პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

ავამისი

Avamys™

ურეცეპტოდ27,5მკგ/დოზაინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ზრდასრულები და მოზარდები (12 წლის და მეტი ასაკის) სეზონური ალერგიული რინიტის ნაზალური სიმპტომების (რინორეა, ცხვირის “გაჭედვა”, ცხვირის ქავილი და ცხვირცემინება) და თვალების სიმპტომების (თვალების ქავილი/წვა, ცრემლდენა/წყლიანობა და სიწითლე) მკურნალობა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუტიკაზონი (fluticasone)
ფორმა და შეფუთვა
27,5მკგ/დოზა 120 დოზა ნაზალური სპრეი, სუსპენზია მინის ფლაკონი №1 მადოზირებელი გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
Glaxo Operations (UK) Ltd (trading as Glaxo Wellcome Operations), დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
R01AD12
რეგისტრაციის ნომერი
რ-042298
რეგისტრირებულია
31 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 31 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაავამისი და სხვა წამალი ერთად

ავამისი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზრდასრულები და მოზარდები (12 წლის და მეტი ასაკის)

სეზონური ალერგიული რინიტის ნაზალური სიმპტომების (რინორეა, ცხვირის “გაჭედვა”, ცხვირის ქავილი და ცხვირცემინება) და თვალების სიმპტომების (თვალების ქავილი/წვა, ცრემლდენა/წყლიანობა და სიწითლე) მკურნალობა.

წლიური ალერგიული რინიტის ნაზალური სიმპტომების (რინორეა, ცხვირის “გაჭედვა”, ცხვირის ქავილი და ცხვირცემინება) მკურნალობა.

ბავშვები (2-11 წლის ასაკის)

სეზონური და წლიური ალერგიული რინიტების ნაზალური სიმპტომების (რინორეა, ცხვირის “გაჭედვა”, ცხვირის ქავილი და ცხვირცემინება) მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

ავამისი ნაზალური სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გზით გამოყენებისათვის. სრული თერაპიული სარგებლისათვის რეკომენდებულია რეგულარულად, სქემის მიხედვით გამოყენება, მოქმედების დაწყება აღინიშნება პირველი გამოყენებიდან უკვე 8 საათის შემდეგ. მკურნალობის მაქსიმალური სარგებლის მიღწევას შეიძლება დაჭირდეს რამდენიმე დღე. მყისიერი ეფექტის არარსებობა ახსნილი უნდა იქნეს პაციენტისათვის (იხ. კლინიკური კვლევები).

პოპულაციები

სეზონური ალერგიული რინიტისა და წლიური ალერგიული რინიტის მკურნალობა:

ზრდასრულები და მოზარდები (12 წლის და მეტი ასაკის)

რეკომენდებული საწყისი დოზაა 2 გაფრქვევა (27,5 მიკროგრამი ერთ გაფრქვევაში) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 110 მიკროგრამი).

როგორც კი მიიღწევა სიმპტომების ადექვატური კონტროლი, დოზის შემცირება სპრეის 1 გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 55 მიკროგრამი) შეიძლება ეფექტიანი იყოს კონტროლის შესანარჩუნებლად.

ბავშვები (2-11 წლის ასაკის)

რეკომენდებული საწყისი დოზაა 1 გაფრქვევა (27,5 მიკროგრამი ერთ გაფრქვევაში) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 55 მიკროგრამი).

პაციენტებმა, რომლებიც ადექვატურად არ პასუხობენ დოზას 1 გაფრქვევა თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 55 მიკროგრამი), შეიძლება გამოიყენონ 2 გაფრქვევა თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 110 მიკროგრამი). როგორც კი მიიღწევა სიმპტომების ადექვატური კონტროლი, რეკომენდებულია დოზის შემცირება სპრეის 1 გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 55 მიკროგრამი).

ბავშვები (2 წლამდე ასაკის)

არ არის მონაცემები ავამისი ნაზალური სპრეის გამოყენების რეკომენდაციის გასაცემად სეზონური და წლიური ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები

არ არის საჭირო დოზის კორექცია (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

თირკმელების დაზიანება

ღვიძლის დაზიანება

არ არის საჭირო დოზის კორექცია ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).

უკუჩვენებები

ავამისი ნაზალური სპრეი უკუნაჩვენებია რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

სხვა გლუკოკორტიკოიდების მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით, არ არის რეკომენდებული რიტონავირთან ერთდროული მიღება, ფლუტიკაზონის ფუროატის გაზრდილი სისტემური ექსპოზიციის პოტენციური რისკის გამო (იხ. ურთიერთქმედებები და ფარმაკოკინეტიკა).

აღწერილ იქნა ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით, მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას. ეს ეფექტები ნაკლებად ვითარდება პერორალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით და შეიძლება იცვლებოდეს ინდივიდუალურად პაციენტისა და კორტიკოსტეროიდების სხვადასხვა პრეპარატის მიხედვით. ზრდის სიჩქარეში ჩამორჩენა აღწერილ იქნა ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დღეში 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატით ერთი წლის განმავლობაში (იხ. გვერდითი რეაქციები და კლინიკური კვლევები). ამიტომ, ბავშვებში საჭიროა უმცირესი დოზის შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს დაავადების სიმპტომების ადეკვატურ კონტროლს (იხ. დოზები და მიღების მეთოდი). როგორც სხვა ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ სტეროიდების პოტენციური სისტემური ეფექტების განვითარებაზე, რომელიც მოიცავს ოკულარულ ცვლილებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (იხ. კლინიკური კვლევები).

ურთიერთქმედებები

ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა ექსტენსიური პირველადი მეტაბოლიზმით, რომელიც ხორციელდება ციტოქრომა P450 3A4-ის საშუალებით. ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის წამლების ურთიერთქმედების კვლევაში CYP3A4-ის ძლიერმოქმედ ინჰიბიტორ კეტოკონაზოლთან, კეტოკონაზოლის ჯგუფში უფრო მეტ სუბიექტში აღინიშნა ფლუტიკაზონის ფუროატის გაზომვადი კონცენტრაცია (20-დან 6 სუბიექტში), პლაცებოსთან შედარებით (20-დან 1 სუბიექტში). ექსპოზიციის ასეთი მცირე ზრდა არ იწვევს სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას შრატში კორტიზოლის დონეეებში 24 საათის განმავლობაში ამ ორ ჯგუფს შორის.

ფერმენტების ინდუქციისა და ინჰიბირების მონაცემების მიხედვით, არ არსებობს თეორიული საფუძველი, რომ მოსალოდნელი იყოს მეტაბოლური ურთიერთქმედება ფლუტიკაზონის ფუროატსა და სხვა ნაერთებს შორის, რომელთა მეტაბოლიზმი წარმოებს ციტოქრომა P450-ით, კლინიკურად მნიშვნელოვან ინტრანაზალურ დოზებზე. ამიტომ, არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, რომლებშიც გამოკვლეული იქნებოდა ფლუტიკაზონის ფუროატის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის ხელმისაწვდომი ადეკვატური მონაცემები ავამისი ნაზალური სპრეის გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის დროს ადამიანებში. ავამისი ნაზალური სპრეი ორსულობის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის.

რეპროდუქციული უნარი

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები, რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია).

ორსულობა

ავამისი ნაზალური სპრეის ადამიანის მაქსიმალური რეკომენდებული დოზის (110 მიკროგრამი/დღე) ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ პლაზმაში ფლუტიკაზონის ფუროატის კონცენტრაციები ჩვეულებრივ არ არის გაზომვადი და ამიტომ რეპროდუქციული ტოქსიკურობის პოტენციალი მოსალოდნელია, რომ ძალიან დაბალი იქნება (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები, რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია).

ლაქტაცია

ფლუტიკაზონის ფუროატის დედის რძეში გამოყოფა არ არის გამოკვლეული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფლუტიკაზონის ფუროატისა და სხვა ინტრანაზალური სტეროიდების ფარმაკოლოგიის საფუძველზე არ არის მოსალოდნელი ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა ავამისი ნაზალური სპრეის გამოყენებისას.

გვერდითი მოვლენები

ფართო კლინიკური კვლევები გამოყენებულ იქნა გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრისათვის. ქვემოთ მოცემული შეთანხმება გამოყენებულია სიხშირეების კლასიფიკაციისათვის: ძალიან ხშირი ( ≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი ( ≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

კლინიკური კვლევების მონაცემები

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები

ძალიან ხშირი:

ეპისტაქსისი

ზრდასრულებსა და მოზარდებში ეპისტაქსის შემთხვევები უფრო ხშირი იყო ხანგრძლივი გამოყენებისას (6 კვირაზე მეტხანს), ვიდრე ხანმოკლე გამოყენებისას (6 კვირამდე). 12 კვირამდე ხანგრძლივობის პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში ეპისტაქსისის შემთხვევები ანალოგიური იყო ავამისის ნაზალური სპრეისა და პლაცებოს ჯგუფებში.

ხშირი:

ცხვირის წყლულები

ბავშვები

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

სიხშირე უცნობია:

ზრდაში ჩამორჩენა

ერთწლიან კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ფასდებოდა ზრდა პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებში 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენებისას დღეში ერთხელ, ზრდის სიჩქარის საშუალო განსხვავება აღინიშნა -0.27 სმ წელიწადში, პლაცებოსთან შედარებით (იხ. კლინიკური კვლევები).

პოსტმარკეტინგული მონაცემები

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

იშვიათი:

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი და ჭინჭრის ციება

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი:

თავის ტკივილი

არახშირი:

რინალგია, ცხვირში დისკომფორტი (მათ შორის ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება და ცხვირის მგრძნობელობა), ცხვირის სიმშრალე

ძალიან იშვიათი:

ცხვირის ძგიდის პერფორაცია

ჭარბი დოზა

სიმპტომები და ნიშნები

ბიოშეღწევადობის კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატის ზრდასრულების რეკომენდებულ დღიურ დოზაზე 24-ჯერ მაღალი ინტრანაზალური დოზები შესწავლილი იქნა სამი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც არ აღინიშნა სისტემური გვერდითი რეაქციები (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

მკურნალობა

არ არის მოსალოდნელი, რომ დოზის მწვავე გადაჭარბება მოითხოვდეს რაიმე სხვა თერაპიას, დაკვირვების გარდა.

შემადგენლობა

ავამისი ნაზალური სპრეი არის თეთრი ფერის, ერთგვაროვანი სუსპენზია, რომელიც მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლში, რომელზეც დამაგრებულია დოზატორი (50 მიკროლიტრი) სპრეის გამფრქვევი ტუმბო. ეს შიდა შეფუთვა მოთავსებულია უპირატესად მოთეთრო ფერის პლასტიკის მოწყობილობაში, რომელსაც აქვს ლურჯი ფერის გვერდითი ბერკეტი და თავსახური საცობით. სუსპენზიის თითოეული გაფრქვევით მიიღება დაახლოებით 27,5 მიკროგრამი მიკრონიზებული ფლუტიკაზონის ფუროატი, მოწყობილობის გარეთ მიღებული დოზის სახით.

შენახვის პირობები

ინახება 30ºC-ის ქვემოთ.

დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

ავამისი ნაზალური სპრეი არის წამლის სუსპენზია, რომელიც მოთავსებულია მინის ბოთლში, მასზე დამაგრებული დოზატორი გამფრქვევი ტუმბოთი, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მოთეთრო ფერის პლასტიკის მოწყობილობაში ლურჯი ფერის გვერდითი ბერკეტითა და თავსახურით.

პროდუქტის ავსების წონა საკმარისია, რომ უზრუნველყოს მინიმუმ 30 (სანიმუშე შეფუთვა), 60 ან 120 გაფრქვევა წინასწარი გააქტიურების შემდეგ.

ყველა გამოშვების ფორმა ყველა ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენების/მოხმარების ინსტრუქციები

პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ მოწყობილობა უნდა გააქტიურდეს პირველ გამოყენებამდე და ხელახლა გააქტიურდეს, თუ თავსახური არ არის დამაგრებული ან თუ მოწყობილობა, როგორც ჩანს, არ მუშაობს. მოწყობილობის გასააქტიურებლად ნაზალური სპრეი ენერგიულად უნდა შეინჯღრეს 10 წამის განმავლობაში თავდახურულ მდგომარეობაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ავამისი ნაზალური სპრეი არის სქელი სუსპენზია, რომელიც სითხე ხდება ენერგიული შენჯღრევისას. ის გაიფრქვევა მხოლოდ თხევად მდგომარეობაში ყოფნისას. შემდეგ პაციენტმა ძლიერად უნდა დააჭიროს ღილაკს ბოლომდე, დაახლოებით 6-ჯერ, სანამ არ გაჩნდება წვრილი ნისლი (რაც უზრუნვლეყოფს სრული დოზის მიწოდებას). გააქტიურების შემდეგ პაციენტმა ნაზალური სპრეი ენერგიულად უნდა შეანჯღრეს ყოველი გამოყენების წინ. გამოყენების შემდეგ თავსახური უნდა დაეხუროს, რათა გამფრქვევი დარჩეს სუფთა და მოხდეს ხელხალი გააქტიურების საჭიროების პრევენცია.

ეს პარაგრაფი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ნაზალური სპრეი

6 მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პაციენტმა უნდა იცოდეს ავამისი ნაზალური სპრეის შესახებ

ნაზალური სპრეის მომზადება

ნაზალური სპრეის გამოყენება

ნაზალური სპრეის გაწმენდა

ნაზალური სპრეი

პრეპარატი მოწოდებულია ყავისფერი მინის ბოთლით, რომელიც მოთავსებულია პლასტიკის ქეისში. ის შეიცავს 30, 60 ან 120 გაფრქვევას, შეფუთვის ზომის მიხედვით, რომელიც გამოწერილია პაციენტისათვის (სურათი a).

პლასტიკის ქეისში არსებული ინდიკატორული ფანჯარა დარჩენილი მედიკამენტის დანახვის საშუალებას იძლევა. პაციენტი დაინახავს სითხის დონეს ახალ 30 ან 60 გაფრქვევის მქონე ბოთლში (სურათი a), მაგრამ არა ახალი 120 გაფრქვევის მქონე ბოთლში, რადგან სითხის დონე ფანჯრის ზემოთაა.

მედიკამენტი გამოიფრქვევა გამოსაფრქვევიდან, როცა გვერდითა ღილაკზე მოხდება ძლიერი ზეწოლა ბოლომდე.

მოსახსნელი თავსახური გამფრქვევს იცავს მტვრისაგან და ახდენს მისი დაბლოკვის პრევენციას.

ნაზალური სპრეი მოწოდებულია ყავისფერი მინის ბოთლით. დარჩენილი პრეპარატის დონის შესამოწმებლად ნაზალური სპრეი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად კაშკაშა სინათლეზე. დონის დანახვა შესაძლებელი იქნება ინდიკატორულ ფანჯარაში.

ნაზალური სპრეის პირველად გამოყენებისას, ის ენერგიულად უნდა შეინჯღრეს დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ავამისი ნაზალური სპრეი წარმოადგენს საკმაოდ სქელ სუსპენზიას და უფრო თხევადი ხდება კარგად შენჯღრევისას (სურათი b). ის გაიფრქვევა მხოლოდ თხევად მდგომარეობაში ყოფნისას.

უნდა მოხდეს ძლიერი ზეწოლა გვერდითა ღილაკზე ბოლომდე გამფრქვევიდან სპრეის გამოსათავისუფლებლად (სურათი c).

თუ ღილაკზე დაჭერა ვერ ხერხდება ცერა თითით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორივე ხელი (სურათი d).

ნაზალური სპრეი ყოველთვის უნდა იქნეს შენახული თავდახურული, როცა არ ხდება მისი გამოყენება. თავსახური იცავს დამტვერიანებისაგან, ახდენს ჰერმეტიზაციას და გამფრქვევის ბლოკირების პრევენციას. როცა თავსახური ადგილზეა, გვერდითა ღილაკზე შემთხვევით ხელის დაჭერა ვერ მოხდება.

დაუშვებელია ქინძისთავის ან სხვა მახვილი საგნის გამოყენება გამფრქვევის გასაწმენდად. ამით შეიძლება დაზიანდეს ნაზალური სპრეი.

ნაზალური სპრეის მომზადება

საჭიროა ნაზალური სპრეის მომზადება:

პირველად გამოყენებამდე

სპრეის დატოვებისას უთავსახუროდ.

ნაზალური სპრეის მომზადება ხელს უწყობს პრეპარატის საჭირო დოზის მიღების უზრუნველყოფას. საჭიროა შემდეგი ეტაპების დაცვა:

თავსახურის მოხსნის გარეშე ნაზალური სპრეი ენერგიულად უნდა შეინჯღრეს დაახლოებით 10 წამის განმავლობაში.

თავსახური უნდა მოიხსნას თავსახურის გვერდებზე ცერა და საჩვენებელი თითების ნაზად მოჭერით და მისი გამოქაჩვით (სურათი e).

ნაზალური სპრეი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად და გამფრქვევი მიმართული უნდა იყოს გარეთ.

ღილაკზე ძლიერად უნდა დაეჭიროს ბოლომდე. ეს უნდა გამეორდეს მინიმუმ 6-ჯერ, რათა გამოთავისუფლდეს წვრილი ნისლი (სურათი f).

ნაზალური სპრეი მზად არის გამოსაყენებლად.

ნაზალური სპრეის გამოყენება

ნაზალური სპრეი ენერგიულად უნდა შეინჯღრეს.

თავსახური უნდა მოიხსნას.

ცხვირი უნდა გამოიწმინდოს ნესტოების გასათავისუფლებად და შემდეგ თავი ცოტათი უნდა დაიხაროს წინ.

ნაზალური სპრეი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად და გამფრქვევი ფრთხილად უნდა მოთავსდეს ერთ-ერთ ნესტოში (სურათი g).

გამფრქვევის ბოლო მიმართული უნდა იყოს ცხვირის გარეთა კედლისკენ, და არა ცხვირის ძგიდის ცენტრისკენ. ეს უზრუნველყოფს პრეპარატის მიმართვას ცხვირის სწორ ნაწილში.

უნდა მოხდეს ცხვირით შესუნთქვა და ერთხელ დაჭერა ღილაკზე ძლიერად ბოლომდე (სურათი h).

სიფრთხილეა საჭირო, რომ სპრეი არ მოხვდეს თვალებში! ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისი წყლით გამორეცხვა.

ნესტოდან გამოღებულ უნდა იქნეს გამფრქვევი და უნდა მოხდეს ამოსუნთქვა პირის გზით.

თუ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია 2 შესხურება თითოეულ ნესტოში, უნდა გამეორდეს პუნქტები 4-6.

უნდა გამეორდეს პუნქტები 4-6 მეორე ნესტოსთვის.

ნაზალურ სპრეის უნდა დაეხუროს თავსახური.

ნაზალური სპრეის გაწმენდა

ყოველი გამოყენების შემდეგ:

გამფრქვევი და თავსახურის შიდა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს (სურათები i და j). ამისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული წყალი. უნდა გაიწმინდოს სუფთა, მშრალი ქსოვილით.

დაუშვებელია ქინძისთავის ან სხვა მახვილი საგნების გამოყენება გამფრქვევზე.

ყოველთვის უნდა დაეხუროს თავსახური გამოყენების დამთავრებისას მტვრისგან დასაცავად, ჰერმეტიზაციისათვის და გამფრქვევის ბლოკირების თავიდან ასაცილებალდ.

თუ ნაზალური სპრეი არ მუშაობს:

უნდა შემოწმდეს დარჩენილი პრეპარატის დონე ინდიკატორული ფანჯრის საშუალებით. თუ დარჩენილია სითხის ძალიან მცირე რაოდენობა, ის შეიძლება არასაკმარისი იყოს ნაზალური სპრეის მუშაობისათვის.

ნაზალური სპრეი უნდა შემოწმდეს დაზიანებაზე.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ გამფრქვევი ბლოკირებულია, დაუშვებელია ქინძისთავით ან სხვა მახვილი საგნით მისი გაწმენდა.

მოწყობილობა უნდა მოვიდეს მუშა მდგომარეობაში მითითებების მიხედვით, რომელიც მოცემულია პარაგრაფში «ნაზალური სპრეის გამოყენებისათვის მომზადება».

თუ ის ისევ არ მუშაობს ან წარმოქმნის არაწვრილ ნისლს (მაგ.: სითხის ნაკადს), ან პაციენტი დისკომფორტს განიცდის სპრეის გამოყენებისას, პრეპარატი უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს.

წარმოებული და შეფუთულია:

Glaxo Operations UK Limited*(trading as Glaxo Wellcome Operations)

Harmire Road, Barnard Castle

Co. Durham, DL12 8DT

United Kingdom

გლაქსო ოფერეიშენზ იუქეი ლიმითიდ (ოპერირებს, როგორც გლაქსო ველქამ ოფერეიშენზ)

ჰარმირ როუდ, ბარნარდ ქესთლ,

ქო. დარჰემი, DL12 8DT

გაერთიანებული სამეფო

  • გსკ კომპანიების ჯგუფის წევრი

სასაქონლო ნიშნები ეკუთვნის ან ლიცენზიით გადაცემულია გსკ კომპანიების ჯგუფზე.

©2024 გსკ კომპანიების ჯგუფი ან მისი ლიცენზიარები

ვერსიის ნომერი: GDS11/IPI10

გამოცემის თარიღი: 2018 წლის 03 აპრილი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ფლუტიკაზონის ფუროატი არის სინთეზური ტრიფტორირებული კორტიკოსტეროიდი ძალიან მაღალი აფინურობით გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ფლუტიკაზონის ფუროატი გადის ექსტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს და არასრულად შეიწოვება ღვიძლსა და ნაწლავებში, რაც იწვევს მის უმნიშვნელო სისტემურ ექსპოზიციას. 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ ინტრანაზალური დოზირება ჩვეულებრივ არ იწვევს გაზომვად პლაზმურ კონცენტრაციებს (ნაკლები ვიდრე 10 პიკოგრამი/მლ). ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 880 მიკროგრამის სამჯერ დღეში (2640 მიკროგრამი მთლიანი დღიური დოზა) მიღებისას შეადგენს 0.50%-ს,

განაწილება

ფლუტიკაზონის ფუროატის პლაზმის ცილებთან დაკავშირება 99%-ზე მეტია. ფლუტიკაზონის ფუროატი ფართოდ ნაწილდება წონასწორულ კონცენტრაციაზე განაწილების მოცულობით, საშუალოდ, 608 ლ.

მეტაბოლიზმი

ფლუტიკაზონი ფუროატი სწრაფად გამოდის სისტემური სისხლის მიმოქცევიდან (პლაზმის საერთო კლირენსი 58,7 ლ/სთ), ძირითადად ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის საშუალებით, არააქტიური 17 β-კარბოქსილის მეტაბოლიტის (GW694301X) წარმოქმნით, ციტოქრომა P450 ფერმენტის CYP3A4 საშუალებით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა S-ფტორმეთილკარბოთიოატის ჰიდროლიზი 17 β-კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტად. in vivo კვლევებში არ გამოვლინდა ფუროატის ფრაგმენტის დაშლა ფლუტიკაზონის წარმოქმნით.

გამოყოფა

ფლუტიკაზონის ფუროატისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა პერორალური და ინტრავენური მიღებისას ძირითადად ხდება ნაღვლის საშუალებით განავალთან ერთად. ინტრავენური მიღებისას ფლუტიკაზონის ფუროატის ნახევრგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 15,1 საათს. შარდით გამოყოფა პერორალური და ინტრავენური დოზის მიღებისას, დაახლოებით, 1% და 2%-ია, შესაბამისად.

პაციენტების სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმული პაციენტები

ფარმაკონეტიკური მონაცემები ხანდაზმული პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობიდან არის ხელმისაწვდომი (n=23/872; 2,6%). არ არის მტკიცებულება, რომ ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება ფლუტიკაზონის ფუროატის გაზომვადი კონცენტრაციები, ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით.

ბავშვები

ფლუტიკაზონის ფუროატის ჩვეულებრივ არ არის გაზომვადი (ნაკლები ვიდრე 10 პიკოგრამი/მლ) 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ. გაზომვადი დონეები აღინიშნა 16% პედიატრიულ პაციენტებში 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ და მხოლოდ 7%-ზე ნაკლებ პედიატრიულ პაციენტებში 55 მიკროგრამი ერთხელ დღეში მიღების შემდეგ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ პატარა ბავშვებში (6 წლამდე ასაკის) უფრო ხშირად აღინიშნება ფლუტიკაზონის ფუროატის უფრო მაღალი გაზომვადი დონე.

თირკმელების დაზიანება

ფლუტიკაზონის ფუროატი არ არის აღმოჩენადი ჯანმრთელი მოხალისეების შარდში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ. შარდში გამოიყოფა დოზასთან დაკავშირებული ნივთიერებების 1%-ზე ნაკლები და ამიტომ, თეორიულად, არ არის მოსალოდნელი, რომ თირკმლის დაზიანებამ გავლენა იქონიოს ფლუტიკაზონის ფუროატის ფარმაკოკინეტიკაზე.

ღვიძლის დაზიანება

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალურად გამოყენების შესახებ. მონაცემები მიღებულია საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების შემდეგ (ფლუტიკაზონის ფუროატის ან ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლის სახით) ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში, რომლებიც ასევე იღებდნენ ინტრანაზალურ დოზებს. კვლევაში მონაწილეობდნენ ღვიძლის ზომიერი ხარისხის დაზიანების მქონე (ჩაილდ-პიუ B) პაციენტები, რომლებიც იღებდნენ პერორალურად საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის 400 მიკროგრამ ერთჯერად დოზას. ამ კვლევაში გაიზარდა Cmax (42%) და AUC(0-∞) (172%), ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. პერორალურად საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის/ვილანტეროლის განმეორებითი დოზირების შემდეგ 7 დღის განმავლობაში აღინიშნა ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის ზრდა (საშუალოდ ორჯერ, AUC(0-24) გაზომვის მიხედვით) იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაზიანება (ჩაილდ-პიუ B ან C), ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის ზრდა ღვიძლის საშუალო დაზიანების მქონე სუბიექტებში (ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლი 200/25 მიკროგრამი) დაკავშირებული იყო შრატის კორტიზოლის საშუალოდ 34%-ით დაქვეითებასთან, ჯანმრთელ პირებთან შედარებით. არ აღინიშნა შრატის კორტიზოლზე რაიმე ეფექტი ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლი 100/12,5 მიკროგრამი). ამ მონაცემების საფუძველზე, 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალური მიღება ამ პაციენტების პოპულაციაში არ უნდა იწვევდეს კორტიზოლის სინთეზის დათრგუნვას.

სხვა ფარმაკოკინეტიკა

ფლუტიკაზონის ფუროატი ჩვეულებრივ არ არის გაზომვადი (ნაკლები ვიდრე 10 პიკოგრამი/მლ) 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ. გაზომვადი დონეები დაფიქსირდა მხოლოდ 12 წლის და მეტი ასაკის 31%-ზე ნაკლებ პაციენტში და 16%-ზე ნაკლებ პედიატრიულ პაციენტში 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ. არ არის მტკიცებულება, რომ სქესი, ასაკი (მათ შორის პედიატრიული) ან რასა დაკავშირებული იყო ამ სუბიექტებში გაზომვად დონეებთან, იმ პირებთან შედარებით, რომლებშიც ეს დონეები არ იქნა დაფიქსირებული.

კლინიკური კვლევები

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულები და მოზარდები

ავამისი ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში დოზამ გამოიწვია პრედოზის ყველა ნაზალური სიმპტომის ყოველდღიური თვითშეგრძნების (როგორ გრძნობდა თავს პაციენტი გასული 12 საათის განმავლობაში) და მყისიერი შეგრძნების (როგორ გრძნობს პაციენტი თავს შეფასების მომენტში) ქულათა ჯამების (rTNSS და iTNSS, მოიცავს რინორეას, ცხვირის გაჭედვა, ცხვირცემინებასა და ცხვირის ქავილს) და ყველა ოკულარული სიმპტომის ყოველდღიური თვითშეგრძნების და მყისიერი შეგრძნების ქულათა ჯამების (rTOSS, მოიცავს თვალების ქავილს/წვას, ცრემლდენას/წყლიანობას და სიწითლეს) მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პლაცებოსთან შედარებით (იხ. ქვემოთ ცხრილი). ნაზალური და თვალის სიმპტომების გაუმჯობესება შენარჩუნდა მთელი 24 საათის განმავლობაში ერთხელ დღეში გამოყენების შემდეგ.

სეზონური ალერგიული რინიტი: პირველადი და მეორეული საკვანძო საბოლოო შედეგები

კვლევა

პირველადი საბოლოო შედეგი: ყოველდღიური rTNSS

მეორეული საბოლოო შედეგი: ყოველდღიური rTOSS

LS საშუალო სხვაობა

P-სიდიდე (95% CI)

LS საშუალო სხვაობა

P-სიდიდე (95% CI)

FFR20001

  • 2,012

<0,001 (-2,58, -1,44)

-

-

FFR30003

  • 0,777

0,003 (-1,28, -0,27)

  • -0,546

0,008 (-0.95, -0,14)

FFR103184

  • 1,757

<0,001 (-2,28, -1,23)

  • 0.741

<0,001 (-1,14, -0.34)

FFR104861

  • 1,473

<0,001 (-2,01, -0,94)

  • 0,600

0,004 (-1,01, -0,19)

rTNSS = ყველა ნაზალური სიმპტომის თვითშეგრძნების ქულათა ჯამი; rTOSS = ყველა ოკულარული სიმპტომის თვითშეგრძნების ქულათა ჯამი; LS = უმცირესი კვადრატები; LS საშუალო სხვაობა = LS საშუალო სხვაობა საწყისი დონიდან აქტიურ ჯგუფში - LS საშუალო სხვაობა საწყისი დონიდან პლაცებო ჯგუფში; CI = სანდოობის ინტერვალი

თერაპიის მიმართ სრული პასუხის პაციენტების აღქმის (7-ქულიანი შკალის გამოყენებით - მნიშვნელოვნად გაუმჯობესებიდან მნიშვნელოვნად გაუარესებამდე) განაწილება გადაიხარა ავამისი ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი ჯგუფისკენ, პლაცებოსთან შედარებით, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობით მკურნალობის შედეგებს შორის. მოქმედების დაწყება აღინიშნა უკვე რვა საათში საწყისი მიღების შემდეგ ორ კვლევაში. სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღწერილ იქნა პირველ 24 საათში ყველა ოთხ კვლევაში და გაგრძელდა გაუმჯობესებით რამდენიმე დღის განმავლობაში. პაციენტების სიცოცხლის ხარისხი (როგორც შეფასდა რინოკონიუნქტივიტის შემთხვევაში სიცოცხლის ხარისხის კითხვარით - RQLQ) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საწყისი დონიდან ავამისი ნაზალური სპრეის ჯგუფში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით (მინიმალური მნიშვნელოვანი სხვაობა ყველა ოთხ კვლევაში = გაუმჯობესება მინიმუმ -0,5-ით პლაცებოსთან შედარებით; სხვაობა მკურნალობის შედეგებს შორის -0,690. p<0,001, 95% CI -0,84, -0,54).

წლიური ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულები და მოზარდები:

ავამისი ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში დოზამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ყოველდღიური rTNSS (LS საშუალო სხვაობა = -0,706. p=0,005, 95% CI -1,20, -0,21). ნაზალური სიმპტომების გაუმჯობესება შენარჩუნდა სრული 24 საათის განმავლობაში ერთხელ დღეში მიღების შემდეგ. თერაპიის საერთო პასუხის მიმართ პაციენტის აღქმის განაწილება ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პლაცებოსთან შედარებით.

ორწლიან კვლევაში, სადაც ფასდებოდა თვალების უსაფრთხოება ფლუტიკაზონის ფუროატის მიმართ (110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური სპრეი), წლიური ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულები და მოზარდები იღებდნენ ან ფლუტიკაზონის ფუროატს (n=367) ან პლაცებოს (n=181). პირველადი შედეგი [უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ზრდის დრო (≥0.3 საწყისი დონიდან ბროლის შემღვრევის კლასიფიკაციის სისტემაში, ვერსია III (LOCS III ხარისხი)) და თვალშიდა წნევის გაზრდის დრო (IOP ; ≥7 მმ ვწყ.სვ. საწყისი დონიდან)] არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ორ ჯგუფს შორის. უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ზრდა (≥0.3 საწყისი დონიდან) უფრო ხშირი იყო სუბიექტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატით [14 (4%)], პლაცებოსთან შედარებით [4 (2%)] და იყო გარდამავალი ხასიათის ფლუტიკაზონის ფუროატის ჯგუფის ათ სუბიექტში და პლაცებო ჯგუფის ორ სუბიექტში. IOP-ის ზრდა (≥7 მმ ვწყ.სვ. საწყისი დონიდან) უფრო ხშირი იყო სუბიექტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატით: 7 (2%) ფლუტიკაზონის ფუროატი 110 მიკროგრამისათვის ერთხელ დღეში და 1 (<1%) პლაცებოსათვის. ეს მოვლენები გარდამავალი ხასიათის იყო ექვსი სუბიექტისათვის ფლუტიკაზონის ფუროატის ჯგუფში და ერთი პლაცებო სუბიექტისათვის. 52-ე და 104-ე კვირას სუბიექტების 95%-ს, ორივე სამკურნალო ჯგუფში, ჰქონდა უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის სიდიდე ±0.1-ის ფარგლებში საწყისი დონიდან თითოეული თვალისათვის და 104-ე კვირას სუბიექტების ≤1%-ს ორივე სამკურნალო ჯგუფში ჰქონდა უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ≥0.3-ით ზრდა საწყისი დონიდან. 52-ე და 104-ე კვირას, სუბიექტების უმეტესობას (>95%) IOP სიდიდე ჰქონდა ±5 მმ ვწყ.სვ-ის ფარგლებში საწყისი სიდიდან. უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ან თვალშიდა წნევის ზრდას არ ახლდა კატარაქტის ან გლაუკომის რაიმე გვერდითი მოვლენა.

ბავშვები

პედიატრიული დოზირება დაფუძნებულია ეფექტიანობის მონაცემების შეფასებაზე ალერგიული რინიტის მქონე ბავშვების პოპულაციაში. ბავშვებში სეზონური ალერგიული რინიტის კვლევაში ავამისი ნაზალური სპრეი 110 მიკროგრამი ორი კვირის განმავლობაში ეფექტიანი იყო პირველადი (ყოველდღიური rTNSS, LS საშუალო სხვაობა = -0,616. p=0,025, 95% CI -1,15, -0,08) და ყველა მეორეული ნაზალური საბოლოო შედეგისათვის, გარდა ინდივიდუალური თვითშეგრძნების ქულათა ჯამისა რინორეისათვის. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება ავამისი ნაზალური სპრეის 55 მიკროგრამსა და პლაცებოს შორის ნებისმიერ საბოლოო შედეგზე.

წლიური ალერგიული რინიტის კვლევაში ავამისი ნაზალური სპრეი 55 მიკროგრამი ეფექტიანი იყო ყოველდღიურ rTNSS-ზე (LS საშუალო სხვაობა = -0,754. p=0,003, 95% CI -1,24, -0,27). მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნა rTNSS-ის გაუმჯობესების ტენდენცია 100 მიკროგრამ დოზაზე, მან არ მიაღწია სტატისტიკურ მნიშვნელობას (LS საშუალო სხვაობა = -0,452. p=0,073, 95% CI -1,24, -0,04). ამ კვლევაში მე-6 და მე-12 კვირას ეფექტიანობის მონაცემების აპოსტერიულმა ანალიზმა და 6-კვირიანმა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის უსაფრთხოების კვლევამ აჩვენა, რომ rTNSS-ის გაუმჯობესება 110 მიკროგრამი ავამისი ნაზალური სპრეისათვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო პლაცებოსთან შედარებით.

რამდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პარალელურჯგუფებიან, მულტიცენტრულ, ერთ წლიან, პლაცებოკონტროლირებად, კლინიკურ ზრდის კვლევაში შეფასდა ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი დღეში გავლენა ზრდის სიჩქარეზე 474 პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებში (5-7.5 წლის ასაკის გოგონები და 5-8.5 წლის ასაკის ბიჭები) სიმაღლის გაზომვის საშუალებით. ზრდის საშუალო სიჩქარე 52-კვირიანი მკურნალობის პერიოდში უფრო დაბალი იყო ფლუტიკაზონის ფუროატის მიმღებ პაციენტებში (5,19 სმ/წელი), პლაცებოსთან შედარებით (5,46 სმ/წელი). მკურნალობის საშუალო განსხვავება იყო -0.27 სმ წელიწადში [95% CI -0.48-დან -0.06-მდე].

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

Gგამოყენების ინსტრუქცია

ავამისი

ნაზალური სპრეი

ფლუტიკაზონის ფუროატი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ავამისი ნაზალური სპრეი არის თეთრი ფერის, ერთგვაროვანი სუსპენზია, რომელიც მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლში, რომელზეც დამაგრებულია დოზატორი (50 მიკროლიტრი) სპრეის გამფრქვევი ტუმბო. ეს შიდა შეფუთვა მოთავსებულია უპირატესად მოთეთრო ფერის პლასტიკის მოწყობილობაში, რომელსაც აქვს ლურჯი ფერის გვერდითი ბერკეტი და თავსახური საცობით. სუსპენზიის თითოეული გაფრქვევით მიიღება დაახლოებით 27,5 მიკროგრამი მიკრონიზებული ფლუტიკაზონის ფუროატი, მოწყობილობის გარეთ მიღებული დოზის სახით.

ფარმაცევტული ფორმა

ნაზარული სპრეი, სუსპენზია

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

ზრდასრულები და მოზარდები (12 წლის და მეტი ასაკის)

სეზონური ალერგიული რინიტის ნაზალური სიმპტომების (რინორეა, ცხვირის “გაჭედვა”, ცხვირის ქავილი და ცხვირცემინება) და თვალების სიმპტომების (თვალების ქავილი/წვა, ცრემლდენა/წყლიანობა და სიწითლე) მკურნალობა.

წლიური ალერგიული რინიტის ნაზალური სიმპტომების (რინორეა, ცხვირის “გაჭედვა”, ცხვირის ქავილი და ცხვირცემინება) მკურნალობა.

ბავშვები (2-11 წლის ასაკის)

სეზონური და წლიური ალერგიული რინიტების ნაზალური სიმპტომების (რინორეა, ცხვირის “გაჭედვა”, ცხვირის ქავილი და ცხვირცემინება) მკურნალობა.

დოზირება და მიღების მეთოდი

ავამისი ნაზალური სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გზით გამოყენებისათვის. სრული თერაპიული სარგებლისათვის რეკომენდებულია რეგულარულად, სქემის მიხედვით გამოყენება, მოქმედების დაწყება აღინიშნება პირველი გამოყენებიდან უკვე 8 საათის შემდეგ. მკურნალობის მაქსიმალური სარგებლის მიღწევას შეიძლება დაჭირდეს რამდენიმე დღე. მყისიერი ეფექტის არარსებობა ახსნილი უნდა იქნეს პაციენტისათვის (იხ. კლინიკური კვლევები).

პოპულაციები

სეზონური ალერგიული რინიტისა და წლიური ალერგიული რინიტის მკურნალობა:

ზრდასრულები და მოზარდები (12 წლის და მეტი ასაკის)

რეკომენდებული საწყისი დოზაა 2 გაფრქვევა (27,5 მიკროგრამი ერთ გაფრქვევაში) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 110 მიკროგრამი).

როგორც კი მიიღწევა სიმპტომების ადექვატური კონტროლი, დოზის შემცირება სპრეის 1 გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 55 მიკროგრამი) შეიძლება ეფექტიანი იყოს კონტროლის შესანარჩუნებლად.

ბავშვები (2-11 წლის ასაკის)

რეკომენდებული საწყისი დოზაა 1 გაფრქვევა (27,5 მიკროგრამი ერთ გაფრქვევაში) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 55 მიკროგრამი).

პაციენტებმა, რომლებიც ადექვატურად არ პასუხობენ დოზას 1 გაფრქვევა თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 55 მიკროგრამი), შეიძლება გამოიყენონ 2 გაფრქვევა თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 110 მიკროგრამი). როგორც კი მიიღწევა სიმპტომების ადექვატური კონტროლი, რეკომენდებულია დოზის შემცირება სპრეის 1 გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (მთლიანი დღიური დოზა 55 მიკროგრამი).

ბავშვები (2 წლამდე ასაკის)

არ არის მონაცემები ავამისი ნაზალური სპრეის გამოყენების რეკომენდაციის გასაცემად სეზონური და წლიური ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები

არ არის საჭირო დოზის კორექცია (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

თირკმელების დაზიანება

არ არის საჭირო დოზის კორექცია (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

ღვიძლის დაზიანება

არ არის საჭირო დოზის კორექცია ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).

უკუჩვენებები

ავამისი ნაზალური სპრეი უკუნაჩვენებია რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სხვა გლუკოკორტიკოიდების მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით, არ არის რეკომენდებული რიტონავირთან ერთდროული მიღება, ფლუტიკაზონის ფუროატის გაზრდილი სისტემური ექსპოზიციის პოტენციური რისკის გამო (იხ. ურთიერთქმედებები და ფარმაკოკინეტიკა).

აღწერილ იქნა ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით, მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას. ეს ეფექტები ნაკლებად ვითარდება პერორალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით და შეიძლება იცვლებოდეს ინდივიდუალურად პაციენტისა და კორტიკოსტეროიდების სხვადასხვა პრეპარატის მიხედვით. ზრდის სიჩქარეში ჩამორჩენა აღწერილ იქნა ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დღეში 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატით ერთი წლის განმავლობაში (იხ. გვერდითი რეაქციები და კლინიკური კვლევები). ამიტომ, ბავშვებში საჭიროა უმცირესი დოზის შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს დაავადების სიმპტომების ადეკვატურ კონტროლს (იხ. დოზები და მიღების მეთოდი). როგორც სხვა ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ სტეროიდების პოტენციური სისტემური ეფექტების განვითარებაზე, რომელიც მოიცავს ოკულარულ ცვლილებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (იხ. კლინიკური კვლევები).

ურთიერთქმედებები

ფლუტიკაზონის ფუროატი სწრაფად გამოიყოფა ექსტენსიური პირველადი მეტაბოლიზმით, რომელიც ხორციელდება ციტოქრომა P450 3A4-ის საშუალებით. ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის წამლების ურთიერთქმედების კვლევაში CYP3A4-ის ძლიერმოქმედ ინჰიბიტორ კეტოკონაზოლთან, კეტოკონაზოლის ჯგუფში უფრო მეტ სუბიექტში აღინიშნა ფლუტიკაზონის ფუროატის გაზომვადი კონცენტრაცია (20-დან 6 სუბიექტში), პლაცებოსთან შედარებით (20-დან 1 სუბიექტში). ექსპოზიციის ასეთი მცირე ზრდა არ იწვევს სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას შრატში კორტიზოლის დონეეებში 24 საათის განმავლობაში ამ ორ ჯგუფს შორის.

ფერმენტების ინდუქციისა და ინჰიბირების მონაცემების მიხედვით, არ არსებობს თეორიული საფუძველი, რომ მოსალოდნელი იყოს მეტაბოლური ურთიერთქმედება ფლუტიკაზონის ფუროატსა და სხვა ნაერთებს შორის, რომელთა მეტაბოლიზმი წარმოებს ციტოქრომა P450-ით, კლინიკურად მნიშვნელოვან ინტრანაზალურ დოზებზე. ამიტომ, არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, რომლებშიც გამოკვლეული იქნებოდა ფლუტიკაზონის ფუროატის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის ხელმისაწვდომი ადეკვატური მონაცემები ავამისი ნაზალური სპრეის გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის დროს ადამიანებში. ავამისი ნაზალური სპრეი ორსულობის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის.

რეპროდუქციული უნარი

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები, რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია).

ორსულობა

ავამისი ნაზალური სპრეის ადამიანის მაქსიმალური რეკომენდებული დოზის (110 მიკროგრამი/დღე) ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ პლაზმაში ფლუტიკაზონის ფუროატის კონცენტრაციები ჩვეულებრივ არ არის გაზომვადი და ამიტომ რეპროდუქციული ტოქსიკურობის პოტენციალი მოსალოდნელია, რომ ძალიან დაბალი იქნება (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები, რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია).

ლაქტაცია

ფლუტიკაზონის ფუროატის დედის რძეში გამოყოფა არ არის გამოკვლეული.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტები

ფლუტიკაზონის ფუროატისა და სხვა ინტრანაზალური სტეროიდების ფარმაკოლოგიის საფუძველზე არ არის მოსალოდნელი ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა ავამისი ნაზალური სპრეის გამოყენებისას.

გვერდითი რეაქციები

ფართო კლინიკური კვლევები გამოყენებულ იქნა გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრისათვის. ქვემოთ მოცემული შეთანხმება გამოყენებულია სიხშირეების კლასიფიკაციისათვის: ძალიან ხშირი ( ≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი ( ≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).

კლინიკური კვლევების მონაცემები

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები

ძალიან ხშირი:

ეპისტაქსისი

ზრდასრულებსა და მოზარდებში ეპისტაქსის შემთხვევები უფრო ხშირი იყო ხანგრძლივი გამოყენებისას (6 კვირაზე მეტხანს), ვიდრე ხანმოკლე გამოყენებისას (6 კვირამდე). 12 კვირამდე ხანგრძლივობის პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში ეპისტაქსისის შემთხვევები ანალოგიური იყო ავამისის ნაზალური სპრეისა და პლაცებოს ჯგუფებში.

ხშირი:

ცხვირის წყლულები

ბავშვები

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

სიხშირე უცნობია:

ზრდაში ჩამორჩენა

ერთწლიან კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ფასდებოდა ზრდა პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებში 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენებისას დღეში ერთხელ, ზრდის სიჩქარის საშუალო განსხვავება აღინიშნა -0.27 სმ წელიწადში, პლაცებოსთან შედარებით (იხ. კლინიკური კვლევები).

პოსტმარკეტინგული მონაცემები

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

იშვიათი:

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი და ჭინჭრის ციება

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი:

თავის ტკივილი

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები

არახშირი:

რინალგია, ცხვირში დისკომფორტი (მათ შორის ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება და ცხვირის მგრძნობელობა), ცხვირის სიმშრალე

ძალიან იშვიათი:

ცხვირის ძგიდის პერფორაცია

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები და ნიშნები

ბიოშეღწევადობის კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატის ზრდასრულების რეკომენდებულ დღიურ დოზაზე 24-ჯერ მაღალი ინტრანაზალური დოზები შესწავლილი იქნა სამი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც არ აღინიშნა სისტემური გვერდითი რეაქციები (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

მკურნალობა

არ არის მოსალოდნელი, რომ დოზის მწვავე გადაჭარბება მოითხოვდეს რაიმე სხვა თერაპიას, დაკვირვების გარდა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

ფლუტიკაზონის ფუროატი არის სინთეზური ტრიფტორირებული კორტიკოსტეროიდი ძალიან მაღალი აფინურობით გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ფლუტიკაზონის ფუროატი გადის ექსტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს და არასრულად შეიწოვება ღვიძლსა და ნაწლავებში, რაც იწვევს მის უმნიშვნელო სისტემურ ექსპოზიციას. 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ ინტრანაზალური დოზირება ჩვეულებრივ არ იწვევს გაზომვად პლაზმურ კონცენტრაციებს (ნაკლები ვიდრე 10 პიკოგრამი/მლ). ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 880 მიკროგრამის სამჯერ დღეში (2640 მიკროგრამი მთლიანი დღიური დოზა) მიღებისას შეადგენს 0.50%-ს,

განაწილება

ფლუტიკაზონის ფუროატის პლაზმის ცილებთან დაკავშირება 99%-ზე მეტია. ფლუტიკაზონის ფუროატი ფართოდ ნაწილდება წონასწორულ კონცენტრაციაზე განაწილების მოცულობით, საშუალოდ, 608 ლ.

მეტაბოლიზმი

ფლუტიკაზონი ფუროატი სწრაფად გამოდის სისტემური სისხლის მიმოქცევიდან (პლაზმის საერთო კლირენსი 58,7 ლ/სთ), ძირითადად ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის საშუალებით, არააქტიური 17 β-კარბოქსილის მეტაბოლიტის (GW694301X) წარმოქმნით, ციტოქრომა P450 ფერმენტის CYP3A4 საშუალებით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა S-ფტორმეთილკარბოთიოატის ჰიდროლიზი 17 β-კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტად. in vivo კვლევებში არ გამოვლინდა ფუროატის ფრაგმენტის დაშლა ფლუტიკაზონის წარმოქმნით.

გამოყოფა

ფლუტიკაზონის ფუროატისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა პერორალური და ინტრავენური მიღებისას ძირითადად ხდება ნაღვლის საშუალებით განავალთან ერთად. ინტრავენური მიღებისას ფლუტიკაზონის ფუროატის ნახევრგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 15,1 საათს. შარდით გამოყოფა პერორალური და ინტრავენური დოზის მიღებისას, დაახლოებით, 1% და 2%-ია, შესაბამისად.

პაციენტების სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმული პაციენტები

ფარმაკონეტიკური მონაცემები ხანდაზმული პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობიდან არის ხელმისაწვდომი (n=23/872; 2,6%). არ არის მტკიცებულება, რომ ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება ფლუტიკაზონის ფუროატის გაზომვადი კონცენტრაციები, ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით.

ბავშვები

ფლუტიკაზონის ფუროატის ჩვეულებრივ არ არის გაზომვადი (ნაკლები ვიდრე 10 პიკოგრამი/მლ) 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ. გაზომვადი დონეები აღინიშნა 16% პედიატრიულ პაციენტებში 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ და მხოლოდ 7%-ზე ნაკლებ პედიატრიულ პაციენტებში 55 მიკროგრამი ერთხელ დღეში მიღების შემდეგ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ პატარა ბავშვებში (6 წლამდე ასაკის) უფრო ხშირად აღინიშნება ფლუტიკაზონის ფუროატის უფრო მაღალი გაზომვადი დონე.

თირკმელების დაზიანება

ფლუტიკაზონის ფუროატი არ არის აღმოჩენადი ჯანმრთელი მოხალისეების შარდში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ. შარდში გამოიყოფა დოზასთან დაკავშირებული ნივთიერებების 1%-ზე ნაკლები და ამიტომ, თეორიულად, არ არის მოსალოდნელი, რომ თირკმლის დაზიანებამ გავლენა იქონიოს ფლუტიკაზონის ფუროატის ფარმაკოკინეტიკაზე.

ღვიძლის დაზიანება

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალურად გამოყენების შესახებ. მონაცემები მიღებულია საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების შემდეგ (ფლუტიკაზონის ფუროატის ან ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლის სახით) ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში, რომლებიც ასევე იღებდნენ ინტრანაზალურ დოზებს. კვლევაში მონაწილეობდნენ ღვიძლის ზომიერი ხარისხის დაზიანების მქონე (ჩაილდ-პიუ B) პაციენტები, რომლებიც იღებდნენ პერორალურად საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის 400 მიკროგრამ ერთჯერად დოზას. ამ კვლევაში გაიზარდა Cmax (42%) და AUC(0-∞) (172%), ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. პერორალურად საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის/ვილანტეროლის განმეორებითი დოზირების შემდეგ 7 დღის განმავლობაში აღინიშნა ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის ზრდა (საშუალოდ ორჯერ, AUC(0-24) გაზომვის მიხედვით) იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაზიანება (ჩაილდ-პიუ B ან C), ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის ზრდა ღვიძლის საშუალო დაზიანების მქონე სუბიექტებში (ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლი 200/25 მიკროგრამი) დაკავშირებული იყო შრატის კორტიზოლის საშუალოდ 34%-ით დაქვეითებასთან, ჯანმრთელ პირებთან შედარებით. არ აღინიშნა შრატის კორტიზოლზე რაიმე ეფექტი ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლი 100/12,5 მიკროგრამი). ამ მონაცემების საფუძველზე, 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალური მიღება ამ პაციენტების პოპულაციაში არ უნდა იწვევდეს კორტიზოლის სინთეზის დათრგუნვას.

სხვა ფარმაკოკინეტიკა

ფლუტიკაზონის ფუროატი ჩვეულებრივ არ არის გაზომვადი (ნაკლები ვიდრე 10 პიკოგრამი/მლ) 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ. გაზომვადი დონეები დაფიქსირდა მხოლოდ 12 წლის და მეტი ასაკის 31%-ზე ნაკლებ პაციენტში და 16%-ზე ნაკლებ პედიატრიულ პაციენტში 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ. არ არის მტკიცებულება, რომ სქესი, ასაკი (მათ შორის პედიატრიული) ან რასა დაკავშირებული იყო ამ სუბიექტებში გაზომვად დონეებთან, იმ პირებთან შედარებით, რომლებშიც ეს დონეები არ იქნა დაფიქსირებული.

კლინიკური კვლევები

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულები და მოზარდები

ავამისი ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში დოზამ გამოიწვია პრედოზის ყველა ნაზალური სიმპტომის ყოველდღიური თვითშეგრძნების (როგორ გრძნობდა თავს პაციენტი გასული 12 საათის განმავლობაში) და მყისიერი შეგრძნების (როგორ გრძნობს პაციენტი თავს შეფასების მომენტში) ქულათა ჯამების (rTNSS და iTNSS, მოიცავს რინორეას, ცხვირის გაჭედვა, ცხვირცემინებასა და ცხვირის ქავილს) და ყველა ოკულარული სიმპტომის ყოველდღიური თვითშეგრძნების და მყისიერი შეგრძნების ქულათა ჯამების (rTOSS, მოიცავს თვალების ქავილს/წვას, ცრემლდენას/წყლიანობას და სიწითლეს) მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პლაცებოსთან შედარებით (იხ. ქვემოთ ცხრილი). ნაზალური და თვალის სიმპტომების გაუმჯობესება შენარჩუნდა მთელი 24 საათის განმავლობაში ერთხელ დღეში გამოყენების შემდეგ.

სეზონური ალერგიული რინიტი: პირველადი და მეორეული საკვანძო საბოლოო შედეგები

კვლევა

პირველადი საბოლოო შედეგი: ყოველდღიური rTNSS

მეორეული საბოლოო შედეგი: ყოველდღიური rTOSS

LS საშუალო სხვაობა

P-სიდიდე (95% CI)

LS საშუალო სხვაობა

P-სიდიდე (95% CI)

FFR20001

  • 2,012

<0,001 (-2,58, -1,44)

-

-

FFR30003

  • 0,777

0,003 (-1,28, -0,27)

  • -0,546

0,008 (-0.95, -0,14)

FFR103184

  • 1,757

<0,001 (-2,28, -1,23)

  • 0.741

<0,001 (-1,14, -0.34)

FFR104861

  • 1,473

<0,001 (-2,01, -0,94)

  • 0,600

0,004 (-1,01, -0,19)

rTNSS = ყველა ნაზალური სიმპტომის თვითშეგრძნების ქულათა ჯამი; rTOSS = ყველა ოკულარული სიმპტომის თვითშეგრძნების ქულათა ჯამი; LS = უმცირესი კვადრატები; LS საშუალო სხვაობა = LS საშუალო სხვაობა საწყისი დონიდან აქტიურ ჯგუფში - LS საშუალო სხვაობა საწყისი დონიდან პლაცებო ჯგუფში; CI = სანდოობის ინტერვალი

თერაპიის მიმართ სრული პასუხის პაციენტების აღქმის (7-ქულიანი შკალის გამოყენებით - მნიშვნელოვნად გაუმჯობესებიდან მნიშვნელოვნად გაუარესებამდე) განაწილება გადაიხარა ავამისი ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი ჯგუფისკენ, პლაცებოსთან შედარებით, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობით მკურნალობის შედეგებს შორის. მოქმედების დაწყება აღინიშნა უკვე რვა საათში საწყისი მიღების შემდეგ ორ კვლევაში. სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღწერილ იქნა პირველ 24 საათში ყველა ოთხ კვლევაში და გაგრძელდა გაუმჯობესებით რამდენიმე დღის განმავლობაში. პაციენტების სიცოცხლის ხარისხი (როგორც შეფასდა რინოკონიუნქტივიტის შემთხვევაში სიცოცხლის ხარისხის კითხვარით - RQLQ) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საწყისი დონიდან ავამისი ნაზალური სპრეის ჯგუფში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით (მინიმალური მნიშვნელოვანი სხვაობა ყველა ოთხ კვლევაში = გაუმჯობესება მინიმუმ -0,5-ით პლაცებოსთან შედარებით; სხვაობა მკურნალობის შედეგებს შორის -0,690. p<0,001, 95% CI -0,84, -0,54).

წლიური ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულები და მოზარდები:

ავამისი ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში დოზამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ყოველდღიური rTNSS (LS საშუალო სხვაობა = -0,706. p=0,005, 95% CI -1,20, -0,21). ნაზალური სიმპტომების გაუმჯობესება შენარჩუნდა სრული 24 საათის განმავლობაში ერთხელ დღეში მიღების შემდეგ. თერაპიის საერთო პასუხის მიმართ პაციენტის აღქმის განაწილება ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პლაცებოსთან შედარებით.

ორწლიან კვლევაში, სადაც ფასდებოდა თვალების უსაფრთხოება ფლუტიკაზონის ფუროატის მიმართ (110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური სპრეი), წლიური ალერგიული რინიტის მქონე ზრდასრულები და მოზარდები იღებდნენ ან ფლუტიკაზონის ფუროატს (n=367) ან პლაცებოს (n=181). პირველადი შედეგი [უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ზრდის დრო (≥0.3 საწყისი დონიდან ბროლის შემღვრევის კლასიფიკაციის სისტემაში, ვერსია III (LOCS III ხარისხი)) და თვალშიდა წნევის გაზრდის დრო (IOP ; ≥7 მმ ვწყ.სვ. საწყისი დონიდან)] არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ორ ჯგუფს შორის. უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ზრდა (≥0.3 საწყისი დონიდან) უფრო ხშირი იყო სუბიექტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატით [14 (4%)], პლაცებოსთან შედარებით [4 (2%)] და იყო გარდამავალი ხასიათის ფლუტიკაზონის ფუროატის ჯგუფის ათ სუბიექტში და პლაცებო ჯგუფის ორ სუბიექტში. IOP-ის ზრდა (≥7 მმ ვწყ.სვ. საწყისი დონიდან) უფრო ხშირი იყო სუბიექტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატით: 7 (2%) ფლუტიკაზონის ფუროატი 110 მიკროგრამისათვის ერთხელ დღეში და 1 (<1%) პლაცებოსათვის. ეს მოვლენები გარდამავალი ხასიათის იყო ექვსი სუბიექტისათვის ფლუტიკაზონის ფუროატის ჯგუფში და ერთი პლაცებო სუბიექტისათვის. 52-ე და 104-ე კვირას სუბიექტების 95%-ს, ორივე სამკურნალო ჯგუფში, ჰქონდა უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის სიდიდე ±0.1-ის ფარგლებში საწყისი დონიდან თითოეული თვალისათვის და 104-ე კვირას სუბიექტების ≤1%-ს ორივე სამკურნალო ჯგუფში ჰქონდა უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ≥0.3-ით ზრდა საწყისი დონიდან. 52-ე და 104-ე კვირას, სუბიექტების უმეტესობას (>95%) IOP სიდიდე ჰქონდა ±5 მმ ვწყ.სვ-ის ფარგლებში საწყისი სიდიდან. უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ან თვალშიდა წნევის ზრდას არ ახლდა კატარაქტის ან გლაუკომის რაიმე გვერდითი მოვლენა.

ბავშვები

პედიატრიული დოზირება დაფუძნებულია ეფექტიანობის მონაცემების შეფასებაზე ალერგიული რინიტის მქონე ბავშვების პოპულაციაში. ბავშვებში სეზონური ალერგიული რინიტის კვლევაში ავამისი ნაზალური სპრეი 110 მიკროგრამი ორი კვირის განმავლობაში ეფექტიანი იყო პირველადი (ყოველდღიური rTNSS, LS საშუალო სხვაობა = -0,616. p=0,025, 95% CI -1,15, -0,08) და ყველა მეორეული ნაზალური საბოლოო შედეგისათვის, გარდა ინდივიდუალური თვითშეგრძნების ქულათა ჯამისა რინორეისათვის. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება ავამისი ნაზალური სპრეის 55 მიკროგრამსა და პლაცებოს შორის ნებისმიერ საბოლოო შედეგზე.

წლიური ალერგიული რინიტის კვლევაში ავამისი ნაზალური სპრეი 55 მიკროგრამი ეფექტიანი იყო ყოველდღიურ rTNSS-ზე (LS საშუალო სხვაობა = -0,754. p=0,003, 95% CI -1,24, -0,27). მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნა rTNSS-ის გაუმჯობესების ტენდენცია 100 მიკროგრამ დოზაზე, მან არ მიაღწია სტატისტიკურ მნიშვნელობას (LS საშუალო სხვაობა = -0,452. p=0,073, 95% CI -1,24, -0,04). ამ კვლევაში მე-6 და მე-12 კვირას ეფექტიანობის მონაცემების აპოსტერიულმა ანალიზმა და 6-კვირიანმა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის უსაფრთხოების კვლევამ აჩვენა, რომ rTNSS-ის გაუმჯობესება 110 მიკროგრამი ავამისი ნაზალური სპრეისათვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო პლაცებოსთან შედარებით.

რამდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პარალელურჯგუფებიან, მულტიცენტრულ, ერთ წლიან, პლაცებოკონტროლირებად, კლინიკურ ზრდის კვლევაში შეფასდა ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი დღეში გავლენა ზრდის სიჩქარეზე 474 პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებში (5-7.5 წლის ასაკის გოგონები და 5-8.5 წლის ასაკის ბიჭები) სიმაღლის გაზომვის საშუალებით. ზრდის საშუალო სიჩქარე 52-კვირიანი მკურნალობის პერიოდში უფრო დაბალი იყო ფლუტიკაზონის ფუროატის მიმღებ პაციენტებში (5,19 სმ/წელი), პლაცებოსთან შედარებით (5,46 სმ/წელი). მკურნალობის საშუალო განსხვავება იყო -0.27 სმ წელიწადში [95% CI -0.48-დან -0.06-მდე].

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

კანცეროგენეზი, მუტაგენეზი

არ აღინიშნა მკურნალობასთან დაკავშირებული სიმსივნეების სიხშირის ზრდა ორწლიან საინჰალაციო კვლევებში ვირთაგვებსა და თაგვებში.

ავამისი ნაზალური სპრეი არ იყო გენოტოქსიკური in vitro ან in vivo.

რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია

პოტენციური რეპროდუქციული ტოქსიკურობა შეფასდა ცხოველებში ინჰალაციის გზით მიღებით, რათა უზრუნველყოფილიყო ფლუტიკაზონის ფუროატის მაღალი სისტემური ექსპოზიცია. არ აღინიშნა ეფექტები მამრი ან მდედრი ვირთაგვების შეწყვილებაზე ან ფერტილობაზე. ვირთაგვებში განვითარებაზე ტოქსიკურობა შემოიფარგლა მკერდის ძვლის არასრული გაძვალების შემთხვევების ზრდით ნაყოფის დააბალ წონასთან კავშირში. ბოცვრებში მაღალმა დოზებმა გამოიწვია აბორტი. ეს მონაცემები ტიპურია ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდების სისტემური ექსპოზიციის შემდეგ. არ აღინიშნა ჩონჩხის ან ვისცერალური დიდი ანომალიები ვირთაგვებში ან ბოცვრებში და არ იყო რაიმე ეფექტი პრე- ან პოსტნატალურ განვითარებაზე ვირთხებში.

ცხოველების ტოქსიკოლოგია და/ან ფარმაკოლოგია

ზოგადი ტოქსიკოლოგიური კვლევების მონაცემები ანალოგიური იყო სხვა გლუკოკორტიკოსტეორიდების დროს აღწერილის და არ იქნა მიჩნეული კლინიკურად მნიშვნელოვნად ავამისი ნაზალური სპრეის ინტრანაზალური გამოყენებისას.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერების ჩამონათვალი

უწყლო გლუკოზა (ასევე ე.წ. უწყლო დექსტროზა)

მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა (ასევე ე.წ. დისპერგირებადი ცელულოზა)

პოლისორბატი 80

ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი

დინატრიუმის ედეტატი (ასევე ე.წ. დინატრიუმის ედეტატი)

გაწმენდილი წყალი

შეუთავსებლობები

არ არის.

შენახვის ვადა

შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვის სპეციალური სიფრთხილის ზომები

ინახება 30ºC-ის ქვემოთ.

დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

ავამისი ნაზალური სპრეი არის წამლის სუსპენზია, რომელიც მოთავსებულია მინის ბოთლში, მასზე დამაგრებული დოზატორი გამფრქვევი ტუმბოთი, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მოთეთრო ფერის პლასტიკის მოწყობილობაში ლურჯი ფერის გვერდითი ბერკეტითა და თავსახურით.

პროდუქტის ავსების წონა საკმარისია, რომ უზრუნველყოს მინიმუმ 30 (სანიმუშე შეფუთვა), 60 ან 120 გაფრქვევა წინასწარი გააქტიურების შემდეგ.

ყველა გამოშვების ფორმა ყველა ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენების/მოხმარების ინსტრუქციები

პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ მოწყობილობა უნდა გააქტიურდეს პირველ გამოყენებამდე და ხელახლა გააქტიურდეს, თუ თავსახური არ არის დამაგრებული ან თუ მოწყობილობა, როგორც ჩანს, არ მუშაობს. მოწყობილობის გასააქტიურებლად ნაზალური სპრეი ენერგიულად უნდა შეინჯღრეს 10 წამის განმავლობაში თავდახურულ მდგომარეობაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ავამისი ნაზალური სპრეი არის სქელი სუსპენზია, რომელიც სითხე ხდება ენერგიული შენჯღრევისას. ის გაიფრქვევა მხოლოდ თხევად მდგომარეობაში ყოფნისას. შემდეგ პაციენტმა ძლიერად უნდა დააჭიროს ღილაკს ბოლომდე, დაახლოებით 6-ჯერ, სანამ არ გაჩნდება წვრილი ნისლი (რაც უზრუნვლეყოფს სრული დოზის მიწოდებას). გააქტიურების შემდეგ პაციენტმა ნაზალური სპრეი ენერგიულად უნდა შეანჯღრეს ყოველი გამოყენების წინ. გამოყენების შემდეგ თავსახური უნდა დაეხუროს, რათა გამფრქვევი დარჩეს სუფთა და მოხდეს ხელხალი გააქტიურების საჭიროების პრევენცია.

ეს პარაგრაფი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ნაზალური სპრეი

6 მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პაციენტმა უნდა იცოდეს ავამისი ნაზალური სპრეის შესახებ

ნაზალური სპრეის მომზადება

ნაზალური სპრეის გამოყენება

ნაზალური სპრეის გაწმენდა

ნაზალური სპრეი

პრეპარატი მოწოდებულია ყავისფერი მინის ბოთლით, რომელიც მოთავსებულია პლასტიკის ქეისში. ის შეიცავს 30, 60 ან 120 გაფრქვევას, შეფუთვის ზომის მიხედვით, რომელიც გამოწერილია პაციენტისათვის (სურათი a).

პლასტიკის ქეისში არსებული ინდიკატორული ფანჯარა დარჩენილი მედიკამენტის დანახვის საშუალებას იძლევა. პაციენტი დაინახავს სითხის დონეს ახალ 30 ან 60 გაფრქვევის მქონე ბოთლში (სურათი a), მაგრამ არა ახალი 120 გაფრქვევის მქონე ბოთლში, რადგან სითხის დონე ფანჯრის ზემოთაა.

მედიკამენტი გამოიფრქვევა გამოსაფრქვევიდან, როცა გვერდითა ღილაკზე მოხდება ძლიერი ზეწოლა ბოლომდე.

მოსახსნელი თავსახური გამფრქვევს იცავს მტვრისაგან და ახდენს მისი დაბლოკვის პრევენციას.

6 მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პაციენტმა უნდა იცოდეს ავამისი ნაზალური სპრეის შესახებ

ნაზალური სპრეი მოწოდებულია ყავისფერი მინის ბოთლით. დარჩენილი პრეპარატის დონის შესამოწმებლად ნაზალური სპრეი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად კაშკაშა სინათლეზე. დონის დანახვა შესაძლებელი იქნება ინდიკატორულ ფანჯარაში.

ნაზალური სპრეის პირველად გამოყენებისას, ის ენერგიულად უნდა შეინჯღრეს დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ავამისი ნაზალური სპრეი წარმოადგენს საკმაოდ სქელ სუსპენზიას და უფრო თხევადი ხდება კარგად შენჯღრევისას (სურათი b). ის გაიფრქვევა მხოლოდ თხევად მდგომარეობაში ყოფნისას.

უნდა მოხდეს ძლიერი ზეწოლა გვერდითა ღილაკზე ბოლომდე გამფრქვევიდან სპრეის გამოსათავისუფლებლად (სურათი c).

თუ ღილაკზე დაჭერა ვერ ხერხდება ცერა თითით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორივე ხელი (სურათი d).

ნაზალური სპრეი ყოველთვის უნდა იქნეს შენახული თავდახურული, როცა არ ხდება მისი გამოყენება. თავსახური იცავს დამტვერიანებისაგან, ახდენს ჰერმეტიზაციას და გამფრქვევის ბლოკირების პრევენციას. როცა თავსახური ადგილზეა, გვერდითა ღილაკზე შემთხვევით ხელის დაჭერა ვერ მოხდება.

დაუშვებელია ქინძისთავის ან სხვა მახვილი საგნის გამოყენება გამფრქვევის გასაწმენდად. ამით შეიძლება დაზიანდეს ნაზალური სპრეი.

ნაზალური სპრეის მომზადება

საჭიროა ნაზალური სპრეის მომზადება:

პირველად გამოყენებამდე

სპრეის დატოვებისას უთავსახუროდ.

ნაზალური სპრეის მომზადება ხელს უწყობს პრეპარატის საჭირო დოზის მიღების უზრუნველყოფას. საჭიროა შემდეგი ეტაპების დაცვა:

თავსახურის მოხსნის გარეშე ნაზალური სპრეი ენერგიულად უნდა შეინჯღრეს დაახლოებით 10 წამის განმავლობაში.

თავსახური უნდა მოიხსნას თავსახურის გვერდებზე ცერა და საჩვენებელი თითების ნაზად მოჭერით და მისი გამოქაჩვით (სურათი e).

ნაზალური სპრეი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად და გამფრქვევი მიმართული უნდა იყოს გარეთ.

ღილაკზე ძლიერად უნდა დაეჭიროს ბოლომდე. ეს უნდა გამეორდეს მინიმუმ 6-ჯერ, რათა გამოთავისუფლდეს წვრილი ნისლი (სურათი f).

ნაზალური სპრეი მზად არის გამოსაყენებლად.

ნაზალური სპრეის გამოყენება

ნაზალური სპრეი ენერგიულად უნდა შეინჯღრეს.

თავსახური უნდა მოიხსნას.

ცხვირი უნდა გამოიწმინდოს ნესტოების გასათავისუფლებად და შემდეგ თავი ცოტათი უნდა დაიხაროს წინ.

ნაზალური სპრეი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად და გამფრქვევი ფრთხილად უნდა მოთავსდეს ერთ-ერთ ნესტოში (სურათი g).

გამფრქვევის ბოლო მიმართული უნდა იყოს ცხვირის გარეთა კედლისკენ, და არა ცხვირის ძგიდის ცენტრისკენ. ეს უზრუნველყოფს პრეპარატის მიმართვას ცხვირის სწორ ნაწილში.

უნდა მოხდეს ცხვირით შესუნთქვა და ერთხელ დაჭერა ღილაკზე ძლიერად ბოლომდე (სურათი h).

სიფრთხილეა საჭირო, რომ სპრეი არ მოხვდეს თვალებში! ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისი წყლით გამორეცხვა.

ნესტოდან გამოღებულ უნდა იქნეს გამფრქვევი და უნდა მოხდეს ამოსუნთქვა პირის გზით.

თუ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია 2 შესხურება თითოეულ ნესტოში, უნდა გამეორდეს პუნქტები 4-6.

უნდა გამეორდეს პუნქტები 4-6 მეორე ნესტოსთვის.

ნაზალურ სპრეის უნდა დაეხუროს თავსახური.

ნაზალური სპრეის გაწმენდა

ყოველი გამოყენების შემდეგ:

გამფრქვევი და თავსახურის შიდა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს (სურათები i და j). ამისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული წყალი. უნდა გაიწმინდოს სუფთა, მშრალი ქსოვილით.

დაუშვებელია ქინძისთავის ან სხვა მახვილი საგნების გამოყენება გამფრქვევზე.

ყოველთვის უნდა დაეხუროს თავსახური გამოყენების დამთავრებისას მტვრისგან დასაცავად, ჰერმეტიზაციისათვის და გამფრქვევის ბლოკირების თავიდან ასაცილებალდ.

თუ ნაზალური სპრეი არ მუშაობს:

უნდა შემოწმდეს დარჩენილი პრეპარატის დონე ინდიკატორული ფანჯრის საშუალებით. თუ დარჩენილია სითხის ძალიან მცირე რაოდენობა, ის შეიძლება არასაკმარისი იყოს ნაზალური სპრეის მუშაობისათვის.

ნაზალური სპრეი უნდა შემოწმდეს დაზიანებაზე.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ გამფრქვევი ბლოკირებულია, დაუშვებელია ქინძისთავით ან სხვა მახვილი საგნით მისი გაწმენდა.

მოწყობილობა უნდა მოვიდეს მუშა მდგომარეობაში მითითებების მიხედვით, რომელიც მოცემულია პარაგრაფში «ნაზალური სპრეის გამოყენებისათვის მომზადება».

თუ ის ისევ არ მუშაობს ან წარმოქმნის არაწვრილ ნისლს (მაგ.: სითხის ნაკადს), ან პაციენტი დისკომფორტს განიცდის სპრეის გამოყენებისას, პრეპარატი უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს.

წარმოებული და შეფუთულია:

Glaxo Operations UK Limited*(trading as Glaxo Wellcome Operations)

Harmire Road, Barnard Castle

Co. Durham, DL12 8DT

United Kingdom

გლაქსო ოფერეიშენზ იუქეი ლიმითიდ (ოპერირებს, როგორც გლაქსო ველქამ ოფერეიშენზ)

ჰარმირ როუდ, ბარნარდ ქესთლ,

ქო. დარჰემი, DL12 8DT

გაერთიანებული სამეფო

  • გსკ კომპანიების ჯგუფის წევრი

სასაქონლო ნიშნები ეკუთვნის ან ლიცენზიით გადაცემულია გსკ კომპანიების ჯგუფზე.

©2024 გსკ კომპანიების ჯგუფი ან მისი ლიცენზიარები

ვერსიის ნომერი: GDS11/IPI10

გამოცემის თარიღი: 2018 წლის 03 აპრილი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა