აზარგა არის თეთრი ან მოთეთრო შეფერილობის სუსპენზია. იგი მოთავსებულია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს მოსახრახნი თავსახურის მქონე 5 მლ მოცულობის პლასტმასის ბოთლს. აზარგა გამოიყენება მაღალი თვალშიდა წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში. მომატებული ინტრაოკულური წნევა იწვევს დაავადებას, სახელად გლაუკომას (თვალშიდა ჰიპერტენზია). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიმოლოლი (timolol) + ბრინზოლამიდი (brinzolamide)
- ფორმა და შეფუთვა
- (10მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, სუსპენზია საწვეთურიანი ფლაკონი №1
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- S01ED51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0330
- რეგისტრირებულია
- 29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
აზარგა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აზარგა არის თეთრი ან მოთეთრო შეფერილობის სუსპენზია. იგი მოთავსებულია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს მოსახრახნი თავსახურის მქონე 5 მლ მოცულობის პლასტმასის ბოთლს.
აზარგა გამოიყენება მაღალი თვალშიდა წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში. მომატებული ინტრაოკულური წნევა იწვევს დაავადებას, სახელად გლაუკომას (თვალშიდა ჰიპერტენზია).
აზარგა არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ. პრეპარატის აქტიური ინგრედიენტები (ბრინზოლამიდი და ტიმოლოლი) ამცირებენ თვალშიდა წნევას.
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა აზარგას გამოყენებამდე?
აზარგა არ გამოიყენება შემდეგ შემთხვეებში:
თუ:
პაციენტი არის ალერგიული აზარგას რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ინგრედიენტების სრული სია მოცემულია ნაწილში აქტიური და დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა სასუნთქი სისტემის დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის სერიოზული დაავადება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და/ან გახანგრძლივებულ ხველას) ან სხვა სახის რესპირატორული პრობლემები.
პაციენტს აქვს მძიმე ალერგიული რინიტი, ბრონქებში ჭარბი აქტივობა.
პაციენტს აქვს შენელებული გულის რითმი, გამოხატული გულის უკმარისობა, გულის ბლოკადა, არითმია ან კარდიოგენური შოკი.
პაციენტს მომატებული აქვს სისხლის მჟავიანობა (ჰიპერქლორემიული აციდოზი);
პაციენტს აქვს მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა.
პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ, როგორიაა შაქრიანი დიაბეტის, ინფექციური დაავადებები სამკურნალო და შარდმდენი პრეპარატები. აზარგამ შეიძლება გამოიწვიოს ანალოგიური ალერგიული რეაქციები.
პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკერების მიმართ.
აზარგა სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში
თუ:
სერიოზული რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიემართოს ექიმს.
აზარგათი მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს კორონარული არტერიების დაავადება (სიმპტომები მოიცავს გულმკერდის არეში ტკივილს ან დაჭიმულობას, ქოშინს, ან შოკს), გულის უკმარისობა.
გულის რითმის დარღვევა, როგორიცაა შენელებული გულის რითმი;
აზარგას მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების გამო, როგორიცაა ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
გულმკერდის არეში ტკივილი (სტენოკარდია), სისხლის მიმოქცევის დარღვევა (რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი) ან არტერიული ჰიპოტენზია შეიძლება გაუარესდეს აზარგას მიღების შემდეგ. აღნიშნული სიმპტომების ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შაქრიანი დიაბეტი. აზარგამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის) ნიშნები, როგორიცაა ტრემორი, თავბრუსხვევა, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის მიღებისას.
აზარგამ შეიძლება შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპროდუქციის ნიშნები. ამ დაავადების არსებობის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ავთვისებიანი მიასთენია (კუნთების სისუსტის ერთგვარი სახეობა);
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
თვალის სიმშრალის დროს ან თვალის რქოვანასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს.
აზარგათი მკურნალობის დროს მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გამომწვევის მიზეზის მიუხედავად, ადრენალინით მკურნალობა შეიძლება არ იყოს ეფექტური. შესაბამისად, ნებისმიერი მკურნალობის ჩატარებისას, სპეციალისტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია აზარგას მიღების შესახებ.
სიფრთხილეა საჭირო აზარგათი მკურნალობის დროს ისეთი აქტივობების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრირებას, რადგან პრეპარტს შეუძლია დააქვეითოს ისეთი აქტივობების განხორციელების უნარი, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრირებას და/ან ფიზიკურ ადაპტაციას ხანდაზმულებში.
სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში.
ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე ანესთეზიოლოგს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია აზარგას მიღების შესახებ, ვინაიდან ტიმოლოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს ანესთეზიის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტზე.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა პაციენტს, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
აზარგას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელთან არ არის მოსალოდნელი.
ფეხმძიმობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტმა, რომელიც არის ან შესაძლოა იყოს ფეხმძიმედ, აზარგას მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს აზარგას გამოყენება დაუშვებელია. ტიმოლოლი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
აზარგას გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გლაუკომის სამკურნალო სხვა საშუალებებიდან აზარგას მიღებაზე გადასვლისას, ჯერ საჭიროა სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა, ხოლო მომდევნო დღიდან შესაძლებელია აზარგას გამოყენების დაწყება.
მოზრდილთათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა არის თითო წვეთი ერთ ან ორივე თვალში, ორჯერ დღეში, დილით და საღამოს.
აზარგას გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის მიერ რეკომენდებული დროის განმავლობაში.
თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, პროცედურა უნდა განმეორდეს.
თვალის სხვა წვეთების გამოყენების შემთხვევაში, აზარგას ჩაწვეთებამდე საჭიროა მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა. თვალის მალამო დაიტანება ყველაზე ბოლოს.
მიღების წესი:
აზარგა განკუთვნილია თვალში ჩასაწვეთებლად. დაუშვებელია პრეპარატის მიღება სხვა გზით.
აიღეთ აზარგას ფლაკონი და სარკე;
საჭიროა ხელების დაბანა;
გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა;
ფლაკონს უნდა მოეხსნას თავსახური;
პაციენტმა ფლაკონი უნდა მოაქციოს ხელის ცერა თითსა და დანარჩენ თითებს შორის, თავდაყირა მდგომარეობაში.
პაციენტმა თავი უნდა გადახაროს უკან, სუფთა თითით ჩამოწიოს ქუთუთო ისე, რომ შეიქმნას ჯიბე თვალსა და ქუთუთოს შორის. აღნიშნულ ჯიბეში უნდა მოხდეს წამლის ჩაწვეთება (სურათი 1).
ფლაკონის წვერო მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროების შემთხვევაში, დაიხმარეთ სარკე.
წვეთები არ უნდა მოხვდეს თვალში ან ქუთუთოებზე, თვალის გარშემო ან სხვა ზედაპირზე. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მისი ბაქტერიული დაბინძურება.
ნაზად დააჭირეთ ფლაკონის ძირს, რათა ერთ ჯერზე გადმოვიდეს აზარგას ერთი წვეთი.
ნუ მოუჭერთ ფლაკონს: იგი შექმნილია ისე, რომ საკმარისია ფლაკონის ფსკერზე მსუბუქი ზეწოლა (სურათი 2).
აზარგას ჩაწვეთების შემდეგ, ერთი თითი მიაჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირის მხარეს (სურათი 3). ამ გზით შესაძლებელია სხეულის სხვა ნაწილებში აზარგას გავრცელების პრევენცია.
თუ მკურნალობა ტარდება ორივე თვალზე, იგივე პროცედურა უნდა განმეორდეს მეორე თვალისთვისაც.
ფლაკონს თავზე უნდა დაეხუროს გამოყენებისთანავე.
გამოიყენეთ ერთი ფლაკონი ბოლომდე მეორე ფლაკონის გახსნამდე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში:
აზარგას გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავები ხანდაზმულებსა და მოზრდილთა სხვა პოპულაციებს შორის არ გამოვლენილა.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები არ არის წარმოდგენილი.
თუ პაციენტი თვლის, რომ აზარგას მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
აზარგას დასაშვებზე მეტი დოზის გამოყენებისას
საჭიროა თვალების დაბანა ნელთბილი წყლით. აზარგას შემდგომი გამოყენების ნიშნებია გულისცემის შენელება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება და გავლენა ნერვულ სისტემაზე. დაუშვებელია დამატებითი წვეთების გამოყენება პრეპარატის რეკომენდებულ მიღებამდე.
აზარგას დასაშვებზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
აზარგას დოზის გამოტოვება
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
აზარგას დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მომდევნო დოზის მიღება დანიშნულებისამებრ. დაუშვებელია დღეში ერთ წვეთზე მეტის გამოყენება დაზიანებულ თვალ(ებ)ში.
აზარგათი მკურნალობის შეწყვეტის ეფექტები
ექიმის კონსულტაციის გარეშე აზარგათი მკურნალობის შეწყვეტისას თვალშიდა წნევის სწორი მართვა ვერ მოხდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
რეაქტიული სასუნთქი გზების დაავადება, მათ შორის ბრონქული ასთმა, ბრონქული ასთმის ან მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების ისტორია
სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიული ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, რომელიც არ კონტროლდება პეისმეკერით, გულის აშკარა უკმარისობა ან კარდიოგენული შოკი
მძიმე ალერგიული რინიტი
მომატებული მგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ
ჰიპერქლორემიული აციდოზი (იხ. ნაწილი 4.2)
თირკმლის მძიმე უკმარისობა
მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (იხ. ნაწილი 4.4)
სიფრთხილის ზომები
სისტემური ეფექტები ბრინზოლამიდი და თიმოლოლი სისტემურად შეიწოვება. თიმოლოლის ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების აქტიური ეფექტის გამო, შესაძლოა განვითარდეს გულ-სისხლძარღვთა და ფილტვისმიერი გვერდითი რეაქციები, რომლებიც მსგავსია სისტემური ბეტა-ადრენერგული ბლოკატორების გამოყენებისას დაფიქსირებული რეაქციებისა.
ინსტილაციის შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების დახუჭვა და ნაზოლაკრიმალურ არხებზე ნაზი ზეწოლა. ამან შეიძლება შეამციროს თვალშიდა გზით შეყვანილი პრეპარატების სისტემური შეწოვა, რითაც შემცირდება სისტემური გვერდითი მოვლენები და გაიზრდება ადგილობრივი აქტივობა.
თიმოლოლით მკურნალობის დაწყებამდე გულის უკმარისობა სათანადოდ უნდა იყოს კონტროლირებადი. პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულის სერიოზული დაავადება, უნდა კონტროლდებოდეს გულის უკმარისობის ნიშნები და შემოწმდეს მათი პულსი.
რადგან პრეპარატი სისტემურად შეიწოვება, აზარგას მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რომლებიც აღწერილია სულფონამიდის წარმოებულების გამოყენებისას. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა იყვნენ ყურადღებით დაკვირვებულნი კანის რეაქციებზე. თუ გამოვლინდება სერიოზული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, აზარგას მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მჟავა-ტუტოვანი დარღვევები აღწერილია პერორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას. აზარგა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტაბოლური აციდოზის შესაძლო რისკის გამო.
თანმხლები თერაპია როდესაც თიმოლოლი ეძლევათ პაციენტებს, რომლებიც უკვე იღებენ სისტემურ ბეტა-ბლოკატორს, შესაძლოა გაიზარდოს თვალშიდა წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ცნობილ ეფექტებზე ზემოქმედება. ამ პაციენტების რეაქცია უნდა იყოს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. ორი ადგილობრივი ბეტა-ადრენერგული ბლოკატორის ან ორი ადგილობრივი კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორის გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.5).
არსებობს კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების ცნობილ სისტემურ ეფექტებზე დამატებითი ეფექტების პოტენციალი პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს და აზარგას®-ს. აზარგას®-ს და პერორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების ერთდროული მიღება არ არის შესწავლილი და თანმხლები გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.5).
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მაგ., გულის კორონარული დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) და ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობა სერიოზულად უნდა განიხილებოდეს და აუცილებელია სხვა აქტიური ნივთიერებებით მკურნალობის შესაძლებლობის განხილვა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ არასასურველი ეფექტებისა და დაავადების გაუარესების ნიშნების გამო.
ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიონ პრინცმეტალის სტენოკარდიის გაუარესება, პერიფერიული და ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები და ჰიპოტენზია. ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პირველი ხარისხის გულის ბლოკადის მქონე პაციენტებში, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიონ გამტარობის სიჩქარის შემცირება.
სისხლძარღვოვანი დარღვევები პაციენტები, რომლებსაც აქვთ მძიმე პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (მაგ., რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი), უნდა მიიღონ პრეპარატი სიფრთხილით.
რესპირატორული დარღვევები ასთმით დაავადებულ პაციენტებში ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების გამოყენების შემდეგ აღინიშნა რესპირატორული რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმით გამოწვეული სიკვდილი. აზარგა უნდა გამოიყენოს სიფრთხილით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების მქონე პაციენტებში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ჰიპოგლიკემია/დიაბეტი ბეტა-ადრენერგული ბლოკატორები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სპონტანური ჰიპოგლიკემიის ან ინსულინდამოკიდებული არასტაბილური დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვინაიდან შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.
მჟავა-ტუტოვანი დარღვევა აზარგა® შეიცავს ბრინზოლამიდს, სულფონამიდს. სულფონამიდებთან დაკავშირებული იგივე ტიპის გვერდითი რეაქციები შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გამოყენებისასაც. მჟავა-ტუტოვანი დარღვევები დაფიქსირდა პერორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებში მეტაბოლური აციდოზის შესაძლო რისკის გამო. სერიოზული რეაქციის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
გონებრივი სიფხიზლე პერორალურმა კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება შეაფერხონ გონებრივი სიფხიზლე და/ან ფიზიკური კოორდინაციის უნარი. ეს შეიძლება მოხდეს ადგილობრივი გამოყენებისასაც, რადგან აზარგა® სისტემურად შეიწოვება.
