პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

აპო-სუმატრიპტანი

ᴾʳAPO-SUMATRIPTAN

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადკანადა
რისთვის გამოიყენება

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოიყენება შაკიკის თავის ტკივილის და შაკიკის შეტევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების დროს. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად შეტევების პრევენციისათვის ან მათი რაოდენობის შესამცირებლად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სუმატრიპტანი (sumatriptan)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №6
მწარმოებელი
APOTEX INC., კანადა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, სეროტონინის (5HT1) სელექციური აგონისტები
ATC კოდი
N02CC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036384
რეგისტრირებულია
9 სექტემბერი 2022, მოქმედებს 9 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააპო-სუმატრიპტანი და სხვა წამალი ერთად

აპო-სუმატრიპტანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოიყენება შაკიკის თავის ტკივილის და შაკიკის შეტევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების დროს. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად შეტევების პრევენციისათვის ან მათი რაოდენობის შესამცირებლად. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შაკიკის თავი ტკივილის შეტევების სამკურნალოდ.

როგორ მოქმედებს მედიკამენტი:

შაკიკის ტიპის თავის ტკივილს მიიჩნევა, რომ იწვევს სისხლძარღვების გაფართოება. თავის ტვინში. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები ავიწროებს ამ სისხლძარღვებს და ხსნის შაკიკის თავის ტკივილის სიმპტომებს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები: მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პირველი ტაბლეტი არ ხსნის თავის ტკივილს, არ უნდა იქნას მიღებული სუმატრიპტანის შემდგომი დოზები იგივე შეტევის დროს. პაციენტმა შეიძლება მიიღოს სხვა ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც არ შეიცავს ერგოტამინის პრეპარატებს, ტკივილის მოსახსნელად. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას შემდგომი შეტევების დროს.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას შაკიკის დროს ნებისმიერ მომენტში.

თუ სიმპტომები ისევ ვითარდება და გასულია 2 საათი პირველი ტაბლეტის მიღებიდან, შეიძლება მიღებულ იქნას მეორე ტაბლეტი.

დაუშვებელია 200 მგ-ზე მეტის მიღება ნებისმიერ 24-საათიან პერიოდში.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და საკვების გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, არ უნდა მოხდეს მათი გასრესვა, დაღეჭვა ან გატეხვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია სუმატრიპტანის ან აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. ”დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი”);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადების ანამნეზი ან სიმპტომები, ან ნიშნები;

თუ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა აქვს;

თუ პაციენტი იღებს ან უკანსკნელ პერიოდში (2 კვირის განმავლობაში) მიღებული აქვს მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორი (მაოი);

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში (24 საათის განმავლობაში) მიღებული აქვს ერგოტამინის შემცველი მედიკამენტი ან მისი წარმოებულები, ან სხვა ტიპის ტრიფტანები შაკიკის სამკურნალოდ;

თუ პაციენტს ნებისმიერი სიმძიმის ღვიძლის დაავადება აქვს.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული შაკიკისგან განსხვავებული თავის ტკივილის სამკურნალოდ.

აქტიური ნივთიერებაა:

სუმატრიპტატის სუქცინატი

დამხმარე ნივთიერებებია:

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიცავს 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ სუმატრიპტანს, სუქცინატის მარილის სახით. ტაბლეტები ასევე შეიცავს სილიციუმის კოლოიდურ დიოქსიდს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, ლაქტოზას, მაგნიუმის სტეარატს და მიკროკრისტალურ ცელულოზას (აპკიანი გარსი: კარნაუბის ცვილი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანიუმის დიოქსიდი და რკინის წითელი ოქსიდი (მხოლოდ 100 მგ ტაბლეტი)).

