პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

ავამისი

Avamys™

ურეცეპტოდ27,5მკგ/დოზაინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ავამისი (ფლუტიკაზონის ფუროატი) მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც გლუკოკორტიკოიდებს უწოდებენ. ავამისი ამცირებს ალერგიით გამოწვეულ ანთებას (რინიტი) და შესაბამისად, ამცირებს ალერგიის სიმპტომების გამოვლინებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუტიკაზონი (fluticasone)
ფორმა და შეფუთვა
27,5მკგ/დოზა 120 დოზა ნაზალური სპრეი, სუსპენზია ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 მადოზირებელი გამფრქვევი მოწყობილობით პოლიმერულ კონტეინერში
მწარმოებელი
Glaxo Wellcome S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
R01AD12
რეგისტრაციის ნომერი
რ-038945
რეგისტრირებულია
24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაავამისი და სხვა წამალი ერთად

ავამისი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ავამისი (ფლუტიკაზონის ფუროატი) მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც გლუკოკორტიკოიდებს უწოდებენ. ავამისი ამცირებს ალერგიით გამოწვეულ ანთებას (რინიტი) და შესაბამისად, ამცირებს ალერგიის სიმპტომების გამოვლინებას.

ავამისი ნაზალური სპრეი მოზრდილებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება ალერგიული რინიტის სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ცხვირის გაჭედვის, სურდოს ან ქავილის, ცემინების და ცრემლდენის, თვალების ქავილისა და სიწითლის.

ალერგიის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს წლის გარკვეულ პერიოდში და შეიძლება გამოწვეული იყოს ბალახების ან ხეების მტვრის მიმართ ალერგიით (თივის ცხელება), ან შეიძლება განვითარდეს მთელი წლის განმავლობაში და ხშირად განპირობებულია ალერგიული რეაქციებით ცხოველების, სახლის მტვრის ტკიპების ან ობის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

როდის მიიღება პრეპარატი ავამისი

ერთხელ დღეში;

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. ეს პაციენტს ეხმარება სიმპტომების მოხსნაში დღე-ღამის განმავლობაში.

რამდენ ხანში იწყებს ავამისი მოქმედებას

ზოგიერთი პაციენტი არ აღნიშნავს მკურნალობის სრულ ეფექტს ავამისის გამოყენებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუმცა, ჩვეულებრივ პრეპარატის ეფექტი დგება გამოყენებიდან 8-24 საათში.

პრეპარატის რა დოზა გამოიყენება

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2 გაფრქვევა თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში.

სიმპტომების კუპირების შემთხვევაში დასაშვებია დოზის შემცირება სპრეის ერთ გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

6-11 წლის ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1 გაფრქვევა თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში.

გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს სპრეის 2 გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში, სიმპტომების კუპირებამდე. შემდეგ დოზა შესაძლებელია შემცირდეს 1 გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში.

როგორ გამოიყენება ნაზალური სპრეი

ავამისს პრაქტიკულად არ აქვს გემო და სუნი. ის ცხვირის ღრუში იფრქვევა წვრილდისპერსიული ნისლის სახით. თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი თვალში მოხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში თვალების გამობანა უნდა მოხდეს წყლით.

ინსტრუქციის მე-6 პარაგრაფის შემდეგ მოცემულია ნაზალური სპრეის გამოყენების დეტალური ინსტრუქცია. ინსტრუქციის წაკითხვა უნდა მოხდეს ყურადღებით, რათა ავამისის გამოყენებიდან მიღებული იქნას მაქსიმალური სარგებელი.

  • 285758445500

იხ. ნაზალური სპრეის გამოყენების დეტალური ინსტრუქცია მე-6 პარაგრაფის შემდეგ.

ავამისის დოზის გადაჭარბება

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავამისის დოზის გამოტოვება

პრეპარატის დოზის გამოტოვებისას მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე.

თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი გამოყენების დრო, საჭიროა მოცდა. დაუშვებელია გაორმაგება დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას ან ნაზალური სპრეის გამოყენების დროს დისკომფორტის განვითარებისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ფლუტიკაზონის ფუროატის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 6).

სიფრთხილის ზომები

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

დაუშვებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ავამისი გამოყენების დროს:

ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება შეანელოს ბავშვების სიმაღლეში ზრდა. მკურნალი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ბავშვის სიმაღლეს და მეთვალყურეობას გაუწევს, რომ ბავშვმა მიიღოს შესაძლო უმცირესი ეფექტური დოზა.

შეიძლება გამოიწვიოს თვალის ისეთი დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა). მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ანამნეზში ამ მდგომარეობების არსებობის შესახებ, ან მხედველობის დაბინდვის ან სხვა დარღვევების განვითარების შესახებ, რომლებიც განვითარდა ავამისის გამოყენების დროს.

ავამისის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან შესაძლოა მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

გლუკოკორტიკოიდები ტაბლეტების სახით ან საინექციო გლუკოკორტიკოიდები

გლუკოკორტიკოიდების შემცველი კრემები

ასთმის სამკურნალო პრეპარატები

რიტონავირი ან კობიცისტატი, გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ

კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

ამ სამკურნალო პროდუქტებთან ავამისის შესაძლო გამოყენებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობაზე ყურადღებით დაკვირვება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენებისას, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ ავამისის გვერდითი რეაქციები.

ავამისი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ნაზალურ სპრეისთან ერთად, რომელიც შეიცავს გლიკოკორტიკოსტეროიდებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე.

ავამისი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან მისი დაგეგმვის დროს, ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

ავამისი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ავამისმა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ავამისი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 8.25 მკგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ერთ გაფრქვევაში (27.5 მკგ). ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუს გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს სპრეის გამოყენებისას განვითარებული დისკომფორტის შესახებ.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ალერგიული რეაქციები: დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს

ავამისის გამოყენების დროს ალერგიული რეაქციები იშვიათია და შეიძლება განვითარდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში. მცირე რაოდენობის პაციენტებში ალერგიული რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს უფრო სერიოზულ და სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობებამდე, თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა. სიმპტომები მოიცავს:

ხმაურიანი სუნთქვის, ხველის ან სუნთქვის გაძნელების გამოხატული განვითარება

უეცრად განვითარებული სისუსტე ან თავბრუსხვევა (რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა ან გონების დაკარგვა);

სახის შეშუპება

კანის გამონაყარი ან სიწითლე

ბევრ შემთხვევაში ეს სიმპტომები ნაკლებად მძიმე გვერდითი რეაქციებია. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ისინი შეიძლება პოტენციურად სერიოზული იყოს. ამიტომ, რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა რაც შეიძლება სწრაფად.

ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ცხვირიდან სისხლდენა (როგორც წესი, უმნიშვნელო), განსაკუთრებით, ავამისის უწყვეტად გამოყენებისას 6 კვირაზე მეტხანს.

ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

წყლულები ცხვირის ღრუში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან დისკომფორტი ცხვირში. ასევე სისხლის წვეთები ცხვირის მოხოცვისას;

თავის ტკივილი;

ქოშინი.

არახშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

ცხვირის ღრუს ტკივილი, წვა, გაღიზიანება ან სიმშრალე.

ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მცირე ღრუები (პერფორაცია) ნესტოების გამყოფ ცხვირის ძგიდეში.

უცნობი სიხშირის (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ბავშვებში სიმაღლეში ზრდის შენელება;

მხედველობის დაბინდვა ან მისი დროებითი დარღვევა პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას;

მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება.

ნაზალური გამოყენების კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჰორმონების ფიზიოლოგიურ წარმოქმნაზე ორგანიზმში, განსაკუთრებით, მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას. ამ გვერდითმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა ასაკის პაციენტების სიმაღლეში ზრდის შენელება.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ www.rceth.by

ჭარბი დოზა

ბიოშეღწევადობის კვლევაში ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალური დოზები 2640 მიკროგრამამდე დღეში გამოყენებული იყო სამი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც არ აღინიშნა სისტემური გვერდითი რეაქციები (იხ. პარაგრაფი 5.2).

არ არის მოსალოდნელი, რომ დოზის მწვავე გადაჭარბება მოითხოვდეს რაიმე სხვა თერაპიას, სამედიცინო დაკვირვების გარდა.

შემადგენლობა

ავამისი შეიცავს

პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა ფლუტიკაზონის ფუროატი. სპრეის თითოეული გაფრქვევა შეიცავს 27.5 მკგ ფლუტიკაზონის ფუროატს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო გლუკოზა, დისპერგირებადი ცელულოზა (11% ნატრიუმის კარმელოზა), პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, გაწმენდილი წყალი (იხ. პარაგრაფი 2).

ავამისის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მედიკამენტი არის ერთგვაროვანი, თეთრი ფერის სუსპენზია. პრეპარატი მოთავსებულია ნარინჯისფერ მინის ბოთლში, რომელზეც დამაგრებულია დოზატორი (50 მკლ) გამფრქვევი მოწყობილობით. ფლაკონი მოთავსებულია პლასტმასის ქეისში, რომელსაც აქვს დოზის ინდიკატორი ფანჯარა, დასაჭერი ღილაკი და თავსახური შემზღუდველით. 1 ფლაკონი ქეისში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. დაუშვებელია მაცივარში შენახვა. დაუშვებელია გაყინვა.

აუცილებელია ავამისი ნაზალური სპრეის ვერტიკალურ მდგომარეობაში შენახვა. თავსახური ყოველთვის უნდა იყოს დახურული.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ავამისი ნაზალური სპრეი გამოყენებულ უნდა იქნას ფლაკონის გახსნიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაზალური პრეპარატები. კორტიკოსტეროიდები. ათქ კოდი: R01AD12

მოქმედების მექანიზმი

ფლუტიკაზონის ფუროატი არის სინთეზური ტრიფტორირებული კორტიკოსტეროიდი ძალიან მაღალი აფინურობით გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან და ახასიათებს ძლიერი ანტიანთებითი მოქმედება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

სეზონური ალერგიული რინიტი მოზრდილებსა და მოზარდებში

პლაცებოსთან შედარებით, ფლუტიკაზონის ფუროატმა ნაზალურმა სპრეიმ 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ნაზალური სიმპტომები (შეამცირა რინორეა, ცხვირის გაჭედვა, ცხვირის ცემინება და ცხვირის ქავილი) და თვალის სიმპტომები (შეამცირა თვალების ქავილი/წვა, ცრემლდენა/წყლიანობა და სიწითლე) ყველა 4 კვლევაში. ეფექტურობა შენარჩუნდა 24-საათიანი დოზირების სრულ პერიოდში ერთხელ დღეში გამოყენებისას.

თერაპიული ეფექტის დაწყება აღინიშნა საწყისი გამოყენებიდან 8 საათში, შემდგომი გაუმჯობესებით რამდენიმე დღის განმავლობაში.

ფლუტიკაზონის ფუროატმა ნაზალურმა სპრეიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტის აღქმა თერაპიის ზოგადი შედეგის მიმართ და დაავადებასთან დაკავშირებული პაციენტის სიცოცხლის ხარისხი (რინოკონიუნქტივიტის დროს სიცოცხლის ხარისხის კითხვარი - RQLQ) ყველა 4 კვლევაში.

წლიური ალერგიული რინიტი მოზრდილებსა და მოზარდებში

ფლუტიკაზონის ფუროატმა ნაზალურმა სპრეიმ 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ნაზალური სიმპტომები და პაციენტის აღქმა თერაპიის ზოგადი შედეგის მიმართ, პლაცებოსთან შედარებით, ყველა სამ კვლევაში.

ფლუტიკაზონის ფუროატმა ნაზალურმა სპრეიმ 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თვალის სიმპტომები და დაავადებასთან დაკავშირებული პაციენტის სიცოცხლის ხარისხი (RQLQ), პლაცებოსთან შედარებით ერთ კვლევაში.

ეფექტურობა შენარჩუნდა 24-საათიანი დოზირების სრულ პერიოდში ერთხელ დღეში გამოყენებისას.

ორ-წლიან კვლევაში, სადაც ფასდებოდა თვალის უსაფრთხოება ფლუტიკაზონის ფუროატის მიმართ (110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური სპრეი), წლიური ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილები და მოზარდები იღებდნენ ან ფლუტიკაზონის ფუროატს (n=367) ან პლაცებოს (n=181). პირველადი შედეგი [უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ზრდის დრო (≥0.3 საწყისი დონიდან ბროლის შემღვრევის კლასიფიკაციის სისტემაში, ვერსია III (LOCS III ხარისხი)) და თვალშიდა წნევის ზრდის დრო (IOP ; ≥7 მმ ვწყ.სვ. საწყისი დონიდან)] არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ორ ჯგუფს შორის. უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ზრდა (≥0.3 საწყისი დონიდან) უფრო ხშირი იყო პირებში, რომელბიც მკურნალობდნენ 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატით [14 (4%)], პლაცებოსთან შედარებით [4 (2%)] და იყო გარდამავალი ხასიათის ათ პირში ფლუტიკაზონის ფუროატის ჯგუფში და ორ პირში - პლაცებო ჯგუფში. IOP-ის ზრდა (≥7 მმ ვწყ.სვ. საწყისი დონიდან) უფრო ხშირი იყო პირებში, რომლებიც მკურნალობდნენ 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატით: 7 (2%) ფლუტიკაზონის ფუროატი 110 მიკროგრამისათვის ერთხელ დღეში და 1 (<1%) პლაცებოსათვის. ეს მოვლენები გარდამავალი ხასიათის იყო ექვსი პირისათვის ფლუტიკაზონის ფუროატის ჯგუფში და ერთი პლაცებო პირისათვის. 52-ე და 104-ე კვირას პირების 95%-ს, ორივე სამკურნალო ჯგუფში, ჰქონდა უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის სიდიდე ±0.1-ის ფარგლებში საწყისი დონიდან ორივე თვალისათვის და 104-ე კვირას პირების ≤1%-ს ორივე სამკურნალო ჯგუფში ჰქონდა უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ≥0.3-ით ზრდა საწყისი დონიდან. 52-ე და 104-ე კვირას, პირების უმეტესობას (>95%) IOP სიდიდე ჰქონდა ±5-ის ფარგლებში საწყისი დონიდან. უკანა სუბკაფსულარული შემღვრევის ან თვალშიდა წნევის ზრდას არ ახლდა კატარაქტის ან გლაუკომის რაიმე გვერდითი მოვლენა.

პედიატრიული პოპულაცია

სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი ბავშვებში

პედიატრიული დოზირება დაფუძნებულია ეფექტურობის მონაცემების შეფასებაზე ალერგიული რინიტის მქონე ბავშვების პოპულაციაში.

სეზონური ალერგიული რინიტის შემთხვევაში ფლუტიკაზონის ფუროატი ნაზალური სპრეი 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ეფექტური იყო, მაგრამ არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება ფლუტიკაზონის ფუროატს ნაზალურ სპრეის 55 მიკროგრამი ერთხელ დღეში და პლაცებოს შორის, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე.

წლიური ალერგიული რინიტის დროს ფლუტიკაზონის ფუროატმა ნაზალურმა სპრეიმ 55 მიკროგრამი ერთხელ დღეში აჩვენა უფრო მუდმივი ეფექტურობის პროფილი ფლუტიკაზონის ფუროატთან ნაზალური სპრეი 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში შედარებით 4-კვირიანი მკურნალობის განმავლობაში. იმავე კვლევაში 6 და 12 კვირის შემდგომმა ანალიზმა, ისევე როგორც 6-კვირიანი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის უსაფრთხოების კვლევამ, აჩვენა ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ეფექტურობა.

6-კვირიანმა კვლევამ, სადაც შეფასდა ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ეფექტი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე 2-11 წლის ასაკის ბავშვებში, აჩვენა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი ეფექტი შრატში კორტიზოლის 24-საათიან პროფილზე, პლაცებოსთან შედარებით.

რამდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პარალელურჯგუფებიან, მულტიცენტრულ, ერთ წლიან, პლაცებოგაკონტროლებულ, კლინიკურ, ზრდის კვლევაში შეფასდა ფლუტიკაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში გავლენა ზრდის სიჩქარეზე 474 პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებში (4-7.5 წლის ასაკის გოგონები და 5-8.5 წლის ასაკის ბიჭები) სიმაღლის გაზომვის საშუალებით. ზრდის საშუალო სიჩქარე 52-კვირიანი მკურნალობის პერიოდში უფრო დაბალი იყო ფლუტიკაზონის ფუროატის მიმღებ პაციენტებში (5.19 სმ/წელი), პლაცებოსთან შედარებით (5.46 სმ/წელი). მკურნალობის საშუალო განსხვავება იყო -0.27 სმ წელიწადში [95% CI -0.48-დან -0.06-მდე].

სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი ბავშვებში (6 წლამდე ასაკი)

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები ჩატარდა სულ 271 2-5 წლის ასაკის პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ როგორც სეზონური, ისე წლიური ალერგიული რინიტი, აქედან 176 იღებდა ფლუტიკაზონის ფუროატს.

უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ჯგუფში არ არის დადგენილი.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ფლუტიკაზონის ფუროატი არასრულად შეიწოვება და ექსტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს გადის ღვიძლსა და ნაწლავებში, რაც იწვევს მის უმნიშვნელო სისტემურ ექსპოზიციას. 110 მიკროგრამი დღეში ერთხელ ინტრანაზალური დოზირება ჩვეულებრივ არ იწვევს გაზომვად პლაზმურ კონცენტრაციებს (<10 პგ/მლ). ინტრანაზალური ფლუტიკაზონის ფუროატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ინტრანაზალურად მიღებისას შეადგენს 0.50%-ს, ასე რომ სისტემურად ხელმისაწვდომი იქნება ფლუტიკაზონის ფუროატის 1 მიკროგრამზე ნაკლები 110 მიკროგრამის მიღების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.9).

განაწილება

ფლუტიკაზონის ფუროატის პლაზმის ცილებთან დაკავშირება 99%-ზე მეტია. ფლუტიკაზონის ფუროატი ფართოდ ნაწილდება წონასწორულ კონცენტრაციიაზე განაწილების მოცულობით, საშუალოდ, 608 ლ.

ბიოტრანსფორმაცია

ფლუტიკაზონი ფუროატი სწრაფად გამოდის სისტემური სისხლის მიმოქცევიდან (პლაზმის საერთო კლირენსი 58.7 ლ/სთ), ძირითადად ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის საშუალებით, არააქტიური 17β-კარბოქსილის მეტაბოლიტის (GW694301X) წარმოქმნით, ციტოქრომა P450 ფერმენტის CYP3A4 საშუალებით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა S-ფტორმეთილკარბოთიოატის ჰიდროლიზი 17β-კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტად. in vivo კვლევებში არ გამოვლინდა ფუროატის ფრაგმენტის დაშლა ფლუტიკაზონის წარმოქმნით.

გამოყოფა

ფლუტიკაზონის ფუროატის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა პერორალური და ინტრავენური მიღებისას, ძირითადად ხდება ნაღვლის საშუალებით განავალთან ერთად. ინტრავენური მიღებისას ფლუტიკაზონის ფუროატის ნახევრგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15.1 საათს. შარდით გამოყოფა პერორალური და ინტრავენური დოზის მიღებისას, დაახლოებით, 1% და 2%-ია, შესაბამისად.

პედიატრიული პოპულაცია

პაციენტების უმრავლესობაში ფლუტიკაზონის ფუროატის კონცენტრაცია არ არის გაზომვადი (<10 პგ/მლ) 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ. გაზომვადი დონე აღინიშნა 15.1% პედიატრიულ პაციენტებში 110 მიკროგრამი ერთხელ დღეში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ და მხოლოდ 6.8% პედიატრიულ პაციენტებში 55 მიკროგრამი ერთხელ დღეში მიღების შემდეგ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ უფრო პატარა ბავშვებში (6 წლამდე ასაკის ბავშვებში) აღინიშნება ფლუტიკაზონის ფუროატის უფრო მაღალი გაზომვადი დონე. ფლუტიკაზონის ფუროატის კონცენტრაციის მედიანა იმ პირებში, რომლებსაც ჰქონდათ გაზომვადი დონე 55 მიკროგრამზე, იყო 18.4 პგ/მლ და 18.9 პგ/მლ 2-5 წლის ასაკის და 6-11 წლის ასაკის ბავშვების ჯგუფში, შესაბამისად.

110 მიკროგრამის მიღებისას კონცენტრაციის მედიანა იმ პირებში, რომელთაც ჰქონდათ გაზომვადი დონეები, იყო 14.3 პგ/მლ და 14.4 პგ/მლ, 2-5 წლის ასაკის და 6-11 წლის ასაკის ბავშვებში, შესაბამისად.. ეს სიდიდე მსგავსია მოზრდილებში (12+) მიღებული მაჩვენებლის, რომლებშიც კონცენტრაციის მედიანა გაზომვადი დონის მქონე პირებში იყო 15.4 პგ/მლ და 21.8 პგ/მლ 55 მიკროგრამზე და 110 მიკროგრამზე, შესაბამისად.

ხანდაზმული პაციენტები

ფარმაკონეტიკური მონაცემები ხანდაზმული პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობიდან არის ხელმისაწვდომი (≥65 წელი, n=23/872; 2.6%). არ არის მტკიცებულება, რომ ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება ფლუტიკაზონის ფუროატის გაზომვადი კონცენტრაციები, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

თირკმლის დაზიანება

ფლუტიკაზონის ფუროატი არ აღმოჩნდა ჯანმრთელი მოხალისეების შარდში ინტრანაზალური დოზირების შემდეგ. შარდში გამოიყოფა 1%-ზე ნაკლები დოზასთან დაკავშირებული ნივთიერებები და ამიტომ, თეორიულად, არ არის მოსალოდნელი, რომ თირკმლის დაზიანებამ გავლენა იქონიოს ფლუტიკაზონის ფუროატის ფარმაკოკინეტიკაზე.

ღვიძლის დაზიანება

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალურად გამოყენების შესახებ. მონაცემები მიღებულია საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის გამოყენების შემდეგ (ფლუტიკაზონის ფუროატის ან ფლუტიკაზონის ფუროატი/ვილანტეროლის სახით) ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში, რომლებიც ასევე იღებდნენ ინტრანაზალურ დოზებს. კვლევაში მონაწილეობდნენ ღვიძლის ზომიერი ხარისხის დაზიანების მქონე (ჩაილდ-პიუ B) პაციენტები, რომლებიც იღებდნენ საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის 400 მიკროგრამ ერთჯერად დოზას. ამ კვლევაში გაიზარდა Cmax (42%) და AUC(0-∞)(172%), ასევე, აღინიშნა კორტიზოლის დონის ზომიერი (საშუალოდ 23%-ით) დაქვეითება, ჯანმრთელ პირებთან შედარებით. საინჰალაციო ფლუტიკაზონის ფუროატის/ვილანტეროლის განმეორებითი დოზირების შემდეგ, 7 დღის განმავლობაში, აღინიშნა ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის ზრდა (საშუალოდ ორჯერ AUC(0-24) გაზომვის შედეგად) იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაზიანება (ჩაილდ-პიუ B ან C), ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ფლუტიკაზონის ფუროატის სისტემური ექსპოზიციის ზრდა ღვიძლის ზომიერი დაზიანების მქონე პირებში (ფლუტიკაზონის ფუროატს/ვილანტეროლს 200/25 მიკროგრამი) დაკავშირებული იყო შრატის კორტიზოლის საშუალოდ 34%-ით დაქვეითებასთან ჯანმრთელ პირებთან შედარებით. არ აღინიშნა შრატის კორტიზოლზე რაიმე ეფექტი ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (ფლუტიკაზონის ფუროატის/ვილანტეროლის 100/12.5 მიკროგრამი). ამ მონაცემების საფუძველზე, 110 მიკროგრამი ფლუტიკაზონის ფუროატის ინტრანაზალური მიღება ამ პაციენტების პოპულაციაში არ უნდა იწვევდეს კორტიზოლის სინთეზის დათრგუნვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია (ფურცელი-ჩანართი)

ავამისი, ნაზალური დოზირებული სპრეი 27.5 მკგ/დოზა

ფლუტიკაზონის ფუროატი

პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ინსტრუქციის სრულად წაკითხვა, რადგან შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ყველა შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციის მე-4 პარაგრაფში.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ავამისი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ავამისის გამოყენებამდე

ავამისის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი რეაქციები

ავამისის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ნაზალური სპრეის გამოყენების დეტალური ინსტრუქცია

რას წარმოადგენს ავამისი და მისი გამოყენება

ავამისი (ფლუტიკაზონის ფუროატი) მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც გლუკოკორტიკოიდებს უწოდებენ. ავამისი ამცირებს ალერგიით გამოწვეულ ანთებას (რინიტი) და შესაბამისად, ამცირებს ალერგიის სიმპტომების გამოვლინებას.

ავამისი ნაზალური სპრეი მოზრდილებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება ალერგიული რინიტის სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ცხვირის გაჭედვის, სურდოს ან ქავილის, ცემინების და ცრემლდენის, თვალების ქავილისა და სიწითლის.

ალერგიის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს წლის გარკვეულ პერიოდში და შეიძლება გამოწვეული იყოს ბალახების ან ხეების მტვრის მიმართ ალერგიით (თივის ცხელება), ან შეიძლება განვითარდეს მთელი წლის განმავლობაში და ხშირად განპირობებულია ალერგიული რეაქციებით ცხოველების, სახლის მტვრის ტკიპების ან ობის მიმართ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ავამისის გამოყენებამდე

დაუშვებელია ავამისის გამოყენება:

ფლუტიკაზონის ფუროატის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 6).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

დაუშვებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ავამისი გამოყენების დროს:

ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება შეანელოს ბავშვების სიმაღლეში ზრდა. მკურნალი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ბავშვის სიმაღლეს და მეთვალყურეობას გაუწევს, რომ ბავშვმა მიიღოს შესაძლო უმცირესი ეფექტური დოზა.

შეიძლება გამოიწვიოს თვალის ისეთი დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა). მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ანამნეზში ამ მდგომარეობების არსებობის შესახებ, ან მხედველობის დაბინდვის ან სხვა დარღვევების განვითარების შესახებ, რომლებიც განვითარდა ავამისის გამოყენების დროს.

ავამისის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან შესაძლოა მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

გლუკოკორტიკოიდები ტაბლეტების სახით ან საინექციო გლუკოკორტიკოიდები

გლუკოკორტიკოიდების შემცველი კრემები

ასთმის სამკურნალო პრეპარატები

რიტონავირი ან კობიცისტატი, გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ

კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

ამ სამკურნალო პროდუქტებთან ავამისის შესაძლო გამოყენებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობაზე ყურადღებით დაკვირვება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენებისას, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ ავამისის გვერდითი რეაქციები.

ავამისი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ნაზალურ სპრეისთან ერთად, რომელიც შეიცავს გლიკოკორტიკოსტეროიდებს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე.

ავამისი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან მისი დაგეგმვის დროს, ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

ავამისი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვა

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ავამისმა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ავამისი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 8.25 მკგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ერთ გაფრქვევაში (27.5 მკგ). ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუს გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს სპრეის გამოყენებისას განვითარებული დისკომფორტის შესახებ.

ავამისის გამოყენების წესი

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

როდის მიიღება პრეპარატი ავამისი

ერთხელ დღეში;

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. ეს პაციენტს ეხმარება სიმპტომების მოხსნაში დღე-ღამის განმავლობაში.

რამდენ ხანში იწყებს ავამისი მოქმედებას

ზოგიერთი პაციენტი არ აღნიშნავს მკურნალობის სრულ ეფექტს ავამისის გამოყენებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუმცა, ჩვეულებრივ პრეპარატის ეფექტი დგება გამოყენებიდან 8-24 საათში.

პრეპარატის რა დოზა გამოიყენება

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2 გაფრქვევა თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში.

სიმპტომების კუპირების შემთხვევაში დასაშვებია დოზის შემცირება სპრეის ერთ გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

6-11 წლის ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1 გაფრქვევა თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში.

გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს სპრეის 2 გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში, სიმპტომების კუპირებამდე. შემდეგ დოზა შესაძლებელია შემცირდეს 1 გაფრქვევამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში.

როგორ გამოიყენება ნაზალური სპრეი

ავამისს პრაქტიკულად არ აქვს გემო და სუნი. ის ცხვირის ღრუში იფრქვევა წვრილდისპერსიული ნისლის სახით. თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი თვალში მოხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში თვალების გამობანა უნდა მოხდეს წყლით.

ინსტრუქციის მე-6 პარაგრაფის შემდეგ მოცემულია ნაზალური სპრეის გამოყენების დეტალური ინსტრუქცია. ინსტრუქციის წაკითხვა უნდა მოხდეს ყურადღებით, რათა ავამისის გამოყენებიდან მიღებული იქნას მაქსიმალური სარგებელი.

  • 285758445500

იხ. ნაზალური სპრეის გამოყენების დეტალური ინსტრუქცია მე-6 პარაგრაფის შემდეგ.

ავამისის დოზის გადაჭარბება

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავამისის დოზის გამოტოვება

პრეპარატის დოზის გამოტოვებისას მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე.

თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი გამოყენების დრო, საჭიროა მოცდა. დაუშვებელია გაორმაგება დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას ან ნაზალური სპრეის გამოყენების დროს დისკომფორტის განვითარებისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი რეაქციები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ალერგიული რეაქციები: დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს

ავამისის გამოყენების დროს ალერგიული რეაქციები იშვიათია და შეიძლება განვითარდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში. მცირე რაოდენობის პაციენტებში ალერგიული რეაქციები შეიძლება პროგრესირდეს უფრო სერიოზულ და სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობებამდე, თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა. სიმპტომები მოიცავს:

ხმაურიანი სუნთქვის, ხველის ან სუნთქვის გაძნელების გამოხატული განვითარება

უეცრად განვითარებული სისუსტე ან თავბრუსხვევა (რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა ან გონების დაკარგვა);

სახის შეშუპება

კანის გამონაყარი ან სიწითლე

ბევრ შემთხვევაში ეს სიმპტომები ნაკლებად მძიმე გვერდითი რეაქციებია. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ისინი შეიძლება პოტენციურად სერიოზული იყოს. ამიტომ, რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა რაც შეიძლება სწრაფად.

ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ცხვირიდან სისხლდენა (როგორც წესი, უმნიშვნელო), განსაკუთრებით, ავამისის უწყვეტად გამოყენებისას 6 კვირაზე მეტხანს.

ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

წყლულები ცხვირის ღრუში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან დისკომფორტი ცხვირში. ასევე სისხლის წვეთები ცხვირის მოხოცვისას;

თავის ტკივილი;

ქოშინი.

არახშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

ცხვირის ღრუს ტკივილი, წვა, გაღიზიანება ან სიმშრალე.

ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მცირე ღრუები (პერფორაცია) ნესტოების გამყოფ ცხვირის ძგიდეში.

უცნობი სიხშირის (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ბავშვებში სიმაღლეში ზრდის შენელება;

მხედველობის დაბინდვა ან მისი დროებითი დარღვევა პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას;

მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება.

ნაზალური გამოყენების კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჰორმონების ფიზიოლოგიურ წარმოქმნაზე ორგანიზმში, განსაკუთრებით, მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას. ამ გვერდითმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა ასაკის პაციენტების სიმაღლეში ზრდის შენელება.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ www.rceth.by

ავამისის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. დაუშვებელია მაცივარში შენახვა. დაუშვებელია გაყინვა.

აუცილებელია ავამისი ნაზალური სპრეის ვერტიკალურ მდგომარეობაში შენახვა. თავსახური ყოველთვის უნდა იყოს დახურული.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ავამისი ნაზალური სპრეი გამოყენებულ უნდა იქნას ფლაკონის გახსნიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ავამისი შეიცავს

პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა ფლუტიკაზონის ფუროატი. სპრეის თითოეული გაფრქვევა შეიცავს 27.5 მკგ ფლუტიკაზონის ფუროატს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო გლუკოზა, დისპერგირებადი ცელულოზა (11% ნატრიუმის კარმელოზა), პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, გაწმენდილი წყალი (იხ. პარაგრაფი 2).

ავამისის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მედიკამენტი არის ერთგვაროვანი, თეთრი ფერის სუსპენზია. პრეპარატი მოთავსებულია ნარინჯისფერ მინის ბოთლში, რომელზეც დამაგრებულია დოზატორი (50 მკლ) გამფრქვევი მოწყობილობით. ფლაკონი მოთავსებულია პლასტმასის ქეისში, რომელსაც აქვს დოზის ინდიკატორი ფანჯარა, დასაჭერი ღილაკი და თავსახური შემზღუდველით. 1 ფლაკონი ქეისში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

გლაქსოსმითკლაინ ექსფორთ ლტდ., გაერთიანებული სამეფო/ GlaxoSmithKline Export Ltd, UK

980 გრეით ვესტ როუდ, ბრენტფორდი, მიდლსექსი, TW8 9GS, გაერთიანებული სამეფო/ 980 Great West Road Brentford Middlesex TW8 9GS, United Kingdom

მწარმოებელი

გლაქსო ოფერეიშენზ გაერთიანებული სამეფო ლიმითიდ /Glaxo Operations UK Limited

ჰარმირ როუდ, ბარნარდ ქესთლ, დარჰემი, DL128DT, გაერთიანებული სამეფო/

Harmire Road, Barnard Castle, Durham, DL128DT, UK

ან

გლაქსო ველქამ ს.ა./ Glaxo Wellcome S.A.

ავდა ექსტრემადურა 3, 09400 არანდა დე დუერო, ბურგოსი, ესპანეთი/ Avda. Extremadura, 3, 09400 Aranda De Duero, Burgos, Spain

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისათვის საჭიროა მიმართვა სარეგისტრაციო მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელთან:

შპს »GlaxoSmithKline Export Limited» (გაერთიანებული სამეფო) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში

მინსკი, ვორონიანსკის ქ. 7ა - 400

ტელ.: +375-017-3742016

ფაქსი: +375-017-3571866

სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

9458/10/15/16

სასაქონლო ნიშნების მფლობელია გსკ კომპანიების ჯგუფი.

©2021 გსკ კომპანიების ჯგუფი და მათი უფლებების მფლობელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ნაზალური სპრეის გამოყენების ეტაპობრივი ინსტრუქცია

ნაზალური სპრეის გამოყენების ინსტრუქცია

ნაზალური სპრეის აღწერა

ექვსი მნიშვნელოვანი ფაქტი პრეპარატის შესახებ

სპრეის მომზადება გამოყენებისათვის

ნაზალური სპრეის გამოყენება

გამფრქვევი მოწყობილობის მოვლა

ნაზალური სპრეის აღწერა

პრეპარატი მოწოდებულია ნარინჯისფერი მინის ფლაკონებით, რომელიც მოთავსებულია პლასტმასის ქეისებში. პრეპარატი მოწოდებულია ფლაკონებში 30, 60 და 120 დოზით (სურ. a)

პლასტმასის ქეისში არსებული ინდიკატორული ფანჯარა ფლაკონში პრეპარატის დონის კონტროლის საშუალებას იძლევა . 30 ან 60-დოზიან ფლაკონებში პრეპარატის დონე დაუყოვნებლივ გამოჩნდება (სურათი a), ხოლო 120-დოზიან ფლაკონებში პრეპარატის საწყისი დონე ფანჯრის ზედა საზღვრის მაღლაა.

სპრეის გასაფრქვევად გამფრქვევის ღილაკზე უნდა მოხდეს ძლიერი ზეწოლა.

თავსახური გამფრქვევს იცავს მტვრისა და დაბინძურებისაგან.

ექვსი მნიშვნელოვანი ფაქტი პრეპარატის შესახებ

ნაზალური სპრეი მოწოდებულია ნარინჯისფერი მინის ფლაკონით. ფლაკონში პრეპარატის დონის შემოწმება უნდა მოხდეს სინათლეზე. დონე გამოჩნდება ინდიკატორულ ფანჯარაში.

ნაზალური სპრეის პირველად გამოყენებისას, ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს 10 წამის განმავლობაში, თავსახურის მოხდის გარეშე. პრეპარატი წარმოადგენს საკმაოდ სქელ სუსპენზიას და უფრო თხევადი ხდება შენჯღრევისას (სურ. b). გაფრქვევა შესაძლებელია მხოლოდ შენჯღრევის შემდეგ.

გასაფრქვევად უნდა მოხდეს ძლიერი ზეწოლა ღილაკზე (სურათი c).

თუ ღილაკზე დაჭერა ვერ ხერხდება ერთი ცერა თითით, გამოყენებულ უნდა იქნას ორივე ხელის თითები (სურათი d).

ფლაკონი ნაზალური სპრეით ყოველთვის უნდა იქნას შენახული თავდახურული. თავსახური გამფრქვევს იცავს მტვრისა და დაბინძურებისაგან და ახდენს ფლაკონის ჰერმეტიზაციას, გარდა ამისა, თავსახური ხელს უშლის ღილაკზე შემთხვევით ხელის დაჭერას.

არასდროს უნდა მოხდეს დაბოლოების ხვრელის ქინძისთავით ან სხვა მახვილი საგნით გაწმენდა. ამით შეიძლება დაზიანდეს ფლაკონი სპრეით.

სპრეის მომზადება გამოყენებისათვის

სპრეის გამოყენებისთვის მომზადებაა საჭირო, თუ:

პაციენტი პირველად იყენებს სპრეის;

ფლაკონი ღია მდგომარეობაში ინახებოდა 5 დღის განმავლობაში ან ფლაკონი არ გამოყენებულა 30 და მეტი დღის განმავლობაში.

სპრეის გამოყენებისთვის სწორი მომზადება უზრუნველყოფს პრეპარატის საჭირო დოზის გამოფრქვევას.

სპრეის გამოყენების წინ:

თავსახურის მოხსნის გარეშე ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს 10 წამის განმავლობაში.

თავსახური უნდა მოიხსნას მისი გაწევით ცერა და საჩვენებელი თითების საშუალებით (სურათი e).

ფლაკონი დაჭერილ უნდა იქნას ვერტიკალურად და დაბოლოება მიმართული უნდა იყოს გარეთ.

ძლიერად უნდა დაეჭიროს ღილაკზე. ღილაკზე თითის დაჭერა საჭიროა რამდენჯერმე (მინიმუმ 6-ჯერ), სანამ დაბოლოებიდან არ გამოჩნდება მცირე ნისლი (სურათი f).

ახლა სპრეი მზად არის გამოსაყენებლად.

ნაზალური სპრეის გამოყენება

ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.

თავსახური უნდა მოიხსნას.

ცხვირი უნდა გამოიწმინდოს და თავი ცოტათი უნდა დაიხაროს წინ.

დაბოლოება უნდა მოთავსდეს ერთ ნესტოში, ამ დროს ფლაკონი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში (სურათი g).

გამფრქვევის ბოლო მიმართული უნდა იყოს ცხვირის გარეთა კედლისკენ, და არა ცხვირის ძგიდისკენ. ეს უზრუნველყოფს პრეპარატის სწორ შესხურებას.

უნდა მოხდეს ცხვირით შესუნთქვა და ერთხელ დაჭერა ღილაკზე პრეპარატის შესასხურებლად (სურათი h).

სპრეი არ უნდა მოხვდეს თვალებში! თვალში პრეპარატის მოხვედრისას საჭიროა მისი გულმოდგინედ წყლით გამორეცხვა.

ნესტოდან გამოღებულ უნდა იქნას გამფრქვევი და უნდა მოხდეს ამოსუნთქვა პირით.

თუ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია ორი შესხურება თითოეულ ნესტოში, უნდა გამეორდეს პუნქტები 4-6.

პროცედურა უნდა გამეორდეს მეორე ნესტოსთვის.

ფლაკონს უნდა დაეხუროს თავსახური.

გამფრქვევი მოწყობილობის მოვლა

ყოველი გამოყენების შემდეგ:

თავსახური და მისი შიდა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს მშრალი სუფთა ხელსახოცით (სურათები i და j). თავიდან უნდა იქნას აცილებული წყლის მოხვედრა.

თავსახურის გაწმენდა დაუშვებელია ქინძისთავით ან სხვა მახვილი საგნებით.

ფლაკონი ყოველთვის უნდა იყოს თავდახურული. თავსახური გამფრქვევს იცავს მტვრისა და დაბინძურებისაგან, ახდენს ფლაკონის ჰერმეტიზაციას.

თუ გამფრქვევი არ მუშაობს:

უნდა შემოწმდეს დარჩენილი პრეპარატის დონე ინდიკატორული ფანჯრის საშუალებით. თუ დარჩენილია სითხის ძალიან მცირე რაოდენობა, ის შეიძლება არასაკმარისო იყოს გამფრქვევის მუშაობისათვის.

ფლაკონი უნდა შემოწმდეს დაზიანებაზე.

უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის გაჭედილი დაბოლოების ხვრელი. დაუშვებელია დაბოლოების ხვრელის ქინძისთავით ან სხვა მახვილი საგნით გაწმენდა.

მოწყობილობა უნდა მოვიდეს მუშა მდგომარეობაში, ნაზალური სპრეის გამოყენებისათვის მომზადების პროცედურების გამეორებით.

სასაქონლო ნიშნების მფლობელია გსკ კომპანიების ჯგუფი.

©2021 გსკ კომპანიების ჯგუფი ან მათი უფლების მფლობელი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა