პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

დოსტინექსი

DOSTINEX

რეცეპტით0,5მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

DOSTINEX-ი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კაბერგოლინს და მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც დოფამინის აგონისტები ეწოდება. დოფამინი ბუნებრივად წარმოიქმნება ტვინში და ეხმარება ტვინისთვის შეტყობინებების გადაცემაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაბერგოლინი (cabergoline)
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ ტაბლეტი №2
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, პროლაქტინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
G02CB03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0364
რეგისტრირებულია
10 აგვისტო 2022, მოქმედებს 10 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადოსტინექსი და სხვა წამალი ერთად

დოსტინექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

DOSTINEX-ი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კაბერგოლინს და მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც დოფამინის აგონისტები ეწოდება. დოფამინი ბუნებრივად წარმოიქმნება ტვინში და ეხმარება ტვინისთვის შეტყობინებების გადაცემაში.

DOSTINEX-ი ხელმისაწვდომია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში, ტენიანობის დამცავი პოლიპროპილენის (PP) თავსახურით. შეფუთვა შეიცავს 2 ან 8 ჭრილიან ტაბლეტს.

DOSTINEX-ი გამოიყენება რძის წარმოების თავიდან ასაცილებლად (ლაქტაცია) ბავშვის დაბადებისთანავე, მკვდრადშობადობის, მუცლის მოშლის ან აბორტის შემდეგ, ან როდესაც ბავშვი არ უნდა იკვებებოდეს ძუძუთი. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როდესაც თქვენ გჭირდებათ ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა.

DOSTINEX-ი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პროლაქტინის მაღალი დონის გამომუშავების შედეგად გამოწვეული სხვა ჰორმონალური დარღვევით ავადმყოფობის სამკურნალოდ. ეს მოიცავს მენსტრუაციის არარსებობას, იშვიათ ან ძალიან მსუბუქ მენსტრუაციას, პერიოდებს, რომლებშიც ოვულაცია არ ხდება და რძე გამოიყოფა სარძევე ჯირკვლებიდან ძუძუთი კვების გარეშე. ის ასევე მოიცავს პროლაქტინის მაღალ დონეს მამაკაცებსა და ქალებში, რაც გამოწვეულია ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნით, რომელიც მდებარეობს ტვინში და აკონტროლებს ჰორმონებს, ან გაურკვეველი მიზეზების გამო.

კაბერგოლინი სისხლში პროლაქტინის დონის შესამცირებლად დოფამინის მოქმედებას ბაძავს. პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც ძუძუში რძის წარმოებას ასტიმულირებს.

DOSTINEX-ი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მოზრდილებში. არ არის შესაფერისი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა.

DOSTINEX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

DOSTINEX-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში

თუ;

ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) კაბერგოლინის, სხვა პრეპარატების, ერგოტის ალკალოიდების (მაგ. პერგოლიდი, ბრომოკრიპტინი, ლიზურიდი, ერგოტამინი ან ერგომეტრინი) ან ამ წამლის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზა და ლეიცინი);

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;

გაქვთ ორსულობის ტოქსემიად (მოწამვლა) ცნობილი სხეულზე გავრცელებული შეშუპება, ცილა შარდში და მაღალი არეტერიული წნევა;

მკურნალობთ გრძნობებისა და აზრების აშლილობის ფსიქიატრიული დაავადებების (ფსიქოზის) სამკურნალოდ გამოსაყენებელი მედიკამენტების ჯგუფით - ანტიფსიქოტიკებით, ანდა გაქვთ მშობიარობასთან დაკავშირებული ფსიქიატრიული დაავადების ანამნეზი (მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი);

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ;

DOSTINEX-ით დიდი ხანი თუ უნდა იმკურნალოთ და გაქვთ გულის სარქველების გამკვრივება და ანთება (გულის ვალვულოპათია);

გაქვთ ან გქონდათ შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მუცლის ღრუზე, ფილტვებზე ანდა გულზე.

DOSTINEX-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:

გაქვთ ან გქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, დოსტინექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

გაქვთ გულისა და სისხლძარღვების დაავადება (კარდიოვასკულური დაავადება);

შემცივნება ხელებსა და ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო (რეინოს სინდრომი);

უზმოზე გაქვთ კუჭის შემაწუხებელი ტკივილი (პეპტიური წყლული) ან სისხლდენა კუჭსა და ნაწლავებში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა);

გაქვთ სერიოზული ფსიქიკური დაავადება, განსაკუთრებით ფსიქიკური აშლილობის ანამნეზი;

გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება;

თირკმლის პათოლოგიური ფუნქცია ან თირკმლის დაავადება;

გაქვთ მშობიარობის შემდეგ არტერიული წნევის მომატების შემთხვევები;

თუ წარმოიშობა შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მუცლის ღრუზე, ფილტვებზე ანდა გულზე.

თუ მკურნალობთ DOSTINEX-ით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი თქვენი გულის, ფილტვების და თირკმელების მდგომარეობას შეამოწმებს. ექიმი ასევე მოითხოვს ექოკარდიოგრამას (ეკგ) მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეგულარული ინტერვალებით. შემაერთებელი ქსოვილის წარმოშობის შემთხვევაში საჭირო გახდება მკურნალობის შეწყვეტა.

თუ გაქვთ დაბალი წნევა (პოსტურული ჰიპოტენზია) ან იღებთ რაიმე წამალს, რომელიც ამცირებს თქვენს წნევას.

თქვენ ანდა თქვენი ოჯახი/მომვლელი თუ შეამჩნევთ რომ თქვენთვის უჩვეულო ფორმით ქცევის სურვილი გაქვთ და თქვენთვის ანდა სხვებისთვის ზიანის მიყენების სურვილს, იმპულსებსა და ცდუნებებს ვერ უმკლავდებით, აცნობეთ ექიმს. მათ იმპულსების კონტროლის აშლილობას უწოდებენ და შეიძლება მოიცავდეს აზარტულ თამაშს, უზომო ჭამას ან ფულის დახარჯვას, არანორმალურად მაღალ სექსუალურ ლტოლვას ან სექსუალური აზრებისა და გრძნობების ზრდას. ამ შემთხვევაში თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის შეცვლა ან შემცირება.

რეკომენდირებულია ქალებმა, რომლებიც იღებენ DOSTINEX-ს ხანგრძლივ პერიოდის განმავლობაში ჰორმონალური დარღვევების გამო, რეგულარულად გაიარონ გინეკოლოგიური გამოკვლევები, ნაცხის ტესტების ჩათვლით. ექიმი გააგრძელებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, სანამ თქვენ იღებთ DOSTINEX-ის ტაბლეტებს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

DOSTINEX-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

რეკომენდებულია DOSTINEX-ის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, რათა შემცირდეს გულისრევა ან ღებინება (დეტალებისთვის იხილეთ ნაწილი 3).

მიღების წესი და დოზირება

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებულია DOSTINEX-ის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, რათა შემცირდეს გულისრევა ან ღებინება.

რძის წარმოების თავიდან ასაცილებლად (ლაქტაცია): 1 მგ (ორი 0,5 მგ ტაბლეტი) მშობიარობიდან პირველ დღეს.

ძუძუთი კვების შეწყვეტა: 0.25 მგ (ნახევარი DOSTINEX 0.5 მგ ტაბლეტი) ყოველ 12 საათში ორი დღის განმავლობაში.

პროლაქტინის დონის შესამცირებლად სხვა სიტუაციებში: თავდაპირველად უნდა მიიღოთ ერთი 0,5 მგ ტაბლეტი (მიღებული ორ დოზად) განაწილებული ერთ კვირაზე (მაგალითად, ნახევარი ტაბლეტი ორშაბათს და მეორე ნახევარი ხუთშაბათს). დოზა გაიზრდება მაქსიმალურ დოზამდე 4,5 მგ კვირაში ან სანამ მკურნალობაზე სრულ პასუხს არ მიიღებთ. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ დღეში.

ტაბლეტის გამოყენების პირველ დღეებში რეკომენდირებულია ნელ-ნელა შეცვალოთ თქვენი პოზიცია ჯდომის, დგომის ან დაწოლისას; წინააღმდეგ შემთხვევაში წამალმა შეიძლება შეამციროს თქვენი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა პოზიციის შეცვლისას. ასევე რეკომენდირებულია მოერიდოთ ალკოჰოლს და სხვა წამლებს, რომლებიც იწვევენ ძილიანობას, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ თავბრუსხვევის რისკი.

მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი არტერიული წნევის შემოწმება. შესაძლოა საჭირო გახდეს საშვილოსნოს ყელის (საშვილოსნოს ყელის) ან საშვილოსნოს კედლის უჯრედების გინეკოლოგიური შეფასება.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

მიღება ბავშვებში:

DOSTINEX -ის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის 16 წლამდე ასაკის პაციენტებში.

DOSTINEX-ი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ზრდასრულებში. არ არის შესაფერისი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მიღება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში კაბერგოლინის მითითებული ჩვენების გამო ჩატარებული კვლევების რაოდენობა მცირეა. არსებული მონაცემები არ მიუთითებს რაიმე განსაკუთრებულ რისკზე.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

არ არის კონკრეტული გამოყენების რეკომენდაციები.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ იღებთ DOSTINEX-ის ხანგრძლივ მკურნალობას და გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ექიმი დოსტინექსის დაბალ დოზებს დაგინიშნავთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ DOSTINEX -ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი DOSTINEX-ი მიიღეთ:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი DOSTINEX-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, კუჭის ჩივილები, არტერიული წნევის დაქვეითება, დაბნეულობა, ფსიქოზი ან ჰალუცინაციები.

თუ დაგავიწყდათ DOSTINEX -ის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად და აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ ტაბლეტების მიღების გახსენების პრობლემა.

დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

DOSTINEX-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ DOSTINEX-ი. ექიმთან შეუთანხმებლად არ უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს DOSTINEX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

არანორმალური ან უჩვეულო აზრები (უცნობი).

გულის სარქველისა და მასთან დაკავშირებული დარღვევები, მაგ. სითხის გაჟონვა (პერიკარდიული გამონაჟონი) ან ანთება (პერიკარდიტი) პერიკარდიუმში. ეს არის ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში). ადრეული სიმპტომები შეიძლება იყოს ერთი ან რამოდენიმე: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულის პალპიტაცია, სისუსტის შეგრძნება, გულმკერდის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მენჯის (საზარდულის ან მუცლის ქვედა ნაწილში) ტკივილი ან ფეხებში შეშუპება. ეს შეიძლება იყოს ფილტვის ფიბროზის სახელით ცნობილი მდგომარეობის პირველი ნიშნები, რომელმაც შესაძლებელია ფილტვებზე, გულზე/გულის სარქველებზე ან ზურგის ქვედა ნაწილზე მოახდინოს გავლენა.

ფართოდ გავრცელებული ქავილიანი გამონაყარის განვითარება, სუნთქვის გაძნელება ხიხინით ან მის გარეშე, სისუსტის შეგრძნება, სხეულის ან ენის აუხსნელი შეშუპება ან სხვა სიმპტომები, რომლებიც გამოჩნდება ამ წამლის მიღებიდან მალევე, რაც გაგრძნობინებთ თავს ცუდად, შეიძლება მიუთითებდეს ალერგიულ რეაქციაზე.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ აღგენიშნებათ ერთ-ერთი სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია DOSTINEX-ზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

გრძნობების, მოთხოვნილების ან სურვილების შეკავების შეუძლებლობა, რითაც შეიძლება თვენს თავს ან სხვებს ზიანი მიაყენოთ, რომელიც ქვევით ჩამოთვლილ (სიხშირე უცნობია) სიმპტომებს შეიცავს:

აზარტული თამაშების ძლიერი სურვილი, მიუხედავად სერიოზული პირადი ან ოჯახური შედეგებისა

სექსუალური ინტერესის ზრდა და უეცარი ცვალებადობა თქვენთვის და სხვა ადამიანისთვის შფოთვის გამომწვევის დონეზე, დაქვეითება, აგრესიულობა, მაგ: სექსუალური ლტოლვის გაზრდა

უკონტროლო შოპინგი და ხარჯვა.

უზომო ჭამა (ბევრი საკვების მიღება მოკლე დროში) ან სიხარბე (ჩვეულზე მეტის ჭამა ან იმაზე ბევრად მეტის ჭამა, ვიდრე საჭიროა შიმშილის დასათრგუნად).

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

უკუჩვენებები

თუ,

  • თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) კაბერგოლინის, სხვა ერგოტის ალკალოიდების მედიკამენტების (მაგ. პერგოლიდი, ბრომოკრიპტინი, ლიზურიდი, ერგოტამინი ან ერგომეტრინი) ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზა და ლეიცინი);
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;
  • თუ გაქვთ მაღალი წნევა ორგანიზმში გავრცელებული შეშუპებით (შეშუპებით), რომელიც ცნობილია როგორც ორსულობის ტოქსემია (მოწამვლა) და ცილა შარდში;
  • თუ თქვენ მკურნალობთ ანტიფსიქოტიკებით, რომლებიც არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების (ფსიქოზი) სამკურნალოდ, რომელშიც გრძნობები და აზრები დაქვეითებულია, ან თუ გაქვთ მშობიარობასთან დაკავშირებული ფსიქიატრიული დაავადების ისტორია (მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი);
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ;
  • თუ თქვენ მკურნალობთ დოსტინექსით დიდი ხნის განმავლობაში და გაქვთ გულის სარქველების გამკვრივება და ანთება (გულის ვალვულოპათია)
  • თუ გაქვთ ან გქონდათ ინტრააბდომინალური შემაერთებელი ქსოვილის (ფიბროზული ქსოვილის) ზრდა, რომელიც გავლენას ახდენს კუჭზე, ფილტვებზე ან გულზე.

გამოიყენეთ დოსტინექსი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში

თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დოსტინექსის მიღებამდე:

  • თუ გაქვთ გულის და სისხლძარღვების დაავადება (გულ-სისხლძარღვთა დაავადება);
  • შემცივნება ხელებსა და ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო (რეინოს სინდრომი);
  • თუ უზმოზე გაქვთ კუჭის შემაწუხებელი ტკივილი (პეპტიური წყლული) ან სისხლდენა კუჭსა და ნაწლავებში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა);
  • თუ გაქვთ სერიოზული ფსიქიკური დაავადება, განსაკუთრებით ფსიქიკური აშლილობის ისტორია;
  • ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება;
  • თირკმლის პათოლოგიური ფუნქცია ან თირკმლის დაავადება;
  • თუ მშობიარობის შემდეგ დაფიქსირდა არტერიული წნევის მატება;
  • თუ მოხდა შემაერთებელი ქსოვილის მომატება (ფიბროზული რეაქციები), რომელიც გავლენას ახდენს თქვენს გულზე, ფილტვებზე ან მუცელზე.

თუ თქვენ მკურნალობთ დოსტინექსით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენი გულის, ფილტვების და თირკმელების მდგომარეობას. ის ასევე მოითხოვს ექოკარდიოგრამას (გულის ულტრაბგერითი ტესტი) მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეგულარული ინტერვალებით. შემაერთებელი ქსოვილის მატებისას (ფიბროზული რეაქციების განვითარების შემთხვევაში) მკურნალობა უნდა შეწყდეს.

  • თუ გაქვთ დაბალი წნევა (პოსტურალური ჰიპოტენზია) ან იღებთ რაიმე წამალს, რომელიც ამცირებს თქვენს წნევას.

თუ ახლახანს იმშობიარეთ, შესაძლოა გარკვეული რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ.ეს შეიძლება მოიცავდეს არტერიულ წნევას, გულის შეტევას, კრუნჩხვებს, ინსულტს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.ამიტომ ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი წნევა მკურნალობის დროს რეგულარულად.გულმკერდის ტკივილი ან უჩვეულო ძლიერი ან მუდმივი თავის ტკივილი( ეს იქნება მხედველობის პრობლემა თუ არა) აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

უთხარით თქვენს ექიმს,თუ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს/მომვლელს შეამჩნევთ, რომ გაგიჩნდათ სურვილი ან მოთხოვნილება რომ მოიქცეთ თქვენთვის უცნაურად და რომ არ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ სურვილს, მოთხოვნილებას ან ცდუნებას გააკეთოთ გარკვეული აქტივობები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენს ან სხვებს.მათ იმპულსების კონტროლის აშლილობას უწოდებენ და შეიძლება მოიცავდეს აზარტულ თამაშს, უზომო ჭამას ან ფულის დახარჯვას.არანორმალურ სექსუალურ ლტოლვას ან სექსუალურ აზრებისა და გრძნობების ზრდას.ამ შემთხვევაში თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის შეცვლა ან შემცირება.

რეკომენდირებულია ქალებმა, რომლებიც იღებენ დოსტინექსის ხანგრძლივ მკურნალობას ჰორმონალური დარღვევების გამო, რეგულარულად გაიარონ გინეკოლოგიური გამოკვლევები, ნაცხის ტესტების ჩათვლით.

თქვენი ექიმი გააგრძელებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, სანამ იღებთ დოსტინექსის ტაბლეტებს.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

დოსტინექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

რეკომენდებულია დოსტინექსის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, რათა შემცირდეს გულისრევა ან ღებინება (დეტალებისთვის იხილეთ ნაწილი 3).

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, DOSTINEX-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ დაორსულდეთ DOSTINEX-ის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. თუ დაორსულდებით DOSTINEX-ით მკურნალობის დროს, შეწყვიტეთ DOSTINEX-ის მიღება და აცნობეთ ექიმს. ვინაიდან DOSTINEX-მა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი პათოლოგიები ორსულობის დროს მისი გამოყენებისას, ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენს ორსულობას ამ მხრივ.

არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ უნდა გამოიყენოთ DOSTINEX-ი, თუ გეგმავთ ძუძუთი კვებას, რადგან DOSTINEX-ი ხელს შეგიშლით ბავშვისთვის რძის გამომუშავებაში. თუ უნდა გამოიყენოთ DOSTINEX-ი, მაშინ უნდა გამოიყენოთ ბავშვის კვების სხვა მეთოდი.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

ზოგიერთ შემთხვევაში, DOSTINEX-მა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და უეცარი ძილიანობა ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნების ან გაცნობიერების გარეშე. DOSTINEX-ით მკურნალობის დროს არ მართოთ მანქანა, არ გამოიყენოთ დანადგარები და არ ჩაერთოთ ისეთ საქმიანობაში, რომელიც მოითხოვს გონებრივ სიფხიზლეს ან კოორდინაციას. ასეთ შემთხვევაში, ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა თქვენი DOSTINEX-ით მკურნალობა გაგრძელდეს.

DOSTINEX-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

DOSTINEX-ი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

DOSTINEX-ის ეფექტურობის შემამცირებელ მედიკამენტებად შეიძლება ჩაითვალოს ქვემოთ ჩამოთვლილი:

ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ., ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი);

გულისრევისა და ღებინების სამკურნალო საშუალებები (მაგ. დომპერიდონი, მეტოკლოპრამიდი).

სისხლში DOSTINEX-ის რაოდენობის გაზრდით გვერდითი ეფექტების გამზრდელ მედიკამენტებად შეიძლება ჩაითვალოს ქვემოთ ჩამოთვლილი:

პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები (მაგ. როპინიროლი, პრამიპექსოლი, აპომორფინი);

შაკიკის ძლიერი ტკივილის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პერგოლიდი, ბრომოკრიპტინი, ლიზურიდი, ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი, ერგომეტრინი ან მეთისერგიდი);

ანტიბიოტიკები (მაგ. ერითრომიცინი).

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიანხშირი: ვლინდება 10-დან სულმცირე 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიანიშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი

გაბრუება,

გულისრევა,

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

ბალანსის დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო),

კუჭის ტკივილი,

საჭმლის მონელების დარღვევა,

ანთება კუჭის ფენებს შორის

სისუსტე

სხეულის სიძლიერის დაკარგვა,

დაღლილობა.

ხშირი:

ყაბზობა,

ბუნდოვანი ხედვა,

მშობიარობის შემდგომ უსიმპტომო დაბალი არტერიული წნევა,

ძუძუს ტკივილი,

დეპრესია,

ძილის დარღვევა,

დღის განმავლობაში გადაჭარბებული ძილი,

ღებინება,

დაბალი არტერიული წნევა,

ცხელება

არახშირი:

თმის ცვენა,

ძლიერი ქავილი,

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები,

ჰაერის უკმარისობა,

დაღლილობა,

ცხვირიდან სისხლდენა,

ფეხის კრუნჩხვები,

ქსოვილებში სითხის შეგროვების გამო შეშუპება,

გამონაყარი,

არარეგულარული ან ძლიერი გულისცემა (პალპიტაცია),

დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება,

ჰემოგლობინის დაქვეითება მათში, ვისი მენსტრუაცია წყდება და აღდგება;

მხედველობის დროებითი ნაწილობრივი დაკარგვა

იშვითი:

ტკივილი მუცელში

ძალიან იშვითი:

პლევრის ფიბროზი (ფილტვებში არსებული მცირე საჰაერო ტომრების კედლების გასქელება და გამკვრივება)

უცნობი:

არანორმალური ღვიძლის ტესტები და ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებული არანორმალური სისხლის ტესტები,

ჟანგბადის არასაკმარისი მიღება რესპირატორული პრობლემებით,

სისხლში გარკვეული ფერმენტების დონის მატება,

არანორმალური ხედვა,

უეცარი დაძინების შეტევები,

იმის დანახვა ან მოსმენა, რაც არ არის რეალური (ჰალუცინაცია),

წარმოსახვა და ბოდვა (ილუზიები),

ფსიქოზური აშლილობა (ფსიქიატრიული მდგომარეობა, ემოციების და აზრების აშლილობა),

მკერდის ტკივილი,

კანკალი (ტრემორი).

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ DOSTINEX-ი?

შეინახეთ DOSTINEX-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მისშეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე. ბოთლს მჭიდროდ დახურეთ თავსახური ტენიანობისგან დასაცავად. DOSTINEX-ის ბოთლების თავსახურები ნამის შემწოვ ნივთიერებას შეიცავს. ეს ნივთიერება არ უნდა მოიხსნას თავსახურიდან

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ DOSTINEX-ი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

სს „Pfizer PFE ილაჩლარი“ (Pfizer PFE İlaçları A.Ş.) მუალლიმ ნაჯის გამზ. N:55 34347 ორთაქოი-სტამბული

წარმოების ადგილი:

Pfizer Italia S.r.l., Ascoli Piceno- იტალია

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 05 / 03 / 2021 წელს.

PAA172483

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

Pfizer

DOSTINEX® 0.5 მგ ტაბლეტი

მიიღება პერორალურად (პირით).

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.5 მგ კაბერგოლინს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა (უწყლო), ლეიცინი. პროდუქტი შეიცავს მსხვილფეხა რქოსანი საქონლის წარმოშობის ლაქტოზას (უწყლო) ნედლეულს.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნულ მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის DOSTINEX-ი და რისთვის გამოიყენება?

DOSTINEX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ DOSTINEX-ი?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ DOSTINEX-ი?

რა არის DOSTINEX-ი და რისთვის გამოიყენება?

DOSTINEX-ი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კაბერგოლინს და მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც დოფამინის აგონისტები ეწოდება. დოფამინი ბუნებრივად წარმოიქმნება ტვინში და ეხმარება ტვინისთვის შეტყობინებების გადაცემაში.

DOSTINEX-ი ხელმისაწვდომია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში, ტენიანობის დამცავი პოლიპროპილენის (PP) თავსახურით. შეფუთვა შეიცავს 2 ან 8 ჭრილიან ტაბლეტს.

DOSTINEX-ი გამოიყენება რძის წარმოების თავიდან ასაცილებლად (ლაქტაცია) ბავშვის დაბადებისთანავე, მკვდრადშობადობის, მუცლის მოშლის ან აბორტის შემდეგ, ან როდესაც ბავშვი არ უნდა იკვებებოდეს ძუძუთი. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როდესაც თქვენ გჭირდებათ ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა.

DOSTINEX-ი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პროლაქტინის მაღალი დონის გამომუშავების შედეგად გამოწვეული სხვა ჰორმონალური დარღვევით ავადმყოფობის სამკურნალოდ. ეს მოიცავს მენსტრუაციის არარსებობას, იშვიათ ან ძალიან მსუბუქ მენსტრუაციას, პერიოდებს, რომლებშიც ოვულაცია არ ხდება და რძე გამოიყოფა სარძევე ჯირკვლებიდან ძუძუთი კვების გარეშე. ის ასევე მოიცავს პროლაქტინის მაღალ დონეს მამაკაცებსა და ქალებში, რაც გამოწვეულია ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნით, რომელიც მდებარეობს ტვინში და აკონტროლებს ჰორმონებს, ან გაურკვეველი მიზეზების გამო.

კაბერგოლინი სისხლში პროლაქტინის დონის შესამცირებლად დოფამინის მოქმედებას ბაძავს. პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც ძუძუში რძის წარმოებას ასტიმულირებს.

DOSTINEX-ი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მოზრდილებში. არ არის შესაფერისი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა.

DOSTINEX-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

DOSTINEX-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში

თუ;

ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) კაბერგოლინის, სხვა პრეპარატების, ერგოტის ალკალოიდების (მაგ. პერგოლიდი, ბრომოკრიპტინი, ლიზურიდი, ერგოტამინი ან ერგომეტრინი) ან ამ წამლის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზა და ლეიცინი);

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;

გაქვთ ორსულობის ტოქსემიად (მოწამვლა) ცნობილი სხეულზე გავრცელებული შეშუპება, ცილა შარდში და მაღალი არეტერიული წნევა;

მკურნალობთ გრძნობებისა და აზრების აშლილობის ფსიქიატრიული დაავადებების (ფსიქოზის) სამკურნალოდ გამოსაყენებელი მედიკამენტების ჯგუფით - ანტიფსიქოტიკებით, ანდა გაქვთ მშობიარობასთან დაკავშირებული ფსიქიატრიული დაავადების ანამნეზი (მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი);

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ;

DOSTINEX-ით დიდი ხანი თუ უნდა იმკურნალოთ და გაქვთ გულის სარქველების გამკვრივება და ანთება (გულის ვალვულოპათია);

გაქვთ ან გქონდათ შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მუცლის ღრუზე, ფილტვებზე ანდა გულზე.

DOSTINEX-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:

გაქვთ ან გქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, დოსტინექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

გაქვთ გულისა და სისხლძარღვების დაავადება (კარდიოვასკულური დაავადება);

შემცივნება ხელებსა და ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო (რეინოს სინდრომი);

უზმოზე გაქვთ კუჭის შემაწუხებელი ტკივილი (პეპტიური წყლული) ან სისხლდენა კუჭსა და ნაწლავებში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა);

გაქვთ სერიოზული ფსიქიკური დაავადება, განსაკუთრებით ფსიქიკური აშლილობის ანამნეზი;

გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება;

თირკმლის პათოლოგიური ფუნქცია ან თირკმლის დაავადება;

გაქვთ მშობიარობის შემდეგ არტერიული წნევის მომატების შემთხვევები;

თუ წარმოიშობა შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მუცლის ღრუზე, ფილტვებზე ანდა გულზე.

თუ მკურნალობთ DOSTINEX-ით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი თქვენი გულის, ფილტვების და თირკმელების მდგომარეობას შეამოწმებს. ექიმი ასევე მოითხოვს ექოკარდიოგრამას (ეკგ) მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეგულარული ინტერვალებით. შემაერთებელი ქსოვილის წარმოშობის შემთხვევაში საჭირო გახდება მკურნალობის შეწყვეტა.

თუ გაქვთ დაბალი წნევა (პოსტურული ჰიპოტენზია) ან იღებთ რაიმე წამალს, რომელიც ამცირებს თქვენს წნევას.

თქვენ ანდა თქვენი ოჯახი/მომვლელი თუ შეამჩნევთ რომ თქვენთვის უჩვეულო ფორმით ქცევის სურვილი გაქვთ და თქვენთვის ანდა სხვებისთვის ზიანის მიყენების სურვილს, იმპულსებსა და ცდუნებებს ვერ უმკლავდებით, აცნობეთ ექიმს. მათ იმპულსების კონტროლის აშლილობას უწოდებენ და შეიძლება მოიცავდეს აზარტულ თამაშს, უზომო ჭამას ან ფულის დახარჯვას, არანორმალურად მაღალ სექსუალურ ლტოლვას ან სექსუალური აზრებისა და გრძნობების ზრდას. ამ შემთხვევაში თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის შეცვლა ან შემცირება.

რეკომენდირებულია ქალებმა, რომლებიც იღებენ DOSTINEX-ს ხანგრძლივ პერიოდის განმავლობაში ჰორმონალური დარღვევების გამო, რეგულარულად გაიარონ გინეკოლოგიური გამოკვლევები, ნაცხის ტესტების ჩათვლით. ექიმი გააგრძელებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, სანამ თქვენ იღებთ DOSTINEX-ის ტაბლეტებს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

DOSTINEX-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

რეკომენდებულია DOSTINEX-ის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, რათა შემცირდეს გულისრევა ან ღებინება (დეტალებისთვის იხილეთ ნაწილი 3).

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, DOSTINEX-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ დაორსულდეთ DOSTINEX-ის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. თუ დაორსულდებით DOSTINEX-ით მკურნალობის დროს, შეწყვიტეთ DOSTINEX-ის მიღება და აცნობეთ ექიმს. ვინაიდან DOSTINEX-მა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი პათოლოგიები ორსულობის დროს მისი გამოყენებისას, ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენს ორსულობას ამ მხრივ.

არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ უნდა გამოიყენოთ DOSTINEX-ი, თუ გეგმავთ ძუძუთი კვებას, რადგან DOSTINEX-ი ხელს შეგიშლით ბავშვისთვის რძის გამომუშავებაში. თუ უნდა გამოიყენოთ DOSTINEX-ი, მაშინ უნდა გამოიყენოთ ბავშვის კვების სხვა მეთოდი.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

ზოგიერთ შემთხვევაში, DOSTINEX-მა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და უეცარი ძილიანობა ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნების ან გაცნობიერების გარეშე. DOSTINEX-ით მკურნალობის დროს არ მართოთ მანქანა, არ გამოიყენოთ დანადგარები და არ ჩაერთოთ ისეთ საქმიანობაში, რომელიც მოითხოვს გონებრივ სიფხიზლეს ან კოორდინაციას. ასეთ შემთხვევაში, ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა თქვენი DOSTINEX-ით მკურნალობა გაგრძელდეს.

DOSTINEX-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

DOSTINEX-ი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

DOSTINEX-ის ეფექტურობის შემამცირებელ მედიკამენტებად შეიძლება ჩაითვალოს ქვემოთ ჩამოთვლილი:

ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ., ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი);

გულისრევისა და ღებინების სამკურნალო საშუალებები (მაგ. დომპერიდონი, მეტოკლოპრამიდი).

სისხლში DOSTINEX-ის რაოდენობის გაზრდით გვერდითი ეფექტების გამზრდელ მედიკამენტებად შეიძლება ჩაითვალოს ქვემოთ ჩამოთვლილი:

პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები (მაგ. როპინიროლი, პრამიპექსოლი, აპომორფინი);

შაკიკის ძლიერი ტკივილის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პერგოლიდი, ბრომოკრიპტინი, ლიზურიდი, ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი, ერგომეტრინი ან მეთისერგიდი);

ანტიბიოტიკები (მაგ. ერითრომიცინი).

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ DOSTINEX -ი ?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებულია DOSTINEX-ის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, რათა შემცირდეს გულისრევა ან ღებინება.

რძის წარმოების თავიდან ასაცილებლად (ლაქტაცია): 1 მგ (ორი 0,5 მგ ტაბლეტი) მშობიარობიდან პირველ დღეს.

ძუძუთი კვების შეწყვეტა: 0.25 მგ (ნახევარი DOSTINEX 0.5 მგ ტაბლეტი) ყოველ 12 საათში ორი დღის განმავლობაში.

პროლაქტინის დონის შესამცირებლად სხვა სიტუაციებში: თავდაპირველად უნდა მიიღოთ ერთი 0,5 მგ ტაბლეტი (მიღებული ორ დოზად) განაწილებული ერთ კვირაზე (მაგალითად, ნახევარი ტაბლეტი ორშაბათს და მეორე ნახევარი ხუთშაბათს). დოზა გაიზრდება მაქსიმალურ დოზამდე 4,5 მგ კვირაში ან სანამ მკურნალობაზე სრულ პასუხს არ მიიღებთ. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ დღეში.

ტაბლეტის გამოყენების პირველ დღეებში რეკომენდირებულია ნელ-ნელა შეცვალოთ თქვენი პოზიცია ჯდომის, დგომის ან დაწოლისას; წინააღმდეგ შემთხვევაში წამალმა შეიძლება შეამციროს თქვენი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა პოზიციის შეცვლისას. ასევე რეკომენდირებულია მოერიდოთ ალკოჰოლს და სხვა წამლებს, რომლებიც იწვევენ ძილიანობას, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ თავბრუსხვევის რისკი.

მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი არტერიული წნევის შემოწმება. შესაძლოა საჭირო გახდეს საშვილოსნოს ყელის (საშვილოსნოს ყელის) ან საშვილოსნოს კედლის უჯრედების გინეკოლოგიური შეფასება.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

რეკომენდებულია DOSTINEX-ის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, რათა შემცირდეს გულისრევა ან ღებინება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

მიღება ბავშვებში:

DOSTINEX -ის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის 16 წლამდე ასაკის პაციენტებში.

DOSTINEX-ი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ზრდასრულებში. არ არის შესაფერისი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მიღება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში კაბერგოლინის მითითებული ჩვენების გამო ჩატარებული კვლევების რაოდენობა მცირეა. არსებული მონაცემები არ მიუთითებს რაიმე განსაკუთრებულ რისკზე.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

არ არის კონკრეტული გამოყენების რეკომენდაციები.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ იღებთ DOSTINEX-ის ხანგრძლივ მკურნალობას და გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ექიმი დოსტინექსის დაბალ დოზებს დაგინიშნავთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ DOSTINEX -ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი DOSTINEX-ი მიიღეთ:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი DOSTINEX-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, კუჭის ჩივილები, არტერიული წნევის დაქვეითება, დაბნეულობა, ფსიქოზი ან ჰალუცინაციები.

თუ დაგავიწყდათ DOSTINEX -ის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად და აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ ტაბლეტების მიღების გახსენების პრობლემა.

დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

DOSTINEX-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ DOSTINEX-ი. ექიმთან შეუთანხმებლად არ უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს DOSTINEX-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

არანორმალური ან უჩვეულო აზრები (უცნობი).

გულის სარქველისა და მასთან დაკავშირებული დარღვევები, მაგ. სითხის გაჟონვა (პერიკარდიული გამონაჟონი) ან ანთება (პერიკარდიტი) პერიკარდიუმში. ეს არის ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში). ადრეული სიმპტომები შეიძლება იყოს ერთი ან რამოდენიმე: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულის პალპიტაცია, სისუსტის შეგრძნება, გულმკერდის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მენჯის (საზარდულის ან მუცლის ქვედა ნაწილში) ტკივილი ან ფეხებში შეშუპება. ეს შეიძლება იყოს ფილტვის ფიბროზის სახელით ცნობილი მდგომარეობის პირველი ნიშნები, რომელმაც შესაძლებელია ფილტვებზე, გულზე/გულის სარქველებზე ან ზურგის ქვედა ნაწილზე მოახდინოს გავლენა.

ფართოდ გავრცელებული ქავილიანი გამონაყარის განვითარება, სუნთქვის გაძნელება ხიხინით ან მის გარეშე, სისუსტის შეგრძნება, სხეულის ან ენის აუხსნელი შეშუპება ან სხვა სიმპტომები, რომლებიც გამოჩნდება ამ წამლის მიღებიდან მალევე, რაც გაგრძნობინებთ თავს ცუდად, შეიძლება მიუთითებდეს ალერგიულ რეაქციაზე.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ აღგენიშნებათ ერთ-ერთი სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია DOSTINEX-ზე.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

გრძნობების, მოთხოვნილების ან სურვილების შეკავების შეუძლებლობა, რითაც შეიძლება თვენს თავს ან სხვებს ზიანი მიაყენოთ, რომელიც ქვევით ჩამოთვლილ (სიხშირე უცნობია) სიმპტომებს შეიცავს:

აზარტული თამაშების ძლიერი სურვილი, მიუხედავად სერიოზული პირადი ან ოჯახური შედეგებისა

სექსუალური ინტერესის ზრდა და უეცარი ცვალებადობა თქვენთვის და სხვა ადამიანისთვის შფოთვის გამომწვევის დონეზე, დაქვეითება, აგრესიულობა, მაგ: სექსუალური ლტოლვის გაზრდა

უკონტროლო შოპინგი და ხარჯვა.

უზომო ჭამა (ბევრი საკვების მიღება მოკლე დროში) ან სიხარბე (ჩვეულზე მეტის ჭამა ან იმაზე ბევრად მეტის ჭამა, ვიდრე საჭიროა შიმშილის დასათრგუნად).

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:

ძალიანხშირი: ვლინდება 10-დან სულმცირე 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიანიშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი

გაბრუება,

გულისრევა,

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

ბალანსის დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო),

კუჭის ტკივილი,

საჭმლის მონელების დარღვევა,

ანთება კუჭის ფენებს შორის

სისუსტე

სხეულის სიძლიერის დაკარგვა,

დაღლილობა.

ხშირი:

ყაბზობა,

ბუნდოვანი ხედვა,

მშობიარობის შემდგომ უსიმპტომო დაბალი არტერიული წნევა,

ძუძუს ტკივილი,

დეპრესია,

ძილის დარღვევა,

დღის განმავლობაში გადაჭარბებული ძილი,

ღებინება,

დაბალი არტერიული წნევა,

ცხელება

არახშირი:

თმის ცვენა,

ძლიერი ქავილი,

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები,

ჰაერის უკმარისობა,

დაღლილობა,

ცხვირიდან სისხლდენა,

ფეხის კრუნჩხვები,

ქსოვილებში სითხის შეგროვების გამო შეშუპება,

გამონაყარი,

არარეგულარული ან ძლიერი გულისცემა (პალპიტაცია),

დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება,

ჰემოგლობინის დაქვეითება მათში, ვისი მენსტრუაცია წყდება და აღდგება;

მხედველობის დროებითი ნაწილობრივი დაკარგვა

იშვითი:

ტკივილი მუცელში

ძალიან იშვითი:

პლევრის ფიბროზი (ფილტვებში არსებული მცირე საჰაერო ტომრების კედლების გასქელება და გამკვრივება)

უცნობი:

არანორმალური ღვიძლის ტესტები და ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებული არანორმალური სისხლის ტესტები,

ჟანგბადის არასაკმარისი მიღება რესპირატორული პრობლემებით,

სისხლში გარკვეული ფერმენტების დონის მატება,

არანორმალური ხედვა,

უეცარი დაძინების შეტევები,

იმის დანახვა ან მოსმენა, რაც არ არის რეალური (ჰალუცინაცია),

წარმოსახვა და ბოდვა (ილუზიები),

ფსიქოზური აშლილობა (ფსიქიატრიული მდგომარეობა, ემოციების და აზრების აშლილობა),

მკერდის ტკივილი,

კანკალი (ტრემორი).

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ DOSTINEX-ი?

შეინახეთ DOSTINEX-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მისშეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე. ბოთლს მჭიდროდ დახურეთ თავსახური ტენიანობისგან დასაცავად. DOSTINEX-ის ბოთლების თავსახურები ნამის შემწოვ ნივთიერებას შეიცავს. ეს ნივთიერება არ უნდა მოიხსნას თავსახურიდან

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ DOSTINEX-ი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

სს „Pfizer PFE ილაჩლარი“ (Pfizer PFE İlaçları A.Ş.) მუალლიმ ნაჯის გამზ. N:55 34347 ორთაქოი-სტამბული

წარმოების ადგილი:

Pfizer Italia S.r.l., Ascoli Piceno- იტალია

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 05 / 03 / 2021 წელს.

PAA172483

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა