პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

ბეტმიგა

BETMIGA

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ბეტმიგა 50 მგ- ეს არის გახანგრძლივებული მოქმედების, ოვალური ფორმის, ყვითელი ფერის, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, რომლის ერთსადაიმავე ზედაპირზე გამოსახულია მწარმოებელი ფირმის ლოგო და ციფრი ,,355’’. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მირაბეგრონი (mirabegron)
ფორმა და შეფუთვა
50მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების აპკიანი ტაბლეტი №30
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ხშირი შარდვის და შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
G04BD12
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0089
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბეტმიგა და სხვა წამალი ერთად

ბეტმიგა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბეტმიგა 50 მგ- ეს არის გახანგრძლივებული მოქმედების, ოვალური ფორმის, ყვითელი ფერის, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, რომლის ერთსადაიმავე ზედაპირზე გამოსახულია მწარმოებელი ფირმის ლოგო და ციფრი ,,355’’.

ბეტმიგა, წარმოდგენილია 10 ტაბლეტის, 20 ტაბლეტის, 30 ტაბლეტის, 50 ტაბლეტის, 60 ტაბლეტის, 90 ტაბლეტის და 100 ტაბლეტის შემცველ ალუმინის ბლისტერის შეფუთვებში.

ბეტმიგა, მოქმედი ნივთიერების სახით მირაბეგრონს შეიცავს. პრეპარატი ძლიერ გააქტიურებული შარდის ბუშტის აქტივობას ამცირებს, წარმოადგენს შარდის ბუშტის კუნთების მომადუნებელ საშუალებას (ბეტა 3-ადრენორეცეპტორების აგონისტის სახელით წოდებული) და გამოიყენება აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული ნიშნების (სიმპტომების) სამკურნალოდ.

ბეტმიგა, ზრდასრულებში ძლიერ გააქტიურებულ შარდის ბუშტთან დაკავშირებული, ქვემოთ მოცემული ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება:

შარდის ბუშტის უეცარი დაცლის საჭიროება (სასწრაფო მოთხოვნილება)

შარდის ბუშტის ჩვეულებრივზე უფრო მეტი სიხშირით დაცლის საჭიროება (შარდის გამოყოფის სიხშირის მატება)

შარდის ბუშტის დაცლის პროცესის კონტროლის გაძნელება (შარდის უეცარი შეუკავებლობა)

  • ბეტმიგას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ბეტმიგა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, მირაბეგრონის ანდა ბეტმიგას შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.

ბეტმიგა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

შარდის ბუშტის დაცლა გაძნელებულია, შარდის ნაკადი ძალიან სუსტია ანდა ძლიერ გააქტიურებული შარდის ბუშტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების მსგავს წამლებს ღებულობთ,

ღვიძლის და თირკმელბის პრობლემები გაქვთ,

ამ დროს ექიმი შეიძლება წამლის დოზას შეამცირებს ანდა თუ იტრაკონაზოლს, კეტოკონაზოლს, რიტონავირს ანდა კლარიტრომიცინის მსგავს წამლებს ღებულობთ, შეიძლება ბეტმიგას გამოყენების რეკომენდაციას არ მოგცემთ. მიღებული ყველა წამლის შესახებ ექიმს ინფორმაცია მიაწოდეთ.

ეკგ -ზე (გულის მუშაობის გამოსხულება) QT ინტერვალის გახანგრძლივება გაქვთ ანდა აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევ ქვემოთ მოცემულ წამლებს ღებულობთ:

გულის რითმის დარღვევების გამო ქინიდინს, სოტალოლს, პროკაინამიდს, იბუტილიდს, ფლეკაინიდს, დოფეტილიდს და ამიოდარონის მსგავს წამლებს ღებულობთ,

ალერგიული რინიტის სამკურნალო წამლებს ღებულობთ,

თიორიდაზინს, მეზორიდაზინს, ჰალოპერიდოლს და კლოპრომაზინის მსგავს ანტიფსიქოზურ წამლებს (სულიერი დაავადებების სამკურალოდ გამოიყენება) ღებულობთ,

პენტამიდინს, მოქსიფლოქსაცინს, ერითრომიცინს და კლარიტრომიცინის მსგავს ანტი-ინფექციურ (ინფექციის საწინააღმდეგოდ გამოყენებული) წამლებს ღებულობთ.

