ვერაპამილ ალკალოიდი 40მგ
VERAPAMIL ALKALOID 40mg
ვერაპამილი ალკალოიდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვერაპამილის ჰიდროქლორიდს. ვერაპამილი ალკალოიდი მიეკუთვნება კალციუმის არხის ბლოკატორების ჯგუფს. ვერაპამილი ბლოკავს გულის კუნთში და სისხლძარღვების კედლების კუნთებში კალციუმის მოხვედრას, რაც საჭიროა მათი შეკუმშვისა და შემჭიდროვებისათვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვერაპამილ (verapamil)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ შემოგარსული ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები, ფენილალკილამინის წარმოებულები
- ATC კოდი
- C08DA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035674
- რეგისტრირებულია
- 24 ივნისი 2022, მოქმედებს 24 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვერაპამილ ალკალოიდი 40მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვერაპამილი ალკალოიდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვერაპამილის ჰიდროქლორიდს. ვერაპამილი ალკალოიდი მიეკუთვნება კალციუმის არხის ბლოკატორების ჯგუფს. ვერაპამილი ბლოკავს გულის კუნთში და სისხლძარღვების კედლების კუნთებში კალციუმის მოხვედრას, რაც საჭიროა მათი შეკუმშვისა და შემჭიდროვებისათვის. შესაბამისად აღინიშნება გულის და სისხლძარღვების მოდუნება, გული ნაკლებ სისხლს გადატუმბავს თითო დარტყმისას და მცირდება გულის შეკუმშვათა სიხშირე (გულისცემა).
ამგვარად, ვერაპამილი ალკალოიდი:
ხსნის ან ამცირებს სტენოკარდიას (ტკივილი გულმკერდის, კისრის ან მკლავის არეში, რაც უკავშირდება ფიზიკურ დატვითვას ან სტერსს);
ხელს უწყობს არათანაბარი გულისცემის დარეგულირებას ამცირებს რა მას;
ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) დაწევას.
მიღების წესი და დოზირება
ვერაპამილი ალკალოიდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტაბლეტები მიიღება კვების დროს ან კვების შემდეგ მალევე, წყალთან ერთად. არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ვერაპამილ ალკალოიდის დოზა განისაზღვრება დაავადების მიხედვით. სტანდარტული დოზებია:
მოზრდილები
სტენოკარდია, მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია:
სტანდარტული დოზა არის 120 მგ, დღეში 3-4-ჯერ. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში სათანადო ეფექტი შეიძლება აღინიშნოს უფრო დაბალი დოზით 80 მგ, დღეში 3-ჯერ.
არათანაბარი გულისცემა ან რითმი:
სტანდარტული დოზა არის 40 -120 მგ, დღეში 3-4-ჯერ დაავადების სიმწვავის მიხედვით.
ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა):
სტანდარტული დოზა არის 40 -120 მგ, დღეში 3-4-ჯერ. ხანგრძლივი მკურნალობისას საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 480 მგ-ს.
თუ ფიქრობთ, რომ ვერაპამილ ალკალოიდის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები (2 წლიდან)
გამოიყენება მხოლოდ არათანაბარი გულისცემის სამკურნალოდ:
სტანდარტული დოზა არის 40-120 მგ, დღეში 2-3-ჯერ, ასაკის და ეფექტურობის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.
თუ მიიღეთ ვერაპამილ ალკალოიდის ზედმეტი დოზა (ჭარბი დოზირება)
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ვერაპამილ ალკალოიდის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა დადგენილი სქემით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტავთ ვერაპამილ ალკალოიდის მიღებას
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
არტერიული წნევა ძალიან დაბალია, რაც გამოწვეულია გულის სერიოზული პრობლემებით (მაგ.: შოკის დროს);
გაქვთ გულის სარქველების პრობლემები ან „სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი“ (არარეგულარული გულისცემა) და არ გაქვთ კარდიოსტიმულატორი;
მკურნალობთ ივაბრადინით (გულის დაავადებებისთვის);
გაქვთ მგრძნობელობა (ალერგია) ვერაპამილის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის შეტევა;
გაქვთ გულის ბლოკადა;
გაქვთ ძალიან შენელებული ან არათანაბარი გულის რითმი;
არტერიული წნევის დასაწევად უკვე იღებთ ინტრავენურ ბეტა-ბლოკატორებს;
გაქვთ ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;
ორსულად ხართ.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ვერაპამილი ალკალოიდი, თუ:
ოდესმე გქონიათ გულის უკმარისობა, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV) ან არარეგულარული გულისცემა;
ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის შეტევა;
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა ან შენელებული გულისცემა;
გაქვთ გულის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება და კოჭების შეშუპება;
ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
კუნთების დისტროფია.
სიფრთხილის ზომები
მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი
გამოიყენება სიფრთხილით მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში, რომელიც გართულებულია ბრადიკარდიით, გამოხატული ჰიპოტენზიით ან მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით.
გულის ბლოკადა/პირველი ხარისხის AV ბლოკადა/ბრადიკარდია/ასისტოლია
ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ზეგავლენას ახდენს ატრიოვენტრიკულურ (AV) და სინოატრიალურ (SA) კვანძებზე და ახანგრძლივებს AV გამტარობის დროს. გამოიყენება სიფრთხილით, რადგან მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადის (უკუჩვენება) ან უნიფასციკულური, ბიფასციკულური ან ტრიფასციკულური ჰისის კონის ბლოკადის განვითარებისას უნდა შეწყდეს შემდგომი დოზების შემცირება ან ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მიღება და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.
ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ზეგავლენას ახდენს ატრიოვენტრიკულურ (AV) და სინოატრიალურ (SA) კვანძებზე და იშვიათად შეიძლება აღინიშნოს მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა, ბრადიკარდა და უკიდურეს შემთხვევაში ასისტოლია. ეს მოვლენები უფრო მეტად მოსალოდნელია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (SA კვანძის დაავადება), რაც უფრო ხშირია ხანდაზმულებში.
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის მქონე პაციენტების გარდა ასისტოლია ჩვეულებრივ ხანმოკლე პერიოდით (რამდენიმე წამი ან ნაკლები) გრძელდება და თავისით აღდგება AV კვანძის ან ნორმალური სინუსური რითმი. თუ მოცემული მოვლენა მყისიერად არ აღინიშნა, მაშინვე უნდა დაიწყოს სათანადო მკურნალობა. იხ. ნაწილი „გვერდითი ეფექტები“.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ გულის უკმარისობა ან მგრძნობიარენი არიან გულის უკმარისობის მიმართ, საჭიროებენ სრულ დიგიტალიზაციას ვერაპამილით მკურნალობის დაწყებამდე, რადგან შეიძლება გართულდეს ან დაჩქარდეს გულის უკმარისობა.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
პირველი ხარისხის AV ბლოკადა, ბრადიკარდია <50 დარტყმა/წთ, ჰიპოტენზია <90 მმ ვწყ.სვ. სისტოლური წნევა და პარკუჭოვანი ტაქიკარდია (QRS კომპლექსი ≥0.12 წ).
დაავადებები, რომელთა შემთხვევაში აღინიშნება ზეგავლენა ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე (მიასთენია გრავის, ლამბერტ-იტონის სინდრომი, დუშენის პროგრესული მიოდისტროფია).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მწვავე გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ჭარბი დოზირებისთვის განკუთვნილი მკურნალობა (იხ. ნაწილი 4.9 „ჭარბი დოზა“).
ანტიარითმიული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები
კარდიოვასკულარული ეფექტების ორმხრივად გაძლიერება (უფრო მაღალი ხარისხის AV ბლოკადა, გულის შეკუმშვათა სიხშირის უფრო მეტად შემცირება, გულის უკმარისობის ინდუქცია და ჰიპოტენზიის გაძლიერება). ასიმპტომური ბრადიკარდია (36 დარტყმა/წთ) WAP-ით აღენიშნა პაციენტს, რომელიც ერთდროულად იღებდა თიმოლოლის (ბეტა-ადრენერგული ბლოკატორი) თვალის წვეთებს და პერორალურ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს.
კოლხიცინი:
არსებობს დამბლის (ტეტრაპარეზი) ერთი პოსტმარკეტინგული ანგარიში, რომელიც უკავშირდება ვერაპამილის და კოლხიცინის კომბინირებულ გამოყენებას. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ კოლხიცინი კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს ვერაპამილის მიერ CYP3A4-ის და P-gp-ის დათრგუნვის გამო. ვერაპამილის და კოლხიცინის ერთობლივად მიღება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.5 „პრეპარატების ურთიერთქმედება“).
დიგოქსინი
ვერაპამილთან ერთად მიღებისას დიგოქსინის დოზა უნდა შემცირდეს. იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებები და სხვა სახის ურთიერთქმედებები“.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც განდევნის ფრაქცია 35%-ზე მეტია, ვერაპამილით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა კომპენსირება და შემდგომში სათანადო მკურნალობა.
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები („სტატინები“) - იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებები და სხვა სახის ურთიერთქმედებები“.
ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევები
ვერაპამილის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით გამოიყენება ისეთი დაავადებების არსებობისას, რომელთა შემთხვევაშიც აღინიშნება ზეგავლენა ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე (მიასთენია გრავის, ლამბერტ-იტონის სინდრომი, დუშენის პროგრესული მიოდისტროფია).
კუნთების პროგრესული დისტროფიის მქონე ერთ პაციენტს ვერაპამილის მიღების შემდეგ აღენიშნა სუნთქვის გაჩერება.
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
მართალია აქტიურ შედარებით კვლევებში თირკმლის ფუნქციის დარღვევას ზეგავლენა არ მოუხდენია ვერაპამილის ფარმაკოკინეტიკაზე ბოლო სტადიის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მაგრამ რამდენიმე კლინიკური შემთხვევის გათვალისწინებით ვერაპამილის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით და საგულდაგულო მონიტორინგით პაციენტებში, რომლებსაც დარღვეულ აქვთ თირკმლის ფუნქცია.
ვერაპამილი ორგანიზმიდან არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, ვერაპამილის ეფექტი ძლიერდება და ხანგრძლივდება ღვიძლის დაავადების სიმწვავის მიხედვით, რადგან მცირდება პრეპარატის მეტაბოლიზმი. ასეთ პაციენტებში დოზირების ინტერვალი უნდა გაიზარდოს და დაინიშნოს დაბალი დოზები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ვერაპამილი ალკალოიდი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები.
ვერაპამილი ალკალოიდი შეიცავს საქაროზას. აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები.
პრეპარატის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ანუ ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- 5 ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
იშვიათად აღინიშნა სერიოზული გვერდითი ეფექტები, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც მწვავე კარდიომიოპათიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე ან ბოლო პერიოდში მიოკარდიუმის ინფარქტ-გადატანილი პაციენტები ინტრავენურად იღებდნენ ბეტა-ადრენერგულ ბლოკატორებს ან დიზოპირამიდს ინტრავენურ ვერაპამილის ჰიდროქლორიდთან ერთად.
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ინექციის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებამ, რომლებიც ამცირებენ ადრენერგულ ფუნქციას, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
in vitro მეტაბოლური კვლევების მიხედვით ვერაპამილის ჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 CYP3A4, CYP1A2, CYP2C8, CYP2C9 და CYP2C18-ით. ნაჩვენებია, რომ ვერაპამილი CYP3A4 ფერმენტების და P-გლიკოპროტეინის (P-gp) ინჰიბიტორია. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები აღინიშნა CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან, რამაც გამოიწვია პლაზმაში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის დონეების ზრდა, ხოლო CYP3A4-ის ინდუქტორებმა გამოიწვიეს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის პლაზმური დონეების შემცირება, შესაბამისად საჭიროა პაციენტების მონიტორინგი პრეპარატების ურთიერთქმედების თვალსაზრისით. ვერაპამილის ისეთ პრეპარატთან ერთად მიღება, რომელიც პირველად მეტაბოლიზმს გადის CYP3A4-ით ან წარმოადგენს P-gp-ის სუბსტრატს, შეიძლება უკავშირდებოდეს პრეპარატის კონცენტრაციების მატებას, რაც ზრდის ან ახანგრძლივებს თანმხლები პრეპარატის როგორც თერაპიულ, ასევე გვერდით ეფექტებს.
ვერაპამილ ალკალოიდისა და კარდიოდეპრესიული მოქმედების და/ან იმპულსების გენერაციაზე ან გამტარობაზე დამთრგუნველი ეფექტების მქონე პრეპარატების, მაგ.: ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორების, ანტიარითმული საშუალებების და საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად მიღებისას ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო ადიტიურ ეფექტებს (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა).
განსაკუთრებით ვერაპამილი ალკალოიდის შეყვანა არ უნდა მოხდეს ინტრავენურად, თუ პაციენტი იღებს ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორებს (გარდა ინტენსიური თერაპიისა).
ვერაპამილი ალკალოიდის არტერიული წნევის დამწევი ეფექტი უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს.
მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ვერაპამილთან პრეპარატების შესაძლო ურთიერთქმედებები:
თანმხლები პრეპარატი
შესაძლო ზეგავლენა ვერაპამილზე ან თანმხლებ პრეპარატზე
შენიშვნა
ალფა ბლოკატორები
პრაზოსინი
პრაზოსინის Cmax (~40%), ზეგავლენა არ აღინიშნება ნახევარ-გამოყოფის პერიოდზე
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ
ტერაზოსინი
ტერაზოსინის AUC (~24%) და Cmax (~25%)
არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები
ფლეკაინიდი
მინიმალური ზეგავლენა ფლეკაინიდის პლაზმურ კლირენსზე (<~10%); ზეგავლენა არ აღინიშნება ვერაპამილის პლაზმურ კლირენსზე
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ
ქინიდინი
ქინიდინის კლირენსი პერორალურად მიღებისას (~35%)
ასთმის საწინააღმდეგო საშუალებები
თეოფილინი
პერორალური და სისტემურ CL ~20%
CL-ის შემცირებამ დაიკლო მწეველებში (~11%)
ანტიკონვულსიური საშუალებები
კარბამაზეპინი
კარბამაზეპინის AUC (~46%) რეფრაქტორული პარციალური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ
ანტიდეპრესანტები
იმიპრამინი
იმიპრამინის AUC (~15%)
ზეგავლენა არ აღინიშნება აქტიური მეტაბოლიტის, დეზიპრამინის დონეზე
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები
გლიბურიდი
გლიბურიდის Cmax (~28%), AUC (~26%)
მეტფორმინი
ვერაპამილის და მეტფორმინის ერთობლივად მიღებამ შეიძლება შეამციროს მეტფორმინის ეფექტურობა.
ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებები
კოლხიცინი
კოლხიცინის დონეების შესაძლო
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ
ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებები
კლარითრომიცინი
ვერაპამილის დონეების შესაძლო
ერითრომიცინი
ვერაპამილის დონეების შესაძლო
რიფამპინი
ვერაპამილის AUC (~97%), Cmax (~94%), პერორალური ბიოშეღწევადობა (~92%)
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ
ტელითრომიცინი
ვერაპამილის დონეების შესაძლო
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები
დოქსორუბიცინი
დოქსორუბიცინის AUC (89%) და Cmax (61%) ვერაპამილის პერორალურად მიღებისას
ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნის მქონე პაციენტებში
არ აღინიშნება დოქსორუბიცინის PK-ის მნიშვნელოვანი ცვლილება ვერაპამილის ინტრავენურად მიღებისას
პროგრესული ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში
ბარბიტურატები
ფენობარბიტალი
ვერაპამილის კლირენსი პერორალურად მიღებისას (~5-ჯერ)
ბენზოდიაზეპინები და სხვა დამამშვიდებელი საშუალებები
ბუსპირონი
ბუსპირონის AUC, Cmax ~3.4-ჯერ
მიდაზოლამი
მიდაზოლამის AUC (~3-ჯერ) და Cmax (~2-ჯერ)
ბეტა ბლოკატორები
მეტოპროლოლი
მეტოპროლოლის AUC (~32.5%) და Cmax (~41%) სტენოკარდიის მქონე პაციენტებში
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ
პროპრანოლოლი
პროპრანოლოლი AUC (~65%) და Cmax (~94%) სტენოკარდიის მქონე პაციენტებში
საგულე გლიკოზიდები
დიგიტოქსინი
დიგიტოქსინის საერთო კლირენსი (~27%) და ექსტრარენალური კლირენსი (~29%)
დიგოქსინი
ჯანმრთელი სუბიექტები: Cmax ~45-53%
Css ~42% და AUC ~52%
H2 რეცეპტორის ანტაგონისტები
ციმეტიდინი
R- (~25%) და S- (~40%) ვერაპამილის AUC შესაბამისი R- და S-ვერაპამილის კლირენსი
იმუნოლოგიური საშუალებები
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის AUC, Css, Cmax ~45%
ევეროლიმუსი
ევეროლიმუსის დონეების შესაძლო
სიროლიმუსი
სიროლიმუსის დონეების შესაძლო
ტაკროლიმუსი
ტაკროლიმუსის დონეების შესაძლო
ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
ატორვასტატინი
ატორვასტატინის დონეების შესაძლო
ვერაპამილის AUC-ის მატება (~42.8%)
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ
ლოვასტატინი
ლოვასტატინის დონეების შესაძლო
სიმვასტატინი
სიმვასტატინის AUC (~2.6-ჯერ), Cmax (~4.6-ჯერ)
სეროტონინის რეცეპტორის ანტაგონისტები
ალმოტრიპტანი
ალმოტრიპტანის AUC (~20%)
Cmax (~24%)
ურიკოზურიული საშუალებები
სულფინპირაზონი
ვერაპამილის კლირენსი პერორალურად მიღებისას (~3-ჯერ)
ბიოშეღწევადობა (~60%)
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ
ანტიკოაგულანტები
დაბიგატრანი
ვერაპამილის სწრაფი გამოთავისუფლება
დაბიგატრანი (Cmax 180%-მდე) და AUC (150%-მდე)
ვერაპამილის ხანგრძლივი გამოთავისუფლება
დაბიგატრანი (Cmax 90%-მდე) და AUC (70%-მდე)
შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი. შეიძლება საჭირო გახდეს დაბიგატრანის დოზის შემცირება პერორალურ ვერაპამილთან ერთად მიღებისას (დოზირებასთან დაკავშირებული მითითებები იხ. დაბიგატრანის ინსტრუქციაში).
პირდაპირი მოქმედების სხვა პერორალური ანტიკოაგულანტები (DOACs)
DOACs-ის შეწოვა იზრდება, რადგან წარმოადგენენ P-gp-ის სუბსტრატებს და მათი არსებობის შემთხვევაში ასევე მცირდება DOACs-ის გამოყოფა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით, შეიძლება გაიზარდოს DOACs-ის სისტემური ბიოშეღწევადობა.
ზოგიერთი მონაცემის მიხედვით შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი, განსაკუთრებით სხვა რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში (დამატებითი ინფორმაცია იხ. DOAC-ის ინსტრუქციაში).
გულის დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებები
ივაბრადინი
ივაბრადინთან კომბინაცია უკუნაჩვენებია, რადგან შეიძლება გაძლიერდეს ვერაპამილის მიერ გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების ეფექტი ივაბრადინთან
იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“
სხვა
გრეიფრუტის წვენი
R- (~49%) და S- (~37%) ვერაპამილის AUC
R- (~75%) და S- (~51%) ვერაპამილის Cmax
ზეგავლენა არ აღინიშნება ნახევარ-გამოყოფის პერიოდზე და თირკმლისმიერ კლირენსზე
კრაზანა
R- (~78%) და S- (~80%) ვერაპამილის AUC, რასაც თან ახლავს Cmax-ის შესაბამისი შემცირება
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებები და დამატებითი ინფორმაცია ურთიერთქმედებების შესახებ
აივ ანტივირუსული საშუალებები: ვერაპამილის პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს, რადგან ზოგიერთ აივ ანტივირუსულ საშუალებას (მაგ.: რიტონავირი) გააჩნია მეტაბოლიზმის დათრგუნვის უნარი. სიფრთხილეა საჭირო ან შეიძლება შემცირდეს ვერაპამილის დოზა.
ლითიუმი: იზრდება ლითიუმის ნეიროტოქსიურობა.
ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორები: ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შეიძლება საჭირო გახდეს ვერაპამილის ჰიდროქლორიდის და/ან ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორის დოზის შემცირება მათი ერთობლივად მიღებისას.
ასპირინი: იზრდება სისხლდენისადმი მიდრეკილება.
ეთანოლი (სპირტი): იზრდება ეთანოლის პლაზმური დონეები.
HMG Co-A რედუქტაზას ინჰიბიტორები („სტატინები“): პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვერაპამილს, HMG Co-A რედუქტაზას ინჰიბიტორებით (მაგ.: სიმვასტატინი, ატორვასტატინი ან ლოვასტატინი) მკურნალობა უნდა დაიწყოს უმცირესი შესაძლო დოზით და შემდეგ გაიზარდოს. თუ საჭიროა ვერაპამილით მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ HMG Co-A რედუქტაზას ინჰიბიტორებს (მაგ.: სიმვასტატინი, ატორვასტატინი ან ლოვასტატინი), გასათვალისწინებელია სტატინის დოზის შემცირება და ხელახალი ტიტრაცია შრატში ქოლესტერინის კონცენტრაციების შესაბამისად.
ფლუვასტატინი, პრავასტატინი და როზუვასტატინი არ მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით და სავარაუდოდ ნაკლებად ურთიერთქმედებენ ვერაპამილთან.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, დიურეტიკები, ვაზოდილატატორები: ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი.
ცილებთან შეკავშირებული პრეპარატები: რადგან ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს, იგი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცილებთან მაღალი შეკავშირების სხვა პრეპარატებს.
საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებები: საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებების და კალციუმის ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენებისას, როგორიც არის ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ინექცია, სიფრთხილით უნდა მოხდეს თითოეული მათგანის ტიტრირება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზედმეტად დათრგუნვის თავიდან აცილების მიზნით.
კოლხიცინი: კოლხიცინი წარმოადგენს, როგორც CYP3A-ის, ასევე ეფლუქსური ტრანსპორტერის, P-gp-ის სუბსტრატს. ცნობილია, რომ ვერაპამილი თრგუნავს CYP3A-ს და P-gp-ს. ვერაპამილის და კოლხიცინის ერთობლივად მიღებისას ვერაპამილის მიერ P-gp-ის და/ან CYP3A-ის შესაძლო დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ზემოქმედების ზრდა (იხ. ნაწილი 4.4 „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რეაქციების (უფრო მაღალი ხარისხის AV ბლოკადა, გულის შეკუმშვათა სიხშირის უფრო მეტად შემცირება, გულის უკმარისობის ინდუცქცია და გაძლიერებული ჰიპოტენზია) ორმხრივად გაძლიერება.
პრაზოსინი, ტერაზოსინი: არსებობს ადიტიური ჰიპოტენზიური ეფექტი.
ქინიდინი: ჰიპოტენზია. ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ფილტვების შეშუპება.
კარბამაზეპინი: იზრდება კარბამაზეპინის დონეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კარბამაზეპინის გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიც არის დიპლოპია, თავის ტკივილი, ატაქსია ან თავბრუსხვევა.
რიფამპინი: შეიძლება შემცირდეს არტერიული წნევის კლების ეფექტი.
სულფინპირაზონი: შეიძლება შემცირდეს არტერიული წნევის კლების ეფექტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ, მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს ან რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, ეგრეთ წოდებული ბეტა-ბლოკატორები, მაგ.: ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპრანოლოლი;
პრაზოსინი და ტერაზოსინი, ალფა ბლოკატორები, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის ან წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების დროს;
თეოფილინი, გამოიყენება სუნთქვის გაძნელების დროს;
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი;
იმიპრამინი, დეპრესიის სამკურნალო საშუალება;
გლიბურიდი, გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ;
ნიკრისის ქარის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: კოლხიცინი, სულფინპირაზონი;
ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი, ტელითრომიცინი;
დოქსორუბიცინი, სიმსივნის სამკურნალო საშუალება;
შფოთვის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: ბუსპირონი, მიდაზოლამი;
ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულისცემის დარღვევის (არითმიის) დროს, როგორიც არის ფლეკაინიდი და ქინიდინი, არარეგულარული გულისცემის დროს, დიგოქსინი, გულის დაავადებების დროს, დიგიტოქსინი და დიზოპირამიდი;
ციმეტიდინი, გამოიყენება გულძმარვის ან წყულების სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომელთაც იყენებენ იმუნური რეაქციების გასაკონტროლებლად, მაგ.: ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი;
ქოლესტერინის შესამცირებელი პრეპარატები, მაგ.: სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი;
ალმოტრიპტანი, გამოიყენება შაკიკის დროს;
კრაზანა, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
ანტივირუსული პრეპარატები, მაგ.: რიტონავირი;
ლითიუმი, გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების დროს;
კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები;
ასპირინი, გამოიყენება ტკივილის და ანთების დროს;
დაბიგატრანი (თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის);
ივაბრადინი, გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც ცნობილია როგორც „პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტები“, როგორიც არის დაბიგატრანი, აპიქსაბანი, რივაროქსაბანი და ედოქსაბანი;
მეტფორმინი (ვერაპამილმა შეიძლება შეამციროს მეტფორმინის გლუკოზის დამწევი ეფექტი).
ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღებამდე ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ოპერაციას გეგმავთ, აცნობეთ ქირურგს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ვერაპამილ ალკალოიდს, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოყენებულ საანესთეზიო საშუალებაზე.
ვერაპამილ ალკალოიდის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ მიიღოთ ვერაპამილი ალკალოიდი გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან შესაძლოა იმოქმედოს პრეპარატის ეფექტზე.
მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, რადგან შეიძლება გაძლიერდეს ვერაპამილ ალკალოიდის გვერდითი ეფექტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ექიმის კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ ვერაპამილი ალკალოიდი ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება თუ ვერაპამილი ალკალოიდი ზეგავლენას ახდენს აღნიშნული საქმიანობების შესრულების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერაპამილ ალკალოიდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს და საქაროზას. თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
აღნიშნული პრეპარატის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ვერაპამილ ალკალოიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
ყაბზობა;
გულის შეტევა;
გულის უკმარისობა;
გულისრევა და შეუძლოდ ყოფნა;
მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი;
დაღლილობა ან თავბრუსხვევა;
კანკალი;
შუილი ყურებში;
ნერვიულობა;
კრუნჩხვები;
მოძრაობის დარღვევები;
დამბლა;
კუნთების უნებლიე, არარეგულარული მოძრაობები;
ნაწლავის გაუვალობა;
ღებინება;
ჰიპერჰიდროზი;
ჰიპერკალიემია;
მოუსვენრობა;
სუნთქვის გაძნელება;
თმის ცვენა;
ჩხვლეტის შეგრძნება;
წვის ან მტკივნეული შეგრძნება კიდურებში;
კუნთების სისუსტე;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
კანის სიწითლე;
თავის ტკივილი;
კოჭების შეშუპება;
კანის ან თვალების სიყვითლე;
თირკმელების პრობლემები;
ღვიძლის ფერმენტების მომატება;
მუქი შარდი და ღია ფერის განავალი;
იმპოტენცია;
რძის უჩვეულო გამომუშავება.
ზოგჯერ ვერაპამილ ალკალოიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაწევა, შენელებული, აჩქარებული ან არათანაბარი გულისცემა. ასევე მოსალოდნელია სუნთქვის უკმარისობა და ტერფების ან ფეხების შეშუპება. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ გულის დაავადება და გრძნობთ, რომ სიმპტომები მწვავდება.
შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები, როგორიც არის კანის ქავილი და სიწითლე. ასევე შეიძლება აღინიშნოს მწვავე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახის ან ხორხის შეშუპებას, კანის მწვავე რეაქციები ან ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, პირის ღრუში, თვალებზე ან სასქესო ორგანოების მიდამოებში.
ასევე მოსალოდნელია ღრძილების შეშუპება ან მამაკაცებში მკერდის გადიდება, რაც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ჭარბი დოზა
ტარდება სტანდარტული ინტენსიური მკურნალობა. ვერაპამილის დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოვლინების სახით შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, ბრადიკარდია მაღალი ხარისხის ატრიოვენტრიკულურ ბლოკადამდე და სინუსური კვანძის გაჩერებამდე, ჰიპერგლიკემია, სტუპორი, მეტაბოლური აციდოზი და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. ტარდება სტანდარტული ინტენსიური მკურნალობა. ჭარბი დოზირების გამო აღინიშნა ფატალური შემთხვევები. ვერაპამილის ჰიდრქლორიდი ორგანიზმიდან არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
სპეციფიური ანტიდოტია კალციუმი, მაგ.: 10-20 მლ 10% კალციუმის გლუკონატის ხსნარში ინტრავენურად (2.25-4.5 მმოლი), შეიძლება განმეორება საჭიროების შემთხვევაში ან უწყვეტი წვეთოვანი ინფუზიის სახით (მაგ.: 5 მმოლი/საათი) მიღება. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი ზომების მიღება:
მე-2 და მე-3 ხარისხის AV ბლოკადის, სინუსური ბრადიკარდიის, ასისტოლიის შემთხვევაში: ატროპინი, იზოპრენალინი, ორციპრენალინი ან კარდიოსტიმულაციური მკურნალობა. ასისტოლიის შემთხვევაში მიიღება სტანდარტული ზომები, მათ შორის ბეტა ადრენერგიული სტიმულაცია (მაგ.: იზოპროტერენოლის ჰიდროქლორიდი).
ჰიპოტენზიის შემთხვევაში: დოპამინი, დობუტამინი, ნორეპინეფრინი.
თუ კვლავ შეინიშნება მიოკარდიული უკმარისობის ნებისმიერი ნიშანი: დოპამინი, დობუტამინი, საჭიროების შემთხვევაში კალციუმის განმეორებითი ინექციები, ასევე შეიძლება სხვა პრეპარატიც, რომელიც ზრდის გულის კუმშვადობას იზოპრენალინთან ერთად.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ვერაპამილის ჰიდროქლორიდი.
თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ან 80 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური (უწყლო), ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა; გარსი: საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოვიდონი, მაკროგოლი 6000, აკაცია, ტალკი, საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104); ოპაგლოსი თეთრი 6000.
როგორია ვერაპამილი ალკალოიდი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
პრიალა, ორმხრივ ამობურცული, ყვითელი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
15 ტაბლეტი ბლისტერში; მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი და ფურცელი-ჩანართი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის არხის სელექციური ბლოკატორები, რომლებსაც გააჩნიათ პირდაპირი ზემოქმედება გულზე.
ათქ კოდი: C08DA01
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ვერაპამილი თრგუნავს გულის და სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედების გარსებში კალციუმის იონების შეღწევას. მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილება მცირდება პირდაპირ, მიოკარდიუმის უჯრედის ენერგიის მოხმარების მეტაბოლურ პროცესებზე ზეგავლენის შედეგად და არაპირდაპირ, პოსტდატვირთვის შემცირების გამო.
კორონარული სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ზემოქმედების გზით ვერაპამილი აძლიერებს სისხლის ნაკადს მიოკარდიუმში, სტენოზის შემდგომ არეებშიც კი და ხსნის კორონარულ სპაზმებს.
აღნიშნული თვისებები განაპირობებენ ვერაპამილის ანტი-იშემიურ და ანტი-სტენოკარდიულ ეფექტებს ნებისმიერი ტიპის გულის იშემიური დაავადების დროს.
ვერაპამილს გააჩნია გამოხატული ანტიარითმიული ეფექტი, განსაკუთრებით სუპრავენტრიკულური არითმიების შემთხვევაში. იგი აყოვნებს იმპულსის გამტარობას AV კვანძში, შედეგად აღადგენს სინუსის რიტმს და/ან ახდენს პარკუჭოვანი რითმის ნორმალიზებას, არითმიის ტიპის მიხედვით. ჩვეულებრივ, რითმზე ზეგავლენა არ აღინიშნება ან მხოლოდ მინიმალურად მცირდება.
ვერაპამილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი განპირობებულია პერიფერიული სისხლძარღვების რეზისტენტობის შემცირებით ისე, რომ არ იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე რეფლექსური რეაქციის სახით. მკურნალობის პირველივე დღეს არტერიული წნევა იკლებს; ეფექტი ნარჩუნდება ასევე ხანგრძლივი მკურნალობისას.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვერაპამილი სწრაფად და თითქმის მხოლოდ წვრილი ნაწლავიდან შეიწოვება. შეწოვის ინტენსივობა არის 90-92%. ნახევარ-გამოყოფის პერიოდი 3-7 საათი განისაზღვრა ერთჯერადი ინტრავენური და პერორალური დოზების მიღების შემდეგ პლაზმიდან უცვლელი ნივთიერების გამოყოფისთვის. მრავალჯერადი დოზების მიღებისას ვერაპამილის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს და დაახლოებით გაორმაგდეს ერთჯერად მიღებასთან შედარებით. პლაზმაში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დონეები მიიღწევა IR-ის მიღებიდან ერთ-ორ საათში.
ვერაპამილი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება. მთავარი მეტაბოლიტებია ნორვერაპამილი და პირველადი და მეორად ამინები. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში მხოლოდ ნორვერაპამილმა გამოავლინა არსებითი ფარმაკოლოგიური მოქმედება, ხოლო სხვა მეტაბოლიტები პრაქტიკულად არაქტიური იყო.
ვერაპამილი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფიან შარდში; მხოლოდ 3-4% გამოიყოფა უცვლელი პრეპარატის სახით. პრეპარატის მიღებიდან 24 საათში დოზის 50%, 48 საათში 55-60% და 5 დღეში 70% გამოიყოფა შარდში. დაახლოებით 16% გამოიყოფა ფეკალიებში. ბოლო ცნობების მიხედვით განსხვავებები არ აღინიშნება ვერაპამილის ფარმაკოკინეტიკის თვალსაზრისით ჯანმრთელი თირკმელების და თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებს შორის.
გულის იშემიური დაავადების და ჰიპერტენზიის შემთხვევაში არ გამოვლენილა თერაპიულ ეფექტს და პლაზმურ კონცენტრაციას შორის კორელაცია; პლაზმურ დონესთან გარკვეული კორელაცია განისაზღვრა მხოლოდ PR-ინტერვალზე გავლენის მხრივ. ვერაპამილის კონცენტრაცის მრუდი პლაზმაში გრძელდება შენელებული გამოთავისუფლების წამლის ფორმების მიღების შემდეგ და ასევე უფრო სწორი და ერთგვაროვანია ვიდრე მყისიერი გამოთავისუფლების წამლის ფორმების მიღების შემდეგ. პლაზმის ცილასთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
პლაცენტის გავლა: ვერაპამილი კვეთს პლაცენტას; ჭიპლარის სისხლძარღვის სისხლის პლაზმური კონცენტრაცია შეადგენდა დედის პლაზმური კონცენტრაციის 20-92%-ს.
ადამიანის რძეში გამოყოფა: მართალია ვერაპამილი გამოიყოფა ადამიანის რძეში, მაგრამ კონცენტრაციები იმდენად დაბალია თერაპიული დოზის დონეზე, რომ არსებითი ფარმაკოლოგიური ზეგავლენა არ არის მოსალოდნელი ჩვილებში.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ღრძილების დიფუზიური ჰიპერპლაზია ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ქრონიკული ტოქსიურობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ნაწილში 4.8.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ვერაპამილი ალკალოიდი 40 მგ და 80 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვერაპამილის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი ნიშნებისა, შესაძლოა ავნოს მათ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რას წარმოადგენს ვერაპამილი ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ვერაპამილი ალკალოიდის მიღებამდე
- ვერაპამილი ალკალოიდის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ვერაპამილი ალკალოიდის შენახვის პირობები
- სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ვერაპამილი ალკალოიდი და რისთვის გამოიყენება
ვერაპამილი ალკალოიდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვერაპამილის ჰიდროქლორიდს. ვერაპამილი ალკალოიდი მიეკუთვნება კალციუმის არხის ბლოკატორების ჯგუფს. ვერაპამილი ბლოკავს გულის კუნთში და სისხლძარღვების კედლების კუნთებში კალციუმის მოხვედრას, რაც საჭიროა მათი შეკუმშვისა და შემჭიდროვებისათვის. შესაბამისად აღინიშნება გულის და სისხლძარღვების მოდუნება, გული ნაკლებ სისხლს გადატუმბავს თითო დარტყმისას და მცირდება გულის შეკუმშვათა სიხშირე (გულისცემა).
ამგვარად, ვერაპამილი ალკალოიდი:
ხსნის ან ამცირებს სტენოკარდიას (ტკივილი გულმკერდის, კისრის ან მკლავის არეში, რაც უკავშირდება ფიზიკურ დატვითვას ან სტერსს);
ხელს უწყობს არათანაბარი გულისცემის დარეგულირებას ამცირებს რა მას;
ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) დაწევას.
- რა უნდა იცოდეთ ვერაპამილ ალკალოიდის მიღებამდე?
არ მიიღოთ ვერაპამილი ალკალოიდი, თუ:
არტერიული წნევა ძალიან დაბალია, რაც გამოწვეულია გულის სერიოზული პრობლემებით (მაგ.: შოკის დროს);
გაქვთ გულის სარქველების პრობლემები ან „სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი“ (არარეგულარული გულისცემა) და არ გაქვთ კარდიოსტიმულატორი;
მკურნალობთ ივაბრადინით (გულის დაავადებებისთვის);
გაქვთ მგრძნობელობა (ალერგია) ვერაპამილის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის შეტევა;
გაქვთ გულის ბლოკადა;
გაქვთ ძალიან შენელებული ან არათანაბარი გულის რითმი;
არტერიული წნევის დასაწევად უკვე იღებთ ინტრავენურ ბეტა-ბლოკატორებს;
გაქვთ ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;
ორსულად ხართ.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ვერაპამილი ალკალოიდი, თუ:
ოდესმე გქონიათ გულის უკმარისობა, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV) ან არარეგულარული გულისცემა;
ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის შეტევა;
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა ან შენელებული გულისცემა;
გაქვთ გულის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება და კოჭების შეშუპება;
ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
კუნთების დისტროფია.
სხვა პრეპარატები და ვერაპამილი ალკალოიდი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ, მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს ან რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, ეგრეთ წოდებული ბეტა-ბლოკატორები, მაგ.: ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპრანოლოლი;
პრაზოსინი და ტერაზოსინი, ალფა ბლოკატორები, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის ან წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების დროს;
თეოფილინი, გამოიყენება სუნთქვის გაძნელების დროს;
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი;
იმიპრამინი, დეპრესიის სამკურნალო საშუალება;
გლიბურიდი, გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ;
ნიკრისის ქარის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: კოლხიცინი, სულფინპირაზონი;
ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, რიფამპიცინი, ტელითრომიცინი;
დოქსორუბიცინი, სიმსივნის სამკურნალო საშუალება;
შფოთვის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: ბუსპირონი, მიდაზოლამი;
ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულისცემის დარღვევის (არითმიის) დროს, როგორიც არის ფლეკაინიდი და ქინიდინი, არარეგულარული გულისცემის დროს, დიგოქსინი, გულის დაავადებების დროს, დიგიტოქსინი და დიზოპირამიდი;
ციმეტიდინი, გამოიყენება გულძმარვის ან წყულების სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომელთაც იყენებენ იმუნური რეაქციების გასაკონტროლებლად, მაგ.: ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი;
ქოლესტერინის შესამცირებელი პრეპარატები, მაგ.: სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი;
ალმოტრიპტანი, გამოიყენება შაკიკის დროს;
კრაზანა, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
ანტივირუსული პრეპარატები, მაგ.: რიტონავირი;
ლითიუმი, გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების დროს;
კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები;
ასპირინი, გამოიყენება ტკივილის და ანთების დროს;
დაბიგატრანი (თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის);
ივაბრადინი, გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც ცნობილია როგორც „პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტები“, როგორიც არის დაბიგატრანი, აპიქსაბანი, რივაროქსაბანი და ედოქსაბანი;
მეტფორმინი (ვერაპამილმა შეიძლება შეამციროს მეტფორმინის გლუკოზის დამწევი ეფექტი).
ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღებამდე ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ოპერაციას გეგმავთ, აცნობეთ ქირურგს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ვერაპამილ ალკალოიდს, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს გამოყენებულ საანესთეზიო საშუალებაზე.
ვერაპამილ ალკალოიდის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ მიიღოთ ვერაპამილი ალკალოიდი გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან შესაძლოა იმოქმედოს პრეპარატის ეფექტზე.
მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, რადგან შეიძლება გაძლიერდეს ვერაპამილ ალკალოიდის გვერდითი ეფექტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ექიმის კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ ვერაპამილი ალკალოიდი ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება თუ ვერაპამილი ალკალოიდი ზეგავლენას ახდენს აღნიშნული საქმიანობების შესრულების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერაპამილ ალკალოიდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს და საქაროზას. თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
აღნიშნული პრეპარატის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ფაქტიურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- ვერაპამილ ალკალოიდის მიღების წესი
ვერაპამილი ალკალოიდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტაბლეტები მიიღება კვების დროს ან კვების შემდეგ მალევე, წყალთან ერთად. არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ვერაპამილ ალკალოიდის დოზა განისაზღვრება დაავადების მიხედვით. სტანდარტული დოზებია:
მოზრდილები
სტენოკარდია, მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია:
სტანდარტული დოზა არის 120 მგ, დღეში 3-4-ჯერ. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში სათანადო ეფექტი შეიძლება აღინიშნოს უფრო დაბალი დოზით 80 მგ, დღეში 3-ჯერ.
არათანაბარი გულისცემა ან რითმი:
სტანდარტული დოზა არის 40 -120 მგ, დღეში 3-4-ჯერ დაავადების სიმწვავის მიხედვით.
ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა):
სტანდარტული დოზა არის 40 -120 მგ, დღეში 3-4-ჯერ. ხანგრძლივი მკურნალობისას საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 480 მგ-ს.
თუ ფიქრობთ, რომ ვერაპამილ ალკალოიდის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები (2 წლიდან)
გამოიყენება მხოლოდ არათანაბარი გულისცემის სამკურნალოდ:
სტანდარტული დოზა არის 40-120 მგ, დღეში 2-3-ჯერ, ასაკის და ეფექტურობის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.
თუ მიიღეთ ვერაპამილ ალკალოიდის ზედმეტი დოზა (ჭარბი დოზირება)
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ვერაპამილ ალკალოიდის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ მკურნალობა დადგენილი სქემით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტავთ ვერაპამილ ალკალოიდის მიღებას
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ვერაპამილ ალკალოიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
ყაბზობა;
გულის შეტევა;
გულის უკმარისობა;
გულისრევა და შეუძლოდ ყოფნა;
მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი;
დაღლილობა ან თავბრუსხვევა;
კანკალი;
შუილი ყურებში;
ნერვიულობა;
კრუნჩხვები;
მოძრაობის დარღვევები;
დამბლა;
კუნთების უნებლიე, არარეგულარული მოძრაობები;
ნაწლავის გაუვალობა;
ღებინება;
ჰიპერჰიდროზი;
ჰიპერკალიემია;
მოუსვენრობა;
სუნთქვის გაძნელება;
თმის ცვენა;
ჩხვლეტის შეგრძნება;
წვის ან მტკივნეული შეგრძნება კიდურებში;
კუნთების სისუსტე;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
კანის სიწითლე;
თავის ტკივილი;
კოჭების შეშუპება;
კანის ან თვალების სიყვითლე;
თირკმელების პრობლემები;
ღვიძლის ფერმენტების მომატება;
მუქი შარდი და ღია ფერის განავალი;
იმპოტენცია;
რძის უჩვეულო გამომუშავება.
ზოგჯერ ვერაპამილ ალკალოიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაწევა, შენელებული, აჩქარებული ან არათანაბარი გულისცემა. ასევე მოსალოდნელია სუნთქვის უკმარისობა და ტერფების ან ფეხების შეშუპება. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ გულის დაავადება და გრძნობთ, რომ სიმპტომები მწვავდება.
შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები, როგორიც არის კანის ქავილი და სიწითლე. ასევე შეიძლება აღინიშნოს მწვავე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახის ან ხორხის შეშუპებას, კანის მწვავე რეაქციები ან ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, პირის ღრუში, თვალებზე ან სასქესო ორგანოების მიდამოებში.
ასევე მოსალოდნელია ღრძილების შეშუპება ან მამაკაცებში მკერდის გადიდება, რაც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
- ვერაპამილი ალკალოიდის შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვერაპამილი ალკალოიდი
აქტიური ნივთიერება არის ვერაპამილის ჰიდროქლორიდი.
თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ან 80 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური (უწყლო), ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა; გარსი: საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოვიდონი, მაკროგოლი 6000, აკაცია, ტალკი, საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104); ოპაგლოსი თეთრი 6000.
როგორია ვერაპამილი ალკალოიდი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
პრიალა, ორმხრივ ამობურცული, ყვითელი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
15 ტაბლეტი ბლისტერში; მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი და ფურცელი-ჩანართი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ ად სკოპიე (Alkaloid AD Skopje)
ალექსანდრე მაკედონელის ბულვარი 12
1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +38923104000;
ფაქსი: +38923104021;
www.alkaloid.com.mk
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


