ბრინზოპტი პლუსი
BRINZOPT PLUS
თვალშიდა წნევის (IOP) შემცირება მოზრდილ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან თვალშიდა ჰიპერტენზიით, როდესაც IOP-ის შემცირება მონოთერაპიით ვერ ხერხდება (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბრინზოლამიდი (brinzolamide) + თიმოლოლი (timolol)
- ფორმა და შეფუთვა
- (10მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, სუსპენზია პოლიეთილენის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- S.C. Rompharm Company S.R.L (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr.1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- S01ED51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037220
- რეგისტრირებულია
- 31 იანვარი 2023, მოქმედებს 31 იანვარი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრინზოპტი პლუსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თვალშიდა წნევის (IOP) შემცირება მოზრდილ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან თვალშიდა ჰიპერტენზიით, როდესაც IOP-ის შემცირება მონოთერაპიით ვერ ხერხდება (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
მიღების წესი და დოზირება
გამოყენება მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში
დოზა შეადგენს ბრინზოპტი პლუსის თითო წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ ტომარაში ორჯერ დღეში.
ცხვირ-საცრემლე არხის დახშობა ან ქუთუთოების დახურვა ამცირებს სისტემურ შეწოვას, რამაც შესაძლოა შეამციროს სისტემური გვერდითი ეფექტები და გააძლიეროს ადგილობრივი მოქმედება (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
დოზის გამოტოვების შემთხვევაში განაგრძეთ მკურნალობა შემდეგი დოზით. არ გადააჭარბოთ დოზას - თითო წვეთი ორჯერ დღეში დაზიანებულ თვალში (თვალებში).
გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატიდან ბრინზოპტი პლუსზე გადასვლისას, წინა პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ბრინზოპტი პლუსით თერაპიის დაწყება უნდა მოხდეს მომდევნო დღეს.
განსაკუთრებული პოპულაციები
პედიატრიული პოპულაცია
ბრინზოპტი პლუსი 10 მგ/მლ + 5 მგ/მლ თვალის წვეთები, სუსპენზიის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ღვიძლის და თირკმლის უკნარისობა
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) ან თიმოლოლის 5 მგ/მლ თვალის წვეთების გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა და მსუბუქი ან საშუალო ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა, არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ბრინზოლამიდის და თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაცია არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“). ვინაიდან ბრინზოლამიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, ამიტომ ბრინზოპტი პლუსი უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ბრინზოპტი პლუსი გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
გამოყენების წესი
ოკულარული გამოყენებისთვის.
პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ კარგად შეანჯღრიონ ბოთლი გამოყენებამდე. მას შემდეგ, რაც თავსახური მოიხსნება, თუ დამცავი რგოლი სუსტად არის დამაგრებული, ამოიღეთ იგი პროდუქტის გამოყენებამდე.
ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიცვათ სიფრთხილე, არ შეახოთ საწვეთურიანი ფლაკონის წვერი ქუთუთოებს, მიმდებარე არეებს ან სხვა ზედაპირებს. ასწავლეთ პაციენტებს, რომ ფლაკონს მჭიდროდ დაახურონ თავსახური, როდესაც პრეპარატი არ გამოიყენება.
სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ჩაწვეთებებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე ბოლოს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.
ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობა სულფანილამიდების მიმართ (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა ან ანამნეზში ბრონქული ასთმა ან ფილტვების მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, მეორე და მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამოხატული უკმარისობა ან კარდიოგენური შოკი.
მწვავე ალერგიული რინიტი.
ჰიპერქლორემიული აციდოზი (იხ. ნაწილი დოზირება და მიღების წესი).
თირკმლის მწვავე უკმარისობა.
სიფრთხილის ზომები
სისტემური ეფექტები
ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება სისტემურად. ვინაიდან თიმოლოლი არის ბეტა-ადრენერგული ბლოკატორი შესაძლოა განვითარდეს ისეთივე გვერდითი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების მხრივ და სხვა მოვლენები, როგორც სისტემური ბეტა-ადრენერგიული ბლოკატორების გამოყენებისას. სისტემური გვერდითი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური მიღებისას. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
სულფონამიდების ყველა წარმოებულებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შესაძლოა აღინიშნოს ბრინზოპტი პლუსის გამოყენებისას, რადგან შეწოვა ხდება სისტემურად.
გულის მხრივ დარღვევები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მაგ: გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) და ჰიპოტონიის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობა უნდა შეფასდეს კრიტიკულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვა აქტიური ნივთიერებებით მკურნალობა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში საჭიროა დაკვირვება აღნიშნული დაავადებების გართულებების ნიშნების და გვერდითი ეფექტების გამოვლენის მხრივ.
იმპულსების გატარების დროზე ნეგატიური გავლენის გამო ბეტა-ბლოკატორების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, გულის І ხარისხის ბლოკადის მქონე პაციენტებში.
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება სისხლის მიმოქცევის მწვავე პერიფერიული დარღვევების/აშლილობების მქონე პაციენტებში (მაგ: რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის წვავე ფორმები).
ჰიპერთირეოზი
ბეტა-ბლოკატორებმა ასევე შესაძლოა შენიღბონ ჰიპერთირეოზის ნიშნები.
კუნთების სისუსტე
არსებობს ინფორმაცია, რომ ისეთი პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ ბეტა-ადრენერგიულ სისტემას, იწვევენ კუნთების სისუსტეს მიასთენიის გარკვეული სიმპტომებით (მაგ: დიპლოპია, ფტოზი და საერთო სისუსტე).
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ
არსებობს ინფორმაცია ზოგიერთი ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორის გამოყენების შემდეგ ასთმით დაავადებულ პაციენტებში რესპირატორული რეაქციების განვითარების, მათ შორის ბრონქოსპაზმით გამოწვეული სიკვდილის შესახებ. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) მქონე პაციენტებში, ბრინზოპტი პლუსი გამოიყენება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ჰიპოგლიკემია/დიაბეტი
ბეტა-ბლოკატორები სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სპონტანური ჰიპოგლიკემია ან ლაბილური დიაბეტი, რადგან ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს ბრინზოლამიდს, რომელიც წარმოადგენს სულფონამიდს. იგივე სახის გვერდითი რეაქციები, რაც დამახასიათებელია სულფონამიდებისთვის, შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას. არსებობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის აღწერილი შემთხვევები, კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების გამოყენებისას. სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში, მეტაბოლური აციდოზის შესაძლო განვითარების გამო. ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ყურადღების კონცენტრაცია
კარბოანჰიდრაზას პერორალურმა ინჰიბიტორებმა შესაძლოა დააქვეითონ ისეთი მოქმედებების შესაძლებლობა, რომლებიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და/ან კოორდინაციას. ბრინზოპტი პლუსი აბსორბირდება სისტემურად, ამიტომ ასეთი ტიპის გამოვლინება შესაძლოა განვითარდეს პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას.
ანაფილაქსიური რეაქციები
ატოპიის ან ანამნეზში მრავალ სხვადასხვა ალერგენზე მწვავე ანაფილაქსიური რეაქციის მქონე პაციენტები ბეტა-ადრეობლოკატორების გამოყენებისას შესაძლოა უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ასეთი ალერგენებით განმეორებითი გაღიზიანების მიმართ და არ რეაგირებდნენ ადრენალინის ჩვეულებრივ დოზებზე, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება
არსებობს შეტყობინებები ფილტრაციული ქირურგიის შემდეგ თვალშიდა სითხის წარმოქმნას სუპრესიული სამკურნალო საშუალებების (მაგ: თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი) გამოყენებისას თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შესახებ.
ქირურგიული ანესთეზია
ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ბეტა-აგონისტების სისტემური ეფექტების (მაგ: ადრენალინი) ბლოკირება. ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს თიმოლოლს.
თანმხლები თერაპია
გავლენა თვალშიდა წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ცნობილი ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს, როდესაც პაციენტები, რომლებიც ღებულობენ სისტემურ ბეტა-ბლოკატორს. მიიღებენ თიმოლოლს. საჭიროა ამ პაციენტების რეაქციაზე მკაცრი დაკვირვება. არ არის რეკომენდებული ორი ადგილობრივი ბეტა-ადრენერგული ბლოკატორის ან ორი ადგილობრივი კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორის გამოყენება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორის და ბრინზოპტი პლუსის გამოყენებისას არსებობს ადიტიური ეფექტების განვითარების რისკი, რომლებიც ცნობილია, როგორც კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების სისტემური ეფექტები. ბრინზოპტი პლუსის და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ
ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის ან პიგმენტური გლაუკომის მქონე პაციენტებში კომბინაციის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამ პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და რეკომენდებულია IOP-ის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ბრინზოლამიდისა და თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაცია არ არის შესწავლილი პაციენტებში ვიწროკუთხოვანი გლაუკომით და მისი გამოყენება ამ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.
ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიონ თვალის სიმშრალე. სიფრთხილით ინიშნება რქოვანას დაავადების მქონე პაციენტებში.
რქოვანას დარღვევის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ენდოთელიარული უჯრედების დაბალი რიცხვის მქონე პაციენტებში) ბრინზოლამიდის სავარაუდო როლი რქოვანას ენდოთელიუმის ფუნქციაში არ არის შესწავლილი. არ განხორციელებულა კვლევები პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს და ბრინზოლამიდის გამოყენებისას ასეთ პაციენტებში საჭიროა რეგულარული დაკვირვება, ვინაიდან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება ზეგავლენა მაოხდინონ რქოვანას ჰიდრატაციაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას დეკომპენსაცია და შეშუპება. კონტაქტური ლინზების ტარებამ შეიძლება გაზარდოს რისკები რქოვას მხრივ. რეკომენდებული დაკვირვება რქოვანას დაძიანების მქონე პაციენტებში, მაგალითად – შაქრიანი დიაბეტის ან რქოვანას დისტროფიის მქონე პაცინტები).
ბრინზოპტი პლუსის გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს შესაძლებელია სიფრთხილით (იხ. ქვემოთ "ბენზალკონიუმის ქლორიდი").
ბენზალკონიუმის ქლორიდი
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია თვალის გაღიზიანების და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულების გამოწვევა. თავიდან უნდა იყოს აცილებული პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვენენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბრინზოპტი პლუსის გამოყენებამდე აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა და არ უნდა მოხდეს მათი გაკეთება სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში.
არსებობს შეტყობინებები, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია გამოიწვიოს წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათია. პრეპარატის ხშირად ან ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია რქოვანას მდგომარეობის მონიტორინგი.
ღვიძლის უკმარისობა
ბრინზოპტი პლუსი გამოიყენება სიფრთხილით ღვიძლის მძიმე უმმარისობის მქონე პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ბრინზოპტი პლუსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს ბრინზოლამიდს, რომელიც ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლოა დაექვემდებაროს სისტემურ შეწოვას. არსებობს ინფორმაცია კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების პერორალურად გამოყენების შემდეგ მჟავა-ფუძე ბალანსის დარღვევის შესახებ. ბრინზოპტი პლუსის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სავარაუდო ურთიერთქმედების ალბათობა.
კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორის და ბრინზოლამიდის თვალის წვეთების გამოყენებისას არსებობს ადიტიური ეფექტების განვითარების რისკი, რომლებიც ცნობილია, როგორც კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების სისტემური ეფექტები. ბრინზოლამიდის შემცველი თვალის წვეთებისა და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ბრიზოლამიდის მეტაბოლიზმს უზრუნველყოფენ ციტოქრომ Р-450-ის იზოფერმენტები CYP3A4 (ძირითადად),CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9. სავარაუდოდ CYP3A4-ის ინჰიბიტორები (მაგ: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლეანდომიცინი) მოახდენენ CYP3A4-ის საშუალებით ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის დათრგუნვას. რეკომენდებულია პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად. თუმცა ბრინზოლამიდის კუმულაცია ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც გამოყოფა ძირითად ხდება შარდთან ერთად. ბრინზოლამიდი არ წარმოადგენს ციტოქრომ Р-450-ის იზოფერმენტების ინჰიბოტორს.
არსებობს ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერების და/ან გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების ალბათობა ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორის და კალციუმის არხების ბლოკატორების, ბეტა-ადრენობლოკატორების, არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატების (ამიოდარონის ჩათვლით), სათითურას გლიკოზიდების ან პარასიმპატომეტიკების, გუანეთიდინის ერთობლივად მიღებისას.
ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება შეამცირონ რეაქცია ადრენალინზე, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ატოპიით ან ანაფილაქსიით ანამნეზში (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ბეტა-ბლოკატორების მიღებისას კლონიდინის უეცარად მოხსნის შემთხვევაში შესაძლებელია გაძლიერდეს ჰიპერტონიული რეაქცია. პრეპარატის ერთობლივი გამოყენებისას კლონიდინთან ერთად საჭიროა სიფრთხილე.
არსებობს ინფორმაცია პოტენციური სისტემური ბეტა-ბლოკადის შემთხვევების შესახებ (მაგ: გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, დეპრესია) CYP2D6-ის ინჰიბიტორების (მაგ: ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) და თიმოლოლის კომბინირებული მკურნალობის დროს. რეკომენდებულია სიფრთხილე.
ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი. ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა შენიღბონ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ცნობილია, რომ ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების და ადრენალინის (ეპინეფრინი) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია მიდრიაზი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში ბრინზოლამიდის და თიმოლოლის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ეფექტი არ არის შესწავლილი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს რეპროდუქცულ ფუნქციაზე ტოქსიკური ზეგავლენის არსებობა სისტემური ზემოქმედების შემდეგ. ბრინზოპტი პლუსის არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, თუ არ არსებობს ამის აუცილებლობა. სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ბეტა-ბლოკატორების პერორალურად მიღებისას არ გამოვლენილა მალფორმაციული ეფექტები, მაგრამ გამოვლინდა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკი. გარდა ამისა, ბეტა-ბლოკადის ნიშნები და სიმპტომები (მაგ: ბრადიკარდია, ჰიპოტონია, რესპირატორული დისტრესი და ჰიპოგლიკემია) დაფიქსირდა ახალშობილებში, როდესაც ბეტა-ბლოკატორები მიიღებოდა მშობიარობამდე. თუ ბრინზოპტი პლუსი გამოიყენება მშობიარობამდე, საჭიროა ახალშობილზე ყურადღებით დაკვირვება სიცოცხლის პირველ დღეებში.
ძუძუთი კვების პერიოდი
უცნობია ადგილობრივად გამოყენებისას ხვდება თუ არა ბრინზოლამიდი ადამიანის დედის რძეში. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პერორალურად მიღების შემდეგ ბრინზოლამიდი გამოიყოფა დედის რძეში.
ბეტა-ბლოკატორები ორგანიზმიდან გამოიყოფიან დედის რძის საშუალებით. თუმცა, თვალის წვეთებში თერაპიული დოზებით შემავალი თიმოლოლი, სავარაუდოდ, არ გადადის დედის რძეში ისეთი რაოდენობით, რომ ჩვილ ბავშვებში გამოიწვიოს ბეტა–ბლოკადის კლინიკური სიმპტომები. სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
ამავე დროს, ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილისთვის რისკი არ არის გამორიცხული. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ბრინზოპტი პლუსით თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების, ხოლო დედისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ბრინზოლამიდი/თიმოლოლის ფიქსირებული დოზის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ეფექტი ადამიანის ფერტილურობაზე არ არის შესწავლილი.
არაკლინიკური მონაცემების მიხედვით პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ ან ბრინზოლამიდის ან თიმოლოლის ზეგავლენა მამაკაცის ან ქალის ფერტილურობაზე არ ფიქსირდება. ადგილობრივად გამოყენებისას ბრინზოპტი პლუსი სავარაუდოდ არ მოახდენს ზეგავლენას მამაკაცის ან ქალის ფერტილურობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბრინზოპტი პლუსი ახდენს მინიმალურ გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.
შესაძლოა განვითარდეს მხედველობის დროებითი დაბინდვა ან სხვა ვიზუალური დარღვევები, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ავტომობილის მართვის და სხვა სახის მექანიზმებთან მუშაობის უანრზე. თუ პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ვლინდება მხედველობის დაბინდვა, მაშინ ავტომობილის ან სხვა სახის მექანიზმების მართვის დაწყებამდე პაციენტმა უნდა მოიცადოს მანამ, სანამ მხედველობა არ აღუდგება.
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შესაძლოა დააქვეითონ ისეთი მოქმედებების შესაძლებლობა, რომლებიც მოითხოვს გონებრივ აქტიურობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება და თვალის ტკივილი, რომელიც აღინიშნებოდა დაახლოებით 2%-დან 7%-მდე პაციენტებში.
გვერდითი რეაქციების ცხრილური შეჯამება
შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) და ცალკეული კომპონენტების ბრინზოლამიდის და თიმოლოლის გამოყენებისას. გვერდითი რეაქციების სიხშირე აღწერილია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100; < 1/10); არახშირი (≥ 1/1000; < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000; < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); უცნობი სიხშირის (არსებულით მონაცემებით სიხშირე ვერ ფასდება). გვერდითი რეაქციები თითოეულ ჯგუფში წარმოდგენილია სეიოზულობის შემცირების მიხედვით.
ორგანოების სისტემური კლასიფიკაცია
ტერმინები MedDRA–ს მიხედვით
ინფექციები და ინვაზიები
უცნობი სიხშირის: ნაზოფარინგიტი3, ფარინგიტი3, სინუსიტი3, რინიტი3
დარღვევები სისხლძარღვების და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირი: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება1
უცნობი სიხშირის: ერითროციტების რაოდენობის შემცირება3, სისხლში ქლორიდების დონის მომატება3
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი სიხშირის: ანაფილაქსია2, ანაფილაქსიური შოკი1, სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება2, ლოკალიზებული და ზოგადი გამონაყარი2, ჰიპერმგრძნობელობა1, ჭინჭრის ციება,2 ქავილი2
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
უცნობი სიხშირის: ჰიპოგლიკემია2
ფსიქიკური სტატუსის დარღვევები
იშვიათი: უძილობა1
უცნობი სიხშირის: ჰალუცინაციები2, დეპრესია1, მეხსიერების დაკარგვა2, აპათია3, დათრგუნული განწყობა3, ლიბიდოს დაქვეითება3, ღამის კოშმარები2,3, ნევროზულობა3
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: დისგევზია1
უცნობი სიხშირის: ცერებრალური იშემია2, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა2, გულყრები2, მიასთენიის ნიშნების და სიმპტომების გაძლიერება2, ძილიანობა3, მოტორული დისფუნქცია3, ამნეზია3, მეხსიერების გაუარესება3, პარესთეზია2,3, ტრემორი3, დაქვეითებული მგრძნობელობა3, გემოვნების შეგრძნების დაკარგვა3, თავბრუსხვევა1, თავის ტკივილი1
მხედველობითი დარღვევები
ხშირი: წერტილოვანი კერატიტი1, მხედველობის დაბინდვა1, თვალის ტკივილი1, თვალის გაღიზიანება1
არახშირი: კერატიტი1,2,3, თვალების სიმშრალე1, რქოვანას ფერის შეცვლა1, გამონადენი თვალებიდან1, თვალების ქავილი1, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება1, ოკულარული ჰიპერემია1, კონიუნქტივის ჰიპერემია1
იშვიათი: რქოვანას ეროზია1, წინა კამერის გაფართოვება1, სინათლის შიში1, ცრემლდენა1, სკლერის ჰიპერემია1, ქუთუთოების ერითემა1, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე1
უცნობი სიხშირის: მხედველობითი ნერვის/დისკის თანაფარდობის მომატება3, ქორიოიდალური აშრევება ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ2 (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“), კერატოპათია3, რქოვანის ეპითელიუმის დეფექტი3, რქოვანის ეპითელიუმის დაზიანება3, თვალშიდა წნევის მომატება3, ნადები თვალზე3, რქოვანას შეღებვა3, რქოვანას შეშუპება3, რქოვანას მგრძნობელობის შემცირება2, კონიუნქტივიტი3, მეიბომიანიტი3, დიპლოპია2,3, ბლიკები3, სინათლის შიში3, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება3, მხედველობის დარღვევები1, პტერიგიუმი3, ოკულარული დისკომფორტი3, მშრალი კერატო კონიუნქტივიტი3, თვალის ჰიპოასთეზია3, სკლერას პიგმენტაცია3, სუბკონიუქტივალური კისტა3, მხედველობის დარღვევა3, თვალების შეშუპება3, თვალის ალერგია3, მადაროზი3, ქუთუთოს დაზიანება3, ქუთუთოების შეშუპება1, ფტოზი2
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
უცნობი სიხშირის: თავბრუსხვევა3, შუილი ყურებში3
დარღვევები გულის ფუნქციონირების მხრივ
ხშირი: გულისცემის შემცირება1
უცნობი სიხშირის: გულის გაჩერება2, გულის უკმარისობა2, გულის შეგუბებითი უკმარისობა2, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა2, კარდიო-რესპირატორული დისტრესი3, სტენოკარდია3, ბრადიკარდია2,3, გულის რითმის დარღვევა3, არითმია2,3, გულისცემა2,3, ტაქიკარდია3, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება3, ტკივილი გულმკერდის არეში3, შეშუპებები2
დარღვევები სისხლძარღვების ფუნქციონირების მხრივ
არახშირი: სისხლის წნევის დაქვეითება1
უცნობი სიხშირის: ჰიპოტონია2, ჰიპერტონია3, არტერიული წნევის მომატება1, რეინოს სინდრომი2, კიდურების სიცივე2
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
არახშირი: ხველა1
იშვიათი: ოროფარინგეალური ტკივილი1, რინორეა1
უცნობი სიხშირის: ბრონქოსპაზმი2 (ძირითადად პაციენტებში ადრე არსებული ბრონქოსპასპასტიკური დაავადებით), ქოშინი1, ასთმა3, სისხლდენა ცხვირიდან1, ბრონქების ჰიპერაქტივობა3, ყელის გაღიზიანება3, გაჭედილი ცხვირი3, ზედა სასუნთქი გზების გაჭედვა3, პოსტნაზალური სინდრომი3, ცემინება3, ცხვირის სიმშრალე3
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
უცნობი სიხშირის: ღებინება2,3, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი1, დიარეა1, პირის სიმშრალე1, გულისრევა1, ეზოფაგიტი3, დისპეფსია2,3, დისკომფორტი მუცლის არეში3, დისკომფორტი კუჭის არეში3, ნაწლავების ხშირი დაცლა3, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა3, პერორალური ჰიპოასთეზია3, პერორალური პარესთეზია3, მეტეორიზმი3
ჰეპატობილიარული დარღვევები
უცნობი სიხშირის: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა3
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
უცნობი სიხშირის: ჭინჭრის ციება3, მაკულოპაპულოზური გამონაყარი3, გენერალიზებული ქავილი3, კანის დაჭიმულობა3, დერმატიტი3, ალოპეცია1, ფსორიაზული გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება2, გამონაყარი1, ერითემა1
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
უცნობი სიხშირის: მიალგია1, კუნთოვანი სპაზმები3, ართრალგია3, ზურგის ტკივილი3, კიდურების ტკივილი3
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის ფუნქციონირების მხრივ
არახშირი: შარდში სისხლის არსებობა 1
უცნობი სიხშირის: თირკმელების ტკივილი3, პოლაკიურია3
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხირც დარღვევები
უცნობი სიხშირის: ერექციული დისფუნქცია3, სექსუალური დისფუნქცია2, ლიბიდოს დაქვეითება2
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
არახშირი: შეუძლოდ ყოფნა1,3
უცნობი სიხშირის: ტკივილი გულმკერდის არეში1, ტკივილი3, დაღლილობა1, ასთენია2,3, დისკომფორტი გულმკერდის არეში3, ნევროზი3, გაღიზიანება3, პერიფერიული შეშუპება3, პრეპარატის მოქმდებების ნარჩენი მოვლენები3
გამოკვლევები
არახშირი: კალიუმის დონის მომატება სისხლში1, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება სისხლში1.
1 არასასურველი რეაქციები ბრინზოლამიდზე და თიმოლოლზე (ფიქსირებული კომბინაციის სახით)
2 თიმოლოლით მონოთერაპიისას განვითარებული დამატებითი გვერდითი რეაქციები.
3 ბრინზოლამიდით მონოთერაპიისას განვითარებული დამატებითი გვერდითი რეაქციები.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
დისგევზია (მწარე ან უჩვეულო გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ) წარმოადგენს შედარებით ხშირ სისტემურ გვერდით ეფექტს, რომელიც დაკავშირებულია ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) გამოყენებასთან, კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას. სავარაუდოდ ის დაკავშირებულია თვალის წვეთების ცხვირხახაში მოხვედრასთან ცხვირ-ცრემლის არხის გავლით და გამოწვეულია ბრინზოლამიდით. თუ ჩაწვეთების შემდეგ თითით დავაწვებით თვალის შიდა კუთხეს ცხვირ-ცრემლის არხის დახურვის მიზნით ან ფრთხილად დავხურავთ ქუთუთოებს, ეს შეიძლება დაგვეხმაროს მოცემული ეფექტის წარმოშობის სიხშირის შემცირებაში (იხ. ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“).
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს ბრინზოლამიდს, რომელიც წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას სულფონამიდურ ინჰიბიტორს და აბსორბირდება სისტემურად. კარბოანჰიდრაზას სისტემური ინჰიბიტორების გამოყენებას, როგორც წესი, უკავშირდება არასასურველი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის, სისხლმბადი სისტემის, თირკმელების და იმ მოვლენების მხრივ, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლიზმთან. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას იგივე ტიპის არასასურველი ეფექტები, რაც კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების პერორალური გამოყენებისას.
თიმოლოლი აბსორბირდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი არასასურველი რეაქციები, როგორც სისტემური ბეტა-ბლოკირების სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში. ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები მოიცავს ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების კლასში გამოვლენილ რეაქციებს. დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეული კომპონენტების გამოყენებასთან, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს ბრინზოპტი პლუსით, მოცემულია ზემოთ მოცემულ ცხრილში. სისტემური გვერდითი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური მიღებისას. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
პედიატრიული პოპულაცია
ბრინზოპტი პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებში, რადგან არ მოიპოვება სათანადო მონაცემები უსაფრთოხების და ეფექტურობის შესახებ.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე ადგილობრივი შეტყობინების სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
პრეპარატის შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში ბეტა-ბლოკატორებით გამოწვეული ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ბრადიკარდიას, ჰიპოტონიას, გულის უკმარისობას და ბრონქოსპაზმს.
ბრინზოპტი პლუსის თვალის წვეთების ჭარბი დოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზური მდგომარეობის განვითარება, ასევე დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ. სისხლის შრატში უნდა გაკონტროლდეს ელექტროლიტების (კერძოდ, კალიუმის) დონე და рН-ის ზღვარი. კვლევებმა აჩვენა, რომ თიმოლოლი არ ექვემდებარება დიალიზს.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შემადგენლობა
სუსპენზიის ერთი მილილიტრი შეიცავს 10 მგ ბრინზოლამიდს და 5 მგ თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით).
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
ტილოქსაპოლი
კარბომერი
მანიტოლი (E421)
ნატრიუმის ქლორიდი
დინატრიუნის ედეტატი
ბენზალკონიუმის ქლორიდი
ქლორწყალბადმჟავა ან ნატრიუმის ედეტატი (pH-ის დასარეგულირებლად)
გასუფთავებული წყალი
ფარმაცევტული ჯგუფი და ატქ კოდი
შენახვის პირობები
2 წელი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Str. Eroilor 1А, Otopeni, 075100, რუმინეთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფტალმოლოგიური საშუალებები, გლაუკომას საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზურები; ათქ კოდი: S01ED51.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდიამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბრინზოლამიდს და თიმოლოლის მალეატს. მოცემული ორი კომპონენტი აქვეითებს მომატებულ თვალშიდა წნევას (IOP) ძირითადად ტენის გამოყოფის შემცირების და აგრეთვე სხვა მექანიზმების ხარჯზე. ორი აქტიური ნივთიერების კომბინირებული მოქმედება იწვევს IOP-ის უფრო ეფექტურად დაქვეითებას, ვიდრე მათი ინდივიდუალური გამოყენებისას.
ბრინზოლამიდი წარმოადგენს თვალის პრედომინანტური იზოფერმენტის კარბოანჰიდრაზა II (СА-II)-ის ძლიერ ინჰიბიტორს. კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება თვალის ცილიარულ სხეულში ამცირებს ტენის სეკრეციას ბიკარბონატების იონების წარმოქმნის შენელების ხარჯზე, ნატრიუმისა და სითხის ტრანსპორტის შემდგომი შემცირებით.
თიმოლოლი არის ბეტა-ადრენორეცეპტორების არასელექციური ბლოკატორი, რომელსაც არ გააჩნია სიმპათომიმეტური მოქმედება, არ ახდენს პირდაპირ დეპრესიულ ზეგავლენას მიოკარდიუმზე, არ გააჩნია მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა. ადამიანის ტონოგრაფია და ფლუოროფოტომეტრიული კვლევები მოწმობს, რომ მისი მოქმედება ძირითადად დაკავშირებულია სითხის წარმოქმნის შემცირებასთან და უკუდენის მცირე ზრდასთან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
კლინიკური ეფექტები:
თორმეტთვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის მკვლევარის მითითებით გამოიყენებოდა კომბინირებული თერაპია. პაციენტებში საწყისი IOP შეადგენდა 25-დან 27 მმ.ვწყ.სვ-მდე. ბრინზოლამინის და თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაციის მეშვეობით, რომელსაც იღებდნენ დღეში ორჯერ, IOP-ის დაქვეითების საშუალო ეფექტი შეადგენდა 7-9 მმ.ვწყ.სვ-ს. ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) მოქმედება შეადარეს 20 მგ/მლ დორზოლამიდი + 5 მგ/მლ თიმოლოლის კომბინაციას. IOP-ის საშუალო შემცირება აღინიშნა დროის ყველა წერტილში.
ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჩატარებულ ექვსთვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში IOP-ის საშუალო მაჩვენებლი შეადგენდა 25-დან 27 მმ.ვწყ.სვ-მდე. დღეში ორჯერ ფიქსირებული კომბინაციის გამოყენებისას IOP-ის დაწევის საშუალო ეფექტი შეადგენდა 7-9 მმ.ვწყ.სვ-ს, რაც 3 მმ.ვწყ.სვ-ით მეტია, ვიდრე 10 მგ/მლ ბრინზოლამიდის დღეში ორჯერ მიღებისას და 2 მმ.ვწყ.სვ-ით მეტია, ვიდრე 5 მგ/მლ თიმოლოლის დღეში ორჯერ მიღებისას. საშუალო IOP-ის საკმაოდ შემცირება სტატისტიკურად სარწმუნო იყო ბრინზოლამიდთან და თიმოლოლთან შედარებით, დროის ყველა მონაკვეთში კვლევის დროს.
სამ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) მიღებისას თვალებში დისკომფორტი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დორზოლამიდი 20 მგ/მლ + თიმოლოლის 5 მგ/მლ კომბინაციით მკურნალობის შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ოკულარულად ადგილობრივად გამოყენებისას ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება რქოვანადან და ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ჯანმრთელი პაციენტები პერორალურად ღებულობდნენ ბრინზოლამიდს (1 მგ) დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) გამოყენებამდე წონასწორული მდგომარეობის მიღწევის დროის შემცირების მიზნით. 13 კვირის განმავლობაში ორივე თვალში ფიქსირებული კომბინაციის დღეში ორჯერ გამოყენებისას ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში (RBC) საშუალოდ შეადგენდა 18.8 ± 3.29 მკმ-ს, 18.1 ± 2.68 მკმ-ს და 18.4 ± 3.01 მკმ-ს მე-4, მე-10 და მე-13 კვირას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ნარჩუნდება ერითროციტებით (RBC).
წონასწორულ მდგომარეობაში, ფიქსირებული კომბინაციის მიღების შემდეგ, თიმოლოლის საშუალო Cmax და AUC0-12სთ პლაზმაში შეადგენდა შესაბამისად 27% და 28%–ზე ნაკლებს (Cmax: 0.824 ± 0.453 ნგ/მლ; AUC0-12სთ: 4.71 ± 4.29 ნგ.სთ/მლ) შედარებით 5 მგ/მლ თიმოლოლის მიღებასთან (Cmax: 1.13 ± 0.494 ნგ/მლ; AUC0-12სთ: 6.58 ± 3.18 ნგ.სთ/მლ). თიმოლოლის დაბალი სისტემური ექსპოზიცია ფიქსირებული კომბინაციის მიღების შემდეგ არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. ფიქსირებული კომბინაციის შეყვანის შემდეგ თიმოლოლის საშუალო Cmax მიიღწეოდა 0.79±0.45 სთ-ის შემდეგ.
განაწილება
ბრინზოლამიდი ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაახლოებით 60%). ბრინზოლამიდი დეპონირდება ერითროციტებში კარბოანჰიდრაზა-II-ის მიმართ მაღალი აფინურობის და კარბოანჰიდრაზა-I-ის მიმართ ნაკლები აფინურობის ხარჯზე. მისი აქტიური მეტაბოლიტი N-დეზეთილი ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც ის პირველ რიგში უკავშირდება CA-I-ს. ერითროციტების და ქსოვილების კარბოანჰიდრაზას მიმართ ბრინზოლამიდის და მისი მეტაბოლიტის აფინურობის გამო დაბალია მისი კონცენტრაცია პლაზმაში.
თვალის ქსოვილში განაწილების მონაცემებმა კურდღლებში აჩვენა, რომ თიმოლოლის გაზომვა შესაძლებელია წყალხსნარში ფიქსირებული კომბინაციის მიღებიდან 48 საათამდე პერიოდში. სტაბილური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ, თიმოლოლის აღმოჩენა ადამიანის სისხლის პლაზმაში შესაძლებელია ფიქსირებული კომბინაციის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.
ბიოტრანსფორმაცია
ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს N-დეალკილირების, O-დეალკილირების და N-პროპილის გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვის გზით. N-დეზეთილბრინზოლამიდი წარმოადგენს ბრინზოლამიდის ძირითად მეტაბოლიტს, რომელიც ასევე უკავშირდება CA-I-ს ბრინზოლამიდის არსებობისას და გროვდება ერითროციტებში. ციტოქრომა P450-ის ინ ვიტრო კვლევები ცხადყოფს, რომ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმში ძირითადად მონაწილეობს CYP3A4, ასევე, სულ მცირე, დანარჩენი ოთხი იზოფერმენტი (CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9).
თიმოლოლი ორი გზით განიცდის მეტაბოლიზმს. ერთი გზა გვაძლევს თიადაზოლურ რგოლზე ეთანოლამიდის გვერდით ბმას, ხოლო მეორე - ეთანოლის გვერდით ბმას მორფოლინის აზოტთან და მეორე მსგავს გვერდით ბმას აზოტით შეკავშირებულ კარბონილის ჯგუფთან. თიმოლოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP2D6-ის მიერ.
გამოყოფა
ბრინზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად (დაახლოებით 60%). დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდთან ერთად ძირითადი მეტაბოლიტის სახით. ბრინზოლამიდი და N-დეზეთილბრინზოლამიდი მთავარი კომპონენტებია, რომელიც აღინიშნება შარდში სხვა მეტაბოლიტების (N-დეზმეტოქსიპროპილი და O-დესმეთილი) კონცენტრაციებთან (<1%) ერთად.
თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით. თიმოლოლის 20% გამოიყოფა შართდან ერთად უცვლელი სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეტაბოლიტების სახით. ფიქსირებული კომბინაციის მიღების შემდეგ პლაზმაში თიმოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენს 4.8 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ბრინზოპტი პლუსი 10 მგ/მლ + 5 მგ/მლ თვალის წვეთები, სუსპენზია
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ბრინზოლამიდი/თიმოლოლი
ფარმაცევტული ფორმა
თვალის წვეთები, სუსპენზია
თეთრი ან მოთეთრო ფერის სუსპენზია
pH: 6.5 - 7.8
ოსმოლარობა: 270 - 320 მოსმოლ/კგ
შემადგენლობა
სუსპენზიის ერთი მილილიტრი შეიცავს 10 მგ ბრინზოლამიდს და 5 მგ თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით).
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
ტილოქსაპოლი
კარბომერი
მანიტოლი (E421)
ნატრიუმის ქლორიდი
დინატრიუნის ედეტატი
ბენზალკონიუმის ქლორიდი
ქლორწყალბადმჟავა ან ნატრიუმის ედეტატი (pH-ის დასარეგულირებლად)
გასუფთავებული წყალი
ფარმაცევტული ჯგუფი და ატქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფტალმოლოგიური საშუალებები, გლაუკომას საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზურები; ათქ კოდი: S01ED51.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდიამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბრინზოლამიდს და თიმოლოლის მალეატს. მოცემული ორი კომპონენტი აქვეითებს მომატებულ თვალშიდა წნევას (IOP) ძირითადად ტენის გამოყოფის შემცირების და აგრეთვე სხვა მექანიზმების ხარჯზე. ორი აქტიური ნივთიერების კომბინირებული მოქმედება იწვევს IOP-ის უფრო ეფექტურად დაქვეითებას, ვიდრე მათი ინდივიდუალური გამოყენებისას.
ბრინზოლამიდი წარმოადგენს თვალის პრედომინანტური იზოფერმენტის კარბოანჰიდრაზა II (СА-II)-ის ძლიერ ინჰიბიტორს. კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება თვალის ცილიარულ სხეულში ამცირებს ტენის სეკრეციას ბიკარბონატების იონების წარმოქმნის შენელების ხარჯზე, ნატრიუმისა და სითხის ტრანსპორტის შემდგომი შემცირებით.
თიმოლოლი არის ბეტა-ადრენორეცეპტორების არასელექციური ბლოკატორი, რომელსაც არ გააჩნია სიმპათომიმეტური მოქმედება, არ ახდენს პირდაპირ დეპრესიულ ზეგავლენას მიოკარდიუმზე, არ გააჩნია მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა. ადამიანის ტონოგრაფია და ფლუოროფოტომეტრიული კვლევები მოწმობს, რომ მისი მოქმედება ძირითადად დაკავშირებულია სითხის წარმოქმნის შემცირებასთან და უკუდენის მცირე ზრდასთან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
კლინიკური ეფექტები:
თორმეტთვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის მკვლევარის მითითებით გამოიყენებოდა კომბინირებული თერაპია. პაციენტებში საწყისი IOP შეადგენდა 25-დან 27 მმ.ვწყ.სვ-მდე. ბრინზოლამინის და თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაციის მეშვეობით, რომელსაც იღებდნენ დღეში ორჯერ, IOP-ის დაქვეითების საშუალო ეფექტი შეადგენდა 7-9 მმ.ვწყ.სვ-ს. ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) მოქმედება შეადარეს 20 მგ/მლ დორზოლამიდი + 5 მგ/მლ თიმოლოლის კომბინაციას. IOP-ის საშუალო შემცირება აღინიშნა დროის ყველა წერტილში.
ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან ოკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჩატარებულ ექვსთვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში IOP-ის საშუალო მაჩვენებლი შეადგენდა 25-დან 27 მმ.ვწყ.სვ-მდე. დღეში ორჯერ ფიქსირებული კომბინაციის გამოყენებისას IOP-ის დაწევის საშუალო ეფექტი შეადგენდა 7-9 მმ.ვწყ.სვ-ს, რაც 3 მმ.ვწყ.სვ-ით მეტია, ვიდრე 10 მგ/მლ ბრინზოლამიდის დღეში ორჯერ მიღებისას და 2 მმ.ვწყ.სვ-ით მეტია, ვიდრე 5 მგ/მლ თიმოლოლის დღეში ორჯერ მიღებისას. საშუალო IOP-ის საკმაოდ შემცირება სტატისტიკურად სარწმუნო იყო ბრინზოლამიდთან და თიმოლოლთან შედარებით, დროის ყველა მონაკვეთში კვლევის დროს.
სამ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) მიღებისას თვალებში დისკომფორტი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დორზოლამიდი 20 მგ/მლ + თიმოლოლის 5 მგ/მლ კომბინაციით მკურნალობის შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ოკულარულად ადგილობრივად გამოყენებისას ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება რქოვანადან და ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ჯანმრთელი პაციენტები პერორალურად ღებულობდნენ ბრინზოლამიდს (1 მგ) დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) გამოყენებამდე წონასწორული მდგომარეობის მიღწევის დროის შემცირების მიზნით. 13 კვირის განმავლობაში ორივე თვალში ფიქსირებული კომბინაციის დღეში ორჯერ გამოყენებისას ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში (RBC) საშუალოდ შეადგენდა 18.8 ± 3.29 მკმ-ს, 18.1 ± 2.68 მკმ-ს და 18.4 ± 3.01 მკმ-ს მე-4, მე-10 და მე-13 კვირას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ნარჩუნდება ერითროციტებით (RBC).
წონასწორულ მდგომარეობაში, ფიქსირებული კომბინაციის მიღების შემდეგ, თიმოლოლის საშუალო Cmax და AUC0-12სთ პლაზმაში შეადგენდა შესაბამისად 27% და 28%–ზე ნაკლებს (Cmax: 0.824 ± 0.453 ნგ/მლ; AUC0-12სთ: 4.71 ± 4.29 ნგ.სთ/მლ) შედარებით 5 მგ/მლ თიმოლოლის მიღებასთან (Cmax: 1.13 ± 0.494 ნგ/მლ; AUC0-12სთ: 6.58 ± 3.18 ნგ.სთ/მლ). თიმოლოლის დაბალი სისტემური ექსპოზიცია ფიქსირებული კომბინაციის მიღების შემდეგ არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. ფიქსირებული კომბინაციის შეყვანის შემდეგ თიმოლოლის საშუალო Cmax მიიღწეოდა 0.79±0.45 სთ-ის შემდეგ.
განაწილება
ბრინზოლამიდი ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაახლოებით 60%). ბრინზოლამიდი დეპონირდება ერითროციტებში კარბოანჰიდრაზა-II-ის მიმართ მაღალი აფინურობის და კარბოანჰიდრაზა-I-ის მიმართ ნაკლები აფინურობის ხარჯზე. მისი აქტიური მეტაბოლიტი N-დეზეთილი ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც ის პირველ რიგში უკავშირდება CA-I-ს. ერითროციტების და ქსოვილების კარბოანჰიდრაზას მიმართ ბრინზოლამიდის და მისი მეტაბოლიტის აფინურობის გამო დაბალია მისი კონცენტრაცია პლაზმაში.
თვალის ქსოვილში განაწილების მონაცემებმა კურდღლებში აჩვენა, რომ თიმოლოლის გაზომვა შესაძლებელია წყალხსნარში ფიქსირებული კომბინაციის მიღებიდან 48 საათამდე პერიოდში. სტაბილური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ, თიმოლოლის აღმოჩენა ადამიანის სისხლის პლაზმაში შესაძლებელია ფიქსირებული კომბინაციის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.
ბიოტრანსფორმაცია
ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს N-დეალკილირების, O-დეალკილირების და N-პროპილის გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვის გზით. N-დეზეთილბრინზოლამიდი წარმოადგენს ბრინზოლამიდის ძირითად მეტაბოლიტს, რომელიც ასევე უკავშირდება CA-I-ს ბრინზოლამიდის არსებობისას და გროვდება ერითროციტებში. ციტოქრომა P450-ის ინ ვიტრო კვლევები ცხადყოფს, რომ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმში ძირითადად მონაწილეობს CYP3A4, ასევე, სულ მცირე, დანარჩენი ოთხი იზოფერმენტი (CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9).
თიმოლოლი ორი გზით განიცდის მეტაბოლიზმს. ერთი გზა გვაძლევს თიადაზოლურ რგოლზე ეთანოლამიდის გვერდით ბმას, ხოლო მეორე - ეთანოლის გვერდით ბმას მორფოლინის აზოტთან და მეორე მსგავს გვერდით ბმას აზოტით შეკავშირებულ კარბონილის ჯგუფთან. თიმოლოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP2D6-ის მიერ.
გამოყოფა
ბრინზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად (დაახლოებით 60%). დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდთან ერთად ძირითადი მეტაბოლიტის სახით. ბრინზოლამიდი და N-დეზეთილბრინზოლამიდი მთავარი კომპონენტებია, რომელიც აღინიშნება შარდში სხვა მეტაბოლიტების (N-დეზმეტოქსიპროპილი და O-დესმეთილი) კონცენტრაციებთან (<1%) ერთად.
თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით. თიმოლოლის 20% გამოიყოფა შართდან ერთად უცვლელი სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეტაბოლიტების სახით. ფიქსირებული კომბინაციის მიღების შემდეგ პლაზმაში თიმოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენს 4.8 საათს.
თერაპიული ჩვენებები
თვალშიდა წნევის (IOP) შემცირება მოზრდილ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან თვალშიდა ჰიპერტენზიით, როდესაც IOP-ის შემცირება მონოთერაპიით ვერ ხერხდება (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
გამოყენება მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში
დოზა შეადგენს ბრინზოპტი პლუსის თითო წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ ტომარაში ორჯერ დღეში.
ცხვირ-საცრემლე არხის დახშობა ან ქუთუთოების დახურვა ამცირებს სისტემურ შეწოვას, რამაც შესაძლოა შეამციროს სისტემური გვერდითი ეფექტები და გააძლიეროს ადგილობრივი მოქმედება (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
დოზის გამოტოვების შემთხვევაში განაგრძეთ მკურნალობა შემდეგი დოზით. არ გადააჭარბოთ დოზას - თითო წვეთი ორჯერ დღეში დაზიანებულ თვალში (თვალებში).
გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატიდან ბრინზოპტი პლუსზე გადასვლისას, წინა პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ბრინზოპტი პლუსით თერაპიის დაწყება უნდა მოხდეს მომდევნო დღეს.
განსაკუთრებული პოპულაციები
პედიატრიული პოპულაცია
ბრინზოპტი პლუსი 10 მგ/მლ + 5 მგ/მლ თვალის წვეთები, სუსპენზიის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ღვიძლის და თირკმლის უკნარისობა
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) ან თიმოლოლის 5 მგ/მლ თვალის წვეთების გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა და მსუბუქი ან საშუალო ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა, არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ბრინზოლამიდის და თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაცია არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“). ვინაიდან ბრინზოლამიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, ამიტომ ბრინზოპტი პლუსი უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ბრინზოპტი პლუსი გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
გამოყენების წესი
ოკულარული გამოყენებისთვის.
პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ კარგად შეანჯღრიონ ბოთლი გამოყენებამდე. მას შემდეგ, რაც თავსახური მოიხსნება, თუ დამცავი რგოლი სუსტად არის დამაგრებული, ამოიღეთ იგი პროდუქტის გამოყენებამდე.
ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიცვათ სიფრთხილე, არ შეახოთ საწვეთურიანი ფლაკონის წვერი ქუთუთოებს, მიმდებარე არეებს ან სხვა ზედაპირებს. ასწავლეთ პაციენტებს, რომ ფლაკონს მჭიდროდ დაახურონ თავსახური, როდესაც პრეპარატი არ გამოიყენება.
სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ჩაწვეთებებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე ბოლოს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.
ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობა სულფანილამიდების მიმართ (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა ან ანამნეზში ბრონქული ასთმა ან ფილტვების მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, მეორე და მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამოხატული უკმარისობა ან კარდიოგენური შოკი.
მწვავე ალერგიული რინიტი.
ჰიპერქლორემიული აციდოზი (იხ. ნაწილი დოზირება და მიღების წესი).
თირკმლის მწვავე უკმარისობა.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება და თვალის ტკივილი, რომელიც აღინიშნებოდა დაახლოებით 2%-დან 7%-მდე პაციენტებში.
გვერდითი რეაქციების ცხრილური შეჯამება
შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) და ცალკეული კომპონენტების ბრინზოლამიდის და თიმოლოლის გამოყენებისას. გვერდითი რეაქციების სიხშირე აღწერილია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100; < 1/10); არახშირი (≥ 1/1000; < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000; < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); უცნობი სიხშირის (არსებულით მონაცემებით სიხშირე ვერ ფასდება). გვერდითი რეაქციები თითოეულ ჯგუფში წარმოდგენილია სეიოზულობის შემცირების მიხედვით.
ორგანოების სისტემური კლასიფიკაცია
ტერმინები MedDRA–ს მიხედვით
ინფექციები და ინვაზიები
უცნობი სიხშირის: ნაზოფარინგიტი3, ფარინგიტი3, სინუსიტი3, რინიტი3
დარღვევები სისხლძარღვების და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირი: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება1
უცნობი სიხშირის: ერითროციტების რაოდენობის შემცირება3, სისხლში ქლორიდების დონის მომატება3
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი სიხშირის: ანაფილაქსია2, ანაფილაქსიური შოკი1, სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება2, ლოკალიზებული და ზოგადი გამონაყარი2, ჰიპერმგრძნობელობა1, ჭინჭრის ციება,2 ქავილი2
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
უცნობი სიხშირის: ჰიპოგლიკემია2
ფსიქიკური სტატუსის დარღვევები
იშვიათი: უძილობა1
უცნობი სიხშირის: ჰალუცინაციები2, დეპრესია1, მეხსიერების დაკარგვა2, აპათია3, დათრგუნული განწყობა3, ლიბიდოს დაქვეითება3, ღამის კოშმარები2,3, ნევროზულობა3
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: დისგევზია1
უცნობი სიხშირის: ცერებრალური იშემია2, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა2, გულყრები2, მიასთენიის ნიშნების და სიმპტომების გაძლიერება2, ძილიანობა3, მოტორული დისფუნქცია3, ამნეზია3, მეხსიერების გაუარესება3, პარესთეზია2,3, ტრემორი3, დაქვეითებული მგრძნობელობა3, გემოვნების შეგრძნების დაკარგვა3, თავბრუსხვევა1, თავის ტკივილი1
მხედველობითი დარღვევები
ხშირი: წერტილოვანი კერატიტი1, მხედველობის დაბინდვა1, თვალის ტკივილი1, თვალის გაღიზიანება1
არახშირი: კერატიტი1,2,3, თვალების სიმშრალე1, რქოვანას ფერის შეცვლა1, გამონადენი თვალებიდან1, თვალების ქავილი1, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება1, ოკულარული ჰიპერემია1, კონიუნქტივის ჰიპერემია1
იშვიათი: რქოვანას ეროზია1, წინა კამერის გაფართოვება1, სინათლის შიში1, ცრემლდენა1, სკლერის ჰიპერემია1, ქუთუთოების ერითემა1, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე1
უცნობი სიხშირის: მხედველობითი ნერვის/დისკის თანაფარდობის მომატება3, ქორიოიდალური აშრევება ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ2 (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“), კერატოპათია3, რქოვანის ეპითელიუმის დეფექტი3, რქოვანის ეპითელიუმის დაზიანება3, თვალშიდა წნევის მომატება3, ნადები თვალზე3, რქოვანას შეღებვა3, რქოვანას შეშუპება3, რქოვანას მგრძნობელობის შემცირება2, კონიუნქტივიტი3, მეიბომიანიტი3, დიპლოპია2,3, ბლიკები3, სინათლის შიში3, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება3, მხედველობის დარღვევები1, პტერიგიუმი3, ოკულარული დისკომფორტი3, მშრალი კერატო კონიუნქტივიტი3, თვალის ჰიპოასთეზია3, სკლერას პიგმენტაცია3, სუბკონიუქტივალური კისტა3, მხედველობის დარღვევა3, თვალების შეშუპება3, თვალის ალერგია3, მადაროზი3, ქუთუთოს დაზიანება3, ქუთუთოების შეშუპება1, ფტოზი2
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
უცნობი სიხშირის: თავბრუსხვევა3, შუილი ყურებში3
დარღვევები გულის ფუნქციონირების მხრივ
ხშირი: გულისცემის შემცირება1
უცნობი სიხშირის: გულის გაჩერება2, გულის უკმარისობა2, გულის შეგუბებითი უკმარისობა2, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა2, კარდიო-რესპირატორული დისტრესი3, სტენოკარდია3, ბრადიკარდია2,3, გულის რითმის დარღვევა3, არითმია2,3, გულისცემა2,3, ტაქიკარდია3, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება3, ტკივილი გულმკერდის არეში3, შეშუპებები2
დარღვევები სისხლძარღვების ფუნქციონირების მხრივ
არახშირი: სისხლის წნევის დაქვეითება1
უცნობი სიხშირის: ჰიპოტონია2, ჰიპერტონია3, არტერიული წნევის მომატება1, რეინოს სინდრომი2, კიდურების სიცივე2
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
არახშირი: ხველა1
იშვიათი: ოროფარინგეალური ტკივილი1, რინორეა1
უცნობი სიხშირის: ბრონქოსპაზმი2 (ძირითადად პაციენტებში ადრე არსებული ბრონქოსპასპასტიკური დაავადებით), ქოშინი1, ასთმა3, სისხლდენა ცხვირიდან1, ბრონქების ჰიპერაქტივობა3, ყელის გაღიზიანება3, გაჭედილი ცხვირი3, ზედა სასუნთქი გზების გაჭედვა3, პოსტნაზალური სინდრომი3, ცემინება3, ცხვირის სიმშრალე3
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
უცნობი სიხშირის: ღებინება2,3, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი1, დიარეა1, პირის სიმშრალე1, გულისრევა1, ეზოფაგიტი3, დისპეფსია2,3, დისკომფორტი მუცლის არეში3, დისკომფორტი კუჭის არეში3, ნაწლავების ხშირი დაცლა3, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა3, პერორალური ჰიპოასთეზია3, პერორალური პარესთეზია3, მეტეორიზმი3
ჰეპატობილიარული დარღვევები
უცნობი სიხშირის: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა3
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
უცნობი სიხშირის: ჭინჭრის ციება3, მაკულოპაპულოზური გამონაყარი3, გენერალიზებული ქავილი3, კანის დაჭიმულობა3, დერმატიტი3, ალოპეცია1, ფსორიაზული გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება2, გამონაყარი1, ერითემა1
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
უცნობი სიხშირის: მიალგია1, კუნთოვანი სპაზმები3, ართრალგია3, ზურგის ტკივილი3, კიდურების ტკივილი3
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის ფუნქციონირების მხრივ
არახშირი: შარდში სისხლის არსებობა 1
უცნობი სიხშირის: თირკმელების ტკივილი3, პოლაკიურია3
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხირც დარღვევები
უცნობი სიხშირის: ერექციული დისფუნქცია3, სექსუალური დისფუნქცია2, ლიბიდოს დაქვეითება2
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
არახშირი: შეუძლოდ ყოფნა1,3
უცნობი სიხშირის: ტკივილი გულმკერდის არეში1, ტკივილი3, დაღლილობა1, ასთენია2,3, დისკომფორტი გულმკერდის არეში3, ნევროზი3, გაღიზიანება3, პერიფერიული შეშუპება3, პრეპარატის მოქმდებების ნარჩენი მოვლენები3
გამოკვლევები
არახშირი: კალიუმის დონის მომატება სისხლში1, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება სისხლში1.
1 არასასურველი რეაქციები ბრინზოლამიდზე და თიმოლოლზე (ფიქსირებული კომბინაციის სახით)
2 თიმოლოლით მონოთერაპიისას განვითარებული დამატებითი გვერდითი რეაქციები.
3 ბრინზოლამიდით მონოთერაპიისას განვითარებული დამატებითი გვერდითი რეაქციები.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
დისგევზია (მწარე ან უჩვეულო გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ) წარმოადგენს შედარებით ხშირ სისტემურ გვერდით ეფექტს, რომელიც დაკავშირებულია ბრინზოლამიდის და თიმოლოლის (ფიქსირებული კომბინაციის სახით) გამოყენებასთან, კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას. სავარაუდოდ ის დაკავშირებულია თვალის წვეთების ცხვირხახაში მოხვედრასთან ცხვირ-ცრემლის არხის გავლით და გამოწვეულია ბრინზოლამიდით. თუ ჩაწვეთების შემდეგ თითით დავაწვებით თვალის შიდა კუთხეს ცხვირ-ცრემლის არხის დახურვის მიზნით ან ფრთხილად დავხურავთ ქუთუთოებს, ეს შეიძლება დაგვეხმაროს მოცემული ეფექტის წარმოშობის სიხშირის შემცირებაში (იხ. ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“).
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს ბრინზოლამიდს, რომელიც წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას სულფონამიდურ ინჰიბიტორს და აბსორბირდება სისტემურად. კარბოანჰიდრაზას სისტემური ინჰიბიტორების გამოყენებას, როგორც წესი, უკავშირდება არასასურველი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის, სისხლმბადი სისტემის, თირკმელების და იმ მოვლენების მხრივ, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლიზმთან. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას იგივე ტიპის არასასურველი ეფექტები, რაც კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების პერორალური გამოყენებისას.
თიმოლოლი აბსორბირდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი არასასურველი რეაქციები, როგორც სისტემური ბეტა-ბლოკირების სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში. ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები მოიცავს ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების კლასში გამოვლენილ რეაქციებს. დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეული კომპონენტების გამოყენებასთან, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს ბრინზოპტი პლუსით, მოცემულია ზემოთ მოცემულ ცხრილში. სისტემური გვერდითი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური მიღებისას. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
პედიატრიული პოპულაცია
ბრინზოპტი პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებში, რადგან არ მოიპოვება სათანადო მონაცემები უსაფრთოხების და ეფექტურობის შესახებ.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე ადგილობრივი შეტყობინების სისტემის საშუალებით.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
სისტემური ეფექტები
ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება სისტემურად. ვინაიდან თიმოლოლი არის ბეტა-ადრენერგული ბლოკატორი შესაძლოა განვითარდეს ისეთივე გვერდითი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების მხრივ და სხვა მოვლენები, როგორც სისტემური ბეტა-ადრენერგიული ბლოკატორების გამოყენებისას. სისტემური გვერდითი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური მიღებისას. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
სულფონამიდების ყველა წარმოებულებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შესაძლოა აღინიშნოს ბრინზოპტი პლუსის გამოყენებისას, რადგან შეწოვა ხდება სისტემურად.
გულის მხრივ დარღვევები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მაგ: გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) და ჰიპოტონიის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობა უნდა შეფასდეს კრიტიკულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვა აქტიური ნივთიერებებით მკურნალობა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში საჭიროა დაკვირვება აღნიშნული დაავადებების გართულებების ნიშნების და გვერდითი ეფექტების გამოვლენის მხრივ.
იმპულსების გატარების დროზე ნეგატიური გავლენის გამო ბეტა-ბლოკატორების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, გულის І ხარისხის ბლოკადის მქონე პაციენტებში.
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება სისხლის მიმოქცევის მწვავე პერიფერიული დარღვევების/აშლილობების მქონე პაციენტებში (მაგ: რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის წვავე ფორმები).
ჰიპერთირეოზი
ბეტა-ბლოკატორებმა ასევე შესაძლოა შენიღბონ ჰიპერთირეოზის ნიშნები.
კუნთების სისუსტე
არსებობს ინფორმაცია, რომ ისეთი პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ ბეტა-ადრენერგიულ სისტემას, იწვევენ კუნთების სისუსტეს მიასთენიის გარკვეული სიმპტომებით (მაგ: დიპლოპია, ფტოზი და საერთო სისუსტე).
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ
არსებობს ინფორმაცია ზოგიერთი ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორის გამოყენების შემდეგ ასთმით დაავადებულ პაციენტებში რესპირატორული რეაქციების განვითარების, მათ შორის ბრონქოსპაზმით გამოწვეული სიკვდილის შესახებ. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) მქონე პაციენტებში, ბრინზოპტი პლუსი გამოიყენება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ჰიპოგლიკემია/დიაბეტი
ბეტა-ბლოკატორები სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სპონტანური ჰიპოგლიკემია ან ლაბილური დიაბეტი, რადგან ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს ბრინზოლამიდს, რომელიც წარმოადგენს სულფონამიდს. იგივე სახის გვერდითი რეაქციები, რაც დამახასიათებელია სულფონამიდებისთვის, შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას. არსებობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის აღწერილი შემთხვევები, კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების გამოყენებისას. სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში, მეტაბოლური აციდოზის შესაძლო განვითარების გამო. ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ყურადღების კონცენტრაცია
კარბოანჰიდრაზას პერორალურმა ინჰიბიტორებმა შესაძლოა დააქვეითონ ისეთი მოქმედებების შესაძლებლობა, რომლებიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და/ან კოორდინაციას. ბრინზოპტი პლუსი აბსორბირდება სისტემურად, ამიტომ ასეთი ტიპის გამოვლინება შესაძლოა განვითარდეს პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას.
ანაფილაქსიური რეაქციები
ატოპიის ან ანამნეზში მრავალ სხვადასხვა ალერგენზე მწვავე ანაფილაქსიური რეაქციის მქონე პაციენტები ბეტა-ადრეობლოკატორების გამოყენებისას შესაძლოა უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ასეთი ალერგენებით განმეორებითი გაღიზიანების მიმართ და არ რეაგირებდნენ ადრენალინის ჩვეულებრივ დოზებზე, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება
არსებობს შეტყობინებები ფილტრაციული ქირურგიის შემდეგ თვალშიდა სითხის წარმოქმნას სუპრესიული სამკურნალო საშუალებების (მაგ: თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი) გამოყენებისას თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შესახებ.
ქირურგიული ანესთეზია
ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ბეტა-აგონისტების სისტემური ეფექტების (მაგ: ადრენალინი) ბლოკირება. ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს თიმოლოლს.
თანმხლები თერაპია
გავლენა თვალშიდა წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ცნობილი ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს, როდესაც პაციენტები, რომლებიც ღებულობენ სისტემურ ბეტა-ბლოკატორს. მიიღებენ თიმოლოლს. საჭიროა ამ პაციენტების რეაქციაზე მკაცრი დაკვირვება. არ არის რეკომენდებული ორი ადგილობრივი ბეტა-ადრენერგული ბლოკატორის ან ორი ადგილობრივი კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორის გამოყენება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორის და ბრინზოპტი პლუსის გამოყენებისას არსებობს ადიტიური ეფექტების განვითარების რისკი, რომლებიც ცნობილია, როგორც კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების სისტემური ეფექტები. ბრინზოპტი პლუსის და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ
ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის ან პიგმენტური გლაუკომის მქონე პაციენტებში კომბინაციის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამ პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და რეკომენდებულია IOP-ის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ბრინზოლამიდისა და თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაცია არ არის შესწავლილი პაციენტებში ვიწროკუთხოვანი გლაუკომით და მისი გამოყენება ამ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.
ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიონ თვალის სიმშრალე. სიფრთხილით ინიშნება რქოვანას დაავადების მქონე პაციენტებში.
რქოვანას დარღვევის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ენდოთელიარული უჯრედების დაბალი რიცხვის მქონე პაციენტებში) ბრინზოლამიდის სავარაუდო როლი რქოვანას ენდოთელიუმის ფუნქციაში არ არის შესწავლილი. არ განხორციელებულა კვლევები პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს და ბრინზოლამიდის გამოყენებისას ასეთ პაციენტებში საჭიროა რეგულარული დაკვირვება, ვინაიდან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება ზეგავლენა მაოხდინონ რქოვანას ჰიდრატაციაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას დეკომპენსაცია და შეშუპება. კონტაქტური ლინზების ტარებამ შეიძლება გაზარდოს რისკები რქოვას მხრივ. რეკომენდებული დაკვირვება რქოვანას დაძიანების მქონე პაციენტებში, მაგალითად – შაქრიანი დიაბეტის ან რქოვანას დისტროფიის მქონე პაცინტები).
ბრინზოპტი პლუსის გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარების დროს შესაძლებელია სიფრთხილით (იხ. ქვემოთ "ბენზალკონიუმის ქლორიდი").
ბენზალკონიუმის ქლორიდი
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია თვალის გაღიზიანების და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულების გამოწვევა. თავიდან უნდა იყოს აცილებული პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვენენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბრინზოპტი პლუსის გამოყენებამდე აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა და არ უნდა მოხდეს მათი გაკეთება სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში.
არსებობს შეტყობინებები, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია გამოიწვიოს წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათია. პრეპარატის ხშირად ან ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია რქოვანას მდგომარეობის მონიტორინგი.
ღვიძლის უკმარისობა
ბრინზოპტი პლუსი გამოიყენება სიფრთხილით ღვიძლის მძიმე უმმარისობის მქონე პაციენტებში.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ბრინზოპტი პლუსი ახდენს მინიმალურ გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.
შესაძლოა განვითარდეს მხედველობის დროებითი დაბინდვა ან სხვა ვიზუალური დარღვევები, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ავტომობილის მართვის და სხვა სახის მექანიზმებთან მუშაობის უანრზე. თუ პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ვლინდება მხედველობის დაბინდვა, მაშინ ავტომობილის ან სხვა სახის მექანიზმების მართვის დაწყებამდე პაციენტმა უნდა მოიცადოს მანამ, სანამ მხედველობა არ აღუდგება.
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შესაძლოა დააქვეითონ ისეთი მოქმედებების შესაძლებლობა, რომლებიც მოითხოვს გონებრივ აქტიურობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ბრინზოლამიდის და თიმოლოლის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ეფექტი არ არის შესწავლილი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს რეპროდუქცულ ფუნქციაზე ტოქსიკური ზეგავლენის არსებობა სისტემური ზემოქმედების შემდეგ. ბრინზოპტი პლუსის არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, თუ არ არსებობს ამის აუცილებლობა. სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ბეტა-ბლოკატორების პერორალურად მიღებისას არ გამოვლენილა მალფორმაციული ეფექტები, მაგრამ გამოვლინდა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკი. გარდა ამისა, ბეტა-ბლოკადის ნიშნები და სიმპტომები (მაგ: ბრადიკარდია, ჰიპოტონია, რესპირატორული დისტრესი და ჰიპოგლიკემია) დაფიქსირდა ახალშობილებში, როდესაც ბეტა-ბლოკატორები მიიღებოდა მშობიარობამდე. თუ ბრინზოპტი პლუსი გამოიყენება მშობიარობამდე, საჭიროა ახალშობილზე ყურადღებით დაკვირვება სიცოცხლის პირველ დღეებში.
ძუძუთი კვების პერიოდი
უცნობია ადგილობრივად გამოყენებისას ხვდება თუ არა ბრინზოლამიდი ადამიანის დედის რძეში. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პერორალურად მიღების შემდეგ ბრინზოლამიდი გამოიყოფა დედის რძეში.
ბეტა-ბლოკატორები ორგანიზმიდან გამოიყოფიან დედის რძის საშუალებით. თუმცა, თვალის წვეთებში თერაპიული დოზებით შემავალი თიმოლოლი, სავარაუდოდ, არ გადადის დედის რძეში ისეთი რაოდენობით, რომ ჩვილ ბავშვებში გამოიწვიოს ბეტა–ბლოკადის კლინიკური სიმპტომები. სისტემური აბსორბციის შემცირების შესახებ იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
ამავე დროს, ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილისთვის რისკი არ არის გამორიცხული. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ბრინზოპტი პლუსით თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების, ხოლო დედისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ბრინზოლამიდი/თიმოლოლის ფიქსირებული დოზის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ეფექტი ადამიანის ფერტილურობაზე არ არის შესწავლილი.
არაკლინიკური მონაცემების მიხედვით პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ ან ბრინზოლამიდის ან თიმოლოლის ზეგავლენა მამაკაცის ან ქალის ფერტილურობაზე არ ფიქსირდება. ადგილობრივად გამოყენებისას ბრინზოპტი პლუსი სავარაუდოდ არ მოახდენს ზეგავლენას მამაკაცის ან ქალის ფერტილურობაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ბრინზოპტი პლუსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ბრინზოპტი პლუსი შეიცავს კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს ბრინზოლამიდს, რომელიც ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლოა დაექვემდებაროს სისტემურ შეწოვას. არსებობს ინფორმაცია კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების პერორალურად გამოყენების შემდეგ მჟავა-ფუძე ბალანსის დარღვევის შესახებ. ბრინზოპტი პლუსის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სავარაუდო ურთიერთქმედების ალბათობა.
კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორის და ბრინზოლამიდის თვალის წვეთების გამოყენებისას არსებობს ადიტიური ეფექტების განვითარების რისკი, რომლებიც ცნობილია, როგორც კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების სისტემური ეფექტები. ბრინზოლამიდის შემცველი თვალის წვეთებისა და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ბრიზოლამიდის მეტაბოლიზმს უზრუნველყოფენ ციტოქრომ Р-450-ის იზოფერმენტები CYP3A4 (ძირითადად),CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და CYP2C9. სავარაუდოდ CYP3A4-ის ინჰიბიტორები (მაგ: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლეანდომიცინი) მოახდენენ CYP3A4-ის საშუალებით ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის დათრგუნვას. რეკომენდებულია პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად. თუმცა ბრინზოლამიდის კუმულაცია ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც გამოყოფა ძირითად ხდება შარდთან ერთად. ბრინზოლამიდი არ წარმოადგენს ციტოქრომ Р-450-ის იზოფერმენტების ინჰიბოტორს.
არსებობს ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერების და/ან გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების ალბათობა ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორის და კალციუმის არხების ბლოკატორების, ბეტა-ადრენობლოკატორების, არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატების (ამიოდარონის ჩათვლით), სათითურას გლიკოზიდების ან პარასიმპატომეტიკების, გუანეთიდინის ერთობლივად მიღებისას.
ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება შეამცირონ რეაქცია ადრენალინზე, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ატოპიით ან ანაფილაქსიით ანამნეზში (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ბეტა-ბლოკატორების მიღებისას კლონიდინის უეცარად მოხსნის შემთხვევაში შესაძლებელია გაძლიერდეს ჰიპერტონიული რეაქცია. პრეპარატის ერთობლივი გამოყენებისას კლონიდინთან ერთად საჭიროა სიფრთხილე.
არსებობს ინფორმაცია პოტენციური სისტემური ბეტა-ბლოკადის შემთხვევების შესახებ (მაგ: გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, დეპრესია) CYP2D6-ის ინჰიბიტორების (მაგ: ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) და თიმოლოლის კომბინირებული მკურნალობის დროს. რეკომენდებულია სიფრთხილე.
ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი. ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა შენიღბონ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას).
ცნობილია, რომ ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების და ადრენალინის (ეპინეფრინი) ერთდროულად მიღებამ გამოიწვია მიდრიაზი.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში ბეტა-ბლოკატორებით გამოწვეული ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ბრადიკარდიას, ჰიპოტონიას, გულის უკმარისობას და ბრონქოსპაზმს.
ბრინზოპტი პლუსის თვალის წვეთების ჭარბი დოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზური მდგომარეობის განვითარება, ასევე დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ. სისხლის შრატში უნდა გაკონტროლდეს ელექტროლიტების (კერძოდ, კალიუმის) დონე და рН-ის ზღვარი. კვლევებმა აჩვენა, რომ თიმოლოლი არ ექვემდებარება დიალიზს.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
კონტეინერის ტიპი და შემცველობა
ბრინზოპტი პლუსი მოთავსებულია თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლში, თეთრი ფერის საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით, რომელიც დალუქულია უსაფრთხოების რგოლით, და შეიცავს 5 მლ ოფტალმოლოგიურ სუსპენზიას.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Str. Eroilor 1А, Otopeni, 075100, რუმინეთი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