მირაბეგრონმა, შეიძლება სისხლის არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს ანდა თუ ანამნეზში მაღალი არტერიული წნევა ფიქსირდება, ჰიპერტენზია შეიძლება გააუარესოს, დაამძიმოს. მირაბეგრონის გამოყენების პერიოდში საჭიროა ექიმის მიერ სისხლის არტერიული წნევის კონტროლი.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენ გეხებათ, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ბავშვები და მოზარდები

აღნიშნული წამალი, 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ გამოიყენოთ, რადგანაც ბეტმიგას უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის განსაზღვრული.

ბეტმიგას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ბეტმიგას მიღება რეკომენდირებული დოზებით შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე უზმოზე, მშიერ მუცელზე.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

აღნიშნული წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

რეკომენდირებული დოზაა: 50 მგ დღეში, რომელიც განკუთვნილია ორალური (პირის გზით) მიღებისთვის. თუ, ღვიძლის ანდა თირკმლების პრობლემები გაქვთ, ექიმი შეიძლება დოზის რეგულირებას მოახდენს, შემაცირებს 25 მგ -მდე დღეში.

წამლის მიღების გზა და მეთოდი:

აღნიშნული წამალი, მთლიანი სახით უნდა გადაიყლაპოს გარკვეული რაოდენობის სითხესთან ერთად. ტაბლეტი არ დაფხვნათ ანდა არ დაღეჭოთ. ბეტმიგა, შეიძლება მიღებული იქნას როგორც საკვებთან ერთად, ასევე მშიერ კუჭზეც.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბეტმიგა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმული ავადმყოფებისთვის გამოყენების განსხვავებული ფორმა არ არსებობს და რეკომენდირებული დოზა ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა: თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმი შეიძლება ორალური გზით მიღებულ დღიურ დოზას შეცვლის, შეამცირებს 25 მგ-მდე დღეში.

ღვიძლის უკმარისობა: თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ექიმი შეიძლება ორალური გზით მიღებულ დღიურ დოზას შეცვლის, შეამცირებს 25 მგ-მდე დღეში.

თუ, ფიქრობთ, რომ ბეტმიგას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბეტმიგას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ბეტმიგას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ ანდა საავადმყოფოს მიმართეთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ბეტმიგა არ უნდა გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. არსებობს ამ წამლის დედის რძეში გადასვლის ალბათობა. ბეტმიგას გამოყენების ანდა შეწყვეტის ანდა ბავშვისთვის ძუძუს წოვების გაგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხი თქვენ და თქვენმა ექიმმა ერთად უნდა გადაწყვიტოთ. ძუძუთი კვების დროს, ბეტმიგა არ გამოიყენოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ წამლის ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების მაჩვენებელი ინფორმაცია არ არსებობს.

ბეტმიგას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

არ არსებობს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ბეტმიგა,ზოგიერთი წამლის მოქმედების ეფექტზე ზემოქმედებას ახდენს და პირიქით, სხვა წამლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბეტმიგას მოქმედების ეფექტზე.

თუ, თიორიდაზინს (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი), პროპაფენონს ანდა დესიპრამინს (დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება) ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ წამლის დოზის რეგულირება.

თუ, დიგოქსინის (გულის უკმარისობის ანდა გულის რითმის დარღვევების სამკურნალო წამალი) მომხმარებელი ხართ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმმა, სისხლში აღნიშნული წამლების დონე რეგულარულად უნდა გადაამოწმოს. თუ, სისხლში ამ წამლის დონე ნორმალურ ზღვარს სცილდება, ექიმი შეიძლება დიგოქსინის დოზის რეგულირებას განახორციელებს.

თუ, დაბიგატრანის ეტექსილატს (გულის რითმის დარღვევების (ატრიალური ფიბრილაციის) და დამატებითი რისკ ფაქტორების მქონე ხანდაზმულ ავადმყოფებში თრომბით გამოწვეული თავის ტვინის ანდა სხეულის სხვა სისხლძარღვების თრომბირების თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული წამალი) ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ წამლის დოზის რეგულირება.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული (≥1/10), გავრცელებული (≥1/100 -დან <1/10), ნაკლებად გავრცელებული (≥1/1000-დან <1/100), იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი სიხშირის (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია). თითოეული სიხშირის ჯგუფი, გვერდითი ეფექტების სერიოზულად შემცირების ხარისხით არის გამოსახული.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ბეტმიგას მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი გულის რითმის დარღვევაა (ატრიალური ფიბრილაცია). აღნიშნული ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტია და ამავდროულად, ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტიცაა.

იშვიათი:

სახის, ენის ანდა ხახის ჩათვლით, სხეულის რომელიმე ნაწილზე მოქმედი ანდა სუნთქვის გაძნელების გამომწვევი, ასევე სითხის შეკავების გამომწვევი კანის ღრმა შრეების შესივება (ანგიოედემა)

ძალიან იშვიათი:

ჰიპერტენზიული კრიზი

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბეტმიგას მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :

გავრცელებული:

საშარდზე გზების ინფექცია

გულისრევა

ყაბზობა (კონსტიპაცია)

თავის ტკივილი

დიარეა (ფაღარათი)

თავბრუსხვევა

გულისცემის სიხშირის მომატება(ტაქიკარდია)

ნაკლებად გავრცელებული:

შარდის ბუშტის ინფექცია (ცისტიტი)

გულისცემის შეგრძნება (გულის ფრიალი)

საშოს ინფექცია

დისპეფსიური მოვლენები

კუჭის ინფექცია (გასტრიტი)

სახსრების შესივება

საშოს ანდა ვულვის ქავილი (ვულვო-ვაგინალური ქავილი)

მაღალი არტერიული წნევა

ღვიძლის ფერმენტების მომატება (გგტ, ასტ და ალტ)

ქავილი, გამონაყარი ანდა ურტიკარია (ჭინჭრის ციება, გამონაყარი, მაკულარული გამონაყარი, პაპულარული გამონაყარი, პრურიტუსი)

იშვიათი:

თვალის ქუთუთოს შეშუპება (თვალის ქუთუთოს ედემა)

ტუჩების შეშუპება (ტუჩების ედემა)

კანზე პატარა მოლურჯო ლაქები (პურპურა)

ძირითადად კანზე მოქმედი წვრილი სისხლძარღვების ანთება (ლეიკოციტოსტატიკური ვასკულიტი)

შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობა (ურინარული რეტენცია)

უცნობი:

უძილობა

გონების არევა

ყველა აღნიშნული, ბეტმიგას მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

თუ, შარდის ბუშტის გამოსასვლელი მონაკვეთის ობსტრუქცია (შევიწროება)გაქვთ ანდა ძლიერ აქტიური შარდის ბუშტის მკურნალობისთვის სხვა წამლებს ღებულობთ, ბეტმიგა, შარდის ბუშტის დაუცლელობის ალბათობას გაზრდის. ასეთი მდგომარეობის გამოვლინების შემთხვევაში, აუცილებალდ თქვენს ექიმს დაუკავშირდით და ქვემოთ მოცემულ მისამართზე მოხსენება გააკეთეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ბეტმიგას შენახვა

ბეტმიგა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე/ მინის ბოთლზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ბეტმიგა არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა, აღნიშნული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ! გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ასტელლას ფარმას წამლის მრეწველობა და ვაჭრობა

ესენთეფეს დასახლ.ბაჰარის ქ.ოზდილექი.

რივერ პლაზა ვაინდჰემ გრანდ ბლოკი N:13. შიგა კარის N:39.

34394.შიშლი.სტამბოლი.

ტელ: (0212)440 08 00; ფაქსი: (0212) 438 36 71

წარმოების ადგილი:

Avara Pharmaceutical Technologies inc.

3300 მარშალის გამზირი

ნორმანი, OK 73072

აშშ

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 14.05.2020-ში დამოწმებულია.

ჭარბი დოზა

გულისცემის გახშირება, პულსის აჩქარება ანდა სისხლის არტერიული წნევის მომატების სიმპტომები.

თუ, ბეტმიგას მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, გამოტოვებული დოზა მიიღეთ. თუ, მომდევნო დოზის გეგმიურ მიღებამდე 6 საათით ადრე გაგახსენდებათ, ეს დოზა გამოტოვეთ და წამლის მიღება ჩვეული გეგმით გააგრძელეთ.

თუ, ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ და ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

მოვლენები, რომელიც ბეტმიგათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, წამლის მიღებისას ეფექტი მაშინვე არ გამოვლინდება, ბეტმიგათი მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ. შარდის ბუშტის ფუნქციის დარეგულირებისთვის შეიძლება დრო იყოს საჭირო. ტაბლეტების მიღება გააგრძელეთ. თუ, შარდის ბუშტის ფუნქციის გაუმჯობესება იწყება, ტაბლეტების მიღება არ შეწყვიტოთ. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება ძლიერ გააქტიურებული შარდის ბუშტის სიმპტომების განმეორებით გამოვლინება გამოიწვიოს.

ექიმის კონსულტაციის გარეშე ბეტმიგას მიღება არ შეწყვიტოთ, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერ გააქტიურებული შარდის ბუშტის სიმპტომების განმეორებით გამოვლინება.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ბეტმიგას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

166128 4001775

ბეტმიგაTM 50 მგ ასტელლას

გახანგრძლივებული მოქმედების აპკით შემოგარსული ტაბლეტი

გამოყენების ინსტრუქცია

ბეტმიგაTM 50 მგ გახანგრძლივებული მოქმედების აპკით შემოგარსული ტაბლეტი

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

მოქმედი ნივთიერება: მირაბეგრონი

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტისმბირთვი: მაკროგოლები, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ბუტილჰიდროქსიტოლუენი, მაგნიუმის სტეარატი.

აპკით დაფარვა: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ბეტმიგა?

ბეტმიგას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ბეტმიგა?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ბეტმიგას შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ბეტმიგა ?

ბეტმიგა 50 მგ- ეს არის გახანგრძლივებული მოქმედების, ოვალური ფორმის, ყვითელი ფერის, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, რომლის ერთსადაიმავე ზედაპირზე გამოსახულია მწარმოებელი ფირმის ლოგო და ციფრი ,,355’’.

ბეტმიგა, წარმოდგენილია 10 ტაბლეტის, 20 ტაბლეტის, 30 ტაბლეტის, 50 ტაბლეტის, 60 ტაბლეტის, 90 ტაბლეტის და 100 ტაბლეტის შემცველ ალუმინის ბლისტერის შეფუთვებში.

ბეტმიგა, მოქმედი ნივთიერების სახით მირაბეგრონს შეიცავს. პრეპარატი ძლიერ გააქტიურებული შარდის ბუშტის აქტივობას ამცირებს, წარმოადგენს შარდის ბუშტის კუნთების მომადუნებელ საშუალებას (ბეტა 3-ადრენორეცეპტორების აგონისტის სახელით წოდებული) და გამოიყენება აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული ნიშნების (სიმპტომების) სამკურნალოდ.

ბეტმიგა, ზრდასრულებში ძლიერ გააქტიურებულ შარდის ბუშტთან დაკავშირებული, ქვემოთ მოცემული ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება:

შარდის ბუშტის უეცარი დაცლის საჭიროება (სასწრაფო მოთხოვნილება)

შარდის ბუშტის ჩვეულებრივზე უფრო მეტი სიხშირით დაცლის საჭიროება (შარდის გამოყოფის სიხშირის მატება)

შარდის ბუშტის დაცლის პროცესის კონტროლის გაძნელება (შარდის უეცარი შეუკავებლობა)

  • ბეტმიგას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ბეტმიგა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, მირაბეგრონის ანდა ბეტმიგას შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.

ბეტმიგა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

შარდის ბუშტის დაცლა გაძნელებულია, შარდის ნაკადი ძალიან სუსტია ანდა ძლიერ გააქტიურებული შარდის ბუშტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების მსგავს წამლებს ღებულობთ,

ღვიძლის და თირკმელბის პრობლემები გაქვთ,

ამ დროს ექიმი შეიძლება წამლის დოზას შეამცირებს ანდა თუ იტრაკონაზოლს, კეტოკონაზოლს, რიტონავირს ანდა კლარიტრომიცინის მსგავს წამლებს ღებულობთ, შეიძლება ბეტმიგას გამოყენების რეკომენდაციას არ მოგცემთ. მიღებული ყველა წამლის შესახებ ექიმს ინფორმაცია მიაწოდეთ.

ეკგ -ზე (გულის მუშაობის გამოსხულება) QT ინტერვალის გახანგრძლივება გაქვთ ანდა აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევ ქვემოთ მოცემულ წამლებს ღებულობთ:

გულის რითმის დარღვევების გამო ქინიდინს, სოტალოლს, პროკაინამიდს, იბუტილიდს, ფლეკაინიდს, დოფეტილიდს და ამიოდარონის მსგავს წამლებს ღებულობთ,

ალერგიული რინიტის სამკურნალო წამლებს ღებულობთ,

თიორიდაზინს, მეზორიდაზინს, ჰალოპერიდოლს და კლოპრომაზინის მსგავს ანტიფსიქოზურ წამლებს (სულიერი დაავადებების სამკურალოდ გამოიყენება) ღებულობთ,

პენტამიდინს, მოქსიფლოქსაცინს, ერითრომიცინს და კლარიტრომიცინის მსგავს ანტი-ინფექციურ (ინფექციის საწინააღმდეგოდ გამოყენებული) წამლებს ღებულობთ.

მირაბეგრონმა, შეიძლება სისხლის არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს ანდა თუ ანამნეზში მაღალი არტერიული წნევა ფიქსირდება, ჰიპერტენზია შეიძლება გააუარესოს, დაამძიმოს. მირაბეგრონის გამოყენების პერიოდში საჭიროა ექიმის მიერ სისხლის არტერიული წნევის კონტროლი.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენ გეხებათ, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ბავშვები და მოზარდები

აღნიშნული წამალი, 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ გამოიყენოთ, რადგანაც ბეტმიგას უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის განსაზღვრული.

ბეტმიგას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ბეტმიგას მიღება რეკომენდირებული დოზებით შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე უზმოზე, მშიერ მუცელზე.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ბეტმიგა არ უნდა გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. არსებობს ამ წამლის დედის რძეში გადასვლის ალბათობა. ბეტმიგას გამოყენების ანდა შეწყვეტის ანდა ბავშვისთვის ძუძუს წოვების გაგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხი თქვენ და თქვენმა ექიმმა ერთად უნდა გადაწყვიტოთ. ძუძუთი კვების დროს, ბეტმიგა არ გამოიყენოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ამ წამლის ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების მაჩვენებელი ინფორმაცია არ არსებობს.

ბეტმიგას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

არ არსებობს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ბეტმიგა,ზოგიერთი წამლის მოქმედების ეფექტზე ზემოქმედებას ახდენს და პირიქით, სხვა წამლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბეტმიგას მოქმედების ეფექტზე.

თუ, თიორიდაზინს (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი), პროპაფენონს ანდა დესიპრამინს (დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება) ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ წამლის დოზის რეგულირება.

თუ, დიგოქსინის (გულის უკმარისობის ანდა გულის რითმის დარღვევების სამკურნალო წამალი) მომხმარებელი ხართ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმმა, სისხლში აღნიშნული წამლების დონე რეგულარულად უნდა გადაამოწმოს. თუ, სისხლში ამ წამლის დონე ნორმალურ ზღვარს სცილდება, ექიმი შეიძლება დიგოქსინის დოზის რეგულირებას განახორციელებს.

თუ, დაბიგატრანის ეტექსილატს (გულის რითმის დარღვევების (ატრიალური ფიბრილაციის) და დამატებითი რისკ ფაქტორების მქონე ხანდაზმულ ავადმყოფებში თრომბით გამოწვეული თავის ტვინის ანდა სხეულის სხვა სისხლძარღვების თრომბირების თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული წამალი) ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ წამლის დოზის რეგულირება.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ბეტმიგა ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

აღნიშნული წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

რეკომენდირებული დოზაა: 50 მგ დღეში, რომელიც განკუთვნილია ორალური (პირის გზით) მიღებისთვის. თუ, ღვიძლის ანდა თირკმლების პრობლემები გაქვთ, ექიმი შეიძლება დოზის რეგულირებას მოახდენს, შემაცირებს 25 მგ -მდე დღეში.

წამლის მიღების გზა და მეთოდი:

აღნიშნული წამალი, მთლიანი სახით უნდა გადაიყლაპოს გარკვეული რაოდენობის სითხესთან ერთად. ტაბლეტი არ დაფხვნათ ანდა არ დაღეჭოთ. ბეტმიგა, შეიძლება მიღებული იქნას როგორც საკვებთან ერთად, ასევე მშიერ კუჭზეც.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბეტმიგა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმული ავადმყოფებისთვის გამოყენების განსხვავებული ფორმა არ არსებობს და რეკომენდირებული დოზა ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა: თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმი შეიძლება ორალური გზით მიღებულ დღიურ დოზას შეცვლის, შეამცირებს 25 მგ-მდე დღეში.

ღვიძლის უკმარისობა: თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ექიმი შეიძლება ორალური გზით მიღებულ დღიურ დოზას შეცვლის, შეამცირებს 25 მგ-მდე დღეში.

თუ, ფიქრობთ, რომ ბეტმიგას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბეტმიგას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ბეტმიგას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ ანდა საავადმყოფოს მიმართეთ.

დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება გამოვლინდეს: გულისცემის გახშირება, პულსის აჩქარება ანდა სისხლის არტერიული წნევის მომატების სიმპტომები.

თუ, ბეტმიგას მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, გამოტოვებული დოზა მიიღეთ. თუ, მომდევნო დოზის გეგმიურ მიღებამდე 6 საათით ადრე გაგახსენდებათ, ეს დოზა გამოტოვეთ და წამლის მიღება ჩვეული გეგმით გააგრძელეთ.

თუ, ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ და ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

მოვლენები, რომელიც ბეტმიგათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, წამლის მიღებისას ეფექტი მაშინვე არ გამოვლინდება, ბეტმიგათი მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ. შარდის ბუშტის ფუნქციის დარეგულირებისთვის შეიძლება დრო იყოს საჭირო. ტაბლეტების მიღება გააგრძელეთ. თუ, შარდის ბუშტის ფუნქციის გაუმჯობესება იწყება, ტაბლეტების მიღება არ შეწყვიტოთ. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება ძლიერ გააქტიურებული შარდის ბუშტის სიმპტომების განმეორებით გამოვლინება გამოიწვიოს.

ექიმის კონსულტაციის გარეშე ბეტმიგას მიღება არ შეწყვიტოთ, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერ გააქტიურებული შარდის ბუშტის სიმპტომების განმეორებით გამოვლინება.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ბეტმიგას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების გამოვლინების სიხშირე ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული (≥1/10), გავრცელებული (≥1/100 -დან <1/10), ნაკლებად გავრცელებული (≥1/1000-დან <1/100), იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი სიხშირის (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია). თითოეული სიხშირის ჯგუფი, გვერდითი ეფექტების სერიოზულად შემცირების ხარისხით არის გამოსახული.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ბეტმიგას მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი გულის რითმის დარღვევაა (ატრიალური ფიბრილაცია). აღნიშნული ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტია და ამავდროულად, ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტიცაა.

იშვიათი:

სახის, ენის ანდა ხახის ჩათვლით, სხეულის რომელიმე ნაწილზე მოქმედი ანდა სუნთქვის გაძნელების გამომწვევი, ასევე სითხის შეკავების გამომწვევი კანის ღრმა შრეების შესივება (ანგიოედემა)

ძალიან იშვიათი:

ჰიპერტენზიული კრიზი

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბეტმიგას მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :

გავრცელებული:

საშარდზე გზების ინფექცია

გულისრევა

ყაბზობა (კონსტიპაცია)

თავის ტკივილი

დიარეა (ფაღარათი)

თავბრუსხვევა

გულისცემის სიხშირის მომატება(ტაქიკარდია)

ნაკლებად გავრცელებული:

შარდის ბუშტის ინფექცია (ცისტიტი)

გულისცემის შეგრძნება (გულის ფრიალი)

საშოს ინფექცია

დისპეფსიური მოვლენები

კუჭის ინფექცია (გასტრიტი)

სახსრების შესივება

საშოს ანდა ვულვის ქავილი (ვულვო-ვაგინალური ქავილი)

მაღალი არტერიული წნევა

ღვიძლის ფერმენტების მომატება (გგტ, ასტ და ალტ)

ქავილი, გამონაყარი ანდა ურტიკარია (ჭინჭრის ციება, გამონაყარი, მაკულარული გამონაყარი, პაპულარული გამონაყარი, პრურიტუსი)

იშვიათი:

თვალის ქუთუთოს შეშუპება (თვალის ქუთუთოს ედემა)

ტუჩების შეშუპება (ტუჩების ედემა)

კანზე პატარა მოლურჯო ლაქები (პურპურა)

ძირითადად კანზე მოქმედი წვრილი სისხლძარღვების ანთება (ლეიკოციტოსტატიკური ვასკულიტი)

შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობა (ურინარული რეტენცია)

უცნობი:

უძილობა

გონების არევა

ყველა აღნიშნული, ბეტმიგას მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

თუ, შარდის ბუშტის გამოსასვლელი მონაკვეთის ობსტრუქცია (შევიწროება)გაქვთ ანდა ძლიერ აქტიური შარდის ბუშტის მკურნალობისთვის სხვა წამლებს ღებულობთ, ბეტმიგა, შარდის ბუშტის დაუცლელობის ალბათობას გაზრდის. ასეთი მდგომარეობის გამოვლინების შემთხვევაში, აუცილებალდ თქვენს ექიმს დაუკავშირდით და ქვემოთ მოცემულ მისამართზე მოხსენება გააკეთეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ბეტმიგას შენახვა

ბეტმიგა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე/ მინის ბოთლზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ბეტმიგა არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა, აღნიშნული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ! გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ასტელლას ფარმას წამლის მრეწველობა და ვაჭრობა

ესენთეფეს დასახლ.ბაჰარის ქ.ოზდილექი.

რივერ პლაზა ვაინდჰემ გრანდ ბლოკი N:13. შიგა კარის N:39.

34394.შიშლი.სტამბოლი.

ტელ: (0212)440 08 00; ფაქსი: (0212) 438 36 71

წარმოების ადგილი:

Avara Pharmaceutical Technologies inc.

3300 მარშალის გამზირი

ნორმანი, OK 73072

აშშ

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 14.05.2020-ში დამოწმებულია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა