ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე

Artiphrin-zdorovye forte

რეცეპტით(40მგ+0,01მგ)/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
ფორმა და შეფუთვა
(40მგ+0,01მგ)/მლ 1,7მლ (1:100 000) საინექციო ხსნარი (სტომატოლოგიაში ადგილობრივი ანესთეზიისთვის) კარპულა №50 (5X1X10)
მწარმოებელი
«PHARMEX GROUP» LLC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB58
რეგისტრაციის ნომერი
რ-045415
რეგისტრირებულია
7 მაისი 2026, მოქმედებს 6 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«CORPORATION «ZDOROVYA» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაარტიფრინ-ზდოროვიე ფორტე და სხვა წამალი ერთად

არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა ან მაო-ს ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ სიმპათომიმეტური ვაზოკონსტრიქტორების ჰიპერტენზიული ეფექტები (მაგ., ადრენალინი). ამიტომ, ასეთი კომბინაციები უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება აკრძალულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასელექციურ β-ბლოკატორებს, მაგ., პროპრანოლოლს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

სხვადასხვა საანესთეზიო საშუალებების კომბინაციებს აქვთ ადიტიური ეფექტი და უფრო გამოხატული მოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს).

ადრენალინიმა შეიძლება დაბლოკოს პანკრეასის მიერ ინსულინის გამოთავისუფლება, რის გამოც მცირდება პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტი.

აუცილებლად საყურადღებოა, რომ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტითრომბოზული საშუალებებით (მაგ., ჰეპარინი, აცეტილსალიცილის მჟავა), ადგილობრივი ანესთეზიის დროს სისხლძარღვის შემთხვევით დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა. ასეთ პაციენტებში, ზოგადად, სისხლდენისადმი მიდრეკილება იზრდება.

ზოგიერთმა საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებმა, როგორიცაა ჰალოტანი, შეიძლება გაზარდოს მიოკარდიუმის მგრძნობელობა კატექოლამინების მიმართ, რაც იწვევს არითმიას პრტეპარატის შეყვანის შემდეგ.

გამოყენების თავისებურებები. გვერდითი ეფექტების განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყველაზე დაბალი შესაძლებელი დოზის შერჩევა და ინიექციის წინ ასპირაციული სინჯის ორ ეტაპად ჩატარება (პრეპარატის სისხლძარღვში შეყვანის თავიდან ასაცილებლად).

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების, ჰალოგენების შემცველი საინჰალაციო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“), ანამნეზში ეპილეფსიის არსებობისას (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

არ შეიძლება ინიექციის ჩატარება ანთების (ინფიცირების) ზონაში, რადგან ძლიერდება პრეპარატის შეწოვა, რაც იწვევს მისი ეფექტიანობის შემცირებას.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტთან გასაუბრება, სამედიცინო ანამნეზის შეგროვება, ინფორმაცია თანმხლები სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იგი გამოიყენებს, ასევე პრეპარატის შეყვანისას უნდა არსებობდეს მუდმივი სიტყვიერი კონტაქტი პაციენტთან. თუ არსებობს ალერგიული რეაქციის რისკი, აუცილებელია საინიექციო ტესტის ჩატარება დოზის 5 %-დან 10%-მდე შეყვანით.

საკვების მიღება რეკომენდებულია მხოლოდ მგრძნობელობის სრული აღდგენის შემდეგ.

ქოლინესტერაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამოყენების აბსოლუტური ჩვენება, ვინაიდან ამ შემთხვევაში არსებობს პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობის გაზრდის და გარკვეულ პირობებში - მისი მოქმედების არასასურველი გაძლიერების დიდი ალბათობა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მაგ., გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის არითმია, არტერიული ჰიპერტენზია), ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში, ასევე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინსულტი, აქვთ ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ემფიზემა, შაქრიანი დიაბეტი ან მნიშვნელოვნად გამოხატული შფოთვა, მიზანშეწონილია გამოიყენოთ არტიფრინი-ზდოროვიე (და არა არტიფრინი-ზდოროვიე ფორტე), რადგან იგი შეიცავს უფრო მცირე რაოდენობის ადრენალინს, რომელიც 0.006 მგ/მლ-ს (1: 200000) შეადგენს.

გამოყენება ბავშვებში. მცირეწლოვანი ბავშვების მომვლელებს უნდა ეცნობოთ კბენით გამოწვეული რბილი ქსოვილების დაზიანების შესაძლებლობის შესახებ, ანესთეზიის შემდეგ რბილი ქსოვილების ხანგრძლივი დაბუჟების გამო.

ნატრიუმის მეტაბისულფიტმა (E 223), რომელიც შედის სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) / დოზა ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულ ქალებში არტიკაინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, მშობიარობის დროს მისი გამოყენების გარდა. ცხოველებში არ გამოვლენილა ორსულობაზე, ემბრიოფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე არტიკაინის პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზემოქმედების ნიშნები; ადრენალინს აქვს ტოქსიკური ეფექტი რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ადრენალინი და არტიკაინი გადიან პლაცენტურ ბარიერს, თუმცა არტიკაინი გაცილებით ნაკლები ხარისხით სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან შედარებით. ახალშობილების სისხლის შრატში არტიკაინის კონცენტრაცია შეადგენს დედების სისხლში არსებული კონცენტრაციის დაახლოებით 30%-ს. დედისთვის შემთხვევით ინტრავასკულარულად შეყვანისას ადრენალინმა შეიძლება შეამციროს საშვილოსნოში სისხლის ნაკადის სიჩქარე. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ. უპირატესობა უნდა მიენიჭოს პრეპარატ არტიფრინ-ზდოროვიეს, რადგან იგი შეიცავს ნაკლებ ადრენალინს (1: 200000), ვიდრე არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე.

სწრაფი ელიმინაციის გამო არტიკაინი არ განისაზღვრება დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელსაც კლინიკური მნიშვნელობა ექნება. ადრენალინი გადადის დედის რძეში, მაგრამ იგი ასევე სწრაფად იშლება. ვინაიდან ამ დრომდე ჩვილებზე მავნე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა, პრეპარატის ხანმოკლე გამოყენებისას არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ფერტილობა. პრეპარატის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა.

სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი. მხოლოდ სტომატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს პრეპარატის მიღებიდან რა დროიდან შეუძლია პაციენტს კვლავ მართოს სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოს მექანიზმებთან. სტომატოლოგიური მანიპულაციის მოლოდინთან დაკავშირებულმა შიშმა და სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტიანი მოქმედების უნარის ცვლილება, მაგრამ შესაბამისმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ანესთეზია არტიკაინით არ იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის შესამჩნევ გაუარესებას. მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს გვერდითი რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი განკუთვნილია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ შესაყვანად. პრეპარატის შეყვანამდე ყოველთვის უნდა ჩატარდეს ასპირაციული ტესტი, რათა გამოირიცხოს პრეპარატის ინტრავასკულური შეყვანის შესაძლებლობა. ასპირაციული ტესტი ტარდება ორ ეტაპად, ანუ ნემსის შემობრუნებით 90 °-ით ან, კიდევ უკეთესი, 180 °-ით. პრეპარატის შემთხვევითი ინტრავასკულური ინიექციის შედეგად გამოწვეული სერიოზული სისტემური რეაქციების განვითარება უმეტეს შემთხვევაში შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, თუ გამოიყენება ინიექციის შემდეგი ტექნიკა: ასპირაციის შემდეგ, ნელა შეიყვანეთ 0.1-0.2 მლ და შემდეგ, სულ მცირე 20-30 წამის შემდეგ ნელა შეჰყავთ პრეპარატის დანარჩენი ნაწილი. საინიექციო წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის მგრძნობელობას. ინიექციის ჩასატარებლად არ გამოიყენოთ დაზიანებული კარპულა. ხსნარის მოსამზადებლად ყოველთვის გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსები და შპრიცები, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად (მაგ., ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა). ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენოთ, თუ იგი შემღვრეულია, ან თუ მან ფერი შეიცვალა.

ზედა ყბის კბილის გაურთულებელი ამოღებისას ანთების არარსებობის შემთხვევაში საკმარისია ვესტიბულური მხრიდან გარდამავალ ნაკეცში თითოეულ კბილზე 1.7 მგ პრეპარატის შეყვანა. ცალკეულ შემთხვევებში, სრული ანესთეზიის მისაღწევად, შეიძლება საჭირო გახდეს 1-1,7 მლ პრეპარატის დამატებითი ვესტიბულური ინიექცია. უმეტეს შემთხვევაში, არ არის საჭირო მტკივნეული პალატინალური ინიექციის გაკეთება.

თუ საჭიროა სასაზე ნაკვეთის გაკეთება ან მასზე ნაკერების დადება, მაშინ სასის მხრიდან საანესთეზიო დეპოს შესაქმნელად საკმარისია 0.1 მლ პრეპარატის შეყვანა.

მოსაზღვრე კბილების მრავალჯერადი ექსტრაქციის დროს უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია ვესტიბულური დეპო-ინიექციების რაოდენობის შემცირება.

ქვედა ყბის პრემოლარების გაურთულებელი ექსტრაქციის შემთხვევაში ანთების არარსებობისას არ არის აუცილებელი მანდიბულური ანესთეზიის ჩატარება, რადგან, ჩვეულებრივ, საკმარისია ინფილტრაციული ანესთეზია, რომელსაც უზრუნველყოფს თითოეულ კბილზე 1.7 მლ პრეპარატის შეყვანა. თუ ეს არ უზრუნველყოფს სრულ გაუტკივარებას, პირველად კეთდება დამატებითი ვესტიბულური ინიექცია 1-1.7 მლ დოზით. მხოლოდ ამის შემდეგ, თუ მაინც არ იქნა მიღწეული სრული ანესთეზია, ნაჩვენებია ქვედა ყბის სტანდარტული ანესთეზია.

ქირურგიული ჩარევების დროს რეკომენდებულია პრეპარატის დოზის კორექცია ოპერაციის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით.

მოზრდილებში ერთი სამკურნალო პროცედურის ჩატარების დროს შესაძლებელია 7 მგ-მდე არტიკაინის 1 კგ სხეულის მასაზე შეყვანა. პაციენტებში 500 მგ-მდე დოზებს (რაც 12.5 მლ საინიექციო ხსნარს შეადგენს) კარგი ამტანობა აქვთ, ინიექციამდე ასპირაციული სინჯის ჩატარების დროს.

ხანდაზმულ პაციენტებში და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს არტიკაინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში. ასეთ პაციენტებში საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილე და მინიმალური დოზის შერჩევა, რომელიც საჭიროა ანესთეზიის საკმარისი სიღრმის მისაღწევად.

ბავშვები. პრეპარატი უნდა დაინიშნოს ბავშვებში იმ მინიმალური რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო გაუტკივარებას; შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა უნდა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით. დაუშვებელია მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 7 მგ არტიკაინს 1 კგ სხეულის მასაზე. ამ პრეპარატის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზა

ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების ნიშნები: მოუსვენრობა, შფოთვა, ცნობიერების არევა, სუნთქვის გახშირება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, რასაც თან ახლავს სახის სიწითლე, გულისრევა, ღებინება, ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ტონურ-კლონური კრუნჩხვები.

ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის ნიშნები: თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, მეტყველების უნარის დაკარგვა, გონების დაკარგვა, კუნთების ატონია, ვაზომოტორული დამბლა (სისუსტე, კანის საფარის სიფერმკრთალე), ქოშინი, ლეტალური გამოსავალი სუნთქვის ცენტრის დამბლის შედეგად.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეპრესიის ნიშნები: ბრადიკარდია, არითმია, პარკუჭის ფიბრილაცია, არტერიული წნევის დაქვეითება, ციანოზი, გულის გაჩერება.

გადაუდებელი ზომები და ანტიდოტები.

გვერდითი რეაქციის ან ტოქსიკური მოქმედების პირველი ნიშნების გამოვლენისას (მაგ., თავბრუსხვევა, მოძრაობითი აგზნება ან სტუპორი) ინიექცია უნდა შეწყდეს და პაციენტი მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აუცილებელია პაციენტის სასუნთქი გზების გამტარიანობის უზრუნველყოფა, პულსის და არტერიული წნევის მონიტორინგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინტოქსიკაციის სიმპტომები არ არის მძიმე, რეკომენდებულია ინტრავენური კათეტერის ჩადგმა, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნას დაუყოვნებლივი ინტრავენური წვდომა.

სუნთქვის დარღვევის შემთხვევაში, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, რეკომენდებულია ჟანგბადის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ხელოვნური სუნთქვა. ასევე საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ტრაქეის ინტუბაცია კონტროლირებად ვენტილაციასთან ერთად.

კუნთების უნებლიე შეკუმშვა ან გენერალიზებული კრუნჩხვების კუპირებისთვის ინტრავენურად გამოიყენება ხანმოკლე მოქმედების კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (სუქსამეტონიუმის ქლორიდი, დიაზეპამი). ასევე რეკომენდებულია ხელოვნური სუნთქვის (ჟანგბადი) გამოყენება.

არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია შეიძლება მიღწეული იქნას პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანით ან იმ მდგომარეობაში მოთავსებით, როდესაც ფეხები თავის პოზიციასთან შედარებით ოდნავ მაღლა არის აწეული. სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების დროს, ინიექციის შეწყვეტის შემდეგ, უნდა იქნას მიღებული დამატებითი გადაუდებელი ზომები: უზრუნველყოფილი იქნას სასუნთქი გზების გამტარიანობა (ჟანგბადის ჩასუნთქვა), დაიწყოს დაბალანსებული ელექტროლიტური ხსნარის ინტრავენური ინფუზია და გლუკოკორტიკოიდების ინტრავენური შეყვანა (მაგ., 250-1 000 მგ პრედნიზოლონი ან მისი წარმოებულის მაგ., მეთილპრედნიზოლონის, შესაბამისი რაოდენობა), მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა (დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება პლაზმის შემცვლელები, ადამიანის ალბუმინი). სისხლძარღვოვანი კოლაფსის საფრთხისა და ბრადიკარდიის გაზრდის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ჩატარდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) ინტრავენური ინიექცია. ამისათვის 1 მლ ადრენალინის ხსნარი 1:1000 უნდა განზავდეს 10 მლ-მდე (ამის ნაცვლად შესაძლებელია 1:10000 ადრენალინის ხსნარის გამოყენება), შემდეგ ამ ხსნარის 0.25-1 მლ (= 0.025-0,1 მგ ადრენალინი) შეჰყავთ ნელა პულსის სიხშირისა და არტერიული წნევის კონტროლით (ყურადღება: შესაძლებელია გულის არითმიების განვითარება). ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის დროს დაუშვებელია ამ ხსნარის 1 მლ-ზე მეტი (0,1 მგ ეპინეფრინი) რაოდენობით გამოყენება. თუ ადრენალინის ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, მაშინ რეკომენდებულია მისი დამატება საინფუზიო ხსნარში (ინფუზიის სიხშირე რეგულირდება პულსის სიხშირისა და არტერიული წნევის შესაბამისად).

ტაქიკარდიისა და ტაქიარითმიის მძიმე ფორმები შეიძლება აღმოიფხვრას ანტიარითმული საშუალებებით (არასელექციური β-ბლოკატორების გარდა). ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ჟანგბადის გამოყენება და სისხლის მიმოქცევის კონტროლი. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის მომატებისას საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული პერიფერიული ვაზოდილატორები.

გვერდითი რეაქციები. გვერდითი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, <1/10); არც ისე ხშირად (≥ 1/1000, <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული და ფსევდოალერგიული). ისინი შეიძლება გამოვლინდეს როგორც შეშუპება ან/და ანთება ინიექციის ადგილას ან ინიექციის ადგილის მიუხედავად კანის სიწითლე, ქავილი, კონიუნქტივიტი, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპების მსგავსი სახის შეშუპება, მათ შორის ზედა ან/და ქვედა ტუჩის ან/და ლოყების შეშუპება, სახმო იოგების შეშუპება ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებით და ყლაპვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებით და სუნთქვის გაძნელებით, რომელიც შეიძლება ანაფილაქსიურ შოკში გადაიზარდოს.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - პარესთეზია, ჰიპესთეზია, თავის ტკივილი, რომლებიც განპირობებულია ძირითადად ეპინეფრინის არსებობით; იშვიათად - თავბრუსხვევა; სიხშირე უცნობია - პრეპარატის ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას ან შემთხვევით ინტრავასკულური შეყვანისას შეიძლება განვითარდეს დოზადამოკიდებული რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვა, ნერვოზულობა, სტუპორი (რომელიც ზოგჯერ შეიძლება გონების დაკარგვამდე პროგრესირებდეს), კომა, სუნთქვის დარღვევა, რომელიც შეიძლება სუნთქვის გაჩერებამდე პროგრესირებდეს, კუნთების ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება გენერალიზებულ კრუნჩხვებამდე პროგრესირებდეს. ნერვის დაზიანების თეორიული შესაძლებლობა არსებობს ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევების დროს ინიექციის ტექნიკის დარღვევის ან საინიექციო უბნის ანატომიური სტრუქტურის თავისებურებების გამო. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია სახის ნერვის დაზიანება და სახის ნერვის პარეზის განვითარება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გემოვნების მგრძნობელობის დაქვეითება.

მხედველობის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების თავის მიდამოში შეყვანისას (ან მალევე შეყვანის შემდეგ) ასევე შეიძლება განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა (მხედველობის დაბინდვა, გაორებული მხედველობა, მიდრიაზი, სიბრმავე).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - გულის არითმიები, არტერიული წნევის მომატება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა და შოკი (რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენდეს).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება.

ზოგადი მდგომარეობის დარღვევა და რეაქციები ინიექციის ადგილას: სიხშირე უცნობია - სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანისას პრეპარატის შეყვანის ადგილას შეიძლება განვითარდეს იშემიური ზონები, რომლებიც ზოგჯერ ქსოვილის ნეკროზამდე პროგრესირებს (იხ. ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“). დაფიქსირდა შემცივნების შემთხვევები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია სტომატოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებული შფოთვით, ასევე ჭარბი ოფლიანობა, ყურებში შუილი და მიდრიაზი.

ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მის შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის მეტაბისულფიტის გამო. ეს რეაქციები შეიძლება კლინიკურად გამოვლინდეს ღებინებით, ფაღარათით, სტრიდორული სუნთქვით, ასთმის მწვავე შეტევებით, ცნობიერების დარღვევით ან შოკით.

პედიატრიული პოპულაცია. ცნობილია, რომ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, 4-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების პროფილი მოზრდილებში არსებული უსაფრთხოების პროფილის მსგავსი იყო. თუმცა უფრო ხშირი იყო რბილი ქსოვილების შემთხვევითი დაზიანებები რბილი ქსოვილების პროლონგირებული ანესთეზიის გამო, განსაკუთრებით 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში. არსებობს მტკიცებულება, რომ რეტროსპექტულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 1-დან 4 წლამდე ასაკის 211 ბავშვს, სტომატოლოგიური მკურნალობა ჩატარდა 4,2 მლ-მდე პრეპარატის გამოყენებით, ხოლო გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებები არ ყოფილა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: articaine, epinephrine;

1 მლ ხსნარი შეიცავს არტიკაინის ჰიდროქლორიდს 40 მგ-ს, ეპინეფრინს 0.01 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), გლიცინი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა კონცენტრირებული, საინიექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო-მომწვანო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პრეპარატები ადგილობრივი ანესთეზიისათვის. ამიდები. არტიკაინი, კომბინაციები. ათქ კოდი N01BB58.

შენახვის პირობები

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.

შეუთავსებლობა. დაუშვებელია პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევა.

შეფუთვა. 1.7 მლ კარპულებში, №10×5 ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმეკს გრუპი“

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილის მისამართი.

უკრაინა, 08301, კიევის ოლქი, ქალაქი ბორისპოლი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 100.

ბოლო განხილვის თარიღი: 2025 წლის 13 იანვარი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიაში ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისათვის. პრეპარატს აქვს მოქმედების სწრაფი დაწყების უნარი (ლატენტური პერიოდი - 1-3 წუთი), ძლიერი გაუტკივარების ეფექტი. ეფექტიანი ანესთეზიის ხანგრძლივობა დაახლოებით 75 წუთს შეადგენს.

ითვლება, რომ არტიკაინის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გატარების შემცირებაში უჯრედული მემბრანების პოტენციალდამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკირების გზით. ეპინეფრინის (ადრენალინის) ძალიან მცირე შემცველობისა და ინტენსიური მოქმედების გამო შესაზლებელია პრეპარატის გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა.

სისხლის პლაზმის ცილებთან არტიკაინის კავშირის დონე არის 95%. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ ინექციის შემდეგ T1/2 შეადგენს 25.3±3.3 წუთს. 10 % არტიკაინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, უპირატესად სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში არსებული ესტერაზების მოქმედებით. არტიკაინი გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად თირკმლებით არტიკაინის მჟავას სახით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები. ქირურგიული ჩარევები ლორწოვან გარსზე და ძვლებზე, რომლებსაც ესაჭიროება უფრო ინტენსიური იშემია; ქირურგიული ჩარევები კბილის პულპაზე (ამპუტაცია და ექსტირპაცია); პაროდონტიტული ან ჩამტვრეული კბილების მოცილება (ოსტეოტომია); ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევები; პერკუტანული ოსტეოსინთეზი; კისტების მოცილება; ქირურგიული ჩარევები ღრძილების ლორწოვან გარსზე; ფესვის მწვერვალის რეზექცია.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, სულფიტების ან სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, გულის იმპულსების წარმოქმნის მძიმე დარღვევები ან გამტარობის დარღვევები (II-III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია), გულის მწვავე დეკომპენსირებული (შეგუბებითი) უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპოტენზია / ჰიპერტენზია, კიდურების ანესთეზია (მაგ., ხელის თითების), რადგან არსებობს იშემიის განვითარების რისკი, გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა, პაროქსიზმალური ტაქიკარდია, აბსოლუტური არითმია ტაქიკარდიით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (3-6 თვის წინ), გადატანილი აორტოკორონალური შუნტირების ოპერაცია (3 თვის წინ ან უფრო ადრე), ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, არასელექციური β-ბლოკერების, მაგ., პროპრანოლოლის, ერთდროული მიღება (არსებობს ჰიპერტონული კრიზის ან მძიმე ბრადიკარდიის განვითარების რისკი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა (პრეპარატის გულ-სისხლძარღვთა ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულების შემდეგ), ბრონქული ასთმა სულფიტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს (შეიძლება განვითარდეს მწვავე ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიის სიმპტომებით, მაგ., ბრონქოსპაზმი). პრეპარატის ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე

(ARTIFRIN-ZDOROVYE FORTE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: articaine, epinephrine;

1 მლ ხსნარი შეიცავს არტიკაინის ჰიდროქლორიდს 40 მგ-ს, ეპინეფრინს 0.01 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), გლიცინი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა კონცენტრირებული, საინიექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო-მომწვანო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პრეპარატები ადგილობრივი ანესთეზიისათვის. ამიდები. არტიკაინი, კომბინაციები. ათქ კოდი N01BB58.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიაში ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისათვის. პრეპარატს აქვს მოქმედების სწრაფი დაწყების უნარი (ლატენტური პერიოდი - 1-3 წუთი), ძლიერი გაუტკივარების ეფექტი. ეფექტიანი ანესთეზიის ხანგრძლივობა დაახლოებით 75 წუთს შეადგენს.

ითვლება, რომ არტიკაინის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გატარების შემცირებაში უჯრედული მემბრანების პოტენციალდამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკირების გზით. ეპინეფრინის (ადრენალინის) ძალიან მცირე შემცველობისა და ინტენსიური მოქმედების გამო შესაზლებელია პრეპარატის გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა.

სისხლის პლაზმის ცილებთან არტიკაინის კავშირის დონე არის 95%. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ ინექციის შემდეგ T1/2 შეადგენს 25.3±3.3 წუთს. 10 % არტიკაინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, უპირატესად სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში არსებული ესტერაზების მოქმედებით. არტიკაინი გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად თირკმლებით არტიკაინის მჟავას სახით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები. ქირურგიული ჩარევები ლორწოვან გარსზე და ძვლებზე, რომლებსაც ესაჭიროება უფრო ინტენსიური იშემია; ქირურგიული ჩარევები კბილის პულპაზე (ამპუტაცია და ექსტირპაცია); პაროდონტიტული ან ჩამტვრეული კბილების მოცილება (ოსტეოტომია); ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევები; პერკუტანული ოსტეოსინთეზი; კისტების მოცილება; ქირურგიული ჩარევები ღრძილების ლორწოვან გარსზე; ფესვის მწვერვალის რეზექცია.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, სულფიტების ან სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, გულის იმპულსების წარმოქმნის მძიმე დარღვევები ან გამტარობის დარღვევები (II-III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია), გულის მწვავე დეკომპენსირებული (შეგუბებითი) უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპოტენზია / ჰიპერტენზია, კიდურების ანესთეზია (მაგ., ხელის თითების), რადგან არსებობს იშემიის განვითარების რისკი, გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა, პაროქსიზმალური ტაქიკარდია, აბსოლუტური არითმია ტაქიკარდიით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (3-6 თვის წინ), გადატანილი აორტოკორონალური შუნტირების ოპერაცია (3 თვის წინ ან უფრო ადრე), ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, არასელექციური β-ბლოკერების, მაგ., პროპრანოლოლის, ერთდროული მიღება (არსებობს ჰიპერტონული კრიზის ან მძიმე ბრადიკარდიის განვითარების რისკი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა (პრეპარატის გულ-სისხლძარღვთა ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულების შემდეგ), ბრონქული ასთმა სულფიტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს (შეიძლება განვითარდეს მწვავე ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიის სიმპტომებით, მაგ., ბრონქოსპაზმი). პრეპარატის ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები.

ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა ან მაო-ს ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ სიმპათომიმეტური ვაზოკონსტრიქტორების ჰიპერტენზიული ეფექტები (მაგ., ადრენალინი). ამიტომ, ასეთი კომბინაციები უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება აკრძალულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასელექციურ β-ბლოკატორებს, მაგ., პროპრანოლოლს (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

სხვადასხვა საანესთეზიო საშუალებების კომბინაციებს აქვთ ადიტიური ეფექტი და უფრო გამოხატული მოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს).

ადრენალინიმა შეიძლება დაბლოკოს პანკრეასის მიერ ინსულინის გამოთავისუფლება, რის გამოც მცირდება პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტი.

აუცილებლად საყურადღებოა, რომ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტითრომბოზული საშუალებებით (მაგ., ჰეპარინი, აცეტილსალიცილის მჟავა), ადგილობრივი ანესთეზიის დროს სისხლძარღვის შემთხვევით დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა. ასეთ პაციენტებში, ზოგადად, სისხლდენისადმი მიდრეკილება იზრდება.

ზოგიერთმა საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებმა, როგორიცაა ჰალოტანი, შეიძლება გაზარდოს მიოკარდიუმის მგრძნობელობა კატექოლამინების მიმართ, რაც იწვევს არითმიას პრტეპარატის შეყვანის შემდეგ.

გამოყენების თავისებურებები. გვერდითი ეფექტების განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყველაზე დაბალი შესაძლებელი დოზის შერჩევა და ინიექციის წინ ასპირაციული სინჯის ორ ეტაპად ჩატარება (პრეპარატის სისხლძარღვში შეყვანის თავიდან ასაცილებლად).

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების, ჰალოგენების შემცველი საინჰალაციო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“), ანამნეზში ეპილეფსიის არსებობისას (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

არ შეიძლება ინიექციის ჩატარება ანთების (ინფიცირების) ზონაში, რადგან ძლიერდება პრეპარატის შეწოვა, რაც იწვევს მისი ეფექტიანობის შემცირებას.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტთან გასაუბრება, სამედიცინო ანამნეზის შეგროვება, ინფორმაცია თანმხლები სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იგი გამოიყენებს, ასევე პრეპარატის შეყვანისას უნდა არსებობდეს მუდმივი სიტყვიერი კონტაქტი პაციენტთან. თუ არსებობს ალერგიული რეაქციის რისკი, აუცილებელია საინიექციო ტესტის ჩატარება დოზის 5 %-დან 10%-მდე შეყვანით.

საკვების მიღება რეკომენდებულია მხოლოდ მგრძნობელობის სრული აღდგენის შემდეგ.

ქოლინესტერაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამოყენების აბსოლუტური ჩვენება, ვინაიდან ამ შემთხვევაში არსებობს პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობის გაზრდის და გარკვეულ პირობებში - მისი მოქმედების არასასურველი გაძლიერების დიდი ალბათობა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მაგ., გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის არითმია, არტერიული ჰიპერტენზია), ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში, ასევე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინსულტი, აქვთ ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ემფიზემა, შაქრიანი დიაბეტი ან მნიშვნელოვნად გამოხატული შფოთვა, მიზანშეწონილია გამოიყენოთ არტიფრინი-ზდოროვიე (და არა არტიფრინი-ზდოროვიე ფორტე), რადგან იგი შეიცავს უფრო მცირე რაოდენობის ადრენალინს, რომელიც 0.006 მგ/მლ-ს (1: 200000) შეადგენს.

გამოყენება ბავშვებში. მცირეწლოვანი ბავშვების მომვლელებს უნდა ეცნობოთ კბენით გამოწვეული რბილი ქსოვილების დაზიანების შესაძლებლობის შესახებ, ანესთეზიის შემდეგ რბილი ქსოვილების ხანგრძლივი დაბუჟების გამო.

ნატრიუმის მეტაბისულფიტმა (E 223), რომელიც შედის სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) / დოზა ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულ ქალებში არტიკაინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, მშობიარობის დროს მისი გამოყენების გარდა. ცხოველებში არ გამოვლენილა ორსულობაზე, ემბრიოფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე არტიკაინის პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზემოქმედების ნიშნები; ადრენალინს აქვს ტოქსიკური ეფექტი რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ადრენალინი და არტიკაინი გადიან პლაცენტურ ბარიერს, თუმცა არტიკაინი გაცილებით ნაკლები ხარისხით სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან შედარებით. ახალშობილების სისხლის შრატში არტიკაინის კონცენტრაცია შეადგენს დედების სისხლში არსებული კონცენტრაციის დაახლოებით 30%-ს. დედისთვის შემთხვევით ინტრავასკულარულად შეყვანისას ადრენალინმა შეიძლება შეამციროს საშვილოსნოში სისხლის ნაკადის სიჩქარე. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელი-რისკის თანაფარდობის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ. უპირატესობა უნდა მიენიჭოს პრეპარატ არტიფრინ-ზდოროვიეს, რადგან იგი შეიცავს ნაკლებ ადრენალინს (1: 200000), ვიდრე არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე.

სწრაფი ელიმინაციის გამო არტიკაინი არ განისაზღვრება დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელსაც კლინიკური მნიშვნელობა ექნება. ადრენალინი გადადის დედის რძეში, მაგრამ იგი ასევე სწრაფად იშლება. ვინაიდან ამ დრომდე ჩვილებზე მავნე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა, პრეპარატის ხანმოკლე გამოყენებისას არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ფერტილობა. პრეპარატის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა.

სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი. მხოლოდ სტომატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს პრეპარატის მიღებიდან რა დროიდან შეუძლია პაციენტს კვლავ მართოს სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოს მექანიზმებთან. სტომატოლოგიური მანიპულაციის მოლოდინთან დაკავშირებულმა შიშმა და სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტიანი მოქმედების უნარის ცვლილება, მაგრამ შესაბამისმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ანესთეზია არტიკაინით არ იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის შესამჩნევ გაუარესებას. მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს გვერდითი რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი განკუთვნილია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ შესაყვანად. პრეპარატის შეყვანამდე ყოველთვის უნდა ჩატარდეს ასპირაციული ტესტი, რათა გამოირიცხოს პრეპარატის ინტრავასკულური შეყვანის შესაძლებლობა. ასპირაციული ტესტი ტარდება ორ ეტაპად, ანუ ნემსის შემობრუნებით 90 °-ით ან, კიდევ უკეთესი, 180 °-ით. პრეპარატის შემთხვევითი ინტრავასკულური ინიექციის შედეგად გამოწვეული სერიოზული სისტემური რეაქციების განვითარება უმეტეს შემთხვევაში შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, თუ გამოიყენება ინიექციის შემდეგი ტექნიკა: ასპირაციის შემდეგ, ნელა შეიყვანეთ 0.1-0.2 მლ და შემდეგ, სულ მცირე 20-30 წამის შემდეგ ნელა შეჰყავთ პრეპარატის დანარჩენი ნაწილი. საინიექციო წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის მგრძნობელობას. ინიექციის ჩასატარებლად არ გამოიყენოთ დაზიანებული კარპულა. ხსნარის მოსამზადებლად ყოველთვის გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსები და შპრიცები, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად (მაგ., ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა). ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენოთ, თუ იგი შემღვრეულია, ან თუ მან ფერი შეიცვალა.

ზედა ყბის კბილის გაურთულებელი ამოღებისას ანთების არარსებობის შემთხვევაში საკმარისია ვესტიბულური მხრიდან გარდამავალ ნაკეცში თითოეულ კბილზე 1.7 მგ პრეპარატის შეყვანა. ცალკეულ შემთხვევებში, სრული ანესთეზიის მისაღწევად, შეიძლება საჭირო გახდეს 1-1,7 მლ პრეპარატის დამატებითი ვესტიბულური ინიექცია. უმეტეს შემთხვევაში, არ არის საჭირო მტკივნეული პალატინალური ინიექციის გაკეთება.

თუ საჭიროა სასაზე ნაკვეთის გაკეთება ან მასზე ნაკერების დადება, მაშინ სასის მხრიდან საანესთეზიო დეპოს შესაქმნელად საკმარისია 0.1 მლ პრეპარატის შეყვანა.

მოსაზღვრე კბილების მრავალჯერადი ექსტრაქციის დროს უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია ვესტიბულური დეპო-ინიექციების რაოდენობის შემცირება.

ქვედა ყბის პრემოლარების გაურთულებელი ექსტრაქციის შემთხვევაში ანთების არარსებობისას არ არის აუცილებელი მანდიბულური ანესთეზიის ჩატარება, რადგან, ჩვეულებრივ, საკმარისია ინფილტრაციული ანესთეზია, რომელსაც უზრუნველყოფს თითოეულ კბილზე 1.7 მლ პრეპარატის შეყვანა. თუ ეს არ უზრუნველყოფს სრულ გაუტკივარებას, პირველად კეთდება დამატებითი ვესტიბულური ინიექცია 1-1.7 მლ დოზით. მხოლოდ ამის შემდეგ, თუ მაინც არ იქნა მიღწეული სრული ანესთეზია, ნაჩვენებია ქვედა ყბის სტანდარტული ანესთეზია.

ქირურგიული ჩარევების დროს რეკომენდებულია პრეპარატის დოზის კორექცია ოპერაციის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით.

მოზრდილებში ერთი სამკურნალო პროცედურის ჩატარების დროს შესაძლებელია 7 მგ-მდე არტიკაინის 1 კგ სხეულის მასაზე შეყვანა. პაციენტებში 500 მგ-მდე დოზებს (რაც 12.5 მლ საინიექციო ხსნარს შეადგენს) კარგი ამტანობა აქვთ, ინიექციამდე ასპირაციული სინჯის ჩატარების დროს.

ხანდაზმულ პაციენტებში და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს არტიკაინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში. ასეთ პაციენტებში საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილე და მინიმალური დოზის შერჩევა, რომელიც საჭიროა ანესთეზიის საკმარისი სიღრმის მისაღწევად.

ბავშვები. პრეპარატი უნდა დაინიშნოს ბავშვებში იმ მინიმალური რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო გაუტკივარებას; შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა უნდა დაკორექტირდეს ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით. დაუშვებელია მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 7 მგ არტიკაინს 1 კგ სხეულის მასაზე. ამ პრეპარატის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირების სიმპტომები.

ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების ნიშნები: მოუსვენრობა, შფოთვა, ცნობიერების არევა, სუნთქვის გახშირება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, რასაც თან ახლავს სახის სიწითლე, გულისრევა, ღებინება, ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ტონურ-კლონური კრუნჩხვები.

ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის ნიშნები: თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, მეტყველების უნარის დაკარგვა, გონების დაკარგვა, კუნთების ატონია, ვაზომოტორული დამბლა (სისუსტე, კანის საფარის სიფერმკრთალე), ქოშინი, ლეტალური გამოსავალი სუნთქვის ცენტრის დამბლის შედეგად.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეპრესიის ნიშნები: ბრადიკარდია, არითმია, პარკუჭის ფიბრილაცია, არტერიული წნევის დაქვეითება, ციანოზი, გულის გაჩერება.

გადაუდებელი ზომები და ანტიდოტები.

გვერდითი რეაქციის ან ტოქსიკური მოქმედების პირველი ნიშნების გამოვლენისას (მაგ., თავბრუსხვევა, მოძრაობითი აგზნება ან სტუპორი) ინიექცია უნდა შეწყდეს და პაციენტი მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აუცილებელია პაციენტის სასუნთქი გზების გამტარიანობის უზრუნველყოფა, პულსის და არტერიული წნევის მონიტორინგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინტოქსიკაციის სიმპტომები არ არის მძიმე, რეკომენდებულია ინტრავენური კათეტერის ჩადგმა, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნას დაუყოვნებლივი ინტრავენური წვდომა.

სუნთქვის დარღვევის შემთხვევაში, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, რეკომენდებულია ჟანგბადის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ხელოვნური სუნთქვა. ასევე საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ტრაქეის ინტუბაცია კონტროლირებად ვენტილაციასთან ერთად.

კუნთების უნებლიე შეკუმშვა ან გენერალიზებული კრუნჩხვების კუპირებისთვის ინტრავენურად გამოიყენება ხანმოკლე მოქმედების კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (სუქსამეტონიუმის ქლორიდი, დიაზეპამი). ასევე რეკომენდებულია ხელოვნური სუნთქვის (ჟანგბადი) გამოყენება.

არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია შეიძლება მიღწეული იქნას პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანით ან იმ მდგომარეობაში მოთავსებით, როდესაც ფეხები თავის პოზიციასთან შედარებით ოდნავ მაღლა არის აწეული. სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების დროს, ინიექციის შეწყვეტის შემდეგ, უნდა იქნას მიღებული დამატებითი გადაუდებელი ზომები: უზრუნველყოფილი იქნას სასუნთქი გზების გამტარიანობა (ჟანგბადის ჩასუნთქვა), დაიწყოს დაბალანსებული ელექტროლიტური ხსნარის ინტრავენური ინფუზია და გლუკოკორტიკოიდების ინტრავენური შეყვანა (მაგ., 250-1 000 მგ პრედნიზოლონი ან მისი წარმოებულის მაგ., მეთილპრედნიზოლონის, შესაბამისი რაოდენობა), მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა (დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება პლაზმის შემცვლელები, ადამიანის ალბუმინი). სისხლძარღვოვანი კოლაფსის საფრთხისა და ბრადიკარდიის გაზრდის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ჩატარდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) ინტრავენური ინიექცია. ამისათვის 1 მლ ადრენალინის ხსნარი 1:1000 უნდა განზავდეს 10 მლ-მდე (ამის ნაცვლად შესაძლებელია 1:10000 ადრენალინის ხსნარის გამოყენება), შემდეგ ამ ხსნარის 0.25-1 მლ (= 0.025-0,1 მგ ადრენალინი) შეჰყავთ ნელა პულსის სიხშირისა და არტერიული წნევის კონტროლით (ყურადღება: შესაძლებელია გულის არითმიების განვითარება). ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის დროს დაუშვებელია ამ ხსნარის 1 მლ-ზე მეტი (0,1 მგ ეპინეფრინი) რაოდენობით გამოყენება. თუ ადრენალინის ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, მაშინ რეკომენდებულია მისი დამატება საინფუზიო ხსნარში (ინფუზიის სიხშირე რეგულირდება პულსის სიხშირისა და არტერიული წნევის შესაბამისად).

ტაქიკარდიისა და ტაქიარითმიის მძიმე ფორმები შეიძლება აღმოიფხვრას ანტიარითმული საშუალებებით (არასელექციური β-ბლოკატორების გარდა). ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ჟანგბადის გამოყენება და სისხლის მიმოქცევის კონტროლი. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის მომატებისას საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული პერიფერიული ვაზოდილატორები.

გვერდითი რეაქციები. გვერდითი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, <1/10); არც ისე ხშირად (≥ 1/1000, <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული და ფსევდოალერგიული). ისინი შეიძლება გამოვლინდეს როგორც შეშუპება ან/და ანთება ინიექციის ადგილას ან ინიექციის ადგილის მიუხედავად კანის სიწითლე, ქავილი, კონიუნქტივიტი, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპების მსგავსი სახის შეშუპება, მათ შორის ზედა ან/და ქვედა ტუჩის ან/და ლოყების შეშუპება, სახმო იოგების შეშუპება ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებით და ყლაპვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებით და სუნთქვის გაძნელებით, რომელიც შეიძლება ანაფილაქსიურ შოკში გადაიზარდოს.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - პარესთეზია, ჰიპესთეზია, თავის ტკივილი, რომლებიც განპირობებულია ძირითადად ეპინეფრინის არსებობით; იშვიათად - თავბრუსხვევა; სიხშირე უცნობია - პრეპარატის ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას ან შემთხვევით ინტრავასკულური შეყვანისას შეიძლება განვითარდეს დოზადამოკიდებული რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვა, ნერვოზულობა, სტუპორი (რომელიც ზოგჯერ შეიძლება გონების დაკარგვამდე პროგრესირებდეს), კომა, სუნთქვის დარღვევა, რომელიც შეიძლება სუნთქვის გაჩერებამდე პროგრესირებდეს, კუნთების ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება გენერალიზებულ კრუნჩხვებამდე პროგრესირებდეს. ნერვის დაზიანების თეორიული შესაძლებლობა არსებობს ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევების დროს ინიექციის ტექნიკის დარღვევის ან საინიექციო უბნის ანატომიური სტრუქტურის თავისებურებების გამო. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია სახის ნერვის დაზიანება და სახის ნერვის პარეზის განვითარება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გემოვნების მგრძნობელობის დაქვეითება.

მხედველობის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების თავის მიდამოში შეყვანისას (ან მალევე შეყვანის შემდეგ) ასევე შეიძლება განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა (მხედველობის დაბინდვა, გაორებული მხედველობა, მიდრიაზი, სიბრმავე).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - გულის არითმიები, არტერიული წნევის მომატება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა და შოკი (რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენდეს).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება.

ზოგადი მდგომარეობის დარღვევა და რეაქციები ინიექციის ადგილას: სიხშირე უცნობია - სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანისას პრეპარატის შეყვანის ადგილას შეიძლება განვითარდეს იშემიური ზონები, რომლებიც ზოგჯერ ქსოვილის ნეკროზამდე პროგრესირებს (იხ. ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“). დაფიქსირდა შემცივნების შემთხვევები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია სტომატოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებული შფოთვით, ასევე ჭარბი ოფლიანობა, ყურებში შუილი და მიდრიაზი.

ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მის შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის მეტაბისულფიტის გამო. ეს რეაქციები შეიძლება კლინიკურად გამოვლინდეს ღებინებით, ფაღარათით, სტრიდორული სუნთქვით, ასთმის მწვავე შეტევებით, ცნობიერების დარღვევით ან შოკით.

პედიატრიული პოპულაცია. ცნობილია, რომ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, 4-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების პროფილი მოზრდილებში არსებული უსაფრთხოების პროფილის მსგავსი იყო. თუმცა უფრო ხშირი იყო რბილი ქსოვილების შემთხვევითი დაზიანებები რბილი ქსოვილების პროლონგირებული ანესთეზიის გამო, განსაკუთრებით 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში. არსებობს მტკიცებულება, რომ რეტროსპექტულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 1-დან 4 წლამდე ასაკის 211 ბავშვს, სტომატოლოგიური მკურნალობა ჩატარდა 4,2 მლ-მდე პრეპარატის გამოყენებით, ხოლო გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებები არ ყოფილა.

შენახვის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.

შეუთავსებლობა. დაუშვებელია პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევა.

შეფუთვა. 1.7 მლ კარპულებში, №10×5 ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმეკს გრუპი“

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილის მისამართი.

უკრაინა, 08301, კიევის ოლქი, ქალაქი ბორისპოლი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 100.

ბოლო განხილვის თარიღი: 2025 წლის 13 იანვარი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა