პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

დოსტინექსი

DOSTINEX®

რეცეპტით0,5მგინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
კაბერგოლინი (cabergoline)
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ ტაბლეტი №2 მაღალი სიმკვრივის პოლიპროპილენის ფლაკონში
მწარმოებელი
PFIZER ITALIA S.R.L., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, პროლაქტინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
G02CB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043692
რეგისტრირებულია
23 ივლისი 2025, მოქმედებს 23 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშენ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადოსტინექსი და სხვა წამალი ერთად

დოსტინექსი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირება

დედის რძის წარმოქმნის (ლაქტაციის) პრევენციისთვის:

უნდა მიიღოთ 1 მგ კაბერგოლინი (დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის ორი ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით) დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში.

ლაქტაციის შესაჩერებლად ძუძუთი კვების დაწყების შემდეგ:

უნდა მიიღოთ 0.25 მგ კაბერგოლინი (დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის ნახევარი) ყოველ 12 საათში ორი დღის განმავლობაში.

პროლაქტინის დონეების შესამცირებლად:

ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება 0.5 მგ დოზით კვირაში, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები. თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.

დოზის ადაპტირება ხდება

ტაბლეტის მიღების წინა დღეს გაკეთებული პროლაქტინემიის დოზის შესაბამისად;

და თქვენი ექიმის დასკვნის შესაბამისად, რომელიც გადაწყვეტს, აუცილებელია თუ არა ყოველკვირეული დოზის გაყოფა.

დოზა შენარჩუნდება ან გაიზრდება ეტაპობრივად, რაც დამოკიდებულია გაზომილ პროლაქტინემიაზე, ეს გაგრძელდება მკურნალობაზე ოპტიმალური რეაქციის მიღებამდე.

ნებისმიერ შემთხვევაში, მკაცრად დაიცავით სამედიცინო დანიშნულება.

მიღების ფორმა და გზა

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

მიღების სიხშირე

კაბერგოლინის მიღება უნდა მოხდეს კვირაში ერთჯერადად, ან რამდენიმე ჯერზე მიღებით, ჭამის დროს, უმჯობესია საღამოს ან ძილის წინ, მსუბუქ წასახემსებელთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის დოზის გადაჭარბება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გააფრთხილეთ ექიმი.

დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის დოზის გამოტოვება:

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ნეიროლეპტიკებთან ერთად: პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აგზნების, შფოთვისა და ფსიქოზური სიმპტომების სამკურნალოდ,

ანტიემეტიკურ ნეიროლეპტიკებთან ერთად: პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისრევისა და პირღებინების პრევენციისთვის.

გააფრთხილეთ თქვენი ექიმი, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, კერძოდ:

ანტიბიოტიკებს: მაკროლიდების ჯგუფი (სპირამიცინის გარდა),

პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ ან ჭარბი სისხლდენის შესამცირებლად,

ზოგიერთ პრეპარატს, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვების დიამეტრის შემცირება) და ჰიპერტენზიური შეტევები,

ზოგიერთ ანტიპარკინსონულ პრეპარატს,

პრეპარატებს, რომლებსაც აქვთ სედატიური მოქმედება (ანუ იწვევს ძილიანობას),

პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ჰანტინგტონის ქორეის დაავადებით გამოწვეული გარკვეული დარღვევების დროს (ტეტრაბენაზინი).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, უახლოეს წარსულში მიიღეთ ან შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

სიფრთხილის ზომები

თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობდით დოსტინექსით, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი შეამოწმებს, რომ გული, ფილტვები და თირკმელები იმყოფებოდეს კარგ მდგომარეობაში.

ის აგრეთვე გაგიკეთებთ ექოკარდიოგრამას (გულის ულტრაბგერით გამოკვლევას) მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში რეგულარული ინტერვალებით. ფიბროზული რეაქციის ან სარქვლის ანომალიების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ დოსტინექსის მიღების დროს აღგენიშნებათ ზედმეტი ძილიანობა ან მოულოდნელი ჩაძინება, კონსულტაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

ალკოჰოლის მოხმარება ზრდის აღნიშნული ნივთიერებების დამამშვიდებელ ეფექტს. სიფხიზლის დაქვეითებამ შესაძლებელია სახიფათო გახადოს სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების და სპირტის შემცველი პრეპარატების მიღებას.

რეკომენდებულია წნევის მონიტორინგი:

მკურნალობის პირველ დღეებში, პოზიციის შეცვლის დროს არტერიული წნევის დავარდნის რისკის გამო;

სხვა პრეპარატებთან მიღების დროს, რომლებიც გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე.

კაბერგოლინი უნდა იქნას მიღებული სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაწუხებთ ღვიძლის მწვავე დაავადება, სისხლში კაბერგოლინისა და მისი წარმოებულების კონცენტრაციის დონის მომატების გამო,

თუ წარსულში გაწუხებდათ დაბნეულობა ან ჰალუცინაციები,

თუ გაწუხებთ სისხლძარღვების ობლიტერირებადი დაავადებები (მათ შორის, კორონარული უკმარისობა) ან რეინოს სინდრომი (როდესაც სიცივეა, ხელის და ფეხის თითები ხდება მოლურჯო ფერის, პულსაციის გარეშე, გადაციებული, უგრძნობი და დაბუჟებული),

თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა მწვავე დაავადება, კუჭის წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან,

თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე ანამნეზი გაქვთ,

თუ გაქვთ ჰიპოფიზის ჯირკვლის ადენომა, საჭიროა ჰიპოფიზის სრული შეფასება, რომელიც, როგორც წესი, კეთდება დოსტინექსით მკურნალობის დაწყებამდე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ან თქვენი ოჯახის წევრი/მომვლელი შეგამჩნევთ თქვენთვის უჩვეულოდ ქცევის განზრახვას ან სურვილს, ან არ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ გარკვეული მოქმედების განხორცილების სურვილს, იმპულსს ან მცდელობას, რომლებმაც შესაძლებელია ზიანი მოგაყენოთ პირადად თქვენ ან სხვა პირებს. ამ ქცევებს იმპულსების კონტროლის დარღვევები ეწოდება და შეიძლება მოიცავდეს თამაშზე დამოკიდებულებას (აზარტული თამაშები), ჭარბ ჭამას ან გადაჭარბებული ხარჯების გაწევას, სექსუალური სურვილის არანორმალურ ზრდას, ან უფრო სერიოზული სექსუალური ფიქრებით ან საჭიროებებით დაკავებას. შესაძლებელია თქვენს ექიმს დასჭირდეს კაბერგოლინის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

თუ თქვენ ახლახანს იმშობიარეთ, შეიძლება აღგენიშნოთ გარკვეული მდგომარეობების განვითარების მაღალი რისკი. ეს შეიძლება იყოს ჰიპერტენზია, გულის შეტევა, კრუნჩხვები, ინსულტი ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. შესაბამისად თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა მკურნალობის დროს. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ჰიპერტენზია, ტკივილი გულმკერდის არეში ან უჩვეულოდ ძლიერი ან პერსისტენტული თავის ტკივილი (მხედველობის პრობლემებით ან მათ გარეშე).

გარდა ამისა, თუ ქალბატონი ბრძანდებით:

კაბერგოლინის მიღების დაწყებამდე უნდა შეამოწმოთ, რომ არ იმყოფებით ორსულად. გარდა ამისა, უნდა იყოთ ფრთხილად, რათა კაბერგოლინის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მაინც არ დაორსულდეთ.

ვინაიდან კაბერგოლინს შეუძლია ნაყოფიერების აღდგენა, თუ არ გსურთ დაორსულება, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდი.

ორსულობის შემთხვევაში, თუ გაქვთ ჰიპოფიზის ადენომა, აუცილებელია სათანადო სიფრთხილით მონიტორინგი, განსაკუთრებით საჭიროა იმ ნიშნებზე დაკვირვება, რომლებიც შესაძლებელია შეესაბამებოდეს სიმსივნის ზრდის განახლებას (თავის ინტენსიური ტკივილი, მხედველობის დარღვევები).

დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში კაბერგოლინის გამოყენების მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება არსებობს.

თუ აპირებთ დაორსულებას, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ ჩასახვის სავარაუდო დრომდე ერთი თვით ადრე.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და შეძლებისდაგვარად სწრაფად მიმართოთ ექიმს.

დედის რძეში პრეპარატის გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ვინაიდან ის ხელს უშლის ლაქტაციას, დოსტინექსი არ უნდა დაინიშნოს ჰიპერპროლაქტინემიული დარღვევების მქონე ქალებში, რომელთაც სურთ ჩვილ ბავშვთა ძუძუთი კვება.

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

მკურნალობის დაწყებისას პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს სწრაფ და ზუსტ რეაგირებას.

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და მანქანა-დანადგარების მომხმარებლების ყურადღება უნდა გამახვილდეს თავბრუსხვევის ან არტერიული წნევის ვარდნის რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ პრეპარატების გამოყენებასთან, განსაკუთრებით, მკურნალობის დაწყებისას.

დოსტინექსმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა და ძილის მოულოდნელად მოგვრა. ამ შემთხვევებში, თქვენ არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან არ უნდა განახორციელოთ რაიმე საქმიანობა, როდესაც სიფხიზლის დაქვეითებამ შესაძლებელია თქვენ ან სხვებს სერიოზული ავარიის ან სიკვდილის საფრთხე შეგიქმნათ (მაგალითად, მანქანა-დანადგარების გამოყენებით) და აღნიშნული ვრცელდება ამ ეპიზოდების ან ძილიანობის ალაგებამდე.

დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მას.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზის ან გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), არ უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი სისტემატიურად არ გვხვდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ძალიან ხშირად განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

კარდიალური ვალვულოპათია (სარქვლის დაავადება რეგურგიტაციის ჩათვლით) და მასთან დაკავშირებული დარღვევები (გულის გარსის ანთება და გულის გარშემო გამონაჟონი),

თავის ტკივილები, თავბრუსხვევა/ვერტიგო,

გულისრევა, დისპეფსია (საჭმლის მონელების გართულება), გასტრიტი, მუცლის ტკივილები,

ასთენია, დაღლილობა.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ხშირად განვითარდეს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძილიანობა,

დეპრესია,

ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის ვარდნა ადგომის დროს, რომელსაც შესაძლებელია თან ახლდეს თავბრუსხვევა), განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, სახის გაწითლება,

ყაბზობა, პირღებინება,

სარძევე ჯირკვლების (მკერდის) ტკივილი,

არტერიული წნევის ასიმპტომური ვარდნა.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ნაკლებად ხშირად განვითარდეს 1 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

გახშირებული გულისცემა,

დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), გამონადენი პლევრიდან (სითხის პათოლოგიური არსებობა ფილტვსა და ფილტვის გარშემო გარსს შორის), ფიბროზი (ნაწიბუროვანი ქსოვილი), კერძოდ, ფილტვის ფიბროზი, ეპისტაქსი (ცხვირიდან სისხლდენა),

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ალერგია),

გარდამავალი ჰემიანოპია (მხედველობის არის ნახევარში მხედველობის დაკარგვა ან შემცირება), სინკოპე, პარესთეზია (ჩხვლეტის, ჭიანჭველის ცოცვის შეგრძნებები),

გაზრდილი ლიბიდო,

რეინოს სინდრომი (სისხლის მიმოქცევის დარღვევა თითებში), გონების დაკარგვა,

შეშუპება და პერიფერიული შეშუპება,

გამონაყარი კანზე, ალოპეცია (თმის ან სხეულის თმის ცვენა),

ფეხის კრუნჩხვები,

ჰემოგლობინის გარდამავალი შემცირება მენსტრუაციის განახლების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია იშვიათად განვითარდეს 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

კუჭის ტკივილი.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ძალიან იშვითად განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

პლევრის ფიბროზი.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირე ცნობილი არ არის:

სტენოკარდია,

სუნთქვის დარღვევები, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში,

ძილის მოულოდნელად მოგვრა, კანკალი,

პათოლოგიური მხედველობა,

აგრესიულობა, ბოდვა, ჰიპერსექსუალობა, პათოლოგიური თამაში (იძულებით თამაში), ფსიქიკური აშლილობები, ჰალუცინაციები,

კუნთოვანი ფერმენტების (ფოსფოკინაზა) დონის მომატება სისხლში, ღვიძლის ფუნქციებზე გაკეთებული პათოლოგიური სისხლის ანალიზები.

აგრეთვე, შესაძლებელია აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

შეუძლებელია წინააღმდეგობა გაუწიოთ ისეთი ქმედების განხორციელების სურვილს, რითაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს ან სხვებს, როგორიცაა:

თამაშისადმი (აზარტული თამაშისადმი) გადაჭარბებული სახის, ძლიერი სურვილი, სერიოზული პირადი თუ ოჯახური შედეგების მიუხედავად;

სექსისადმი ინტერესის შეცვლა ან გაზრდა და ქცევა, რაც მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს თქვენში ან სხვებში, მაგალითად, ლიბიდოს გაზრდა;

გადაჭარბებული და უკონტროლო შესყიდვები ან ხარჯვა;

უზომო ჭამა (გადანაყრება) (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან იძულებითი ჭამა (ნორმაზე მეტი ან დასანაყრებლად საჭიროზე მეტი საკვების ჭამა).

თუ ამ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს აღნიშნული სიმპტომების სამკურნალოდ ან შესამცირებლად სათანადო ზომებს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ გრძნობთ რომელიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის. აგრეთვე, შეგიძლიათ გვერდით მოვლენებზე პირდაპირ განაცხადოთ განცხადებების ეროვნული სისტემის მეშვეობით: წამლის და სამკურნალო პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და ფარმაცევტული ზედამხედველობის რეგიონალური ცენტრების ქსელი - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr.

გვერდითი მოვლენების ანგარიშგებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა

კაბერგოლინი ......................................................................................................................... 0,5 მგ

ერთ ტაბლეტზე

სხვა ნივთიერებებია:

უწყლო ლაქტოზა, ლეიცინი.

იხილეთ მე-2 პუნქტი: „დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას.“

რა არის დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი და გარე შეფუთვის შინაარსი

ეს პრეპარატი წარმოდგენილია თეთრი, ბრტყელი, წაგრძელებული ფორმის ტაბლეტების სახით, ცალ მხარეს ამოტვიფრული ნიშნით „PU“, გაყოფილი გამყოფი ზოლით, ხოლო მეორე მხარეს - ნიშნით „700“ გაყოფილი მცირე გამყოფი ზოლით ცენტრალურ „0“-ს ზემოთ და ქვემოთ.

ფლაკონი (ყავისფერი მინის, ტიპი I)

ფლაკონი (PEHD) (პოლიპროპილენის) საცობით ბავშვებისგან დაცვის მიზნით და დესიკატორით (სილიციუმის გელი).

კოლოფში მოთავსებულია 2, 4 ან 8 ტაბლეტი.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

  • შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი?

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი - ათქ კოდი: G02CB03.

დოსტინექსი გამოიყენება მშობიარობის, მკვდრადშობადობის, აბორტის ან მუცლის მოშლის შემდეგ სამედიცინო მიზეზების გამო, დედის რძის ნაკადის (ძუძუთი კვების) შესაჩერებლად. აღნიშნული პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო მიზნებისთვის, როდესაც თქვენ შეწყვეტთ ბავშვის ძუძუთი კვებას დაწყებისთანავე.

ჰიპერპროლაქტინემიის (პროლაქტინის, ჰიპოფიზის ჰორმონის წარმოების გაზრდის) შემთხვევაში, კერძოდ, ჰიპერპროლაქტინემიის კლინიკური გამოვლინებების შემთხვევაში:

ქალებში: გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის მწვავე დარღვევა, უნაყოფობა.

მამაკაცებში: გინეკომასტია, იმპოტენცია.

  • რა ინფორმაციას უნდა გაეცნოთ დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის მიღებამდე?

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ ზოგიერთი ტიპის შაქრის მიმართ აუტანლობაზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ მას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

არასდროს მიიღოთ დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი:

თუ ხართ ალერგიული კაბერგოლინის ან ჭვავის რქიდან მიღებული სხვა ალკალოიდების (მაგალითად, ბრომოკრიპტინი) მიმართ ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც მითითებულია მე-6 პუნქტში.

შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

ნეიროლეპტიკებთან: აგზნების, შფოთვის და ფსიქოზური სიმპტომების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები,

ანტიემეტიკურ ნეიროლეპტიკებთან (გულისრევის და პირღებინების პრევენციისთვის გამოყენებული პრეპარატები),

თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ ფიბროზული რეაქცია, რაც გავლენას ახდენდა, მაგალითად, ფილტვებზე, მუცელზე ან გულზე,

თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ დოსტინექსით მკურნალობა და აღინიშნება ან წარსულში აღინიშნა ფიბროზული რეაქციის განვითარება (ნაწიბუროვანი ქსოვილი), რაც გავლენას ახდენდა გულზე, ან აღგენიშნებათ კარდიალური ვალვულოპათიის (გულის სარქვლის დაავადება) რაიმე სიმპტომი, გამოვლენილი მკურნალობის დაწყებამდე გულის ექოსკოპიის დროს.

რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისთვის

ფაიზერი

დოსტინექსი® 0.5 მგ, ტაბლეტი

კაბერგოლინი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი, შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი განმეორებით წაკითხვა.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი პირადად თქვენ დაგინიშნეს. არ მისცეთ სხვა პირებს. შესაძლებელია მათთვის საზიანო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იდენტურია.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში არაა მითითებული. იხილეთ მე-4 პუნქტი.

წინამდებარე შეფუთის ჩანართის შინაარსი

  • რა არის დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი?
  • რა ინფორმაციას უნდა გაეცნოთ დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის მიღებამდე?
  • როგორ უნდა მიიღოთ დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი?

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი - ათქ კოდი: G02CB03.

