პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კალციუმის არხების ბლოკატორები

ამტასი

AMTAS

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამლოდიპინი (amlodipine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Replek Farm Ltd. Skopje(მაკედონია)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
ATC კოდი
C08CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039123
რეგისტრირებულია
19 სექტემბერი 2023, მოქმედებს 19 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაამტასი და სხვა წამალი ერთად

ამტასი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);

გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.

მიღების წესი და დოზირება

სტენოკარდიისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამტასის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, ერთჯერადად. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე, ერთხელ დღეში. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2.5-5 მგ-მდე.

პედიატრიულ პაციენტებში (6-17 წლის) საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 - 5 მგ-მდე ტიტრაციით. დოზები, რომლებიც აჭარბებენ 5 მგ-ს ბავშვებში შესწავლილი არ არის.

6 წლამდე ბავშვები: მონაცემები არ არის.

უკუჩვენებები

ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კარდიოგენული შოკი, კოლაფსი, არასტაბილური სტენოკარდია, კლინიკურად გამოხატული აორტული სტენოზი, ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მწვავე ინფარქტის შემდგომ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

ამტასი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.

პრეპარატის მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული მისი დამატებით მიღება, არამედ საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება. ამტასით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

გრეიპფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს გადაღლილობის შეგრძნება ან თავბრუ, რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამლოდიპინისა და აასს-ის, -ადრენომასტიმულირებელი საშუალებების, ესტროგენებისა და სიმპატომიმეტური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი.

თიაზიდურმა და მარყუჟოვანმა დიურეზულმა საშუალებებმა, -ადრენომაბლოკირებელმა საშუალებებმა, ვერაპამილმა, აგფ-ინჰიბიტორებმა, ნიტრატებმა შესაძლოა გააძლიეროს ამტასის ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური მოქმედება.

ამიოდარონი, ქინიდინი, 1-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები, ნეიროლეფსიური საშუალებები და ასევე სხვა კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელი საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

ამლოდიპინის CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლური ფუნგიციდური საშუალებები, მაკროლიდური ანტიბიოტიკები, ისეთები, როგორებიცაა კლარითრომიცინი ან ერითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) ერთად მიღება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს.

CYP3A4-ის ინდუქტორებმა (მაგ. რიფამპიცინი, კრაზანას პრეპარატები) შესაძლოა შეცვალონ ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაცია, ამიტომაც საჭიროა არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი.

დანტროლენისა და ვერაპამილის ერთდროული გამოყენება იწვევს პარკუჭების ფიბრილაციასა და ჰიპერკალიემიას. ჰიპერკალიემიის ფონზე არ არის სასურველი ამლოდიპინის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ ან მკურნალობენ ავთვისებიან ჰიპერთერმიას.

ტაკროლიმუსისა და ამლოდიპინის ერთდროული მიღებისას შეიმჩნევა ტაკროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა.

სიმვასტატინის დღეში 80 მგ-ის და ამლოდიპინის დღეში 10 მგ-ის მიღებისას შეიმჩნევა სიმვასტატინის დოზის გაზრდა 77%-ით, ამიტომაც მიზანშეწონილია სიმვასტატინის დოზის შემცირება დღეში 20 მგ-მდე.

ამლოდიპინისა და ციმეტიდინის ერთდროული მიღებისას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გაძლიერებული გულისცემა, არტერიული ჰიპოტენზია, არითმია (ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია), ინფარქტი და ვასკულიტი - ძალიან იშვიათად, კოჭებისა და წვივების შეშუპება, სახის ჰიპერემია, იშვიათად - ტკივილი გულმკერდის არეში;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, კუნთების კრუნჩხვითი მოვლენები, მიალგია, ტკივილი ზურგის არეში;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, იშვიათად – ტრემორი, გემოს გაუკუღმართება, გულის წასვლა, პარესთეზია;

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ქოშინი, რინიტი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, იშვიათად - ღრძილების ჰიპერპლაზია, ჰეპატიტი, სიყვითლე - ძალიან იშვიათად;

შარდგამომყოფი და სასქესო სისტემების მხრივ: იშვიათად – შარდვის გახშირება, მტკივნეული შარდვა, ნიქტურია, ძალიან იშვიათად - გინეკომასტია;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება;

სხვა: უძილობა, ხასიათის ცვლილება, ზოგადი სისუსტე, მხედველობის დარღვევები, ყურებში შუილი, თმის ცვენა, პურპურა, კანის პიგმენტაციის დარღვევა, ოფლიანობის მომატება, სხეულის მასის ცვლილება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტენზია, არაკარდიოგენული ფილტვების შეშუპება.

მკურნალობა: გააქტივებული ნახშირის მიღება (განსაკუთრებით პირველი 2 სთ-ის განმავლობაში), კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება. საჭიროებისას - სიმპტომური თერაპია. კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან აცილების მიზნით ინტრავენურად შეყავთ კალციუმის გლუკონატი. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: ამლოდიპინის ბეზილატს, 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, კოპოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელ საშუალებას. მას გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში, რაც იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას. ეს განაპირობებს სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას და გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. ამლოდიპინი აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ამლოდიპინი სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს.

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. ამლოდიპინის 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს. სტაბილური წონასწორული კონცენტრაცია (Css) აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მეშვიდე-მერვე დღეს.

მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 35-50 სთ-ია. მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმლებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით, 10% - შეუცვლელი სახით, ხოლო 20-25% - ფეკალურ მასებთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ამტასი

AMTAS

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები (ამტასი 5 მგ);

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ნაზოლითა და ჭდით (ამტასი 10 მგ).

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: ამლოდიპინის ბეზილატს, 5 მგ ან 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, კოპოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები, 5 მგ ან 10 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის არხების სელექციური მაბლოკირებელი საშუალება.

ათქ-კოდი: C08CA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელ საშუალებას. მას გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში, რაც იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას. ეს განაპირობებს სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას და გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. ამლოდიპინი აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ამლოდიპინი სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს.

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. ამლოდიპინის 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს. სტაბილური წონასწორული კონცენტრაცია (Css) აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მეშვიდე-მერვე დღეს.

მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 35-50 სთ-ია. მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმლებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით, 10% - შეუცვლელი სახით, ხოლო 20-25% - ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება:

არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);

გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.

მიღების წესი და დოზირება:

სტენოკარდიისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამტასის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, ერთჯერადად. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე, ერთხელ დღეში. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2.5-5 მგ-მდე.

პედიატრიულ პაციენტებში (6-17 წლის) საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 - 5 მგ-მდე ტიტრაციით. დოზები, რომლებიც აჭარბებენ 5 მგ-ს ბავშვებში შესწავლილი არ არის.

6 წლამდე ბავშვები: მონაცემები არ არის.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გაძლიერებული გულისცემა, არტერიული ჰიპოტენზია, არითმია (ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია), ინფარქტი და ვასკულიტი - ძალიან იშვიათად, კოჭებისა და წვივების შეშუპება, სახის ჰიპერემია, იშვიათად - ტკივილი გულმკერდის არეში;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, კუნთების კრუნჩხვითი მოვლენები, მიალგია, ტკივილი ზურგის არეში;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, იშვიათად – ტრემორი, გემოს გაუკუღმართება, გულის წასვლა, პარესთეზია;

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ქოშინი, რინიტი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, იშვიათად - ღრძილების ჰიპერპლაზია, ჰეპატიტი, სიყვითლე - ძალიან იშვიათად;

შარდგამომყოფი და სასქესო სისტემების მხრივ: იშვიათად – შარდვის გახშირება, მტკივნეული შარდვა, ნიქტურია, ძალიან იშვიათად - გინეკომასტია;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება;

სხვა: უძილობა, ხასიათის ცვლილება, ზოგადი სისუსტე, მხედველობის დარღვევები, ყურებში შუილი, თმის ცვენა, პურპურა, კანის პიგმენტაციის დარღვევა, ოფლიანობის მომატება, სხეულის მასის ცვლილება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კარდიოგენული შოკი, კოლაფსი, არასტაბილური სტენოკარდია, კლინიკურად გამოხატული აორტული სტენოზი, ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მწვავე ინფარქტის შემდგომ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ამლოდიპინისა და აასს-ის, -ადრენომასტიმულირებელი საშუალებების, ესტროგენებისა და სიმპატომიმეტური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი.

თიაზიდურმა და მარყუჟოვანმა დიურეზულმა საშუალებებმა, -ადრენომაბლოკირებელმა საშუალებებმა, ვერაპამილმა, აგფ-ინჰიბიტორებმა, ნიტრატებმა შესაძლოა გააძლიეროს ამტასის ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური მოქმედება.

ამიოდარონი, ქინიდინი, 1-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები, ნეიროლეფსიური საშუალებები და ასევე სხვა კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელი საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

ამლოდიპინის CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლური ფუნგიციდური საშუალებები, მაკროლიდური ანტიბიოტიკები, ისეთები, როგორებიცაა კლარითრომიცინი ან ერითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) ერთად მიღება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს.

CYP3A4-ის ინდუქტორებმა (მაგ. რიფამპიცინი, კრაზანას პრეპარატები) შესაძლოა შეცვალონ ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაცია, ამიტომაც საჭიროა არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი.

დანტროლენისა და ვერაპამილის ერთდროული გამოყენება იწვევს პარკუჭების ფიბრილაციასა და ჰიპერკალიემიას. ჰიპერკალიემიის ფონზე არ არის სასურველი ამლოდიპინის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ ან მკურნალობენ ავთვისებიან ჰიპერთერმიას.

ტაკროლიმუსისა და ამლოდიპინის ერთდროული მიღებისას შეიმჩნევა ტაკროლიმუსის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა.

სიმვასტატინის დღეში 80 მგ-ის და ამლოდიპინის დღეში 10 მგ-ის მიღებისას შეიმჩნევა სიმვასტატინის დოზის გაზრდა 77%-ით, ამიტომაც მიზანშეწონილია სიმვასტატინის დოზის შემცირება დღეში 20 მგ-მდე.

ამლოდიპინისა და ციმეტიდინის ერთდროული მიღებისას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტენზია, არაკარდიოგენული ფილტვების შეშუპება.

მკურნალობა: გააქტივებული ნახშირის მიღება (განსაკუთრებით პირველი 2 სთ-ის განმავლობაში), კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება. საჭიროებისას - სიმპტომური თერაპია. კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან აცილების მიზნით ინტრავენურად შეყავთ კალციუმის გლუკონატი. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

ამტასი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.

პრეპარატის მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული მისი დამატებით მიღება, არამედ საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება. ამტასით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

გრეიპფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს გადაღლილობის შეგრძნება ან თავბრუ, რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა