- არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); - გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -MEDINFAR MANUFACTURING, S.A.(პორტუგალია)), საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
- ATC კოდი
- C08CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044491
- რეგისტრირებულია
- 16 დეკემბერი 2025, მოქმედებს 16 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამტასი 10 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში სტენოკარდიის და არტერიული ჰიპერტენზიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება დაინიშნოს მაქსიმალური დღიური დოზა 10 მგ დღეში ერთხელ. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინს იყენებენ თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან, ალფა-ბლოკატორთან, ბეტა-ბლოკატორთან ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან (აგფ) კომბინაციაში. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან კომბინაციაში, ნიტრატების და/ან ბეტა-ბლოკატორების ადეკვატური დოზების მიმართ რეფრაქტერული სტენოკარდიის მქონე პაციენტებში.
თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ბლოკატორებთან და აგფ-ინჰიბიტორებთან ერთდროული დანიშვნისას ამლოდიპინის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში და მოზარდებში 6-დან 17 წლამდე რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ-ს დღეში ერთხელ. თუ 4 კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა არტერიული წნევის მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა, შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში ერთხელ. დოზები, რომლებიც აღემატება 5 მგ-ს დღეში, პედიატრიულ პაციენტებში შესწავლილი არ არის.
უკუჩვენებები
- დიჰიდროპირიდინის წარმოებულების, ამლოდიპინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
- შოკი (კარდიოგენურის ჩათვლით);
- მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, გამოხატული აორტული სტენოზი);
- ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- 6 წლამდე ასაკი (პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის).
სიფრთხილის ზომები
ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჰიპერტონული კრიზის დროს დადგენილი არ არის. სიფრთხილეა საჭირო გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას. შეგუბებითი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კალციუმის არხების ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, გამოიყენება სიფრთხილით, ვინაიდან იზრდება გულ-სისხლძარღვთა მოვლენების განვითარების და შემდგომი სიკვდილიანობის რისკი.
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდირებულია დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი, თუმცა, ამ კატეგორიაში დოზის გაზრდა უნდა ხდებოდეს სიფრთხილით.
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სტანდარტული დოზებით. სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები არ კორელირებს თირკმლების ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის გზით.
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება სიფრთხილით და იწებბა ყველაზე დაბალი დოზით. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში თერაპიას იწყებენ მინიმალური დოზით, შემდგომი ნელი ტიტრირებით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს გადაღლილობის შეგრძნება ან თავბრუ, რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამლოდიპინის გამოყენება CYP3A4 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზის ინჰიბიტორებთან, სოკოს საწინააღმდეგო აზოლებთან, ისეთ მაკროლიდებთან, როგორც ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილთან ან დილთიაზემთან) კომბინაციაში შესაძლოა გახდეს ამლოდიპინის ზემოქმედების მნიშვნელოვანი მომატების მიზეზი. ხანდაზმულ პაციენტებში მსგავსი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კლინიკური გამოვლინება შესაძლოა იყოს უფრო გამოხატული. ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა საჭირო გახდეს კლინიკური მონიტორინგი და პრეპარატის დოზის კორექცია.
სიფრთხილით გამოიყენება CYP3A4 ინდუქტორებთან კომბინაციაში (რიფამპიცინი, კრაზანას პრეპარატები), რადგან შეიძლება შემცირებულ იქნას ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციები. გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის საკვებში გამოყენება ამლოდიპინით თერაპიის ფონზე რეკომენდირებული არ არის, ვინაიდან შესაძლოა გაიზარდოს პრეპარატის ბიოშეღწევადობა და შესაბამისად, ჰიპოტენზიური ეფექტი.
ცხოველებში ამლოდიპინის გამოყენება დანტროლენის ინტრავენური შეყვანის შემდეგ იწვევდა პარკუჭების ლეტალურ ფიბრილაციას და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობას ჰიპერკალიემიასთან კომბინაციაში. ამლოდიპინის გამოყენებისგან საჭიროა თავის შეკავება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარებისკენ განწყობის მქონე პაციენტებში და ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობის დროს.
ამლოდიპინი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო პრეპარატების ეფექტს.
არსებობს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატების რისკი ამლოდიპინთან მისი კომბინირებისას. ასეთ შემთხვევაში, ტაკროლიმუსის ტოქსიკურობის გამოვლინებების რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მონიტორინგი და საჭიროებისას, დოზის კორექცია.
განხილული უნდა იქნას ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლის საკითხი იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია (ასეთ პაციენტაბში რეგისტრირებულია ციკლოსპორინის ნარჩენი კონცენტრაციის მატების ვარიაბელურობა (საშუალოდ 0-40 %-ით)) და რომლებიც ღებულობდნენ ამლოდიპინს. საჭიროებისას დოზა უნდა შემცირდეს.
10 მგ ამლოდიპინისა და 80 მგ სიმვასტატინის თანმხლები გამოყენება იწვევდა სიმვასტატინის ზემოქმედების 77%-ით მომატებას. ასეთ პაციენტებში საჭიროა სიმვასტატინის სადღეღამისო დოზის შეზღუდვა 20 მგ-მდე.
ამლოდიპინი ზეგავლენას არ ახდენს ატორვასტატინის, დიგოქსინისა და ვარფარინის ფარმაკოლოგიურ პარამეტრებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, < 1/10), არახშირი (≥ 1/1 000, ≤ 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000, ≤ 1/1 000), ძალიან იშვიათი (≤ 1/10 000).
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია;
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ალერგიული რეაქციები;
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათი - ჰიპერგლიკემია;
ფსიქიკური დარღვევები: არახშირი - უძილობა, ხასიათის ცვლილებები (მღელვარების ჩათვლით), დეპრესია; იშვიათი - გონების დაბინდვა;
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); არახშირი - ტრემორი, დისგევზია, სინკოპალური მდგომარეობა, ჰიპესთეზია, პარესთეზია; ძალიან იშვიათი - მომატებული კუნთოვანი ტონუსი, პერიფერიული ნეიროპათია; უცნობი სიხშირით - ექსტრაპირამიდული დარღვევები;
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირი - მხედველობის დარღვევა (დიპლოპიის ჩათვლით);
სმენის და წონასწორობის ორგანოს მხრივ: არახშირი - შუილი ყურებში;
გულის მხრივ: ხშირი - ძლიერი გულისცემა; არახშირი - არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით);
სისხლძარღვების მხრივ: ხშირი – ალები; არახშირი - არტერიული ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათი - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: ხშირი – ქოშინი; არახშირი - ხველა, რინიტი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი - მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, ნაწლავის დაცლის დარღვევები (დიარეისა და ყაბზობის ჩათვლით); არახშირი - ღებინება, პირის სიმშრალე;
ძალიან იშვიათი - პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია;
ღვიძლის და ნაღვლ-გამომყოფი გზების მხრივ: ძალიან იშვიათი - ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (უმეტესწილად მიუთითებს ქოლესტაზის არსებობაზე);
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი - ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, ფოტომგრძნობელობა; უცნობი სიხშირით – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - კოჭ-წვივის სახსრების შეშუპება, კუნთოვანი კრუნჩხვა; არახშირი - ართრალგია, მიალგია, ტკივილი ზურგის არეში;
თირკმლებისა და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: არახშირი - შარდის გამოყოფის დარღვევები, ნიქტურია, შარდის გამოყოფის გახშირება;
დარღვევები რეპროდუქტიული სისტემის მხრივ: არახშირი - გინეკომასტია;
სხვა: ძალიან ხშირი – შეშუპება; ხშირი - დაღლილობა, ასთენია; არახშირი - ტკივილი გულმკერდის არეში;
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: არახშირი - სხეულის მასის ცვლილება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირის მიღება (განსაკუთრებით პირველი 2 სთ-ის განმავლობაში), კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება. საჭიროებისას - სიმპტომური თერაპია. კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან აცილების მიზნით ინტრავენურად შეყავთ კალციუმის გლუკონატი. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: ამლოდიპინის ბეზილატს, 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელ საშუალებას. მას გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში, რაც იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას. ეს განაპირობებს სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას და გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. ამლოდიპინი აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება დღე-ღამეში ერთხელ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას 24 საათის განმავლობაში, როგორც მწოლიარე, ასევე ფეხზე დგომის პოზიციაში. ამლოდიპინის მოქმედების ნელი განვითარების გამო, მკვეთრი ჰიპოტენზია ნაკლებად მოსალოდნელია.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის მიღება დღე-ღამეში ერთხელ ზრდის ფიზიკური დატვირთვის საერთო დროს, ახანგრძლივებს დროს სტენოკარდიულ შეტევამდე და S-T სეგმენტის 1 მმ-ით დეპრესიამდე, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების და ნიტროგლიცერინის გამოყენების სიხშირეს.
ამლოდიპინი არ იწვევს რაიმე არასასურველ მეტაბოლურ ეფექტებს ან პლაზმის ლიპიდების დონის ცვლილებას, მისი მიღება შესაძლებელია ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ამლოდიპინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს პიკურ კონცენტრაციას (Cmax) პლაზმაში მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს. განაწილების მოცულობაა დაახლოებით 21 ლ/კგ. ცირკულირებადი ამლოდიპინის დაახლოებით 97,5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
საკვების მიღება ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს.
ნახევარგამოყოფის პერიოდი დღე-ღამეში ერთხელ მიღების შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 35-50 სთ-ს. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, უცვლელი ნივთიერების 10% და მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდით.
სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის პიკური კონცენტრაციების მიღწევის დრო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში ერთი და იგივეა. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითების ტენდენცია, რაც იწვევს ”კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას. AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობების მომატება შეგუბებითი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეესაბამება მოსალოდნელს პაციენტების შესწავლილ ასაკობრივ ჯგუფში.
კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი დაქვეითებულია, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის და AUC-ის მომატებას დაახლოებით 40-60%-ით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ამტასი 5 და ამტასი 10
(AMTAS 5 at AMTAS 10)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ამტასი 5: თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, მოგრძო ფორმის ორმხვრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით;
ამტასი 10: თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, მოგრძო ფორმის ორმხვრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ორივე მხარეს ჭდით;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: ამლოდიპინის ბეზილატს, 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები, 5 მგ ან 10 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის არხების სელექციური მაბლოკირებელი საშუალება. ათქ-კოდი: C08CA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელ საშუალებას. მას გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში, რაც იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას. ეს განაპირობებს სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას და გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. ამლოდიპინი აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება დღე-ღამეში ერთხელ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას 24 საათის განმავლობაში, როგორც მწოლიარე, ასევე ფეხზე დგომის პოზიციაში. ამლოდიპინის მოქმედების ნელი განვითარების გამო, მკვეთრი ჰიპოტენზია ნაკლებად მოსალოდნელია.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის მიღება დღე-ღამეში ერთხელ ზრდის ფიზიკური დატვირთვის საერთო დროს, ახანგრძლივებს დროს სტენოკარდიულ შეტევამდე და S-T სეგმენტის 1 მმ-ით დეპრესიამდე, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების და ნიტროგლიცერინის გამოყენების სიხშირეს.
ამლოდიპინი არ იწვევს რაიმე არასასურველ მეტაბოლურ ეფექტებს ან პლაზმის ლიპიდების დონის ცვლილებას, მისი მიღება შესაძლებელია ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ამლოდიპინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს პიკურ კონცენტრაციას (Cmax) პლაზმაში მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს. განაწილების მოცულობაა დაახლოებით 21 ლ/კგ. ცირკულირებადი ამლოდიპინის დაახლოებით 97,5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
საკვების მიღება ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს.
ნახევარგამოყოფის პერიოდი დღე-ღამეში ერთხელ მიღების შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 35-50 სთ-ს. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, უცვლელი ნივთიერების 10% და მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდით.
სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის პიკური კონცენტრაციების მიღწევის დრო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში ერთი და იგივეა. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითების ტენდენცია, რაც იწვევს ”კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას. AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობების მომატება შეგუბებითი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეესაბამება მოსალოდნელს პაციენტების შესწავლილ ასაკობრივ ჯგუფში.
კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი დაქვეითებულია, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის და AUC-ის მომატებას დაახლოებით 40-60%-ით.
ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში სტენოკარდიის და არტერიული ჰიპერტენზიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება დაინიშნოს მაქსიმალური დღიური დოზა 10 მგ დღეში ერთხელ. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინს იყენებენ თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან, ალფა-ბლოკატორთან, ბეტა-ბლოკატორთან ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან (აგფ) კომბინაციაში. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან კომბინაციაში, ნიტრატების და/ან ბეტა-ბლოკატორების ადეკვატური დოზების მიმართ რეფრაქტერული სტენოკარდიის მქონე პაციენტებში.
თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ბლოკატორებთან და აგფ-ინჰიბიტორებთან ერთდროული დანიშვნისას ამლოდიპინის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში და მოზარდებში 6-დან 17 წლამდე რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ-ს დღეში ერთხელ. თუ 4 კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა არტერიული წნევის მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა, შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში ერთხელ. დოზები, რომლებიც აღემატება 5 მგ-ს დღეში, პედიატრიულ პაციენტებში შესწავლილი არ არის.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, < 1/10), არახშირი (≥ 1/1 000, ≤ 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000, ≤ 1/1 000), ძალიან იშვიათი (≤ 1/10 000).
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია;
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ალერგიული რეაქციები;
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათი - ჰიპერგლიკემია;
ფსიქიკური დარღვევები: არახშირი - უძილობა, ხასიათის ცვლილებები (მღელვარების ჩათვლით), დეპრესია; იშვიათი - გონების დაბინდვა;
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); არახშირი - ტრემორი, დისგევზია, სინკოპალური მდგომარეობა, ჰიპესთეზია, პარესთეზია; ძალიან იშვიათი - მომატებული კუნთოვანი ტონუსი, პერიფერიული ნეიროპათია; უცნობი სიხშირით - ექსტრაპირამიდული დარღვევები;
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირი - მხედველობის დარღვევა (დიპლოპიის ჩათვლით);
სმენის და წონასწორობის ორგანოს მხრივ: არახშირი - შუილი ყურებში;
გულის მხრივ: ხშირი - ძლიერი გულისცემა; არახშირი - არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით);
სისხლძარღვების მხრივ: ხშირი – ალები; არახშირი - არტერიული ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათი - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: ხშირი – ქოშინი; არახშირი - ხველა, რინიტი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი - მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, ნაწლავის დაცლის დარღვევები (დიარეისა და ყაბზობის ჩათვლით); არახშირი - ღებინება, პირის სიმშრალე;
ძალიან იშვიათი - პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია;
ღვიძლის და ნაღვლ-გამომყოფი გზების მხრივ: ძალიან იშვიათი - ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (უმეტესწილად მიუთითებს ქოლესტაზის არსებობაზე);
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი - ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, ფოტომგრძნობელობა; უცნობი სიხშირით – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - კოჭ-წვივის სახსრების შეშუპება, კუნთოვანი კრუნჩხვა; არახშირი - ართრალგია, მიალგია, ტკივილი ზურგის არეში;
თირკმლებისა და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: არახშირი - შარდის გამოყოფის დარღვევები, ნიქტურია, შარდის გამოყოფის გახშირება;
დარღვევები რეპროდუქტიული სისტემის მხრივ: არახშირი - გინეკომასტია;
სხვა: ძალიან ხშირი – შეშუპება; ხშირი - დაღლილობა, ასთენია; არახშირი - ტკივილი გულმკერდის არეში;
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: არახშირი - სხეულის მასის ცვლილება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
- დიჰიდროპირიდინის წარმოებულების, ამლოდიპინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
- შოკი (კარდიოგენურის ჩათვლით);
- მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, გამოხატული აორტული სტენოზი);
- ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- 6 წლამდე ასაკი (პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის).
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ამლოდიპინის გამოყენება CYP3A4 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზის ინჰიბიტორებთან, სოკოს საწინააღმდეგო აზოლებთან, ისეთ მაკროლიდებთან, როგორც ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილთან ან დილთიაზემთან) კომბინაციაში შესაძლოა გახდეს ამლოდიპინის ზემოქმედების მნიშვნელოვანი მომატების მიზეზი. ხანდაზმულ პაციენტებში მსგავსი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კლინიკური გამოვლინება შესაძლოა იყოს უფრო გამოხატული. ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა საჭირო გახდეს კლინიკური მონიტორინგი და პრეპარატის დოზის კორექცია.
სიფრთხილით გამოიყენება CYP3A4 ინდუქტორებთან კომბინაციაში (რიფამპიცინი, კრაზანას პრეპარატები), რადგან შეიძლება შემცირებულ იქნას ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციები. გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის საკვებში გამოყენება ამლოდიპინით თერაპიის ფონზე რეკომენდირებული არ არის, ვინაიდან შესაძლოა გაიზარდოს პრეპარატის ბიოშეღწევადობა და შესაბამისად, ჰიპოტენზიური ეფექტი.
ცხოველებში ამლოდიპინის გამოყენება დანტროლენის ინტრავენური შეყვანის შემდეგ იწვევდა პარკუჭების ლეტალურ ფიბრილაციას და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობას ჰიპერკალიემიასთან კომბინაციაში. ამლოდიპინის გამოყენებისგან საჭიროა თავის შეკავება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარებისკენ განწყობის მქონე პაციენტებში და ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობის დროს.
ამლოდიპინი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო პრეპარატების ეფექტს.
არსებობს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატების რისკი ამლოდიპინთან მისი კომბინირებისას. ასეთ შემთხვევაში, ტაკროლიმუსის ტოქსიკურობის გამოვლინებების რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მონიტორინგი და საჭიროებისას, დოზის კორექცია.
განხილული უნდა იქნას ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლის საკითხი იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია (ასეთ პაციენტაბში რეგისტრირებულია ციკლოსპორინის ნარჩენი კონცენტრაციის მატების ვარიაბელურობა (საშუალოდ 0-40 %-ით)) და რომლებიც ღებულობდნენ ამლოდიპინს. საჭიროებისას დოზა უნდა შემცირდეს.
10 მგ ამლოდიპინისა და 80 მგ სიმვასტატინის თანმხლები გამოყენება იწვევდა სიმვასტატინის ზემოქმედების 77%-ით მომატებას. ასეთ პაციენტებში საჭიროა სიმვასტატინის სადღეღამისო დოზის შეზღუდვა 20 მგ-მდე.
ამლოდიპინი ზეგავლენას არ ახდენს ატორვასტატინის, დიგოქსინისა და ვარფარინის ფარმაკოლოგიურ პარამეტრებზე.
ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირის მიღება (განსაკუთრებით პირველი 2 სთ-ის განმავლობაში), კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება. საჭიროებისას - სიმპტომური თერაპია. კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან აცილების მიზნით ინტრავენურად შეყავთ კალციუმის გლუკონატი. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჰიპერტონული კრიზის დროს დადგენილი არ არის. სიფრთხილეა საჭირო გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას. შეგუბებითი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კალციუმის არხების ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, გამოიყენება სიფრთხილით, ვინაიდან იზრდება გულ-სისხლძარღვთა მოვლენების განვითარების და შემდგომი სიკვდილიანობის რისკი.
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდირებულია დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი, თუმცა, ამ კატეგორიაში დოზის გაზრდა უნდა ხდებოდეს სიფრთხილით.
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სტანდარტული დოზებით. სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები არ კორელირებს თირკმლების ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის გზით.
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება სიფრთხილით და იწებბა ყველაზე დაბალი დოზით. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში თერაპიას იწყებენ მინიმალური დოზით, შემდგომი ნელი ტიტრირებით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს გადაღლილობის შეგრძნება ან თავბრუ, რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


