - www.bfarm.de
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ვორიკონაზოლი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ვორიკონაზოლს.
სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკამელოზა, პოვიდონ K29/32, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [ბოსტნეული], ჰიპრომელოზა 6cP, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლ 3350, ტრიაცეტინი.
ვორიკონაზოლ დენკ 200 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ვორიკონაზოლ დენკ 200 მგ არის თეთრი ფერის, 15,5X7,9 მმ-ის ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით “"VC 200".
ვორიკონაზოლ დენკ 200 ხელმისაწვდომია შეფუთვაში 30, 50 და 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
ფარმაცევტული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენსტრ. 79
81675 მიუნხენი
შენახვის პირობები
ეს პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება შეფუთვასა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს. აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ წესებს.
არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისთვის, უნდა მიმართოთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
Gგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
ვორიკონაზოლ დენკ 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან
ვორიკონაზოლი
ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი განმეორებით წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია პირადად პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა მესამე პირისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვას.
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე ეხება ისეთი გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
რა არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში:
რა არის ვორიკონაზოლ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?
რისი ცოდნა არის საჭირო ვორიკონაზოლ დენკის მიღებამდე?
ვორიკონაზოლ დენკის მიღების წესი
რომელი გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი?
ვორიკონაზოლ დენკის შენახვის წესი
შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის ვორიკონაზოლ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?
ვორიკონაზოლ დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ვორიკონაზოლს. ვორიკონაზოლ დენკი არის სოკოვანი დაავადების სამკურნალო მედიკამენტი. იგი მოქმედებს ინფექციის გამომწვევი სოკოს განადგურების ან მისი ზრდის დაინჰიბირების გზით.
ის გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ (2 წლის ასაკიდან ბავშვები და მოზრდილები), რომელთაც აქვთ:
ინვაზიური ასპერგილოზი (სპეციფიური სოკოვანი ინფექცია Aspergillus spp.);
კანდიდემია (სპეციფიური სოკოვანი ინფექცია Candida spp.) არანეიტროპენიულ პაციენტებში (პაციენტებში, რომელთა ლეიკოციტების რაოდენობა არ არის უჩვეულოდ დაბალი);
Candida სახეობით გამოწვეული მწვავე სოკოვანი ინფექცია, თუ სოკო რეზისტენტულია ფლუკონაზოლის (სოკოს ინფექციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატი) მიმართ;
Scedosporium spp ან Fusarium spp (სოკოს ორი განსხვავებული სახეობა) სახეობით გამოწვეული მწვავე სოკოვანი ინფექცია
ვორიკონაზოლ დენკი განკუთვნილია გამწვავებული, სიცოცხლისთვის საშიში სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებისთვის.
სოკოვანი ინფექციის პრევენცია მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, რომელთაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
რისი ცოდნა არის საჭირო ვორიკონაზოლ დენკის მიღებამდე?
არ შეიძლება ვორიკონაზოლ დენკის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ვორიკონაზოლის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
დარწმუნდით, რომ მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი ინფორმირებულია, რომ პაციენტი მკურნალობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი ან მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით.
ქვემოთ ჩამოთვილია პრეპარატები, რომელთა მიღება არ შეიძლება ვორიკონაზოლით მკურნალობის დროს:
ტერფენადინი (ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება);
ასტემიზოლი (ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება);
ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის მხრივ გართულებების სამკურნალოდ);
პიმოზიდი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ);
ქუინიდინი (გამოიყენება კარდიალური არითმიის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
ეფავირენცის 400 მგ. ან უფრო მაღალი დოზით მკურნალობა (შიდსის სამკურნალო საშუალება);
კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
ფენობარბიტალი (გამოიყენება მწვავე უძილობის და ეპილეფსიის სამკურნალოდ);
ერგოტ-ალკალოიდები (მაგ. ერგოტამინი. დიჰიდროერგოტამინი, შაკიკის სამკურნალო საშუალებები);
სიროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტირებულ პაციენტებში);
რიტონავირი (აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალება) 400მგ და მეტი დოზით მიღებისას, დღეში ორჯერ;
კრაზანას საშუალებები (მცენარეული დანამატები).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
ვოზიკონაზოლ დენკის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
პაციენტი ალერგიულია სხვა აზოლების მიმართ;
პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის მხრივ დაავადება. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია დანიშნოს ვორიკონაზოლის უფრო დაბალი დოზა. ასევე, ვორიკონაზოლით მკურნალობის განმავლობაში ექიმი გადაამოწმებს ღვიძლის ფუნქციას სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით.
თუ პაციენტი ინფორმირებულია, რომ აქვს გულის კუნთის მხრივ დაავადება ან არითმია ან ბრადიკარდია, ან ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) აღინიშნება ე.წ. “QT ინტერვალის გახანგრძლივება”.
მკურნალობის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს მზეს და მზის ძლიერ ზემოქმედებას. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას კანი მზის ზემოქმედებისგან და გამოიყენოს მზისგან დამცავი საშუალება მაღალი ფაქტორით (SPF), რადგან იზრდება კანის სენსიტიურობა მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ. სიფრთხილის ეს ზომები, ასევე ეხება ბავშვებს.
ვორიკოზანოლ დენკით მკურნალობის განმავლობაში:
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს განუვითარდა:
მზისგან დამწვრობა;
მწვავე გამონაყარი ან ბუშტუკები;
ძვლის ტკივილი.
თუ პაციენტს გამოუვლინდება ზემოთ ხსენებული პრობლემები კანის მხრივ, ექიმი გააგზავნის პაციენტს დერმატოლოგთან. კონსულტაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა შეიძლება დანიშნოს რეგულარული ვიზიტები. ვორიკონაზოლით ხანგძლივი მკურნალობის განმავლობაში არსებობს კანის კიბოს განვითარების მცირე შანსი.
მკურნალობის განმავლობაში, მკურნალმა ექიმმა უნდა გადაამოწმოს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები, სისხლის ანალიზის საშუალებით.
ბავშვები და მოზარდები
ვორიკონაზოლ დენკი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ვორიკონაზოლ დენკი
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი მკურნალობს ან უახლოეს პერიოდში იღებდა ან შეიძლება მიიღოს სხვა პრეპარატები. იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებებია.
კომბინირებული მიღებისას, ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს ვორიკონაზოლ დენკის ეფექტზე, ან ვორიკონაზოლ დენკმა იმოქმედოს მათ ეფექტზე.
თუ პაციენტი იღებს ქვემოთ მითითებულ პრეპარატებს ვორიკონაზოლ დენკთან ერთად, მან უნდა აცნობოს ექიმს, რადგან მათი კომბინაცია არ შეიძლება, რამდენადაც ეს შესაძლებელია:
რიტონავირი (აივ-ინფექციის საწინააღმდეგო), 100 მგ 2-ჯერ დღეში.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, რადგან კომბინირებული მკურნალობა ვორიკონაზოლ დენკთან ერთად არ შეიძლება შესაძლებლობის შემთხვევაში, და შეიძლება საჭირო გახდეს ვორიკონაზოლის დოზის დარეგულირება.
რიფაბუტინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება). თუ პაციენტი უკვე მკურნალობს რიფაბუტინით, ასეთ შემთხვევაში სისხლის მაჩვენებლები და რიფაბუტინის გვერდითი ეფექტები უნდა გაკონოტრლდეს.
ფენიტოინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება). თუ პაციენტი უკვე მკურნალობს ფენიტოინით, უნდა გადამოწმდეს სისხლში ფენიტოინის კონცენტრაცია და საჭიროების შემთხვევაში, ვორიკონაზოლ დენკით მკურნალობის დოზა უნდა დარეგულირდეს.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი მკურნალობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატით, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება ან მონიტორინგი იმის გადასამოწმებლად, რომ ამ წამლებს და/ან ვორიკონაზოლ დენკს აქვთ სასურველი ეფექტი:
ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები (მაგალითად: ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი; ანტიკოაგულანტები)
ციკლოსპორინი (ტრანსპლანტირებული პაციენტებისთვის);
ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტირებული პაციენტებისთვის);
სულფონილშარდოვანა (მაგალითად: ტოლბუტამიდი, გლიპიზიდე ან გლიბურიდი) (დიაბეტის სამკურნალო საშუალება);
სტატინები (მაგალითად: ატორვასტატინი, სიმვასტატინი) (ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი საშუალებები)
ბენზოდიაზეპინები (მაგალითად: მიდაზოლამი, ტრიაზოლამი) (ძილის მწვავე დარღვევის და სტრესის სამკურნალო პრეპარატი);
ომეპრაზოლი (კუჭ-ნაწლავის წყლულის სამკურნალო საშუალება);
ორალური კონტრაცეპტივები (თუ პაციენტი იღებს ვორიკონაზოლ დენკს ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად, შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა ან ციკლის დარღვევა);
ვინკა-ალკალოიდები (მაგალითად: ვიკრისტინი და ვინბლასტინი) (გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ);
ინდინავირი და Hაივ-პროტეაზას ინჰიბიტორის სხვა პრეპარატები (ავტოიმუნური დაავადების სამკურნალო პრეპარატები);
უკუტრანსკრიპტაზას არა-ნუკლეოზიდური ინჰიბიტორი (მაგალითად: ეფავირენზი, დელავირდინი, ნევირაპინი) (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ) (არ შეიძლება ეფავირენზის ზოგიერთი დოზის მიღება ვორიკონაზოლ დენკთან ერთად);
მეტადონი (გამოიყენება ჰეროინზე დამოკიდებულების დროს);
ალფენტანილი, ფენტანილი და სხვა ხანმოკლე ეფექტის მქონე ოპიატები, როგორიცაა სუფენტანილი (ქირურგიული ჩარევის დროს გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი);
ოქსიკოდონი და სხვა ხანგრძლივ-მოქმედი ოპიატები, როგირცაა ჰიდროკოდონი (ზომიერი ან მწვავე ტკივილის დროს);
არასტეროიდუილი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი, დიკლოფენაკი) (გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ);
ფლუკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ);
ევეროლიმუსი (გამოიყენება თირკმლის პროგრესირებული სიმსივნის და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ).
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ეჭვობს ფეხმძიმობის შესახებ, ან სურს დაორსულება, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არ არსებობს ექიმის რეკომენდაცია, არ შეიძლება ვორიკონაზოლ დენკის მიღება ორსულობის დროს. ქალბატონებმა, რომელთაც აქვთ განაყოფიერების შანსი, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. თუ პაციენტი დაფეხმძიმდა ვორიკონაზოლ დენკით მკურნალობის პერიოდში, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
ვორიკონაზოლ დენკმა შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან სინათლისადმი უსიანოვნო ჰიპერმგრძნობელობა. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, არ შეიძლება ავტომანქანის, მოწყობილობების ან მექანიზმების მართვა. ამ სიმტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.
ვორიკონაზოლ დენკი შეიცავს ლაქტოზას.
თუ პაციენტი ინფორმირებულია, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ვორიკონაზოლ დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ვორიკონაზოლ დენკის მიღების წესი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას სხეულის მასის და ინფექციის ტიპის მიხედვით.
რეკომენდებული დოზა მოზრდილი პაციენტებისათვის (მათ შორის ხანდაზმულებისთვის) შემდეგია:
პაციენტები სხეულის 40კგ1-ზე მეტი წონით
პაციენტები სხეულის 40კგ1-ზე ნაკლები წონით
დოზა პირველი 24 საათის განმავლობაში (საწყისი დოზა)
400 მგ ყოველ 12 საათში
200 მგ ყოველ 12 საათში
დოზა 24 საათის შემდეგ (შემანარჩუნებელი დოზა)
200 მგ 2-ჯერ დღეში
100 მგ 2-ჯერ დღეში2
1 სხეულის წონა
2 სხვა დოზირების ფორმები/ ხელმისაწვდომი სიძლიერე
მკურნალობის ეფექტურობიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გაზრდოს დღიური დოზა 300 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. თუ პაციენტს აქვს მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ღვიძლის ციროზი, ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს დოზის შემცირება.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებისა და მოზარდებისთვის მისაღები რეკომენდებული დოზა შემდეგია:
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები და 50 კგ-მდე სხეულის მასის მქონე 12-14 წლის ასაკის მოზარდები
50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე 12-14 წლის მოზარდები. 14 წლის ასაკიდან მოზარდები
დოზა პირველი 24 საათის განმავლობაში (საწყისი დოზა)
მკურნალობა დაიწყება ინფუზიის სახით
400 მგ ყოველ 12 საათში
დოზა პირველი 24 საათის შემდეგ (შემანარჩუნებელი დოზა)
9მგ/კგ 2-ჯერ დღეში (მაქსიმუმ 350მგ 2-ჯერ დღეში)
200 მგ 2-ჯერ დღეში
მკურნალობის ეფექტურობიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს ან შეამციროს დღიური დოზა.
შემოგარსული ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს შეუძლია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა.
შემოგარსული ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან გვიან. შემოგარსული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ვორიკონაზოლ დენკს იღებთ სოკოვანი ინფექციის პრევენციის მიზნით და გამოგივლინდათ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეგიწყვიტოთ ვორიკონაზოლ დენკის მიღება.
თუ თქვენ მიიღეთ ვორიკონაზოლ დენკის დოზა გადაჭარბებებით
თუ პაციენტმა მიიღო შემოგარსული ტაბლეტის რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობა (ან მესამე პირმა მიიღო თქვენთვის განკუთვნილი ტაბლეტები), დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ვორიკონაზოლ დენკის შეფუთვა.
თუ პაციენტმა მიიღო ვორიკონაზოლ დენკის გადაჭარბებული დოზა, შესაძლებელია გამოვლინდეს უჩვეულო ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ.
ვორიკონაზოლ დენკის დოზის გამოტოვება
მნიშვენლოვანია ვორიზოკაზოლ დენკის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება რეგულარულად, მაგალითად ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულ დროს. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ვორიკონაზოლ დენკის მიღების შეწყვეტა
ცნობილია, რომ შემოგარსული ტაბლეტის სათანადო რეჟიმის შესაბამისად მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პრეპარატის ეფექტურობას. აქედან გამომდინარე, ვორიკონაზოლ დენკის მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად და ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად, თუ მკურნალი ექიმი არ შეწყვეტს მკურნალობას.
ვორიკონაზოლ დენკი მიიღება რეგულარულად, სანამ მკურნლი ექიმი არ შეწყვეტს მკურნალობას. არ შეიძლება მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა, რადგან ინფექცია შესაძლებელია სრულად ვერ აღმოიფხვრას. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ან რთულად სამკურნალო ინფექციის მქონე პაციენტებს, შესაძლებელია დასჭირდეთ ხანგრძლივი მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის განმეორება.
ექიმის გადაწყვეტილებამ, ვორიკონაზოლ დენკით მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გავლენა არ უნდა მოახდინოს პაციენტზე.
ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რომელი გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი?
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, ისინი ძირითადად მხუბუქი სახის და დროებითია. თუმცა, ზოგიერთი ეფექტი შესაძლებელია იყოს სერიოზული და საჭირო გახდეს მკურნალობა.
სერიოზული გვერდითი ეფექტები – უნდა შეწყდეს ვორიკონაზოლ დენკის მიღება და დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს:
გამონაყარი
სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი მაჩვენებლები;
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
მხედველობის დარღვევა (მათ შორის დაბურული მხედველობა, ფერების აღქმის დარღვევა, თვალის მხრივ ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, ფერების სიბრმავე, თვალის დაავადება, მხედველობითი ჰალო, “ქათმის სიბრმავე”, ნისტაგმი, კაშკაშა წერტილების გაჩენა, მხედველობითი აურა, მხედველობის სიმახვილის შემცირება, მხედველობის გაფერმკრთალება, მხედველობითი ველის ნაწილობრივი დაკარგვა, ლაქები თვალის წინ)
ცხელება
გამონაყარი
გულისრევა, ღებინება, ფაღარათი
თავის ტკივილი
კიდურების შეშუპება
კუჭის ტკივილი
ქოშინი
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მატება
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სინუსიტი, გინგივიტი, ცხელება, სისუსტის შეგრძნება
ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლის ზოგიერთი წითელი უჯრედების რაოდენობის, (შეიძლება დაკავშირებული იყოს იმუნურ სისტემასთან), და/ან თეთრი უჯრედების (ნაწილობრივ დაკავშირებულია ცხელებასთან) მწვავედ შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ხელს უწყობენ სისხლის კოლტის წარმოქმას
ალერგიული რეაქციები ან გადაჭარბებული იმუნური შედეგი
სისხლში გლუკოზის დონის დაბალი მაჩვენებელი, სისხლში კალიუმის დონის დაბალი მაჩვენებელი, სისხლში ნატრიუმის დონის დაბალი მაჩვენებელი
შფოთვა, დეპრესია, დაბნეულობა, მოუსვენრობა, უძილობა, ჰალუცინაციები.
კრუნჩხვა, კანკალი ან კუნთების უკონოტროლო მოძრაობები, ჩხვლეტის შეგრძნება ან კანზე უჩვეულო შეგრძნებები, კუნთების ტონუსის მომატება, ძილიანობა, თავბრუსხვევა.
თვალებში სისხლდენა
კარდიალური არითმია, მათ შორის ძალიან აჩქარებული გულისცემა, ძალიან შენელებული გულისცემა, გულის წასვლა
დაბალი არტერიული წნევა, ვენების ანთება (რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის კოლტის წარმოქმნასთან)
გამწვავებული ქოშინი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სახის შეშუპება (პირის, ტუჩების და თვალების გარშემო), სითხის დაგროვება ფილტვებში
ყაბზობა, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, ტუჩების ანთება
სიყვითლე, ღვიძლის ანთება და ღვიძლის დაზიანება
გამონაყარი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დიდ ბუშტუკებად და გამოიწვიოს კანის აქერცვლა, რასაც ახასიათებს ბრტყელი, წითელი ადგილები, დაფარული მცირე ბუშტუკებით, კანის სიწითლე
ქავილი
თმის ცვენა
ზურგის ტკივილი
თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა, სისხლი შარდში, ცვლილებები თირკმლის ფუნქციურ ანალიზებში
არა-ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
გრიპის-მსგავსი სიმპტომები, გასტროინტესტინალური ტრაქტის გაღიზიანება და ანთება, გასტროინტესტინალური ტრაქტის ანთება, რაც იწვევს ანტიბიოტიკო-თერაპიით გამოწვეულ ფაღარათს, ლიმფური სისხლძარღვების ანთება
თხელი ქსოვილის ანთება, რომელიც განთავსებულია მუცლის შიდა კედელზე და ფარავს მუცლის ღრუს ორგანოებს
ლიმფური კვანძების გადიდება (ზოგჯერ მტკივნეულიც კი), ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია
თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა, პარკინსონის დაავადების-მსგავსი ნიშნები, ნერვული დაზიანება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ხელ-ფეხის დაბუჟების, ტკივილის, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებით.
წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა
ტვინის შეშუპება
გაორებული მხედველობა, თვალის სერიოზული პრობლემები, მათ შორის: თვალების და ქუთუთოების ტკივილი და ანთება, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ოპტიკური ნერვის დაზიანება, რაც იწვევს მხედველობის დარღვევას, მხედველობითი ნერვის დვრილის შეშუპება.
შემცირებული მგრძნობელობა კონტაქტური სტიმულის მიმართ
გემოს შეგრძნების დარღვევა
სმენის დარღვევა, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა
ზოგიერთი შინაგანი ორგანოს (პანკრეასი და თორმეტგოჯა ნაწლავი) ანთება, ენის შეშუპება და ანთება
ღვიძლის გადიდება, ღვიძლის უკმარისობა, ნაღვლის ბუშტის დაავადება, კენჭები ნაღვლის ბუშტში
სახსრების ანთება, ზედაპირული ვენების ანთება (რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის კოლტებთან)
თირკმლის ანთება, ცილა შარდში, თირკმლის დაზიანება
ძალიან აჩქარებული გულისცემა, ან “ტალღოვანი” გულისცემა, რაც იშვიათად დაკავშირებულია არარეგულარულ ელექტრულ იმპულსებზე
ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (EKG)
სისხლში ქოლესტეროლის დონის მომატება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება
კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მწვავე), მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში კანის მდგომარეობა, მტკივნეულ ბუშტუკებთან ერთად, კანის და ლორწოვანი გარსის წყლულები, განსაკუთრებით პირის ღრუში, კანის ანთება, ჭინჭრის ციება, კანის დამწვრობა ან მწვავე რეაქციების განვითარება სინათლის ან მზის სხივების შედეგად, კანის სიწითლე და გაღიზიანება, კანის წითელი და მეწამული შეფერილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების დონის შემცირებით, გამონაყარი (ეგზემა)
შეყვანის ადგილის მხრივ რეაქცია
იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
ჰიპერაქტიული ფარისებრი ჯირკვალი
ტვინის ფუნქციის გაუარესება, რაც წარმოადგენს ღვიძლის დაავადების მწვავე გართულებას
მხედველობითი ნერვის თითქმის ყველა ბოჭკოს დეგრადაცია, რქოვანას შემღვრევა, უნებლიე თვალის მოძრაობები
ბულოზური ფოტოსენსიტიურობა
დაავადება, რომლის დროსაც სხეულის იმუნური სისტემა უტევს პერიფერიულ ნერვულ სისტემას,
კარდიალური არითმია ან გამტარობის მხრივ პრობლემები (ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში)
სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები
სისხლის შედედების მხრივ დარღვევები
კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მწვავე), მათ შორის კანის სწრაფი შეშუპება, კანქვეშა ქსოვილის, ლორწოვანი გარსის და მის ქვეშ მდებარე ქსოვილის ქავილი ან გასქელება, გაწითლებული კანი მოვერცხლისფრო ქერცლით, კანის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადება, რომლის დროსაც ეპიდერმისის (კანის ყველაზე ზედაპირული შრე) დიდი ნაწილი შორდება ქვედა ფენას
კანზე პატარა მშრალი და აქერცლილი ლაქები, რაც ზოგჯერ სქელდება და გამოვლინდება წვეთების ან “რქების” მსგავსად.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
ჭორფლი და პიგმენტური ლაქები
უცნობი სიხშირის სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს:
კანის სიმსივნე
ძვლის გარშემო არსებული ქსოვილის ანთება
წითელი, ქერცლოვანი ლაქები ან კანზე ბეჭდის მსგავსი დაზიანებები, რაც შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადების, წითელი მგლურას, მსგავსი სიმპტომი.
რადგან ცნობილია, რომ ვორიკონაზოლი მოქმედებს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციაზე, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია აკონტროლოს ღვიძლის და თირკლის ფუნქცია სისხლის ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს თუ გამოვლინდება კუჭის ტკივილი ან ცვლილებები განავლის ტექსტურის მხრივ.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ვორიკონაზოლით, გამოვლინდა კანის სიმსივნის შემთხვევები.
სინათლის ან მზის სხივების შედეგად განვითარებული დამწვრობა ან კანის მხრივ მწვავე რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში. თუ მოზრდილს ან ბავშვს განუვითარდება კანის გამწვავებული მდგომარეობა, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გააგზავნოს ის დერმატოლოგთან, რომელმაც ვიზიტის შემდეგ შეიძლება რეგულარულად დაიბაროს პაციენტი ან მისი შვილი დერმატოლოგიური შემოწმებისთვის. ბავშვებში ასევე უფრო ხშირად გამოვლინდა ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
თუ გვერდითი ეფექტი გახანგრძლივდა ან გახდება შემაწუხებელი, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებს, რაც არ არის აღწერილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში. პაციენტს შეუძლია პირდაპირ განაცხადოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ინსტიტუტის ფარმაკოუსაფრთხოების დეპარტამენტში, კურტ-ჯორჯ-კეიზინგერ-ალეე 3, 353175 ბონი, ვებ-გვერდი - www.bfarm.de
ჩვენება.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, პაციენტი ეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ვორიკონაზოლ დენკის შენახვის წესი
ეს პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება შეფუთვასა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს. აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ წესებს.
არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისთვის, უნდა მიმართოთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვორიკონაზოლ დენკ 200 მგ
აქტიური ნივთიერება არის ვორიკონაზოლი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ვორიკონაზოლს.
სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკამელოზა, პოვიდონ K29/32, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [ბოსტნეული], ჰიპრომელოზა 6cP, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლ 3350, ტრიაცეტინი.
ვორიკონაზოლ დენკ 200 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ვორიკონაზოლ დენკ 200 მგ არის თეთრი ფერის, 15,5X7,9 მმ-ის ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით “"VC 200".
ვორიკონაზოლ დენკ 200 ხელმისაწვდომია შეფუთვაში 30, 50 და 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
ფარმაცევტული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენსტრ. 79
81675 მიუნხენი
მწარმოებელი
შპს აქტავისი
BLB 016 Bulebel Industrial Estate
ZTN 3000 Zejtun
მალტა
აღნიშნული პრეპარატი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში (EEA) წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებებით:
დანია ვორიკონაზოლ დენკი 200 მგ შემოგარსული ტაბლეტი
გერმანია ვორიკონაზოლ დენკი 200 მგ შემოგარსული ტაბლეტი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 2018 წლის აპრილში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.