ჰიპერთირეოზი ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოზის სიმპტომები.
კუნთების სისუსტე ბეტა-ადრენერგული ბლოკატორები შესაძლოა გაზარდონ კუნთების სისუსტე, რაც შეესაბამება მიასთენიის ზოგიერთ სიმპტომს, როგორიცაა დიპლოპია, ფტოზი და გენერალიზებული სისუსტე.
ქოროიდული აშრევება ქოროიდული აშრევა აღინიშნა ფილტრაციის პროცედურების შემდეგ, წყალხსნარის დამთრგუნველი თერაპიის გამოყენებით (მაგ., თიმოლოლი, აცეტაზოლომიდი).
ქირურგიული ანესთეზია ბეტა-ბლოკატორმა ოფთალმოლოგიურმა პრეპარატებმა, როგორიცაა ადრენალინი, შეიძლება დაბლოკოს სისტემური ბეტა-აგონისტური ეფექტები. ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული, თუ პაციენტი იღებს თიმოლოლს.
თანმხლები მკურნალობა და ურთიერთქმედებები
თიმოლოლის ურთიერთქმედება: თიმოლოლი შესაძლოა ურთიერთქმედებდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან (იხილეთ დეტალები ნაწილი 4.5).
აზარგას და სხვა ბეტა-ბლოკატორების კომბინაცია: თუ პაციენტი იღებს პერორალურ ბეტა-ბლოკატორს და მასთან ერთად ინიშნება აზარგა®, შეიძლება გაძლიერდეს თვალშიდა წნევაზე ზემოქმედება ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ეფექტები. ასეთი პაციენტები უნდა იკონტროლონ მკაცრად. ორი ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორის ან ორი კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ანაფილაქსიური რეაქციები: ბეტა-ბლოკატორები შესაძლოა ხელი შეუშალონ ადრენალინის ეფექტს ანაფილაქსიის დროს, რაც რისკს ზრდის მძიმე ალერგიულ რეაქციებთან პაციენტებში (განსაკუთრებით ატოპიის მქონე პაციენტებში).
თვალის ეფექტები
აზარგას გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია ფსევდოექსფოლიატიური და პიგმენტური გლაუკომის მქონე პაციენტებში — ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ მკაცრად მონიტორინგის ქვეშ.
ვიწროკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში აზარგას გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის სიმშრალე და სიფრთხილეა საჭირო რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტებში.
ბრინზოლამიდის შესაძლო ზეგავლენა რქოვანას ენდოთელურ ფუნქციაზე დაზიანების შემთხვევაში არ არის შესწავლილი, განსაკუთრებით ენდოთელური უჯრედების შემცირებით.
კონტაქტური ლინზების მქონე პაციენტებს რეკომენდებულია სიფრთხილე, რადგან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები შესაძლოა შეუწყონ ხელი რქოვანას ჰიდრატაციის დარღვევას და დეკომპენსაციას.
აზარგა სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ბენზალკონიუმის ქლორიდი
აზარგა® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს წერტილოვანი კერატოპათია და ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათია.
ხშირად ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა მკაცრი თვალის მონიტორინგი.
ბენზალკონიუმი იწვევს თვალის გაღიზიანებას და აფერადებს რბილ კონტაქტურ ლინზებს, ამიტომ ლინზების ხმარება უნდა შეწყდეს აზარგა®-ს გამოყენების წინ და ლინზები ჩაწვეთებიდან 15 წუთში უნდა დაბრუნდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მოსალოდნელია ურთიერთქმედება აზარგასა და სხვა პრეპარატებს შორის, გლაუკომის სამკურნალო თვალის წვეთების ჩათვლით.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან აპირებს მიიღოს შემდეგი პრეპარატები: არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, როგორიცაა პარასიმპათომიმეტიკური საშუალებები და გუანეთიდინი; სხვა საგულე საუალებები, ქინიდინის (გამოიყენება გულის ცალკეული დაავადებების და მალარიის სამკურნალოდ) და ამიოდარონი; გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები და გულის უკმარისობის სამკურნალო გლიკოზიდები. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან გეგმავს მიიღოს დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, კუჭიწ წყლულის სამკურნალო საშუალებები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი), ანტივირუსული (რიტონავირი) საშუალებები ან ანტიბიოტიკები (ტროლეანდიმიცინი) ან ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
ექიმს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორის (აცეტაზოლამიდი ან დორზოლამიდი) მიღების შესახებ.
აზარგას და ადრენალინის (ეპინეფრინი) კომბინირებული გამოყენებისას დაფიქსირდა გუგების გაფართოების იშვიათი შემთხვევები.
ექიმს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა რეცეპტით გასაცემი და არასარეცეპტო სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი ინფორმაცია
ორსულობის კატეგორია: C
ურთიერთქმედების კვლევები პედიატრიულ და სხვა სპეციალურ ჯგუფებში არ ჩატარებულა.
ორსულობა
ოფთალმოლოგიური ბრინზოლამიდისა და თიმოლოლის გამოყენების შესახებ ორსულებში საკმარისი მონაცემი არ არსებობს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს ბრინზოლამიდის რეპროდუქციულ ტოქსიკურობას (მაგ., ნაყოფის წონის შემცირება, განვითარების დარღვევები).
აზარგა® არ უნდა გამოიყენოს ორსულმა, თუ აუცილებელი არაა.
ბეტა-ბლოკატორების სისტემურ გამოყენებას უკავშირებენ საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებას და ახალშობილებში ბრადიკარდიას, სუნთქვის პრობლემებს.
თიმოლოლის თვალის წვეთებით ნამკურნალ ქალებში დაფიქსირდა ერთი შემთხვევა ნაყოფის ბრადიკარდიისა და არითმიის.
თუ აზარგას გამოყენება ორსულობის დროს აუცილებელია, ახალშობილი უნდა იყოს მკაცრად მონიტორინგის ქვეშ.
ლაქტაცია
უცნობია, გამოაქვთ თუ არა ბრინზოლამიდი დედის რძეში, თუმცა ცხოველებზე გამოჩნდა, რომ პერორალური მიღებისას გამოიყოფა.
თიმოლოლი გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა თვალის წვეთების დროს ბავშვზე ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა.
ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომ ექიმმა უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი და მიიღოს გადაწყვეტილება.
ფერტილობა
არ არის კლინიკური მონაცემები აზარგას თვალის გამოყენების გავლენაზე ფერტილობაზე.
პერორალური თიმოლოლის მიღებამ არ აჩვენა ზიანი ფერტილობაზე ცხოველთა კვლევებში.
რეპროდუქციული ტოქსიკურობის მიმართ ადამიანების რისკი სპეციალურად არ დაფიქსირებულა.
- 7. გავლენა მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების შემთხვევაში, მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან სხვა მხედველობის დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ ჩაწვეთების დროს მხედველობის დაბინდვა განვითარდა, პაციენტმა უნდა დაელოდოს მხედველობის გაუმჯობესებას მანქანის მართვის ან მექანიზმების გამოყენების დაწყებამდე.
პერორალურმა კარბონანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება შეაფერხონ პაციენტების უნარი, შეასრულონ ისეთი დავალებები, რომლებიც მოითხოვს გონებრივ სიფხიზლეს და/ან ფიზიკურ კოორდინაციას (იხ. ნაწილი 4.4). ამიტომ, პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ მართონ ავტომობილი მანამ, სანამ მათი მხედველობა არ გაირკვევა და ისინი არ გათავისუფლდებიან ასეთი დარღვევებისგან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ მხედველობა ბუნდოვანია. აზარგას გამოყენებისთანავე მხედველობა შეიძლება გახდეს დაბინდული.
ერთ-ერთმა აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება გავლენა იქონიოს პაციენტის უნარზე, შეასრულოს ისეთი ამოცანები, რომლებიც საჭიროებენ სიფხიზლეს და/ან ფიზიკურ კოორდინაციას. მსგავსი სიმპტომების ან დაბინდული მხედველობის დროს დაუშვებელია მანქანის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზარგას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
აზარგაში კონსერვანტის სახით გამოყენებულმა დამხმარე ნივთიერებამ (ბენზალკონიუმის ქლორიდი) შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. პაციენტის უნდა მოერიდოს რბილი კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა სულ მცირე 15 წუთით მოცდა ლინზების ჩასმამდე. მოსალოდნელია რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილება.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით მშრალი თვალის ან რქოვანას (თვალის წინა გამჭვირვალე ნაწილი) დაზიანების მქონე პირებში. თვალში რაიმე უჩვეულო შეგრძნების, ჩხვლეტის ან წვის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აზარგას ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექეტბის განვითარება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, აზარგას მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ძლიერი ალერგიული რეაქციები, ზოგადი ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანქვეშა შეშუპება სახის, ზემო და ქვედა კიდურების არეში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია და, შედეგად - ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ურტიკარია, ადგილობრივი ან გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, ძლიერი სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები (სიხშირე უცნობია).
აზარგას გამოყენება გრძელდება, თუ ეფექტები არ იძენს სერიოზულ სახეს. შეშფოთების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აზარგა არ მიიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას:
ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოვლენის განვითარება მიუთითებს აზარგას მიმართ სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის არსებობაზე. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. თუმცა ზოგიერთი ალერგიული რეაქციის გარდა, არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა:
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით ნაწილდება შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.
ხშირი: აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
არახშირი: აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
იშვიათი: აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
უცნობი სიხშირე: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
გავრცელებული გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: მხედველობის დაბინდვა, თვალის ზედაპირის ანთება, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანების ნიშნები (წვა, ჩხვლეტა, ქავილი, ცრემლიანობა, სიწითლე).
ზოგადი გვერდითი მოვლენები: გემოს დარღვევები, გულისცემის სიხშირის შემცირება.
არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: რქოვანას ეროზია (თვალის წინა შრის დაზიანება), თვალის ზედაპირის ანთება, რომელსაც თან ახლავს ზედაპირზე დაზიანებები, თვალის ქავილი, თვალის სიწითლე, ქუთოთოების სიწითლე, გამონაყარი რქოვანაზე, ქუთუთოების შიდა ზედაპირის ანთება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, გამონადენი თვალიდან, თვალის სიმშრალე, თვალში დაღლილობის შეგრძნება.
ზოგადი გვერდითი მოვლენები: დაბალი არტერიული წნევა, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, შარდში სისხლის არსებობა, სისუსტე, ხველა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: რქოვანაზე პათოლოგიური ცვლილებები, ფოტოსენსიტიურობა, ცრემლის გაძლიერებული პროდუქცია, ქუთუთოებზე ფუფხის გაჩენა.
ზოგადი გვერდითი მოვლენები: ინსომნია, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: მხედველობის დაქვეითება, მხედველობის ნერვის დაზიანება, თვალშიდა წნევის მატება, თვალის ზედაპირზე დეპონირება, რქოვანას გაუხეშება, თვალის მგრძნობელობის დაქვეითება, კონიუნქტივის ანთება ან ინფიცირება, პათოლოგიური მხედველობა, მხედველობის გაორება ან დაქვეითებული მხედველობა, თვალის პიგმენტაციის გაძლიერება, თვალის ზედაპირის გაფართოება, ცრემლის გაძლიერებული პროდუქცია, თვალის შეშუპება, ფოტოსენსიტიურობა, წამწამების რაოდენობის შემცირება ან მატება, ზედა ქუთუთოების ფტოზი (ნახევრად დახუჭული თვალები), ქუთუთოების და მათი ჯირკვლების ანთება, რქოვანას ანთება და სისხლძარღვების შემცველი ფენის აშრევება, ფილტრაციული ქირურგიის შემდგომი რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, მხედველობის მხრივ დარღვევები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემის სიხშირის ან რიტმის ცვლილებები, გულისცემის შენელება, პალპიტაციები, გულის რიტმის მხრივ ცვლილებები, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის ფუნქციის დაქვეითება, მიოკარდიუმის ინფარქტი, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინში სისხლის ნაკადის შემცირება, ინსულტი, შეშუპება (სითხის დაგროვება), გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქოშინით, ქვემო კიდურების და ტერფების შეშუპებით სითხის დაგროვების გამო), ზემო და ქვემო კიდურების შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, ხელის და ფეხის თითების და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილების ფერის ცვლილება (რეინოს დაავადება), ცივი ხელის მტევნები და ტერფები.
სასუნთქი სისტემა: ფილტვების სასუნთქი გზების ობსტრუქცია (ძირითადად, თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში), ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში, სინუსების ინფექციური დაავადებები, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ცხვირის სიმშრალე, გამონადენი ცხვირიდან, სისხლდენა ცხვირიდან, ასთმა, ყელის გაღიზიანება.
ნერვული სისტემა და ზოგადი დარღვევები: დეპრესია, კოშმარები, მეხსიერების კარგვა, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, ნევროზულობა, დაღლილობა, ტრემორი, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა სინკოპე, თავბრუსხვევა, ძილიანობა, საერთო ან ძლიერი სისუსტე, ჩხვლეტა.
კუჭ-ნაწლავის სისტემა: გულისრევა, ღებინება, ფაღართი, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი, ყელის ანთება, პირის სიმშრალე ან უჩვეულო შეგრძნება პირის ღრუში, საკვების მოუნელებლობა, კუჭის არეში ტკივილი.
სისხლი: სისხლის ლაბორატორიული კვლევებით გამოვლენილი ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები, სისხლში ქლორიდის შემცველობის მატება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
ყური: ტინიტუსი, თავბრუსხვევა, ვერტიგო
კანი: გამონაყარი, კანის სიწითლე ან ანთება, გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს პათოლოგიური შეგრძნება ან კანის მგრძნობელობის დაქვეითება, თმის ცვენა, მოთეთრო-მოვერცხლისფრო იერსახე (ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი) ან ფსორიაზის გამწვავება.
კუნთოვანი სისტემა: გენერალიზებული ზურგის, სახსრების ან კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით, კუნთების სპაზმები, ტკივილი ზემო და ქვემო კიდურებში, კუნთების სისუსტე/დაღლილობა, ავთვისებიანი მიასთენიის (კუნთოვანი სისტემის პათოლოგია) გამწვავების ნიშნები და სიმპტომები.
თირკმელი: თირკმლის საპროექციო არეში ტკივილი, გახშირებული შარდვა.
რეპროდუქციული სისტემა: სქესობრივი დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, ერექტილური დისფუნქცია.
მეტაბოლიზმი: სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება.
ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, ან რომელიმე გვერდითი მოვლენის გაუარესებისას, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან ისეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან, საჭიროა გვერდითი მოვლენების დაფიქსირება საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr - “პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ნაწილში ან დარეკვა გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08, ან ეცნობოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებას.
აზარგას შენახვის წესები.
აზარგა ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გახსნის შემდეგ ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, 4 კვირის განმავლობაში.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
აზარგა არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები 1 მლ სუსპენზია:
ბრინზოლამიდი 10 მგ/მლ თიმოლოლი 5 მგ/მლ (ექვივალენტურია 6.8 მგ თიმოლოლის მალეატის)
დამხმარე ნივთიერებები
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1 მგ/მლ
დამხმარე ნივთიერებების შესახებ იხილეთ 6.1.
შენახვის პირობები
ინფექციის პრევენციის მიზნით, გახსნიდან 4 კვირის შემდეგ საჭიროა ფლაკონის გადაგდება და ახალი ფლაკონის გახსნა.
ფლაკონის ეტიკეტზე და კოლოფზე შესაბამის ადგილზე უნდა მიეთითოს გახსნის თარიღი.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Novartis Sağlık, Gıda ve Tarım Ürünleri San. ve Tic. A.Ş.
Kavacik / Beykoz / Istanbul
ნოვარტის საღლიკ, გიდა ვე ტარიმ ურუნლერი სან. ვე ტიჯ. ა.შ.,
კავაჯიკი/ბეიქოზი/სტამბოლი
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები ATC კოდი: S01ED51
მოქმედების მექანიზმი
აზარგა® შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბრინზოლამიდს და თიმოლოლის მალეატს. ეს ორი კომპონენტი ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას (თშწ) ძირითადად თვალის სითხის სეკრეციის შემცირებით, მაგრამ ისინი ასევე ავლენენ თავიანთ ეფექტს სხვადასხვა მექანიზმით. ამ ნივთიერებების კომბინირებული ეფექტი იწვევს თვალშიდა წნევის დამატებით შემცირებას, თითოეული ნაერთის ცალკე მიღებასთან შედარებით.
ბრინზოლამიდი არის ადამიანის კარბოანჰიდრაზა II-ის (CA-II) ძლიერი ინჰიბიტორი, რომელიც ადამიანის თვალში დომინანტური იზოენზიმია. თვალის წამწამოვან სხეულში კარბონანჰიდრაზას ინჰიბირება ამცირებს თვალწყლიანი სითხის სეკრეციას, სავარაუდოდ, ბიკარბონატის იონების წარმოების შენელებით, რასაც მოჰყვება ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტის შემცირება.
თიმოლოლი არის არასელექციური ბეტა-ადრენერგული ბლოკატორი, რომელსაც არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტიკური, მიოკარდიუმის პირდაპირი დამთრგუნველი ან მემბრანის სტაბილიზაციის აქტივობა. ადამიანებში ჩატარებული ტონოგრაფიული და ფლუოროფოტომეტრიული კვლევები მიუთითებს, რომ თიმოლოლის ძირითადი მოქმედება დაკავშირებულია თვალწყლიანი სითხის წარმოქმნის შემცირებასთან და გადინების სიმარტივის უმნიშვნელო ზრდასთან.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური ეფექტები
კლინიკური ეფექტები
12-თვიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები (საწყისი თვალშიდა წნევა 25-27 მმ.ვწყ.სვ.), აზარგას® დღეში ორჯერ მიღების შედეგად თვალშიდა წნევა საშუალოდ 7-9 მმ.ვწყ.სვ.-ით დაწევია. აზარგა® არ ჩამოუვარდებოდა დორზოლამიდი + თიმოლოლის კომბინაციას თვალშიდა წნევის შემცირების თვალსაზრისით. ასევე, აზარგას® დღეში ორჯერ მიღებისას, საშუალო წნევის შემცირება 3 მმ.ვწყ.სვ.-ით მეტია ბრინზოლამიდის 10 მგ/მლ დოზასთან და 2 მმ.ვწყ.სვ.-ით მეტია 5 მგ/მლ დოზასთან შედარებით. კვლევებში სტაბილურად დაფიქსირდა სტატისტიკურად უკეთესი წნევის შემცირება აზარგას® გამოყენებისას სხვა მონოთერაპიებთან შედარებით. აზარგასთან დაკავშირებული თვალის დისკომფორტი ასევე ნაკლები იყო, ვიდრე დორზოლამიდის + თიმოლოლის კომბინაციისას.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა ადგილობრივი თვალის გამოყენების შემდეგ ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება რქოვანას ქსოვილიდან და ხვდებიან სისტემურ ცირკულაციაში. ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიხედვით:
ბრინზოლამიდის სტაბილური მდგომარეობის კონცენტრაციები ერითროციტებში მიაღწიეს 13 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ მიღების შემდეგ.
აზარგას® მიღებისას თიმოლოლის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია (Cmax და AUC) დაახლოებით 27-28%-ით დაბალია, ვიდრე 5 მგ/მლ თიმოლოლის ცალკე მიღებისას, თუმცა ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
თიმოლოლის პიკი პლაზმაში ფიქსირდება საშუალოდ 0.79 საათში მიღების შემდეგ.
განაწილება
ბრინზოლამიდი დაახლოებით 60%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
იგი გროვდება ერითროციტებში CA-II-ის მიმართ მაღალი აფინურობის გამო.
აქტიური N-დესეთილ მეტაბოლიტი აგრეთვე ერითროციტებში გროვდება და უკავშირდება CA-I-ს.
თიმოლოლი თვალშიდა სითხეში რჩება აზარგას® მიღებიდან 48 საათამდე, ხოლო პლაზმაში - 12 საათამდე.
მეტაბოლიზმი (ბიოტრანსფორმაცია)
ბრინზოლამიდი მეტაბოლიზდება N-დეალკილირებით, ოდეალკილირებით და N-პროპილ გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვით.
ძირითადი მეტაბოლიტი ადამიანებში არის N-დესეთილ ბრინზოლამიდი, რომელიც ასევე გროვდება ერითროციტებში.
ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმს ახორციელებს CYP3A4 და სხვა ციტოქრომ P450 იზოენზიმები (CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9).
თიმოლოლი მეტაბოლიზდება ძირითადად CYP2D6-ით, მეტაბოლური გზები მოიცავს ეთანოლამინური და ეთანოლური გვერდითი ჯაჭვების გამოთავისუფლებას.
- 3. გამოყოფა
ბრინზოლამიდი ძირითადად თირკმელებით გამოაქვს (დაახლოებით 60%).
შარდში მისი დოზის 20% მეტაბოლიტების სახით ინახება.
მთავარი კომპონენტები შარდში: ბრინზოლამიდი და N-დესეთილ ბრინზოლამიდი; დანარჩენი მეტაბოლიტები (<1%).
თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიწოვება.
თიმოლოლის 20% შარდში უცვლელი სახით გამოაქვს, დანარჩენი — მეტაბოლიტებად.
თიმოლოლის ნახევრედწყობა (t1/2) პლაზმაში აზარგას® მიღებიდან არის 4.8 საათი.
- 4. ხაზოვნება/არახაზოვნება
ამ პრეპარატთან დაკავშირებული მონაცემები არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
აზარგა 10 მგ/მლ + 5 მგ/მლ სტერილური სუსპენზია თვალის წვეთები
თვალში ჩასაწვეთებლად.
სტერილური
აქტიური ნივთიერება(ები): 10 მგ/მლ ბრინზოლამიდი და 5 მგ/მლ ტიმოლოლი (შეესაბამება 6.8 მგ ტიმოლოლის მალეატს).
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მანიტოლი (E421), კარბომერი 974P, ტილოქსაპოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციის მიზნით), გამოხდილი წყალი.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისთვის.
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელმეორედ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. დაუშვებელია მისი მიცემა სხვა პირისთვის.
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას, უნდა ეცნობოს ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტი დაცვა. დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.
გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის აზარგა და რისთვის გამოიყენება იგი?
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა აზარგას გამოყენებამდე?
როგორ გამოიყენება აზარგა?
შესაძლო გვერდითი მოვლენები.
აზარგას შენახვის წესები.
სათაურები მოცემულია ტექსტში.
რა არის აზარგა და რისთვის გამოიყენება იგი?
აზარგა არის თეთრი ან მოთეთრო შეფერილობის სუსპენზია. იგი მოთავსებულია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს მოსახრახნი თავსახურის მქონე 5 მლ მოცულობის პლასტმასის ბოთლს.
აზარგა გამოიყენება მაღალი თვალშიდა წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში. მომატებული ინტრაოკულური წნევა იწვევს დაავადებას, სახელად გლაუკომას (თვალშიდა ჰიპერტენზია).
აზარგა არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ. პრეპარატის აქტიური ინგრედიენტები (ბრინზოლამიდი და ტიმოლოლი) ამცირებენ თვალშიდა წნევას.
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა აზარგას გამოყენებამდე?
აზარგა არ გამოიყენება შემდეგ შემთხვეებში:
თუ:
პაციენტი არის ალერგიული აზარგას რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ინგრედიენტების სრული სია მოცემულია ნაწილში აქტიური და დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა სასუნთქი სისტემის დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის სერიოზული დაავადება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და/ან გახანგრძლივებულ ხველას) ან სხვა სახის რესპირატორული პრობლემები.
პაციენტს აქვს მძიმე ალერგიული რინიტი, ბრონქებში ჭარბი აქტივობა.
პაციენტს აქვს შენელებული გულის რითმი, გამოხატული გულის უკმარისობა, გულის ბლოკადა, არითმია ან კარდიოგენური შოკი.
პაციენტს მომატებული აქვს სისხლის მჟავიანობა (ჰიპერქლორემიული აციდოზი);
პაციენტს აქვს მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა.
პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ, როგორიაა შაქრიანი დიაბეტის, ინფექციური დაავადებები სამკურნალო და შარდმდენი პრეპარატები. აზარგამ შეიძლება გამოიწვიოს ანალოგიური ალერგიული რეაქციები.
პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკერების მიმართ.
აზარგა სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში
თუ:
სერიოზული რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიემართოს ექიმს.
აზარგათი მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს კორონარული არტერიების დაავადება (სიმპტომები მოიცავს გულმკერდის არეში ტკივილს ან დაჭიმულობას, ქოშინს, ან შოკს), გულის უკმარისობა.
გულის რითმის დარღვევა, როგორიცაა შენელებული გულის რითმი;
აზარგას მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების გამო, როგორიცაა ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
გულმკერდის არეში ტკივილი (სტენოკარდია), სისხლის მიმოქცევის დარღვევა (რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი) ან არტერიული ჰიპოტენზია შეიძლება გაუარესდეს აზარგას მიღების შემდეგ. აღნიშნული სიმპტომების ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შაქრიანი დიაბეტი. აზარგამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის) ნიშნები, როგორიცაა ტრემორი, თავბრუსხვევა, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის მიღებისას.
აზარგამ შეიძლება შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპროდუქციის ნიშნები. ამ დაავადების არსებობის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ავთვისებიანი მიასთენია (კუნთების სისუსტის ერთგვარი სახეობა);
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს;
თვალის სიმშრალის დროს ან თვალის რქოვანასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს.
აზარგათი მკურნალობის დროს მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გამომწვევის მიზეზის მიუხედავად, ადრენალინით მკურნალობა შეიძლება არ იყოს ეფექტური. შესაბამისად, ნებისმიერი მკურნალობის ჩატარებისას, სპეციალისტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია აზარგას მიღების შესახებ.
სიფრთხილეა საჭირო აზარგათი მკურნალობის დროს ისეთი აქტივობების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრირებას, რადგან პრეპარტს შეუძლია დააქვეითოს ისეთი აქტივობების განხორციელების უნარი, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრირებას და/ან ფიზიკურ ადაპტაციას ხანდაზმულებში.
სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში.
ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე ანესთეზიოლოგს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია აზარგას მიღების შესახებ, ვინაიდან ტიმოლოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს ანესთეზიის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტზე.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა პაციენტს, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
აზარგას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელთან არ არის მოსალოდნელი.
ფეხმძიმობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტმა, რომელიც არის ან შესაძლოა იყოს ფეხმძიმედ, აზარგას მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს აზარგას გამოყენება დაუშვებელია. ტიმოლოლი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ მხედველობა ბუნდოვანია. აზარგას გამოყენებისთანავე მხედველობა შეიძლება გახდეს დაბინდული.
ერთ-ერთმა აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება გავლენა იქონიოს პაციენტის უნარზე, შეასრულოს ისეთი ამოცანები, რომლებიც საჭიროებენ სიფხიზლეს და/ან ფიზიკურ კოორდინაციას. მსგავსი სიმპტომების ან დაბინდული მხედველობის დროს დაუშვებელია მანქანის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზარგას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
აზარგაში კონსერვანტის სახით გამოყენებულმა დამხმარე ნივთიერებამ (ბენზალკონიუმის ქლორიდი) შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. პაციენტის უნდა მოერიდოს რბილი კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა სულ მცირე 15 წუთით მოცდა ლინზების ჩასმამდე. მოსალოდნელია რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილება.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით მშრალი თვალის ან რქოვანას (თვალის წინა გამჭვირვალე ნაწილი) დაზიანების მქონე პირებში. თვალში რაიმე უჩვეულო შეგრძნების, ჩხვლეტის ან წვის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
მოსალოდნელია ურთიერთქმედება აზარგასა და სხვა პრეპარატებს შორის, გლაუკომის სამკურნალო თვალის წვეთების ჩათვლით.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან აპირებს მიიღოს შემდეგი პრეპარატები: არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, როგორიცაა პარასიმპათომიმეტიკური საშუალებები და გუანეთიდინი; სხვა საგულე საუალებები, ქინიდინის (გამოიყენება გულის ცალკეული დაავადებების და მალარიის სამკურნალოდ) და ამიოდარონი; გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები და გულის უკმარისობის სამკურნალო გლიკოზიდები. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან გეგმავს მიიღოს დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, კუჭიწ წყლულის სამკურნალო საშუალებები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი), ანტივირუსული (რიტონავირი) საშუალებები ან ანტიბიოტიკები (ტროლეანდიმიცინი) ან ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
ექიმს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორის (აცეტაზოლამიდი ან დორზოლამიდი) მიღების შესახებ.
აზარგას და ადრენალინის (ეპინეფრინი) კომბინირებული გამოყენებისას დაფიქსირდა გუგების გაფართოების იშვიათი შემთხვევები.
ექიმს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა რეცეპტით გასაცემი და არასარეცეპტო სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
როგორ გამოიყენება აზარგა?
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
აზარგას გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გლაუკომის სამკურნალო სხვა საშუალებებიდან აზარგას მიღებაზე გადასვლისას, ჯერ საჭიროა სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა, ხოლო მომდევნო დღიდან შესაძლებელია აზარგას გამოყენების დაწყება.
მოზრდილთათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა არის თითო წვეთი ერთ ან ორივე თვალში, ორჯერ დღეში, დილით და საღამოს.
აზარგას გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის მიერ რეკომენდებული დროის განმავლობაში.
თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, პროცედურა უნდა განმეორდეს.
თვალის სხვა წვეთების გამოყენების შემთხვევაში, აზარგას ჩაწვეთებამდე საჭიროა მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა. თვალის მალამო დაიტანება ყველაზე ბოლოს.
მიღების წესი:
აზარგა განკუთვნილია თვალში ჩასაწვეთებლად. დაუშვებელია პრეპარატის მიღება სხვა გზით.
აიღეთ აზარგას ფლაკონი და სარკე;
საჭიროა ხელების დაბანა;
გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა;
ფლაკონს უნდა მოეხსნას თავსახური;
პაციენტმა ფლაკონი უნდა მოაქციოს ხელის ცერა თითსა და დანარჩენ თითებს შორის, თავდაყირა მდგომარეობაში.
პაციენტმა თავი უნდა გადახაროს უკან, სუფთა თითით ჩამოწიოს ქუთუთო ისე, რომ შეიქმნას ჯიბე თვალსა და ქუთუთოს შორის. აღნიშნულ ჯიბეში უნდა მოხდეს წამლის ჩაწვეთება (სურათი 1).
ფლაკონის წვერო მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროების შემთხვევაში, დაიხმარეთ სარკე.
წვეთები არ უნდა მოხვდეს თვალში ან ქუთუთოებზე, თვალის გარშემო ან სხვა ზედაპირზე. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მისი ბაქტერიული დაბინძურება.
ნაზად დააჭირეთ ფლაკონის ძირს, რათა ერთ ჯერზე გადმოვიდეს აზარგას ერთი წვეთი.
ნუ მოუჭერთ ფლაკონს: იგი შექმნილია ისე, რომ საკმარისია ფლაკონის ფსკერზე მსუბუქი ზეწოლა (სურათი 2).
აზარგას ჩაწვეთების შემდეგ, ერთი თითი მიაჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირის მხარეს (სურათი 3). ამ გზით შესაძლებელია სხეულის სხვა ნაწილებში აზარგას გავრცელების პრევენცია.
თუ მკურნალობა ტარდება ორივე თვალზე, იგივე პროცედურა უნდა განმეორდეს მეორე თვალისთვისაც.
ფლაკონს თავზე უნდა დაეხუროს გამოყენებისთანავე.
გამოიყენეთ ერთი ფლაკონი ბოლომდე მეორე ფლაკონის გახსნამდე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში:
აზარგას გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავები ხანდაზმულებსა და მოზრდილთა სხვა პოპულაციებს შორის არ გამოვლენილა.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები არ არის წარმოდგენილი.
თუ პაციენტი თვლის, რომ აზარგას მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
აზარგას დასაშვებზე მეტი დოზის გამოყენებისას
საჭიროა თვალების დაბანა ნელთბილი წყლით. აზარგას შემდგომი გამოყენების ნიშნებია გულისცემის შენელება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება და გავლენა ნერვულ სისტემაზე. დაუშვებელია დამატებითი წვეთების გამოყენება პრეპარატის რეკომენდებულ მიღებამდე.
აზარგას დასაშვებზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
აზარგას დოზის გამოტოვება
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
აზარგას დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მომდევნო დოზის მიღება დანიშნულებისამებრ. დაუშვებელია დღეში ერთ წვეთზე მეტის გამოყენება დაზიანებულ თვალ(ებ)ში.
აზარგათი მკურნალობის შეწყვეტის ეფექტები
ექიმის კონსულტაციის გარეშე აზარგათი მკურნალობის შეწყვეტისას თვალშიდა წნევის სწორი მართვა ვერ მოხდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აზარგას ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექეტბის განვითარება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, აზარგას მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ძლიერი ალერგიული რეაქციები, ზოგადი ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანქვეშა შეშუპება სახის, ზემო და ქვედა კიდურების არეში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია და, შედეგად - ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ურტიკარია, ადგილობრივი ან გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, ძლიერი სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები (სიხშირე უცნობია).
აზარგას გამოყენება გრძელდება, თუ ეფექტები არ იძენს სერიოზულ სახეს. შეშფოთების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აზარგა არ მიიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას:
ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოვლენის განვითარება მიუთითებს აზარგას მიმართ სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის არსებობაზე. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. თუმცა ზოგიერთი ალერგიული რეაქციის გარდა, არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა:
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით ნაწილდება შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.
ხშირი: აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
არახშირი: აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
იშვიათი: აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
უცნობი სიხშირე: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
გავრცელებული გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: მხედველობის დაბინდვა, თვალის ზედაპირის ანთება, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანების ნიშნები (წვა, ჩხვლეტა, ქავილი, ცრემლიანობა, სიწითლე).
ზოგადი გვერდითი მოვლენები: გემოს დარღვევები, გულისცემის სიხშირის შემცირება.
არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: რქოვანას ეროზია (თვალის წინა შრის დაზიანება), თვალის ზედაპირის ანთება, რომელსაც თან ახლავს ზედაპირზე დაზიანებები, თვალის ქავილი, თვალის სიწითლე, ქუთოთოების სიწითლე, გამონაყარი რქოვანაზე, ქუთუთოების შიდა ზედაპირის ანთება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, გამონადენი თვალიდან, თვალის სიმშრალე, თვალში დაღლილობის შეგრძნება.
ზოგადი გვერდითი მოვლენები: დაბალი არტერიული წნევა, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, შარდში სისხლის არსებობა, სისუსტე, ხველა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: რქოვანაზე პათოლოგიური ცვლილებები, ფოტოსენსიტიურობა, ცრემლის გაძლიერებული პროდუქცია, ქუთუთოებზე ფუფხის გაჩენა.
ზოგადი გვერდითი მოვლენები: ინსომნია, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:თვალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: მხედველობის დაქვეითება, მხედველობის ნერვის დაზიანება, თვალშიდა წნევის მატება, თვალის ზედაპირზე დეპონირება, რქოვანას გაუხეშება, თვალის მგრძნობელობის დაქვეითება, კონიუნქტივის ანთება ან ინფიცირება, პათოლოგიური მხედველობა, მხედველობის გაორება ან დაქვეითებული მხედველობა, თვალის პიგმენტაციის გაძლიერება, თვალის ზედაპირის გაფართოება, ცრემლის გაძლიერებული პროდუქცია, თვალის შეშუპება, ფოტოსენსიტიურობა, წამწამების რაოდენობის შემცირება ან მატება, ზედა ქუთუთოების ფტოზი (ნახევრად დახუჭული თვალები), ქუთუთოების და მათი ჯირკვლების ანთება, რქოვანას ანთება და სისხლძარღვების შემცველი ფენის აშრევება, ფილტრაციული ქირურგიის შემდგომი რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, მხედველობის მხრივ დარღვევები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემის სიხშირის ან რიტმის ცვლილებები, გულისცემის შენელება, პალპიტაციები, გულის რიტმის მხრივ ცვლილებები, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის ფუნქციის დაქვეითება, მიოკარდიუმის ინფარქტი, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინში სისხლის ნაკადის შემცირება, ინსულტი, შეშუპება (სითხის დაგროვება), გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქოშინით, ქვემო კიდურების და ტერფების შეშუპებით სითხის დაგროვების გამო), ზემო და ქვემო კიდურების შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, ხელის და ფეხის თითების და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილების ფერის ცვლილება (რეინოს დაავადება), ცივი ხელის მტევნები და ტერფები.
სასუნთქი სისტემა: ფილტვების სასუნთქი გზების ობსტრუქცია (ძირითადად, თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში), ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში, სინუსების ინფექციური დაავადებები, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ცხვირის სიმშრალე, გამონადენი ცხვირიდან, სისხლდენა ცხვირიდან, ასთმა, ყელის გაღიზიანება.
ნერვული სისტემა და ზოგადი დარღვევები: დეპრესია, კოშმარები, მეხსიერების კარგვა, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, ნევროზულობა, დაღლილობა, ტრემორი, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა სინკოპე, თავბრუსხვევა, ძილიანობა, საერთო ან ძლიერი სისუსტე, ჩხვლეტა.
კუჭ-ნაწლავის სისტემა: გულისრევა, ღებინება, ფაღართი, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი, ყელის ანთება, პირის სიმშრალე ან უჩვეულო შეგრძნება პირის ღრუში, საკვების მოუნელებლობა, კუჭის არეში ტკივილი.
სისხლი: სისხლის ლაბორატორიული კვლევებით გამოვლენილი ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები, სისხლში ქლორიდის შემცველობის მატება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
ყური: ტინიტუსი, თავბრუსხვევა, ვერტიგო
კანი: გამონაყარი, კანის სიწითლე ან ანთება, გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს პათოლოგიური შეგრძნება ან კანის მგრძნობელობის დაქვეითება, თმის ცვენა, მოთეთრო-მოვერცხლისფრო იერსახე (ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი) ან ფსორიაზის გამწვავება.
კუნთოვანი სისტემა: გენერალიზებული ზურგის, სახსრების ან კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით, კუნთების სპაზმები, ტკივილი ზემო და ქვემო კიდურებში, კუნთების სისუსტე/დაღლილობა, ავთვისებიანი მიასთენიის (კუნთოვანი სისტემის პათოლოგია) გამწვავების ნიშნები და სიმპტომები.
თირკმელი: თირკმლის საპროექციო არეში ტკივილი, გახშირებული შარდვა.
რეპროდუქციული სისტემა: სქესობრივი დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, ერექტილური დისფუნქცია.
მეტაბოლიზმი: სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება.
ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, ან რომელიმე გვერდითი მოვლენის გაუარესებისას, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან ისეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან, საჭიროა გვერდითი მოვლენების დაფიქსირება საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr - “პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ნაწილში ან დარეკვა გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08, ან ეცნობოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებას.
აზარგას შენახვის წესები.
აზარგა ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გახსნის შემდეგ ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, 4 კვირის განმავლობაში.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
აზარგა არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
ინფექციის პრევენციის მიზნით, გახსნიდან 4 კვირის შემდეგ საჭიროა ფლაკონის გადაგდება და ახალი ფლაკონის გახსნა.
ფლაკონის ეტიკეტზე და კოლოფზე შესაბამის ადგილზე უნდა მიეთითოს გახსნის თარიღი.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Novartis Sağlık, Gıda ve Tarım Ürünleri San. ve Tic. A.Ş.
Kavacik / Beykoz / Istanbul
ნოვარტის საღლიკ, გიდა ვე ტარიმ ურუნლერი სან. ვე ტიჯ. ა.შ.,
კავაჯიკი/ბეიქოზი/სტამბოლი
მწარმოებელი:
S.A. Alcon-Couvreur N.V
Rijksweg 14/2870 Puurs
Belgium
ს.ა. ალკონ-კუვრერ ნ.ვ.
რიჟკსვეგ 14/2870 პუურსი
ბელგია
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 21.08.2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.