პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კალციუმის არხების ბლოკატორები

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი

VERAPAMIL HYDROCHLORIDE

რეცეპტით80მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზია. გულის იშემიური დაავადება, მათ შორის დაძაბულობის სტაბილური სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი სტენოკარდია, მოსვენებითი სტენოკარდია), ვაზოსპასტიური სტენოკარდია (ვარიანტული სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია), ინფარქტის შემდგომი სტენოკარდია პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ გულის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვერაპამილ (verapamil)
ფორმა და შეფუთვა
80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (5X10)
მწარმოებელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების ბლოკატორები, ფენილალკილამინის წარმოებულები
ATC კოდი
C08DA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038928
რეგისტრირებულია
24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავერაპამილის ჰიდროქლორიდი და სხვა წამალი ერთად

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზია.

გულის იშემიური დაავადება, მათ შორის დაძაბულობის სტაბილური სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი სტენოკარდია, მოსვენებითი სტენოკარდია), ვაზოსპასტიური სტენოკარდია (ვარიანტული სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია), ინფარქტის შემდგომი სტენოკარდია პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ გულის უკმარისობა, თუ არ არის ნაჩვენები β- ბლოკატორები.

არითმიები: პაროქსიზმული პარკუჭზედა ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი/თრთოლვა სწრაფი ატრიოვენტრიკულური გამტარობით (ვოლფ-პარკინსონ-უაიტის WPW-ის სინდრომის გარდა).

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ გაწუწნოთ, არ დაღეჭოთ, არ დააქუცმაცოთ, არ დაყოთ ნაწილებად; დააყოლეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (მაგალითად, 1 ჭიქა წყალი, არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ გრეიფრუტის წვენი), უმჯობესია ჭამის დროს ან მაშინვე ჭამის შემდეგ.

50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ზრდასრულები და მოზარდები

გულის იშემიური დაავადება, პაროქსიზმული პარკუჭზედა ტაქიკარდია, წინაგულების თრთოლვა/ციმციმი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 120-480 მგ, დაყოფილი 3-4 დოზად. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 480 მგ.

არტერიული ჰიპერტენზია

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 120-360 მგ, დაყოფილი 3 მიღებაზე. მდგრადი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვითარდება თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

სტენოკარდიის და არითმიის დროს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 80 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში (240-320 მგ). მაქსიმალური ეფექტი ვითარდება, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან 48 საათში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია განყოფილებაში „გამოყენების თავისებურებები“. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვერაპამილის ჰიდროქლორიდი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მოქმედება ძლიერდება და გრძელდება სამკურნალო საშუალების დაშლის შენელების გამო. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში დოზა უნდა დადგინდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და დაიწყოს მცირე დოზებიდან (მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის ჯერ 40 მგ * 2-3-ჯერ დღე-ღამეში, შესაბამისად, 80-120 მგ დღე-ღამეში). იხ, "გამოყენების თავისებურებები".

აუცილებლობის შემთხვევაში საწყისი დოზა თანდათან გაზარდეთ პაციენტის მდგომარეობისა და კლინიკური პასუხიდან გამომდინარე, რომელიც ფასდება პრეპარატის გამოყენებისას.

  • ვერაპამილის 40 მგ დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი, რომელსაც აქვს ასეთი დოზირების შესაძლებლობა.

არ მიიღოთ პრეპარატი მწოლიარე მდგომარეობაში.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი არ შეიძლება დაენიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებს 7 დღის განმავლობაში ფაქტის მოხდენიდან.

ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ პრეპარატი უნდა მოიხსნას დოზის თანდათანობით შემცირებით.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და დაავადების მიმდინარეობაზე.

ბავშვები.

არ დანიშნოთ პრეპარატი ამ სამკურნალო ფორმით ბავშვებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ვერაპამილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

კარდიოგენური შოკი.

მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზა გართულებებით (ბრადიკარდია < 50 დარტყმა/წთ, არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 90 მმ ნაკლებია), მარცხენა პარკუჭის უკმარისობა).

გამტარობის მძიმე დარღვევები: სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური (AV) II-III ხარისხის ბლოკადა (რითმის ხელოვნური წამყვანის მქონე პაციენტების გარდა).

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (რითმის ხელოვნური წამყვანის მქონე პაციენტების გარდა).

გულის უკმარისობა განდევნის ფრაქციის დაქვეითებით 35%-ზე ნაკლები და/ან ვერცხლის წყლის სვეტის 20 მმ-ზე მაღალი ფილტვის არტერიის წნევით. (თუ მეორადი სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია არ ექვემდებარება ვერაპამილის თერაპიის ზეგავლენას).

წინაგულების ციმციმი/თრთოლვა დამატებითი გამტარი გზების არსებობისას (WPW და LGL (Laun-Ganong-Levin) სინდრომების ფონზე). ასეთ პაციენტებში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას არსებობს პარკუჭოვანი ტაქიარითმიის განვითარების რისკი, პარკუჭოვანი ფიბრილაციის ჩათვლით.

ინტრავენური შეყვანის β- ადრენორეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება (გარდა ინტენსიური თერაპიისა).

ივაბრადინთან კომბინაციაში გამოყენება (იხ. „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო სასუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება. ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმის კვლევებმა in vitro აჩვენა, რომ ის მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 CYP3A4, CYP1A2, CYP2C8, CYP2C9 და CYP2C18 მიერ. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს CYP3A4 ფერმენტებისა და P-გლიკოპროტეინების (P-gp) ინჰიბიტორს. იყო შეტყობინება კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ CYP3A4 ინჰიბიტორებთან, რასაც თან ახლდა ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დონის მატება სისხლის პლაზმაში, მაშინ, როცა CYP3A4 ინდუქტორები იწვევდნენ ვერაპამილის ჰიდროქლორიდის პლაზმური დონის შემცირებას, ამიტომ აუცილებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების მონიტორინგის ჩატარება. ვერაპამილის და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ის მიერ ან წარმოადგენენ P-gp სუბსტრატს, შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატების კონცენტრაციის მატებასთან, რამაც შეიძლება გაზარდოს ან გაახანგრძლივოს თანმხლები პრეპარატის როგორც თერაპიული, ასევე არასასურველი ეფექტები.

პოტენციური ურთიერთქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ფარმაკოკინეტიკასთან

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგალითად, ვაზოდილატორები, აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები, α- ბლოკატორები, პრაზოზინი და ტერაზოზინი): ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ახდენს მათი მოქმედების პოტენცირებას.

ქინიდინი: ქინიდინის კლირენსის დაქვეითება (~ 35%) პერორალურად მიღებისას. შესაძლოა განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია, ხოლო ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში - ფილტვების შეშუპება. ამიტომ ორივე პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ერთად. ვერაპამილის და ანტიარითმული საშუალებების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა ადიტიური მოქმედება (მაგალითად, AV ბლოკადა, ბრადიკარდია, ჰიპოტონია, გულის უკმარისობა).

ფლეკაინიდი: საგრძნობლად იცვლება მიოკარდიუმზე ურთიერთდამთრგუნველი მოქმედება, ატრიოვენტრიკულური გამტარობა ნელდება და იზრდება რეპოლარიზაციის ხანგრძლივობა. თეოფილინი: ორალური და სისტემური კლირენსის დაქვეითება ~ 20%-ით, მწეველებში - 11%-ით. სისხლის შრატში თეოფილინის მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

კარბამაზეპინი: კარბამაზეპინის გაზრდილი AUC (~ 46%) რეფრაქტერული პარციალური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში; კარბამაზეპინის დონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კარბამაზეპინის ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დიპლოპია, თავის ტკივილი, ატაქსია ან თავბრუსხვევა.

ფენიტოინი: ვერაპამილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის პლაზმაში.

იმიპრამინი: იმიპრამინის AUC (~15%) გაზრდა აქტიურ მეტაბოლიტზე დეზიპრამინზე ზემოქმედების გარეშე.

დანტროლენი: ვერაპამილის ინტრავენურ დანტროლენთან ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოტონია, მიოკარდიუმის დეპრესია და ჰიპერკალიემია, ამიტომ ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

G ლიბურიდი: იზრდება გლიბურიდის C max 28%-ით.

კოლხიცინი: კოლხიცინის AUC (~ 2-ჯერ) და C max (~ 1.3-ჯერ) მომატება. ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული. კოლხიცინი წარმოადგენს სუბსტრატს როგორც CYP3A-სთვის, ასევე გაჟონვის ტრანსპორტერი P-გლიკოპროტეინისთვის(P-gp). როგორც ცნობილია, ვერაპამილი აინჰიბირებს CYP3A და P-gp. როდესაც ვერაპამილი და კოლხიცინი შეჰყავთ ერთად, ვერაპამილის მიერ P-gp და/ან CYP3A-ს ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის გავლენის გაზრდა, ამიტომ კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი: ურთიერთგავლენის გამო, სისხლის პლაზმაში იზრდება ვერაპამილის ჰიდროქლორიდის და მაკროლიდების დონე.

რიფამპიცინი: შესაძლოა ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება. AUC (~ 97%)-ის, C max (~ 94%)-ისა და ბიოშეღწევადობის დაქვეითება (~ 92%) ვერაპამილის პერორალური მიღების შემდეგ.

დოქსორუბიცინი (პერორალური): დოქსორუბიცინის და ვერაპამილის (პერორალური) ერთდროული გამოყენებისას დოქსორუბიცინის AUC (~ 104%) და Cmax ( ~ 61%) სისხლის პლაზმაში იზრდება ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებში. პროგრესირებადი სიმსივნის სტადიაზე მყოფ პაციენტებში ვერაპამილთან ერთდროული გამოყენების დროს დოქსორუბიცინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.

ფენობარბიტალი: ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ორალური კლირენსი იზრდება 5-ჯერ.

ბუნსპირონი: AUC -ისა და C max -ის მატება 3-4-ჯერ.

მიდაზოლამი: AUC-ის მატება 3-ჯერ და C max -ისა- 2-ჯერ.

ვერაპამილს შეუძლია გაზარდოს β-ბლოკატორების პლაზმური კონცენტრაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა ადიტიური მოქმედება (მაგაითად, AB ბლოკადა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა). ინტრავენური β-ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვერაპამილით.

მეტოპროლოლი: მეტოპროლოლის AUC (~ 32.5%) და C max (~ 41%) მომატება სტენოკარდიის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

პროპრანოლოლი: პროპრანოლოლის AUC (~ 65%) და C max (~ 94%) მომატება სტენოკარდიის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

დიგოქსინი: დიგოქსინის C max (~ 44%), C 12 სთ (~ 53%), C ss (~ 44%) და AUC (~ 50%) მომატება ჯანმრთელ მოხალისეებში. რეკომენდებულია დიგოქსინის დოზის შემცირება (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

დიგიტოქსინი: დიგიტოქსინის კლირენსისა (~27%) და ექსტრარენალური კლირენსის დაქვეითება (~29%).

ციმეტიდინი: R-ვერაპამილის (~25%) და S-ვერაპამილის (~ 40%) AUC იზრდება R- და S-ვერაპამილის კლირენსის შესაბამისი შემცირებით.

ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის AUC, C max , C ss მატება დაახლოებით 45%-ით.

ევეროლიმუსი: ევეროლიმუსის AUC (~ 3,5-ჯერ) და Cmax ( ~ 2,3-ჯერ) მომატება. ვერაპამილის

C trough- ის გაზრდა (~ 2,3-ჯერ). შესაძლოა საჭირო გახდეს ევეროლიმუსის კონცენტრაციის ზუსტი განსაზღვრა და დოზის კორექტირება.

სიროლიმუსი: სიროლიმუსის AUC (~ 2.2-ჯერ) გაზრდა, S- ვერაპამილის AUC (~ 1.5-ჯერ) გაზრდა. შესაძლოა საჭირო გახდეს სიროლიმუსის კონცენტრაციის განსაზღვრა და დოზის კორექცია.

ტაკროლიმუსი: შესაძლოა ამ პრეპარატის დონის გაზრდა სისხლის პლაზმაში.

HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორები (სიმვასტატინი, ატორვასტატინი, ლოვასტატინი): სტატინებით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დაბალი დოზით და თანდათან გაიზარდოს. თუ პაციენტისათვის, რომელიც უკვე იღებს ვერაპამილის ჰიდროქლორიდს, აუცილებელია სტატინების დანიშვნა, უნდა იქნას გათვალისწინებული მათი დოზის საჭირო შემცირება და დოზირების შერჩევა სისხლის პლაზმაში ქოლესტერინის კონცენტრაციის შესაბამისად.

ატორვასტატინი: ატორვასტატინის დონის შესაძლო მომატება სისხლის პლაზმაში. ატორვასტატინი ზრდის ვერაპამილის AUC-ს ~43%. თუმცა არ არსებობს პირდაპირი in vivo კლინიკური მონაცემები , ვერაპამილს გააჩნია ძლიერი პოტენციალი მნიშვნელოვნად იმოქმედოს ატორვასტატინის, აგრეთვე სიმვასტატინის ან ლოვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ატორვასტატინისა და ვერაპამილის ერთდროული გამოყენებისას.

ლოვასტატინი: შესაძლებელია ლოვასტატინის დონის მომატება სისხლის პლაზმაში. ვერაპამილის ჰიდროქლორიდის AUC (~ 63%)-ისა და C max (~ 32%)-ს მატება.

სიმვასტატინი: სიმვასტატინის AUC-ის მატება ~ 2,6-ჯერ, სიმვასტატინის Cmax - ის-4,6-ჯერ. ფლუვასტატინი, პრავასტატინი და როზუვასტატინი: არ მეტაბოლიზდება CYP3A4 სისტემით და, ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს ვერაპამილის ჰიდროქლორიდთან.

ალმოტრიპტანი: ალმოტრიპტანის AUC (~ 20%)-ისა და Cmax ( ~ 24%)-ს მატება.

სულფინპირაზონი: პერორალური ვერაპამილის ჰიდროქლორიდის კლირენსის გაზრდა 3-ჯერ, ბიოშეღწევადობის - 60%-ით. შესაძლობა ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება.

დაბიგატრანი: ვერაპამილის ჰიდროქლორიდი დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების ფორმით ზრდის დაბიგატრანის Cmax ( 180%-მდე) და AUC (150%-მდე). არ ყოფილა შემჩნეული მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ვერაპამილის შეყვანისას დაბიგატრან ეტექსილატის მერე 2 საათის შემდეგ (C max- ის გაზრდა დაახლოებით 10%-ით და AUC-ის დაახლოებით 20%-ით). იზრდება სისხლდენის რისკი, ამიტომ რეკომენდირებულია გულდასმითი კლინიკური დაკვირვება, განსაკუთრებით სისხლდენის წარმოქმნისას და მსუბუქი ან ზომიერი თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობის დროს. პერორალურ ვერაპამილის ჰიდროქლორიდთან ერთად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს დაბიგატრანის დოზის შემცირება (იხ. დაბიგატრანის გამოყენების ინფორმაცია დოზირების რეკომენდაციების საკითზე).

სხვა პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები (პმპა): პმპა-ის გაზრდილი აბსორბცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ P-gp სუბსტრატებს. ასევე პმპა-ების ექსკრექციის, მეტაბოლიზირებადი CYP3A4-ის გამოყოფის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს პმპა-ის სისტემური ბიოშეღწევადობის ზრდა. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, იზრდება სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში დამატებითი რისკის ფაქტორებით. შეიძლება საჭირო გახდეს პმა-ს დოზის შემცირება პერორალურ ვერაპამილთან ერთად გამოყენებისას (იხ. სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია პმპა-ს დოზირების შესახებ).

ივაბრადინი: ივაბრადინთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია ვერაპამილით გამოწვეული გულისცემის დაქვეითების დამატებითი ეფექტის გამო (იხ. „უკუჩვენებები“). გრეიფრუტის წვენი: იზრდება R-ვერაპამილის (~ 49%) და S-ვერაპამილის (~ 37%) AUC, იზრდება R- ვერაპამილის (~ 75%) და S-ვერაპამილის Cmax (~ 51%) ნახევარგამოყოფის პერიოდის და თირკმელების კლირენსის ცვლილებების გარეშე. საჭიროა გრეიფრუტის წვენის ვერაპამილის ჰიდროქლორიდთან ერთად მიღების თავიდან აცილება.

კრაზანა : R-ვერაპამილის (~ 78%) და S-ვერაპამილის (~ 80%) AUC მცირდება Cmax-ის შესაბამისი შემცირებით .

მეტფორმინი: ვერაპამილის მეტფორმინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მეტფორმინის ეფექტურობა.

სხვა ურთიერთქმედებები

ანტივირუსული პრეპარატები (ისეთები, როგორიცაა რიტონავირი, ინდინავირი): შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ვერაპამილის კონცენტრაციის გაზრდა. ამიტომ, ვერაპამილის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ კომბინაციაში ან მისი დოზა უნდა შემცირდეს.

ლითიუმი: შემოვიდა შეტყობინება ლითიუმის მომატებული ნეიროტოქსიკურობის შესახებ ვერაპამილის ჰიდროქლორიდის და ლითიუმის ერთდროული გამოყენების დროს, სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის ამაღლებით ან მის გარეშე. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც მუდმივად იღებდნენ ლითიუმის ერთსა და იმავე დოზას პერორალურად, ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დამატებამ გამოიწვია ლითიუმის დონის დაქვეითება სისხლის პლაზმაში. პაციენტები, რომლებიც იღებენ ორივე სამკურნალო საშუალებას, უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.

ნეიროკუნთოვანი ბლოკატორები: კლინიკური მონაცემები და ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს შეუძლია გააძლიეროს ნეიროკუნთოვანი ბლოკატორების აქტივობა (კურარეს მსგავსი და დეპოლარიზებადი). მისი გამოყენებისას შესაძლოა გაჩნდეს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის და/ან ნეიროკუნთოვანი ბლოკატორის დოზის შემცირების აუცილებლობა მათი ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.

აცეტილსალიცილის მჟავა: სისხლდენის რისკის გაზრდა.

ეთანოლი: ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ანელებს დაშლას და ზრდის მის დონეს სისხლის პლაზმაში, რითაც ძლიერდება ეთანოლის მოქმედება.

β - ადრენობლოკატორები: იზრდება ორმხრივი დამთრგუნველი მოქმედება სინოატრიული კვანძის ავტომატიზმზე, AV გამტარობაზე და მიოკარდიუმის კუმშვადობაზე, რის შედეგადაც იზრდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, AV- და SA (სინოატრიული) -ბლოკადების, ბრადიკარდიის, გულის უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით β-ადრენობლოკატორების მაღალი დოზების გამოყენებისას ან მათი ინტრავენურად შეყვანისას.

განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ პაციენტები გულის ქრონიკული უკმარისობის, გამოხატული კარდიომიოპათიის ნიშნებით ან ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის კომბინირებული თერაპია β- ადრენობლოკატორებთან უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაფიო ჩვენებების მიხედვით და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

დიზოპირამიდი (რითმილენი): არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად, დიზოპირამიდის მიღება უნდა შეწყდეს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის გამოყენების დაწყებამდე 48 საათით ადრე და, შესაძლოა, განახლდეს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის შეწყვეტიდან არა უადრეს 24 საათისა.

კალციუმის მარილები და ვიტამინი D: ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ფარმაკოლოგიური ეფექტი, სავარაუდოდ, მცირდება.

რენტგენოკონტრასტული საშუალებები: შესაძლებელია ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ინჰიბიტორული ეფექტის პოტენცირება სინოატრიული კვანძის ავტომატიზმზე, AV-გამტარობაზე და მიოკარდიუმის შეკუმშვაზე.

სიფრთხილის ზომები

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, რომელიც გართულებულია ბრადიკარდიით, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით ან მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით.

გულის ბლოკადა / 1 ხარისხის AV ბლოკადა / ბრადიკარდია / ასისტოლია

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი მოქმედებს ატრიოვენტრიკულურ და სინოატრიულ კვანძებზე და ახანგრძლივებს ატრიოვენტრიკულური გამტარობის პერიოდს.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი მოქმედებს ატრიოვენტრიკულურ და სინოატრიულ კვანძებზე და ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს II ან III ხარისხის AV- ბლოკადა, ბრადიკარდია, ასისტოლია. უფრო სავარაუდოა, რომ ასეთი სიმპტომები თავს იჩენენ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის მქონე პაციენტებში (სინოატრიალური კვანძოვანი დაავადება), რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

სიფრთხილით უნდა იქნსა გამოყენებული პაციენტებში 1-ლი ხარისხის AV ბლოკადით, მე-2 ან მე-3 ხარისხის AV ბლოკადის ან ჰისის ფეხის ერთკონიანი, ორკონიანი ან სამკონიანი ბლოკადის შესაძლო განვითარების გამო, რაც მოითხოვს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის შემდგომი დოზების გაუქმებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი თერაპიის დანიშვნას.

ასისტოლია პაციენტებში, რომლებსაც არა აქვთ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ჩვეულებრივ ხანმოკლეა (რამდენიმე წამი ან ნაკლები) ატრიოვენტრიკულური ან ნორმალური სინუსური რიტმის სპონტანური დაბრუნებით. თუ ეს მოვლენა არ არის ხანმოკლე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული შესაბამისი თერაპია (იხ. განყოფილება "გვერდითი რეაქციები").

ვერაპამილის და β-ადრენობლოკატორების ან სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება გულის გამტარობასა და შეკუმშვაზე შეიძლება გაძლიერდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ მათი ერთდროული გამოყენების დროს. ეს განსაკუთრებით ეხება ნებისმიერ ინტრავენურ პრეპარატს.

ანტიარითმული საშუალებები, β-ადრენობლოკატორები

კარდიოვასკულარული მოქმედების ურთიერთგაძლიერება (მაღალი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ხარისხის მატება, გულის შეკუმშვის სიხშირის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გულის უკმარისობის წარმოქმნა, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება). სიმპტომური ბრადიკარდია (36 დარტყმა/წთ) წინაგულების რითმის ვაგუსური წამყვანით აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით იღებდნენ თიმოლოლის (β-ადრენობლოკატორი) შემცველ თვალის წვეთებს ვერაპამილის ჰიდროქლორიდით მკურნალობის ფონზე.

დიგოქსინი

ვერაპამილის დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირდეს (იხ. განყოფილება "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები").

გულის უკმარისობა

ვერაპამილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მარცხენა პარკუჭის კუმშვადობაზე. ეფექტი მცირეა და, როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა, არსებული გულის უკმარისობა შეიძლება გაძლიერდეს ან პროგრესირდეს. ამიტომ, ვერაპამილით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გულის უკმარისობის კომპენსირება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 35%-ზე მაღალი განდევნის ფრაქცია (მაგალითად, ფუტკარას პრეპარატებით) და ადეკვატური კონტროლის განხორციელება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

გმგ-კოა- რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები)

იხ. განყოფილება "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები".

ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევები

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში დაავადებებისას ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევებით, როგორიცაა myastenia gravis, ლამბერტ-იტონის სინდრომი, პროგრესირებადი დუშენის კუნთოვანი დისტროფია.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინაგულების ფიბრილაცია/თრთოლვა და დამატებითი გზები (მაგალითად, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი), იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს გამტარობის მატება ანომალური გზით, პარკუჭოვანი ტაქიკარდია კი შეიძლება გაძლიერდეს.

ღვიძლის უკმარისობა

ვინაიდან ვერაპამილი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ვერაპამილის დოზა გულდასმით უნდა იქნას ტიტრირებული.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (რეკომენდებულია დოზის შემცირება ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზის 30%-მდე).

თირკმლის უკმარისობა

მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული შედარებითი კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ თირკმლის უკმარისობა გავლენას არ ახდენს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე ტერმინალური სტადიის თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, იყო რამდენიმე შეტყობინება, რომლებიც მოწმობდნენ იმის შესახებ, რომ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ვერაპამილის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანდაზმული ასაკის პირებს შეიძლება ჰქონდეთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედების მიმართ, ნორმალური დოზების მიმართაც კი.

სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის 1 ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს მკაფიო და კარგად შესწავლილი მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი კვეთს პლაცენტას და აღმოჩენილია ჭიპლარში გამავალ სისხლში.

მკურნალობის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ვერაპამილს გააჩნია საშვილოსნოს კუნთების მოდუნების თვისება. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დოზა, რომელიც აღწევს ახალშობილის ორგანიზმში, დაბალია (დედის მიერ მიღებული დოზის 0,1-1%), ამიტომ ვერაპამილის ჰიდროქლორიდის გამოყენება შეიძლება თავსებადი იყოს ძუძუთ კვებასთან, მაგრამ ახალშობილებისთვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია. ახალშობილებში, რომლებიც ძუძუთ კვებაზე იმყოფებიან, სერიოზული გვერდითი რეაქციების რისკის გათვალისწინებით, ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ძუძუთი კვების პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დედისთვის უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის და ძილიანობის შეგრძნების გამო, ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან სახიფათო პირობებში მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის საწყის ფაზას, დოზის გაზრდას, ჰიპოტენზიული პრეპარატის შეცვლას, და ასევე პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულ გამოყენებას. ვერაპამილის ჰიდროქლორიდს შეუძლია გაზარდოს ალკოჰოლის დონე სისხლის პლაზმაში და შეანელოს მისი გამოყოფა, ამიტომ ალკოჰოლის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციების შესახემ იყო შემოსული შეტყობინებები კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, ვერაპამილის პოსტმარკეტინგული გამოყენების ან კლინიკური კვლევების IV ფაზის დროს.

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება ორგანოთა სისტემებისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥ 1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

ყველაზე ხშირად გამოვლენილი იყო ასეთი გვერდითი რეაქციები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავური დარღვევები: გულისრევა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი; ასევე ბრადიკარდია, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპერემია, პერიფერიული შეშუპება და დაღლილობა.

სმენის ორგანოები და ვესტიბულური აპარატი: იშვიათად - ყურებში შუილი უცნობია - ვერტიგო.

სასუნთქი სისტემა, გულმკერდი და შუასაყარის ორგანოები: უცნობია - ბრონქოსპაზმი, ქოშინი, მწვავე რესპირატორული დისტრეს- სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ხშირად - გულისრევა, ყაბზობა; არახშირად - მუცლის ტკივილი; იშვიათად - ღებინება; უცნობია - დისკომფორტი მუცელში, კუჭ-ნაწლავური დარღვევები, ისეთები, როგორიცაა მეტეორიზმი, ნაწლავის ატონია, ნაწლავური გაუვალობა, პირის სიმშრალე, ღრძილების ჰიპერპლაზია (გინგივიტი და სისხლდენა). ღრძილების ჰიპერპლაზია შეიძლება ძალიან იშვიათად წარმოიქმნას სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენების დროს და მთლიანად ქრება მისი მოხსნის შემდეგ.

თირკმლები და შარდგამომყოფი სისტემა: უცნობია - თირკმლის უკმარისობა.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევები: უცნობია - ჰიპერკალიემია.

ნერვული სისტემა: ხშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად - პარესთეზია, ტრემორი, ძილიანობა; უცნობია - ექსტრაპირამიდული სინდრომი, ეპილეფსიური შეტევები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ცნობიერების აღრევა, წონასწორობის დარღვევა, დაღლილობა, უძილობა, ნევროზულობა, კუნთების კრუნჩხვები, ფსიქოზები, ნეიროპათია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხშირად - ბრადიკარდია, ჰიპერემია, ალები, არტერიული ჰიპოტენზია, დისტონია; არახშირად - გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია; უცნობია - I, II ან III ხარისხის AB ბლოკადა, გულის უკმარისობის გამწვავების/განვითარების რისკი, სინუსური კვანძის გაჩერება, სინუსური ბრადიკარდია, ასისტოლია, ბრადიარითმია წინაგულების ფიბრილაციით; სტენოკარდია, ორთოსტატული რეაქციები; ტკივილი მკერდის ძვლის უკან, მიოკარდიუმის ინფარქტი, კოჭის პერიფერიული შეშუპებები, სინკოპე.

იმუნური სისტემა: უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.

კანი და კანქვეშა უჯრედისი: იშვიათად - ჰიპერჰიდროზი; უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, გამონაყარი კანზე (მათ შორის მაკულოპაპულური გამონაყარი), ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ქავილის შეგრძნება, ქავილი, პიგმენტაციის დარღვევები, ერითრომელალგია, ფოტოდერმატიტები, ჩალურჯებები, პურპურა.

საყრდენ-მამოძრავებელიი სისტემა: უცნობია - კუნთების სისუსტე, მიალგია, ართრალგია. შარდსასქესო სისტემა: უცნობია - ერექციული დისფუნქცია, მათ შორის იმპოტენცია, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გალაქტორეა. ხანდაზმული ასაკის მამაკაცებს ხანგრძლივი თერაპიის დროს უვითარდებოდათ გინეკომასტია, რომელიც სრულიად ქრებოდა პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

ჰეპატობილიარული სისტემა: უცნობია - ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის და ბილირუბინის დონის მომატება; ღვიძლის შესაძლო დაზიანება კლინიკური გამოვლინებებით (შეუძლოდ ყოფნა, სხეულის ტემპერატურის მომატება და/ან ტკივილი მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში). ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ცვლილებები თავისთავად ქრება თერაპიის გაგრძელების დროს.

სხვა: მხედველობის დაბინდვა, სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატება, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, ალერგიული ჰეპატიტი.

აღინიშნა დამბლა (ტეტრაპარეზი), რომელიც დაკავშირებულია ვერაპამილისა და კოლხიცინის კომბინირებულ გამოყენებასთან. ეს შეიძლება განპირობებული იყოს კოლხიცინის შეღწევით ჰემატოენცეფალურ ბარიერში ვერაპამილის მიერ CYP3A4-სა და P-qp-ს დათრგუნვის გამო, ამიტომ კოლხიცინის და ვერაპამილის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ .

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანი პროცედურაა. ეს იძლევა საშუალებას გაგრძელდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებმა აუცილებლად უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

ვერაპამილით ინტოქსიკაციის დროს სიმპტომების მიმდინარეობა დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე, მომენტზე, როდესაც ტარდება დეტოქსიკაციის ღონისძიებები და მიოკარდიუმის შეკუმშვაზე (რომელიც დაკავშირებულია ასაკთან).

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია (ზოგჯერ იმ მნიშვნელობებამდე, რომლის გაზომვაც შეუძლებელია), შოკის სიმპტომები, გონების დაკარგვა, I და II ხარისხის AB- ბლოკადა (ხშირად როგორც ვენკებახის ფენომენი გალოპის რიტმით ან მის გარეშე), ტოტალური AB- ბლოკი ზოგადი AB-დისოციაციით, გალოპის რიტმი, ასისტოლია, ბრადიკარდია მაღალი ხარისხის AB- ბლოკადასთან და სინუსური კვანძის გაჩერება, ჰიპერგლიკემია, სტუპორი და მეტაბოლური აციდოზი. აღინიშნა ლეტალური შემთხვევები დოზის გადაჭარბების შედეგად.

მკურნალობა: ძირითადად შემანარჩუნებელი და ინდივიდუალური. ძირითადი ზომები, რომლებიც გამოიყენება პერორალური ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დოზის განზრახ გადაჭარბების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, არის: კარდიოდეპრესიული ეფექტების, ჰიპოტენზიის ან ბრადიკარდიის აღმოფხვრა β-ადრენერგული სტიმულაციის გზით. სპეციფიური ანტიდოტია კალციუმი, მაგალითად, 10-20 მლ კალციუმის გლუკონატის 10%-იანი ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად (2,25-4,5 მმოლი), აუცილებლობის შემთხვევაში შეყვანა მეორდება ან შეყავთ კალციუმის გლუკონატი უწყვეტი ინფუზიის სახით (მაგალითად, 5 მმოლ/სთ).

თერაპიული ზომები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული, დამოკიდებულია დროზე, როდესაც იქნა მიღებული ვერაპამილი, ინტოქსიკაციის სიმპტომების ტიპსა და გამოხატულობაზე. დიდი რაოდენობით ნელი გამოთავისუფლების პრეპარატებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური პრეპარატის გამოთავისუფლებასა და ნაწლავში შეწოვას შესაძლოა 48 საათზე მეტი დასჭირდეს.

გასათვალისწინებელია, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მთელ სიგრძეზე შეიძლება იყოს ბოლომდე გაუხსნელი ტაბლეტების კოშტები, რომლებიც მოქმედებენ როგორც პრეპარატის აქტიური დეპო ( მიღების შემდეგ გასული დროიდან გამომდინარე).

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პრეპარატით ინტოქსიკაციაზე ეჭვის შემთხვევაში ნაჩვენებია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ინდუცირებული ღებინება, კუჭისა და წვრილი ნაწლავის შიგთავსის ამოღება ენდოსკოპიის ქვეშ, ნაწლავების ამორეცხვა, საფაღარათო საშუალებების გამოყენება, გამწმენდი ოყნები. გამოიყენება ჩვეულებრივი ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, ისეთები, როგორიცაა კარდიოფილტვის რეანიმაცია, დეფიბრილაცია და/ან კარდიოსტიმულატორით თერაპია.

მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის ან მაღალი ხარისხის AB- ბლოკადის შემთხვევაში აუცილებელია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ასწევენ არტერიული წნევას (მაგალითად, დოფამინი, დობუტამინი, ნორადრენალინი).

ასისტოლიის, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადის, ან სინუსური ბრადიკარდიის დროს ჩვეულებრივ ღონისძიებებთან ერთდროულად უნდა იქნქს გამოყენებული β-ადრენერგული სტიმულაცია (მაგალითად, იზოპრენალინი, ორციპრენალინი), სხვა ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია არტერიული წნევის მომატებაზე, კარდიოსტიმულაციაზე ან ან გულის მოქმედებისა და სუნთქვის აღდგენაზე.

თუ არსებობს მიოკარდიუმის გახანგრძლივებული უკმარისობის ნიშნები - გამოყენებული უნდა იქნას დოფამინი, დობუტამინი, საჭიროების შემთხვევაში - კალციუმის განმეორებითი ინექციები.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ვერაპამილის ჰიდროქლორიდი;

1 ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს;

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფირის წარმომქმნელი საფარი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლიეთილენგლიკოლი, ტრიაცეტინი.

სამკურნალო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: მრგვალი ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, თეთრი ფერის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით. განივ ჩამონაჭერზე ჩანს განსხვავებული სტრუქტურის ორი ბურთი.

შენახვის პირობები

5 წელი.

შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი შეკვრაში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

კალციუმის შერჩევითი ანტაგონისტები უპირატესი მოქმედებით გულზე. ფენილალკილამინის წარმოებულები. ათქ კოდი C08DA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს I კლასის L-ტიპის კალციუმის არხების სელექტიურ ბლოკატორს, ახდენს ანტიანგინალური და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ბლოკავს კალციუმის პოტენციალდამოკიდებულ არხებს და ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას უჯრედებში, კერძოდ, კარდიომიოციტებისა და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, ამ დროს კალციუმის კონცენტრაცია სისხლში არ იცვლება.

პრეპარატის ანტიანგინალური მოქმედება რეალიზდება კორონარული და პერიფერიული არტერიული სისხლძარღვების ტონუსის დაქვეითების, გულის კუნთის, მათ შორის იშემიზირებულ უბნებში, სისხლის მიწოდების გაუმჯობესების წყალობით; ამცირებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ამცირებს რა მიოკარდიუმის კუმშვადობას და ზრდის რა კორონარული სისხლის ნაკადს. ანტიანგინალური ეფექტი განპირობებულია ასევე ვაზოდილაციური პერიფერიული მოქმედებით, რაც იწვევს შემდგომი დატვირთვისა და მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებას.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება IV კლასის ანტიარითმული პრეპარატებს. ანტიარითმული მოქმედება განპირობებულია გულის გამტარობის სისტემის უჯრედებში (სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური კვანძებში) კალციუმის არხების ბლოკადით, რაც იწვევს სინუსური კვანძის, წინაგულებში ექტოპიური კერების P-უჯრედების ავტომატიზმისა და ატრიოვენტრიკულური კვანძის გავლით აგზნების გამტარობის სიჩქარის შენელებას. ამის შედეგად, სინუსურ და ატრიოვენტრიკულურ კვანძებში იზრდება ეფექტური რეფრაქტერული პერიოდი, ნელდება სინუსური რიტმი და მცირდება გულის შეკუმშვის სიხშირე.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება განპირობებულია სისხლძარღვთა გლუვი კუნთების მოდუნებით, საერთო პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის დაქვეითებით, არტერიული წნევის შემცირებით, როგორც წესი, პოსტურალური ჰიპოტენზიის და რეფლექსური ტაქიკარდიის განვითარების გარეშე; ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში) იშვიათად ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა.

პერორალური მიღების შემდეგ, ვერაპამილის ჰიდროქლორიდის შეყვანილი დოზის 90%-ზე მეტი შეიწოვება წვრილ ნაწლავში. პრეპარატი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო ღვიძლის პორტალურ სისტემაში პირველი გავლისას, პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 20-35%. სისხლის პლაზმაში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.

სისხლის წნევის შემცირების ხარისხი არ არის დამოკიდებული ვერაპამილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.

პრეპარატის დაახლოებით 90% უკავშირდება სისხლის ცილებს.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი კვეთს პლაცენტას და გამოიყოფა დედის რძეში. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 2,8-7,4 საათს პირველი დოზის მიღების შემდეგ და 4,5-12 სთ-ს ხანგრძლივი გამოყენების ფონზე. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს.

ახლახანს მიღებული მონაცემები მოწმობენ, რომ არ არსებობს განსხვავება ვერაპამილის ფარმაკოკინეტიკაში ჯანმრთელი თირკმელების მქონე ადამიანებსა და თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიის მქონე პაციენტებს შორის.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 14-16 საათამდე, იზრდება განაწილების მოცულობა, პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით ნორმის 30%. ამიტომ , ასეთი პაციენტებისთვის დოზა მცირდება ჩვეულებრივი დღიური დოზის 1/3 -მდე.

პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (70%), ნაწილობრივ ნაწლავებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი

(ვერაპამილის ჰიდროქლორიდი)

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება: ვერაპამილის ჰიდროქლორიდი;

1 ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს;

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფირის წარმომქმნელი საფარი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლიეთილენგლიკოლი, ტრიაცეტინი.

სამკურნალო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: მრგვალი ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, თეთრი ფერის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით. განივ ჩამონაჭერზე ჩანს განსხვავებული სტრუქტურის ორი ბურთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კალციუმის შერჩევითი ანტაგონისტები უპირატესი მოქმედებით გულზე. ფენილალკილამინის წარმოებულები. ათქ კოდი C08DA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს I კლასის L-ტიპის კალციუმის არხების სელექტიურ ბლოკატორს, ახდენს ანტიანგინალური და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ბლოკავს კალციუმის პოტენციალდამოკიდებულ არხებს და ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას უჯრედებში, კერძოდ, კარდიომიოციტებისა და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, ამ დროს კალციუმის კონცენტრაცია სისხლში არ იცვლება.

პრეპარატის ანტიანგინალური მოქმედება რეალიზდება კორონარული და პერიფერიული არტერიული სისხლძარღვების ტონუსის დაქვეითების, გულის კუნთის, მათ შორის იშემიზირებულ უბნებში, სისხლის მიწოდების გაუმჯობესების წყალობით; ამცირებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ამცირებს რა მიოკარდიუმის კუმშვადობას და ზრდის რა კორონარული სისხლის ნაკადს. ანტიანგინალური ეფექტი განპირობებულია ასევე ვაზოდილაციური პერიფერიული მოქმედებით, რაც იწვევს შემდგომი დატვირთვისა და მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებას.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება IV კლასის ანტიარითმული პრეპარატებს. ანტიარითმული მოქმედება განპირობებულია გულის გამტარობის სისტემის უჯრედებში (სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური კვანძებში) კალციუმის არხების ბლოკადით, რაც იწვევს სინუსური კვანძის, წინაგულებში ექტოპიური კერების P-უჯრედების ავტომატიზმისა და ატრიოვენტრიკულური კვანძის გავლით აგზნების გამტარობის სიჩქარის შენელებას. ამის შედეგად, სინუსურ და ატრიოვენტრიკულურ კვანძებში იზრდება ეფექტური რეფრაქტერული პერიოდი, ნელდება სინუსური რიტმი და მცირდება გულის შეკუმშვის სიხშირე.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება განპირობებულია სისხლძარღვთა გლუვი კუნთების მოდუნებით, საერთო პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის დაქვეითებით, არტერიული წნევის შემცირებით, როგორც წესი, პოსტურალური ჰიპოტენზიის და რეფლექსური ტაქიკარდიის განვითარების გარეშე; ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში) იშვიათად ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა.

პერორალური მიღების შემდეგ, ვერაპამილის ჰიდროქლორიდის შეყვანილი დოზის 90%-ზე მეტი შეიწოვება წვრილ ნაწლავში. პრეპარატი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო ღვიძლის პორტალურ სისტემაში პირველი გავლისას, პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 20-35%. სისხლის პლაზმაში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.

სისხლის წნევის შემცირების ხარისხი არ არის დამოკიდებული ვერაპამილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.

პრეპარატის დაახლოებით 90% უკავშირდება სისხლის ცილებს.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი კვეთს პლაცენტას და გამოიყოფა დედის რძეში. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 2,8-7,4 საათს პირველი დოზის მიღების შემდეგ და 4,5-12 სთ-ს ხანგრძლივი გამოყენების ფონზე. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს.

ახლახანს მიღებული მონაცემები მოწმობენ, რომ არ არსებობს განსხვავება ვერაპამილის ფარმაკოკინეტიკაში ჯანმრთელი თირკმელების მქონე ადამიანებსა და თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიის მქონე პაციენტებს შორის.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 14-16 საათამდე, იზრდება განაწილების მოცულობა, პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით ნორმის 30%. ამიტომ , ასეთი პაციენტებისთვის დოზა მცირდება ჩვეულებრივი დღიური დოზის 1/3 -მდე.

პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (70%), ნაწილობრივ ნაწლავებით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

არტერიული ჰიპერტენზია.

გულის იშემიური დაავადება, მათ შორის დაძაბულობის სტაბილური სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი სტენოკარდია, მოსვენებითი სტენოკარდია), ვაზოსპასტიური სტენოკარდია (ვარიანტული სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია), ინფარქტის შემდგომი სტენოკარდია პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ გულის უკმარისობა, თუ არ არის ნაჩვენები β- ბლოკატორები.

არითმიები: პაროქსიზმული პარკუჭზედა ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი/თრთოლვა სწრაფი ატრიოვენტრიკულური გამტარობით (ვოლფ-პარკინსონ-უაიტის WPW-ის სინდრომის გარდა).

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა ვერაპამილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

კარდიოგენური შოკი.

მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზა გართულებებით (ბრადიკარდია < 50 დარტყმა/წთ, არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 90 მმ ნაკლებია), მარცხენა პარკუჭის უკმარისობა).

გამტარობის მძიმე დარღვევები: სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური (AV) II-III ხარისხის ბლოკადა (რითმის ხელოვნური წამყვანის მქონე პაციენტების გარდა).

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (რითმის ხელოვნური წამყვანის მქონე პაციენტების გარდა).

გულის უკმარისობა განდევნის ფრაქციის დაქვეითებით 35%-ზე ნაკლები და/ან ვერცხლის წყლის სვეტის 20 მმ-ზე მაღალი ფილტვის არტერიის წნევით. (თუ მეორადი სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია არ ექვემდებარება ვერაპამილის თერაპიის ზეგავლენას).

წინაგულების ციმციმი/თრთოლვა დამატებითი გამტარი გზების არსებობისას (WPW და LGL (Laun-Ganong-Levin) სინდრომების ფონზე). ასეთ პაციენტებში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას არსებობს პარკუჭოვანი ტაქიარითმიის განვითარების რისკი, პარკუჭოვანი ფიბრილაციის ჩათვლით.

ინტრავენური შეყვანის β- ადრენორეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება (გარდა ინტენსიური თერაპიისა).

ივაბრადინთან კომბინაციაში გამოყენება (იხ. „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო სასუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება. ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმის კვლევებმა in vitro აჩვენა, რომ ის მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 CYP3A4, CYP1A2, CYP2C8, CYP2C9 და CYP2C18 მიერ. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს CYP3A4 ფერმენტებისა და P-გლიკოპროტეინების (P-gp) ინჰიბიტორს. იყო შეტყობინება კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ CYP3A4 ინჰიბიტორებთან, რასაც თან ახლდა ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დონის მატება სისხლის პლაზმაში, მაშინ, როცა CYP3A4 ინდუქტორები იწვევდნენ ვერაპამილის ჰიდროქლორიდის პლაზმური დონის შემცირებას, ამიტომ აუცილებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების მონიტორინგის ჩატარება. ვერაპამილის და ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ის მიერ ან წარმოადგენენ P-gp სუბსტრატს, შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატების კონცენტრაციის მატებასთან, რამაც შეიძლება გაზარდოს ან გაახანგრძლივოს თანმხლები პრეპარატის როგორც თერაპიული, ასევე არასასურველი ეფექტები.

პოტენციური ურთიერთქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ფარმაკოკინეტიკასთან

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგალითად, ვაზოდილატორები, აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები, α- ბლოკატორები, პრაზოზინი და ტერაზოზინი): ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ახდენს მათი მოქმედების პოტენცირებას.

ქინიდინი: ქინიდინის კლირენსის დაქვეითება (~ 35%) პერორალურად მიღებისას. შესაძლოა განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია, ხოლო ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში - ფილტვების შეშუპება. ამიტომ ორივე პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ერთად. ვერაპამილის და ანტიარითმული საშუალებების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა ადიტიური მოქმედება (მაგალითად, AV ბლოკადა, ბრადიკარდია, ჰიპოტონია, გულის უკმარისობა).

ფლეკაინიდი: საგრძნობლად იცვლება მიოკარდიუმზე ურთიერთდამთრგუნველი მოქმედება, ატრიოვენტრიკულური გამტარობა ნელდება და იზრდება რეპოლარიზაციის ხანგრძლივობა. თეოფილინი: ორალური და სისტემური კლირენსის დაქვეითება ~ 20%-ით, მწეველებში - 11%-ით. სისხლის შრატში თეოფილინის მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

კარბამაზეპინი: კარბამაზეპინის გაზრდილი AUC (~ 46%) რეფრაქტერული პარციალური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში; კარბამაზეპინის დონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კარბამაზეპინის ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დიპლოპია, თავის ტკივილი, ატაქსია ან თავბრუსხვევა.

ფენიტოინი: ვერაპამილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის პლაზმაში.

იმიპრამინი: იმიპრამინის AUC (~15%) გაზრდა აქტიურ მეტაბოლიტზე დეზიპრამინზე ზემოქმედების გარეშე.

დანტროლენი: ვერაპამილის ინტრავენურ დანტროლენთან ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოტონია, მიოკარდიუმის დეპრესია და ჰიპერკალიემია, ამიტომ ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

G ლიბურიდი: იზრდება გლიბურიდის C max 28%-ით.

კოლხიცინი: კოლხიცინის AUC (~ 2-ჯერ) და C max (~ 1.3-ჯერ) მომატება. ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული. კოლხიცინი წარმოადგენს სუბსტრატს როგორც CYP3A-სთვის, ასევე გაჟონვის ტრანსპორტერი P-გლიკოპროტეინისთვის(P-gp). როგორც ცნობილია, ვერაპამილი აინჰიბირებს CYP3A და P-gp. როდესაც ვერაპამილი და კოლხიცინი შეჰყავთ ერთად, ვერაპამილის მიერ P-gp და/ან CYP3A-ს ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის გავლენის გაზრდა, ამიტომ კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი: ურთიერთგავლენის გამო, სისხლის პლაზმაში იზრდება ვერაპამილის ჰიდროქლორიდის და მაკროლიდების დონე.

რიფამპიცინი: შესაძლოა ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება. AUC (~ 97%)-ის, C max (~ 94%)-ისა და ბიოშეღწევადობის დაქვეითება (~ 92%) ვერაპამილის პერორალური მიღების შემდეგ.

დოქსორუბიცინი (პერორალური): დოქსორუბიცინის და ვერაპამილის (პერორალური) ერთდროული გამოყენებისას დოქსორუბიცინის AUC (~ 104%) და Cmax ( ~ 61%) სისხლის პლაზმაში იზრდება ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებში. პროგრესირებადი სიმსივნის სტადიაზე მყოფ პაციენტებში ვერაპამილთან ერთდროული გამოყენების დროს დოქსორუბიცინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.

ფენობარბიტალი: ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ორალური კლირენსი იზრდება 5-ჯერ.

ბუნსპირონი: AUC -ისა და C max -ის მატება 3-4-ჯერ.

მიდაზოლამი: AUC-ის მატება 3-ჯერ და C max -ისა- 2-ჯერ.

ვერაპამილს შეუძლია გაზარდოს β-ბლოკატორების პლაზმური კონცენტრაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა ადიტიური მოქმედება (მაგაითად, AB ბლოკადა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა). ინტრავენური β-ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვერაპამილით.

მეტოპროლოლი: მეტოპროლოლის AUC (~ 32.5%) და C max (~ 41%) მომატება სტენოკარდიის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

პროპრანოლოლი: პროპრანოლოლის AUC (~ 65%) და C max (~ 94%) მომატება სტენოკარდიის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

დიგოქსინი: დიგოქსინის C max (~ 44%), C 12 სთ (~ 53%), C ss (~ 44%) და AUC (~ 50%) მომატება ჯანმრთელ მოხალისეებში. რეკომენდებულია დიგოქსინის დოზის შემცირება (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

დიგიტოქსინი: დიგიტოქსინის კლირენსისა (~27%) და ექსტრარენალური კლირენსის დაქვეითება (~29%).

ციმეტიდინი: R-ვერაპამილის (~25%) და S-ვერაპამილის (~ 40%) AUC იზრდება R- და S-ვერაპამილის კლირენსის შესაბამისი შემცირებით.

ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის AUC, C max , C ss მატება დაახლოებით 45%-ით.

ევეროლიმუსი: ევეროლიმუსის AUC (~ 3,5-ჯერ) და Cmax ( ~ 2,3-ჯერ) მომატება. ვერაპამილის

C trough- ის გაზრდა (~ 2,3-ჯერ). შესაძლოა საჭირო გახდეს ევეროლიმუსის კონცენტრაციის ზუსტი განსაზღვრა და დოზის კორექტირება.

სიროლიმუსი: სიროლიმუსის AUC (~ 2.2-ჯერ) გაზრდა, S- ვერაპამილის AUC (~ 1.5-ჯერ) გაზრდა. შესაძლოა საჭირო გახდეს სიროლიმუსის კონცენტრაციის განსაზღვრა და დოზის კორექცია.

ტაკროლიმუსი: შესაძლოა ამ პრეპარატის დონის გაზრდა სისხლის პლაზმაში.

HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორები (სიმვასტატინი, ატორვასტატინი, ლოვასტატინი): სტატინებით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დაბალი დოზით და თანდათან გაიზარდოს. თუ პაციენტისათვის, რომელიც უკვე იღებს ვერაპამილის ჰიდროქლორიდს, აუცილებელია სტატინების დანიშვნა, უნდა იქნას გათვალისწინებული მათი დოზის საჭირო შემცირება და დოზირების შერჩევა სისხლის პლაზმაში ქოლესტერინის კონცენტრაციის შესაბამისად.

ატორვასტატინი: ატორვასტატინის დონის შესაძლო მომატება სისხლის პლაზმაში. ატორვასტატინი ზრდის ვერაპამილის AUC-ს ~43%. თუმცა არ არსებობს პირდაპირი in vivo კლინიკური მონაცემები , ვერაპამილს გააჩნია ძლიერი პოტენციალი მნიშვნელოვნად იმოქმედოს ატორვასტატინის, აგრეთვე სიმვასტატინის ან ლოვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ატორვასტატინისა და ვერაპამილის ერთდროული გამოყენებისას.

ლოვასტატინი: შესაძლებელია ლოვასტატინის დონის მომატება სისხლის პლაზმაში. ვერაპამილის ჰიდროქლორიდის AUC (~ 63%)-ისა და C max (~ 32%)-ს მატება.

სიმვასტატინი: სიმვასტატინის AUC-ის მატება ~ 2,6-ჯერ, სიმვასტატინის Cmax - ის-4,6-ჯერ. ფლუვასტატინი, პრავასტატინი და როზუვასტატინი: არ მეტაბოლიზდება CYP3A4 სისტემით და, ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს ვერაპამილის ჰიდროქლორიდთან.

ალმოტრიპტანი: ალმოტრიპტანის AUC (~ 20%)-ისა და Cmax ( ~ 24%)-ს მატება.

სულფინპირაზონი: პერორალური ვერაპამილის ჰიდროქლორიდის კლირენსის გაზრდა 3-ჯერ, ბიოშეღწევადობის - 60%-ით. შესაძლობა ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება.

დაბიგატრანი: ვერაპამილის ჰიდროქლორიდი დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების ფორმით ზრდის დაბიგატრანის Cmax ( 180%-მდე) და AUC (150%-მდე). არ ყოფილა შემჩნეული მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ვერაპამილის შეყვანისას დაბიგატრან ეტექსილატის მერე 2 საათის შემდეგ (C max- ის გაზრდა დაახლოებით 10%-ით და AUC-ის დაახლოებით 20%-ით). იზრდება სისხლდენის რისკი, ამიტომ რეკომენდირებულია გულდასმითი კლინიკური დაკვირვება, განსაკუთრებით სისხლდენის წარმოქმნისას და მსუბუქი ან ზომიერი თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობის დროს. პერორალურ ვერაპამილის ჰიდროქლორიდთან ერთად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს დაბიგატრანის დოზის შემცირება (იხ. დაბიგატრანის გამოყენების ინფორმაცია დოზირების რეკომენდაციების საკითზე).

სხვა პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები (პმპა): პმპა-ის გაზრდილი აბსორბცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ P-gp სუბსტრატებს. ასევე პმპა-ების ექსკრექციის, მეტაბოლიზირებადი CYP3A4-ის გამოყოფის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს პმპა-ის სისტემური ბიოშეღწევადობის ზრდა. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, იზრდება სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში დამატებითი რისკის ფაქტორებით. შეიძლება საჭირო გახდეს პმა-ს დოზის შემცირება პერორალურ ვერაპამილთან ერთად გამოყენებისას (იხ. სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია პმპა-ს დოზირების შესახებ).

ივაბრადინი: ივაბრადინთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია ვერაპამილით გამოწვეული გულისცემის დაქვეითების დამატებითი ეფექტის გამო (იხ. „უკუჩვენებები“). გრეიფრუტის წვენი: იზრდება R-ვერაპამილის (~ 49%) და S-ვერაპამილის (~ 37%) AUC, იზრდება R- ვერაპამილის (~ 75%) და S-ვერაპამილის Cmax (~ 51%) ნახევარგამოყოფის პერიოდის და თირკმელების კლირენსის ცვლილებების გარეშე. საჭიროა გრეიფრუტის წვენის ვერაპამილის ჰიდროქლორიდთან ერთად მიღების თავიდან აცილება.

კრაზანა : R-ვერაპამილის (~ 78%) და S-ვერაპამილის (~ 80%) AUC მცირდება Cmax-ის შესაბამისი შემცირებით .

მეტფორმინი: ვერაპამილის მეტფორმინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მეტფორმინის ეფექტურობა.

სხვა ურთიერთქმედებები

ანტივირუსული პრეპარატები (ისეთები, როგორიცაა რიტონავირი, ინდინავირი): შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ვერაპამილის კონცენტრაციის გაზრდა. ამიტომ, ვერაპამილის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ კომბინაციაში ან მისი დოზა უნდა შემცირდეს.

ლითიუმი: შემოვიდა შეტყობინება ლითიუმის მომატებული ნეიროტოქსიკურობის შესახებ ვერაპამილის ჰიდროქლორიდის და ლითიუმის ერთდროული გამოყენების დროს, სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის ამაღლებით ან მის გარეშე. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც მუდმივად იღებდნენ ლითიუმის ერთსა და იმავე დოზას პერორალურად, ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დამატებამ გამოიწვია ლითიუმის დონის დაქვეითება სისხლის პლაზმაში. პაციენტები, რომლებიც იღებენ ორივე სამკურნალო საშუალებას, უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.

ნეიროკუნთოვანი ბლოკატორები: კლინიკური მონაცემები და ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს შეუძლია გააძლიეროს ნეიროკუნთოვანი ბლოკატორების აქტივობა (კურარეს მსგავსი და დეპოლარიზებადი). მისი გამოყენებისას შესაძლოა გაჩნდეს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის და/ან ნეიროკუნთოვანი ბლოკატორის დოზის შემცირების აუცილებლობა მათი ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში.

აცეტილსალიცილის მჟავა: სისხლდენის რისკის გაზრდა.

ეთანოლი: ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ანელებს დაშლას და ზრდის მის დონეს სისხლის პლაზმაში, რითაც ძლიერდება ეთანოლის მოქმედება.

β - ადრენობლოკატორები: იზრდება ორმხრივი დამთრგუნველი მოქმედება სინოატრიული კვანძის ავტომატიზმზე, AV გამტარობაზე და მიოკარდიუმის კუმშვადობაზე, რის შედეგადაც იზრდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, AV- და SA (სინოატრიული) -ბლოკადების, ბრადიკარდიის, გულის უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით β-ადრენობლოკატორების მაღალი დოზების გამოყენებისას ან მათი ინტრავენურად შეყვანისას.

განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ პაციენტები გულის ქრონიკული უკმარისობის, გამოხატული კარდიომიოპათიის ნიშნებით ან ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის კომბინირებული თერაპია β- ადრენობლოკატორებთან უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაფიო ჩვენებების მიხედვით და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

დიზოპირამიდი (რითმილენი): არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად, დიზოპირამიდის მიღება უნდა შეწყდეს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის გამოყენების დაწყებამდე 48 საათით ადრე და, შესაძლოა, განახლდეს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის შეწყვეტიდან არა უადრეს 24 საათისა.

კალციუმის მარილები და ვიტამინი D: ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ფარმაკოლოგიური ეფექტი, სავარაუდოდ, მცირდება.

რენტგენოკონტრასტული საშუალებები: შესაძლებელია ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ინჰიბიტორული ეფექტის პოტენცირება სინოატრიული კვანძის ავტომატიზმზე, AV-გამტარობაზე და მიოკარდიუმის შეკუმშვაზე.

გამოყენების თავისებურებები.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, რომელიც გართულებულია ბრადიკარდიით, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით ან მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით.

გულის ბლოკადა / 1 ხარისხის AV ბლოკადა / ბრადიკარდია / ასისტოლია

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი მოქმედებს ატრიოვენტრიკულურ და სინოატრიულ კვანძებზე და ახანგრძლივებს ატრიოვენტრიკულური გამტარობის პერიოდს.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი მოქმედებს ატრიოვენტრიკულურ და სინოატრიულ კვანძებზე და ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს II ან III ხარისხის AV- ბლოკადა, ბრადიკარდია, ასისტოლია. უფრო სავარაუდოა, რომ ასეთი სიმპტომები თავს იჩენენ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის მქონე პაციენტებში (სინოატრიალური კვანძოვანი დაავადება), რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

სიფრთხილით უნდა იქნსა გამოყენებული პაციენტებში 1-ლი ხარისხის AV ბლოკადით, მე-2 ან მე-3 ხარისხის AV ბლოკადის ან ჰისის ფეხის ერთკონიანი, ორკონიანი ან სამკონიანი ბლოკადის შესაძლო განვითარების გამო, რაც მოითხოვს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის შემდგომი დოზების გაუქმებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი თერაპიის დანიშვნას.

ასისტოლია პაციენტებში, რომლებსაც არა აქვთ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ჩვეულებრივ ხანმოკლეა (რამდენიმე წამი ან ნაკლები) ატრიოვენტრიკულური ან ნორმალური სინუსური რიტმის სპონტანური დაბრუნებით. თუ ეს მოვლენა არ არის ხანმოკლე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული შესაბამისი თერაპია (იხ. განყოფილება "გვერდითი რეაქციები").

ვერაპამილის და β-ადრენობლოკატორების ან სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება გულის გამტარობასა და შეკუმშვაზე შეიძლება გაძლიერდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ მათი ერთდროული გამოყენების დროს. ეს განსაკუთრებით ეხება ნებისმიერ ინტრავენურ პრეპარატს.

ანტიარითმული საშუალებები, β-ადრენობლოკატორები

კარდიოვასკულარული მოქმედების ურთიერთგაძლიერება (მაღალი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ხარისხის მატება, გულის შეკუმშვის სიხშირის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გულის უკმარისობის წარმოქმნა, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება). სიმპტომური ბრადიკარდია (36 დარტყმა/წთ) წინაგულების რითმის ვაგუსური წამყვანით აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით იღებდნენ თიმოლოლის (β-ადრენობლოკატორი) შემცველ თვალის წვეთებს ვერაპამილის ჰიდროქლორიდით მკურნალობის ფონზე.

დიგოქსინი

ვერაპამილის დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირდეს (იხ. განყოფილება "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები").

გულის უკმარისობა

ვერაპამილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მარცხენა პარკუჭის კუმშვადობაზე. ეფექტი მცირეა და, როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა, არსებული გულის უკმარისობა შეიძლება გაძლიერდეს ან პროგრესირდეს. ამიტომ, ვერაპამილით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გულის უკმარისობის კომპენსირება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 35%-ზე მაღალი განდევნის ფრაქცია (მაგალითად, ფუტკარას პრეპარატებით) და ადეკვატური კონტროლის განხორციელება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

გმგ-კოა- რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები)

იხ. განყოფილება "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები".

ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევები

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში დაავადებებისას ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევებით, როგორიცაა myastenia gravis, ლამბერტ-იტონის სინდრომი, პროგრესირებადი დუშენის კუნთოვანი დისტროფია.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინაგულების ფიბრილაცია/თრთოლვა და დამატებითი გზები (მაგალითად, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი), იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს გამტარობის მატება ანომალური გზით, პარკუჭოვანი ტაქიკარდია კი შეიძლება გაძლიერდეს.

ღვიძლის უკმარისობა

ვინაიდან ვერაპამილი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ვერაპამილის დოზა გულდასმით უნდა იქნას ტიტრირებული.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (რეკომენდებულია დოზის შემცირება ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზის 30%-მდე).

თირკმლის უკმარისობა

მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული შედარებითი კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ თირკმლის უკმარისობა გავლენას არ ახდენს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე ტერმინალური სტადიის თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, იყო რამდენიმე შეტყობინება, რომლებიც მოწმობდნენ იმის შესახებ, რომ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ვერაპამილის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანდაზმული ასაკის პირებს შეიძლება ჰქონდეთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედების მიმართ, ნორმალური დოზების მიმართაც კი.

სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის 1 ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

არ არსებობს მკაფიო და კარგად შესწავლილი მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი კვეთს პლაცენტას და აღმოჩენილია ჭიპლარში გამავალ სისხლში.

მკურნალობის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ვერაპამილს გააჩნია საშვილოსნოს კუნთების მოდუნების თვისება. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დოზა, რომელიც აღწევს ახალშობილის ორგანიზმში, დაბალია (დედის მიერ მიღებული დოზის 0,1-1%), ამიტომ ვერაპამილის ჰიდროქლორიდის გამოყენება შეიძლება თავსებადი იყოს ძუძუთ კვებასთან, მაგრამ ახალშობილებისთვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია. ახალშობილებში, რომლებიც ძუძუთ კვებაზე იმყოფებიან, სერიოზული გვერდითი რეაქციების რისკის გათვალისწინებით, ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ძუძუთი კვების პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დედისთვის უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისას.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის და ძილიანობის შეგრძნების გამო, ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან სახიფათო პირობებში მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის საწყის ფაზას, დოზის გაზრდას, ჰიპოტენზიული პრეპარატის შეცვლას, და ასევე პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულ გამოყენებას. ვერაპამილის ჰიდროქლორიდს შეუძლია გაზარდოს ალკოჰოლის დონე სისხლის პლაზმაში და შეანელოს მისი გამოყოფა, ამიტომ ალკოჰოლის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.

გამოყენების წესი და დოზები.

დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ გაწუწნოთ, არ დაღეჭოთ, არ დააქუცმაცოთ, არ დაყოთ ნაწილებად; დააყოლეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (მაგალითად, 1 ჭიქა წყალი, არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ გრეიფრუტის წვენი), უმჯობესია ჭამის დროს ან მაშინვე ჭამის შემდეგ.

50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ზრდასრულები და მოზარდები

გულის იშემიური დაავადება, პაროქსიზმული პარკუჭზედა ტაქიკარდია, წინაგულების თრთოლვა/ციმციმი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 120-480 მგ, დაყოფილი 3-4 დოზად. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 480 მგ.

არტერიული ჰიპერტენზია

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 120-360 მგ, დაყოფილი 3 მიღებაზე. მდგრადი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვითარდება თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

სტენოკარდიის და არითმიის დროს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 80 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში (240-320 მგ). მაქსიმალური ეფექტი ვითარდება, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან 48 საათში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია განყოფილებაში „გამოყენების თავისებურებები“. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვერაპამილის ჰიდროქლორიდი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მოქმედება ძლიერდება და გრძელდება სამკურნალო საშუალების დაშლის შენელების გამო. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში დოზა უნდა დადგინდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და დაიწყოს მცირე დოზებიდან (მაგალითად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის ჯერ 40 მგ * 2-3-ჯერ დღე-ღამეში, შესაბამისად, 80-120 მგ დღე-ღამეში). იხ, "გამოყენების თავისებურებები".

აუცილებლობის შემთხვევაში საწყისი დოზა თანდათან გაზარდეთ პაციენტის მდგომარეობისა და კლინიკური პასუხიდან გამომდინარე, რომელიც ფასდება პრეპარატის გამოყენებისას.

  • ვერაპამილის 40 მგ დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი, რომელსაც აქვს ასეთი დოზირების შესაძლებლობა.

არ მიიღოთ პრეპარატი მწოლიარე მდგომარეობაში.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი არ შეიძლება დაენიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებს 7 დღის განმავლობაში ფაქტის მოხდენიდან.

ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ პრეპარატი უნდა მოიხსნას დოზის თანდათანობით შემცირებით.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და დაავადების მიმდინარეობაზე.

ბავშვები.

არ დანიშნოთ პრეპარატი ამ სამკურნალო ფორმით ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება.

ვერაპამილით ინტოქსიკაციის დროს სიმპტომების მიმდინარეობა დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე, მომენტზე, როდესაც ტარდება დეტოქსიკაციის ღონისძიებები და მიოკარდიუმის შეკუმშვაზე (რომელიც დაკავშირებულია ასაკთან).

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია (ზოგჯერ იმ მნიშვნელობებამდე, რომლის გაზომვაც შეუძლებელია), შოკის სიმპტომები, გონების დაკარგვა, I და II ხარისხის AB- ბლოკადა (ხშირად როგორც ვენკებახის ფენომენი გალოპის რიტმით ან მის გარეშე), ტოტალური AB- ბლოკი ზოგადი AB-დისოციაციით, გალოპის რიტმი, ასისტოლია, ბრადიკარდია მაღალი ხარისხის AB- ბლოკადასთან და სინუსური კვანძის გაჩერება, ჰიპერგლიკემია, სტუპორი და მეტაბოლური აციდოზი. აღინიშნა ლეტალური შემთხვევები დოზის გადაჭარბების შედეგად.

მკურნალობა: ძირითადად შემანარჩუნებელი და ინდივიდუალური. ძირითადი ზომები, რომლებიც გამოიყენება პერორალური ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დოზის განზრახ გადაჭარბების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, არის: კარდიოდეპრესიული ეფექტების, ჰიპოტენზიის ან ბრადიკარდიის აღმოფხვრა β-ადრენერგული სტიმულაციის გზით. სპეციფიური ანტიდოტია კალციუმი, მაგალითად, 10-20 მლ კალციუმის გლუკონატის 10%-იანი ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად (2,25-4,5 მმოლი), აუცილებლობის შემთხვევაში შეყვანა მეორდება ან შეყავთ კალციუმის გლუკონატი უწყვეტი ინფუზიის სახით (მაგალითად, 5 მმოლ/სთ).

თერაპიული ზომები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული, დამოკიდებულია დროზე, როდესაც იქნა მიღებული ვერაპამილი, ინტოქსიკაციის სიმპტომების ტიპსა და გამოხატულობაზე. დიდი რაოდენობით ნელი გამოთავისუფლების პრეპარატებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური პრეპარატის გამოთავისუფლებასა და ნაწლავში შეწოვას შესაძლოა 48 საათზე მეტი დასჭირდეს.

გასათვალისწინებელია, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მთელ სიგრძეზე შეიძლება იყოს ბოლომდე გაუხსნელი ტაბლეტების კოშტები, რომლებიც მოქმედებენ როგორც პრეპარატის აქტიური დეპო ( მიღების შემდეგ გასული დროიდან გამომდინარე).

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პრეპარატით ინტოქსიკაციაზე ეჭვის შემთხვევაში ნაჩვენებია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ინდუცირებული ღებინება, კუჭისა და წვრილი ნაწლავის შიგთავსის ამოღება ენდოსკოპიის ქვეშ, ნაწლავების ამორეცხვა, საფაღარათო საშუალებების გამოყენება, გამწმენდი ოყნები. გამოიყენება ჩვეულებრივი ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, ისეთები, როგორიცაა კარდიოფილტვის რეანიმაცია, დეფიბრილაცია და/ან კარდიოსტიმულატორით თერაპია.

მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის ან მაღალი ხარისხის AB- ბლოკადის შემთხვევაში აუცილებელია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ასწევენ არტერიული წნევას (მაგალითად, დოფამინი, დობუტამინი, ნორადრენალინი).

ასისტოლიის, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადის, ან სინუსური ბრადიკარდიის დროს ჩვეულებრივ ღონისძიებებთან ერთდროულად უნდა იქნქს გამოყენებული β-ადრენერგული სტიმულაცია (მაგალითად, იზოპრენალინი, ორციპრენალინი), სხვა ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია არტერიული წნევის მომატებაზე, კარდიოსტიმულაციაზე ან ან გულის მოქმედებისა და სუნთქვის აღდგენაზე.

თუ არსებობს მიოკარდიუმის გახანგრძლივებული უკმარისობის ნიშნები - გამოყენებული უნდა იქნას დოფამინი, დობუტამინი, საჭიროების შემთხვევაში - კალციუმის განმეორებითი ინექციები.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

გვერდითი რეაქციები.

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციების შესახემ იყო შემოსული შეტყობინებები კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, ვერაპამილის პოსტმარკეტინგული გამოყენების ან კლინიკური კვლევების IV ფაზის დროს.

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება ორგანოთა სისტემებისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥ 1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

ყველაზე ხშირად გამოვლენილი იყო ასეთი გვერდითი რეაქციები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავური დარღვევები: გულისრევა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი; ასევე ბრადიკარდია, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპერემია, პერიფერიული შეშუპება და დაღლილობა.

სმენის ორგანოები და ვესტიბულური აპარატი: იშვიათად - ყურებში შუილი უცნობია - ვერტიგო.

სასუნთქი სისტემა, გულმკერდი და შუასაყარის ორგანოები: უცნობია - ბრონქოსპაზმი, ქოშინი, მწვავე რესპირატორული დისტრეს- სინდრომი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ხშირად - გულისრევა, ყაბზობა; არახშირად - მუცლის ტკივილი; იშვიათად - ღებინება; უცნობია - დისკომფორტი მუცელში, კუჭ-ნაწლავური დარღვევები, ისეთები, როგორიცაა მეტეორიზმი, ნაწლავის ატონია, ნაწლავური გაუვალობა, პირის სიმშრალე, ღრძილების ჰიპერპლაზია (გინგივიტი და სისხლდენა). ღრძილების ჰიპერპლაზია შეიძლება ძალიან იშვიათად წარმოიქმნას სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენების დროს და მთლიანად ქრება მისი მოხსნის შემდეგ.

თირკმლები და შარდგამომყოფი სისტემა: უცნობია - თირკმლის უკმარისობა.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევები: უცნობია - ჰიპერკალიემია.

ნერვული სისტემა: ხშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად - პარესთეზია, ტრემორი, ძილიანობა; უცნობია - ექსტრაპირამიდული სინდრომი, ეპილეფსიური შეტევები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ცნობიერების აღრევა, წონასწორობის დარღვევა, დაღლილობა, უძილობა, ნევროზულობა, კუნთების კრუნჩხვები, ფსიქოზები, ნეიროპათია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხშირად - ბრადიკარდია, ჰიპერემია, ალები, არტერიული ჰიპოტენზია, დისტონია; არახშირად - გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია; უცნობია - I, II ან III ხარისხის AB ბლოკადა, გულის უკმარისობის გამწვავების/განვითარების რისკი, სინუსური კვანძის გაჩერება, სინუსური ბრადიკარდია, ასისტოლია, ბრადიარითმია წინაგულების ფიბრილაციით; სტენოკარდია, ორთოსტატული რეაქციები; ტკივილი მკერდის ძვლის უკან, მიოკარდიუმის ინფარქტი, კოჭის პერიფერიული შეშუპებები, სინკოპე.

იმუნური სისტემა: უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.

კანი და კანქვეშა უჯრედისი: იშვიათად - ჰიპერჰიდროზი; უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, გამონაყარი კანზე (მათ შორის მაკულოპაპულური გამონაყარი), ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ქავილის შეგრძნება, ქავილი, პიგმენტაციის დარღვევები, ერითრომელალგია, ფოტოდერმატიტები, ჩალურჯებები, პურპურა.

საყრდენ-მამოძრავებელიი სისტემა: უცნობია - კუნთების სისუსტე, მიალგია, ართრალგია. შარდსასქესო სისტემა: უცნობია - ერექციული დისფუნქცია, მათ შორის იმპოტენცია, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გალაქტორეა. ხანდაზმული ასაკის მამაკაცებს ხანგრძლივი თერაპიის დროს უვითარდებოდათ გინეკომასტია, რომელიც სრულიად ქრებოდა პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

ჰეპატობილიარული სისტემა: უცნობია - ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის და ბილირუბინის დონის მომატება; ღვიძლის შესაძლო დაზიანება კლინიკური გამოვლინებებით (შეუძლოდ ყოფნა, სხეულის ტემპერატურის მომატება და/ან ტკივილი მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში). ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ცვლილებები თავისთავად ქრება თერაპიის გაგრძელების დროს.

სხვა: მხედველობის დაბინდვა, სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატება, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, ალერგიული ჰეპატიტი.

აღინიშნა დამბლა (ტეტრაპარეზი), რომელიც დაკავშირებულია ვერაპამილისა და კოლხიცინის კომბინირებულ გამოყენებასთან. ეს შეიძლება განპირობებული იყოს კოლხიცინის შეღწევით ჰემატოენცეფალურ ბარიერში ვერაპამილის მიერ CYP3A4-სა და P-qp-ს დათრგუნვის გამო, ამიტომ კოლხიცინის და ვერაპამილის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ .

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანი პროცედურაა. ეს იძლევა საშუალებას გაგრძელდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებმა აუცილებლად უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის მეშვეობით.

ვარგისობის ვადა. 5 წელი.

შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი შეკვრაში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი. საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო და საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიური და ფარმაცევტული ქარხანა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 03134, კიევი, მირის ქუჩა, 17 .

ბოლო გადახედვის თარიღი. 21.04.2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა