რაქიტის პროფილაქტიკა; D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში, რომლებსაც არ გააჩნიათ შეწოვის დარღვევები; რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილ ბავშვებში; D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორბციის დროს; რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა; ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კოლეკალციფეროლი (colecalciferol)
- ფორმა და შეფუთვა
- 375მკგ/მლ (15000სე/მლ) 10მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- PJSC «Technolog», უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები
- ATC კოდი
- A11CC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035829
- რეგისტრირებულია
- 8 ივლისი 2022, მოქმედებს 8 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC «Technolog» (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დროპი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რაქიტის პროფილაქტიკა;
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში, რომლებსაც არ გააჩნიათ შეწოვის დარღვევები;
რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილ ბავშვებში;
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორბციის დროს;
რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა;
ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება პერორალურად.
რაქიტის პროფილაქტიკა: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 500 სე) დღეში.
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც არ გააჩნიათ შეწოვის დარღვევები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 500 სე) დღეში.
ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი მკურნალობა: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 1000 სე) დღეში.
რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილებში: დოზას ექიმი განსაზღვრავს.
საერთო რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 1000 სე) დღეში.
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორციის დროს: დოზას ინდივიდუალურად ექიმი განსაზღვრავს. საერთო რეკომენდირებული დოზა შეადგენს 6-10 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 3000- 5000 სე) დღეში.
რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა: დოზას განსაზღვრავს ინდივიდუალურად ექიმი დაავადების მიმდინარეობის და სიმძიმის მიხედვით. D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობის საერთო რეკომენდირებული დოზა ახალშობილებისა და ბავშვებისთვის შეადგენს 2-10 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 1000-5000 სე) დღეში. დოზას D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობისას განსაზღვრავს ინდივიდუალურად ექიმი დაავადების მიმდინარეობის და სიმძიმის მიხედვით.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლში კრეატინინის დონის და სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი. საჭიროებისამებრ დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის მიხედვით.
გამოყენების ხანგრძლივობა და წესი.
ბავშვებს უნიშნავენ პრეპარატს რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით, სიცოცხლის მეორე კვირიდან სიცოცხლის პირველი წლის ბოლომდე. სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის შემდგომი გამოყენების აუცილებლობა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
პატარა ბავშვებს წვეთებს უმატებენ ჩაის კოვზში წყალთან, რძესთან ან ბავშვთა საკვებთან ერთად. თუ წვეთებს ამატებენ ბავშვთა საკვების ბოთლში ან თეფშში საჭმლით, აუცილებელია საკვების მთლიანად მიღებაში დარწმუნება, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია გარანტიების მიცემა პრეპარატის მთლიანი დოზის მიღებაზე. პრეპარატი ემატება საკვებს დაუყოვნებლივ მისი გამოყენების წინ.
მოზრდილებმა და უფროსი ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ პრეპარატი კოვზით სითხესთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზე და ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია D3 ვიტამინის დეფიციტით, ერთი წლის განმავლობაში გრძელდება.
1 წვეთი შეიცავს 500 სე D3 ვიტამინს. იმისთვის, რომ პრეპარატის დოზა ზუსტად იქნას გაზომილი, ჩაწვეთებისას ფლაკონი 45° კუთხით უნდა დაიკავოთ.
D3 ვიტამინის 1000 სე-ზე მაღალი დოზების გამოყენებისას, ასევე პრეპარატის უწყვეტი მიღებისას, უნდა გაკონტროლდეს კალციუმის დონე სისხლის შრატში.
ბავშვები.
გამოიყენება ბავშვებში სიცოცხლის მეორე კვირიდან.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია, D ჰიპერვიტამინოზი, სარკოიდოზი, თირკმელების უკმარისობა, ნეფროლითიაზი, ტუბერკულოზი.
ფსევდოჰიპოპარათირეოზი (D ვიტამინის საჭიროება შეიძლება უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ვიტამინის მიმართ ნორმალური მგრძნობელობის პერიოდში). D ვიტამინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების რისკი. ასეთ სიტუაციებში გამოყენეული უნდა იქნას D ვიტამინი სხვა სამკურნალო ფორმებში, რათა უფრო მარტივი იყოს კონცენტრაციის გაკონტროლება. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზური უკმარისობით.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალება იმობილიზირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდებს, გულის გლიკოზიდებს, პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.
პრეპარატის გამოყენების დროს აუცილებელია D3 ვიტამინის დამატებითი მიწოდების გათვალისწინება (D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატების კომბინირებული მიღება).
კომბინირებული თერაპია D ვიტამინის ან კალციუმის გამოყენებით უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის კონტროლით.
გარკვეული საჭიროების ინდივიდუალური უზრუნველყოფა უნდა ითვალისწინებდეს ამ ვიტამინის მიწოდების ყველა შესაძლო წყაროს.
პრეპარატის ძალიან მაღალი დოზები, რომლებიც მიიღება ხანგრძლივად, ან დარტყმითი დოზები შეიძლება D3 ქრონიკული ჰიპერვიტამინოზის მიზეზი იყოს.
ბავშვის D ვიტამინის სადღეღამისო საჭიროების და მისი გამოყენების წესის განსაზღვრა ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და ყოველ ჯერზე მოხდეს მისი ვერიფიკაცია პერიოდული გამოკვლევების დროს, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში.
სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებში, რომლებიც დაიბადნენ პატარა ზომის წინა ყიფლიბანდით.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული კალციუმის მაღალ დოზებთან ერთად.
პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია კალციუმის, ფოსფატების და შაქრის დონის კონტროლი სისხლის შრატსა და შარდში.
აუცილებელია პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღება მოითხოვს თირკმელების ფუნქციის კონტროლს სისხლის შრატში კრეატინინის დონის მიხედვით.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ქალებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ფენიტოინი და ფენობარბიტალი, ასევე რიფამპიცინი, აქვეითებენ D3 ვიტამინის ეფექტს.
თიაზიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის რისკს.
გულის გლიკოზიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს მათი ტოქსიკური მოქმედება (ზრდის გულის არითმიების დარღვევის განვითარების რისკს).
პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ ანტაციდებთან, რომლებიც ალუმინს ან მაგნიუმს შეიცავენ, შეიძლება მოახდინოს ძვლებზე ალუმინის ტოქსიკური ზემოქმედების და ჰიპერმაგნიემიის პროვოცირება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.
კეტოკონაზოლმა შესაძლებელია შეამციროს 1,25(OH)2-ქოლეკალციფეროლის ბიოსინთეზი და კატაბოლიზმი.
მეტაბოლიტებთან ან D ვიტამინის ანალოგებთან D3 ვიტამინის ერთდროული დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის სახით და მხოლოდ სისხლის შრატში კალციუმის დონის კონტროლის პირობით (იზრდება ტოქსიკური ეფექტების რისკი).
სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც კალციუმის ან ფოსფორის მაღალ დოზებს შეიცავენ, ზრდის ჰიპერფოსფატემიის რისკს.
D ვიტამინს შეუძლია მოახდინოს სამკურნალო საშუალებების ანტაგონიზირება, რომლებიც გამოიყენება ჰიპერკალციემიისას, როგორიც არის კალციტონინი, ეტიდრონატი, პამიდრონატი.
სხეულის მასის შემცირებისთვის (ორლისტატი) და ქოლესტეროლის დონის შემცირებისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს D ვიტამინის და სხვა ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში D ვიტამინი საჭირო რაოდენობით უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს. უნდა გაკონტროლდეს D ვიტამინის ორგანიზმში მიწოდება.
D ვიტამინის სადღეღამისო დოზები 500 სე-მდე. უცნობია რისკები D ვიტამინის დოზების მითითებულ დიაპაზონში გამოყენებისას. თავიდან უნდა იქნას არიდებული D ვიტამინით ჭარბი დოზირება ჰიპერკალციემიის შესაძლო განვითარების გამო.
D ვიტამინის სადღეღამისო დოზები 500 სე-ზე ზევით. პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ორსულობის პერიოდში მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, მკაცრად რეკომენდირებული დოზირებით. თავი უნდა იქნას არიდებული D ვიტამინით ხანგრძლივ ჭარბ დოზირებას ჰიპერკალციემიის შესაძლო განვითარების გამო, რაც იწვევს ნაყოფის ფიზიკური და გონებრივი განვითარების მანკებს, აორტის სტენოზს და რეთინოპათიას ბავშვებში.
D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები დედის რძეში აღწევენ. მონაცემები სავარაუდო ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დღეისათვის არ არსებობს შეტყობინებები პრეპარატის მავნე ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მაგრამ ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეკომენდირებულია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა, ნერვული სისტემის მხრივ შესაძლო გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, არ აღინიშნება რეკომენდირებული დოზებით მიღებისას.
D3 ვიტამინის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, რაც იშვიათად აღინიშნება, ან ძალიან მაღალი დოზების გამოყენების შედეგად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოვლინდეს D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი.
საჭმლის მომნელებლი ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, სიმშრალე პირის ღრუში, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილი, დიარეა, დისპეფსია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ფსიქიკის დარღვევა, დეპრესია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლში და/ან შარდში კალციუმის დონის მომატება, შარდკენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია, ურემია, პოლიურია.
კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, ართრალგია, კუნთების სისუსტე.
მხედველობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, ფოტომგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერქოლესტერინემია, სხეულის მასის დაკარგვა, პოლიდიფსია, გაძლიერებული ოფლის გამოყოფა, პანკრეატიტი.
ჰეპათობილიარული სისტემის მხრივ: ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება.
ფსიქიკის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება.
ასევე იყო შეტყობინებები რინორეის, ჰიპერთერმიის, პირის სიმშრალის აღნიშვნის შესახებ.
ბენზილის სპირტის შემცველობასთან დაკავშირებით (15 მგ/მლ), პრეპარატმა შეიძლება ანაფილაქტოიდური რეაქციები გამოიწვიოს.
ჭარბი დოზა
D3 ვიტამინი არეგულირებს კალციუმის და ფოსფატების მეტაბოლიზმს, ჭარბი დოზირების შემდეგ წარმოიქმნება ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, თირკმლის კალცინატები და ძვლების დაზიანებები, ასევე ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ჰიპერკალციემია წარმოიქმნება D3 ვიტამინის დღეში 50000-100000 სე გამოყენების შემდეგ.
ჭარბი დოზირებისას შეიძლება შემდეგი ეფექტები განვითარდეს: კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პოლიდიფსია, პოლიურია, ძილიანობა, ფოტომგრძნობელობა, პანკრეატიტი, რინორეა, ჰიპერთერმია, ლიბიდოს დაქვეითება, კონიუნქტივიტი, ჰიპერქოლესტერინემია, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის არითმია და ურემია. ხშირ სიმპტომებს წარმოადგენენ: ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, თავის ტკივილი, სხეულის მასის დაკარგვა. ვითარდება თირკმელების ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, კალიუმის მომატებული დაკარგვით, ჰიპოსტენურიით, ნიქტურიით და საშუალო ხარისხის არტერიული წნევის მომატებით.
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია რქოვანას შემღვრევა, უფრო იშვიათად - მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, ფერადი გარსის ანთება კატარაქტის განვითარებამდე.
შეიძლება წარმოიქმნას კონკრემენტები თირკმელებში, გაკირიანება რბილ ქსოვილებში, როგორიც არის სისხლძარღვები, გული, ფილტვები და კანი.
იშვიათად ვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე.
მკურნალობა. ჭარბი დოზირება ჰიპერკალციემიის მკურნალობას მოითხოვს. აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ჰიპერკალციემიის ხარისხის მიხედვით რეკომენდირებულია დიეტა კალციუმის დაბალი შემცველობით ან კალციუმის გარეშე, დიდი რაოდენობით სითხის მოხმარება, ფორსირებული დიურეზი, რომელიც ინდუცირებულია ფუროსემიდის შეყვანით, ასევე გლუკოკორტიკოიდების და კალციტონინის მიღება.
თირკმელების ნორმალური ფუნქციისას კალციუმის დონე დანამდვილებით მცირდება ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარის შეყვანის დროს (3-6 ლიტრი 24 საათის განმავლობაში) ფუროსემიდის დამატებით, ზოგიერთ შემთხვევაში ასევე უნდა იქნას გამოყენებული ნატრიუმის ედეტატის 15 მგ/კგ სხეულის მასაზე /სთ, კალციუმის დონის და ეკგ-ს მუდმივი კონტროლით. ოლიგოანურიის დროს, პირიქით, ჰემოდიალიზი აუცილებელია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3);
ხსნარის 1 მლ შეიცავს 375 მკგ (15 000 სე) ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3-ს);
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთი; შაქარი თეთრი კრისტალური; ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, დოდეკაჰიდრატი; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; ბენზილის სპირტი; ანისის არომატიზატორი; გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა. ორალური წვეთები, ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქომიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი დამახასიათებელი ანისის სუნით, დასაშვებია ოპალესცენციის არსებობა.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ ინახება მჭიდროდ დახურული თავსახურით მაცივარში (+2°C-დან +8°C-მდე) არაუმეტეს 6 თვისა.
შეფუთვა.
10 მლ მუქი შუშის ფლაკონში; თითო ფლაკონი საცობი-საწვეთურით მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინები. D ვიტამინის და მისი ანალოგების პრეპარატები. ქოლეკალციფეროლი.
ათქ კოდი A11C C05.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ვიტამინი D3 - აქტიური ანტირაქიტული ფაქტორია. D3 ვიტამინის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს კალციუმის და ფოსფატების მეტაბოლიზმის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის სწორ მინერალიზაციას და ზრდას.
ვიტამინი D3 - ესაა D ვიტამინის ბუნებრივი ფორმა, რომელიც წარმოიქმნება ცხოველებსა და ადამიანებში. D2 ვიტამინთან შედარებით მას ახასიათებს უფრო მაღალი აქტივობა (25%-ით).
იგი აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების, ნაწლავების, თირკმელების და ძვლოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების შეწოვაში, მინერალური მარილების ტრანსპორტში და ძვლების კალციფიკაციის პროცესში, არეგულირებს თირკმელების მიერ კალციუმის და ფოსფატების გამოყოფას. კალციუმის იონების კონცენტრაცია ზემოქმედებას ახდენს რიგ მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც განაპირობებს ჩონჩხის მუსკულატურის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ნერვული აღგზნების გატარებაში და ზეგავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე. ვიტამინი D3 ასევე მონაწილეობას იღებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, რაც ზეგავლენას ახდენს ლიმფოკინების წარმოებაზე.
D3 ვიტამინის დეფიციტი საკვებში, მისი შეწოვის შესუსტება, კალციუმის დეფიციტი, ასევე ექსპოზიციის არარსებობა მზის შუქზე ბავშვის სწრაფი ზრდის პერიოდში იწვევს რაქიტს, ხოლო მოზრდილებში - ოსტეომალაციას, ორსულ ქალებში - ტეტანიის სიმპტომების გაჩენას და შემდგომში ჩვილ ბავშვებში კბილის ემალის წარმოუქმნელობას.
მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან ოსტეოპოროზით, ჰორმონალურ დარღვევებთან დაკავშირებით, აუცილებელია D3 ვიტამინის დოზის გაზრდა.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა. D3 ვიტამინის წყლის ხსნარი უკეთესად შეიწოვება ზეთოვან ხსნართან შედარებით. დღენაკლულ ბავშვებში ნაღვლის არასაკმარისი წარმოქმნა და ნაწლავებში მიწოდება ხდება, რაც არღვევს ვიტამინების შეწოვას ზეთოვანი ხსნარების სახით.
პერორალური გამოყენების შემდეგ ქოლეკალციფეროლი შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
განაწილება. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და დედის რძეში.
მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზდება ღვიძლსა და თირკმელებში, გადაიქცევა რა აქტიურ მეტაბოლიტად - კალციტრიოლად, რომლის შეკავშირება ხდება ცილა-მატარებელთან და ტრანსპორტირდება სამიზნე ორგანოებში (ნაწლავები, ძვლები, თირკმელები). სისხლში ნახევარდაშლის პერიოდი რამდენიმე დღე-ღამეს შეადგენს და შეიძლება გახანგრძლივდეს თირკმელების დაავადების შემთხვევაში.
გამოყოფა. გამოიყოფა შარდით და განავლით.
D3 ვიტამინი მონაწილეობას იღებს ორგანიზმში ფოსფორის და კალციუმის ცვლის დარეგულირებაში პრეპარატის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
D3 ვიტამინის მიღებიდან უკვე 48 საათის შემდმეგ აღინიშნება ქოლეკალციფეროლის დონის მომატება სისხლის შრატში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
დროპი
(DROPI)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3);
ხსნარის 1 მლ შეიცავს 375 მკგ (15 000 სე) ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3-ს);
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთი; შაქარი თეთრი კრისტალური; ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, დოდეკაჰიდრატი; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი; ბენზილის სპირტი; ანისის არომატიზატორი; გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა. ორალური წვეთები, ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქომიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი დამახასიათებელი ანისის სუნით, დასაშვებია ოპალესცენციის არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ვიტამინები. D ვიტამინის და მისი ანალოგების პრეპარატები. ქოლეკალციფეროლი.
ათქ კოდი A11C C05.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ვიტამინი D3 - აქტიური ანტირაქიტული ფაქტორია. D3 ვიტამინის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს კალციუმის და ფოსფატების მეტაბოლიზმის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის სწორ მინერალიზაციას და ზრდას.
ვიტამინი D3 - ესაა D ვიტამინის ბუნებრივი ფორმა, რომელიც წარმოიქმნება ცხოველებსა და ადამიანებში. D2 ვიტამინთან შედარებით მას ახასიათებს უფრო მაღალი აქტივობა (25%-ით).
იგი აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების, ნაწლავების, თირკმელების და ძვლოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების შეწოვაში, მინერალური მარილების ტრანსპორტში და ძვლების კალციფიკაციის პროცესში, არეგულირებს თირკმელების მიერ კალციუმის და ფოსფატების გამოყოფას. კალციუმის იონების კონცენტრაცია ზემოქმედებას ახდენს რიგ მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც განაპირობებს ჩონჩხის მუსკულატურის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ნერვული აღგზნების გატარებაში და ზეგავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე. ვიტამინი D3 ასევე მონაწილეობას იღებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, რაც ზეგავლენას ახდენს ლიმფოკინების წარმოებაზე.
D3 ვიტამინის დეფიციტი საკვებში, მისი შეწოვის შესუსტება, კალციუმის დეფიციტი, ასევე ექსპოზიციის არარსებობა მზის შუქზე ბავშვის სწრაფი ზრდის პერიოდში იწვევს რაქიტს, ხოლო მოზრდილებში - ოსტეომალაციას, ორსულ ქალებში - ტეტანიის სიმპტომების გაჩენას და შემდგომში ჩვილ ბავშვებში კბილის ემალის წარმოუქმნელობას.
მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან ოსტეოპოროზით, ჰორმონალურ დარღვევებთან დაკავშირებით, აუცილებელია D3 ვიტამინის დოზის გაზრდა.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა. D3 ვიტამინის წყლის ხსნარი უკეთესად შეიწოვება ზეთოვან ხსნართან შედარებით. დღენაკლულ ბავშვებში ნაღვლის არასაკმარისი წარმოქმნა და ნაწლავებში მიწოდება ხდება, რაც არღვევს ვიტამინების შეწოვას ზეთოვანი ხსნარების სახით.
პერორალური გამოყენების შემდეგ ქოლეკალციფეროლი შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
განაწილება. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და დედის რძეში.
მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზდება ღვიძლსა და თირკმელებში, გადაიქცევა რა აქტიურ მეტაბოლიტად - კალციტრიოლად, რომლის შეკავშირება ხდება ცილა-მატარებელთან და ტრანსპორტირდება სამიზნე ორგანოებში (ნაწლავები, ძვლები, თირკმელები). სისხლში ნახევარდაშლის პერიოდი რამდენიმე დღე-ღამეს შეადგენს და შეიძლება გახანგრძლივდეს თირკმელების დაავადების შემთხვევაში.
გამოყოფა. გამოიყოფა შარდით და განავლით.
D3 ვიტამინი მონაწილეობას იღებს ორგანიზმში ფოსფორის და კალციუმის ცვლის დარეგულირებაში პრეპარატის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
D3 ვიტამინის მიღებიდან უკვე 48 საათის შემდმეგ აღინიშნება ქოლეკალციფეროლის დონის მომატება სისხლის შრატში.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები.
რაქიტის პროფილაქტიკა;
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში, რომლებსაც არ გააჩნიათ შეწოვის დარღვევები;
რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილ ბავშვებში;
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორბციის დროს;
რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა;
ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი მკურნალობა.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია, D ჰიპერვიტამინოზი, სარკოიდოზი, თირკმელების უკმარისობა, ნეფროლითიაზი, ტუბერკულოზი.
ფსევდოჰიპოპარათირეოზი (D ვიტამინის საჭიროება შეიძლება უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ვიტამინის მიმართ ნორმალური მგრძნობელობის პერიოდში). D ვიტამინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების რისკი. ასეთ სიტუაციებში გამოყენეული უნდა იქნას D ვიტამინი სხვა სამკურნალო ფორმებში, რათა უფრო მარტივი იყოს კონცენტრაციის გაკონტროლება. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზური უკმარისობით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ფენიტოინი და ფენობარბიტალი, ასევე რიფამპიცინი, აქვეითებენ D3 ვიტამინის ეფექტს.
თიაზიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის რისკს.
გულის გლიკოზიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს მათი ტოქსიკური მოქმედება (ზრდის გულის არითმიების დარღვევის განვითარების რისკს).
პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ ანტაციდებთან, რომლებიც ალუმინს ან მაგნიუმს შეიცავენ, შეიძლება მოახდინოს ძვლებზე ალუმინის ტოქსიკური ზემოქმედების და ჰიპერმაგნიემიის პროვოცირება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.
კეტოკონაზოლმა შესაძლებელია შეამციროს 1,25(OH)2-ქოლეკალციფეროლის ბიოსინთეზი და კატაბოლიზმი.
მეტაბოლიტებთან ან D ვიტამინის ანალოგებთან D3 ვიტამინის ერთდროული დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის სახით და მხოლოდ სისხლის შრატში კალციუმის დონის კონტროლის პირობით (იზრდება ტოქსიკური ეფექტების რისკი).
სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც კალციუმის ან ფოსფორის მაღალ დოზებს შეიცავენ, ზრდის ჰიპერფოსფატემიის რისკს.
D ვიტამინს შეუძლია მოახდინოს სამკურნალო საშუალებების ანტაგონიზირება, რომლებიც გამოიყენება ჰიპერკალციემიისას, როგორიც არის კალციტონინი, ეტიდრონატი, პამიდრონატი.
სხეულის მასის შემცირებისთვის (ორლისტატი) და ქოლესტეროლის დონის შემცირებისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს D ვიტამინის და სხვა ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვა.
გამოყენების თავისებურებანი
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალება იმობილიზირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდებს, გულის გლიკოზიდებს, პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.
პრეპარატის გამოყენების დროს აუცილებელია D3 ვიტამინის დამატებითი მიწოდების გათვალისწინება (D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატების კომბინირებული მიღება).
კომბინირებული თერაპია D ვიტამინის ან კალციუმის გამოყენებით უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის კონტროლით.
გარკვეული საჭიროების ინდივიდუალური უზრუნველყოფა უნდა ითვალისწინებდეს ამ ვიტამინის მიწოდების ყველა შესაძლო წყაროს.
პრეპარატის ძალიან მაღალი დოზები, რომლებიც მიიღება ხანგრძლივად, ან დარტყმითი დოზები შეიძლება D3 ქრონიკული ჰიპერვიტამინოზის მიზეზი იყოს.
ბავშვის D ვიტამინის სადღეღამისო საჭიროების და მისი გამოყენების წესის განსაზღვრა ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და ყოველ ჯერზე მოხდეს მისი ვერიფიკაცია პერიოდული გამოკვლევების დროს, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში.
სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებში, რომლებიც დაიბადნენ პატარა ზომის წინა ყიფლიბანდით.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული კალციუმის მაღალ დოზებთან ერთად.
პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია კალციუმის, ფოსფატების და შაქრის დონის კონტროლი სისხლის შრატსა და შარდში.
აუცილებელია პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღება მოითხოვს თირკმელების ფუნქციის კონტროლს სისხლის შრატში კრეატინინის დონის მიხედვით.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ქალებში.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში D ვიტამინი საჭირო რაოდენობით უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს. უნდა გაკონტროლდეს D ვიტამინის ორგანიზმში მიწოდება.
D ვიტამინის სადღეღამისო დოზები 500 სე-მდე. უცნობია რისკები D ვიტამინის დოზების მითითებულ დიაპაზონში გამოყენებისას. თავიდან უნდა იქნას არიდებული D ვიტამინით ჭარბი დოზირება ჰიპერკალციემიის შესაძლო განვითარების გამო.
D ვიტამინის სადღეღამისო დოზები 500 სე-ზე ზევით. პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ორსულობის პერიოდში მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, მკაცრად რეკომენდირებული დოზირებით. თავი უნდა იქნას არიდებული D ვიტამინით ხანგრძლივ ჭარბ დოზირებას ჰიპერკალციემიის შესაძლო განვითარების გამო, რაც იწვევს ნაყოფის ფიზიკური და გონებრივი განვითარების მანკებს, აორტის სტენოზს და რეთინოპათიას ბავშვებში.
D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები დედის რძეში აღწევენ. მონაცემები სავარაუდო ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
დღეისათვის არ არსებობს შეტყობინებები პრეპარატის მავნე ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მაგრამ ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეკომენდირებულია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა, ნერვული სისტემის მხრივ შესაძლო გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით.
გამოყენების წესი და დოზირება.
გამოიყენება პერორალურად.
რაქიტის პროფილაქტიკა: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 500 სე) დღეში.
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც არ გააჩნიათ შეწოვის დარღვევები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 500 სე) დღეში.
ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი მკურნალობა: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 1000 სე) დღეში.
რაქიტის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილებში: დოზას ექიმი განსაზღვრავს.
საერთო რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 1000 სე) დღეში.
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორციის დროს: დოზას ინდივიდუალურად ექიმი განსაზღვრავს. საერთო რეკომენდირებული დოზა შეადგენს 6-10 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 3000- 5000 სე) დღეში.
რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა: დოზას განსაზღვრავს ინდივიდუალურად ექიმი დაავადების მიმდინარეობის და სიმძიმის მიხედვით. D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობის საერთო რეკომენდირებული დოზა ახალშობილებისა და ბავშვებისთვის შეადგენს 2-10 წვეთს (D3 ვიტამინის დაახლოებით 1000-5000 სე) დღეში. დოზას D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობისას განსაზღვრავს ინდივიდუალურად ექიმი დაავადების მიმდინარეობის და სიმძიმის მიხედვით.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლში კრეატინინის დონის და სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი. საჭიროებისამებრ დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის მიხედვით.
გამოყენების ხანგრძლივობა და წესი.
ბავშვებს უნიშნავენ პრეპარატს რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით, სიცოცხლის მეორე კვირიდან სიცოცხლის პირველი წლის ბოლომდე. სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის შემდგომი გამოყენების აუცილებლობა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
პატარა ბავშვებს წვეთებს უმატებენ ჩაის კოვზში წყალთან, რძესთან ან ბავშვთა საკვებთან ერთად. თუ წვეთებს ამატებენ ბავშვთა საკვების ბოთლში ან თეფშში საჭმლით, აუცილებელია საკვების მთლიანად მიღებაში დარწმუნება, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია გარანტიების მიცემა პრეპარატის მთლიანი დოზის მიღებაზე. პრეპარატი ემატება საკვებს დაუყოვნებლივ მისი გამოყენების წინ.
მოზრდილებმა და უფროსი ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ პრეპარატი კოვზით სითხესთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზე და ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია D3 ვიტამინის დეფიციტით, ერთი წლის განმავლობაში გრძელდება.
1 წვეთი შეიცავს 500 სე D3 ვიტამინს. იმისთვის, რომ პრეპარატის დოზა ზუსტად იქნას გაზომილი, ჩაწვეთებისას ფლაკონი 45° კუთხით უნდა დაიკავოთ.
D3 ვიტამინის 1000 სე-ზე მაღალი დოზების გამოყენებისას, ასევე პრეპარატის უწყვეტი მიღებისას, უნდა გაკონტროლდეს კალციუმის დონე სისხლის შრატში.
ბავშვები.
გამოიყენება ბავშვებში სიცოცხლის მეორე კვირიდან.
ჭარბი დოზირება.
D3 ვიტამინი არეგულირებს კალციუმის და ფოსფატების მეტაბოლიზმს, ჭარბი დოზირების შემდეგ წარმოიქმნება ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, თირკმლის კალცინატები და ძვლების დაზიანებები, ასევე ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ჰიპერკალციემია წარმოიქმნება D3 ვიტამინის დღეში 50000-100000 სე გამოყენების შემდეგ.
ჭარბი დოზირებისას შეიძლება შემდეგი ეფექტები განვითარდეს: კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პოლიდიფსია, პოლიურია, ძილიანობა, ფოტომგრძნობელობა, პანკრეატიტი, რინორეა, ჰიპერთერმია, ლიბიდოს დაქვეითება, კონიუნქტივიტი, ჰიპერქოლესტერინემია, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის არითმია და ურემია. ხშირ სიმპტომებს წარმოადგენენ: ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, თავის ტკივილი, სხეულის მასის დაკარგვა. ვითარდება თირკმელების ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, კალიუმის მომატებული დაკარგვით, ჰიპოსტენურიით, ნიქტურიით და საშუალო ხარისხის არტერიული წნევის მომატებით.
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია რქოვანას შემღვრევა, უფრო იშვიათად - მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, ფერადი გარსის ანთება კატარაქტის განვითარებამდე.
შეიძლება წარმოიქმნას კონკრემენტები თირკმელებში, გაკირიანება რბილ ქსოვილებში, როგორიც არის სისხლძარღვები, გული, ფილტვები და კანი.
იშვიათად ვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე.
მკურნალობა. ჭარბი დოზირება ჰიპერკალციემიის მკურნალობას მოითხოვს. აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ჰიპერკალციემიის ხარისხის მიხედვით რეკომენდირებულია დიეტა კალციუმის დაბალი შემცველობით ან კალციუმის გარეშე, დიდი რაოდენობით სითხის მოხმარება, ფორსირებული დიურეზი, რომელიც ინდუცირებულია ფუროსემიდის შეყვანით, ასევე გლუკოკორტიკოიდების და კალციტონინის მიღება.
თირკმელების ნორმალური ფუნქციისას კალციუმის დონე დანამდვილებით მცირდება ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარის შეყვანის დროს (3-6 ლიტრი 24 საათის განმავლობაში) ფუროსემიდის დამატებით, ზოგიერთ შემთხვევაში ასევე უნდა იქნას გამოყენებული ნატრიუმის ედეტატის 15 მგ/კგ სხეულის მასაზე /სთ, კალციუმის დონის და ეკგ-ს მუდმივი კონტროლით. ოლიგოანურიის დროს, პირიქით, ჰემოდიალიზი აუცილებელია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, არ აღინიშნება რეკომენდირებული დოზებით მიღებისას.
D3 ვიტამინის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, რაც იშვიათად აღინიშნება, ან ძალიან მაღალი დოზების გამოყენების შედეგად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოვლინდეს D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი.
საჭმლის მომნელებლი ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, სიმშრალე პირის ღრუში, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილი, დიარეა, დისპეფსია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ფსიქიკის დარღვევა, დეპრესია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლში და/ან შარდში კალციუმის დონის მომატება, შარდკენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია, ურემია, პოლიურია.
კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, ართრალგია, კუნთების სისუსტე.
მხედველობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, ფოტომგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერქოლესტერინემია, სხეულის მასის დაკარგვა, პოლიდიფსია, გაძლიერებული ოფლის გამოყოფა, პანკრეატიტი.
ჰეპათობილიარული სისტემის მხრივ: ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება.
ფსიქიკის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება.
ასევე იყო შეტყობინებები რინორეის, ჰიპერთერმიის, პირის სიმშრალის აღნიშვნის შესახებ.
ბენზილის სპირტის შემცველობასთან დაკავშირებით (15 მგ/მლ), პრეპარატმა შეიძლება ანაფილაქტოიდური რეაქციები გამოიწვიოს.
ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ ინახება მჭიდროდ დახურული თავსახურით მაცივარში (+2°C-დან +8°C-მდე) არაუმეტეს 6 თვისა.
შეფუთვა.
10 მლ მუქი შუშის ფლაკონში; თითო ფლაკონი საცობი-საწვეთურით მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი.
კერძო სააქციო საზოგადოება „ტექნოლოგი“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 20300, ჩერკასის ოლქი, ქალაქი უმანი, ქ. სტარაია პრორეზნაია, 8.
/ხელმოწერა/
ბ.ა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
