ემპაკროსი
EMPACROS
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისთვის • ემპაკროსი გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, რომელთა კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- empagliflozin
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BK03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045806
- რეგისტრირებულია
- 26 ივნისი 2026, მოქმედებს 26 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ემპაკროსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისთვის
- ემპაკროსი გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, რომელთა კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით.
- ემპაკროსი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მედიკამენტების გარეშე იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მეტფორმინის (დიაბეტის სხვა მედიკამენტი) მიღება.
- ემპაკროსი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მედიკამენტებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ. ეს შეიძლება იყოს პერორალურად მისაღები ან ინექციის სახით, მაგალითად, ინსულინის სახით მიღებული მედიკამენტები.
ემპაკროსი მოქმედებს თირკმელებში SGLT2 ცილის ბლოკირებით. ეს იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) გამოდევნას შარდში. ამგვარად, ემპაკროსი ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობას.
ეს მედიკამენტი ასევე ხელს უწყობს გულის დაავადებების პრევენციას მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში.
მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი დიეტის და ვარჯიშის გეგმის დაცვა ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად.
გულის უკმარისობა
- ემპაკროსი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული სიმპტომები.
თირკმლის ქრონიკული დაავადება
- ემპაკროსი გამოიყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, ზრდასრულ პაციენტებში.
რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი?
მე-2 ტიპის დიაბეტი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია როგორც თქვენი გენებით, ასევე თქვენი ცხოვრების წესით. თუ თქვენ გაქვთ მე-2 ტიპის დიაბეტი, თქვენი პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად და თქვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს საკუთარი ინსულინის ეფექტურად გამოყენებას. ეს იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
რა არის გულის უკმარისობა?
გულის უკმარისობა ვითარდება, როდესაც გული ძალიან სუსტია ან დაკარგული აქვს ელასტიურობა და ვერ ფუნქციონირებს სწორად. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება. გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი, მუდმივი დაღლილობის ან ძლიერი გადაღლილობის შეგრძნება და კოჭების შეშუპება.
ემპაკროსი იცავს თქვენს გულს დასუსტებისგან და აუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს.
რა არის თირკმლის ქრონიკული დაავადება?
თირკმლის ქრონიკული დაავადება არის გრძელვადიანი მდგომარეობა. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა ან თუნდაც თქვენივე იმუნური სისტემის მიერ თირკმელებზე შეტევით. როდესაც გაქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადება, თქვენმა თირკმელებმა შეიძლება თანდათან დაკარგონ სისხლის სწორად გაწმენდისა და ფილტრაციის უნარი. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა ფეხების შეშუპება, გულის უკმარისობა ან საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
ემპაკროსი იცავს თირკმელებს ფუნქციის დაკარგვისგან.
- რა უნდა იცოდეთ ემპაკროსის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი მივიღოთ
- ემპაკროსის რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. თუ გაქვთ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ექიმი გადაწყვეტს, გაზარდოს თუ არა დოზა 25 მგ-მდე დღეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, სისხლში შაქრის დონის კონტროლის მიზნით.
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემა, ექიმმა შეიძლება შეზღუდოს თქვენი დოზა 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.
- ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. არ შეცვალოთ დოზა, თუ ექიმი არ გირჩევთ.
ამ მედიკამენტის მიღება
- ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, წყალის დაყოლებით
- ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე
- ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, ეცადეთ, მიიღოთ ყოველდღე, ერთი და იგივე დროს. ეს დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ მისი მიღება.
თუ გაქვთ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ემპაკროსი სხვა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატთან ერთად. გახსოვდეთ, რომ ყველა მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებისამებრ, რათა მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს, თქვენი ჯანმრთელობისთვის.
შესაბამისი დიეტა და ვარჯიში ეხმარება თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთ გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიშის პროგრამა ემპაკროსის მიღების დროს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ემპაკროსი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ემპაკროსი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ემპაკროსის მიღება
რა უნდა გააკეთოთ, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დარჩა შემდეგ დოზამდე.
- თუ შემდეგ დოზამდე 12 საათი ან მეტი დარჩა, მიიღეთ ემპაკროსი, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
- თუ შემდეგ დოზამდე 12 საათზე ნაკლები დარჩა, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
- არ მიიღოთ ემპაკროსის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ემპაკროსის მიღებას
არ შეწყვიტოთ ემპაკროსის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ არ გაქვთ კეტოაციდოზზე ეჭვი (იხილეთ „კეტოაციდოზი“ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ განყოფილებაში). თუ გაქვთ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ემპაკროსის მიღების შეწყვეტისას შეიძლება სისხლში შაქრის დონე გაიზარდოს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია ემპაგლიფლოზინზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე
სიფრთხილის ზომები
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:
კეტოაციდოზი
- თუ განიცდით წონაში სწრაფ კლებას, გულისრევის შეგრძნებას ან ღებინებას, კუჭის ტკივილს, ძლიერ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, დაბნეულობას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, ტკბილ სუნს ამონასუნთქში, ტკბილი ან მეტალის გემოს პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებულ სუნს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს „კეტოაციდოზის“ ნიშანი - სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონის გამო, რაც ჩანს ანალიზებში. კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი შიმშილით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, დეჰიდრატაციით, ინსულინის დოზის უეცარი შემცირებით ან ინსულინის მომატებული მოთხოვნილებით, რაც გამოწვეულია დიდი ქირურგიული ჩარევის ან სერიოზული დაავადების გამო.
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ კეტოაციდოზი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება ექიმის შემდგომ რეკომენდაციამდე.
ამ მედიკამენტის მიღებამდე და მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ „1-ლი ტიპის დიაბეტი“. ეს ტიპი, როგორც წესი, იწყება ახალგაზრდობაში და თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს. თუ გაქვთ 1-ლი ტიპის დიაბეტი ემპაკროსი არ უნდა მიიღოთ.
- თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები - ექიმმა შეიძლება შეზღუდოს თქვენი დოზა 10 მგ-მდე დღეში ერთხელ ან გთხოვოთ სხვა მედიკამენტის მიღება (იხილეთ აგრეთვე მე-3 ნაწილი, „როგორ მივიღოთ ემპაკროსი“).
- თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები - ექიმმა შეიძლება გთხოვოთ სხვა მედიკამენტის მიღება.
- შესაძლოა გქონდეთ დეჰიდრატაციის რისკი, მაგალითად:
o თუ გაქვთ ღებინება, გაქვთ დიარეა ან ცხელება, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა
o თუ იღებთ შარდის გამოყოფის გამაძლიერებელ [შარდმდენებს] ან არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს
o თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის.
შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში „დეჰიდრატაცია“-ს ქვეშ. ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ემპაკროსის მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმიდან სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა. იკითხეთ დეჰიდრატაციის პრევენციის გზების შესახებ.
- თუ გაქვთ თირკმლის ან საშარდე გზების სერიოზული ინფექცია ცხელებით. ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ემპაკროსის მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არეში ტკივილი, მგრძნობელობა, სიწითლის ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია ცხელებით ან ზოგადი სისუსტის შეგრძნებით. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ნიშანი, რომელსაც ეწოდება შორისის ნეკროზული ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, რომელიც აზიანებს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენას მმკურნალობა საჭიროა დაუყოვნებლივ.
ტერფის მოვლა
ყველა დიაბეტით დაავადებული პაციენტის მსგავსად, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ ტერფები და დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა ტერფის მოვლასთან დაკავშირებით.
თირკმლის ფუნქცია
თქვენი თირკმელები უნდა შემოწმდეს ამ პრეპარატის მიღებამდე და მის მიღების დროს.
შარდში გლუკოზა
ამ პრეპარატის მოქმედების წესის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს თქვენს შარდში იქნება შაქარი.
ბავშვები და მოზარდები
მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ ემპაკროსის გამოყენება შეიძლება 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში,. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების მონაცემები არ არსებობს.
გულის უკმარისობის ან ქრონიკული თირკმლის დაავადების სამკურნალოდ ემპაკროსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან ის ამ პაციენტებში არ არის შესწავლილი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს:
- თუ იღებთ შარდის გამოყოფის გამაძლიერებელ მედიკამენტებს (შარდმდენები). ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ემპაკროსის მიღების შეწყვეტა. ორგანიზმიდან სითხის ჭარბი რაოდენობით დაკარგვის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში.
- თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. ექიმმა შეიძლება მოისურვოს ამ სხვა მედიკამენტების დოზის შემცირება, რათა თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის დონის მეტისმეტად დაწევა (ჰიპოგლიკემია).
- თუ იღებთ ლითიუმს, რადგან ემპაკროსს შეუძლია შეამციროს ლითიუმის რაოდენობა სისხლში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ემპაკროსი ორსულობის შემთხვევაში. უცნობია, საზიანოა თუ არა ემპაკროსი ნაყოფისთვის. არ გამოიყენოთ ემპაკროსი ძუძუთი კვების დროს. უცნობია, გადადის თუ არა ემპაკროსი დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ემპაკროსს აქვს მცირე გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ პრეპარატის მიღებამ სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მეტისმეტად დაწევა (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება და შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ ემპაკროსის მიღების დროს გრძნობთ თავბრუსხვევას.
ემპაკროსი შეიცავს ლაქტოზას
ემპაკროსი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ემპაკროსი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ ემპაკროსი
- რა არის ემპაკროსი და რისთვის გამოიყენება
ემპაკროსის 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებული „E25“, ხოლო მეორე მხარეს - გრავირების გარეშე.
ემპაკროსის ტაბლეტები იყიდება შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
ემპაკროსი შეიცავს ემპაგლიფლოზინს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს და მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება ნატრიუმ-გლუკოზის კო-ტრანსპორტერი 2 (SGLT-2) ინჰიბიტორები.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში 800 მგ-მდე ემპაგლიფლოზინის ერთჯერადი დოზებით და მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში 100 მგ-მდე ემპაგლიფლოზინის მრავალჯერადი დღიური დოზებით მიღებამ არ გამოავლინა რაიმე ტოქსიკურობა. ემპაგლიფლოზინმა გაზარდა შარდში გლუკოზის გამოყოფა, რამაც გამოიწვია შარდის მოცულობის ზრდა. შარდის მოცულობის დაფიქსირებული ზრდა არ იყო დოზადამოკიდებული და კლინიკურად მნიშვნელოვანი. ადამიანებში 800 მგ-ზე მეტი დოზებით მიღების გამოცდილება არ არსებობს.
თერაპია
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა დაიწყოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. ემპაგლიფლოზინის ჰემოდიალიზის გზით გამოყოფა არ არის შესწავლილი.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
- 5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
პვქ/პე/პვდქ – ალუმინის ფოლგის ბლისტერული შეფუთვა მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. შეფუთვის ზომა: 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში. 3 ასეთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
- 6 განადგურების სპეციალური ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციის“ და „შეფუთვისა და ნარჩენების შეფუთვის კონტროლის რეგულაციის“ შესაბამისად.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Abdi İbrahim İlaç San. and Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No:4 34467
Maslak /Sarıyer/İstanbul/Türkiye
ტელ: (0212) 366 84 00
ფაქსი: (0212) 276 20 20
- რეგისტრაციის ნომერი(ები)
- პირველი რ5ეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
პირველი რეგისტრაციის თარიღი:
ბოლო ხელახალი რეგისტრაციის თარიღი:
- ტექსტის გადახედვის თარიღი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
შარდმდენები
ემპაგლიფლოზინმა შეიძლება გააძლიეროს თიაზიდური და მარყუჟოვანი შარდმდენების დიურეზული ეფექტი და გაზარდოს დეჰიდრატაციისა და ჰიპოტენზიის რისკი (იხ. ნაწილი 4.4).
ინსულინი და ინსულინის სეკრეტაგოგები
ინსულინმა და ინსულინის სეკრეტაგოგებმა, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის რისკი. ამიტომ, ემპაგლიფლოზინთან კომბინაციაში გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან ინსულინის სეკრეტაგოგების უფრო დაბალი დოზა (იხ. ნაწილები 4.2 და 4.8).
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
სხვა სამკურნალო პროდუქტების გავლენა ემპაგლიფლოზინზე
ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანებში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა გლუკურონიდაცია ურიდინ 5'-დიფოსფოგლუკურონოზილტრანსფერაზებით UGT1A3, UGT1A8, UGT1A9 და UGT2B7.
ემპაგლიფლოზინი წარმოადგენს ადამიანის სატრანსპორტო ცილების OAT3, OATP1B1 და OATP1B3 სუბსტრატს, მაგრამ არა OAT1 და OCT2. ემპაგლიფლოზინი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის (P-gp) და სარძევე ჯირკვლის კიბოსადმი რეზისტენტობის ცილის (BCRP) სუბსტრატს.
ემპაგლიფლოზინის პრობენეციდთან, UGT ფერმენტების ინჰიბიტორთან და OAT3-თან ერთად მიღებამ გამოიწვია ემპაგლიფლოზინის პიკური კონცენტრაციის (Cmax) 26%-ით ზრდა პლაზმურ დონეზე და კონცენტრაცია-დროის მრუდქვეშა ფართობის (AUC) 53%-ით ზრდა. ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.
UGT ინდუქციის (მაგ., რიფამპიცინის ან ფენიტოინის მიერ ინდუქციის) ეფექტი ემპაგლიფლოზინზე არ არის შესწავლილი. UGT ფერმენტების ცნობილ ინდუქტორებთან ერთად მკურნალობა არ არის რეკომენდებული ეფექტურობის შემცირების პოტენციური რისკის გამო. თუ ამ UGT ფერმენტების ინდუქტორის ერთად მიღება აუცილებელია, გლიკემიური კონტროლის მონიტორინგი ემპაკროსზე რეაქციის შესაფასებლად მიზანშეწონილია. გემფიბროზილთან, OAT3 და OATP1B1/1B3 ტრანსპორტერების ინ ვიტრო ინჰიბიტორთან, ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ ემპაგლიფლოზინის Cmax გაიზარდა 15%-ით, ხოლო AUC - 59%-ით თანადანიშვნის შემდეგ. ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.
რიფამპიცინთან თანადანიშვნისას OATP1B1/1B3 ტრანსპორტერების ინჰიბირებამ გამოიწვია ემპაგლიფლოზინის Cmax-ის 75%-ით და ემპაგლიფლოზინის AUC-ის 35%-ით ზრდა. ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.
ემპაგლიფლოზინის ექსპოზიცია მსგავსი იყო ვერაპამილთან, P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორთან, ერთდროული დანიშვნისას და მის გარეშე, რაც მიუთითებს, რომ P-გლიკოპროტეინის ინჰიბირებას არ აქვს რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ემპაგლიფლოზინზე. ურთიერთქმედების კვლევები მიუთითებს, რომ ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს მეტფორმინთან, გლიმეპირიდთან, პიოგლიტაზონთან, სიტაგლიპტინთან, ლინაგლიპტინთან, ვარფარინთან, ვერაპამილთან, რამიპრილთან, სიმვასტატინთან, ტორასემიდთან და ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღება.
ემპაგლიფლოზინის გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე
ემპაგლიფლოზინმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის თირკმლისმიერი ექსკრეცია და შემცირდეს სისხლში ლითიუმის დონე. ემპაგლიფლოზინის მიღების დაწყების და დოზის შეცვლის შემდეგ, შრატში ლითიუმის კონცენტრაცია უფრო ხშირად უნდა გაკონტროლდეს. ლითიუმის შრატში კონცენტრაციის მონიტორინგისთვის, გთხოვთ, პაციენტი გადააგზავნოთ ექიმთან, რომელმაც დანიშნა ლითიუმი.
ინ ვიტრო კვლევების საფუძველზე, ემპაგლიფლოზინი არ ახდენს CYP450 იზოფორმების ინჰიბირებას, ინაქტივირებას. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს UGT1A1, UGT1A3, UGT1A8, UGT1A9 ან UGT2B7. ამიტომ, ემპაგლიფლოზინთან და ამ ფერმენტების თანმხლებ სუბსტრატებთან CYP450-ის და UGT-ის ძირითადი იზოფორმების მქონე წამლისმიერი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
ემპაგლიფლოზინი თერაპიული დოზებით არ აინჰიბირებს P-gp-ს. ინ ვიტრო კვლევების საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ემპაგლიფლოზინს ექნება ურთიერთქმედება აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც წარმოადგენენ P-gp-ის სუბსტრატებს. დიგოქსინის, P-gp სუბსტრატის, ემპაგლიფლოზინთან ერთად მიღებამ გამოიწვია დიგოქსინის AUC-ის 6%-ით და Cmax-ის 14%-ით ზრდა. ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.
ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს ადამიანის სატრანსპორტო ცილებს, როგორიცაა OAT3, OATP1B1 და OATP1B3 ინ ვიტრო კლინიკურად მნიშვნელოვან პლაზმურ კონცენტრაციებში და, შესაბამისად, ამ სატრანსპორტო ცილების სუბსტრატებთან წამლისმიერი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული ურთიერთქმედების კვლევები მიუთითებს, რომ ემპაგლიფლოზინს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა მეტფორმინის, გლიმეპირიდის, პიოგლიტაზონის, სიტაგლიპტინის, ლინაგლიპტინის, სიმვასტატინის, ვარფარინის, რამიპრილის, დიგოქსინის, შარდმდენების და პერორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე.
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
ემპაკროსი
25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მიიღება პერორალურად.
- აქტიური ინგრედიენტი: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ემპაგლიფლოზინს.
- ექსციპიენტები (არააქტიური ინგრედიენტები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი, ოპადრი 02B220010 ყვითელი, HPMC 2910 / ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
გთხოვთ, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ სხვებს.
- ამ პრეპარატის გამოყენების დროს, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
- ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მითითებული წესები. გამოიყენეთ მხოლოდ თქვენთვის რეკომენდებული დოზა; არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
რა შედის ამ ჩანართში
- რა არის ემპაკროსი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ემპაკროსის მიღებამდე
- როგორ მივიღოთ ემპაკროსი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ შევინახოთ ემპაკროსი
- რა არის ემპაკროსი და რისთვის გამოიყენება
ემპაკროსის 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებული „E25“, ხოლო მეორე მხარეს - გრავირების გარეშე.
ემპაკროსის ტაბლეტები იყიდება შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
ემპაკროსი შეიცავს ემპაგლიფლოზინს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს და მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება ნატრიუმ-გლუკოზის კო-ტრანსპორტერი 2 (SGLT-2) ინჰიბიტორები.
რისთვის გამოიყენება ემპაკროსი
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტისთვის
- ემპაკროსი გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, რომელთა კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით.
- ემპაკროსი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მედიკამენტების გარეშე იმ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მეტფორმინის (დიაბეტის სხვა მედიკამენტი) მიღება.
- ემპაკროსი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მედიკამენტებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ. ეს შეიძლება იყოს პერორალურად მისაღები ან ინექციის სახით, მაგალითად, ინსულინის სახით მიღებული მედიკამენტები.
ემპაკროსი მოქმედებს თირკმელებში SGLT2 ცილის ბლოკირებით. ეს იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) გამოდევნას შარდში. ამგვარად, ემპაკროსი ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობას.
ეს მედიკამენტი ასევე ხელს უწყობს გულის დაავადებების პრევენციას მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში.
მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი დიეტის და ვარჯიშის გეგმის დაცვა ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად.
გულის უკმარისობა
- ემპაკროსი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული სიმპტომები.
თირკმლის ქრონიკული დაავადება
- ემპაკროსი გამოიყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, ზრდასრულ პაციენტებში.
რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი?
მე-2 ტიპის დიაბეტი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია როგორც თქვენი გენებით, ასევე თქვენი ცხოვრების წესით. თუ თქვენ გაქვთ მე-2 ტიპის დიაბეტი, თქვენი პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად და თქვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს საკუთარი ინსულინის ეფექტურად გამოყენებას. ეს იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
რა არის გულის უკმარისობა?
გულის უკმარისობა ვითარდება, როდესაც გული ძალიან სუსტია ან დაკარგული აქვს ელასტიურობა და ვერ ფუნქციონირებს სწორად. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები და საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება. გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი, მუდმივი დაღლილობის ან ძლიერი გადაღლილობის შეგრძნება და კოჭების შეშუპება.
ემპაკროსი იცავს თქვენს გულს დასუსტებისგან და აუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს.
რა არის თირკმლის ქრონიკული დაავადება?
თირკმლის ქრონიკული დაავადება არის გრძელვადიანი მდგომარეობა. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა ან თუნდაც თქვენივე იმუნური სისტემის მიერ თირკმელებზე შეტევით. როდესაც გაქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადება, თქვენმა თირკმელებმა შეიძლება თანდათან დაკარგონ სისხლის სწორად გაწმენდისა და ფილტრაციის უნარი. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა ფეხების შეშუპება, გულის უკმარისობა ან საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება.
ემპაკროსი იცავს თირკმელებს ფუნქციის დაკარგვისგან.
- რა უნდა იცოდეთ ემპაკროსის მიღებამდე
არ მიიღოთ ემპაკროსი
- თუ გაქვთ ალერგია ემპაგლიფლოზინზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:
კეტოაციდოზი
- თუ განიცდით წონაში სწრაფ კლებას, გულისრევის შეგრძნებას ან ღებინებას, კუჭის ტკივილს, ძლიერ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, დაბნეულობას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, ტკბილ სუნს ამონასუნთქში, ტკბილი ან მეტალის გემოს პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებულ სუნს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს „კეტოაციდოზის“ ნიშანი - სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონის გამო, რაც ჩანს ანალიზებში. კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი შიმშილით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, დეჰიდრატაციით, ინსულინის დოზის უეცარი შემცირებით ან ინსულინის მომატებული მოთხოვნილებით, რაც გამოწვეულია დიდი ქირურგიული ჩარევის ან სერიოზული დაავადების გამო.
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ კეტოაციდოზი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება ექიმის შემდგომ რეკომენდაციამდე.
ამ მედიკამენტის მიღებამდე და მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ „1-ლი ტიპის დიაბეტი“. ეს ტიპი, როგორც წესი, იწყება ახალგაზრდობაში და თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს. თუ გაქვთ 1-ლი ტიპის დიაბეტი ემპაკროსი არ უნდა მიიღოთ.
- თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები - ექიმმა შეიძლება შეზღუდოს თქვენი დოზა 10 მგ-მდე დღეში ერთხელ ან გთხოვოთ სხვა მედიკამენტის მიღება (იხილეთ აგრეთვე მე-3 ნაწილი, „როგორ მივიღოთ ემპაკროსი“).
- თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები - ექიმმა შეიძლება გთხოვოთ სხვა მედიკამენტის მიღება.
- შესაძლოა გქონდეთ დეჰიდრატაციის რისკი, მაგალითად:
o თუ გაქვთ ღებინება, გაქვთ დიარეა ან ცხელება, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა
o თუ იღებთ შარდის გამოყოფის გამაძლიერებელ [შარდმდენებს] ან არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს
o თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის.
შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში „დეჰიდრატაცია“-ს ქვეშ. ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ემპაკროსის მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმიდან სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა. იკითხეთ დეჰიდრატაციის პრევენციის გზების შესახებ.
- თუ გაქვთ თირკმლის ან საშარდე გზების სერიოზული ინფექცია ცხელებით. ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ემპაკროსის მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არეში ტკივილი, მგრძნობელობა, სიწითლის ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია ცხელებით ან ზოგადი სისუსტის შეგრძნებით. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ნიშანი, რომელსაც ეწოდება შორისის ნეკროზული ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, რომელიც აზიანებს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენას მმკურნალობა საჭიროა დაუყოვნებლივ.
ტერფის მოვლა
ყველა დიაბეტით დაავადებული პაციენტის მსგავსად, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ ტერფები და დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა ტერფის მოვლასთან დაკავშირებით.
თირკმლის ფუნქცია
თქვენი თირკმელები უნდა შემოწმდეს ამ პრეპარატის მიღებამდე და მის მიღების დროს.
შარდში გლუკოზა
ამ პრეპარატის მოქმედების წესის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს თქვენს შარდში იქნება შაქარი.
ბავშვები და მოზარდები
მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ ემპაკროსის გამოყენება შეიძლება 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში,. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების მონაცემები არ არსებობს.
გულის უკმარისობის ან ქრონიკული თირკმლის დაავადების სამკურნალოდ ემპაკროსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან ის ამ პაციენტებში არ არის შესწავლილი.
სხვა მედიკამენტები და ემპაკროსი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს:
- თუ იღებთ შარდის გამოყოფის გამაძლიერებელ მედიკამენტებს (შარდმდენები). ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ემპაკროსის მიღების შეწყვეტა. ორგანიზმიდან სითხის ჭარბი რაოდენობით დაკარგვის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში.
- თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. ექიმმა შეიძლება მოისურვოს ამ სხვა მედიკამენტების დოზის შემცირება, რათა თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის დონის მეტისმეტად დაწევა (ჰიპოგლიკემია).
- თუ იღებთ ლითიუმს, რადგან ემპაკროსს შეუძლია შეამციროს ლითიუმის რაოდენობა სისხლში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ემპაკროსი ორსულობის შემთხვევაში. უცნობია, საზიანოა თუ არა ემპაკროსი ნაყოფისთვის. არ გამოიყენოთ ემპაკროსი ძუძუთი კვების დროს. უცნობია, გადადის თუ არა ემპაკროსი დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ემპაკროსს აქვს მცირე გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ამ პრეპარატის მიღებამ სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მეტისმეტად დაწევა (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება და შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ ემპაკროსის მიღების დროს გრძნობთ თავბრუსხვევას.
ემპაკროსი შეიცავს ლაქტოზას
ემპაკროსი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ემპაკროსი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
- როგორ მივიღოთ ემპაკროსი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი მივიღოთ
- ემპაკროსის რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. თუ გაქვთ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ექიმი გადაწყვეტს, გაზარდოს თუ არა დოზა 25 მგ-მდე დღეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, სისხლში შაქრის დონის კონტროლის მიზნით.
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემა, ექიმმა შეიძლება შეზღუდოს თქვენი დოზა 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.
- ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. არ შეცვალოთ დოზა, თუ ექიმი არ გირჩევთ.
ამ მედიკამენტის მიღება
- ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, წყალის დაყოლებით
- ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე
- ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, ეცადეთ, მიიღოთ ყოველდღე, ერთი და იგივე დროს. ეს დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ მისი მიღება.
თუ გაქვთ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ემპაკროსი სხვა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატთან ერთად. გახსოვდეთ, რომ ყველა მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებისამებრ, რათა მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს, თქვენი ჯანმრთელობისთვის.
შესაბამისი დიეტა და ვარჯიში ეხმარება თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის უკეთ გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიშის პროგრამა ემპაკროსის მიღების დროს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ემპაკროსი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ემპაკროსი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ მედიკამენტის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ემპაკროსის მიღება
რა უნდა გააკეთოთ, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დარჩა შემდეგ დოზამდე.
- თუ შემდეგ დოზამდე 12 საათი ან მეტი დარჩა, მიიღეთ ემპაკროსი, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
- თუ შემდეგ დოზამდე 12 საათზე ნაკლები დარჩა, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
- არ მიიღოთ ემპაკროსის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ემპაკროსის მიღებას
არ შეწყვიტოთ ემპაკროსის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ არ გაქვთ კეტოაციდოზზე ეჭვი (იხილეთ „კეტოაციდოზი“ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ განყოფილებაში). თუ გაქვთ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ემპაკროსის მიღების შეწყვეტისას შეიძლება სისხლში შაქრის დონე გაიზარდოს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს:
მძიმე ალერგიული რეაქცია, იშვიათად აღინიშნება (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს)
მძიმე ალერგიული რეაქციის შესაძლო ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
- სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება)
კეტოაციდოზი, იშვიათად აღინიშნება (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს)
ეს არის კეტოაციდოზის ნიშნები (იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი, „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“):
- შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონე
- წონის სწრაფი კლება
- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
- კუჭის ტკივილი
- ძლიერი წყურვილი
- სწრაფი და ღრმა სუნთქვა
- დაბნეულობა
- უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა
- ტკბილი სუნი სუნთქვაში, ტკბილი ან მეტალის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი.
ეს შეიძლება გამოვლინდეს სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ემპაკროზით მკურნალობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით მოვლენებს:
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), ძალიან ხშირად გვხვდება (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
თუ ემპაკროსს იღებთ სხვა მედიკამენტთან ერთად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დაბალი დონე, როგორიცაა სულფონილშარდოვანა ან ინსულინი, სისხლში შაქრის დაბალი დონის განვითარების რისკი უფრო მაღალია. სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
- კანკალი, ოფლიანობა, ძლიერი შფოთვა ან დაბნეულობა, გულისცემის აჩქარება
- ძლიერი შიმშილი, თავის ტკივილი
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქრის დაბალ დონეს და რა უნდა გააკეთოთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი შენიშნეთ. თუ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის სიმპტომები, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები, შაქრის მაღალი შემცველობის საჭმელი ან დალიეთ ხილის წვენი. თუ შესაძლებელია, გაიზომეთ სისხლში შაქარი და დაისვენეთ.
საშარდე გზების ინფექცია, ხშირად გვხვდება (შეიძლებააღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს)
საშარდე გზების ინფექციის ნიშნებია:
- წვის შეგრძნება შარდვის დროს
- მღვრიე შარდი
- ტკივილი მენჯის არეში ან წელის შუა ნაწილის ტკივილი (თირკმლების ინფექციის დროს)
შარდვის გახშირებული სურვილი ან უფრო ხშირი შარდვა შეიძლება გამოწვეული იყოს ემპაკროსის მოქმედებით, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშნები. თუ შეამჩნევთ ასეთი სიმპტომების გაძლიერებას, ასევე უნდა მიმართოთ ექიმს.
დეჰიდრატაცია, ძალიან ხშირად გვხვდება (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
დეჰიდრატაციის ნიშნები არ არის სპეციფიკური, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს:
- უჩვეულო წყურვილი
- თავბრუსხვევა ან ადგომისას თავბრუსხვევა
- გონების დაკარგვა ან გონების დაკარგვა
ემპაკროსის მიღებისას სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი
- გენიტალური სოკოვანი ინფექცია (რძიანა)
- ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა ან უფრო ხშირი შარდვის საჭიროება
- ქავილი
- გამონაყარი ან კანის სიწითლე - რასაც შეიძლება ახლდეს ქავილი და მოიცავდეს ამობურცულ ლაქებს, სითხის გამოყოფას ან ბუშტუკებს
- წყურვილი
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს სისხლში ცხიმის (ქოლესტერინის) დონის მომატება
- ყაბზობა
არახშირი
- ჭინჭრის ციება
- დაჭიმულობა ან ტკივილი შარდის ბუშტის დაცლისას
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს თირკმლის ფუნქციის შემცირება (კრეატინინი ან შარდოვანა)
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს სისხლში სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მომატება (ჰემატოკრიტი)
იშვიათი
- შორისის ნეკროზული ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებს შორის არსებული რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექცია და ანუსის
ძალიან იშვიათი
- თირკმელების ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში.
- როგორ შევინახოთ ემპაკროსი
შეინახეთ 25ºC-ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ემპაკროსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ემპაკროსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში! გთხოვთ, გადასცეთ ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No:4
34467 Maslak
Sarıyer / İstanbul/ Türkiye
მწარმოებელი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Esenyurt / İstanbul/ Türkiye
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