მედიკამენტის ფარმაცევტული ფორმებია:

ტაბლეტები 25 მგ, 50 მგ და 100 მგ

სიფრთხილის ზომები

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, შესაძლოა იყოს ფეხმძიმედ ან აპირებს ფეხმძიმობას, იყენებს არაადექვატურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან მეძუძურუ დედაა;

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ტიპის ტკივილი მკერდის არეში, გულის დაავადება, ქოშინი, ან არარეგულარული გულისცემა, გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი ან სტენოკარდია აქვს;

თუ პაციენტს გულის დაავადების რიკსფაქტორები აქვს (მაგ.: მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, სიმსუქნე, დიაბეტი, არის მწეველი, გულის დაავადების ოჯახური ანამნეზი, პოსტმენოპაუზის პერიოდი ან 40 წელს ზემოთ მამაკაცი);

თუ პაციენტს როდესმე შეუწყვეტავს ამ ან სხვა რომელიმე მედიკამენტის მიღება ალერგიის ან სხვა პრობლემის გამო, ან ალერგიულია სულფონამიდების შემცველი პრეპრატების მიმართ;

თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის შაკიკის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა სხვა ტრიფტანები, 5-HT1 აგონისტები ან ერგოტამინის, დიჰიდროერგოტამინის ან მეთისერგიდის შემცველი პრეპარატები;

თუ პაციენტს უძნელდება სხეულის ერთი ნახევრის მოძრაობა თავის ტკივილის დროს;

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი (TIA) ან აქვს რეინოს სინდრომი;

თუ პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა;

თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა;

თუ პაციენტი იღებს დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ლითიუმი, მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI);

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ღვიძლის ან თირკმლის ნებისმიერი დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ეპილეფსია, ან გულყრები;

თუ ეს თავის ტკივილი განსხვავდება ჩვეულებრივი შაკიკის შეტევებისაგან.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად შეტევების პრევენციისათვის ან მათი რაოდენობის შესამცირებლად. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შაკიკის თავი ტკივილის შეტევების სამკურნალოდ.

თუ აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოიყენება ხშირად, შეიძლება გაუარესდეს თავის ტკივილები. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტებით მკურნალობა.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების გამოყენება ფეხმძიმობის დროს:

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს, ან თუ პაციენტი არ იყენებს ადექვატურ კონტრაცეპციას,.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს პერიოდში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მიიღო მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი) ან შაკიკის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ერგოტამინს, ერგოს წარმოებულებს (როგორიცაა დიჰიდროერგოტამინი ან მეთისერგიდი), ან სხვა ტიპის ტრიფტანებს შაკიკის სამკურნალოდ ბოლო 24 საათში.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში მიიღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი (რეცეპტით, ურეცეპტოდ გასაცემი ან ბუნებრივი/მცენარეული საშუალებები) აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღებამდე, განსაკუთრებით, ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI) და გარკვეული ტრიციკლური საშუალებები.

მედიკამენტის სწორად გამოყენება

კონტეინერის ეტიკეტზე ან გამოყენების ინსტრუქციაში მითითებულია რამდენჯერ და რა რაოდენობით უნდა იქნას მიღებული თითოეული დოზა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. დაუშვებელია უფრო დიდი დოზის ან უფრო მეტჯერ მიღება, ვიდრე მითითებულია.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. პაციენტს შეიძლება საერთოდ არ განუვითარდეს ისინი. უმეტესობა პაციენტებში ეს გვერდითი მოვლენები მოსალოდნელია, რომ იყოს სუსტი და დროებითი ხასიათის. თუმცა, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს მძიმე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ეს ან სხვა გვერდითი მოვლენები.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენებია:

ტკივილი, სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის მკერდის ან ხორხის არეში, ზეწოლის ან მოჭერის შეგრძნება;

სიმძიმის შეგრძნება;

უჩვეულო შეგრძნებები, მათ შორის დაბუჟება, ჩხვლეტა. სიცხის/წვის ან სიცივის შეგრძნებები;

წამოწითლება (სახის სიწითლე, რომელიც ცოტა ხანს გრძელდება);

გულისრევა ან ღებინება;

თავბრუსხვევა;

ძილიანობა;

დაღლილობა;

სისუსტე.

რადგან ძილიანობა შეიძლება განვითარდეს აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღების დროს, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ იქნება დარწმუნებული, რომ არ აღენიშნება ძილიანობა.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

უჩვეულოდ ნელი ან სწრაფი გულისცემა, არარეგულარული და/ან გაძლიერებული გულისცემა;

მხედველობის დარღვევები, ჩვეულებრივ დროებითი (სკოტომა, ნისტაგმი, ციმციმი, დიპლოპია);

დისტონია (რხევა, ტრემორი ან უკონტროლო მოძრაობები);

ხელისა და ფეხის თითების ნორმალური ფერის ცვლილება.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ აღინიშნება ეს სიმპტომები.

ძალიან იშვიათად ზოგიერთ პირს აღენიშნება შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები. დამატებითი ინფორმაციისათვის, როგორ უნდა მოხდეს გვერდითი მოვლენების მართვა, იხ. ამ პარაგრაფის ბოლოს არსებული ცხრილი.

მკერდის ან ხორხის არეში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება;

მხედველობის დაკარგვა;

ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი კანზე, კანზე კვანძოვანი გამონაყარი;

გულყრა ან კრუნჩხვები;

მუცლის უეცარი და/ან ძლიერი ტკივილი;

ხელებისა და ტერფების მუდმივი იასამნისფერი შეფერილობა.

თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ან აღენიშნება რომელიმე სიმპტომი, რომელსაც ვერ აღწერს ან შემაწუხეებლია, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

მძიმე გვერდითი მოვლენები და მართვა

სიმპტომი/ მოვლენა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა

უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა

მხოლოდ მძიმე შემთხვევებში

ყველა შემთხვევაში

ხშირი

უჩვეულო შეგრძნებები, მათ შორის დაბუჟება, ჩხვლეტა, სიცხის ან სიცივის შეგრძნება; ტკივილი, სიმძიმის ან ზეწოლის შეგრძნება, სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის მკერდის ან ხორხის არეში.

ძალიან იშვიათი

გულის შეტევის სიმპტომები (მკერდის არეში ტკივილი, ოფლიანობა, ქოშინი)

ძალიან იშვიათი

უჩვეულოდ ნელი ან სწრაფი გულისცემა, ან არარეგულარული და/ან ძლიერი გულისცემა

ძალიან იშვიათი

ალერგიული რეაქციები (ქოშინი, უეცარი სტრიდორი, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, კვანძოვანი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება)

ძალიან იშვიათი

გულყრები [ცნობიერების დაკარგვა უკონტროლო მოძრაობებით (კრუნჩხვებით)]

ძალიან იშვიათი

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და/ან ძლიერი სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

ძალიან იშვიათი

რეინოს ფენომენი [ხელების ან ტერფების მუდმივი იასამნისფერი შეფერილობა)

ძალიან იშვიათი

მხედველობის დაკარგვა

ეს არის გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი. ნებისმიერი მოულოდნელი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო პერსონალთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის მართვის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება უსაფრთხო, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ის შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისათვის.

ტაბლეტები ინახება გრილ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე, 15ºC-30ºC. ინახება ბლისტერული შეფუთვით მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

მედიკამენტის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა დაბეჭდილია შეფუთვაზე) ის უნდა იქნას გადაგდებული მითითების მიხედვით.

ექიმის მიერ მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, არ უნდა იქნას შენახული დარჩენილი ტაბლეტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტების გადაგდება უნდა მოხდეს მითითებების მიხედვით.

პაციენტის სამახსოვრო:

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. მხოლოდ ექიმს შეუძლია ამ მედიკამენტის დანიშვნა. არ უნდა მოხდეს მედიკამენტის სხვა პირებისთვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ნაწილი III: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

Prაპო-სუმატრიპტანი

სუმატრიპტატის სუქცინატის ტაბლეტები

აპოტექსის სტანდარტი

აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს სამნაწილიანი "პროდუქტის მონოგრაფიის" მე-3 ნაწილს, რომელიც გამოცემულ იქნა კანადაში აპო-სუმატრიპტანის ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ და შექმნილია სპეციალურად მომხმარებლისათვის. აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს პრეპარატის შესახებ მოკლე შეჯამებას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების შესახებ. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა მედიკამენტით მკურნალობის დამთავრებამდე. შეიძლება წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება. საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის შესახებ.

მედიკამენტის შესახებ

მედიკამენტის სახელწოდებაა აპო-სუმატრიპტანის (სუმატრიპტანის სუქცინატის) ტაბლეტები. მისი შეძენა შეიძლება მხოლოდ ექიმის რეცეპტით. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღება პაციენტისა და ექიმის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით. თუ პაციენტს გულის დაავადებების რისკფაქტორები აქვს (როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, სიმსუქნე, დიაბეტი, არის მწეველი, გულის დაავადების ოჯახური ანამნეზი, პოსტმენოპაუზის პერიოდი ან არის 40 წელს ზემოთ მამაკაცი), უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, რომელიც შეაფასებს გულის დაავადების რისკებს და განსაზღვრავს აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების გამოყენების მიზანშეწონილობას.

რისთვის გამოიყენება მედიკამენტი:

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოიყენება შაკიკის თავის ტკივილის და შაკიკის შეტევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების დროს. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად შეტევების პრევენციისათვის ან მათი რაოდენობის შესამცირებლად. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შაკიკის თავი ტკივილის შეტევების სამკურნალოდ.

როგორ მოქმედებს მედიკამენტი:

შაკიკის ტიპის თავის ტკივილს მიიჩნევა, რომ იწვევს სისხლძარღვების გაფართოება. თავის ტვინში. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები ავიწროებს ამ სისხლძარღვებს და ხსნის შაკიკის თავის ტკივილის სიმპტომებს.

როდის არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება:

დაუშვებელია აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია სუმატრიპტანის ან აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. ”დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი”);

თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადების ანამნეზი ან სიმპტომები, ან ნიშნები;

თუ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა აქვს;

თუ პაციენტი იღებს ან უკანსკნელ პერიოდში (2 კვირის განმავლობაში) მიღებული აქვს მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორი (მაოი);

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში (24 საათის განმავლობაში) მიღებული აქვს ერგოტამინის შემცველი მედიკამენტი ან მისი წარმოებულები, ან სხვა ტიპის ტრიფტანები შაკიკის სამკურნალოდ;

თუ პაციენტს ნებისმიერი სიმძიმის ღვიძლის დაავადება აქვს.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული შაკიკისგან განსხვავებული თავის ტკივილის სამკურნალოდ.

აქტიური ნივთიერებაა:

სუმატრიპტატის სუქცინატი

დამხმარე ნივთიერებებია:

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიცავს 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ სუმატრიპტანს, სუქცინატის მარილის სახით. ტაბლეტები ასევე შეიცავს სილიციუმის კოლოიდურ დიოქსიდს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, ლაქტოზას, მაგნიუმის სტეარატს და მიკროკრისტალურ ცელულოზას (აპკიანი გარსი: კარნაუბის ცვილი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანიუმის დიოქსიდი და რკინის წითელი ოქსიდი (მხოლოდ 100 მგ ტაბლეტი)).

მედიკამენტის ფარმაცევტული ფორმებია:

ტაბლეტები 25 მგ, 50 მგ და 100 მგ

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, შესაძლოა იყოს ფეხმძიმედ ან აპირებს ფეხმძიმობას, იყენებს არაადექვატურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან მეძუძურუ დედაა;

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ტიპის ტკივილი მკერდის არეში, გულის დაავადება, ქოშინი, ან არარეგულარული გულისცემა, გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი ან სტენოკარდია აქვს;

თუ პაციენტს გულის დაავადების რიკსფაქტორები აქვს (მაგ.: მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, სიმსუქნე, დიაბეტი, არის მწეველი, გულის დაავადების ოჯახური ანამნეზი, პოსტმენოპაუზის პერიოდი ან 40 წელს ზემოთ მამაკაცი);

თუ პაციენტს როდესმე შეუწყვეტავს ამ ან სხვა რომელიმე მედიკამენტის მიღება ალერგიის ან სხვა პრობლემის გამო, ან ალერგიულია სულფონამიდების შემცველი პრეპრატების მიმართ;

თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის შაკიკის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა სხვა ტრიფტანები, 5-HT1 აგონისტები ან ერგოტამინის, დიჰიდროერგოტამინის ან მეთისერგიდის შემცველი პრეპარატები;

თუ პაციენტს უძნელდება სხეულის ერთი ნახევრის მოძრაობა თავის ტკივილის დროს;

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი (TIA) ან აქვს რეინოს სინდრომი;

თუ პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა;

თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა;

თუ პაციენტი იღებს დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ლითიუმი, მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI), სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI);

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ღვიძლის ან თირკმლის ნებისმიერი დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ეპილეფსია, ან გულყრები;

თუ ეს თავის ტკივილი განსხვავდება ჩვეულებრივი შაკიკის შეტევებისაგან.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად შეტევების პრევენციისათვის ან მათი რაოდენობის შესამცირებლად. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შაკიკის თავი ტკივილის შეტევების სამკურნალოდ.

თუ აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოიყენება ხშირად, შეიძლება გაუარესდეს თავის ტკივილები. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტებით მკურნალობა.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების გამოყენება ფეხმძიმობის დროს:

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს, ან თუ პაციენტი არ იყენებს ადექვატურ კონტრაცეპციას,.

მედიკამენტთან ურთიერთქმედება

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს პერიოდში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მიიღო მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი) ან შაკიკის სამკურნალო სხვა მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ერგოტამინს, ერგოს წარმოებულებს (როგორიცაა დიჰიდროერგოტამინი ან მეთისერგიდი), ან სხვა ტიპის ტრიფტანებს შაკიკის სამკურნალოდ ბოლო 24 საათში.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში მიიღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი (რეცეპტით, ურეცეპტოდ გასაცემი ან ბუნებრივი/მცენარეული საშუალებები) აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღებამდე, განსაკუთრებით, ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI) და გარკვეული ტრიციკლური საშუალებები.

მედიკამენტის სწორად გამოყენება

კონტეინერის ეტიკეტზე ან გამოყენების ინსტრუქციაში მითითებულია რამდენჯერ და რა რაოდენობით უნდა იქნას მიღებული თითოეული დოზა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. დაუშვებელია უფრო დიდი დოზის ან უფრო მეტჯერ მიღება, ვიდრე მითითებულია.

რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები: მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პირველი ტაბლეტი არ ხსნის თავის ტკივილს, არ უნდა იქნას მიღებული სუმატრიპტანის შემდგომი დოზები იგივე შეტევის დროს. პაციენტმა შეიძლება მიიღოს სხვა ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც არ შეიცავს ერგოტამინის პრეპარატებს, ტკივილის მოსახსნელად. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას შემდგომი შეტევების დროს.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას შაკიკის დროს ნებისმიერ მომენტში.

თუ სიმპტომები ისევ ვითარდება და გასულია 2 საათი პირველი ტაბლეტის მიღებიდან, შეიძლება მიღებულ იქნას მეორე ტაბლეტი.

დაუშვებელია 200 მგ-ზე მეტის მიღება ნებისმიერ 24-საათიან პერიოდში.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და საკვების გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, არ უნდა მოხდეს მათი გასრესვა, დაღეჭვა ან გატეხვა.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო პერსონალთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის მართვის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.

გვერდითი მოვლენები და მათი მართვა

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. პაციენტს შეიძლება საერთოდ არ განუვითარდეს ისინი. უმეტესობა პაციენტებში ეს გვერდითი მოვლენები მოსალოდნელია, რომ იყოს სუსტი და დროებითი ხასიათის. თუმცა, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს მძიმე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ეს ან სხვა გვერდითი მოვლენები.

აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენებია:

ტკივილი, სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის მკერდის ან ხორხის არეში, ზეწოლის ან მოჭერის შეგრძნება;

სიმძიმის შეგრძნება;

უჩვეულო შეგრძნებები, მათ შორის დაბუჟება, ჩხვლეტა. სიცხის/წვის ან სიცივის შეგრძნებები;

წამოწითლება (სახის სიწითლე, რომელიც ცოტა ხანს გრძელდება);

გულისრევა ან ღებინება;

თავბრუსხვევა;

ძილიანობა;

დაღლილობა;

სისუსტე.

რადგან ძილიანობა შეიძლება განვითარდეს აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღების დროს, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ იქნება დარწმუნებული, რომ არ აღენიშნება ძილიანობა.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

უჩვეულოდ ნელი ან სწრაფი გულისცემა, არარეგულარული და/ან გაძლიერებული გულისცემა;

მხედველობის დარღვევები, ჩვეულებრივ დროებითი (სკოტომა, ნისტაგმი, ციმციმი, დიპლოპია);

დისტონია (რხევა, ტრემორი ან უკონტროლო მოძრაობები);

ხელისა და ფეხის თითების ნორმალური ფერის ცვლილება.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ აღინიშნება ეს სიმპტომები.

ძალიან იშვიათად ზოგიერთ პირს აღენიშნება შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები. დამატებითი ინფორმაციისათვის, როგორ უნდა მოხდეს გვერდითი მოვლენების მართვა, იხ. ამ პარაგრაფის ბოლოს არსებული ცხრილი.

მკერდის ან ხორხის არეში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება;

მხედველობის დაკარგვა;

ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი კანზე, კანზე კვანძოვანი გამონაყარი;

გულყრა ან კრუნჩხვები;

მუცლის უეცარი და/ან ძლიერი ტკივილი;

ხელებისა და ტერფების მუდმივი იასამნისფერი შეფერილობა.

თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ან აღენიშნება რომელიმე სიმპტომი, რომელსაც ვერ აღწერს ან შემაწუხეებლია, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

მძიმე გვერდითი მოვლენები და მართვა

სიმპტომი/ მოვლენა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა

უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა

მხოლოდ მძიმე შემთხვევებში

ყველა შემთხვევაში

ხშირი

უჩვეულო შეგრძნებები, მათ შორის დაბუჟება, ჩხვლეტა, სიცხის ან სიცივის შეგრძნება; ტკივილი, სიმძიმის ან ზეწოლის შეგრძნება, სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის მკერდის ან ხორხის არეში.

ძალიან იშვიათი

გულის შეტევის სიმპტომები (მკერდის არეში ტკივილი, ოფლიანობა, ქოშინი)

ძალიან იშვიათი

უჩვეულოდ ნელი ან სწრაფი გულისცემა, ან არარეგულარული და/ან ძლიერი გულისცემა

ძალიან იშვიათი

ალერგიული რეაქციები (ქოშინი, უეცარი სტრიდორი, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, კვანძოვანი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება)

ძალიან იშვიათი

გულყრები [ცნობიერების დაკარგვა უკონტროლო მოძრაობებით (კრუნჩხვებით)]

ძალიან იშვიათი

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და/ან ძლიერი სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

ძალიან იშვიათი

რეინოს ფენომენი [ხელების ან ტერფების მუდმივი იასამნისფერი შეფერილობა)

ძალიან იშვიათი

მხედველობის დაკარგვა

ეს არის გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი. ნებისმიერი მოულოდნელი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება უსაფრთხო, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ის შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისათვის.

ტაბლეტები ინახება გრილ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე, 15ºC-30ºC. ინახება ბლისტერული შეფუთვით მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

მედიკამენტის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა დაბეჭდილია შეფუთვაზე) ის უნდა იქნას გადაგდებული მითითების მიხედვით.

ექიმის მიერ მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, არ უნდა იქნას შენახული დარჩენილი ტაბლეტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტების გადაგდება უნდა მოხდეს მითითებების მიხედვით.

პაციენტის სამახსოვრო:

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. მხოლოდ ექიმს შეუძლია ამ მედიკამენტის დანიშვნა. არ უნდა მოხდეს მედიკამენტის სხვა პირებისთვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინება კანადის ჯანდაცვისათვის შესაძლებელია:

გვერდითი რეაქციების შეტყობინების ვებ-გვერდზე (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) განთავსებულია ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ რეჟიმში, ფოსტით ან ფაქსით; ან

უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345

შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა. სამედიცინო ხასიათის რჩევები არ არის მოწოდებული კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.

გამოყენების ინსტრუქცია და ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის მომზადებული პროდუქტის სრული მონოგრაფიის მოძიება შესაძლებელია DISpedia-ს, აპოტექსის წამლების შესახებ ინფორმაციის სერვისში მიმართვით: 1-800-667-4708

გამოყენების ინსტრუქცია ასევე განთავსებულია ვებგვერდზე: http://www.apotex.ca/pproducts

ინსტრუქცია მომზადებულია: აპოტექს ინკ., ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2018 წლის 17 აგვისტო.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა