გალიაფარმი 2,59 GBq რადიონუკლიდური გენერატორი
GalliaPharm 2,59 GBq Radionuklidgenerator
GalliaPharm წარმოადგენს გერმანიუმის (68Ge)/გალიუმის (68Ga) რადიონუკლიდურ გენერატორს, მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის მისაღებად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Germanium (68Ge) chloride/gallium (68Ga))
- ფორმა და შეფუთვა
- 2,59 GBq რადიონუკლიდური გენერატორი №1 + PP - კონტეინერი ელუენტით, 250 მლ სტერილური ულტრაწმინდა 0.1 მოლ/ლ ჰიდროქლორიდის მჟავა (მათ შორის, ცალკე საკიდი PP-ბოთლებისთვის; PP = პოლიპროპილენი) №1 + ვენტილირებადი წვერი (ABS = აკრილონიტრილ-ბუტადიენ-სტირენი/ /PE = პოლიეთილენი) №1 + ადაპტერი 1/16" ლიურის თავსაცმისთვის (PEEK) №2 + საინფუზიო სისტემა 60 სმ (PEEK) №2 + საინფუზიო სისტემა 40 სმ (PEEK) №1 + საინფუზიო სისტემა 20 სმ (PEEK) №1 + ხელით დასამაგრებელი დეტალი 1/16" 10-32 (PEEK) №3 + ხელით დასამაგრებელი დეტალი 1/16" M6 (PEEK) №1 + ხელით დასამაგრებელი გამანაწილებელი კოლბა (TPX = პოლიმეთილპენტენი/HDPE = მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი) №1 + ლიურის თავსაცმების კომპლექტი (PP) №1
- მწარმოებელი
- Eckert & Ziegler Radiopharma GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები, რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- V09X
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045955
- რეგისტრირებულია
- 20 ივლისი 2026, მოქმედებს 1 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- მაია სამადაშვილი
გალიაფარმი 2,59 GBq რადიონუკლიდური გენერატორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
GalliaPharm წარმოადგენს გერმანიუმის (68Ge)/გალიუმის (68Ga) რადიონუკლიდურ გენერატორს, მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის მისაღებად. გალიუმის (68Ga) ქლორიდი არის რადიოაქტიური ნივთიერება, რომელთანაც მუშაობენ სპეციალიზებული ექიმები (ბირთვული მედიცინის ექიმები) და ფარმაცევტები, რომლებსაც გავლილი აქვთ რადიოაქტიურ მასალებთან მუშაობის სწავლება. გალიუმის (68Ga) ქლორიდი არ არის განკუთვნილი პაციენტებში პირდაპირი გამოყენებისთვის, მაგრამ გამოიყენება რადიომარკირებისთვის, ტექნიკისთვის, რომლის დროსაც ნივთიერება მარკირდება რადიოაქტიური ნაერთით, ამ შემთხვევაში - 68Ga-ით.
მხოლოდ ის მედიკამენტები, რომლებიც სპეციალურად შემუშავებულია და დამტკიცებულია 68Ga-ით რადიომარკირებისთვის, გაივლის გალიუმის (68Ga) ქლორიდით რადიომარკირების პროცედურას. ამ რადიომარკირებულ მედიკამენტებს შეუძლიათ ორგანიზმში გარკვეული ტიპის უჯრედების ამოცნობა და მათთან მიმაგრება და რადიოაქტიული 68Ga-ის მიწოდება ამ უჯრედებისთვის თქვენს ორგანიზმში. 68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტში არსებული რადიოაქტივობის დაბალი დონე შეიძლება აღმოჩენილ იქნას ორგანიზმის გარეთ სპეციალური კამერების საშუალებით. ეს შეიძლება დაეხმაროს თქვენს ექიმს დიაგნოზის დასმაში. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ იმ მედიკამენტის ანოტაცია, რომელიც რადიომარკირებულ უნდა იქნას გალიუმის (68Ga) ქლორიდით.
ბირთვული მედიცინის დოქტორი უფრო დეტალურად აგიხსნით, თუ რა ტიპის გამოკვლევა ჩატარდება.
68Ga-ით მარკირებული მედიკამენტის გამოყენება მოიცავს რადიოაქტივობის მცირე დოზების ზემოქმედებას. თქვენმა ექიმმა და ბირთვული მედიცინის ექიმმა მიიჩნიეს, რომ კლინიკური სარგებელი, რომელსაც მიიღებთ 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტისგან, აღემატება რადიაციით გამოწვეულ რისკს.
მიღების წესი და დოზირება
არსებობს მკაცრი კანონები რადიოფარმაცევტული პროდუქტების გამოყენების, დამუშავებისა და უტილიზაციის შესახებ. GalliaPharm გამოყენებულ იქნება მხოლოდ სპეციალურ კონტროლირებულ ადგილებში. გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის მომზადება, კონკრეტული მატარებელი მედიკამენტის რადიომარკირება, ასევე 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტის გამოყენება მოხდება მხოლოდ იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სწავლება და კვალიფიცირებული არიან ამის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის. ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენენ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებისთვის და გაცნობებენ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
პროცედურის ზედამხედველი ბირთვული მედიცინის ექიმი გადაწყვეტს, თუ რა რაოდენობის 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული თქვენს შემთხვევაში. ეს იქნება უმცირესი რაოდენობა, რომელიც აუცილებელია სათანადო შედეგის მისაღწევად.
გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის შეყვანა და პროცედურის ჩატარება
თქვენ არ შეგიყვანენ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარს, არამედ სხვა მედიკამენტს, რომელიც კომბინირებულია (რადიომარკირებულია) გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნართან (ხსნარით).
პროცედურის ხანგრძლივობა
თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტით ჩასატარებელი პროცედურის სტანდარტულ ხანგრძლივობას. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ წაიკითხოთ რადიომარკირებული მედიკამენტის ანოტაცია.
გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარით რადიომარკირებული მედიკამენტის მიღების შემდეგ
ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ, გესაჭიროებათ თუ არა რაიმე სიფრთხილის ზომების მიღება 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტის მიღების შემდეგ. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარით რადიომარკირებული მედიკამენტი საჭიროზე მეტი დოზით, ან შემთხვევით გაგიკეთდათ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის პირდაპირი ინექცია
გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის დოზის გადაჭარბება ან მისი პირდაპირი ინექცია შემთხვევით ნაკლებსავარაუდოა, რადგანაც თქვენ მიიღებთ მხოლოდ 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტს, რომელიც ზუსტადაა გაკონტროლებული პროცედურის ზედამხედველი ბირთვული მედიცინის ექიმის მიერ. თუმცა, დოზის გადაჭარბების ან პირდაპირი ინექციის შემთხვევით გაკეთების შემთხვევაში, თქვენ გაგიწევენ სათანადო დახმარებას.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროცედურის ზედამხედველ ბირთვული მედიცინის ექიმს.
უკუჩვენებები
(68Ga)გალიუმის ქლორიდის ხსნარი პირდაპირ პაციენტს არ უნდა მიეწოდოს.
68Ga-ით მარკირებული სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია აქტიური ნივთიერების ან 6.1 ნაწილში დასახელებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
დამატებითი ინფორმაცია 68Ga-თი მონიშნული განსაზღვრული რადიოაქტიური სამკურნალო საშუალების უკუჩვენებების შესახებ, რომლებიც რადიოაქტიურად მარკირებულია (68Ga)გალიუმის ქლორიდის ხსნარით, შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი რადიოაქტიურად მარკირებული სამკურნალო საშუალების ინსტრუქციაში / შეფუთვის ჩანართ ფურცელში.
სიფრთხილის ზომები
GalliaPharm-ის გამოყენებით მიღებული გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული
- თუ ალერგიული ხართ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
თუ იყენებთ 68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტს, უნდა წაიკითხოთ უკუჩვენებების შესახებ ინფორმაცია რადიომარკირებადი მედიკამენტის ანოტაციაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტების გამოყენებისას სპეციალურ გაფრთხილებებსა და სიფრთხილის ზომებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ რადიომარკირებადი მედიკამენტის ანოტაცია.
ბავშვები და მოზარდები
გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი 18 წელზე ნაკლები ასაკის ხართ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი, რადგანაც მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ თქვენი ექიმის მიერ გამოსახულებების ინტერპრეტირებას.
უცნობია, შეუძლია თუ არა გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარს სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება, რადგანაც მითითებული კვლევები არ ჩატარებულა. თქვენ არ გაგიკეთდებათ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ინექცია, არამედ მიიღებთ 68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტს.
68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტებთან კომბინაციაში სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ წაიკითხოთ რადიომარკირებადი მედიკამენტის ანოტაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმთან, 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტების მიღებამდე.
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტების მიღებამდე, თუ არსებობს თქვენი ორსულობის ალბათობა, თუ გადაგიცდათ მენსტრუალური ციკლი ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ეჭვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროცედურას.
თუ ორსულად ხართ
ბირთვული მედიცინის ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიკეთებთ 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტს ორსულობის პერიოდში, თუ მოსალოდნელი სარგებელი რისკებს აღემატება.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს
თქვენ მოგთხოვენ ძუძუთი კვების შეწყვეტას. ჰკითხეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ ძუძუთი კვების გაგრძელება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
68Ga-ით მარკირებული მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ყურადღებით წაიკითხეთ ამ მედიკამენტების ანოტაციები.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
68Ga-ით მარკირებული მედიკამენტის შეყვანის შემდეგ, ის გამოიწვევს მცირე რაოდენობით მაიონიზებელ გამოსხივებას, კიბოსა და მემკვიდრეობითი ანომალიების უმცირესი რისკით.
შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ წაიკითხოთ რადიომარკირებული მედიკამენტის ანოტაცია.
ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არაა ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ V დანართში მითითებული ეროვნული ინფორმირების სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირებით, თქვენ შეგიძლიათ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება.
ჭარბი დოზა
პაციენტისთვის 68Ga-ით მარკირებული რადიოაქტიური სამკურნალო საშუალების რეკომენდებულზე მაღალი აქტივობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რადიაციის ჭარბი ზემოქმედება. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია რადიომარკირებული რადიოაქტიური სამკურნალო საშუალების ნაკრების ინსტრუქციაში / შეფუთვის ჩანართ ფურცელში.
ელუატის შემთხვევითი შეყვანის შემდეგ თავისუფალი 68Ga-სგან ტოქსიკური ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი. შეყვანილი თავისუფალი 68Ga თითქმის მთლიანად იშლება სტაბილურ 68Zn-მდე მოკლე დროში (97% იშლება 6 საათში). ამ პერიოდის განმავლობაში, 68Ga ძირითადად კონცენტრირდება სისხლში/პლაზმაში (ტრანსფერინთან შეკავშირებული) და შარდში. პაციენტი უნდა იყოს ჰიდრატირებული 68Ga-ს გამოყოფის გასაზრდელად. ასევე რეკომენდებულია ფორსირებული დიურეზი და ხშირი შარდვა.
ელუატის შემთხვევითი შეყვანის შემდეგ ადამიანებისთვის რადიაციული დოზის შეფასება შესაძლებელია მე-11 ნაწილში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება შედგება გერმანიუმის (68Ge) ქლორიდისა და გალიუმის (68Ga) ქლორიდისგან, რომელიც გახსნილია სტერილურ ულტრაწმინდა 0,36% (0.1 მოლ/ლ) ჰიდროქლორიდის მჟავაში. გერმანიუმი (68Ge) შეუქცევადად მოექცევა რადიონუკლიდური გენერატორის შიგნით და იშლება მის შვილობილ ნუკლიდამდე (68Ga), რომელიც მიიღება გენერატორიდან, გალიუმის (68Ga) ქლორიდის სახით.
დანარჩენი ინგრედიენტებია: ტიტანიუმის დიოქსიდი (მატრიქსი)
სტერილური ულტრაწმინდა 0,36% (0.1 მოლ/ლ)
ჰიდროქლორიდის მჟავა (საელუციო ხსნარი)
ერთ რადიონუკლიდურ გენერატორს მოჰყვება შემდეგი სახარჯი მასალები:
1 x PP - კონტეინერი ელუენტით, 250 მლ სტერილური ულტრაწმინდა 0.1 მოლ/ლ ჰიდროქლორიდის მჟავა (მათ შორის, ცალკე საკიდი PP-ბოთლებისთვის; PP = პოლიპროპილენი)
1 x ვენტილირებადი წვერი (ABS = აკრილონიტრილ-ბუტადიენ-სტირენი/ /PE = პოლიეთილენი)
2 ადაპტერი 1/16" ლიურის თავსაცმისთვის (PEEK)
2 x საინფუზიო სისტემა 60 სმ (PEEK)
1 x საინფუზიო სისტემა 40 სმ (PEEK)
1 x საინფუზიო სისტემა 20 სმ (PEEK)
3 x ხელით დასამაგრებელი დეტალი 1/16" 10-32 (PEEK)
1 x ხელით დასამაგრებელი დეტალი 1/16" M6 (PEEK)
1 x ხელით დასამაგრებელი გამანაწილებელი კოლბა (TPX = პოლიმეთილპენტენი/HDPE = მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი)
1 x ლიურის თავსაცმების კომპლექტი (PP)
როგორ გამოიყურება GalliaPharm და შეფუთვის შიგთავსი
თქვენ არ გესაჭიროებათ ამ მედიკამენტის მიღება ან დამუშავება.
შენახვის პირობები
თქვენ არ გესაჭიროებათ ამ მედიკამენტის შენახვა. ეს მედიკამენტი ინახება სპეციალისტის პასუხისმგებლობით, შესაბამის ადგილას. რადიოფარმაცევტული პრეპარატების შენახვა ხდება რადიოაქტიური მასალების ეროვნული რეგულაციის შესაბამისად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტის მიერ გამოსაყენებლად.
რადიონუკლიდური გენერატორი არ უნდა იქნას გამოყენებული კონტეინერზე "EXP" აბრევიატურის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ დაშალოთ გარსაცმი.
GalliaPharm-ის გამოყენებით მიღებული გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რადიოდიაგნოსტიკა, სხვა რადიოდიაგნოსტიკა, ATC-კოდი: V09X.
68Ga-ით მარკირებული რადიოაქტიური სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკური თვისებები, რომლებიც მომზადებულია რადიონუკლიდის გენერატორის ელუატით რადიოიზოლაციით შეყვანამდე, დამოკიდებულია მონიშნული მატარებელი მოლეკულის ტიპზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რადიომარკირებული რადიოაქტიური სამკურნალო საშუალების ნაკრების ინსტრუქციაში / შეფუთვის ჩანართ ფურცელში.
ბავშვები და მოზარდები
ევროპის სამკურნალო საშუალების სააგენტომ GalliaPharm 1,113,70 GBq რადიონუკლიდური გენერატორისთვის გამონაკლისი დაუშვა ყველა პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებისგან, რადგან ის რადიოაქტიური ნივთიერებაა. ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ 4.2 ნაწილი.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
(68Ga)გალიუმის ქლორიდის ხსნარი არ არის განკუთვნილი პაციენტებზე პირდაპირი გამოყენებისთვის, არამედ რადიოაქტიური სამკურნალო საშუალების სხვადასხვა კომპლექტების რადიოაქტიური ინ-ვიტრო-მარკირებისთვის. ამიტომ, 68Ga-ით მარკირებული რადიოაქტიური სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკური თვისებები დამოკიდებულია რადიოაქტიურად მარკირებადი მატარებელი მოლეკულების ტიპზე.
თავისუფალი 68Ga-ს შეწოვა, განაწილება და გამოყოფა (68Ga)გალიუმის ქლორიდის ხსნარის პირდაპირი ინექციის შემდეგ ვირთხებში იქნა გამოკვლეული. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ (68Ga)გალიუმის ქლორიდის პირდაპირი ინტრავენური შეყვანის შემდეგ 68Ga ნელა გამოიყოფა სისხლიდან, მამრებში 188 საათის და მდედრებში 254 საათის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდით. ეს იმიტომ ხდება, რომ თავისუფალი Ga3+ სავარაუდოდ Fe3+-ის მსგავსად იქცევა. თუმცა, რადგან 68Ga-ს ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად აღემატება მის ფიზიკურ ნახევარგამოყოფის პერიოდს (67.71 წუთი), 68Ga-ს თითქმის მთლიანად დაშლილია არააქტიურ 68Zn-ად, შესაბამისად, 188 საათის ან 254 საათის შემდეგ. 68Ga-ს საწყისი რაოდენობის დაახლოებით 97% უკვე გამოიყოფა 68Zn-მდე დაშლით სულ რაღაც 6 საათის შემდეგ.
ვირთხებში 68Ga ძირითადად გამოიყოფა შარდით, ღვიძლში და თირკმელებში დაბალი შეკავებით. სისხლის, პლაზმისა და შარდის გარდა, ორგანოები, რომლებსაც ჰქონდათ 68Ga-ს ყველაზე მაღალი აქტივობა, იყო ღვიძლი, ფილტვები, ელენთა და ძვლები. მდედრ ვირთხებში, 68Ga-ს აქტივობა ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში, კერძოდ, საშვილოსნოში და საკვერცხეებში, შედარებადი იყო ფილტვებში არსებულ აქტივობასთან. სათესლე ჯირკვლებში 68Ga-ს აქტივობა ძალიან დაბალი იყო.
ვირთხებზე ჩატარებული მონაცემების ექსტრაპოლაციის საფუძველზე, (68Ga)გალიუმის ქლორიდის შემთხვევითი ინტრავენური ინექციით გამოწვეული სავარაუდო საშუალო ეფექტური დოზა სქესის მიხედვით ზრდასრული ადამიანისთვის იქნება 0.0216 mSv/MBq (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-11 ნაწილი).
ვირთხებზე ჩატარებულ კვლევაში 68Ge-ს გარღვევით გამოწვეული აქტივობა უკიდურესად დაბალი იყო და კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პრეპარატის ანოტაცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
GalliaPharm 2.59 GBq რადიონუკლიდური გენერატორი
გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ანოტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ანოტაცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროცედურას
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რა ინფორმაციაა მოცემული ამ ანოტაციაში
რა არის GalliaPharm და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ GalliaPharm-ის გამოყენებით მიღებული გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება GalliaPharm-ის გამოყენებით მიღებული გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება GalliaPharm
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის GalliaPharm და რისთვის გამოიყენება ის
GalliaPharm წარმოადგენს გერმანიუმის (68Ge)/გალიუმის (68Ga) რადიონუკლიდურ გენერატორს, მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის მისაღებად. გალიუმის (68Ga) ქლორიდი არის რადიოაქტიური ნივთიერება, რომელთანაც მუშაობენ სპეციალიზებული ექიმები (ბირთვული მედიცინის ექიმები) და ფარმაცევტები, რომლებსაც გავლილი აქვთ რადიოაქტიურ მასალებთან მუშაობის სწავლება. გალიუმის (68Ga) ქლორიდი არ არის განკუთვნილი პაციენტებში პირდაპირი გამოყენებისთვის, მაგრამ გამოიყენება რადიომარკირებისთვის, ტექნიკისთვის, რომლის დროსაც ნივთიერება მარკირდება რადიოაქტიური ნაერთით, ამ შემთხვევაში - 68Ga-ით.
მხოლოდ ის მედიკამენტები, რომლებიც სპეციალურად შემუშავებულია და დამტკიცებულია 68Ga-ით რადიომარკირებისთვის, გაივლის გალიუმის (68Ga) ქლორიდით რადიომარკირების პროცედურას. ამ რადიომარკირებულ მედიკამენტებს შეუძლიათ ორგანიზმში გარკვეული ტიპის უჯრედების ამოცნობა და მათთან მიმაგრება და რადიოაქტიული 68Ga-ის მიწოდება ამ უჯრედებისთვის თქვენს ორგანიზმში. 68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტში არსებული რადიოაქტივობის დაბალი დონე შეიძლება აღმოჩენილ იქნას ორგანიზმის გარეთ სპეციალური კამერების საშუალებით. ეს შეიძლება დაეხმაროს თქვენს ექიმს დიაგნოზის დასმაში. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ იმ მედიკამენტის ანოტაცია, რომელიც რადიომარკირებულ უნდა იქნას გალიუმის (68Ga) ქლორიდით.
ბირთვული მედიცინის დოქტორი უფრო დეტალურად აგიხსნით, თუ რა ტიპის გამოკვლევა ჩატარდება.
68Ga-ით მარკირებული მედიკამენტის გამოყენება მოიცავს რადიოაქტივობის მცირე დოზების ზემოქმედებას. თქვენმა ექიმმა და ბირთვული მედიცინის ექიმმა მიიჩნიეს, რომ კლინიკური სარგებელი, რომელსაც მიიღებთ 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტისგან, აღემატება რადიაციით გამოწვეულ რისკს.
- რა უნდა იცოდეთ GalliaPharm-ის გამოყენებით მიღებული გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის გამოყენებამდე
GalliaPharm-ის გამოყენებით მიღებული გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული
- თუ ალერგიული ხართ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
თუ იყენებთ 68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტს, უნდა წაიკითხოთ უკუჩვენებების შესახებ ინფორმაცია რადიომარკირებადი მედიკამენტის ანოტაციაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტების გამოყენებისას სპეციალურ გაფრთხილებებსა და სიფრთხილის ზომებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ რადიომარკირებადი მედიკამენტის ანოტაცია.
ბავშვები და მოზარდები
გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი 18 წელზე ნაკლები ასაკის ხართ.
სხვა მედიკამენტები და გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარი
აცნობეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი, რადგანაც მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ თქვენი ექიმის მიერ გამოსახულებების ინტერპრეტირებას.
უცნობია, შეუძლია თუ არა გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარს სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება, რადგანაც მითითებული კვლევები არ ჩატარებულა. თქვენ არ გაგიკეთდებათ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ინექცია, არამედ მიიღებთ 68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტს.
68Ga-ით მარკირებულ მედიკამენტებთან კომბინაციაში სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ წაიკითხოთ რადიომარკირებადი მედიკამენტის ანოტაცია.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმთან, 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტების მიღებამდე.
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტების მიღებამდე, თუ არსებობს თქვენი ორსულობის ალბათობა, თუ გადაგიცდათ მენსტრუალური ციკლი ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ეჭვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროცედურას.
თუ ორსულად ხართ
ბირთვული მედიცინის ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიკეთებთ 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტს ორსულობის პერიოდში, თუ მოსალოდნელი სარგებელი რისკებს აღემატება.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს
თქვენ მოგთხოვენ ძუძუთი კვების შეწყვეტას. ჰკითხეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ ძუძუთი კვების გაგრძელება.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
68Ga-ით მარკირებული მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ყურადღებით წაიკითხეთ ამ მედიკამენტების ანოტაციები.
- როგორ გამოიყენება GalliaPharm-ის გამოყენებით მიღებული გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარი
არსებობს მკაცრი კანონები რადიოფარმაცევტული პროდუქტების გამოყენების, დამუშავებისა და უტილიზაციის შესახებ. GalliaPharm გამოყენებულ იქნება მხოლოდ სპეციალურ კონტროლირებულ ადგილებში. გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის მომზადება, კონკრეტული მატარებელი მედიკამენტის რადიომარკირება, ასევე 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტის გამოყენება მოხდება მხოლოდ იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სწავლება და კვალიფიცირებული არიან ამის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის. ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენენ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებისთვის და გაცნობებენ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
პროცედურის ზედამხედველი ბირთვული მედიცინის ექიმი გადაწყვეტს, თუ რა რაოდენობის 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული თქვენს შემთხვევაში. ეს იქნება უმცირესი რაოდენობა, რომელიც აუცილებელია სათანადო შედეგის მისაღწევად.
გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის შეყვანა და პროცედურის ჩატარება
თქვენ არ შეგიყვანენ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარს, არამედ სხვა მედიკამენტს, რომელიც კომბინირებულია (რადიომარკირებულია) გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნართან (ხსნარით).
პროცედურის ხანგრძლივობა
თქვენი ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტით ჩასატარებელი პროცედურის სტანდარტულ ხანგრძლივობას. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ წაიკითხოთ რადიომარკირებული მედიკამენტის ანოტაცია.
გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარით რადიომარკირებული მედიკამენტის მიღების შემდეგ
ბირთვული მედიცინის ექიმი გაცნობებთ, გესაჭიროებათ თუ არა რაიმე სიფრთხილის ზომების მიღება 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტის მიღების შემდეგ. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარით რადიომარკირებული მედიკამენტი საჭიროზე მეტი დოზით, ან შემთხვევით გაგიკეთდათ გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის პირდაპირი ინექცია
გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარის დოზის გადაჭარბება ან მისი პირდაპირი ინექცია შემთხვევით ნაკლებსავარაუდოა, რადგანაც თქვენ მიიღებთ მხოლოდ 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტს, რომელიც ზუსტადაა გაკონტროლებული პროცედურის ზედამხედველი ბირთვული მედიცინის ექიმის მიერ. თუმცა, დოზის გადაჭარბების ან პირდაპირი ინექციის შემთხვევით გაკეთების შემთხვევაში, თქვენ გაგიწევენ სათანადო დახმარებას.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროცედურის ზედამხედველ ბირთვული მედიცინის ექიმს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, 68Ga-ით მარკირებული მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
68Ga-ით მარკირებული მედიკამენტის შეყვანის შემდეგ, ის გამოიწვევს მცირე რაოდენობით მაიონიზებელ გამოსხივებას, კიბოსა და მემკვიდრეობითი ანომალიების უმცირესი რისკით.
შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ წაიკითხოთ რადიომარკირებული მედიკამენტის ანოტაცია.
ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ბირთვული მედიცინის ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არაა ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ V დანართში მითითებული ეროვნული ინფორმირების სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირებით, თქვენ შეგიძლიათ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება.
- როგორ ინახება GalliaPharm
თქვენ არ გესაჭიროებათ ამ მედიკამენტის შენახვა. ეს მედიკამენტი ინახება სპეციალისტის პასუხისმგებლობით, შესაბამის ადგილას. რადიოფარმაცევტული პრეპარატების შენახვა ხდება რადიოაქტიური მასალების ეროვნული რეგულაციის შესაბამისად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტის მიერ გამოსაყენებლად.
რადიონუკლიდური გენერატორი არ უნდა იქნას გამოყენებული კონტეინერზე "EXP" აბრევიატურის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ დაშალოთ გარსაცმი.
GalliaPharm-ის გამოყენებით მიღებული გალიუმის (68Ga) ქლორიდის ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს GalliaPharm
აქტიური ნივთიერება შედგება გერმანიუმის (68Ge) ქლორიდისა და გალიუმის (68Ga) ქლორიდისგან, რომელიც გახსნილია სტერილურ ულტრაწმინდა 0,36% (0.1 მოლ/ლ) ჰიდროქლორიდის მჟავაში. გერმანიუმი (68Ge) შეუქცევადად მოექცევა რადიონუკლიდური გენერატორის შიგნით და იშლება მის შვილობილ ნუკლიდამდე (68Ga), რომელიც მიიღება გენერატორიდან, გალიუმის (68Ga) ქლორიდის სახით.
დანარჩენი ინგრედიენტებია: ტიტანიუმის დიოქსიდი (მატრიქსი)
სტერილური ულტრაწმინდა 0,36% (0.1 მოლ/ლ)
ჰიდროქლორიდის მჟავა (საელუციო ხსნარი)
ერთ რადიონუკლიდურ გენერატორს მოჰყვება შემდეგი სახარჯი მასალები:
1 x PP - კონტეინერი ელუენტით, 250 მლ სტერილური ულტრაწმინდა 0.1 მოლ/ლ ჰიდროქლორიდის მჟავა (მათ შორის, ცალკე საკიდი PP-ბოთლებისთვის; PP = პოლიპროპილენი)
1 x ვენტილირებადი წვერი (ABS = აკრილონიტრილ-ბუტადიენ-სტირენი/ /PE = პოლიეთილენი)
2 ადაპტერი 1/16" ლიურის თავსაცმისთვის (PEEK)
2 x საინფუზიო სისტემა 60 სმ (PEEK)
1 x საინფუზიო სისტემა 40 სმ (PEEK)
1 x საინფუზიო სისტემა 20 სმ (PEEK)
3 x ხელით დასამაგრებელი დეტალი 1/16" 10-32 (PEEK)
1 x ხელით დასამაგრებელი დეტალი 1/16" M6 (PEEK)
1 x ხელით დასამაგრებელი გამანაწილებელი კოლბა (TPX = პოლიმეთილპენტენი/HDPE = მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი)
1 x ლიურის თავსაცმების კომპლექტი (PP)
როგორ გამოიყურება GalliaPharm და შეფუთვის შიგთავსი
თქვენ არ გესაჭიროებათ ამ მედიკამენტის მიღება ან დამუშავება.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
Eckert & Ziegler Radiopharma GmbH
Robert-Rössle -Str. 10
13125 Berlin
Germany
ეს ანოტაცია ბოლოს გადასინჯულ იქნა...
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლების სააგენტოს ვებსაიტზე: http://www.ema.europa.eu.
ეს ანოტაცია ხელმისაწვდომია ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის ყველა ენაზე ევროპის წამლების სააგენტოს ვებსაიტზე.
<--------------------------------------------------------------------------------------------------->
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის:
GalliaPharm-ის სრული მოკლე დახასიათება წარმოდგენილია ცალკე დოკუმენტის სახით პრეპარატის შეფუთვაში, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის ამ რადიოფარმაცევტული პრეპარატის შეყვანისა და გამოყენების შესახებ სხვა დამატებითი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
გთხოვთ იხილოთ სამკურნალო საშუალების მოკლე დახასიათება.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.






