ბუპივონი სპინალ ჰევი 0,5% საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა
BUPİVON Spinal Heavy %0,5 Enjeksiyonluk Çözelti İçeren Ampul
ბუპივონი სპინალ ჰევი ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს ხუთ ამპულას. ბუპივონი სპინალ ჰევი შეიცავს 5 მგ ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდს 4 მლ საინექციო ხსნარის ყოველ მლ-ზე თითოეულ ამპულაში. ეს არის გამჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბუპივაკაინი (bupivacaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5% (5მგ/მლ) 4მლ სპინალური საანესთეზიო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- İmaretçioğlu İlaç Sanayi Ltd. Şti., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
- ATC კოდი
- N01BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046562
- რეგისტრირებულია
- 28 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 28 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
ბუპივონი სპინალ ჰევი 0,5% საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბუპივონი სპინალ ჰევი ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს ხუთ ამპულას.
ბუპივონი სპინალ ჰევი შეიცავს 5 მგ ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდს 4 მლ საინექციო ხსნარის ყოველ მლ-ზე თითოეულ ამპულაში. ეს არის გამჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარი.
ბუპივონი სპინალ ჰევი მიეკუთვნება ადგილობრივი ანესთეტიკების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
ბუპივონი სპინალ ჰევი გამოიყენება სხეულის გარკვეული ნაწილების გაუტკივარების (ანესთეზირების) მიზნით ქირურგიული ჩარევისა და მშობიარობის დროს.
ბუპივონი სპინალ ჰევი ასევე გამოიყენება მუცლის ღრუს, საშარდე გზების, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის და ქვედა ტანის ოპერაციების დროს.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ბუპივონ სპინალ ჰევის დაგინიშნავთ ექიმი. ექიმი განსაზღვრავს ბუპივონ სპინალ ჰევის სწორ დოზას.
შეყვანის გზა და მეთოდი:
ბუპივონი სპინალ ჰევი შეიყვანება ინექციის სახით ზურგის ტვინში, ხერხემლის ქვედა ნაწილში. ინექციის დროს ბუპივონი სპინალ ჰევი ხელს უშლის ნერვებისგან ტკივილის სიგნალის ტვინში გადაცემას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში ბუპივონი სპინალ ჰევის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში ბუპივონ სპინალ ჰევის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ბუპივონ სპინალ ჰევის დოზის შემცირება.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბუპივონ სპინალ ჰევის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ასეთ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ბუპივონ სპინალ ჰევის დოზის შემცირება.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბუპივონ სპინალ ჰევის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ასეთ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ბუპივონ სპინალ ჰევის დოზის შემცირება.
თუ ფიქრობთ, რომ ბუპივონ სპინალ ჰევის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ბუპივანი სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზა:
თუ თქვენ მიიღეთ ბუპივონ სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა განვითარდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც განსაკუთრებულ მკურნალობას მოითხოვს. ბუპივონ სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზის მიღების პირველი ნიშნები, როგორც წესი, შემდეგია:
თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა,
ტუჩების და პირის ირგვლივ დაბუჟება,
ენის დაბუჟება,
სმენის პრობლემები.
მხედველობის პრობლემები.
სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, ექიმი შეწყვეტს ბუპივონის სპინალ ჰევის მიღებას ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე.
ბუპივონის სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზის მიღების უფრო სერიოზულ გვერდით მოვლენებს შორისაა კანკალი, კრუნჩხვები (კონვულსიები) და გულის პრობლემები.
თუ მიიღეთ ბუპივონი სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბუპივონი სპინალ ჰევის გამოყენება
ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ბუპივონ სპინალ ჰევით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
არ აღინიშნება. თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ:
თუ თქვენ გაქვთ ალერგია ბუპივაკაინის ან ბუპივონ სპინალ ჰევის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია),
არ გამოიყენოთ ბუპივონი სპინალ ჰევი, თუ გაქვთ ალერგია იმავე ჯგუფის სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების მიმართ (მაგალითად, ლიდოკაინი ან როპივაკაინი),
თუ ინექციის ადგილის მახლობლად გაქვთ კანის ინფექცია (მიკრობული დაავადება, რომელიც იწვევს ანთებას),
თუ გაქვთ დაავადება, რომელიც იწვევს ცხელებას და შემცივნებას სისხლში ბაქტერიების მოხვედრის შედეგად (სეფსისი),
თუ გაქვთ კარდიოგენული შოკის სახელით ცნობილი მდგომარეობა (სერიოზული მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით სისხლით),
თუ გაქვთ ჰიპოვოლემიური შოკი (ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რომელიც იწვევს სისხლის მიმოქცევის უეცარ უკმარისობას [შოკი; კოლაფსი]),
თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემები,
თუ თქვენ გაქვთ ტვინის ან ზურგის ტვინის დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი (მენინგეების ანთება), პოლიომიელიტი ან სპონდილიტი (მალების ანთება),
თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია თავში სისხლდენით (ქალაშიდა სისხლდენა),
თუ გაქვთ ზურგის ტვინში სისხლის მიწოდების ნაკლებობის გამო პრობლემები,
თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ტრავმა ან დაგისვეს დიაგნოზი, როგორიცაა ტუბერკულოზი ან ზურგის ტვინის სიმსივნე.
ბუპივონი სპინალ ჰევი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:
თუ:
თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები (ამ შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ბუპივონის დოზის კორექტირება),
თუ გითხრეს, რომ გაქვთ სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია),
თუ ფილტვებში სითხე გაქვთ.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც მხოლოდ წარსულში, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ისინი, ბუპივონი სპინალ ჰეივის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ბუპივონის სპინალ ჰევის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად:
ბუპივონი სპინალ ჰევი არ ურთიერთქმედებს საკვებთან ან სასმელებთან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ იყენებთ სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებს ან
თუ იყენებთ არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ამიოდარონი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ბუპივონის დოზის კორექტირება.
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ექიმი ბუპივონ სპინალ ჰევის დანიშნავს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ბუპივონი სპინალ ჰევის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბუპივონ სპინალ ჰევიმ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და გავლენა მოახდინოს რეაქციის დროზე. ამიტომ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან ბუპივონი სპინალ ჰევის მიღებიდან მეორე დღემდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბუპივონი სპინალ ჰევის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბუპივონი სპინალ ჰევი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე; ანუ ითვლება, რომ ის არსებოთად ,,უნატრიემოა“.
ბუპივონი სპინალ ჰევი შეიცავს დექსტროზას (გლუკოზას), თუმცა მიღების გზის და დოზირების გამო, გაფრთხილებები საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ბუპივონ სპინალ ჰევიმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში.
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10 000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.
შეწყვიტეთ ბუპივონის სპინალ ჰევის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:
მწვავე ალერგიული რეაქციები:
სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს შემდეგ პირობებთან ერთად:
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება.
ხელების, ფეხების და კოჭების ძლიერი ან უეცარი შეშუპება.
სუნთქვის გაძნელება.
კანის ძლიერი ქავილი (თან ახლავს გამონაყარი).
ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ან შოკი.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ბუპივონ სპინალ ჰევის მიმართ. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა იშვიათია (ვლინდება 1000 პაციენტიდან ერთში).
სხვა გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არახშირი: დაბუჟება (პარესთეზია), კუნთების კონკრეტული ჯგუფის ნებაყოფლობითი მოძრაობის შემცირება (პარეზი), შეხებისა და ტკივილის შეგრძნების დარღვევა (დიზესთეზია).
იშვიათი: სხეულის ქვედა ნახევრის, მათ შორის ორივე ფეხის (პარაპლეგია), ნებაყოფლობითი მოძრაობების დაკარგვა ან შეზღუდვა (დამბლა), ნერვული დარღვევები ან მგრძნობელობის დაკარგვა (ნეიროპათია), ზურგის ტვინის გარსების ანთება (არაქნოიდიტი).
გულის დაავადებები
ძალიან ხშირი: გულისცემის შენელება
იშვიათი: უეცარი გულის გაჩერება.
სისხლძარღვების დაავადებები
ძალიან ხშირი: დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) და მასთან დაკავშირებული თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
ხშირი: ღებინება
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები
იშვიათი: სუნთქვის გაძნელება
თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებები
ხშირი: შარდვის შეუძლებლობა, შარდის შეუკავებლობა
კუნთოვანი სისტემის დაავადებები
არახშირი: კუნთების დროებითი სისუსტე, ზურგის ტკივილი.
ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას
ძალიან ხშირი: გულისრევა
თუ ინექცია შემთხვევით არასწორად შეიყვანება ან თუ ის სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებთან ერთად არის გაკეთებული, შესაძლოა გამოვლინდეს ზოგიერთი სიმპტომი. ეს სიმპტომებია კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა, კანკალი და ენის დაბუჟება.
სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენებისას დაფიქსირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც ასევე შეიძლება განვითარდეს ბუპივონის სპინალ ჰევის გამოყენებისას:
იშვიათი: ნერვების დაზიანება (შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი პრობლემები).
თუ ზურგის ტვინის სითხეში ძალიან ბევრი ბუპივონი სპინალ ჰევი შეიყვანება, შესაძლოა მთელ სხეულში განვითარდეს დაბუჟების შეგრძნება (ანესთეზია).
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება:
თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr „გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ აპლიკაციაზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შენახვის პირობები
ბუპივონი სპინალ ჰევი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ. არ გაალღოთ და გამოიყენეთ გაყინული პროდუქტები.
თქვენი ექიმი ან საავადმყოფო შეინახავს ბუპივონ სპინალ ჰევის და პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის ხარისხზე, თუ ის გახსნისთანავე არ იქნება გამოყენებული. ისინი ასევე პასუხისმგებელნი იქნებიან გამოუყენებელი ბუპივონ სპინალ ჰევის სათანადოდ განადგურებაზე.
გამოიყენეთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბუპივონი სპინალ ჰევი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ ბუპივონი სპინალ ჰევი.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! გადაიტანეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შეგროვების პუნქტში.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ლიცენზიის მფლობელი:
ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.
კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი,
No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი
წარმოების ადგილი:
იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.
სამსუნის თავისუფალი ზონის ფილიალი, ლიმანიჩი-55100
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 13/09/2017.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, რომლებიც გამოიყენებიან ბუპივონ სპინალ ჰევის
პრეპარატი შეიყვანება სპინალური ინექციის გზით. რეკომენდებული ინექციის ადგილია L3-L4 მალთაშუა სივრცე. სპინალური ინექციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ წელის პუნქციით სუბარაქნოიდულ სივრცეში მოხდა შეღწევა (ზურგის ნემსით ასპირაციისას გამჭვირვალე ცერებროსპინალური სითხე ჟონავს ან ჩანს). თუ ანესთეზია არ გაამართლებს, პრეპარატის შეყვანის ხელახლა მცდელობა უნდა განხორციელდეს, მაგრამ უფრო მცირე მოცულობით და ინექციის განსხვავებული დონით.
არაეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პრეპარატის ცუდი განაწილება ინტრათეკალურ სივრცეში და ამის კორექცია შესაძლებელია პაციენტის პოზიციის შეცვლით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია
ბუპივონი სპინალ ჰევი 0.5%-იანი საინექციო ხსნარი ამპულებში
სტერილური
შეიყვანება ზურგის ტვინში
აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა შეიცავს 5 მგ ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს 1 მლ ხსნარში.
დამხმარე ნივთიერებები: დექსტროზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვას გამოყენებისთვის.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს მოგიწევთ ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტი, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ბუპივონი სპინალ ჰევი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია ბუპივონი სპინალ ჰევის გამოყენებამდე
- ბუპივონი სპინალ ჰევის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ბუპივონი სპინალ ჰევის შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს ბუპივონი სპინალ ჰევი და რისთვის გამოიყენება?
ბუპივონი სპინალ ჰევი ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს ხუთ ამპულას.
ბუპივონი სპინალ ჰევი შეიცავს 5 მგ ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდს 4 მლ საინექციო ხსნარის ყოველ მლ-ზე თითოეულ ამპულაში. ეს არის გამჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარი.
ბუპივონი სპინალ ჰევი მიეკუთვნება ადგილობრივი ანესთეტიკების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
ბუპივონი სპინალ ჰევი გამოიყენება სხეულის გარკვეული ნაწილების გაუტკივარების (ანესთეზირების) მიზნით ქირურგიული ჩარევისა და მშობიარობის დროს.
ბუპივონი სპინალ ჰევი ასევე გამოიყენება მუცლის ღრუს, საშარდე გზების, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის და ქვედა ტანის ოპერაციების დროს.
- ინფორმაცია ბუპივონი სპინალ ჰევის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბუპივონი სპინალ ჰევი შემდეგ სიტუაციებში:
თუ:
თუ თქვენ გაქვთ ალერგია ბუპივაკაინის ან ბუპივონ სპინალ ჰევის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია),
არ გამოიყენოთ ბუპივონი სპინალ ჰევი, თუ გაქვთ ალერგია იმავე ჯგუფის სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების მიმართ (მაგალითად, ლიდოკაინი ან როპივაკაინი),
თუ ინექციის ადგილის მახლობლად გაქვთ კანის ინფექცია (მიკრობული დაავადება, რომელიც იწვევს ანთებას),
თუ გაქვთ დაავადება, რომელიც იწვევს ცხელებას და შემცივნებას სისხლში ბაქტერიების მოხვედრის შედეგად (სეფსისი),
თუ გაქვთ კარდიოგენული შოკის სახელით ცნობილი მდგომარეობა (სერიოზული მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით სისხლით),
თუ გაქვთ ჰიპოვოლემიური შოკი (ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რომელიც იწვევს სისხლის მიმოქცევის უეცარ უკმარისობას [შოკი; კოლაფსი]),
თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემები,
თუ თქვენ გაქვთ ტვინის ან ზურგის ტვინის დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი (მენინგეების ანთება), პოლიომიელიტი ან სპონდილიტი (მალების ანთება),
თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია თავში სისხლდენით (ქალაშიდა სისხლდენა),
თუ გაქვთ ზურგის ტვინში სისხლის მიწოდების ნაკლებობის გამო პრობლემები,
თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ტრავმა ან დაგისვეს დიაგნოზი, როგორიცაა ტუბერკულოზი ან ზურგის ტვინის სიმსივნე.
ბუპივონი სპინალ ჰევი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:
თუ:
თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები (ამ შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ბუპივონის დოზის კორექტირება),
თუ გითხრეს, რომ გაქვთ სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია),
თუ ფილტვებში სითხე გაქვთ.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც მხოლოდ წარსულში, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ისინი, ბუპივონი სპინალ ჰეივის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ბუპივონის სპინალ ჰევის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად:
ბუპივონი სპინალ ჰევი არ ურთიერთქმედებს საკვებთან ან სასმელებთან.
ორსულობა:
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ექიმი ბუპივონ სპინალ ჰევის დანიშნავს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ბუპივონი სპინალ ჰევის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.
ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ბუპივონ სპინალ ჰევიმ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და გავლენა მოახდინოს რეაქციის დროზე. ამიტომ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან ბუპივონი სპინალ ჰევის მიღებიდან მეორე დღემდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბუპივონი სპინალ ჰევის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბუპივონი სპინალ ჰევი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე; ანუ ითვლება, რომ ის არსებოთად ,,უნატრიემოა“.
ბუპივონი სპინალ ჰევი შეიცავს დექსტროზას (გლუკოზას), თუმცა მიღების გზის და დოზირების გამო, გაფრთხილებები საჭირო არ არის.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
თუ იყენებთ სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებს ან
თუ იყენებთ არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ამიოდარონი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ბუპივონის დოზის კორექტირება.
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ბუპივონი სპინალ ჰევის გამოყენების წესი
მითითებები სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ბუპივონ სპინალ ჰევის დაგინიშნავთ ექიმი. ექიმი განსაზღვრავს ბუპივონ სპინალ ჰევის სწორ დოზას.
შეყვანის გზა და მეთოდი:
ბუპივონი სპინალ ჰევი შეიყვანება ინექციის სახით ზურგის ტვინში, ხერხემლის ქვედა ნაწილში. ინექციის დროს ბუპივონი სპინალ ჰევი ხელს უშლის ნერვებისგან ტკივილის სიგნალის ტვინში გადაცემას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში ბუპივონი სპინალ ჰევის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში ბუპივონ სპინალ ჰევის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ბუპივონ სპინალ ჰევის დოზის შემცირება.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბუპივონ სპინალ ჰევის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ასეთ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ბუპივონ სპინალ ჰევის დოზის შემცირება.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბუპივონ სპინალ ჰევის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ასეთ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ბუპივონ სპინალ ჰევის დოზის შემცირება.
თუ ფიქრობთ, რომ ბუპივონ სპინალ ჰევის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ბუპივანი სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზა:
თუ თქვენ მიიღეთ ბუპივონ სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა განვითარდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც განსაკუთრებულ მკურნალობას მოითხოვს. ბუპივონ სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზის მიღების პირველი ნიშნები, როგორც წესი, შემდეგია:
თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა,
ტუჩების და პირის ირგვლივ დაბუჟება,
ენის დაბუჟება,
სმენის პრობლემები.
მხედველობის პრობლემები.
სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, ექიმი შეწყვეტს ბუპივონის სპინალ ჰევის მიღებას ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე.
ბუპივონის სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზის მიღების უფრო სერიოზულ გვერდით მოვლენებს შორისაა კანკალი, კრუნჩხვები (კონვულსიები) და გულის პრობლემები.
თუ მიიღეთ ბუპივონი სპინალ ჰევის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბუპივონი სპინალ ჰევის გამოყენება
ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ბუპივონ სპინალ ჰევით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
არ აღინიშნება. თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ბუპივონ სპინალ ჰევიმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში.
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10 000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.
შეწყვიტეთ ბუპივონის სპინალ ჰევის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:
მწვავე ალერგიული რეაქციები:
სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს შემდეგ პირობებთან ერთად:
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება.
ხელების, ფეხების და კოჭების ძლიერი ან უეცარი შეშუპება.
სუნთქვის გაძნელება.
კანის ძლიერი ქავილი (თან ახლავს გამონაყარი).
ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ან შოკი.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ბუპივონ სპინალ ჰევის მიმართ. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა იშვიათია (ვლინდება 1000 პაციენტიდან ერთში).
სხვა გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არახშირი: დაბუჟება (პარესთეზია), კუნთების კონკრეტული ჯგუფის ნებაყოფლობითი მოძრაობის შემცირება (პარეზი), შეხებისა და ტკივილის შეგრძნების დარღვევა (დიზესთეზია).
იშვიათი: სხეულის ქვედა ნახევრის, მათ შორის ორივე ფეხის (პარაპლეგია), ნებაყოფლობითი მოძრაობების დაკარგვა ან შეზღუდვა (დამბლა), ნერვული დარღვევები ან მგრძნობელობის დაკარგვა (ნეიროპათია), ზურგის ტვინის გარსების ანთება (არაქნოიდიტი).
გულის დაავადებები
ძალიან ხშირი: გულისცემის შენელება
იშვიათი: უეცარი გულის გაჩერება.
სისხლძარღვების დაავადებები
ძალიან ხშირი: დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) და მასთან დაკავშირებული თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
ხშირი: ღებინება
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები
იშვიათი: სუნთქვის გაძნელება
თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებები
ხშირი: შარდვის შეუძლებლობა, შარდის შეუკავებლობა
კუნთოვანი სისტემის დაავადებები
არახშირი: კუნთების დროებითი სისუსტე, ზურგის ტკივილი.
ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას
ძალიან ხშირი: გულისრევა
თუ ინექცია შემთხვევით არასწორად შეიყვანება ან თუ ის სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებთან ერთად არის გაკეთებული, შესაძლოა გამოვლინდეს ზოგიერთი სიმპტომი. ეს სიმპტომებია კრუნჩხვები, თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა, კანკალი და ენის დაბუჟება.
სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენებისას დაფიქსირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც ასევე შეიძლება განვითარდეს ბუპივონის სპინალ ჰევის გამოყენებისას:
იშვიათი: ნერვების დაზიანება (შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი პრობლემები).
თუ ზურგის ტვინის სითხეში ძალიან ბევრი ბუპივონი სპინალ ჰევი შეიყვანება, შესაძლოა მთელ სხეულში განვითარდეს დაბუჟების შეგრძნება (ანესთეზია).
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება:
თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr „გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ აპლიკაციაზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ბუპივონი სპინალ ჰევის შენახვის პირობები
ბუპივონი სპინალ ჰევი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ. არ გაალღოთ და გამოიყენეთ გაყინული პროდუქტები.
თქვენი ექიმი ან საავადმყოფო შეინახავს ბუპივონ სპინალ ჰევის და პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის ხარისხზე, თუ ის გახსნისთანავე არ იქნება გამოყენებული. ისინი ასევე პასუხისმგებელნი იქნებიან გამოუყენებელი ბუპივონ სპინალ ჰევის სათანადოდ განადგურებაზე.
გამოიყენეთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბუპივონი სპინალ ჰევი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე დეფექტს შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ ბუპივონი სპინალ ჰევი.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად! გადაიტანეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შეგროვების პუნქტში.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ლიცენზიის მფლობელი:
ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.
კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი,
No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი
წარმოების ადგილი:
იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.
სამსუნის თავისუფალი ზონის ფილიალი, ლიმანიჩი-55100
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 13/09/2017.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, რომლებიც გამოიყენებიან ბუპივონ სპინალ ჰევის
პრეპარატი შეიყვანება სპინალური ინექციის გზით. რეკომენდებული ინექციის ადგილია L3-L4 მალთაშუა სივრცე. სპინალური ინექციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ წელის პუნქციით სუბარაქნოიდულ სივრცეში მოხდა შეღწევა (ზურგის ნემსით ასპირაციისას გამჭვირვალე ცერებროსპინალური სითხე ჟონავს ან ჩანს). თუ ანესთეზია არ გაამართლებს, პრეპარატის შეყვანის ხელახლა მცდელობა უნდა განხორციელდეს, მაგრამ უფრო მცირე მოცულობით და ინექციის განსხვავებული დონით.
არაეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პრეპარატის ცუდი განაწილება ინტრათეკალურ სივრცეში და ამის კორექცია შესაძლებელია პაციენტის პოზიციის შეცვლით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


