ვფენდი, ეს არის ი.ვ. 200 მგ საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც 200 მგ ვორიკონაზოლს შეიცავს. პრეპარატი წარმოდგენილია ერთჯერადი გამოყენების მინის ფლაკონებში. ვფენდის განზავების შემდეგ თითოეული მილილიტრი 10 მგ ვორიკონაზოლს შეიცავს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვორიკონაზოლ (voriconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- J02AC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0254
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ვიფენდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვფენდი, ეს არის ი.ვ. 200 მგ საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც 200 მგ ვორიკონაზოლს შეიცავს. პრეპარატი წარმოდგენილია ერთჯერადი გამოყენების მინის ფლაკონებში. ვფენდის განზავების შემდეგ თითოეული მილილიტრი 10 მგ ვორიკონაზოლს შეიცავს.
ვფენდი, სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ გამოიყენება (ანტიფუნგალური) და ტრიაზოლის სახელით წოდებულ წამლის ჯგუფში შედის. აღნიშნული წამლები გამოიყენება სოკოს სხვადასხვა სახეობით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ვფენდის ეფექტი, სოკოვანი დაავადების გამომწვევი სოკოების განადგურებით ანდა ზრდის შეფერხებით ვლინდება.
ვფენდის გამოყენება 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებში:
ვფენდი, გამოიყენება Aspergillus, Scedosporium, Fusarium და Fluconazole -ზე რეზისტენტული კანდიდათი გამოწვეული სერიოზული სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
სისხლის სოკოვანი ინფექციის (კანდიდემიის) სამკურნალოდ, როცა ავადმყოფებში აღინიშნება სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ნორმალური მაჩვენებლები.
აღნიშნული წამალი, მხოლოდ ექიმის ზედამხედველოის ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული. ვფენდი, რეალობაში დაავადების მძიმე ფორმების დროს გამოიყენება.
- ვფენდის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვფენდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ვორიკონაზოლის ანდა ვფენდის შემადგენელი სხვა შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.
თუ, სხვა წამალებსაც ღებულობთ, რეცეპტის გარეშე გამოწერილი წამლების ჩათვლით, ანდა ახლო პერიოდში გამოიყენეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ. შეიძლება ზოგიერთი წამლის და ვფენდი ურთიერთქმედება გამოვლინდეს.
ვფენდი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ვფენდთან შესაძლო ურთიერთქმედებაში გამოვლენილი წამლების ჩამონათვალი მოცემულია ნაწილში ,,ვფენდის’’ სხვა წამლებთან ურთიერთქმედება’’.
თუ ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში აღნიშნულ წამლებს ღებულობთ, ვფენდი არ უნდა გამოიყენოთ:
ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული ტერფენადინი
ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული ასტემიზოლი
კუჭის პრობლემების დროს გამოყენებული ცისაპრიდი
ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პიმოზიდი
არითმიების სამკურნალოდ გამოყენებული ქინიდინი
ტუბერკულოზის (ჭლექის) სამკურნალოდ გამოყენებული რიფამპიცინი
აივ (შიდსი) ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ეფავირენზი (დღეში 400 მგ და უფრო მეტი დოზით)
ეპილეფსიის (კრუნჩხვების) სამკურნალოდ გამოყენებული კარბამაზეპინი
მკვეთრი უძილობის და გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული ფენობარბიტალი
მიგრენის სამკურნალოდ გამოყენებული ერგოტის ალკალოიდები (მაგ.: ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი)
ტრანსპლანტაციის მქონე ავადმყოფებში გამოყენებული სიროლიმუსი
აივ (შიდსი) ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული რიტონავირი (დღეში 2-ჯერ 400 მგ და უფრო მეტი დოზით)
მცენარეული პრეპარატები და დანამატების სახით გამოყენებული წმ. ჯონის ვორტი (ყვითელი კრაზანა)
რიფაბუტინი (თუ, მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება მავნე ურთიერთქმედებას, რიფაბუტინთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული).
ვფენდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,
თუ;
წარსულში აზოლის სხვა ნაერთების (მაგ.:ფლუკონაზოლი) მიმართ ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ,
გულის კუნთის დაავადება (კარდიომიოპათია), არითმიები, გულის ცემის შენელება , ეკგ-ზე ,,QT ინტერვალის გახანგრძლივების’’ სახელით ცნობილი ანორმალური მდგომარეობა გაქვთ,
სისხლში კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის დონის ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი გაქვთ (თუ, ელექტროლიტური დარღვევები გაქვთ),
,,QT ინტერვალის’’ შემოკლების გამომწვევ წამლებს ღებულობთ (მაგ.: ქინიდინი, პროკაინამიდი)
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მხედველობის შემღვრევა, მხედველობის ნერვის ანთება გაქვთ,
წარსულში ანდა აჟამად ღვიძლის პრობლემები გაქვთ. ღვიძლის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ექიმი შეიძლება ვფენდის დაბალ დოზას გამოგიწერთ. ვფენდით მკურნალობის დროს, ექიმმა სისხლის ანალიზები და ღვიძლის ფუნქციები უნდა გადაამოწმოს.
თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმი თირკმლის ფუნქციების გადამოწმებისთვის, რეგულარულად სისხლის ანალიზებს აიღებს.
არა-ქრონიკული პანკრეასის ანთება (მწვავე პანკრეატიტი) გაქვთ, თუ, ახლო პერიოდში სიმსივნის სამკურნალო წამლებით მკურნალობა ჩაიტარეთ (ქიმიოთერაპია), თუ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გაკეთდა,
ვფენდით მკურნალობის დროს, მზის სხივებს მოერიდეთ და მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრა თავიდან აიცილეთ. კანის, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობელობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, მზისგან დამცავი სამოსი და მზისგან დამცავი კრემები/ლოსიონები გამოიყენეთ. აღნიშნული ზომები, ბავშვებთანაც გათვალისწინებული უნდა იქნას.
ვფენდით მკურნალობის დროს:
თუ;
მზის სხივებით გამოწვეული დამწვრობა,
კანის ქავილი, გამონაყარი ანდა სითხის შეკავება,
სინათლის მიმართ მსუბუქი კანის რეაქცია,
ძვლების ტკივილი,
სტევენს-ჯონსის სინდრომი ანდა ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის მსგავსი, კანზე ბუშტუკები და კანის შრეების ერთმანეთისგან აცლით მიმდინარე, სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადება გამოვლინდება,
დრესს სინდრომის სახელით ცნობილი მდგომარეობა, რომელიც გამონაყარით, ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა)მომატების მსგავსი ნიშნებით, კანის ძლიერი რეაქციით
გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ
თუ, ზემოთ ჩამოთვლილი კანის პრობლემები გამოვლინდება, ექიმი შეიძლება კანის ექიმთან (დერმატოლოგთან) გადაგამისამართებთ. აღნიშნული პრობლემების სპეციალისტი მდგომარეობას შეაფასებს და შემდეგ რეგულარული ინტერვალით საკონტროლო ვიზიტების მნიშვნელობას აგიხსნით.
ვფენდის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას, არსებობს კანის სიმსივნის განვითარების ალბათობა.
ვფენდით მკურნალობის დროს, ექიმი ღვიძლის და თირკმლების ფუნქციური მაჩვენებლების მართვას სისხლის ანალიზების რეგულარული კონტროლით განახორციელებს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ვფენდის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არა აქვს.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ვფენდი, ყოველთვის ექიმის მიერ რეკომენდირებული ფორმით მიიღეთ.
თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თქვენი ექიმი, სხეულის წონის და ინფექციის ტიპის შესაბამისად საჭირო დოზას განსაზღვრავს.
ექიმი, მდგომარეობის შესაბამისად დოზის რეგულაციას მოახდენს (შეცვლის).
ზრდასრულთათვის (ხანდაზმული ავადმყოფების ჩათვლით) რეკომენდირებული დოზა ქვემოთაა მოცემული:
ინტრავენური გზით
დოზა, პირველი 24 საათისთვის
(დარტყმითი დოზა)
6 მგ/კგ დღეში 2-ჯერ. (12 საათში ერთხელ)
დოზა, პირველი 24 საათის შემდეგ
(შემანარჩუნებელი დოზა)
4 მგ/კგ დღეში 2-ჯერ. (12 საათში ერთხელ)
მკურნალობაზე მიღებული პასუხის მიხედვით, ექიმი დღიურ დოზას შეიძლება შემდეგი სახით დაგინიშნავთ: 3 მგ/კგ დღეში 2-ჯერ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის.
ვფენდის საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის საჭირო ფხვნილი, ფარმაცევტის ანდა ექთნის მიერ უნდა იქნას გალღობილი და განზავებული.
წამალი, 1 საათში მაქსიმუმ 3 მგ/კგ წონით და 1-3 საათიანი დროის ინტერვალით, ინფუზის გზით ვენაში (ინტრავენურად) შეიყვანება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებსა და ზრდასრულებში რეკომენდირებული დოზა ქვემოთაა მოცემული:
ინტრავენური
2-12 წლის ასაკობრივ ჯგუფის ბავშვებსა და 12-14 წლის, 50 კგ ნაკლები წონის ახალგაზრდები
50 კგ ანდა უფრო მეტი წონის 12-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი და 14 წლის და მეტი ასაკის ყველა ახალგაზრდა
დოზა, პირველი 24 საათისთვის
(დარტყმითი დოზა)
პირველი 24 სთ-ში, 12 საათში ერთხელ 9 მგ/კგ
პირველ 24 სთ-ში, 12 საათში ერთხელ 6 მგ/კგ
დოზა, პირველი 24 საათის შემდეგ
(შემანარჩუნებელი დოზა)
8 მგ/კგ დღეში 2 -ჯერ
4 მგ/კგ დღეში 2-ჯერ
ვფენდი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ექიმი, სპეციალურად თქვენთვის დოზის რეგულირებას არ მოახდენს.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ამ წამლის გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობა გაქვთ, ექიმი შეიძლება წამლის დოზას შეამცირებს.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ვორიკონაზოლი გამოკვლეული არ არის.
თუ, ფიქრობთ, რომ ვფენდის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვფენდის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
აღნიშნული წამალი, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ კეთდება, ამიტომ საჭიროზე მეტი დოზის გამოყენების ალბათობა ნაკლებია.
თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ გადაჭარბებული დოზა გაგიკეთდათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვფენდის საჭიროზე მეტი დოზა გაგიკეთდათ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ვფენდის მიღება დაგავიწყდებათ:
აღნიშნული წამალი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ კეთდება, ამიტომ დოზის გამოტოვების ალბათობა ნაკლებია. თუმცა, თუ მაინც ფიქრობთ, რომ დოზის გაკეთება ჩაგივარდათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს უთხარით.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ვფენდით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვფენდის მიღება არ შეწყვიტოთ. თუმცა, მკურნალობის ხანგრძლივობამ 6 თვეს არ უნდა გადააჭარბოს.
სუსტი იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ანდა გახანგრძლივებული ინფექციების დროს, ინფექციების განმეორებით გამოვლინებისგან თავის დასაცავად, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის ხანგრძლივი ჩატარება. დაავადების მხრივ თუ გაუმჯობესება გამოვლინდება, ექიმი, მკურნალობას ინტრავენური ინფუზიის ნაცვლად, შეიძლება ტაბლეტირებული ფორმით გააგრძელებს.
ექიმის რეკომენდაციით ვფენდით მკურნალობის შეწყვეტისას, რაიმე სახის გვერდითი ეფექტის განვითარება მოსალოდნელი არ არის.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ვფენდის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
გვერდით ეფექტების უმრავლესობა, მსუბუქი სიმძიმისაა და გარდამავალია. თუმცა, ზოგიერთ გვერდით ეფექტი შეიძლება სერიოზული სახით გამოვლინდეს და საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვფენდი, ექიმის დანიშნულების გარეშე ორსულ ქალებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებში, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია:

ვფენდი, ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერი წამლის მიღებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვფენდი, გარდამავალი და შექცევადი ხასიათის მხედველობის დარღვევას იწვევს, შეიძლება გამოიწვიოს მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები/მომატება და/ ანდა სინათლის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა. აღნიშნული მხედველობის მაჩვენებლების ცვლილებების დროს ავტომობილის და მექანიზმების მართვას მოერიდეთ. ვორიკონაზოლის გამოყენების დროს, რეკომენდირებულია ღამით ავტომობილის არ მართვა.
ვფენდის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ფლაკონი 217,6 მგ ნატრიუმს შეიცავს. აღნიშნული მდგომარეობა, ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალისწინებული უნდა იქნას.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა წამალსაც ღებულობთ, ახლო პერიოდში გამოიყენეთ ანდა მომავალში მიღებას გეგმავთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ. აღნიშნულ წამლებში რეცეპტის გარეშე გამოწერილი წამლებიც შედის. სასურველი ეფექტის მიღებაში რომ დარწმუნდეთ, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის რეგულირება ანდა დაკვირვება.
ვფენდთან ერთად მიღებულმა ზოგიერთმა წამალმა და ვფენდის საწინაღმდეგო ეფექტის მქონე წამლებმა, შეიძლება ერთმანეთის მოქმედების მექანიზმი შეცვალოს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. თუ, შესაძლებელია ეს წამლები ვფენდთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული:
აივ (შიდსი)ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული რიტონავირი-100 მგ დოზით დღეში 2-ჯერ .
ტუბერკუოზის სამკურნალოდ გამოყენებული რიფაბუტინი. თუ, ამჟამად რიფაბუტინით მკურნალობას გადიხართ, საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმება და რიფაბუტინის გამოყენებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებზე დაკვირვება.
ეპილეფსიის (კრუნჩხვების) სამკურნალოდ გამოყენებული ფენიტოინი. თუ, ამჟამად ფენიტოინით მკურნალობას გადიხართ, ვფენდით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში ფენიტოინის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი და თქვენთვის შესაბამისი დოზის რეგულირება.
სისხლის შედედების შემცირების მიზნით გამოყენებული ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები -მაგ.ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი.
ორგანოს გადანერგვის (ტრანსპლანტაციის) მქონე ავადმყოფებში გამოყენებული ციკლოსპორინი.
ორგანოს გადანერგვის (ტრანსპლანტაციის) მქონე ავადმყოფებში გამოყენებული ტაკროლიმუსი.
დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ გამოყენებული სულფონილშარდოვანას წარმოებულები- მაგალითად, ტოლბუტამიდი, გლიპიზიდი და გლიბურიდი.
ქოლესტერონის მაღალი მაჩვენებლის დაქვეითების მიზნით გამოყენებული სტატინები-მაგალითად, ატორვასტატინი, სიმვასტატინი.
ძლიერი უძილობის და სტრესის სამკურნალოდ გამოყენებული ბენზოდიაზეპინები- მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი.
წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული ომეპრაზოლი
ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტის მისაღებად გამოყენებული ორალური კონტრაცეპტივები (თუ, ვფენდთან ერთად ჩასახვის საწინააღმდეგო წამლებს ღებულობთ, შეიძლება გამოვლინდეს ღებინება და მენსტრუალური ციკლის დარღვევის მსგავსი გვერდითი ეფექტები)
სიმსივნის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ვინკას ალკალოიდები-მაგალითად, ვინკრისტინი და ვინბლასტინი.
აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ინდინავიდი და მსგავსი აივ- პროტეაზას ინჰიბიტორები.
აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ეფავირენზი, დელავირდინი, ნევირაპინის მსგავსი წამლები (ეფავირენზის ზოგიერთი დოზა ვფენდთან ერთად (ერთდროულად) არ გამოიყენოთ).
ჰეროინ-დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოყენებული მეტადონი.
აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ეფავირენზი (ეფავირენზის ზოგიერთი დოზა ვფენდთან ერთად (ერთდროულად) არ გამოიყენოთ).
ოპერაციული ჩარევების დროს გამოყენებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები-მაგალითად, ალფენტანილი და ფენტანილი და სუფენტანილის მსგავსი სხვა ხანმოკლე მოქმედების ოპიატები.
საშუალო სიმძიმის ტკივილების სამკურნალოდ გამოყენებული ოქსიკოდონი და ჰიდროკოდონის მსგავსი სხვა ხანგრძლივი მოქმედების ოპიატები.
სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებულოი ფლუკონაზოლი.
ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები- მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი.
თირკმლის სიმისვნის შორს წასული ფორმის ანდა თირკმლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში გამოყენებული ევეროლიმუსი.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ვფენდის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
გამონაყარი
სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ცვლილება
მუცლის ზემო ნაწილში ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება-პანკრეატიტის ნიშნები
ცხელება, პირის ღრუში შეშუპება, სახის, ენის და ტუჩების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ქავილი, კანზე სიწითლეების გაჩენა, ზოგჯერ დაბალი არტერიული წნევით გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები)
ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.
აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
სხვა გვერდთი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული:
მხედველობის დარღვევა (მხედველობის შემღვრევა, გამოსახულების აღქმისას ფერის ცვლილება, სინათლის მიმართ მგრძნობელობის ანორმალური შეცვლა, ფერების აღქმის დაკარგვა, თვალის დაზიანება, სინათლის ირგვლივ ჰალოს ხედვა, ღამის სიბრმავე, ტალღისებრი ხედვა, თვალში ნაპერწკლების ანთება, პრიალა მიდამოების ხედვა, მხედველობის სიმახვილის შემცირება, გამოსახულებების ბრწყინვა, ნათება, მხედველობის ნორმალური ველის ერთი ნაწილის დაკარგვა, თვალში ლაქების მსგავსი ცვლილებების ხედვა, მხედველობის შეცვლა)
ცხელება
გამონაყარი
გულისრევა, ღებინება, დიარეა
თავის ტკივილი
ხელების და ფეხების შეშუპება
მუცლის ტკივილი
სუნთქვის გაძნელება
ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლის მომატება
გავრცელებული:
სახის ძვლების ჰაერის შემცველი ღრუების ანთება (სინუსიტი), ღრძილების ანთება, კანკალი, სისუსტე
ზოგიერთი, სერიოზული მაჩვენებლების ჩათვლით, სისხლის წითელი უჯრედების (ზოგჯერ იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული) და / ანდა სისხლის თეთრი უჯრედების (ზოგჯერ ცხელებასთან დაკავშირებული) რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
ალერგიული რეაქციები ანდა იმუნური სისტემის ძლიერი პასუხი
სისხლში შაქრის დონის დაცემა, სისხლში კალიუმის დონის დაცემა, სისხლში ნატრიუმის დონის დაცემა
შფოთვა/გაღიზიანება, დეპრესია, გონების არევა, მოუსვენრობა, ჩაძინების გაძნელება, არ არსებულის ხედვა (ჰალუცინაციები)
გულყრები, კანკალი ანდა უკონტროლო კუნთოვანი მოძრაობები, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ანდა კანის ანორმალური შეგრძნებები, კუნთოვანი ტონუსის მომატება, ძილიანობა, თავბრუსხვევა
თვალებში სიხლჩაქცევები
გულისცემის აჩქარების ანდა შენელების მსგავსი გულის რითმის დარღვევები, გონების დაკარგვა
სისხლის არტერიული წნევის დაცემა, ვენების ანთება (შეიძლება სისხლში თრომბის წარმოქმნასთან იყოს დაკავშირებული )
სუნთქვის უეცარი გაძნელება, ტკივილი მკერდში, სახის შეშუპება (პირის ღრუს, ენის და თვალის ირგვლივი მიდამოს), ფილტვებში სითის შეკავება
ყაბზობა, დიპეფსიური მოვლენები, ტუჩების ანთება
სიყვითლე, ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანება
კანის ზედაპირზე ერთმანეთის მიყოლებით ბუშტუკების შემცველი წითელი ზონის განვითარებით, კანზე სერიოზული გასქელებით და აშრევებით გამოვლენილი კანის გამონაყარი, კანის სიწითლე
ქავილი
თმის ცვენა
ზურგის ტკივილი
თირკმლების უკმარისობა, შარდში სისხლი, თირკმლის ფუნქციური ტესტების ცვლილება
ნაკლებად გავრცელებული:
გრიპის მსგავსი ნიშნები, კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანება და ანთება, ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკაშირებული დიარეის გამომწვევი კუჭ-ნაწლავის სისტემის ანთება, ლიმფური ძარღვების ანთება
მუცლის ღრუს შიგნითა კედლის და მულის ღრუს ორგანოების მფარავი თხელი ქსოვილის ანთება, აღნიშნულის ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, ღებინება, სისუსტე, კანკალი, მუცლის შებერილობა, შარდის რაოდენობის შემცირება, დიარეა ანდა ყაბზობა, მუცლის კუნთების რიგიდობის მაჩვენებელი ნიშნების ერთი ნაწილი ანდა სრული სიმპტომები
ლიმფური ჯირკვლების შესივება (ზოგჯერ მტკივნეული), ძვლის ტვინის უკმარისობა, სისხლში ეოზინოფილების (ალერგიული უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება
თირკმლეზედა ჯიკრვლების ფუნქციის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ნიშნები, წონის დაკლება, გულისრევა და უმადობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, სხეულზე კანის ფერის გამუქება
თავის ტვინის ფუნქციების ანორმალობა, პარკინსონის მსგავსი (მაგ.სახსრების გაშეშება) ნიშნები, ნერვების დაზიანებასთან დაკაშირებული ხელის და ფეხების დაბუჟება, ტკივილი, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება და წვის შეგრძნება
კოორდინაციის ანდა წონასწორობის პრობლემები
თავის ტვინის შეშუპების ნიშნები: თავის ტკივილი, თავბრსუხვევა, ღებინება
მხედველობის გაორება, თავლის ზოგიერთი სერიოზული პრობლემები, თვალის ქუთუთოების ტკივილი და ანთება, თვალის ანორმალური მოძრაობები, მხედველობის დარღვევის გამომწვევი მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის ნერვის არხის შეშუპება
შეხების შეგრძნების შემცირება
გემოს შეგრძნების დარღვევა
სმენის პრობლემები, ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა (ვერტიგო)
ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ანთება (პანკრეასის ანდა თორმეტგოჯა ნაწლავის), ენის შეშუპება და ანთება
ღვიძლის გადიდება, ღვიძლის უკმარისობა, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ნაღვლის ბუშტის კენჭი
სახსრების ანთება, კანქვეშა ვენების ანთება (სისხლის თრომბის წარმოქმნასთან ერთად მიმდინარეობს)
თირკმლების ანთება, შარდში პროტეინების არსებობა, თირკმლების დაზიანება
გულიცემის აჩქარება ანდა დარღვევა, არითმიები, ზოგჯერ ელექტრული გამტარებლობის დარღვევა
ეკგ (გულის ელექტრული ატივობის ჩანაწერი) მაჩვენებლების ანორმალობა
სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის მომატება, სისხლში შარდოვანას რაოდენობის მომატება
კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ სერიოზული), კანზე და განსაკუთრებით პირის ღრუში, ლორწოვანის დაზიანების, მტკივნეული აშრევების და გამონაყარის გამომწვევი, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განმაპირობებელი მდგომაროება, კანის ანთება, ურტიკარია, სინათლის ანდა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის შემდეგ კანის სერიოზული რეაქციები ანდა მზის დამწვრობა, კანის სიწითლე ანდა გაღიზიანება, სისხლში თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი (სისხლის უჯრედების სახეობა), კანის წითელი ანდა მოლურჯო ელფერი, ეგზემა
წამლის გამოყენების ადგილას რეაქცია

იშვიათი:
ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავების (ჰიპერთირეოზი) ნიშნები, წონის დაკლება, კუნთების სისუსტე, ხელების კანკალი, ჩაძინების გაძნელება, გულის ფრიალი, თმების გათელება და ცვენა, კანის გათხელება, ნამიანობა და ჭარბი ოფლიანობა, ნაწლავთა მოძრაობების მომატება და ზოგჯერ დიარეა, გაღიზიანება, თვალის კაკლების წინა მიმართულებით ცდომა
ღვიძლის სერიოზული დაავადების გართულების სახით გამოვლენილი თავის ტვინის ფუნქციების დარღვევის ნიშნები:სულიერი მდგომარეობის ცვლილება, ნეირო-მუსკულარული ანორმალობა, კანკალი, უფრო გახშირებული და უფრო ღრმა სუნთქვა
მხედველობის ნერვის ბოჭკოების უმრავლესობის დაზიანება, თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) შემღვრევა, თვალის უნებლიე მოძრაობები
კანზე სითხით სავსე ბუშტუკებთან (ბულები) ერთად გამოვლენილი სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
პერიფერიული ნერვული სისტემის ერთი ნაწილის დაზიანება საკუთარი იმუნური სისტემის მიერ (გილიან-ბარეს სინდრომი)
გულის რითმის და გულის გამტარებლობის დარღვევები (ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს)
სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამომწვევი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
სისხლის შედედების დარღევა
კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ შეიძლება სერიოზული იყოს), კანქვეშა ქსოვილის, ლორწოვანის და ლორწქვეშა შრის სწრაფი შეშუპება (ედემა), კანის სიწითლე და გასქელება, რომელსაც თან ახლავს ვერცხლიფერი ფერის ლაქები, ქავილი და მტკივნეულობა, ლორწოვანი გარსების და კანის გაღიზიანება, კანის ზედაპირული შრის ფართო არეალის, კანქვეშა მდებარე შრისგან აშრევების გამომწვევი, სიცოცხლისთვის საშიში მდგოამრეობა
კანზე წვრილი, პატარა, წვეტიანი გამონაყარი
დრესს სინდრომის სახელით ცნობიული კანის სერიოზული რეაქცია (ნიშნები: გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შესივება და ეოზინოფილების (სისხლის უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება
უცნობი:
კანზე ლაქების გაჩენა და კანის გამუქება
სხვა უცნობი სიხშირის, თუმცა გამოვლინების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული, აღნიშნულის გამოვლინებისთანავე, თქვენს ექიმს დაუკავშირდით:
კანის სიმსივნე
ძვლის ირგვლივი ქსოვილის ანთების ნიშნები, მგრძნობელობის მომატება, კანის სიწითლე და შეხურება, ფუნქციების შეზღუდვა
წითელი, ბალთისებრი გამონაყარი ანდა ბეჭდის ფორმის დაზიანებები (კანის სისტემური წითელი მგლურას სახელით წოდებული).
ინტრავენური ინფუზიის დროს დაფიქსირებულია ნაკლებად გავრცელებული ზოგიერთი რეაქციები (სახის შეწითლება, ცხელება, ოფლიანობა, გულიცემის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება). აღნიშნული მდგომარეობების დროს ექიმმა წამლის ინფუზია შეიძლება შეწყვიტოს.
ცნობილია, რომ ვფენდი ზემოქმედებას ახდენს თირკმლების და ღვიძლის ფუნქციებზე, ამიტომ ექიმი რეგულარულად მოითხოვს სისხლის ანალიზების გადამოწმებას და ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების კონტროლს. თუ, მუცლის ტკივილი გაქვთ ანდა განავლის კონსისტენცია განსხვავებულია, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ვფენდით ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში დაფიქსირებულია კანის სიმსივნის დიაგნოზი.
სინათლის ანდა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის შემდეგ, მზის დამწვრობა და კანის სერიოზული რეაქციები ბავშვებში უფრო მეტი სიხშირით ვლინდება. თუ, თქვენთან ანდა თქვენს შვილთან კანის პრობლემები გამოვლინდება, ექიმის მიერ თქვენი ანდა თქვენი შვილის გასინჯვის შემდეგ, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით შეიძლება კანის სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ღვიძლის ფერმენტების მომატების სიხშირის მაჩვენებელი ბაშვებში უფრო მეტია.
თუ, ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ვფენდის შენახვა
ვფენდი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვფენდი არ გამოიყენოთ.
გამოყენების ბოლო ვადა, კოლოფზე მითითებული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.
ვფენდის ი.ვ. ინფუზიური ხსნარის მომზადებისთვის საჭირო ფხვნილი, <300C ოთახის ტემპერატურაზე შეინახება.
ვფენდის ფხვნილი, გალღობის შემდეგ მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ, მაშინვე არ იქნება გამოყენებული, 20C -80C ტემპერატურაზე (მაცივარში) 24 საათის განმავლობაში შეიძლება შენახული იქნას. ფხვნილის გალღობის შემდეგ საჭიროა მისი შესაბამისი საინფუზიო ხსნარით განზავება. (უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლო ნაწილი).
წამალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ გადააგდოთ. გამოუყენებელი წამლების განადგურების შესახებ ინფრომაციის მისაღებად, კონსულატციისთვის ფარმაცევტს მიმართეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. პფაიზერის PFE წამლები. შიშლი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
Pharmacia and Upjohn Company LLC 7000 Portage Road Kalamazoo. Michgan (MI) აშშ
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 20.05.2019-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის,
რომელიც ინფუზიას განახორციელებს
ფხვნილის გახსნის და განზავების მონაცემები
ვფენდის ი.ვ. 200 მგ საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის და ფხვნილის 1 მლ -ში 10 მგ ვორიკონაზოლის შემცველი გამჭვირვალე ხსნარის მიღებისთვის, ასევე, ფლაკონის შიგთავსის 20 მლ-მდე შევსებისთვის, საჭიროა ფლაკონის 19 მლ საინექციო წყლით ანდა 19 მლ 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით შევსება და ფხვნილის გახსნა.
თუ, ფლაკონის ვაკუუმი, გამხსნელ სითხეს ფლაკონში არ მოქაჩავს, ეს ფლაკონი გადაგდებული უნდა იქნას.
19 მლ საინექციო წყლის ანდა 9 მგ/მლ საინფუზიო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის სრული მომზადებისთვის, საჭიროა 20 მლ შპრიცის გამოყენება.
ინფუზიისთვის საჭირო კონცენტრაციით განზავებულ ხსნარს(გახსნილ ფხვნილს) (ცხრილი ქვემოთაა მოცემული) რეკომენდირებული და შეთავსებადი საინფუზიო ხსნარი (დეტალები ქვემოთაა მოცემული) უნდა დაემატოს და შესაბამისად, 0,5-5მგ/მლ კონცენტრაციის ვფენდის ხსნარი მიიღება.
აღნიშნული პროდუქტი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და გამოუყენებელი ხსნარი გადაგდებული უნდა იქნას. ინფუზიისთვის გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.
პრეპარატი, ბოლუსური ინექციის სახით არ უნდა იქნას გადასხმული.
შენახვის პირობები
ვფენდის 10 მგ/მლ კონცენტრირებული ხსნარისთვის საჭირო მოცულობები:
სხეულის წონა (კგ)
ვფენდის (10 მგ/მლ) კონცენტრირებული ხსნარისთვის საჭირო მოცულობები:
3 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
4 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
6 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
8 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
9 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
10
-
4 მლ (1)
-
8 მლ (1)
9 მლ (1)
15
-
6 მლ (1)
-
12 მლ (1)
- 5 მლ (1)
20
-
8 მლ (1)
-
16 მლ (1)
18 მლ (1)
25
-
10 მლ (1)
-
20 მლ (1)
- 5 მლ (2)
30
9 მლ (1)
12 მლ (1)
18 მლ (1)
24 მლ (2)
27 მლ (2)
35
- 5 მლ (1)
14 მლ (1)
21 მლ (2)
28 მლ (2)
- 5 მლ (2)
40
12 მლ (1)
16 მლ (1)
24 მლ (2)
32 მლ (2)
36 მლ (2)
45
- 5 მლ (1)
18 მლ (1)
27 მლ (2)
36 მლ (2)
- 5 მლ (3)
50
15 მლ (1)
20 მლ (1)
30 მლ (2)
40 მლ (2)
45 მლ (3)
55
- 5 მლ (1)
22 მლ (2)
33 მლ (2)
44 მლ (3)
- 5 მლ (3)
60
18 მლ (1)
24 მლ (2)
36 მლ (2)
48 მლ (3)
54 მლ (3)
65
- 5 მლ (1)
26 მლ (2)
39 მლ (2)
52 მლ (3)
- 5 მლ (3)
70
21 მლ (2)
28 მლ (2)
42 მლ (3)
-
-
75
- 5 მლ (2)
30 მლ (2)
45 მლ (3)
-
-
80
24 მლ (2)
32 მლ (2)
48 მლ (3)
-
-
85
- 5 მლ (2)
34 მლ (2)
51 მლ (3)
-
-
90
27 მლ (2)
36 მლ (2)
54 მლ (3)
-
-
95
- 5 მლ (2)
38 მლ (2)
57 მლ (3)
-
-
100
30 მლ (2)
40 მლ (2)
60 მლ (3)
-
-
ვფენდის ი.ვ. 200 მგ საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის საჭირო ფხვნილი კონსერვანტებს არ შეიცავს, ერთჯერადი დოზის, სტერილური ლიოფილიზებული მასაა. ამიტომ, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. თუ, პრეპარატი მაშინვე არ უნდა იქნას გამოყენებული, გამოყენებისთვის მზა ხსნარის გამოყენებამდე შენახვის ხანგრძლივობის და შენახვის პირობების დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია. თუ, განზავების (ფხვნილის გახსნის) პროცედურა კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში არ განხორციელდება, ნორმალურ პირობებში განზავებული ხსნარის შენახვა 20C -80C ტემპერატურაზე 24 საათზე მეტი დროით არ უნდა იქნას შენახული.
გახსნილი ფხვნილი შემდეგი სითხეებით უნდა განზავდეს:
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% საინექციო ხსნარი
ნატრიუმის ლაქტატის ინტრავენური საინფუზიო 5% გლუკოზის ხსნარის და რინგერის ლაქტატის ინტრავენური საინფუზიო ხსნარის ნარევი
5% გლუკოზა და 0.45 % ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
5% გლუკოზის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
20 mEq კალიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარში გახსნილი 5% გლუკოზა
- 45 % ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
5% გლუკოზის და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
Pf’izer გამოყენების ინსტრუქცია Pf’izer
ვფენდიR 200 მგ ი.ვ.
საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის ფხვნილი
განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის
სტერილური
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი 200 მგ ვორიკონაზოლს შეიცავს. განზავების შემდეგ თითოეული 1 მლ, 10 მგ ვორიკონაზოლს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: სულფობუტილ ეთერის ბეტა-ციკლოდექსტრინის ნატრიუმი (SBECD), საინექციო წყალი, აზოტი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
- დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
- აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
- აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
- წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ვფენდი?
ვფენდის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ვფენდი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ვფენდის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ვფენდი ?
ვფენდი, ეს არის ი.ვ. 200 მგ საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც 200 მგ ვორიკონაზოლს შეიცავს. პრეპარატი წარმოდგენილია ერთჯერადი გამოყენების მინის ფლაკონებში. ვფენდის განზავების შემდეგ თითოეული მილილიტრი 10 მგ ვორიკონაზოლს შეიცავს.
ვფენდი, სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ გამოიყენება (ანტიფუნგალური) და ტრიაზოლის სახელით წოდებულ წამლის ჯგუფში შედის. აღნიშნული წამლები გამოიყენება სოკოს სხვადასხვა სახეობით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ვფენდის ეფექტი, სოკოვანი დაავადების გამომწვევი სოკოების განადგურებით ანდა ზრდის შეფერხებით ვლინდება.
ვფენდის გამოყენება 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებში:
ვფენდი, გამოიყენება Aspergillus, Scedosporium, Fusarium და Fluconazole -ზე რეზისტენტული კანდიდათი გამოწვეული სერიოზული სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
სისხლის სოკოვანი ინფექციის (კანდიდემიის) სამკურნალოდ, როცა ავადმყოფებში აღინიშნება სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ნორმალური მაჩვენებლები.
აღნიშნული წამალი, მხოლოდ ექიმის ზედამხედველოის ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული. ვფენდი, რეალობაში დაავადების მძიმე ფორმების დროს გამოიყენება.
- ვფენდის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვფენდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ვორიკონაზოლის ანდა ვფენდის შემადგენელი სხვა შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.
თუ, სხვა წამალებსაც ღებულობთ, რეცეპტის გარეშე გამოწერილი წამლების ჩათვლით, ანდა ახლო პერიოდში გამოიყენეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ. შეიძლება ზოგიერთი წამლის და ვფენდი ურთიერთქმედება გამოვლინდეს.
ვფენდი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ვფენდთან შესაძლო ურთიერთქმედებაში გამოვლენილი წამლების ჩამონათვალი მოცემულია ნაწილში ,,ვფენდის’’ სხვა წამლებთან ურთიერთქმედება’’.
თუ ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში აღნიშნულ წამლებს ღებულობთ, ვფენდი არ უნდა გამოიყენოთ:
ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული ტერფენადინი
ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული ასტემიზოლი
კუჭის პრობლემების დროს გამოყენებული ცისაპრიდი
ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პიმოზიდი
არითმიების სამკურნალოდ გამოყენებული ქინიდინი
ტუბერკულოზის (ჭლექის) სამკურნალოდ გამოყენებული რიფამპიცინი
აივ (შიდსი) ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ეფავირენზი (დღეში 400 მგ და უფრო მეტი დოზით)
ეპილეფსიის (კრუნჩხვების) სამკურნალოდ გამოყენებული კარბამაზეპინი
მკვეთრი უძილობის და გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული ფენობარბიტალი
მიგრენის სამკურნალოდ გამოყენებული ერგოტის ალკალოიდები (მაგ.: ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი)
ტრანსპლანტაციის მქონე ავადმყოფებში გამოყენებული სიროლიმუსი
აივ (შიდსი) ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული რიტონავირი (დღეში 2-ჯერ 400 მგ და უფრო მეტი დოზით)
მცენარეული პრეპარატები და დანამატების სახით გამოყენებული წმ. ჯონის ვორტი (ყვითელი კრაზანა)
რიფაბუტინი (თუ, მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება მავნე ურთიერთქმედებას, რიფაბუტინთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული).
ვფენდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,
თუ;
წარსულში აზოლის სხვა ნაერთების (მაგ.:ფლუკონაზოლი) მიმართ ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ,
გულის კუნთის დაავადება (კარდიომიოპათია), არითმიები, გულის ცემის შენელება , ეკგ-ზე ,,QT ინტერვალის გახანგრძლივების’’ სახელით ცნობილი ანორმალური მდგომარეობა გაქვთ,
სისხლში კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის დონის ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი გაქვთ (თუ, ელექტროლიტური დარღვევები გაქვთ),
,,QT ინტერვალის’’ შემოკლების გამომწვევ წამლებს ღებულობთ (მაგ.: ქინიდინი, პროკაინამიდი)
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მხედველობის შემღვრევა, მხედველობის ნერვის ანთება გაქვთ,
წარსულში ანდა აჟამად ღვიძლის პრობლემები გაქვთ. ღვიძლის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ექიმი შეიძლება ვფენდის დაბალ დოზას გამოგიწერთ. ვფენდით მკურნალობის დროს, ექიმმა სისხლის ანალიზები და ღვიძლის ფუნქციები უნდა გადაამოწმოს.
თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმი თირკმლის ფუნქციების გადამოწმებისთვის, რეგულარულად სისხლის ანალიზებს აიღებს.
არა-ქრონიკული პანკრეასის ანთება (მწვავე პანკრეატიტი) გაქვთ, თუ, ახლო პერიოდში სიმსივნის სამკურნალო წამლებით მკურნალობა ჩაიტარეთ (ქიმიოთერაპია), თუ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გაკეთდა,
ვფენდით მკურნალობის დროს, მზის სხივებს მოერიდეთ და მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრა თავიდან აიცილეთ. კანის, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობელობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, მზისგან დამცავი სამოსი და მზისგან დამცავი კრემები/ლოსიონები გამოიყენეთ. აღნიშნული ზომები, ბავშვებთანაც გათვალისწინებული უნდა იქნას.
ვფენდით მკურნალობის დროს:
თუ;
მზის სხივებით გამოწვეული დამწვრობა,
კანის ქავილი, გამონაყარი ანდა სითხის შეკავება,
სინათლის მიმართ მსუბუქი კანის რეაქცია,
ძვლების ტკივილი,
სტევენს-ჯონსის სინდრომი ანდა ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის მსგავსი, კანზე ბუშტუკები და კანის შრეების ერთმანეთისგან აცლით მიმდინარე, სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადება გამოვლინდება,
დრესს სინდრომის სახელით ცნობილი მდგომარეობა, რომელიც გამონაყარით, ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა)მომატების მსგავსი ნიშნებით, კანის ძლიერი რეაქციით
გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ
თუ, ზემოთ ჩამოთვლილი კანის პრობლემები გამოვლინდება, ექიმი შეიძლება კანის ექიმთან (დერმატოლოგთან) გადაგამისამართებთ. აღნიშნული პრობლემების სპეციალისტი მდგომარეობას შეაფასებს და შემდეგ რეგულარული ინტერვალით საკონტროლო ვიზიტების მნიშვნელობას აგიხსნით.
ვფენდის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას, არსებობს კანის სიმსივნის განვითარების ალბათობა.
ვფენდით მკურნალობის დროს, ექიმი ღვიძლის და თირკმლების ფუნქციური მაჩვენებლების მართვას სისხლის ანალიზების რეგულარული კონტროლით განახორციელებს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ვფენდის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არა აქვს.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვფენდი, ექიმის დანიშნულების გარეშე ორსულ ქალებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებში, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია:
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვფენდი, ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერი წამლის მიღებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ვფენდი, გარდამავალი და შექცევადი ხასიათის მხედველობის დარღვევას იწვევს, შეიძლება გამოიწვიოს მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები/მომატება და/ ანდა სინათლის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა. აღნიშნული მხედველობის მაჩვენებლების ცვლილებების დროს ავტომობილის და მექანიზმების მართვას მოერიდეთ. ვორიკონაზოლის გამოყენების დროს, რეკომენდირებულია ღამით ავტომობილის არ მართვა.
ვფენდის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ფლაკონი 217,6 მგ ნატრიუმს შეიცავს. აღნიშნული მდგომარეობა, ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გათვალისწინებული უნდა იქნას.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა წამალსაც ღებულობთ, ახლო პერიოდში გამოიყენეთ ანდა მომავალში მიღებას გეგმავთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ. აღნიშნულ წამლებში რეცეპტის გარეშე გამოწერილი წამლებიც შედის. სასურველი ეფექტის მიღებაში რომ დარწმუნდეთ, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის რეგულირება ანდა დაკვირვება.
ვფენდთან ერთად მიღებულმა ზოგიერთმა წამალმა და ვფენდის საწინაღმდეგო ეფექტის მქონე წამლებმა, შეიძლება ერთმანეთის მოქმედების მექანიზმი შეცვალოს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. თუ, შესაძლებელია ეს წამლები ვფენდთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული:
აივ (შიდსი)ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული რიტონავირი-100 მგ დოზით დღეში 2-ჯერ .
ტუბერკუოზის სამკურნალოდ გამოყენებული რიფაბუტინი. თუ, ამჟამად რიფაბუტინით მკურნალობას გადიხართ, საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმება და რიფაბუტინის გამოყენებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებზე დაკვირვება.
ეპილეფსიის (კრუნჩხვების) სამკურნალოდ გამოყენებული ფენიტოინი. თუ, ამჟამად ფენიტოინით მკურნალობას გადიხართ, ვფენდით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში ფენიტოინის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი და თქვენთვის შესაბამისი დოზის რეგულირება.
სისხლის შედედების შემცირების მიზნით გამოყენებული ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები -მაგ.ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი.
ორგანოს გადანერგვის (ტრანსპლანტაციის) მქონე ავადმყოფებში გამოყენებული ციკლოსპორინი.
ორგანოს გადანერგვის (ტრანსპლანტაციის) მქონე ავადმყოფებში გამოყენებული ტაკროლიმუსი.
დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ გამოყენებული სულფონილშარდოვანას წარმოებულები- მაგალითად, ტოლბუტამიდი, გლიპიზიდი და გლიბურიდი.
ქოლესტერონის მაღალი მაჩვენებლის დაქვეითების მიზნით გამოყენებული სტატინები-მაგალითად, ატორვასტატინი, სიმვასტატინი.
ძლიერი უძილობის და სტრესის სამკურნალოდ გამოყენებული ბენზოდიაზეპინები- მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი.
წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული ომეპრაზოლი
ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტის მისაღებად გამოყენებული ორალური კონტრაცეპტივები (თუ, ვფენდთან ერთად ჩასახვის საწინააღმდეგო წამლებს ღებულობთ, შეიძლება გამოვლინდეს ღებინება და მენსტრუალური ციკლის დარღვევის მსგავსი გვერდითი ეფექტები)
სიმსივნის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ვინკას ალკალოიდები-მაგალითად, ვინკრისტინი და ვინბლასტინი.
აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ინდინავიდი და მსგავსი აივ- პროტეაზას ინჰიბიტორები.
აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ეფავირენზი, დელავირდინი, ნევირაპინის მსგავსი წამლები (ეფავირენზის ზოგიერთი დოზა ვფენდთან ერთად (ერთდროულად) არ გამოიყენოთ).
ჰეროინ-დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოყენებული მეტადონი.
აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ეფავირენზი (ეფავირენზის ზოგიერთი დოზა ვფენდთან ერთად (ერთდროულად) არ გამოიყენოთ).
ოპერაციული ჩარევების დროს გამოყენებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები-მაგალითად, ალფენტანილი და ფენტანილი და სუფენტანილის მსგავსი სხვა ხანმოკლე მოქმედების ოპიატები.
საშუალო სიმძიმის ტკივილების სამკურნალოდ გამოყენებული ოქსიკოდონი და ჰიდროკოდონის მსგავსი სხვა ხანგრძლივი მოქმედების ოპიატები.
სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებულოი ფლუკონაზოლი.
ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები- მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი.
თირკმლის სიმისვნის შორს წასული ფორმის ანდა თირკმლის გადანერგვის მქონე ავადმყოფებში გამოყენებული ევეროლიმუსი.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ვფენდი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ვფენდი, ყოველთვის ექიმის მიერ რეკომენდირებული ფორმით მიიღეთ.
თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თქვენი ექიმი, სხეულის წონის და ინფექციის ტიპის შესაბამისად საჭირო დოზას განსაზღვრავს.
ექიმი, მდგომარეობის შესაბამისად დოზის რეგულაციას მოახდენს (შეცვლის).
ზრდასრულთათვის (ხანდაზმული ავადმყოფების ჩათვლით) რეკომენდირებული დოზა ქვემოთაა მოცემული:
ინტრავენური გზით
დოზა, პირველი 24 საათისთვის
(დარტყმითი დოზა)
6 მგ/კგ დღეში 2-ჯერ. (12 საათში ერთხელ)
დოზა, პირველი 24 საათის შემდეგ
(შემანარჩუნებელი დოზა)
4 მგ/კგ დღეში 2-ჯერ. (12 საათში ერთხელ)
მკურნალობაზე მიღებული პასუხის მიხედვით, ექიმი დღიურ დოზას შეიძლება შემდეგი სახით დაგინიშნავთ: 3 მგ/კგ დღეში 2-ჯერ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის.
ვფენდის საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის საჭირო ფხვნილი, ფარმაცევტის ანდა ექთნის მიერ უნდა იქნას გალღობილი და განზავებული.
წამალი, 1 საათში მაქსიმუმ 3 მგ/კგ წონით და 1-3 საათიანი დროის ინტერვალით, ინფუზის გზით ვენაში (ინტრავენურად) შეიყვანება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებსა და ზრდასრულებში რეკომენდირებული დოზა ქვემოთაა მოცემული:
ინტრავენური
2-12 წლის ასაკობრივ ჯგუფის ბავშვებსა და 12-14 წლის, 50 კგ ნაკლები წონის ახალგაზრდები
50 კგ ანდა უფრო მეტი წონის 12-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი და 14 წლის და მეტი ასაკის ყველა ახალგაზრდა
დოზა, პირველი 24 საათისთვის
(დარტყმითი დოზა)
პირველი 24 სთ-ში, 12 საათში ერთხელ 9 მგ/კგ
პირველ 24 სთ-ში, 12 საათში ერთხელ 6 მგ/კგ
დოზა, პირველი 24 საათის შემდეგ
(შემანარჩუნებელი დოზა)
8 მგ/კგ დღეში 2 -ჯერ
4 მგ/კგ დღეში 2-ჯერ
ვფენდი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ექიმი, სპეციალურად თქვენთვის დოზის რეგულირებას არ მოახდენს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ამ წამლის გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობა გაქვთ, ექიმი შეიძლება წამლის დოზას შეამცირებს.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ვორიკონაზოლი გამოკვლეული არ არის.
თუ, ფიქრობთ, რომ ვფენდის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვფენდის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
აღნიშნული წამალი, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ კეთდება, ამიტომ საჭიროზე მეტი დოზის გამოყენების ალბათობა ნაკლებია.
თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ გადაჭარბებული დოზა გაგიკეთდათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვფენდის საჭიროზე მეტი დოზა გაგიკეთდათ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ვფენდის მიღება დაგავიწყდებათ:
აღნიშნული წამალი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ კეთდება, ამიტომ დოზის გამოტოვების ალბათობა ნაკლებია. თუმცა, თუ მაინც ფიქრობთ, რომ დოზის გაკეთება ჩაგივარდათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს უთხარით.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ვფენდით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვფენდის მიღება არ შეწყვიტოთ. თუმცა, მკურნალობის ხანგრძლივობამ 6 თვეს არ უნდა გადააჭარბოს.
სუსტი იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ანდა გახანგრძლივებული ინფექციების დროს, ინფექციების განმეორებით გამოვლინებისგან თავის დასაცავად, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის ხანგრძლივი ჩატარება. დაავადების მხრივ თუ გაუმჯობესება გამოვლინდება, ექიმი, მკურნალობას ინტრავენური ინფუზიის ნაცვლად, შეიძლება ტაბლეტირებული ფორმით გააგრძელებს.
ექიმის რეკომენდაციით ვფენდით მკურნალობის შეწყვეტისას, რაიმე სახის გვერდითი ეფექტის განვითარება მოსალოდნელი არ არის.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ვფენდის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
გვერდით ეფექტების უმრავლესობა, მსუბუქი სიმძიმისაა და გარდამავალია. თუმცა, ზოგიერთ გვერდით ეფექტი შეიძლება სერიოზული სახით გამოვლინდეს და საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ვფენდის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
გამონაყარი
სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების ცვლილება
მუცლის ზემო ნაწილში ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება-პანკრეატიტის ნიშნები
ცხელება, პირის ღრუში შეშუპება, სახის, ენის და ტუჩების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, ქავილი, კანზე სიწითლეების გაჩენა, ზოგჯერ დაბალი არტერიული წნევით გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები)
ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.
აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
სხვა გვერდთი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული:
მხედველობის დარღვევა (მხედველობის შემღვრევა, გამოსახულების აღქმისას ფერის ცვლილება, სინათლის მიმართ მგრძნობელობის ანორმალური შეცვლა, ფერების აღქმის დაკარგვა, თვალის დაზიანება, სინათლის ირგვლივ ჰალოს ხედვა, ღამის სიბრმავე, ტალღისებრი ხედვა, თვალში ნაპერწკლების ანთება, პრიალა მიდამოების ხედვა, მხედველობის სიმახვილის შემცირება, გამოსახულებების ბრწყინვა, ნათება, მხედველობის ნორმალური ველის ერთი ნაწილის დაკარგვა, თვალში ლაქების მსგავსი ცვლილებების ხედვა, მხედველობის შეცვლა)
ცხელება
გამონაყარი
გულისრევა, ღებინება, დიარეა
თავის ტკივილი
ხელების და ფეხების შეშუპება
მუცლის ტკივილი
სუნთქვის გაძნელება
ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლის მომატება
გავრცელებული:
სახის ძვლების ჰაერის შემცველი ღრუების ანთება (სინუსიტი), ღრძილების ანთება, კანკალი, სისუსტე
ზოგიერთი, სერიოზული მაჩვენებლების ჩათვლით, სისხლის წითელი უჯრედების (ზოგჯერ იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული) და / ანდა სისხლის თეთრი უჯრედების (ზოგჯერ ცხელებასთან დაკავშირებული) რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
ალერგიული რეაქციები ანდა იმუნური სისტემის ძლიერი პასუხი
სისხლში შაქრის დონის დაცემა, სისხლში კალიუმის დონის დაცემა, სისხლში ნატრიუმის დონის დაცემა
შფოთვა/გაღიზიანება, დეპრესია, გონების არევა, მოუსვენრობა, ჩაძინების გაძნელება, არ არსებულის ხედვა (ჰალუცინაციები)
გულყრები, კანკალი ანდა უკონტროლო კუნთოვანი მოძრაობები, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ანდა კანის ანორმალური შეგრძნებები, კუნთოვანი ტონუსის მომატება, ძილიანობა, თავბრუსხვევა
თვალებში სიხლჩაქცევები
გულისცემის აჩქარების ანდა შენელების მსგავსი გულის რითმის დარღვევები, გონების დაკარგვა
სისხლის არტერიული წნევის დაცემა, ვენების ანთება (შეიძლება სისხლში თრომბის წარმოქმნასთან იყოს დაკავშირებული )
სუნთქვის უეცარი გაძნელება, ტკივილი მკერდში, სახის შეშუპება (პირის ღრუს, ენის და თვალის ირგვლივი მიდამოს), ფილტვებში სითის შეკავება
ყაბზობა, დიპეფსიური მოვლენები, ტუჩების ანთება
სიყვითლე, ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანება
კანის ზედაპირზე ერთმანეთის მიყოლებით ბუშტუკების შემცველი წითელი ზონის განვითარებით, კანზე სერიოზული გასქელებით და აშრევებით გამოვლენილი კანის გამონაყარი, კანის სიწითლე
ქავილი
თმის ცვენა
ზურგის ტკივილი
თირკმლების უკმარისობა, შარდში სისხლი, თირკმლის ფუნქციური ტესტების ცვლილება
ნაკლებად გავრცელებული:
გრიპის მსგავსი ნიშნები, კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანება და ანთება, ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკაშირებული დიარეის გამომწვევი კუჭ-ნაწლავის სისტემის ანთება, ლიმფური ძარღვების ანთება
მუცლის ღრუს შიგნითა კედლის და მულის ღრუს ორგანოების მფარავი თხელი ქსოვილის ანთება, აღნიშნულის ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, ღებინება, სისუსტე, კანკალი, მუცლის შებერილობა, შარდის რაოდენობის შემცირება, დიარეა ანდა ყაბზობა, მუცლის კუნთების რიგიდობის მაჩვენებელი ნიშნების ერთი ნაწილი ანდა სრული სიმპტომები
ლიმფური ჯირკვლების შესივება (ზოგჯერ მტკივნეული), ძვლის ტვინის უკმარისობა, სისხლში ეოზინოფილების (ალერგიული უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება
თირკმლეზედა ჯიკრვლების ფუნქციის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ნიშნები, წონის დაკლება, გულისრევა და უმადობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, სხეულზე კანის ფერის გამუქება
თავის ტვინის ფუნქციების ანორმალობა, პარკინსონის მსგავსი (მაგ.სახსრების გაშეშება) ნიშნები, ნერვების დაზიანებასთან დაკაშირებული ხელის და ფეხების დაბუჟება, ტკივილი, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება და წვის შეგრძნება
კოორდინაციის ანდა წონასწორობის პრობლემები
თავის ტვინის შეშუპების ნიშნები: თავის ტკივილი, თავბრსუხვევა, ღებინება
მხედველობის გაორება, თავლის ზოგიერთი სერიოზული პრობლემები, თვალის ქუთუთოების ტკივილი და ანთება, თვალის ანორმალური მოძრაობები, მხედველობის დარღვევის გამომწვევი მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის ნერვის არხის შეშუპება
შეხების შეგრძნების შემცირება
გემოს შეგრძნების დარღვევა
სმენის პრობლემები, ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა (ვერტიგო)
ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ანთება (პანკრეასის ანდა თორმეტგოჯა ნაწლავის), ენის შეშუპება და ანთება
ღვიძლის გადიდება, ღვიძლის უკმარისობა, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ნაღვლის ბუშტის კენჭი
სახსრების ანთება, კანქვეშა ვენების ანთება (სისხლის თრომბის წარმოქმნასთან ერთად მიმდინარეობს)
თირკმლების ანთება, შარდში პროტეინების არსებობა, თირკმლების დაზიანება
გულიცემის აჩქარება ანდა დარღვევა, არითმიები, ზოგჯერ ელექტრული გამტარებლობის დარღვევა
ეკგ (გულის ელექტრული ატივობის ჩანაწერი) მაჩვენებლების ანორმალობა
სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის მომატება, სისხლში შარდოვანას რაოდენობის მომატება
კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ სერიოზული), კანზე და განსაკუთრებით პირის ღრუში, ლორწოვანის დაზიანების, მტკივნეული აშრევების და გამონაყარის გამომწვევი, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განმაპირობებელი მდგომაროება, კანის ანთება, ურტიკარია, სინათლის ანდა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის შემდეგ კანის სერიოზული რეაქციები ანდა მზის დამწვრობა, კანის სიწითლე ანდა გაღიზიანება, სისხლში თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი (სისხლის უჯრედების სახეობა), კანის წითელი ანდა მოლურჯო ელფერი, ეგზემა
წამლის გამოყენების ადგილას რეაქცია
ალერგიული რეაქციები ანდა იმუნური სისტემის ძლიერი პასუხი
იშვიათი:
ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავების (ჰიპერთირეოზი) ნიშნები, წონის დაკლება, კუნთების სისუსტე, ხელების კანკალი, ჩაძინების გაძნელება, გულის ფრიალი, თმების გათელება და ცვენა, კანის გათხელება, ნამიანობა და ჭარბი ოფლიანობა, ნაწლავთა მოძრაობების მომატება და ზოგჯერ დიარეა, გაღიზიანება, თვალის კაკლების წინა მიმართულებით ცდომა
ღვიძლის სერიოზული დაავადების გართულების სახით გამოვლენილი თავის ტვინის ფუნქციების დარღვევის ნიშნები:სულიერი მდგომარეობის ცვლილება, ნეირო-მუსკულარული ანორმალობა, კანკალი, უფრო გახშირებული და უფრო ღრმა სუნთქვა
მხედველობის ნერვის ბოჭკოების უმრავლესობის დაზიანება, თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) შემღვრევა, თვალის უნებლიე მოძრაობები
კანზე სითხით სავსე ბუშტუკებთან (ბულები) ერთად გამოვლენილი სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
პერიფერიული ნერვული სისტემის ერთი ნაწილის დაზიანება საკუთარი იმუნური სისტემის მიერ (გილიან-ბარეს სინდრომი)
გულის რითმის და გულის გამტარებლობის დარღვევები (ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს)
სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამომწვევი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
სისხლის შედედების დარღევა
კანის ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ შეიძლება სერიოზული იყოს), კანქვეშა ქსოვილის, ლორწოვანის და ლორწქვეშა შრის სწრაფი შეშუპება (ედემა), კანის სიწითლე და გასქელება, რომელსაც თან ახლავს ვერცხლიფერი ფერის ლაქები, ქავილი და მტკივნეულობა, ლორწოვანი გარსების და კანის გაღიზიანება, კანის ზედაპირული შრის ფართო არეალის, კანქვეშა მდებარე შრისგან აშრევების გამომწვევი, სიცოცხლისთვის საშიში მდგოამრეობა
კანზე წვრილი, პატარა, წვეტიანი გამონაყარი
დრესს სინდრომის სახელით ცნობიული კანის სერიოზული რეაქცია (ნიშნები: გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შესივება და ეოზინოფილების (სისხლის უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება
უცნობი:
კანზე ლაქების გაჩენა და კანის გამუქება
სხვა უცნობი სიხშირის, თუმცა გამოვლინების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული, აღნიშნულის გამოვლინებისთანავე, თქვენს ექიმს დაუკავშირდით:
კანის სიმსივნე
ძვლის ირგვლივი ქსოვილის ანთების ნიშნები, მგრძნობელობის მომატება, კანის სიწითლე და შეხურება, ფუნქციების შეზღუდვა
წითელი, ბალთისებრი გამონაყარი ანდა ბეჭდის ფორმის დაზიანებები (კანის სისტემური წითელი მგლურას სახელით წოდებული).
ინტრავენური ინფუზიის დროს დაფიქსირებულია ნაკლებად გავრცელებული ზოგიერთი რეაქციები (სახის შეწითლება, ცხელება, ოფლიანობა, გულიცემის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება). აღნიშნული მდგომარეობების დროს ექიმმა წამლის ინფუზია შეიძლება შეწყვიტოს.
ცნობილია, რომ ვფენდი ზემოქმედებას ახდენს თირკმლების და ღვიძლის ფუნქციებზე, ამიტომ ექიმი რეგულარულად მოითხოვს სისხლის ანალიზების გადამოწმებას და ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების კონტროლს. თუ, მუცლის ტკივილი გაქვთ ანდა განავლის კონსისტენცია განსხვავებულია, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ვფენდით ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში დაფიქსირებულია კანის სიმსივნის დიაგნოზი.
სინათლის ანდა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის შემდეგ, მზის დამწვრობა და კანის სერიოზული რეაქციები ბავშვებში უფრო მეტი სიხშირით ვლინდება. თუ, თქვენთან ანდა თქვენს შვილთან კანის პრობლემები გამოვლინდება, ექიმის მიერ თქვენი ანდა თქვენი შვილის გასინჯვის შემდეგ, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით შეიძლება კანის სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ღვიძლის ფერმენტების მომატების სიხშირის მაჩვენებელი ბაშვებში უფრო მეტია.
თუ, ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ვფენდის შენახვა
ვფენდი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვფენდი არ გამოიყენოთ.
გამოყენების ბოლო ვადა, კოლოფზე მითითებული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.
ვფენდის ი.ვ. ინფუზიური ხსნარის მომზადებისთვის საჭირო ფხვნილი, <300C ოთახის ტემპერატურაზე შეინახება.
ვფენდის ფხვნილი, გალღობის შემდეგ მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ, მაშინვე არ იქნება გამოყენებული, 20C -80C ტემპერატურაზე (მაცივარში) 24 საათის განმავლობაში შეიძლება შენახული იქნას. ფხვნილის გალღობის შემდეგ საჭიროა მისი შესაბამისი საინფუზიო ხსნარით განზავება. (უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლო ნაწილი).
წამალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ გადააგდოთ. გამოუყენებელი წამლების განადგურების შესახებ ინფრომაციის მისაღებად, კონსულატციისთვის ფარმაცევტს მიმართეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. პფაიზერის PFE წამლები. შიშლი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
Pharmacia and Upjohn Company LLC 7000 Portage Road Kalamazoo. Michgan (MI) აშშ
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 20.05.2019-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის,
რომელიც ინფუზიას განახორციელებს
ფხვნილის გახსნის და განზავების მონაცემები
ვფენდის ი.ვ. 200 მგ საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის და ფხვნილის 1 მლ -ში 10 მგ ვორიკონაზოლის შემცველი გამჭვირვალე ხსნარის მიღებისთვის, ასევე, ფლაკონის შიგთავსის 20 მლ-მდე შევსებისთვის, საჭიროა ფლაკონის 19 მლ საინექციო წყლით ანდა 19 მლ 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით შევსება და ფხვნილის გახსნა.
თუ, ფლაკონის ვაკუუმი, გამხსნელ სითხეს ფლაკონში არ მოქაჩავს, ეს ფლაკონი გადაგდებული უნდა იქნას.
19 მლ საინექციო წყლის ანდა 9 მგ/მლ საინფუზიო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის სრული მომზადებისთვის, საჭიროა 20 მლ შპრიცის გამოყენება.
ინფუზიისთვის საჭირო კონცენტრაციით განზავებულ ხსნარს(გახსნილ ფხვნილს) (ცხრილი ქვემოთაა მოცემული) რეკომენდირებული და შეთავსებადი საინფუზიო ხსნარი (დეტალები ქვემოთაა მოცემული) უნდა დაემატოს და შესაბამისად, 0,5-5მგ/მლ კონცენტრაციის ვფენდის ხსნარი მიიღება.
აღნიშნული პროდუქტი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და გამოუყენებელი ხსნარი გადაგდებული უნდა იქნას. ინფუზიისთვის გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.
პრეპარატი, ბოლუსური ინექციის სახით არ უნდა იქნას გადასხმული.
შენახვის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 5- ,,ვფენდის შენახვა’’.
ვფენდის 10 მგ/მლ კონცენტრირებული ხსნარისთვის საჭირო მოცულობები:
სხეულის წონა (კგ)
ვფენდის (10 მგ/მლ) კონცენტრირებული ხსნარისთვის საჭირო მოცულობები:
3 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
4 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
6 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
8 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
9 მგ/კგ დოზა (ფლაკონების რაოდენობა)
10
-
4 მლ (1)
-
8 მლ (1)
9 მლ (1)
15
-
6 მლ (1)
-
12 მლ (1)
- 5 მლ (1)
20
-
8 მლ (1)
-
16 მლ (1)
18 მლ (1)
25
-
10 მლ (1)
-
20 მლ (1)
- 5 მლ (2)
30
9 მლ (1)
12 მლ (1)
18 მლ (1)
24 მლ (2)
27 მლ (2)
35
- 5 მლ (1)
14 მლ (1)
21 მლ (2)
28 მლ (2)
- 5 მლ (2)
40
12 მლ (1)
16 მლ (1)
24 მლ (2)
32 მლ (2)
36 მლ (2)
45
- 5 მლ (1)
18 მლ (1)
27 მლ (2)
36 მლ (2)
- 5 მლ (3)
50
15 მლ (1)
20 მლ (1)
30 მლ (2)
40 მლ (2)
45 მლ (3)
55
- 5 მლ (1)
22 მლ (2)
33 მლ (2)
44 მლ (3)
- 5 მლ (3)
60
18 მლ (1)
24 მლ (2)
36 მლ (2)
48 მლ (3)
54 მლ (3)
65
- 5 მლ (1)
26 მლ (2)
39 მლ (2)
52 მლ (3)
- 5 მლ (3)
70
21 მლ (2)
28 მლ (2)
42 მლ (3)
-
-
75
- 5 მლ (2)
30 მლ (2)
45 მლ (3)
-
-
80
24 მლ (2)
32 მლ (2)
48 მლ (3)
-
-
85
- 5 მლ (2)
34 მლ (2)
51 მლ (3)
-
-
90
27 მლ (2)
36 მლ (2)
54 მლ (3)
-
-
95
- 5 მლ (2)
38 მლ (2)
57 მლ (3)
-
-
100
30 მლ (2)
40 მლ (2)
60 მლ (3)
-
-
ვფენდის ი.ვ. 200 მგ საინფუზიო ხსნარის მომზადებისთვის საჭირო ფხვნილი კონსერვანტებს არ შეიცავს, ერთჯერადი დოზის, სტერილური ლიოფილიზებული მასაა. ამიტომ, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. თუ, პრეპარატი მაშინვე არ უნდა იქნას გამოყენებული, გამოყენებისთვის მზა ხსნარის გამოყენებამდე შენახვის ხანგრძლივობის და შენახვის პირობების დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია. თუ, განზავების (ფხვნილის გახსნის) პროცედურა კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში არ განხორციელდება, ნორმალურ პირობებში განზავებული ხსნარის შენახვა 20C -80C ტემპერატურაზე 24 საათზე მეტი დროით არ უნდა იქნას შენახული.
გახსნილი ფხვნილი შემდეგი სითხეებით უნდა განზავდეს:
ნატრიუმის ქლორიდის 0.9% საინექციო ხსნარი
ნატრიუმის ლაქტატის ინტრავენური საინფუზიო 5% გლუკოზის ხსნარის და რინგერის ლაქტატის ინტრავენური საინფუზიო ხსნარის ნარევი
5% გლუკოზა და 0.45 % ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
5% გლუკოზის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
20 mEq კალიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარში გახსნილი 5% გლუკოზა
- 45 % ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
5% გლუკოზის და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო ხსნარი
შეუთავსებლობა
ვფენდის საინფუზიო ხსნარი, ცალკე საინფუზიო სისტემით უნდა გადაისხას, იმავე ინტრავენური გზებით (ანდა კანიულით) სხვა წამლების ინფუზიები (პარენტერალური კვების ჩათვლით) (მაგ. 10% ამინოფუზინ პლუსი ) არ უნდა განხორციელდეს, ასევე ვფენდთან სხვა წამლები არ უნდა იქნას შერეული.
სისხლის პროდუქტების ინფუზია ვფენდთან ერთად ერთდროულად არ უნდა განხორციელდეს.
ჯამური პარენტერალური კვება იმავე გზებით ანდა კანიულიდან არ უნდა განხორციელდეს, თუმცა ვფენდთან ერთად პარალელურ რეჟიმში შეიძლება გადაისხას.
ვფენდი, 4.2% ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარში არ უნდა განზავდეს.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.