ეპიდუო 0,1%/2,5%, გელი
Epiduo 0,1%/2,5%, gel
- მოქმედი ნივთიერება
- benzoyl peroxide hydrous + adapalene
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ+25მგ)/გ 30გ გელი მრავალდოზიანი კონტეინერი საჰაერო ვაკუუმ-ტუმბოთი №1
- მწარმოებელი
- LABORATOIRES GALDERMA, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო რეტინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- D10AD53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045630
- რეგისტრირებულია
- 4 ივნისი 2026, მოქმედებს 4 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
ეპიდუო 0,1%/2,5%, გელი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეპიდუო 0.1%/2.5% განკუთვნილია მოზრდილებისთვის, მოზარდებისთვის და 9 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
წაისვით გელის თხელი ფენა თანაბრად, აკნეთი დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ძილის წინ, მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტს თვალებთან, ტუჩებთან და ნესტოებთან, კანის გაწმენდისა და გაშრობის შემდეგ. ხელები კარგად დაიბანეთ ეპიდუოს 0.1%/2.5% გამოყენების შემდეგ.
ექიმი განსაზღვრავს ეპიდუო 0.1%/2.5% გელის გამოყენების ხანგრძლივობას.
თუ გრძნობთ, რომ ეპიდუოს 0.1%/2.5% ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ აღინიშნება მუდმივი გაღიზიანება ეპიდუოს 0.1%/2.5% გამოყენებისას, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის წასმა, გამოყენების სიხშირის შემცირება, მკურნალობის შეწყვეტა ხანმოკლე პერიოდით ან გელის სამუდამოდ შეწყვეტა.
თუ გამოიყენეთ ეპიდუო 0,1%/2,5% გელი ჭარბი დოზირებით:
ეპიდუო 0,1%/2,5% გელის ჭარბი დოზირების გამოყენება არ გამოიწვევს აკნეს უფრო სწრაფ განკურნებას, მაგრამ პირიქით შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და სიწითლე.
მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას:
თუ გამოიყენებთ ეპიდუო 0,1%/2,5% ჭარბი დოზით.
თუ ბავშვმა შემთხვევით გამოიყენა პროდუქტი.
თუ თქვენ შემთხვევით გადაყლაპეთ პროდუქტი.
თუ დაგავიწყდათ ეპიდუოს 0.1%/2.5% გელის გამოყენება:
უკუჩვენებები
თუ ხართ ორსულად
თუ გეგმავთ ორსულობას
თუ ხართ ალერგიული ადაპალენის ან ბენზოილის პეროქსიდის ან ამ მედიკამენტში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ გამოიყენოთ სხვა პროდუქტები (ბენზოილ პეროქსიდის და/ან რეტინოიდების შემცველი) ეპიდუოს 0.1%/2.5% გელთან ერთად. მოერიდეთ ისეთი კოსმეტიკური პროდუქტების ერთდროულ გამოყენებას, რომელიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით სხვა პრეპარატებს ან აპირებთ რომელიმეს გამოყენებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ეპიდუო 0.1%/2.5% თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. თქვენს ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. თუ ეპიდუოთი 0,1% / 2,5% მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, მკურნალობა უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ექიმს შესაბამისი შემდგომი დაკვირვებისთვის.
ეპიდუოს 0.1%/2.5% გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს. ბავშვთან შემთხვევითი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, ძუძუთი კვების დროს თავი უნდა აარიდოთ ეპიდუოს 0.1%/2.5% მკერდზე წასმას. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეპიდუო 0.1%/2.5% გელი შეიცავს პროპილენ გლიკოლს.
ეს მედიკამენტი შეიცავს 40 მგ პროპილენგლიკოლს (E1520) თითოეულ გრამ გელში, რაც შეესაბამება 4% w/w.
ეპიდუო 0.1%/2.5% გელი შეიცავს პოლისორბატს
პოლისორბატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
გვერდითი მოვლენები
- ეპიდუო 0,1%/2,5% გელის შენახვის პირობები
შემადგენლობა
- რას წარმოადგენს ეპიდუო 0,1%/2,5% გელი და რისთვის გამოიყენება?
ლოკალური აკნეს საწინააღმდეგო საშუალება.
ეპიდუო 0,1%/2,5% გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.
ეს გელი არის 2 აქტიური ინგრედიენტის, ადაპალენისა და ბენზოილ პეროქსიდის კომბინაცია, რომელიც აერთიანებს მათ თვისებებს, მაგრამ სხვადასხვა გზით:
ადაპალინი მიეკუთვნება „რეტინოიდების“ ჯგუფს და მოქმედებს უშუალოდ აკნეს განვითარების მექანიზმზე
მეორე აქტიური ნივთიერება, ბენზოილის პეროქსიდი, მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება და აქვს კანის ზედა ფენის დამარბილებელი და ამქერცლავი ეფექტი.
- ინფორმაცია ეპიდუო 0,1%/2,5% გელის გამოყენებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ეპიდუო 0.1% / 2.5%, გელი,
ადაპალენი/ბენზოილის პეროქსიდი
გთხოვთ, სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე წაიკითხოთ ინსტრუქცია მთლიანად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. შეიძლება მედიკამენტმა ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ არასასურველ მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინააარსი
- რას წარმოადგენს ეპიდუო 0,1%/2,5% გელი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია ეპიდუო 0,1%/2,5% გელის გამოყენებამდე
- ეპიდუო 0,1%/2,5% გელის გამოყენების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ეპიდუო 0,1%/2,5% გელის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემცველობა და დამატებით ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს ეპიდუო 0,1%/2,5% გელი და რისთვის გამოიყენება?
ლოკალური აკნეს საწინააღმდეგო საშუალება.
ეპიდუო 0,1%/2,5% გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.
ეს გელი არის 2 აქტიური ინგრედიენტის, ადაპალენისა და ბენზოილ პეროქსიდის კომბინაცია, რომელიც აერთიანებს მათ თვისებებს, მაგრამ სხვადასხვა გზით:
ადაპალინი მიეკუთვნება „რეტინოიდების“ ჯგუფს და მოქმედებს უშუალოდ აკნეს განვითარების მექანიზმზე
მეორე აქტიური ნივთიერება, ბენზოილის პეროქსიდი, მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება და აქვს კანის ზედა ფენის დამარბილებელი და ამქერცლავი ეფექტი.
- ინფორმაცია ეპიდუო 0,1%/2,5% გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ არასოდეს ეპიდუო 0,1%/2,5% გელი:
თუ ხართ ორსულად
თუ გეგმავთ ორსულობას
თუ ხართ ალერგიული ადაპალენის ან ბენზოილის პეროქსიდის ან ამ მედიკამენტში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ეპიდუო 0.1% / 2.5% დაზიანებებულ, გაღიზიანებულ ან ეგზემატურ უბნებზე.
მოერიდეთ ეპიდუოს 0.1% / 2.5% კონტაქტს თვალებთან, პირთან ან ნესტოებთან, ასევე სხეულის სხვა ძალიან მგრძნობიარე უბნებთან. შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.
მოერიდეთ მზეს და ულტრაიისფერი ნათურების გადაჭარბებულ ზემოქმედებას.
მოერიდეთ ეპიდუოს 0.1%/2.5% თმაზე და შეღებილ ქსოვილებზე დატანას, მათი გაუფერულების საშიშროების გამო. პროდუქტის გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.
ეპიდუოს 0.1%/2.5% გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
სხვა მედიკამენტები და ეპიდუო 0.1%/2.5% გელი
არ გამოიყენოთ სხვა პროდუქტები (ბენზოილ პეროქსიდის და/ან რეტინოიდების შემცველი) ეპიდუოს 0.1%/2.5% გელთან ერთად. მოერიდეთ ისეთი კოსმეტიკური პროდუქტების ერთდროულ გამოყენებას, რომელიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით სხვა პრეპარატებს ან აპირებთ რომელიმეს გამოყენებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ეპიდუო 0.1%/2.5% თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. თქვენს ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. თუ ეპიდუოთი 0,1% / 2,5% მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, მკურნალობა უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ექიმს შესაბამისი შემდგომი დაკვირვებისთვის.
ეპიდუოს 0.1%/2.5% გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს. ბავშვთან შემთხვევითი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, ძუძუთი კვების დროს თავი უნდა აარიდოთ ეპიდუოს 0.1%/2.5% მკერდზე წასმას. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
ეპიდუო 0.1%/2.5% გელი შეიცავს პროპილენ გლიკოლს.
ეს მედიკამენტი შეიცავს 40 მგ პროპილენგლიკოლს (E1520) თითოეულ გრამ გელში, რაც შეესაბამება 4% w/w.
ეპიდუო 0.1%/2.5% გელი შეიცავს პოლისორბატს
პოლისორბატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
- ეპიდუო 0,1%/2,5% გელის გამოყენების წესი
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეპიდუო 0.1%/2.5% განკუთვნილია მოზრდილებისთვის, მოზარდებისთვის და 9 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
წაისვით გელის თხელი ფენა თანაბრად, აკნეთი დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ძილის წინ, მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტს თვალებთან, ტუჩებთან და ნესტოებთან, კანის გაწმენდისა და გაშრობის შემდეგ. ხელები კარგად დაიბანეთ ეპიდუოს 0.1%/2.5% გამოყენების შემდეგ.
ექიმი განსაზღვრავს ეპიდუო 0.1%/2.5% გელის გამოყენების ხანგრძლივობას.
თუ გრძნობთ, რომ ეპიდუოს 0.1%/2.5% ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ აღინიშნება მუდმივი გაღიზიანება ეპიდუოს 0.1%/2.5% გამოყენებისას, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის წასმა, გამოყენების სიხშირის შემცირება, მკურნალობის შეწყვეტა ხანმოკლე პერიოდით ან გელის სამუდამოდ შეწყვეტა.
თუ გამოიყენეთ ეპიდუო 0,1%/2,5% გელი ჭარბი დოზირებით:
ეპიდუო 0,1%/2,5% გელის ჭარბი დოზირების გამოყენება არ გამოიწვევს აკნეს უფრო სწრაფ განკურნებას, მაგრამ პირიქით შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და სიწითლე.
მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას:
თუ გამოიყენებთ ეპიდუო 0,1%/2,5% ჭარბი დოზით.
თუ ბავშვმა შემთხვევით გამოიყენა პროდუქტი.
თუ თქვენ შემთხვევით გადაყლაპეთ პროდუქტი.
თუ დაგავიწყდათ ეპიდუოს 0.1%/2.5% გელის გამოყენება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაწუხებთ ყელის არეში შებოჭილობის შეგრძნება ან თვალების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება. შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება, თუ გამოვლინდა ჭინჭრის ციება ან ქავილი სახეზე ან სხეულზე. ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია.
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
მშრალი კანი
კანზე ლოკალური გამონაყარი (გაღიზიანებული კონტაქტური დერმატიტი)
წვის შეგრძნება
კანის გაღიზიანება
კანის სიწითლე
აქერცვლა
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
კანის ქავილი (პრურიტუსი)
მზის დამწვრობის მსგავსი დამწვრობა
სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
სახის შეშუპება, კონტაქტური ალერგიული რეაქციები, ქუთუთოს შეშუპება, ყელის დაჭიმვის შეგრძნება, კანის ტკივილი (ჩხვლეტის შეგრძნება), კანზე ბუშტუკები, სუნთქვის გაძნელება, კანის გაფერმკრთალება (კანის ფერის შეცვლა), წვა გამოყენების ადგილზე.
თუ გაგიღიზიანდათ კანი ეპიდუოს 0.1%/2.5% გამოყენების შემდეგ, ჩვეულებრივ მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის, ისეთი ნიშნებით, როგორიცაა სიწითლე, სიმშრალე, აქერცვლა, წვის შეგრძნება და კანის ტკივილი (მტკივნეული ჩხვლეტა), რომელიც აღწევს პიკს პირველი კვირის განმავლობაში და ქრება დამატებითი მკურნალობის გარეშე. გამოყენების ადგილის დამწვრობა ძირითადად გამოვლინდა ზედაპირულად, მაგრამ ასევე დაფიქსირდა უფრო მძიმე შემთხვევები ბუშტუკების წარმოქმნით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში.თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი ეფექტების შესახებ უშუალოდ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და ფარმაკოზედამხედველობის რეგიონული ცენტრების ქსელი. ვებ-გვერდი: www.signalement.social-sante.gouv.fr
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
- ეპიდუო 0,1%/2,5% გელის შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე ან ფლაკონზე აღნიშნული ვარგისობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
პირველად გახსნის შემდეგ მედიკამენტი ვარგისია მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში.
არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ ჩააბარეთ ფარმაცევტს უკან განადგურებისათვის. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ეპიდუო 0,1%/2,5% გელი
აქტიური ნივთიერება არის:
ადაპალენი და ბენზოილის პეროქსიდი. 1 გრამი გელი შეიცავს 1 მგ (0,1% w/w) ადაპალენს და ჰიდრატირებულ ბენზოილ პეროქსიდს, რაც ექვივალენტურია 25 მგ (2,5% w/w) უწყლო ბენზოილის პეროქსიდის.
დამხმარე ნივთიერებებია:
დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დოკუზატი, გლიცერინი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E 1520), SIMULGEL 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადაკანი, პოლისორბატი 80(E433), სორბიტანის ოლეატი), გასუფთავებული წყალი.
ეპიდუო 0.1%/2.5% გელის გარეგნული სახე და მისი შეფუთვა
ეპიდუო 0.1%/2.5% წარმოადგენს გაუმჭვირვალე, თეთრიდან ღია ყვითელი ფერის გელს. მოთავსებულია თეთრ ფლაკონში დოზატორით და თავსახურით, რომელიც შეიცავს 30 გ ან 45 გ გელს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი/დისტრიბუტორი
GALDERMA INTERNATIONAL TOUR EUROPLAZA-LA DEFENSE 4
20, AVENUE ANDRE PROTHIN
92927 LA DEFENSE Cadex
მწარმოებელი
LABORATOIRES GALDERMA
ZI- MONTDESIR 74540 ALBY-SUR-CHERAN
FRANCE
ეს პრეპარატი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში(ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი დასახელებებით:
დანია: ეპიდუო
ხორვატია, ესპანეთ, პორტუგალია, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი: Epiduo 1mg/g+25 mg/g gel
უნგრეთი და ნიდერლანდები: Effezel 1 mg/g+25mg/g gel
ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუმინეთი: Epiduo 1mg/25 mg/g gel
სლოვენია: Epiduo 1mg/25 mg v 1g gel
სხვა ქვეყნები: Epiduo 0.1%/2.5% gel
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის 21 ოქტომბერი.
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ANSM ვებსაიტზე (საფრანგეთი).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