დოსტინექსი გამოიყენება მშობიარობის, მკვდრადშობადობის, აბორტის ან მუცლის მოშლის შემდეგ სამედიცინო მიზეზების გამო, დედის რძის ნაკადის (ძუძუთი კვების) შესაჩერებლად. აღნიშნული პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო მიზნებისთვის, როდესაც თქვენ შეწყვეტთ ბავშვის ძუძუთი კვებას დაწყებისთანავე.

ჰიპერპროლაქტინემიის (პროლაქტინის, ჰიპოფიზის ჰორმონის წარმოების გაზრდის) შემთხვევაში, კერძოდ, ჰიპერპროლაქტინემიის კლინიკური გამოვლინებების შემთხვევაში:

ქალებში: გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის მწვავე დარღვევა, უნაყოფობა.

მამაკაცებში: გინეკომასტია, იმპოტენცია.

  • რა ინფორმაციას უნდა გაეცნოთ დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის მიღებამდე?

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ ზოგიერთი ტიპის შაქრის მიმართ აუტანლობაზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ მას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

არასდროს მიიღოთ დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი:

თუ ხართ ალერგიული კაბერგოლინის ან ჭვავის რქიდან მიღებული სხვა ალკალოიდების (მაგალითად, ბრომოკრიპტინი) მიმართ ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც მითითებულია მე-6 პუნქტში.

შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

ნეიროლეპტიკებთან: აგზნების, შფოთვის და ფსიქოზური სიმპტომების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები,

ანტიემეტიკურ ნეიროლეპტიკებთან (გულისრევის და პირღებინების პრევენციისთვის გამოყენებული პრეპარატები),

თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ ფიბროზული რეაქცია, რაც გავლენას ახდენდა, მაგალითად, ფილტვებზე, მუცელზე ან გულზე,

თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ დოსტინექსით მკურნალობა და აღინიშნება ან წარსულში აღინიშნა ფიბროზული რეაქციის განვითარება (ნაწიბუროვანი ქსოვილი), რაც გავლენას ახდენდა გულზე, ან აღგენიშნებათ კარდიალური ვალვულოპათიის (გულის სარქვლის დაავადება) რაიმე სიმპტომი, გამოვლენილი მკურნალობის დაწყებამდე გულის ექოსკოპიის დროს.

რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობდით დოსტინექსით, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი შეამოწმებს, რომ გული, ფილტვები და თირკმელები იმყოფებოდეს კარგ მდგომარეობაში.

ის აგრეთვე გაგიკეთებთ ექოკარდიოგრამას (გულის ულტრაბგერით გამოკვლევას) მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში რეგულარული ინტერვალებით. ფიბროზული რეაქციის ან სარქვლის ანომალიების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ დოსტინექსის მიღების დროს აღგენიშნებათ ზედმეტი ძილიანობა ან მოულოდნელი ჩაძინება, კონსულტაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

ალკოჰოლის მოხმარება ზრდის აღნიშნული ნივთიერებების დამამშვიდებელ ეფექტს. სიფხიზლის დაქვეითებამ შესაძლებელია სახიფათო გახადოს სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების და სპირტის შემცველი პრეპარატების მიღებას.

რეკომენდებულია წნევის მონიტორინგი:

მკურნალობის პირველ დღეებში, პოზიციის შეცვლის დროს არტერიული წნევის დავარდნის რისკის გამო;

სხვა პრეპარატებთან მიღების დროს, რომლებიც გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე.

კაბერგოლინი უნდა იქნას მიღებული სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაწუხებთ ღვიძლის მწვავე დაავადება, სისხლში კაბერგოლინისა და მისი წარმოებულების კონცენტრაციის დონის მომატების გამო,

თუ წარსულში გაწუხებდათ დაბნეულობა ან ჰალუცინაციები,

თუ გაწუხებთ სისხლძარღვების ობლიტერირებადი დაავადებები (მათ შორის, კორონარული უკმარისობა) ან რეინოს სინდრომი (როდესაც სიცივეა, ხელის და ფეხის თითები ხდება მოლურჯო ფერის, პულსაციის გარეშე, გადაციებული, უგრძნობი და დაბუჟებული),

თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა მწვავე დაავადება, კუჭის წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან,

თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე ანამნეზი გაქვთ,

თუ გაქვთ ჰიპოფიზის ჯირკვლის ადენომა, საჭიროა ჰიპოფიზის სრული შეფასება, რომელიც, როგორც წესი, კეთდება დოსტინექსით მკურნალობის დაწყებამდე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ან თქვენი ოჯახის წევრი/მომვლელი შეგამჩნევთ თქვენთვის უჩვეულოდ ქცევის განზრახვას ან სურვილს, ან არ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ გარკვეული მოქმედების განხორცილების სურვილს, იმპულსს ან მცდელობას, რომლებმაც შესაძლებელია ზიანი მოგაყენოთ პირადად თქვენ ან სხვა პირებს. ამ ქცევებს იმპულსების კონტროლის დარღვევები ეწოდება და შეიძლება მოიცავდეს თამაშზე დამოკიდებულებას (აზარტული თამაშები), ჭარბ ჭამას ან გადაჭარბებული ხარჯების გაწევას, სექსუალური სურვილის არანორმალურ ზრდას, ან უფრო სერიოზული სექსუალური ფიქრებით ან საჭიროებებით დაკავებას. შესაძლებელია თქვენს ექიმს დასჭირდეს კაბერგოლინის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

თუ თქვენ ახლახანს იმშობიარეთ, შეიძლება აღგენიშნოთ გარკვეული მდგომარეობების განვითარების მაღალი რისკი. ეს შეიძლება იყოს ჰიპერტენზია, გულის შეტევა, კრუნჩხვები, ინსულტი ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. შესაბამისად თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა მკურნალობის დროს. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ჰიპერტენზია, ტკივილი გულმკერდის არეში ან უჩვეულოდ ძლიერი ან პერსისტენტული თავის ტკივილი (მხედველობის პრობლემებით ან მათ გარეშე).

გარდა ამისა, თუ ქალბატონი ბრძანდებით:

კაბერგოლინის მიღების დაწყებამდე უნდა შეამოწმოთ, რომ არ იმყოფებით ორსულად. გარდა ამისა, უნდა იყოთ ფრთხილად, რათა კაბერგოლინის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მაინც არ დაორსულდეთ.

ვინაიდან კაბერგოლინს შეუძლია ნაყოფიერების აღდგენა, თუ არ გსურთ დაორსულება, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდი.

ორსულობის შემთხვევაში, თუ გაქვთ ჰიპოფიზის ადენომა, აუცილებელია სათანადო სიფრთხილით მონიტორინგი, განსაკუთრებით საჭიროა იმ ნიშნებზე დაკვირვება, რომლებიც შესაძლებელია შეესაბამებოდეს სიმსივნის ზრდის განახლებას (თავის ინტენსიური ტკივილი, მხედველობის დარღვევები).

დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი

აღნიშნული პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება:

ნეიროლეპტიკებთან ერთად: პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აგზნების, შფოთვისა და ფსიქოზური სიმპტომების სამკურნალოდ,

ანტიემეტიკურ ნეიროლეპტიკებთან ერთად: პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისრევისა და პირღებინების პრევენციისთვის.

გააფრთხილეთ თქვენი ექიმი, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, კერძოდ:

ანტიბიოტიკებს: მაკროლიდების ჯგუფი (სპირამიცინის გარდა),

პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ ან ჭარბი სისხლდენის შესამცირებლად,

ზოგიერთ პრეპარატს, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვების დიამეტრის შემცირება) და ჰიპერტენზიური შეტევები,

ზოგიერთ ანტიპარკინსონულ პრეპარატს,

პრეპარატებს, რომლებსაც აქვთ სედატიური მოქმედება (ანუ იწვევს ძილიანობას),

პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ჰანტინგტონის ქორეის დაავადებით გამოწვეული გარკვეული დარღვევების დროს (ტეტრაბენაზინი).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, უახლოეს წარსულში მიიღეთ ან შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობის პერიოდში კაბერგოლინის გამოყენების მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება არსებობს.

თუ აპირებთ დაორსულებას, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ ჩასახვის სავარაუდო დრომდე ერთი თვით ადრე.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და შეძლებისდაგვარად სწრაფად მიმართოთ ექიმს.

დედის რძეში პრეპარატის გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ვინაიდან ის ხელს უშლის ლაქტაციას, დოსტინექსი არ უნდა დაინიშნოს ჰიპერპროლაქტინემიული დარღვევების მქონე ქალებში, რომელთაც სურთ ჩვილ ბავშვთა ძუძუთი კვება.

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

მკურნალობის დაწყებისას პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს სწრაფ და ზუსტ რეაგირებას.

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და მანქანა-დანადგარების მომხმარებლების ყურადღება უნდა გამახვილდეს თავბრუსხვევის ან არტერიული წნევის ვარდნის რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ პრეპარატების გამოყენებასთან, განსაკუთრებით, მკურნალობის დაწყებისას.

დოსტინექსმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა და ძილის მოულოდნელად მოგვრა. ამ შემთხვევებში, თქვენ არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან არ უნდა განახორციელოთ რაიმე საქმიანობა, როდესაც სიფხიზლის დაქვეითებამ შესაძლებელია თქვენ ან სხვებს სერიოზული ავარიის ან სიკვდილის საფრთხე შეგიქმნათ (მაგალითად, მანქანა-დანადგარების გამოყენებით) და აღნიშნული ვრცელდება ამ ეპიზოდების ან ძილიანობის ალაგებამდე.

დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მას.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზის ან გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), არ უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.

  • როგორ უნდა მიიღოთ დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი?

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირება

დედის რძის წარმოქმნის (ლაქტაციის) პრევენციისთვის:

უნდა მიიღოთ 1 მგ კაბერგოლინი (დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის ორი ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით) დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში.

ლაქტაციის შესაჩერებლად ძუძუთი კვების დაწყების შემდეგ:

უნდა მიიღოთ 0.25 მგ კაბერგოლინი (დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის ნახევარი) ყოველ 12 საათში ორი დღის განმავლობაში.

პროლაქტინის დონეების შესამცირებლად:

ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება 0.5 მგ დოზით კვირაში, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები. თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.

დოზის ადაპტირება ხდება

ტაბლეტის მიღების წინა დღეს გაკეთებული პროლაქტინემიის დოზის შესაბამისად;

და თქვენი ექიმის დასკვნის შესაბამისად, რომელიც გადაწყვეტს, აუცილებელია თუ არა ყოველკვირეული დოზის გაყოფა.

დოზა შენარჩუნდება ან გაიზრდება ეტაპობრივად, რაც დამოკიდებულია გაზომილ პროლაქტინემიაზე, ეს გაგრძელდება მკურნალობაზე ოპტიმალური რეაქციის მიღებამდე.

ნებისმიერ შემთხვევაში, მკაცრად დაიცავით სამედიცინო დანიშნულება.

მიღების ფორმა და გზა

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

მიღების სიხშირე

კაბერგოლინის მიღება უნდა მოხდეს კვირაში ერთჯერადად, ან რამდენიმე ჯერზე მიღებით, ჭამის დროს, უმჯობესია საღამოს ან ძილის წინ, მსუბუქ წასახემსებელთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ნებისმიერ შემთხვევაში, მკაცრად დაიცავით სამედიცინო დანიშნულება.

დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის დოზის გადაჭარბება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გააფრთხილეთ ექიმი.

დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის დოზის გამოტოვება:

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი სისტემატიურად არ გვხვდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ძალიან ხშირად განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

კარდიალური ვალვულოპათია (სარქვლის დაავადება რეგურგიტაციის ჩათვლით) და მასთან დაკავშირებული დარღვევები (გულის გარსის ანთება და გულის გარშემო გამონაჟონი),

თავის ტკივილები, თავბრუსხვევა/ვერტიგო,

გულისრევა, დისპეფსია (საჭმლის მონელების გართულება), გასტრიტი, მუცლის ტკივილები,

ასთენია, დაღლილობა.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ხშირად განვითარდეს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძილიანობა,

დეპრესია,

ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის ვარდნა ადგომის დროს, რომელსაც შესაძლებელია თან ახლდეს თავბრუსხვევა), განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, სახის გაწითლება,

ყაბზობა, პირღებინება,

სარძევე ჯირკვლების (მკერდის) ტკივილი,

არტერიული წნევის ასიმპტომური ვარდნა.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ნაკლებად ხშირად განვითარდეს 1 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

გახშირებული გულისცემა,

დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), გამონადენი პლევრიდან (სითხის პათოლოგიური არსებობა ფილტვსა და ფილტვის გარშემო გარსს შორის), ფიბროზი (ნაწიბუროვანი ქსოვილი), კერძოდ, ფილტვის ფიბროზი, ეპისტაქსი (ცხვირიდან სისხლდენა),

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ალერგია),

გარდამავალი ჰემიანოპია (მხედველობის არის ნახევარში მხედველობის დაკარგვა ან შემცირება), სინკოპე, პარესთეზია (ჩხვლეტის, ჭიანჭველის ცოცვის შეგრძნებები),

გაზრდილი ლიბიდო,

რეინოს სინდრომი (სისხლის მიმოქცევის დარღვევა თითებში), გონების დაკარგვა,

შეშუპება და პერიფერიული შეშუპება,

გამონაყარი კანზე, ალოპეცია (თმის ან სხეულის თმის ცვენა),

ფეხის კრუნჩხვები,

ჰემოგლობინის გარდამავალი შემცირება მენსტრუაციის განახლების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია იშვიათად განვითარდეს 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

კუჭის ტკივილი.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლებელია ძალიან იშვითად განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში, ჩამოთვლილია ქვემოთ:

პლევრის ფიბროზი.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირე ცნობილი არ არის:

სტენოკარდია,

სუნთქვის დარღვევები, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში,

ძილის მოულოდნელად მოგვრა, კანკალი,

პათოლოგიური მხედველობა,

აგრესიულობა, ბოდვა, ჰიპერსექსუალობა, პათოლოგიური თამაში (იძულებით თამაში), ფსიქიკური აშლილობები, ჰალუცინაციები,

კუნთოვანი ფერმენტების (ფოსფოკინაზა) დონის მომატება სისხლში, ღვიძლის ფუნქციებზე გაკეთებული პათოლოგიური სისხლის ანალიზები.

აგრეთვე, შესაძლებელია აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

შეუძლებელია წინააღმდეგობა გაუწიოთ ისეთი ქმედების განხორციელების სურვილს, რითაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს ან სხვებს, როგორიცაა:

თამაშისადმი (აზარტული თამაშისადმი) გადაჭარბებული სახის, ძლიერი სურვილი, სერიოზული პირადი თუ ოჯახური შედეგების მიუხედავად;

სექსისადმი ინტერესის შეცვლა ან გაზრდა და ქცევა, რაც მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს თქვენში ან სხვებში, მაგალითად, ლიბიდოს გაზრდა;

გადაჭარბებული და უკონტროლო შესყიდვები ან ხარჯვა;

უზომო ჭამა (გადანაყრება) (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან იძულებითი ჭამა (ნორმაზე მეტი ან დასანაყრებლად საჭიროზე მეტი საკვების ჭამა).

თუ ამ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს აღნიშნული სიმპტომების სამკურნალოდ ან შესამცირებლად სათანადო ზომებს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ გრძნობთ რომელიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის. აგრეთვე, შეგიძლიათ გვერდით მოვლენებზე პირდაპირ განაცხადოთ განცხადებების ეროვნული სისტემის მეშვეობით: წამლის და სამკურნალო პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და ფარმაცევტული ზედამხედველობის რეგიონალური ცენტრების ქსელი - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr.

გვერდითი მოვლენების ანგარიშგებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

  • დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტის შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არცერთი პრეპარატი არ გადააგდოთ წყლის სადინარებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი

აქტიური ნივთიერებაა

კაბერგოლინი ......................................................................................................................... 0,5 მგ

ერთ ტაბლეტზე

სხვა ნივთიერებებია:

უწყლო ლაქტოზა, ლეიცინი.

იხილეთ მე-2 პუნქტი: „დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას.“

რა არის დოსტინექსი 0.5 მგ, ტაბლეტი და გარე შეფუთვის შინაარსი

ეს პრეპარატი წარმოდგენილია თეთრი, ბრტყელი, წაგრძელებული ფორმის ტაბლეტების სახით, ცალ მხარეს ამოტვიფრული ნიშნით „PU“, გაყოფილი გამყოფი ზოლით, ხოლო მეორე მხარეს - ნიშნით „700“ გაყოფილი მცირე გამყოფი ზოლით ცენტრალურ „0“-ს ზემოთ და ქვემოთ.

ფლაკონი (ყავისფერი მინის, ტიპი I)

ფლაკონი (PEHD) (პოლიპროპილენის) საცობით ბავშვებისგან დაცვის მიზნით და დესიკატორით (სილიციუმის გელი).

კოლოფში მოთავსებულია 2, 4 ან 8 ტაბლეტი.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

„ფაიზერ ჰოლდინგი საფრანგეთი“ (PFIZER HOLDING FRANCE)

დოქტორ ლანელონგის გამზირი # 23-25

75014 პარიზი

სავაჭრო ლიცენზიის ოპერატორი

„ფაიზერი“

დოქტორ ლანელონგის გამზირი # 23-25

75014 პარიზი

სამედიცინო ინფორმაცია: ტელეფონი + 33 (0)1 58 07 34 40

მწარმოებელი

„ფაიზერ იტალია ს.რ.ლ.“ (PFIZER ITALIA S.R.L)

ლოკალიტა მარინო დელ ტრონტო

63100 ასკოლი პიჩენო (AP)

იტალია

მოცემული შეფუთვის ჩანართის დამტკიცების ბოლო თარიღია 2022 წლის სექტემბერი.

აღნიშნული პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლისა და სამკურნალო პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (ANSM) (საფრანგეთი) ვებ-გვერდზე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა