ეუკარბონი ტაბლეტები
EUCARBON® Tabletten
- მოქმედი ნივთიერება
- charcoal + sulfur + senna leaf + rhubarb root
- ფორმა და შეფუთვა
- 105მგ + 25მგ + 180მგ + 50მგ ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- Pharmazeutische Fabrik Montavit Ges.m.b.H., ავსტრია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AB20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045989
- რეგისტრირებულია
- 24 ივლისი 2026, მოქმედებს 24 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
ეუკარბონი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
სიფრთხილის ზომები
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ეუკარბონის მიღებამდე.
მიღების პერიოდში ყურადღება უნდა მიაქციოთ საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებას.
დიარეის გამოვლენა არის დოზის გადაჭარბების ნიშანი. ამ შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან მედიკამენტის მიღება საერთოდ შეწყდეს.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, ანტიარითმულ საშუალებებს, მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT-ინტერვალს, შარდმდენებს, ადრენოკორტიკოსტეროიდებს ან ძირტკბილას ფესვს, უნდა მიმართონ ექიმს ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებამდე.
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის, კერძოდ 1-2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმის დანიშნულების გარეშე. ხანმოკლე გამოყენებისას პრეპარატზე შეჩვევის ეფექტი ცნობილი არ არის. თუმცა, საფაღარათო საშუალებების რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ნაწლავის ლორწოვანი გარსის მგრძნობელობა იმდენად, რომ სასურველი ეფექტის მიღწევა მხოლოდ დოზის გაზრდით შეუძლებელი გახდეს. თუ საფაღარათო საშუალებების რეგულარული მიღებაა საჭირო, უნდა გამოიკვლიოთ შეკრულობის მიზეზი. გამოყენება, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ დიეტის ცვლილებებით საკმარისი თერაპიული ეფექტი ვერ მიიღწევა.
ნებისმიერი საფაღარათო საშუალების მსგავსად, ეუკარბონი არ უნდა მიიღონ ექიმთან კონსულტაციის გარეშე პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ კოპროსტაზი (ფეკალური შეგუბება) და დიაგნოზირებული მწვავე ან მუდმივი კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მოსალოდნელი ან არსებული ილეუსის ნიშნები.
თუ ეს მედიკამენტი გამოიყენება შარდის შეუკავებლობის მქონე მოზრდილებში, პაციენტს და მის მომვლელ პირს უნდა ურჩიონ, რომ რეგულარულად შეცვალონ საფენი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანის განავალთან ხანგრძლივი კონტაქტი.
სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს.
ამ მედიკამენტის გამოყენება წონაში დაკლების მიზნით არ არის მიზანშეწონილი.
ბავშვები
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ეუკარბონის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ბოლო დროს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.
ურთიერთქმედებები შესაძლოა გამოვლინდეს გულის სამკურნალო მედიკამენტებთან და სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ წყლისა და ელექტროლიტურ ბალანსზე, როგორიცაა კორტიზონი, შარდმდენები ან ძირტკბილას ფესვები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეუკარბონი შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას
1 ტაბლეტი შეიცავს 43,4 მგ შაქარს (საქაროზას) და 0,25–11,25 მგ რძის შაქარს (ლაქტოზას). გთხოვთ, ეუკარბონი მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუკი თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური ოფისი
ტრაიზენგასე 5
1200 ვენა
ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუყწობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ეუკარბონის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობებს.
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე წარწერით „ვარგისობის ვადა“. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, როდესაც ისინი აღარ გჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაციები
ჭარბი დოზა
თუ დაგავიწყდათ ეუკარბონის მიღება
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, სპაზმები და დიარეა, განსაკუთრებით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებში. თუმცა, ეს სიმპტომები, როგორც წესი, ინდივიდუალური დოზის გადაჭარბების შედეგად ვლინდება, ამიტომ ამ შემთხვევებში აუცილებელია დოზის შემცირება. გარდა ამისა, ხანგრძლივმა, არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ლორწოვანი გარსის პიგმენტაცია (ფსევდომელანოზი კოლი), რომელიც, როგორც წესი, ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).
როგორც სხვა საფაღარათო საშუალებების შემთხვევაში, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა.
მკურნალობის დროს მეტაბოლურმა პროდუქტებმა შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიონ შარდის მოყვითალო ან მოწითალო-ყავისფერი (pH-დამოკიდებული) ფერის შეცვლა, რაც კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. ამ ეფექტების გამოვლენის სიხშირე უცნობია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები 1 ტაბლეტში:
სენას ფოთლები (Sennae folium) 105 მგ
რევანდის ფესვის სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი (Rhei extractum siccum normatum, ექსტრაქციის გამხსნელი: 70% v/v ეთანოლი) 25 მგ
ნახშირი (Carbo ligni) 180 მგ
გასუფთავებული გოგირდი (Sulfur depuratum) 50 მგ
ანტრაქინონის საერთო შემცველობა 2.65–3.95 მგ (გამოთვლილია როგორც რეინი)
დამხმარე ნივთიერებებია:
მწარე პიტნის ზეთი, საქაროზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, არაბული გუმფისი, თეთრი თიხა, ტალკი
ეუკარბონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
მონაცრისფრო-შავი ფერის, ცილინდრული ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები. შეფუთვა შეიცავს 10, 30, 50, 100 და 500 ცალ ტაბლეტს.
ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი
F. Trenka chem.-pharm. Fabrik GmbH,
შპს ფ. ტრენკა ქემ.-ფარმ. ფაბრიკა
პრინც-ოიგენ-შტრასე 70
1040 ვენა, ავსტრია
სარეგისტრაციო ნომერი: 735895
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის თებერვალი.
02/24 – 196 441
შემოწმების თარიღი: 25.04.2024
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
- შეფუთის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ეუკარბონი და რისთვის გამოიყენება
ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ მცენარეულ აქტიურ ინგრედიენტებს და აქვს ნაწლავების მარეგულირებელი და საფაღარათო ეფექტი. მცენარეულ ნახშირს აქვს ნივთიერების ცვლის პროდუქტების შეკავშირების უნარი, რომლებიც გამოიდევნებიან სენას ფოთლებისა და რევანდის ფესვის საფაღარათო ეფექტის ხარჯზე. ეუკარბონის მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან დაახლოებით 8-10 საათის შემდეგ.
ეს მედიკამენტი წარმოადგენს ტრადიციულ მცენარეულ სამკურნალო საშუალებას არახშირად გამოვლენილი ყაბზობის (ობსტიპაციის) სამკურნალოდ.
სამკურნალო საშუალება წარმოადგენს ტრადიციულ მცენარეულ პრეპარატს, რომელიც მრავალწლიანი გამოყენების საფუძველზე რეგისტრირებულია მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ჩვენების სამკურნალოდ.
ეუკარბონი გამოიყენება უფროსებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
თუ მკურნალობიდან 7 დღის შემდეგ არ შეინშნება გაუმჯობესება ან პირიქით ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, მიმართეთ ექიმს.
- ინფორმაცია ეუკარბონის გამოყენებამდე
არ შეიძლება ეუკარბონის გამოყენება,
თუ გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სენას ფოთლების, რევანდის ექსტრაქტის, ნახშირის, გოგირდის მიმართ ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც აღწერილია ნაწილში 6.
ნაწლავის გაუვალობის ან ნაწლავის ცნობილი შევიწროების (სტენოზის) შემთხვევაში
ნაწლავების მწვავე ანთების დროს, კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის დროს
გაურკვეველი გენეზის მუცლის ტკივილის დროს
წლისა და ელექტროლიტების ბალანსის მძიმე დარღვევების შემთხვევაში
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
ეუკარბონი®
ინსტრუქცია გამოყენების შესახებ: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ეუკარბონის ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება: სენას ფოთლები (Sennae folium), რევანდის ფესვის მშრალი ექსტრაქტი (Rhei radix extractum siccum normatum), ნახშირი (Carbo ligni), გასუფთავებული გოგირდი (Sulfur depuratum).
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან რჩევის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს.
თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
თუ 7 დღიანი მკურნალობის შემდეგ არ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას ან ვლინდება გაუარესება, მიმართეთ ექიმს.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
- რას წარმოადგენს ეუკარბონი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ეუკარბონის გამოყენებამდე
- ეუკარბონის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
- ეუკარბონის შენახვის წესი
- შეფუთის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ეუკარბონი და რისთვის გამოიყენება
ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ მცენარეულ აქტიურ ინგრედიენტებს და აქვს ნაწლავების მარეგულირებელი და საფაღარათო ეფექტი. მცენარეულ ნახშირს აქვს ნივთიერების ცვლის პროდუქტების შეკავშირების უნარი, რომლებიც გამოიდევნებიან სენას ფოთლებისა და რევანდის ფესვის საფაღარათო ეფექტის ხარჯზე. ეუკარბონის მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან დაახლოებით 8-10 საათის შემდეგ.
ეს მედიკამენტი წარმოადგენს ტრადიციულ მცენარეულ სამკურნალო საშუალებას არახშირად გამოვლენილი ყაბზობის (ობსტიპაციის) სამკურნალოდ.
სამკურნალო საშუალება წარმოადგენს ტრადიციულ მცენარეულ პრეპარატს, რომელიც მრავალწლიანი გამოყენების საფუძველზე რეგისტრირებულია მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ჩვენების სამკურნალოდ.
ეუკარბონი გამოიყენება უფროსებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
თუ მკურნალობიდან 7 დღის შემდეგ არ შეინშნება გაუმჯობესება ან პირიქით ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, მიმართეთ ექიმს.
- ინფორმაცია ეუკარბონის გამოყენებამდე
არ შეიძლება ეუკარბონის გამოყენება,
თუ გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სენას ფოთლების, რევანდის ექსტრაქტის, ნახშირის, გოგირდის მიმართ ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც აღწერილია ნაწილში 6.
ნაწლავის გაუვალობის ან ნაწლავის ცნობილი შევიწროების (სტენოზის) შემთხვევაში
ნაწლავების მწვავე ანთების დროს, კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის დროს
გაურკვეველი გენეზის მუცლის ტკივილის დროს
წლისა და ელექტროლიტების ბალანსის მძიმე დარღვევების შემთხვევაში
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ეუკარბონის მიღებამდე.
მიღების პერიოდში ყურადღება უნდა მიაქციოთ საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებას.
დიარეის გამოვლენა არის დოზის გადაჭარბების ნიშანი. ამ შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან მედიკამენტის მიღება საერთოდ შეწყდეს.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, ანტიარითმულ საშუალებებს, მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT-ინტერვალს, შარდმდენებს, ადრენოკორტიკოსტეროიდებს ან ძირტკბილას ფესვს, უნდა მიმართონ ექიმს ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებამდე.
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის, კერძოდ 1-2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმის დანიშნულების გარეშე. ხანმოკლე გამოყენებისას პრეპარატზე შეჩვევის ეფექტი ცნობილი არ არის. თუმცა, საფაღარათო საშუალებების რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ნაწლავის ლორწოვანი გარსის მგრძნობელობა იმდენად, რომ სასურველი ეფექტის მიღწევა მხოლოდ დოზის გაზრდით შეუძლებელი გახდეს. თუ საფაღარათო საშუალებების რეგულარული მიღებაა საჭირო, უნდა გამოიკვლიოთ შეკრულობის მიზეზი. გამოყენება, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ დიეტის ცვლილებებით საკმარისი თერაპიული ეფექტი ვერ მიიღწევა.
ნებისმიერი საფაღარათო საშუალების მსგავსად, ეუკარბონი არ უნდა მიიღონ ექიმთან კონსულტაციის გარეშე პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ კოპროსტაზი (ფეკალური შეგუბება) და დიაგნოზირებული მწვავე ან მუდმივი კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მოსალოდნელი ან არსებული ილეუსის ნიშნები.
თუ ეს მედიკამენტი გამოიყენება შარდის შეუკავებლობის მქონე მოზრდილებში, პაციენტს და მის მომვლელ პირს უნდა ურჩიონ, რომ რეგულარულად შეცვალონ საფენი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანის განავალთან ხანგრძლივი კონტაქტი.
სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს.
ამ მედიკამენტის გამოყენება წონაში დაკლების მიზნით არ არის მიზანშეწონილი.
ბავშვები
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ეუკარბონის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ბოლო დროს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.
ურთიერთქმედებები შესაძლოა გამოვლინდეს გულის სამკურნალო მედიკამენტებთან და სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ წყლისა და ელექტროლიტურ ბალანსზე, როგორიცაა კორტიზონი, შარდმდენები ან ძირტკბილას ფესვები.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ეუკარბონი შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას
1 ტაბლეტი შეიცავს 43,4 მგ შაქარს (საქაროზას) და 0,25–11,25 მგ რძის შაქარს (ლაქტოზას). გთხოვთ, ეუკარბონი მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუკი თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ.
- ეუკარბონის მიღების წესი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ზუსტად გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს
უფროსები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან:
1 – 2 ტაბლეტი დღეში 3 ჯერ მსუბუქი საფაღარათო ეფექტის მოსახდენად.
საჭირო დოზა შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. ყოველთვის გამოიყენეთ ყველაზე მცირე დოზა, რომელიც იწვევს რბილ, არათხევად განავალს. მსუბუქი საფაღარათო ეფექტი იწყება მიღებიდან დაახლოებით 8-10 საათის შემდეგ.
თუ სასურველია უფრო ძლიერი საფაღარათო ეფექტი, საღამოს დოზა შეიძლება გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას, რომელიც შეადგენს 8 ტაბლეტს დღეში.
გამოყენების წესი
მიიღება პერორალურად.
ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდნობის წყლის მიყოლებით (სულ მცირე ერთი ჭიქა წყალთან ერთად) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მიღების ხანგრძლივობა
თუ 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
ეს პროდუქტი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ საჭიროებისამებრ და არა რეგულარულად.
1-2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო ზედამხედველობა.
გამოყენება ბავშვებში
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ ეუკარბონის ზედმეტი დოზირება
დოზის გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მტკივნეული ნაწლავური სპაზმები და ძლიერი დიარეა, რაც გამოიწვევს წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვას.
ქრონიკულმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ეუკარბონის მიღება
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, სპაზმები და დიარეა, განსაკუთრებით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებში. თუმცა, ეს სიმპტომები, როგორც წესი, ინდივიდუალური დოზის გადაჭარბების შედეგად ვლინდება, ამიტომ ამ შემთხვევებში აუცილებელია დოზის შემცირება. გარდა ამისა, ხანგრძლივმა, არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ლორწოვანი გარსის პიგმენტაცია (ფსევდომელანოზი კოლი), რომელიც, როგორც წესი, ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).
როგორც სხვა საფაღარათო საშუალებების შემთხვევაში, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა.
მკურნალობის დროს მეტაბოლურმა პროდუქტებმა შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიონ შარდის მოყვითალო ან მოწითალო-ყავისფერი (pH-დამოკიდებული) ფერის შეცვლა, რაც კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. ამ ეფექტების გამოვლენის სიხშირე უცნობია.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური ოფისი
ტრაიზენგასე 5
1200 ვენა
ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუყწობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ეუკარბონის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობებს.
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე წარწერით „ვარგისობის ვადა“. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, როდესაც ისინი აღარ გჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ეუკარბონი
აქტიური ნივთიერებები 1 ტაბლეტში:
სენას ფოთლები (Sennae folium) 105 მგ
რევანდის ფესვის სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი (Rhei extractum siccum normatum, ექსტრაქციის გამხსნელი: 70% v/v ეთანოლი) 25 მგ
ნახშირი (Carbo ligni) 180 მგ
გასუფთავებული გოგირდი (Sulfur depuratum) 50 მგ
ანტრაქინონის საერთო შემცველობა 2.65–3.95 მგ (გამოთვლილია როგორც რეინი)
დამხმარე ნივთიერებებია:
მწარე პიტნის ზეთი, საქაროზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, არაბული გუმფისი, თეთრი თიხა, ტალკი
ეუკარბონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
მონაცრისფრო-შავი ფერის, ცილინდრული ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები. შეფუთვა შეიცავს 10, 30, 50, 100 და 500 ცალ ტაბლეტს.
ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი
F. Trenka chem.-pharm. Fabrik GmbH,
შპს ფ. ტრენკა ქემ.-ფარმ. ფაბრიკა
პრინც-ოიგენ-შტრასე 70
1040 ვენა, ავსტრია
სარეგისტრაციო ნომერი: 735895
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის თებერვალი.
02/24 – 196 441
შემოწმების თარიღი: 25.04.2024
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.




