პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ენზალუტამიდი 40მგ რბილი კაფსულები

Enzalutamide 40mg soft capsules

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ენზალუტამიდის კაფსულები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენზალუტამიდს. ენზალუტამიდის კაფსულები გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში, პროსტატის კიბოს ისეთი ვარიანტის სამკურნაოდ: რომელიც აღარ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას ან ქირურგიულ მკურნალობას ტესტოსტერონის შესამცირებლად ან გავრცელდა სხეულის სხვა მიდამოებში და პასუხობს …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენზალუტამიდი (enzalutamide)
ფორმა და შეფუთვა
40მგ რბილი კაფსულა №112 (4X28)
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიანდროგენები
ATC კოდი
L02BB04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041694
რეგისტრირებულია
25 ივლისი 2024, მოქმედებს 22 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაენზალუტამიდი 40მგ რბილი კაფსულები და სხვა წამალი ერთად

ენზალუტამიდი 40მგ რბილი კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ენზალუტამიდის კაფსულები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენზალუტამიდს. ენზალუტამიდის კაფსულები გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში, პროსტატის კიბოს ისეთი ვარიანტის სამკურნაოდ:

რომელიც აღარ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას ან ქირურგიულ მკურნალობას ტესტოსტერონის შესამცირებლად

ან

გავრცელდა სხეულის სხვა მიდამოებში და პასუხობს ჰორმონულ თერაპიას ან ქირურგიულ მკურნალობას ტესტოსტერონის შესამცირებლად.

როგორ მუშაობს ენზალუტამიდის კაფსულები

ენზალუტამიდის კაფსულები მოქმედებს ანდროგენული ჰორმონების (როგორიცაა ტესტოსტერონი) აქტივობის ბლოკირებით, რისი საშუალებითაც, ხელს უშლის პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას და გაყოფას.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.

სტანდარტული დოზაა 160 მგ (ოთხი რბილი კაფსულა), დღის ერთსა და იმავე დროს, ერთხელ დღეში.

მიღების წესი

რბილი კაფსულა იყლაპება ერთიანად, წყალთან ერთად;

დაუშვებელია რბილი კაფსულის დაღეჭვა, განზავება ან გახსნა ჩაყლაპვამდე;

ენზალუტამიდის კაფსულები მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე;

ენზალუტამიდის კაფსულებთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს მხოლოდ პაციენტს ან მასზე მზრუნველ პირს. ორსულობისას ან შესაძლო ორსულობისას, დაუშვებელია დაზიანებულ კაფსულებთან ფიზიკური კონტაქტი დამცავი ხელთათმანების გარეშე.

ენზალუტამიდის კაფსულების პარალელურად, მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა პრეპარატები.

სიფრთხილის ზომები

ენზალუტამიდის კაფსულები არ მიიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ენზალუტამიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში).

თუ პაციენტი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას (იხ. “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა).

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

გულყრები

  • 000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდის კაფსულებს, გულყრები აღინიშნა 5 შემთხვევაში, ხოლო 1000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს – <3 შემთხვევაში (იხ. “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან” ქვემოთ და “შესაძლო გვერდითი მოვლენები” მე-4 პუნქტში).

უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება მოახდინონ გულყრების პროვოცირება ან რომლებიც ზრდიან გულყრების განვითარების რისკს (იხ. “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).

მკურნალობის დროს გულყრის განვითარების შემთხვევაში: დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. ექიმმა შეიძლება შეაჩეროს ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობა.

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (უშეს)

იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდის კაფსულებით, განვითარდა უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი, რომელიც თავის ტვინის იშვიათი და შექცევადი დარღვევაა. დაუყოვნებლიც უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ ცითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულყრა, პროგრესირებადი თავის ტკივილი, კონფუზია, სიბრმავე ან მხედველობის სხვა პრობლემები (იხ. მე-4 პუნქტი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

ახალი სიმსივნეების განვითარების რისკი (მეორადად ძირითადი დაავადებიდან)

არსებობს შემთხვევები ახლად განვითარებული (მეორადი) სიმსივნეების შესახებ (მაგ. შარდის ბუშტის ან ნაწლავების), პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდის კაფსულებით.

ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობის პერიოდში ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, სისხლი შარდში ან შარდის გახშირება ან შარდის შეუკავებლობა, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

ენზალუტამიდის კაფსულების მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

თუ პაციენტი ღებულობს ნებისმიერ ანტიკოაგულანტს (მაგ. ვარფარინი, აცენოკუმაროლი, კლოპიდოგრელი);

თუ პაციენტს უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი, მაგ. დოცეტაქსელით;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების პრობლემები.

შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს: ნებისმიერი გულის ან სისხლძარღვოვანი პრობლემა, მათ შორის გულის რითმის დარღვევები (არითმია). პაციენტმა ასევე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ღებულობს პრეპარატებს ხსენებული მდგომარეობების სამკურნალოდ. ენზალუტამიდის კაფსულების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გულის რითმის დარღვევების განვითარების რისკი.

ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობის პერიოდში არსებობს საშიში გამონაყრის ან კანის აშრევების, დაწყლულების და/ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულების შემთხვევები. ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ეხება ზემოხსენებული მდგომარეობებიდან რომელიმე ან თუ არ არის დარწმუნებული.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. პაციენტმა უნდა იცოდეს იმ პრეპრატების სახელწოდებები, რომლებსაც ღებულობს. ახალი პრეპარატის გამოწერისას, პაციენტმა უნდა გააცნოს ექიმს იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომლებსაც ღებულობს. პაციენტმა არ უნდა დაიწყოს ახალი პრეპარატის მიღება ან შეწყვიტოს მისთვის დანიშნული რომელიმე პრეპრატის მიღება იმ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რომლის მიერაც არის გამოწერილი ენზალუტამიდის კაფსულები.

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ. ენზალუტამიდის კაფსულებთან ერთად მიღების შემთხვევაში, შემდეგმა პრეპრატებმა შეიძლება გამოიწვიონ გულყრები:

  • გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ (მაგ. ამინოფილინი,

თეოფილინი).

  • მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია და შიზოფრენია (მაგ.

კლოზაპინი, ოლანზაპინი, რისპერიდონი, ზიპრასიდონი, ბუპროპიონი, ლითიუმი, ქლორპრომაზინი, მესორიდაზინი, თიორიდაზინი, ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, დოქსეპინი, იმიპრამინი, მაპროტილინი, მირტაზაპინი).

  • ტკივილის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (მაგ. პეთიდინი).

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ. მათ შეიძლება გავლენა იქონიონ ენზალუტამიდის კაფსულების მოქმედებაზე ან პირიქით, ენზალუტამიდის კაფსულება შეიძლება შეცვალონ მათი მოქმედება. აღნიშნული მოიცავს გარკვეულ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:

  • ქოლესტერინის დონის შემცირება (მაგ. გემფიბროზილი, ატორვასტატინი,

სიმვასტატინი)

  • ტკივილის მკურნალობა (მაგ. ფენტანილი, ტრამადოლი)
  • კიბოს მკურნალობა (მაგ. კაბაზიტაქსელი)
  • ეპილეფსიის მკურნალობა (მაგ. კარბამაზეპინი, კლონაზეპამი,

ფენიტოინი, პრიმიდონი, ვალპროატი)

  • გარკვეული ფსიქიატრიული დარღვევების მკურნალობა, როგორიცაა ძლიერი

შფოთვა ან შიზოფრენია (მაგ. დიაზეპამი, მიდაზოლამი,

ჰალოპერიდოლი)

  • ძილის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ზოლპიდემი)
  • გულის დაავადებების მკურნალობა ან მაღალი არტერიული წნევის კონტროლი (მაგ. ბისოპროლოლი, დიგოქსინი, დილტიაზემი, ფელოდიპინი, ნიკარდიპინი,

ნიფედიპინი, პროპრანოლოლი, ვერაპამილი)

  • ანთებასთან დაკავშირებული სერიოზული დაავადების მკურნალობა (მაგ.

დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი)

  • აივ ინფექციის მკურნალობა (მაგ. ინდინავირი, რიტონავირი)
  • ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა (მაგ. კლარითრომიცინი,

დოქსიციკლინი)

  • ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ლევოთიროქსინი)
  • პოდაგრის მკურნალობა (მაგ. კოლხიცინი)
  • კუჭის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ომეპრაზოლი)
  • გულის დაავადებების ან ინსულტის პრევენცია (მაგ. დაბიგატრანის

ეტექსილატი)

  • ტრანსლპალნტაციის შემდომი ორგანოების უარყოფის პრევენცია (მაგ. ტაკროლიმუსი).

ენზულატამიდის კაფსულებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი ანტიარითმული პრეპარატის მოქმედებაზე (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად (მაგ. მეთადონი, რომელიც გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ და წამალდამოკიდებულებისას დეტოქსიფიკაციის მიზნით; მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოიტიკი); ანტიფსიქოზური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური აშლილობებისთვის) გამოყენების შემთხვევაში გაზრდოს არითმიების განვითარების რისკი.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი ზემოხსენებული პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში. შესაძლოა საჭირო გახდეს ენზულატამიდის კაფსულების ან სხვა რომელიმე პრეპრატის დოზის კორექცია დანიშნულებაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ენზალიტამიდის კაფსულები არ გამოიყენება ქალებში. ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ან პოტენციურად განაპირობოს მუცლის მოშლა, ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში. პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისას, შესაძლო ორსულობისას ან ლაქტაციისას.

ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ენზალიტამიდის კაფსულებით მკურნალოლბის პერიოდში და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი და დამატებით სხვა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი ისეთი სქესობრივი კავშირისას, რომელიც პოტენციურად შეიძლება დასრულდეს ორსულობით. თუ მამაკაც პაციენტს სქესობრივი კავშირი აქვს ორსულ პარტნიორთან, პრეზერვატივის გამოყენება აუცილებელია ნაყოფის დასაცავად.

ქალმა ძიძებმა უნდა წაიკითხონ მე-3 პუნქტი “ენზალუტამიდის კაფსულების გამოყენების წესი”.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ენზალუტამიდის კაფსულებმა შეიძლება ზომიერი გავლენა იქონიონ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ენზალუტამიდის კაფსულებს, არსებობს ცნობები გულყრების განვითარების შესახებ. უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აქვს გულყრების განვითარების მომატებული რისკი.

ენზალუტამიდის კაფსულები შეიცავს სორბიტოლს

ამ პრეპარატის თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 53.55 მგ სორბიტოლს (შაქრის ტიპი). პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება ზოგიერთი ტიპის შარსი აუტანლობა.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

გულყრები

  • 000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდის კაფსულებს, გულყრები აღინიშნა 5 შემთხვევაში, ხოლო 1000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს – <3 შემთხვევაში.

გულყრების რისკი შედარებით იმატებს თუ მიიღება ენზალუტამიდის კაფსულების რეკომენდებულზე მაღალი დოზები, მიიღება დამატებით ზოგიერთი სხვა პრეპარატი ან პაციენტს აქვს ზოგიერთი მდგომარეობა, რა დროსაც შეიძლება გაიზარდოს გულყრების განვითარების რისკი.

მკურნალობის დროს გულყრის განვითარების შემთხვევაში: დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. ექიმმა შეიძლება შეაჩეროს ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობა.

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (უშეს)

იშვიათ შემთხვევებში (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში), პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდის კაფსულებით, განვითარდა უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი, რომელიც თავის ტვინის იშვიათი და შექცევადი დარღვევაა. დაუყოვნებლიც უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ ცითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულყრა, პროგრესირებადი თავის ტკივილი, კონფუზია, სიბრმავე ან მხედველობის სხვა პრობლემები.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში): დაღლილობა, დაცემა, ძვლის მოტეხილობები, ალები, არტერიული ჰიპერტენზია.

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): თავის ტკივილი, შფოთვის შეგრძნება, კანის სიმშრალე, ქავილი, მეხსიერების დარღვევა, გულის არტერიების ბლოკირება (გულის იშემიური დაავადება), მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია), მოუსვენარი ფეხების სინდრომი (სხეულის ნაწილის მოძრაობის უკონტროლო სურვილი, როგორც წესი, ფეხის), კონცენტრაციის დაქვეითება, გულმავიწყობა, გემოვნების ცვლილება.

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): ჰალუცინაციები, აზროვნების გაძნელება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება არსებული ცნობების საფუძველზე შეიძლებელია): კუნთების ტკივილი, კუნთების კრამპები, კუნთების სისუსტე,

ზურგის ტკივილი, ეკგ-ში ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება), დყსპეპსია, გულისრევა, გამონაყარი, ღებინება, სახის, ტუჩები,ს ენის და/ან

ყელის შეშუპება, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს), ფაღარათი, წითელ წინწკლოვანი ან ლაქოვანი გამონაყარი კანზე, რაც შეიძლება წააგავდეს სამიზნეს ან “ხარის თვალებს” მუქი ფერის წითელი ცენტრალური ნაწილით, რომელიც გარშემორტყმულია შედარებით ბაცი წითელი რგოლისებრი მიდამოთი (მრავალფორმიანი ერითემა).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული. ასევე, პაციენტს შეუძლია გვერდითი მოვლენების შეტყობინება პირდაპირ ქვემოთ მოცემული ეროვნული შეტყობინების სისტემების საშუალებით. ყვითელი ბარათის სქემა

www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნეთ MHRA Yellow Card, Google Play-ის ან Apple App Store-ის საძიებო სისტემაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით პაციენტი დამატებით ინფორმაციას იძლევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს ენზალუტამიდის კაფსულები და უნდა მიმართოს ექიმს. შეიძლება მოიმატოს გულყრების ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკმა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას;

თუ გასულია მთლიანი დღე, მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს შემდეგ დღეს;

თუ ერთზე მეტი დღით მოხდა დოზის გამოტოვება, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ;

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

ენზალუტამიდის კაფსულების შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ენზალიტამიდი. თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 40 მგ ენზალუტამიდს.

დამხმარე ნივთიერებებია კაპრილოკაპროილის მაკროგოლი-8 გლიცერიდები, ბუტილჰიდროქსიანისოლი (E320) და ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321).

რბილი კაფსულის გარსის ინგრედიენტებია ჟელატინი, სორბიტოლი თხევადი ნაწილობრივ დეჰიდრირებული, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საშუალო-ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, სტერიულური ტალკი (E553b) და საბეჭდი მელანი (შელაკი, რკინის ოქსიდი შავი, ამონიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენ გლიკოლი).

აკლია თავი ,, როგორ გამოიყრუერბა ენზალუტამიდის კაფსულები“ -

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Ltd, North Harrow, HA1 4HF, UK

აკორდ ჰელზქეა ლტდ, ჩრდილოეთ ჰეროუ, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე სიმბოლოების ‘"EXP" შემდეგ (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის მოცილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ენზალუტამიდი 40 მგ რბილი კაფსულები

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი გამოყენებისვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები ერთნაირია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. Nნაწილი 4.

პრეპარატის სრული სახელწოდებაა ენზალუტამიდე 40 მგ რბილი კაფსულები, თუმცა ინსტრუქციის დარჩენილ ნაწილში მოხსენიებულია, როგორც ენზალუტამიდის კაფსულები.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ენზალუტამიდის კაფსულები და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენზალუტამიდის კაფსულების გამოყენებამდე

ენზალუტამიდის კაფსულების გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ენზალუტამიდის კაფსულების შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ენზალუტამიდის კაფსულები და მისი გამოყენება

ენზალუტამიდის კაფსულები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენზალუტამიდს. ენზალუტამიდის კაფსულები გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში, პროსტატის კიბოს ისეთი ვარიანტის სამკურნაოდ:

რომელიც აღარ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას ან ქირურგიულ მკურნალობას ტესტოსტერონის შესამცირებლად

ან

გავრცელდა სხეულის სხვა მიდამოებში და პასუხობს ჰორმონულ თერაპიას ან ქირურგიულ მკურნალობას ტესტოსტერონის შესამცირებლად.

როგორ მუშაობს ენზალუტამიდის კაფსულები

ენზალუტამიდის კაფსულები მოქმედებს ანდროგენული ჰორმონების (როგორიცაა ტესტოსტერონი) აქტივობის ბლოკირებით, რისი საშუალებითაც, ხელს უშლის პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას და გაყოფას.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენზალუტამიდის კაფსულების გამოყენებამდე

ენზალუტამიდის კაფსულები არ მიიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ენზალუტამიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში).

თუ პაციენტი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას (იხ. “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა).

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

გულყრები

  • 000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდის კაფსულებს, გულყრები აღინიშნა 5 შემთხვევაში, ხოლო 1000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს – <3 შემთხვევაში (იხ. “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან” ქვემოთ და “შესაძლო გვერდითი მოვლენები” მე-4 პუნქტში).

უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება მოახდინონ გულყრების პროვოცირება ან რომლებიც ზრდიან გულყრების განვითარების რისკს (იხ. “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).

მკურნალობის დროს გულყრის განვითარების შემთხვევაში: დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. ექიმმა შეიძლება შეაჩეროს ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობა.

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (უშეს)

იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდის კაფსულებით, განვითარდა უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი, რომელიც თავის ტვინის იშვიათი და შექცევადი დარღვევაა. დაუყოვნებლიც უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ ცითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულყრა, პროგრესირებადი თავის ტკივილი, კონფუზია, სიბრმავე ან მხედველობის სხვა პრობლემები (იხ. მე-4 პუნქტი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

ახალი სიმსივნეების განვითარების რისკი (მეორადად ძირითადი დაავადებიდან)

არსებობს შემთხვევები ახლად განვითარებული (მეორადი) სიმსივნეების შესახებ (მაგ. შარდის ბუშტის ან ნაწლავების), პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდის კაფსულებით.

ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობის პერიოდში ისეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, სისხლი შარდში ან შარდის გახშირება ან შარდის შეუკავებლობა, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

ენზალუტამიდის კაფსულების მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

თუ პაციენტი ღებულობს ნებისმიერ ანტიკოაგულანტს (მაგ. ვარფარინი, აცენოკუმაროლი, კლოპიდოგრელი);

თუ პაციენტს უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი, მაგ. დოცეტაქსელით;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების პრობლემები.

შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს: ნებისმიერი გულის ან სისხლძარღვოვანი პრობლემა, მათ შორის გულის რითმის დარღვევები (არითმია). პაციენტმა ასევე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ღებულობს პრეპარატებს ხსენებული მდგომარეობების სამკურნალოდ. ენზალუტამიდის კაფსულების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გულის რითმის დარღვევების განვითარების რისკი.

ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობის პერიოდში არსებობს საშიში გამონაყრის ან კანის აშრევების, დაწყლულების და/ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულების შემთხვევები. ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ეხება ზემოხსენებული მდგომარეობებიდან რომელიმე ან თუ არ არის დარწმუნებული.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. პაციენტმა უნდა იცოდეს იმ პრეპრატების სახელწოდებები, რომლებსაც ღებულობს. ახალი პრეპარატის გამოწერისას, პაციენტმა უნდა გააცნოს ექიმს იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომლებსაც ღებულობს. პაციენტმა არ უნდა დაიწყოს ახალი პრეპარატის მიღება ან შეწყვიტოს მისთვის დანიშნული რომელიმე პრეპრატის მიღება იმ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რომლის მიერაც არის გამოწერილი ენზალუტამიდის კაფსულები.

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ. ენზალუტამიდის კაფსულებთან ერთად მიღების შემთხვევაში, შემდეგმა პრეპრატებმა შეიძლება გამოიწვიონ გულყრები:

  • გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ (მაგ. ამინოფილინი,

თეოფილინი).

  • მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია და შიზოფრენია (მაგ.

კლოზაპინი, ოლანზაპინი, რისპერიდონი, ზიპრასიდონი, ბუპროპიონი, ლითიუმი, ქლორპრომაზინი, მესორიდაზინი, თიორიდაზინი, ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, დოქსეპინი, იმიპრამინი, მაპროტილინი, მირტაზაპინი).

  • ტკივილის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (მაგ. პეთიდინი).

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ. მათ შეიძლება გავლენა იქონიონ ენზალუტამიდის კაფსულების მოქმედებაზე ან პირიქით, ენზალუტამიდის კაფსულება შეიძლება შეცვალონ მათი მოქმედება. აღნიშნული მოიცავს გარკვეულ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:

  • ქოლესტერინის დონის შემცირება (მაგ. გემფიბროზილი, ატორვასტატინი,

სიმვასტატინი)

  • ტკივილის მკურნალობა (მაგ. ფენტანილი, ტრამადოლი)
  • კიბოს მკურნალობა (მაგ. კაბაზიტაქსელი)
  • ეპილეფსიის მკურნალობა (მაგ. კარბამაზეპინი, კლონაზეპამი,

ფენიტოინი, პრიმიდონი, ვალპროატი)

  • გარკვეული ფსიქიატრიული დარღვევების მკურნალობა, როგორიცაა ძლიერი

შფოთვა ან შიზოფრენია (მაგ. დიაზეპამი, მიდაზოლამი,

ჰალოპერიდოლი)

  • ძილის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ზოლპიდემი)
  • გულის დაავადებების მკურნალობა ან მაღალი არტერიული წნევის კონტროლი (მაგ. ბისოპროლოლი, დიგოქსინი, დილტიაზემი, ფელოდიპინი, ნიკარდიპინი,

ნიფედიპინი, პროპრანოლოლი, ვერაპამილი)

  • ანთებასთან დაკავშირებული სერიოზული დაავადების მკურნალობა (მაგ.

დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი)

  • აივ ინფექციის მკურნალობა (მაგ. ინდინავირი, რიტონავირი)
  • ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა (მაგ. კლარითრომიცინი,

დოქსიციკლინი)

  • ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ლევოთიროქსინი)
  • პოდაგრის მკურნალობა (მაგ. კოლხიცინი)
  • კუჭის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ომეპრაზოლი)
  • გულის დაავადებების ან ინსულტის პრევენცია (მაგ. დაბიგატრანის

ეტექსილატი)

  • ტრანსლპალნტაციის შემდომი ორგანოების უარყოფის პრევენცია (მაგ. ტაკროლიმუსი).

ენზულატამიდის კაფსულებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი ანტიარითმული პრეპარატის მოქმედებაზე (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად (მაგ. მეთადონი, რომელიც გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ და წამალდამოკიდებულებისას დეტოქსიფიკაციის მიზნით; მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოიტიკი); ანტიფსიქოზური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური აშლილობებისთვის) გამოყენების შემთხვევაში გაზრდოს არითმიების განვითარების რისკი.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი ზემოხსენებული პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში. შესაძლოა საჭირო გახდეს ენზულატამიდის კაფსულების ან სხვა რომელიმე პრეპრატის დოზის კორექცია დანიშნულებაში.

ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია

ენზალიტამიდის კაფსულები არ გამოიყენება ქალებში. ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ან პოტენციურად განაპირობოს მუცლის მოშლა, ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში. პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისას, შესაძლო ორსულობისას ან ლაქტაციისას.

ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ენზალიტამიდის კაფსულებით მკურნალოლბის პერიოდში და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი და დამატებით სხვა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი ისეთი სქესობრივი კავშირისას, რომელიც პოტენციურად შეიძლება დასრულდეს ორსულობით. თუ მამაკაც პაციენტს სქესობრივი კავშირი აქვს ორსულ პარტნიორთან, პრეზერვატივის გამოყენება აუცილებელია ნაყოფის დასაცავად.

ქალმა ძიძებმა უნდა წაიკითხონ მე-3 პუნქტი “ენზალუტამიდის კაფსულების გამოყენების წესი”.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ენზალუტამიდის კაფსულებმა შეიძლება ზომიერი გავლენა იქონიონ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ენზალუტამიდის კაფსულებს, არსებობს ცნობები გულყრების განვითარების შესახებ. უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აქვს გულყრების განვითარების მომატებული რისკი.

ენზალუტამიდის კაფსულები შეიცავს სორბიტოლს

ამ პრეპარატის თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 53.55 მგ სორბიტოლს (შაქრის ტიპი). პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება ზოგიერთი ტიპის შარსი აუტანლობა.

  • ენზალუტამიდის კაფსულების მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.

სტანდარტული დოზაა 160 მგ (ოთხი რბილი კაფსულა), დღის ერთსა და იმავე დროს, ერთხელ დღეში.

მიღების წესი

რბილი კაფსულა იყლაპება ერთიანად, წყალთან ერთად;

დაუშვებელია რბილი კაფსულის დაღეჭვა, განზავება ან გახსნა ჩაყლაპვამდე;

ენზალუტამიდის კაფსულები მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე;

ენზალუტამიდის კაფსულებთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს მხოლოდ პაციენტს ან მასზე მზრუნველ პირს. ორსულობისას ან შესაძლო ორსულობისას, დაუშვებელია დაზიანებულ კაფსულებთან ფიზიკური კონტაქტი დამცავი ხელთათმანების გარეშე.

ენზალუტამიდის კაფსულების პარალელურად, მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა პრეპარატები.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს ენზალუტამიდის კაფსულები და უნდა მიმართოს ექიმს. შეიძლება მოიმატოს გულყრების ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკმა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას;

თუ გასულია მთლიანი დღე, მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს შემდეგ დღეს;

თუ ერთზე მეტი დღით მოხდა დოზის გამოტოვება, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ;

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

გულყრები

  • 000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდის კაფსულებს, გულყრები აღინიშნა 5 შემთხვევაში, ხოლო 1000 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს – <3 შემთხვევაში.

გულყრების რისკი შედარებით იმატებს თუ მიიღება ენზალუტამიდის კაფსულების რეკომენდებულზე მაღალი დოზები, მიიღება დამატებით ზოგიერთი სხვა პრეპარატი ან პაციენტს აქვს ზოგიერთი მდგომარეობა, რა დროსაც შეიძლება გაიზარდოს გულყრების განვითარების რისკი.

მკურნალობის დროს გულყრის განვითარების შემთხვევაში: დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. ექიმმა შეიძლება შეაჩეროს ენზალუტამიდის კაფსულებით მკურნალობა.

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (უშეს)

იშვიათ შემთხვევებში (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში), პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდის კაფსულებით, განვითარდა უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი, რომელიც თავის ტვინის იშვიათი და შექცევადი დარღვევაა. დაუყოვნებლიც უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ ცითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულყრა, პროგრესირებადი თავის ტკივილი, კონფუზია, სიბრმავე ან მხედველობის სხვა პრობლემები.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში): დაღლილობა, დაცემა, ძვლის მოტეხილობები, ალები, არტერიული ჰიპერტენზია.

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): თავის ტკივილი, შფოთვის შეგრძნება, კანის სიმშრალე, ქავილი, მეხსიერების დარღვევა, გულის არტერიების ბლოკირება (გულის იშემიური დაავადება), მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია), მოუსვენარი ფეხების სინდრომი (სხეულის ნაწილის მოძრაობის უკონტროლო სურვილი, როგორც წესი, ფეხის), კონცენტრაციის დაქვეითება, გულმავიწყობა, გემოვნების ცვლილება.

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): ჰალუცინაციები, აზროვნების გაძნელება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება არსებული ცნობების საფუძველზე შეიძლებელია): კუნთების ტკივილი, კუნთების კრამპები, კუნთების სისუსტე,

ზურგის ტკივილი, ეკგ-ში ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება), დყსპეპსია, გულისრევა, გამონაყარი, ღებინება, სახის, ტუჩები,ს ენის და/ან

ყელის შეშუპება, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს), ფაღარათი, წითელ წინწკლოვანი ან ლაქოვანი გამონაყარი კანზე, რაც შეიძლება წააგავდეს სამიზნეს ან “ხარის თვალებს” მუქი ფერის წითელი ცენტრალური ნაწილით, რომელიც გარშემორტყმულია შედარებით ბაცი წითელი რგოლისებრი მიდამოთი (მრავალფორმიანი ერითემა).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული. ასევე, პაციენტს შეუძლია გვერდითი მოვლენების შეტყობინება პირდაპირ ქვემოთ მოცემული ეროვნული შეტყობინების სისტემების საშუალებით. ყვითელი ბარათის სქემა

www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნეთ MHRA Yellow Card, Google Play-ის ან Apple App Store-ის საძიებო სისტემაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით პაციენტი დამატებით ინფორმაციას იძლევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • ენზალუტამიდის კაფსულების შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე სიმბოლოების ‘"EXP" შემდეგ (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის მოცილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ენზალუტამიდის კაფსულების შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ენზალიტამიდი. თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 40 მგ ენზალუტამიდს.

დამხმარე ნივთიერებებია კაპრილოკაპროილის მაკროგოლი-8 გლიცერიდები, ბუტილჰიდროქსიანისოლი (E320) და ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321).

რბილი კაფსულის გარსის ინგრედიენტებია ჟელატინი, სორბიტოლი თხევადი ნაწილობრივ დეჰიდრირებული, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საშუალო-ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, სტერიულური ტალკი (E553b) და საბეჭდი მელანი (შელაკი, რკინის ოქსიდი შავი, ამონიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენ გლიკოლი).

აკლია თავი ,, როგორ გამოიყრუერბა ენზალუტამიდის კაფსულები“ -

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Ltd, North Harrow, HA1 4HF, UK

აკორდ ჰელზქეა ლტდ, ჩრდილოეთ ჰეროუ, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

Pharmadox Healthcare Limited

Kw20a Kordin Industrial Park, Paola, PLA

3000, Malta

ფარმადოქს ჰელზქეა ლიმიტედ,

Kw20a კორდინ ინდუსტრიალ პარკ, პაოლა, PLA

3000, მალტა.

ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: მაისი 2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა